შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 11)


14-12-2019, 11:01
ავტორი n-strovet
ნანახია 1 268

-იქნებ დაწყნარდე!-უკვე ჩემი ყვირილიდა ყელში ამოსულს ის ერთადერთი ჭიკა გამომგლიჯა ხელიდან და გატეხას გადაარჩინა-ყველაფერი დალეწე, ხომ ხედავ?
-ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ბრმა ვარ...გენდე, მეგობრად მიგიღე და რაგააკეთე?....უარესი. ჯერ ის არ იკმარეთ იმ კაცს ცილი დასწამეთ, რა არ დააბრალეთ და მერე კიდევ მომაკვლევინეთ! მითხარი, როგორ ჩამოვირეცხო მთელ სხეულიდან ეს ცოდვები-ბოლო ხმაზე გავყვიროდი და კვლავ ჭიქას დავეტაკე-ის ადამიანი მომაკვლევინეთ, ვინც ქვეყნის და იმ ხალხის გადარჩენაზე იბრძოდა, ვისაც თქვენ აწამებთ-მისი მიმართულებით ვისროლე, მაგრამ კარგად განვითარებული რეფლექსებით სწრაფად აიცილა-ეს როგორ გამიკეთეთ...იცოდი, რომ ეს ჩემთვის გამანადგურებული დარტყმა იქნებოდა და დამარტყით კიდევაც...აქ მიდგახარ და პატიებას, რომ მთხოვს კიდევ…
-მე პატიებას არ გთხოვ!-მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ და ამ ფონზე წამიერად ტირილიც კი შევწყვიტე-რისთვის უნდა გთხოვო პატიება?მე არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ის დავალება მოგეცი რაც მეც მივიღე და იმიტომ ვარ დამნაშავე, რომ მისი მოკვლა შენ დაგავალეს? რა უნდა მეთქვა, ნისა, არა! ეგ შენ უმანკო სულს დააბინძურებს-მეთქი? გაახილე თვალები და შეეგუე იმას, რომ შენ მას შემდეგ დაბინძურდი, რაც საქმე მათთან დაიკავე. არავისზე მეტი ან ნაკლები არ ხარ! ყველანი ერთნაირები ვართ, ერთად ვართ ამ ჭაობში და თუ ბოლომდე ჩაიძირება ერთ-ერთი ჩვენგანი მეორეც მას ჩაყვება
-როგორ მწარედ შევცდი შენში….სრულიად წაგშლია ადანუანის სახე და გვიან მივხვდი...სამწუხაროდ-ძლივს წარმოვთქვი სიტყვები...ძლივს ვლაპარაკობდი ხმა საერთოდ წამერთვა და გაღიზიანებულმა ხმის იოგებმა სასიგნალო ნიშანი გამოსხეს, რომ ხმა აღარ ამემაღლებინა-რა გელაპარაკო...იმასაც ვერ ხვდები რა დააშავე და რა ვალდებულება გაკისრია ჩემს წინაშე
-ღმერთო ჩემო!-აღშფოთდა და ბარის სკამი სიბრაზისგან კდელს შეახეთქა. ვაღიარებ, ცოტა შემაშინა-მე არ ვარ დამნაშავე! შენ აქ სამუშაოდ მოხვედი, თანადც სად მოხვედი კარგად დაუფიქრდი, არც სენტიმეტების დრო არ არის და არც ჰუმანურობის გამოსაჩენი. აქ მოდიხარ, ტოვებ ყველაფერს და ყველას, მათ შორის შებს ოჯახს, ნუ გეცოდბა ნურავინ აქ იმარჯვებს ის ვინც ცოცხალი გადარჩება. ამიტომ ამ “ველურ კანონებს” ჰუმანურობით ვერ შეებრძოლები.
-დაზეპირებული სიტყვებით ნუ მელაპარაკები, თურმანიძე! რას მთხოვ უდანაშაულო კაცი მოვკალი და ისიც არ ვიჯავრო? თუ აქაც ჩემი ნებით ვიყო მოსული...შენ რა იცი რა გამოვიარე?
-რით ვერ გაიზარდე,ნისა?
-რა გელაპარაკო..-ამოვიჩურჩულე და ზურგი ვაქციე, კარებისაკენ წავედი, რომ სახლი დამეტოვებინა, მაგრამ რაღაც ძალამ შემაჩერა და უკან მივბრუნდი-იცი...ახლა შენი ოჯახი ბევრად ბედნიერი იქნება, ყველაზე მეტად დედაშნი, რომ არ უყურებს რა ტირანი შვილი გაუზრდია...და თუ ოდნავ მაინც შეგრჩა ადამიანობა ეცი პატივი და არასოდეს გამოჩნდე მათ ცხოვრებაში-მოვშხამე და სახლიდან გამოვედი.
გარეთ ვიყავი, საღამო იყო , რატომღა ქუჩაში ცოტა ხცალხი მოძრაობდა, ნახევარი საათი ვიარე, მაგრამ ვერ მოვისვენე დალევა მომინდა სასწაულად იქვე მყუდრო კაფე “ვინი ვინო” იყო გადავწყვიტე იქ შევსულიყავი. ფეხი, როგორც კი შევადგი გარემომ მომხიბლა, პატარა ბარი იყო ,მაგრამ საკმაოდ კომფორტული. მეპატრონეს გადაეწყვიტა ქვასა და ხეში გაეკეთებინა შენობა. იმისმიუხედავად, რომ ყავისფერი არანაირად არ მამშვიდბედა ეს ის შემთხვევა იყო , როცა მომთენთა. მინასთან მდგარ მაგიდასთან დავჯექი ჩემგან ხელ მარცხნივ კედელი მთლიანად ღვინის ბოთლებით იყო სავსე “სწორ ადგილას მოვსულვარ” გულში გავიფიქრე და შეკვეთა მივეცი მიმტანს. ერთ ჭიქას მეორე მოყვა მეორეს მესამე და ასე ამოვცალე მთლიანი ბოთლი ასეთი დოზით არასოდროს დამილევია, ალბად, ამან განაპირობა ასე მკვეთრად, რომ ვიგრძნი ალკოჰოლის ძალა. თითქმის ყველა დარდი და პრობლემა გამიქრო, ორგანიზმი აღარ იყო ისე დაძაბული ერთადერთი რასაც ჩემგან მოითხოვდა კვლავ ალკოჰოლის მიღება იყო. მეც უარი არ ვთქვი და მიმტანს კიდევ ვთხოვე დამატება რამოდენიმე ჭიქის შემდეგ აფეთქება მოხდა ჩემს სხეულში და გონებაში ის რაც დავლიე ერთიანად ამოხეთქა. საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი და ღებინების შეგრძნება დამეუფლა, მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ანგარიში მოვითხოვე და ჯიბიდან თანხა ამოვიღე “ხურდა დაიტოვეთ” ვუთხარი და ნაბიჯებ არეული გამოვედი ბარიდან დამოუკიდებლად ვერ წავიდოდი ან ლოთივით სადმე დავვარდებოდი ან კიდევ მანქანა გამიტანდა. იოანესთან დარეკვას მანქანას, რომ გავეტანი ის მერჩივნა. სხვა რა გზა მქონდა? ნელ-ნელა დავიწყე ნაბიჯების გადადგმა, რაც შემეძლო თავს ვაკონტროლებდი, მაგრამ ფეხი მაინც გადამიბრუნდა უნდა დავცემულიყავი, როდესაც ვიღაცამ შემომაშველა ხელი “დაგეხმარები” ბუნდოვნად ჩამესმა ხმა “არა ჩემით!” ენამომტვრეული ვუთხრი, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვა იყო...ამის შემდეგ, რა მოხდა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.
დილას ცივმა ნიავნა მაგაღვიძა, რომელიც პირდაპირ ჩემ მიმართულებით ქროდა. თვალები გაჭირვებით გავახილე “სიკეთეს თუ აკეთებ, ბოლომდე მაინც გააკეთე” დავიწუწუნე ჩემი “მომვლელის” მიმართულებით, გადმოვბრუნდი და ზურგით დავწექი, მხოლოდ ახლა მოვავლე ოთახს თვალი და გავიაზრე, რომ სახლში არ ვარ. ცოტა შიშმა შემიყრო, არც მახსოვდა გუშინ რა მოხდა. თავზე ხელები მოვიჭირე , თვალიბი დავხუჭე და შევეცადე გამეხსენებია გუშინდელი საღამო, მაგრამ ამაოდ. კარების საკეტის ხმა გავიგე და სწრაფად გავიხედე მისი მიმართულებით, იქ კი, როდესაც დემეტრე დავლანდე თვალები გამიფართოვდა. ჩემსკენ მოდიოდა, ჭიქა წყალი და წამალი ეჭირა ხელში
-მაპატიე, არ მეგონა თუ გეღვიძა...ვიფიქრე, მათ დავუტოვებ-მეთქი-საწოლის თავთან დამდგარ ტუმბოზე დაადგა წამალიც და ჭიქაც.-ღმერთო ეს ღია დამრჩენია-სწრაფად მივიდა აივნის კარებთან და დახურა-იმედია, ძან არ გაიყინე.
-მეჩვენები?..-ხმაჩამწყდარი ამოვიბუტბურე
-მომენატრე,ნისა-ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამეხუტა-გაზრდილხარ!
-ღმერთო, როგორ მაკლდი-მეც მთელი ძალით მოვეხვიე.
-ესეიგი ანა მართალი იყო-თავი კმაყოფილად დააქნია-სიცოცხლეს იფიცებდა, რომ დაგინახა, რამდენიმე კვირის უკან ჩვენ არ ვუჯერებდით, მაგრამ უკვე ლაშამაც, რომ გნახა, შენი ნახვის სურვილი გამიჩნდა.
-როგორ აღვმოჩნდი აქ?
-მთვრალი იყავი და ბარბაცით სადღც მიდიოდი, თვალი მოგკარი და უკან დაგედევნე, შემდეგ შევატყვე, რომ იმდენად ბარბაცობდი მალე ძირს აღმოჩნდებოდი და სწრაფად გამოვიქეცი შესკენ და გადაგარჩინე კიდეც წაქცევას...აქ მე მოგიყვანე, ეს ჩემი სახლია.
-მადლობა!
-მიდი აბაზანა მიიღე და ჩამოდ,ი ქვემოთ ვისადილოთ-საწოლიდან წამოდგა
მეც აბაზანაში შევედი სწრაფად გადავივლე შხაპი ჩავიცვი და ოთაცი დავტოვე ჩუმად მივიპარებოდი, როდესაც კამათის ხმა გავიგონე, მაგრამ დემეტრემ შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა.
-მოდი!-მეც მორიდებით ჩავედი იქ კი სებე და ანა დამხვდა. აი სად ვინატრე მიწის გასკდომა და შიდ ჩავარდნა.
-ვისადილოთ
-არ მინდა-ამოვილაპარაკე-წავალ!
-მართალია, წადი სარასთან ერთად ისადილე-ანამ ირონიულად მითხა და დემეტრეს საყვედურიანი მზერაც დაიმსახურო-რა? განა სარას თოჯინა არ გახდა...იქნებ იმაზედაც დააფარო ხელი და თქვა გასვლიანი არ მოუკლავსო
-შეწყვიტე!-ამოვიკვნესე
-იცი, საერთოდ ვინ იყო ის ადამიანი?..იგი ერთადერრთი იმედი იყო ჩვენი...ის გვეხმარებოდა და გვაფინანსებდა ყვალაფერში, რადგან ცდილობდა, რომ ის ადამიანები იქედან დაეხსნა..შენ მოკალი ის და დაანგრიე ყველაფერი, რასაც ვაშენებდით. შენი სახე მაშინ გამოჩნდა, როდესაც მათ ამ ყველაფერზე დათახმდი-ხელი მკრა-წადი, შენც მათიანი ხარ, მე კი ჩემს სახლში შენნაირებს ვერ ავიტან.
-რაც არ იცი იმაზე ნუ საუბრობ,ანა ერთადერთი რატომაც არ გეპასუხები, ეს შენი მდგომარეობაა.
-სათქმელი არაფერი გაქვს...უბრალოდ-ზიზღით მომიგდო სიტყვები
-ანა,გთხოვ არ შეიძლება შენთვის, ხომ იცი-სებემ მზრუნველი ხელი დაადო. ღმერთო ჩემო, როგორ ვერ ვიტანდი იმ მომენტში სებეს! მან მისი მხარე დაიჭირა, თანაც გამახსენდა ის ღამე, როდესაც შემთხვევით მის სატრფოს ჩავუჯექი ტაქსში.
-როგორი დაუნახავი გამხდარხარ-იმ მომენტში ჩემი ნამდვილი სახე, რომ დამეყენებინა საკუთრი სიტყვების შემცხვებოდა, ასე რომ ავყევი ანას-ძალიან კარგად იცი რისთვისაც ვუნდოდი მათ, ისიც მშვენივრად გემახსოვრებდა გამოქცევის შემდეგ, როდესაც სარამ გვიპოვნა და კვლავ უკან დაგვაბრუნა, როგორ გაწამებდნენ….ხო ანა ჩემი თვალით, რომ არ მენახა შენი ტანჯვა არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვერ დავუშვებდი, რომ რაიმე დაგმართნოდა, მითუმეტეს თუ შემეძლო შენი გადარჩენა, ამიტომ დავთახმდი და რა მოხდა სემდეგ? რატომ ხარ დღეს გარეთ და თავისუფლად რატომ დადიხარ გამოიქეცი?....შემთხვევით ხომ არ გამოგიშვეს...ჰა? ერთხელ მაინც გაგჩენი შეკითხვა რატომ გამოგიშვეს ასე უბრალოდ ისე, რომ ზედმეტი სიტყვა არავის არ უთქვამთ და არ მოგკლეს იმისდა მიუხედავად, რომ საფრთხეს წარმოადგენდი მათთვის...პასუხი ძალიან მარტივია, მე მათთან კონტრაქტი გავაფორმე, თქვენ შეუხებელნი უნდა ყოფილიყავით, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია შენი ზიზღიანი თვალების გაძლება. რაც შეეხება გასვლიან თავადაც არ ვიცოდი, მე სულ სხვა მითხრეს, მეგონა, რომ ამით მხოლოდ დროებით პარალიზ ვუკეთებდი და არა ვკლავდი და დამიჯერე ჩემზე მეტად მისი გადარცვალება თქვენ არ გტკივათ...რაც შეეხება თავისუფლებას იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყო. მე ყოველდღე ვიხდი ,ამიტომ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ყველაზე ნაკლები პრეტენზია უნდა ჰქონდეს ჩემთან.
სიჩუმე ჩამოვარდა, არავინ ხმას არ იღებს..ან ვერ იღებს და რა არის სათქმელი რო? მე ის ვთქვი რაც მაწუხებდა არ ვამბობ, რომ გმირი ვარ და მე ვარ რაც ვარ-მეთქი,მაგრამ ვერ ავიტანდი მოღალატედ გამოვეყვანე. ანა უბრალოდ ადგა და წავიდა სებემ სიგარეტი ამოიღო და აივანზე გავიდა. დავრჩით მე და დემეტრე.
-მოდი დაჯექი-ხელი მომკიდა და დივანზე დამაჯინა, თავადაც გვერდით მომიჯდა-ვიცი, რომ ძალიან გტკივა, არაფერში არ გადანაშაულე,ნისა ყველაფერს თავი ,რომ დავანებოთ ეს შენი ცხოვრებაა და ჩვენ არ გვაქ უფლება რაიმეს გამო გაგკიცხოთ. ანას რაც შეეხება ამ პერიოდში ყველაფერს მძაფრად აღიქვამს დამიჯერე არ ფიქრობ იმას, რაც რამდენმე წუთის წინ გითხრა.
-როგორი კარგი ხარ-ხელზე ხელი დავადე
-კარგი ვარ არა? ანას გარდა ამას ყველა ხედავს-დაღონებით წარმოთქვა
-კი მაგრამ...მე მეგონა ის ბავშვენი...შენი და ანასი..არა?
-კი ჩემია-ჩაიცინა-ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ერთდ არ ვართ. მხოლოდ ბავშვის გამო...თან ერთი საქმე გვაქვს და ეგარის არაფერი არ გვაკავშირებს სხვა ჩვენ ორივეს საკუთარი ცხოვრება გვაქვს.
-კი, მაგრამ თუ არ უყვარხა, მაშ ეს ბავშვი როგორ?
-ქალბატონო ნისა მხოლოდ შენ არ გინდება ხოლმე დალევა და არ იღვიძებს შენში მონატრება-გაიცინა-არაუშავს, შევეგუე უკვე, რომ არ ვუყვარვარ. მოვა დრო და მეც გადამიყვარდება მანამდე კი ასე დავფარავ და შევეწინააღმდეგები მის სიყვარულს.
-დროა წავიდე-ფეხზე წამოვდექი
-სად მიდიხარ?
-არ ვიცი….სადმე
-სებეს აქ რა უნდა?-ყველაზე მეტედ რაც მაწუხებდა საბოლოოდ ვკითე
-ეგ კითხვა უმჯობესი იქნება მე დამისვა-მისაღებში დაბრუნდა სებე
-მგონი ჯობს, რომ თქვენ ისაუბროთ მე კი ანასთანს ავალ-სწრაფად გაგვეცალა
-შენ ამ ყველაფრის შესახებ, როგორ გაიგე?-ყველაზე ძალიან მინდოდა მოვხვეოდი და მისი სურელი შემეგრძნო.
-კარგი დროა ვისაუბროთ-წინ დივანზე ჩამოჯდა და ერთი ფეხი მეორე მუხლზე დადო-ყოველ დღე ან ბინასთან ან სკოლასთან გელოდი, ვერ ვხდებოდი ასე უცებ სად გაუჩინარდი, შემდეგ რამოდენიმე მეზობელს ვკითხხე და ყველამ დემეტრე იცოდა, მაგრამ ანასა და შენს შესახებ არაფერი...ეჭვები გამიმძაფრდა, გამახსენდა შენ ნათქვამი. მაშინ, რომ მითხარი გამოვიქეცი და განსხვავებული ვარო, ამიტომ უსგვირში დავბრუნდი. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ იმ დროს გამახენდა ყველაფერი და დავაკავშირე ერთმანეთთან. ბავშვობიდან იქ დავდიოდი, არასდროს არ მინახავხარ. ბევრი, რომ არ ვილაპარაკო პირდაპირ გეტყვი. გზას გავუყევი და ის შენობა აღმოვაჩინე, რომლის შესახებდაც წარმოდგენა არავის არ ჰქონდა, ყველაფერი ნათელი გახდა ჩმთვის. თბილისში, როდესაც დავბრუნდი ანა დავინახე შემთვევით და უკან გავყევი, ვიფიქრე, შენამდე მომიყვანდა, მაგრამ თქვენს საიდუმლო ოფისამდე მომიყვანა. აქედან კი ყველაფერი გავარკვიეთ და მეც ჩავერთე ამ საქმეში. შემდეგ გასვლიანს დავეკონტაკტეთ, რადგან ძალიან გაძლიერდით, მაგრამ სამწუხაროდ დავკარგეთ...შენ არ გადანაშაულებ ვიცი, რომ ამას არასდროს გააკეთებდი, რომ გცოდნოდა.
-გასაგებია..
-არ მოგენატრე? იცი, როგორი შოკი მივიღე, როდესაც შენი ნიჭის შესახებ გავიგე, ალბათ, ყოველ შეხვედრაზე დაძვრებოდი ჩემს გონებაში
-არასდეს!...მიხარია ,რომ ეხლმარები და ბედნიერი ხარ
-მეც მიხარია, რომ დამიბრუნდი-გამიღიმა
-მე შენ არ დაგბრუნებოვარ, ჩვენ ერთდ არც ვიყავით...თან შენ უკვე იპოვე ვისთანაც ბედნიერი იქნები
-იმ ღამეს თუ გულისხმობ იმ ტაქსში ჩემი დეიდაშვილი იჯდა და შენ არასწორად გაიგე...როგორც კი ეს ამბავი მომიყვა და დაგახასიათა ეგრევე მივხვდი ან შენ იყავი ან შენი ორეული...რაც შეეხება ჩვენ, ნისა…-ჩემთან მოვიდა ჩაიცუცქა და ხელები ხელებზე მომხვია-იმის მიუხედავად, რომ ვეწინააღმდეგებოდი ჩემს ფიქრებს, შეუძლებელი იყო ამის უარყოფა...ერთი დახვით შემიყვარდი მთელი ამ დროის განმავლობაში იმ იმედით ვიღვიძებდი და ვიძინებდი, რომ მენახე და მათთაც იმის გამო ვეხმარებოდი პირველიგში შენ, რომ დამეხსნე მათ კლანჭებიდ-მომიახლოვდა ცალი ხელი თმებში შემიცურა და ცხვირი ჩემს ცხვირს გაუხახუნა-ტკივილამდე მენატრებოდი!-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და წამის მეასედში წამეტანაც კიდევ. ვერ ავღწერ, როგორ ძლიერ დანარტყა გულმა, როდესაც მისი ტუჩებ ვიგრძენი და მისი სურნელი გაუაზრებად ავყევი კოცნაში და მანამდე არ მოვცილდი სანამ სუნთქვა არ გამიჭირდა, ფრთხილად მომშორდა და ჩემს ტუჩებს დააჩრდა-ანუ არ მესიზმრება!
-ჩემი ტკივილი იყავი!-ლოყაზე ცხვირი გავუხახუნე
-სუნთქვა
-არ მჯერა..ნუთუ მართლა გიყვარვარ?
-არ მჯერა..ნუთუ მართლა მიყვარხარ?!-ჩაიცინა და თმაზე ხელი გადამისვა.
-ჩვენც მოვედით-კიბეებიდან ანა და დემეტრე ჩამოვიდა და სებეც ჩემს გვერდით მოთავსდა, ისე რომ ჩემი ხელი არ გაუშვია.
-რას ვაკეთებთ გადაწყვიტეთ?-ვითომ მობეზრებულად ამოიხვნეშა ანამ
-ისევ ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ. ნისას რაც შეეხება ისიც ჩვენთან იქნება
-კიდევ თუ არ გვიღალატა-გვერდულად ჩაიცინა
-მე არავისთვის არ მიღალატია!
-კარგით...ნისა ჩემთან იცხოვრებს თვენ ერთმანეთიც გეყოფათ
-აქ რამე მოხდა და მე არ ვიცი?-ეჭვის თვალით შემომხედა
-მე ვერ წამოვალ ,სებე ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი მგონი ჯობს, რომ ერთი თქვენიანი იქ იყოს “შინაურულად”.
-ნისა, არა საშიშია!-პროტესტი გამოთვა სებემ
-ასე ჯობს დამიჯერე არაფერი დამემართება-დავამშვიდე სებე.
ბოლოს დავითანხმე, რომ კვლავ უკან უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ რამოდენიმე დღე მასთან ვიქნებოდი, მათი ახალი სამუშაო ადგილი მანახეს ამჯერად სახლის ქვემოთ ქონდათ გაკეთებული ეს მეტად კეთილმოწყობილი და კომფორტული იყო, რაღც მომენტში დეჟავუ ვიგრძენი .ჩვენ ისევ ხელჩკიდებულები ვიდექით, მაგრამ ახლა სებეც აქ იყო..ჩემი ხელი ეჭირა...ჩემი სებე!

...........
იმედია ისიამოვნებთ heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი eto

dzalin magariaa gamixarda ro sebes meore naxevari ar yavda dadzalian kargia ro rogorc iqna nisa da sebe ertad iqnebian... iqnebbanac movides chkuaze da demetres siyvaruli dainaxos. ioanes ver vugeb aseti rogor gaxda imedia shemdeg tavs male dadeb

 


№2  offline წევრი n-strovet

eto
dzalin magariaa gamixarda ro sebes meore naxevari ar yavda dadzalian kargia ro rogorc iqna nisa da sebe ertad iqnebian... iqnebbanac movides chkuaze da demetres siyvaruli dainaxos. ioanes ver vugeb aseti rogor gaxda imedia shemdeg tavs male dadeb

ნისა და სებე მართლაც საყვარელი წყვილია heart_eyes heart_eyes რაც შეეხება დემეს და ანას მათ ურთიერთობას მეც ვერ ვუგებ joy joy იოანე კიდევ ვიმედოვნოთ რომ მოვა ჭკუაზე scream მადლობა შეფასვებისთვის heart_eyes kissing_heart

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

სიმართლე რომ გითხრა თავიდან კითხვა რომ დავიწყე ვერ გავიგერახდებოდა და რატომ იყო გამომწყვდეული და არ მომწონდა გაუგებრობა .. მაგრამ ამრამოდენი თავის წაკითხვის შემდეგ ნელ ნელა რომ გაირკვა ძალიან საინტერესო მოთხრობაა და ძალიან მომეწონა ოღონდ ეს მოთხრობა ცუდად არ დაამთავრო თორე გული დამარტყავს აი მართლა სერიოზულადდ

 


№4  offline წევრი n-strovet

sofo_sofia 13
სიმართლე რომ გითხრა თავიდან კითხვა რომ დავიწყე ვერ გავიგერახდებოდა და რატომ იყო გამომწყვდეული და არ მომწონდა გაუგებრობა .. მაგრამ ამრამოდენი თავის წაკითხვის შემდეგ ნელ ნელა რომ გაირკვა ძალიან საინტერესო მოთხრობაა და ძალიან მომეწონა ოღონდ ეს მოთხრობა ცუდად არ დაამთავრო თორე გული დამარტყავს აი მართლა სერიოზულადდ

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes ჯერ-ჯერობით თავადაც არ ვიცი დასარული როგორი იქნება confused heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent