შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ ( სრულად )


17-12-2019, 02:11
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 68 618

*** ( I ) ***

- მოდის, მოდის. კამერა ჩართე სანდრო.
საავადმყოფოს შუშებიანი შენობიდან მაღალი, ტანადი, კარგი შესახედაობის ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, მას თან ორი პიჯაკში გამოწყობილი კუნთებიანი ტიპები გამოყვნენ, აშკარა იყო დაცვის ბიჭები იქნებოდნენ. ერთი კვირა გავიდა რაც მაფიის ახალგაზრდა ბოსი დაჭრეს და რამის საიქიოში გაამგზავრეს. პრესის თქმით ეს კლანური დაპირისპირება იყო, რომელსაც ერთ- ერთი ბოსი რამის ემსხვერპლა. ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს მოეყარა თავი და ახლა ცდილობდნენ, როგორმე აელაპარაკებინათ და ყველაზე მთავარ კითხვაზე გაეცემინებინათ მისთვის პასუხი.
- ბატონო გიორგი გვითხარით ეს მართლა კლანური გარჩევა იყო? - დაასწრო ყველას კითხვის დასმა, როგორც კი ახალგაზრდა მამაკაცის ტუჩებთან მოაქცია მიკროფონი, - ნუთუ მართლა გემტერებიან?
- ცოტა დაბლა დასწიე მიკროფონი, თორე შეიძლება ცხვირი გამიტეხო, - ცინიკურადგახედა ქალს და ჟურნალისტებს ზურგი აქცია, მანქანისკენ დაიძრა.
-ბატონო გიორგი კითხვაზე პასუხს რატომ არ გაგვცემთ? - განაგრძო ისევ, - ე. ი თქვენი დუმილით ამტკიცებთ, რომ ეს კლანური დაპირისპირება იყო? და რისთვის? ნარკოტიკისთვის, იარაღისთვის თუ ფულისთვის?
მამაკაცი შემობრუნდა, სქელი, შავი წარბები შეეკრა და მძიმედ სუნთქავდა.
-თქვენი სახელი გოგონა?!
-ჩემ სახელს რა მნიშვნელობა აქვს ბატონო გიორგი, მთავარია კითხვაზე გამცეთ პასუხი.
-რა გქვია, - მოთმინების ფიალა ეწურებოდა, მის წინ მდგარი დაცვა ხელით გაწია და გოგონასკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. დანარჩენი ჟურნალისტები ხმას ვერ იღებდნენ.
-ელენე.
-მისმინე ძვირფასო, შენი ადგილი იცოდე, მიბაძე შენს მეგობრებს და გაჩუმდი, - დანარჩენებს გადახედა და მანქანაში ჩაჯდომა დააპირა.
-მე სხვას არ ვგავარ ბატონო გიორგი, მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა.
-გაგიკვირდება და მეც ვიღებ იმას რაც მინდა, - ცალყბად ჩაიცინა და მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა, მინები დაბურული ჰქონდა და ასე აკვირდებოდა გოგონას სახეს მანამ, სანამ მანქანა არ დაიძრა.
-ეს გადაიღე?
-ყველაფერი.
-მაჩვენე. თავხედი...
მანქანას მძღოლი მთელი სისწრაფით მიაქანებდა და ბორბლებ ქვეშ სველ ტრასაზე კვალს ტოვებდა. იმ დღესაც წვიმდა, როგორც წინა და იმის წინა დღეებში. წვიმდა ისე, როგორც მის გულში წვიმდა. სევდას დაესადგურებინა მის გულში, ჩაფიქრებულიყო, თუმცა მალევე გამოერკვა მუქი სისხლის ფერი ფიქრებიდან და ჟურნალისტი გაახსენდა, რომელმაც ასე ძლიერ მოხიბლა. ნუთუ მართლა არსებობს ქვეყანაზე ერთი ნახვით შეყვარება?! ეს არ იცოდა, მაგრამ ის კი დანამდვილებით იცოდა, რომ ახლა გული გამალებით უცემდა და მასზე ფიქრს ვერ წყვეტდა. თითქოს გულში ჩავარდნოდა. ყოველი მისი მცდელობა მოეშორებინა თავიდან მისი სახე ამაო იყო, ის უფრო და უფრო მკაფიოდ ესახებოდა თვალ წინ, და ახლა მისი მნათობი მწვანე თვალები?! თითქოს თვალის გუგები კი არა, ძვირფასი მწვანე ქვები მოეთავსებინა ღმერთს ამ ღვთაებაში. საოცნებო მწვანე თვალები, რომელიც მას ასე ძლიერ იზიდავდა. არა ნამდვილად ღვთაება იყო, თითქოს ღმერთს მთელი მსოფლიოს სილამაზე მასზე გამოეყენებინა და დაებედებინა მამაკაცების მოსახიბლად.
ასე, ამდენი არავისზე უფიქრია და ახლა ეს ფიქრი მის ოცნებად გადაიზარდა. ასე რატომ ეღვრებოდა სითბო იმ გოგონას სახელის და სახის გახსენებაზე? ქალი არის თევზი, რომელიც მეთევზეს იჭერს ( მარკ ტვენი), და ახლა ელენეს ანკესს გიორგი წამოეგო.
- ენტონი იმ ჟურნალისტზე ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება, გასაგებია?
-გასაგებია ბოსს.
-ამხელა სითავხედე არცერთ ჟურნალისტს არ გამოუჩენია ჩემ მიმართ, ეს ვინ იყო.
-თუმცა აღიარე, რომ ძალიან მიმზიდველი იყო, - ცალყბად გაუღიმა დავითმა მეგობარს.
- ცოლი გყავს შენ მეგობარო.
- ჩემთვის არა გიორგი, შენთვის.
-სილამაზემ არ მოგატყუოს ჩემო ძმაო, ქალები ხშირად იკეთებენ ნიღაბს, რომ შეგაცდინონ და შემდეგ სიცოცხლეს გამოგასალმონ. რომ შეხედავ ქალი ყოველთვის ფრთიანი ანგელოზია, მოგხიბლავს, თავისი სილამაზით დაგატყვევებს და ბოლოს როდესაც თავისად დაგიგულებს კლანჭებსა და ეშმაკის კუდს ერთდროულად გამოაჩენს, აი მაშინ მიხვდები, რომ მწარედ შეცდი, მაგრამ შენი სინანული გვიანი აღმოჩნდება.
- ისე ლაპარაკობ გეგონება ათასწლის გამოცდილება გქონდეს ქალებთან,- ჩაიცინა დავითმა და გვერდით მჯდომს მეგობრულად ხელი დაჰკრა მუხლზე.
- გამოცდილების გარეშეც შეგილია გაიგო ქალის ნამდვილი, მზაკვრული საქმე. ეშმაკია ქალი ძმაო, ეშმაკი. ქალები კაცების შეტყუებას ღიმილით ცდილობენ და ცრემლებით ინარჩუნებენ.
- მოიცადე ჩემს ცოლს რას ერჩი?
- არა, შენს ცოლს არაფერს ვერჩი, მარიამი კარგი გოგოა. მართალია არსებობენ გამონაკლისებიც და ერთ- ერთი მათგანი მარიამია, მაგრამ დანარჩენები? ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასდროს წავა, მაგრამ დადგება დღე და ის წავა ისე, რომ თითქოს საერთოდაც არ ჰყვარებია.
-ძალიან ცდები მეგობარო და ამაში მაშინ დარწმუნდები, როცა შეგიყვარდება. მაშინ, როცა იპოვი იმ ერთადერთს, რომლის გაშვებაც არასდროს მოგინდება და მერე იტყვი, რომ ცდებოდი.
-მაგას არასდროს ვიტყვი და ახლა ეს ღრმადფილოსოფოსობა აღარ გვინდა, ხომ იცი მაინც ვერ შევთანხმდებით. ახლა კი ბოდიშს ვიხდი, ძალიან მეძინება, - საზურგეს მიეყრდნო და მიიძინა. თავი მოიკატუნა თითქოს ვერ გაეგოს დავითის ბოლო ნათქვამი შენთანაც მოვა ,,ის“ და მერე ვეღარ შეეწინააღმდეგებიო.





*** ( II ) ***

დღე მძიმედ გათენდა. შავი ღრუბლები გადაკვროდა დედამიწას და თავისი ცრემლებით ასველებდა არემარეს. ყავის ფინჯნით ხელში სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა და მინდორს გაჰყურებდა. მიუხედავად ცივი ზამთარისა ბალახს მოეხერხებინა და როგორღაც მწვანე ელფერი შეენარჩუნებინა. მისი თვალები ხომ მწვანეა, ბალახივით მწვანე, ზურმუხტისფერი, ,, ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო" გაახსენდა უცებ და გაეღიმა, ბავშვობაში მამა ხშირად ეუბნებოდა ამ ფრაზას და თან ,,ვინკელმანის“ სიტყვებს აყოლებდა ,, ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამას თან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას ". ბატონი კახაბერი რბილი ხასიათით არ გამოირჩეოდა, ცოლის და ერთადერთი ვაჟისსიყვარულსაც არასოდეს გამოხატავდა, არც არავინ იცოდა ჰქონდა თუ არა სადმე ასეთი გრძნობის პატარა ნატეხი მაინც. ბავშვობიდანვე მკაცრად ზრდიდა გიორგის, იარაღის ჭერას და ადამიანის დასჯას ასწავლიდა. ყოველჯერზე იმეორებდა, რომ ისინი ღირსნი იყვნენ, რადგან მათ უარყვეს ყველაფერი ის წმინდა რაც ებადათ ამ ქვეყანაზე. და აი 16 წლის იყო პირველად კაცი რომ მოკლა და ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვდა. სამი წელი ციხეში და ორი წელიც შიდაპატიმრობაში. არაფერი იყო მისთვის იმაზე საშინელება რაც მან სახლში გაატარა, თავისუფლებაზე იყო და თან არც იყო. ხელზე გაკეთებული სამაჯური ხელს უშლიდა, როგორც კი სახლს ათი მეტრით მოშორდებოდა სამაჯური ირთვებოდა და პოლიცია წამიერად იქ ჩნდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა დგას სამზარეულოს ფანჯარასთან, მინდორს გაჰყურებს, ყავას სვამს და იხსენებს, ,, ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო“.
იმ გოგოსაც ხომ წვანე თვალები ჰქონდა, გულში ჩამწვდომი. ასე არასდროს მოსწონებია სხვისი თვალები, ეს თითქოს მომაჯადოვებელი, მაგნიტივით რომ გიზიდავდა. მუქი ყავისფერი თმა და მწვანე თვალები, იშვიათია ასეთი მწვანე თვალები, ან იქნებ მას მოეჩვენა და საერთოდაც არ იყო მწვანე? ფიქრებიდან ვიღაცის ფეხის ხმამ გამოარკვია, ენტონი იყო, ის მოიტანა რაც სთხოვა, ყველა ინფორმაცია იმ გოგოზე ამ ერთ, პატარა საქაღალდეში იყო მოქცეული. მაგიდას მიუჯდა და გადაშალა, პირველივე გვერდზე დამაგრებული გოგონას სურათი მწვანე თვალებით უმზერდა მამაკაცს, მის დანახვაზე გაეღიმადაკითხვასშეუდგა.
,,ვინაობა“- ელენე მეტრეველი
,, დაბადების თარიღი“- 1993 წლის 23 აგვისტო
,,დაბადებისადგილი” - თბილისი
,, ოჯახურიმდგომარეობა “- დასაოჯახებელი
,, მშობლები“- დედა - ანა ნაკაშიძე ( გარდაცვლილი ) ; მამა - სოლომონ მეტრეველი ( გარდაცვლილი)
,, დედმამიშვილი“ - ნიკო მეტრეველი
,, ჰობი “- ხატვა, წერა.
,, პროფესია“ - ჟურნალისტი
გოგონას და მისი ძმის სურათები საქაღალდიდან ამოიღო და ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. ჭიქა ნიჟარაში ჩადგა და გარეთ გავიდა, სუფთა ჰაერით აივსო ფილტვები, სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. დავითს უხმო და იმ საქმის მოსაგვარებლად წავიდა, რომელსაც დიდი ხანი იყო ელოდა.
ერთი მივარდნილი ადგილის თითქმის ჩამონგრეულ შენობას შემოუარეს და რამდენიმე შავებში ჩაცმული მამაკაცის გვერდით შეჩერდნენ. მათ წინ მუხლებზე მდგარი, ხელებშეკრული და ნაცემი ოც წლამდე ბიჭი იყო, იის ვინც გიორგი სასიკვდილოდ დაჭრა.
-გამარჯობა, ძმაო, - მიესალმა ერთ- ერთი ახოვანი, წელში გამოყვანილი მელოტი ტიპი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ დანარჩენების უფროსი იყო, - გამიხარდა, რომ მოხვედი, არ მინდოდა მარტოს გადამეწყვიტა ეს საქმე.
-გამარჯობა რაულ. ეს არის ის ვინც მემესროლა?
-კიი, ეს არის. აღიარა კიდეც.
გიორგიმ მისკენ წადგა რამდენიმე ნაბიჯი, დაიხარა, თავი ააწევინა და ადგილზე გაშეშდა. ნაცნობი ნაკვთები, ნაცნობი მწვანე თვალები.
-ნიკო? - აღმოხდა მოულოდნელად და გულზე ისე იტაცა ხელი თითქოს მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და მისი აქ ყოფნა არ ესიამოვნა, - შენ აქ რა გინდა.
-გიორგი მას იცნობ? ეს ის ბიჭია ვინც გესროლა.
-კიი, ჩემდა სამწუხაროდ ვიცნობ. აქ რაჯანდაბას აკეთებ?- ქეჩოში სწვდა და წამოაყენა, - ხელები გაუხსენით, მე თავად გავუსწორდები მას.
-რას ამბობ ძმაო, ამდენივი ვიწვალე, ვეძებე და ახლა ჩემ გარეშე გინდა მისი იმ ქვეყნად გასტუმრება?! არა ძმაო, არა ასე არ გამოვა.
-რაულ, მან მე დამჭრა და არა შენ. მე მივხედავ ამ საქმეს, შენ კი იმას მიიღებ რასაცშეგპირდი,- დავითს გახედა და თვალით ანიშნა, - თუ გინდა დათვალე, მე არ მეჩქარება.
-არა ძმაო, რას ამბობ, გენდობი, უბრალოდ მეწყინა ამ თამაშიდან რომ გამაგდე.
-მე არ ვთამაშობ რაულ და შენ ვის ეთამაშები?! აიღე ფული და გაქრი აქედან, ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე.
-კარგი ძმაო, შემდეგ საქმემდე, - ხელი ჩამოართვა და მანქანაში ჩაჯდა.
-სომეხი ნაბი*ვარი, არაფერი აძღობს. ახლაკი შენ, - მიუბრუნდა ნიკოს, - შენ ჩემთან ერთად წამოხვალ.
- ჩემს მოკვლას აპირებ?
-შენი მოკვლა რომ მდომოდა ახლა მიწაზე ეგდებოდი, რაულის პისტოლეტით ტვინგახვრეტილი. სახლში ყველაფერს მომიყვები.



***

- ღმერთო ჩემო სად ჯანდაბაშია ეს ბიჭი. სად დაწანწალებს ერთი (აბონენტი დროებით გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, გთხოვთ დარეკოთ მოგვიანებით), ჯანდაბას, ჩართე ეს დაწყევლილი ტელეფონი. ღმერთო რა გავაკეთო ორი დღეა სახლში არ მოსულა.
- ელენე სახლში ხაარ? - კარი შემოაღო ელენეს ბავშვობის მეგობარმა, ანამ და წითელი თავი შემოყო, - რას შვრები?
-ნიკოს ვურეკავ და გათიშული აქვს.
-კარგი დაანებე თავი, ახალგაზრდა ბიჭია, ალბათ მეგობრებთან ერთად კლუბებში და ბარებში ერთობა.
-ორი დღე გადაბმულად ანა? ორი დღეა ის იდიოტი სახლში არ მოსულა და არც ტელეფონი ჩაურთავს. რამისაა გავაფრინო.
-კარგი დაწყნარდი ადრეც ხომ გააკეთა ეგრე. ალბათ ტელეფონი დაუჯდა და დამტენიც არ აქვს.
-არა ანა, არა. სხვა რაღაცაშია საქმე და მე ამას ვგრძნობ. ძალიან ვნერვიულო.
-კარგი, კარგი საყვარელო. დავურეკავ ჩემს მეგობრებს და ვთხოვ რამე გაიგონ.
ელენე ბოლთისცემას განაგრძობდა ოთახში, ვერ ისვენებდა, გული უწუხდა და ცუდის მოლოდინში სულ მაგიდაზე დადებული ტელეფონისკენ გაურბოდა თვალი.





*** ( III ) ***

-შენმა დამ იცის, რომ ამ საქმეში ხაარ? - ჰკითხა როგორც კი სახლის კარი შეაღო. ქურთუკი გაიხადა და დივანზე მიაგდო. გოგონას დაუძახა, პირველადი დახმარების ნივთების მოტანა და ნიკოსთვის ჭრილობების დამუშავება სთხოვა, - აბა გისმენ. ჯერ სანამ დაიწყებ რამეს შეჭამ ან დალევ? არ გშია? რაული დაუნდობელია, არ მგონია შენ კვებაზე ეზრუნა.
- მითხარი რატომ მეხმარები? მე შენ დაგჭერი და თან ძალიან მძიმედ და მაინც, გარდაუვალ სიკვდილს გამოსტაცე ჩემი თავი კლანჭებიდან. ან საერთოდ საიდან მიცნობ ან ჩემს დას საიდან იცნობ?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს ნიკო. იმის მაგივრად, რომ მადლობა გადამიხადო პირიქით ბრალს მდებ? - სავარძლიდან წამოიწია და თითი ახალგაზრდა ბიჭისკენ გაიშვირა, - შენ არ იმსახურებ შენი დის მზრუნველობას, ღირსი ხარ, რომ მოგკლა, მაგრამ ელენე მეცოდება. კარგი, მომიყევი ახლა რა მოხდა, რატომ მესროლე.
-შენი მოკვლა მინდოდა.
-ოჰო, ასეთი გულწრფელობა. ეგ მეც ვიცი. მე გეკითხები რატომ გინდოდა ჩემი მოკვლა.
-მე... მე...
-ხოო შენ, შენ. ამოიღე ხმა, ენა გადაყლაპე? - ნერვებმა უმტყუვნა, ბიჭს მივარდა და შუბლზე პისტოლეტი მიადო, - ამოიღე ხმა სანამ ცოცხალი ხარ.
-დამკვეთი მყავს.
-ვინ.
-მაგას ვერ გეტყვი ძმაო, უეჭველად მომკლავენ.
-თუ არ მეტყვი მე მოგკლავ. რა მნიშვნელობა აქვს მაგას შენთვის?
-ჩემს დასაც არ დაინდობენ. დამიჯერე ეს ყველაფერი მის გადასარჩენად გავაკეთე. შენთვის, რომ არ მესროლა, ახლა ჩემი დის სასაფლაოზე მივიტანდი ყვავილებს.
-შენი და რა შუაშია, - იარაღი ძირს დასწია და გვერდზე გაიწია, გოგონასთვის ხელი რომ არ შეეშა. ნიკო უნდობლად უყურებ და ხმას არ იღებდა, -თქვიი, ნუ ღელავ ჩემი და მიჩვეულია ასეთ რამეებს.
-ჩემმა დამ ერთ- ერთ მაღალჩინოსანზე ისეთი რაღაცები დაწერა, რომ მგონი თავად იმ პიროვნებასაც არ ჰქონდა წარმოდგენა. ამას ერთი ამბავი და აჟიოტაჟი მოჰყვა, ელენეს დაემუქრნენ თუ ამ ინფორმაციას არ უარყოფდა და საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდიდა ამ მაღალჩინოსანს, მასაც მოკლავდნენ და მეც ზედ მიმაყოლებდნენ. ჩემმა დამ, რა თქმა უნდა, სისულელედ ჩათვალა ეს მუქარა და უფრო მეტიც, კიდევ ბევრი საიდუმლოებები გამოუქვეყნა. ამის შემდეგ იმ კაცის მუქარა სიტყვაზე მეტი გახდა და ერთ საღამოსაც ელენე სახლში არ დაბრუნდა, მეგობარმა კი ინფორმაცია მომაწოდა, რომ ელენე გატაცებული ყავდათ. რა არ გავაკეთე, რომ მათთვის მიმეგნო, ვინ არ ჩავრიე და მათ შორის ჩემი დამკვეთიც. ელენე გავათავისუფლეთ, მაგრამ ამის სანაცვლოდ რაღაც მომთხოვეს, და ეს რაღაც შენი მოკვლა იყო. ახლა ხომ ხვდები, რომ სხვა გზა არ მქონდა? მაგრამ მიუხედავად ამისა მე და ჩემს დას მაინც საფრთხე გვემუქრება, რადგან არ მოკვდი, - დაასრულა თხრობა და გიორგის ახედა. მას არც შეუხედავს, ჩაფიქრებული ფანჯრიდან იყურებოდა, აანალიზებდა ყველაფერს რაც მოისმინა. უცბად შემოტრიალდა და ნიკოს თვალებში ჩახედა.
-ე. ი ეს ყველაფერი ელენეს გადასარჩენად გააკეთე?
-კიი, მხოლოდ მისთვის, სიცოცხლეს დავთმობ თუ საჭირო გახდება ელენეს გადასარჩენად. ისედაც მის გარდა სხვა არავინ მყავს და მასაც თუ დავკარგავ ჩემ სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. ხომ გესმით ჩემი, არა?
-კიი მესმის. გაპატიებ, მხოლოდ ელენეს გულისთვის. მაგრამ სანაცვლოდ რაღაცას ვითხოვ.
-რაას?
-შენი და უნდა დაარწმუნო, რომ ცოლად გამომყვეს.
-რაა? - ფეხზე წამოხტა ნიკო და ლიზა რამის ძირს დააგდო, - ძმაო, რას ამბობ თუ ხვდები?
-რომ ვერ ვხვდებოდე ამას არც გეტყოდი. შენი დის გადარჩენა ხომ გინდა?
-კიი, მინდა.
-ხოდა ჩემთან უფრო უსაფრთხოდ იქნება ვიდრე შენთან.
-ელენე ამას არასოდეს დათანხმდება.
-მოუწევს. თუ საკუთარი ძმა უყვარს, მოუწევს.
-ძმაო, შენ რაა მაშანტაჟებ?
-შეიძლება მასეც ითქვას. ახლა კი წადი შენს დასთან და როგორმე დაითანხმედა თუ ვერ შეძლებ, მერე ჩემებურ ხერხს გამოვიყენებ.
ლიზას უთხრა გააცილეო, თავად კი მეორე სართულზე ავიდა. მიუხედავად ორკვირიანი მკურნალობისა ნაკერები ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჰქონდა და ძალიან აწუხებდა. საწოლზე გულაღმა დაწვა და ჭერს დაუწყო ყურება. ჯიბეები მოიქექა, ფეხზე წამოდგა და იქაურობა მოათვალიერა. ვის ეძებდა, რას ეძებდა? ელენეს ფოტოს ეძებდა. უკვე მეხუთედ მოისინჯა შარვლის ჯიბეები, როცა გაახსენდა, რომ ფოტო ქურთუკის ჯიბეში ედო, ქურთუკი კი მისაღებში დატოვა. ისევ წამოწვა საწოლზე, თავქვეშ ხელი ამოიდო და ფიქრებს მიეცა. მაინც რატომ ჰყავდა ეს გოგო აკვიატებული, ან რატომ სურდა მისი და მისი სულელი ძმის დაცვა, ვერ ხვდებოდა ამას, მაგრამ ის იცოდა, რომ ელენეს სიცოცხლე მისი სიცოცხლის ტოლფასი იყო. გულში ჩავარდნოდა უდაბნოს ვარდივით ლამაზი გოგონა მამაკაცს და ახლა ვეღარ ახერხებდა ამ გულში უდაბნოს ქარიშხლის ჩახშობას. ქალი უბრალოდ გასართობად მიაჩნდა, არც არასდროს უფიქრია, რომ შეყვარებული გაეჩინა ან ცოლი მოეყვანა, ახლა კი შეყვარებულობის პერიოდის გარეშე მოიყვანდა ცოლს. არადა დათოს ეუბნებოდა ქალი ეშმაკია, ადვილად შეგაცდენსო, ახლა კი თავს მხოლოდ იმით იწყნარებდა, რომ იმ გოგოს ცოლად მოყვანით მის სიცოცხლეს გადაარჩენდა, მოიყვანდა და დაიცხრობდა იმ გრძნობებს, რომელსაც მისი ციმციმა მწვანე თვალები და მწველი წითელი ბაგეები წარმოუშობდა. ამ ფიქრებში იყო გართული, როცა ჩაეძინა. საათი საღამოს შვიდ საათს უჩვენებდა, დროს, როდესაც ელენე ჩანდა ტელევიზორში.
ამ დროს კი სახლის კარი ნიკომ შეაღო და შიშით მოავლო თვალი ოთახს, იცოდა რაც ელოდა დისგან. ელენე სავარძელში იჯდა და ძმას განრისხებით უმზერდა, მაგრამ სიტყვის თქმაც არ დასცალდა, ისე მიახალა ნიკომ ბატონ გიორგის ცოლად უნდა გაყვეო. ელენე გაშრა, დაავიწყდა ყველაფერი ის რის თქმასაც აპირებდა ჩხუბის დროს.
-შენ რა მეხუმრები? ორი დღეღამეა სახლში არ მოსულხარ და იმის მაგივრად, რომ ამიხსნა სად ჯანდაბაში დარატუნობდი ამ ორი დღის განმავლობაში, მოდიხარ და მეუბნები, რომ იმ იდიოტს ცოლად უნდა გავყვე? შენ ხომ არ გაუბერე, ხუმრობ ხო?
- არა ელენე არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით გეუბნები, რომ მისი ცოლი უნდა გახდე.
-და მაინც, ალბათ გინდოდა გეთქვა გეხუმრებიო, არა? - წარბები შეკრა ელენემ და ძმას მიაშტერდა.
-არა დაო, არა. არ გეხუმრები, მართლა გეუბნები. ეს ერთადერთი გამოსავალია.
-შენ ხომ არ გაგიჟდი, რა სისულელეებს ბორიალობ. თავი მაგრად დაარტყი? ტვინის შერყევა ხომ არ გაქვს?!
-გეყოფა ელენე. მე შენი ძმა ვარ და შენთვის რაც უკეთესია იმას გეუბნები.
-რა არის ბიჭო უკეთესი? იმ იდიოტს გავყვე ცოლად ვისაც ვერ ვიტან? მირჩევნია მომკლან.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
-ეს იდეა იმ იდიოტმა მოგაწოდა? და ვერ უთხარი, რომ მაგას არასდროს დავთანხმდებოდი?
-კიი, მან მომაწოდა. თავიდან დიდ უარზე ვიყავი, შემდეგ კი დავფიქრდი და ყველაზე კარგი გამოსავალია ელენე. შენი სიცოცხლისთვის, და ჩემი სიცოცხლისთვისაც.
-შენ რა შუაში ხარ, ის კაცი მე მემუქრება და არა შენ… მოიცა, რა ჩაიდინე, ახლავე აღიარე. სცემე? დაემუქრე? თუ მოკალი?, - გამომცდელი თვალით გახედა ძმას და იმის იმედით, რომ ცუდს არაფერს ეტყოდა კბილი კბილზე მაგრად დააჭირა.
-არც ერთი, არც მეორე და არც მესამე, - გულზე მოეშვა ელენეს, ფილტვები დაგუბებული ჰაერისგან გაათავისუფლა, - მისმინე ელენე, - წინ დაუჯდა და მისი პატარა ხელები თავისაში მოიქცია, - ხომ იცი, რომ შენ გარდა არავინ მყავს? ხოდა გთხოოვ, რომ ეს გააკეთო.
-და რატომ ნიკო, რატომ. რა მიზეზით მთხოვ ამას?
-მიზეზს ვერ გეტყვი ელენე, უბრალოდ სიტყვაზე უნდა მენდო, შენთვის ყველაფერი კარგი მინდა. ამას თუ გეტყვი უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავიგდებ თავს და შენც დიდ საფრთხეს შეგიქმნი. მენდე გთხოოვ, - არ იცოდა რა გაეკეთებინა, ვერ ხვდებოდა მიზეზს თუ, რატომ სთხოვდა მისი ძმა მაფიის ერთ-ერთი დიდი ძალაუფლების მქონე ბოსზე გათხოვილიყო. მოულოდნელად ფეხზე წამოხტა, ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა უთქმელად. მაინც არავინ და არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე ეჭვებში მოქცეული ქალი...





*** ( IV) ***

ოთახის სიჩუმეში კაცი ბოლთას ცემდა და სიგარეტს გამეტებით ეწეოდა, ნერვის ძარღვი ყელზე და შუბლზე ამობურცვოდა. სიგარეტის კვამლში ვიღაცამ გზა გაიკვლია და მის წინ დადგა, მასაც აღელვება ეტყობოდა სახეზე, რადგან ვერ გადაეწყვიტა დაეწყო თუ არა საუბარი. ოთახში დაძაბულობა სუფევდა. ბოლოს შემოსულმა მამაკაცმა დაჟინებული მზერა რომ იგრძნო იძულებული გახდა საუბარი დაეწყო.
-ის ბიჭი გიორგისთან იყო, მერე სახლში წავიდა.
-მერე?
-ცოტახნის მერე იმ სახლიდან გოგონა გამოვიდა.
-და მორჩა? მხოლოდ ესაა?
-მხოლოდ ესაა ბოსს...
-ამას ჩემი 4 წლის ვაჟიშვილიც მეტყოდა, მე შენ რისთვის გაგაგზავნე იქ? კიდევ დაამატე რამე, თორემ შუბლს გაგიხვრეტ, - ქამრიდან პისტოლეტი ამოაძვრინა, გადატენა და შუბლზე მიადო, იქვე მდგომმა დაცვამაც აღარ დააყოვნა, შემოსულს მისცვივდნენ და მუხლებზე დააჩოქეს, - ხომ იცი, რომ ხელიც არ ამიკანკალდება ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს?
-მაპატიეთ ბოსს, გთხოვთ არ გინდათ, ახლავე წავალ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგიტანთ. თუ გნებავთ იმ ბიჭის თავს მოგიტანთ, ოღონდ არ მესროლოთ გთხოოვთ, შვილები მყავს.
-ეგ მე არ მაღელვებს, - რევოლვერის ლულა შუბლზე მჭიდროდ მიაბჯინა და ის იყო უნდა გაესროლა, რომ კიბეებიდან ბავშვის ხმა გაისმა. კიბეზე 4 წლის პატარა, ქერათმიანი ბიჭუნა ჩამორბოდა ,,მამას" ძახილით, უკან ქერა ქალი მოსდევდა და მის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.
-მამიკო მიშველე, დედიკოს უნდა რომ დამაძინოს, - იარაღიანი კაცისკენ გაექანა პიჟამაში გამოწყობილი ბავშვი და ფეხზე მიეკრა. კაცმა უმალ შეინახა რევოლვერი და დაცვას ანიშნა დაჩოქილი ფეხზე წამოეყენებინათ.
-მაპატიე რაულ, გამომექცა და ვერ დავიჭირე... წამოდი პატარავ, მამიკოს არ სცალია.
-არაფერია ძვირფასო, ბიძია უკვე მიდის, - ბავშვი ხელში აიყვანა და დაცვას ყურში რაღაც უჩურჩულა, ისინიც მაშინვე გარეთ გავიდნენ და ,,ტყვეც" თან გაიყოლეს,- აბა რა ხდება ჩემო ვაჟკაცო, დედიკოს არ უჯერებ?
-დაძინება არ მინდა.
-და მაინც ძილის დრო გაქვს საყვარელო,- სონიამ ხელები გაიშვირა მის ასაყვანად.
-მაშინ მამიკომ დამაძინოს, - გაჯიუტდა ბავშვი და მამამისს მთელი ძალით მიეკრა.
-მამიკოს საქმეები აქვს საყვარელო.
-უკვე მოვრჩი, წამოდი დავწვეთ, - ქალს მხრებზე მოხვია ხელი და კიბეზე აიყვანა. მისთვის ყველანაირ საქმეზე მეტად ოჯახი იყო პირველ საფეხურზე და მათთვის ყველაფერს აკეთებდა, სიკვდილსაც კი არ უშინდებოდა.
ბავშვს მამის მკლავებში მალევე ჩაეძინა, მამაკაცი ფრთხილად წამოდგა, რომ არ გაღვიძებოდა და სამზარეულოში ცოლთან ჩავიდა.
-ყავა გინდა?, - შესვლისთანავე ჰკითხა მეუღლეს და მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი რომ დაუქნია ფინჯანი გაამზადა ყავის დასასხმელად. მაგიდას მიუჯდა. სახეზე ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო და რაღაც რიგზე არ ჰქონდა, - რამე მოხდა?,- გვერდით მიუჯდა და მხარზე მოუთათუნა ხელი, - ძალიან ვინერვიულე წეღან იარაღი რომ დავინახე შენს ხელში.
-ისეთი არაფერია საყვარელო... დამშვიდდი, შენ და სანდრიკოს ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.
-და შეენ?
-მე არ ვიცი...
-რას ქვია არ იცი? რაულ ნუ მაშინებ რაა...
-კარგი დამშვიდდი, ვერც მე და ვერც შენ და ჩვენს პატარას ვერ შეგვეხებიან.ახლა კი დამშვიდდი და ზევით ადი.პატარა საქმე მაქვს, მალე მოვრჩები და მეც ამოვალ.
-კარგი,- ლოყაზე აკოცა და სამზარეულოდან გავიდა. მარტო დარჩენილმა მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა და ყავა მოსვა.ეს ბოლო ხანებია ძალიან ბევრს ეწეოდა, თუმცა გაჩერებაც აღარ შეეძლო. ჭიქა გამოცალა და სამზარეულოდან პატარა ბაღში გავიდა, დაცვის ბიჭები მოიხმო და სარდაფისკენ წავიდა.
- ის ბიჭი კიდევ აქ არის?
-დიახ ბოსს, თქვენი ბრძანებით სარდაფში ჩავიყვანეთ, ბოძზეა მიბმული.
-კარგია, კარგი. წავიდეთ ვნახოთ, რამე ხომ არ სჭირდება,- ნახევრად ჩაფერფლილი სიგარეტი დაცვის ერთ-ერთ წევრს გაუწოდა და კარი შეაღო. ბოძზე ბორკილებით მიჯაჭვული 30 წლამდე ბიჭს სახე სისხლით ჰქონდა დაფარული და ცალი თვალით ძლივს იყურებოდა,- ეს რა არის?ხომ გითხარით ზედმეტი არ მოგივიდეთ თქო?
- ბოდიშს გიხდით ბოსს, ნამდვილად გადავამეტეთ.
-კარგი არაუშავრს... მიუტევე ჩემს ბიჭებს ავთო, როცა იწყებენ ვეღარ ჩერდებიან,ძალიან შეუბრალებლები არიან. ხოო მართლა, წეღან გაგვაწყვეტინეს, მაგრამ ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ. თანახმა ხარ?
-მე ყველაფერი გითხარით რაც ვიცოდი ბატონო რაულ, მეტი არაფერი ვიცი და ვერც ვერაფერს ვიტყვი ძალიანაც რომ გინდოდეთ.
-როგორი გაბედულია... მისმინე ნაბი*ვარო,- ყელში წვდა და თავისკენ მიიზიდა, - ეს არ კმარა, მე მეტი მინდა გასაგებია? არ მომწონს ის ბიჭი რომ თავისუფლად დადის,მასზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც. ახლა კი დაფიქრდი და მითხარი კიდევ რა არის ისეთი რაც უნდა ვიცოდე?!
- მეტი არაფერია, დამიჯერეთ. მაგრამ თუ გამიშვებთ, უფრო მეტი ინფორმაციით მოვალ თქვენთან.
-როგორი გულჩვილი ვარ, ყველა მეცოდება- თვალებზე ვითომ მომდგარი ცრემლი თეატრალურად მოიწმინდა,- კარგი, 24 საათს გაძლევ, თუ ისევ არ მომეწონება შენი ისტორია აღარ დაგინდობ. იმ ჟურნალისტის ძმა ასე თავისუფლად რომ დადის არ მომწონს. ჩათვალე, რომ მოსიარულე ბომბია, თუ აფეთქდა მეც დავზარალდები და შენც, ამიტომ ვფიქრობ არც შენ უნდა გაწყობდეს მისი ასე თავისუფლად პარპაში, ვცდები? ახლა გაგიშვებ, გაგიშვებ და 24 საათში თუ ჩემთან არ მოიტან მის თავს, ვეღარც ჩემი და ვეღარც შენი შვილები გიშველიან ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს, გასაგებია?... ხელები გაუხსენით და გააცილეთ,- გვერდზე გაიწია და ახალ სიგარეტს მოუკიდა, მისი მარჯვენა ხელი, ერიკა მოიხმო და ბიჭი გარეთ რომ გაიყვანეს მასთან საუბარი დაიწყო, - მისმინე, ამ ბიჭს ყურადღება მიაქციეთ,ბოლომდე არ ვენდობი.კიდევ ჟურნალისტის ძმას მიაქციეთ ყურადღება, არ მინდა არასასიამოვნო პიროვნებასთან არასასიამოვნო ამბავი წამოსცდეს. გიორგიმ თუ გაიგო ნიკო ჩვენ დავიქირავეთ მის მოსაკლავად, მაგარ შარში ვიქნებით, გესმის? ის ბიჭი არ უნდა გაგვეტანებინა გიორგისთვის, ვინ იცის რაები ილაპარაკა.
-სიმართლე რომ ეთქვა აქამდე მოგვდგებოდა გიორგი, რაულ.
- არა ერიკა, არა. გიორგი ჭკვიანია, ჩემზე და შენზე მეტად ჭკვიანიც კი. ასე პირდაპირ არ მოვა, დამიჯერე. იმ ბიჭმა თუ სიმართლე უთხრა, ახლა დამიჯერე, ისეთ გეგმას წერს ეშმაკიც ვერ მიუხვდება, ასე ადვილად ვერ მივუხვდებით ჩანაფიქრს. მე ის მიკვირს ცოცხალი როგორ გაუშვა სახლიდან?!
-და იქნებ უთხრა კიდეც და ახლა სურს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს?
- ისე როგორც გეგმის ნაწილი?
- ისე როგორც გეგმის ნაწილი...
-ეგ არ ვიცი ერიკა, მაგრამ დიდ აფეთქებას რომ უნდა ველოდოთ ეგ კი ვიცი... ახლა კი წადი, ცოლი და შვილები გელოდებიან... დროებით, - გამოემშვიდობა და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
საძინებელში შესულს ცოლიც ჩაძინებული დახვდა, დიდხანს აღარ უფიქრია, პიჯაკი გაიხადა და ასე ტანსაცმლიანად მიწვა მათ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ დამღლელი დღის მერე მისი სხეული ძალაგამოცლილი ესვენა საწოლზე, მამაკაცს რული მაინც არ ეკარებოდა. იწვა და თეთრ ჭერს შესცქეროდა. ფიქრობდა. დროდადრო თავის ცოლ- შვილს გადახედავდა ნაღვლიანი სახით. ახლა ხვდებოდა რამხელა საფრთხეში აგდებდა მათ თავისი საქმეებით. არა ის ბიჭი ნამდვილად უნდა მოეკლა, იქამდე უნდა გაეგზავნა იმ ქვეყნად სანამ გიორგისთვის მისი დამკვეთის ვინაობას გაუმხელდა. აი მაშინ კი ლოცვისთვის განკუთვნილი დროც აღარ ექნებოდა, ისე გამოასალმებდა გიორგი სიცოცხლეს. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ მამამისზე დაუნდობელი, ის ყველაზე ძლევამოსილი ბოსია მთელ მაფიაში და თითქმის მაფიის ყველა კლანის დიდგვაროვნები მის მხარეს გადასულიყვნენ. მაგრამ რაული ვერ იტანდა მას, ისე სძულდა, როგორც გველების სძულთ ხოლმე ადამიანებს. ბავშვობიდანვე მის ჩრდილ ქვეშ იზრდებოდა რაული, იმის გამო რომ ის არც თუ ისე მდიდარი ოჯახიდან იყო. მშობლები მალევე დაეღუპა და მცირეწლოვანი რაული გიორგის მამამ, ბატონმა კახაბერმა თავისთან შეიფარა და გაზარდა როგორც საკუთარი შვილი, გიორგი მაშინ სულ რაღაც ორი წლის იყო. და მაინც იმას მეფესავით ექცეოდნენ და მას მოახლის ბავშვივით. საშინელი, გატუტუცებული და გათამამებული ბავშვი იყო გიორგი. თავის დანაშაულებს ყოველთვის რაულს აბრალებდა და რა თქმა უნდა, მისი მშობლებიც ობოლ ბავშვს ეჩხუბებოდნენ. აი ეს ჩაიტოვა რაულმა გულში, ბავშვობიდან მოჰყვა და მასთან ერთად გაიზარდა. ზიზღი რომელიც გიორგისადმი გააჩნდა ყელს უწვავდა და უშხამავდა, მაგრამ ახლა მისი დრო იყო, ბოლოს მოუღებს იმ ძაღლის ლეკვს და შურს იძიებს.
ფიქრებში გართულს როგორ შემოათენდა ვერც კი მიხვდა. მზის პირველმა სხივებმა საძინებელში შეაღწია და მღვიძარეს მიესალმა, მაგრამ მას სულაც არ ჰქონდა იმავეს თქმის სურვილი. მხოლოდ ერთი რამ, რასაც მისი ფიქრები სწვდებოდა თავიდან მოეშორებინა ნიკო და გიორგი...







*** ( V ) ***

ჩვენ გვესიზმრება მხოლოდ ის, რაც ვნახეთ. ჩვენ სიზმრებში ხშირად ვხედავთ უცხო ხალხს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რომ ჩვენი გონება ამ ხალხს არ იგონებს. ეს რეალური ხალხის სახეებია, მათი, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შეგვხვდნენ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვახსოვს.
ახლადგამოღვიძებულს ვიღაცის განრისხებული ხმა და ყვირილი მოესმა, ვიღაც შიგნით შესვლას და გიორგის სასწრაფოდ ნახვას მოითხოვდა, დავითის და ენტონის ხმა კი მას აჩერებდა და ეუბნებოდა, რომ არ შეიძლებოდა. ბოლომდე ვერ გარკვეულიყო სიზმარში იყო თუ ცხადში, მაგრამ ქალის ხმა ისე მკაფიოდ ისმოდა, რომ წამოდგა და ოთახის პატარა აივანზე გავიდა. ნაცნობი სახის დანახვაზე გული შეუქანდა, ნამდვილად არ ელოდა ამ გოგოს აქ გამოჩენას. აღელდა, აფორიაქდა და ბავშვივით აცქმუტდა, არ იცოდა რა ექნა, სად წასულიყო. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა- ამოისუნთქა, დამშვიდდა და ჩვეულებრივი გიორგის ხმით დათოს გასძახა შემოუშვიო. გოგონამ ზევით აიხედა და ავისმომასწავებელი მწვანე თვალები მოაჯირზე დაყრდნობილ მამაკაცს შეანათა.
გიორგი ქვევით რომ ჩავიდა ელენე უკვე მისაღებში ელოდა, ქურთუკი გაეხადა და გაშლილი, წელამდე ჩამოზრდილი თმის მიღმა ნახევრად მოშიშვლებული ზურგი მოუჩანდა. თეთრი ფითქინა კანი და მხარზე პატარა ტატუ უფრო მეტ ხიბლს სძენდა. ფეხის ხმაზე უკან შეტრიალდა და შემუსულს წარბებს ქვემოდან გახედა. მაშინვე მიხვდა გიორგი რაც ელოდა, მაგრამ ისე რომ არც შეუმჩნევია ოთახში არსებული დაძაბულობა გოგონას დაჯდომა შესთავაზა.
- საქმეზე გადავიდეთ.
- კი ბატონო, გისმენ.
- არა ეს მე გისმენ. ჩემი ძმა ჭკუიდან შეშალე და ახლა მეც გინდა უკან მიმაყოლო?
- რას გულისხმობ?
- ძალია კარგადაც იცი რასაც ვგულისხმობ. შენ, მაფიის ვიღაც ბოსს, გყოფნის გამბედაობა და ცოლობას მთხოვ? გაგიჟდი? და გგონია მეც სიხარულით ჩამოგეკიდები კისერზე? არა. ეს ჩემს ძმასაც ვუთხარი და შენც გეუბნები, არასდროს გავხდები შენი ცოლი, მირჩევნია ლუციფერმა წამიყვანოს ვიდრე შენი ცოლი გავხდე.
- კარგი დამშვიდდი, არც მასე ცუდადაა საქმე შენ როგორც გგონია.რა არის იმაში ცუდი, რომ ჩემი ცოლი უნდა გახდე?
- და შენ რამე გსმენია სხვის ცხოვრებაზე? ყველა ადამიანს რომ თავისი ცხოვრება აქვს არაფერი გსმენია ამის შესახებ? მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი გეგმები და არ დავუშვებ მათ ასრულებაში შენ შემიშალო ხელი. ყველაფერს ადვილად ნუ უყურებ, ის რომ მაფიის ბოსი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე და ყველაფერზე ძალაუფლება გაქვს, და მითუმეტეს ჩემზე, გასაგებია? ამით შენ მე ღირსებას მილახავ, ჩემთვის ღირსება კი პირველ ადგილზე დგას. ხვდები ამას? შენ ცდილობ ადამიანები მოისყიდო შენი ძალაუფლებით, მაგრამ მე... მე... მე უბრალოდ არ ვარ ისეთი, როგორიც გგონივარ. რაც არ უნდა იყოს მე ვერ ვიქნები შენიცოლი,- გიორგის გასაკვირად ელენე ძალიან მშვიდად და გულწრფელად საუბრობდა. ემოციამოწოლილს ცრემლები ჩამოჰგორებოდა ვარდისფერ ღაწვებზე და მის ლამაზ, გრძელ ყელს მიუყვებოდა. თითქოს დიდი ხნის სიყვარულს ესაუბრებოდა, ისე მოსიყვარულე ხმით მიმართავდა მამაკაცს. მარცხნივ რაღაც აემღვრა გიორგის, მისკენ გადაიხარა, მისი ხელები თავის მამაკაცურ ხელებში მოიქცია და რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ კარზე ზარი გაისმა და ლიზა სამზარეულოდან გამოვიდა. თითქოს უცბათ გონს მოეგო ელენე, მამაკაცს ხელი გამოსტაცა და ცრემლები შეიმშრალა, - მე უკვე გითხარი ჩემი პასუხი ამის შესახებ და გადათქმას არ ვაპირებ. ასე, რომ... უკაცრავად..., - ის იყო ჩანთა და ქურთუკი აიღო, რომ კიბეზე ჩამომავალი ნიკო შეამჩნია პატარა ჩანთით ხელში, - ოჰ, ბატონო ნიკოლოზ, როგორც ჩანს მტკიცედ გადაგიწყვიტავს ჩემი სახლიდან გაშვება და იძულებით გათხოვება, მე რაა ლეილა ვაარ იძულებით რო მათხოვებ? მგონი იცით ჩემი პასუხი ხო?, - გახედა გიორგის და კიბეს აუყვა, როცა გიორგიმ მიაძახა, რომ თუ არ დაბრუნდებოდა ნიკოს ციხე ელოდა. ცივად შემობრუნდა და მოაჯირს დაეყრდნო წონასწორობის შესანარჩუნებლად. ნიკოს ცივი თვალები შეანათა და ამ თვალებითვე ჰკითხა ,, რა ჩაიდინე“.
- ჩვენ შევთანხმდით, რომ ამას არ ეტყოდი ელენეს.
- შეთანხმება არც დამირღვევია, მე ხომ არ მითქვამს რა ჩაიდინე, ნიკო. ელენე, - კიბეზე ჩამომჯდარ გოგონას მიუტრიალდა და მისკენ დაიწყო სვლა სწრაფი ნაბიჯით, - არ მინდოდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ შენ ამ სახლიდან გახვიდე.
- რას ამბობ, რას გულისხმობ.
- არ უთხრა.
- რა არ უნდა მითხრა? თქვი თუ ამბობ, - წამოიყვირა და გიორგის მივარდა, - მითხარი რა დააშავა ჩემმა ძმამ, რომ საციხედ გაიხადა თავი? თქვიი...
- არ უთხრა, თორე სამუდამოდ დავკარგავ.
- მოკეტე, - ახლა ნიკოს მივარდა და სახეში სილა გაარტყა, ხმამ ოთახი გაჰკვეთა და კედელს შეელეწა, - შენ უკანასკნელი ხარ ვისაც მისი გაჩუმების უფლება აქვს ამ წამს. ახლა კი ორივეს გეკითხებით, რა უნდა ვიცოდე და მერე მე გადავწყვეტ ვინ არის ღირსი ჩემი დაკარგვის,- განრისხებული აცეცებდა აქეთ- იქეთ მწვანე თვალებს, ხან გიორგის უყურებდა ხანაც ნიკოს. ორი მამაკაცი, რომელიც სიმართლეს მალავდა, ახლა ყველაზე მეტად ეზიზღებოდა,- არ ამბობთ? კიდევ ერთხელ და უკვე უკანასკნელად ვკითხულობ და თუ ერთ- ერთი მაინც არ მიპასუხებთ ვეღარასოდეს მნახავთ, რატომ აქვს ნიკოს საციხედ საქმე? რა დააშავა?
- დაო მე..., - წამოიწყო ნიკომ და გაჩუმდა, ვერ გააგრძელა. ძალიან მძიმე სათქმელი იყო ახლა მისთვის, რომ ერთ დროს ყველაზე კეთილმა ბიჭმა ვიღაცის მოკვლა სცადა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა და რეალობა რეალობად, თუ სიმართლეს არ ეტყოდა სამუდამო ცოდვას დაიდებდა მის წინაშე,- მაპატიე დაო, მაპატიე ელენე გთხოვ. მე არ შემეძლო, არ შემეძლო სხვანაირად მოქცევა, შენთვის და ჩემთვსი გავაკეთე ეს, ჩვენი სიცოცხლისთვის. მაშინ, როცა გაგიტაცეს, მე ძალიან ბევრი ადამიანი ჩავრიე რომ მეპოვნე და გამეთავისუფლებინე. საკმაოდ შორს შევტოპე, რომ შენი ადგილმდებარეობა გამეგო და როდესაც ვიპოვე ადამიანი, რომელიც ამაში დამეხმარებოდა ძალიან დიდი თანხა მომთხოვა ამ საქმის შესასრულებლად. ვერ შევძელი ამ თანხის შეგროვება, მაგრამ არც ის შემეძლო შენ იმ კრიმინალების ხელში დამეტოვებინე, ამიტომ მან შემომთავაზა ერთი საქმე, რომელიც გიორგის მოკვლას ითვალისწინებდა და მეც დავთანხმდი. მაგრამ გეფიცები ეს მხოლოდ შენ გამო გავაკეთე, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენაც არ მქონდა რას გაგიკეთებდნენ.
- მაგრამ ახლა, რადგან მე ცოცხალი ვარ და გადავრჩი,- ლაპარაკში ჩაერთო გიორგი, - შენ მაინც გელის დიდი საფრთხე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შენ ჩემს გვერდით მემყოფებინე, ასე ვერც შენ და ვერც შენს ძმას ვერ შეგეხებიან, - გაშეშებული და გაფითრებული იდგა ელენე და ერთ წერტილს აკვირდებოდა, ვერ დაეჯერებინა მოსმენილი, ეგონა რომ უბრალოდ ცუდ სიზმარს ხედავდა და მალე ყველაფერი დასრულდებოდა,- ელენე კარგად ხარ?,- ხელი შეახო გიორგიმ.
- ჩემს ყოფნას თუ კარგად ყოფნა ჰქვია... გაღვიძება მინდა, მაგრამ მგონი სიზმარში კი არა ცხადში ვარ. შენ არ მომიახლოვდე და ჩემი შეხება არ გაბედო,- დაუყვირა ნიკოს, რომელიც ელენესკენ გაშვერილი ხელით მიდიოდა,- იცი რა მტკენს ყველაზე მეტად ნიკო გუულს? ყველა იმაზე კარგი მგონია ვიდრე არიან. იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე იმსახურებენ და იმაზე მეტად განვიცდი ამ ყოველივეს ვიდრე საჭიროა, მაგრამ არ მეგონა თუ შენ ამ ფურცლის სათავეში მოხვდებოდი, - გიორგის ხელი გააშვებინა და სავარძელში ზურგშექცევით დაჯდა,- რატომ იცვლებიან ადამიანები?- იკითხა სასხვათაშორისოდ,- მაშინ, როცა გწაამს, რომ ცუდს არაფერს გაგიკეთებენ, სწორედ მაშინ გტკენენ გულს და გღალატობენ, და ამას თითქოს სპეციალურად გიკეთებენ. რატომ?- შემობრუნდა და წყლიანი თვალები შეანათა, არ ტიროდა, მაგრამ ბევრიც აღარ ეკლდა,- თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, უფრო სწორად უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ერთხელ გატეხილ გულს ვეღარ გაამთელებ. იმედგაცრუებული ვარ ნიკო შენით და იცი იმედგაცრუება ჩემთვის რას ნიშნავს? ადამიანი კედელი რომ გგონია შენი და მისივე ნანგრევებში აღმოჩნდები ბოლოს...
- ამას ნუ ამბობ ელენე,- მისკენწადგა ნაბიჯი, მაგრამ ელენემ გააჩერა.
- რაც მეტ სიკეთეს აკეთებ, მით უფრო მეტ დარტყმას იღებ მათგან პირდაპირ გულში. ბატონო გიორგი, შეიძლება აქ დავრჩე? უბრალოდ წასასვლელი არსად მაქვს და არც იმ სახლში მინდა დაბრუნება,- გაოგნებული უყურებდა გიორგი, არ ეგონა თუ ასეთ რამეს ეტყოდა, ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ლიზას ვეტყვი ოთახში აგაცილოს.
- მადლობა,- ღონემიხდილი გაჰყვა ლიზას, რომელმაც გიორგის ოთახში ააცილა.
ოთახშიდარჩენილები ისევ ისე იდგნენ, როგორც ელენეს იქ ყოფნის დროს. გიორგი ქალის მიერ ავლილ კიბეებს გაჰყურებდა, ვერ გაეგო უნდა გახარებოდა თუ გაბრაზებულიყო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სითბოს გრძნობდა. სახეგაბადრული ნიკოსკენ შეტრიალდა და მოხვდა კიდეც მისი მუშტი სახეში. ნიკოს დარტყმამ ტუჩი გაუხეთქა, ჭრილობიდან თბილმა სისხლმა გამოჟონა და ნიკაპი დაუსველა. მისდა გასაკვირად მისთვის პასუხი არ დაუბრუნებია, ალბათ იმიტომ, რომ ეს ბიჭი მისთვის ძვირფასი ქალის ძმა იყო. მხოლოდ შეხედა და გაუღიმა, მეტი არაფერი.
- იცოდე, ჩემს დას თუ შეეხები და რამეს დაუშავებ არ გაპატიებ, ამჯერად ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემმა ნასროლმა ტყვიამ ტვინი გაგიხვრიტოს,- უთხრა და განრისხებულმა დატოვა სახლი, მისთვის ახლა ყველაზე დიდ საფიქრალს ელენე და მისი მდგომარეობა წარმოადგენდა.
კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა და საძინებელი ოთახის კართან გაჩერდა. ყოყმანობდა შესულიყო თუ არა. გული წინ მიიწევდა, ფეხები კი უკან რჩებოდა, თუმცა მაინც ეყო გამბედაობა და კარი დაუკაკუნებლად შეაღო. გაშეშდა, სიტყვა გაუშრა, მის საწოლზე ენით აღუწერელისილამაზე იწვა. ბაგე ოდნავდაღებულს მშვიდად ეძინა, თუმცა თვალებზე სიწითლე მაინც შეპარვოდა. ჩუმი, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და მძინარს თავთან ჩამოუჯდა. მაინც რა არის ქალი, ერთდროულად რომ განგრევს და გაშენებს კიდეც? ქალი ამოუცნობი ფენომენია, რომელიც ღმერთსაც კი არ ესმის. ცოტახნით ადრე დავითს უმტკიცებდა იმას, რომ ქალი ეშმაკია, რომ ხაფანგში გაგაბავს და ბოლოს მოგიღებს, რომ მისი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ახლა ამ ქალს რომ უყურებს სულ სხვანაირად უმუშავებს თავიც და გულიც. ახლა კი მისით აღტაცებულია. ეს პატარა, სუსტი არსება, რომელმაც ასე დაიმონა მისი გულის ყოველი კუნჭული, გარს უვლის, როგორც თოვლიანი მთებიდან მონაბერი ქარი და თავბრუს ახვევს, ყინავს, ჭკუას აკარგვინებს მამაკაცს. ქალი ყველაზე მისაღები შეცდომაა ბუნებისა. ის ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც, როდის სად აღმოჩნდები არავინ იცის, ერთ დღეს სიამოვნებით ახედავ მის ციურ მშვენებას, მეორე დღეს კი ვერც გაიგებ ისე ამოყოფ თავს მის უფსკრულში. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს გიორგისთვის ამ გოგონას აქ ყოფნა, მაინც არ დაიშურებს ძალღონეს მისი სიყვარულის დასამსახურებლად.
ამ ფიქრებში იყო გართული, რომ ძილის ქარიშხალმა ჩამოუქროლა და მიიტაცა მისი გონება, სიზმრების ზღვა გადააცურინა და დაიმონა. საყვარელი ქალის გვერდით მანაც მშვიდ ძილს მისცა თავი.



*** ( VI ) ***

ჯერ კარგად გათენებულიც კი არ იყო ვიბრაციის ხმამ რომ გამოაღვიძა გიორგი, საწოლზე დაგდებულ მობილურს გადასწვდა და დაუხედავად უპასუხა, წამიერი დუმილის შემდეგ ,, კარგიო“ ვიღაცას უთხრა და ტელეფონი ისევ საწოლზე მიაგდო.
მის მკლავებში ახალგაზრდა გოგონას ეძინა. მკერდზე მიხუტებოდა და ასე ეძინა. სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა გიორგი, რომ არ გაეღვიძებინა. ფრთხილად გამოაცალა მის თავქვეშ ამოდებული მარჯვენა ხელი და საწოლიდან წამოდგა. ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. სახლიდან გასულმა დავითს უხმო და დანიშნულების ადგილს მიაშურეს.
- რაულმა დამირეკა, მითხრა შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და მოდიო,- გახედა მეგობარს,- რატომ ვერ ისვენებს ეს ძაღლი?!
- რა საქმე უნდა ჰქონდეს, ალბათ ისევ ფული სჭირდება, ისედაც კოღოსავით შემოგეჩვია.
- არ მგონია ფულის ამბავი იყოს, მაგის გამო მისვლას არ მთხოვდა თავად მომადგებოდა კარზე.
- მაშინ გამწარებულია გუშინ ჟურნალისტის ძმა რომ არ დავუტოვეთ,- მოაგონდა უცბად, მისკენ შეტრიალდა და სასხვათაშორისოდ ჰკითხა,- რამე კავშირი ხომ არ აქვს შენს დაჭრასთან.
- ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მისთვის არაფერი დაუკლიათ დედაჩემს და მამაჩემ, ღვიძლი შვილივით ზრდიდნენ, უნამუსო უნდა ყოფილიყო ეგ რომ გაეკეთებინა. მაგრამ იმაში გეთანხმები, რომ გუშინდელი ვერ მოუნელებია,- ფანჯრიდან ცას გახედა და ფიქრებს მიეცა, შავი ღრუბლები ერთად შეკრულიყვნენ და საწვიმრად ემზადებოდნენ. სევდიანმა ფიქრებმა მისი ქალღმერთისკენ წარიტაცეს. გუშინ ის ისეთი სევდიანი და ამავე დროს გაბრაზებული იყო, გაბრაზებაც ისე უხდებოდა ველურ ვარდს გავდა, უდაბნოს ყვავილს, მაგრამ მასთან ცხოვრება ისევე შეუძლებელია, როგორც მის გარეშე ყოფნა, მხოლოდ მას შეუძლია შეაჩეროს დრო გიორგის გარშემო.ლამაზქალებსყოველთვისლამაზისახელებიჰქვიათო, ამფიქრებში იყო გართული, რომ ისე წამოსცდა მისი სახელი თვითონაც ვერ გაიგო. ფიქრებიდან დავითის ხმამ გამოარკვია.
- შენ მემგონი შეგიყვარდა ჟურნალისტი ხომ?,- ცალყბად გაიცინა და გვერდით მჯდომს გამომცდელად გახედა.
- მითხარი დავით, რამდენი ხანია რაც მე და შენ მეგობრები ვართ?,- თემის შეცვლა სცადა, სკამზე წამოიწია, თვალი თვალში გაუყარა და პასუხს დაელოდა. თავადაც იცოდა რამდენი დრო გასულიყო მას შემდეგ რაც დავითი მათ სახლში მივიდა, მაგრამ პასუხის მოლოდინში ისე მოწკურა მიწასავით მუქი ყავისფერი თვალები, თითქოს აღარ ახსოვდა და გახსენება საჭიროებდა.
- დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა და შენმა მშობლებმა სახლში წამოგვიყვანეს მე და ლიზა. დედაშენი ჩემთვის და ჩემი დისთვის დედაჩვენად იქცა, მამაშენი მამაჩვენად, შენ კი ძმად, რომელიც არასდროს მყოლია. თქვენ ჩვენ მიგვიღეთ, როგორც ოჯახის წევრები და ამის გამო მადლობას გიხდით. უპირველეს ყოვლისა კი შენ ჩემო ძმაო, შენ არასოდეს გიგძნობინებია, რომ მე სხვა ვიყავი, ლიზა პატარა დასავით შეიყვარე, მე კი უფროსი ძმასავით.
- სწორედ ეს არის მეგობრობა და ძმობა ჩემო დავით. მე, შენ, რაული და ლიზა ერთად გავიზარდეთ. ჩემი მშობლები ოთხივეს თანაბრად გვექცეოდნენ, ოთხივეს ერთნაირად გვსჯიდნენ და ოთხივეს ერთნაირად გვასაჩუქრებდნენ, მაგრამ განსაკუთრებით უფრო ლიზა უყვარდათ, რადგან გოგო იყო. მაგრამ ლიზას თავი დავანებოთ, ის ჩემი და არის. მე არც შენ და არც რაული არ გამისხვავებიხართ ერთმანეთისგან, ღვიძლი ძმებივით მყავდით ბავშვობიდან, მაგრამ...
- ე. ი. შენი წყენა რაულისკენაა მიმართული ხომ?
- მასე გამოდის...
- მაგ ამბის მერე რამდენი დრო გავიდა გიორგი? წესით უნდა გეპატიებინა უკვე.
- ამის დავიწყება ძალიან ძნელია ჩემო ძმაო, თვალს რომ ვხუჭავ სულ ეგ სცენა მიდგას თვალწინ, თითქოს კინოფირზე მხოლოდ ეს კადრი იყოს აღბეჭდილი და მეორდება და მეორდება დაუსრულებლად. მითხარი, როგორ დავივიწყო ეს? ადამიანმა, რომელსაც ბავშვობიდან ძმას ვეძახდი, მიღალატა, ზურგი მაქცია, საპირისპირო მხარეს დადგა, მერე მოდის და ინანიებს ჩადენილს, თითქოს ძალიან მარტივი იყოს ტკივილის დავიწყება.
- ანუ შენ ფიქრობ, რომ შენი ჭრილობები ზურგზე მისი დამსახურებაცაა? ანუ ფიქრობ, რომ ნიკო მან...
- არა არ ვფიქრობ,- სიტყვა შეაწყვეტინა, - უფრო სწორედ არ მინდა ვიფიქრო.
- მაშინ შენ შეგიძლია აპატიო რაულს, ამდენი წლის მერე გიორგი...
- არ არის მარტივი თქო დავით, გითხარი უკვე,- გაბრაზება შეეტყო ხმაში, მაგრამ დავითი არ ნებდებოდა,- თუ ნდობა გაწყდა, მას ვერასოდეს დაიბრუნებ.
- ყველას თუ შენს მტრად მიიჩნევ, აღარავინ დაგრჩება ამ ქვეყანაზე. იმის გამო, რომ ადამიანები ზოგჯერ ცუდად იქცევიან, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდები არიან. ხანდახან აუცილებელიც კია შეცდომა დაუშვა, რათა სწორად მოქცევა ისწავლო. შეცდომები მტკივნეულია, მაგრამ მხოლოდ მათი საშუალებით ვიგებთ ვინ ვართ სინამდვილეში. მან არაერთხელ დაგიმტკიცა ერთგულება გიორგი და ახლა დროა საკუთარ გულს მოუსმინო და გონების ხმა ჩაახშო. დანდობა უნდა ისწავლო, ძმობის ხათრით.
- მტრად მხოლოდ იმას მივიჩნევ ვინც მიღალატა და ზურგში დანა ჩამცა. არაუშავრს თუ ბევრს დავკარგავ, საუკუნე მეგობრობას მხოლოდ რამდენიმე უძლებს სიცოცხლის ბოლომდე. შენ მყავხარ, მთავარი ეს არის.
- მარტო მე გეყოფი?
- მე ჟურნალისტიც მყავს.
- ანუ აღირებ, რომ შეგიყვარდა?
- (უსაზღვროდ...)- გაიფიქრა და ჩაეღიმა.


***

ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. თავსხმად წვიმდა. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი წესი არსებობს- დარჩი ადამიანად ყველა სიტუაციაში, და ახლა, როცა გიორგი და დავითი დათქმულ ადგილას მივიდნენ მან ვერ დაინახა ადამიანი ვერც ერთ იქ მყოფში. რაულს უყურებდა, მაგრამ მასშიც მხოლოდ მოღალატეს ხედავდა. წარმოდგენა დაკარგვოდა, მაგრამ გულს მაინც ენატრებოდა ძმადნაფიცთან გატარებული დრო. ბავშვობას ნატრობს, იმ ბავშვობას, როცა არცერთი უფიქრდებოდა შეცდომებს, რადგან ბავშვები იყვნენ. და ახლა ბავშვობის მოგონებებზე დედის სურათი ნათლივ წარმოუდგა თვალწინ, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, დედა დიდობაშიც გენატრება, და ახლა გიორგის დედის გვერდით ყოფნა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რადგან დაბნეული იყო და ძალიან გაბრაზებული ადამიანებზე. რას არ მისცემდა, რომ ცოტახნით ისევ დედის მკლავებში მოქცეულიყო და მისი გულის ცემა გაეგო. მაგრამ ახლა, როცა მის წინ რაული იდგა, დედაც კი ვერ გააჩერებდა, ისე შეეძლო მისთვის ბოლო მოეღო. რაული იდგა და მომავლებს ღიმილით უყურებდა, ვერც კი შეამჩნევდით, რომ ცოტახნით ადრე მან გიორგის მოსაკლავად კაცი დაიქირავა, არადა ყველაფერს აკეთებდა, რომ მისი ნდობა ისევ მოეპოვებინა უწინდებურად. გიორგი და დავითი რაულს გაუსწორდნენ და ხელი ჩამოართვეს.
- გისმენ რაულ, ბევრი დრო არ მაქვს. რა საქმეა ისეთი ტელეფონში რომ ვერ მეტყოდი?
- გუშინდელ ამბავზე ძალიან ნაწყენი ვარ ძმაო, არ უნდა წაგეყვანა ის ბიჭი.
- ფული ხომ აიღე მის სანაცვლოდ?
- კიი მაგრამ...
- მე მისი მოძებნა შეგიკვეთე, მისი მოკვლა კი არა. შენი საქმე კარგად შეასრულე, მაგრამ იმ ბიჭის მოკვლის უფლებას მაინც არ მოგცემდი.
- კი მაგრამ რატომ? თან გავიგე, რომ გაგიშვია ის ბიჭი... და მაინტერესებს რატომ, ხომ შეგიძლია ამიხსნა?
- რაულ, როგო მიცნობ, ოდესმე ჩემს საქციელებს სხვასთან განვიხილავ ხოლმე? არ მინდოდა მისი სიკვდილი და ამიტომ გავუშვი. კიდევ გააქვს რამე კითხვა?
- ძმაო ასე რატომ მექცევი? ერთხელ შევცდი, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, იმის მერე ათასმა წყალმა ჩანვლო და კიდევ ვერ მაპატიე. ისევ არ მენდობი და ეს მტკენს გულს. ძმაო ხომ აგიხსენი ყველაფერი, ყველანაირად ვეცადე შენი ნდობა ისევ მომეპოვებინა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე. მითხარი კიდევ რა შეიძლება გავაკეთო შენი ნდობისთვის?
- არაფერი რაულ, უბრალოდ არაფერი გააკეთო. პატივს ვცემ ჩვენს ძმობას და კიდევ ერთ შანსს მოგცემ, ოღონდ ეს უკანასკნელი იქნება.
- მადლობა ძმაო, გპირდები იმედებს აღარასდროს გაგიცრუებ, თუ შენც შემპირდები, რომ ისევ ისეთი ურთიერთობა გვექნება, როგორიც იმ ამბამდე.
- მადლობა მე კი არა დავითს გადაუხადე,- გახედა ძმობილს, - მისი დამსახურებაა მე რომ შენ კიდევ ერთი შანსი მოგეცი.
- მადლობა დავით, ძმაო,- გაუღიმა და ისევ გიორგის მიუბრუნდა,- არც ახლა მეტყვი რატომ წაიყვანე ის ბიჭი ჩემგან?
- ჩემი საცოლის ძმა არის.
- ვინ არის?- თვალები გაუფართოვდა რაულს და პირი დააღო. დავითს გახედა კითხვის ნიშნის გამოხედვით და მის ღიმილს რომ წააწყდა ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ისევ გიორგის მიაშტერდა,- შენი საცოლის ძმა არის? შენ ხომ საცოლე არ გყავს გიორგი, შეყვარებულიც კი არ გყოლია არასდროს.
- ჩვენ ბოლოს გულახდილად როდის ვისაუბრეთ ერთმანეთთან რაულ? მოკლედ ეს ძალიან გრძელი ამბავია, მოყოლა დიდ დროს წაგვართმევს. ახლა ხომ იცი ის ბიჭი ვინც არის, მინდა, რომ ხელშეუხებელი გახადოთ ყველასგან.
- კი მაგრამ ძმაო მან ხომ შენი მოკვლა სცადა?
- კიი, სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს არაფერია, ეს ბიჭი ვიღაცამ გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ და აუცილებლად გავარკვევ მის ვინაობას, - გამომცდელად შეხედა მის წინ მდგომს,- გავარკვევ და შუბლს ჩემი ხელით გავუხვრეტ,- ორი თითი ასწია და შუბლზე მიადო იარაღივით, - აი ზუსტად აქ დავაჭედებ ტყვიას, ხელიც კი არ ამიკანკალდება,- რაულს თვალი თვალში გაუყარა და თავზე ხელი გადაუსვა,- თუნდაც მოყვარე იყოს ჩემი, - დაასრულა წინადადება და ზურგი შეაქცია. გაშეშებული იყო რაული, მიხვდა, რომ კარგი დღე არ დაადგებოდა გიორგის სიმართლე რომ გაეგო და ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. სასწრაფოდ რაიმე უნდა მოემოქმედებინა, ჯიბიდან მობილური ამოიღო, ვიღაცას დაურეკა და სასწრაფოდ უნდა შევხვდეთო ყურმილში ჩასძახა.
უკვე კარგად გვარიანად გათენებული იყო გიორგი სახლში რომ დაბრუნდა, წვიმას უკვე გადაეღო. ბაღის გადაჭრით სამზარეულოს შუშებიანი კარი შეაღო და ზღურბლზევე შეჩერდა. რატომღაც არ ელოდა მის აქ დანახვას, თითქოს გონებიდანაც ამოგდებული ჰქონდა მის შესახებ ყველაფერი, ისიც კი დავიწყნოდა რომ ამ სახში მარტო აღარ ცხოვრობდა. ხმაურზე ელენე შემობრუნდა და შემოსულს მწვანე თვალები შეანათა, დღესაც ისეთივე ლამაზი იყო როგორიც გუშინ, თვალები ჩასცხრომოდა. სალმის სახით გაუღიმა და ყავა მოსვა.
- ის გოგო არ იყო და ყავა ჩემით მოვამზადე.
- ლიზა და ენტონი პროდუქტების საყიდლად წავიდნენ. იმედია კარგად გეძინა, როგორ გრძნობ თავს?
- უკეთესად მადლობა. დიდხანს არ შეგაწუხებ, მალე ვიშოვი ბინას და გადავალ. მადლობა დახმარებისთვის.
- ისე მოიქეცი როგორც საკუთარ სახლში,- ღიმილით უყურებდა მის ცვილივით თეთრ სახეს და მწვანე თვალები ისევ აბნევდნენ. გუშინდელი სიბრაზე სულმთლად ჩაექრო, თითქოს არც არაფერი მომხდარაო მის თავს, მშვიდი გამომეტყველებით შეჰყურებდა მამაკაცს.
- მადლობა. შენ ალბათ მისაღებში გეძინა ხო? ბოდიში ოთახი რომ წაგართვი.
- მმმ...მე... არა... ხოო მისაღებში მეძინა, დივანზე, საკმაოდ მოსახერხებელი დივანი გვაქვს,- ტყუილი მოიფიქრა უცბად და თან საკუთარ თავზე გაეცინა, ასე რომ დაიბნა. რა დაემართა ასე რომ ეუხერხულა სიმართლის თქმა,- ზევით არც ამოვსულვარ, არც კი ვიცი საბანი გეფარა თუ არა.
- პლედი მეფარა, ალბათ ლიზამ დამაფარა, არ მახსოვს.
- ხოო ალბათ,- ღიმილს ძლივს იკავებდა, - ლიზა კარგი გოგოა, მერე უკეთესად გაგაცნობ, დავითის და არის, ჩემი მეგობრის. ერთად გავიზარდეთ.
- დავითი რომელია გუშინ რომ არ მიშვებდა?
- კი ეგაა.
- კარგად კი ვეჩხუბე,- გაეცინა და ჭიქის გარეცხვა დაიწყო, - ისე რომ არ მიკითხავს, ყავას ხომ არ დალევ?- გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაუღიმა, უყურებდა როგორ ფუსფუსებდა მისი საყვარელი ქალი მისსავე სამზარეულოში. ადრე არასდროს უფიქრია გოგონაზე, რომელთან ერთადაც იცხოვრებდა ერთ სახლში. მის წარმოსახვაშიც და სინამდვილეშიც მხოლოდ ლიზა იყო ერთადერთი ქალი ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა შეეძლო, და- ძმური. ახლა კი მის წარმოსახვას სხვა სახეც შეემატა. სამზარეულოში ენტონიმ შემოაბიჯა პოლიეთილენის პარკებით ხელში, უკან კი ლიზა მოყვა, დილამშვიდობისაო ყველას მიესალმა და მაცივარში პროდუქტების შელაგებას მოყვა, რომ დაასრულა ისევ უკან გავიდა. ის ერთადერთი ქალი იყო, რომელთანაც გულწრფელად მეგობრობდა, ის მისი და იყო,- კარგი გოგოა,- თქვა და ისევ გაიღიმა. უხდებოდა ღიმილი.
,, ღიმილი არაფერი არ ღირს, მაგრამ ბევრს გვაძლევს. ის ამდიდრებს მათ, ვინც მას იღებს და აგრეთვე მათაც, ვინც ამას გასცემს. ის გრძელდება წამიერად, მაგრამ მეხსიერებაში გვრჩება სამუდამოდ ‘’ (დეილ კარნეგი)









***
- მომიყევი შენზე,- გვერდით მიუჯდა ელენე.
- რა გაინტერესებს?
- ყველაფერი. ის რაც პრესისთვის ცნობილი არ არის.
- პრესისთვის ყველაფერი ცნობილია.
- დედაშენი როგორ დაიღუპა?- ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობას მოაყარა მარილი, ძველი ტკივილები გაახსენა.
- არ მინდა ამის შესახებ საუბარი, სხვა თუ არაფერი კითხვა გაქვს, მაშინ მე წავალ, საქმეები მაქვს, - წამოდგა და კარისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, როცა ელენეს ცივმა ხელმა შეაჩერა.
- მითხარი, გთხოვ. ისე როგორც შენს მეგობარს მოუყვებოდი.
- ბევრი მეგობარი არ მყავს, და მათ ასეთ რამეზე არ ველაპარაკები ხოლმე,- ფინჯანი მაგიდაზე დადგა და მისი ხელები თავის მამაკაცურ ხელებში მოიქცია, გათბობა დაუწყო,- გაყინული ხელები გაქვს, გცივა?
- ხოო ცოტა, მაგრამ არაფერია, მე სულ მცივა ამ პერიოდში. მომიყვები შენზე?
- მისაღებში გავიდეთ, იქ უფრო თბილა. დედაჩემი ავად იყო.
- ნუ იტყუები, ავად არ ყოფილა.
- შენ რა იცი?- წარბები შეჭმუხნა და მსმენელს ცივად გახედა,- ჩემზე უკეთ იცი?
- შენზე უკეთ არა, მაგრამ...
- თუ მეკითხები უნდა მომისმინო კიდეც. ვიცი რომ ჟურნალისტებს ბევრი ყბედობა გიყვართ, მაგრამ მე დიდი მოტმინებით არ გამოვირჩევი, ამიტომ მაცადე, თუ გინდა ჩემზე რაიმე მაინც იცოდე. რაც ჩემზე ჟურნალებსა და ინტერნეტში იწერება ჩემი მთელი ცხოვრება არ არის. ეს მხოლოდ ამონარიდებია რისი გამხელაც თქვენთვის მე მოვინდომე. თუ გინდა, რომ ჩემზე მეტი იცოდე, კარგად უნდა გამიცნო, და თუ გინდა კარგად გამიცნო, კარგად უნდა მომისმინო. გასაგებია?
- აუფ, - ესღა ამოთქვა პასუხით გაოცებულმა ელენემ და სმენად იქცა.
- აუფ არ უნდა, მომისმინე, - ყავა მოსვა და განაგრძნო, - დედაჩემი ავად იყო და ამ ავადმყოფობას შეეწირა, - დაამთავრა. დუმილი ჩამოწვა, იმის იმედით, რომ გიორგი გააგრძელებდა, გოგონა წინ გადაიხარა და თვალებში ჩააშტერდა. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და თითქოს რაღაცას ამბობდნენ.,, მერე? მერე რა მოხდა? " გულში კითხულობდა ელენე და თან თვალს არ აშორებდა. მის შემხედვარეს გიორგის გაეცინა და მისკენ გადაიხარა, ცხვირით ლამის მის ცხვირს შეეხო და ასე ამოთქვა, - მორჩა.
ცოტახანს ისევ ასე ისხდნენ და ერთმანეთის თვალებს შეჰყურებდნენ, ყავისფერი და მწვანე თვალები ისე შეერწყმნენ ერთმანეთს, როგორც დედამიწა და მისი მწვანე საფარი. მათი სუნთქვა ერთმანეთს შეერია და აჩქარდა, ცოტაც და გიორგის ტუჩები მისას შეეხებოდა, თუმცა მოულოდნელად გონს მოვიდა ელენე და თავი უკან გაწია.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? - ჰკითხა წარბშეკრულმა და ფეხზე წამოხტა, - შენ მე ვინ გგონივარ? მე ის არ ვარ ვინც გგონივარ, და თუ მე რაც მგონია ის გგონივარ..., - გაჩერდა და ამოისუნთქა, რა ილაპარაკა თვითონაც ვერ მიხვდა, - მოკლედ ის მინდოდა მეთქვა, რომ მე სხვა გოგოებს არ ვგავარ შენს დანახვაზე ბნედა რომ ეწყებათ, მეორედ ამას კიდევ თუ ცდი სახეში მუშტი მოგხვდება, - მიახალა გაბრაზებულმა და სასტუმრო ოთახიდან გავიდა, კიბეზე ასვლისას დავითი შეხვდა და იძულებული გახდა სვლა შეენელებინა. რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ბოლოს ძალ-ღონე მოიკრიბა და უკვე გაცდენილ დავითს ზურგს უკან დაუძახა.
- უკაცრავად?...
- გისმენთ, ქალბატონო ელენე, - მობრუნდა და კიბეზე ასვლა დაიწყო, რომ გაუსწორდა დაამატა, - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- უბრალოდ ელენე. შენ დავითი ხარ ხო? ხომ არ მეშლება?
- არა არ გეშლებათ, ნამდვილად დავითი მქვია.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც ქალბატონო...
- ელენე... ბოდიში მინდა მოგიხადო გუშინდელის გამო, ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ნერვებს ვეღარ ვთოკავდი. მაპატიე ასე საშინლად რომ მოგმართავდი.
- თქვენ მაგაზე ნუ იდარდებთ, ყველაფერი კარგად არის. არ მწყენია და თქვენს მდგომარეობაში შევედი, ალბათ მეც იგივეს გავაკეთებდი თქვენს ადგილას რომ ვყოფილიყავი. პირიქით მე გიხდით ბოდიშს, რომ არ გიშვებდით, უბრალოდ გიორგის თანხმობის გარეშე ვერავის შემოვუშვებ ამ სახლში და ვერც გავუშვებ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის ამ სახლის კარი მუდმივად ღიაა, გიორგის თანხმობა მაინც მჭირდებოდა. ჯერ კიდევ სუსტად არის და მისთვის დაძაბულობა ავის მომტანი იქნებოდა, თქვენ კი ისე მოხვედით, როგორც ანთებული ლამპარი, იწვოდით და თუ ვინმეს შეეხებოდით უცილოდ დაწვავდით. ისე ზოგადად, დღეიდან, თქვენთვის ამ სახლის კარი მუდმივად ღია იქნება, - გაუღიმა და თავი დაუკრა დავითმა.
- ჩემთვის გამონაკლის რატომ უშვებთ? მხოლოდ ჩემთვის არის ამ სახლის კარი ყოველთვის ღია?
- დია ხოველთვის და მხოლოდ თქვენთვის.
- და რატომ?
- იმიტომ, რომ თქვენ ქალბატონი ხართ.
- რა ვარ? - უკვე კიბეებზე ჩასულ დავითს მიაძახა, - რას ნიშნავს ქალბატონი ვარ?
- მაგას ბატონი გიორგი აგიხსნით, - მოაძახა და გაუჩინარდა. ელენე მშრალად დარჩა, რას ქვია ქალბატონი ვარ, ხომ არ გაგიჟდნენო ფიქრობდა და თან კიბეს ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა.







*** ( VII ) ***

უკვე მესამე დღე იყო რაც ელენე გიორგის სახლში იმყოფებოდა და ყოველდღიურად ათვალიერებდა გასაქირავებელი ბინების სურათებს და ბოლოს როგორც იქნა სასურველი იპოვა. ამასობაში გიორგი თავისი მშობლების ოთახში გადასახლებულიყო და მიუჩვეველი ზოგჯერ ისევ თავისი ძველი ოთახის კარს შეაღებდა ხოლმე.
ერთ დღეს, როცა დავითთან და ენტონისთან ერთად გასართობად იყო წასული, სახლში საკმაოდ შეზარხოშებული დაბრუნდა და ჩვეულებისამებრ თავის ოთახისკენ აიღო გეზი. მიზნად ჰქონდა დასახული ელენესთვის საკუთარი გრძნობების შესახებ ეამბა და სიყვარულში გამოსტყდომოდა. კარზე მსუბუქად დააკაკუნა და ელენეს ხმა რომ გაიგო კარი შეაღო. გოგონა საწოლზე იჯდა და ჩანთაში ტანსაცმელს აწყობდა, სულ გადაავიწყდა რის სათქმელად იყო მისული, მისი წასვლის შიშმა შეიპყრო.
-რას აკეთებ? - სასმლისგან ენა ებმოდა.
-ჩანთას ვალაგებ, სახლი ვიპოვე და ხვალ დილით გადავალ, - მერე კარის ჩარჩოზე აკრულ, თვალებდაწვრილებულ მამაკაცს გახედა და დაამატა, - ნასვამი ხარ?
-სად მიდიხარ, - ბანზე აუგდო კითხვა, - ამ სახლიდან მიდიხარ?
-კიი, ხომ გითხარი სახლს მალე ვიქირავებ და გადავალ თქო. შევუთანხმდი უკვე მეპატრონეს და ხვალ გადავალ.
-ხომ იცი, რომ ვერ წახვალ, - წარბი შეკრა გიორგიმ და უფრო დაჟინებით მიაშტერდა.
-რას ქვია ვერ წავალ?! - ჩანთის ელვა შეკრა, ფეხზე წამოდგა და გიორგის მიუახლოვდა. მისი აღნაგობა, გარეგნობა, ჩაცმულობა ისედაც მთვრალ მამაკაცს უარესად ათრობდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. თითქმის უმაკიაჟო სახის ლამაზი ნაკვთები ღვთაებრივ მწვანე თვალებს უფრო მნათობს ხდიდა. გრძელი, სწორი ყავისფერი თმა წელამდე სცემდა. შავი, თითქმის გამჭვირვალე პერანგი და შავი შარვალი მისი სხეულის იდეალურ ფორმებს ხაზს უსვამდა და კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მის გრძელ ფეხებს უფრო მეტად კვეთდა. ერთი ჩასუნთქვით ჩაათვალიერა და ერთი ამოსუნთქვით აათვალიერა მამაკაცმა ქალი და გასასვლელისკენ გატრიალდა, როცა მოულოდნელად მის მაჯას ელენეს თითები შემოეხვია და გააჩერა,-ისე ვერ წახვალ კითხვაზე პასუხი რომ არ გამცე.
-მე უკვე გითხარი პასუხი, - ხელი უხეშად გააშვებინა და კიბეებზე ჩავიდა.
-გიორგი მოიცადე, გიორგი, - მამაკაცი მის ახლანდელ სამყოფელში შევიდა და კარი ცხვირწინ მოუჯახუნა ელენეს, - გიორგი რას…
-ქალბატონო ელენე თქვენთან არიან, - სიტყვა ლიზას ხმამ გააწყვეტინა, რომელიც დერეფანში თავდახრილი იდგა და რცხვენოდა, რომ მომხდარს შეესწრო.
-უბრალოდ ელენე დამიძახე ლიზა, ეს ოფიციალურობა საჭირო არაა. ვინ მოვიდა?
-თქვენი ძმა.
-შენი…,-შეუსწორა ელენემ, - რა უნდა არ უთქვამს?, - უარის ნიშნად თავი გააქნია ლიზამ, - კარგი მადლობა.
ნიკო მისაღებში ელოდა, სავარძელში იჯდა და მოუსვენარი ბავშვივით ადგილზე ცქმუტავდა. ელენეს შემოსვლისთანავე ფეხზე წამოდგა და თითების მტვრევა დაიწყო, არ იცოდა რა ეთქვა და საუბარი როგორ წამოეწყო, ელენე კი ჯერ კიდევ კიბის ბოლოში იდგა და სტუმარს უნდობლად უყურებდა. ბოლოს, როგორც იქნა გაბედა მისთვი თვალის გასწორება და ხმის ამოღება.
-როგორ ხარ ელენე? - შვებით ამოისუნთქა, თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნაო გაიღიმა და განაგრძო, - სამი დღეა არ მინახავხარ, მომენატრე.
-ვაა, მართლა? - ბოლო საფეხურს გადმოაბიჯა და დივანზე, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული დაჯდა, - მართლა გაინტერესებს როგორ ვარ?
-რა თქმა უნდა, - გვერდით მიუჯდა გოგონას და მისი ხელი ხელში მოიქცია, - შენ ჩემი და ხარ, როგორ შეიძლება არ მაინტერესებდე?
-და ამ სამი დღის განმავლობაში სად იყავი, არც მოსულხარ და არც დაგირეკავს,-ხელი უხეშად გამოგლიჯა, წამოდგა და მისგან ზურგშექცევით დადგა,-რომ მოგნატრებოდი და ჩემი მდგომარეობა, რომ დაგინტერესებოდა ერთხელ მაინც შემეხმიანებოდი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში და დღეს ასე მოულოდნელად არ გამომეცხადებოდი.
-დრო მოგეცი ელენე, - მის წინ გასწორდა და თვალებში ჩახედა, - დრო მოგეცი, რომ დაწყნარებულიყავი, დაფიქრებულიყავი და ყველაფერი გაგეანალიზებინა.
-ჯერ ერთი- შენზე გაბრაზება არასოდეს გადამივლის, შენ მიღალატე და გამყიდე, დამნაშავე ხარ, რომელიც წესით ციხეში უნდა იჯდეს და თუ გიორგიმ შენზე სარჩელის შეტანა გადაწყვიტა ეჭვიც არ შეგეპაროს მხარს დავუჭერ, იმის გამო რომ ჩემი ძმა ხარ არ ვაპირებ ხელი დაგაფარო. მეორე-ამდენდღიანი ფიქრის შემდეგაც არ ვაპირებ ჩემი აზრიდან გადავუხვიო და შენ გამო თავი გავწირო და მესამე, - მესამე თითი ჩაკეცა ელენემ, - რამეზე დაფიქრება და გაანალიზება არ მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი გადაწყვეტილება ავასრულო, ხვალვე წავალ ამ სახლიდან და ხელს ვერც შენ და ვერც გიორგი ვერ შემიშლით. გასაგებია? - დაასრულა ელენემ და სამზარეულოში გავიდა,ნიკოც უკან მიჰყვა, - შენ ჩემი ძმა იყავი, ჩემი ძმა, არ მესმის ის რაც შენ მე გამიკეთე რატომ უნდა ქნა, განა რა დაგიშავე ნიკო? - ცრემლი წასკდა თვალებიდან.
-ელენე, ეს მხოლოდ შენს დასაცავად გავაკეთე, - ნაბიჯი წადგა მისკენ, მაგრამ ელენემ გააჩერა.
-ჩემი თუ საკუთარი თავის გადასარჩენად?
-საკუთარი თავი არ მადარდებს ელენე, მხოლოდ შენ მყავხარ და შენს საკეთილდღეოდ ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას, რატომ არ გესმის? ოდესმე შენთვის რამე მიწყენინებია? ოდესმე გამიტეხავს შენთვის გული-ამ დროინდელი მდგომარეობა არ ითვლება, რა თქმა უნდა. მისმინე ელენე, ჩემო ლამაზო დაიკო, ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი საუკეთესო შენთვის მინდა, - მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია, - ყველაფერი რაც გამიკეთებია, და ყველაფერს რასაც ვაკეთებ შენს სასიკეთოდაა. მხოლოდ შენი ბედნიერება და კარგად ყოფნა მინდა.
-მე ბედნიერი არ ვარ და ვერც ვერასოდეს ვიქნები თუ ამ კაცთან ქორწინებას მაიძულებ.
-მხოლოდ მის სახლში ცხოვრებას გთხოვ, ძვირფასო,-გულში ჩაიკრა და თმაზე ფერება დაუწყო.
-მას უნდა, რომ მასზე ვიქორწინო, რომ ჩემთვის და შენთვისაც ასე იქნება უკეთესი. შენით მაშანტაჟებს, ასეთ არაადამიანთან როგორ უნდა ვიყო თანაცხოვრებაში? - წარბი შეკრა ელენემ და ხელები უხეშად გააშვებინა.
-გააკეთე ის რასაც გეუბნება.
-არა.
-ელენე…
-არა მეთქი ნიკო, არ გესმის? არა, არა და არა. არ მოგცემთ უფლებას სათამაშოსავით გამომიყენოთ. როგორი საფრთხეც არ უნდა მემუქრებოდეს მე მაინც ჩემი ცხოვრება მაქვს და ამ ცხოვრების მიმდევარი მინდა ვიყო.
-ელენე…
-არა ნიკო, ხმა აღარ ამოიღო. თუ გინდა, რომ ის ოდნავი გრძნობა, რომელსაც და-ძმური სიყვარული ჰქვია, სრულიად არ გააქრო, მაშინ გირჩევ ხმა აღარ ამოიღო. ხვალ დილითვე მივდივარ ამ სახლიდან და ხელს ვერავინ შემიშლის, გასაგებია? შეგიძლია იმ შეშლილსაც ასე გადასცე, მე ამ თემაზე საუბარს მოვრჩი, - ხელები დაიფერთხა ელენემ და სამზარეულოს გასასვლელისკენ წავიდა, მოულოდნელად გიორგის რომ შეეჯახა და შიშისგან შეჰყვირა, - შენ რა შეიშალე? გვისმენდი?
-სისულელეს ნუ ამბობ, - წარბი შეკრა გიორგიმ და ნიკოს ხელი ჩამოართვა, - შენთან სალაპარაკო მაქვს.
-კიბატონო, - დათანხმდა ბიჭი და სამზარეულოს დახლს მიეყრდნო.
-ღმერთო ჩემო, ორივენი შეშლილები ხართ,-თავი გააქნია და ბაღში სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გავიდა, ფილტვები თითქოს დაგუბებოდა და სუნთქვა უჭირდა.
-შენი და წასვლას აპირებს იცი? - ცინიკური ღიმილით წამოიწყო და ყავა დაასხა.
-კიი ვიცი, მითხრა,-ჭიქა გამოართვა გიორგის და სკამზე დაჯდა.
-მერე?
-რა მერე?
-ხომ იცი, რომ ვერ წავა?
-მაინც რატომ ამოიჩემე ჩემი და? - მოულოდნელი კითხვა დასვა ნიკომ და გიორგის ლამის ყლუპი გადასცდა.
-არ ამომიჩემებია, ამოვირჩიე.
-საკმაოდ ორაზროვანია.
-რას იტყვი იმაზე, თუ გეტყვი, რომ შენი და…, - წამოიწყო გიორგიმ და აღარ გააგრძელა, - კარგი დაივიწყე, - ჩაიღიმა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, - უდანაშაულო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.
-რას გულისხმობ?
-შენ გგულისხმობ. შენი დის გადასარჩენად ხომ ჩემი მოკვლა სცადე?! ე. ი. თავი გასწირე, შენ ჩემ თვალში უდანაშაულო ხარ ნიკო.
-ასეთი მეგობბრული დამოკიდებულება როდიდან ბატონო გიორგი?!
-რატომ მეკითხები, არ მოგწონს? ისევ უხეშობაზე გადავიდე? - ჩაიცინა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა, - ახლა კი მე უნდა დაგტოვო, რაღაც საქმეები მაქვს, რაულთან მივდივარ, შენ კი თავი ისე იგრძენი, როგორც შენი დის სახლში, ბოლოს და ბოლოს ჩემი მომავალი ცოლის ძმა ხარ - ჩაიცინა და გასასვლელისკენ წავიდა, მოულოდნელად ნიკოს ნათქვამმა რომ გააჩერა.
-რაულთან ფრთხილად იყავი, არც ისეთი კარგი კაცია, როგორადაც თავს გაჩვენებს, არ უნდა ენდო,-ფინჯანს დაშტერებულმა თითქოს გულიდან ამოილაპარაკა, - ზოგჯერ სწორედ ის გიცრუებს იმედს ვისაც საკუთარ თავს ჩააბარებ მისახედად.
-რაულს კარგად იცნობ? - მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და თავდახრილს დააშტერდა.
-იმაზე კარგად, ვიდრე მინდა რომ ვიცნობდე, - თვალებში შეხედა გიორგის და მისი აზრების წაკითხვა სცადა.
-იმედია იმის თქმა არ გინდა, რომ რაულია შენი დამკვეთი?! - მერე ნესტოები დაბერა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო, - ვიცი, რომ რაული ანგელოზი არ არის, მაგრამ ის ჩემი ძმაა, ერთად ვიზრდებოდით და არ მინდა დავიჯერო იის, რომ რაული მაგის გამკეთებელია.
-ძმობა და ერთად გაზრდა ხელს არ უშლის, რომ ერთი მეორეს მტერი გახდეს. შენ თუ გგონია, რომ ახლა სისულელეს ვამბობ ძალიან ცდები. მართალია შენზე ბევრად პატარა ვარ, მაგრამ ჩემს სიტყვას ყოველთვის ფასი აქვს. არასდროს ვიტყოდი ამას, შიგნით სიმართლის ნასახი რომ არ ერიოს, არასდროს დავდებ ბრალს უდანაშაულოს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი გადავარჩინო. არ ვამბობ, რომ რაული დამნაშავეა რამეში, მაგრამ არც იმას ვიტყვი, რომ არაფერშია დამნაშავე. რჩევას გაძლევ, როგორც მეგობარი, ახლა შენზეა დამიჯერებ თუ არა,-წამოდგა და ხელი გაუწოდა,-მენდობი?-გიორგიმ ჯერ გაწვდილ ხელს დახედა, მერე ნიკოს შეხედა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
-გენდობი.
-როგორც ძმა-ძმას?
-არა, როგორც მომავალი სიძე მომავალი ცოლის ძმას, - ორივეს სიცილი აუტყდათ.
-კიი, კიი როგორ არა, მომავალი სიძე და მომავალი ცოლის ძმა, აბა რაა, - სამზარეულოში ელენეს ხმა გაისმა და ორივე მისკენ შეტრიალდა. დოქიდან წყალი დაისხა, დალია და ხელი მამაკაცებისკენ გაიშვირა, - ორი იდიოტი, - გატრიალდა და მეორე გასასვლელიდან გავიდა.





*** ( VIII ) ***

რაულის სახლში ,, დიდგვაროვნები" უკვე შეკრებილიყვნენ და გიორგის მისვლამდე თავს მუსაიფით ირთობდნენ. რაული თავის ერთ-ერთმეგობართან ერთად ნარდს თამაშობდა და ყავას სვამდა, დანარჩენები კი უბრალოდ დაფანტულიყვნენ და ისე საუბრობდნენ. თითქოს დიდი საიდუმლო ჰქონდათ და არ უნდოდათ სხვასაც გაეგონა, სინამდვილეში კი ყველა ერთიდაიმავე კითხვას სვამდა, რატომ შეკრიბა გიორგიმ ეს ხალხი რაულის სახლში. კითხვაზე პასუხს კი ვერც ერთი სცემდა და გიორგის უკმაყოფილოდ ელოდებოდნენ.
და აი ისიც, როგორც იქნა კიბეზე ჩამომავალი გიორგი დაინახეს, რომელიც დავითს რაღაცას ეუბნებოდა. ყველამ ერთხმად მიესალმა და ხელის ჩამოსართმევად გაემართა. მიუხედავად წეღანდელი ინტერესისა ახლა ხმას ვერავინ იღებდა და თავს კითხვისდასმის უფლებასაც ვერ აძლევდნენ. საბოლოოდ ისევ გიორგიმ დაიწყო და შეკრების მიზეზის ახსნა დაიწყო.
-პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დამაფასეთ და უკლებლივ ყველა მოხვედით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი. რაულმა უკვე იცის, - მხარზე დაკრა მის გვერდით მჯდომს და გაუღიმა, საპასუხოდ მისი ღიმილიც მიიღო, - რაულმა იცის ყველაფერი და ახლა მინდა თქვენც გაიგოთ. ცოლი მომყავს…, - ყველას გაკვირვება და შეშფოთება აეკრა სახეზე, აქა- იქ უკმაყოფილო გადალაპარაკებაც გაისმა, მაგრამ გიორგის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო, - ახლა მინდა გთხოვოთ, რომ ეს ამბავი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოთ, საზღვარგარეთაც თუ გავა ინფორმაცია მთლად უკეთესი. თქვენ იმიტომ შეგკრიბეთ, რომ ყველაზე მეტი კონტაქტები თქვენ გაქვთ ნაცნობებთანაც და უცნობებთანაც. და ახლა მინდა ყველამ გაიგოს, რომ გიორგი ჯიშკარიანი ქორწინდება და ოჯახს ქმნის.
-ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენი ლიმიტი იწურება? - სიტყვა შეაწყვეტინა აქამდე ჩუმად მჯდომმა, ჭაღარა, შუახნის კაცმა, რომელიც იატაკს თვალს არ აშორებდა და ასე ეკითხებოდა.
-რა ლიმიტზეა ლაპარაკი ბატონო გურამ? - დაეჭვებით გახედა გიორგიმ მოხუცს და პასუხის მოლოდინში სავარძელში წამოიწია.
-შენ ლიმიტზე. მეოთხე წელი იწურება უკვე,როდესაც შენ მაფიის მთავარ ბოსსად გაღიარეს და ,, გაკურთხეს" ვთქვიით, რომ თუ ხუთი წლის განმავლობაში ცოლს არ მოიყვანდი და ოჯახს არ შექმნიდი ,, ტიტული" ჩამოგერთმევოდა.
-და ამას ლიმიტს ეძახით? - ცინიკური ღიმილით გახედა მოხუცს, რომელმაც აშკარა უკმაყოფილებით გააქნია თავი.
-არც კი ვიცოდით შენი საცოლის შესახებ, შენს სიყვარულზეც კი არავინ არაფერი იცოდა გიორგი, - წამოიწყო წითურმა მამაკაცმა, რომელსაც აქა- იქ ჭაღარა შეჰპარვოდა, - ასე საგულდაგულოდ რატომ მალავდი?
-სიყვარულსა მალვა უნდაო შენ არ გაგიგია დიმიტრი? - ჩაიცინა რაულმა და გიორგის კმაყოფილმა გახედა, მანაც თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
-ხუმრობის გარეშე რაულ, - წაუსისინა წითურმა და ვისკის ბოთლს გადასწვდა, - მგონი კითხვა გასაგებად დავსვი არა? - შეუღრინა გიორგის და ჭიქა მოიყუდა, აშკარად არ სიამოვნებდა გაგონილი ამბავი.
-წითურო, - სავარძელში წამოიმართა გიორგი სახელის გარეშე მიმართა მოსაუბრეს, - ვგავარ იმ კაცს, რომელიც ახსნა განმარტებებს იძლევა?
-შვილო, - ჩაიცინა მამაკაცმა და ცარიელიჭიქა შუშის მაგიდაზე დაახეთქა, ყველა ადგილზე შეხტა. მერე წინ წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ისე განაგრძო, - მამაშენმა ზრდილობა არ გასწავლა?
-არა, - ჩაიცინა გიორგიმ და საზურგეს მთელი ძალით მიაწვა, - მამაჩემმა მხოლოდ ის მასწავლა შენნაირ ახვრებს როგორ ველაპარაკო.
-ლაწირაკო, - ფეხზე წამოდგა წითური და ქამარში გარჭობილ იარაღს ხელი დაავლო. ყველა ფეხზე წამოხტა, გიორგი ადგილიდან არ განძრეულა, რაული და დავითი მის წინ აისვეტნენ და გადატენილი იარაღი წითურს მიუშვირეს. ორმა მამაკაცმა, რომელიც ტყუპები იყვნენ და გიორგის დიდ პატივს სცემდნენ, ხელები გაუკავეს და იარაღი ხელიდან გამოგლიჯეს.
-გვითხარი რა ვუყოთ ძმაო, - ჰკითხა ერთ-ერთმა ტყუპმა და წითურს ხელი ამოუტრიალა დასაჩოქებლად.
-გვითხარი და ჩვენ მივხედავთ ძმაო, - ძმას მხარი აუბა მეორე ტყუპმაც და წითურისთვის წართმეული იარაღი რაულს გაუწოდა, - არ ვაცოცხლებთ იმას ვინც შეურაწყოფას მოგაყენებს, - განაგრძო ისევ, იარაღი საქამრიდან ამოაძვრინა, მერე გადატენა და მუხლებზე მდგარს კეფაზე მიაბჯინა, - მიბრძანე და სიცოცხლეს გამოვასალმებ ამ ნაბი*ვარს.
- მირიან, მათე, მისი მოკვლა არ არის საჭირო, - ფეხზე წამოდგა გიორგი და სავარძელზე მიგდებული ქურთუკი აიღო, - მოკლედ, იცით რაც უნდა ქნათ. ეს ამბავი ყველამ უნდა გაიგოს, მტერმაც და მოყვარემაც,- გატრიალდა და კიბისკენ წავიდა, მერე უცბად შემობრუნდა, დაჩოქილსა და მასთან უკმაყოფილოდ მდგომ ტყუპებს გახედა და ჩაიცინა, მერე თვალი ჩაუკრა და ისე დაამატა,- შეგიძლიათ ჭკუა ასწავლოთ, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივათ,- კიბეები აირბინა და სახლიდან გავიდა.
უკვე თენდებოდა სახლის ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, დათომ მანქანა ეზოში გააჩერა და ძრავი გამორთო. გიორგი მას ტყუპებზე ელაპარაკებოდა. ტყუპები მხოლოდ 22 წლისანი იყვნენ, მაფიას კი 19 წლისანი შეუერთდნენ მათიმამის ინიციატივით. ის გიორგის დიდ პატივს სცემდა და სჯეროდა, რომ მისთვის ბიჭების მიბარება კარგი აზრი იქნებოდა. სწორიც აღმოჩნდა.
- შემეცოდა ტყუპების მამა, კარგი კაცი იყო, არ მენანებოდა სიკვდილისთვის,-სახლისკენ მიმავალ ბილიკზე დაფიქრებით შედგა და უკანმომავალ დავითს გახედა,- როგორ მახსოვს მათი სახეები, მამა ძალიან...,- მოულოდნელად სიტყვა გაწყვიტა და სახლისკენ გაიხედა, მის სმენას ნაცნობი ხმა მისწვდა,- ელენე ყვირის ხო?
- მგონი, რომ ასეა...,- დაეთანხმა დავითი და სწრაფი ნაბიჯით მიმავალ გიორგის უკან გაყვა. მართლაც ელენე ჩხუბობდა, სახლის ზღურბლზე იდგა და ენტონის უყვიროდა, რომელსაც ელენესთვის ჩანთა წაერთმია და ახლა გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა.
- აქ რა ხდება? - ენტონის მრისხანე თვალები შეანათა გიორგიმ.
- ქალბატონს წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გავუშვი, - დაიწყო თავის გამართლება ენტონიმ, მაგრამ სიტყვა გააწყვეტინეს.
- თქვენ არ გაქვთ უფლება აქ გამომკეტოთ გესმით? არ გაქვთ. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და სადაც მინდა იქ წავალ, - გაცეცხლებულმა ხელი ჩანთისკენ წაიღო, მაგრამ გიორგიმ დაასწრო აღება, - ახლავე დამიბრუნე.
- შიგნით შედი, - თავისუფალი ხელი მკლავში წაავლო და შიგნით შეიყვანა, ლიზამ კარი მიხურა და ელენეს მზერა არიდებულმა თავი ჩახარა.
- ხელი გამიშვი. გამიშვი მეთქი. რა უფლებით მტოვებ აქ? ბარემ ჯაჭვი გამიკეთე და სადმე კუთხეში მიმაბი. შენ ვერ მაიძულებ ამ სახლში დარჩენას, - მამაკაცმა თითქმის ხელისკვრით ოთახში შეაგდო და ჩანთა საწოლზე მოისროლა, სანამ მიბრუნებული იყო ელენემ დრო იხელთა და კარისკენ გაიქცა, მაგრამ გაქცევა ვერ შეძლო, წელზე მისი ძლიერი ხელები შემოეხვია და უკან შეაბრუნა.
- ნუ მაიძულებ, რომ ოთახში გამოგკეტო ელენე, - თითის ქნევით დაემუქრა და კარისკენ წავიდა.
- მაინც გავიქცევი, მაინც წავალ აქედან, - მრისხანედ გასძახა გასულს და ხელში შემთხვევით მოხვედრილი ბროლის ბურთი კედლისკენ გაისროლა და მაგიდაზე მდგარი ჭიქა და წყლის დოქი ხელის კვრით გადაყარა. ჭიქა ხელში შემოატყდა და თითები გადაესერა. კიბე სირბილით აიარა გიორგიმ მსხვრევის ხმა რომ გაიგო, ოთახის კარი თითქმის შეგლიჯა და მუხლებზე მდგარი, ხელგასისხლიანებული გოგო რომ დაინახა შეშინებული მივარდა.
- ელენე, - მზრუნველად წარმოთქვა მისი სახელი და დაჭრილ თითებს დახედა.
- ხელი გამიშვი, - უკან გახოხდა,-არ მჭირდება შენი მზრუნველობა
- მაჩვენე, - ბრაზი შეეპარა ხმაში და ელენეს ხელი თავისაში მოიქცია.
- გამიშვი თქო, არ მჭირდება შენი დახმარება.
- ნუ ბავშვობ, ძალიან გთხოვ. თითები უნდა შეგიხვიო,-ფეხზე წამოდგა და სააბაზანოდან პირველადი დახმარების ნივთები გამოიტანა, - ხელი მომეცი. ასეთი ჯიუტი რომ არ იყო ეს არ მოგივიდოდა.
- ჯიუტი? - ხელი გამოგლიჯა ელენემ და ფეხზე წამოდგა, - ლამისაა მუხლებში ჩაგივარდე და ისე გთხოვო გაშვება გიორგი. ეს ჩემი სახლი არ არის, არც ჩემი ცხოვრებაა. ეს შენი ცხოვრებაა მხოლოდ და მე არ მინდა, რომ დანამატივით ვიყო შენთან. რატომ არ მიშვებ? ჩემი ძმა არ არის ამის მიზეზი ხომ ასეა? ჩემი ძმის ციხეში ჩასმა რომ გდომოდა ამას ისედაც გააკეთებდი ხომ ასეა? აქ სხვა რაღაც ხდება.
- ხელის შეხვევა არ დამისრულებია.
- კითხვაზე პასუხი გამეცი.
- ხელის შეხვევა არ დამიმთავრებია თქო, - დაიღრიალა და ხელი თითქმის გამოგლიჯა, - დაჯექი და არ გაინძრე, - ელენე დაემორჩილა და საწოლზე ჩამოჯდა, მამაკაცის ხელის ყოველი შეხევა მის ჭრილობაზე აუარებელ ტკივილს აყენებდა გოგონას და ძლივს უძლებდა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა.
- გტკივა? - შეხვევას მორჩა და პირველადი დახმარების ყუთი გვერდზე გადადო.
- ისე არა, როგორც გული, - ქვედა ტუჩს საწყლად ბრიცავდა.
- არ გინდა, გთხოვ. ვერ ვიტან ქალი, რომ ტირის, - ზურგი აქცია გოგონას და წვერზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა.
- მაშინ გამიშვი, - ამოისლუკუნა ელენემ და ტუჩი უარესად მობრიცა, ცრემლებს საერთოდ ვეღარ იკავებდა და ღაწვებს დაუნდობლად უსველებდა.
- ელენე, არ გინდა გთხოვ, უკვე აგიხსენი. ერთსა და იმავეს მილიონჯერ თუ გაიმეორებ გგონია აზრს შევიცვლი?
- მგონია, - სიტყვა მოუჭრა და მოსაუბრე დაამუნჯა. გიორგიმ ხმა ვეღარ ამოიღო, ნაღვლიანი სახით გახედა მოტირალს, თავი უკმაყოფილოდ გააქნია, დაისვენეო უთხრა და თვითონ გულდამძიმებული გარეთ გავიდა.
თავზე ისე დააღამდა ვერც კი მიხვდა. ფიქრებში გართულს ყველაზე მეტად ის აინტერესებდა რა მოხდებოდა შემდეგ. კარგი ჯანდაბას, ვთქვათ გიორგის ქორწინებაზე დათანხმდა, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ნიკოს გამო მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებდა, მერე რა იქნებადა?! მოუწევდა ცოლის ყველა მოვალეობისშესრულება? სახლის დიასახლისადყოფნა, ლიზას მიუთითებდა რა გაეკეთებინა საუზმისთვის, სადილისთვის და ვახშმისთვის, გიორგის ცოლის სტატუსით ივლიდა მასთან ერთად და მაშინ, როცა მის ქმარს მოუნდებოდაგამხდარიყო მისი სქესობრივი პარტნიორი?! საშინელი ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გააქნია და სავსე მთვარეს აივანზე დაყრდნობილმა ახედა. არა, გიორგი ვერაფერს აიძულებდა, განსაკუთრებით ბოლო მოვალეობას, ეს მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი ვინც სიყვარულით ქორწინდება და… კიდევ მეძავებისთვის… დაამატა ფიქრებში და ნაღვლიან, ცრემლმომდგარ თვალებზე თითები გადაიტარა. ნუთუ არ შეიძლებოდა რაიმე გამოსავალი ყოფილიყო ამ ყველაფრისგან… ღმერთო შენ მაინც უშველე…
ფიქრებიდან მანქანის დაქოქვის ხმამ გამოაფხიზლა და ქვევით ჩაიხედა. მანქანაში დავითი და ენტონი ისხდნენ და სადღაც მიდიოდნენ,მანამდე უყურა მიმავალთ სანამ ეზოს ჭიშკარი არ დაიკეტა და მანქანა სიბნელეში გაუჩინარდა. ერთი ამოიოხრა, გასწორდა და შიგნით შესვლა დააპირა ვიღაცის დაჟინებული მზერა, რომ იგრძნო. ამ მზერას დიდი ხანი იყო რაც გრძნობდა, მაგრამ ეგონა, რომ დავითი უყურებდა და თვალყურს ადევნებდა. მოაჯირზე გადაიხარა და ორ ყავისფერ მოცინარ თვალს წააწყდა, გიორგი დიდი ხანი იყო, რაც ეზოში მდგარ ძელსკამზე იჯდა და აივნიდან მომზირალ გოგონას უყურებდა. დაუნდობელი თვალი გაუშტერა მამაკაცს, მერე ცალი წარბი აწია და ოთახში შევიდა. ეს თვალები მაინც, რომ წასულიყვნენ სადმე არ შეიძლევოდა?!
საწოლზე გულაღმა მიესვენა და თეთრ ჭერს გაუშტერა თვალი. ფიქრიც აღარ უნდოდა, აღარ შეეძლო, ამდენმა ფიქრმა ლამის ჭკუაზე შეშალა და მაინც… მოულოდნელად ღიმილმომდგარი საწოლზე წამოიწია და კმაყოფილმა თავი დააქნია. ზეწარს ხელი დაავლო, მერე უჯრაში სხვა ნაჭრებიც იპოვა, ერთმანეთს გადააბა და გამძლე თოკი მიიღო. ბაღში ფრთხილად გადაიხედა, გიორგი ტელეფონზე საუბრობდა და სახლში შედიოდა. მერე კიბეებზე მიაყურადა, როცა დარწმუნდა, რომ გარეთ აღარავინ იყო და გიორგიც ვერაფერს გაიგებდა, ვინაიდან მისი ფანჯრები სხვა მხარეს იყურებოდა, აივნის კარი გამოაღო, ზეწრის ერთი ბოლო მოაჯირზე მჭირდროდ გამოაბა, მეორე ქვევით ჩაუშვა და აივნის მიღმა გადაძვრა, როცა დარწმუნდა ,, თოკი" გაუძლებდა ქვევით ჩასრიალება დაიწყო. ტანსაცმელზე აღარ დარდობდა, მთავარი იყო აქედან გაეღწია, მერე ანასთან მივიდიდა, მართალია ანა მივლინებით იყო საზღვარგარეთ წასული, მაგრამ სახლის გასაღებს ყოველთვის მეზობელთან ტოვებდა. ამგვარად, მიწამდე ერთი მეტრიც აღარ ჰქონდა დარჩენილი, რომ წელზე ვიღაცის ხელები შემოეჭდო.
-მოდი, დაგეხმარები, ფრთხილად, - ხელები უფრო მჭირდროდ შემოეჭდო და მიწაზე დასვა.
-მადლობა, - გაუცნობიერებლად წარმოთქვა და თვალები გაუფართოვდა მომხდარი რომ გაანალიზა. გიორგის მჭიდროდ მიეკრა მკერდზე და კმაყოფილი სახით უყურებდა გაოგნებულ გოგონას,-შენ?! - აღმოხდა უცბად, - ოღონდ შენ არა, ოღონდ შენ არა.
-და სხვას ვის ელოდი? - ცინიკური ღიმილით ჰკითხა და თვალი ჩაუკრა.
-შენს გარდა ნებისმიერზე თანახმა ვიქნებოდი, ოღონდ შენ არა, - გაიბრძოლა და მამაკაცის ხელები ოდნავ მოიშორა, გასაქცევადშეტრიალდა, მაგრამ მისმა სხარტმა ხელებმა უკან მიიზიდეს და ახლა ელენე ზურგით ეკვროდა მის მკერდს, - გამიშვი.
-რომ გაგიშვა სად წახვალ? - ყურში სუნთქვაამოყოლებით უჩურჩულა და ყელზე ტუჩები ნაზად შეახო.
-გიორგი გამიშვი, გაფრთხილებ, რამეს თუ დამიშავებ… რამეს…
-რას იზამ? ვთქვათ გაკოცე, რას იზამ? რას გააკეთებ, - ტუჩებით იგრძნო, როგორ ამოიბურცა მის ყელზე პატარა მფეთქავი არტერია.
-გამიშვი, გთხოვ, - თვალები მილულა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, თითქოს სიამოვნენდა გიორგის შეხება. მოულოდნელად გაშრა მამაკაცის ხელები რომ მოეშვა და მისი ღრმა, ცხელი სუნთქვა რომ ვეღარ იგრძნო ყურთან. თვალები გაახილა და უკან მიიხედა, წარბშეკრული დასცქეროდა დედამიწას და რაღაცას ფიქრობდა. ფიქრებიდან ელენეს გაოგნებულმა ხმამ გამოაფხიზლა, - მიშვებ?
-შიგნით შედი, - ისევ მრისხანება დაუბრუნდა ხმაში, სადღაც გამქრალიყო ორი წამის წინანდელი ვნებიანი ხმა,-შენს ოთახში ადი და იქიდან გამოსული არ დაგინახო.
-არა, - ამოიტირა ელენემ და ნაბიჯი უკან წადგა.
-ნუ მაიძილებ ძალით აგიყვანო, - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, - ელენე, - ქალი ადგილზე შეხტა მის ღრიალზე და მექანიკურად შესასვლელისკენ წავიდა. კიბე მდუმარე ცრემლებით აიარა და ოთახის კარი ცხვირწინ მიუჯახუნა უკანმომავალ გიორგის. ამაზე უარესად გაბრაზებულმა კარი შეგლიჯა და ჩაწითლებული თვალებით საწოლზე მჯდომ ელენეს გახედა.
-ნუ მაიძულებ, რომ სრულიად იზოლირებულ გარემოში გამყოფო, - მუაჯირზე დაკიდებული ზეწრები მოხსნა და საწოლზე მოისროლა, - ამას კიდევ ერთხელ თუ გააკეთებ აივნის კარსაც და ფანჯრებსაც ამოგიჭედავ და მხოლოდ ცხვირის გასაყოფ ჭრილს დაგიტოვებ, რომ ისუნთქო. იმედია შენი ნდობა შეიძლება ხო? - გამომცდელი თვალით გახედა საწოლზე მოკუნტულ გოგონას და მისი პასუხი რომ ვერ მიიღო, დუმილი თანხმობად ჩათვალა, - ძალიან კარგი, იმედია ყველაფერი გასაგები არის შენთვის.
ღამემშვიდობისა უსურვა და გარეთ გამოვიდა, კიბეზე მოწყვეტით დაეშვა და მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში თავი ჩარგო. ეს რა იყო, რა გააკეთა წუთის წინ, პირველად მოუვიდა, რომ თავის შეკავება ძლივს შეძლო, ქალი მამაკაცის ერთ-ერთი გასართობია, მაგრამ ეს ქალი- გიორგის ცხოვრება ხდებოდა.






*** ( IX ) ***

დილა უთენია ელენემ კიბეები სირბილით ჩაიარა, თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი და ძლივს სუნთქავდა. მისაღებში ლიზა დახვდა.
-ლიზა გიორგი სად არის?
-ჩემ ძმასთან ერთად სადღაც წავიდა, მოხდა რამე? - პასუხი აღარ გაუცია ისე აირბინა კიბეები და კარს მიაწყდა, გაღებისთანავე ენტონის შეეჯახა, რომელმაც ხელები გაშალა მის შესაკავებლად.
-ენტონი გიორგი სად არის?
-დავითთან ერთად წავიდა საქმეზე ქალბატონო, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
-ახლავე სამსახურში უნდა წავიდე.
-ვერ გაგიშვებთ ქალბატონო, უფლება არ მაქვს.
-გეყოფა ენტონი, როდემდე უნდა ასრულო იმ ტირანის ბრძანებები? - ბიჭმა მორცხვად თავი ჩახარა, ბოლოს ელენემ გაიფიქრა ამან რა დააშავა, ეს რა შუაშიაო და მშვიდად დაამატა, - დაურეკე და უთხარი სასწრაფოდ აქ მოვიდეს, სწრაფად, - გასცა ბრძანება და სახში შებრუნდა.
მისაღებში ბოლთას სცემდა, ორი წუთის წინანდელი ცრემლებმომდგარი თვალები ახლა სიბრაზისგან უელავდა და ყველას განადგურებით ემუქრებოდა.

***

-რაზე ჩაფიქრდი? - ფიქრებიდან დავითის ხმამ გამოარკვია.
-რაა?
-გიორგი რა გჭირს?
-რაზე მეკითხები? - ფანჯარას ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა.
-არ ჭამ, ნორმალურად არ გძინავს, მოწევას მოუხშირე და სულ ფიქრების ბურნუსში ხარ გახვეული. რამე ხომ არ გაწუხებს?
-არაფერი, - ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი ფანჯრიდან გაუშვა, - უბრალოდ ცოტა გადავიღალე.
-დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ გადაღლილობის ბრალია?
-სხვა რა უნდა იყოს…, - მობეზრებული სახით გახედა მეგობარს.
-იქნებ…, - ტელეფონის ხმამ სიტყვა გააწყვეტინა, ენტონი რეკავდა, - საჭესთან ვზივარ, შენ უპასუხე.
-გისმენ ენტონი… რამე მოხდა?... ტელევიზიაში?... მერე?... კარგი მოვდივართ…, მანქანა მოაბრუნე, უკან ვბრუნდებით.
-რამე მოხდა? - ხმა რომ არ გასცა თვითონვე უპასუხა თავის დასმულ კითხვას, - ელენე.
-ეს გოგო გამაგიჟებს ძმაო, ნამდვილად გამაგიჟებს, - მანქანა მოაბრუნეს და სახლისკენ წავიდნენ.

***

ელენე მისაღებში ისევ ბოლთას სცემდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა. ყველაფერი ამ ტირანის ბრალი იყო, ყველა მისი ამჟამინდელი უბედურება ამ ტირანის ბრალი იყო და აი ესეც… უბედურებას უბედურება ემატებოდა. კიბეზე ჩამომავალ გიორგის როგორც კი თვალი ჰკიდა, მაშინვე მივარდა და შეტევაზე გადავიდა.
-შენი… შენი ბრალია ყველაფერი, შენ ჩამაგდე ამ მდგომარეობაში, - მკერდში მუშტები დაუშინა და მზად იყო ერთი-ორი სახეშიც მოედო, - შენ გამო სამსახურს ვკარგავ არაადამიანო.
-ხოო, კარგი, დამშვიდდი. ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა, - მერე მკლავებში მოიქცია მოჩხუბარი და ხმას აუწია, - დამშვიდდი მეთქი.
-ხელი გამიშვი, საზიზღარი ადამიანი ხარ, შენ გამო სამსახურს ვკარგავ, შენ გამო გამომიშვეს ტელევიზიიდან, - ცრემლებს ვეღარ იკავებდა და მამაკაცის მკლავებიდან თავის დახსნას ცდილობდა, ბოლოს ძალა რომ გამოელია მის მკერდს შუბლი უღონოდ მიაყრდნო და ატირდა.
-დამშვიდდი, - თმაზე ხელი გადაუსვა და უფრო მჭიდროდ მიიხუტა, - სამსახურიდან ვერავინ გაგიშვენს.
-მაგას როგორ აპირებ, მიხვალ და დაემუქრები? ჩემს საცოლეს სამსახურიდან თუ გაუშვებთ დაგხოცავთო ეტყვი? - ცინიკურად ამოთქვა და მკერდზე მიდებული მუშტები გაშალა.
-თუნდაც,- ჩაიღიმა და რბილ თმაზე ხელი ჩამოუვა, - წამოდი.
წყნეთიდან თბილისისკენ მიმავალი მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. საჭესთან მჯდომი გიორგი დროდადრო ფანჯრიდან მომზირალი, ჩაფიქრებული გოგონასკენ თვალს აპარებდა. რამდენჯერმე სცადა საუბარი წამოეწყო ამ ჯოჯოხეთური სიჩუმის გასაფანტად, მაგრამ სათქმელად გაღებული ბაგიდან სიტყვები უფრინდებოდა. ტელევიზიის სადგომზე პორშე კამარო SS გაჩერდა და გახურებული ძრავი გამორთო. აქამდე მოუსვენრად მომლოდინე ელენე თითქოს ვეღარ ბედავდა გადასვლას, იჯდა ჩაფიქრებული და ღვედის შესაკრავს აწვალებდა.
-წავედით…, - ღვედი გაიხსნა მისი სიჩუმით დაბნეულმა გიორგიმ და გადასასვლელად მოემზადა.
-ვფიქრობ ღირს თუ არა ჩემი იქ მისვლა, ისედაც გაგდებული ვარ უკვე და რაღა აზრი აქვს?! - ჩაფიქრებით გახედა შენობას.
-რატომ? იქნებ რაღაც შეცდომაა და სინამდვილეში არც გიშვებდნენ, მიდი წამოდი, გავარკვიოთ, - გადავიდა, მანქანას წინიდან შემოუარა და ელენეს კარი გაუღო, - მიდი წამოდი, - მერე მისი ორჭოფობა რომ შეამჩნია მისკენ დაიხარა და ხელი გაუწოდა, - წამოდი, თორემ მე თუ მარტო შევედი ყველაფერს დავლეწავ,-მთრთოლვარე თითები მის ხელს შეახო და მანქანიდან გადავიდა. ტელევიზიისკენ მიმავალი რამდენჯერმე შეყოყმანდა, მაგრამ გიორგის დაჟინებულმა მზერამ და ძლიერმა ხელმა აიძულა სვლა ისევ გაეგრძელებინა. ბოლოს როგორც იქნა უფროსის კაბინეტთან მივიდნენ.
-მე შევიდე და ჩემებურად მოვაგვარო თუ…
-აქ დამელოდე, - სიტყვა გააწყვეტინა ელენემ და კარი შეაღო.
-ოჰ! ქალბატონო ელენე, გვიკადრეთ? - კალამი მაგიდაზე მიაგდო და ცინიკური ღიმილით სკამის საზურგეს მთელი ძალით მიეყრდნო.
-მოვედი, რომ ყველაფერი გავარკვიო.
-გასარკვევი არაფერია, აიღე შენი ნივთები და წადი. აი გათავისუფლების ოქმიც, - ფურცელი შეაჩეჩა ხელებში და საბუთებს მიუბრუნდა.
-მაგრამ…, - დაიწყო, მაგრამ სიტყვა მის ზურგს უკან გაღებულმა კარმა შეაწყვეტინა. გიორგი დაუკაკუნებლად შემოვიდა.
-შენ ვინ ხარ ასე თავხედურედ რომ შემოდიხარ…, - ფეხზე წამოხტა და მრისხანედ გახედა შემოსულს, მერე იცნო ვინც იყო და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა, - ბატონო გიორგი თქვენ?... თქვენ აქ რას აკეთებთ?...
-ჩემთან ერთად არის, - დაიწყო ხმაჩავარდნილმა და უფროსს მავედრებელი თვალებით შეხედა, - იქნებ გადაიფიქროთ ჩემი გაშვება, სამუშაოს ყოველთვის კარგად ვასრულებდი, იმაზე ორჯერ მეტს ვაკეთებდი ვიდრე მევალებოდა, არასდროს გამიცდენია, არც დამიგვიანია…
-და მაინც ერთკვირიანი შვებულება ორკვირად გადააკეთე.
-პრობლემები მქონდა ხომ დაგირეკეთ?
-დარეკვა არ კმარა ელენე, - ხმას აუწია დირექტორმა, - როცა გიწერენ ერთ კვირას, უნდა დაისვენო ერთი კვირა და არა იმდენი რამდენიც გინდა, - ყვირილზე გადაერთო და მუშტი მაგიდას დასცხო. ელენე ადგილზე შეხტა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო, გიორგი ქეჩოში სწვდა დირექტორს და ახლოს მოიზიდა.
-როგორ ბედავ ასე ლაპარაკს, რა უფლებით, - მამაკაცს განრისხებული თვალები ჩასწითლებოდა და ნაპერწკლებს ყრიდა. ელენე მკლავში წვდა და გაშვებას შეეცადა, მაგრამ გიორგის ისე მჭიდროდ ჩაებღუჯა დირექტორის საყელო, რომ ვერაფერი გააკეთა, - ქალბატონთან საუბრის მანერა არავის უსწავლებია შენთვის?
-ხელი გამიშვით.
-გიორგი ხელი გაუშვი.
-მე შენ გასწავლი, როგორ უნდა საუბარი ქალებთან, - მარჯვენა ასწია და დასარტყმელად შემართა, მაგრამ ელენეს პატარა ნაზი თითები მაჯაზე შემოეხვია და ხელი გაუკავა.
-საკმარისია, წავიდეთ.
-თქვენ… თქვენ რამდენს ბედავთ. ახლავე დაცვას დავუძახე, გაეთრიეთ აქედან.
-მე შენ…, - უფრო ახლოს მოიზიდა და თავი თავში ჩასცხო, დარეტიანებული დირექტორი სავარძელზე მიესვენა და შუბლზე ხელი იტაცა.
-გაგიჟდი? - ხელი წაავლო და გარეთ გაყვანა სცადა, მაგრამ ვერაფერი შეძლო, თითქოს იატაკზე მიალურსმესო ადგილიდან ვერ დაძრა, - გარეთ გადი ახლავე, - ხმა გაიმკაცრა უცებ.
-გიჟები ხართ თქვეენ, ვინ ხართ?! ახლავე დაცვას დავუძახებ და კინწისკვრით გაგაგდებთ, - ტელეფონის ყურმილს დასწვდა და ღილაკებს თითი შეახო.
-შენი დედა…, - გაიწია ისევ, მაგრამ მის წინ ასვეტილმა ელენემ შეაჩერა.
-შენ… შენ… გათავისუფლებული ხარ. შენ და შენს მეგობარს აქ კიდევ ერთხელ თუ დაგინახავთ სასამართლოში გიჩივლებთ, - თითი ავისმომასწავლებლად დააქნია.
-მაგ თითს მოგატეხავ შენნაბი*ვარო, - წინ წაიწია ისევ, მაგრამ ელენე ეღობებოდა.
-მოკიდე ხელი შენს მეგობარს და მოშორდით აქედან, - აქამდე მის ხელში მყოფი ყურმილი მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე.
-ჩემი მეგობარი არ არის, - მერე ჩაისუნთქა და ფილტვებიდან ამომავალ ჰაერს ამოაყოლა, - ჩემი საქმროა…





***

ფანჯარაში მომზირალი და ჩაფიქრებული ცრემლებს ძლივს იკავებდა. ვერც კი შეემჩნია, რომ ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე გაევლოთ. გიორგი დროს წელავდა. ბოლოს მანქანა ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის წინ გააჩერა და ძრავი გამორთო. ფანჯრიდან წვიმას გაჰყურებდა, როცა მოულოდნელად გონს მოვიდა და სავარძელში წამოიმართა.
-აქ რა გვინდა?, - ლოყაზე ეულად ჩამოგორებული ცრემლი თითის ბალიშებით მოიწმინდა და საიუველირო მაღაზიას გახედა.
-შენ თვითონ თქვი, რომ შენი საქმრო ვარ, - ფიქრების ბურნუსიდან გაისმა ჩუმი ხმა, - ბეჭედი კი არ გიკეთია.
-უბრალოდ წამომცდა… უფროსწორად იმ სიტუაციაში ასე იყო საჭირო,-თავი გაიმართლა ელენემ და თვალი აარიდა.
-რა სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო შენ… შენ ბეჭედი გჭირდება, - თავი ამოყო ფიქრებიდან და გოგონას გახედა, რომელმაც ეს-ესაა გაოცებული თვალები მიაპყრო საჭესთან მჯდომს.
-რა… რა ბეჭედი, - ენის ბორძიკით წარმოსთქვა და თვალები გაოცებისგან გააფართოვა.
-შენი აზრით რა ბეჭედი? - ცინიკურად გახედა გვერდით მჯდომს და მისი გაოგნებული სახის დანახვაზე ჩაეცინა, - გოგოს ნიშნობის ბეჭედს ჩუქნიან ბიჭები, როცა ხელს სთხოვენ.
-სისულელეს ნუ ამბობ, - წამოწითლდა და თვალი ისევ აარიდა, - არანაირი ბეჭედი არ მჭირდება.
-წამოდი და შენი გემოვნებით აარჩიე, - თითქოს არც გაუგია მისი უარი, ღვედი შეიხსნა, მანქანიდან გადავიდა, წინ შემოუარა და ელენეს კარი ჯელტმენურად გაუღო.
-არ მინდა, - წარბიშეკრა ელენემ.
-წამოდი და აარჩიე, თუ გინდა სურპრიზად დარჩეს და ჩემი გემოვნებით ავარჩიო? - თვალი ჩაუკრა მწვანეთვალებას და ხელი გაუწოდა, მაგრამ ამჯერად ელენეს თავისი ხელი არ შეუგებებია.
-არ მინდა თქო გიორგი, რატომ არ გესმიე? ისე ნუ იქცევი თითქოს ბედნიერი წყვილი ვიყოთ. თავი დამანებე, - ხელი აუქნია მამაკაცს და საპირისპირო მხარეს გაიხედა.
-კარგი ასე იყოს. აქ დამელოდე. არსად წახვიდე,-კარი მიუხურა და საიუველირო მაღაზიაში შევიდა.
-ისე მითხრა, გეგონება წასასვლელი სადმე მქონდეს, - თავისთვის ჩაილაპარაკა და მარცხნივ მდებარე სწრაფი კვების ობიექტს გახედა. მუცელმა თავი შეახსენა.
მაღაზიიდან გამომავალი გიორგი ემოციებს ვერ მალავდა, არადა ზუსტად იცოდა, რომ ახლა სერიოზული უნდა ყოფილიყო. მისი ბედნიერი სახე უმალვე შეიცვალა ელენე მანქანაში რომ აღარ დაუხვდა. ერთდროულად შიშისგან გაყინული და სიბრაზისგან აწითლებული თვალები იქაურობას მოავლო და შვებით ამოისუნთქა სწრაფი კვების ობიექტის ფანჯარასთან მდგარი რომ დაინახა. ელენე ხელს უქნევდა.
-იმდენი ხანი არჩევდი, მომშივდა და შემოვედი, - თავი გაიმართლა ელენემ და მისი რიგის ნომერს დახედა.
-მე კიდევ რა არ ვიფიქრე, - დაუფარავად ამოისუნთქა და კმაყოფილებით მოავლო იქაურობას თვალი.
-გეგონა გავიქეცი და შეგეშინდა? - მწვანე თვალები გამომცდელად შეანათა და ჩაიღიმა, - შენი სისუსტე გავხდი?
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ, - მოლარემ ელენეს ნომერი გამოაცხადა, - დაჯექი და მე მოგიტან, - მერე ლანგარი მაგიდაზე წინ დაუდგა და გოგონა გაკვირვებულმა აათვალიერა,-ამდენი ბურგერი შენ უნდა ჭამო?
-ხოო რა იყო, ეჭვი გეპარება? - მერე ჩაიცინა და ლანგარი შეუტრიალა, - არ ვიცოდი რომელი გიყვარდა და ყველანაირი გავაკეთებინე, მე მაგალითად ყველა მიყვარს.
-ბეჭედი გიყიდე, - ელენეს ლუკმა რამის გადასცდა, ხველებ-ხველებით გადასწვდა კოკა-კოლის ჭიქას, - კარგად ხარ? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ მაინც მოსდიოდა სიმწრის ცრემლები.
-მაპატიე, მოულოდნელი იყო…, - ძლივს ამოისუნთქა და ღაწვებზე ჩამომდინარე ცრემლები თითებით მოიწმინდა.
-ხომ იცოდი, რომ უნდა მეყიდა?
-კიი მაგრამ მაინც...
-გაიკეთებ? - ბეჭდის პატარა, ხავერდის, წითელი ყუთი გაასრიალა და დაელოდა. მერე უცბად ხელი დაავლო, სკამიდან წამოდგა, ცალმუხლზე ჩაიჩოქა და ყუთი გახსნა, - გახდები ჩემი ცოლი? - ელენე დაიბნა, დასამალ ადგილს ეძებდა, ბრაზობდა, რომ ასე ცინიკურად და აგდებულად უყურებდნენ, ეს მხოლოდ დროებითი თამაში იყო და მეტი არაფერი, რა საჭირო იყო ეს ცერემონია.
-ფეხზე ადექი, რას აკეთებ, - ნაძალადევი ღიმილით გამოსცრა კბილებში და მკლავზე წაეპოტინა.
-მიდი დამთანხმდი, შეხედე რამდენი ხალხი გვიყურებს, - ჩურჩულითვე უპასუხა და ელენეს მარჯვენა ხელში მოიქცია,-დამთანხმდი, - წაუსისინა ისევ და მარცხნივ ალმაცერად გაიხედა.
-ჯანდაბას შენი თავი, - ნაძალადევი ღიმილით კბილებში გამოსცრა, ფეხზე წამოდგა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ტაშმა და ოვაციებმა იხუვლა რესტორანში, მილოცვებს ხალხი აქეთ-იქიდან ისვროდა, წამიც და ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა ყველაფერი, - ახლა შეიძლება ჭამა განვაგრძო?
*** ( X ) ***

მანქანაში ჩაჯდომისთანავე ელენემ ბეჭედი მოიხსნა და გვერდით მჯდომს ხელში ჩაუდო.
-არ მჭირდება შენი არაფერი, მითუმეტეს ბეჭედი, - მისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაძრა მანქანა და წყნეთისკენ მიმავალ გზას დაადგა. ახლა მისი ერთადერთი საფიქრელი რესტორანში დანახული იყო. ვერ ხვდებოდა დანახული ცხადი იყო თუ მოლანდება, თუ იქნებ ვინმეში აერია, ან ვინმეს მიამსგავსა, მაგრამ ერთი ზუსტად იცოდა, მისი გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებდა. ამდენი ხნის მერე დაბრუნება რაღაც ცუდის მომასწავებელი იყო და ამას გრძნობდა. მისი დაბრუნება გიორგის ავტორიტეტს და სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს, ისევე როგორც მის საყვარელ ადამიანებს,განსაკუთრებით კი ელენეს.
ფიქრებში ჩაძირულმა ვიღაცის ნაზი შეხება იგრძნო მაჯაზე და შეკრთა. თავი ასწია და გვერდითმჯდომს გახედა, დაბინდულად ხედავდა მის სახეს, თითქოს ძილბურანში იყოო ბოლომდე ვერ გამოფხიზლებულიყო. უყურებდა მის ნატიფ, თითქოს სპეციალურად მოპირკეთებულ სახის ნაკვთებს, მის მწველ, ბროწეულისფერ ტუჩებს, რომლის დაგემოვნებისგან თავს ძლივს იკავებდა, ისრიმისფერ თვალებს ახლა, რომ თბილად და მზრუნველად უყურებდნენ და უნებლიედ გაეღიმა. ვერასოდეს დაუშვებდა, რომ მისი ეს ტუჩები დამჭკნარიყო და თვალები ჩამქრალიყო, ამისთვის კი მთელი ღონე უნდა გამოეყენებინა და სიცოცხლის ბოლომდე დაეცვა. ამას კი მხოლოდ ქორწინებით შეძლებდა, ყველა უნდა დაეჯერებინა, რომ ეს სიყვარულია. და აი სულ მალე ეს ქალი მის გვერდით იქნება, მართალია ფიქტიურად, მაგრამ ესეც იმხელა ბედნიერებას ანიჭებდა მამაკაცს, რომ უნებლიედ ისევ გაეღიმა. განა არ შეიძლებოდა ფიქტიური სიყვარულის ისტორია ფაქტიურად გადაქცეულიყო? განა არ შეიძლებოდა ერთმანეთი მართლა შეყვარებოდათ?... უფრო სწორად ამ ღვთაებას შეყვარებოდა ეს უბადროკი ისე, როგორც ამ უბადრუკს უყვარდა ეს ღვთაება?! ყოველთვის ამბობდა, რომ სიყვარული არ არსებობდა, ყველას ამას ეუბნებოდა და თავსაც აჯერებდა. ფიქრობდა, რომ ქალის ნდობა არ შეიძლებოდა, რომ მაცდურია, თავს შეგაყვარებს, თავს დაგაკარგვინებს და ვერც კი მიხვდები ისე ამოგაყოფინებს თავს მის ქსელში, მის კლანჭებში, რომლისგანაც თავს ვერასოდეს დააღწევ. დაგიმონებს, გამოგიყენებს, გადაგაგდებს. მაგრამ ვაი, რომ ქალების გარეშე ყოფნა ისევე შეუძლებელია, როგორც მათთან ერთად ყოფნა. და ახლა, როცა აცნობიერებდა, რომ ეს ,, მაცდური ქალი" გვერდით ეჯდა და მალე მის ცხოვრებაშიც შეაღწევდა თითქოს შიშმა გაკრა გულში და მთელს სხეულში ელექტრო დენებმა გაუარა.
ამ ორომტრიალში, არეულ გულში, დახშულ გონებაში თითქოს ახლოდან და ამავე დროს შორიდან ვიღაცის სასიამოვნო და რბილი ხმა შემოესმა. მერე უფრო მკაფიოდ იგრძნო მის მაჯაზე შემოხვეული თითები, რომელიც დროდადრო ირხეოდა. წუთიც და მისმა გონებამ აღიქვა ელენეს ხმა, შორიდან მომავალი, მაგრამ მაინც გასაგონი. მერე გააცნობიერა, რომ გზიდან გადასულიყო, როდის არ ახსოვდა. საბოლოოდ ბურნუსიდან ბოლომდე გამოვიდა და ელენეს ხმამ მის ყურთან გაიარა.
-კარგად ხაარ? - ხელზე ხელს უთათუნებდა.
-აამ… მე კარგად ვარ, კიი, - ჩაახველა და აზრზე მოსვლა დაიწყო.
-არ მგონია კარგად იყო. მაღალი სიჩქარით მიდიოდი და მერე ისე მოულოდნელ დაამუხრუჭე, ლამის მანქანა დაგვეჯახა.
-მართლა?-გაკვირვებულმა გახედა მოსაუბრეს. საკვირველია, რომ რატომღაც არაფერი ახსოვდა, - შეგაშინე?
-შემაშინე,ოღონდ ამის გამო არა.
-აბა რის გამო? - მთრთოლარე მარცხენა ხელებში მოიქცია და ფერება დაუწყო.
-იმის გამო, რომ პასუხს არ მცემდი, - გიორგი თვალებში მიაშტერდა, - გელაპარაკებოდი, შენ კიდევ პასუხს არ მცემდი. მეგონა რაღაც დაგემართა.
-კარგად ვარ, - მის ხელისგულს ტუჩები შეახო.
-ვხედავ, - უხერხულად შეიშმუშნა სავარძელში, - წავიდეთ? - ხელის გამორთმევა სცადა, მაგრამ გიორგიმ არ დაანება, თითები მის თითებში შეაცურა და ხელის დასადებზე ჩამოდო. სახლამდე ისე მივიდნენ არც ერთს ხმა არ გაუღია.
ჭიშკართან აღელვებული დავითი დაუხვდათ. ბოლთას ცემდა და ადგილს ვერ პოულობდა. გიორგის გულმა რეჩხი უყო, დავითის ასე აღელვება მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო და ეს ზუსტად ის იყო რაზეც მთელი გზა ფიქრობდა. ,, ის " ჩამოვიდა, ,, ის" დაბრუნდა, ახლა, როცა არავის სჭირდებოდა ქვეყანაში დაბრუნდა. მანქანიდან გადავიდნენ და დავითს წინ გაუსწორდნენ.
-რა მოხდა დავით, ხომ მშვიდობაა? - თავს მაინც იიმედებდა, რომ ეს მხოლოდ შიშები იყო, ბავშვური შიშები. მამაკაცი ხან ერთს უყურებდა, ხანაც მეორეს, ფიქრობდა დაეწყო თუ არა საუბარი. ბოლოს ელენე მიხვდა მის ფიქრებს და ჩაიღიმა.
-მე სახლში შევალ, - თბილი ღიმილი შეაგება ორივეს და ბილიკს გაუყვა.
-თქვენ შერიგდით? - კმაყოფილი ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალს.
-აზრზე არ ვარ. ჭკუიდან გადამიყვანა, ხან თბილად მელაპარაკება, ხანაც მამისმკვლელი თვალებით მიყურებს, ვერაფერი გავუგე,-მერე მიხვდა, რომ სხვა თემაზე გადაერთო და ელენეზე ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია, - მოიცადე, შენ ის მითხარი რა მოხდა, რატომ ხარ ასე აღელვებული?!
-დაბრუნდა,-ე. ი რესტორანში დანახული რეალური ადამიანი იყო და არა მოჩვენება, არც სხვაში არევია და არც მიუმსგავსებია ვინმეზე. დაბრუნდა, და რისთვის? ამდენი ხნის მერე, ამდენი წლის მერე დაბრუნდა გიორგის ცხოვრების ხელმეორედ ასარევად და ეს პროცესია უკვე იწყებოდა.
-ვიცი, - თითებ შორის მოქცეულ ბეჭედს დახედა და მუჭში მოიქცია, - მოემზადეთ,-სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
-რისთვის? - გასძახა მიმავალს.
-მის დასახვედრად, - მერე წამით ჩაფიქრდა და ცბიერი ღიმილით დაამატა, - და ქორწილისთვისაც.
ღამის სამი საათიისე შესრულდა რული საერთოდ არ მიკარებია და მისი თვალები თვლემასაც ვერ გრძნობდნენ. ბაღში იჯდა და ქალის აივანს თვალმოუშორებლად უყურებდა. თითქოს გრძნობდა, რომ არც მას ეძინა და ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა გარეთ, რომ მისთვის თვალი მოეკრა. ლოდინმა შედეგი გამოიღო, დიდი დრო არ გასულიყო, რომ ფარდები გადაიწია, კარი გაიღო და აივანზე თითქმის მუხლამდე მაისურში გამოწყობილი ქალი გამოვიდა. სუსხიანი შუაღამის მიუხედავად ცალი მხარი მოშიშვლებული ჰქონდა, თმა გვერდზე გადაეყარა და ასე უყურებდა სავსე მთვარეს. მთელი სხეული აუცახცახდა მის დანახვაზე, ვნებამ შეიპყრო, მისმა სურვილმა მთელი შიგნეულობა აუწვა, გული ჩაეწვა, გონება გაეთიშა. სექსუალური იყო ელენე, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში. ფეხის თითებიდან ნელ-ნელა აათვალიერა, თვალებს მიღწეული მის დაჟინებულ მზერას წააწყდა. თითქოს იცოდა რაზეც ფიქრობდა მამაკაცი, თითქოს მის გონებაში ძვრებოდა და მის ყოველ სიტყვას კითხულობდა. უყურებდა და უღიმოდა.
მოულოდნელადსახე დაუსერიოზულდა, გულზე იტაცა ხელი და ცალი ხელით მოაჯირს დაეყრდნო. ამის მნახველი გიორგი დაფეთებული წამოხტა და სახლისკენ გაიქცა, კიბეები სირბილით აიარა, ოთახის კარი შეგლიჯა და აივნისკენ წავიდა. ელენე ჩაკეცილი დახვდა. გულზე ხელი მიეჭირა, მეორე ხელი კი უღონოდ ჩამოეკიდა მოაჯირზე,ღაწვებს ცრემლები უსველებდა. ჩაკეცილს მივარდა და გვერდში ამოუდგა, მისი წამოყენება სცადა, მაგრამ იმდენად უღონო სხეული შერჩა, რომ მისი ხელში აყვანა მოუწია, საწოლზე ფრთხილად დააწვინა.
-ჩანთა… ჩანთაში…, - ძლივს ამოთქვა და უღონო ხელი გაიშვირა. გიორგი მის ხელჩანთას დაწვდა, გახსნა და წამლის პატარა, მწვანე ქილა ამოიღო.
-რამდენი…, - ორი თითი ასწია. ორი ცალი აბი ხელის გულზე გადმოიგდო, თავი წამოაწევინა და დაალევინა. თავთან მიუჯდა და მისი თავი მუხლებზე მოიქცია, თმაზე ეფერებოდა დასამშვიდებლად. მისი ყოველი მძიმე ამოსუნთქვა გულს უწვავდა. ასე არასდროს შეშინებია. ეგონა ხელში ჩააკვდებოდა, ცვილივით გაფითრებული ჩაადნებოდა და მიილეოდა.
დედამისის მერე ასე ქალზე პირველად ინერვიულა, პირველად შეეშინდა მისი დაკარგვის, პირველად გამოიჩინა მზრუნველობა. ახლა დედის იქ ყოფნაზე მეტად არაფერი უნდოდა, მნიშვნელობა არ აქვს შენს ასაკს დედა ყოველთვის გჭირდება გულის სიღრმეში. ელენე დედამისს გავდა, მასსავით თეთრი, ფითქინა კანი, თხელი და პატარა თითები, ცხოვრების დიდი სიყვარული, დაუმორჩილებელი, თავისუფლებისკენ მიზანსწრაფული. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის დედას უყვარდა საკუთარი ქმარი, მას ყოველთვის უნდოდა ამ ყველაფერს გაქცეოდა, ხოდა ზუსტად ამ სურვილს შესწირა საკუთარი სიცოცხლე. ფიქრებიდან ელენეს ამოხვნეშამ გამოიყვანა, მის მუხლებზე შეირხა და წამოიწია.
-კარგად ხარ? - შეშინებული სახე შეავლო დაღლილ ქალს.
-ახლა უკეთესად, მადლობა,-გაუღიმა და წამოდგომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ უკან მოუწია დაბრუნება, გიორგიმ ხელი შეაშველა.
-რა დაგემართა?! რა წამალია ეს, - ქილა თითებით დაატრიალა, არანაირი ეტიკეტი რის მიხედვითაც გაიგებდა მის დანიშნულებას.
-გულის წამალია. დროდადრო მაწუხებს ხოლმე. ისეთი არაფერია, - ქილა ხელიდან გამოართვა და ჩანთაში ჩააბრუნა.
-გულის პრობლემები გააქვს?
-ხოო… ბავშვობის ტრამვაა და მეტი არაფერი, - მერე მამაკაცის ინტერესით სავსე თვალებს რომ წააწყდა დაამატა, - იქნებ ერთ დღეს მოგიყვე კიდეც. ახლა კი დაძინება მინდა, წამალი მთენთავს.
-კარგი დაწექი, - ბალიში და საბანი გაუსწორა და კარისკენ წამოვიდა, როცა სმენას მისი ხმა მისწვდა.
-შეგიძლია სანამ ჩამეძინება აქ იყო?
მოულოდნელობისგან გაშრა, ადგილს მიეყინა, დაღებული ბაგიდან სიტყვები გაუფრინდა, ვერც კი თქვა და ვერც არა, უკან ნაბიჯი გადადგა და მის საწოლთან მივიდა. ქალის მავედრებელი ისრიმისფერი თვალები ქვევიდან აჰყურებდა. თავთან ჩამოუჯდა და თმაზე ხელი გადაუსვა. მისდა გასაოცად ელენე გვერდით მიიწია და ადგილი გაუთავისუფლა. არ იცოდა რა ექნა, ორ ზღვას შორის აღმოჩნდა და ცურვის არ მცოდნე კაცივით ხელებს იქნევდა. გული გაუჩერდა, გონება გაეთიშა, სხეული გაეყინა, მაგრამ მის ნებას დაჰყვა და გვერდით მიუწვა. ქალის თავი მის მხარზე აღმოჩნდა, ხელი კი მის მკერდზე მიმუშტულიყო. შეშინებული ბავშვივით იწვა მის გვერდით, ეშინოდა ვნებებს არ დაეხრჩო და არ მოეკლა. ვნებებს, რომელიც დიდი ხანია რაც ამ ქალის გამო ეშლებოდა. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა, თავი დაარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და თავის მხურვალე გრძნობებს ჩააჩუმებდა. მხარზე ხელი გაბედულად მოხვია და ნიკაპით მის თავს დაეყრდნო. ის უკვე შეპყრობილ ადამიანად იქცა, რომელმაც საკუთარ თავს დიდი აღიარებითი ჩვენება მისცა:- ,, უყვარდა".







*** ( XI ) ***

რაული დილაადრიან რაღაც ჩოჩქოლმა გამოაღვიძა. ჯერ ძალიან ადრე იყო, წინა ღამინდელი უძილო საწოლზე ძლივს წამოიზლაზნა და ფანჯრიდან გაიხედა. გული შეუქანდა დანახულის გამო. დიდი ხანი ელოდა მის ჩამოსვლას, მაგრამ ასე მალე თუ გამოეცხადებოდა არც უფიქრია. თავისი გეგმების განსახორციელებლად ეს კაცი ნამდვილად მისწრება იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ის უკვე მისი სახლის კართან იდგა შიშმა აიტანა.
სასწრაფოდ ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. კაცი უკვე მისაღებში იყო და ელოდა. რაულის შესვლისთანავე გაიღიმა და გადაეხვია. არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა, იდგა და გაშტერებული უყურებდა მოსულს, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა და სიზმარში ეგონა თავი. ამდენწლიანი განშორების შემდეგ, ამდენხნიანი უნახაობის შემდეგ თითქოს გულში მისდამი გრძნობა გამქრალიყო.
-ასე რატომ მიყურებ რაულ, - გაიცინა მოსულმა,- ნუთუ ვეღარ მიცანი?
-გიცანით, როგორ ვერ გიცანით, მაგრამ თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ ჩემს წინ დგახართ.
-კარგი ნუ მაცინებ. შენ არ მითხარი სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე, აქ ყველაფერი აირიაო? - სავარძელში ჩაეშვა.
-კიი, მაგრამ…
-ასე მალე არ მელოდი? - დაასრულა რაულის წინადადება.
-მართალია, - დაეთანხმა და წინ დაუჯდა, - როგორ ბრძანდებით?
-კარგად ვარ, გმადლობ. შენ როგორ ხარ რაულ, გავიგე სონიას შენთვის ვაჟკაცი უჩუქებია.
-მართალია, უკვე ოთხი წლისაა, ალექსანდრე ჰქვია.
-ძალიან კარგია, ვაჟი კარგია, გვარს გაგიგრძელებს, - კმაყოფილმა დააქნია თავი, მერე ჩაფიქრდა და ისე იკითხა,- გიორგი რას შვება?
-გიორგის ცოლი მოჰყავს….


***

დილით მკლავის ტკივილმა გამოაღვიძა, დაბუჟებოდა და გაჰყინვოდა. მისკენ ზურგით მწოლიარე ქალს მთელი სხეულით აკვროდა და ხელები მოეხვია. ისეთი მშვიდი ძილით ეძინა, ვერც კი იფიქრებდით, რომ წინა ღამით ლამის ხელებში ჩააკვდა გიორგის.
ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა მის გვერდით გაიღვიძა, ეს უკვე მეორე ბედნიერი დილა იყო მისთვის. და სურნელი? ახლა სურნელი თქვით, რომელიც ამ ქალს ასდიოდა, საამო, ტკბილი სურნელი, რომელიც მამაკაცს ათრობდა და აუძლურებდა. მის წინაშე თავს ისე უმწეოდ გრძნობდა, როგოც ცხვარი დასაკლავად გამზადებული. მის კისერში ცხვირი ჩარგო და უფრო ღრმად შეისუნთქა, ფილტვები მთლიანად ამ სურნელმა მოიცვა.
ვნებებმა და ამ ქალის სურვილმა ისევ წამოუქროლეს. ისევ მაცდურმა ჭინკებმა დაუარეს მთელს ტანში და აიძულეს, რომ მის ყელს და კისერს ტუჩებით შეხებოდა. საერთოდ აღარ ახსოვდა დაბუჟებულ- გაყინული ხელი, უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავები და კიდევ ერთხელ ვნებიანად აკოცა კისერში. მისი სილამაზე, მისი სხეულის სიმხურვალე ფიქრებს ურევდა და გულს უფერფლავდა.
არეული გონება კარზე დაკაკუნების ხმამ დაულაგა. ნიაღვარივით დაუარა სიბრაზემ მთელს სხეულში. მზად იყო შუაზე გაეგლიჯა ის ვინც ხელი შეუშალა, ნებისმიერი ვინც კარს მიღმა დახვდებოდა. კაკუნი კიდევ ერთხელ რომ განმეორდა და თან დავითის ხმაც რომ დაერთო, ფრთხილად გამოაცალა მძინარს ხელი და საწოლზე წამოიწია. შემთხვევით გაღვიძებულ ელენეს დაიძინეო უთხრა და საბანი შეუსწორა. ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. კარს მიღმა დავითი დაუხვდა. სასწრაფო საქმეაო უთხრა და ორივემ საჩქაროდ დატოვეს სახლი.
ოქტომბრის სუსხიანი ქარი ძვალ-რბილში ატანდა ახლადგაღვიძებულს. დავითმა დაიჟინა, რომ ენტონი სახლში უფრო საჭირო იყო და დატოვეს. გზაში გიორგიმ სიტყვა ვერ ათქმევინა, სულ იმას იმეორებდა ,, მოყოლილს ნანახი ჯობიაო". ბოლოს როგორც იქნა მანქანა დანიშნულების ადგილზე მივიდა, ეს ადგილი რაულის სახლი იყო. ახლა კი მიხვდა გიორგი რა ხდებოდა, საჩქაროდ გადმოვიდა მანქანიდან და კიბეები ჩაირბინა. მერე სახლის კიბეებს ჩაუყვა და ზღურბლთან გაშეშდა.
მოღალატე, ორგული, მოვალეობის უგულვებელმყოფელი, კიდევ რა შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც მაშინ გიორგიმ დაინახა?! ძალიან რთულია სხვებზე გავლენა მოახდინო, თუ მათ იციან, რომ სათნოების განსახიერება საერთოდ არ ხარ. ცხოვრებას, რომ საკუთარი ხელით ინგრევ, საკუთარი არასწორი გადაწყვეტილებით, და ამით სხვასაც რომ აზარალებ. ყველაფერს, რომ ,, ფეხებზე დაიკიდებ", ადამიანს შეიწირავ და ქვეყიდან ისე წახვალ ვითომც არაფერი, მართლმსაჯულებას გაექცევი და მშვიდად გააგრძელებ ცხოვრებას, თითქოს უცოდველი ადამიანის სისხლით არ გქონდეს სული მოსვრილი ასეთ ადამიანს სატანაც კი აღარ ქვია, მის წინაშე ლუციფერიც კი დაიჩოქებდა შიშისგან აკანკალებული. სისხლში ამოსვრილ ხელებს წყალი არ ჩამოგრეცხავს, ისე, როგორც პილატემ ვერ ჩამოირეცხა ხელების დაბანით იესო ქრისტეს გასამართლებით მიღებული ცოდვა. ცოდვა სიხარულს მწუხარებად აქცევსო ნათქვამია, მაგრამ ახლა იმ კაცს მწუხარებისა არაფერი ეტყობოდა.
ფიქრიდან დავითის შეხებამ გამოიყვანა. საუბარში გართულ რაულსა და მის სტუმარს არც კი შეუმჩნევიათ მოსული, მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როცა მოსამსახურესთვის დაძახება დააპირეს. რაული წაშლილი სახით ფეხზე წამოხტა და მოსულთ მიესალმა, ნამდვილად არ ელოდა მათ იქ გამოჩენას, იმ დროს ყოველშემთხვევაში. მისი სტუმარი ადგილიდან არ განძრეულა, იჯდა და გიორგის ცინიკურღიმილ შეპარებული უყურებდა, ბოლოს როგორც იქნა წამოდგა, ხელები ფართოდ გაშალა და მისკენ წავიდა.
-ჩახუტების გარეშე თუ შეიძლება, - გვერდზე გაიწია და გაშლილი ხელები აიცილა.
-ნუთუ მამაშენს არ მიესალმები შვილო? - ვითომც არაფერი ისე დაიწყო.
-გამარჯობა მამა, - ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა.
-გამარჯობა ჩემო ბიჭო, მოდი დაჯექი, - სავარძელში ჩაეშვა და დაელოდა დანარჩენები როდის დასხდებოდნენ, მერე განაგრძო, - ძალიან შეცვლილხარ, დამშვენებულხარ, დავაჟკაცებულხარ, - გიორგიმ თვალი თვალში გაუყარა, - გავიგე ცოლიც მოგყავს.
-ნუთუ ეს არის შენი დაბრუნების მიზეზი? ამხელა გზაზე ამის გამო ჩამოხვედი?
-არა მარტო ამის, სხვა საქმეებიც მაქვს. მაგრამ უდიდესი მიზეზი მაინც შენი ამბავია. რაულმა ყველაფერი მომიყვა, ესეიგი მართლა ოჯახდები?
-ამდენი ხნის მერე ჩემი ამბით რატომ დაინტერესდი?-წარბი შეკრა და სავარძელში წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თვალებში მრისხანება ჩაიყენა.
-ნუთუ არ შეიძლება ჩემი შვილის ამბით დავინტერესდე? - მოჩვენებით გაიოცა მამაკაცმა და გაკვირვებით ხელები გაშალა.
-ამდენი ხნის მერე? გახსოვს რამდენი ხანი გავიდა იმ ამბის შემდეგ?...
-მაგ ამბავს ნუ მახსენებ…,-ხელი აიქნია მამაკაცმა.
-გაგახსენებ, - ფეხზე წამოდგა გააფთრებული გიორგი და მიუახლოვდა, - იმდენჯერ გაგახსენებ რამდენჯერაც ამის საშუალება მომეცემა. სიკვდილის წინაც ამას შეგახსენებ და საფლავში მწოლიარესაც ამას ჩამოგძახებ. იქამდე გაგახსენებ სანამ არ აღიარებ შენს დანაშაულს და მერე…
-გაჩუმდი,-სიტყვა შეაწყვეტინა და ისიც ფეხზე წამოდგა, - როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს, მე მამაშენი ვარ და პატივისცემას ვიმსახურებ.
-და რითი დაიმსახურე? - ტონს აუწია გიორგიმ, - რამდენი უდანაშაულო ადამიანი გყავს მოკლული, რამდენი.
-და შენ რამდენი მოკალი გახსოვს? - მანაც ხმას აუწია და თითი ავისმომასწავლებლად აიქნია.
-და ვინ მაიძულებდა ამას, ვინ…. ბავშვობიდანვე მკვლელობას მასწავლიდი, მეუბნებოდი, რომ მათ დაიმსახურეს ეს, მეუბნებოდი, რომ ღირსები იყვნენ, ამბობდი, რომ ასე მიწას გაწმენდდი ცოდვიანებისგან. იმას ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი ხელით მოკლული თითოეული ადამიანის ცოდვა კისერზე მედებოდა, იმას ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაზე ცოდვიანი ადამიანი მამაჩემი იყო. მამაჩემი რომელიც ჭაობში იყო ყელამდე ჩაფლული და მეც მითრევდა, მამაჩემი, რომელიც ძაღლივით სიკვდილის ღირსი იყო. შენ მოკალი დედაჩემი, შენ ხარ მკვლელი ქალისა, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, შენ ხარ…, - სიტყვა სახეში გარტყმულმა გაშლილმა ხელმა გააწყვეტინა. იარაღის გადატენვის ხმა გაისმა და საფეთქელზე იგრძნო ცივი ლითონის შეხება. დავითი და რაული მაშინვე მივარდნენ და გიორგის გადაეფარნენ.
-გაჩუმდი, თორე დავივიწყებ, რომ ჩემი შვილი ხარ და ტვინს გაგიხვრეტ…
-ეგ ისედაც დიდი ხანია დავიწყებული გაქვს, - ცივად გახედა მამაკაცს. დავითს მხარზე ხელი დაკრა და წასვლა ანიშნა, მერე მოტრიალდა და ისე, რომ ზედ აღარც შეუხედავს, დაამატა, - და მართალია, ცოლი მომყავს.


***

მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ფიქრების ბურნუსში გახვეულიყო და ფანჯრიდან თვალგაშტერებით იყურებოდა. დავითმა სცადა რამდენჯერმე საუბრის წამოწყება, მაგრამ რამდენჯერაც პირი გააღო იმდენჯერ გადაიფიქრა. ფიქრობდა, რომ ახლა ჩუმად ყოფნა უკეთესი იქნებოდა ვიდრე უაზრო ლაყბობა.
მისულმა სახლს შემოუარა და სამზარეულოსკენ წავიდა. ვიტრაჟი ხელისკვრით გახსნა და განრისხებულმა სამზარეულოს სკამი წიხლისკვრით გადაატრიალა.
-ჰეი, დამშვიდდი, რა გჭირს, - გასაქნევად გამზადებული ხელი დაუჭირა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.
-მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ. ეს კაცი დიდ პრობლემად გადამექცა.
-კარგი, დაწყნარდი, სახლში მარტონი არ ვართ და არ გინდა ახლა, - წყალი მიაწოდა დასაწყნარებლად.
-არ მინდა. ელენეს სიმართლე უნდა ვუთხრა, - საუბარი ფეხის ხმამ შეაწყვეტინათ. სამზარეულოში ელენემ შემოაბიჯა.
-უი, უკაცრავად.
-პრობლემა არაა,- უკან გაბრუნებული გიორგიმ შეაჩერა,- დავით მერე ვისაუბროთ, - აქამდე წაქცეული სკამი წამოაყენა და დაჯდა. სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა, - როგორ ხარ?
-კარგად, მადლობა, - ჯერ კიდევ კართან მდგარი ნერვიულად იყურებოდა.
-მოდი დაჯექი, - მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა და თითების ნერვიულად მტვრევას მოყვა, - გაწუხებს რამე?
-არა, არაფერი, - თვალი აარიდა, თითქოს რცხვენოდა, - ფანჯრიდან დაგინახე და ვიფიქრე…
-ლიზა დედამისთან არის წასული და შეგიძლია ყავა გამიკეთო? - სცადა მისი ნერვიულობის განეიტრალება.
-კი, კი, რა თქმა უნდა, - ფეხზე წამოხტა და წყლის მადუღარა ჩართო. ფიქრობდა დაეწყო თუ არა საუბარი, თითებს ისევ იმტვრევდა და დროდადრო ნერვიულად გახედავდა ხოლმე გიორგის, რომელსაც ერთი წამითაც არ გამოუხედავს მისკენ და კვამლში გახვეული ისევ გამეტებით ეწეოდა სიგარეტს,-მოხდა რამე? - ფინჯანი წინ დაუდგა და მზრუნველად გახედა.
-გახსოვს სტატია, რომ გამოაქვეყნე ვიღაც მაღალჩინოსანზე? - საქმეზე გადაერთო პირდაპირ და სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა.
-კიი მახსოვს, მეგონა მომკლავდნენ სადღაც ჯანდაბაში რომ წამიყვანეს, - გახსენებაზე გააჟრჟოლა, ახლაც კარგად ახსოვდა იმ სარდაფის გაყინული კედლები.
-გახსოვს იმ კაცის სახელი და გვარი?
-გუჯა მაისურაძე.
-ნამდვილი სახელი? - თვალი მოჭუტა და ახალს მოუკიდა.
-ნამდვილი სახელი და გვარია.
-ნწ, არ არის, - თავი გააქნია და კვამლი გამოუშვა, - კაცი, რომელზეც ინფორმაცია გამოაქვეყნე მამაჩემია? - ელენეს ენა ჩაუვარდა, დაიბნა, ზუსტად იცოდა, რომ ის მაღალჩინოსანი გუჯა მაისურაძე იყო, და ახლა გიორგი ამბობდა, რომ ეს ასე არ იყო.
-ეს… ეს როგორ შეიძლება? ეს კაცი… ეს… მამაშენია? - გიორგიმ თავი დაუქნია, - მეხუმრები ხო? მატყუებ. მამაშენი ხო გარდაიცვალა?
-ჩემთვის კი.
-რას ქვია შენთვის კი, - ხმა აუკანკალდა, - როგორ შეიძლება საკუთარ მამაზე, რომელიც ცოცხალია, თქვა მოკვდაო?
-ჩვეულებრივად. მე ახლაც გეტყვი, რომ ის მკვდარია, - ცივად გახედა გოგონას და ხმაში სიბრაზე გაირია.
-გაგიჟდი ხო? ღმერთო ეს რა ხალხია, როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი მკვდრად გამოაცხადო?
-დაჯექი, - მექანიკურად ფეხზე წამომდგარი ელენე, მექანიკურადვე დაუბრუნდა ადგილს, - ერთ დღეს მოგიყვები, გპირდები.
-და ახლა რატომ არა?
-იმიტომ, რომ შენი…, - (დაკარგვის მეშინია) დაასრულა გულში და ჩაიღიმა. მაინც რატომ მაინც და მაინც ის და არა ვინმე სხვა. რა დაინახა გიორგიმ მასში, რომ მთელი არსებით მიიზიდა და დაიმონა. რა იყო ამ ქალში ისეთი, რომ გიორგის აზროვნებაც კი შეუცვალა. იმაზე მეტს ფიქრობდა ვიდრე მანამდე, არ ეძინა, საჭმელს დიდად აღარ ეკარებოდა, ბევრს ეწეოდა. ჭკუიდან გადავიდა ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, უცნობმა ჭინკებმა დაისახლეს მის გულში და ელენე ღრმად ჩაუბეჭდეს,-დრო მოვა და მოგიყვები, - გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
-გიორგი, ერთი წუთით, - გასასვლელში დაეწია, - აამ, კი მეუხერხულება ამის კითხვა, მაგრამ… გუგუშინ შენ… მე… ღამე… ანუ დილით კარგად ვერ გავაცნობიერე, დანახული უბრალოდ სიზმარი მეგონა და ჩვენ… მართლა…
-ერთად გვეძინა? - დაასრულა წინადადება, - კიი, ერთად გვეძინა, ერთ საწოლში, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა.
-არა ეგ ვიცი, მთვრალი ხომ არ ვიყავი, ყველაფერი მახსოვს. ისიც მახსოვს, რომ მე გთხოვე დარჩენა, მაგრამ მერე რომ ჩამეძინა…
-მეც ჩამეძინა… შემთხვევით, - ჩაიღიმა და ელენეს აწითლებულ ლოყაზე ცერა თითი ჩამოუსვა. თვალებშიც ჩაეღვარა სითბო, გოგონას მაცდურ, ალისფერ ბაგეს დააშტერდა, გულში მაცდურმა ეშმამ დაურბინა და გრძნობები აუშალა. გოგონას ტკბილ ბაგეს ტუჩები შეახო და ვნებიანად აკოცა. ოთახი სილის გარტყმის ხმამ გაჰკვეთა და კედლებს შეელეწა.
-როგორ ბედავ, შენ მე ვინ გგონივარ, - განრისხებულმა ხელი კრა და ტუჩების წმენდით უკან დაიხია, - საზიზღარი ადამიანი ხარ, ვერ გიტან, - მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო, ხელი გაუკავეს,-გამიშვი. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა. ვერ მოხვალ და ვერ მაკოცებ როცა შენ გინდა, მე შენი საკუთრება არ ვარ.
-შენ ჩემი საკუთრება ხარ, - უფრო ახლოს მიიზიდა და წელზე შემოხვია ცალი ხელი, - ჩემი ხარ და სხვა არავისი.
-არა, არ ვარ. მე არავის საკუთრება არ ვარ და მითუმეტეს შენი, - ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა, გიორგი დაედევნა, მაგრამ სახლში შემოსულმა დავითმა გააჩერა და გვერდზე გაიხმო.
-სტუმრები მოვიდნენ, - მიხვდა ვიზეც ამბობდა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქვევით, მისაღებში ჩავიდა მათ დასახვედრად. ცოტახანში ისინიც გამოჩნდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. საუბრობდნენ ყველაფერზე, საჭირო და არასაჭირო თემებზე, იცინოდნენ, კამათობდნენ, ჩხუბით საუბრობდნენ, გიორგი კი არ უსმენდა. მისი ერთადერთი ფიქრი ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახზე იყო გადართული.
-აბა, ჩვენო მეგობარო, გვაჩვენე გოგო, - წამოიწყო თმაში ჭაღარა შერეულმა კაცმა.
-ჩემი საცოლე საქონელი არაა, რომ ჩამოვიყვანო და შენ შეაფასო კრისა(ზედმეტსახელი),-გაღიზიანებულმა ზედა ტუჩი აბზიკა.
-ეს მე არ მითქვამს, ძმაო. მიდი შენს მოსამსახურეს უბრძანე გოგოს უთხრას და ჩამოვიდეს.
-ლიზა ჩემი და არის, - შეუსწორა გიორგიმ, - ჩემს სახლში მასეთ დამამცირებელ სიტყვებს არ იყენებენ. ამ სახლში მომუშავე ყველა ადამიანი ჩემი და და ძმები არიან,-ფეხზე წამოდგა და კიბეს აუყვა. ვერასდროს იტანდა, როცა ქალებზე აგდებულად ლაპარაკობდნენ, მითუმეტეს ლიზაზე.
ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა, როგორც ყოველთვის ახლაც დაავიწყდა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო იმ შემთხვევის შემდეგ ან დათანხმდებოდა თუ არა ელენე სტუმრებთან მოსიყვარულე გოგონას როლი შეეთავსებინა. იქნებ რაიმეც ესროლა მისთვის, ან ეყვირა და ოთახიდან გამოეგდო ან იქნებ…
-გაეთრიე…, - თავთან რაღაცამ ჩაუქროლა და კედელს მოხვდა, - მოშორდი აქედან, გაქრი.
-ნამდვილი ალქაჯი ხარ,-ძირს დაგდებული მაღალქუსლიანი ხელში აიღო და ცალფეხზე მდგარ ელენეს გაუწოდა,-ვინმე იფიქრებს იმ კოცნით რამე მოუვიდაო.
-ამ ფეხსაცმლის ქუსლს თვალში ჩაგარჭობ და ივლი მერე მეკობრესავით ცალთვალა. გაეთრიე აქედან, - ასკინკილით საწოლამდე მივიდა და ფეხზე ჩაიცვა.
-შენ მართლაც საშიში გოგო ყოფილხარ, შენი ძმა რომ მეუბნებოდა არ დავუჯერე,-თვალი ჩაუკრა.
-ჩემი ძმა რას გეუბნებოდა, - ქვეშიდან ახედა ელენემ და ისე დადგა ფეხები მზად იყო შეტევაზე გადასულიყო.
-რომ შეშლილი ხარ, - ჩაიცინა და მის წინ კედელს მიეყრდნო.
-შეშლილი ვარ ხო? შეშლილი. ახლა ნახავ როგორი შეშლილიც ვარ, - ფეხზე წამოხტა და საწოლს ხელი დაავლო, ყველაფერი იატაკზე მოისროლა, - შეშლილი ვარ. ყველაფერს დავლეწავ, ყველაფერს დავწვავ.
-გაჩერდი თორემ კიდევ გაკოცებ, - ადგილიდან არ დაძრულა და ისევ იმ ღიმილიანი სახით უყურებდა.
-მიდი აბა გაბედე, მიდი. მოგკლავ. არ გაცოცხლებ,-ბალიშს ხელი დაავლო და გამეტებით ესროლა, მიზანს მიაღწია, გიორგის თავში მოხვდა. სახე შეეცვალა, ცალი წარბი ასწია და ავისმომასწავლებლად გახედა. ელენემ უკან დაიხია, არც უფიქრია იმ შედეგზე რაც შეიძლებოდა, რომ ამას მოჰყოლოდა.
-ზედმეტი მოგდის, - სიბრაზე შერეული ხმით წარმოთქვა და მისკენ ნაბიჯი გადადგა.
-ზედმეტი შენ მოგდის, - გიორგის გამოხედვამ შეაშინა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა.
-ნუ მეპასუხები და ეს მეორედ აღარ გააკეთო, - კიდევ ერთი ნაბიჯი წადგა მისკენ.
-თორემ რაა...
-არ გამაბრაზო.
-თორემ რას მიზამ, - გამბედაობა შეემატა ხმაში, ისევ წეღანდელი ელენე ბრუნდებოდა, - ისევ მაკოცებ?
-უარესს გიზამ…
-რა… რა უარესს, - ნეწყვი ყელში გაეჩხირა. გიორგი უკვე ძალიან ახლოს იყო მასთან, ის კი წვივებით საწოლის კიდეს ეხებოდა.
-ნახავ მერე… თუ კიდევ გამაბრაზებ, - ცხვირით მის ცხვირისწვერს შეეხო.
-ვერ შემეხები, - ხმა აუკანკალდა, თვალები ცრემლებით აევსო.
-უკვე გეხები, - წელზე ხელი შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. დაყვირებაც ვერ მოასწრო, გოგონას ფეხები იატაკს მოშორდა და მთელი სხეულით საწოლზე დაენარცხა. მამაკაცის სხეული ზევიდან მოექცა და განძრევის ყოველი საშუალება ამოუქოლა, - მე, შენი ქმარი ვარ, რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, მაგრამ ისე ვერ მოიქცევი რაც მე გამაღიზიანებს.
-თუ შემეხები ვიყვირებ, - თვალის კუთხიდან ცრემლი გამოგორდა.
-ისედაც გეხები, - ვნებიანად დახედა მის ყელს და მისკენ დაიხარა.
-სხვანაირად თუ შემეხები, თუ მაკოცებ, - ხმა დაკარგულმა ამოთქვა და გაშლილი ხელი მკერდზე მიაჭირა.
-ამ ოთახში ვერავინ შემოვა ჩემი ნებართვის გარეშე, თვით სიკვდილიც კი, - მერე ნაზ თმაზე ხელი გადაუსვა და მის სხეულს მთლიანად მოსწყდა, - შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს ვერავინ შემაჩერებდა. ახლა კი ადექი და მოწესრიგდი, სტუმრებს შენი გაცნობა უნდათ, - კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, - მე აქ დაგელოდები, - აივნის მოაჯირს დაეყრდნო.
5 წუთის შემდეგ უკან შემოვიდა და საათს დახედა. ელენე ისევ აბაზანაში იყო და ტიროდა. თავის უბედობას დასტიროდა, ვის ხელში იყო ჩავარდნილი თვით ღმერთმაც კი არ იცოდა ალბათ. გიორგიმ კარზე მიუკაკუნა.
-რატომ მაიძულებ იმის გაკეთებას, რაც არ მინდა? - აბანოდან გამოსძახა კარზე მიყუდებულს.
-ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ელენე, - ათასჯერ გამეორებულივით ზანტად გაიმეორა ისევ.
-არ შემიძლია ვიქორწინო იმ კაცზე, რომელიც არ მიყვარს,-კარი გააღო და თვალებში შეხედა, - ეს შენთვისაც ცუდი იქნება, ისე როგორც ჩემთვის. წარმოიდგინე ცოლად ირთავ ქალს, რომელიც არ გიყვარს, მე კი ცოლად მივყვები იმ კაცს, რომელიც არ მიყვარს, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, არც კი მოგვწონს,- ლოყაზე დაუკითხავად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ხმის კანკალით განაგრძო, - ჩვენ, ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებით, უბრალოდ შეუძლებელია. მესმის, რომ ჩემი დაცვა გინდა და ამისთვის მართლა მადლობელი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი რა საჭიროა, არ მესმის. ამ სახლში ვცხოვრობ, შენთან ერთად და ეს საკმარისი არ არის?
-ეს ფორმალური ხელის მოწერა იქნება, მართლა ცოლად კი არ მომყავხარ. ვერ დაგიცავ ამის გარეშე, რადგან კლანის თითოეულმა წევრმა იცის, რომ მაფიის ბოსი ქორწინდება და რომ შენ ჩემი საცოლე ხარ. ასე რომ დამშვიდდი და დაბლა ჩამოდი.
-არ ჩამოვალ.
-ჩამოხვალ.
-არ ჩამოვალ.
-ჩამოხვალ თქო, ნერვებს ნუ მიშლი.
-არა და არა, ვერ გამაკეთებინებ იმას რაც არ მინდა. არ ჩამოვალ შენი მაფიის გასაცნობად, შენი საცოლის სახელით. როგორ მაინტერესებს მათ ვინ გააცნო ჩემი თავი ისე, როგორც შენი მომავალი ცოლი?!
-მე...
-ზუსტად, მეც მაგას ვამბობ. მგონია, რომ ეს ქორწილი შენც გაწყობს და მხოლოდ ჩემს დაცვად არ ცხადდები. კლანის ძაღლებს შენი შეჭმა უნდათ არა? - ცინიკურად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და სარკეში არეული თმა გაისწორა.
-ენას ზედმეტად ნუ ატრიალებ, შენთვისვე აჯობებს ცოტა იცოდე. შეწყვიტე პანიკები და წამოდი.
-და რომ არ წამოვიდე რას იზამ?
-ძალით წაგიყვან, - მაჯაში ხელი ჩაავლო და ოთახიდან ძალით გაიყვანა. მიუხედავად ელენეს ძალისხმევისა მაინც ვერ შეძლო მისთვის ხელი გაეშვებინებინა და ტირილით გაჰყვა უკან. სანამ სტუმრებთან შევიდოდნენ, გიორგი მიუბრუნდა, თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა და გაუღიმა, - ეცადე თავი ისე მოაჩვენო თითქოს ძალია გიყვარვარ. ხოო და კიდევ, - ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და გაუკეთა, - ეს აღარასდროს მოიხსნა.
-იმდენად მძულხარ, რომ არ მგონია ეგ გამომივიდეს.
-შეეცადე მაინც, - ხელი ჩაჭიდა და მისაღებისკენ გაუძღვა.
-მოიცადე, მოიცადე, - კიდევ ერთხელ გააჩერა და შეევედრა, - გთხოვ გამიშვი, ძალიან გთხოვ.
-არ შემიძლია, ვწუხვარ, - უთხრა და კარი შეაღო. ელენეს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. ოთახში ექვსი მკაცრი გარეგნობის მამაკაცი იყო, მათ შორის რაულიც, მაგრამ იმ ხუთისგან მოდიოდა ყველაზე დიდი დაძაბულობა. ელენე შეშინებული უყურებდა იქ მსხდომთ, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ. ოთახში შემოსული გოგონა რომ დაინახეს ფეხზე წამოდგნენ და ქედი მოუხარეს ლამაზმანს. ამაყი ჩანდა ელენე, როგორც ეს მაფიის ბოსის საცოლეს შეჰფეროდა, სახეზე სიმკაცრე და თავდაჭერილობა აესახა მოულოდნელად, ასე ცდილობდა საკუთარი შიშის ჩახშობას, წარბები შეკრა და ასე მიესალმა ყველას. ხელზე ემთხვივნენ როგორც მათი წესი მოითხოვდა. ახლა ის მათი ,, ქალბატონი" ხდებოდა.
-მიხარია თქვენი გაცნობა ჩემო ქალბატონო, ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის დიდი ბედნიერებაა თქვენი გაცნობა და გიორგის გვერდით თქვენი ხილვა,- კიდევ ერთხელ ემთხვია ხელზე ,,კრისა", რომელსაც ძლიერად ჩაებღუჯა მისი მარჯვენა. მადლობა გადაუხადა და ხელი თითქმის გამოგლიჯა. გიორგის სახე აელეწა, არ ესიამოვნა მამაკაცის ეს ქცევა, ეჭვიანობის ნაპერწკალი გაღვივდა მის გულში, ელენეს თვალით ანიშნა, რომ დამჯდარიყო და გვერდი-გვერდ დასხდნენ დივანზე.
იმ საღამომ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა ელენესთვის, ერთი სული ჰქონდა სტუმრები წასულიყვნენ და თვითონ ოთახში ჩაკეტილიყო, ახლა მისთვის ყველაზე დიდ საფიქრალს იძულებითი ქორწინება წარმოადგენდა. თავს უსუსურ ადამიანად თვლიდა, რადგან საკუთარი თავის და ძმის გადასარჩენად სხვა ვერაფერს აკეთებდა. თავისი სიჯიუტით ნიკოსაც საფრთხეს უქმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ასეთი საშინელება გაუკეთა, მაინც ფიქრობდა მასზე.
ოთახში ჰაერი არ იძვროდა და ელენეს სუნთქვა გაუჭირდა, ოფლმა დაასხა და კანკალი დააწყებინა, შორიდან მოესმა შეკითხვა ,, ქორწილს როდის აპირებთ" და ასევე შორიდან მოესმა პასუხიც ,, შემდეგ კვირას". ჰაერი უფრო მეტად შეიკუმშა ოთახში და სიგარეტის კვამლმა მხედველობაც დაუბინდა. დასამშვიდებლად გიორგის ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა და ჩასუნთქვა სცადა. არც ერთ მამაკაცს უყურადღებოდ არ დარჩენია მომხდარი, ყველა გოგონას მიაშტერდა და ამით უფრო შეუზღუდეს სუნთქვისთვის განკუთვნილი არეალი. გიორგიმ მხრებზე ხელი მოხვია და ახლოს მიიზიდა, თმაზე მოეფერა და ყურში ჩასჩურჩულა რაღაც.
-ვერ ვსუნთქავ, - ძლივს ამოთქვა ელენემ და მხარზე მიესვენა გიორგის. ყველანი ფეხზე წამოცვივდნენ. სანთელივით გაფითრებული ელენე უკვე ხელში ყავდა აყვანილი დათო რომ შემოვიდა და შენთან სალაპარაკო მაქვსო გიორგის მიეახლა.
-ახლა მაგის დრო არ არის დავით, სტუმრები გააცილე, - შემოსულს დაუბარა და ბუმბულივით მჩატე გოგონა კიბეებზე ლამის სირბილით აიყვანა. იმ ღამეს თვალი არ გაუხელია ელენეს, გიორგის კი ერთი წამითაც არ მოუხუჭავს, მის გვერდით იწვა და მის თავქვეშ ხელი ამოედო.
ათასი ფიქრი ტრიალებდა მის თავში და ყოველი ფიქრი ამ ქალისკენ იყო მიმართული. გული წინაღამინდელივით შეუტოკდა და შიშისგან აუფორიაქდა.
მოულოდნელად დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდა მისი ტუჩების ხელმეორედ დაგემოვნებისა, მისი თმის სურნელის და სხეულის სითბოს შეგრძნებისა. სახე ახლოს მიუტანა და მის ტუჩებს შეეხო, ტანში სასიამოვნო და ამავე დროს საშინელმა ჟრუანტელმა ერთდროულად დაუარა. სუნთქვა აუჩქარდა, გულის ცემაც აუჩქარდა და დაუოკებელმა წყურვილმა შეიპყრო მისი დაუფლებისა. უსამართლობაა, რომ ღმერთმა ქალი კაცის საცდუნებლად შექმნა. მოულოდნელად გასწორდა და მზერა ჭერს მიაპყრო, ღრმად სუნთქავდა და ელენესკენ აღარ იყურებოდა. ეშინოდა ისეთი რამ არ ჩაედინა რასაც მერე საკუთარ თავს ვეღარ აპატიებდა. თვალები დახუჭა, მაგრამ რული არ მიეკარა. ის ღამე საყვარელი ქალის თვალთვალში გაათია.


*** ( XII ) ***

დილის სინათლემ თვალი მოსჭრა და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, სახეზე გაშლილ ხელს იფარებდა და მზის სხივის მოჩრდილვას ცდილობდა. უკვე უკმაყოფილოდ კრუტუნებდა, როცა მოულოდნელად ჩრდილი აეფარა სახეზე და მზის სინათლე ჩააქრო. კმაყოფილმა თვალები გაახილა და მოულოდნელობისგან შეჰყვირა. მის დანახვას არ ელოდა, ეგონა ესიზმრებოდა და წამწამები ერთმანეთს რამდენჯერმე შეაწება და დააშორა, მაგრამ ლანდი არ გაქრა. ბოლოს დარწმუნდა მის სინამდვილეში და საწოლზე წამოჯდა. მის პირდაპირ სკამზე იჯდა, მუხლებს იდაყვებით ეყრდნობოდა და შეერთებული თითებით ტუჩებს ეხებოდა, ახალგაღვიძებულს თვალს არ აშორებდა. ცოტახანს ხმას არც ერთი იღებდა, ადგილზე გაყინულები, აგრეთვე გაყინული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და ასე კონტაქტობდნენ, ბოლოს ეს უსასრულო სიჩუმე გაუსაძლისი რომ გახდა გიორგიმ ტუჩებს თითები მოაშორა და ლაპარაკი დაიწყო.
- გისმენ…
- რას მისმენ…
- წამალს რატომ არ სვამ.
- ვსვამ…
- ნუ მატყუებ, - თვალგაშტერებულმა მშვიდად ამოთქვა, თუმცა ელენემ მაინც შეატყო ხმაში სიბრაზის ნაპერწკლები,-იგივე რაოდენობისაა რაც წინა დღეს დავტოვე.
-ვცდილობ დამოკიდებული არ გავხდე,-თვალი მორცხვად აარიდა,-არ მინდა წამალზე დამოკიდებულმა გავატარო მთელი ჩემი სიცოცხლე.
-და თუ გჭირდება მაგ სიცოცხლისთვის? - ბუნდოვანი თვალებით უყურებდა.
-მაგის გარეშეც შეიძლება იცოცხლო.
-მართლა? - თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და სკამის საზურგეს მიეყრდნო, - გუშინ წინ ლამის ხელებში ჩამაკვდი, გუშინ გონება დაკარგული ამოგიყვანე ოთახში, და დღეს რას აპირებ? - ცინიკურად გახედა.
-დღეს ვეცდები შენს მკლავებში არ აღმოვჩნდე,- ამ სიტყვებზე მამაკაცმა გულიანად გადაიხარხარა, სიცილის დროს თვალის კუთხეებში პატარა, წვრილი ნაოჭები იჩენდა თავს და უფრო მეტ ხიბლს სძენდა ისედაც ზედმეტად სიმპათიურ გიორგის, - რა გაცინებს?
-ჯერ კიდევ ვერ ხვდები ხო?
-რას ვერ ვხვდები?-გაოგნებული თვალებით უყურებდა მოცინარ მამაკაცს. გიორგი დასერიოზულდა და ისევ ჩაფიქრებული, ერთდროულად ბრაზ და წყენა მომდგარი თვალებით გახედა.
-ელენე, საქმე იმაში კი არ არის, რომ შენი ხელში აყვანა მიწევს, საქმე იმაშია რომ მაშინებ, ძალიან მაშინებ.
-გაშინებ? ნუთუ შენ რამის გეშინია? - ოდნავ ჩაღიმებით ჩაილაპარაკა.
-კიი მეშინია, მეც მაქვს შიშები. მისმინე ელენე, გგონია რადგან მაფიის ბოსი ვარ არაფრის უნდა მეშინოდეს? - მხრები აიჩეჩა, - მეშინია და თან, როგორ. ერთი რამის მეშინოდა და ჩემი შიში გამართლდა. ახლაც მაქვს ეს გრძნობა და მეშინია ისევ არ გამართლდეს.
-რისი გეშინოდა ან ახლა რისი გეშინია?
-ამას შენთვის არ აქვს მნიშვნელობა, - ფეხზე წამოდგა და საწოლის კიდეზე დაგდებულ სიგარეტის ყუთსა და სანთებელას დასწვდა, - ყველაფრით ნუ ინტერესდები, - სიგარეტს მოუკიდა და აივანზე გავიდა. წუთის შემდეგ კარის ჩარჩოს მიეყრდნო და განაგრძო, - გინდა სიმართლე გითხრა? - ჭინჭრის ორი ყლორტივით მუქ, მწვანე თვალებში ინტერესი ჩაუდგა, - ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით, - ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი გარეთ გამოუშვა, - ოთხ წელზე მეტია რაც მათი ბატონი ვარ და ვატყობ, რომ სრულიად გამოვიფიტე. დავიღალე ამდენი ჩხუბით, შურის ძიებით, სისხლის ღვრით, მწვალებლობით. ჩემი ეს მდგომარეობა სიმდიდრედ და დიდ ძალაუფლებად მოგეჩვენება, მაგრამ ჩემთვის ყოველი ერთი გათენებული დღე ჯოჯოხეთის გზაზე გადადგმული ერთი ნაბიჯია, - ბოლო ნაფაზი დაარტყა და ნამწვი მოისროლა, ცოტახანს დუმდა და ცას შეყურებდა, მერე თითქოს სადღაც შორიდან გაისმა მისი ნისლიანი ხმა, - ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამას ვერ ვაჩერებ. შენ ერთხელ მკითხე, შენი ცოლად მოყვანით მეც გამიკეთდებოდა თუ არა საქმე, - თავი მოაბრუნა და დანისლული მუქი ყავისფერი თვალები შეანათა, - კი, ზუსტად ასეა. ჩემი ვადა იწურება. როდესაც კლანის ბატონის გავხდი პირობა წამიყენეს, ხუთი წლის განმავლობაში თუ ოჯახს არ შევქმნიდი მომიწევდა სხვისთვის დამეთმო ადგილი, და მე ეს არ მინდა,-საწოლთან მდგარ სკამზე დაჯდა და საზურგეს მიეყრდნო, - არა იმიტომ, რომ ეს ძალაუფლება მომწონს, არამედ იმიტომ, რომ რაღაცის შეცვლა მინდა.
-რას გულისხმობ?
-ისინი ძაღლები არიან ელენე და ხოო, გუშინ ზუსტად აღნიშნე ჩემი კლანის ძაღლებს ჩემი შეჭმა უნდათ.
- და მე სატყუარა ვარ?! - ხმაში წყენა შეერია ელენეს.
-სატყუარა არა, შენ საშუალება ხარ, რომ ამ საშინელ ისტორიას კარგი დასასრული ჰქონდეს.
-მე სათამაშო არ ვარ…
-არ მითქვამს, რომ სათამაშო ხარ, მაგრამ შეგიძლია დახმარება გამიწიო…,-მერე ცოტახნით დადუმდა და ისევ გააგრძელა, - აქამდე ძალას გატანდი და გაიძულებდი, რომ ცოლად გამომყოლოდი, მაგრამ ახლა მინდა არჩევანის უფლება მოგცე. რასაც შენ გადაწყვეტ…, - დუმილი ჩამოწვა, სიტყვები სადღაც გაქრა და გამაყრუებელი სიჩუმე ოთახში წუოდა. ბოლოს, როგორც იქნა ელენემ ამოიღო ხმა.
-მაგრამ შენ ყველასთვის ნათქვამი გაქვს, რომ ვქორწინდებით,-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა,-და ქორწილი შემდეგ კვირაშია.
-ნუთუ არ შეიძლება ვიჩხუბოთ და დავშორდეთ?! - სევდიანი ღიმილით ამოთქვა და დაბინდული თვალებით გოგონას სახის თითოეული ნაკვთი შეისწავლა.
-და ჩემს ძმას არ უჩივლებ?
-შენი ძმისთვის ჩივილს არც არასდროს ვაპირებდი, ეს მხოლოდ საშუალება იყო შენი ამ სახლში დატოვებისა.
-ე. ი თუ მომინდა ნებისმიერ დროს შევძლებ აქედან წასვლას? შენგან წასვლას?
-თუ გინდა ჩემგან წახვიდე, მაშინ კიი, - თვალებში სევდა ჩაუდგა, მისმა ღიმილმა ძალა დაკარგა.
-იცი?! ახლა, როცა მათავისუფლებ და მიშვებ, თითქოს აღარ მინდა წასვლა,- საწოლიდან წამოიწია და წამოდგა, ახლა გიორგის წინ მშვენიერი ქანდაკი ასვეტილიყო, გრძელი თმა რომ აბურდვოდა და ვარდისფერი პენუარი ადგილ-ადგილ დაკუჭვოდა, - არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მეუბნება, რომ დავრჩე, თან არც ჩემი ძმა და არც ანა ქვეყანაში არ არიან, მე კი მეშინია მარტო ყოფნის. ასე რომ მოგიწევს ჩემი ატანა, - ტუმბოზე დადებული სიგარეტის კოლოფი აიღო, დააკვირდა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, - რა სიამოვნებას ხედავთ ამ სიგარეტში.
-ნერვებს აწყნარებს…
-მეც დამიწყნარებს? - გიორგიმ წარბი აუწია, - რა იყო? არ მაქვს უფლება? ჯერ ჩემი ქმარი არ ხარ და უკვე აკრძალვები დაიწყე? - მისი გამხიარულება სცადა, მაგრამ მის სახეზე ოდნავი ღიმილის ნატამალიც არ იყო.
-არ მომწონს ქალებირომ ეწევიან, - მრისხანებამ გაირბინა მის ხმაში, ფეხზე წამოდგა და კოლოფი გამოართვა, - ყველაფერში კაცებს რომ ბაძავთ არაა მოსაწონი.
-ოჰ, თქვენ რომ საყურე წაგვართვით? გრძელი თმაც და წარბებსაც იქნით,-ვითომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-შეიძლება ჩამორჩენილი დამიძახო, მაგრამ მასეთი ბიჭების არსებობის არ მესმის, ვერ ვიტან. შეიძლება ორიენტაცია -,, მამაკაცი" იყოს, მაგრამ რთულია პი*არასტისგან გაარჩიო, შენთან ბოდიში ამ სიტყვის გამო.
-არ იღელვო მაგაზე.
-ღმერთმა რადაც მოგავლინა ის უნდა შეირგო. რომ სდომოდა პირდაპირ ქალად შეგქმნიდა, კაცის შექმნისთვის კი აღარ იწვალებდა.
-გეთანხმები. არ მომწონს ბიჭზე საყურე და არც გრძელი თმა, მაგრამ წარბები უნდა ამოიქნან ზოგ-ზოგიერთებმა, აბა რა უბედურებაა მაზდას ლოგოს რომ გვანან ხოლმე? - ელენე აკისკისდა და გიორგიც აიყოლია. ზუსტად ამას ცდილობდა და მიზანს მიაღწია კიდეც. გიორგის თვალები დათბა, ბურუსი გაიფანტა და წმინდა ყავისფერი გაუხდა, ელენეს მწვანე თვალებში კი სიყვარულის პატარა ნაპერწკალმა გაიელვა.
-მხიარული ხარ, მიხარია, რომ იცინი და აღარ ჩხუბობ, - თვალი ჩაუკრა.
-თუ არ გამაბრაზებ გიჟი კი არ ვარ ვიჩხუბო…
-ე. ი შევთანხმდით? ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება და მეტი არაფერი, - ხელი გაუწოდა ჩამოსართმელად.
-შევთანხმდით მხოლოდ ერთი პირობით….
-რა პირობით? - დაეჭვებით გახედა და ნაზ თითებს თავისი ჩასჭიდა.
-სადმე წავიდეთ…


***

- ბატეთის ტბა არის მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, რომელიც ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს და 12 მეტრის სიღრმისაა. მეწყერი, რომელმაც ტბა წარმოქმნა სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. თავად ტბის წყალი მუდამ გამჭირვალე და მტკნარია, გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით, რომელიც წელიწადის ამ დროისთვის ულამაზეს პეიზაჟს ქმნის და მტკნარ ტბაში ირეკლება. დეკემბრიდან მარტამდე გაუდნობელი ყინულითაა დაფარული, ამიტომ შეგვიძლია ვთქვაათ, რომ გაგვიმართლა, - მანქანის ძრავი გამორთო და გადავიდა, - წამოდი, ცოტა ფეხით უნდა გავიაროთ. იქ სადაც ჩვენ მივდივართ მანქანა ვერ მივა, - ელენე მანქანიდან ფრთხილად გადავიდა და ზურგით კარს მიეყრდნო, სამ საათიანმა მგზავრობამ ძალიან დაღალა, მაგრამ ნამდვილად უღირდა ეს დაღლა ამ სილამაზის სანახავად.
წითელი, ყვითელი, მწვანე და ყავისფერი ფოთლებით გაფორმებულ ხალიჩაზე მდგარი ხეები თითქოს თავს იწონებდნენ და იმავე ფერებში გაწყობილი კაბებით მნახველებს იზიდავდნენ. თითქოს ნისლი ჩამოწოლილიყო მაღალი ხეების წვერზე და ნელ-ნელა ქვევით მოიწევდა. ახლა ოქტომბერია, დრო როცა ნისლი იღვიძებს მთებში და სასეირნოდ მიემგზავრება.
გარემოს თვალიერებისას ვერც კი შეამჩნია, რომ გიორგის საგრძნობლად ჩამორჩა, მუხის ხის ქვეშ ჩერდებოდა და გამხმარ ფოთლებში რკოებს ეძებდა, ეს მამამისს ახსენებდა. გონს, რომ მოეგო გიორგი ვეღარ დაინახა და ძალიან შეეშინდა, უკვე ბნელდებოდა და ალბათ ცხოველებიც გამოვიდოდნენ სანადიროდ. უკვე მამაკაცისთვის დაძახებას აპირებდა, რომ ხელზე დაეჭიდნენ და უკან შეაბრუნეს, შიშისგან იკივლა. გიორგის დანახვამ გაახარა და უნებლიედ მის კისერს ხელები შემოხვია, ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
- მეგონა დაგკარგე…, - მამაკაცის ხელები ქალის წვრილ წელს შემოეხვია და თავისკენ მჭიდროდ მიიზიდა, მაგრამ მოულოდნელად ხელიდან გაუსხლტა და უკან დაიხია.
- მე კიდევ მეგონა, რომ აქ დამტოვე…, - შუბლზე ჩამოყრილი თმა უხერხულად გადაიწია და გაყინული თითები ტუჩებთან მიიტანა.
- არასდროს… არასდროს დაგტოვებ მარტოს,- მისი ცალი ხელი საკუთარში მოიქცია და წინ გაუძღვა, - სწრაფად უნდა წავიდეთ, თორემ აქ მალე ღამდება.
დაახლოებით 15 წუთიანი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. სამკუთხა სახლი, პირდაპირ ტბის პირას, ჩამოცვენილი ფერადი ფოთლებით დაფარული სახურავით, სახურავზე ბუხრის მილით, კრემისფერი კედლებით. პატარა ოთხკუთხა ფანჯრები და ოთახი სხვენში. ყავისფერი კარები და წარწერა კარის თავზე ,, welcome", თითქოს ზღაპრულ სამყაროში შესასვლელად გიხმობდა. შესასვლელთან პატარა ხის მაგიდა და ორი პატარა სკამი. ფანჯრებზე ყვითელი ყვავილები. სახლის გვერდით პატარა ნაძვები და საბუხრე შეშა. ეს ის ყველაფერი იყო რაზეც ელენე ხშირად ოცნებობდა. სახლი ტბის პირას, ხეების ჩრდილში.
-ულამაზესია, - აღფრთოვანებისგან აღმოთქვა და სულმოუთქმელმა გიორგის ხელი უფრო მჭიდროდ ჩაჭიდა, - თითქოს ჩემი ოცნება აასრულე.
-სახლი ტბის პირას? ეს ჩემი სამყაროა, ადგილი სადაც სულიერად ვისვენებ, ადგილი რომელიც არავინ იცის და შენ პირველი ხარ ვინც აქ მოვიყვანე. წავიდეთ, - წაქცეული ხის მორიდან ფრთხილად ჩამოსვა და სახლისკენ გაუძღვა,-სამწუხაროდ სინათლე არ გვაქვს. მხოლოდ სანთლებით და ბუხრის ცეცხლით შევძლებ გავანათო ოთახი.
-რა რომანტიკული ხარ, - ჩაიცინა და მიმავალს უკან გაჰყვა. გიორგიმ კარში გასაღები მოარგო და გადაატრიალა, კარი ჭრიალით შეიღო და ბნელში ჩამალული, ცივი ოთახი შემოეგებათ. შიგნით იმაზე მეტად ციოდა ვიდრე გარეთ. ტბისკენ მიმართული კედელი მთლიანად ვიტრაჟიანი იყო, წითელი სქელი ფარდა ოდნავ გადაწეულიყო და სინათლის ბოლო ამოსუნთქვას ატარებდა. მარჯვენა კედელთან ბუხარი და საბუხრე შეშა იყო, ბუხრის წინ კი თეთრი დივანი თავისი სავარძლებით. მარცხენა კედლის კუთხეში პატარა სამზარეულო, რომელსაც მთლიანი ოთახისგან დაბალი ბარი ჰყოფდა. ვიტრაჟიან კედელში ჩამაგრებული კარი ვერანდაზე გადიოდა, რომელიც პირდაპირ ტბაში იყო ჩასული ოჩოს ფეხებით. სხვენში ასასვლელი კიბეები კედელს მიუყვებოდა პატარა საფეხურებით. კიბის ქვეშ წიგნების კარადა იდგა, როგორც ძველი, ასევე ახალი წიგნებით სავსე.
-მე ბუხარს ავანთებ, რომ გავთბეთ, შენ კი თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, - შეშა კონუსისებურად დაალაგა, ზედ ბლანტი სითხე დაასხა და ცეცხლი მოუკიდა, მალე მთელი ოთახი ბუხრის მწველმა სინათლემ აავსო. ბუხრის მერე სანთლები აანთო უფრო მეტი სინათლისთვის და სხვადასხვა კუთხეში დაალაგა. რომ დაასრულა და შემოტრიალდა ელენეს უკვე აეღო ერთი წიგნი კარადიდან და დიდი ინტერესით კითხულობდა ბუხრის მკრთალ შუქზე, გიორგი რომ მიუახლოვდა თავი ასწია და განცვიფრებული თვალები შეანათა.
- ეს წიგნი შენ საიდან გაქვს? - დახურა და ყდა დაანახა,-ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა, ყიდვა ვერ შევძელი. სად არ ვეძებე, მაგრამ ვეღარსად ვიპოვე.
- ,, აიდა" ჩემი მეგობრის წიგნია, როგორც კი დაიბეჭდა თავისი ავტოგრაფით მაჩუქა, - წიგნი გადაატრიალა და უკანა ყდაზე გაკეთებული წანაწერი ამოიკითხა - ,, სახსოვრად ჩემ საყვარელ მეგობარ გიორგის, რომელმაც მუდამ იცოდა რა მიჭირდა და რა მტკიოდა, მარტო არასდროს მტოვებდა და მუდამ მამხნევებდა. მადლობა შენ, რომ ჩემი ტკივილები გაიზიარე. მიყვარხარ. ქეთი".
-ღმერთო, ე. ი ამ გოგოს იცნობ? ახლა სად არის? ან მეტი წიგნი რატომ აღარ გამოუშვა?
-კიი ვიცნობ. რთული პერიოდი ჰქონდა რომ გავიცანი, ეს რომანიც რთულ პერიოდში დაწერა. არ ეგონა ასეთ აღიარებას თუ მოუტანდა ეს ერთი პატარა წიგნი, თუმცა ცდებოდა. ახლა საზღვარგარეთ არის წასული, ოჯახთან ერთად, საქმეები დაულაგდა და სამოგზაუროდ წავიდა.
-შეიძლება ავიღო, - ინტერესიანი თვალი შეავლო წიგნს და თავი კმაყოფილმა გადახარა გვერდზე.
-კი, რა თქმა უნდა. წამოდი ბუხართან, გათბები.
-შეგიძლია ავტორზე მიამბო? რა სჭირდა ან რა პრობლემები ჰქონდა? - სავარძელში ფეხმორთხმით ჩაჯდა, მუხლებზე ,, აიდა" დაიდო და მოსასმენად გაემზადა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
-მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ავტორი 21 წლის გოგონაა, შენი სიმაღლის და აღნაგობის, გრძელი წაბლისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვს.
-ეს ხომ ისედაც ვიცი?! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი და წიგნი გადაფურცლა -,, თუ შენს სულში დარჩა თუნდაც ერთი აყვავებული ტოტი, მასზე აუცილებლად დაჯდება მგალობელი ჩიტი",-ძალიან მომწონს.
-შეგიძლია წაიღო, - ბუხრისკენ დახრილმა გიორგიმ გაუღიმა და ცეცხლში შეშა ჩაამატა. ის საღამო ელენემ ,, აიდას" კითხვაში გაიყვანა, გიორგიმ კი მის მოსმენაში.
,, თუ შენს სულში დარჩა თუნდაც ერთი აყვავებული ტოტი, მასზე აუცილებლად დაჯდება მგალობელი ჩიტი" - ამ წინადადებამ გიორგი ძალიან დიდი ხნის წინ ჩააფიქრა და გულში ჩაახედა, ახლა კი მისკენ გახედვით, ცეცხლი ნახევარ სახეს ძლივს რომ უნათებდა, მგალობელი ჩიტი დაინახა.


***
შებინდებულზე კაცები შეიკრიბნენ, თავში ბატონი კახაბერი იჯდა, გვერდით რაული მიესვა და მოსულთ კმაყოფილი უყურებდა. დიდი ხანი გეგმავდა ამ შეხვედრას, დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს და აი როგორც იქნა დადგა ეს დღეც. ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანი მოყვასთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ : ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს ( ფრანსუა დე ლაროფშუკო).
-როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, ჩემო მეგობრები. ამდენი წელი გავიდა და როგორც იქნა დავბრუნდი და ახლა ყველა საქმეს მე მოვკიდებ ხელს, - რაულს კმაყოფილმა გადახედა და განაგრძო, - ჩემმა ვაჟმა, რაულმა, ყველაფერი მიამბო, ყველაფერი რაც აქ მოხდა და სიმართლე გითხრათ არ მომეწონა. რაც მე წავედი, ჩემს მეორე ვაჟს აუღია სადავეები და ყველაფერს ისე მართავს როგორც უნდა. და თქვენ რას მიკეთებდით მთელი ამ დროის განმავლიბაში?
-ჩვენ ვერაფერს ვიზამდით ბოსს, გიორგის თავისი ხალხი ყავს და თქვენზე ბევრიც.
-და ამან შეგაშინათ? ლაჩრების ხროვა ხართ და მეტი არაფერი, - განრისხება შეეტყო ხმაში,- ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, არაფერში არ უქნიხართ ღმერთს.
-და ბატონ გიორგის რას უპირებთ?
-თქვენი, ბატონი გიორგი ყველა საქმეს ჩამოშორდება.
-უბრალოდ მიხვალთ და ეტყვით, რომ ადგილს ახევთ?
-შენ ძალიან ბევრს ლაპარაკობ და მერე მოგხედავ, - თითი ავისმომასწავლებლად დაუქნია ახალგაზრდა მამაკაცს,-როგორ და რანაირად ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა,- კიბეებზე ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი ახალგაზრდა ჩამოვიდა და კახაბერს მიეახლა.
-ყველაფერი მზად არის, ჩვენი ბიჭები ადგილზე მიდიან.
-საქმეს მიხედეთ, ყველაფერი ამაღამ უნდა მოხდეს, - ბიჭმა თავი დაუქნია და ისევ კიბეს აუყვა ზემოთ,-თქვენც საქმეს მიხედეთ, - მიმართა შეკრებილთ და მისაღებიდან გავიდა. ქერა თმიანმა ბიჭმა, რომელიც კახაბერს შეეპასუხა, ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.

***

,, აიდას" მეოთხე თავის დასრულების შემდეგ დაღლილობა იგრძნო და წიგნი დახურა. საზურგეს მოსწყდა და ხელები მაღლა გაშალა, თვლემა მოერია და თან შიმშილიც იგრძნო. თვალი მამაკაცის, ნახევრად განათებული სახისკენ გაექცა, ყავისფერ თვალებში ცეცხლის ალები რომ დასთამაშებდნენ. მის ნაკვთებს თვალს ვერ აშორებდა, მუქი მეტყველი თვალები, სწორი ცხვირი, მაცდუნებელი ტუჩები, შუბლზე ოდნავჩამოყრილი თმა, სქელი სწორი წარბები, თითქოს რაღაც ხიბლს უჩენდა ელენეს გულში. ფიქრობდა შეიძლებოდა თუ არა შეყვარებოდა ეს ადამიანი სხვა ვითარებაში რომ გაეცნო, იქნებ მართლაც შეყვარებოდა და ბედნიერი ადამიანი კი არ ეთამაშა არამედ მართლა ყოფილიყო ასეთი. და ასეც რომ შეყვარებოდა? რა მოხდებოდა რომ შეყვარებოდა? მისი შეყვარების მერე იქნებოდა თუ არა ისეთი ბედნიერი, როგორიც სხვა წყვილები იყვნენ? იმას თვითონაც ხვდებოდა, რომ ამ ბიჭის მიმართ უკვე აღარ იყო ინდიფერენტული, გულგრილი. ამას მაშინ მიხვდა, როცა გიორგიმ აკოცა სამზარეულოში, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ აყოლოდა. პირველად მაშინ ჩაეღვარა გულში სითბო, დათბა და ვერანაირი სიცივე ვეღარ მიეკარა. მაშინ დაარტყა და მისგან გაიქცა, მაგრამ გული ისე ძლიერად უძგერდა, ლამის საგულედან ამოუვარდა. როგორც იქნა დაუზავდა გული, ომს მშვიდობა არჩია, სიძულვილს სიყვარული. ეს იმდენად ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა, იმწუთიერად აჩქარებულ გულზე ხელი იტაცა. მაინც რა იყო ამ მამაკაცში ისეთი რამაც ელენე მოხიბლა, ან რატომ მიიზიდა ამ სულით ბინძურმა ადამიანმა ასე ძლიერ. მერე მოულოდნელად საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა და გიორგის გამართლება დაიწყო. ისეთი ბავშვობა რომ ჰქონოდა, როგორიც გიორგის ჰქონდა ალბათ თავად ჭკუიდან შეიშლებოდა. 16 წლის ასაკში ადამიანი მოაკვლევინეს, საკუთარმა მამამ ჩაადენინა ეს სისასტიკე. სამი წელი არასრულწლოვნების გამოსასწორებელ კოლონიაში, ხოლო ორი წელი შიდაპატიმრობაში გაატარა. ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაექცა. სანუგეშოდ დედაც არ ჰყავდა. ამაში კი ჰგავდნენ ერთმანეთს, არც მას ჰყავდა დედა და მანაც დაკარგა ბავშვობა. ცხოვრება საშინელი საჩუქრებით არის სავსე, გიხარია, ლამაზ ყუთს ხედავ, გახსნი და ბუუმ! საზიზღარი მასხარა ამოხტება, საზიზღარი სიცილით და გულს გაგიხეთქავს. არავინ იცის რას გიმზადებს ან როდის მოგისვრის ხრამში. ყველაფერი კარგად ვერ იქნება.
ცეცხლის ალს ჩაფიქრებული შეჰყურებდა, როცა დაჟინებული მზერა იგრძნო. გახედვის თანავე მის თვალებს შეეჩეხა, თბილად და თითქოს სიყვარულით რომ უმზერდნენ. ყველაზე ბედნიერი კაცი იქნებოდა ამ ქალის სიყვარულს თუ მიიღებდა საჩუქრად, მაგრამ სამწუხაროდ გული ჰქონდა გაყინული მის მიმართ. ერთი და იგივე ფიქრები ორ ადამიანში. რა მოხდებოდა ერთმანეთი სხვა ვითარებაში რომ გაეცნოთ, რომ შეყვარებოდათ და ბედნიერება მართლა შეეგრძნოთ, მაშინ ხომ თამაში აღარ მოუწევდა ელენეს და მისი გრძნობები ნამდვილი იქნებოდა. და ასეც რომ შეყვარებოდა? ამ მდგომარეობაში, ან ნაძალადევად სიყვარული შესაძლებელია? იმას კი ამჩნევდა, რომ ელენეს თვალებში, მართალია მკრთალად, მაგრამმაინც, სიძულვილის მაგივრად სითბო და ცოტაოდენი სიყვარულიც მოუჩანდა. როდისმე თუ ეღირსებოდა, რომ ეს წვრილი ნაპერწკლები სიყვარულის ცეცხლად გადაქცეულიყო. ყოველთვის ამბობდა, რომ ქალი ეშმაკია და არასანდო. ახსოვდა დავითთან კამათი სავადმყოფოდან გამოსულმა ელენე პირველად რომ ნახა, ზუსტად ახსოვდა რაც უთხრა :- ქალები ხშირად იკეთებენ ნიღაბს, რომ შეგაცდინონ და შემდეგ სიცოცხლეს გამოგასალმონ. რომ შეხედავ ქალი ყოველთვის ფრთიანი ანგელოზია, მოგხიბლავს, თავისი სილამაზით დაგატყვევებს და ბოლოს როდესაც თავისად დაგიგულებს კლანჭებსა და ეშმაკის კუდს ერთდროულად გამოაჩენს, აი მაშინ მიხვდები, რომ მწარედ შეცდი, მაგრამ შენი სინანული გვიანი აღმოჩნდება. და აი ახლა, როცა ამ ქალის წინ ზის ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ მის კლანჭებში აღმოჩნდა. მაინც რამხელა სილამაზეა მის წინაშე, თითქოს მის შემქმნელს მთელი მსოფლიოს სილამაზე გამოეყენებინოს და დაებედებინოს. ,, თრობა რომც არ გინდოდეს ქალი უღვინოდ დაგათრობს“. ( ჩემია)
თითქოს ორივე ერთდროულად მოეგო გონს, ელენემ მორცხვად დახარა თავი და გაეღიმა. უკვე ზუსტად იცოდნენ ერთმანეთის გრძნობების შესახებ, მაგრამ ორივემ დუმილი არჩია.
-თუ დაიღალე, მეორე სართულზე საწოლია და შეგიძლია დაისვენო, - მისი მორცხვობით გამხიარულებული გიორგი დივნიდან წამოიწია და ბუხარში კიდევ ერთი შეშა შეაგდო.
-არა არ დავღლილვარ, მაგრამ თითქოს მომშივდა. გააქვს რამე საჭმელად გამოსადეგარი? - კუთხის სამზარეულოსკენ თვალი გააპარა.
-ააამ, შეიძლება რაღაც მქონდეს, - სამზარეულოს კარადიდან ჩიფსები გამოიღო და შუშის ჯამში ჩაყარა, - გაწყობს? - ბუხრის წინ პატარა მაგიდაზე დადგა და დივანთან იატაკზე ჩაცურდა, - მოდი.
-იცი ქალი როგორ უნდა მოხიბლო, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგდის, - ჩაიცინა და გვერდით მიუჯდა.
-სპეციალური სკოლა მაქვს გავლილი, - თმა ყურს უკან გადაუწია, ელენეს ღიმილი წაეშალა სახიდან.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას რატომ ვაკეთებ? - თვალმოუშორებლად თმაზე ხელი ჩამოუსვა და თითზე დაიხვია.
-ცდილობ მომხიბლო.
-მერე გამომდის? - აშკარა კმაყოფილება დაეტყო სახეზე, მის თმას თავს არ ანებებდა. ელენეს ხმა არ ამოუღია, პასუხი არ გაუცია, ჯამიდან ჩიფსს ჭამდა,- არაფერს მეტყვი? - უარის ნიშნად თავი გააქნია, - დუმილი თანხმობად ჩავთვალო?
-კითხვაზე პასუხს რომ არ გცემენ, უეჭველი თანხმობას ნიშნავს? იქნებ არ მინდა ჩემი ცუდი პასუხით გული გატკინო? - გაბრაზება შეეტყო ხმაში და თმა ხელიდან გამოჰგლიჯა.
-შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ახლა შენს თვალებში ვხედავ ამას.
-შენ ვერაფერს ხედავ, - ადგილიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ გიორგის უეცარმა დაქაჩვამ წონასწორობა დააკარგვინა და მის მუხლებზე ამოაყოფინა თავი, - რას აკეთებ, გაგიჟდი? - წამოსადგომად გაიბრძოლა, მაგრამ მამაკაცის ძლიერი მკლავებისგან თავი ვერ გაითავისუფლა.
-ხომ იცი, რომ ჩემგან ვერ გაიქცევი?
-ხელი გამიშვი, არ გაქვს უფლ…, - სიტყვა კოცნამ გააწყვეტინა. გიორგიმ დასარტყმელად გამზადებული ხელები ზურგს უკან გაუკავა და უფრო ახლოს მიიზიდა. გულში ცეცხლი აენთო და წამისწინანდელმა სიბრაზემ გადაუარა, ახლა ისიც ვნებიანად კოცნიდა მამაკაცს, რომლის ხელიც ლერწამივით წვრილ წელზე სრიალებდა. სხეული მოუდუნდა და მთლიანად გიორგის მიენდო, რომელმაც ხელში აიყვანა და დივანზე მიაწვინა. გრძნობა აშლილმა მის მაისურში შეაცურა ხელი და ხერხემალს დაუყვა, მამაკაცს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. მის სხეულს მოშორებული მაისური განუწყვეტლივ მობზუილე მობილურს გადაეფინა.
ელენეს ხელი შემთხვევით იარაღის ტარს შეეხო და შეკრთა. ამ ცივმა ლითონმა თითქოს სრულიად გამოაფხიზლა, ვნებები ჩაიხშო და თვალები აახილა, - გაჩერდი.
-რა მოხდა, - მის სხეულს ოდნავ მოშორდა და თვალებში ჩახედა, ჯერ კიდევ სწრაფი სუნთქვით ქალს მკერდი აუდ- ჩაუდიოდა.
-იარაღი გაქვს.
-მე იარაღი ყოველთვის მაქვს, - საქამრიდან ამოაძვრინა და მაგიდაზე გადადო,- ჩემნაირ ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იარაღი,-მის ვნებიან ტუჩებს კიდევ ერთხელ დაეკონა და ფეხზე წამოდგა, - იარაღი არ არის შენი შიშის მიზეზი,- მაისური აიღო ჩასაცმელად და მოციმციმე ტელეფონს დახედა. ხუთი გამოტოვებული ზარი უცხო ნომრისგან, მაშინვე უკან გადარეკა და სანამ ყურმილს მიღმიდან პასუხს გაიგებდა, შუშა ჩაილეწა. დივანზე წამომჯდარმა ელენემ საბრალურად დაიყვირა და თავზე ხელი იტაცა. მისკენ შეტრიალებულმა გიორგიმ მომხდარის გაანალიზება ვერ მოასწრო, რომ შუშის მსხვრევის ხმა ისევ გაისმა და კედელში ნახვრეტი გააჩინა. მერე მიხვდა, ესროდნენ.
-მოდი, მოდი სწრაფად, თავი არ ასწიო, - სავარძლის უკან გაიყვანა და იატაკზე დასვა, - შემომხედე, თავი მაჩვენე.
-კარგად ვარ, - საფეთქლიდან ხელს არ იშორებდა, თითებიდან ღვარად ჩამოსდიოდა სისხლი.
-შემახედე, - ძალით ჩამოაწევინა ხელი, ტყვიისგან გაჭრილ ყურის ზედა მხარეს დააკვირდა და მუჭში მოქცეული მაისური სისხლის შესაჩერებლად ჭრილობაზე მიადო. ამასობაში ტყვიების ახალი სეტყვა წამოვიდა.
-გვესვრიან, - დაიყვირა შეშინებულმა ელენემ და თავი ჩახარა, გიორგი ზევიდან ეფარებოდა.
-ვხედავ,-ქამარი მოისინჯა, მაგრამ იარაღი აღარ დახვდა, მერე გაახსენდა მაგიდაზე რომ დადო, - ჯანდაბა, ჩემი იარაღი მაგიდაზე დევს.
-თავბრუ მეხვევა, - თვალები მოჭუტა და გიორგის ისე შეხედა.
-გონება არ დაკარგო, გთხოვთ, - გულზე მიიკრა და თავზე აკოცა, - აქედან უნდა გაგიყვანო, მაგრამ ჯერ იარაღი უნდა ავიღო. აქ დარჩი,-ადგილს მოსწყდა, იარაღს ხელი დაავლო და ისევ უკან დაბრუნდა. კუთხეში მდგარ მაგიდასთან მივიდა, მსუბუქად გვერდზე გადააყირავა და ხალიჩის კუთხე ასწია. საიდუმლო გასასვლელი, კარი, რომელიც სახლის ქვეშ გაგიყვანდა. კარი გახსნა და ელენესკენ ხელი გამოიშვირა, - უნდა ჩაძვრე და გაიქცე. მიდი.
-ძალიან მაღალია, - უკან დაიხია, მაგრამ გიორგიმ გაქაჩა.
-ჩაძვერი, მე დაგიჭერ, - ფეხები იძულებით ჩააყოფინა და ხელზე დაეჭიდა, ნელ-ნელა ქვევით დასწია, რომ ფეხით მიწას შეხებოდა, მაგრამ მხარში ტყვია მოხვდა და ხელიდან გაუსხლტა. ელენე ფერდობზე დასრიალდა,-კარგად ხარ? ელენე ხმა გამეცი.
-კარგად ვარ, მგონი კოჭი ვიღრძე,-ფეხზე წამოდგა და კოჭლობით ისევ ფერდობს აუყვა.
-წადი, გაიქეცი. ტბას გაუყევი და მეორე ნაპირზე დამელოდე,თუ არ მოვედი პირდაპირ ივლი და სოფელში ჩახვალ.
-არა, შენს გარეშე არ წავალ, შენც წამოდი,-ხელი მისკენ გაიშვირა, მაგრამ გიორგიმ შეაჩერა.
-წადი მეთქი, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცი და უკან არ მოიხედო. წადი, - იატაკის კარი დახურა, ზურგით სავარძელს მიეყრდნო და იარაღი გადატენა.
-გიორგი…გიორგი…,-ხმა რომ არ გასცა ისე მოიქცა, როგორც მან უთხრა. ისე გაიქცა უკან არ მოუხედავს. ტყის სიღრმისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და ცდილობდა, როგორმე მეორე ნაპირირამდე მიეღწია. ხის ტოტები ხელებს და სახეს უკაწრავდა, მაგრამ ისევ გარბოდა და იქამდე არ გაჩერდა სანამ ფეხი არ დაუცდა და ფერდობზე არ დაგორდა. მეტისმეტმა ტკივილმა გონება დააკარგვინა.





*** ( XIII ) ***

გიორგის სახლთან შავი ლამბურჯინი ბორბლების ღრჭიალით გაჩერდა და რამდენჯერმე გაბმით დაასიგნალა. დავითი და ენტონი სახლიდან გამოცვივდნენ და ჭიშკართან გაჩერებული მანქანისკენ გაიქცნენ, რომლის მძღოლიც უკვე გადმოსულიყო.
-,,ქერა"? - დავითმა ჭიშკრის კარები გააღო და შიგნით შემოუშვა, - შენ აქ რას აკეთებ, რა ხდება ამ შუაღამეს.
-გიორგი სად არის? - დავითს მივარდა ბიჭი და ქეჩოში ხელი წაავლო, ენტონიმ იარაღი მიუშვირა.
-დამშვიდდი ბიჭო, ენტონი იარაღი შეინახე. გიორგი რაში გჭირდება?
-სად არის თქო? - დაიჟინა ,, ქერამ" და ნერვიულად სიარულს მოყვა.
-აქ არ არის. თუ მეტყვი რა ხდება იქნებ გავიხსენო კიდეც მისი ადგილმდებარეობა, - მხრებზე ხელი დაადო და ადგილზე გააჩერა.
-გიორგის მოკლავენ თუ არ დავეხმარებით, - ტელეფონს დახედა და გიორგის ნომერი რომ იცნო მაშინვე უპასუხა, -ალო, გიორგი სად ხარ… გესმის ჩემი?... გიორგი… გესმის?-ტელეფონი გათიშა და ისევ დავითს მივარდა, - იცი სად არის თუ არა?!...

***
იატაკის კარი დახურა თუ არა, ზურგით სავარძელს მიეყრდნო და იარაღი გადატენა. მხრიდან სისხლი თქრიალით სდიოდა და იატაკზე კვალს ტოვებდა. 12 ტყვია, 12 ტყვია რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად. მათი რაოდენობა წარმოსახვაში დაითვალა, დაახლოებით 6 კაცი განუწყვეტლივ ესროდა სახლს და კედლებში ნაპრალებს ტოვებდა. ელენეზე ფიქრი ცოტახნით როგორღაც მოიშორა, თავისთან რომ დაეტოვებინა შესაძლოა ვერ მოეხერხებინა მისი დაცვა და გადარჩენა, ახლა კი იმედს იტოვებდა, რომ ცოცხალი გადარჩებოდა და მას იპოვიდა.
მობილიზება, აი რა იყო საჭირო. ელენეზე ფიქრი შეწყვიტა და მკვლელებზე გადაერთო, ამის გარეშე უეჭველი დაღუპვა ელოდა. როგორმე მეორე სართულზე უნდა ასულიყო, საწოლის ქვეშ SR-25 ტიპის ამერიკულ შაშხანას ინახავდა ყოველი შემთხვევისთვის, და აი დადგა ეს ,, ყოველი შემთხვევა- შავი დღე".
ფეხზე წამოდგა და იქით ისროლა საითაც მსროლელები ეგულებოდა, თორმეტი ტყვიით გზა გაიკვლია და ნახევრად ჩალეწილი ხის კიბეებით მეორე სართულზე ავიდა. საწოლის ქვეშიდან SR- 25 და 7,62 × 51 კალიბრის ტყვიები გამოაძვრინა და გადატენა. ერთადერთი ფანჯრის ფარდა ისე გადაწია, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო, ფანჯარა ოდნავ ასწია და შაშხანის ლულა გარეთ გაყო, სიბნელეში ძლივს ხედავდა, მაგრამ გამოცდილი მსროლელის თვალი მაინც არჩევდა ბნელში ჩაკარგულ სილუეტებს. პირველივე სროლა ნაყოფიერი აღმოჩნდა, ტყვია მიზანს მოხვდა და ძირს დააგდო, შემდეგ სხვა სამიზნე მოძებნა და ისევ გაისროლა. გონებაში ითვლიდა - ერთი… ორი… სამი… ოთ… - ტყვიამ ყურთან ჩაუარა და კედელზე ჩამოკიდებული სარკე დაამსვრია, მეოთხე გასროლამ მიზანს ვერ მიაღწია. შეამჩნიეს და ახლა პირველის ნაცვლად მეორე სართულს დაუწყეს სროლა. იატაკზე გართხმული გიორგი თავზე ხელებს იფარებდა და ცდილობდა გაგორებული ტყვიები ფეხით ახლოს მოეწია. მსროლელებს იარაღში ტყვიები გაუთავდათ და მანამ სანამ მჭიდში ვაზნებს ჩატენიდნენ, გიორგიმ დრო იხელთა, თავისი საბრძოლო იარაღი მომართა, საწყის პოზიციას დაუბრუნდა და დაქირავებულ მკვლელებს ტყვიები დაუშინა. ხუთ ტყვიაში სამი ადამიანი. დაცლილი სავაზნე მოხსნა და დარჩენილი ორი ვაზნა ჩადო, ეს ბოლო იყო რაც გააჩნდა, ახლა ან ორივე მიაღწევდა დანიშნულ მიზანს ან უეჭველი სიკვდილისთვის უნდა მომზადებულიყო. მაგრამ ელენეზე გაფიქრებამ მოტივაცია შესძინა და იარაღი წამოაყენა, ახლა მასზე უფრო ელენეს უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა.
კიდევ ერთი გასროლა და კიდევ ერთი მიწაზე დავარდნილი უგონო სხეული. უკანასკნელი სროლა და მჭიდში გაჭედილი ტყვია, იარაღმა უმტყუვნა და არ გაისროლა. ეს დასასრული იყო. გარეთ სროლა ისევ გაისმა და მერე შეწყდა. სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ავის მომასწავებელი. კუთხეში ჩამჯდარ გიორგის შუბლი იარაღის ლულაზე მიედო და თვალებდახუჭული ყველაზე ტკბილ განვლილ წუთებს იხსენებდა. განვლილმა ცხოვრებამ ფილმის კადრივით ჩაუარეს თვალწინ და უფლება მისცეს ყველაზე საამო მომენტები ამოერჩია. პირველად დედის სახე ამოუტივტივდა გონებაში, მისი ღიმილიანი სახე, რომელიც მუდამ ცრემლიანი თვალების დამალვას ცდილობდა. მისი ნაკვთები, რბილი კანი, სურნელი და მონატრებული ჩახუტება გაახსენდა. კადრი დავითზე, ლიზასა და რაულზე გადაერთო, მის ბავშვობაზე, განვლილ პატარაობაზე. რას არ მისცემდა, რომ დრო უკან დაებრუნებინა და რაღაც- რაღაცეები შეეცვალა, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. და ბოლოს ფირი ელენეს სახეზე გაჩერდა, მისი მწვანე თვალები და მოცინარი სახე, აი რა სჭირდებოდა სინამდვილეში. მოგონებები მის შესახებ, ყოველი ჩხუბი, დაზავებული საუბარი, კოცნა, მისი კანის სურნელი, სხეულის შეხება. საავადმყოფოს დღიდან დღევანდელ დღემდე ყველაფერი ამოუტივტივდა თავში და ინანა, ინანა, რომ აქამდე არ გაუმხილა მისი გრძნობების შესახებ.
თავჩახრილი, იარაღის ლულას შუბლს აყრდნობდა და მოწოლილი ცრემლების უკან დაბრუნებას ცდილობდა, როცა გარედან მისი სახელი გაიგო.
-გიორგი…
-ბატონო გიორგი, აქ ხართ? - ეს ენტონის ხმა იყო, ერთდროულად ნაცნობი და უცნობი ხმა. მისი ხშირი დუმილისგან თითქოს დავიწყებოდა მისი ტემბრი.
-გიორგი, - ფანჯრიდან ფრთხილად გადაიხედა და იარაღ მომარჯვებული დავითის სილუეტი გაარჩია, უკან ენტონი და ,, ქერა" მოყვებოდნენ. ჩაკეტილი კარი წიხლით შემოლეწეს და შიგნით შემოვარდნენ. სისხლის დენისგან დასუსტებულმა იარაღზე დაყრდნობით ძლივს წამოზლაზნა სხეული და წამოდგა. კედელ-კედელ ძლივს ჩავიდა ტყვიისგან დალეწილ კიბეზე და შემოსულთ დაღლილი სახით შეხედა, ხელში ტყვიებისგან დაცლილი იარაღი ეჭირა,- გიორგი კარგად ხარ? - მხარში ამოუდგა დავითი და სავარძელში ჩასვა.
-კარგად ვარ, ელენე უნდა მოვძებნო, - ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-დაჭრილი ხარ ძმაო, აქ დარჩი, ჩვენ მოგიყვანთ შენს გოგოს, - ,,ქერა" წინ გადაეღობა და გააჩერა.
-შევპირდი გიპოვი თქო და უნდა წავიდე. სავსე მჭიდი გააქვთ? - ენტონიმ მიაწოდა. გიორგიმ მჭიდი გამოცვალა და გასასვლელი კიბეები ჩაიარა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, გაჩერდა და გვერდულად გამოხედა უკან მომავალთ, - ვინ?!
-გიორგი…, - ,,ქერამ" წამოიწყო და გაჩერდა, თითქოს არ უნდოდა მისთვის სიმართლე ეთქვა.
-ვინ მეთქი, - ხმაში სიბრაზე უფრო მეტად შეეტყო და შემობრუნებულმა ბიჭს ქეჩოში წაავლო ხელი, - თქვი თორემ შენზე ვიყრი ჯავრს.
-მამაშენი…, - მიუხედავად იმისა, რომ ამას ვარაუდობდა მაინც წაეშალა სახე და თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში.
-რაულიც იქ იყო?! - დანანებით ჩაილაპარაკა და მიწას თვალი გაუშტერა.
-კი, მაგრამ არა მგონია მას სცოდნოდა ამის შესახებ, - სცადა მისი დაცვა.
-სომეხი ნაბი*ვარი, ისევ მიღალატა, - გაბრაზებულმა იარაღი გადატენა, გამწარებით დაიღრიალა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, - შენ კიდევ მეუბნებოდი ერთი შანსი მიეცი შეცდომას ინანიებსო, - დავითს მივარდა, - აი შენი ცოდვა მონანიებული ძმა, შემდეგში შუბლზე იარაღს რომ მივადებ აღარ გამაჩერო, - იარაღი ისევ ქამარში ჩააბრუნა და ენტონის გაწვდილი ქურთუკი გამოართვა. შებრუნდა და იქით წავიდა, საითაც წესით ელენე უნდა წასულიყო.

***
თავის ძლიერმა ტკივილმა გამოაღვიძა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და სიბნელეში ჩაძირული გარემოს თვალი მოავლო. მიწის სუნით მიხვდა, რომ ისევ ტყეში იყო. თავი როგორღაც წამოწია და იდაყვებს დაეყრდნო, ჭრილობა ისე უფეთქავდა ეგონა სადაცაა თავი გაუსკდებოდა. როგორღაც მუხლებზე წამოწევა სცადა და სმენა და მხედველობა უფრო დაძაბა. სიბნელის ბავშვობიდან ეშინოდა, სიბნელის და მარტოობის, მშობლების სიკვდილის შემდეგ დაეწყო ეს მტანჯველი ფობიები. კიდევ ერთხელ მოავლო სიბნელეს თვალი და დაიყვირა, გიორგის დაუძახა, მაგრამ მისი ხმის ნაცვლად მგლების ყმუილი მოესმა, საკმაოდ ახლოს. გული შეუქანდა, სიბნელე, სიმარტოვე და დამატებული მგლები, რომლებიც საკბილოს სულ ყოველთვის ეძებენ. როგორღაც შეძლო და უკან გახოხდა, ზურგით ხეს მიეყრდნო და ხელში მოხვედრილი ქვა გულზე მიიკრა, თავის დაცვას ასე შეეცდებოდა.
დრო უსაშველოდ რომ გაიწელა, მხოლოდ მხეცების ხმა რომ ესმოდა და გიორგი საშველად არ მოდიოდა, გულმა რეჩხი უყო და ყველაზე საშინელი რამ წარმოიდგინა. გიორგი მოკვდა, მკვლელებს თავი ვერ დააღწია და მოკლეს. ცხოვრებაში პირველად ინანა გულში ჩამდგარი სიტყვების ამოუთქმელობა, მაშინ, როცა ამის კარგი დრო იყო არ გაამხილა მისი გრძნობები. ცხოვრება იმაზე მწარე საჩუქრებს გიკეთებს, ვიდრე წარმოიდგენ, ვიდრე ელოდები. და აი კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი დაკარგა, ისევ მარტო დარჩა, ცხოვრება ისევ გაეთამაშა და ძირს დააგდო.
თვალებზე ცრემლი მუჭებით შეიმშრალა, გული დაიმშვიდა და ფეხზე წამოდგომა სცადა, დასიებული, ნაღრძობი ფეხი აუარებელ ტკივილს აყენებდა და გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ნაბიჯი გადადგა, მაგრამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ძირს მოწყვეტით დაეცა, ტკივილი გაუორმაგდა.
-მიშველეთ, - მის ყვირილს არავინ გამოეხმაურა, არსაიდან ჩქამიც კი არ ისმოდა, - დამეხმარეთ. მიშველეთ ვინმემ, - ოთხზე დამდგარი სიმწრისგან ფრჩხილებით ნესტიან მიწას ფხოჭნიდა და ცხარე ცრემლით ტიროდა, - ღმერთოო, დამეხმარე გთხოვ, გადამარჩინე, - მკლავებში ძალა გამოლეული მიწაზე გვერდულად დაეცა, ლოყა მიწაზე ედო და ისედაც სველ მიწას ცრემლებით ნამავდა, - ღმერთო, დამეხმარე, ნუ მიმატოვებ, გთხოოვ, - სიჩუმეში რაღაც ფაჩუნი გაიგონა და თავი წამოწია, მხეცი ეგონა და შეშინებულმა იმ ქვას დაუწყო ძებნა წუთის წინ ხელში რომ ეჭირა. ხმაური უფრო ახლოდან გაისმა და მერე უფრო მკაფიოდ გაიგონა, რომ მას ეძახდნენ.
-მიშველეეთ, არის აქ ვინმე? დამეხმარეთ, - ისევ განწირული აყვირდა და მუხლებზე გაჭირვებით წამოიმართა, სიბნელეში ვერაფერი გაარჩია, - გიორგიი, - მაინც იმედოვნებდა, რომ ის ეძებდა.
-ელენე, - უკვე ახლოდან გაისმა და ელენემ ზუსტად გაარჩია რომ გიორგი იყო, - ელენე ხმა გამეცი.
-გიორგი, აქეთ. აქ ვარ. გიორგი, - სიბნელეში ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა, მისი სასოწარკვეთილი ყვირილი ბედნიერ წივილში გადავიდა, - გიორგი აქ ვარ.
-ელენე, - ქალის დანახვაზე ადგილიდან მოწყდა და მთელი სისწრაფით მისკენ გაიქცა, მუხლებზე დამხობილი ხელში აიტაცა და მთელი ძალით, მთელი არსებით მიიხუტა გულზე. სახეს, ყელს, ხელებს მთელი არსებით და გრძნობებით უკოცნიდა. გულში იხუტებდა და თავზე ეფერებოდა, არ ეთმობოდა ხელის გასაშვებად, ბოლოს, როგორც იქნა შეძლო კითხვის დასმა მისთვის, - კარგად ხარ? მითხარი რომ კარგად ხარ, - ტუჩებში აკოცა ამოუთქმელად.
-კარგად ვარ,- ცრემლებს ამოაყოლა ნათქვამი, - ძალიან შემეშინდა, მეგონა მოკვდი და მარტო დამტოვე… მეგონა…
-ჩშშშ… დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. მე შენთან ვარ, - გულზე მიიხუტა და თმაზე აკოცა, - აქაურობას მიხედეთ ბიჭებო, - მერე ელენეს მიუბრუნდა, თავი ააწევინა და თბილად გაუღიმა, - სახლში მივდივართ.
*** ( XIV) ***

ყოველთვის, როცა ვფიქრობთ ყველაფერი ჩამთავრდა, ყველაფერი კარგად არის და თავს ბედნიერად ვგრძნობთ, სწორედ მაშინ გამოჩნდება ღალატი. ღალატი, რომელიც ყველაფერს აფუჭებს, ღალატი, რომელიც ყველაფერს ანგრევს. რისთვის ვცხოვრობთ, ან ვისთვის? "ცხოვრებას თუ წაგართმევენ სამაგიერო გადაუხადე, წაართვი ის რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია - სული"...
მანქანის უკანა სავარძელზე მისვენებულ გიორგის მკერდზე ელენეს თავი მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა. მისი გულის ყოველ დარტყმას აყურადებდა და ეშინოდა რომ არ გაჩერებულიყო. ყოველ შენელებულ გულისცემაზე ლოყაზე ხელს მოუთათუნებდა და სთხოვდა თვალები არ დაეხუჭა და ისიც თხოვნას უსრულებდა, ყველაზე საშინელი კი მისი ტკივილნარევი ხმა იყო. იმდენად ეშინოდა მისი დაკარგვის, რომ საკუთარი ტკივილი აღარ ახსოვდა. წინა სავარძლებზე ენტონი და დავითი ისხდნენ და დაჭრილი წყვილის ყოველ ამოსუნთქვას უკანა ხედვის სარკეში აკვირდებოდნენ. ძმის ყოველი ტკივილი მათი ტკივილიც იყო. ელენემ სახლისკენ მიმავალი გზა რომ იცნო თავი წამოყო და წინ მსხდომთ გადასძახა.
-საავადმყოფოში წავიდეთ, - ხელებით სავარძლის საზურგეებს ეჭიდებოდა და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-საავადმყოფოში ვერ წავალთ ქალბატონო, - ენტონიმ სარკეში გამოხედა.
-ვითომ რატომ? - ხმაში სიბრაზე შეეპარა, - ვერ ხედავთ, რომ დაჭრილია? უკვდავი ხომ არ გგონიათ?
-დამშვიდდი ელენე, - ზურგზე ხელი ჩამოუსვა ნახევრად გონება დაკარგულმა გიორგიმ, ელენემ მისი ხელი ხელებში მოიქცია და ხელის გულზე აკოცა.
-ექიმი სახლში გველოდება, - საუბარი დავითმა დაასრულა და უკან მჯდომთ სევდიანად გამოხედა. ელენე ისევ მამაკაცის მკერდს მიეყრდნო და მისი გულისცემის დათვლა დაიწყო.

***

სახლში შეშლილივით შევარდა და კიბეები ჩაირბინა, მისაღებში რომ არავინ დახვდა ყვირილი დაიწყო.
-მამა… მამა… ბატონო კახაბერ სად ხართ? - ხმა ბრაზისგან უკანკალებდა.
-რა გაყვირებს ამ შუა ღამისას გაგიჟდი? - კიბეზე ხალათშემოხვეული ჩამოვიდა და მის წინ დადგა, - როგორ ბედავ და ასე ყვირილით მეძახი.
-თქვენ… თქვენ ჩააგდეთ გიორგი და ის გოგო ასეთ მდგომარეობაში, - თითი მისკენ გაიშვირა, - თქვენი მოწყობილია ეს სასაკლაო. საკუთარი შვილის მოკვლა გინდოდათ?
-თითი ჩაწიე ლაწირაკო, იცოდე ჩემთან როგორც უნდა ილაპარაკო, - ხელი აუქნია და გაშვერილი თითი ჩამოაწევინა.
-საკუთარი ვაჟი როგორ გაიმეტე, მამა?! ნუთუ ოდნავი სიყვარული არ გაგაჩნია მისდამი? - თვალზე ცრემლი მოადგა, - ღვიძლ შვილს ასე იმეტებ და მე რაღას მიზამ?!
-ნორმალურად მელაპარაკე მეთქი.
-ნორმალურად? მაპატიე, მაგრამ ამაზე ნორმალური სიტყვები არ მემეტება. ის ჩემი ძმაა, ჩემი ძმა, - რაულს ცრემლები უკვე ღვარად ჩამოსდიოდა, მათ დასაფარად კახაბერს ზურგი შეაქცია და შეუმჩნევლად შეიმშრალა.
-ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ შვილო, - მასთან მივიდა და თმაზე ხელი გადაუსვა, - მხოლოდ შენთვის.
-მე ეს არ მითხოვია...
-შენ დახმარება მთხოვე და მეც გეხმარები.
-რომ მცოდნოდა გიორგის მოკვლას შეეცდებოდი, დახმარებას არასოდეს გთხოვდი, - თავი უკან გასწია და მისი ხელი მოიშორა. ნერვიულად დადიოდა აქეთ- იქით.
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, ბოლომდე ვერ გაიზარდე, - თავი უკმაყოფილოდ გააქნია კახაბერმა.
-ბავშვი ვარ, რომელსაც ძმა უყვარს. არის ამაში რამე ცუდი?
-კიი არის. ვერასდროს მიიღებ სასურველს თუ ვინმე შეგეცოდება.
-არც კი გესმის…
-იმაზე მეტი მესმის ვიდრე წარმოგიდგენია, - რაულმა თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი, მამობილს ტკივილნარევი თვალებით გახედა და გასასვლელისკენ დაიძრა, - სად მიდიხარ?..
-გიორგისთან…
-გაგიჟდი? მოგკლავს შენ სულელო.
-არ მადარდებს, უნდა ვუთხრა, რომ მე არ ვიცოდი ამის შესახებ,- ბოლო სიტყვები შორიდან მიაძახა და კარი გაიხურა. ახლა წყდებოდა მისი ,, ნამდვილობა".
-სულელი შვილი, ყველაფერს გააფუჭებს.



***

ჭიშკართან ლიზა დახვდათ. ენტონიმ მანქანას შემოუარა და დავითს მიეხმარა თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგის მანქანიდან გადმოყვანაში. ელენე მათ დახმარებას ცდილობდა, მაგრამ დავითმა შეაჩერა და ლიზას გადაულოცა.
-ექიმი სახლში გელოდებათ დავით, ელენე როგორ ხარ, - მკლავში ჩაეჭიდა და გადმოსვლაში დაეხმარა.
-კარგად ვარ, ცოტა თავბრუ მეხვევა, - მანქანის კარს ჩამოეკიდა და უნებლიედ ჩაიკეცა.
-ელენე, - მოულოდნელობისგან შეკივლა და მკლავზე დაეჭიდა, - დამეხმარეთ ვინმემ.
-კარგად ვარ, ერთი წუთი მინდა, გონს მოვალ, - ხელები კარგად ყოფნის ნიშნად ასწია და წამოდგომა სცადა, მაგრამ უძლურობისგან წონასწორობა დაკარგა და გონი საბოლოოდ დაკარგა. ლიზას რომ არ დაეჭირა თავს ქვაფენილზე დაარტყავდა.
გონს რომ მოვიდა, მაშინვე მწვავე ტკივილი იგრძნო და წამოიყვირა. ვიღაც თეთრ ხალათიანი, სათვალიანი კაცი თავზე ედგა და ყურს უკერავდა, ან უფრო მას ეგონა რომ ყურს უკერავდა. რაღაცის ჩხვლეტა ისევ იგრძნო და წამოდგომა სცადა, მაგრამ არ დაანებეს და ადგილზე მიალურსმეს. სახეზე შიში და სასოწარკვეთილება აესახა, თვალები ცრემლით აევსო და კუთხეებიდან ჩამოეღვინთა. გონებაში წარმოიდგინა, რომ მოკვდა და გაკვეთას უტარებდნენ, თავის ქალას ხდიდნენ და ტვინს აცლიდნენ. სინამდვილეში კი მისაღებ ოთახში, დივანზე იწვა და ექიმი ჭრილობას უკერავდა. ბოლოს მაშინ დაწყნარდა, როცა აწყლიანებული თვალებით გიორგის სახე გაარჩია, დივნის სახელურზე ჩამომჯდარიყო და ელენეს ამშვიდებდა, მაგრამ მის შეხებას დაბუჟებულ ლოყებზე ვერ გრძნობდა, მისი ხმა კი ბუნდოვნად ესმოდა და ბოლომდე ვერ რწმუნდებოდა, რომ დანამდვილებით მისი იყო და არა იმ კაცის, ნემსით ხელში მის თავთან რომ დახრილიყო.
-დამშვიდდი კარგი? მე შენთან ვარ, - ხმა უფრო ახლოდან გაიგონა და მისი შეხებაც იგრძნო, მერე დამშვიდდა, მაგრამ ტკივილს თავი ჯერ არ დაენებებინა.
-ესეც ასე… მე მოვრჩი, - სამედიცინო მაკრატლით ძაფი გადაჭრა, - ყველაფერს გამოგიწერთ, რაც ჭრილობების მისახედად დაგჭირდებათ, - ჯიბიდან წიგნაკი ამოიღო და სია ჩამოწერა, - თავს გაუფრთხილდით, გამოჯანმრთელებას გისურვებთ, - ელენეს თავი დაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა, გიორგიმ დავითს თვალით ანიშნა და ისიც მაშინვე გაყვა მიმავალს, კართან დაეწია და ჯიბეში ფული ჩაუდო.
-როგორ ხარ? მშვიდად, არ ადგე, - საღი ხელით ოდნავ უბიძგა დივანზე წამოწეულ ელენეს და ისევ ადგილზე დააბრუნა,- გტკივა?
-ცოტა, - ბინტ დადებულ ჭრილობაზე ხელი მოისვა, მერე უცბად გაახსენდა, რომ მანქანაში გიორგი უფრო ცუდად იყო და მის შიშველ მკერდს, რომლის ნახევარსაც ბინტი უფარავდა თვალი მოავლო, - შენი ჭრილობა, შენ როგორ ხარ, - ჯიუტად წამოჯდა და მის კისერზე ჩამოკიდებულ მარჯვენა მხარს დააშტერდა, საკუთარი ტკივილი სულმთლად დავიწყებოდა. მერე უცბად ტირილი აუტყდა და საყვარელ მამაკაცს კისერზე შემოხვია მკლავები, - ძალიან შემაშინე.
-მე კი შენ შემაშინე, - მის წვრილ წელს საღი მკლავი შემოხვია და გულზე მიიკრა,-დამშვიდდი, ყველაფერი დამთავრდა, - ცრემლიანი თვალები დაუკოცნა და ტუჩებით შეუშრო.
-არა, - შეეწინააღმდეგა და ტკივილიანი მწვანე თვალებით მიაშტერდა, - ვფიქრობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება.

***

მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა და მოსალოდნელ ჩხუბზე ფიქრობდა, სიტყვებს ალაგებდა, გონებაში ტექსტს წერდა, თუ რას ეტყოდა გიორგი ჯიშკარიანის სახლში რომ მივიდოდა და მის წინ დადგებოდა. როგორ აუხსნიდა იმას, რომ მამამისის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა. დაუჯერებდა თუ არა, რომ ამ საქმეში მისი ხელი გასვრილი არ იყო, შეძლებდა თუ არა მის დარწმუნებას. თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის მტევნით მოიწმინდა და საჭეს მთელი ძალით ჩაებღაუჭა, თითქოს ცდილობდა მთელი დაძაბულობა მისთვის გადაებარებინა.
ერთხელ უკვე გაისვარა ხელები ლაფში და ინანა, ახლა აღარ უნდოდა იგივე გაეკეთევინა და ოჯახი სამუდამოდ დაეკარგა. გიორგი და დავითი მისი ოჯახი იყო, გიორგის დაკარგვით დავითსაც დაკარგავდა და ეს არ უნდოდა. მოსახვევში შევიდა და სიჩქარეს მოუმატა. ღელავდა. თავში ჩაქუჩივით ჩასცხეს, როცა გიორგის და ელენეს დაჭრის ამბავი შეატყობინეს. არ იცოდა ახლა როგორ იყვნენ, მაგრამ იცოდა, რომ ცოცხლები იყვნენ და ეს ცოტა ამშვიდებდა მას. ძმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, მაგრამ ამას იქამდე ვერ ხვდები სანამ მისი დაკარგვის წამი არ შეგაწუხებს, გულს გაგიხვრეტს და განანებინებს მისთვის გაკეთებულ ყოველ ცუდს. დაფიქრება გვმართებს, რომ მერე გვიანი არ იყოს.
მანქანა ჭიშკართან ბორბლების ღრჭიალით გააჩერა და ძრავის გათიშვისთანავე მანქანიდან გადახტა. ჭიშკრის კარი შეაღო და სახლისკენ დაიძრა, მაგრამ მოულოდნელად დავითი აესვეტა და შეაჩერა.
-დავით გიორგი უნდა ვნახო, - სახლისკენ გაიწია, მაგრამ წინმდგომს გვერდი ვერ აუარა, - დავით გამატარე, გიორგი უნდა ვნახო.
-მერამდენედ უნდა უღალატო რაულ? - მისთვის მძიმე კითხვა დასვა და თვალებში ჩააშტერდა, - მერამდენედ უნდა გაუცრუო იმედი.
-არ მიღალატია დავით, გეფიცები, მამას ამ გეგმის შესახებ არაფერი ვიცოდი, - ხმა აუკანკალდა და სახეზე ხელები აიფარა, - მართლა არაფერი ვიცოდი დავით, გამიგე.
-და რომ გცოდნოდა რას იზამდი რაულ, ხელს შეუშლიდი?
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ხელს შევუშლიდი. გიორგი ძმა არის ჩემი, მისი სიკვდილი რატომ უნდა მდომოდა, - სახეზე აფარებული ხელები დაბლა ჩამოუშვა და დავითს შეხედა, მისი სახიდან უნდობლობა რომ ამოიკითხა, თავი დანანებით გააქნია და განაგრძო, - ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა და თავს ჯერ კიდევ დამნაშავედ ვგრძნობ, მეორედ იგივე შეცდომას რატომ დავუშვებდი დავით, ამიხსენი. ხოო, ვაღიარებ მინდა მისი ადგილი, მაგრამ არა ამ გზით, ეს ჩემი სტილი არ არის, ეს ჩემი სტილი არ არის დავით,- თმაზე ხელი გადაისვა და ნერვიულად ამოძრავდა, დავითს გვერდი აუქცია და სახლისკენ გავარდა, უკვე კართან იყო მისული, რომ ენტონის მძიმე სხეული დაეჯახა და მიწაზე დაანარცხა, მოულოდნელობისა და ტკივილისგან ღრიალი აღმოხდა.

მისაღებში, დივანზე ფეხმორთხმით იჯდა და გიორგის მკერდზე თავი მიებჯინა, მის გულისცემას ყურს უგდებდა და ითვლიდა. მიუხედავად სახლში ყოფნისა, მაინც ეშინოდა და ეგონა, რომ ეს კიდევ განმეორდებოდა ნებისმიერ დროს, შესაძლოა ახლაც. გიორგი მის თმას ეთამაშებოდა, თითზე იხვევდა და თან მის ნათქვამზე ფიქრობდა - ,, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება"- მართალიც იყო, კახაბერი არ შეწყვეტდა მათ დევნას, სანამ სასურველს არ მიიღებდა, რაულისთვის სკამის გათბობა უნდა. უნდათ რომ მისი ადგილი დაიკავონ? მაშინ მოვიდნენ და წაიღონ, გიორგი მზად დახვდება მათ და თუ საჭირო იქნება თავსაც შეაკლავს. სამწუხაროა, მაგრამ ზურგში დანას ისეთი ადამიანები გირტყავენ, ვისთვისაც მზად ხარ ტყვიას მკერდი დაუხვედრო.
ამ ფიქრებში იყო, როცა გარეთ ჩოჩქოლი ატყდა და ხმამ მის ყურამდეც მიაღწია. ელენემ თავი წამოწია, ფეხზე წამოხტა და მოსალოდნელი თავდასხმისთვის გაემზადა.
-დამშვიდდი, აქ არაფერი გვემუქრება. აქ დარჩი და დამელოდე, ვნახავ რა ხდება, - ხელი მოკიდა და დივანზე ჩამოსვა, თვითონ კი კიბისკენ გატრიალდა, მაგრამ ელენემ ხელი სტაცა და გააჩერა.
-არ წახვიდე, აქ დარჩი, - მუდარა ნარევი თვალებით შეხედა და თავისკენ დაქაჩა.
-დამშვიდდი, მალე მოვალ, - დაიხარა და შუბლზე აკოცა, მერე კი კიბეს აუყვა. ეზოში გასასვლელი კარი გააღო და ჩხუბისთვის გამზადებული სამი მამაკაცი დაინახა, ორ მათგანს იარაღი მოემარჯვებინა და ერთმანეთს უმიზნებდნენ. მაშინვე მათ შორის ჩადგა და ხელები განზე გაშალა, - დაუშვით იარაღი, ორივემ, - მერე რომ მიხვდა არც ერთი ბრძანებას არ ასრულებდა, ხმას აუწია და დაამატა, - მეორედ აღარ გავიმეორებ, - დაემორჩილნენ და იარაღები შეინახეს, რაულმა ძლივს შეძლო მისთვის თვალი გაესწორებინა, ბოლოს როგორც იქნა მოახერხა და ამოილაპარაკა.
-გიორგი ყველაფერი უნდა აგიხსნა.
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო. შენ ტყუილს აღარ დავიჯერებ, შენს ანკესს აღარ წამოვეგები. წადი აქედან, - ზურგი აქცია და კარის სახელურს ჩაებღაუჭა, მაგრამ რაულმა შეაჩერა.
-ძმაო უნდა მომისმინო, გეფიცები მამას გეგმების შესახებ არაფერი ვიცოდი, არ ვიცოდი თუ თქვენს დახოცვას აპირებდა.
-მაშ რა იცოდი, რაა, - მთელი ხმით იღრიალა, ხელი ქეჩოში წაავლო და კედელს შემოახეთქა, - როცა რაღაც პრობლემაა ყოველთვის შენი სახელი რატომ ტივტივებს ზედაპირზე? რამე ჯადოა თუ რა არის? აღარ ვიცი საკუთარ თავში რა გამართლება მოგიძებნო. თავს ძლივს ვიკავებ, რომ შუბლზე იარაღი არ მოგადო და სასხლეტს თითი გამოვკრა. გინდობ იმიტომ, რომ ჩემი ძმა ხარ და ყველაფრისდა მიუხედავად მიყვარხარ, მაგრამ მაბრაზებს იის, რომ შენ ამდენს ვერ ხვდები, ამის ნახევარსაც ვერ ხვდები, - ხელი გაუშვა და ნაჭრილობევი მხარი მოისრისა, ნაკერი გახსნოდა.
-გიორგი მართლა არაფერი ვიცოდი, თორემ გეფიცები ხელს შევუშლიდი, - კედელს მოუშორებლად ჩაიკეცა და მიწას ცალი მუხლით დაეყრდნო, - დავითს რაც ვუთხარი იგივეს გაგიმეორებ შენც, ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ არ გავიმეორებ, ეს ჩემი სტილი არ არის, ოჯახის წევრებს არ ვხოცავ დამპალი ადგილის გამო. ეს სკამი, ეს სიმდიდრე და ძალაუფლება არ მჭირდება, მე მხოლოდ ოჯახი მინდა გიორგი და ჩემი ოჯახი თქვენ ხართ, შენ, დავითი და ლიზა. აი რა მინდა მე. მხოლოდ ეს.
-შენ ოჯახი გყავდა რაულ და ვერ შეძელი მისი შენარჩუნება, - ისე უთხრა უკან არც მიუხედავს, დოინჯშემოყრილი იდგა და სიშავეს გაჰყურებდა.
-ხოო მყავდა და ვერ გავუფრთხილდი, ვერ დავიცავი და დავკარგე. ნაბი*ვარი ვარ და ამას ახლა მივხვდი, მაგრამ მომეცი საშუალება ყველაფერი აგიხსნა, - ფეხზე წამოდგა და საღ ხელზე ჩამოეკიდა. სიჩუმეში კარის გაღების ხმა გაისმა და ყველამ იქით მიიხედა. ელენე ზღურბლზე იდგა შეშინებული და იქ მდგომთ დაკვირვებით ათვალიერებდა. ნაცნობი სახეები რომ დაინახა დამშვიდდა.
-ელენე შიგნით შედი,- ახლოს მივიდა და კარის დასაკეტად სახელურს წაავლო ხელი.
-ყველაფერი კარგადაა? - შეშინებულმა ამოთქვა და იქ მდგომთ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-შინ შედი, მეც მალე მოვალ, - ელენემ თავი დაუქნია და უკან გატრიალდა, მაგრამ სანამ კარს მიხურავდა რაულის ხმამ გააჩერა.
-რძალო კარგად ხარ? - გაოგნებული შემობრუნდა და კითხვის ავტორს უნდობი სახე შეაგება.
-კარგად ვარ, მადლობა, - გიორგის შეხედა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
-გისმენ რაულ, ზუსტად ერთი წუთი გაქვს იმისთვის, რომ ამიხსნა შენი დანაშაული,- რაულს მიუბრუნდა და თვალებში ჩახედა.
-მამას მე დავურეკე და დახმარება ვთხოვე, - დაიწყო, მაგრამ გიორგიმ შეაწყვეტინა და ჩაუსწორა.
-ჩემი გზიდან ჩამოშორება სთხოვე, რომ ჩემი ადგილი დაგეკავებინა… მერე?!
-ხოო, ვაღიარებ, რომ შენი ადგილი მინდოდა, მინდოდა მე ვყოფილიყავი ამ კლანის ბატონი და მიმაჩნდა, რომ შენ დაუმსახურებლად მიიღე ეს ყველაფერი. მამას დავურეკე და დახმარება ვთხოვე, რომ ჩემთვის გზიდან ჩამოეშორებინე, მაგრამ გეფიცები არასოდეს მდომებია შენი მოკვლა და არც მისთვის მითხოვია ამის გაკეთება. არც კი ვიცოდი მისი გეგმის შესახებ გეფიცები. მერე რომ შემატყობინეს თქვენ უკვე დაჭრილები იყავით, მამასთან ვიჩხუბე ამის გამო. გიორგი დამიჯერე, ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გავიმეორებდი, - დაასრულა თხრობა და გიორგის მომლოდინე სახით გახედა, - არაფერს მეტყვი?
-ერხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გაიმეორებდი? - ფიქრის ბურნუსიდან თავი ამოყო გიორგიმ და მრისხანე თვალებით გახედა, - რას გულისხმობ ერთხელ დაშვებულ შეცდომაში, რომელი შეცდომა რაულ.
-გიორგი მე…, - ახლაღა გაანალიზა, რომ სისულელე წამოსცდა, გიორგი სულელი არ იყო, ყველაფერს მიხვდა.
-რას ნიშნავს ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გაიმეორებდი, კიდევ როდის დაუშვი ასეთი შეცდომა, რაულ?
-გიორგი, გეფიცები…
-ნიკო შენ დაიქირავე? - წინადადება გააწყვეტინა და ქეჩოში წაავლო ხელი, - ბიჭმა დის გადარჩენა გთხოვა და შენ სანაცვლოდ ადამიანის მკვლელობა დაავალე? - უკვე ყვირილზე გადავიდა,- ამოიღე ხმა, დამიდასტურე ან უარყავი.
-ეგ ვინ გითხრა, - ენის ბორძიკით გადააბა სამი სიტყვა ერთმანეთს.
-ანუ ამბობ, რომ მართალია? ნიკო შენ დაიქირავე ჩემ მოსაკლავად, იმისთვის, რომ ეს დაწყევლილი ადგილი მიგეღო? რაულ, აქამდე როგორ დაეშვი, ამ დონემდე როგორ დახვედი, მითხარი.
-მაპატიე, გთხოვ, - ხელზე ჩამოეკიდა და მხარზე თავი ჩამოადო, - მაპატიე ძმაო, სისუსტე გამოვიჩინე, ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან მიმართებაში, ყველაფერი ავურიე, ჯოჯოხეთის გზაზე გავედი.
-რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა მდომებოდა ეს სკამი, ეს ძალაუფლება, ოჯახის წევრს მაინც არ გავწირავდი,- ხელი გამოგლიჯა და სახლისკენ წავიდა, მერე გაჩერდა და რაულს გვერდულად გახედა, - ახლა წადი, შენს ცოლს და შვილს მოეფერე და უფალს მადლობა გადაუხადე, რომ ცოცხალი დაგტოვე. წადი და ეცადე არსად შემეფეთო, თორემ შეიძლება ეს სიბრაზე გამახსენდეს და მოგკლა.
-ძმაო…
-გითხარი წადი მეთქი, - მერე დავითს და ენტონის მიუბრუნდა და თავით ანიშნა, - გააცილეთ სტუმარი, - თავად კი სახლში შევიდა, სადაც შეშინებული ელენე ელოდა და ნერვიულად ბოლთას სცემდა.
-რაულ წადი, - დავითმა მხარზე ხელი დაჰკრა და ჭიშკრისკენ უბიძგა. უკან ენტონი გაჰყვათ.
-დავით არც შენ გჯერა ხო? - ნაწყენი ხმით ამოთქვა და სახეგაყინულ მამაკაცს გახედა, - ძმაო, ამოიღე ხმა, მითხარი რამე…
-რა გინდა რომ გითხრა რაულ? ბევრჯერ დაგაფარე ხელი, გიორგის ვეუბნებოდი, რომ ყველა შეცდომა უნებლიედ მოგივიდა და ვთხოვდი ეპატიებინა შენთვის, მაგრამ არ ველოდი თუ მე თვითონაც მოტყუებული დავრჩებოდი. ვცდებოდი შენში, და ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს. ჩვენ ძმები ვართ, სისხლი ერთი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ძმები ვართ და უნდა აფასებდე ამას. ჩვენ ცალ- ცალკე არაფერს წარმოვადგენთ რაულ. შეიძლება შენ გყავს ხალხი და მათ ენდობი, მაგრამ ისე ჩამოგეშლებიან ხელში როგორც უდაბნოს ქვიშა. გიღალატებენ და გაგყიდიან. ადამიანი ხარბია ძმაო, ვინც მეტს გადაიხდის იმისკენ მიუწევს გული, ძაღლი კი არ არის პატრონს უერთგულოს სიცოცხლის ბოლომდე. ძმა მხოლოდ მაშინ გაგახსენდება, როცა ეს ადამიანები ხელიდან გამოგეცლებიან, ხოდა ფრთხილად იყავი მერე გვიანი არ იყოს,- ჭიშკრის კარი გამოაღო და მანქანამდე მიაცილა, - ახლა კი წადი რაულ და დაფიქრდი ყველაფერზე, - მხარზე კიდევ ერთხელ დაჰკრა ხელი, გაუღიმა და უკან გამობრუნდა. რაული ცოტახნით იდგა მანქანასთან გაშეშებული და მიმავალს უყურებდა, მერე საჭეს მიუჯდა და ბორბლების ღრჭიალით მოწყდა ადგილიდან.
თავში სულ ერთი სიტყვა უტრიალებდა…
ღალატი…
ღალატი…
ღალატი…
მოღალატე ღალატობს…
მართალი ყოფილა რასაც ამბობენ:- ბევრად მარტივად უთხრიან ორმოს მეგობრებს, ვიდრე მტრებს...
შემდეგი რაც ახსოვს არის იის, რომ ჭარბი რაოდენობის სინათლე დაინახა…
გაბმული სიგნალი გაიგონა…
სატვირთო მანქანა დალანდა…
სასწრაფო მანქანის სირენის ხმაც მოესმა სადღაც შორიდან, ტკივილი იგრძნო… და წყვდიადი გამეფდა მის გარშემო…




*** ( XV) ***


-ჩვენი ფრენა როდის არის ნიკო? - ანამ ყავის ფინჯანი მიაწოდა და გვერდით მიუჯდა.
-ხვალ შუა დღისით, - ხელი მხრებზე მოხვია და ახლოს მიიზიდა, - ჩემს დასთან ახალი ამბით ჩავალთ.
-მეშინია, რომ ელენეს ცუდი რეაქცია ექნება ამ ამბის გამო.
-ვითომ რატომ?
-რავიცი. მე მისი დაქალი ვარ, შენ კი ძმა, ცოტა მიუღებლად არ მიგაჩნია? - მხრები აიჩეჩა და ფანჯარას მიაშტერდა.
-არ ვიცი, შესაძლოა, მაგრამ რომ შემიყვარდი რა ვქნა? - თმაზე მოეფერა და ახლოს მიიზიდა საკოცნელად.
-თან შენზე დიდი ვარ.
-ორი წელი ჩემთვის არაფერია. თან ასაკს რა მნიშვნელობა აქვს თუკი წყვილს ერთმანეთი უყვარს? ორი კიარა 10 წელიც რომ იყოს ჩვენ შორის განსხვავება მაინც ისე მეყვარებოდი, როგორც ახლა მიყვარხარ. ჩემთვის მხოლოდ შენი არსებობაა მთავარი. ახლა კი დამშვიდდი და ამაზე ნუღარ იფიქრებ მეტს, ელენე ისეთი გოგო არ არის რომ სიყვარული დაუშალოს ვინმეს, ჩემს დას კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორც აზროვნებს. ამაზე ნუ იდარდებ, - თავზე აკოცა და უფრო მჭიდროდ მიიხუტა მკერდზე. სიყვარულმა არც საზღვრები და არც ასაკი იცის, თუ სტუმრად მოგივა კარი უნდა გაუღო და შეეგებო.

***

დილით ნაზმა შეხებამ გამოაღვიძა. თვალების გახელისთანავე ქალის ღიმილიანი სახე შემოეგება, სახის ნაკვთებზე თითებს უსმევდა და ეალერსებოდა. წინა ღამით რა მოხდა ბუნდოვნად ახსოვდა. თითქოს სიზმარი იყო, რეალობისკენ გადახრილი სიზმარი, რომელიც მთლიანად გითრევს. არც ის ახსოვდა როდის ჩაეძინა, არადა ცდილობდა არ დასძინებოდა, რომ ელენესთვის მიეხედა. ამ ერთი ღამის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, თვით გიორგისაც უჭირდა ყველაფრის გაანალიზება და ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო. მაგრამ ეს ქალი რომ ნამდვილი იყო? რეალობაა რასაც ხედავდა, რასაც ეხებოდა. მის სხეულს, მის მკლავებს და სახეს ეხებოდა და რწმუნდებოდა, რომ არაფერი ელანდებოდა. ეს არ იყო წარმოსახვა, ეს იყო რეალი, რომელსაც ნათლად ხედავდა.
ელენემაც კი არ იცოდა რას აკეთებდა, რომ გაიღვიძა მის მკავებში მოიძია თავი. მამაკაცს ისე მჭიდროდ მიეხუტა მკერდზე, ძლივს შეძლო ოდნავ მოშორებოდა და ჰაერი ჩაესუნთქა. ისე უშფოთველად ეძინა, ისეთი დაწყნარებული სახით, რომ არ სცოდნოდა წინა ღამის მომხდარი ამბები, იფიქრებდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა. მისი შეხების მოულოდნელმა სურვილმა თითები მის სახეზე აუმოძრავა. თვალის კუთხეში გაჩენილ ნაოჭს, რომელიც უფრო მეტ ხიბლს სძენდა მამაკაცს, თითებით დაუყვა, ლოყაზე ჩამოინაცვლა და ტუჩებს მიეკრო. ეს ტუჩები, ცხოვრებას რომ უმწარებდა, სულ რომ მისკენ იზიდავდა, ახლა მის პირდაპირ იყო და კოცნას სთხოვდა, არა კიარ სთხოვდა მოითხოვდა და თითქოს ისიც ვეღარ უძლებდა ცდუნებას. თვალები ისე უცბად გაახილა, რომ შეკრთა, ღიმილი მოეფინა სახეზე და სიყვარულით სავსე თვალებით გახედა.
-დილამშვიდობისა, - ხრინწიანი ხმით ამოთქვა და გოგონას სხეული უფრო ახლოს მიიზიდა.
-დილამშვიდობის, - ხელი მის კისერზე ჩაასრიალა. გიორგის გააჟრჟოლა.
-მასე აღა რქნა, - მისი ხელი მოიშორა და ტუჩები ხელის გულზე შეახო.
-რატომ?
-მეღიტინება, - ელენეს გულიანად გაეცინა და გასაწვალებლად კიდევ ერთხელ ჩამოუსვა კისერსა და ყელზე თითები, - გეყოფა, ნუ მაიმუნობ.
-არ მეგონა თუ შენნაირ ადამიანს სუსტ წერტილს ვუპოვიდი, - სიცილით წარმოთქვა და ზურგზე გადატრიალდა, - მე სუსტი წერტილი არ მაქვს.
-მართლა?- წარბი ცბიერად აწია.
-კიი.
-დარწმუნებული ხაარ?
-კიიი…, - სიტყვა გააგრძელა ელენემ და მუცელზე ხელები აიფარა.
-არადა არ ვაპირებდი, შენ გამომიწვიე, - ხელები გააწევინა და მუცელსა და გვერდებზე დაუწყო ღიტინი.
-კარგი, კარგი, გეყოფა, - ყვირილ- წივილითა და სიცილით ძლივს ამოთქვა და ხელები შეძლებისდაგვარად გაუკავა. ჯერ არ ახსოვდა გიორგის თავი ასეთი ბედნიერი, ეს უცაბედი ცვლილება, რომელიც თავიდან დიდ შეცდომად მიაჩნდა, ახლა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა. ვერც კი მიხვდა როდის ან როგორ შეიცვალა, მაგრამ იმას აცნობიერებდა, რომ ის უხეში და იაზვა გიორგი აღარ არსებობდა, ამ ქალმა შეძლო ის რაც სხვამ ვერ შეძლო, გული გაუთბო და აუყვავა.
-თავი რატომ შემაყვარე, - მის ზევიდან მოქცეული ქალის მწვანეში ჩაიძირა.
-უცნაური კითხვაა, - გაეცინა და მერე რომ მიხვდა სერიოზულად კითხულობდა, დაფიქრდა, - მე არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ შეგყვარებოდი, თავიდანვე არ იყავი ჩემ მიმართ გულგრილი, ამას ვატყობდი და ყველანაირად ვცდილობდი შენთვის წარმოდგენა შემეცვალე, მაგრამ აშკარად არ გამომივიდა და იქნებ კარგიც არის, რომ ვერ შევძელი, - მხრები აიჩეჩა.
-და შენ?
-რა მე?
-შენ რას გრძნობდი ადრე და რას გრძნობ ახლა.
-ჩემ გრძნობებზე ლაპარაკი არ მინდა, არ მიყვარს.
-არ დაგაძალებ იმის თქმას რაც უკვე ვიცი, რასაც ვხედავ. მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მაინც მოგიწევს ამის აღიარება?
- შენ დამისახელე ერთი მიზეზი რატომ უნდა მიყვარდე?- კითხვის ნიშანს თავი აარიდა და დაჟინებული მზერა მიაპყრო.
-შენ დამისახელე ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა გიყვარდე?- კითხვაზე კითხვით უპასუხა, მისი დუმილით გათამამებულმა განაგრძო,- ზუსტად ამიტომ მიყვარხარ, რომ შენს სიყვარულს უარუყოფ, გიყვარვარ და თან როგორ, უბრალოდ ამის აღიარება არ გინდა, გრცხვენია ან...,- თვალები დაუნაღვლიანდა,- ან გეშინია.
-მეშინია? რა სისულელეა?- წარბი შეკრა და თვალი აარიდა.
- არ ვიცი, იქნებ მართლა სისულელეა, ან იქნებ სულაც არ არის. ვიცი რომ გეშინია ელენე, და ვიცი რისიც, ამიტომ არ გაძალებ არაფერს. ძალის დატანებით შენგან სიყვარულს ვერ მივიღებ, შენი სიძულვილი კი არაფერში მჭირდება. ყველაზე მეტად იცი რა მინდა? ჩემთან რომ იყო, არ აქვს მნიშვნელობა მეტყვი თუ არა, რომ გიყვარვარ,- გვერდზე გადაწვა და მის თმაში ჩაიძირა, არ უნდოდა ქალისთვის დაენახებინა მისი ტკივილი,- თუნდაც არ შეგიყვარდე, სიყვარულს არავის აყვედრიან, თუნდაც მითხრა რომ გძულვარ, თუნდაც ზიზღნარევი თვალებით მიყურებდე, ცალმხრივ სიყვარულსაც აქვს თავისი ხიბლი, და რომ მოვკვდები, როცა მოვკვდები მე თამამად ვიტყვი, რომ მთელი არსებით მიყვარდა და სიამაყით წავალ იმ ქვეყნად,- ქალის თვალს ცრემლი მოსწყდა,- თუ მეტყვი, რომ წასვლა გინდა, გაგიშვებ, თუ მეტყვი, რომ ჩემთან გინდა, გპირდები, რომ ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები მთელი სულით მეყვარები. ცხოვრებაში ორად ორი ქალია რომელსაც თავისუფლად, დაუძალებლად დავუთმობდი ჩემს მთლიან ცხოვრებას, დედა დავკარგე, გულის დიდი ნაწილი ჩამომეჭრა და ვფიქრობდი, რომ ვერავინ შეძლებდა დაკარგული ნაწილის აღდგენას, მაგრამ გამოჩნდი შენ და ჩემი გული კი არ აღდგა არამედ ახალი გაჩნდა. ახალი გული, რომლის ყველა კუთხეში მხოლოდ შენი სახელი წერია. აქამდე მეგონა, რომ ქალი ყველაზე საშიში ქმნილება იყო და მისი ნდობა არ შეიძლებოდა, დაგიმონებდა და მიგატოვებდა, ჩემდა უნებურად შენს მახეში გავები და დაგემონე, მაგრამ იცი რაა? არ ვნანობ, არ ვნანობ რომ შემიყვარდი და ახლა ამ სიყვარულის გამო მიწევს ტკივილების ატანა. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა და ახლა ვხვდები, რომ საშიში კი არა ყველაზე სასიამოვნო გრძნობა ყოფილა და ყველაფერი თავიდან რომ დაიწყოს, კადრი საავადმყოფოს დღიდან რომ დაიწყოს, თავს მაინც მივცემდი უფლებას, რომ ყველაზე ამპარტავანი გოგო შემყვარებოდა,- თავი წამოწია და ცრემლმომდგარი თვალები დაუკოცნა,- მაშინ რომ გნახე, იმის მერე ჩემი გონებიდან ვერ ამოგშალე, შენი მწვანე თვალები თვალწინ მედგა და არც ერთი წამით არ მშორდებოდა, ენტონის შენზე დაწვრილებითი ინფორმაციაც კი მოვაძიებინე,- ჩაიცინა გახსენებაზე და ქალის მშვენიერ სახეს თვალი შეავლო, ცრემლებიც კი შვენოდა ამ არაამქვეყნიური სილამაზით დაჯილდოვებულ ქალღმერთს,- მერე გავიგე, რომ ის ბიჭი, რომელმაც მესროლა, შენი ძმა იყო და დავისახე კიდეც ეს გეგმა შენს ხელში ჩასაგდებად. ნიკოსთვის რაიმეს დაშავება ან ციხეში ჩასმა არც მომსვლია აზრად, ეს მხოლოდ თქვენს დასაშინებლად მოვიფიქრე და ახლა სიმართლე გითხრა ძალიან მცხვენია, მაგრამ მგონი ასე ჯობდა არა? - ლოყები ჩაიჩუტა და მოღიმარემ გოგონას გახედა, მაგრამ მისი სახის დანახვაზე სახე დაუსერიოზულდა,- მაპატიე ეს არ უნდა მეთქვა,- დაიხარა და შუბლზე აკოცა.
- ჩემი ძმა ვინ დაიქირავა?- მისდა გასაოცად მოულოდნელი კითხვა დასვა.
- რაა?
-ჩემს ძმას ვიცნობ გიორგი, საკუთრი ნებით არ გააკეთებდა ამ საშინელებას, არ მოუსწრაფებდა ადამიანს სიცოცხლეს. ვიცი რომ მან რაც გააკეთა ჩემ გამო გააკეთა, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ნიკომ საკუთარი ინიციატივით სცადა შენი მოკვლა,- გიორგის ცრემლით სავსე, ღრმა, მწვანე თვალებით შეხედა და შეეცადა მისი მუქი ყავისფერებიდან რაიმე ამოეკითხა, მაგრამ მამაკაცის სახეზე გაოცების მეტი არაფერი იკითხებოდა,- ნიკო შენც ხომ გაიცანი გიორგი? როგორ გგონია ის ამის ჩამდენია?
- ელენე...,- დაიწყო, მაგრამ გააწყვეტინა.
- სიმართლეს თუ მეტყვი უკეთესი იქნება ჩვენი ურთიერთობისთვის გიორგი, არ მინდა გვერდით ისეთი ადამიანი მყავდეს, რომელიც მომატყუებს.
- სიმართლეს გეტყვი, ის ისედაც ნათელია ჩემთვისაც და შენთისაც, რომ ნიკო მხოლოდ იმ ხალხთან საქმის დაჭერაშია დამნაშავე...
- ვინ ხალხთან,- ისევ შეაწყვეტინა და ბალიშზე წამოიწია.
- რა აუცილებელია ელენე შენთის ამის ცოდნა?
- მინდა ვიცოდე გიორგი, შენი ახლობელია?
- საკმაოდ ახლობელი.
-მამაშენი?
- არა, მამაჩემი რომ ყოფილიყო ასე არც დამწყდებოდა გული. ჩემმა ძმამ დაიქირავა ნიკო,- უკმაყოფილოდ გააქნია თავი, ტუმბოზე მიგდებულ სიგარეტსა და სანთებელას გადასწვდა, მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა, სიგარეტის მწვავე კვამლმა ხრიალით ჩაიარა ფილტვები და გარეთ გამოვიდა, სიგარეტით ხელში ბალიშზე მიესვენა და ისე განაგრძო,- არადა იმხელა იმედებს ვამყარებდი მასზე და გუშინ გავიგე, რომ კიდევ ერთხელ უღალატია.
- იქნებ ამის მიზეზი ჰქონდა?- სცადა მისი დაცვა, მაგრამ გიორგის წარბების შეკვრამ გაგრძელება გადააფიქრებინა.
- კი ჰქონდა, ჩემი ადგილის დაკავება უნდა, მამაჩემსაც მან სთხოვა დახმარება, უნდოდა როგორმე გზიდან ჩამოვეცილებინე, სწორედ მამაჩემის მოწყობილი იყო გუშინდელი სასაკლაოც,- გაჩუმდა. ელენე მიხვდა, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, ამით ვერაფერს მოიგებდა და გიორგისაც გააბრაზებდა. ბალიშზე ჩასრიალდა და მის მკერდზე მოათავსა თავი, ეს ერთადერთი იყო რაც ამშვიდებდა, მისი გულის ცემის დათვლა. ვინ თქვა, რომ მონსტრებს სიყვარული არ შეუძლიათ?!...
სიჩუმეში ტელეფონის ვიბრაციის ხმა გაისმა, ტუმბოდან აიღო და უპასუხა...
- გისმენ დავით, რა ამბავია ამისთანა, რომ ამ დილა უთენია მირეკავ... რაა?... როდის...,- ფეხზე წამოხტა და მაისურის ჩაცმა დაიწყო, მხარმა ისევ უმტყუვნა, მაგრამ ახლა ამაზე დიდი საფიქრალი ჰქონდა,- აქამდე რატომ არ მითხარ... კარგი ჩამოვდივარ ახლავე...,- ტელეფონი გათიშა და ფეხსაცმელი ჩაიცვა.
- რა მოხდა?- ელენე უკვე საწოლიდან ამდგარიყო და მას უახლოვდებოდა,- გიორგი რა მოხდა თქო, ამოიღე ხმა,- ბოლოს როგორც იქნა შეხედა და გულაჩუყებულმა, აკანკალებული ხმით ამოთქვა.
- რაული ავარიაში მოყვა და კომაშია...





*** ( XVI ) ***

დრო თითქოს შეჩერდა, რაულთან ერთად გატარებული ყველა ბედნიერი წამი კადრებივით დატრიალდა მის გონებაში და გული აუმღვრია, ადგილიდან მოსწყდა და კიბეზე დაეშვა, გასასვლელთან ლიზა დახვდა ცრემლიანი თვალებით.
-გიორგი რა ხდება, რაული როგორ არის, - ცრემლებს ამოაყოლა და მკერდზე მიეკრა, გიორგიმ მკლავები მოხვია და თავზე აკოცა.
-ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი, - გაყინულმა სიტყვებმა ოთახი გაკვეთა, თვითონაც არ სჯეროდა მისი სიტყვების,- უნდა წავიდე ლიზა, თქვენ აქ დარჩით, - მის უკან მდგომ ელენეს გახედა, - მე დაგირეკავთ და ყველაფერს გაგაგებინებთ.
-მეც წამოვალ, - ამოილაპარაკა ლიზამ და გიორგის ქვემოდან ახედა.
-არა, აქ დარჩით შენ და ელენე,- მერე ხელები გაუშვა, საკიდზე მიკიდული ქურთუკი ჩაიცვა და გასვლისას გამოსძახა, - დაგირეკავთ,- ლიზა კართან ჩაიკეცა და სახე ხელებში ჩარგო. ელენე მისკენ გაიქცა და წამოყენება სცადა.
-რატომ არავინ არაფერს მეუბნება წესივრად? რაული რაა ჩემი ძმა არ არის? - ცრემლებს ამოაყოლა, - გული მიგრძნობს, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა და მიმალავენ.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, - სცადა მისი დაწყნარება, მის გვერდით ჩაიმუხლა და მიიხუტა.
-მისი ნახვა მინდა ელენე, ვერ დავწყნარდები სანამ ჩემი ორი თვალით არ ვნახავ მას.
-ფარდულში თავისუფალი მანქანა გყაავთ, - უცბათ რაღაც აზრმა გაუელვა თავში, - მანქანა გყაავთ ლიზა?
-გვყავს, - ცრემლები შეიშრო და გაოგნებულმა ამოხედა, - გიორგიმ მაჩუქა.
-ადექი, მოემზადე და წავიდეთ, - წამოდგა და ხელზე მოქაჩა წამოსაყენებლად.
-ელენე მე არ მაქვს მართვის მოწმობა, - წამოდგა, - შარშან უნდა ამეღო, მაგრამ ვერ მოვახერხე გასვლა, - თავი იმართლა.
-მაგაზე არ იდარდო, მე მაქვს. მიდი გაემზადე და ხუთ წუთში აქ შევხვდეთ ერთმანეთს.
-მართლა? - გაკვირვება და სიხარული ერთდროულად გამოესახა, ელენემ თავი დაუქნია, ორივე თავის ოთახში შევიდა და მოემზადა. დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას შეხვდნენ.
ლიზამ ავტოსადგომში სინათლე აანთო და შავი ნაჭერგადაფარებული მანქანისკენ გაუძღვა, მისი დაბალი სახურავითვე მიხვდებოდით, რომ ეს სპორტული მანქანა იყო.
-სიმართლე გითხრა, ცოტათი მაშინებს კიდეც მისი სიჩქარე, - მანქანასთან გაჩერდნენ, - ერთხელ ვიჯექი მის საჭესთან, გიორგი მასწავლიდა ტარებას, მაგრამ ისე შემეშინდა მეორედ ვეღარ გავბედე.
-რა მანქანაა? - პასუხს აღარ დაელოდა ისე გადააძრო ნაჭერი და ადგილს მიეყინა. მისი ოცნების მანქანა, მისი გამოსვლისთანავე დაიწყო მასზე ოცნენა და დღემდე არ შეუწყვეტავს. ახლა კი, როცა ამ მანქანის საჭესთან დაჯდომისა და მისი მართვის შესაძლებლობა ეძლეოდა ადგილიდან დაძვრას და თითის შეხებას ვეღარ ბედავდა, ეგონა ეს მხოლოდ ილუზია იყო და თუ გაინძრეოდა გაქრებოდა.
-ეს… ეს…, - ძლივს ამოილუღლუღა ელენემ, მაგრამ გაგრძელება ვერ შეძლო.
-პორშე პანამერა 2016,- ჩაიცინა და ჩანთიდან გასაღები ამოიღო,- გამომართვი.
-ლიზა რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ არ მინდა ცუდად გამიგო, - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - საიდან აქვს შენს ძმას ამდენი ფული? - ჩაიფხუკუნა, ლიზა მიხვდა და ხუმრობაში აყვა.
-თავისუფალ დროს მეტროში უკრავს ხოლმე, - ორივემ გადაიკისკისა, ზუსტად ეს უნდოდა ელენეს და გამოუვიდა კიდეც. ოთახიდან გამოსვლისთანავე ჩაიფიქრა ლიზას გამხიარულება და ჩანაფიქრი აუსრულდა.
წყნეთის გზაზე მანქანა მაღალი სიჩქარით მიქროდა და სველ ტრასაზე ბორბლების ნაკვალევს ტოვებდა. ოქტომბერი ისე მიილია მზეს გამონათება საერთოდ არ უკადრია. ელენე პორშე პანამერას საჭესთან ჯდომით ოცნებას იხდენდა, ლიზა კი ისე დუმდა ერთი პერიოდი მისი არსებობა მიავიწყდა, ზეცას მოწყენილი სახით უყურებდა და ფიქრობდა. ბოლოს თავი შემოაბრუნა და ისეთი რამ იკითხა ელენეს ლამის ნერწყვი გადასცდა.
-ჩემი ძმა გიყვარს ხო? - მიაშტერდა და იქამდე უყურა დაჟინებით, სანამ ხმა არ ამოაღებინა.
-კი, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ლიზას გახედა, - არ მინდა შენთან რამეს ვმალავდე და ამიტომ ვიქნები გულახდილი. არ ვიცი ეს როდის დაიწყო, რადგან როცა მოვედი შენი ძმა მთელი არსებით მძულდა, მაგრამ მაშინ ტბის პირა სახლში ჩვენს მოსაკლავად რომ მოვიდნენ მივხვდი, რომ ყველაფერი ისე აღარ იყო როგორც დასაწყისში. მაშინ, როცა ჩემს უფროსს ეჩხუბა მივხვდი, რომ მომწონდა, ტყეში როცა მიპოვა უკვე მიყვარდა,- მორცხვად გახედა, აინტერესებდა ლიზას აზრი ამის შესახებ.
-ჩემმა ძმამ იცის ამის შესახებ?- გამომცდელად გახედა.
-არა, არ მითქვამს.
-დარწმუნებული ვარ არც ის გეტყოდა. გიორგი ჯიუტია, გულს ამოიღებს და გაჩუქებს, მაგრამ ძნელად აატრიალებს ენას იმის სათქმელად, რომ უყვარხარ.
-უკვე მითხრა, - ლიზამ გაოგნებით გახედა, მომღიმარმა ელენემ თავი დაუქნია, - დღეს დილით, სანამ ამ ამბავს შეატყობინებდნენ, - ქალს ისევ ნერვიულობა და მოწყენილობა მიეხატა სახეზე.
-კარგია. ჩემი ძმისგან გასაკვირი ამბავია, რადგან აქამდე სახლში გოგო არ მოუყვანია და არ უთქვამს ცოლად მომყავსო, არც ის უთქვამს ოდესმე ვინმე თუ მოსწონდა, შენ პირველი ხარ და ახლა უკვე უკანასკნელიც. ერთი რაღაც მინდა გთხოვო ელენე, გაუფრთხილდი ჩემს ძმას, არ გეტყვის, მაგრამ შინაგანად იმაზე სუსტია ვიდრე წარმოგიდგენია, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე მისთვის ძვირფას ადამიანებს ეხება. გიორგის სუსტი წერტილი ოჯახია და ამის შესახებ ყველა მისმა მტერმა იცის, განსაკუთრებით მამამ, - თავი ჩახარა, - არ ვიცი რატომ, მაგრამ გიორგის დედის სიკვდილის შემდეგ მთლიანად შეიცვალა და მალევე ქვეყნიდან წავიდა.
-ქალბატონი ნანა როგორ დაიღუპა? - ისევ არასწორი კითხვა დასვა და გამოსწორება სცადა, - გიორგიმ კი მითხრა ცუდად იყოვო, მაგრამ კარგად არ აუხსნია.
-კიი ცუდად იყო, - დაადასტურა, - ძალია ავად იყო და ამ ავადმყოფობამ შეიწირა.
-რითი? - ისევ უადგილო კითხვა დასვა. ენა პირში არ უჩერდებოდა, - კარგი, აღარ გვინდა ამაზე საუბარი. შენზე მომიყევი ლიზა.
-ჩემზე რა მოგიყვე? - თემის შეცვლამ აშკარად მოიყვანა ხასიათზე.
-არ ვიცი, რამე. ის რაც მე არ ვიცი, მაგალითად ვიცი რომ უნივერსიტეტში სწავლობ, მაგრამ რა ფაკულტეტზე?
-ბაკალავრი წელს მოვრჩი, შენსავით ჟურნალისტობა ავირჩიე. წელს მაგისტრატურაზზე ჩავაბარე და დაუსწრებელზე ვსწავლობ.
-გიორგის გამო ხო?
-კიი, მის გამო. არ მინდა მარტო დავტოვო, უფრო სწორედ ამ ოთხი წლის განმავლობაში სახლში დიდ დროს რომ ვერ ვატარებდი ძალიან უჭირდა და ამიტომ გადავწყვიტე დაუსწრებლით სწავლა, მაგრამ ახლა შენ ყავხარ და ყველაფერი კარგად იქნება. ხომ ასეა? - გაუღიმა.
-ასეა, - იმავეთი უპასუხა და მანქანა საავადმყოფოს ავტოსადგომზე დააყენა. შენობაში შესულებმა მაშინვე მიმღებს მიაკითხეს, - რაული რა გვარია?
-ჯიშკარიანი.
-საბუთებითაც მასეა?
-არა, საბუთებით დავიდიანია, რაულ დავიდიანი,- მიმღებიდან მესამე სართულზე გაუშვეს, იქ სადაც რაული იწვა. ლიზა ლიფტს აღარ დაელოდა და კიბეებს აუყვა, დერეფნის ბოლოს დავითი და გიორგი დაინახა და მაშინვე მათკენ წავიდა.
-ლიზა? - დავითი დისკენ წავიდა, შემობრუნებულმა გიორგიმ მისკენ მიმავალი ელენე რომ დაინახა აღელვება ჩაუცხრა, თითქოს მისი წამალი მისულიყოს.
-აქ რა გინდათ, - წართმეული ხმით ამოილაპარაკა.
-ლიზას უსამართლოდ მოექეცით, რომ არ წამოიყვანეთ, მე კი… უბრალოდ ვერ გავძლებდი მარტო სახლში.
-მარტოობის შიში ბავშვობიდან გაქვს, - გაუღიმა და მხრემზე ხელი მოხვია, ზურგით კედელს მიეყრდნო.
-რა მდგომარეობაა? - დაბურულ მინას გახედა, რომლიდანაც ოდნავი სინათლეც არ გამოდიოდა.
-ოპერაციას უკეთებენ. ოთხი ნეკნი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, ასევე მენჯის ძვალი და თავის ქალა აქვს გაბზარული, - ამოიხვნეშა და თავზე ნიკაპი ჩამოაყრდნო.
-და ავარია როგორ მოუვიდა.
-ჩემი ბრალია...
-რას გულისხმობ? - მისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩახედა.
-სახლიდან რომ არ გამეგდო ეს ამბავი არც მოხდებოდა მის თავს.
-თავს ნუ იდანაშაულებ გიორგი. შენ საიდან უნდა გცოდნოდა, რომ იქიდან წასვლის შემდეგ რაიმე მოუვიდოდა? ამასთანავე არ დაგავიწყდეს, რომ მოღალატედ თვლიდი, ყველაზე სწორი გამოსავალი შენგან მისი სახლიდან გაგდება იყო.
-ასე არ არის, შემეძლო ახსნის უფლება მიმეცა მისთვის და…
-გაჩუმდი,- ტუჩებზე თითი ააფარა, - შენ თავს ნუ ადანაშაულებ, გეყოფა. ახლა მთავარია გადარჩეს, სხვა ყველაფერზე მერე ვისაუბროთ ყველამ ერთად.

***

ორსაათიანი გაწელილი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა საოპერაციოს კარი გაიღო და თეთრებში ჩაცმული მსუქანი კაცი გამოვიდა.
-დავიდიანის ახლობლები თქვენ ხართ? - სახიდან პირბადე მოიხსნა და გიორგის და ელენეს მიუახლოვდა.
-დიახ, მე მისი ძმა ვარ, ეს ჩემი მეუღლეა, - ელენეს გახედა, რომელმაც მორცხვად გადაიწია ყურზე თმა, - როგორ არის ჩემი ძმა?
-საბედნიეროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ვერც კარგს გეტყვით და ვერც ცუდს, უნდა დაველოდოთ. როგორც შესვლისას გითხარით ოთხი ნეკნი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, ასევე მენჯის ძვალი და თავის ქალა აქვს გაბზარული, სხვა მეტი სერიოზული საბედნიეროდ არაფერი სჭირს პაციენტს. ნარკოზიდან რომ გამოვა მერე უკეთესად დავაკვირდებით. საავადმყოფოში მოყვანისას კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა პაციენტი, ამიტომ სანამ ძილის მდგომარეობიდან არ გამოვა მეტს ვეღარაფერს გეტყვით, უკეცრავად,- თავი დაუკრა და ხალათის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა გიორგის გვერდი უქცია.
-ექიმო ერთი წუთით, - ლიზამ შეაჩერა, - შეიძლება მისი ნახვა?
-თქვენ ვინ ბრძანდებით პაციენტის? - დაინტერესდა.
-მისი და ვარ.
-პალატაში რომ გადაიყვანენ მოგცემთ მისი ნახვის უფლებას. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, - თავი დაუკრა და კუთხეში თვალს მოეფარა.
პალატაში გადაყვანიდან ორი დღის შემდეგ რაული გონს მოვიდა, მაგრამ ძლიერი ტკივილების გამო ექიმები იძულებულნი გახდნენ ხელოვნური ძილის რეჟიმი შეექმნათ მისთვის. ასე გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღიურად, ბოლოს როგორც იქნა ისეთი ტკივილებით გაიღვიძა, რომელსაც წამლის მიღებაც გააყუჩებდა.


***

ლიზა და ელენე სამზარეულოში ტრიალებდნენ და ოჯახური ვახშმისთვის ემზადებოდნენ. ჩვევად ექცათ, რომ ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, საუბრობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ეს პროცესია ორივეს მოსწონდა, ასე დროც სწრაფად გადიოდა და მოწყენის საშუალებაც აღარ ეძლეოდათ. რაულიც ნელ- ნელა მომჯობინებას იწყებდა და მასზე ნერვიულობასაც მორჩნენ.
-ასეთი ოჯახური ვახშამი ჩემს აქ მოსვლამდეც გქონდათ ხოლმე? - სალათის ჯამი მაგიდაზე დადგა.
-არც ისე ხშირად. უფრო მაშინ, როცა რაღაც სერიოზული საქმე გვაქვს განსახილველი.
-და დღეს რა საკითხზე უნდა ვისაუბროთ?
-არ ვიცი, გიორგის არაფერი უთქვამს ჩემთვის,- მხრები აიჩეჩა ლიზამ,- მოვიდნენ,- დერეფნიდან ბიჭების ხმა მოისმა.
-ჩვენი ქალბატონებიც აქ ყოფილან, - წინა დღიდან მოყოლებულ უნახავ ელენეს გადაეხვია და ლოყაზე აკოცა, - როგორ ხარ?
-კარგად ვარ, მადლობა,- მის დანახვაზე უფრო მეტად იგრძნო, თურმე ამ ორი დღისა და ერთი ღამის უნახავი ძალიან მონატრებოდა. გიორგი დავითთან მდგომ ლიზასაც გადაეხვია და ყველანი სუფრას მიუსხდნენ.
-ენტონი სად არის? - მოაგონდა ლიზას და ფინჯნებში ჩაი დაასხა. ელენე ხშირად ამჩნევდა ლიზას თვალები რომ უბრწყინავდა ენტონის სახელის ხსენებაზე.
-სტუმრებს მოიყვანს და მოვა, - დავითმა ფინჯანი გამოართვა ხელიდან.
-სტუმრები გვეყოლება? - გაოცდა ელენე, - და აქამდე რატომ არაფერი გვითხარით? ვინ მოდის?
-ეგ სიურპრიზია ძვირფასო, - თვალი ჩაუკრა გიორგიმ.
-რამდენნი იქნებიან?
-მხოლოდ ორნი.
-ჩვენ ვიცნობთ? - რატომღაც აღელვება დაეტყო ელენეს, გული რაღაცას უგრძნობდა.
-მოთმინება იქონიე ელენე, თუ ყველაფერი გითხარი რაღა სიურპრიზი გამოვა ეგ? - ჩაიცინა და დავითს გახედა.
-რაღაცას მაიმუნობთ თქვენ, - გაუწყრა ელენე, კარისკენ შეტრიალდა და გაშეშდა. ნუთუ მონატრებას ასეთი რამ სჩვეოდა? დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ ნახავ ადგილზე იყინები? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა? გულში ჩაწყვეტილ ნაწილს გივსებს და გათბობს, მაგრამ ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ გაძლევს, რომ ჩაეხუტო და მოეფერო.
კართან ნიკო და ანა იდგნენ და ელენეს უღიმოდნენ. ისინი იყვნენ სტუმრები, გიორგი სიურპრიზად რომ ინახავდა. როგორ მონატრებოდა ისინი, მათი სახეების დანახვა, ხმა, ჩახუტება. ჩახუტება, რომელიც სულს და გულს ერთიანად უთბობდა. ადგილს მოსწყდა და ნიკოს კისერზე ჩამოეკიდა, ტირილი აუტყდა, ეხვეოდა და კოცნიდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ის იყო, თავი სიზმარში ეგონა. ძმას მოშორდა და საყვარელ მეგობარს გადაეხვია, ანასაც ცრემლები წასკდა და ატირდა. მშვენიერი სიურპრიზი და მშვენიერი სანახაობა გამოვიდა. არაფერია იმ კადრზე ლამაზი, ვიდრე მონატრებული ადამიანების შეხვედრაა.
-ღმერთო, მართლა სიურპრიზია, - ლოყებზე ჩამომდინარი ცრემლები მოიწმინდა და კიდევ ერთხელ გადაეხვია ძმას, - მშვენიერი სიურპრიზი, - მერე გიორგის გახედა, - მადლობა, ძალიან გამახარეთ.
-მადლობას მე ნუ მიხდი, - მათთან მივიდა და გადაეხვია, - კეთილი იყოს შენი მობრძანება ძმაო, და შენიც ანა. თქვენ უკვე ჩემი ოჯახის წევრები ხართ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ ხოლმე. ახლა კი გთხოვთ, რომ სუფრას მიუსხდეთ,- ყველამ დაიკავა თავისი ადგილი, მხოლოდ ლიზა იდგა ფეხზე, რომელიც ჯერ კიდევ ენტონის ელოდა. ელენე მიხვდა მის ფიქრებს და თავად მოიკითხა ის.
-და ენტონი მაინც არ არის აქ.
-ხოო მართლა, - წამოიწყო ნიკომ და გიორგის მიუბრუნდა, - ენტონიმ მითხრა, რომ ეს მხოლოდ ოჯახური ვახშამი იყო და მას აქ არაფერი ესაქმებოდა.
-რა სისულელეა, ისიც ჩვენი ოჯახის წევრია. ლიზა გთხოვ დაუძახო.
-მეე? მე დავუძახო?
-ხოო, ლიზა რა გჭირს, გადი ენტონისთან და უთხარი შემოვიდეს, - დავითმა ღიმილიანი სახით გააცილა გასასვლელისკენ მიმავალი და.
- რამე მოხდა? - სასხვათაშორისოდ იკითხა ელენემ, მაგრამ ღიმილის მეტი ვერაფერი მიიღო.
ლიზა ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა კიბეს და თან ფიქრობდა გასულიყო თუ არა მასთან. ეს ბოლო დღეებია ერიდებოდა მასთან შეხვედრა და საუბარი. იმ ამბის შემდეგ მოსვენება დაეკარგა და ძილიც გაუქრა. მაშინ როცა რაული პალატაში გადაიყვანეს ენტონიმ დრო იხელთა და ლიზას სიყვარულში გამოუტყდა, ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, დაბნეულობა და უხერხულობა. ენტონი ეზოში, მანქანაზე მიყრდნობილი დაუხვდა, ლიზას დანახვაზე სახე გაებადრა, მანქანას მოშორდა და მიუახლოვდა.
-დავითმა და გიორგიმ გამომგზავნეს და მითხრეს, რომ გელოდებიან,- თავი ჩახარა და ნერვიულობისგან თითების მტვრევას მოყვა.
-ამის გარდა არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი ლიზა? - ახლოს მივიდა და ხელზე შეეხო.
-ენტონი გთხოოვ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაგდებ. ისედაც ჯერ ვერ გადავხარშე შენი ნათქვამი.
-ვიცი, რომ შენც იმავეს გრძნობ, რასაც მე შენს მიმართ. გიორგიმ საქართველოში რომ ჩამომიყვანა და შენი თავი გამაცნო იმ დღის მერე ვეღარ ამოგიგდე გულიდან. შენი ქცევებით, შენი საუბრით, შენი კეთილი გულით შემაყვარე თავი და ახლა ნუ მეტყვი რომ წავიდე, რადგან ამას ვერ შევძლებ. სამი წელი, მთელი სამი წელი ვდუმდი, რადგან არ მინდოდა შემეშინებინე, ჩემი გრძნობები თავზე მომეხვია და დამეფრთხე. ლიზა, შენი წყალობით შევძელი ქართულის სწავლა, წერაც და კითხვაც, თავს მაყვარებდი, როგორც და, მაგრამ მე დაზე უფრო მეტად შემიყვარდი.
-ენტონი გთხოვ…
-არა, ეს მე გთხოვ ლიზა, გთხოოვ, რომ დამინდო, შემიბრალო, გამხადო შენს ღირსად. შემომხედო არა როგორც ძმას, არამედ როგორც კაცს, რომელსაც უყვარხარ. ნუ იქნები ჩემ მიმართ დაუნდობელი, შემიბრალე და დამინდე. ცხოვრების ჩემთან ერთად გატარებას და სიყვარულს გთხოვ ლიზა, - დადუმდა და დააკვირდა, ლიზა ისევ თავჩახრილი იდგა და ენტონის ხელებში მოქცეულ მის თითებს აკვირდებოდა. განა რა უნდა ეპასუხა ამ ყველაფერზე, თვითონაც გაემხილა გრძნობები თუ არა. დავითის და გიორგის რიდი ჰქონდა, რადგან ისინი ენტონის ძმად მიიჩნევდნენ, - ლიზა, - ფიქრებიდან გამოარკვია მამაკაცის ხმამ.
-შიგნით შევიდეთ, გველოდებიან, - ხელი წაართვა და სახლისკენ შებრუნდა.
-შენს ძმას ყველაფერი ვუთხარი, - ქალს ხელი კარის სახელურზე მიეყინა, - დასამალი აღარაფერი იყო, შენი ხელი ვთხოვე.
-რას ამბობ, - ფრთხილად შემობრუნდა და აცრემლებული თვალებით გახედა, - ხუმრობ ხო?
-არა, მართლა გეუბნები, დავითს შენი ხელი ვთხოვე.
-ღმერთო გაგიჟდებოდა, გააფრენდა, - სახეზე ხელები აიფარა.
-დამშვიდდი…
-როგორ დავმშვიდდე ენტონი, ალბათ ძალიან გაბრაზდებოდა, ახლა თვალებში როგორ ჩავხედო ჩემს ძმას?
-ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ ლიზა.
-რას გულისხმობ?
-დამთანხმდა, - ქალს სიტყვები ბაგეზე მიეყინა, აღარ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა, გახარებოდა თუ სწყენოდა, - ლიზა…, - წამოიწყო, მაგრამ სიტყვა შეაწყვეტინეს. ქვის კიბეზე გიორგი ამოდიოდა.
-რას შვებით ხალხნო, აღარ მოდიხართ? - გიორგი მიუახლოვდა, - მოხდა რამე?
-ენტონიმ თქვა, რომ მოსვლა არ უნდა, - შეტრიალდა და სახლში შევიდა. გიორგის მზერამ მეგობრისკენ გადაინაცვლა.
-გაიგო, რომ დავითს მისი ხელი ვთხოვე.
-და გაბრაზდა ხო? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - კარგი არაუშავრა, წამოდი ჩავიდეთ.
-გიორგი იქნებ არ ღირს?
-წამოდი მეთქი, - სამზარეულოში შეიყვანა და ლიზას გვერდით, სკამზე ძალით დასვა. ლიზა უხერხულად შეიშმუშნა.
-ახლა, - წამოიწყო გიორგიმ და ელენეს გვერდით დაიკავა ადგილი, - როცა ყველანი ერთად ვართ, შეგვიძლია მივირთვათ, რადგან მე ძალიან მშია.
-ჯერ მინდა რაღაც ვუთხრა ჩემს დას, - ლიზას მოუსვენრობა დაეტყო, წყალი მოსვა, - სანერვიულო არაფერია დაო, პირიქით სასიხარულო ამბავია, მაგრამ მეწყინა, რომ შენს ძმას სიმართლე დაუმალე,- ლიზამ თავი დახარა, - სიყვარული როდის დამიშლია შენთვის? ენტონი რომ არა ამის შესახებ ვერასოდეს გავიგებდი ალბათ. ვიცი, რომ შენ ოჯახზე ფიქრობ პირველ რიგში და შემდეგ სხვა დანარჩენზე, მაგრამ თავს რატომ ივიწყებ არ მესმის. ენტონიმ შენი ხელი მთხოვა და მე დავთანხმდი, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით, შენც თუ მეტყოდი, რომ თანახმა ხარ და მისი ცოლობა გინდა. მიდი ლიზა, მითხარი რას ფიქრობ,- ლიზა დუმდა, ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რა ეთქვა, ეშინოდა, ერიდებოდა, სცხვენოდა, მაგრამ მაინც ვალდებული იყო მისთვის კი ან არა ეთქვა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ბოლოს დუმილი გიორგიმ დაარღვია.
-ლიზა, ჩვენი თუ გრცხვენია თქვი და მარტო დაგტოვებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ და მით უმეტეს შენი ძმა ბედნიერები ვიქნებით თუ ენტონი სრულფასოვანი ოჯახის წევრი გახდება ჩვენი. თქვი ნუ გერიდება, - ლიზა ისევ დუმდა, მაგრამ ამჟამად ღიმილდამატებული დუმილი იყო. სიტყვის თქმა ვერ გაბედა და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დააქნია.
-ე. ი… თანახმა ხარ? - მისკენ შეტრიალდა ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული ენტონი.
-კიი, თანახმა ვარ, - ტაშმა და ოვაციებმა იხუვლა, ყველა ულოცავდა ახალ წყვილს გაბედნიერებას, ისინი კი უბრალოდ ისხდნენ და ერთმანეთს მოცინარი თვალებით უყურებდნენ, მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა.



***

ვახშამი მალე მოამთავრეს და მისაღებ ოთახში გავიდნენ სასაუბროდ. ცოტა ხნის მერე დავითის ცოლი, მარიამიც შემოუერთდათ და სახლი მხიარულობამ მოიცვა.
-თქვენ როდის აპირებთ ქორწილს? - ცბიერად გახედა ანამ თავის მეგობარს და თვალი ჩაუკრა.
-და თქვენ როდის აპირებთ ჩემთვის რაიმეს თქმას? - ეშმაკურად გახედა. ანას მოულოდნელი კითხვისგან ხველება აუტყდა.
-როდის მოასწარი ამის თქმა? - მკლავზე უჩქმიტა გვერდით მჯდომ ნიკოს და ელენეს მორიდებით გახედა, - ყველაფრის ერთად თქმას ვაპირებდით გეფიცები, მაგრამ ნიკომ ვერ მოისვენა.
-ნიკოს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ან თქმა რა საჭირო იყო ისედაც ყველაფერს ვხედავ, - ანას შეშინებულ სახეზე სერიოზულობა ვეღარ შეიკავა და გულიანად გაიცინა, ოთახში დაძაბულობა მოიხსნა, - სახე შეცვალე ანა, არ გეჩხუბები.
-ე. ი რამდენ ქორწილს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? - სიცილით იკითხა მარიამმა და ქმარს მხარი გაჰკრა, ამყევიო. დავითს გაეცინა.
-სამი ქორწილი ცოტა არ არის.
-სამი რატომ? - იკითხა ელენემ, ამაზე საუბარი ცოტა ეუხერხულებოდა.
-ლიზა და ენტონი, ნიკო და ანა, შენ და გიორგი, - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უყვარდა ამ თემაზე საუბარი რატომღაც ეუხერხულებოდა, თითქოს უცხო რამეს ეუბნებოდნენ. გიორგი მიუხვდა მის ფიქრებს და დასამშვიდებლად მხრებზე მოხვია ხელი.
-მოდი თემა შევცვალოთ და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, - ელენეს თმაზე მოეფერა და გაუღიმა, - ახლა კი ცოტა დავლიოთ, - ფეხზე წამოდგა და ჭიქებში ვისკი დაასხა.
-ვისკი არასოდეს დამილევია, - გიორგის გაწვდილი ჭიქა შეათვალიერა და გამოართვა, - იქნებ არ ღირს?!
-თუ არ გინდა ნუ დალევ.
-მძიმე დასალევია? - ლამის ცხვირი ჩაყო ჭიქაში და ზიზღისგან დაიმანჭა.
-კონიაკი დალეული გააქვს?
-კი.
-მაგაზე ბევრად მძიმეა, - გაუღიმა და სასმელი მოსვა.
-დამამშვიდე, - გაეცინა.
-მოდით მეგობრებო, - ფეხზე წამოდგა დავითი, - ტრადიცია არ დავარღვიოთ და სადღეგრძელო ვთქვათ, ჩვენს დიდ, ახალგაზრდულ ოჯახს გაუმარჯოს, მართალია სრული შემადგენლობით არ ვართ, რაული გვაკლია, - წამიერად დადუმდა და თავი ჩახარა, - მაგრამ სამი ადამიანი შემოემატა ჩვენ დიდ ოჯახს, ელენე, ნიკო და ანა. ჩვენს არცთუ ისე პატარა ოჯახს გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს, - ყველამ ერთხმად შესძახა და სასმელი მოსვა. ელენეს ხველება აუტყდა.
-ღმერთო, რა საშინელებაა, - ხელში ცარიელი ჭიქა ეჭირა. ფეხზე წამოხტა და სამზარეულოსკენ გაიქცა. წყლის მესამე ჭიქამ ძლივს ჩაახშო მის ორგანიზმში ამოფრქვეული ვულკანი, თვალებზე მომდგარი ცრემლები თითებით მოიწმინდა. შემობრუნებულს ზურგს უკან გიორგი დაუხვდა, ადგილზე შეხტა რომ დაინახა.
-კარგად ხარ?
-კიი.
-რატომ შეგეცვალა სახე, როცა ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი? - კისერში ხელი შეუცურა და ახლოს მიიზიდა. ელენეს სუნთქვა გაუხშირდა.
-ნუ მაბნევ, - თვალები მილულა და მის ყელზე მოსრიალე მამაკაცის ტუჩებს მიენდო.
-ეს შენ მაბნევ ელენე, ვეღარ ვხვდები ჩემთან ყოფნა გინდა თუ არა, - ცხელი კოცნა დაუტოვა ყურის ქვეშ, - როცა მგონია, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დალაგდა, თითქოს იცვლები, - მაისურის შიგნიდან შეუცურა ხელი და ხერხემალს აუყვა.
-გიორგი გაჩერდი, არ გინდა გთხოვ, - თქმით ეს თქვა, ქცევა კი სხვა რამეზე მიუთითებდა, ხელებით მამაკაცის სახე მიიზიდა და ტუჩებში აკოცა. იგრძნო როგორ დაუარა სასიამოვნო ჟრუანტელმა, ვნება აღეძრა, სასმელმაც თავისი ქნა. პროცესი ანას ხმამ გააწყვეტინა.
-ვაიმე, უკაცრავად, არ მინდოდა გეფიცებით, - შებრუნდა და გაიქცა. წყვილს სიცილი აუტყდა.
სამზარეულოდან გასულებმა კიდევ ბევრი ისაუბრეს, ბევრი იცინეს, გაერთნენ და დალიეს. შუა ღამე დიდიხნის დაწყებული იყო, რომ დაიშალნენ.
-მოიცადე, ძალიან ბევრი საფეხურია, - მუაჯირს ჩაეჭიდა ელენე და გონებაში საფეხურების თვლა დაიწყო, ბოლომდე არ იყო მისული, რომ გიორგიმ ხელში აიტაცა და კიბეს აუყვა, - დამსვი, დამსვი, მე თვითონ ავალ.
-ეჭვიც არ მეპარება, რომ შენც შეგეძლო, მაგრამ აღარ გაწვალე,- ოთახის შუაგულში დასვა და წელზე ხელი მოავლო.
-შენ გგონია, რომ მე მთვრალი ვარ? - ამღვრეული თვალებით გახედა მის წინ მდგომს.
-არა რას ამბობ, საერთოდ არ ხარ მთვრალი, დედამიწა ბრუნავს უბრალოდ.
-რა ხუმარა ხარ, - სიცილს ამოაყოლა ელენემ და წონასწორობა დაკარგული მამაკაცს სვიტერზე ჩაეჭიდა, - ჰაერი არ მყოფნის, აივანზე გამიყვანე გთხოვ.
-წამოდი, - ნაბიჯი გადადგმული არ ჰქონდა, რომ წაბორძიკდა და გიორგის მთელი სხეულით ჩამოეკიდა.
-ახლა… შენც იმაზე ფიქრობ, რაზეც მე? - ჩურჩულს ამოაყოლა და სახე მის სახესთან უფრო ახლოს მიიტანა.
-არ ვიცი შენ რაზე ფიქრობ, - მის ბაგეს დააშტერდა გიორგი და მთელი სხეულით უფრო ახლოს მიიზიდა.
-ამაზე, - ტუჩები ტუჩებს შეახო და ვნებიანად აკოცა, ეს იყო ის რისი გაკეთებაც ამდენი ხანი სურდა და რისი სურვილითაც იწვოდა. მთელ სხეულში ელექტრო დენებივით დაუარა სასიამოვნო გრძნობამ და ვნებები უფრო აეშალა. ვერც კი მიხვდა ისე აღმოჩნდა მაისურის გარეშე მამაკაცის წინ, რომელიც უკვე თავის მაისურს იხდიდა, გასაკვირი კი ის იყო, რომ ამ პროცესში ელენეც ჩართული იყო. უკან- უკან სვლით, საწოლის კიდეს მიღწეულმა, თითქოს ჩაქუჩი ჩასცხესო გონს მოეგო და წამიერად შეეწინააღმდეგა თავის ველურ სურვილს, მაგრამ გიორგის ნაზმა და ვნებიანმა შეხებამ ჩაუხშო ყოველივე სურვილი წინააღმდეგობის გაწევისა. სიბნელეს შეერია ელენეს დაუმორჩილებელი ხმაც და მათი ვნება აშლილი სხეულებიც.







*** ( XVII ) ***


- საკმარისია მამა, აღარ მინდა აღარანაირი შურისძიება, გადავიფიქრე. ის ცოდვებიც მეყოფა რაც მხრებზე მადევს და აღარ ვაპირებ კიდევ დავიმატო რამე. მე გიორგის აღარ ვერჩი, აღარც ეს დაწყევლილი სკამი მჭირდება, ისედაც მაქვს ის ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის მჭირდება, მე ოჯახი მყავს და ეს არის ჩემი ბედნიერება. აქედან რომ გავალ გიორგის პატიებას ვთხოვ, მიუხედავად ყველაფრისა მაპატიებს, ის არ არ არის ბოროტი, შენ არ გგავს, ერთადერთი ვინც დაგემსგავსა მე ვარ და ამასაც ვნანობ...
- როგორ მელაპარაკები, შენი რომელიმე ხელქვეითი ხომ არ გგონივარ, - კახაბერი ქეჩოში სწვდა და შეანჯღრია, რაული ტკივილებისგან დაიმანჭა, - არ მოგცემ უფლებას ასე მელაპარაკო, მე მამაშენი ვარ და ბევრი რამ გავაკეთე შენი კეთილდღეობისთვის, ახლა კი დროა ეს ვალი გადამიხადო.
- გადავიხდი მამა, გადავიხდი, მაგრამ არა სხვისი სიცოცხლით.
- შენ ვალდებული ხარ, მე მამაშენი ვარ, ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც გეუბნები.
- შენ ჩემი ბიოლოგიური მამა არ ხარ, მამაჩემი მოკვდა, მოკლეს, დავითისა და ლიზას ოჯახთან ერთად ჩაცხრილეს მანქანაში. შური იძიეს არაფრის გამო. გგონია არ ვიცი, რომ შენ გამო ამოხოცეს ისინი? გგონია ბავშვობაშიც არ ვიცოდი ამის შესახებ? ვიცი და თან ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ხმას არ ვიღებდი და იცი რატომ? იმიტომ რომ მეშინოდა, გესმის? მეშინოდა. სიკვდილის შიში მქონდა.
-მე შენ ისე გექცეოდი, როგორც ღვიძლ შვილს, ახლა ვხვდები ღირსი არ ყოფილხარ.
-შენ მკვლელად გამზარდე, საკუთარი ძმის მკვლელად და ამის გამო მეზიზღება საკუთარი თავი. არ ვაპირებ შურისძიებასა და მკვლელობაში ისევ აგიწყო ფეხი, მშვიდად და უშფოთველად ცხოვრება მინდა. მე ვწყვეტ ყველაფერს და შენც ამას გირჩევ მამა, დაანებე გიორგის და მის ცოლს თავი, მიეცი მშვიდად ცხოვრების უფლება.
-მე ვის რის უფლებას მივცემ მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია და სხვა არავისი. შენთან ერთად თუ შენს გარეშე მე მაინც ვიძიებ შურს და არა იმიტომ, რომ შენ გაგითავისუფლო ადგილი, არამედ იმიტომ, რომ დავიბრუნო ის ყველაფერი რაც წამართვეს. შენ გგონია მართლა შენ გამო ვიწვალე ამდენი? მოდი სიმართლეს გეტყვი, ჩემი შვილი ხარ და არ მოგატყუებ. შენ მხოლოდ საშუალება იყავი იმ ყველაფრის რაც მე მინდოდა და მინდა კიდეც, წარსულში რატომ ვლაპარაკობ?! შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ, დაფიქრდი და მიხვდები რასაც გეუბნები.
-შენი გეგმების შესახებ დიდი ხანია ვიცი ბატონო კახაბერ.
-აბა გეგონა შემეხვეწებოდი, მეც შემეცოდებოდი და ყველაფერს დაგითმობდი?
-არა, იმედი მქონდა, რომ ყველაფრის ერთად მართვას დავიწყებდით და უბრალო პაიკივით წაიღე- წამოიღეს როლი არ მექნებოდა, - კახაბერმა გადაიხარხარა.
-ზედმეტად გულუბრყვილო ყოფილხარ შვილო.
-ვიცი, მივხვდი და სამწუხაროდ გვიან, მაგრამ არც ისე გვიან, რომ ყველაფრის გამოსწორება ვერ შევძლო.
-მაინც რის გამოსწორებას შეძლებ, როგორ უნდა შემაჩერო, რას გააკეთებ.
-უბრალოდ გვერდზე გაწევა და შენთვის დახმარების არ გაწევაც ერთ- ერთი საშუალებაა, რომ ხელი შეგეშალოს განზრახვის ასრულებაში.
-ბავშვურად აზროვნებ, - ჩაეცინა და საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა.
-ბავშვური აზროვნება მირჩევნია მკვლელის აზროვნებას. მე ბოლო სიტყვას ვამბობ, გინდ მიიღე გინდ არა, გიორგის გვერდით დავდგები და სიცოცხლის ბოლომდე ამ მდგომარეობაში ვიქნები.
-შენს ოჯახზე არ ფიქრობ? შენს ცოლზე და შვილზე.
-ჩემი ცოლ- შვილი რა შუაშია? მათ ვერ გარევ, არ გაქვს უფლება.
-იმაზე მეტი უფლება მაქვს ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ან ჩემთან იქნები ან არა და ვიფიქრებ, რომ ოჯახი არ გაინტერესებს.
-მემუქრები? - გაჰყვირა და საწოლზე წამოიწია, ტკივილმა ისევ თავი შეახსენა.
-დამშვიდდი, ჭრილობები არ გაგეხსნას, - ცინიკურად გახედა რაულს და ფეხზე წამოდგა, - გირჩევ დაფიქრდე და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო, არ მინდა მერე სინანულის გრძნობამ შეგაწუხოს.
-ჩემი პასუხი გითხარი უკვე და ტყუილად..., - კარი მოულოდნელად გაიღო და რაულის ვაჟი შემოვიდა, უკან სონია მოყვებოდა.
-ფრთხილად საყვარელო, მამიკოს არაფერი ატკინო, - მერე კახაბერისკენ შეტრიალდა და მიესალმა.
-კიდევ დაფიქრდი, იქნებ შეცვალო გადაწყვეტილება, - მერე კარი გამოაღო და სანამ გავიდოდა კიდევ ერთხელ შეავლო ახალშემოსულებს თვალი, - ოჯახზე იფიქრე ჩემო ბიჭო.

***

დილით თავის ტკივილი რომ გაგაღვიძებს სურვილი გიჩნდება, მოიჭრა და სადმე გადააგდო. ასეთივე ტკივილმა და პირის საშინელმა სიმშრალემ გამოაღვიძა ელენე და თვალები მძიმედ გაახილა. ბახუსში იყო და რატომღაც შიშველი იწვა საწოლში, გვერდით კი ასევე შიშველი გიორგი ეწვა და მის წელზე მჭიდროდ შემოეხვია მარჯვენა. გასული ღამის ფრაგმენტები ახსოვდა მხოლოდ. გაიხსენა სამზარეულოში გაგებული ამბავი ვახშმობის დროს. მერე მისაღებში მომხდარი გაახსენდა ბუნდოვნად, ანასა და ნიკოს სიყვარულის ამბავი რომ გაიგო, მერე ვისკის მთელი ჭიქა გამოცალა. ამის მერე ახსოვს რომ საფეხურებს ითვლიდა, რამდენი იყო არ ახსოვდა და არც ის ახსოვდა ოთახში როგორ ამოვიდა. ასევე ფრაგმენტულად ახსოვდა შიშველი სხეულით რომ ეკვროდა გიორგის, ვნებიანად კოცნიდა და... მერე მოულოდნელი ტკივილიანი ვნება რომ იგრძნო და ბევრი, ძალიან ბევრი სიამოვნებით დაასრულა გასული ღამის ქექვა.
გიორგის ხელიდან თავი ძლივს დაიძვრინა და საწოლზე წამოჯდა. სხეული უკანკალებდა და თავი უბჟუოდა, ფეხები საბნის ქვეშიდან ძლივს გამოაძვრინა და იატაკს შეახო, სიცივემ მთელ სხეულში დაუარა და გააჟრჟოლა. ფეხზე წამომდგარმა ხელები გაშალა და გაიზმორა, თვალებში ბურუსი რომ ჩამოუწვა და წამიერად დააბრმავა. სააბაზანოსკენ ნელი ნაბიჯით წალასლასდა, ცდილობდა არაფერს წამოსდებოდა, რომ გიორგი არ გაეღვიძებინა. ცხელმა წყალმა ნაბახუსევი გონება გაუწმინდა და თავიც დაუმშვიდა. დიდი ხანი იყო რაც ასე არ დაულევია, ბოლოს ანასთან და ნიკოსთან ერთად დათვრა თავის დაბადების დღეზე, ერთი წლის წინ და გონება ამაზე არეული დაუტოვა. დღემდე ვერ იხსენებდა იმ რაღაცეებს რაც მაშინ მოხდა და რასაც ნიკო უყვებოდა. თავისი გმირობები. სასმელი სითამამეს სძენს და მერე ვეღარ ჩერდება. ამიტომაც გაიღვიძა შიშველ მდგომარეობაში, გიორგის მკლავებში.
დაორთქლილი სარკე ხელის გულით გადაწმინდა და თავის თავს დააკვირდა, სახეს და სხეულს. თითქოს რაღაც შეიცვალა მასში, თითქოს ის ელენე, რომელიც ყოველდღიურად უმზერდა ხოლმე სარკიდან გაქრა და მის ადგილას ახალი გამოჩნდა. თვალები უფრო გაბრწყინებოდა, ის ჭინჭრისფერი გამქრალიყო და ისრიმისფერი ჩამდგარიყო. ტუჩებსაც შეეცვალა ფერი, იმაზე წითელი იყო ვიდრე მანამდე და თითქოს ზომა და ფორმაც შეეცვალა. კანი უფრო გლუვი და ნაზი გაუხდა, მკერდიც კი, რომელსაც არასოდეს უჩიოდა, თითქოს შეიცვალა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, ის ჩვეულებრივი ელენე აღარ იყო, ერთ ღამეში სრულიად შეიცვალა.
ნიჟარაზე ხელის გულებით იყო დაყრდნობილი და საკუთარ თავს ათვალიერებდა, სააბაზანოს კარზე რომ კაკუნი გაისმა, მერე გიორგის ხმაც მოესმა, მაგრამ პასუხი არ გასცა, უცნაურ შიშს ყავდა შეპყრობილი და თავს ვერ აიძულებდა ეს შიში ჩაეხშო. სველ სხეულზე ტილო შემოიხვია და კარის გასაღებად წავიდა, მაგრამ გიორგიმ დაასწრო და შიგნით შეიხედა. სიმორცხვისგან ლოყები აუწითლდა, ეს მისი პირველი ღამე იყო, რომელზეც ბოლო ხანებში ბევრი ეფიქრებოდა, მაგრამ ასე არ ელოდა, ამ ვითარებაში არა. გიორგის მიახლოვებამ სულ გადაიყვანა ჭკუიდან, სხეული აუკანკალდა და მოიბუზა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა მისი შეხება მხრიდან ხელის თითებამდე რომ დაუყვა, მისი შეხედვა, თვალებიდანვე რომ ასხივებდა მისი დანახვით გამოწვეულ ბედნიერებას, ცხელი სურნელი ყელსა და შიშველ მხარს თანაბრად რომ მიუყვებოდა. მწყურვალივით დაეწაფა მის ლალისფერ ბაგეს და მთელი გრძნობით დაუკოცნა, ისე თითქოს სხვა დროს არასდროს გაუსინჯავს მათი გემო. სველი ტილო მის სხეულს მოსწყდა და იატაკზე, მის ფეხებთან დაეცა. გიორგის ხელებმა ბუმბულივით მსუბუქად ასწია მისი გამხდარი სხეული, სააბაზანოს კარადაზე შემოსვა და ისევ მთელი გრძნობით დაეწაფა მის ათრთოლებულ ბაგეს. მამაკაცის ხალათიც ძირს ჩაცურდა და ახლა უკვე მის წელზე შემოჭდობილი ფეხები ფარავდა მისი შიშველი სხეულის მცირედ ნაწილს. კიდევ ერთხელ იგრძნო ის სიამოვნება რაც წინა ღამით განიცადა, სრულ ნეტარებაში ჩავარდა, ცხოვრება სამოთხე ეგონა, გიორგი კი ამ სამოთხის ანგელოზი. ეს გრძნობა დაუვიწყარი იქნებოდა მისთვის სამუდამოდ. მოვლენა, რომელიც ერთ დროს შიშს ჰგვრიდა, ახლა სრულ ნეტარებაში აგდებდა. სიყვარულის გაზიარებისგან ძალა გამოცლილებმა სხეულები ძლივს დააშორეს და საბოლოო კოცნა დაუტოვეს ერთმანეთს. ელენე ისევ ძირს ჩამოსვა და სუნთქვა აჩქარებული შიშველ, ოფლისგან დაცვარულ სხეულზე მიეხუტა.
-მაგიჟებ იცი? შენი შემოხედვაც კი მაგიჟებს, შენი შეხება, კოცნა მაგიჟებს. ჩემი ნაკლოვანებები შეავსე, ვერანაირ სიცარიელეს ვეღარ ვგრძნობ ვერც გულში და ვერც სულში,- კიდევ ერთხელ აკოცა და ძირს დავარდნილი ტილო სხეულზე შემოახურა, თვითონ კი ხალათი მოისხა, - წამოდი, ქვევით გველოდებიან.
სამზარეულოში ჩასულებს ლიზა გაზქურასთან მოფუსფუსე დახვდათ, მათ დანახვაზე სახე გაებადრა და მიესალმა. თითქოს ყველაფერი უცვლელი იყო, მაგრამ ლიზამ მაინც შეამჩნია ელენეში მომხდარი ცვლილებები, ცბიერად უყურებდა და ეღიმებოდა. ლიზა, ანას შემდეგ ერთადერთი ადამიანი იყო ვისთან საუბარიც დაუფარავად შეეძლო ელენეს, მაგრამ არა ამ თემაზე და არა ახლა, რადგან სირცხვილის გრძნობა იპყრობდა და თვალს არიდებდა მორცხვად. სამზარეულოს დავითი და ენტონიც შემოუერთდა და ყველანი ერთად მიუსხდა სუფრას. ლიზა ისევ ცბიერი ღიმილით აკვირდებოდა ელენეს, რაც დავითს არ გამოპარვია.
-რამე მოხდა ლიზა? - ჩანგალი თეფშზე დადო და დას მიუბრუნდა, - რძალს ასე რატომ უყურებ?
-არა, არაფერი, ისე უბრალოდ, - ჩაიცინა და ჭამა განაგრძო. საუზმეს უკვე ამთავრებდნენ გიორგის ტელეფონზე სონიამ რომ დარეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა.
-იმედია რაულს არაფერი დაემართა, დავით წავედით, - ელენეს თავზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა, ენტონი და ლიზაც მათ გაყვნენ,მაგრამ გიორგიმ შეაჩერა, - შენ აქ დარჩი, სერიოზული არაფერიაა, არ ინერვიულო, თან ელენეს მარტო ხომ არ დატოვებ.
-მე პრობლემა არ მაქვს მარტო დარჩენის, თუ უნდა წამოვიდეს, - ფეხზე წამოდგა ელენე.
-მეც წამოვალ რა, - მუდარით აღსავსე თვალებით შეხედა გიორგის, მაგრამ მაინც უარი უთხრა და ბიჭებთან ერთად წავიდა. სანამ საავადმყოფომდე მივიდოდნენ ათასმა ცუდმა ფიქრმა გაუელვა გიორგის თავში, ეშინოდა იმის რაც შეიძლებოდა საავადმყოფოში მისულებს დახვედროდათ. ჭიშკართან აღელვებული სონია დახვდათ, მანქანა როგორც კი იცნო მაშინვე მათკებ წავიდა.
-შიგნით არ შეხვიდეთ, რაული უკანა კართან გელოდებათ, აქ ყველგან მამათქვენის ხალხია და... რაულს დაემუქრა თუ გნახავდა და რამეს გეტყოდა მოკლავდნენ,- აქოშინებულმა დაიკავა უკანა სავარძელი და წასვლის ნიშანი მისცა. წინა სავარძელზე მჯდომი გიორგი უკან შემობრუნდა.
-რას ნიშნავს მამაჩემი დაგემუქრათ.
-მე არა. რაულს დაემუქრა და ჩვენით დააშინა, ჩემით და სანდრიკოთი. უთხრა თუ რამეს გეტყოდა და მასთან არ ითანამშრომლებდა, მტკვარში იპოვიდა ჩვენს გვამებს,- ქალს ცრემლები წასკდა.
-მამაჩემმა სულ გაუბერა? სანდრო სად არის.
-რაულთან არის ახლა, სხვასთან ვერავისთან დავტოვე, რომ წამომეყვანა უფრო საეჭვო იქნებოდა.
-სხვა კიდევ რა თქვა მამაჩემმა.
-მეტი არაფერი ვიცი. მხოლოდ ესაა, რომ ჩვენი თავით დაემუქრა თუ მასთან მუშაობას არ განაგრძობდა, მეტი არვიცი. მერე კი რაულმა მთხოვა შენთვის დამერეკა და მოსვლა მეთხოვა. აი იქით შეუხვიე, მანდ არის ნაძვნარში, - თითით მიანიშნა ხეებისკენ და მანქანის გაჩერებისთანავე გადავიდა. ნაძვებს შორის ექთნის ფორმაში გამოწყობილი რაული დაუხვდათ ხის სკამზე მჯდომი, მუხლზე კი ჩაძინებული სანდრო ეჯდა. სონიამ ხელშია აიყვანა მძინარი და იქაურობას გაეცალა.
-სიგარეტი გააქვთ? - მიწას თვალს არ აშორებდა
-შენთვის მოწევა შეიძლება? - გვერდით მიუჯდა გიორგი და სიგარეტის კოლოფი გაუწოდა სანთებელასთან ერთად.
-არა, მაგრამ ახლა ეს ძალიან მჭირდება, - ღრმა ნაფაზი დაარტყა და ფილტვებში დაგროვილი კვამლი გამოუშვა, ესიამოვნა, შვება მოგვარა.
-ამის მეტი არაფერი გჭირდება? - დავითი და ენტონი მის წინ მდგარ ძელსკამზე ჩამოსხდნენ.
-მჭირდება ძმაო, დავით, და თან როგორ მჭირდება. თქვენ მჭირდებით ყველაზე მეტად, - გიორგის ნერვიულად გახედა.
-ჩვენ ისედაც შენთან ვართ ძმაო, - დავითი წინ გადაიხარა.
-ყოველ შემთხვევაში ვიყავით, სანამ ყველაფერს არ გააფუჭებდი, - კბილებში გამოსცრა გიორგის და მიწაზე გაშტერებული, ჩაწითლებული თვალები რაულს გაუსწორა, - საქმეზე გადავიდეთ, რისთვის დაგვიბარე გვითხარი.
-მამაჩვენმა ჩემი ცოლ- შვილის საფასურად შენი სული მომთხოვა.
-მერე შენ რა უპასუხე.
-მე მიყვარს ჩემი ოჯახი.
-გასაგებია, მე მესმის შენი. არ გთხოვ რომ მე ამირჩიო, შენ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, - ფეხზე წამოდგა და აქამდე თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს მოუკიდა, - სალაპარაკო თუ აღარაფერია შეგვიძლია წავიდეთ, - მანქანისკენ წასული რაულმა გააჩერა.
-მოიცა, მოიცა, ნუ ჩქარობ, სიჩქარე არ ივარგებს.
-ახლა შენი ცინიკურობისთვის არ მცალია რაულ, ან თქვი რა გინდა, ან არადა მივდივარ, დროს მაკარგვინებ ტყუილად, - ქეჩოში წვდა და ფეხზე წამოაყენა, რაული ტკივილებისგან დაიმანჭა.
-არ ვიცინივარ, არც სასაცილოდ მაქვს საქმე, ჩემს ოჯახს ემუქრებიან. და შენ, დავითი, ენტონი და ლიზა ისეთივე ოჯახი ხართ, როგორც სონია და სანდრო. თქვენც ჩემი ოჯახი ხართ და არ ვაპირებ რომელიმე თქვენგანს ზიანი მივაყენო, - მერე გიორგის თვალი აარიდა და ასე დაამატა, - ისევ. მე იმ დღესაც გთხოვე პატიება ავარიაში რომ მოვყევი და დღესაც იმავეს გთხოვ. მაშინაც აგიხსენი და ახლაც იმავეს გეტყვი, რომ შენსა და ელენეზე თავდასხმის შესახებ არაფერი ვიცოდი. ხოო, ვაღიარებ, რომ ბევრი რამ დაგიშავე, მაგრამ ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ არ გავიმეორებდი, ის ცოდვაც საკმარისია რაც მაწევს კიდევ რომ არ დამემატებინა. უკვე იცი, რომ შენი ცოლის ძმა მე დავიქირავე შენს მოსაკლავად და ამისთვის საკადრისი მივიღე კიდეც, აი ჩემი ცოდვის საფასურიც, - ხელები გაშალა და დატრიალდა, - უფრო მეტი ტკივილი ჩემს გულშია, ღრმად და მჭიდროდ ჩანერგილი. ჩემს ცოდვებზე პასუხს იქაც მომკითხავენ, - თითი ზევით აიშვირა.
-გინდა გული მომილბო? - ცინიკურად გახედა მოსაუბრეს.
-გიორგი დააცადე თქვას, - დავითმა ხელით გააჩუმა, - რა გინდა თქვა ამ ყველაფრით რაულ?
-იმის თქმა მინდა, რომ შემიძლია დაგეხმაროთ მხოლოდ ერთი პირობით.
-პირობებსაც რომ გვიყენებს ნახე რაა, - ისევ ქეჩოში წაავლო ხელი, მაგრამ დავითმა გააშვებინა.
-საკმარისია, გეყოს ამდენი აგრესია, დააცადე თქვას.
-მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, მინდა ჩემი ცოლ- შვილი უსაფრთხო ადგილას გადავიყვანო, ისეთ ადგილას რომლის არსებობაც არავინ იცის, მათი უსაფრთხოებისთვის.
-და შენ რას გააკეთებ ჩვენ დასახმარებლად.
-მამაჩვენს დავთანხმდები დახმარებაზე, ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვის და მის ყოველ გადაწყვეტილებას შენ შეგატყობინებ.
-ანუ შენ არც მწვადს წვავ და არც შამფურს?
-ეგრე გამოდის, დაახლოებით. ასე აჯობებს გიორგი, აღარ მინდა შენი მტრობა და განუწყვეტელი ბრძოლა სკამის გამო, თამაშიდან გავდივარ და ოჯახს ვირჩევ, მაგრამ თუ ბატონ კახაბერს არ დავანახებ, რომ მის მხარეს ვარ მწვადი და შამფური კი არა მთელი სამწვადე დაიწვება. გამიგე რისი თქმა მინდა?
-თავს რომ საფრთხეში იგდებ თუ ხვდები მაგდენს, - ლმობიერება შეეტყო ხმაში.
-ჩემი თავი არ მადარდებს გიორგი, ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია და თუნდაც სიცოცხლის დათმობა მომიწიოს ამისთვის დავთმობ დაუფიქრებლად.
-და ამას როგორ იზამ?
-რას?
-როგორ შეგვატყობინებ ყველაფერს.
-ეგ მე მომანდეთ, მთავარია სონია და სანდრო უსაფრთხო ადგილას გადავიყვანო.
-და გგონია კახაბერი ეჭვს არ მიიტანს?- საუბარში ენტონი ჩაერთო.
-ვეტყვი რომ ბავშვი ბებიამისთან წაიყვანა სასომხეთში.
-გიორგი, არ ვიცი რამდენად ნორმალური იქნება ჩემი ეს აზრი, მაგრამ მაინც გეტყვი. მაშინ, როცა ელენეზე ინფორმაცია მომაძიებინე, მახსოვს განსაკარგ ქონენაში სახლი ეწერა ყაზბეგში. მთის სახლი მგონი ყველაზე ნორმალური და უსაფრთხო ადგილი იქნება მათთვის, თუ, რა თქმა უნდა, შენ ან ელენე ამის წინააღმდეგები არ იქნებით, - ბოლო სიტყვებში მორიდება გაურია.
-არ ვიცი, ამაზე ელენეს უნდა დაველაპარაკო. დროებით შემიძლია ჩემთან წავიყვანო, - რაულს ცოტახანს ასე უყურა, თვალმოუშორებლივ, ეჭვნარევი მზერით, მერე უცბად მიეჭრა და გადაეხვია, - ძმობა არასდროს დასავიწყებელია ეს კარგად დაიმახსოვრე, როგორც არ უნდა ნაწყენები ვიყოთ ერთმანეთზე არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ძმები ვართ. შევთანხმდით, ასე ვქნათ, მაგრამ ერთი პირობით, როგორც კი შენს სიცოცხლეს ერთი წამითაც დაემუქრება საფრთხე ამ ყველაფერს შევწყვეტთ. ახლა კი პალატაში დაბრუნდი, თორემ შეამჩნევენ შენს იქ არ ყოფნას, ცოლ- შვილზე ნუ იდარდებ, ელენე და ლიზა მიხედავენ.
-ამის დიდი იმედი მაქვს. მადლობა ძმაო და მაპატიე რაც სიბოროტე გაგიკეთე, - კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს და დაშორდნენ. მაინც სულ სხვაა ძმა გედგეს გვერდით, როცა ცხოვრება მარტოსული სამყარო გგონია.






*** ( XVIII ) ***


სახლში შესვლისთანავე სონია და სანდრო ლიზას ჩააბარა მისახედადა და ოთახისკენ მიმავალ კიბეს აუყვა, იქ სადაც თავისი გულისსწორი ეგულებოდა. კარი ისევ დაუკაკუნებლად შეაღო, როგორც სჩვეოდა, მაგრამ ეს უკვე აღარ წარმოადგენდა პრობლემას. ელენე საწოლზე წამოწოლილი დაუხვდა, შესული რომ დაინახა იდაყვებზე წამოიწია.
-ცუდად ხარ? - ფეხზე გაიხადა და გვერდით მიუწვა.
-არა, კარგად ვარ, ცოტა თავი მტკიოდა, მაგრამ გადამიარა, - თავი მკერდზე ჩამოადო და გაინაბა, მერე უცებ მოაგონდა და წამოიწია, - რაული როგორ არის?
-კარგად არის, არაფერი უჭირს.
-აბა რისთვის დაგიბარათ, მოხდა რამე?
-კიი, მოხდა, მამაჩემი მოხდა.
-რას გულისხმობ? - იდაყვებით დაეყრდნო.
-მამაჩემი მისულა რაულთან და დამუქრებია, უთქვამს თუ ჩემ შურისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებ, სონიას და სანდრიკოს საფრთხე შეექმნებათო.
-რაო? ამ სიბერეში გაგიჟდა კაცი? - მერე გაანალიზა რაც თქვა და მუდარანარევი მზერით გახედა, - მაპატიე, ცუდად გამომივიდა, მაინც მამაშენია.
-პრობლემა არ არის. მამაჩემმა არ იცის მის მიერ ხელოვნურად შექმნილ ჭაობში თვითონ რომ ეფლობა, თან ძალიან ღრმად. არ ვიცი ასე რამ გააბოროტა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა.
-დედაშენის სიკვდილმა?!
-დედაჩემის სიკვდილს როგორ უნდა გაებოროტებინა, როცა თავად მოკლა დედა, - ცრემლების დასაფარად თვალები დახუჭა.
-რას გულისხმობ? - თვალები გაუფართოვდა ელენეს და მოულოდნელობისგან ენა დაება, - მოიცადე, ერთი... ერთი წამით... ანუ შენ... შენ ამბობ, რომ მამაშენმა მოკლა დედაშენი? ეს... ეს როგორ?
-კიი მასეა.
-ერთი წუთით, უნდა დავლაგდე... ჯერ მითხარი, რომ მამაშენი მკვდარი კი არა ცოცხალია და მე ვინც გამიტაცა მისი ხალხი იყო, მერე იყო თავდასხმა ტყის სახლში, რომელიც მამაშენის მოწყობილი იყო, მერე რაულთან მისვლა და მუქარა, ახლა მეუბნები, რომ დედაშენი მამაშენმა მოკლა. ასეა? - გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - მამაშენი ადამიანია თუ სიკვდილის ანგელოზი? ეს რა სიგიჟეა?
-ძალიან დიდი სიგიჟე.
-რაც აქ მომიყვანე, ერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ რაღაც არ მომხდარიყოს. რისთვის იქცევა მამაშენი ასე?
-იმისთვის, რომ ერთ დროს მისი კუთვნილი სკამი მე დავიკავე. დედა რომ დაიღუპა დავემუქრე, ან წავიდოდა და დატოვებდა ყველაფერს ან მთელი მაფია გაიგებდა მისი ქმედების შესახებ. დედა ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, ვალდებულებიც იყვნენ. ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, ყველაზე გავლენიანი მაფიოზი იყო, სანამ არ მოკლეს. მამაჩემის მამაც ამ საქმეში იყო გარეული და ეს ორი ერთმანეთს კარგად იცნობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მამაჩემი რომ იტალიიდან დაბრუნებულა, დედაჩემის ხელი უთხოვია, ამანაც იფიქრა ერთადერთი ქალიშვილი მყავს, ცას როდემდე გამოვეკიდები, ეს გოგო პატრონს მაინც ჩავაბაროო და მიათხოვა მამაჩემს. დედაჩემს გულწრფელი გრძნობებით უყვარდა მამა, მამაჩემს კი სინამდვილეში სხვა ფიქრები ჰქონია ჩადებული გულში. ბაბუაჩემისთვის ადგილის წართმევა უნდოდა, დედაჩემს ემუქრებოდა და აშინებდა, მამაშენი სიკვდილის შენდეგ ყველაფერს მე თუ არ დამიტოვებს შენც მიყვები უკანო.
-მგონია, რომ ფილმის სიუჟეტს მიყვები, - თავი გაიქნია ელენემ და მის მკერდს მიეკრო, - მომატყუე როცა მითხარი, რომ დედაშენი ავად იყო?
-არ მომიტყუებიხარ და ახლაც გეტყვი რომ დედაჩემი ავად იყო, მამაჩემით იყო ავად. საბოლოოდ ამ ტირანულ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მე ვიპოვე, ვენებ გადაჭრილი იწვა სააბაზანოს იატაკზე და სისხლში ცურავდა. დედა, რომელიც მიცინოდა და მეფერებოდა ერთი საათის მერე გარდაცვლილი ვიპოვე, - ცრემლები წამოუვიდა და სახეზე ხელები აიფარა, - არასდროს ამომდის მისი უკანასკნელი გაღიმება თვალებიდან, რომელსაც ჩამქრალი, უსიცოცხლო თვალები მოყვება. ეს ჩემი მეხსიერების... ნეტავ ეს მეხსოერება არ არსებობდეს, - გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა, ელენე ვერ ბედავდა ხმის ამოღებას და მხოლოდ ლოყაზე მოფერებით ცდილობდა გიორგის უხმო ცრემლების ჩახშობას. დუმილი რომ გაიწელა, გადაწყვიტა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა და გიორგისთვის მტანჯველი ტკივილი ცოტახნით მაინც ჩაეხშო.
-რაღაც მინდა გკითხო, მაგრამ მრცხვენია, - წამოიწყო და მის ყელში ჩარგო ცხვირი.
-გისმენ, - ცრემლები შეიმშრალა და მხარზე მოხვია ხელი, - კაცი ვარ, მაგრამ მაინც ვტირი, - ჩაიცინა,- რა გინდა რომ მკითხო?
-მრცხვენია, - უფრო მეტად ჩარგო მის ყელში თავი.
-გუშინდელის მერე თუ კიდევ რამის გრცხვენია ჩემთან...
-აუუუ, - სირცხვილისგან აწითლებულ სახეზე ხელი აიფარა.
-რა არის, მაგაზე უნდა გეკითხა? - გიორგიმ გულიანად გაიცინა და მთელი ძალით მიიხუტა, - ისეთი ვნებიანი იყავი... მმმ...
-გაჩუმდი აღარ გააგრძელო, - აწითლებულ სახეზე ხელებ აფარებული ზურგზე გადაბრუნდა.
-თან ისე მთხოვდი არ გავჩერებულიყავი, - განაგრძო მისი გაბრაზება და ხელები ძალით ჩამოაწევინა.
-გაჩერდი თქო, არა მე ეგ არ ვიქნებოდი, მე მაგას არ ვიტყოდი.
-არა სხვა იყო, შენი ხმით, - ქალს სიცილი აუტყდა და მის მკლავებში დაიკრუნჩხა.
-გაჩერდი... გაჩერდი... ნუ მიღიტინებ, შეწყვიტე, - ძლივს ამოთქვა სიცილში.
-ე. ი ამბობ, რომ ეს შენ არ იყავი ხო? - მის ბაგეს დაეწაფა.
-ნწ...
-თუ გინდა გავიმეოროთ და ვნახოთ რას მეტყვი, - მაისურის შიგნით ხელი შეუცურა და შიშველ წელზე მოეფერა,მაგრამ ელენემ გააჩერა. ხმა აღარც ერთს ამოუღია, გიორგის ქალის მკერდზე ედო თავი, ის კი თმაზე ეფერებოდა. ბოლოს ელენემ ისეთი კითხვა დასვა გიორგის სიცილი აუტყდა.
-მართლა გეუბნებოდი არ გაჩერდე თქო?... რა გაცინებს?!




*** ( XIX ) ***

დეკემბერი წლის ბოლო და ყველაზე ხალისიანი თვეა მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს მთელი თბილისი საახალწლო მორთულობებით ხვდება ახალ წელს და არა მხოლოდ ქალაქი, ყველა საახალწლო სამზადისში ერთვება და თვალებანთებულები ელიან იმ წამის დადგომას, როცა ყველა ერთად შესძახებს ,, გილოცავთ ახალ წელს". საქართველოს მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრის იდეალურობა, რადგან ტრადიციისამებრ ახალი წლის ღამეს მეკვლე გვიკაკუნებს ხოლმე კარზე.
ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრას შლის. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. ისეთი ტრადიციული კერძები და ტკბილეული, როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის. როგორც კი, სუფრა მზად არის და საახალწლო ღონისძიებები იწყება, ახალი წლის დადგომის სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი წლის შემობრძანებას.
ზუსტად ამ მზადებაში იყო ჯიშკარიანების, მეტრეველების, დავიდიანების, ასევე ლიზა, ენტონი და დავითი თავისი ცოლითა და შვილებით. სამზარეულოში ლიზა და ელენე ფუსფუსებდნენ, მარიამი ცელქი ბავშვების მიერ ჩამოხსნილ ნაძვისხის სათამაშოებს უკან აბრუნებდა და ხის ძირში არეულად დალაგებულ საჩუქრებს ასწორებდა და თან ხუჭუჭა ონავრევს დამშვიდებას სთხოვდა. პირველად შეხვედრილი ანა და სონია საუბარში გაერთნენ და იქაურობას სრულიად მოსწყდნენ. საინტერესო საუბარი სანდრიკომ შეაწყვეტინათ, დედამისთან აიტუზა და ანას მორიდებით გახედა, ელენე ბიცოლა ამ გოგოს ეძახისო უთხრა და ბავშვებთან სათამაშოდ გაიქცა.
მამაკაცები, რომლებსაც ეზოში მოეყარათ თავი, საუბრობდნენ და თან მაყალზე დაწყობილ შამფურებს ატრიალებდნენ. მწვადის სუნს მოეცვა იქაურობა.
-როგორ მოხდა, ბატონმა მამაჩვენმა გამოგიშვა?
-ძლივს დავარწმუნე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა, შენ დაგანახებდი, რომ შენი ერთგული ვარ, რამე რომ არ გეეჭვა.
-კარგი მიზეზია. მერე რა გითხრა, წადი შვილო ჩემო და მომიტანე ჩემს უღირს შვილზე საჭირო ინფორმაცია, - რაულს მხარზე ხელი დაადო და მამამისს გააჯავრა. სიცილი აუტყდათ.
-ზუსტად. ისეთი თვალებით გამომაცილა, ახლა აქ სადმე რომ იყოს და გვითვალთვალებდეს არ გამიკვირდება, - რაულმა თითი ზევით ასწია და ჰაერში დაატრიალა.
-არც მასეთი უშიშარია ბატონი მამაჩვენი. ძალა რომ ჰქონოდა მიზნის მისაღწევად შენ არ გამოგიყენებდა, - ნაკვერჩხალს შეუჩიჩხინა და ღვინით ხელდამშვენებულ, მათკენ მიმავალ ნიკოსა და დავითს გახედა. ენტონიმ ღვინო გამოართვა და შიგნით შეიტანა,- დღეს ოფიციალურად აპირებს ლიზასთვის ხელის თხოვნას, - ენტონის თვალი გააყოლა და ბედნიერმა გაიღიმა.
-მიხარია, - რაული გვერდით ამოუდგა, - შენ რის ჩუქებას აპირებ ელენესთვის?
-ხოო, მართლა, - თავი ასწია ნიკომ, - მარტო გიორგიმ კი არა, მაინტერესებს ვინ რა მოვიფიქრეთ საყვარელი ქალების გასაბედნიერებლად?
-მე იმას ვჩუქნი რაც უნდოდა, - ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოაძვრინა გიორგიმ, - თან ყვითელია.
-მე დასასვენებლად მიმყავს ჩემი ცოლ- შვილ, რა ხანია სონია ამას მთხოვს.
-მეც იმავეს ვაპირებ, - მხარი აუბა დავითმა, - მეც რა ხანია დასასვენებლად წაყვანას მთხოვს, მაგრამ იმდენი რაღაც მოხდა ვერა და ვერ მოვახერხეთ.
-და შენ რას აპირებ ნიკო? მოიფიქრე რამე? - ფიქრებში ჩაფლული ნიკო გიორგიმ გამოაფხიზლა, - რას აპირებ?
-მე არ ვიცი, რაც მოუნდება იმას ვაჩუქებ, - მერე თავი დანანებით გააქნია და ამოიბუზღუნა, - ძნელია ქალებისთვის საჩუქრის არჩევა. გგონია რომ იცნობ და იცი რაც უხარია და აღმოაჩენ რომ ის აღარ უხარია რაც გუშინ უხაროდა. ვერაფერი გავუგე.
-ძნელია ხომ ცოლის მოყვანა მეგობარო, - სიცილით გახედა გიორგიმ.
-ძნელი კი არა სატანჯველი ყოფილა, შეყვარებულობის პერიოდში უფრო იოლად მეჩვენებოდა ყოველივე ეს.
-ქალები რთული არსებები არიან, - რაღაცნაირად ჩაიღიმა გიორგიმ და ნაკვერჩხალს დააშტერდა.
-ისე ამბობ, გეგონება ათასწლის გამოცდილება გქონდეს ქალებთან, - სიცილი აუტყდა იმ წამს მოსულ ენტონის.
-ამაზე მეტი გამოცდილება რაღა გინდა ცხოვრებაში, რაც მე ელენემ გამომატარა, ჭკუიდან შემცდარი რომ არ ვარ არ გიკვირს?
-ჰააა, ახლა აღარ გინდა ხომ ჩემი და, მაშინ კარგად მეხვეწებოდი დაარწმუნე ცოლად გამომყვესო? - ცბიერად გახედა ,, სიძეს", გულიანად გაიცინა და დანარჩენებიც აიყოლია.
-ყველაფერი კი არ უნდა თქვა ბიჭო, - სიცილში აყვა და ნაკვერჩხლიდან შამფურები გადმოაწყო.




***

ამბობენ, რომ თუ ახალი წლის წინა ღამეს შენ სურვილებს ფურცელზე ჩამოწერ ცალ- ცალკე და მერე ბალიშის ქვეშ ამოდებ, დილით რომელ წერისლაც პირველი გახნი სწორედ ის სურვილი აგისრულდება.
ამბობენ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს საჩუქრებს აჩუქებთ, ეს წელი თქვენთვის სიახლეებით იქნება სავსე.
ამბობენ, რომ თუ ახალი წლის ღამეს შემოსასვლელი კარი გარედან მორთული გექნებათ, ეს ოჯახს ბედნიერებას მოუტანს.
ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ თუ საყვარელ ადამიანს ახალი წლის შუა ღამეს აკოცებ, მთელი წელი ბედნიერი იქნება თქვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით.
თუმცა კოცნით ბედნიერებას ვერ მოიტან, და დაწყებული ბედნიერება უკოცნელადაც არ გაქრება.
ღამის თორმეტის ნახევარი. ყველა სუფრას მიუსხდა. ღვინოს წრუპავდნენ და საუბრობდნენ. ახალი წლის დადგომა ყველას ახარებდა. იცოდნენ, რომ ახალი წლიდან ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადაშლილიყო და ყველაფერი წარსულში დარჩენილიყო. ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა ელენესა და გიორგის ცხოვრებაში, ორივემ ამის მოგონება დაიწყო. პირველი შეხვედრა საავადმყოფოს ეზოში, მაშინ პირველად იგრძნო გიორგიმ ქალისადმი მიჯაჭვულობა. ელენემ გაიხსენა ნიკოს დაკარგვა, მისი ნერვიულობა ძმის მიმართ და გამაგიჟებელი ამბავი ნიკოსგან. მერე ორივემ ერთად გაიხსენა ელენეს გიორგის სახლში მისვლა და საუბარი, უფრო სწორედ ელენეს ჩხუბი და გიორგის საუბარი.
-მეგონა მომკლავდა ისეთი თვალებით მიყურებდა, - სიცილით ამოთქვა გიორგიმ და ელენეს მუხლზე ხელი დაადო.
-ნუ აზვიადებ, - ხელში ხელი ჩაარტყა, - შენ კიდევ გადარჩი მაგ დღეს, დავითმა და ენტონიმ უნდა იკითხონ თავდახრილები რომ იდგნენ კართან და მისმენდნენ.
-ხოო, არც ჩვენ ვიყავით კარგ დღეში მაშინ, შენ კი გაგიმართლა ძმაო, შენთან უკვე დაღლილი მოვიდა, - ენტონის ნათქვამზე ელენემ თვალები მოჭუტა.
-შენც აზვიადებ, - წარბი აუწია და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, - საერთოდაც რას ფიქრობდით, რას მოვიმოქმედებდი ამის შესახებ რომ გავიგებდი?
-მე მაგალითად მაგ ინციდენტამდე არაფერი ვიცოდი, - თავი გაიმართლა ენტონიმ და დავითს გახედა.
-არც მე, - თავი გაიქნია დავითმა და თვალი ჩაუკრა.
-ეჰ, თქვენ კიდევ რა გიჭირდათ, - ნაღვლიანად გახედა ელენეს ნიკომ, - მე საერთოდ არ მელაპარაკებოდა. ერთადერთხელ დავილაპარაკეთ ელენეს აქ მოსვლის შემდეგ და ისიც გამლანძღა. გახსოვს? - გიორგის გახედა კითხვის ნიშნით.
-რა დამავიწყებს, - თვალები გადაატრიალა, - მაგ საღამოს აივნიდან სცადა გაპარვა, - ყველამ გაოცებული სახით გახედა თავდახრილ ელენეს, - ზეწრები ერთმანეთს გადააბა და აივნიდან ჩაძვრა.
-ისე რანაირად დამინახე, შენი იმჟამინდელი საძინებლის ფანჯრები მეორე მხარეს იყორებოდა.
-და ვინ გითხრა რომ ჩემს ოთახში ვიყავი? შენ სანახავად მოვედი და რას ვხედავ, ქალბატონი მეორე მხარეს გადამძვრალიყო და ნაჭრებს ებღაუჭებოდა.
-და შენც გადამარჩინე, - სიყვარულით გაუღიმა გიორგის, - მადლობა კი გადავუხადე დახმარებისთვის, მერე მივხვდი რაც მოხდა.
-რა რომანტიულია, - ენტონის მიეხუტა ლიზა.
-შენც გინდა მასეთი რომანტიული შემთხვევა? - მხრებზე ხელი მოხვია მამაკაცმა.
-კიი, - საყვარლად ჩაიცინა, - წავალ, აივნიდან გადავძვრები და შენ დაბლა დამხვდი,- სიცილსა და საუბარში დრო ისე გაეპარათ ვერც კი მიხვდნენ, ბოლოს მარიამი წამოდგა.
-მეგობრებო, - დაიწყო მან, - ვიცი ერთმანეთთან საუბარი და სიცილი კარგია მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი წელი მოდის, დროა უკუთვლა დავიწყოთ ათიდან. ფეხზე წამოდექით და ჭიქები მოიმარჯვეთ, - ჭიქები სასმლით შეავსეს და ფეხზე წამოდგნენ.
-შენ არ დალევ? - ხელი გადახვია ელენეს.
-არა იყოს, ბოლოს რომ დავლიე ისეთი რამ მოხდა რომ..., - უხერხულად ჩაახველა.
-მე მომეწონა რაც მაშინ მოხდა, - ყურში ჩასჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა. მარიამმა თვლა დაიწყო.
,, 10..., 9..., 8..., 7..., 6..., 5..., 4..., 3..., 2..., 1..., - გილოცავთ".
ახალი წლის ღამე, სურვილების ასრულების ღამე, ყველას გულს რომ სითბოთი და სიხარულით ავსებს, ჩაფიქრებულს რომ გისრულებს და საყვარელ ადამიანებთან უფრო მეტად რომ გაახლოვებს. ღამის თორმეტი საათი და წლის პირველი თოვლის პირველი ფიფქი. თოვდა და ეზოს ათეთრებდა, ბავშვებს ახარებდა.
კიდევ რა არის ახალი წლის ღამეს სიხარულის მომტანი, გარდა თოვლისა და საყვარელი ადამიანებისა? საჩუქრები. საჩუქრები, რომელიც უფროსებსაც ისე ახარებთ, როგორც პატარებს, ასაკს ხომ არასოდეს მნიშვნელობა არ აქვს?!
-რადგან უკვე ყველამ დაარიგეთ ერთმანეთში საჩუქრები, ჩემი დროც მოვიდა. უსაჩუქროდ არ დამიტოვებიხარ საყვარელო, - გიორგის ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოდგა, ყველამ მომლოდინე სახე მიიღო. ელენემ ნაძვის ხის ქვეშიდან მომცრო ყუთი გამოაძვრინა და ისევ გვერდით მიუჯდა.
-ახლა გავხსნა თუ მერე? - ყუთი ხელში შეატრიალა.
-როგორც გინდა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მაინც მოგიწევს საჩუქრის რაობის თქმა მათთვის, - თვალით ანიშნა დანარჩენებზე.
-კარგი მაშინ, - ვერცხლისფერი, ბრჭყვიანა ქაღალდით შეფუთულ ყუთს ჯერ წითელი ლენტი მოხსნა, მერე თვითონ ეს ქაღალდიც შემოაძარცვა და მუყაოს ყუთს თავი ახსნა. თვალი გაუშტერდა. რაც შიგნით იდო იმან გაყინა ადგილზე, სიტყვები გაუშრო და თვალები აუცრემლიანდა. მერე მოულოდნელად წამოხტა და სკამი გადაატრიალა. ყველა ფეხზე წამოდგა და შეშინებული, აღშფოთებული, ცუდის მომლოდინე თვალებით შეხედეს ემოცია გაყინულ გიორგის და კითხვის ნიშნით გადახედეს ძლივს სიცილშეკავებულ ელენეს, რომელიც გიორგის გადაყირავებულ სკამს ასწორებდა.
-ეს... ეს ხუმრობაა? - თვალზე მომდგარი ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. ელენემ უარის ნიშნად თავი გააქნია, - აბა მელანდება?
-არ ვიცი, სხვებსაც აჩვენე და მერე გადავწყვიტოთ, - მისკენ გაიშვირა ხელი. მამაკაცმა გაწვდილ ხელს თავისი შეაგაბა და მაგიდისკენ მიიწია. ყუთიდან უცნაური ფორმის, ნაჭრისგან შეკერილი თეთრი რაღაც ამოიღო, ფეხსაცმელს გავდა. ერთს თასმით გადაბმული მეორე მისნაირი მიყვა და ჰაერში დაეკიდა. შეშინებული, აღშფოთებული და ცუდის მომლოდინე თვალები შეიცვალა და ახლა სასიამოვნო გაოცება, სიხარული და აღტაცება ერთდროულად გამოესახათ სახეზე. ქალები წივილით მისცვივდნენ ელენეს, მილოცვა და ჩახუტება დაუწყეს, ყველა ერთდროულად ლაპარაკობდა.
-მოიცადეთ, ერთი წუთით, დამითმეთ ეს გოგო, - გიორგიმ ხელი ჩაავლო და ქალთა წრიდან გაიყვანა,- თქვენ რომ ყველაფერს მიხვდით, ჩვენ შემოგვხედეთ ახლა, - მერე ელენეს მიუტრიალდა, წელზე ხელი შემოხვია და ასე განაგრძო, - ანუ შენ გინდა თქვაა, რომ ბავშვი გვეყოლება? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. არ იცოდა რა ეთქვა, რა ექნა, უბრალოდ იდგა და აცრემლებული თვალებით ელენეს დაყურებდა. რამდენიმე გრძნობამ ერთდროულად გაუარა გონენაში. ცრემლნარევი ღიმილი გამოესახა სახეზე, ქალი მთელი ძალით მიიკრა სხეულზე და თვალები დაუკოცნა. არადა ამბობდა, რომ ქალი ეშმაკი და უნდოა, მაგრამ ახლა ამ ეშმაკუნა ქალმა ისეთი ბედნიერება მიანიჭა, რაც ცხოვრებაში არასოდეს განუცდია.
ბავშვი... ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი საფეხური, ახალი ფურცელი, რომლის პირველი სიტყვა აღნიშნავს შვილს. აქამდე ამაზე არასოდეს უფიქრია, მაგრამ ახლა მამა ხდებოდა. ისე მოულოდნელად შემოეპარა ეს ყველაფერი ცხოვრებაში, მოხედვაც კი ვერ მოასწრო. საყვარელი ქალი და შვილი, მეტი რა უნდა სდომოდა ამ ცხოვრებისგან.



***

-ექიმთან რომელ საათზე ხარ ჩაწერილი? - მაგიდიდან გასარეცხი თეფშები აიღო და ელენეს მიაწოდა.
-ერთ საათში. ამას მოვრჩები და გავემზადები, - ლიზას და ენტონის საქორწილო მოგზაურობაში წასვლის შემდეგ ელენე და გიორგი მარტო უძღვებოდნენ საშინაო საქმეებს. ერთის მხრივ ეს საინტერესო და გასართობ საშუალებას წარმოადგენდა მათთვის, ისე ზრუნავდნენ ერთმანეთზე, როგორც ნამდვილი ცოლ- ქმარი, მაგრამ მეორეს მხრივ ელენეს ორსულობა ხელს უშლიდათ მთლიანად გამოეყენებინათ საკუთარი შესაძლებლობები. ორსულობის მეოთხე თვე არც თუ ისე დიდი ვადაა, მაგრამ ელენე უკვე გრძნობდა დაღლას და ძილიანობის მომატებას. არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა ორსულობა როგორსაც ელოდა, მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო პროცესი იყო მისთვის დაღლაზე და ძილიანობაზე აღარც დარდობდა. დედა ხდებოდა. განა სულ ამაზე არ ფიქრობდა იმდენი ხანი? სანამ გიორგი შეუყვარდებოდა და სანამ მისი არსებობის შესახებ გაიგებდა მანამდე. გიორგი არა და არც სხვა ვინმე არ ჰყავდა იდეაში ვისგანაც შეიძლებოდა ბავშვი ჰყოლოდა, კაცებზე არასდროს ფიქრობდა, მაგრამ შვილის ყოლაზე ფიქრს არასოდეს წყვეტდა. ხოდა აი აუხდა კიდეც.
-მე წაგიყვან, - წელზე შემოხვია ხელები და მომრგვალებულ მუცელზე მოეფერა. ადრე რომ გეკითხათ ის მამად არასოდეს გამოდგებოდა და არც უნდოდა მამა გამხდარიყო, რადგან როცა წამოიზრდებოდა მოსაყოლად ,, კარგი" არაფერი ექნებოდა, მხოლოდ მკვლელობა, შურისძიება, ბოღმა და შური, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, ახლა ამ ყველაფრის მიღმა სიყვარული, სითბო და ბედნიერება რომ იყო ის გამოვიდა მზის სინათლეზე.
-არ მინდა ჩემით წავალ, - მის ტუჩებს მიეკრა და ვნებიანად აკოცა.
-როგორ ფიქრობ მარტო გაგიშვებ? - ვითომ გაბრაზებით წარბი შეკრა.
-მარტო არა, ახალი მძღოლი ხომ გვყავს და ის წამიყვანს.
-მე რატომ არ გინდა რომ წაგიყვანო? - წყენა შეეპარა ხმაში.
-იმიტომ რომ შენ სხვა საქმეებიც გაქვს. წინაზე ხომ წამომყევი?
-ისევ მინდა მისი ნახვა, - ხელით მოეფერა მუცელზე.
-მალე ნახავ, მაგრამ არ მინდა შენი საქმეები გადადო ექიმთან ვიზიტის ნაცვლად, თან 30 წუთში ყველაფერი მორჩება და სახლშიც მალე მოვალ.
-იმ მძღოლს არ ვენდობი, - წარბი შეკრა და ხმაში გაბრაზება შეირია.
-რატომ, რას ერჩი, მშვენიერი ბიჭია.
-ხომ არ მოგწონს კიდეც, - ცალი წარბი აუწია.
-ვგიჟდები ისე, - მობეზრებულივით გააქნია თავი და მკლავებიდან დაუსხლტა,- უნდა გავემზადო და წავიდე, თორემ დამაგვიანდება. მძღოლს უთხარი მზად იყოს.
-კარგი, - კი დათანხმდა, მაგრამ მაინც ეჭვისთვალით უყურებდა იმ ბიჭს, თითქოს წინასწარ გრძნობდა რომ რაღაც ცუდი შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს იყო არა საკუთარი თავის, არამედ შვილისა და საყვარელი ქალის მიმართ გამოწვეული შიში, რომელიც ეს დღეებია ვერ მოეშორებინა თავიდან. მაინც რისი ეშინოდა? დავითის და ენტონის იქ არ ყოფნის გამო თითქოს თავს დაუცველად გრძნობდა. თავის კი არა ოჯახის გამო ეშინოდა. მას რომ რამე მოსვლოდა ელენეს და მის პატარას ვერავინ დაეხმარებოდა. მართალია ორივე მალე დაბრუნდებოდა უკან, მაგრამ მათ დაბრუნებამდე რომ მომხდარიყო რამე?
ამაზე ფიქრმა გულის კანკალი დააწყებინა. იცოდა, რომ ბევრი არ უნდა ეფიქრა, მაგრამ არ გამოსდიოდა. დღე და ღამ ჩახვეული ჰქონდა ამაზე ფიქრი, გონებიდან ვერ აგდებდა და ამის გამოც ვერ იძინებდა. იწვა და მშვიდად მძინარე ელენეს უყურებდა ხოლმე. მას რომ რამე მოსვლოდა არავის აცოცხლებდა. ყველას დახოცავდა და შემდეგ თავს მოიკლავდა. ვერც ერთი წამი წარმოედგინა მის გარეშე, მის ფრთებს მიღმა. ის იყო სახლიც და ოჯახიც, სხვა თავშესაფარი არ ჰქონდა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, კარგიც და ცუდიც. ახლა კარგი ხდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა როდის დაუბერავდა ცივი ქარი და მოიტანდა საავდრო ღრუბლებს. მერე დაიწყებოდა ყველაფერი ის, რისიც ეშინოდა.
მიუხედავად მისი უნდობლობისა, გარეთ გავიდა და მძღოლს მზად ყოფნა უბრძანა. მაინც რატომ არ მოსდიოდა თვალში ეს ბიჭი ვერ ხვდებოდა, მაგრამ გულის ღრმა, მიმალულ კუნჭულს ეჭვი და შიში ერთდროულად უღრღნიდა. მაინც რა არის ეჭვი, რომ ადამიანის ბოლომდე დაბრმავება შეუძლია. მასთან ბრძოლა არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს ყველაფერი მოდის ადამიანის ეგოცენტრული ბუნებიდან, რომელიც ყველა ეჭვიან ადამიანს აფიქრებინებს, რომ მათ ცხოვრებაში უნდა ხდებოდეს რაღაც განსაკუთრებული, ყველაფერი მათ გარშემო უნდა ხდებოდეს და არა მათ ფარგლებს გარეთ, იქ სადაც მათი ყური, თვალი და ხელი არ წვდება.
მაგრამ ეს სხვა ეჭვი იყო, სხვა ეჭვიანობა. შიში და სასოწარკვეთილება, რომელიც გულს და გონებას დაუსრულებლად ღრღნის. ოჯახი მისთვის ერთადერთი რამ იყო რაც წმინდად ებადა. ელენე და ბავშვი რომელიც მალე დაიბადებოდა, ეს იყო მისი სახლი, მისი ნავსაყუდელი, რომელშიც ცეცხლი არასდროს ნელდებოდა. სწორედ ამის გამო კენწლავდა ყოველწამს ეჭვი და შიში.
ამ ფიქრებში იყო გართული, რომ ელენეს ხელი შეეხო და გამოაფხიზლა. ადგილზე შეხტა. ვერც კი მიხვდა ისე გაშეშებულიყო კიბის თავში, ხელით მოაჯირს ეჭიდებოდა. ელენეს შეშინებული სახის დანახვაზე სულმთლად გამოფხიზლდა, ხელები წინ გაიშვირა და გულში ჩაიკრა. ქალი კისერზე შემოეხვია და გაკვირვებულმა ჰკითხა - ,, რა ხდება". ხმა არ ამოუღია, ისევ ისე ჰყავდა მკერდზე აკრული და გაშეშებული იდგა. ისევ ის ფიქრები უტრიალებდა თავში, ის აუტანელი ფიქრები. ერთი კი იფიქრა, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიააო, მაგრამ ვერც გული და ვერც გონება ვერ დაარწმუნა.
-გიორგი კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს, - მისი სახე ხელებში მოიქცია და დააკვირდა.
-კარგად ვარ, არ ინერვიულო.
-დარწმუნებული ხაარ? გინდა ექიმს დავურეკო და ვიზიტი გავაუქმებინო?
-არა საყვარელო, მართლა კარგად ვარ. შენ მზად ხარ უკვე? - წელზე ხელი შემოხვია და გასასვლელისკენ წაუძღვა. ქურთუკი საკიდიდან ჩამოხსნა და მოაცვა.
-მძღოლს უთხარი, რომ მომზადებულიყო?
-ელენე არ მომწონს თქო ეგ ბიჭი გითხარი. მე წაგიყვან, არ გჭირდება სხვა ვინმე, - მღელვარება შეეპარა ხმაში.
-გიორგი რა გემართება? ასე არასდროს მოქცეულხარ, რას გადაეკიდე იმ ბიჭს, რატომ არ მოგდის თვალში, - წარბი შეკრა გაბრაზებით.
-უბრალოდ არ მომწონს და მორჩა. გული ცუდს მიგრძნობს და ვფიქრობ საფუძლიანადაც. ერთხელ ჩემებურად მოიქცე არ შეგიძლია? - კარებს ზურგით აეხუტა და გასვლის საშუალება არ მისცა.
-რაც გაგიცანი იმის მერე შენებურად ვიქცევი გიორგი. რა გჭირს? ვეღარ გცნობ, ფიქრობ რომ გღალატობ და ეჭვიანობ თუ რა არის? - კარიდან მისი მოშორება სცად, მაგრამ ვერ მოახერხა.
-კიი ვეჭვიანობ, მაგრამ შენზე კი არა მასზე ვეჭვიანობ. აკი გითხარი არ ვენდობი თქო?! მეშინია შენს გამო, რატომ არ გინდა გამიგო?
-რისთვის გეშინია გიორგი, - ხმა მოულბა და ჩაეხუტა, - ასე რატომ ღელავ, გგონია რამეს დამიშავებს? რატომ ფიქრობ მასე.
-არ ვიცი, უბრალოდ ვფიქრობ. დღე და ღამ ამაზე ვფიქრობ, გონებას მიჭამს. იმ ბიჭის მოსვლის დღიდან ეს ეჭვი მღრღნის, არ მძინავს იმის შიშით, რომ შეიძლება რამე მოხდეს. არ უნდა ამეყვანა, შევცდი. მძღოლი არაფერში გვჭირდება. მაგრამ მძღოლის ყოლა, არ ყოლა არაფერ შუაშია, მე თვითონ ეს პიროვნება არ მომწონს, უცნაური ტიპია, დაუნდობელი გამოხედვით.
-დაუნდობელი გამოხედვით რას ნიშნავს?
-უბრალოდ არ მომწონს და არ ვენდობი ელენე, გაიგე და კითხვებს ნუღარ მისმევ, - გაბრაზება შეეპარა ხმაში.
-გიორგი, გთხოვ, არ გინდა. ტყუილად ეჭვობ, ეს მხოლოდ შენი ფანტაზიაა. არაფერი მოხდება, არაფერი დამიშავდება, მივალ და მალე მოვალ,- ტუჩებში აკოცა და კარის სახელურს წაეპოტინა. წაგებული გიორგი დანებდა და მორჩილად გვერდზე გაიწია. მანქანასთან დაქირავებული მძღოლი იდგა და ელენეს ელოდებოდა, დაინახა თუ არა გამომავალი ცბიერად ჩაიღიმა, გულში ფიქრობდა, რომ ყველაფერი დღეს დასრულდებოდა. გიორგი მრისხანე თვალს არ შორებდა და თან ელენეს ეხმარებოდა მანქანაში დაჯდომაში.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა მე წაგიყვანო? - სანამ კარს მიუხურავდა კიდევ ჰკითხა იმის იმედით, რომ დათანხმდებოდა. მძღოლს უნდობ თვალს არ აშორებდა.
-გიორგი, გთხოვ. ნუ ღელავ ჩემზე და შენი ეჭვები ჩაიხშე მაგ გულში. ცოცხალი და უვნებელი დაგიბრუნდები ცოტა ხანში და მერე დარწმუნდები, რომ შენი ეჭვები ტყუილი აღმოჩნდა. მაგრამ იცოდე, რაც არ უნდა დამემართოს ჩემი ბოლო სიტყვები ის იქნება, რომ უსაზღვროდ მიყვარხარ, - გაუღიმა და დახრილ გიორგის აკოცა. ეს ის კოცნა იყო, რომელიც გიორგის (რატომღაც) უკანასკნელი ეგონა. მძღოლი მკაცრად გააფრთხილა - ,, მიხედე და სახლში უვნებელი დააბრუნე. თქვენი დაბრუნებისას თუ რამე არ მომეწონება მოგკლავ. თუ გაიქცევი და დამალვას ეცდები, მსოფლიოს ყირაზე დავაყენებ და მაინც გიპოვი, ჯოჯოხეთში რომ ჩამასწრო იქაც ჩამოგაკითხავ. გასაგებია"? ბიჭი შეკრთა, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. არაფრის თქმის, არაფრის გაკეთების უფლება ჰქონდა, დავალება მისცეს და უნდა შეესრულებინა. საჭეს მიუჯდა და მანქანა ეზოდან გაიყვანა. გიორგიმ იქამდე და იმის მერეც უყურა იმ გზას, რომელზეც ორი წამის წინ მანქანამ გაიარა. და მაინც გულს და გონებას ეჭვი უკენწლიდა.
უკანა სავარძელზე მჯდომმა ელენემ უკანა საქარე მინაში იქამდე უყურა სახლის ზღურბლთან, წაშლილი სახით მდგომ გიორგის, სანამ მანქანამ კუთხეში არ შეუხვია. მერე შემობრუნდა და გაზაფხულშეპარულ, საწვიმარ ღრუბლებს თვალი გაუშტერა. ,, მაინც რა აშფოთებდა გიორგის? - ფიქრობდა ის, - არასდროს ყოფილა ასეთი, არასდროს მინახავს ასეთი აღელვებული". მერე ლიზას ნათქვამი გაახსენდა, - ,, ერთი რაღაც მინდა გთხოვო ელენე, - უთხრა მან, - გაუფრთხილდი ჩემს ძმას, არ გეტყვის, მაგრამ შინაგანად იმაზე სუსტია ვიდრე წარმოგიდგენია, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე მისთვის ძვირფას ადამიანებს ეხება. გიორგის სუსტი წერტილი ოჯახია და ამის შესახებ ყველა მისმა მტერმა იცის".
იქნებ მისი ეჭვი მართალი იყო, იქნებ ეს მისი ფანტაზია კი არა სინამდვილე იყო, იქნებ მართლაც არ არის ეს ადამიანი სანდო და პირიქით, ძალიან საშიშია. შიშიანი თვალებით გახედა მძღოლს და შეამჩნია, რომ უკანა ხედვის სარკეში არეკლილი თვალები მისკენ იყო მიმართული. ორი, ზიზღისგან ანთებული და ჩაწითლებული თვალები, რომელიც ერთი წამითაც არ შორდებოდა. ახლა კი მიხვდა გიორგის ფიქრებს, მიხვდა რომ მართალი იყო და ცივმა ოფლმა დაასხა. მასში დედობრივმა გრძნობამ გაიღვიძა და შვილის დასაცავად ხელები მუცელზე შემოიხვია. ეშინოდა, მაგრამ სავარძელში წამოიწია და ჩაახველა, ხმაში ღელვა შეპარულმა დაიწყო.
-იცით? მე გადავიფიქრე ექიმთან წასვლა და მინდა სახლში დავბრუნდეთ, - ყელში ბურთი გაეჩხირა მისი დამცინავი, მრისხანე მზერა რომ დაინახა, - მოაბრუნეთ მანქანა, სახლში მინდა წასვლა, - ამ დუმილმა უფრო მეტად ააფორიაქა, თვალებაცრემლებულმა უფრო მეტად შემოიკრო ხელები მუცელზე და განაგრძო, - ჩემი არ გესმით? სახლში წამიყვანეთ, - სუნთქვა აუჩქარდა, თვალებიდან ცრემლები ღვარად მოსდიოდა. თბილისისკენ მიმავალი გზიდან რომ გადაუხვია და ტაბახმელისკენ წავიდა ჩანთაში ტელეფონის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა.
გაზაფხულ შეპარული ღრუბლებიდან წვიმდა...



*** ( XX ) ***


ამინდი გიორგის ხასიათზე ერთი ერთზე აისახებოდა. წარბი შეეკრა და სახე მოექუფრა. მუხლებს იდაყვებით დაყრდნობოდა და ფიქრიანად აწვალებდა წვერს. ვერც კი გეტყვით გაიგო თუ არა მის წინ მსხდომი ტყუპების ხმა, თვალი გაეშტერებინა ერთ წერტილზე და ნერვიულად ქანაობდა ადგილზე. ელენეს არ დაურეკავს, თვითონ ურეკავდა და არ იღებდა. მძღოლს საერთოდ გამორთული ჰქონდა მობილური. ნუთუ რისაც ეშინოდა ის მოხდა, აკი გული უგრძნობდა და ელენეს არ უშვებდა, მაგრამ მაინც გადამეტებულად ეჩვენა თავისი ეჭვები და ელენესთვის გული რომ არ ეტკინა მაინც გაუშვა.
-დალახვროს ეშმაკმა..., - ფეხზე წამოხტა და ბოლთის ცემას მოყვა. კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და გაუკიდა.
-რა ხდება ძმაო, ხომ მშვიდობაა? - ტყუპები ერთი მეორეს მიყოლებით წამოდგნენ და მრისხანება მოკიდებულ გიორგის მიუახლოვდნენ. ელენეს ნომერი ისევ აკრიფა და დარეკა, არ უპასუხეს.
-მიპასუხე მიდი, მიპასუხე ელენე, ჯანდაბა, - დაიღრიალა და ტელეფონი მთელი ძალიათ გაიქნია კედლისკენ.
-ჰეი, დამშვიდდი მეგობარო, - თითები კისერზე შემოხვია და შუბლი შუბლზე მიადო, - დამშვიდდი და ნორმალურად აგვიხსენი რა ხდება.
-ელენე იმ ახალ მძღოლს გავაყოლე ექიმთან და ახლა ტელეფონს არ იღებს, იმ ნაბი*ვარს კი გამორთული აქვს საერთოდ. ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ვიცოდი ამის დედაც, - დაიყვირა და შუშის მაგიდას წიხლი დაარტყა. შუშა გაიბზარა.
-იქნებ ისევ ექიმთან არის რძალი, დამშვიდდი შენ, ჩვენ გავარკვევთ.
-ორი საათის წინ უნდა დაბრუნებულიყო. ვიცოდი, რაღაც ცუდს მიგრძნობდა გული და არ ვუშვებდი, მაგრამ დამარწმუნა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გავუშვი.
ხომ ამბობდა, ხომ ფიქრობდა, ხომ ეჭვობდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, რომ რაღაც მოხდებოდა. ხომ ეშინოდა ელენეს გამო და აჰაა, აუხდა კიდეც. მიახლოებით იცოდა რაც მოხდებოდა, მაგრამ ღმერთს სთხოვდა მისი ეს ფიქრები სიმართლე არ აღმოჩენილიყო. ყველაფერი მისი ბრალია. მან ჩაუსვა ელენე მანქანაში იმ ბიჭს და დაკარგა კიდეც. განა მისი მოსვლის დღიდანვე უნდობელი და ეჭვიანი თვალით არ უყურებდა ახალ მძღოლს, განა არ ამბობდა, რომ არ ენდობოდა? მაგრამ ვინ დაუჯერა? არც თვითონ დაუჯერა საკუთარ თავს. მეორე სართულზე, ოთახში ავარდა და სეიფიდან თითქმის მივიწყებული იარაღი გამოიღო. ელენეს დაპირდა, რომ ეცდებოდა აღარასდროს გამოეყენებინა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაცია იყო, ის სიტუაცია, როცა ელენეც მოუწონებდა საქციელს. საფრთხე მის სიცოცხლეს ემუქრებოდა.
დაბლა ჩასულს, მისაღებში, ტყუპებთან ერთად რაულიც დახვდა. სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც მოხდა. მირიანმა ტელეფონი გათიშა და დანანებით თავი გააქნია, ის იმ კლინიკაში რეკავდა სადაც ელენე უნდა მისულიყო. რაული დანახვის თანავე მიუახლობდა და პირიდან შიშის, აღელვების, და მწუხარების სიტყვები ამოუშვა.
-ტყუპებმა მითხრეს რაც მოხდა. მეც ამის სათქმელად მოვედი, მინდოდა გამეფრთხილებინე, მაგრამ დავაგვიანე, - დაიწყო მან და მხარზე ჩამოადო ხელი, - არ ვიცი ელენე სად არის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაპოვნინო. გეფიცები ჩემს სიცოცხლეს, ცოცხალს და უვნებელს დაგიბრუნებ მას.
-ე. ი ისევ მამაჩემი არა?! რით ვერ ჩაეფლო ბოლომდე ლაფში, რომ მისი ბინძური ხელები ვეღარავის მიაწვდინოს, რით ვერ..., - შეტრიალდა და კიბე აირბინა, საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა და კარი გამოაღო, მანქანასთან მისულს წინ რაული აესვეტა და კარის გაღება არ დაანება.
-რას აკეთებ ძმაო, სად მიდიხარ.
-წავალ და იმ არაკაცს პასუხს მოვთხოვ, ვაიძულებ მითხრას ელენე სად წაიყვანა.
-და ისიც უცბათ გეტყვის არა? კახაბერს კარგად არ იცნობ ვატყობ, მას არაფერი აშინებს, დასაკარგიც არაფერი აქვს.
-აბა რა გინდა რომ გავაკეთო ძმაო, ვინ იცის ელენე რა დღეშია, დავჯდე და ველოდო როდის მოისურვებს მამაჩემი ამ ყველაფრის გამხელას? თუ მანამდე ვიცადო, სანამ ელენეს და შვილს არ მომიკლავს, - გვერდზე გაწია და მანქანაში ჩაჯდა, რაულმა კარი დაიჭირა.
-მამაჩვენი არაფერს გეტყვის გიორგი, სიხარულს არ მოგანიჭებს სიმართლის თქმით, უფრო მეტად დაგიმძიმებს გულს. დაფიქრდი კარგად, ასე უფრო მეტად აყენებ შენს ცოლ- შვილს საფრთხეში. დამუქრება უარეს შედეგს მოიტანს, არ გინდა. მიჰყევი მის ნებას და მისი წესებით ითამაშე. ასე უფრო ადვილი იქნება მათი პოვნა, დამიჯერე.
-ჩვენ ასე არ დავსხდებით ძმაო, ყველაფერს ვიზამთ, რომ რძალი ვიპოვოთ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ამისათვის,- ტყუპმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ვიღაცას დაურეკა.
-მიდი, გადმოდი მანქანიდან, - საჭეზე თავჩამოდებულ გიორგის მხარზე ხელი დაადო რაულმა, - ვიცი ეს ძალიან მტკივნეულია შენთვის, მაგრამ ახლა რაც გულში გიდევს უფრო უარესია,- ცალი მუხლით მიწას დაეყრდნო და ქვევიდან ახედა, გიორგი ტიროდა და თავს ზევით არ სწევდა,- ეს ტკივილი არასდროს გამომიცდია, მაგრამ მაინც ვიცი რასაც გრძნობ. ძნელია ვიცი, მესმის შენი, მაგრამ უნდა გაიგო რასაც გეუბნები. სახლში შევიდეთ და დავილაპარაკოთ. ხალხს შევკრებ და ყველაფერს თავდაყირა დავაყენებ, მაგრამ ელენეს გიპოვი და მოგიყვან, გპირდები.
-მეშინია რაულ, ძალიან მეშინია. ეს გრძნობა ნაცნობია ჩემთვის, ეს ტკივილი უკვე გამოვიარე, გადავიტანე და ახლა ისევ მეორდება, მაგრამ ამას ვეღარ გადავიტან. ელენეს დაკარგვას ვეღარ გადავიტან, - ყავისფერი, ცრემლიანი თვალები მამაკაცს მიაშტერა, უთქმელადაც იხატებოდა მის თვალებში ის ტკივილი, რომელიც მის გულში ბუდობდა, - ეს მეტისმეტია რაულ. მამაჩემმა ერთი სიცოცხლე უკვე წამართვა, ახლა მეორეს მართმევს. რა უნდა ჩემგან ძმაო? ეს... ეს ადგილი თუ უნდა მივცემ, ოღონდ ელენე დამიბრუნოს, მე მეტი არაფერი მინდა. ყველაფერი წაიღოს რაც მაბადია, ყველაფერი რაც გამაჩნია, ოღონდ ჩემი ცოლ- შვილი დამიბრუნოს, მეტი არაფერი მინდა მე, მეტს არაფერს ვითხოვ. მხოლოდ ის... მხოლოდ ელენე, - რაულის ხელს დაეყრდნო და მანქანიდან გაჭირვებით გადმოვიდა, მუხლებში ძალა არ ჰქონდა და წონასწორობას ძლივს იკავებდა. მანქანიდან გადმოსვლის თანავე რაულმა ახლოს მიიზიდა და გადაეხვია, ისიც ტიროდა, ახლა მასაც ისევე სტკიოდა, როგორც თავის ძმას. ასეთი სუსტი, ასეთი უსუსური არასდროს ენახა გიორგი, არასდროს უტირია დედის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ახლა, უარეს ტკივილს განიცდიდა, ორმაგად სტკიოდა გული, სამმაგად და უსასრულოდ. ამ ტკივილს ვერაფერი გაუჩერებდა ელენეს გარდა.
სახლში შესვლის მერე რაულმა ყველაფერი უამბო გიორგის რაც კი იცოდა. ელენეს მთის სახლიდან, სადაც სონია და სანდრიკო იმყოფებოდნენ, მოულოდნელად დაბრუნებულმა რაულმა შემთხვევით გაიგო კახაბერის საუბარი. ტელეფონში ვიღაცას ესაუბრებოდა და ამბობდა, რომ ეს საქმე დღეს უნდა დამთავრებულიყო და კიდევ ერთხელ შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდათ.
-მაშინვე მივხვდი, რომ საქმე თქვენ სიცოცხლეს ეხებოდა, - განაგრძო რაულმა, - უკვე უნდა წამოვსულიყავი, რომ შენთვის მეთქვა, მაგრამ ელენეს სახელმა რომ გაიჟღერა გავჩერდი. ამბობდა, რომ ელენეს მოშორებით შენც ადვილად მოგიშორებდა, რადგან შენი გატეხვა ადვილია. მაშინვე გამოვიქეცი რომ გამეფრთხილებინე, მაგრამ სამწუხაროდ დავაგვიანე. გზაში გირეკავდი, მაგრამ გათიშული გქონდა.
გიორგი გაყინული თვალებით იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა. იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და იარაღს ხელში ატრიალებდა. მზად იყო ნებისმიერისთვის ესრროლა ვინც მის ოჯახს შეეხებოდა. და ახლა მისი სამიზნე მამამისი იყო, მამამისი, რომელმაც სიცოცხლის უმეტესი ნაწილი წაართვა და ახლა დარჩენილის განადგურებასაც უპირებდა. კაცი, რომელმაც დედა მოუკლა და ბავშვობა გაუნადგურა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბაბუამისმა გააყოლა დედამისი ცოლად, იმის გამო რომ ერთადერთი შვილი იყო და მის გამო ნერვიულობდა. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, მეგობრის შვილი იყო და ამაზე უკეთესს ვის ვიპოვიო იფიქრა. ხოდა დატანჯა კიდეც საკუთარი შვილი.
-მე ყველაფერს ვიზავ, რომ ელენე გაპოვნინო გიორგი, მაგრამ კახაბერისგან ვერ წამოვალ. არ მიწყინო და არ ჩათვალო, რომ გღალატობ ან რამე. მამაჩვენმა იცის, რომ მე იძულებული ვარ მის მხარეს ვიყო, სონიასა და სანდრიკოსთვის და ახლა რომ წამოვიდე ყველაფერს მიხვდება და შეიძლება უარესი შედეგი დააყენოს. ჩემს ცოლ- შვილსაც და შენს ცოლ- შვილსაც საფრთხე შეექმნება. გესმის ჩემი? - გიორგი ისევ ისე იჯდა და თვალი ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული, თითქოს რაულის ნათქვამი არც გაეგონოს, - გიორგი მისმენ?
-გისმენ კიი, - წელში გასწორდა და რაულს გახედა, - შენგან კახაბერთან ყოფნის და დაკვირვების მეტს არაფერს ვითხოვ. პირიქით, უფრო მეტად მოიპოვე მისი ნდობა. რაც უფრო მეტი გვეცოდინება მით უკეთესი. ვიცი, რომ შენი საქმე სახიფათოა რაულ, მაგრამ ახლა შენი დახმარება ისე მჭირდება, როგორც თევზს წყალი.
-ვიცი და ამიტომაც გეხმარები. შენ ჩემი ძმა ხარ. ვიცი ბევრი რამ დავაშავე და ბევრჯერ გიღალატე, მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა და მე ოჯახი ვარჩიე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმარო, ყველანაირად შენ გვერდით მიგულე, მე დაგეხმარები. ახლა კი,- ფეხზე წამოდგა და ქურთუკს ხელი დაავლო. უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ აღარ დასცალდა. ეზოს კარიდან ნიკო შემოვარდა, გიჟს გავდა.
-ჩემი და სად არის, - ქეჩოში სწვდა გიორგის და ფეხზე წამოაყენა. რაულმა ძლივს გააშვებინა, - ჩემი და სად არის თქო გეკითხები. ეს არის შენი პირობის შესრულება? ხომ შემპირდი, რომ ელენეს მიხედავდი და დაიცავდი სიცოცხლის ბოლომდე. ეს არის შენი პირობის შესრულება?
-დამშვიდდი ძმაო, - რაული ამშვიდებდა, მაგრამ ნიკოს არ ესმოდა. გიორგის უყურებდა ჩაწითლებული თვალებით და მისკენ იწევდა.
-ამოიღე ხმა, რას დამდგარხარ ასე. ეს არის შენი პირობის შესრულება თქო გეკითხები. სად არის ჩემი და, ასე მიხედე მას? და ახლა რატომ ზიხართ და არაფერს აკეთებთ? გგონია ის ნაბი*ვარი მამაშენი თავისი ნებით დააბრუნებს ელენეს? თუ დაელოდები იქამდე სანამ მკვდარს არ მოგისვენებენ სახლში? - რაულს ხელიდან დაუსხლტა და სახეში დაარტყა, გიორგი წაბორძიკდა და ტყუპს რომ არ დაეჭირა ძირს დაეცემოდა. ნიკო პატარა იყო ტანით, მაგრამ საკმაოდ ძლიერი, - აკი გითხარი ელენეს თმის ერთი ღერიც თუ ჩამოუვარდება, არ შეგარჩენ მეთქი.
-გაჩერდი მეთქი ნიკო, ჩხუბით და ცემა- ტყეპით ვერაფერს ვიზავთ. შენს დას ასე ვერ ვიპოვით, პირიქით ერთად უნდა ვიყოთ და ერთობლივი ძალებით მოვძებნოთ, - რაულმა მკლავში ხელი ჩასჭიდა და უკან გაწია.
-ხმას რატომ არ იღებს, რატომ არაფერს ამბობს, - ახლა რაულს დაუწყო ყვირილი, - აღიაროს, მისი ბრალია ელენეს დაკარგვა, ხომ ვაჟკაცია.
-რა გინდა რომ ვთქვა ნიკო, - ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ამოიღო ხმა გიორგიმ, - გინდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ? ხოო, ვაღიარებ რომ დამნაშავე ვარ, ვაღიარებ რომ ელენეს გატაცებაში მე ვარ დამნაშავე. მე ვერ მოვუფრთხილდი, ვერ დავიცავი ჩემი ცოლი...
-ჩემს დას შენს ცოლად ნუ მოიხსენიებ, შენ მისი ღირსი არ ხარ. შევცდი მაშინ ელენე რომ მოგიყვანე. შევცდი რომ შენ ჩაგაბარე მისახედად.
-ჩემი ცოლის საპოვნელად ყველაფერს გავაკეთებ, - მის ნათქვამს მოუყრუა,- რაული მართალია. ერთმანეთში ჩხუბით ვერაფერს ვიზამთ, პირიქით. თუ დავისაქსებით და ცალ- ცალკე დავუწყებთ ელენეს ძებნას უფრო დიდი დრო დაგვჭირდება, ვიდრე გაერთიანებული ძალებით.
-ახლა ჭკუასაც მასწავლი ხომ? ვინ მოგცა ამის უფლება.
-ჭკუას არ გასწავლი, პირიქით გთხოვ, რომ დამეხმარო მის მოძებნაში. დამეხმარე, რომ მამაჩემს გამოვძალო მისი ადგილმდებარეობა. ასე უფრო ადვილია. შენზე ნაკლებად ნამდვილად არ მინდა ელენესა და ჩემი შცილის პოვნა, შენზე ნაკლებად არ მიყვარს ისინი, მაგრამ ვერაფერს გავხდები მარტო და ამიტომ გთხოვ დახმარებას. დამეხმარე შენი დის მოძებნაში, ჩემთან ერთად იყავი.
-ნიკო გიორგი მართალია,- ჩაერია რაული, - მარტო ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, თითოეული ჩვენგანის ძალა, შესაძლებლობა და კავშირები აუცილებელია. რაც უფრო მალე გავაერთიანებთ ძალებს, მით მალე ვიპოვით ელენესაც.
ნიკო იდგა და არაფერს ამბობდა, მრისხანე მზერას გიორგის არ აცილებდა. დათანხმებოდა მათ და ერთად ემოქმედათ თუ წასულიყო და მარტო მოეძებნა ელენე ვერ გადაეწყვიტა. ის ზუსტად იცოდა, რომ ერთიანი ძალა უკეთესი იყო, ვიდრე ერთის უგზო- უკვლოდ ხეტიალი, მაგრამ გიორგიზე გაბრაზებული არჩევანს ვერ აკეთებდა. ბოლოს უკმაყოფილოდ ამოიქშინა და ადგილს მოსწყდა, კიბე სირბილით აიარა და კარში გავარდა. გიორგი აედევნა. კოკისპირულად წვიმდა.
-რას აკეთებ, სად მიდიხარ, - გიორგი უკან მიყვებოდა დ მის გაჩერებას ცდილობდა, - გაჩერდი ერთი წუთით. მითხარი რის გაკეთებას აპირებ,- თმის ხვეულები წვიმისგან დაშლოდა და შუფლზე ჰქონდა ჩამოყრილი.
-რის გაკეთებას ვაპირებ?- არანაკლებ სველი ნიკო დაიბნა, თმაზე ხელი გადაისვა. არ იცოდა რის გაკეთებას აპირებდა, მხოლოდ კახაბერისკენ მიმავალ გზაზე დადგომა, მასთან მისვლა და პასუხის მოთხოვნა უნდოდა, მაგრამ ამას როგორ შეძლებდა არც კი უფიქრია, გეგმა არ ჰქონდა.
-ხოო, რის გაკეთებას აპირებ?! მამაჩემთან მიხვალ და აიძულებ გითხრას ელენე სად არის? ეს სიტუაცია ნაცნობია. იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ მე თვითონ მივდიოდი მაგ განზრახვით მამაჩემთან, მაგრამ რაულმა გამაჩერა და სწორადაც მოიქცა. კახაბერი ის კაცი არ არის, რომ ვინმეს სიხარული მიანიჭოს, მითუმეტეს მე და შენ არ ვართ ის ადამიანები ვისაც მაგას ეტყვის.
-აბა რა გინდა, რომ გავაკეთო? ასე ვერ ვიჯდები და ვერ დაველოდები იმ წამს, როცა ელენე შემოაღებს სახლის კარს. თუ ამბობ, რომ მამაშენი არ გვეტყვის სად გადამალა ელენე, მაშინ მითხარი რის გაკეთებას აპირე. მითხარი და გეფიცები დაგეხმარები,- ნიკოს ნათქვამმა გაახარა ჯიშკარიანი, ზუსტად ეს პასუხი სურდა და ელოდა კიდეც.
საათების განმავლობაში თვალი არ მოუხუჭავს არც ერთს. საათების განმავლობაში ცდილობდნენ ელენეს პოვნას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, ვერც რაულმა ათქმევინა რამე კახაბერს და გიორგის სახლში ხელცარიელი დაბრუნდა.
ეს განშორება გიორგის გულს ნაკუწებად უქცევდა. მისი ეს განშორება ლამაზი სიზმრის შემდეგ ნანახ კოშმარს გავს, გულზე რომ გაწვება და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი გადაიტანო, მაგრამ საყვარელი ადამიანის დაკარგვა სამუდამო დაღად გაჩნდება გულის კიდეებში და გკლავს. ნეტავ შეიძლებოდეს ჯადოსნური ჯოხი დაიქნიო და შენ გვერდით გააჩინო ადამიანი, რომელიც გიყვარს და გენატრება. გიორგის მონატრება ელენე იყო. მთელი საათები მის გარეშე. იმ ქალის გარეშე, რომელიც მთელი არსებით შეუყვარდა, იმ ქალის გარეშე, რომელმაც შავ- თეთრი კადრიდან ფერადში გადაიყვანა, დაანახა, რომ ცხოვრება მშვენიერია და იარაღის გარეშეც შესაძლებელი იყო სუნთქვა. ამ ქალმა შეძლო იის რაც სხვამ და თვით გიორგიმაც ვერ შეძლო, ცხოვრება რადიკალურად შეუცვალა, ცუდიდან კარგისკენ გადაისროლა.
მრავალ საათიანი სულის აუარებელი ტკივილი...
მრავალ საათიანი უსიცოცხლობა...
ვინ რა იცოდა გიორგის გულში რა მონატრება ტრიალებდა...
ვინ რა იცოდა ელენეს გულში რა შიში ტრიალებდა...


***

თვალები რომ გაახილა ვერაფერი დაინახა. შავი ფერი ჭარბობდა მის ახლანდელ სამყოფელში, რომელსაც ერთ კედელზე მართკუთხედის ფორმის თეთრი წერტილები გასდევდა, ფორმის მიხედვით მიხვდა ელენე, რომ კარი იყო. თავი უბჟუოდა, ნაფლეთებად ახსოვდა ყველაფერი ის რაც მოხდა. გიორგის ნერვიულობა, მანქანა, მძღოლი, ახსოვდა, რომ სახლში დაბრუნებას სთხოვდა მას და მეტი არაფერი. მხოლოდ ამას შეადგენდა მისი წინა დღის მოგონება. ან იქნებ დღე საერთოდ არც გასულა ჯერ, რამდენი ხანი ეძინა ხომ არ იცოდა. პანიკაში ჩავარდა სკამზე მიბმული რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი, გათოკილი ხელების გახსნა სცადა, მაგრამ იმდენად მჭიდროდ ჰქონდა შეკრული, ხელის ყოველ გამოძრავებაზე კანს უხეხავდა. მკერდის მარცხენა მხარეს, გულის ღრმა კუნჭულიდან ნაპირებისკენ გამოაღწია ცხოველურმა შიშმა და მუცლად მყოფ შვილს ხელით რომ ვერ შეეხო ყვირილი დაიწყო.
მის ყვირილზე სინათლის ზოლებისგან გამოკვეთილი კარი გაიღო და სილუეტი გამოჩნდა. ჭარბი სინათლისგან დაბრმავებულმა ელენემ თვალები დახუჭა და თავი გვერდზე გაწია. ვინ იყო ეს სილუეტი ვერ მიხვდა, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ კარგი დღე არ ელოდა. შესაძლოა დღის დასასრულიც ყოფილიყო.
ჩრდილმა კარი მიხურა და ტყვეს მიუახლოვდა. მაგიდის პატარა სანათური აანთო, მაგიდასთან ეულად მდგარი სკამი მასთან მიაჩოჩა, შემოაბრუნა და საზურგეზე დაყრდნობით ზედ გადააჯდა. პირველივე ჩასუნთქვაზე ჭარბი ოფლის და ალკოჰოლის სუნი ეცა ელენეს, თავი ძლივს შეიკავა გული რომ არ არეოდა. თვალების გახელას ვერ ბედავდა, ეშინოდა. მაგრამ შემოსულიც ხმას არ იღებდა და აშკარა იყო მის შემოხედვას ელოდებოდა. ბოლოს როგორც იქნა შეძლო და ქვემოდან ზემოთ ახედა. გული შეუქანდა.
-გამარჯობა ძილის გუდავ, მიხარია, რომ გაიღვიძე, თორე უკვე სხვანაირად ვაპირებდი შენს გამოღვიძებას, - ჭაღარა თმაზე ხელი გადაისვა და სკამის საზურგეზე ჩამოლაგებულ მკავებს ნიკაპით დაეყრდნო. ელენეს ხმა არ გაუცია, არ უნდოდა მისი სიტყვები შიშნარევი ყოფილიყო,- არაფერს მეტყვი? - მისი დუმილისგან ,, განაწყენებულმა" მამაკაცმა ჩაიღიმა და უფრო ახლოს მიაჩოჩა სკამი. ელენეს გულის რევის შეგრძნება გაუორმაგდა და თავს ძლივს იკავებდა.
-რა გინდა ჩემგან, - ძლივს ამოილაპარაკა ქალმა, როგორ ცდილობდა შიში არ შეპარვოდა ხმაში, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა, ცრემლები წასკდა მის ჭინჭარივით მწვანე თვალებს.
-შენგან არაფერი რძალო, - კბილებში გამოსცრა ბოლო სიტყვა,- მიცანი?
-უკვე კი, - უფრო მეტად შეშინდა ელენე, მას პირადად არ იცნობდა, მაგრამ უკვე იმდენი ცუდი ჰქონდა გაგებული მის შესახებ, რომ ზუსტად იცოდა ცოცხალი დიდი ხნით აღარ დარჩებოდა.
-ძალიან კარგი,- ხელი ელენესკენ გაიშვირა და მის მუცელს შეეხო.
-მომაშორე შენი ბინძური ხელები გველო, - ფეხებით იატაკს დააწვა და სკამი შეძლებისდაგვარად უკან გაახოხა.
-ასე რატომ მელაპარაკები, მე ხომ შენი მამამთილი ვარ, - მოჩვენებითი წყენა გაურია ხმაში და სკამიდან წამოდგა, - ასე არ უნდა ელაპარაკო უფროსებს.
-მართლა? - ნერვიულად გაიცინა ელენემ, - ნუთუ მართლა ჩემს მამამთილად მიიჩნევ თავს ბატონო კახაბერ? შენ საკუთარი შვილი არ დაინდე და სასიკვდილოდ გასწირე, საკუთარი ცოლი მოკალი, გამიტაცე და ახლა კიდევ მეუბნები, რომ შენ, კაცმა რომელმაც ათასი სისაძაგლე და სიბოროტე ჩაიდინა, ჩემი მამამთილი ხარ? შენ გიორგის მკვლელი ხარ, გული მოუკალი და სული წაართვი. მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი ცხოვრებიდან გააქრე ქალი, რომელიც მის გვერდით უნდა მდგარიყო. ბავშვობიდანვე ასწავლე სხვის უცოდველ სისხლში ხელი როგორ უნდა გაესვარა, ზიზღი და შურისძიება ასწავლე, შენი შურისძიების წყურვილის გამო ძმას დააშორეთ და ახლა საყვარელ ქალს და შვილს ართმევ და კიდევ იმას ამბობ, რომ შენ ჩემი მამამთილი ხარ? კაცმა, რომელმაც შვილი სასიკვდილოდ გასწირა , იმედი უნდა მქონდეს, რომ შვილის ცოლს დაინდობს?
-ყოჩაღ, თითქმის დამარწმუნე, რომ გამეშვი, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო, ეს ჩემი სტილი არ არის.
-რა არ არის თქვენი სტილი?
-ადამიანის დაჭერა და მერე გაშვება,- გასასვლელი კარი გამოაღო და თავი უკან მოაბრუნა, - ხოო, მართლა, მინდა გაგაფრთხილო, რომ ყვირილს აზრი არ აქვს, აქ ვერავინ გიპოვის.
-ვიცი, რომ ყვირილს და შველის თხოვნას აზრი არ აქვს. ეს უკვე გამოცდილი მაქვს, მაგრამ წინა ჯერზე არ გაგიმართლა არა ბატონო კახაბერ, - ცინიკურად ჩაიცინა და ქვევიდან ახედა.
-რას გულისხმობ? - მთლიანი ტანით შემობრუნდა მამაკაცი და მიუახლოვდა.
-აშკარაა, რომ გატაცება შენი სტილია, მაგრამ ყოველთვის არ სრულდება შენი დაგეგმილი არა? - კახაბერმა მაგიდის სანათი სახესთან მიუტანა და დააკვირდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო თვალები მოწკურა.
-აჰაა, გამახსენდი, - ნიშნისმოგებით შემოჰკრა ტაში და გულიანად გადაიხარხარა, - ესეიგი ეს შენ ხარ? მეც არ ვთქვი საიდან მეცნობა თქო? აი თურმე საიდან. ჟურნალისტი გოგონა, - ისე ჯერ არ მომინელებია ის ყველაფერი რაც ჩემზე გამოაქვეყნე. კიდევ კარგი, რომ ჩემი რეპუტაცია არ შეილახა, თორემ იქიდან ცოცხალს არ გაგიშვებდი.
-შენ არ გამიშვებდი ცოცხალს არა, ბატონო კახაბერ? შენ არ გაგიშვივარ, ჩემი თავი წაგართვეს. ჩემმა ძმამ გადამარჩინა, რომელმაც დახმარება რაულს სთხოვა. რაულმა ჩემი გამოხსნის სანაცვლოდ გიორგის მკვლელობა შეუკვეთა ჩემს ძმას, რომელმაც, მადლობა ღმერთს, ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე. შეიძლება რაულმა არც კი იცოდა თქვენი გატაცებული რომ ვიყავი, თორემ არ დაეხმარებოდა ნიკოს. ან არა, იქნებ იცოდა კიდეც და ამიტომ მოიქცა ასე. იფიქრა ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავო, მაგრამ ორივე გაექცა.
-რაული მე მგავს, ჩემი გაზრდილია, ჩემებურად, - სიამაყით წარმოთქვა და მაგიდაზე გვერდულად ჩამოჯდა, - ნაშვილებს ვასწავლე მამის ერთგულება და ღვიძლ შვილს ვერა, ასეთი რამ გაგიგია?
-გამიგია და მინახავს კიდეც. გიორგის ეტყობა, რომ შენი გაზრდილი არ არის, თორემ ისიც ისეთივე მკვლელი გახდებოდა, როგორიც შენ ხარ. აი რაული კი მართლაც ალი კვალი შენ ხარ, გაჭრილი ვაშლივით გავხართ ერთმანეთს, განსაკუთრებით ღალატსა და ოჯახის მნიშვნელობის არ ცოდნაში. ისე რაული საკმაოდ კარგი მსახიობია, გიორგი დააჯერა, რომ მის მხარეს იყო და შენ აღარ გემორჩილებოდა, მაგრამ ვიცი რომ ტყუის, ისევ შენი ლაქიაა ამას მე ვერ მომატყუებთ, - რაულის წამოწყებულ თამაშში ისიც ჩაერთო, მათი მიზანი ხომ ის იყო, რომ კახაბერისთვის რაულის ერთგულება დაემტკიცებინათ, ახლა კი ელენე აკეთებდა ამას, - გიორგის ბევრჯერ ვუთხარი, ბევრჯერ გავაფრთხილე, რომ რაული თამაშობდა და რომ სინამდვილეში ისევ შენი მოსამსახურე იყო, მაგრამ ვერ გავაგებინე, ვერ დავაჯერე. ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ჩემი შიშები და ეჭვებია, რადგან ბევრი ცუდი გადავიტანეთ.
-ე. ი შენ გიორგის აჯერებდი, რომ რაული მისი კი არა ჩემი ერთგულია? ჭკვიანი გოგო ხარ მაგას რომ მიხვდი. გინდა სიმართლე გითხრა? არა ჯერ ის მითხარი გიორგი ნამდვილად გიყვარს, თუ მხოლოდ ამ ბავშვის გამო ხარ მასთან, - თითი გაიშვირა ელენეს მუცლისკენ.
-რომანს წერთ და ჩემი და გიორგის სასიყვარულის ისტორია გჭირდებათ?
-ისეთი ისტორია გაქვთ კი შეიძლება ერთი სასიყვარულო ისტორია შევქმნათ თქვენზე. სახელს დავარქმევდი...
-უსაზღვროდ..., - სიტყვა შეაწყვეტინა ელენემ. აქამდე ძლივს შეკავებული სიმტკიცეც გაუქრა სადღაც და თვალებიდან დენა იწყეს ცრემლებმა.
-რაა?!
-ჩემი და გიორგის სიყვარულის ისტორიის სათაური იქნებოდა ,, უსაზღვროდ", რადგან ჩვენი რეალური სიყვარულიც უსაზღვროა,- თავი ჩახარა და ატირდა, - და თუ აქედან ცოცხალი ვერ გავალ მინდა ეს იცოდეს მან.
-გულს ნუ მიჩუყებ რძალო. ნუ ღელავ, თქვენი უსაზღვრო სიყვარული ზეცაში გაგრძელდება,- კარისკენ წავიდა.
-რას გულისხმობ?
-ხომ გინდა თქვენი სიყვარული უსაზღვრო და სამუდამო იყოს? ხოდა გპირდებით სიკვდილის შემდეგაც ერთად იქნებით, - თითით ზევით მიანიშნა, - დიდი დრო აღარც დაგრჩათ.
-გიორგის ხელი არ ახლო გველო. გესმის? - მეორე ოთახში გამოსულ კახაბერს ბუნდოვნად ესმოდა მოტირალი ელენეს ყვირილი, - არ გინდა, გთხოოვ, ნუ წამართმევ მას, გევედრები.
-უსაზღვროდ, - თავისთვის გაიმეორა ელენეს ნათქვამი, - უსაზღვრო სიყვარული კარგია, მაგრამ დამღუპველი. ჩემი ცოლიც ასე დაიღუპა,- გარეთ გასულმა დაცვას მოუხმო და მითითებები მისცა, გეგმად ჰქონდა ორი გასროლით სამი კურდღლის მოკვლა, ელენეს გამოყენებით გიორგის და ნიკოს მოიშორებდა თავიდან და მიიღებდა იმ ყველაფერს, რაც კანონით მას ეკუთვნოდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მძღოლისკენ გადაიხარა.
-მინდა ისე გააკეთო, რომ ნიკო მეტრეველმა თავისი დის ადგილსამყოფელი გაიგოს. სახლში როგორც კი მიმიყვან მაშინვე შეასრულე ეს ბრძანება. გასაგებია? - მძღოლმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მანქანა ადგილიდან დაძრა. კახაბერმა ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და რაულის ნომერი აკრიფა, ახლა საჭირო იყო მისი გამოყენება. მიუხედავად ყველაფრისა მაინც კენწლავდა ეჭვი და ღალატის სუნი სცემდა. რაულს მასთან მისვლა უბრძანა და ტელეფონი გაუთიშა.
სახლში მისულს რაული უკვე მისაღებში დახვდა. აღელვება ეტყობოდა და ბოლთას ცემდა. კახაბერი რომ დაინახა წელში გასწორდა და მიუახლოვდა, იმედი ჰქონდა რამეს მაინც ათქმევინებდა ელენეს ადგილსამყოფელზე.
-მამა, რამე მოხდა? - მის წინ გაჩერდა და სახეში შეხედა.
-არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?
-რომ დამიბარე.
-არ შეიძლება შვილი დავიბარო?
-როგორ არა, მაგრამ...
-დამშვიდდი, არაფერი მომხდარა, - დაამშვიდა კახაბერმა და ჭიქაში ვისკი ჩამოისხა.
-მამა, - დაიწყო რაულმა, მაგრამ სიტყვა გაუწყდა, ვერ ბედავდა კითხვის დასმას. შიში, ბოღმა და ბრაზი ერთდროულად ახრჩობდა, - მითხარი ელენე სად წაიყვანე, მე რატომ მიმალავ ამას? მე ხომ შენი მხარე ავირჩიე, შენი ნდობა მოვიპოვე.
-მართალი ხარ...,- გაწელა მამაკაცმა და ფიქრიანი გამომეტყველება მიიღო.
-მაშინ მითხარი ელენე სად გყავს გამოკეტილი.
-მაგას ხვალ გაიგებ, ჩემო საყვარელო შვილო, - მხარზე ხელი მოუთათუნდა და კიბეებისკენ წავიდა.
-ხვალ? ხვალ რატომ? რას აპირებ?
-მაგასაც ხვალ გაიგებ, მანამდე კი ამაზე ბევრი არ იფიქრო და თავი არ გადაიღალო ტყუილად. ხვალ გაიგებ და ნახავ ყველაფერს.
-მამა ის ორსულად არის, ცოდოა, არაფერი დაუშავოთ, - რაულის სიტყვები ჰაერში გაიფანტა, კახაბერი უკვე თავის ოთახში იყო და აღარ ესმოდა. მაშინვე ტელეფონი ამოიღო და ნიკოს შეტყობინება მიწერა ამის შესახებ.



***
გიორგის სახლში შეკრებილიყვნენ და რაულის შეტყობინებას განიხილავდნენ გიორგი, ნიკო და ტყუპები. იმ ამბის შემდეგ გვერდიდან არ შორდებოდა არც ერთი. რაულის მინაწერმა ისედაც აფორიაქებული გიორგი უარესად ააფორიაქა და ოთახში ბოლთის ცემას მოყვა, განუწყვეტლად მოძრაობდა ოთახის ერთი კედლიდან მეორისკენ და ამას იქამდე აკეთებდა სანამ რომელიმე არ გააჩერებდა და სავარძელში ძალით არ ჩასვამდა. ელენეს მონატრებამ კიდევ ცალკე გააგიჟა. არ ეძინა და თუ ჩასთვლემდა წამებში ეღვიძებოდა და ელენეს ეძებდა თვალებით, ჯერ კიდევ ეგონა, რომ ეს ყველაფერი სიზმრად ნანახი კოშმარი იყო და წუთი-წუთზე ელენე კარს გააღებდა და ოთახში შევიდოდა. მისი ღიმილი და მწვანე თვალები სანატრელი გაუხდა. სუნთქვა უნდოდა და ვერ სუნთქავდა, დანახვა უნდოდა და ვერ ხედავდა, მოსმენა უნდოდა და არ ესმოდა, რადგან ამ ყველა გრძნობას ელენე უვსებდა. მას ხედავდა, მისი ესმოდა, მის სურნელს ისუნთქავდა და მხოლოდ ამით სულდგმულობდა. ერთ დროს რწმენა დაკარგულმა ელენეში იპოვა სარწმუნო ღმერთი, ქალღმერთი, რომელმაც სული შთაბერა და მომაკვდავი მოასულიერა. ახლა კი ისევ კვდებოდა.
კიდევ ერთხელ მოავლო სააბაზანოს თაროებზე ჩამწკრივებულ ელენეს ნივთებს თვალი, ხელი სუნამოს შუშის ქილისკენ გაიშვირა და თავ მოხსნილი ღრმად შეისუნთქა. ხელმეორედ აეშალა მონატრების ფურცლები და მოულოდნელი ცრემლი მოსწყდა მის ამოღამებულ თვალებს.
მისაღებში ჩასულს ნიკო და ტყუპები ჩაძინებულები დახვდა, მათაც ისევე არ მოუხუჭავთ თვალი, როგორც გიორგის და ახლა დაღლილებს მშვიდად ჩასძინებოდათ. ფანჯრებს გაზაფხულშეპარული რიჟრაჟი ეპარებოდა და ოთახებში დაუკითხავი, ჩუმი ნაბიჯით მიმოდიოდა. სამზარეულოში გავიდა და წყლის მადუღარა ჩართო, სიგარეტს მოუკიდა და ვიტრაჟიდან ზეცას ახედა. ცაც კი ნამტირალევს გავდა, თითქოს გრძნობდა გიორგის სატკივარს და ღრუბლებს მწარედ ატირებდა. რამდენჯერ მდგარა ამ ვიტრაჟთან სიგარეტით ხელში და რამდენჯერ უნატრია, რომ როგორმე ელენე მეტრეველს ამ სახლში დაედო ბინა, რამდენჯერ უნატრია, რომ ეს ბედნიერება სწვეოდა და ეწვია კიდეც, მაგრამ ძალიან მცირე ხნით და ეს მისი ბრალი იყო. ის ვერ გაუფრთხილდა და მიხედა, ამიტომაც დგას ახლა ვიტრაჟის წინ, გაზაფხულშეპარულ ზეცას აჰყურებს და ბოლომდე ჩამწვარ სიგარეტს თითებს შორის სრესავს. ადგილზე შეხტა მხარზე რომ შეეხნენ, შებრუნებულს ნიკო შერჩა ხელში.
-დაგიძახე, მაგრამ ვერ გაიგე, ისევ ფიქრებში წახვედი? - ნამძინარევ სახეზე ხელი ჩამოისვა, - რამდენი ხანია არ გძინებია, წადი ცოტა დაისვენე. ასე ელენეს ვერ დაეხმარები.
-არ მინდა ძმაო, ვერ დავიძინებ, როცა ვიცი რომ ელენეს საფრთხე ემუქრება, - თავი გაიქნია და მოჭ....ტილი სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
-ასე შენს თავსაც ავნებ და ვერც დახმარებას გაგვიწევ. ელენეს არ მოეწონებოდა შენი ამ მდგომარეობაში დანახვა. წადი დაისვენე, ცოტა გამოიძინე. მე ცოტახნით უნდა გავიდე, ანას ვნახავ და მოვალ. ბიჭებს ჯერ კიდევ სძინავს და შენც დაიძინე. რამეს თუ გავიგებ შეგატყობინებთ, - მხარზე ხელი მოუთათუნა და სამზარეულოს კარიდან გავიდა, გიორგიმ იქამდე უყურა სანამ მანქანით კუთხეს არ მიეფარა.
როგორ შეიძლებოდა დაეძინა ამ დროს, როცა ყველაზე მეტად სიფხიზლე მართებდა. მაშინ, როცა გული ორად ეხლიჩენოდა და სული ტოვებდა. მაშინ, როცა ის არ იყო მის გვერდით ვისთან ძილიც ასე ძალიან უყვარდა და ახლა გაყინულ საწოლში მარტო წოლა არ უნდოდა. ჭიქაში ყავა დაისხა, სკამზე მოწყვეტით დაეშვა, მაგიდაზე დალაგებულ ხელებს შუბლი ჩამოსდო და წამიერად მიეძინა.






*** ( XXI ) ***

ეზოში რაული ნერვიულად სცემდა ბოლთას და კახაბერის მისვლას მოუთმენლად ელოდა. მეორე დღე გათენდა და უკვე დრო იყო მისთვის ელენეს ადგილმდებარეობა გაემხილა, ეს პირობა უნდა შეესრულებინა.
ჭიშკარში კახაბერის მერსედესი გამოჩნდა თუ არა რაული მისკენ გაიქცა და კარი გაუღო, გადმოსვლა არც აცადა ისე ჰკითხა სად იყო ელენე.
-მაცადე სახლში მაინც შემოვედი, რა მოუთმენდლობა გჭირს? - კარი მიხურა და სახლისკენ დაიძრა.
-მამა შენ შეიძლება არ გედარდება, მაგრამ ის გოგო ცოდოა, ორსულად არის. შური ხომ იძიე? გიორგი გააწამე, ნახევარი სიცოცხლე გაუფრინდა ამ ორ დღეში, მეტი რაღა გინდა? იმ გოგოსგან რა გინდა, ის ყველაზე უდანაშაულო ადამიანია ჩვენ შორის.
-ნახევარი კი არა მთლიანი სიცოცხლე მინდა მისი. მინდა, რომ მოკვდეს და ამაში მისი სიყვარელი დამეხმარება.
-რას გულისხმობ?!
-უსაზღვროდ უყვართ თურმე ერთმანეთი. უსაზღვრო სიყვარული მიწაზე არ არსებობს, ის მხოლოდ სამოთხის შემადგენელი ნაწილია, ხოდა მიიღებე უსაზღვრო სიყვარულს ზეცის საზღვრებს გარეთ, - ჭიქაში დასხმული ვისკი მოიყუდა და სულმოუთქმელად გამოცალა, - გაემზადე, ჩემთან ერთად მოდიხარ.
-სად მივდივართ? - რაულმა ტელეფონი ზურგს უკან აათამაშა. ერთი სიტყვაც და გიორგის ხმოვან შეტყობინებას გაუგზავნიდა, ისე რომ კახაბერი ვერც კი მიხვდებოდა.
-იმ გოგოს სამყოფელის გაგება ხომ გინდოდა? - მოჩვენებითი გაკვირვებით გახედა და მისი სახის შემხედვარემ ბოროტულად გაიცინა, - წამოდი თორემ სანახაობას გამოვტოვებთ. ხოო და კიდევ, შენი ტელეფონი, - დაამატა ბოლოს და ხელი მისკენ გაიშვირა.
-კიდევ გგონია, რომ გიორგის მხარეს ვარ? - ზურგსუკან დამალული ტელეფონი მთლიანად გათიშა, - როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ უნდობელი თვალით მიყურო?
-რას ვიზამთ, ასეთია ადამიანის ბუნება, ასი პროცენტით ვერავის ვერასდროს ენდობი, თუნდ ის შენი შვილი იყოს, - ტელეფონი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო, - ყველაფერი რომ დამთავრდება დაგიბრუნებ.
-და გიორგი როგორ გაიგებს სად უნდა იპოვოს ელენე?
-ნუ ღელავ შენ მაგაზე, მან უკვე იცის.


***

ძილბურანში ჩუმი ხმები ესმოდა და ფხიზლებოდა. მძინარე ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, ქუთუთოები მძიმედ ასწია და სამზარეულოს თვალი მოავლო, დაბინდული მხედველობა ხელს უშლიდა ყველაფრის სწორად აღქმაში. ბოლოს ძლივს გაარჩია ჭიქით ხელში მდგარი ნიკო, რომელსაც თვალი სადღაც შორეთისკენ ჰქონდა გაშტერებული.
-შენ რაა, არ წახვედი? - ნამძინარევ სახეზე ხელები ჩამოისვა და თავიდან შეხედა.
-წავედი და მოვედი კიდეც, - უშორესი წერტილისთვის თვალი არც მოუშორებია ისე გასცა პასუხი.
-ასე მალე? - გაუკვირდა გიორგის. გულში ფიქრობდა, რომ მაქსიმუმ ათი წუთი სძინებოდა.
-ოთხი საათი თუ ცოტა დროა, მაშინ კიი,- ჩაიღიმა ნიკომ და მაგიდას მიუჯდა.
-ოთხი? - დაიბნა გიორგი, ნუთუ შეიძლებოდა ისე ჩასძინებოდა ვერც კი გაეგო. ეგონა მხოლოდ თვლემდა, ის კი ღრმა ძილისთვის ყოფილა გადაცემული.
-დიდი ხანია არ გიძინია, დაიღალე და გამოიფიტე, დასვენება გჭირდება.
-ვიცი, მაგრამ ჯერ ვერ დავისვენებ. მშვიდად მხოლოდ მაშინ დავიძინებ, როცა ელენეს ვნახავ საკუთარი თვალებით,- გაყინული ყავა მოსვა და ზიზღისგან დაიჭყანა.
-სულ მალე დადგება ეგ დღე და მერე ვეღარავინ შეძლებს ჩვენთვის რამის დაშავებას. ელენეს რომ ვიპოვით მამაშენსაც მაშინ მოეღება ბოლო,- წარბი შეკრა და ტელეფონს დახედა, უცხო ნომერს დიდი ხანი უყურა, მერე უპასუხა.
-გისმენთ... დიახ მე ვარ... , - ხმა დაეძაბა, გიორგიმაც სმენა დაძაბა, - სად..., - აღელვება შეეტყო ხმაში, - თქვენ ვინ ხართ და ეს საიდან იცით... ალო, გესმით... მიპასუხეთ, გესმით? - მობილური დაბლა დასწია და გაშავებულ ეკრანს დახედა, - ჯანდაბა დამიჯდა.
-რა მოხდა, ვინ იყო? რა უნდოდა? ელენეზე გითხრა რამე? - კითხვები მიაყარა გიორგიმ და ქეჩოში წვდომით ახლოს მიიზიდა.
-გამიშვი, - ხელი უხეშად გააშვებინა და გასასვლელისკენ წავიდა.
-ნიკო სად მიდიხარ, - უკან აედევნა, - კითხვაზე პასუხი გამეცი, ვინ დაგირეკა.
-არ ვიცი და არც მაინტერესებს, ელენეს წამოსაყვანად მივდივა.
-ელენეს წამოსაყვანად მიდიხარ? მარტო? და მე ვინ ჯანდაბა ვარ ნიკო, როგორ ფიქრობ არ ვიმსახურებ იმას, რომ სიმართლე მითხრა?
-წავალ და ჩემს დას მე თვითონ წამოვიყვან და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი,- ხელი გამოგლიჯა და მანქანისკენ წავიდა.
-ხელს არც გიშლი ნიკო, მაგრამ მეც შენთან ერთად მოვდივარ, რადგან ის თუ შენი დაა, ჩემი ცოლია. ამაზე შევთანხმდით ორი დღის წინ? დახმარებას ხომ დამპირდი, ხომ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმოქმედებდით, ახლა რა შეიცვალა. თუ გინდა ისევ ვიჩხუბეთ? მამაჩემსაც სწორედ ეს უნდა. უნდა რომ წაგვაჩხუბოს და ერთმანეთს დაგვაშოროს, შენ შენი ამგვარი საქციელით კი მისი გეგმის ასრულებას ხელს უწყობს. ახლა კი, - საქამრეში ჩამალული იარაღი მოსინჯა,- მანქანაში ჩაჯექი და ყველაფერი მომიყევი. შენზე ნაკლებად არ მიყვარს ელენე და შენზე ნაკლებად არ მინდა მისი სახლში დაბრუნება. ნუ იქცევი ისე, როგორც პატარა ბავშვი,- მანქანაში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა. გული ლამის ამოვარდნოდა, სიხარულისგან და აფორიაქებისგან, როგორც იქნა, ამდენი აუტანელი საათის შემდგომ ნახავდა ქალს, რომლისთვისაც სიცოცხლეს გასწირავდა. მანქანა მთელი სისწრაფით მიქროდ ტრასაზე. 30 წუთიანი მსვლელობის შემდეგ ხრეშიან გზაზე გადავიდნენ, სოფლის გზას გავდა, მანამდე არც ერთი არ ყოფილა აქ ნამყოფი.
-ეს რა ადგილია, საერთოდ არ მეცნობა, - ნიკომ უკანა ხედვის სარკეში მერსედესის მარკის, შუშებდაბურული, შავი მანქანა დაინახა, - მგონი მოგვდევენ.
-ვიცი, თბილისიდან მოგვყვებიან, - თვალი გააპარა სარკისკენ, - მამაჩემის ხალხი იქნება.
-მერე აქამდე რატომ არ მითხარი?
-და რას გააკეთებდი? შენ ეჭვი გეპარება იმაში, რომ მამაჩემის კაცმა დაგირეკა? რატომღაც მგონია, რომ ჩვენთვის მოწყობილი ხაფანგისკენ ჩვენივე ნებით მივდივართ.
-და რა გინდა რომ ვქნათ? ელენე დავტოვოთ და უკან წავიდეთ? უნდა შეგვეშინდეს და ლაჩრებივით უნდა გავიქცეთ? - ყვირილზე გადავიდა ნიკო.
-მე მაგას არ ვამბობ ნიკო, - ხმას აუწია გიორგიმაც, - რომ შემშინებოდა საერთოდ არ გამოგყვებოდი. გეტყოდი წადი ელენე იპოვე და მომიყვნე თქო, მაგრამ ახლა აქ ვზივარ, შენს გვერდით. ამიტომ დაიმშვიდე თავი და თქვი რა ადგილი გითხრეს.
-რაღაც ქარხანაო, კარგად არ მესმოდა და ვერ გავიგე. სამშენებლო მასალების მგონი.
-აი ის იქნება, - მარცხნივ გაახედა ნიკო.
-დარწმუნებული ხრ?
-არა, მაგრამ უნდა ვნახოთ, - მანქანა მოსახვევში შევიდა და გაჩერდა. სრულ სიჩუმეში მხოლოდ მათი დაძაბული სუნთქვის და მანქანის კარის მიხურვის ხმა გაისმა,- მერსედესს ვეღარ ვხედავ. ან გაგვიმართლა და ჩვენ არ მოგვდევდნენ, ან მართლა ხაფანგში ვართ.
-ასეც თუ ისეც შესვლა მოგვიწევს. ჩემი დისთვის, - საქამრიდან იარაღი ამოაძვრინა და გადატენა.
-ჩემი ცოლ- შვილისთვის,- გიორგიმაც მას მიბაძა, - გავიყოთ, უკანა შესასვლელიც ექნება და შენ იქიდან შედი, მე კი პირდაპირ შევალ, - შეთახმდნენ და ერთმანეთს გაშორდნენ.
არც თუ ისე დიდი ზომის, მართკუთხედი ფორმის ქარხნის ერთ მხარეს ალაგალაგ შემოჭმული აგურის ღობე ერტყა და მოჩვენებით საზღვარს ქმნიდა. ორი მაღალი, ეულად მდგარი, საკვამურის მსგავსი ბეტონის ძელი ზეცისკენ აღმართულიყო და მასა და მიწას შორის დამაკავშირებელ კონსტრუქციას ქმნიდა. ისიც დროის მსვლელობასთან ერთად ნახევრად განადგურებულიყო და შესაცოდი გარეგნობა ჰქონდა.
ნიკომ როგორც იქნა შემოუარა ქარხანას და კედელზე დაკიდებულ მასიურ კარს წააწყდა. იარაღი ქამარში დაიმაგრა და კარის სახელურს წაეპოტინა. რკინა იმდენად ჰქონდა ჟანგს შეჭმული გაუჭირდა მისი ადგილიდან დაძვრა, ბოლოს სახსრებ ატკივებული მოხუცივით საწყალობლად ამოიკვნესა, ანჯამებში ძლივძლივს შეირხა და გვერდზე ბორბლების გრიხინით გაგორდა. დღის სინათლემ გააგდო შიგნით არსებული სიბნელე და მყუდროება დაურღვია მის ბინადრებს, სინათლის სხივებზე მტვრის ნაწილაკებმა იწყეს ცეკვა და ფარფატი. იარაღი ხელში მოიმარჯვა მამაკაცმა და ღია კარში შეაბიჯა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ხის კართან აღმოჩნდა, სიხარულით წაეტანა ურდულს, მაგრამ ჩამოწევაც ვერ მოასწრო თავის ძლიერი ტკივილით ძირს დავარდა და გონება გაეთიშა. თვალთ დაუბნელდა.
ნიკოს წასვლისთანავე რკინის წითელ კარის სახელური მოსინჯა და დაკეტილი რომ აღმოაჩინა, წიხლი ჰკრა და იარაღ მომარჯვებული შიგნით შევარდა. ნახევრად ბნელ საწყობში ორი ნათურა ბჟუტავდა. იქაურობას თვალი მოავლო გიორგიმ და საიდანაც სინათლის სხვა წყარო მოდიოდა იქით წავიდა. კარს რომ მიუახლოვდა უცნაური ხმები მოესმა, თითქოს ვიღაც ცდილობდა ყვირილს, მაგრამ რაღაც ხელს უშლიდა ამაში. გონებაში მაშინვე ელენემ გაურბინა და კარი სწრაფად შეაღო. სკამზე მითოკილ ელენეს პირზე წებოვანი ლენტი ჰქონდა აკრული და რაღაცის თქმას ცდილობდა, წამითაც არ უყოყმანია, ქალს მივარდა და კოცნა დაუწყო, ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ტუჩებიდან ლენტი მოხსნა თუ არა ელენემ იყვირა.
-ეს მახეა...
-რაა? - ელენეს ყვირილი ბუნდოვნად მოესმა, იარაღი გაუვარდა და მუხლებზე დაეცა, თავზე ხელი მიიდო და თბილი სითხე იგრძნო თითებზე. კისერზე სისხლის ზოლები მიეხატა. ელენეს მუხლებზე შეეხო და მის წინ უგონოდ დაეცა.
-გიორგი, გიორგი თვალები გაახილე გთხოვ,- ელენე მოთქვამდა და შეკრული ხელების გახსნას ცდილობდა, - ღმერთი არ გწამთ? გაუშვით გთხოვთ, თავი დაანებეთ. გიორგი თვალი გახილე, გთხოვ, - ელენე ბოლო ხმაზე ყვიროდა და იქ მდგომ ბიჭს, რომელიც ერთ დროს მათი მძღოლი იყო ზიზღით უყურებდა,- შენ, შენ ღმერთისგან დაწყევლილო ლუციფერო, ღმერთი დაგსჯის და გაგამწარებს. ბედნიერი ცხოვრება არ გეღირსება. შენ რაა, გგონია ამ საქმის დასრულების შემდეგ კახაბერი ცოცხალს დაგტოვებს? ღორივით დაგაკლავს და შენს გვამს ძაღლებს მიუგდებს საჭმელად, მიწა არ გეღირსება. სატანა ხარ და მასავით ჯოჯოხეთში დაიწვები.
-მოკეტე ქალო, - ლოყებზე წაუჭირა ხელი და ახლოს მიიზიდა, - შენ ჩემზე ნუ იდარდებ, მე უკეთესი ბედი მაქვს ვიდრე შენ და ამ ნაბი*ვრებს. არც ერთს გაუმართლა შენდა და მათდა სამწუხაროთ. მე კი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მიდი აბა კიდევ რამე თქვი, თქვენი სიცოცხლე ჩემს მუჭშია მოქცეული, - მარცხენა ხელი მომუშტა და თვალებთან აუტრიალა. ელენემ კი სახეში შეაფურთხა, - შე ბო*ო, როგორ ბედავ, - მარჯვენა დასარტყმელად მომართა, მაგრამ ხელი გაუკავეს. განრისხებული უკან შებრუნდა, რომ საქმეში ჩამრევის ვინაობა გაეგო და რაული შერჩა ხელში. სახე მაშინვე გაუსწორდა, განრისხება შიშში გადაეზარდა.
-შენ მისი ცემა დაგავალეს თუ მიხედვა? რას აკეთებ სიცოცხლე მოგბეზრებია? - რაულის სახეზე აშკარა განრისხება და ზიზღი ისახებოდა იმ ადამიანის მიმართ ვისი ხელიც ეჭირა,- გიორგი წაიყვანე და წადი სანამ კიდევ ცოცხალი ხარ, - ხელი უშვა და ელენესთან მივიდა, - კარგად ხარ?
-შენ, შენ როგორ შეგეძლო, როგორ შეგეძლო რომ კიდევ ერთხელ გეღალატა მისთვის,- ცრემლებს მოაყოლა და თავი გვერდზე გააბრუნა, რაულის ხელი რომ მოეცილებინა, - ის შენი ძმაა რაულ, შენ ხომ შეპირდი რომ მისი ერთგული იქნებოდი ბოლომდე, ხომ უთხარი, რომ წრსულ ცოდვებს ინანიებდი? მოიტყუე. ისევ მოატყუე და გაყიდე, როგორც არასასურველი ნივთი. რა მოგცა მამაშენმა ისეთი, რამაც თვალები დაგახუჭინა ოჯახზე, რას დახარბდი რულ? შეგპირდა, რომ მაფიის ბოსი გახდებოდი? შენ ჩემზე კარგად იცი, რომ მამაშენი არაფრის დიდებით არ დათმობს მაგ წყეულ ადგილს. ვერ ხედავ საკუთარ სისხლსა და ხორცს კლავს, რომ ეს ბინძური ადგილი სათავისოდ გაიხადოს? ღვიძლ შვილს არ ინდობს და ვიღაცის შვილს დაინდობს და მთლიან ქონებას გადასცემს? ტყუილად ფიქრობ დიდებაზე რაულ, შენი დიდება ფუჭი ოცნებაა. მეგონა მაშინ, როცა გიორგისთან მიხვედი და...
-გაჩუმდი, - პირზე ხელი ააფარა და მის წინ ჩაიმუხლა, - ეგ აღარ თქვა. მერე არ ინანო ეს რა ვთქვიო, - მერე კარისკენ მიმავალ ბიჭს გახედა, რომელიც გიორგის მიათრევდა. ოთახიდან რომ გავიდა ელენეს ხელი უშვა და ასე განაგრძო, - ის კახაბერის კაცია, წარმოიდგინე რა მოხდება შენი ნათქვამი რომ გაიგოს.
-შენც კახაბერის კაცი ხარ, - ზიზღით დახედა ზევიდან.
-მე არავის კაცი არ ვარ, - ჩურჩულით გააგრძელა ისევ, - მე ოჯახს არასოდეს ვუღალატებ.
-ერთხელ და ორჯერ გიღალატია?! - ცინიკურად ამოილაპრაკა.
-კარგი ელენე, არ გვინდა ამაზე საუბარი, ეს მხოლოდ ჩემი და გიორგის საქმეა და ჩვენ თავად მოვგვარდებით. შევრიგდებით თუ ვიჩხუბებთ, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა და შენ ნუ ჩაერევი.
-მართლა? გიორგი ჩემი ქმარია ხომ არ არის შემთხვევით? - ბოლო ხმაზე ჩურჩულებდა უკვე.
-შენი ქმარია და ჩემი ძმა! - ხმას უმატა რაულმაც,- კარგი მისმინე, ახლა ამის დრო არ არის, ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმე მოვიდეს. აქედან უნდა წახვიდე, გარეთ ჩემი კაცი გელოდება მანქანით და წაგიყვანს.
-მერე გიორგი? და კიდევ იმ ბიჭმა მრავლობითში თქვა არ გაუმართლათო, - მამაკაცმა ფეხზე მობმული თოკი მოხსნა, - რაულ მიპასუხე, კიდევ ვინ არის აქ?
-გიორგი და ნიკო ერთად მოვიდნენ შენს წასაყვანად, - ნაღვლიანად ამოხედა და მეორე ფეხზე მობმულ თოკს დაუწყო მოხსნა.
-რას ამბობ, ნიკოც აქ არის? - სახე გაუფითრდა, - მე ვერსად წავალ რაულ, აქ ის ორი ადამიანია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, მათ უნდა დავეხმროთ.
-ამ საქმეს მე მივხედავ ელენე, შენც თუ გინდა დახმარება გამიწიო უბრალოდ აქედან წადი და ხელი არ შემიშალო.
-არსად წავალ რაულ, როგორ წავიდე. ისინი აქ როგორ დავტოვო? - ხელებგახსნილი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
-გაჩერდი ელენე, - წინ აესვეტა რაული და ხელით უკან უბიძგა, - მათ შენ ვერ დაეხმარები, პირიქით უარეს მდგომარეობაში ჩააგდებ. მეც ხელს შემიშლი. გააკეთე ის რასაც გეუბნები და გპირდები ორივეს უვნებელს დაგიბრუნებ.
-არ შემიძლია, - სახეზე აიფარა ხელები და ამოიქვითინა. რაულმა მიიხუტა და თმაზე ხელი გადაუსვა დამშვიდების მიზნით. ზურგს უკან ხმა რომ მოესმათ ორივეს გააცია და ადგილზე მიაყინა.
-რაულ, შვილო, - კარს მიღმიდან კახაბერის ავის მომასწავებელი ხმა გაისმა და შემოვიდა კიდეც წამიერად,- რას აკეთებ, წინასწარ ამშვიდებ? ნუ გეშინია მაქსიმუმ ხუთ წუთში ყველაფერი მორჩება.
-შე გველო, - მისკენ გაიწია ელენე, მაგრამ რაულმა შეაჩერა, - არაფერი გამოგივა, შენ რაც გინდა ის არ მოხდება.
-მოაკეტინე ამ ქალს და წამოიყვანე, - ტომარა გაუწოდა რაულს.
-ეს რისთვის არის საჭირო?! - რაულის ზურგს უკან მდგარ ელენეს შიშისგან გააკანკალა, - მამა ეს რა სისულელეა, გგონია სადმე გაქცევას შეძლებს?
-გააკეთე რასაც გეუბნები და წამოიყვანე, ხელების შეკვრა არ დაგავიწყდეს, - კარიდან გავიდა და გაუჩინარდა.
მანქანის უკანა სავარძელზე ხელებშებორკილი და თავზე ტომარაჩამოფარებული ელენე იჯდა. შიშით გული ამოვარდნას ჰქონდა, ბავშვის გამოც ეშინოდა, ნიკოზეც დარდობდა, გიორგიზე ნერვიულობდა. ცხოვრება სატანჯველად გადაუქციეს. ახლა არ იცოდა ცოცხალს დატოვებდნენ თუ მოკლავდნენ, გიორგისა და ნიკოს რა ბედი ეწეოდათ. ალბათ სამივეს ერთად მოუღებდნენ ბოლოს და სიცოცხლეს გამოასალმებდნენ.
ამ ფიქრებში იყო, როცა უეცრად გაჩერდნენ, არც ისე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ საბედისწერო დანიშნულების ადგილზე მივიდნენ. მანქანიდან თითქმის გადაათრიეს. საიდანღაც რაულის ხმა ესმოდა, რომელიც ფრთხილად მოქცევას უბრძანებდა. სიარულისას ფეხი გადაუბრუნდა და ლამის დაეცა, ვიღაცის ძლიერი ხელი ჩაეჭიდა და წონასწორობა აღადგენინა, ხმის ტემბრით მიხვდა რომ რაული იყო, პატიებას სთხოვდა. სამსჯავროზე მიჰყავდათ და ისიც ნებით მიყვებოდა. ცხვარივით ბაწარგამობმული მორჩილად მისდევდა მის ჯალათს.
არ ეგონა ცხოვრებას ასე ადრიან ასაკში თუ დაასრულებდა. უნდოდა საყვარელი ქმარი და შვილები ჰყოლოდა, შვილიშვილებს მოსწრებოდა. სახლის ვერანდაზე ქმართან ერთად დამჯდარიყო და მზის ჩასვლისთვის ეყურებინა. მერე კი ბედნიერი მიეკედლებოდა მიწას, მაგრამ არ გაუმართლა.
ცხოვრება ხშირად გვეთამაშება, ხან კარგ და ხანაც ცუდ თამაშს, არავინ იცის როგორი იდეები აქვს მოფიქრებული ჩვენთვის, ხშირად გვაცინებს და ხშირადვე ამ სიცილს ძმრად ამოგვადენს ხოლმე ყელში. ცხოვრება ომია, ის გებრძვის და გჭამს, შენი გადასაწყვეტია მოიგებ თუ დამარცხდები, მაგრამ ომში უკან დახევა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე დამარცხება.
სიარული აღარ შეეძლო, რაულის მკლავს მთელი ძალით იყო ჩამოკიდებული და მტკივან ფეხს ძლივს მიათრევდა. რამდენი ხანი მიდიოდა ისიც აღარ იცოდა. ბოლოს სასომიხდილი დაეშვა მიწაზე და ხელებს დაეყრდნო. მორჩა, ეს იყო მისი ბოლო, დასასრული. უკანასკნელი წამები, რომელიც უპატრონოსავით ტალახის გუბეში უნდა გაეტარებინა, მაგრამ ეს წამებიც აღარ გადიოდა, დრო გაჩერდა და გაიყინა ზამთარდასრულებულ ჰაერში. კახაბერის ხმამ ისედაც სიცივისგან გაყინულს სხეულში გააცია, მის წამოყენებას მოითხოვდა მამაკაცი. ძლივს გაასწორა მოხრილი მუხლები და წამოდგა. გათოკილ ხელებს ჰაერში იქნევდა და ნაცნობ მშველელს ეძებდა, რაულის ხელი რომ მოძებნა დამშვიდდა. თოკი, რომელიც მაჯებს უსერავდა მოულოდნელად გადაჭრეს, მარჯვენა ხელში რაღაც ცივი ლითონი შეაჩეჩეს და თავიდან ტომარა მოხსნეს. სანამ თვალებს გაახელდა იქამდე მიხვდა რაც ეჭირა ხელში. უკვე ფიქრობდა, რომ საკუთარი ხელით მოაკვლევინებდნენ თავს და თვითონ სუფთად გამოვიდოდნენ ამ საქმიდან, მაგრამ თვალები, რომ გაახილა ორი უგონოდ მწოლიარი სხეული დაინახა, ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული, გიორგის ყელი და კისერი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. კახაბერმა მხარზე ხელი რომ დაჰკრა შიშისგან იკივლა და იარაღი ხელიდან გაუვარდა. გვერდით მდგომმა ბიჭმა აიღო და ისევ დააჭერინა.
-ეს იარაღს ვერ იჭერს ხელში და აბა ამათ დახოცავს? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი და რაულს თავისთან უხმო. რაულმა დაეხმარეო, გვერდით მდგომ ბიჭს უთხრა, ელენეს ნერვიულ- შიშიანი თვალებით გახედა და კახაბერთან მივიდა, - იმედი არ მაქვს, რომ სამიზნეს ათიანში გაარტყავს.
-რაა? - ამოიკვნესა შეშინებულმა ელენემ, მდუღარე ცრემლებმა გადმოხეთქეს ჭინჭარივით მწვანე თვალებიდან და ჭუჭყიან ღაწვებზე სველი ხაზები დაატყვეს.
-რას ამბობ მამა? - გაოცებული რაული მისკენ შეტრიალდა. მამაკაცმა ნიშნისმოგებით თვალი ჩაუკრა და ნიკოსა და გიორგის უკან მდგომ, იარაღ მომარჯვებულ ბიჭებს მათი გონზე მოყვანა უბრძანა.
-ამათ რომ ელოდო ხვალ დილამდე არ გაიღვიძებენ, - ცივი წყალი მათი გამოფხიზლების შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა. ორივემ ერთდროულად გაახილეს თვალები და ელენეს დანახვაზე ფეხზე წამოიჭრნენ, მაგრამ მათ უკან მდგომმა დაცვამ ისევ ადგილზე დააბრუნა.
-შენი დედაც შე ნაბი*ვარო, გაუშვი ჩემი და, - მცველს უძალიანდებოდა ნიკო.
-ნახე რაულ? როგორ იბრძვიან ერთი ქალის გამო. კი არ იციან, რომ მალე სამივენი ერთად აღმოჩნდებიან, - თითი ზეცისკენ აწია და ცინიკურად ჩაიცინა.
-რას ამბობ, რის გაკეთებას აპირებ? - რაული ხელში წვდა და შეანჯღრია, - საკმარისია უკვე, ხომ შეაშინე. გიორგი თანახმაა დაგითმოს ეს ადგილი, გაუშვი ახლა ისინი.
-მე უკვე მაქვს შენთვის ნათქვამი, რომ მე მარტო ამ ადგილისთვის არ ვიბრძვი. ეს შურისძიებაა იმისთვის რაც გამიკეთეს. ამდენი ხანი გადახიზნული ვიყავი სადღაც ჯანდაბაში და ვის გამო? აი იმ ნაბი*ვრის გამო, - ხელი გაიშვირა გიორგისკენ.
-ხელებს როგორც კი გავიხსნი მაშინვე მოგკლავ ძაღლო, - მუხლებზე მდგარი გიორგი ზიზღიანი თვალებით შესცქეროდა. მარჯვენა თვალში სისხლი ჰქონდა ჩაქცეული.
-გეყოფათ ახლა ეს მუქარები თქვენი დრო არ მაქვს. დაიწყეთ უკვე. დიდი ხანია ფილმისთვის არ მიყურებია,- ბოროტულად გადაიხარხარა და ბიჭებს რაღაც ანიშნა.
-რა გინდა, რომ გააკეთონ? - რაულმა შიშიანი თვალები შეავლო სამივეს.
-დაინახავ, - თვალი ჩაუკრა რაულს და ელენეს მიუბრუნდა,- რძალო... ჩემო საყვარელო რძალო. როგორ ამბობდი შენი და ჩემი ვაჟის სიყვარული როგორიაო?
-რა გინდა ჩემი ცოლისგან, შენ ხომ საქმე ჩემთან გაქვს, - წამოდგომა სცადა გიორგიმ, მაგრამ შეაჩერეს, - გაუშვი ის და მე რაც გინდა ის მიქენი.
-როგორი თავდადებაა ქალის გამო, მაგრამ ახლა ჩვენ ვერ შევთანხმდებით, გეგმის მიხედვით უნდა ვიმოქმედო,- მითხარი რძალო როგორია შენი და ჩემი ვაჟის სიყვარული.
-უსაზღვრო, - ხმა ჩავარდნილმა ძლივს ამოთქვა.
-უსაზღვრო, - სიტყვას ჩაუფიქრდა, - ისე, ისეთ გმირობანას თამაშობენ მართლა შეეფერებათ ეს სიტყვა, - იდაყვი გაკრა რაულს, - კარგი რძალო. მოდი ვითამაშოთ...
-რა გინდა რომ ვითამაშოთ?! - ამოიჩურჩულა ელენემ, მთელი სხეული უკანკალებდა.
-მოდი ამ თამაშს დავრქვათ ,, ვისი სული გსურს".
-რა?
-ხოო, მართლაც მშვენიერი სახელია, ისევე როგორც ,, უსაზღვრო". შენ წინ ორი ადამიანია, ორივე ძვირფასია შენთვის ხომ ასეა? ვაპირებდი ორივე მომეკლა და შენ ცოცხალი დამეტოვებინე, მაგრამ ისე მახალისებს შენი უსაზღვროობა, რომ ბონუსად ერთ სულს გაჩუქებ.
-რა გინდა რომ ვქნა? გინდა, რომ ჩემი ხელით მოვკლა რომელიმე? არჩევანს მაკეთებინებ?
-ზუსტად!.. მიხარია, სილამაზესთან ერთად სიჭკვიანეც გქონია. ახლა კი, ჩემო ძვირფასო რძალო, აირჩიე ,, ვისი სული გსურს"?
-ვერ მაიძულებ იმის გაკეთებას რაც არ მინდა, - წელში გასწორდა და კახაბერს მრისხანე თვალები შეანათა,- მე არ ვარ შენი მარიონეტი.
-ოჰო, როგორი მტკიცე და მრისხანე პასუხი იყო. ჭეშმარიტად ჯიშკარიანების რძალია, - კმაყოფილმა დააქნია თავი, - მალე აირჩიე, ამდენი დრო არ მაქვს. შენი ქმრის სიცოცხლე თუ შენი ძმის, რომელი უფრო ძვირფასია შენთვის?
-ცხოველი ხარ, ამას რატომ მაკეთებინებ, რატო მაიძულებ ორ ცოცხალ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთებას... გიორგი ხომ შენი შვილია, რატომ გინდა მისი სიკვდილი?
-არა მარტო მისი, მე სამივეს სიკვდილი მინდა, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ლამაზი ხარ დაგინდობ და საჩუქრად ერთ- ერთის სიცოცხლეს გთავაზობ, პირიქით მადლობა უნდა გადამიხადო.
-არასოდეს გავაკეთებ იმას რაც გინდა, არ გავაკეთებ.
-გააკეთებ და თან ძალიან ადვილად. მოდი არჩევანში დაგეხმარები. დავიწყოთ შენი ძმით, ის საკმაოდ ახალგაზრდაა სიკვდილისთვის, ამავდროულად შენი სისხლი და ხორცია, მაგრამ მან გაგყიდა ხომ ასეა? გიღალატა, თან კინაღავ მოკლა შენი ქმარი, რომელმაც გიყიდა და იძულებით დაგტოვა თავისთან, ამავდროულად მკვლელია არაერთი ადამიანისა. პრინციპში ორივე ყელამდეა ჩაფლული ცოდვების ტალახში, მე ორივეს გავისტუმრებდი საიქიოს შენს ადგილზე რომ ვიყო.
-ყველაზე დიდი ცოდვა შენ გადევს ზურგზე. ყველაზე ცოდვიანი აქ შენ ხარ, ლაფში ხარ ამოსვრილი და ვერაფერი შეძლებს ამ ლაფის ჩამორეცხვას. ეკლესიაში, ღვთის წინაშეც რომ მოინანიო შენი ცოდვები მაინც არ მოგეტევება.
-ნამდვილად არ მოვინანიებ იმას რასაც ცოდვად არ ვთვლი. ღმერთმა მადლობა უნდა გადამიხადოს იმისთვის, რომ სამყარო მძორებისგან გავწმინდე, ისინი იმსახურებდნენ სიკვდილს. ახლა კი აირჩიე და ისროლე, ბევრი დრო არ მაქვს.
-რაც უფრო ნაკლებად თვლი თავს ცოდვილად, მით უფრო ცოდვილიანი ხარ. დედაჩემმმა რა დაგიშავა მამა? მისი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ შეუყვარდი, სხვა რა დაგიშავა დედაჩემმა?
-სწორედ ეგ იყო მისი დიდი დანაშაული ჩემო საყვარელო ვაჟო. არ უნდა შევყვარებოდი,- თვალებში შეხედა და პირი აუკარიო რაულს უთხრა. სისხლით ამოსვრილი ნაჭრით აუკრა რაულმა პირი, სევდიანი თვალებით შეხედა, ეშინოდა, რომ ყველაფერი ისე დამთავრდებოდა როგორც კახაბერს და თვითონ ვერაფერს შეცვლიდა, - ათამდე ვითვლი და შენ სასხლეტს გამოკრავ თითს. ერთი...
-არასოდეს, - იარაღიანი მარჯვენა დაბლა ჩამოეშვა და უკანკალებდა.
-ორი...
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მკვლელი გავხდე.
-სამი...
-ნუ ითვლი, ნუ ითვლი მეთქი, მაინც არ ვესვრი არც ერთს, - ჯერ ნიკოს შეხედა, შემდეგ კი თვალი საყვარელ მამაკაცზე შეაჩერა.
-ოთხი...
-ამას რატომ აკეთებ, ამას რატომ მაკეთებინებ.
-ხუთი... საკუთარი მიზეზები მაქვს. ექვსი...
-ის ხომ შენი ვაჟია, ის ხომ შენი სისხლი და ხორცია, - ცრემლიანი თვალებით გახედა გიორგის. ნეტავ შეიძლებოდეს ერთ დღეს გავიღვიძოთ და ყველაფერი ცუდი სიზმრად ვაქციოთ. სიზმრად, რომლის დავიწყებაც საყვარელი ადამიანის მკერდზე დადებული თავით შეიძლება. სიზმრად, რომელსაც უბრალოდ კოშმარად ჩათვლი და ახალ, მზიან დღეს შეეგებები. მაგრამ ახლა არც მზე იყო და არც სიზმარი. ცხადი იყო და მზეც ჩამწვარიყო, როგორც ასანთის ღერზე მოქცეული გოგირდი.
-შვიდი... როგორც ჩანს შენ დღეს ძალიან ბევრ დროს დამაკარგვინებ, ბიჭებო..., - თავის მცველებს გახედა და თვალით რაღაც ანიშნა, მათაც უმალვე მიაბჯინეს შუბლზე იარაღი ტყვეებს. როგორღაც შეძლო გიორგიმ, პირიდან ჭუჭყიანი ნაჭერი მოიშორა და ელენეს თბილი ხმით მიმართა.
-ელენე მომისმინე, მე მისმინე ძვირფასო. ჩემზე ნუ იფიქრებ, ნიკოზე იფიქრე, ის შენი ძმაა. არ გაქვს უფლება მისი სიცოცხლე გასწირო, მას კიდევ აქვს დრო ყველაფერი გამოასწოროს, მე კი ამოწურული მაქვს ყოველი საშუალება. შენი ძმა იმსახურებს სიცოცხლეს, მესროლე.
-რა გულის ამაჩუყებელი კადრია არა რაულ?, - გვერდით ამოუდგა შვილობილს და მხარზე ხელი დაჰკრა. ამ დროს კი რაულს გული გახლეჩვაზე ჰქონდა,- სჯობს დათვლა განვაგრძო თორემ დრო გაგვეწელა. აბა ჩემო საყვარელო რძალო, მზად ხაარ? თუ კიდევ ვერ აირჩიე? სად გავჩერდი? აა ხოო გამახსენდა, რვა...
-ელენე გააკეთე რასაც გეუბნები, იარაღი დამიმიზნე და სასხლეტს თითი გამოკარი, ნიკოს გულისთვის, - მექანიკურად ხელი მაღლა აღმართა და გიორგისა და ნიკოს შორის სივრცეს დაუმიზნა. მის პატარა, ლამაზ თავში ახლა უამრავი ფიქრები ტრიალებდა, კარგიც და ცუდიც, გამოსავალს ეძებდა. ეშმაკსაც კი შეშინდებოდა იმ ფიქრების რასაც ამ ქალის თავში შეიძლებოდა ეტრიალა. ღრმად ჩაისუნთქა და დატენილი იარაღი გიორგის მიუშვირა.
-მოიცადე, არ ქნა ეგ ელენე, - გადაწყვეტილებაში ჩაერია ნიკო, - გიორგი შენი შვილის მამაა, ბავშვს მამა სჭირდება, დაფიქრდი ამაზე დაო.
- ცხრაა... ათს, რომ ვიტყვი ისროლე.
-მაპატიე გთხოვ, არ შემიძლია, - ცრემლები გადაყლაპა, აკანკალებულ ხელს ისევ გიორგის მკერდს უმიზნებდა და თან გამუდმებით პატიებას სთხოვდა. მუხლებზე მდგარმა, ხელებ შებორკილმა ნერწყვი გადაყლაპა და სიკვდილის მოლოდინში თვალები დახუჭა. ნუთუ ისეთივე უკუნეთი უნდა ყოფილიყო მისი სიკვდილი, როგორიც მისი სიცოცხლე იყო, ნუთუ არ შეეძლო განეცადა საუკუნო ბედნიერება და ისე წაეყვანა შემქმნელს ამ ქვეყნიდან. მართალი ყოფილა რომ ამბობენ სიყვარული სიკვდილის ტოლფასიაო და მაინც მან იგრძნო სიყვარული და მიუხედავად მისი ვერ ტკბობისა მაინც ბედნიერი წავა ამ ქვეყნიდან.
-ათი..., - ელენეს ბაგეს სიტყვა მიყვარხარ დასცდა და სასხლეტს თითი გამოკრა.
თითქოს დრო შენელდა მის თვალში, გულში დაჭრილი მამაკაცი უგონოდ დაეცა ძირს, რაული ელენეს მივარდა, იარაღი გამოსტაცა ხელიდან და გადაეფარა. დღე დაბნელდა, თვალთ დაუბნელდა ელენეს და მუხლებზე დაეცა. ყურები უწუოდა, გასროლის ხმა ისევ ყურებში ჰქონდა ჩარჩენილი. გულმა ვეღარ გაუძლო და ყვირილი დააწყებინა, მკვლელი გახდა, მკვლელად იქცა. ვიღაცამ წელზე ხელი შემოხვია და წამოყენება სცადა. უკან მიხედვაც ვერ მოასწრო, თვალები გადაუტრიალდა და მკლავებში მიესვენა. ამასობაში ნიკო ფეხზე წამომდგარიყო და შეშლილი სახით უყურებდა მომხდარს. ვიღაცამ იარაღი დაუმიზნა. კიდევ ორი გასროლა და ყველაფერი ჩაჩუმდა, გაშავდა, მორჩა.
ხშირად ის ტკივილი განგრევს შინაგანად, რომელზედაც არავისთან არასოდეს საუბრობ...




( 2 წლის შემდეგ )

ოთახში ყველაფერი არეულად ეყარა, ტანსაცმელი იატაკსა და საწოლზე მიმოეფანტათ და სრული ქაოსი მოეწყოთ. ვერავინ იფიქრებდა, რომ აქ ზრდასრული, წესრიგისკენ მიდრეკილი ქალი ცხოვრობდა. დიახ აქ ელენე ცხოვრობდა თავის ქალიშვილთან ერთად. ორი წელი იყო რაც საქართველოდან გადმოსახლდა და ახლა ერთი სული ჰქონდა იქაური ჰაერი ჩაესუნთქა. სამგზავრო ჩემოდანი საწოლზე შემოდო, ელვა გახსნა და ტანსაცმლის ჩაკეცვა დაიწყო. თან ფიქრობდა რა იქნებოდა როცა საქართველოში დაბრუნდებოდა. თან ეშინოდა და თან გული სიხარულით ევსებოდა და უხაროდა, რომ ისევ შეძლებდა საყვარელი ადამიანების ნახვას.
ყველაზე ძნელი ორი წლის წინანდელი მოვლენა იყო. დიდი ხნის განმავლობაში მისი სიზმრის ნაწილი იყო და ვერ იშორებდა, ყვირილით იღვიძებდა. ბოლოს, როგორც იქნა დაუმშვიდდა გული და გონება და მშვიდად დაძინება შეძლო, ბავშვიც დაეხმარა, მაგრამ დრო და დრო მაინც ამოუტივტივდებოდა ხოლმე ზედაპირზე გასროლილი ტყვია და უგონოდ დავარდნილი სხეული. ახლა კი იდგა და სამგზავრო ჩემოდანში ტანსაცმელს კეცავდა. მეორე ოთახიდან ფეხშიშველი, გაწეწილ თმიანი და ყავისფერთვალება პატარა გოგონა შემოტყაპუნდა, საწოლზე გაჭირვებით აცოცდა და დედიკოს გვერდით მიუჯდა. საქმიანი ქალივით თავისი პატარა მაისური აიღო, თავისებურად დაკეცა და ელენეს მიაწოდა ჩანთაში ჩასადებად.
-მადლობა ჩემო საყვარელო, - თავზე აკოცა და მაისური გამოართვა.
-დედიკო, ლოდის უდა წავიდეთ? - ზედა, გაყოფილი, საკბეჩი კბილები გამოაჩინა და გაიკრიჭა.
-ორ საათში თვითმფრინავში ვიქნებით ჩემო პატარა. ძალიან გინდა წასვლა?
-ანა მომენატლა,- ქვედა ტუცი გადმობრიცა.
-კიდევ ვინ მოგენატრა?
-დათო ბიძია და მარიამ ბიცოლა.
-კიდევ?
-აამმმ...
-აეროპორტში ვინ უნდა დაგხვდეს?
-ლიზა, - დაიყვირა და საწოლზე ხტომა დაიწყო.
-ფრთხილად არ გადავარდე. ლიზა და ენტონი დაგვხვდებიან აეროპორტში და კიდევ ერთი ვიღაც...
-ვიინ?
-საიდუმლოა.
-რაული ბიძია? - დაიყვირა ნიშნის მოგებით და ელენეს კისერზე შემოეხვია.
-კი და კიდევ, კიდევ ვიღაც, - ელენემ ლოყევი დაუკოცნა, - უჰ რა გემრიელი ხარ.
-ააა, ვიცი, ვიცი, - მერე ტუჩები ყურთან მიუტანა და ისე ჩასჩურჩულა, - ბეკეკას რომ მეძახის ის...
დიდი ხნიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა დაეშვა თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი. ტრაპზე ფეხი დადგა თუ არა მაშინვე იგრძნო მონატრებული გარემო. კიბეზე ფეხების კანკალით ჩავიდა, ხელში ბავშვი ეჭირა და ცდილობდა მუხლები შემთხვევით არ ჩაკეცვოდა. როგორც იქნა დაუბრუნდა თავის სამყოფელს, რომლის დატოვებასაც აღარასდროს აპირებდა.
აეროპორტის შენობაში შევიდა თუ არა ანა დაინახა ბანერით ხელში. აი რაულიც, ლიზა, ენტონი, დავითი და...
-ნახე იქ ვინ არის? - ბავშვისკენ დაიხარა და თითით ვიღაცისკენ მიანიშნა. დაკვირვებული თვალები სიხარულისგან გაუფართოვდა, პატარა თეთრი კბილები ბოლომდე გამოაჩინა, ადგილს მოსწყდა და მისკენ გაიქცა ყვირილით;
-მამიკოოოო...





დასასრული
14/12/2019
ქ.მ.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან,ძალიან კარგია! როგორც მივხვდი ელენემ მამამთილი მოკლა და სამწყხაროდ ნიკოც გარდაიცვალა სროლისას ხომ? სწორი დასკვნა ხომ გამოვიტანე?

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

დიახ ზუსტად მიხვდი. ელენემ მამამთილი მოკლა, ნიკო კი კახაბერის დაცვამ მოკლა სამწუხაროდ :(
მადლობა ძალიან დიდი, მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

ჰუჰ...ნიკო დამენანა თუმცა ამ ყველაფრის მერე რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო,მაშინ ნაწარმოები ასეთი არ გამოვიდოდა...მომეწონა ძალიან.ახლახანს გიპოვნეთ და რაც წავიკითხე,მხოლოდ ის შემიძლია ვღქვა რომ თქვენ ნამდვილად წერთ:) აიდა დავიწყე და როგორც მივხვდი გაგრძელებაც აქვს და ველოდები :) წარმატებები თქვენ.

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი თაკო
ჰუჰ...ნიკო დამენანა თუმცა ამ ყველაფრის მერე რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო,მაშინ ნაწარმოები ასეთი არ გამოვიდოდა...მომეწონა ძალიან.ახლახანს გიპოვნეთ და რაც წავიკითხე,მხოლოდ ის შემიძლია ვღქვა რომ თქვენ ნამდვილად წერთ:) აიდა დავიწყე და როგორც მივხვდი გაგრძელებაც აქვს და ველოდები :) წარმატებები თქვენ.

მადლობა ძალიან დიდი, მიხარია რომ მოგეწონა. დიახ აიდას გაგრძელებაც აქვს, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა ❤️❤️

 


№5  offline მოდერი abezara98

ჰმ, ასეთ დასასრულს ნამდვილად არ ველოდი და სიმართლე გითხრა გაოცებულიც კი დავრჩი. კარგი ისტორია იყო ნამდვილად და არ ვნანობ, რომ მის კითხვას ის ორი დღე შევალიე, რაც რეალურად სამეცადინოდ უნდა გამომეყენებინა sweat_smile
თითოეული პერსონაჟი რაღაცნაირად გამორჩეული იყო. არ ჰგავდნენ აქამდე წაკითხულ არც ერთ სხვას. ამასთანავე ნერვები მეშლებოდა, გიორგისა და ელენეს დუმილზე, მათ სიჯიუტეზე, მაგრამ ასე პირდაპირ ხომ არ მიახლიდნენ არა, რომ გიჟდებიან და უყვართ ერთმანეთი?! grin სიმართლე გითხრა, ერთი ნახვით შეყვარების არც კი მჯერა, მაგრამ ამ ისტორიას მოუხდა. გიორგი და მისი გრძნობები რომ არა, ვინ იცის, რა დაემართებოდა ელენეს.
ჰო, რაც შეეხება იმას, რაც არ მომეწონა sweat_smile ხომ გაგიგია, მედალს ორი მხარე აქვსო, ხოდა ამ მეორე მხარეზეც უნდა დაგიწერო რამდენიმე სიტყვა. ყველაზე მეტად, რაც თვალში მომხვდა და არ მომეწონა, პირველ რიგში ეს იყო -მეთქისა და -თქოს არასწორი გამოყენება. ანუ რას ვგულისხმობ: ორივე მათგანი გამოიყოფა დეფისით და ამასთანავე -მეთქი იხმარება პირველ პირში, როცა საკუთარ სიტყვებს იმეორებს ადამიანი (მაგალითად, ვეუბნებოდი, გააკეთე-მეთქი და ა.შ.), ხოლო -თქო გამოიყენება როცა პირველი პირი მეორე პირს ვირაც მესამესთან გადასაცემად აბარებს რამეს (მაგ, წადი და უთხარი, ვიღაც მასთან გიბარებს-თქო).
ამასთანავე, სასომხეთი არაა სწორი, სომხეთია და ზოგიერთი ზმნაც არასწორად იყო გამოყენებული (ანუ, ვიცინივარ არაა სწორი ფორმა, ვიცინია, რადგან -ვარ ფორმა მხოლოდ მოზრაობის აღნიშვნისას გამოიყენება. მაგალითად, დავრბივარ და არავითარ შემთხვევაში ვტირივარ, ვკივივარ და ა.შ.) wink
საბოლოო ჯამში საინტერესო იყო, სასიამოვნოდ წასაკითხი და განსხვავებული ისტორია ჩემთვის blush რამდენჯერმე აუცილებლად მოვუბრუნდები, მერწმუნე blush წარმატებები და ველოდები ახალ ისტორიას wink blush

 


№6 სტუმარი Lana

სიმართლე გითხრა უფრო მეტს მოველოდი ამ ისტორიისგან რადგან შენს ყოველ პოსტს ვადევნებდი თვალს ჯგუფში confused ვერ ვიტყვი რომ არ მომეწონა მაგრამ არ მესმის საკუთარი ისტორია რატომ უნდა გამოიყენო აქ და როგორ უნდა აქო რაც არ უნდა შესანიშნავი ნაწარმოები იყოს confused ნუ ეს ჩემი აზრია და იმედია მიმიხვდი რაც ვიგულისხმე :) მადლობა და წარმატებები

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

Lana
სიმართლე გითხრა უფრო მეტს მოველოდი ამ ისტორიისგან რადგან შენს ყოველ პოსტს ვადევნებდი თვალს ჯგუფში confused ვერ ვიტყვი რომ არ მომეწონა მაგრამ არ მესმის საკუთარი ისტორია რატომ უნდა გამოიყენო აქ და როგორ უნდა აქო რაც არ უნდა შესანიშნავი ნაწარმოები იყოს confused ნუ ეს ჩემი აზრია და იმედია მიმიხვდი რაც ვიგულისხმე :) მადლობა და წარმატებები

აიდას თუ გულისხმობ, მართალია ჩემი ისტორიაა. და ესეც ჩემი ისტორიაა და ჩემს ისტორიაში რას გამოვიყენებ ეგ მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია. ნუ ეს ჩემი აზრია და იმედია მიმიხვდი რაც ვიგულისხმე. მადლობა და წარმატებები შენც :)

 


№8  offline წევრი TamoTi

არც კი ვიცი რა დავწერო,საერთოდ ძალიან ვერიდები ხოლმე უარყოფითი კომენტარების დაწერას,ჯგუფში ხშირად მხვდებოდა ხოლმე შენი პოსტები და ველოდებოდი როდის დაამთავრებდი რომ სრულად წამეკითხა.ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი რადგან უკეთესს ველოდი.ზოგიერთი სიუჟეტი არეული იყო ზოგიერთი დაულაგებელი.ძალიან არ მომწონს ასეთ კომენტარს რომ ვწერ მაგრამ ვერაფრით მოვითმინე.იმედია არ მიწყენ ჩემს აზრს.წარმატებები მომავალში

 


№9  offline მოდერი sabah alkhyr

Tamuna Gogaladze
არც კი ვიცი რა დავწერო,საერთოდ ძალიან ვერიდები ხოლმე უარყოფითი კომენტარების დაწერას,ჯგუფში ხშირად მხვდებოდა ხოლმე შენი პოსტები და ველოდებოდი როდის დაამთავრებდი რომ სრულად წამეკითხა.ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი რადგან უკეთესს ველოდი.ზოგიერთი სიუჟეტი არეული იყო ზოგიერთი დაულაგებელი.ძალიან არ მომწონს ასეთ კომენტარს რომ ვწერ მაგრამ ვერაფრით მოვითმინე.იმედია არ მიწყენ ჩემს აზრს.წარმატებები მომავალში

ნუ ყველას ვერ მოეწონება. მადლობა

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთი

გასაოცარი არსება ხარ შენი წარმატებებს გსურვებ ჩემო გოგო სურვილი მაქვს იმის რომ ეს ყველა შენი ისთორიებს ერთად მოუყარო ტავს წიგნად გამოსცე მა პირველი მყიდველი ვიყო ????????

 


№11  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ქეთი
გასაოცარი არსება ხარ შენი წარმატებებს გსურვებ ჩემო გოგო სურვილი მაქვს იმის რომ ეს ყველა შენი ისთორიებს ერთად მოუყარო ტავს წიგნად გამოსცე მა პირველი მყიდველი ვიყო ????????

ძალიან დიდი მადლობა, ❤️❤️გული გამითბო შენნმა სიტყვებმა❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ანნა

ძალიან კარგია. მართალია დამენანა ნიკო რომ მოკვდა, მაგრამ ვფიქრობ ამ ყველაფრის მერე ყველაფერი არაჩვეულებრივად რომ დასრულებულიყო ძალიან ბანალური გახდებოდა <3 აიდას შემდეგ არ მინდოდა შენი ისეთი ისტორია წამეკითხა რომელიც არ მომეწონებოდა, მაგრამ შევცდი რადგან შენი ყველა ისტორია იდეალურია <3 წარმატებები <3 შენი ოფიციალური მკითხველი ვარ, თუ ოდესმე გადაწყვეტ შენი ისტორიების წიგნად გამოშვებას, გპირდები პირველი მყიდველი მე ვიქნები <3 <3 heart_eyes heart_eyes

 


№13  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ანნა
ძალიან კარგია. მართალია დამენანა ნიკო რომ მოკვდა, მაგრამ ვფიქრობ ამ ყველაფრის მერე ყველაფერი არაჩვეულებრივად რომ დასრულებულიყო ძალიან ბანალური გახდებოდა <3 აიდას შემდეგ არ მინდოდა შენი ისეთი ისტორია წამეკითხა რომელიც არ მომეწონებოდა, მაგრამ შევცდი რადგან შენი ყველა ისტორია იდეალურია <3 წარმატებები <3 შენი ოფიციალური მკითხველი ვარ, თუ ოდესმე გადაწყვეტ შენი ისტორიების წიგნად გამოშვებას, გპირდები პირველი მყიდველი მე ვიქნები <3 <3 heart_eyes heart_eyes

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ქეთი

მდარე,მდაბიო ენით დაწერილია არა მარტო ეს,არამედ ყველა ,,რომანი",რომელსაც თვალი გადავავლე ამ გვერდზე.სამწუხაროა...

 


№15  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ქეთი
მდარე,მდაბიო ენით დაწერილია არა მარტო ეს,არამედ ყველა ,,რომანი",რომელსაც თვალი გადავავლე ამ გვერდზე.სამწუხაროა...

თვალის გადავლების ნაცვლად სრულად რომ წაგეკითხა იქნებ მოგწონებოდა კიდეც ;-)

 


№16 სტუმარი natali natalia

ძალიან მომეწონა.ვერ მოვეშვი სანამ ბოლომდე არ წავიკითხე და დამათენდა კიდევაც...ჩემი ნიკოლოზი როგორ გული დამწყდა...(((არვიცი მე საიდანაც გინდა მაპოვნინე გიორგის ნაირი ჩამოყალიბებული ბიჭი :დ წარმატებებიი შენ ყოველთვის...)))

 


№17  offline მოდერი sabah alkhyr

natali natalia
ძალიან მომეწონა.ვერ მოვეშვი სანამ ბოლომდე არ წავიკითხე და დამათენდა კიდევაც...ჩემი ნიკოლოზი როგორ გული დამწყდა...(((არვიცი მე საიდანაც გინდა მაპოვნინე გიორგის ნაირი ჩამოყალიბებული ბიჭი :დ წარმატებებიი შენ ყოველთვის...)))

:-D:-D საიდან მოგიყვანო ამ კარანტინში? :-D:-D მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი Mmm

ვისთვის მდაბიური ენითაა დაწერილი და ვისთვის კიდევ სასიამოვნო წასაკითხია....არ გაქ უაზროდ გაწელილი სიყვარულის სცენები და არც ზღვარს გადასული ინტიმური მომენტები,რაც პირადად ძიან მომწონს....

 


№19  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი Mmm
ვისთვის მდაბიური ენითაა დაწერილი და ვისთვის კიდევ სასიამოვნო წასაკითხია....არ გაქ უაზროდ გაწელილი სიყვარულის სცენები და არც ზღვარს გადასული ინტიმური მომენტები,რაც პირადად ძიან მომწონს....

მადლობა, მიხარია ასეთი შეფასება ❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი კირა

აუუ არვიცი არაა სიტყვები არ მყოფნის ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს, ასეთი ემოციური, დაძაბული, თითოეულ სიტყვას მთელი სულით რომ შეიგრძნობ ისეთი წასაკითხი იყო. თითოეულ პერსონაჟზე უზომოდ შეყვარებული ვარ, მითუმეტეს გიორგიზე. ნიკოს სიკვდილი ძალიან მეწყინა.????????????????????????????თავიდან მეგონა რომ ცუდად დამთავრდებოდა მერე რომ წავიკითხე "2 წლის შემდეგ" აი მანდდ მეგონა გული გამისკდებოდა სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე.

აი ასეთი სიყვარულის მწამს ისეთი სიყვარულის გიორგის და ელენეს რომ ჰქონდათ. წიგნის პერსონაჟები ხომ არიან? მაგრამ მაინც რეალური გეგონება ეს ისტორია. ასეთი ძლიერი სიყვარული... რავიცი ძალიან იშვიათია.


მადლობა შენ რომ ასეთი ემოციებით ამავსე

 


№21  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი კირა
აუუ არვიცი არაა სიტყვები არ მყოფნის ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს, ასეთი ემოციური, დაძაბული, თითოეულ სიტყვას მთელი სულით რომ შეიგრძნობ ისეთი წასაკითხი იყო. თითოეულ პერსონაჟზე უზომოდ შეყვარებული ვარ, მითუმეტეს გიორგიზე. ნიკოს სიკვდილი ძალიან მეწყინა.????????????????????????????თავიდან მეგონა რომ ცუდად დამთავრდებოდა მერე რომ წავიკითხე "2 წლის შემდეგ" აი მანდდ მეგონა გული გამისკდებოდა სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე.

აი ასეთი სიყვარულის მწამს ისეთი სიყვარულის გიორგის და ელენეს რომ ჰქონდათ. წიგნის პერსონაჟები ხომ არიან? მაგრამ მაინც რეალური გეგონება ეს ისტორია. ასეთი ძლიერი სიყვარული... რავიცი ძალიან იშვიათია.


მადლობა შენ რომ ასეთი ემოციებით ამავსე

მადლობა შენ, ასეთი არაჩვეულებრივი შეფასებითვის ❤️❤️

 


№22  offline წევრი თ. ა.

უკვე მერამდენედ ვკითხულობ ვერ ვითვლი. მიყვარს ჩახლართული ამბები. გიორგის და ელენეს სიყვარული. იმდენჯერ იყო ღალატი მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა როგორც საჭირო იყო. მართალია ბევრი იწვალეს მაგრამ მაინც ერთად შეიკრიბა ყველა ის ადამიანი ვინც მნიშვნელოვანი იყო.
სასიამოვნო წასაკითხია. კიდევ მინდა დრო გქონდეს და გვახარებდე სიახლეებით.

 


№23  offline მოდერი sabah alkhyr

თ. ა.
უკვე მერამდენედ ვკითხულობ ვერ ვითვლი. მიყვარს ჩახლართული ამბები. გიორგის და ელენეს სიყვარული. იმდენჯერ იყო ღალატი მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა როგორც საჭირო იყო. მართალია ბევრი იწვალეს მაგრამ მაინც ერთად შეიკრიბა ყველა ის ადამიანი ვინც მნიშვნელოვანი იყო.
სასიამოვნო წასაკითხია. კიდევ მინდა დრო გქონდეს და გვახარებდე სიახლეებით.

მადლობა, ჩემო საყვარელო❤️❤️
ძალიან მახარებს შენი კომენტარი❤️❤️
აუცილებლად დავბრუნდები და აგირევთ ცხოვრებას ჩემი ისტორიებით ❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი ლალი

მართლა არ მენანება ამ ნოველისთვის გაცდენილი საათები,ნიკო დამნაშავე ნამდვილად.

 


№25  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ლალი
მართლა არ მენანება ამ ნოველისთვის გაცდენილი საათები,ნიკო დამნაშავე ნამდვილად.

გამარკობა, მადლობა რომ წაიკითხეთ❤️
ნიკო რაშია დამნაშავე?

 


№26 სტუმარი სტუმარი ლანა

[quote=სტუმარი კირა]აუუ არვიცი არაა სიტყვები არ მყოფნის ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს, ასეთი ემოციური, დაძაბული, თითოეულ სიტყვას მთელი სულით რომ შეიგრძნობ ისეთი წასაკითხი იყო. თითოეულ პერსონაჟზე უზომოდ შეყვარებული ვარ, მითუმეტეს გიორგიზე. ნიკოს სიკვდილი ძალიან მეწყინა.????????????????????????????თავიდან მეგონა რომ ცუდად დამთავრდებოდა მერე რომ წავიკითხე "2 წლის შემდეგ" აი მანდდ მეგონა გული გამისკდებოდა სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე.

აი ასეთი სიყვარულის მწამს ისეთი სიყვარულის გიორგის და ელენეს რომ ჰქონდათ. წიგნის პერსონაჟები ხომ არიან? მაგრამ მაინც რეალური გეგონება ეს ისტორია. ასეთი ძლიერი სიყვარული... რავიცი ძალიან იშვიათია.


მოგიკვდი :) ასეთი, თუ ჯერ არაფერი წაგიკითხავს, ესე იგი საერთოდ არაფერი წაგიკითხავს :))

 


№27  offline მოდერი sabah alkhyr

[quote=სტუმარი ლანა][quote=სტუმარი კირა]აუუ არვიცი არაა სიტყვები არ მყოფნის ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს, ასეთი ემოციური, დაძაბული, თითოეულ სიტყვას მთელი სულით რომ შეიგრძნობ ისეთი წასაკითხი იყო. თითოეულ პერსონაჟზე უზომოდ შეყვარებული ვარ, მითუმეტეს გიორგიზე. ნიკოს სიკვდილი ძალიან მეწყინა.????????????????????????????თავიდან მეგონა რომ ცუდად დამთავრდებოდა მერე რომ წავიკითხე "2 წლის შემდეგ" აი მანდდ მეგონა გული გამისკდებოდა სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე.

აი ასეთი სიყვარულის მწამს ისეთი სიყვარულის გიორგის და ელენეს რომ ჰქონდათ. წიგნის პერსონაჟები ხომ არიან? მაგრამ მაინც რეალური გეგონება ეს ისტორია. ასეთი ძლიერი სიყვარული... რავიცი ძალიან იშვიათია.


მოგიკვდი :) ასეთი, თუ ჯერ არაფერი წაგიკითხავს, ესე იგი საერთოდ არაფერი წაგიკითხავს :))[/quote]
მადლობა ძალიან დიდი <3 <3 მახარებს ასეთი დადებითი კომენტარი <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent