შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიის ბოსი! თავი11 (1D Fanfic) +18


21-06-2017, 22:37
ავტორი Katherine Linton
ნანახია 3 264

ზეინი ყვება
ჩემი ბიჭის მოტაცება ვის აწყობდა? მხოლოდ ეს ფიქრი მიტრიალებდა ორი თვის განმავლობაში თავში. საბოლოოდ კვალი რომ ვერ ვიპოვნე მეც დავიჯერე გარდაცვალების ვერსია. ეს ორი თვე ჯესიკასთან თითქმის არ მილაპარააკია. ვიცი მისთვისაც რთულია და გვერდში უნდა დავუდგე მაგრამ არ ვიცი როგორ გავამხნევო შვილმკვდარი დედა. მას რომ ვუყურებ ასე მგონია აღარაფერი დარჩა მასში ადამიანური. ცარიელი ფუტლიარია რომელიც მხოლოდ გადაადგილდება სახლში. არც ჭამს, არც სვავს. ისე გახდა რომ მალე ალბათ მხოლოდ ძვალი დარჩება. მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება მკლავს, ამიტომ სახლში იშვიათად ვარ. დღეს გადავწყვიტე მივიდე და მას და მის ჯანმრთელობას მივხედო. ჯორჯი თუ აღარ არის, მაშინ ჯესიკას მაინც მივაქცევ სათანადო ყურადღებას.
გადავწყვიტე ეს დღე ბოლო სევდიანი დღე ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში. მაღაზიაში ტკბილეული და სასმელი ვიყიდე. ჩემი გოგოებისთვის საჩუქრები ავარჩიე და სახლში წავედი.
სახლის კარი შევაღე და დანახულმა გამაოცა. ყველაფერი არეულ-დარეული იყო.
-ლილი! ჯეს! სად ხართ?
სამზარეულოდან წყლის ხმა მომესმა. შევედი და უგონოდ, ძირს მწოლიარე სტელა დავინახე.
პარკები დავყარე და მის გამოფხიზლება ვცადე, მაგრამ უცებვე წამოვხტი და ჯესიკას ოტახში შევვარდი. არც ჯესიკა და არც ლილი არ იყვნენ სახლში.
სტელას ხმა მომესმა.
-ბატონო ისინი გაიტაცეს.
-ამის დედაც!
-ბატონო დაცვის ბიჭები დახოცეს. შეიძლება მათაც დაუშავონ რამე.
ამოიქვითინა მან
-ვინ იყო? სახეზე დაინახე? ვინ გაბედა?
-სახე დაფარული ქონდათ.
-ჯანდაბა!
პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ სანდო ადამიანი მჭირდებოდა. მისი ნომერი ავკრიფე.
-ჰაროლდ ვიცი მაფიას შეეშვი და ახლა შენი ლამაზმანის მოტ*ვნით ხარ დაკავებული, მაგრამ შენი დახმარება მჭირდება, ძალიან. ბაზაზე მოდი ნახევარ საათში.
ბაზაზე წავედი და დაველოდე ჰარის. ის არ ჩანდა. 2 საათი გავიდა. ტელეფონმა დარეკა და ჰარი დაეწერა.
-მე რა გითხარი შენ ნაბი*ვარო ჩემი ცოლ-შვილი გაიტაცეს დროზე აქ გაჩნდი.
-მე ჰარი არ ვარ. მე ზუსტად ის გოგო ვარ ვისი მოტ*ვნითაც უნდა იყოს ჰარი დაკავებული. ჰარის ახლა ვერ ნახავთ, მაგრამ გარანტიას გაძლევ მალე შეხვდები მას საიქიოში.
-დევლინ?!
-დიახ ბოს! ჰაჰაჰა ბოსი კი არა ერთი საცოდავი არსება ხარ. შენი სუსტი წერტილი მარტივად გამოვიცანი და ახლა მე ვარ ბოსი, ამიტომ ჩემს ბრძანებებს დაელოდე მისტერ მალიკ თუ გინდა, რომ შენი ცოლ-შვილი გადარჩეს.
-რა გინდა შე ძუ*ნა!
-ჩემი შვილი! დამიბრუნებ? ვერა! ხოდა რომ გავიქვითოთ ერთერთ შენს შვილს მოვკლავ!
-ერთერთს?
-უუუპს წამომცდა? პატარაც მე მყავს. ძალიან გაეხარდა დედიკოს ნახვა და თუ ცუდად მოიქცევი მათი დაშრება მომიწევს.
-ჯორჯი ცოცხალია?!
ისე გამეხარდა ჩემი ბიჭი რომ ცოცხალი იყო.
-რა გინდა დევლინ?
ტელეფონი გაითიშა
-ეს ისტერიჩკა საიდანღა გამოჩნდა! ჰარი მოკლა და ჩემ ოჯახს ემუქრება. ქალმა როგორ უნდა მატრიალოს თავის ჭკუაზე? მართლა ბოსი ვარ თუ ვინ?
გადარეკვა ვცადე მაგრამ არ მიპასუხა.
კაბინეტში დავდიოდი და უკვე მერამდენე სიგარეტს ვეწეოდი არ ვიცი. სასმელით სავსე ბოთლიც გამოვცალე. გასაკვირია რომ სწორედ ჯესიკა გახდა ჩემი სისუსტე. ერთ დროს ის მხოლოდ ნივთი იყო და მეტი არაფერი. გასართობი. ახლა მის დაკარგვას ვერ გადავიტან.
ჯესიკა ყვება.
ბნელ სარდაფში ძონძებში გახვეულ ჯორჯს ვაჭმევდი და სიხარულისგან ვტიროდი. გვერძე ლილი მეჯდა და ბავშვს ეფერებოდა.
-დედიკო იმ დეიდას რა უნდა ჩვენგან?
-ჩვენგან არაფერი სიხარულო. მამიკოს ძველი ნაცნობია.
-მამიკომ ის გააბრაზა?
-კი ძალიან. მამიკო ცუდად მოექცა მას, მაგრამ მაშინ მამიკო სხვანაირი იყო. ახლა ის ძალიან კეთილია.
-ჩემი მამიკო საუკეთესოა.
-ხო ჩემო სიხარულო. ჩვენ საუკეთესო მამიკო გვყავს. ის გადაგვარჩენს.
შუქი აინთო. თვალები ამტკივდა დიდ შუქზე უცებ თუმცა მერე მივეჩვიე და კარგად გავარჩიე დევლინის სახე.
-ჯესიკა ბედნიერი ქალი ხარ! ქმარი გყავს და ორი ბავშვი.
-შენც შეგეძლო ჰარისთან ბედნიერი ყოფილიყავი
-იმ მატყუარასთან რომელმაც ციხეში ჩამსვა?
-მან არ იცოდა ამის შესახებ! თან სხვა გზა არ ქონდა.
-არც ზეინს აქვს ახლა სხვა გზა. მხოლოდ ერთი და ისიც ის რომელზეც მე მივუთითებ.
-ზეინი ეგეთი სუსტი არაა შენ რომ დაგემორჩილოს.
-საყვარელო საკმარისად კარგად ვერ მაფასებ ესეიგი
-არა ეს შენ ვერ აფასებ ზეინს და როგორც ვხედავ ვერც მე.
-ხო ვიცი შენი ბოსობის ამბავი თუ სწორი იქნება ბო*ობის იმიტომ რომ ზეინის რიგითი ბო*ი ხარ და მეტი არაფერი.
-ბავშვებთან ასე ნუ მელაპარაკები ძალიან კარგად იცი რომ ეს ასე არაა და ცუდად ხდები რომ შენზე მსუყე ლუკმა მე შემხვდა. თავად მაფიის ბოსი. შენ კი მხოლოდ და მხოლოდ მისი მარჯვენა ხელი. რას ვიზავთ ყველაფერს დამსახურება უნდა.
-ჰაჰაჰაჰა შენს მდგომარეობაში ამდენს არ ვიბლატავებდი. დაგავიწყდა იარაღი ვის აქვს?
მან იარაღი მომადო შუბლზე.
-იარაღით მაშინებ? ეგ ბევრჯერ გაოვიარე და სიკვდილსაც ბევრჯერ ჩავხედე თვალებში. თუ მომკლავ ზეინისგან ვერაფერს მიიღებ, ამიტომ არ გაწყობს ჯერ ჩემი მოშორება და გთხოვ ჩაწიე იარაღი ბავშვებს აშინებ.
-ჭკვიანი ხარ! სიმამაცეც მოგმატებია. იცი შენს მოტაცებაში ვინ შემიწყო ხელი? შენმა სამართლის მაძებართა ბანდამ. დიახ დიახ ნენსი, ლუი, ლიამი, ნაილი. შენი იარაღი შენს საწინააღმდეგოდ ამოქმედდა. პირველმა სიყვარულმაც კი გაგწირა საყვარელო.
ეს სიტყვები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ნაილმა გამიმეტა ამისთვის? ან ლიამმა? ვიცი სახლიდან გავაგდე, მაგრამ ასეთი რამ...
-ახლა კი ყურადღებით მომისმინე...
მან ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა.
-კიდევ ერთხელ გამარჯობა ბოსს! მოგენატრა ჩემი ხმა? ვიცი მოუთმენლად მელოდი. ბევრი ვიფიქრე კითხვაზე თუ რა მინდოდა შენგან და მოვიფიქრე. მე არ მინდა შენი მილიონები, არც ვერტმფრენი ან იახტა, არც სტატუსი და არც შენი ბანდა. მე სამართლიანობა მინდა. მე მინდა შენი სიცოცხლე შენი ოჯახის სიცოცხლის სანაცვლოდ!
-არა! რას ამბობ? ზეინ არ უსმინო! არ მოხვიდე!
-დედიკო მეშინია.
ლილი მაგრად ჩამეხუტა.
დევლინმა გათიშა ტელეფონი.
-მამიკო გზაშია პატარა ნუ გეშინია
წარმოთქვა მან, თვალი ჩაუკრა ლილის და გავიდა.



№1  offline წევრი Katherine Linton

შემდეგ თავს დავდებ თუ კომენტარები ექნება! ვიცი გალოდინეთ დიდი ხანი,მაგრამ თუ თქვენ აზრს არ დააფიქსირებთ მაშინ რა გავიგო მოგწონთ თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი მოთხრობის ასეტ განვითარებასთან დაკავშირებით. <3

 


№2 სტუმარი Guest .....

Sul moutqmelad velodeeebiii

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაინტერესებს ზეინი რსას იზავს.

მომწონს მოტხრობა.
ძაალიან ჩახლართე უკვე...

 


№4  offline წევრი Салиа

Malee dadee toremm damawkda nervebi ... Es vinn gamoxtaa kidev xom ar eggirsatt amataac bednieerebaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent