ნაცნობ უცნობს ... /2/
- ელკა დამელოდე რაააა გავტრიალდი , ვერვხვდებოდი რა მინდოდა იმ მომენტში მოსულიყო და გველაპარაკა, მივეცილებინე სახლამდე თუ არ გამომყოლოდა, არანაირი ინტერესი არ გამოეჩინა ჩემდამი და ისევ ისე გაგრძელებულიყო. გავტრიალდი და ვხედავ ირაკლის, მიღიმის ... მაგრამ იმ მომენტში ჩემი თვალები ირაკლის უკან მდგარ ელენეს და და ,გაფიქრებაც არ მინდოდა მასზე , მას უყურებდა, თანაც დანაშაულის და ზიზღინარევი თვალებით . ელენე გაკვირვებული იყურებოდა , ალბათ ინგლისში გონია , აქ რომ დაინახა გაუკვირდა , თან მე რომ მეძახდა ალბათ ისიც ძალიან უკვირდა და შურისგან სკდებოდა... ირაკლი ჩემსკენ მოდიოდა ნელი ნაბიჯებით... ალბათ სიბნელეში ვერ ხვდებოდა საით ვიყურებოდი . ვიდექი ნაწვიმარ თბილიში, ქუთათელაძის აღმართზე , ერთი ლამპიონი ანათებდა მარტო, ალბათ არც ვჩანდი ნორმალურად ... ვიდექი გაყინული, არაფრის მეტყველი სახით ... თითქოს დრო გაჩერდა თითქოს აღარ ვარსებობდი , თითქოს ძალა გამომელია და სადაციყო წავიქცეოდი . ყველაფერი დაპატარავდა და დავიწროვდა ... გაშეშებული ვიყურებოდი სივრცეში მაგრამ ვხედავდი მომღიმარი ირაკლი როგორ მიახლოვდებოდა და უკან განადგურებულ ელენეს მზერა როგორ მიწვავდა სხეულის თითოეულ ნაკვთს .... მოახლოების შემდეგ ირაკლი მიხვდა მასრომ არ ვუყურებდი და ნელა შემოტრიალდა დაინახა ელენეს მზერა... განადგურებული ელენე ... იმედიმაქ მის უკან მდგომი ვერ შეამჩნია ... მთელი სიჩქარით გავიქეცი და თან ისტერიულად ვტიროდი .... ეს არიყო უბრალო ტირილი ეს უფრო გაფრენები იყო ჩემი ... ალბათ ყველას გიჟი ვეგონებოდი ამ მომენტში. სველ ასფალტზე მივრბოდი , ხელებით თან კაბას ვიწევდი , თან პიჯაკს ვისწორებდი , რომელიც მხარიდან ჩამომდიოდ და ზურგს მიჩენდა... უკნიდან ვიღაცა ჩახუტებით ცდილობდა ჩემს გაჩერებას , მაგრამ ჩემს სიჩქარეს მისი სიჩქარე დაემატა და ნელნელა ცდილობდა გავეჩერებინე.... გავჩერდით, არაფერი არ მემორჩილებოდა , უცხო ადამიანმა მისკენ მიმაბრუნა , გავტრიალდი და მის დანახვაზე გული გამიჩერდა ... ამ მდგომარეობაში მისულს კიდევ ეს დამემატა ... ხელი ვკარი და გავიქეცი -ელკააააა........ - ელლლლლ -ელეონორა არ წახვიდე!!!! - ცრემ მორეული ხმა გამომყვა უკან ... სახლში მივედი დავწექი ვეღარ ვაზროვნებდი, თან ვხურდი , თავბრუ მეხვეოდა ... სიცხე მქონდა 39... ამყველაფრის მერე სიცხე მინდოდა . ჩავწექი და დავიწყე ფიქრო : ელენეზე რომელიც ამ ამბავს ესე არ შემარჩენდა , ირაკლიზე რომელიც ვერცკი გამეგო მომწონდა თუ არა, და დაჩიზე რომელიც მართლა მიყვარდა ერთ დროს... ალბათ ახლაც მიყვარს და სულ მეყვარება ... ძლივს ვცდილობდი მის დავიწყებას და რატომ გამოჩნდა რაუნდა რაღა დარჩენია აქ? მძულს მაგრამ თან მიყვარს . მიყვარს მაგრამ რატომ???რატომ ??? მასთან თავს ყოველთვის ყველაზე ბედნიერად ,დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი თავს . თითქოს ერთად ვაზროვნებდით . მასთან თავს სხვანაირად ვგრძნობდი . ალბად ის დრო მენატრება . მაგრამმმ მაგრამ ის როგორ უნდა მომენატროს ანდა მიყვარდეს ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა მეგობარი . დაიკიდა მეგობრობა და სიყვარული . ის არაადამიანია და ეს მხოლოდ მე და დუდამ ვიცით . რავ გააკეთა ალბათ არასდროს ვაპატიებ . არასდროს . აღარმიყვარს , მიყვარდა მაგრამ ახლა აღარ , ვეღარ .... დაჩი ოდიშვილი ... ცოტა მოკლე გამომივიდა მაგრამ ინტრიგნული შემდეგზე გრძელი იქნება გპირდებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.