ბუმერანგი.მეორე ნაწილი 5 თავი
-არ მეძინება,მაგრამ ვერც წიგნის კითხვას ვერ ვუდებ გულს.ჩავიძირე და ფსკერზე ვარ,ნეტავ შემეძლოს ფსკერამდე ჩაძირულმა ფეხი დავკრა ფსკერს და წყლის ზემოთ ამოვტივტივდე,ან ერთი ხელის მოსმით ჩემი ტვინის მეხსიერებიდან წავშალო ყველაფერი.ადგა,ყავა მოიდუღა და ფანჯარასთან დადგა ფინჯანით ხელში და უცქერდა თუ როგორ თენდებოდა ნელა-ნელა.ფიქრებში ჩაძირულმა,მხარზე ხელის დადებამ გამოაფხიზლა და მის გვერდით მდგარ მამაკაცს გაუღიმა. -ვეღარ ვუძლებ შვილო შენს ტანჯვას,მითხარი რომელი ქვეყნის მიმართულებით გინდა ავიღო ბილეთი და აქედან წადი ცოტა ხნით,გაერიდე აქაურობას. -არა,არ მინდა მადლობა ახლა წასვლის დრო ნამდვილად არ არის.დღეს გვიან დაბრუნდი,რამე ხდება და არ ვიცი? -რამე ხდება? არა საყვარელო,არაფერი არ ხდება თუმცა შეიძლება ვთქვა რომ დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი. -რა ნაბიჯზე ამბობ თვალები გიბრწყინავს,არ მითხრა გამოვიცნობ,ნუთუ ვცდები? -არ ცდები,დღეს იქ ვიყავი სადაც წლების წინ ჩემი ადგილი იყო მაგრამ წამართვეს. -ვერ გავიგე,ადგილი შენი იყო და სხვამ წაგართვა? -ასეა,ის ადგილი ჩემი აღარ არის,თუმცა ბრძოლას აქვს აზრი და ვფიქრობ ყველაფერი შეიცვლება.მდინარემ დინებისას რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დინების მიმართულება,ის ყოველთვის დროთა განმავლობაში ძველ კალაპოტს უბრუნდება. -საინტერესო ადამიანი ხარ,ვიცი დღეს ამ ნაბიჯის გადადგმამ გული გატკინა,მაგრამ უკან არ იხევ. -განა მარტო გული მეტკინა დღეს? სულიც მეტკინა საყვარელო,მაგრამ ჯერ კიდევ შემრჩა მოთმინების უნარი.დაგავიწყდა რა გითხარი? წლებმა მოთმენა მასწავლა და სწორედ ეს მოთმენა გამამარჯვებინებს,სწორედ ამ გამარჯვებისთვის მოვითმენ.ტელეფონის ხმა შემოესმა და გაოცებულმა შეხედეს ერთმანეთს. -რაღაც მოხდა,რადგან ძალიან ადრე ამღერდა ტელეფონი. -არა მარტო ტელეფონი,კარზე ზარია.შენს ოთახში შედი და არ გამოხვიდე,მე გავაღებ კარს.რატიმ იარაღი მოიმარჯვა და კარი გააღო,იქ კი ვალერა კიზირია იდგა. -რა მოხდა,ამ დროს აქ რას აკეთებ ვალერა. -რატი სახლში ხარ,როგორ შემაშინე.გულზე ხელი მიიდო ვალერამ. -რა მოხდა,ამ დროს რატომ მოდი ან რამ შეგაშინა. -გირეკავდი და არ მიპასუხე, რუხვაძე გონს მოვიდა.რა გავაკეთო,თუ მეტყვი დროა დასრულდეს მისი სიცოცხლე, დღესვე მოვიშორებ. -არა,ზვიადი ჯერ გვჭირდება,ის გაუგონარი სისატიკით უნდა დაისაჯოს და მერე დაიტანჯოს. -მას შვილი ჰყავს იმ ქალთან ვისზედაც დაქორწინდა. -არა,მე ბავშვეს და ქალებს არ ვეხები ვალერა და თან იმ ქალმა არაფერი არ დამიშავა,რატომ უნდა გავამწარო ის ხომ დედაა. -ესე იგი არ შევეხო. -არა,არ შეეხო ამჯერადც შეუნარჩუნეთ სიცოცხლე,გამოვიდეს მდგომარეობიდან ფეხზე დადგება და ის ისევ დაუშვებს შეცდომას. -კარგი,მაშინ მე წავალ თუ რამე გინდოდეს დამირეკე.ვალერა წავიდა,მაგრამ კარებში გასვლისას შემობრუნდა და რატის უთხრა. -ეს კი შენია,შენ ეს უნდა იცოდე. -ეს რა არის ვალერა.ასე მიმართავდა რატი მეგობარს. -ნახე და მიხვდები,მას ანალიზიც არ სჭირდება ისე გგავს მეგობარო.რატიმ მის ხელში თეთრი ფურცელი გაშალა და ხელები აუკანკალდა,სახეზე ფერიც დაკარგა.ვალერას შეეშინდა,ხელი შეაშველა და იქვე სავარძელში ჩასვა,სამზარეულოდან კი წყალი გამოუტანა. -ვიცოდი,დარწმუნბებულიც ვიყავი, მაგრამ ამ ქაღალდმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. -შევხედე თუ არა,მივხვდი რომ შენი შვილია. -სწორედ ამიტომ აგებს პასუხს ყველაფერზე ძმები რუხვაძეები,მე მათმა ცხოვრება წამართვეს,სიცოცხლე წამგლიჯეს და ტანჯვისთვის გამიმეტეს,განა მარტო მე,იაც დატანჯეს. -ისე როგორც ანამარიას,მასაც წაართვეს ოჯახი და ბავშვობა მოპარეს,წარსულიდან მხოლოდ ტკივილი დაუტოვეს. -ვალერა არ შეეხო იმ ახვარს,მას მე უნდა გავუსწორდე.ჯერ მუხლებზე უნდა დავაჩოქო და ბოდიშები ვახდევინო,შემდეგ კი ტყეში დავტოვო მისი სხეული რომ ცხოველებმა დაგლიჯოს.მინდა გავიგონო როგორ განწირული ხმით მთხოვს შველას,ისე როგორც მე ვითხოვდი შველას,მაგრამ არავის მისცა უფლება ჩემამდე მოსულიყო და მომშველებოდა.იდგა და ჭრილობებზე მარილს მაყრიდა,შემდეგ კი ჩემს ღრიალზე სადისტურად იცინოდა.შენ რომ არა,დღეს მე არ ვიქნებოდი ვალერა. -ჩვენ ბედმა გადაგვკეთა ერთმანეთს მეგობარო. -შენთან საუკუნო ვალში ვარ. -მეც შენსავით წარსული ტკივილი მტანჯავს და ყველა მიიღებს ჩვენი ტკივილისთვის. -დედა? რატომ არ გძინავს,რამე გაწუხებს? ფატი გაოცებული უცქერდა დედას,რომელიც სიბნელეში იჯდა და ჩუმად ტიროდა,იამ შეხედა შვილს და ტირილით უთხრა. -ტკივილი მებრძვის შვილო. -წარსულის ტკივილი? წარსულის ტკივილი გტკივა დედა,მეც მტკივა გული.ისე უეცრად აირია ჩემს გარშემო ყველაფერი,რომ თავი სიზმარში მგონია.ვგრძნობ რომ დავიღალე და ყველაფრისაგან დაცლილი ვარ ისე როგორც უსარგებლო ნივთი,რადგან სიცარიელე სულსა და გულშია,მთელ ჩემს სხეულშია. -მინდა ყველა მოგონება გავაქრო და წავშალო,მაგრამ არ გამომდის.არ შემიძლია,ვერ შევძელი მასზე ფიქრი შევწყვიტო,ის ხომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია. -შენ რომ ეს ტკივილი განიცადე და დღემდე გტკივა,ეს ჩემი ბრალია ჩემო დედიკო. -არა შვილო,თავს ნუ იდანაშაულებ,შენთვის უფრო ადრე უნდა მეთქვა ყველაფერი,სიმართლე უნდა გცოდნოდა რომ შენი ნამდვილი მამა ცოცხალი აღარ არის.გაგას დიდი ამაგი აქვს შენს აღზრდაში და უყვარხარ შვილო,ვიცი რომ ის ყოველთვის შენს გვერდით იქნება და არ მიგატოვებს. -დედა რის თქმას ცდილობ,უკეთესია თუ სათქმელს პირდაპირ მეტყვი. -გადაწყვეტილება მივიღე შვილო. -რას გულისხმობ დედა. -უნდა დავშორდე,გაგასთან ვეღარ ვიცხოვრებ. -მამას უყვარხარ დედა. -არა,მას არავინ უყვარს.მან სიყვარული არ იცის,არ უნდა განქორწინებაზე დამთანხმდეს,რადგან არ უნდა მოხვდეს პრესის ფურცლებზე,ჩვენ ხომ მაღალი ელიტა ვართ შვილო. -დედა კარგად დაფიქრდი? -ვიფიქრე,მე ბავშვი აღარ ვარ.შენ 21 წლის ხარ და ბევრი რამ გესმის,მე არასოდეს მიღალატია შენი მამიკოსთვის,ის არის ჩემი პირველი მამაკაცი დღემდე.ჰო ნუ გიკვირს,მე და გაგა არ ვცხოვრობთ ისე როგორც ნამდვილი ოჯახი და დავიღალე,ძალიან დავიღალე.წლები გავიდა,თმაში ნელა-ნელა ჭაღარა შემომერია მაგრამ მინდა ჩემი ბედნიერება სიმარტოვეში ვპოვო.მინდოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გცოდნოდა,იმედია გამიგებ.არავინ იცის მე რამდენჯერ მოვკვდი და გავცოცხლდი ამ 21 წელიწადში,არავინ იცის რა ძლიერია ეს ტკივილი და როგორ მიჭირს მისი დავიწყება. -მამამ იცის შენი გადაწყვეტილების შესახებ? -ჯერ არა,საავადმყოფოშია. -რატომ? რა მოუვიდა მამას,რამე დაემართა? -არა,მამა კარგად არის შვილო,ზვიადის ესროლეს და ამჯერად ძალიან რთულად არის,სიკვდილს ებრძვის. -ღმერთო,ეს უკვე მერამდენეა. -იმედია გადარჩება,მაგრამ კიდევ თუ ასე გაიმეტა ვინმემ მას ვეღარავინ გადაარჩენს. -შეიძლება ჩემი ძმა ვნახო? -მხოლოდ 5 წუთით.უთხრა ექიმმა გაგას და ზვიადის პალატის კარი შეუღო,გაგა ფეხაკრებით მიუახლოვდა საწოლს და ფერწასულ და საოცრად შეცვლილ ზვიადის უთხრა. -ძმაო უნდა გამაგრდე და არ გაბედო ჩემი მიტოვება.მზად არიან კომპანია წაგვართვან,მჭირდები და უნდა გამაგრდე,შენ ჩემს გვერდით უნდა იყო.მალიბუ მოიშორეს,შენ ამ მდგომარეობაში ხარ,მე კი აღარ ვიცი ვის ვენდო და ვის დავეყრდნო.ჩვენს გვერდით აღარ არიან სანდო ადამიანები,ამიტომ კარგად უნდა გახდე,რომ ორივეს ერთმანეთის იმედი გვქონდეს. -დედა,მამა როგორი იყო? -მამა? ის ისეთი კარგი იყო,რომ დღემდე მენატრება ტკივილის უკანასკნელ წერილამდე.მე მზად ვარ ჩემი ბოლო ამოსუნთქვაც მისი იყოს.მე ის დღემდე მიყვარს,დახ მიყვარს ამ სიტყვის ყველაზე ტკივილიანი და ცრემლიანი გაგებით.სიყვარული ძალიან რთული ავადმყოფობაა,მას ვერცერთი ექიმი ვერ მკურნალობს.ბედნიერია ქალი და მამაკაცი მაშინ,როცა სიყვარული ორმხრივია.არ არსებობს შვილო სიყვარულზე დიდი გრძნობა,მონატრებაზე დიდი ტკივილი და სინანულზე დიდი ტანჯვა.შეეცადე შვილო თუ გიყვარს,მანაც შეგიყვაროს რომ ბედნიერი იყო.მთელი ღამის უძილო,მაგრამ რაღაც უგრძნობი ენერგიით სავსემ გაიღვიძა მის კაბინეტში ჩაძინებულმა ვალერამ და ადგა,სახეზე წყალი შეისხა პაციენტები მოინახულა,კაბინეტში დაბრუნებული ერთ-ერთი მძიმე პაციენტის ისტორიას ავსებდა,რომ კარზე ფრთხილი კაკუნი იყო,სახეზე ხელი მოისვა და თავისი უჩვეულო ხმით თქვა. -მობრძანდით. -გამარჯობათ,პოლიციელი ნიკოლოზ ახვლედიანი.ვალერამ შეხედა,ადგა ხელი გაუწოდა ნიკოლოზს და უთხრა. -ვიცი ვინც ხართ,მაგრამ არ ვიცი აქ რისთვის ხართ. -ბატონო ექიმო,თქვენ მალიბუ არჯევანიძის დასაფლავებაზე იყავით,თქვენს გვერდით ქერა გოგონა იდგა,ვინ არის ის გოგონა. -მალიბუ? ის მალიბუ არჯევანიძე არის,ჩემი პატარა მეგობარი. -თქვენ რა მიზეზით იყავით დასაფლავებაზე. -იმ მიზეზით,რომ მალიბუ ვინც გარდაიცვალა იყო ჩემი მეგობრის მეგობარი,ვისაც იგივე სახელით და გვარით ვიცნობ წლებია. -მალიბუ თქვენ მოკალით.თქვა ნიკამ გაბრაზებულმა და გაოცებულ ექიმს თვალებში შეხედა. -ბატონო პოლიციელო,ვფიქრობ ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს. -მე მკვლელს ვეძებ,სიმართლეს ვეძებ და ამ სიმართლეს დავადგენ. -მიბრძანდით,ძალიან ბევრი საქმე მაქვს. -გასაგებია,არც ველოდი სხვაგვარ რეაქციას თქვენგან.მე მივდივარ,მაგრამ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ბატონო ექიმო. -პოლიციელო წადი სანამ დაცვას დაუძახებ. -არ არის საჭირო დაცვა მივდივარ,მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი დაგვიგროვდა სათქმელი ექიმო. -შეიძლება თქვენს გვერდით დავჯდე? -არა, ეს სკამი დაკავებულია. -ელოდებით? -კი ველოდები,მაგრამ ვფიქრობ დააგვიანდება მოსვლა. -უნდა ვიფიქრო,რომ ეს ადგილი მალიბუს ადგილია. -რააააა? თქვენ საიდან იცით ჩემი მალიბუს სახელი,იცნობდით მას? -ის ჩემი მეგობარი იყო გარკვეული წლები. -ააა,გამახსენდა თუ არ ვცდები თქვენ მის დასაფლავებაზეც იყავით. -დიახ,ვიყავი. -თქვენ ტყუით რომ მალიბუს მეგობარი იყავით. -ჩემი მეგობარი იყო,მალიბუ და ჩვენ ვმეგობრობდით. -მეგონა ყველა მის მეგობარს ვიცნობდი,თქვენ საიდან იცნობდით მალიბუს? -უნივერსიტეტიდან,ის ჩემზე დიდი იყო სამი წლით,მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებდით. -უცნაურა,დღეს მეცნობა ხალხი რომლების ადრე არასოდეს არ მენახა,თურმე რამდენს ყვარებია მალიბუ მაგრამ საინტერესო ისაა,რატომ გრძნობდა თავს მალიბუ მარტოსულად? -არ ვიცი,ჩვენ ბოლოს დავიკარგეთ,ჩვენი გზები გაიყო. -რა გქვიათ? -ჩვენ ძალიან იშვიათი,მაგრამ რატომღაც ერთნაირი სახელები გვქონდა და არა მარტო სახელები,გვარიც.მალიბუ არჯევანიძე და ვიცი რომ თქვენ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ, ლანა. -მეგობარი არა,ჩვენ დები ვიყავით. -ლანა შვილო რა მოგიტანო,შენს ტკბილს მიირთმევ საყვარელო? მათ მაგიდას პუტკუნა ქალბატონი მიუახლოვდა და ლანას ღიმილით მიესალმა. -მადლობა,დღეს არაფერი არ გვინდა თამარა დეიდა. -პატარას დღეს არ უნდა ტკბილი? -რაღაც არ ითხოვს დღეს,ამ ბოლო თვეებში წყნარად ზის. -კარგი საყვარელო. -აქ ყველა გიცნობთ. -კი აქ ყველა გვიცნობს და ყველა განუყრელებს გვეძახდა. -უცნაურია ეს ყველაფერი,ხანდახან ვფიქრობ რომ ალბად რამე ხაფანგში იყო გახვეული.ლანამ შეხედა მის წინ მდჯომს და ბრაზმორეულმა უთხრა. -ამბობ ვიცნობ მალიბუს და მეგობრები ვიყავითო,მაგრამ უნდა გითხრა რომ ტყუი,რადგან მალიბუს არ შეეძლო არავისთვის ზიანი და ტკივილი მიეყენებინა. -საინტერესოა,ვის შეეძლო მოეკლა ეს წყნარი გოგონა. -არ ვიცი,მეც არ მჯერა ეს ყველაფერი თუ სიმართლეა.არა,არა მალიბუს წყნარი ცხოვრება ჰქონდა. -თქვეს შეყვარებულიც ყავდაო. -ბოდიში,მაგრამ ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ,მიცვალებულზე ვჭორაობთ? -არა,არა არანაირი ჭორაობა,უნდა ვაღიარო რომ მეც ჯერ კიდევ შოკში ვარ მომხდარით.თქვენ როგორც მალიბუს მეგობარი გაქვთ რამე ვერსია,რამე ხელჩსაჭიდი რომ გამოძიებას დაეხმაროთ? -თქვენ ვინ ხართ ადვოკატი,ვინც მალიბუს მკვლელობას იძიებს? -არა,უბრალოდ მალიბუს მეგობარი ვისაც ტკივა მალიბუს ასეთი სიკვდილი. -არა,თქვენ ცდილობთ ჩემგან რაიმე გაიგოთ,რადგან დაკითხვას მომიწყვეთ და მაინტერესებს,რის მიღწევას ცდილობთ. -ბოდიშს გიხდი მე თქვენი დაკითხვა არც მიცდია,მაგრამ მინდა გაიგოთ რომ მეც ძალიან მტკივა მალიბუს ეს გაუგებარი სიკვდილი.აღარ შეგაწუხებთ,მე წავალ მაგრამ მალე შევხვდებით ერთმანეთს. -უკაცრავად,რა მითხარი მალიბუ მქვიაო მაგრამ გვარი? თქვენი გვარი მითხარით. -მალიბუ არჯევანიძე,ახლა დაგტოვებთ და მადლობა რომ დრო დამითმეთ.ლანა გაშეშდა და მისი მზერა ერთ წერტილს მიეყინა,როცა გონს მოვიდა იქ იმ მაგიდასთან ის უკვე მარტო იჯდა,მის გვერდით კი მალიბუს სკამი ცარიელი იყო. -დადგა როგორც იქნა ჩემთვის ბედნიერი დღე საყვარელო,ვიცი დავაგვიანე,მაგრამ წამოვედი იმ სახლიდან სადაც კედლებიც კი პირქუშია ჩემთვის.22 წელი იძულებით ვიცხოვრე იმ სახლში სადაც არაფერი ჩემი არ არის და 22 წლის შემდეგ,მაგრამ მაინც შევძელი.დადგა დღე, რომ გამოვექეცი იძულებით ცხოვრებას.დამშვიდდი,მინდა რომ მშვიდად იყო და აღარ დაგტანჯოს ჩემზე ჯავრმა და ტკივილმა,შენ ხომ ჩემს გამო განიცადე ეს უსაზღვრო ტკივილი.შენ არ ხარ დანმაშავე და არც გადანაშაულებ,შენი ბრალი არ არის ასე ადრე რომ დამტოვე და წახვედი.შენ გულწრფელი იყავი ჩემს მიმართ,სიტყვა ,,მიყვარხარ'' ისეთ ასაკში ვუთხარით ერთმანეთს,რომ ორივე ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით სულ რაღაც 18 წლის ბავშვები,მაგრამ იმ ერთხელ ნათქვამ სიტყვას მე დღემდე ვუფრთხილდები.არ ვიცი რატომ და რისთვის ვიხდი ამ მძიმე სასჯელს,მაგრამ ბოროტ ადამიანებთან ერთად ჩვენს ტანჯვას ცხოვრებამაც შეუწყო ხელი და მე ბედნიერების ცრემლი არასოდეს მქონია თვალზე,იმ დღის გარდა,როცა ჩვენი ქალიშვილი დაიბადა.ბედნიერებისაგან ვიტირე,მაგრამ უბედურების მანტია არ გამიხდია.ახლა აქ მოვედი ჩემი ბარგით და არ ვიცი სად წავალ,მაგრამ მინდა იქ წავიდე სადაც სიმშვიდეში ვიცხოვრებ და არავინ არ შემაწუხებს ზედმეტი კითხვებით.მინდა იქ ვიყო,სადაც უსიტყვოდ მიხვდებიან ჩემს ტკივილს და გამიგებენ.მოულოდნელად ამღერებულ ტელეფონს დახედა და გაეღიმა. -გისმენ რატი. -დილა მშვიდობის ია როგორ ხარ.იამ როგორც შეძლო აკანკალებული ხმა დაიმორჩილა და რატის არც ისე გაბედულად უპასუხა. -კარგად ვარ რატი. -ია როგორ ხარ,ნუ ცდილობ ტყუილი მითხრა გულით ვგრძნობ რომ რაღაც გიჭირს.იას გულიდან ამოხეთქა უჩვეულო ხმამ და რატის ტირილით უთხრა. -ცუდად ვარ,ისე ცუდად ვარ ჩემი ტკივილის დაფარვაც არ შემიძლია. -რატომ,რა გჭირს.შეშფოთდა რატი და ცრემლი ყელში მოაწვა. -ეს ჩემი,მხოლოდ ჩემი ცხოვრებისეული ტკივილია,ჩემი ცხოვრების მტკივნეული სასჯელი. -სად ხარ,მითხარი სად ხარ და მოვდივარ. -არა,არ მინდა შეგაწუხო.იას ტირილით გული ამოუჯდა რაც რატის კიდევ უფრო ანერვიულებდა. -ია უკვე გამოვედი სახლიდან,მითხარი სად ხარ. -იქ ვარ სადაც ჩემი დიდი სიყვარული დავმარხე 22 წლის წინ.რატის გული აუფრიალდა,ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი უცებ შეჩერდა და იას კითხვა შეუბრუნა. -ვერ გავიგე? -რატი არ მოხვიდე,აქ მხოლოდ ჩემი ადგილია.უთხრა ტელეფონი გაუთიშა,მაგრამ რატიმ ტელეფონით მოძებნა სად იყო ია და როგორ მივიდა სასაფლაომდე,როგორ აიარა სასაფლაოს აღმართი და როგორ მიუახლოვდა იმ საფლავს სადაც ია დამხობილი იყო და გულამომჯდარი ტიროდა.იდგა და გაოცებული უცქერდა მის წინ აღმართულ უზარმაზარ მარმარილოს ცივ ქვას, საიდანაც მისი ახალგაზრდობის ფოტო უცქერდა.მუხლები აუკანკალდა,ნაბიჯიც ვერ გადადგა და იქვე იას გვერდით ჩაჯდა,როცა გონს მოვიდა იას შეხედა და ჩამწყდარი ხმით უთხრა. -გიყვარს? -მიყვარს? ნუ დამისვამთ ამ კითხვას,რადგან ჩემს გულს ერთხელ შეუყვარდა და ის სიყვარული დღემდე უყვარს.მე ვერ შევძელი,ვერ გადავლახე,ვერ დავივიწყე მისი ჩემდამი სიყვარული. -ქმარი? ია შენ ხომ ქმარი გყავს,ოჯახი გაქვს და მასთან შვილიც გყავს.უთხრა და იას სახეს თვალი შეავლო. -ოჯახი,ქმარი და შვილი.ჩემი შვილი ვის გამოც მე სიცოცხლესაც კი დავთმობ,მაგრამ რაც შეეხება ქმარს,ჩემი რატის სიკვდილის შემდეგ ის ერთი დღე,ერთი საათიც არ ყოფილა ჩემი ქმარი.ჩვენ მხოლოდ ქაღალდზე ვართ ცოლი და ქმარი და ჩვებს ქორწინებას მხოლოდ ის ქაღალდი აჩერებს. -ეს როგორ,22 წელია თქვენ ერთად,ერთ სახლში ცხოვრობთ. -ერთ სახლში ვცხოვრობთ,ერთი შესანიშნავი ოჯახი ვართ,მაგრამ ეს ყველაფერი ხალხის თვალში,როცა ხალხისგან შორს ვართ ჩვენ სულ სხვადასხვა სამყაროს ვეკუთნით. -შეუძლებელია,უფრო სწორად დაუჯერებელია.შვილი,შვილი როგორ გააჩინეთ. -შვილი? ჩემი შვილი ჩემი დიდი სიყვარულის საჩუქარია,მხოლოდ ის დამრჩა მისი მამის სახსოვრად. -არ მჯერა,საოცარი ადამიანი ხარ ია. -არა,მე შეყვარებული ვარ,აი ამ ადამიანზე ვარ შეყვარებული და ეს სიყვარული არ შეუძლია წამართვას ვინმემ,ამის უფლება არავის აქვს. -ეს ბარგი რა არის,სად მიდიხარ. -არ ვიცი სად წავალ,მაგრამ მინდა წავიდე და მშვიდად ვიცხოვრო.იქ წავალ სადაც სიმშვიდეა,ეს ნაბიჯი წლების წინ უნდა გადამედგა,მაგრამ არა უშავს,ახლაც არ არის გვიან თავი დავიხსნა ტყვეობიდან. -ჩემთან წამოდი,ჩემთან ფიქრში ხელს არავინ არ შეგიშლის. -არა,არავინ არ მინდა შევაწუხო,სასტუმროში წავალ სანამ ჩემს სახლს ისევ სახლს დავამსგავსებ. -რას ამბობ,შენი არსებობა ჩემს სახლში მე შემაწუხებს? -არ შეგაწუხებ? -არა მეთქი ხომ გითხარი. -სახლში კიდევ ვინ ცხოვრობს. -არავინ,მხოლოდ მე და ჩემი სიმარტოვე. -მართლა არ შეგაწუხებ? -არა,არ შემაწუხებ და წავედით,მინდა ერთ სერიოზულ თემაზე დაგელაპარაკო,მაგრამ ყველაფერი რომ ირწმუნო და სიზმარი არ გეგონოს დღევანდელი დღე,ჯერ ერთ ადგილზე უნდა მივიდეთ. -რა ხდება,რა უნდა მითხრა ასეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი. -ია ეს დიდი საიდუმლოა,საიდუმლო რომელსაც შენი ქმარი უკვე წლებია მალავს,მაგრამ ეს დიდი საიდუმლო მხოლოდ ორ ადამიანს ეხება,შენ და მე. -ვის? შენ და მე? მე და შენ რა საიდუმლო უნდა გვქონდეს სულ რაღაც ერთი თვეა რაც გიცნობ. -ეს დიდი საიდუმლო ჩვენ გვეხება. -ღმერთო,სულ დავიბენი და ვერაფერს ვერ მივხვდი. -ადექი წამოდი, დღეს შენს წინ დამალული საიდუმლოს და სიმართლის დიდი სქელი წიგნი გადაიშლება.იას ხელი გაუწოდა და მისი დახმარებით წამოაყენა,იქვე დადებული მის ბარგი აიღო და ორივემ მდუმარედ დატოვა სასაფლაო,უხმოდ მიდიოდა ორივე ჩაფიქრებული,იამ გაოცებულმა შეხედა დიდი ხნის მივიწყებულ ნაცნობ გზას და ჩაფიქრებული რატის ხმამ რეალურ სამყაროში დააბრუნა,ხმა რომელიც ნერვიულობისგან თრთოდა. -კარგად მომისმინე და არ შემაწყვეტინო,წლები გავიდა,მაგრამ დაგინახე თუ არა გულში ისევ გაიღვიძა მიძინებულმა გრძნობამ.ისევ ისეთი ხარ ქედმაღალი,მაგრამ სამართლიანი.დაგივიწყებდი,მართლა დაგივიწყებდი მთელი ეს წლები რომ შემძლებოდა,მაგრამ ვერ შევძელი.დავხიე ყველა ის ფოტო,რაც მოგონებებს მიცოცხლებდა,მეგონა თუ აღარ შეგხედავდი დამავიწყდებოდი,აღარ მომენატრებოდი,მაგრამ ყოველ ღამეს ფიქრები არ მაძინებდა,ჩავიძინებდი და შენი მონატრება მაღვიძებდა,წვიმდა,მაგრამ ჩემს გულში წვიმდა გადაუღებლად და იმ წვიმაში შენი კისკისის ხმა მესმოდა,მაგრამ კისკისი ტირილმა შეცვალა და ვგრძნობდი რომ შველას მთხოვდი.მინდოდა შენამდე მოსვლა და გადავწყვიტე კიდეც მოვსულიყავი,მაგრამ ჯერ კიდევ არ შემეძლო გამოჩენა,მხოლოდ შორიდან გადევნებდი თვალს.ნუ მიყურებ გაოცებული,მინდოდა მოვსულიყავი და მოგხვეოდი,მინდოდა მეთქვა რომ ჯერ კიდევ აქ ვარ,შენთან და შენს გვერდით,მაგრამ არ შემეძლო გამეთბო შენი გული და სიყვარული მეგრძნო ისევ შენგან.შეხედე,გახსოვს ეს ადგილი? -რის თქმას ცდილობ,გინდა მითხრა რომ..................... -ია კითხვა დაგისვი,გეცნობა ეს ადგილი? -შენ,შენ,შენ ხომ............................... -შენ მართალი ხარ,არ გჯერა ახლა აქ რომ ვარ,მე ხომ მომკლეს. -შენ,შენ............................ -ეგონათ რომ მომკლეს,მაგრამ მე არ მოვკვდი.ვერ მოკლეს ის სიყვარული, რაც იყო და არის ჩემში და ისევ შენ გელოდება. -როგორ გადარჩი. -ეს ჩემი მეგობრის,ექიმი კიზირიას დამსახურებაა. -არ მჯერა რომ ახლა შენ ჩემს წინ დგეხარ. -დაიჯერე ია ეს მე ვარ შენი რატი. -არ მჯერა,არააააააა. -უნდა დაიჯერო,გეფიცები ეს მე ვარ შენი ცხოვრების სიყვარული და ტკივილი.ია ხმით ტიროდა,მანქანის კარი გააღო და რატის მიუბრუნდა. -რატომ გამიმეტე ასე ამდენი ტანჯვისთვის და ტკივილისთვის,მე ხომ გეძახდი,გელოდი,მაგრამ უშედეგოდ.უკვალოდ გაქრი და გეძებდი ყველგან და ყველაში,მაგრამ ესეც უშედეგო იყო.ამიტომ ჩემში დაგმარხე,რადგან არ მინდოდა ჩემგან წასულიყავი.მხოლოდ სიზმრებში შემეძლო შეგხებოდი და მოგფერებოდი.რატი შენ მე მჭირდებოდი და ახლაც მჭირდები ისე როგორც არასდროს.უთხრა იამ ტირილით და რატის მკლავებში ჩაესვენა გულშეწუხებული.რატის შეეშინდა და ხელში აიყვანა,ფეხით შეანგრია თავისი ქოხის კარი და ია ხის საწოლზე დააწვინა.შემდეგ ჭიქით წყალი მოიტანა და სველი ხელით შეეცადა მის გონზე მოყვანას.შიშმა აიტანა რადგან იას რეაგირება არაფერზე არ ჰქონდა და ვალერას დაურეკა. -სად ხარ,მომისმინე. -თათბირზე შევდივარ რატი. -არა,არა ჯერ მომისმინე,არ გამითიშო უნდა მომისმინო. -რა მოხდა,რა შეშინებული ხმა გაქვს რატი ნუ მაშინებ,სად ხარ წამოვალ ახლავეს. -ვალერა იას ვუთხარი ვინც ვარ და გული წაუვიდა,ვერ მოვაბრუნე გათიშულია.არ ვიცი რა გავაკეთო, მასწავლე რამე. -პირველ რიგში დამშვიდდი,ვიცი სადაც მიიყვანდი და მშვიდად მიდი პატარა კარადა გამოაღე,იქ ნიშადურის სპირტი დავტოვ,ხელზე წაისვი და მისი მძაფრი სუნი შეასუნთქე. -ეს უშველის? -უშველის,გონზე მოვა და რადგან დაიწყე ყველაფერი უთხარი და ამ დარდისგან გული ბოლომდე გაინთავისუფლე. -შევძლებ ბოლომდე დავიცალო ასეთ მდგომარეობაში რომ არის? -შეძლებ,დარწმუნებული ვარ შეძლებ.ახლა კი თათბირზე შევდივარ და მოგვიანებით დაგირეკავ.რატიმ ტელეფონი გათიშა და როგორც ვალერამ დაარიგა ისე გააკეთა და ია ნელა ნელა გონზე მოიყვანა. -როგორ ხარ,ძალიან შემაშინე. -არ ვიცი როგორ ვარ,სიზმარია თუ ცხადი რაც დღეს მოხდა. -ეს ყველაფერი რეალობაა და ცხადია.22 წელი ცხოვრობდი სიზმარში და ტყუილში,მაგრამ სიმართლის წიგნი გადაიშალა და შენ გაიგე სიმართლე რომელსაც გიმალავდნენ. -საფლავი,ის საფლავი ვისი არის,ვინ დაასაფლავეს იქ. -იქ ვინც წევს,ისიც რუხვაძეების მსხვერპლია და შემდეგ ჩემი სამეგობროს მოფიქრება იყო რომ მათ ასე დავეცავი.ის საფლავი ჩემს დასაცავად საჭიროა ია. -როგორ გადარჩი,გაგას როგორ გადაურჩი. -გახსოვს ის დღე რომ მითხარი მამა გავხდებოდი,საოცრად ბედნიერი ვიყავი. -იმ დღეს რა დამავიწყებს,დღემდე ჩემს გონებაშია შენი ბედნიერებიდაგან განათებული თვალები. -მოგვიანებით გავიგე,რომ იმ დღეს ჩვენ გვითვალთვალებდნენ.იქ არაფერი გვითხრეს,რადგან ეს შენ არ უნდა გაგეგო,ამიტომ იმ დღეს სრული თავისუფლება გვაჩუქეს,როცა უკვე საღამოს სახლში მიგიყვანე მეც დავბრუნდი სახლში და ნახევარ საათში სახლიდან უცხო მამაკაცებმა გამიყვანეს და სადღაც უკაცრიელ ადგილზე მიმიყვანეს,იქ უძლეველი ძმები რუხვაძეები დამხვდა თავის სამყაროს ხალხთან ერთად,მე მხოლოდ ერთი ძმაკაცი შემომხვდა და არ დამტოვა,ჩემთან ერთად წამოვიდა.ორივე სასტიკად გვცემეს,ძვალი არ მქონდა მრთელი,სახე დამიმახინჯეს და დამისახიჩრეს,შემდეგ ორივე ერთ სანაგვეზე გადაგვაგდეს გათიშული და ამ სამყაროს მოწყვეტილები.ექვსი თვის შემდეგ გავახილე თვალი ამ სახლში,როცა ყველაფერი აღვიდგინე გონებაში თუ რა მოხდა,პირველი ჩემი ძმაკცი მოვიკითხე და გავიგე რომ ის ცოცხალი აღარ იყო.წამოდგომას შევეცადე,მაგრამ ვალერამ შემაჩერა და მკაცრად მითხრა,რომ ჩემი ადგომა არ შეიძლებოდა.გონებაში ყველაფერი გავთვალე და ვალერას დავუჯერე,ერთი წელი ვებრძოდი ჭრილობებს,როცა შემეძლო ფეხზე დადგომა ისევ ვალერას დახმარებით სახეზე პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე,მხოლოდ წარბთან დავიტოვე შრამი და თვალებს არ შევეხე,სხვა ჭრილობის კვალი სახეზე გავაქრე. -როგორ ვერ მივხვდი თვალები,შენ ხომ ისევ ის თვალები გაქვს. -ისევ ის თვალები მაქვს და ჩემი გოგოც მე მგავს თვალებით. -იცი? შენ იცი რომ ფატი ჩვენი შვილია? -ვიცოდი თავიდანვე,მაგრამ როგორც გითხარი ვერ გამოვჩნდებოდი,ძალიან გამიჭირდა,მაგრამ არ უნდა გამეცა თავი.მე ვალერას დახმარებით შევიცვალე და გავხდი რატი დოგანაძე,მაგრამ გპირდები მე ისევ დავიბრუნებ ჩემს გვარს და ჩვენი შვილიც ნამდვილი მამის გვარს მიიღებს. -რა დიდი ტკივილი გამოვიარეთ,ერთმანეთს მუქარით და ცემით დაგვაშორეს,გაგამ მამაჩემის ქონება მიითვისა და ყველაფერი წამართვა.მდიდარი გახდა და მე ხელი აღარაფერზე არ მიმიწვდება,სულ მარტო დავრჩი და არაფლის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ შენ გამოჩნდი და წლების შემდეგ დამიბრუნდი ახლა ჩემთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.იამ ორივე ხელებით გაიწია რატისკენ და მონატრებულ სხეულის სურნელი ღრმად შეისუნთქა. -კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩემს ბუდეში საყვარელო. -როგორ,როგორ შეძელი აქ მარტო ცხოვრება. -თავიდან მიჭირდა რეალობასთან შეგუება და სასმელს მივეძალე,შემდეგ მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე,რომ ჩემი თავი უნდა გამეკონტროლებინა და მუშაობა დავიწყე,ნელა-ნელა ბიზნესი ავაწყვე და მეგობრების დახმარებით გავძლიერდი,გავფართოვდი.წარმოიდგინე ახლა ისეთი ძლიერი ვარ,მე მზად ვარ უკვე უძლეველ რუხვაძესაც კი შევებრძოლო. -რას აპირებ,უნდა ვიცოდე რომ მეც გავთვალო ჩემი პოზიციები. -მიზანი ჩემი ძალიან სარისკოა,მაგრამ უნდა შევძლო. -რა მიზანია,რას ფიქრობ. -უნდა გავანადგურო,როცა ეგონა რუხვაძეს მე მომკლა,მამაჩემს რაც კი გააჩნდა ყველაფერი წაართვა და მიწასთან გაასწორა,საარსებო წყარო არ დაუტოვა ჩემს ოჯახს,ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე,რომ არ უნდა გამოვჩენილიყავი და დავლოდებოდი დროს,როცა რუხვაძეები ძალიან დიდი სისასტიკით დაისჯებიან,სწორედ მაშინ გამოვჩნდები და მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ მათი წარსული ბინძური დანაშაულებებით სავსე. -ზვიადის შენ ან შენმა ხალხმა ესროლა? -არა,მე არ მინდა ის მოკვდეს.არ ვიცი ვინ ესროლა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ვიღაც გაამწარა და ესროლა იმან ვინც ვერ მოერეოდა სამართლიანობით.ყველა მაღალი ჩინოვნიკები ხომ რუხვაძეების მხარეს არიან,ამიტომ არ ღირს მათთან შებრძოლება,მაგრამ მე სულ სხვა ხერხი მაქვს მათთან ომის დასაწყებად.მათ ჩადენილ ყველა ბინძურ საქმეზე პასუხი უნდა აგონ.შენ რას იზამ,იქნები ჩემს გვერდით? იამ შეხედა და თითქოს ნაწყენმა უთხრა. -ეს კითხვა ჩემთვის არ უნდა დაგესვა,რა თქმა უნდა შენთან ერთად ვარ,მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ.ძალიან ბევრი ისაუბრეს,ყველაფერი გაიხსენეს და ის ღამე იყო იასთვის ყველაზე გრძელი და ყველაზე ბედნიერი ღამე,რადგან 22 წლის შემდეგ ის ისევ იყო საყვარელი ადამიანის მკლავებში,ის ხომ მის სიყვარულს წლებია დასტირის და წლებია მის ხმას ნატრობს,ზოგჯერ ოცნებები ხდება და ოცნებებში ნანატრი ღამეები რეალობაში და ცხადში ხდება. -ბალერინა გინდოდა გამხდარიყავი,სულ მიანებე თავი და შეხებაც არ გაქვს ცეკვასთან? -შენ რომ გაუჩინარდი,ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა და ყველაფერი შუა გზაზე მივატოვე.ახლა ვფიქრობ ვის გვერდით მიცხოვრია და საკუთარი თავი მებრალება. -ნუ დასჯი შენს თავს,არც შენ და არც მე არ ვართ დამნაშავე რაც ჩვენს ირგვლივ მოხდა,ეს სცენა და ეს თეატრი შენმა ქმარმა დადგა და ასე ჩაგიგდო ხელში შენც და შენი სიმდიდრეც.მამაშენის კომპანიაზე ჰქონდა თვალი და მიიღო ის რაც უნდოდა და ის სკამიც ბიბილურის ოჯახის განადგურებით დაისაკუთრა.დავითი მოკლა,ინდირა უდანაშაულოდ დაადანაშაულა და მოიშორა ხელი რომ არ შეეშალა მისთვის და ის სკამიც მისი გახდა,კომპანია იყო მისი მიზანი და არა შენ..დიდი იმედი მაქვს,სულ მალე დადგება დრო,რომ ამ ყველაფერზე მწარედ აგებს პასუხს. -მეშინია. -რისი გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება. -რა მოხდება იმის მეშინია. -მე აქ ვარ,საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო.ჩვენ დავეცით წლების წინ,უფრო სწორად დაგვაჩოქეს,მაგრამ წამოვდექით და ვცდილობთ ახალი ცხოვრება დავიწყოთ.ძალიან გამახარე ჩვენი საერთო გეგმა რომ განახორციელე,ამიერიდან მე ვარ შენი სპონსორი და არავის მივცემ უფლებას შენი ნაშრომი წაგართვას.მე შენს გვერდით ვარ,ჩვენ გავაძლიერებთ და ავაღორძინებთ თავშესაფარს,მაგრამ მე არ უნდა გამოვჩნდე.გაგამ არ უნდა გაიგოს შენს უკან ვინ დგას,თანახმა ხარ? -თანახმა ვარ. -რა ბედნიერი ვიქნებოდი ჩვენი შვილი ერთად რომ გაგვეზარდა,ვინ იცის,შესაძლებელიც იყო ბიჭიც გვყოლოდა.ჩვენმა უიღბლო სიყვარულმა ორივეს საუკუნო დარდი და ტკივილი მოგვიტანა.იცი რომელ დროში დავბრუნდი? სწორედ ის დროა ახლა შენი სურნელი რომ მატყვევრბდა და მაგიჟებდა,მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა დროს ვერ გაუძლო,მხოლოდ დარდი და ტკივილი მოგვიტანა და სიყვარული ორივეს გულში ფერფლად იქცა. -გიყურებ,გეხები,შენი ხმა მესმის და კიდევ არ მჯერა,მაგრამ გული სითბოთი გამევსო,თან ვერ ვიგებ რა მემართება.უჩვეულოდ ვგრძნობ თავს,ჩემს გვერდით ხარ და უკვე ვხვდები,რომ ეს ყველაფერი რეალობაა,მაგრამ ის დრო რაც დავკარგეთ? -იმ დრომ ჩაიარა,ჩაგვიარა და წავიდა.ახლა იქედან უნდა დავიწყოთ სადაც შევჩერდით და მინდა ჩვენ,ჩვენ დაგვერქვას,მაგრამ ვიცი რომ ბევრს ვითხოვ ეს ჯერ-ჯერობით არ მოხდება.მთავარია რომ ერთად ვართ,აქამდე ორივე შავ-თეთრი ფერებით ვცხოვრობდით,ახლა კი ჩვენი სამყაროს გაფერადებასთან ერთად ძლიერებიც უნდა ვიყოთ და ფრთხილები.მართალია გვიან,მაგრამ ჩვენ ერთად ვიქნებით. -ქართველიშვილო მნახველი გყავს.თორნიკე ვასოს ელოდა,მაგრამ იქ გასულს სიურპრიზი დახვდა,მას ფატი ელოდა გულის ფრიალით. -შენ აქ? აქ შენს ნახვას არ ველოდი ფატი. -როგორც ხედავ ცხოვრება სავსეა სიურორიზებით. -გავიგე ავად იყავი,ახლა როგორ ხარ. -მე კარგად ვარ,თორნიკე შენ როგორ ხარ. -აქ არ უნდა მოსულიყავი. -თორნიკე მოვედი რადგან ვცდილობ დაგეხმარო და მინდა სიმართლე მითხრა.ვიცი რომ შენ არ ხარ მკვლელი,მაგრამ შენი უდანაშაულობა რომ დავამტკიცო,უნდა მითხრა სად იყავი იმ ღამეს როცა მკვლელობა მოხდა. -არ მომიკლავს,მკვლელი არ ვარ მაგრამ არც დამტკიცება არ შემიძლია. -მართალია,რომ იმ ღამით მალიბუსთან ერთად იყავი? -რა აზრი აქვს თქმას ფატი მე ხომ ჩემს უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებ,მე მოწმე არ მყავს. -მე დავამტკიცებ შენს უდანაშაულობას. -მადლობა რომ აქ მოდი,მაგრამ ნუღარ მოხვალ აქ არ არის ის ადგილი შენ იარო. -მოვალ,ისევ მოვალ და გნახავ.თორნიკემ სევდიანად გააყოლა თვალი მიმავალ ფატის და მძიმედ წამოდგა. -ლანა? რა გჭირს,რა მოგივიდა. -ლაშა ამ დროს სახლში ხარ? რატომ მოდი ასე ადრე,ჯერ არ გელოდი. -შენ სად იყავი,გაისეირნე? -მე იმ კაფეში შევედი ცოტა ხნით,სადაც მე და მალიბუ შევდიოდით. -ლანა როგორ გგონია,იმ ადგილებში სიარული შენთვის კარგია სადაც მალიბუსთან ერთად დრო გაგყავდა? -ჯერ კიდევ ვნერვიულობ,ჯერ კიდევ მგონია რომ ეს ყველაფერი სიზმარში ვნახე და მალიბუ სადაცაა დამირეკავს,გაიცინებს გულიანად და მეტყვის,ლანა მშია მალე მოვალ და რამე მომიმზადე. -უნდა გაიგო და შეიგნო,რომ ის აღარ არის და აღარასოდეს დაბრუნდება. -არის,დაბრუნდა. -ვინ დაბრუნდა, ლანა გინდა ჭკუიდან ამჭრა? -არის,არის,არსებობს მალიბუ არჯევანიძე რატომ არ გჯერა ლაშა. -რას გულისხმობ,მგონი შენ ექიმი გჭირდება. -კარგად ვარ,სრულიად ჯამრთელი ვარ.ტიროდა ლანა და ლაშას თვალებში უცქერდა. -კარგი დამშვიდდი,მოდი ჩემთან. -დღეს ვიღაც გოგონა მოვიდა ჩემთან და მეუბნება,გამარჯობა მე მალიბუ ვარ არჯევანიძე. -რას ამბობ,სულ გააფრინე? უკვე თავის თავს ვეღარ აკონრტოლებდა ლაშა მაგრამ ლანას რომ შეხედა ის იჯდა და სერიოზულად საუბრობდა,თავადაც დაეჭვდა. -ვიფიქრე,მალიბუ დამიბრუნდა მხოლოდ სხვა სხეულით,რადგან ვერ ვიცანი და გაოცებული ვუცქერდი.ნიკას უნდა დავურეკო და უნდა ვუთხრა. -მორჩი სისულელეებს ლანა,ნიკამ რომ რამე იცოდეს მეც მეტყოდა. -გაიგე რასაც გეუბნები,არსებობს ადამიანი ვინც მალიბუ არჯევანიძე არის და მან ჩემს მალიბუზე ძალიან ბევრი იცის,ნუთუ ასე ძნელია ეს გაიგო? -კარგი მე დაგიჯერე და ვინ იყო იცი? -არ ვიცი ვინ არის,მაგრამ მახსოვს ის დასაფლავებაზედაც იყო. -შესაძლებელია იყო ახლობელი,მეგობარი,ბიძაშვილი ძალიან ბევრი დამთხვევაა სახელსა და გვარებში,აქ უცნაური რა არის ლანა. -არა,არა მე ასე არ ვფიქრობ. -ია მომიყევი,როგორია ჩვენი შვილი. -რა გითხრა,ძალიან წყნარია,ჩუმი და ძალიან,ძალიან გათამამებული.ცხოვრებაში მას სირთულე არასოდეს ჰქონია,მაგრამ ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად რთულია მისთვის. -ლოგიკურია,მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და არასოდეს არაფერი არ მოკლებია,მაგრამ გაიზარდა და უეცრად გაჩნდა სირთულე,მისი ცხოვრების შეცვლა მოხდა.მან არ იცის ბრძოლა და არც ცხოვრებასთან ჭიდილი,რადგან ეს არასოდეს ყოფილა მისთვის საჭირო,რაც უნდოდა ყველაფერი ჰქონდა. -ძალიან ცუდად ვიყავი როცა საავადმყოფოში იყო,სულ მარტო ვიდექი და ვუცქერდი ჩემს შვილს,მაგრამ ვერ ვერხმარებოდი. -ზოგჯერ ადამიანებს როცა ბევრი ტკივილი უგროვდება უთქმელობისგან,ისინი ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას და დაუფიქრებლად აკეთებს იმას რაც მოაფიქრდება, მეც მეგონა ძლიერი ვიყავი,მაგრამ სისუსტემ მძლია და სმა დავიწყე. -იმედია ისევ არ გაიმეორებ ასეთ სისულელეს. -არა,პირველმა შიშმა უკვე ჩაიარა,მან გააცნობიერა რომ დროა მიეჩვიოს მარტო ცხოვრებას და ასე ისწავლის როგორ უნდა გაუმკლავდეს ცხოვრებას. -მეშინია. -ნუ გეშინია,მან შენგან უნდა აიღოს მაგალითი და დაინახოს,იგრძნოს რომ ენდობი მას.მას შენი მხარდაჭერა ჭირდება ფსიქოლოგიურად და არა ეკონომიურად,ამიტომ.......... -ამიტომ,რა რატი. -ამიტომ შენ ჩემთან იცხოვრებ და უარი არ მიიღება. -შენთან ვიცხოვრებ,შენს ბინაში..... -ჩემს ბინაში,ჩემთან და გითხარი მარტო ვცხოვრობ.რატომ დაფიქრდი,უარის თქმას თუ აპირებ არც კი გაბედო.ჩვენი შვილი ძლიერია,დამიჯერე ის მამას ჰგავს,მაგრამ მე სულ სხვა რამ მაფიქრებს. -რა გაფიქრებს და რა განერვიულებს ვიცი,ეს გაგაა. -სწორია ეს გაგაა და რა გგონია,რომ გაიგებს შენ ჩემთან ერთად ცხოვრობ ადვილად შეეგუება ამას? -არ შეეგუება,მაგრამ ეს სულაც არ მაინტერესებს,ის ჩემთვის არც არსებობს. -არ არსებობს,მაგრამ შენ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო,ჩემზე უკეთესად იცნობ მას და იცი რისი გამკეთებელიც არის. -წლების წინ მოგვერია,მეც და შენც დიდი ტკივილი მოგვაყენა.სიკვდილს ვთხოვდი უფალს,ვთხოვდი რომ მისგან გავენთავისუფლე,რადგან ძალიან ძნელი იყო იმ ტკივილის და დამცირების ატანა რასაც მე ვიტანდი.როცა ფატი დაიბადა,მხოლოდ მაშინ დაიბადა ჩემშიც სიმშვიდე და სიყვარულის შეგრძნება დამეუფლა.ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ ღმერთმა ისმინა ჩემი ვედრება და საშინელი ტკივილისგან მიხსნა.სულ სხვა თვალით შევხედე სამყაროს და ჩემთვის ცხოვრებაც შეიცვალა როცა თავი მოვაჩვენე რომ დაგივიწყე და შენ აღარც კი მახსოვდი,მაგრამ ახლა ვერ მოგვერევა,ვერ დაგაჩოქებს რადგან ძლიერები ვართ. -დასრულდა,აღარასოდეს გეტკინება და არც სხვას მივცემ ნებას გატკინოს. -მამა სად ხარ. -სახლში ვარ შვილო. -დედა სახლშია? -კი სახლშია,სადილს ამზადებს,მოხვალ? -კარს თუ გამიღებ შემოვალ.ალექსანდრეს გაეცინა და ნიკას კარი გაუღო,ნიკამაც სახლში შევიდა თუ არა თქვა. -ინდირა სად არის. -ინდირა ეს წუთია გავიდა. -რამდენჯერ ვუთხარი არ გახვიდე გარეთთქო,არ შეიძლება მისი ასე თავისუფლად სიარული. -ვიცი საშიშია,მაგრამ სახლშიდაც ვერ ჩერდება. -მამა რუხვაძეებს უნდათ ჩააქრონ ყველა ის სანთელი,რომლებიც ჯერ კიდევ ანთია ბიბილურების სულის მოსახსენიებლად და როგორ ფიქრობ,რომ იცოდნენ ინდირა აქ არის და შენს სახლშია,არ მოვლიან? ინდირა ყველას მკვდარი ჰგონია და ის არავინ არ უნდა ნახოს,რადგან მას არ დაინდობენ და მოკლავს რუხვაძეები. -ბევრჯერ ვუთხარი,მაგრამ................. -მაგრამ შენც ხარ დამნაშავე ამ საქმეში და ძია რობერტიც.ეს ისტორია ჯერ კიდევ ბნელით არის მოცული,მათმა იციან ვინც ამ თემას შეეხება და წინა პლანზე წამოწევს ყველას სიცოცხლეს უსწრაფებენ ან ამახინჯებენ.ამიტომ ვცდილობთ ასე დაფარულად გამოვიძიოთ და არ გავახმაუროთ ძიების მსვლელობა.ვფიქრობ პირველი მტერი გამოჩნდა ვიღაც კიზირია,არ ვიცი რა ზიზღი აქვს რუხვაძეების მიმართ,მაგრამ მათი მტერია.რუხვაძეები ცდილობენ ყველა სამხილი,ყველა მოწმე გააქრონ ისე რომ ვერავინ ვერ შეძლოს მათი დაშანტაჟება და მხილება.ვერც შეძლებს ვერავინ ვერაფლის დამტკიცებას, თუ პირი ყველას სამუდამოდ დაიხურა.მაგრამ სადღაც არის ერთი მნიშვნელოვანი სამხილი და ის უნდა ვიპოვო. -რა სამხილი შვილო.ფერი წაუვიდა ალექსანდრეს. -არსებობს ვიდეო ჩანაწერი იმ ღამის,როცა ბიბილურების სახლში შევიდნენ,სადაც ჩანს როგორ ესვრის ზვიადი დავითს და კლავს,შემდეგ როგორ აუპატიურებს ინდირას. -სისულელეა,ეს სამხილი არსებობს და არავინ არ ნახა აქამდე? -არა,არავის არ უნახავს რადგან ეს სამხილი იმ ღამეს გაქრა,ის ვიღაცამ აიღო და დამალა. -ვინ გითხრა,მე რატომ არაფერი არ ვიცი. -არ აქვს მნიშვნელობა ვინ მითხრა და როდის მითხრა,მთავარი ისაა რომ ეს სამხილი არსებობს და მე ვიპოვი.კიდევ არის რაღაც,ძალიან მეშინია ინდირას აქ ამ სახლში ყოფნის,რადგან ჩვენ ყველა ვრისკავთ ჩვენს სიცოცხლეს,ის დღესვე უნდა წავიდეს ამ სახლიდან. -არ წავა ნიკა მას მიზეზი აქვს აქ გაჩერების. -რა მიზეზი აქვს,ჰგონია იპოვის შვილის მკვლელს? ეს პოლიციის საქმეა მამა,მაგრამ თუ არ წავა აქ ნუ გაჩერდება.გთხოვ, მოაგვარე ეს საკითხი. -ნიკა მართალია ალექსანდრე,ინდირა უნდა წავიდეს ამ სახლიდან. -ვიცი იზაბელა,ეს მეც ვიცი თუ რა რთულია მუდმივ შიშში ცხოვრება,როცა არ იცი როდის და სად რომელ მხარეს დაგარტყამს მტერი. -კარგი,მე მივდივარ და რომ მოვა უთხარით ნუ დადის მარტო,ეს მისთვის ძალიან საშიშია. -ვეტყვი შვილო,აუცილებლად ვეტყვი და იქნებ ბინაც ვიპოვო მისთვის სადმე წყნარ უბანში. -რაც გინდა გააკეთე,მხოლოდ ამ სახლში ნუ გააჩერებ. -როგორ ხარ შვილო. -მადლობა,კარგად ვარ. -დედა? სად არის დედა. -დედა აქ არ ცხოვრობს,მე მარტო ვარ. -რას ნიშნავს შენ აქ მარტო ხარ,მარტო ცხოვრობ? -მე გავიზარდე მამა და შემიძლია მარტო ვიცხოვრო. -დედა სად არის,სად ცხოვრობს თუ არა აქ ეს ხომ მისი მშობლიური სახლია. -დედამ გადაწყვეტილება მიიღო,ის მის მეგობართან ერთად ცხოვრობს. -მეგობართან? რას ნიშნავს მეგობართან ერთად ცხოვრობს,რას გულისხმობ ამ სიტყვებში. -მეგობარი რას ჰქვია მამა,შენ მთელი ეს წლები კარიერას შეალიე,მხოლოდ კარიერაა რაც გამოძრავებს,გაცოცხლებს და ყოველდღიურობას გიქმნის,მაგრამ გახსოვს როდის ვისადილეთ ან ვივახშმეთ ოჯახმა ბოლოს ერთად? გახსოვს როდის ვიყავით ერთად და საღამოს ტელევიზორში ფილმს ვუყრებდით? გახსოვს ბოლოს როდის გაიყვანე დედა სავახშმოდ ან თუ გახსოვს როდის იყავი ბოლოს ნამდვილი ქმარი? შენ, შენი საქმე გიყვარს მამა და არა შენი ოჯახი. -რას ამბობ შვილო,დედაშენზე მე სიყვარულით დავქორწინდი და დღემდე მიყვარს. -მამა სიყვარულს უნდა გრძნობდე,როცა ადამიანს უყვარს და სიყვარულს გრძნობს ის ამ გრძნოვბისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.ეს თქვენი პრობლემაა და თქვენ მოაგვარეთ,აქ დედაზე სალაპარაკოდ არ მოგიყვანე,სათხოვარი მაქვს შენთან. -ფატი მომისმინე საყვარელო. -არა მამა ამჯერად შენ მომისმინე, ახლა მე ვილაპარაკებ.არ ვიცი რას იზამ და რას გააკეთებ ბავშვები არცერთი არ ხართ და იმედია თქვენს ურთიერთობას მოაგვარებთ,მაგრამ ახლა რაც მინდა გთხოვო თორნიკეს უნდა დაეხმარო. -თორნიკეს უნდა დავეხმარო მე? დავეხმარები,მაგრამ როგორ. -ეს შენ ყველაზე კარგად იცი როგორ უნდა დაეხმარო,მაგრამ არა ისე რომ უდანაშაულო დაადანაშაულო და მუდმივი პატიმრობა შეუფარდონ.შენ ხალხი გყავს და თუ გინდა მთას გადადგამ მამა,შენ საუკეთესო გამომძიებელს აიყვან,შეაწუხებ შენს კარგად ნაცნობ პროკურორს და თორნიკეს დაიხსნი,უსამართლობაა იქ იჯდეს და სასჯელს ელოდოს,როცა ყველამ ვიცით რომ ის უდანაშაულოა.იქნებ მითხრა,რომ ვცდები მამა. -ჩვენ არ ვართ დარწმუნებული შვილო. -დარწმუნებული ვართ და ისიც ვიცით მკვლელი ვინ არის მამიკო, ასე არ არის? -რას ამბობ შვილო.ფერი წაუვიდა გაგას და შეშინებული თვალებით შეხედა ფატის. -ვამბობ იმას რაც ძალიან კარგად ვიცი,თუ არ გინდა შენს მტრად გადავიქცე თორნიკე გაანთავისუფლე.ის უდანაშაულოა და ეს შენც კარგად იცი,ნუ დასჯი უდანაშაულოს არ ჩადენილი დანაშაულისთვის ეს ერთხელ უკვე გააკეთე და მეორედ ნუ გააკეთებ ამას.ესაა ჩემი სათხოვარი,რომ ყველა შენი შესაძლებლობით დაამტკიცო თორნიკეს უდანაშაულობა და სამსახურშიდაც აღადგინო. -მე არ გამინთავისუფლებია ის,თავად წავიდა. -მამა თორნიკე დაიჭირეს მაშინ როცა ის მალიბუსთან ერთად მიდიოდა და ქვეყანას ტოვებდა,შენ რა გინდა მითხრა არანაირი კავშირი არ გაქვს ამ ყველაფერთან? -არა,................. -გაჩუმდი,მე ყველაფერი ვიცი. -რა იცი შვილო.გაფითრდა გაგა.ფატიმ ტელეფონი აიღო და ჩანაწერი მოასმენინა გაგას. -,,თორნიკეს რა ვუყოთ,ის ხომ უდანაშაულოა. -,,ჯერ მისი დრო არ მოსულა,მისი იქ ყოფნა საჭიროა ჯერ კიდევ ''. -შენ ეს ....................... -გაგიკვირდა? სანამ მე ჩემი ძალებით დავამტკიცებ თორნიკეს უდანაშაულობას,გაანთავისუფლე ის ამ ტკივილისგან.გაგა თავდახრილი გავიდა სახლიდან და შეშლილი ადამიანის სახე ჰქონდა და ისე მიდიოდა ერთი გაფიქრება ისიც კი იფიქრა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.ფატი კი სახლში გულიანად იცინოდა,მან ხომ ეს ყველაფერი მოუწყო გაგას და შეცვლილი ხმით გააკეთა ტელეფონში ჩაწერა,გაგამ კი სიბრაზისგან ვერაფერი გააკეთა და მანქანა გააჩერა,საჭეს ხელები დასცხო და მთელი ხმით აყვირდა. შუა ქუჩაში მიდიოდა,ვერც მიხვდა იქ როდის გადავიდა და მოულოდნელად იგრძნო სიბრაზისაგან როგორ დაიწყო წნევის ცვლილება მისმა ორგანიზმმა.თავბრუსხვევა დაეწყო და თითქოს შუა ქუჩაში გამოშტერდა,მისმა სხეულმა ერთიანად ნგრევა იწყო,უეცრად ვიღაცამ ხელი მოკიდა და მისკენ შემოაბრუნა. -რა გჭირს ლანა იცი ახლა სად ხარ? შუა ქუჩაში ხარ,გზა გადაკეტე რა გემართება.შენს თავს და ლაშას თუ არ უფრთხილდები,ამ პატარა ბავშვმა რა დაგიშავა გადაწყვიტე ჯერ არ დაბადებული ბავშვი მოკლა? რატომ და რისთვის აკეთებ ამას დაო. -ნიკა,ნიკა შენთან მოვდიოდი და უეცრად გავითიშე,გზა დამავიწყდა. -როგორ თუ გზა დაგავიწყდა,სხვა დროსაც დაგემართა და გქონდა ასეთი შემთხვევა? -არა,მხოლოდ დღეს მაგრამ არ მინდა ექიმი,შენ მჭირდები. -ლანა გთხოვ მომისმინე,შენ ძალიან დიდი სტრესი გადაიტანე ეს ბოლო პერიოდი და ახლა გჭირდება სიმშვიდე. -არა,არა,არა ნიკა მომისმინე,მე მალიბუ ვნახე. -როგორ თუ ნახე,სიზმარში ნახე და რამე გითხრა რამაც დაგაფიქრა? -არა ცხადში ვნახე,ის ჩემს წინ იდგა მაგრამ სხეულით სულ სხვა იყო. -ღმერთო ლანა რას ამბობ,გინდა სასწრაფოს დაურეკო? -გეფიცები მართლა ვნახე,არც შენ გჯერა ჩემი? ცრემლი გაერია ლანას ხმაში და ცრემლით სავსე თვალებით უცქერდა ნიკას. -კარგი მჯერა,ახლა სახლში წაგიყვან და იქ ვისაუბროთ მშვიდად. -ნიკა გეფიცები ჩემს წინ იჯდა და მითხრა მალიბუ ვარო,თან ჩემს მალიბუზე მელაპარაკებოდა.მითხრა რომ უნივერსიტეტიდან არის მალიბუს მეგობარი,ისიც იცის რომ ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით,მან შენზედაც იცის,ისიც იცის რომ ლაშა შენი მეგობარია.ნიკა გთხოვ დავიღალე ფიქრით და მითხარი ვინ არის ეს ადამიანი ასე უეცრად რომ გამოჩნდა. -არის ერთი ფსიხოპათი,კიდევ რა შეგეკითხა. -როგორც მივხვდი ისიც მალიბუს მკვლელს დაეძებს,რადგან შემეკითხა,ვის უნდა მოეკლა მალიბუ და რატომ.მივხვდი მისი მიზანი რაც იყო,მას შენზე უნდოდა გაეგო უფრო მეტი ინფორმაცია. -ვითომ რატომ? -შენზე შემეკითხა,რა ურთიერთობა გქონდათ,მალიბუს თუ ჰქონდა რამე პრობლემა შენთან და ან თუ იყო გარეული რამე ბინძურ საქმეში. -ჩემზე პირადად რა გითხრა. -შენზე სიტყვა არ ვათქმევინე,არ მივეცი ამის საშუალება. -უნდა დაგეცადა,საინტერესო იყო რას გეტყოდა.უთხრა ლაშამ რომელიც იმ წუთში მივიდა მათთან და ლანას გვერდით დადგა. -არა,კარგად გააკეთე რომ შეაჩერე. -ნიკა ვინ არის ეს გოგო,სად იყო აქამდე და რატომ გამოჩნდა ახლა.შენთან რა უნდა ან რატომ არის ისიც მალიბუ არჯევანიძე. -მეც ეს მინდა გავიგო რა უნდა და რას დაეძებს,მაგრამ გავიგებთ,აუცილებლად გავიგებთ. -იდეა მაქვს,მთავარია დამეთანხმოთ. -შენ და იდეა? ნიკამ შეხედა ლაშას და გაეცინა. -ჯერ მომისმინე და მერე გაიცინე იდიოტო.გაბრაზდა ლაშა მაგრამ ნიკას მაინც ეცინებოდა. -რა იდეა გაქვს,თქვი. -შევხვდები და მასთან მხოლოდ 5 წუთი დამტოვეთ,მხოლოდ 5 წუთი. -შენ დაელაპარაკები მას? -დაველაპარაკები,რა ვერ შევძლებ? -ლაშა მადლობა დასხმარებისთვის,მაგრამ ამ გოგოსგან და საერთოდ ამ ისტორიისგან თავი შორს დაიჭირეთ,გთხოვთ შენ და ლანა მას აღარ მიუახლოვდეთ. -ის თავად მოვიდა ჩემთან ნიკა და კიდევ რომ მოვიდეს? -იგნორი გაუკეთე,სიტყვა არ დაგცდეს არავისთან ამ თემის შესახებ. -ნიკა ჩვენს საშიშროება გველის? -რამდენად შორს დაიცავ დისტანციას მასთან,გპირდები რომ არა.კარგია რომ მითხარი ეს ყველაფერი და თუ ისევ რამე მოხდეს მითხარით.ეს ძალიან საშიში თემაა ლანა და არ მინდა თქვენც გაერიოთ ამ ისტორიაში.შენ კი ჩემო მეგობარო მიხედე შენს ცოლს და თუ დამჭირდი შენზე სანდო და ახლობელი მე არავინ მყავს,არც დავფიქრდები თავად გეტყვი დახმარებას. -იცოდე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. -ვიცი და ამიტომ არც დავფიქრდები ისე დაგიძახებ.ნიკამ მეგობარს მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა და ლანას შეხედა. -წაიყვანე სახლში,მას სიმშვიდე ჭირდება.ლანას მუცელზე მოეფერა ნიკამ და განყოფილებაში წავიდა. -ნიკოლოზ სად დადიხარ,რა გესმის რუხვაძეზე. -არაფერი კომისარო,ისევ კომაშია. -დიდი იმედი მაქვს გამოძვრება და შევძლებთ დავკითხოთ. ათი დღე გავიდა ზვიადი ისევ იმ მდგომარეობაში იყო,მაგრამ ტკივილების მკურნალმა დრომ სწრაფად გაიარა,ხატია ზვიადის საწოლთან იჯდა და ლოდინით დაღლილს ჩასძინებოდა,ის ხელზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა და შეხედა ზვიადის როგორ ცდილობდა მის გაღვიძებას,თავი მაღლა ასწია და გაოცებულმა შეხედა ზვიადის რომელიც მას უცქერდა. -ზვიადი? შენ უკვე გონს მოდი,კარგად იქნები ვიცი რომ ძლიერი ხარ. -ხატია ქალი................. -რას ამბობ, ზვიადი ვერაფერი გავიგე ექიმს დავუძახებ. -ვიცი რომ ასეთ პატარა ბინას მიუჩვეველი ხარ,მაგრამ მე ამ ორ ოთახში ვცხოვრობ და კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს მყუდრო ბინაში. -რა სიმშვიდე და სიმყუდროვეა. -ჩემთვის კი ბედნიერებაა იმის გაცნობიერება,რომ შენ აქ ხარ ჩემს გვერდით და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება,რომ ეს რეალობაა და არა სიზმარი. ვიცი რომ ნერვიულობ,მაგრამ თუ გსურს მიიღო ის რაც აქამდე არ გქონია აუცილებლად მოგიწევს გააკეთო ის რაც არასოდეს გაგიკეთებია.შენ უკვე პირველი ნაბიჯი გაგადგი შენი ბედნიერებისკენ,ცხოვრებაში კი პატარა ცვლილებები ყოველთვის დიდი ცვლილებების დასაწყისია. -ვიცი რომ რთული იქნება გაგასთვის ამ ყველაფერთან შეგუება,მაგრამ მე ბედნიერი ვარ ამ პატარა ბინაში არსებული სიმყუდროვით და არ ვფიქრობ შიშზე. -შენი ტელეფონია,ვიღაცა უკვე შენს ძებნაშია. -იქნებ ფატი არის.იამ ტელეფონი აიღო და ღიმილით უპასუხა. -გისმენ შვილო გჭირდები, მოვიდე? -დედა მამა მოვიდა და შენი ნახვა უნდა,სად ხარ.რატიმ ხელით ანიშნა იას აქ მოვიდესო და იამაც უთხრა მისამართი ფატის.ნერვიულობა დაეწყო გაგას მოლოდინში,რამდენჯერმე გადაიხედა ფანკრიდან და აი კარზე ზარიც გაისმა,რატიმ კი იას უთხრა. -გაგამ არ უნდა გაიგოს მე ვინ ვარ. -ვერც გაიგებს მანამ,სანამ შენ თავად არ ეტყვი.რატიმ კარი გააღო და სიბრაზისაგან ანთებულ გაგას თვალებში ჩაიძირა. -მობრძანდით,მაგრამ საინტერესოა რისთვის მოდი აქ გაგა. -მხოლოდ ჩვენ ორმა უნდა დავილაპარაკოთ,მშვიდად. -მშვიდად ვისაუბრებთ რა თქმა უნდა და გისმენ. -მხოლოდ მე და შენ უნდა ვისაუბროთ და ეს საუბარი ჩვენს შვილს ეხება.რატის ჩაეცინა და იას უთხრა. -მე დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ. -არა,შენ უცხო არ ხარ და აქ იყავი. -რა თქმა უნდა უცხო არის იმ თემისთვის,რომელზედაც შენთან უნდა ვისაუბრო.როგორ გაბედე და შვილი მარტო დატოვე იმ სახლში,საერთოდ არ იფიქრე შვილზე? -გაგა სარკეს მოგიტან და ჩაიხედე,შესაძლებელია მაშინ მაინც მიხვდე ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე თავად გეტყვის შენი სახე. -უკეთესია მე დაგტოვოთ და მხოლოდ თქვენში მოაგვარეთ თქვენი პრობლემები. -რატი არ წახვიდე.მკაცრი იყო იას ხმა. -მშვიდად იყავი,მე მალე დავბრუნდები. -ბატონს არ უნდა ჩაერიოს ჩვენს საუბარში,მიხვდა რომ ეს თემა ოჯახურია და მას არ ეხება.რატი გაგას მიუახლოვდა,თვალებში ჩახედა და უთხრა. -უბრალოდ არ მინდა ვთქვა ისეთი რამ,რაც თავად დაგაზარალებს.თქვენი საუბარი,თქვენი ოჯახის თემაა და თავად მიხედეთ.რატი გავიდა თუ არა გაგამ შეხედა იას და ირონიულად უთხრა. -შენს საყვარელს შენს პრობლემებზე თავის არიდება უნდა. -არ გაბედო და აქ მეორედ არ მოხვიდე,არ მინდა ეს ადგილიც დააბინძურო. -მე ჯერ კიდევ შენი ქმარი ვარ თუ კარგად გახსოვს. -მართალი ხარ,შენ არ სცდები მე კარგი მახსოვრობა მაქვს,მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს,რომ ჩვენ მხოლოდ ქაღალდზე ვართ ცოლი და ქმარი. -ესეც იმ შენი კაპრიზებიდან ერთ-ერთი კაპრიზია და ვფიქრობ მალე მოხვალ გონს და მიხვდები ვის გამო მიატოვე ქმარი. -შენ არ უნდა მეუბნებოდე მაგ სიტყვებს,როგორ მალე დაგავიწყდა შენი ბინძური წარსული.კარგად მომისმინე,გაგა თუ არ შეწყვიტავ ჩემს თვალთვალს და პირად ცხოვრებაში ჩარევას,შენ თავად გამხდი იძულებულს ვთქვა ის რასაც ძალიან უფრთხილდები. -რას გულისხმობ. -არ გჭირდება ახსნა,რადგან კარგად ხვდები თუ რას ვგულისხმობ. -მემუქრები? -არა,ეს მუქარა არ არის.ყველას აქვს თავის თავის დასაცავი იარაღი,მეც მინდა ვიცხოვრო შიშის გარეშე და ეს როგორმე უნდა მოვახერხო. -მე რა გავაკეთე ცუდი,ის რომ შენზე ვფიქრობდი? -შენ ჩემზე ფიქრობდი? როგორ,როგორ ფიქრობდი გაგა ციხეში რომ გამომკეტე ამას ამბობ რომ ჩემზე ფიქრობდი? თუ იმას რომ ციხე ოქროს გისოსებით შემიკარი და გეგონა ბედნიერი ცხოვრებას მიქმნიდი? -საკმარისია,სათქმელი აღარაფერი გაქვს თავი გაიმართლო,ოჯახი მიატოვე და წუთიერ სიამოვნებას აყევი. -შენ მხოლოდ ეს გაიგე ჩემი საუბრიდან? შენ რა გესმის სიყვარულის,შენ მხოლოდ რაც იცი უმაღლეს დონეზე ეს ადამიანების კვლა არის,ხელში იარაღის აღება და სროლა.შენ მოგწონს თუ არა ჩემი გადაწყვეტილება ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,მე მიყვარს რატი და მასთან ვაგრძელებ ცხოვრებას.ჩვენი გზა დასრულდა ბატონო გაგა და შეეგუე,სულ მალე ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები გავხდებით. -სიტყვებს დაუკვირდი, ია კონტროლს ნუ დამაკარგვინებ და ამ უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლით ნუ ითამაშებ. -ეს ხომ შენი სტილია,კარგად იცი როგორ დასაჯო უდანაშაულო ხალხი.შენ მხოლოდ შენი თავი გახსოვს და ახლა შეამჩნიე ჩემი წამოსვლა სახლიდან რადგან გეშინია არ მოხვდე პრესის ფურცლებზე,არ დაგცინოს მაღალმა ელიტამ როგორ მიგატოვა ცოლმა,იმ ცოლმა რომელიც შენი ცოლი არასდროს არ ყოფილა.მე შენ ცოცხლად დამმარხე მაშინ,როცა ჩემი რატი მოკალი. -სიმართლე ორივემ კარგად ვიცით,მე რატი არ მომიკლავს,მან გაიგო თუ არა შენი ორსულობა გაუჩინარდა,წავიდა და მიგატოვა. -არა,მისი სისხლი შენი და შენი ძმის ხელებზეა. -არა,ეს სიმართლე არ არის. -სიმართლე ორივემ კარგად ვიცით,ვიცი რომ მე არ მომიკლავს დავითი ბიბილური,არც ცეცხლი გამიჩენია მის სახლში,არც მისი უდანაშაულო ცოლი დამიდანაშაულებია იმ დანაშაულით რომელიც არ ჩაუდენია და არ ჩამისვამს ციხეში. -გაჩუმდი,საკმარისია. -რამდენიც არ უნდა შეეცადო ეს შენი ბინძური საიდუმლო დამალო,სიმართლეს ვერ გაექცევი და ესაა შენი სიმართლე,რომ ყველა უდანაშაულოს აჩოქებ,ისინი კი შენი სიძლიერის და შენი გავლენის გამო უძლურები არიან დაგემორჩილონ,რადგან ვერ ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს და ბედის მორჩილნი ხდენიან.დიახ,თუ დამჭირდა ამ შენს საიდუმლოს ჩემგან გაიგებს ყველა პოლიციაც,მედიაც და პრესაც. -გასულელდი? -სწორად მიხვდი,მე გავსულელდი და სწორედ ახლა გაიგებ ჩემგან ახალ ამბავს,ხვალ პოლიციაში ვარ დაბარებული,რადგან ჩვენება მივცე თუ როგორი ურთიერთობა მქონდა შენს გარდაცვლილ ქალიშვილთან. -და იქ რას იტყვი,ამ სისულელეებს? -ვიფიქრებ,წინ ძალიან გრძელი ღამეა. -არა,შენ არ გააკეთებ ამას. -რატომ? რას დავკარგავ ან ვის წამართმევ კიდევ,ვის მომგლეჯ გულიდან და ვის მომიკლავ.გეშინია? კი გეშინია,შენს თვალებში შიშს ვხედავ თუ ხმას ამოვიღებ შენ თავისუფლებას დაკარგავ,სიმდიდრეს დაკარგავ,ძალაუფლებას დაკარგავ და პატივისცემას დაკარგავ.სახელს,ტიტულს და გავლენას დაკარგავ და არა მარტო შენ,შენი საყვარელი ძამიკო შენი მარჯვენა ხელი შენს გვერდით დაგიდგება და თუ გინდა ისევ თავისუფლებით დატკბე,ყველაზე უკეთესია მე თავი დამანებო და აქედან წახვიდე,მაგრამ დაბრუნებით აქ აღარასოდეს აღარ დაბრუნდე.გაგა სულ ცოტაც და თავს ვეღარ გააკონტროლებდა სიბრაზისგან,მაგრამ ნერვები მოთოკა იას მიუახლოვდა და უთხრა. -არ მჯერა რასაც ამბობ,რადგან შენ არ შეგიძლია ეს ყველაფერი მე გამიკეთო. -ნუ მიმიყვან იმ მდგომარეობამდე,რომ ეს გავაკეთო და უნდა დაიჯერო,რომ არც კი დავფიქრდები ისე გაგამწარებ როგორც სხვას ამწარებდი.იცი რატომ? არც თავიდან და არც ახლა მე შენს მიმართ არაფერს არ ვგრძნობდი,მხოლოდ მტკივნეულად განვიცდიდი შენს გვერდით ყოფნას.წადი,წადი გაგა მე მშვიდი ცხობვრება მინდა სხვას არაფერს არ ვითხოვ შენგან,საერთოდ არაფერს.გაგამ უკან-უკან დაიხია და უხმოდ,უსიტყვოდ დატოვა გაბრაზებული ია რომელიც სიბრაზისგან თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ფიქრებში გართული შემორჩა ღამეს,მაგიდაზე უამრავი საქმეები ელაგა,მაგრამ მალიბუს გარეშე ყოფნას ჯერ კიდევ განიცდიდა.ადგა ყავა დაისხა და ისევ საქმეს დაუბრუნდა,უეცრად რაღაც გაახსენდა და ჯიბიდან საფულე ამოიღო,იქ მალიბუს ფოტოს ინახავდა. -უაზროდ გადის დღეები და უშენოდ მივყვები ცხოვრების დინებას,გულის ხმას კი შენამდე მოვყავარ,გული დაგეძებს მაგრამ ვერ გპოულობს.მომენატრე,ძალიან მომენატრე.უეცრად ტელეფონის ხმამ შეაკრთო და ჯერ საათს შეხედა შუაღამე იყო გადასული,შემდეგ კი ნომერს დახედა. -ტატო? -მე ვარ პოლიციელო,უნდა შევხვდეთ. -მოვდივარ,ჩვენს ადგილზე დამელოდე.საჩქაროდ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა,მალე მივიდა ნაცნობ ადგილზე და ტატოს შეხვდა. -ტატო ამ დროს დამირეკე რაღაც მნიშვნელოვანი გაიგე? -ვალერი კიზირია ექიმია და თან წარმატებული,მაგრამ მას მეორე ცხოვრება აქვს,შავბნელი წარსულით.ის შავი სამყაროს და თან ბნელი საქმეების ექსპერტია. -არის კიდევ მასთან ვინც გაშიფრე? -არის,ვინმე რატი დოგანაძე მაგრამ ის უსამართლოდ არავის არ ეხება,ბევრჯერ უთანამშრომლია კანონით პოლიციასთან. -კარგია. -ჯერ არ დამისრულებია. -გისმენ კიდევ არის რამე? -არის ძალიან მნიშვნელოვანი,რატი დოგანაძეს ძალიან მძიმე და მტკივნეული წარსული აქვს და ეს ტკივილი რუხვაძეებისგან არის მიყენებული,არ ვიცი რა ატკინეს ასე ძალიან,მაგრამ გავიგებ. -ძალიან კარგი ნამუშევარია,ველოდები ტატო სიახლეებს. -კიდევ მინდა რაღაც გითხრა,მე თქვენგან დავალებული ვარ პოლიციელო და არ მინდა ცუდ მახეში გაებათ. -თქვი გისმენ,პირდაპირ მითხარი. -როგორც მითხრეს ექიმი ძალიან საშიში პიროვნებაა. -მაინც როგორი? -ის დაუნდობელია,ვალერი კიზირია არ ემორჩილება კანონს საზოგადოებაში კი მას ძალიან კარგი ავტორიტეტი აქვს,ეხმარება გაჭირვებულებს და მკურნალობს მათ უფასოდ.თქვენი გადასწყვეტია რას გააკეთებთ,მაგრამ მე მასთან თქვენს ადგილზე მეგობრულ ურთიერთობას დავამყარებდი. -გამოდის რომ მასთან შორს დავდგე ან კარგი ურთიერთობა დავამყარო ან სულაც არ შევეჭიდო. -მე რაც გავიგე ის გითხარი პოლიციელო.მთელი ღამე ფიქრებში დაათენდა და თითქმის გამოუძინებელი წავიდა განყოფილებაში,ამიტომ დილით ფეხით გავლა არჩია და ქუჩას დაუყვა,მიდიოდა და ნელა-ნელა მოულოდნელად თოვლის ფანტელებმა დაიწყო ჰაერში ფარფატი,გაახსენდა როგორ დასდევდა მალიბუ თოვლის ფანტელებს და რა საოცრად ბედნიერი სიცილი ჰქონდა,მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემოესმა და მოგონებებიდან რეალობაში დაბრუნდა. -საით გაგიწევიათ დილა ადრიან პოლიციელო? ნიკამ უკან მიიხედა და შეხედა მას ნელი და აუჩქარებერლი ნაბიჯით ანამარია უახლოვდებოდა,ნიკამ კი ბრაზმორეულმა შეხედა და უთხრა. -არასოდეს,ამიერიდან არასოდეს აღარ გაბედო ჩემი ახლობლების და მეგობრების შეწუხება. -შენ ვინ ხარ მე რომ მიბრძანო რა გავაკეთო და რა არა,შენი მკაცრი როჟა მათთვის შეინახე ვისაც შეძლებ და შეაშინებ და მე კი არ მჭირდება შენთან შეთანხმება ვის რა ვუთხრა და როდის ვის შევხვდე.მართლა საინტერესოა რისი გეშინია,არის რამე ისეთი რაც არ გინდა გავიგო? -შორს დადექი ჩემი მეგობრებისგან,იცოდე მეორედ აღარ გავიმეორებ.ასეთი უშიშარი იმიტომ ხარ,რომ შენს ზურგს უკან კიზირია და დოგანაძე დგას? -მე არავის მფარველობა არ მჭირდება,მე თავშესაფარში გავიზარდე,მაგრამ შენ ამ ტკივილს ვერასოდეს გაიგებ შენ ხომ ოჯახში,მშობლების გვერდით გაიზარდე. -აქ კი ცდები,როგორ დავიჯერო რომ ჩემზე ინფორმაციის შეგროვებისას ვერ გაარკვიე სად გავიზარდე? ანამარიამ უცნაურად შეხედა ნიკას და ისევ გააგრძელა. -გავიგებ ვინ ხარ,გპირდები გავიგებ იმასაც ვინ და რატომ მოკლა მალიბუ. -ამის დამტკიცებას პოლიციაც ცდილობს. -მართლა? რატომღაც სხვაგვარად ვფიქრობ. -მაინც? -შენში ეძებე პასუხი. -სცდები,ძალიან სცდები. -ვნახოთ. -ვნახოთ,მაგრამ შენ თუ მართლა ანამარია ბიბილური ხარ,უნდა დამიმტკიცო. -არ ვაპირებ შენთან არაფლის დამტკიცებას,გჯერა დაიჯერე არ გჯერა და კარგად იყავი. -თუ არ გეშინია,გამომყევი. -სად. -სადაც სიმართლე მიგვიყვანს.მაშ ასე,გავყვეთ ერთად სიმართლის გზას? გაოცებული უცქერდა ნიკას და ცდილობდა ამოეცნო ის იდუმალი გეგმა რაც ნიკას ჰქონდა გულში დასახული,თან ფიქრობდა გაყოლოდა მას თუ არ გაყოლოდა. -არ მენდობი? ბოლო-ბოლო სახელმწიფო მოხელე ვარ,უნდა მენდო.უთხრა ნიკამ და ანამარიამ გაბედულად შეხედა,მიხვდა ნიკა რომ ანამარია მზად იყო გაჰყოლოდა მას და სიმართლის გზის ბოლოში ერთად გასულიყვნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.