შემთხვევითი პატარძალი (თავი პირველი)
-გილოცავთ შვილო,ღმერთმა ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ სიბერემდე.ვიღაც ქალი გადამეხვია და წამიერად დამტოვა ისე,რომ მადლობის თქმაც კი ვერ მოვასწარი.ზღვისკენ შევტირალდი და ტენიანი ჰაერი ღრმად შევისუნთქე,ქარი სახეზე მელამუნებოდა მზე კი უკვე დაღლილი ზღვის ჰორიზონტზე ესვენებოდა.გრძელი საპატარძლო კაბა ოდნავ ავიკეცე და კოჭებამდე წყალში შევედი.ცივი იყო,სექტემბრის თაობაზე,მაგრამ მაინც სასიამოვნო.გვერდით ვიღაც ამომიდგა,ისიც აშკარად მზისჩასვლას უყურებდა.საუბრის დაწყებას აშკარად არ ჩქარობდა. -ვერ ვიტყვი,რომ ბედნიერი პატარძალი ხარ.ნელა გავხედე,ჩემი ძმა საბა აღმოჩნდა,გულში რაღაცამ გამკრა,რადგან ახლა მასთან ჩხუბი ნამდვილად არ მინდოდა,მაგრამ როდესაც მის აციმციმებულ თვალებს და ეშმაკურ სახეს წავაწყდი ვეღარ ავიტანე და ის ვთქვი რისი გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა მეც და მასაც. -ამ მდგომარეობაში შენი მიზეზით ვარ. -ვიცოდი რომ დამაყვედრებდი შენს საქციელს,მაგრამ მაინც რომ შეგახსენო მე არ მითხოვია შენთვის ამ მახვერპლის გაღება.წყნარად და აუღელვებლად მომიგო. -არ გაყვედრებ,უბრალოდ გთხოვ რომ ოდნავი პატივისცემა გამოიჩინო ჩემს მიმართ. -და მაინც ლილე,ამ ქმედებით ვერ გადაფარავ იმ ფაქტს,რომ შენი მიზეზით გარდაიცვალა ჩვენი და ელენე,ჩემს გულს ვერ მოიგებ,რადგან შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთვის კარგი ან სამაგალითი უმცროსი და.ბოლო სიტყვები ხაზგასმით და კონკრეტულად მითხრა,შემდეგ კიდევ ერთხელ გახედა მზეს რომელიც თითქმის აღარ ჩანდა და უკან გაბრუნდა. -როგორც ჩანს და-ძმას არც ისეთი კარგი ურთიერთობა გაქვთ.მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნა ჩემი აწ უკვე ქმარი დემეტრე და გვერდი დამიმშვენა.პასუხი არ გამიცია ამიტომ ისევ თვითონ გაარძელა. -გაიღიმე ცოლო ჩვენ ახლა უკვე ერთი დიდი,ბედნიერი ოჯახი ვართ. -ერთი დიდი,უბედური და მატყუარა ოჯახი,ჩუმად ჩავიბურტყუნე და სანაპიროზე დავბრუნდი. 10 თვით ადრე ქორწილის დღემდე* -ხომ შეიძლებოდა ამ ქალს მეორე პარკიც მოეცა,ახლა ხომ ამ მდგომარეობაში აღარ ვიქნებოდი.წუწუნით ვკრეფდი ძირს დაყრილ პროდუქტებს და ვცდილობდი მეორე პარკში გადამეტანა რამენაირად ნაწილი მაინც. -მოგეხმარებით,ჩემსკენ დაიხარა ახლგაზრდა ბიჭი და პროდუქტების აკრეფა დაიწყო. -ნუ შეწუხდებით,მართლა არაა საჭირო. -რას ამბობთ,პირიქით გაკვირვებული ვარ რომელიმე გამვლელი როგორ არ გაჩერდა და არ დაგეხმარათ. -რას ვიზავთ,ხომ იცით ჯერ საკუთარი თავი და მერე ყველა სხვა. -სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა. -ნამდვილად,გავუღიმე ბიჭს და აკრეფილი პროდუქტები გამოვართვი. -მიგიყვანთ თუ გნებავთ სახლამდე. -არა მადლობა აქვე ვცხოვრობ,ზრდილობიანად გავუღიმე ბიჭს. -დემეტრე აბაშიძე,ამაყად მომიგო და ხელი გამომიწოდა. -სასიამოვნოა ლილე ფილფანი,ძლივს ძლივობით ჩამოვართვი ხელი მისტერ “ზრდილობიანობას” -გამიხარდება თუ კიდევ შევხვ...ბიჭს სიტყვა გაუწყდა რადგან ჩემი სახელი ვიღაცამ იმხელა ხმაზე დაიყვარა,მგონი კორპუსებიდან ხალხმაც კი გამოიხედა. -რა გაყვირებს ამ შუაღამისას ნორმალური თუ ხარ? შევუღრინე ჩემს ძმას -საბა?როგორ ხარ?არმეგონა აქ თუ გნახავდი.ღიმილით მიუგო ახალგაცნობილმა და ხელი გაუწოდა. -ჩემს დასთან რა საქმე გაქვს? გააავებულმა კითხა და ბიჭის გამოწოდებული ხელი დააიგნორა. -დამშვიდდი,უბრალოდ პროდუქტები ძირს დაეყარა და მე დავეხმარე აკრეფაში. -ლილე სახლში წადი და მალე ამოვალ. -კი მაგრამ... -ლილე სახლში წადი,ხმა გაუმკაცრდა ჩემს ძმას და ისეთი გამყინავი მზერა მესროლა,მეგონა იქვე მომკლავდა.მისტერ ზრდილობიანობას დავემშვიდობე და სახლისკენ ავიღე გეზი.შვიდი სართული მასზე ფიქრში,ისე ავიარე ვერც კი შევნიშნე.ჯერ ისევ თვალწინ მედგა მისი თაფლისფერი თვალები და თბილი გამოხედვა. -მოხვედი დე? -კიი,გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს და პროდუქტები შევაწოდე. -ისევ გაგაეხა პარკი ხო ლილე?რას უშვები ამისთანას შვილო ამ ცელოფნებს? -კარგი რა დე რა ჩემი ბრალია,თავი მოვისაწ.... და ფინჯანი ყავა ჩემი ოთახისკენ გავაქანე.ოხ რაკარგია ვინც ეს სოციალური ქსელები შექმნა რა,წამებში მოვძებნე დემეტრე აბაშიძე და მისი გვერდის შემოწმებას ვაპირებდი,როდესაც ტელეფონი აწკრიალდა. -ალო? -წითელი თუ ლურჯი,ვერ გადავწყვიტე დამეხმარე რა -ლურჯი შენი ფერია ხომ იცი არა? -ლილეე,ვნერვიულობ.სევდიანი ხმით მითხრა ელენემ. -რა განერვიულებს გეგონება პირველი პაემანი იყოს. -მაინც ვნერვიულობ -კარგი მაშინ ინერვიულე. -მადლობა ლილე შენნაირი დაქალი ყველას უნდა ყავდეს -კარგი ხო,ხომ იცი რო ულამაზესი ხარ და ირაკლი ვერაფერს დაგიწუნებს,ასე რომ დამშვიდდი და როგორც კი დაბრუნდები დამირეკე მაშინვე. -მიყვარხარ -მეც,მეც სიცილით მივუგე და როგორც კი ტელეფონი გავუთიშე ჩემი საქმიანობის გაგრძელებას შევუდექი.გვიანობამდე მის პროფილს ვათვალიერებდი და აი დასკვნაც,აშკარად გოგოების გულთამპყრობელია,ეჰ შანსი არ გაქვს ლილე,ჯობს ბალიშზე თავი დადო და დაიძინო. 9 თვით ადრე* ღამით სეირნობა ვის არ უყვარს,ყურსასმენებს რომ გაიკეთებ და თბილისი ქუჩებს რომ დაუყვები.სადღაც ფიქრებით რომ წახვალ,თან მუსიკაც ხელს რომ გიწყიბს.ჩემი თაფლისფერ თვალება ერთი თვეა არ მინახავს,იმ საღამოს ჩემი ძმა გაცოფებული დაბრუნდა,ოთახში გიჟივით შემოვარდა და მითხრა: -მეორედ ამ ადამიანს აღარ გაეკარო გთხოვ არაა სანდო პიროვნებაო.ჯერ გაკვირვებული ვუყურებდი თუმცა ბოლოს გადავწყვიტე საბასთვის დამეჯერებინა. ფიქრებში გართულმა ვერც კი დავინახე მანქანა ფარებს რომ მინთებდა.წამიერად ვიღაცის ხელი ვიგრძენი მკლავზე და ახლაღამოვედი გონს,რომ ფეხით მოსიარულეებისთვის წითელი იყო ანთებული.შევტრიალდი რათა ჩემი გადამრჩენელისთვის მადლობა მეთქვა,მაგრამ მისი სახის დანახვისას,გავშტერდი და ხმა ვეღარ ამოვიღე.ბიჭმა გაიღიმა,მისკენ მიმიზიდა და ყურში ჩამჩურჩულა. -გზაზე სანამ გადახვალ,შუქნიშანს კარგად დააკვირდი.საბედნიეროდ გონს მალე მოვედი და მისი მკლავებისგან თავი გავინთავისუფლე.უხერხულად შევიშმუშნე და საუბარი დავიწყე. -მადლობა,გზაზე ყოველთვის ყურადღებით გადავდივარ,მაგრამ დღეს რატომღაც დაბნეული ვარ.თავი გავაქნიე და სხვა მხარეს გავიხედე. -თვალებში რატომ არ მიყურებ?სიცილით მკთხა და მომიახლოვდა. -მე იქით აი იმ ძაღლს ვუყურებ ძალიან საყვარელია,დაბნეულმა მივუგე.ბიჭს ჩემს უაზრო პასუხზე გაეცინა -ცხელ შოკოლადზე ხომ არ დამეწვეოდი? ეს კითხვა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის,რომ თავში ათასმა ფიქრმა ერთდროულად დამარტყა.არა ლილე უარი უთხარი,საბამ გითხრა მგონი გასაგებად რომ აღარ უნდა შეხვდე ამ ადამიანს,შენც როგორც დამჯერმა უმცროსმა დამ როგორც გითხრეს ისე უნდა გააკეთო,ფიქრებიდან გამოვფხიზლდი და ბიჭს უცბად მივაყარე მეჩქარება სახლში უნდა წავიდე მეთქი,მაგრამ ვინ გაცადა?ამხელა დემეტრე რომ მწვდა მაჯაში და მის ტანს მიმაჯახა,სიმართლეს ვიტყვი და ცოტა შემეშინდა. -კარგი,თუ არაფერს დამიშავებ წამოვალ. -და რატომ გგონია რომ რამის დაშავება მინდა?სიცილით მომიგო ბიჭმა და მანქანისკენ წამათრია. -უბრალოდ,ასე ვერ გენდობი,ხელის განთავისუფლება ვცადე მაგრამ ამაოდ.ბიჭი გაჩერდა და მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა -ეგ კარგი თვისებაა თუმცა მე შენს ძმას ვიცნობ -ვნახე მაგრამ ის არვიცი როგორ გაიცანით ერთმანეთი თან მთლად კარგი ურთიერთობა არ უნდა გქონდეთ.დაეჭვებით მივუგე ბიჭს. -უნივერსიტეტში კარგი მეგობრები ვიყავით მერე გოგოს გამო ჩხუბი მოგვიხდა ისეთი არაფერი,თვალი ჩამიკრა და მანქანის კარები გამომიღო. -კარგი,კარგი ღრმად ამოვიოხრე და გულს დავმორჩილდი.საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა ჩემი თაფლისფერთვალება,ბევრი საერთოც აღმოვაჩინე მასში,თუმცა დრო არც ისე ბევრი გვქონდა იმის გათვალისწინებით,რომ დედაჩემა ათჯერ დამირეკა სად ხარ ლილე აქამდე ნორმალური არაა ასეთ დროს ქუჩაში რო დახეტიალებო.ბოლოს დედას დაჟინებული მოთხოვნით დემეტრეს ვთხოვე რომ სახლამდე მივეცილებინე თუ სხვა საქმეზე არ ეჩქარებოდა. -ლილე,დამიძახა მანქანიდან გადმოსულს -გისმენ -კიდევ შევხვდებით ხო? -ალბათ,ღიმილით მივუგე ბიჭს და სადარბაზოში შევედი. 6თვით ადრე* -არ მესმის რატომ არ გინდა რომ ჩემს ძმას ჩვენი ურთიერთობის შესახებ ვუთხრათ?უკვე გაბრაზებული ტონით ვესაუბრებიდი აბაშიძეს. -იმიტომ რომ ის ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იქნება. -იქნებ არ იყოს და სულაც დაავიწყდა ის წყენა?გულუბრყვილო ბავშვივით მივუგე დემეტრეს და ჩემი თხელი თითები მისაში ავხლართე. -ჯერ ადრეა ჩემო ლამაზო,ადრე -ზოგჯერ მგონია რომ არ გიყვარვარ,თავი გავინთავისუფლე მისგან და ბუხართან ახლოს მივჩოჩდი. -ზოგჯერ როგორ გეტყობა,რომ ბავშვი ხარ ვერც კი წარმოიდგენ.სიცილით მითხრა და გვერდით მომიჯდა ისევ. -თემის გადატანა კარგად გამოგდის -რაგინდა ჩემგან ლილე? ძალით გაჩერებ ჩემთან? თუ გინდა წადი არ გაკავებ.მისმა ასეთმა უხეშმა დამოკიდებულებამ გული მომიკლა,ამ წამს ის აღარ იყო მისტერ ზრდილობიანობა და არც ჩემი თაფლისფერთვალება.აუჩქარებლად წამოვდექი ფეხზე,ქურთუკი მოვიცვი და სახლიდან გამოვედი. -ლილე მოიცადე,ამის თქმა არმინდოდა უბრალოდ რთული დღეები მქონდა,მთელი ჯავრი კი შენზე ვიყარე.ხომ იცი არა ასე რომ არ ვფიქობ.უკან დამნაშავედავით მომყვებოდა დემეტრე. -გთხოვ ჩემო პატარა,ხელი მაჯაში წამავლო და მთელი ძალით ჩამეხუტა. -ვიცი,რომ სათანადოდ არ ვიქცევი,მაგრამ გთხოვ ახლა მაპატიე და სრულიად შეიცვლება ჩვენი ურთიერთობა.შეიძლება უთავმოყვარეოდ მიმიჩნიოთ მაგრამ იმ სიტყვების შემდეგ მაინც ვაპატიე,იცით რატომ?რადგან მთელი ჩემი გულით და სულით შემიყვარდა ეს ადამიანი,აი ასე მარტივად. 4 თვით ადრე* გყოლიათ ისეთი შეყვარებული,რომელიც ზოგჯერ ისე უჩინარდება მისი ასავალ-დასავალი რომ არავინ იცის?მაგრამ იმდენად გყვარებიათ რომ ამაზე თვალი დაგიხუჭავთ?დემეტრე ასეთია,რაღაც მისტიური თითქოს რაღაცას მიმალავს,მაგრამ რას ვერ ვხვდები.მასთან რომ ვარ თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ.აი ახლაც მისგან შეტყობინება მომდის და პარკში მივდივარ სიხარულით მივდივარ,რადგან ჩემი ერთი კვირის უნახავი შეყვარებული ვნახო,რომელიც სამსახურმა წამართვა. -როგორ ხარ?გახარებული შემომეგება და ხელები გაშალა -არამიშავს,ცივად მივუგე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. -რა გჭირს? -არაფერი,უბრალოდ ასე აღარ შემიძლია,შეიძლება ახირებული გოგოსავით ვიქცევი,მაგრამ ჩემი თავმოყვარეობა ილახება შენი ასეთი საქციელით.არ მეუბნები სად იკარგები ზოგჯერ,არ გინდა რომ შენს ოჯახს ჩემი თავი გააცნო,არც შენ მეგობრებს მაცნობ,ჩემი თუ გრცხვენია მითხარი პირდაპირ და აქვე დავასრულოთ. ბიჭმა გაიღიმა,მომიახლოვდა და ჩამიხუტა -ჩემი სულელი გოგო თურმე რაზე ნერვიულობს.ეს ფაქტი თუ ასე გაწუხებს ყველაფერს მოვაგვარებ ნუ დარდობ. -ლილე -გისმენ -მინდა დაიმახსოვრო,რომ რაც არუნდა მოხდეს და რაც არუნდა გაიგო ჩემზე,მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.შენ ჩემი შავი ცხოვრების თეთრი წერტილი ხარ,რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ.მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ,ხომ იცი არა? -რა ხდება? -არაფერი -მითხარი გთხოვ,მირჩევნია ახლა გავიგო ყველაფერი. -არაფერი არ ხდება -ხდება და უკვე იმდენად კარგად გიცნობ რომ მივხვდე რაღაცას მიმალავ. -ლილე,ხმა გაუმკაცრდა დამიანეს. -გთხოვ უბრალოდ მითხარი. ბიჭი ყოყმანობდა,აქეთ-იქით დადიოდა და ბოლთას სცემდა.ტელეფონს ათასჯერ დახედა,რაღაც მესიჯს კითხულობდა,შემდეგ ისევ ფეხზე დგებოდა და სიარულს იწყებდა. -შეგიძლია მითხრა რა ხდება? -მე და შენ შენი ძმა უნდა გადავარჩინოთ.სხარტად მომიგო და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.მისმა სიტყვებმა გამაოცა,ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა. -საბა რა შუაშია ჩვენთან? -გთხოვ წყნარად მომისმინე და არიფიქრო ამ ყველაფრის მერე რომ ვერ გაუძლებ,თუ ისევ მოგინდება ჩემთან ყოფნა,აქ ვიქნები შენს გვერდით. -მაშინებ,წარბებშეკრულმა ვითხარი და ფეხზე წამოვდექი. -შენმა ძმამ,ფულის გათეთრებაში მიიღო მონაწილეობა,შემდეგ კი თანხის მეოთხედი თვითონ აიღო.ამის გამო დასდევენ მას და იმ ფულის დაბრუნებას სთხოვენ რომელიც მოიპარა.ყველანაირად ვცდილობ რომ დავეხმარო,მაგრამ ვგრძნობ უკვე რომ ვეღარ შევძლებ. -მოიცადე,დაბნეული ვარ,ჩემმა ძმამ ფული გაათეთრა,ამის გამო ვიღაც დასდევს მაგრამ შენ რა შუაში ხარ?არა არა მატყუებ,ჩემი ძმა ამას არ გააკეთებდა და ჩვენს ოჯახს საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა.სიმართლე მითხარი,დავუყვირე ჩემს თაფლისფერ თვალებას და ცრემლები მოვიწმინდე. -მითხარი,წყნარად გავუმეორე და პასუხს დაველოდე. -ის ფული ბიძაჩემის დავალებით გაათეთრა,ბიძაჩემმა გიორგიმ კი მე გამომგზავნა,რომ მოპარული თანხა გამომერთმია საბასთვის.ყველაფერი გავარკვიე მის შესახებ,დიდხანს დავყვებოდი უკან... -მოიცადე,სიტყვა გავაწყვეტინე,შენ მე მხოლოდ ამის გამო დამიახლოვდი?თავზარდაცემულმა ახლაღა გავიზრე ყველაფერი,ყველა მისი სიტყვა და მიზეზი თუ რატომ ვმალავდით ჩვენს ურთიერთობას. -ყველაფერი გათვლილი გქონდა ხო?მაშინაც არ დემხვედრიხარ შემთხვევით ქუჩაში. -არა,ყველაფერი ერთი კარგად ორგანიზებული ოპერაციის თანმდევი ნაწილი იყო. -სულელი ლილე,ესღა ვთქვი და წამოვედი. -ლილე,არ დამიმთავრებია გთხოვ მოიცადე.მეც ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს,მაგრამ ახლა ერთი გამოსავალი გვაქვს შენ ჩვენი ოჯახის ოფიციალური წევრი თუ გახდები,ბიძაჩემი ასე აღარ გადაეკიდება საბას და ისიც გადარჩება. -ანუ? -ანუ ის რომ ცოლად უნდა გამომყვე -ამას რატომ აკეთებ? -იმიტომ რომ,ცოტახნით შეჩერდა შემდეგ კი ისევ გააგრძეა საუბარი-იმიტომ რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ვთვლი შენი ძმის შეცდომების გამო შენ არ უნდა დაიტანჯო.მე უბრალოდ ცხოვრებაში პირველად მინდა რომ ვინმეს დავეხმარო. პასუხი არ გამიცია,უკანმოუხედავად გამოვბრუნდი და გზას გავუყევი,ცრემლები თავისით მომდიოდა.არ მაინტერესბდა ხალხი,რომელიც გაოცებული მიყურებდა,არ მაინტერესებდა არავინ ამ წამს,რადგან ჩემი გული,სული და თავმოყვარეობა ნაფლეთებად იყო ქცეული. 3 თვით ადრე* -მიხარია,რომ დამირეკე,მაგრამ ვერ ვხვდები სახლში რატომ დამიბარე.დაბნეულმა შემოაბიჯა დემეტრემ სახლში. -ყველაფერს მალე გაიგებ ჩემი თაფლისფერთვალება შიგნით შემოვიპატიჟე და მისაღებში დავსი,ამასობაში საბამაც გაიღვიძა,დემეტრეს დანახვისას მაშინვე სახე შეეცვალა და ჩვენსკენ წამოვიდა. -ამას აქ რაუნდა? -საბა გთხოვ დაჯექი და წყნარად მომისმინე. -წყნარად რანაირად მოგისმინო როდესაც ეს ადამიანი ჩემს სახლშია? -საბა გთხოვ,ხმას ოდნავ ავუწიე,ამჯერად დამიჯერა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. -ლილე,მე ხომ გითხარი არა რომ ეს ადამიანი სანდრო არაა,არ დამიჯერე ხო? ან აქ საერთოდ რას აკეთებს?ამიხსნი ყველაფერს? -გთხოვ დამშვიდდი და ჩემს გადაწყვეტილებას პატივი ეცი.აქ იმისთვისაა რომ გითხრათ,მე და დემეტრე ვქორწინდებით. -რაა?გიჟივით წამოხტა,აქეთ-იქით დაიწყო სიარული და გინება. -ამ ახვარმა ყველაფერი გითხრა ხო?ხო ასეა?არ მჭირდება შენი თავგანწირვა პატარა დაიკო,საკუთარ თავს თავად მივხედავ. -გეტყობა როგორც მიხედე საკუთარ თავს,ამას კი მხოლოდ შენს გამო არ ვაკეთებ ჩვენს გარდა კიდევ არიან ჩვენი მშობლები და ლუკა,ასე რომ ამჟამად ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ.არაფერი თქვა ერთი შეიკურთხა და ოთახის კარი მოაჯახუნა. ჩემს თაფლისფერთვალებას შევხედე ის თბილი გამოხედვა სასღაც გამქრალიყო. -ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა -მადლობა რომ გვეხმარები,უცხოსავით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. -არაფრის,უკვე ვთქვი ამას რატომაც ვაკეთებ,ახლა კი დეტალებზე ვისაუბროთ,წყნარად მომიგო და გვერდით მომიჯდა. დღევანდელი დღე* სწორედ ასე მოხდა ეს ყველაფერი,ასე გადაიქცა ჩემი ბედნიერი ცხოვრება,ტანჯულად,წრფელი სიყვარული ფარს რომანტიკათ.რთული დასაჯერებელია არა?იმის მიუხედავად რომ ეს ადამიანი მთელი ჩემი არსებით მიყვარს,ამ ყველაფერს ვერ გამოვხატავ. -ლილე,მომიახლოვდა დემეტრეს უმცროსი და ნია -გისმენ,ღიმილით მივუგე ახალგაზრდა გოგოს. -დემეტრემ მთხოვა მეთქვა,რომ უკვე მიდიხართ და მანქანასთან გელოდება. -მადლობა ჩემო ლამაზო,სახლში გნახავ.გოგონას დავემშვიდობე და აბაშიძისკენ გავიწიე. -თბილიში დღესვე გვიწევს დაბრუნება,თუ გინდა გამოიცვალე კომფორტულად რო იმგზავრო. -არაა აუცილებელი,მოკლედ მოვუჭერი და მანქანაში ჩავჯექი.დემეტრემაც არ დააყოვნა და მანქანა ადგილიდან დიდი სისწრაფით მოწყვიტა.ხმას არცერთი ვიღებდით,ბოლოს სიჩუმე ისევ მან დაარღვია და ლაპარაკი დაიწყო. -შეგვიძლია მთელი გზა ჩუმად არ ვიყოთ და ვისაუბროთ. -რა საკითხთან დაკავშირებით?როგორი კარგი მოთამაშე ხარ თუ როგორი კარგი მაფიოზი? -მე ვცდილობ თავაზიანი ვიყო,მაგრამ შენთან ასე მოქცევა თუ არ ჭრის... -ჩემთან როგორი მოქცევა ჭრის წესით უნდა იცოდე გინდა თუ არ გინდა რვა თვე ჩემ შეყვარებულად გიწევდა ყოფნა.სიტყვა შუაგზაში გავაწყვეტინე ბიჭს და მთელი ტანით მისკენ მივრიალდი. -და მაინც დემეტრე,არ მჯერა რომ ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებ რომ მე გეცოდები,რა თქმა უნდა მადლობელი ვარ შენი,მაგრამ სიმართლე მინდა გავიგო. -სიმართლე ისაა რაც შენ გითხარი,მოკლედ მომიჭრა და სიჩქარეს უფრო მოუმატა.ამის დემდეგ ხმა არცერთს ამოგვიღია თბილისამდე. -შედი სახლში მე პატარა საქმე მაქვს და მოვალ,ნუ გეშინია პაატა და დათო ოცდაოთხი საათი იცავენ სახლს. -კარგი,მოკლედ მოვუჭერი და ჩემს ახალ სახლში ფეხი შევდგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.