მთვარის წითელი სონატა (ნაწ. X)
მე მოვკვდი. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ ის კი ვიცი, ოდესღაც ცოცხალი რომ ვიყავი. ერთ დღეს კი, უბრალოდ მოვკვდი. მოვკვდი და თან ისე შეუმჩნევლად, ისე ოსტატურად, რომ არც კი ველოდი. არადა, აშკარად მკვდარი ვიყავი, ძალიან მკვდარიც კი. იმდენად, თავად მკვდრებს რომ გაუკვირდებათ, როცა მიესალმები -გამარჯობა, მე ახალი მკვდარი ვარ და თქვენთან უნდა დავიდო ბინა. იმედია გავუგებთ ერთმანეთს. ხმაური არ მიყვარს, გთხოვთ გაითვალისწინოთ და ჩემი მხრივ მეც ვეცდები, არ დაგირღვიოთ კომფორტი, თუ უკვე არ შეგაწუხეთ, თუმცა თქვენ მგონი უნდა გესმოდეთ, რადგან ჩემსავით არსად გაქვთ წასასვლელი - ისინი მდუმარედ მოგაჩერდებიან, მერე ხელს ჩაიქნევენ, აკრეფენ თავიანთ ძვლებს და ხერხემალშექცევით გაუყვებიან გზას, შენ კი, მათი სიუხეშით გაოცებული მიწას დააშტერდები და საკუთარ გულწრფელობას ფეხებით შედგები, თან გაიფიქრებ - რაში სჭირდება მკვდარს სევდა?! ** ჭექა-ქუხილივით მივლის მთელს ორგანიზმში რაღაც და სულს მიბრუნებს.. და მაინც, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ?... ** გონებრივი ორგაზმია ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები. გარეთ ისევ წვიმს. თითქმის გადაუღებლად. უკვე მერამდენე დღეა, რამდენიმე ზომით დიდ მაისურში შემასახლეს და არაფრით მხდიან. ყავა, რომელიც ასე მიყვარს და ახლა მჭირდება კიდეც, არ შემიძლია ვინმეს ვუთხრა რომ მინდა. რაღა დარჩა? რა თქმა უნდა მუსიკა - Beethoven- moonlight sonata მიმღერის. ნელ-ნელა იღვიძებს სამყარო, რაც ნიშნავს, რომ ისევ უნდა მოვისმინო ჩემზე ლაპარაკი ჩემი სხეულის წინ და დედის აკანკალებული ხმა, რომ შეიძლება მალე მოვკვდე. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ სიცოცხლის მიზეზები ვგრძნობ აღარ არსებობს და თუ არსებობს ამას მე ვიგონებ. *** - მაკა, ამდენ ხანს რატომ არ მოდის გონს? – დედაჩემს ხმა უწყდება. – კინაღამ დავკარგე, მაკა. გესმის? კინაღამ დავკარგე! დედა! მისი დახშული, ყრუ სლუკუნი მესმის. არა... ისევ სიბნელე, ისევ ყველაფერი იკარგება. არა... – არადა უკვე წარმომედგინა ჩვენი თხა გოგო სრულწლოვნობას როგორ აღნიშნავდა..- მესმის სანდროს ხმა. ვიბნევი. ჩემი დაბადების დღეა?! – ვიცი, სანდრიკ, მეც ასევე. ძალიან მიჭირს მის გარეშე- ლილუს სლუკუნი ყურებს მიგუბებს. – არც კი მჯერა, რომ მალე ბებია გავხდები. ბებია! ნათიას ხმა არარსებულად მამშვიდებს და სიხარულისგან ცას ვწვდები. ჩემი პატარა ისევ ჩემთანაა! ანდრეა… მამიკო სად არის ნეტავ? ნეტავ კარგადაა?? მისი ხმა არცერთხელ გამიგია. - მედიცინას სასწაულების სჯერა, სიმართლეს გეტყვი ნათია... არავინ ვფიქრობდით რომ ნაყოფი შეუნარჩუნდებოდა. მაკას აკანკალებული ხმა ერთის მხრივ მახარებს, შემდგომი დიალოგი კი ერთიანად მაფორიაქებს და სულრვილს მიჩენს ამ უმოძრაობისგან ამოვძვრე. - უნდა გამოფხიზლდეს... - იმედი ვიქონიოთ, ხელოვნურად ბავშვს როდემდე მივაწვდით საკვებს, არ ვიცით... სიბნელე.. უკვე შევეგუე, ეს რაღაც კანონზომიერებად იქცა. – მარიამ, გთხოვ, დამიბრუნდი, გთხოვ... მაპატიე.ოღონდ დამიბრუნდი, ოღონდ ჩემთან იყავი. მენატრები დედი..- ვცდილობ. ძალიან ვცდილობ. დედაჩემის სახის დანახვა მენატრება, მაგრამ სხეული არ მემორჩილება და ისევ სადღაც ვიძირები… იმისგან მეღვიძება, რომ საშინლად მინდა ტუალეტში და თვალებს ვახელ. საავადმყოფოს პალატის სტერილურად სუფთა გარემოში ვარ. თუ არ ჩავთვლით ღამის ნათურის დაბინდულ შუქს, გარშემო ბნელა და სიჩუმეა. თავი და მკერდი მტკივა, მაგრამ იმასთან შედარებით, რომ სადაცაა შარდის ბუშტი გამისკდება, ამ ტკივილსაც კი თავისუფლად ვუძლებ. სასწრაფოდ ტუალეტში უნდა გავიდე. ხელებს და ფეხებს ვიმოწმებ. მარჯვენა ხელზე ოდნავ მეწიწკნება და ვენაში წვეთოვანი მიდგას.ოდნავ ვირხევი და.. ოღონდ ეს არა. მილი პირდაპირ შასარდეზე მაქვს შეერთებული. თვალებს ვხუჭავ, მერე თავს ვაბრუნებ. საბედნიეროდ, აქამდე შეუძლებელ ამ მარტივ მოძრაობას ვახერხებ და თვალებს ისევ ვახელ. ლილუ ჩემი საწოლის გვერდით ზის, საწოლის თავზე ჩამოყრდნობილ, მოკეცილ მკლავებზე თავი უდევს და სძინავს. ხელს ვიშვერ, კიდევ ერთხელ მიხარია, რომ სხეული მემორჩილება და თითებს მკლავზე შეძლებისდაგვარად ვაწვდენ. შემცბარი, თავს ისე სწრაფად სწევს, რომ ხელი ისევ საწოლზე მივარდება უღონოდ. – ლილუ.. – ვბუტბუტებ ხმადაბლა. – ვაიმე მარიამ! – თვალებ ანთებულს შვებით აღსავსე ხმა სუნთქვის შეკვრისგან უწყდება. ხელზე ხელს მავლებს, მოუხეშავად, მაგრამ ფრთხილად მიჭერს და ისე მიხუტებს ლამის არის გამჭყლიტოს. – ტუალეტში მინდა, – ვეუბნები ჩურჩულით. ის წამით გაკვირვებული მაჩერდება და მერე უცებ კოპებს კრავს. – ვაიმე! არ მჯერა! კარგი.. დაპანიკებული ხელებს აქეთ იქეთ სიხარულისგან აქნევს.წამოჯდომა შევეცადე, მაშინვე თვალები გამიფართოვდა, როდესაც თხელი საბანი გადაიწია და ჩემი ოდნავ ამობურცული მუცელი დავინახე. მოიცა.. რამდენი ხანი გავიდა?!.. კოპებს ვკრავ. – იწექი. დედაჩემს დავუძახებ. – აფორიაქებული გამომეტყველებით სწრაფად დგება, ხელს იწვდენს და თითს საწოლის თავთან გამოძახების ღილაკს აჭერს. – გთხოვ, – ვჩურჩულებ ისევ. ყველაფერი ასე რატომ მტკივა? – უნდა ავდგე. – ღმერთო, ძალიან სუსტად ვარ. კარი სწრაფად გაიღო და კოსა აწეული მაკა შემოვიდა. დამინახა თუ არა ლილუზე უარესი გამომეტყველება მიიღო და სწრაფად მომმვარდა. ხმის ამოუღებლად მწვდა და ჩამეხუტა. -ღმერთო მარიამ…- შუბლზე ღიმილით მაკოცა და მომშორდა რომ აპარატი გაესწორებინა. - რამდენი ხანია გაიღვიძა?- კითხვით მიუბრუნდა გაკრეჭილ ლილუს. - ხუთი წუთი ალბათ ან ოდნავ მეტი. დედა ხომ ხედავ კარგადაა- სიხარულით უთხრა ლილუმ და გადმომხედა. ტუალეტში იმდენად მინდოდა, ვერანაირი ემოციის გამოხატვას ვერ ვახერხებდი. -მაკა გთხოვ, საშინლად მინდა ტუალეტში. მაკას ჩაეცინა, მიხვდა რაზეც მქონდა ლაპარაკი. თავი დამიქნია. - ლილუ ცოტახნით დაგვტოვე, მანამდე ნათიას დაურეკე კარგი?- უთხრა მაკამ, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ლილუმ თავი დაუქნია და ჩქარი ნაბიჯებით დაგვტოვა. - მოდი მანდ მოშარდე ახლავე და მერე მოგაშორებ. თორემ ისე შეუძლებელია. - ღმერთო რა უხერხულია!- თავი ბალიშზე გადავაგდე და მოვდუნდი რომ მომეშარდა. უსიამოვნო შეგრძნება იყო, თითქოს ვერც ვგრძნობდი. დავამთავრე თუ არა, თავი მაკას დავუქნიე დასტურის ნიშნით, მანაც ხელთათმანი გაიკეთა და საბანი ბოლომდე გადამაძრო. - ჩემი ხომ არ გრცხვენია- ჩაიცინა და ამომხედა. - სხვას ისევ შენ მირჩევნიხარ - სიცილითვე ვუპასუხე და ფეხები შეძლებისდაგვარად გავშალე.მუცელზე ხელი მოვისვი, ნამდვილი გორაკივით იყო. - მაკა, რამდენი ხანი გავიდა რაც.. - რაც კომაში იყავი? - კომაში?!- რამის წამოვიკივლე და თვალები გადმოვკარკლე. თავი დამიქნია და სწრაფი მოძრაობით მომაშორა მილი. სახე დავმანჭე, ოდნავ ამეწვა და მაშინვე ფეხები თავის ადგილას დავაბრუნე. - სამ თვეზე ოდნავ მეტი. - მოიცა რა?! თავი სევდიანად დამიქნია. - ახლა ოთხი თვის ორსული ხარ. - ღმერთო! ყველაფერი საშინლად მტკივა. - მოდუნებული ხარ, ალბათ გშია კიდეც. - მაგას ამ დროისთვის ვერ ვგრძნობ. - მაგას შია, დამიჯერე- ხელი ჩემი მუცლისკენ გამოიშვირა. ჩამეცინა. უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ ჩემი პატარა ისევ ჩემში იყო. და ანდრეა?!... - მაკა. ანდრეა არ იცი სად არის? ბოლოს რომ ვნახე კარგად იყო და მის მერე.. -ხელი შუბლზე მოვისვი- არაფერი მახსოვს, უბრალოდ გავითიშე. ყველაფერი მესმოდა თითქმის ყველაფერი! - დამშვიდდი მარიამ, ყველაფერი კარგადაა.- მხარზე ხელი მომისვა. პირი გავაღე რომ რაღაც მეთქვა, როდესაც აცრემლიანებულმა დედაჩემმა კარები შემოაღო. მის დანახვაზე მეც ცრემლები ჩამადგა თვალებში. უკან ლილუ შემოყვა, ღიმილი არადა არ სცილდებოდა. ნათია გიჟივით მეცა, ჩამიხუტა და აქვითინდა. მეც ცრემლები წამომივიდა და რაც ძალა გამაჩნდა იმ დროისთვის მთლიანად მივიხუტე. -დედა.. - მარიამ, დამიბრუნდი. ჩემი გოგო..- ცრემლები მოიწმინდა, მომშორდა და მთელი სახე დამიკოცნა. საწოლის კიდესთან ჩამომიჯდა და მაკას გახედა, რომელიც გაღიმებული გვიყურებდა. - მაკა, შვილი დამიბრუნდა! შენ გადამირჩინე! -კარგი ნათია, ნუ სულელობ. მარიამი ძლიერი გოგო გყავს. - თვალები ხამხამით აუბრიალა. - მითხარი, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. - დედა კარგად ვარ.- თვალები ავატრიალე. ისე იკითხა, თითქოს ცხვირ წინ არ ვყოლოდი. მაგრამ მისი რეაქცია სავსებით ბუნებრივი იყო. - გაძლიერებულ კვებაზე უნდა იყოს. მომდევნო სამი დღე ნაკლებად იარე ეცადე. მხოლოდ ტუალეტი- საჩვენებელი თითი გასაფრთხილებლად ამიწია მაკამ. თავი დამჯერი ბავშვივით დავუქნიე. - და რამდენ ხანში გამწერ მაკ?.. - ერთკვირაში ან ათ დღეში. დაგაკვირდები-თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ გაბრუნდა- საჭმელს მოვატანინებ მედდას. მე და დედამ თავი ერთდროულად დავუქნიეთ. პალატა ლილუსთან ერთად დატოვა. როგორ მენატრებოდა მათი სახეები! და ყველაზე მნიშვნელოვანი. სად არის ანდრეა?! - დედა.. ამას შეხედე. არ მჯერა- სიცილით ცრემლებ ჩაგუბებულმა მოვიკიდე მუცელზე ხელი და სანიტარიული ხალათი გადავიწიე, რომ მუცელი დაენახა. ჩაეღიმა და ხელი მომადო. თვალებში შემომხედა. - ეგ შენზე ადრე ვნახეთ ყველამ. და ისევე გაგვიხარდა როგორც ახლა შენ გახარებს. - ანდრეა სად არის? მისი ნახვა მინდა. ნათიას სახე შეეცვალა და ხელი მუცლიდან აიღო. - მაგის შესახებ… იმ დღეს რამოხდა მარიამ? - შელამაზებული ვარიანტით რომ ვთქვა, ერთი ორი დამარტყეს. - ანდრეამ? - რა?! არა რათქმაუნდა არა!- გაოცებისგან წამოვიკივლე.- მის ოჯახს ვიღაცასთან პრობლემები აქვს, რისი მოგვარებაც გმირულად ანდრეამ გადაწყვიტა და თვითმკვლელობისგან რომ მეხსნა მის გადასარჩენად წავედი.- თვალები ავატრიალე ყველაფრის გახსენებაზე და ბალიშს მივეყრდენი. - ორი ნეკნი გქოდა მარიამ გატეხილი! ასეთი რა ადამიანებთან აქვთ საქმე ავალიანებს?!- აქოშინდა დედაჩემი. ღრმად ამოვისუნთქე. თორნიკეს გახსენებაზე გულისრევის შეგრძნება მომაწვა. - შეგიძლია უბრალოდ ანდრეას დაუკავშირდე? გთხოვ. მისთვის ისიც არ მითქვამს, რომ მამა გახდება. დედაჩემმა უპასუხოდ თავი ჩახარა და ერთ წერტილს მიაშტერდა. -დედა! - არ ვიცი,მარიამ. არავინ იცის ანდრეა სად არის.. - რა?!- ინფორმაციის ნაკადმა მთელ სხეულში ადრენალინივით დამიარა და გული ამიჩქარდა. - იმ დღის მერე, არავინ იცის. - შეიძლება იოანემ იცოდეს! - უნდა დაისვენო, ამაზე არ იფიქრო… - ამას როგორ მეუბნები დედა! როცა არც კი ვიცი, კარგად არის თუ ცუდად! ცოცხალია თუ მკვდარი! - ზუსტად მაგიტომ მარიამ, არავინ იცის ცოცხალია თუ მკვდარი!- მკაცრად მითხრა დედაჩემმა და ფეხზე წამოდგა, რომ მედდა შემოეტარებინა გორგოლაჭებიანი პოდნოსით, რომელიც საჭმლით იყო სავსე. მადა საერთოდ გამიქრა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. იქამდე იმავე მდგომარეობაში ვიყავი სანამ კარის ხმა არ გავიგე. თვალები რომ გავახილე, ოთახში ისევ მხოლოდ მე და ნათია ვიყავით. - ვიპოვი მას..- ხმადაბლა ჩავილაპარაკე, ისე რომ საჭმლისთვის თვალი არ მომიშორებია და ცხელი ფაფა ახლოს მივიწიე. ჩემი პატარასთვის უნდა მეჭამა. მისთვის უნდა მეზრუნა, თორემ ჩემი თავი ახლა ნაკლებად მადარდებდა. - რომელი თვეა?- უხერხულად ვკითხე დედაჩემს, როდესაც ფაფა მუცელში გადავყშვი. ღმერთო ჭამაც კი მომნატრებია! Რა უცნაური გრძნობაა.. - მალე ნოემბერი დაიწყება. - რაა?! თავი დამიქნია. - აშკარად საკმარისზე მეტი მეძინა- თავი სინანულით გავაქნიე და თეფში მოვასუფთავე.-ახლა რომელი საათია? - თითქმის გათენდა. ექვსი ხდება. - დედა გთხოვ, დაიძინე. ჩემსგამო ალბათ ღამეებს ათენებდი ისედაც. - მაკას ვთხოვე და დამატებითი საწოლი შემოვატანინე- თავით მანიშნა ჩემს პირდაპირ მდგარ საწოლზე.- ცოტა მოდღევდეს, სახლში წავალ და შენს ტანსაცმელს მოგიტან. - ალბათ საშინლად გამოვიყურები.. - არცერთი ორსული გამოიყურება საშინლად.- გამიცინა ნათიამ და სავარძელში მოთავსდა. - მიდი მომიყევი,აბა რა გამოვტოვე?- ღიმილით ვკითხე დედაჩემს და გვერძე გადავბრუნდი… *სამი თვის წინ* ლილუ:* ცეკვაში გართულმა დავინახე, იოანე როგორ წამოდგა მაგიდიდან და გასასვლელისკენ დაიძრა. ღიმილი სახიდან ნელ-ნელა წამეშალა და სწრაფი ნაბიჯებით გავყევი, რომ დავწეოდი. - სადმე მიდიხარ? - უნდა წავიდე, მალე დავბრუნდები. - მომავალ ცოლს რაღაც-რაღაცეებს უმალავ? - ხელები გადავაჯვარედინე და ბავშვურად დავებღვირე. ჩემს ქცევაზე ჩაეღიმა, მომიახლოვდა და თავზე მაკოცა. ვინაიდან დღეს სახეზე შეხება ავუკრძალე, რომ არაჩვეულებრივი მაკიაჟი არ გამფუჭებოდა. - ყველაზე ლამაზიხარ! აქაურობის დედოფლადაც გამოგაცხადებენ ალბათ. ამიტომ აქ უნდა დარჩე. ამდენი წელია ვიცნობდი, მაგრამ მის კომპლიმენტებზე ყოველთვის პატარა ბავშვივით ვიწყებდი ხტუნაობას და ვდნებოდი. - ანუ, მაინც არ ამბობ სად მიდიხარ. - ანდრეა გამოჩნდა. - რა?! - რაღაც ხდება ლილუ.. გული ცუდს მიგრძნობს, უნდა წავიდე. უცებ მოვაგვარებთ და დავბრუნდები კარგი? - არა, არა! მეც მოვდივარ, დამელოდე ჩემს ნივთებს ავიღებ- მისთვის არ შემიხედავს, ისე ავუარე გვერდი და მიმღებში საკუთარი ნომერი ვუთხარი. მომსახურე პერსონალმა თხელი მოსაცმელი და პატარა ქისა მალევე მომაწოდა. - ლილუ ჯობია დარჩე, დამიჯერე რა. - რატომ? იმიტომ რომ გოგო ვარ? გახსოვს დოლიძეზე მაშინ რომ წამოვედი? ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თან ამ საქმეში თუ მარიამიც გარეულია და როგორც ვხვდები გარეულია, აქ დამიჯერე დარჩენას არ ვაპირებ! თვალები ავუბრიალე, ერთი ამოიხვნეშა და კარები გამიხსნა, რომ გავსულიყავი. მანქანა სწრაფად დაყავდა, საშინლად აგრესიულადაც კი, საჭე ლამის მოეგლიჯა, მაგრამ არაფერს ვამბობდი. როდესაც სასაფლაოებს მივუახლოვდით წინ სასწრაფოს მანქანამ ჩაგვიქროლა. გული საშინლად ამიჩქარდა. ორივემ ერთმანეთს შევხედეთ. მანქანა გაჩერდა თუ არა, სწრაფად გავხსენი კარები და გადავედი. ღმერთო.. ჩემს გარშემო არაფერი კარგი არ ხდებოდა. ქუსლიანის გამო ბალახზე სიარული ძალიან მიჭირდა, ასე რომ ფეხზე გავიხადე და ფანჯრიდან მანქანაში შევყარე. ნაბიჯებს ავუჩქარე, იოანეს ვერ ვხედავდი. როდესაც ვიპოვე მარიამთან იყო ჩამუხლული, რომელსაც სამი ექიმი დასეოდა. - ღმერთო. რა სჭირს!- წამოვიყვირე როდესაც სისხლი დავინახე და მისკენ გავიწიე. ერთერთმა გამაჩერა და მითხრა, რომ სივრცე მიმეცა. პირზე ხელი ავიფარე რომ საკუთარი სლუკუნი შემეჩერებინა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი. გარშემო მიმოვიხედე და შორიახლოს მიგდებული კიდევ ერთი სხეული დავინახე. - ანდრეა?- ამოვიჩურჩულე. როდესაც დავრწმუნდი რომ მართლაც ის იყო სირბილით მივედი მასთან. პირქვე დამხობილი გადმოვატრიალე და თავი ჩემს მუხლებზე დავადებინე. - ანდრეა ნუ მაშტერდები! ამოიღე ხმა, შენ რაღა გჭირს!- ნერვიულად გავიცინე და სახეზე ხელი მოვკიდე, ოდნავ შევარხიე. მაშინვე თვალები გადაატრიალა და დაეხუჭა. - არა, არა, არა!- თვალებით რაიმეს ძებნა დავიწყე რაც მის ასეთ მდგომარეობას გაამართლებდა. წითელი ლაქა მაისურზე საკმაოდ ემჩნეოდა. ხელის კანკალით ავუწიე ნაჭერი და ორი დიდი ჭრილობის დანახვისას მაშინვე წამოვიკივლე: - იოანე! მიშველე!- ჩემი ხმა უფრო ღრიალს გავდა. დარწმუნებული ვიყავი, ყველამ გაიგო. მაშინვე ორი ექიმი მომვარდა, ანდრეას მდგომარეობის დანახვისას მაშინვე მომაშორეს მის სხეულს. ნერვებისგან სულ ვკანკალებდი.მიქაძემ მიმიხუტა და ანდრეას დახედა. - მარიამს რა სჭირს, როგორ არის? - საავადმყოფოში გვეტყვიან ყველაფერს.- მომშორდა რომ ექიმებს დალაპარაკებოდა. სახეზე ხელი მოვისვი და ნერვიულო ცრემლები მოვიშორე. ვუყურებდი ანდრეა საკაცეზე როგორ გადაყავდათ. ერთერთმა მაისური აუწია თუ არა, მაშინვე ჭრილობიდან ფანტანივით სისხლმა ამოასხა. - ვაიმე!- ზურგით შევტრიალდი, რომ თავი ხელში ამეყვანა. სისხლიანი კადრები თვალწინ მედგა. სულ გავიყინე და სასწრაფოს მანქანისკენ ნელი ნაბიჯებით დავიწყე სვლა. ანდრეასკენ გახედვა აღარ მინდოდა. ვიცოდი რომ ყველაფერი დამთავრდა და მისი სისხლისგან დაცლისთვის ნამდვილად არ მინდოდა მეყურებინა. თავგზა აბნეული სასწრაფოს მანქანასთან ბალახზე ჩამოვჯექი და სული მოვითქვი. - გთხოვთ მითხარით რომ კარგად იქნება- სლუკუნით ვუთხარი ერთერთს და ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა.სრული სიჩუმე პოლიციის გამაყრუებწლმა სირენებმა შეცვალეს. გიჟებივით გადმოცვივდნენ. - ინფორმაცია მივიღეთ, მოწმეები გვყავს? - არა, ვიღაცამ დარეკა. რომ მოვედით უკვე ეს სიტუაცია დაგვხვდა. ეს ქალბატონი და კიდევ ერთი ბიჭი ჩვენთან ერთად მოვიდნენ. მგონი იცნობენ. - რათქმაუნდა, ჩვენი ბავშვობის მეგობრები არიან. ერთად გავიზარდეთ. პოლიციელმა ეჭვის თვალით ამათვალიერა. რათქმაუნდა ზედმეტად გადაპრანჭული ვიყავი აქაური სიტუაციისთვის. ახსნის თავი არ მქონდა. ისედაც ვიცოდი, ცოტახანში განყოფილებაში მოგვიწევდა მე და იოს დაკითხვაზე ყოფნა. კითხვაზე პასუხის მისაღებად ისევ ექთანს გავხედე აცრემლებულმა. - არ მოგატყუებ, სუსტად არის. იმაზე სუსტად ვიდრე სიმპტომები აქვს. მაშინვე ტვინიის რეფლექსური მხარე ამიციმციმდა. ღმერთო მარიამის ბავშვი! - ის.. ის ორსულადაა. - რა? კი მაგრამ რამდენი წლის არის?- თვალებ გაფართოებულმა იკითხა და მანქანაში შეძვრა, რომ მარიამი გაესინჯა. - ვიცი, პატარას შეხედულება აქვს. სრულწლოვნობამდე ერთი კვირაზე ნაკლები აკლია. - სწრაფად ავუხსენი და მის ქმედებებს ვაკვირდებოდი როგორ სინჯავდა. - ყველაფერს იქ გავარკვევთ. კარგია რომ მითხარი, სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ! მანქანიდან ჩამოვედი და იოანეს ჯიპს მივეყრდენი. ქალმა თავის კოლეგებს ხელითრაღაც ანიშნა. ისინიც მალევე მოშორდნენ ანდრეას და წამის მეასედებში მეორე მხრიდან სასწრაფოს მეორე მანქანამ ამოუხვია. ყველა ანდრეას მისცვივდა. ჩემს გვერდით ვერ გავიგე, როგორ დაქოქეს მანქანა და როგორ მოსწყდნენ ადგილს. კანკალით წავედი იოანესკენ, რომელიც განადგურებული სახით ჩემსკენ მოიწევდა. - იო, ძალიან ვწუხვარ- ცრემლებით ამევსო თვალები და მივეხუტე. - ცოცხალია ლილუ, ცოცხალი. მაგრამ ვაი იმ სიცოცხლეს! არ იციან საავადმყოფომდე მიუსწრებენ თუ არა.- ამოიხვნეშა და ცრემლები მოიწმინდა. თვალი მაშინვე გამექცა, როგორ შეიყვანეს ანდრეა მანქანაში და როგორ დაიძრა. - ჩვენ დაკითხვაზე. - ხმადაბლა მითხრა და პოლიციისკენ მანიშნა, რომლებიც თავიანთ მანქანასთან გველოდებოდნენ. თავი დავუქნიე, მანქანაში ჩავსხედით და უკან ხმის ამოუღებლად გავყევით… *ახლა* მარიამი:* დღეები წამებივით გადიოდა, დრო ქარივით მიქროდა.ყველაზე მაღალ სიჩქარეს ანვითარებდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მიქაძესთან საუბარმა ანდრეას არსებობის თითქმის ყველანაირი იმედი გადამიწურა.თითქოს მიწამ ჩაყლაპაო… მისი სახელი არცერთ საავადმყოფოში იყო დაფიქსირებული. ყველგან უძებნია სადაც კი შესაძლო იყო, მორგის გარდა. ხმის კანკალით ვთხოვე ესეც გაერკვია, ყოყმანით,მაგრამ დამთანხმდა… სამი დღე ვეძებდით, არც იქ იყო. მართლაც აორთქლებულიყო. ვერ ვიჯერებდი, თითქოს არც მომხდარა, თითქოს არც არსებულა, მაგრამ ჩემი მუცელი საპირისპიროს ამტკიცებდა… მის მერე გავითიშე. ვხვდებოდი, რომ ხანდახან საკუთარი სხეულიც მღალატობდა, ვჯდებოდი ოთახში, ვუყურებდი საკუთარ მკერდს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დაბერილიყო. ვუკიდებდი აკრძალულ სიგარეტს და ვიცოდი, რომ სამყაროში ყველაზე მეტად თორნიკე ბერიძე მეზიზღებოდა. როგორ მინდოდა, როგორ მინდოდა რომ სულ წამი მქონოდა წარსულის შესაცვლელად, მაგრამ ზოგჯერ ხომ ასეა, ვხვდებით რომ ვერაფერს შევცვლით. ყოველი დღე ერთი და იგივეს ემსგავსებოდა, ღამეს კი საკუთარ მუხლებთან უკვე დამეგობრებულ ცრემლებთან ვხვდებოდი… ახალწლამდე ორი დღე რჩება… რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ ანდრეას დაბადების დღეა. მოგონებების ნაკადი ერთიანად მარტყავს წიხლს და მაბრუებს. სარკის წინ თითქმის ბარბაცით მივდივარ და საკუთარ თავს ვუყურებ. თითქმის ჩემხელა მუცლის გამო უკვე ვერცერთ შარვალში ვეტეოდი, მაგრამ შეძლებისდაგვარად სამი ზომით დიდი პულოვერებით ამის დაფარვას ვახერხებდი. დანარჩენი ყველა ფიქრობდა რომ უბრალოდ წონაში მოვიმატე, ესეც იყო… ღმად ამოვისუნთქე და ტრადიციულად უზმოზზე პატარას მოვეფერე. უკვე მისი სქესიც ვიცოდი, ჩემში პატარა ქალბატონი იზრდებოდა.. დედა აშკარად მუშაობდა. მე კი გადაწყვეტილი მქონდა პატარა თავისი მამიდისთვის გამეცნო. ლიზა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ არ მყავდა ნანახი. ნათიასგან ვიცოდი, რომ მალევე გადავიდა თავის სახლში.. წყნარად ვისაუზმე, როგორც ნერვიულ ორსულს შეეფერება მწვანე ჩაი დავლიე, რათა ოდნავ დავემშვიდებინე. თბილი, ფუმფულა, წითელი შარფი მოვიხვიე, შავი მანტო მოვიცვი და გარეთ გავედი. ალბათ ორი წუთი სადარბაზოსთან გაშეშებული ვიყავი და ფეხს არ ვდგამდი. ერთი თვეა სახლიდან არ გავსულვარ. ვისაც ჩემი ნახვა უნდოდა ყველა აქეთ მოდიოდა, ლილუ და სანდრო ლამის უკვე ჩემთან ცხოვრობდნენ. პატარას ხელი მოვკიდე და ჩამეცინა, როდესაც გამახსენდა ძილში ჯაჭვლიანმა ფლომასტრით რაღაცეები როგორ დამახატა. მაშინ საშინლად გავბრაზდი და პანიკები ავუწიე.. ის კი ხარხარებდა და ჩემს ორსულობას აწერდა ყველა ჩემს წამოფრენას. წასვლა ფეხით მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა უკვე ნახევარი გზა მქონდა გავლილი როცა მივხვდი, საამისოდ ფორმაში არ ვიყავი და იქვე სკვერში ჩამოვჯექი. მზეს მივეფიცხე, რომელიც სითბოს ოდნავაც არ ასხივებდა. ვუყურებდი ჩემს წინ ხუთი-ექვსი წლის ბავშვები საქანელებზე როგორ ერთობოდნენ და მეღიმებოდა. ყველაფერი რა სწრაფად ხდება პატარავ არა?! ფეხები საშინლად გაბუჟებული მქონდა, მინდოდა ფეხსაცმელი გამეხადა და ისევ ჩემს საწოლზე მივწოლილიყავი, ტკბილეული მეჭამა და რაიმესთვის მეყურებინა. ჩემი ოცნებებიდან ნაცნობმა ჩხაკუნმა გამომიყვანა, თუმცა ვერ მივხვდი ეს რისი ხმა იყო. გარშემო საეჭვოს ვერაფერს ვხედავდი. ალბათ მომეჩვენა. ორსულობას რა არ ახასიათებს?! საკუთარ ფიქრებზე მეცინებოდა, წამოდგომას და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, როცა ხმა გამეორდა. უკვე სახე დავასერიოზულე და ეჭვის თვალი მივავლე გარემოს. საეჭვო არაფერი, სანამ ჩემგან მარცხნივ დიდი სხეული არ მომიჯდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თვალებში შეშინებულმა შევხედე. აშკარად არ ვიცნობდი…წარსულის ტრამვებმა მაშინვე თავი იჩინეს და სხეული ერთიანად ამიკანკალდა. - მაპატიე, შეშინება არ მინდოდა- თბილი ხმით მითხრა და შემდეგ კისერზე ჩამოკიდული ფოტოაპარატი დამანახა. აი საიდან მეცნობოდა ხმა! - ფოტოები გადამიღეთ?- შეშინებულმა, ოდნავ დაბნეულმა ვკითხე და შეძლებისდაგვარად გავზარდე ჩვენს შორის მანძილი. - კი, რამდენიმე. თუ გინდა, განახებ კიდეც. - ეს ხომ, უკანონობაა?.. - მაპატიე, ბოდიში. აი ახლავე წავშლი… უბრალოდ სამხატვროზე ვსწავლობ ამ განხრით- ფოტოაპარატზე მანიშნა და გააგრძელა- რაიმე კარგს, ნათელს ვეძებდი ამ მოღუშულ თბილისსში, რომ დამეხატა და საშობაო გამოფენაზე წარმედგინა. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. მართალი ხარ, ვშლი, ახლავე… დაბნეულმა ჩახარა თავი და ფოტოაპარატზე ღილაკებს წკაპუნი დაუწყო. - კარგი, მოიცადე. თითქოს თვალები აენთო და თავი ამოწია. უზომოდ შავი თვალები… - უხეშად მომივიდა, ამის ბრალია, ხომ ხვდები- მუცლისკენ თითი გავიშვირე და ძალით გავიცინე. - ანუ, უფლებას მაძლევ დავიტოვო? - თუ ასე ძალიან გჭირდება..- ხელი ავიქნიე და მხრები ავიჩეჩე. ჩაეღიმა, მარჯვენა ლოყაზე სამჯერ ჩაეჩუტა კანი. დედაჩემს მახსენებდა.. - მადლობა. ისე გამიკვირდა, ორსული მარტო რომ იჯდა პარკში. - ასეც ხდება ხოლმე- კვლავ ძალით გავიღიმე. მისი სიტყვები ჭრილობაზე მარილის დაყრას გავდა. - რამე არასწორად ვთქვი? წესით ბედნიერი უნდა იყო. - ვარ კიდეც. - არა, არ ხარ. ვხედავ ამას. თვალებში შევხედე და გამეცინა, გულწრფელად გამეცინა. სრულიად უცხო ადამიანთან ასეთი განხსნილი საუბარი ძალიან მეუცხოვა. - ძალიან შავი თვალები გაქვს- გაუაზრებლად ვუთხარი. - შენსავით. წამით დავფიქრდი. მართალი იყო. ლამის სულ დამვიწყებოდა, ჩემი ვიზუალური მხარე, როგორი ვიყავი. ჩემში ამ მომენტისთვის მხოლოდ ჩემს პატარა გოგონას ვხედავდი. - მოკლედ აღარ მოგაცდენ, წავალ. ფოტოები თუ გინდა შეგეხმიანები- თავისი მობილური გამომიწოდა, წამით დავიბენი, თუმცა შემდგომ მივხვდი რასაც გულისხმობდა. სწრაფად გამოვართვი და ნომერი ჩავუწერე, საკუთარ სახელთან ერთად. - სასიამოვნოა, მარიამ. გამეღიმა, და შემდეგ მივხვდი: - ღმერთო, რა უტაქტო ვარ. და შენ?.. - დემე.. დემეტრე. ღიმილით დავუქნიე თავი და ისიც სწრაფი ნაბიჯებით მომშორდა. მგონი არც ისე ცუდი იყო ჩემი იზოლაციის შემდგომი პირველი დღე. ფეხზე ზოზინით წამოვდექი და ავალიანების სახლისკენ გავეშურე. ყოველი ჩემი ქმედება მოგონებებს მიღვიძებდა. ნოსტალგია ბინძური მატყუარაა. რომელიც გაჩვენებს რომ ყველაფერი იმაზე კარგად იყო ადრე ვიდრე წარმოგვედგინა…ახლა კი, არაფერი გამაჩნია. ეზოში უყოყმანოდ შევედი და ასევე დავრეკე კარზე ზარი. დაახლოებით ათ წამში, ხალათში გამოწყობილმა ლიზამ გამიღო კარები. ჩემს დანახვისას სახე გაუთეთრდა თითქოს ენა გადაეყლაპაო. უხერხულად გავუღიმე -შეიძლება?- თავი დამიქნია და გაიწია, რომ შევსულიყავი. საკიდთან ერთად მივედით. - რამდენი დრო გავიდა- ამოილაპარაკა და გამიღიმა. თვალი იქაურობას მოვავლე და ღრმად ამოვისუნთქე. -სანამ ერთმანეთს მოვიკითხავთ, ვფიქრობ არის რაღაც, რაც უნდა იცოდე- ხმადაბლა ვუთხარი და თავი ჩავხარე. - მშვიდობაა? ანდრეაზე რამე გაიგე?.. - არა ლიზა, ვიღაც უნდა გაგაცნო- გავიღიმე და მანტო გავიხადე. თვალები ლამის გადმოსცვივდა როდესაც ჩემს მუცელს შეხედა. პირი გააღო, აშკარად სიტყვებს ვერ პოულობდა, გაოგნებული ხან მე შემომხედავდა, ხან მუცელს. - წამოდი, დავსხდეთ. - ხმის კანკალით მითხრა. მანტო ხელიდან გამომართვა, იქვე დაკიდა და წინ გამიძღვა. მისაღებში შევედით. ყველაფერი ძველებურად იყო. ჩემი და ანდრეას ფოტოსურათებიც კი… გამიკვირდა ლიზამ ისინი რომ არ გააქრო აქედან. იქვე ჩამოვჯექი. გვერდით მომიჯდა და ინტერესით შემომხედა. - იმ დღეს ვაპირებდი ანდრეასთვის თქმას, მაგრამ არ გამიმართლა.- მიმიხვდა რაზეც ვთქვი და თავი დამიქნია. - არ მჯერა, გეფიცები- ხმადაბლა ამოილაპარაკა და საზურგეს მოეყრდნო.- მერამდენეში ხარ? - მეექვსე. გოგოა. ვიფიქრე უნდა გცოდნოდა. ბოლობოლო მამიდა გამოდიხარ. მამა თუ არა, შენ მაინც ყავდე…- ღმად ამოვისუნთქე, პატარას მოვეფერე და ლიზას გავხედე- თუ შენ გინდა რათქმაუნდა, არაფერს გაძალებ. - არა, რას ამბობ! ანდრეა მეც ძალიან მენატრება. ეს ბავშვი მის ხსოვნას შეგვინარჩუნებს. - ისე ამბობ თითქოს.. მოკვდა..- ბოლო სიტყვაზე ხმა გამიწყდა. - მიწამ ჩაყლაპა, მარიამ. ეს სიკვდილზე უარესი არ არის?- ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. ხმავერ ამოვიღე. - შეიძლება?- მკითხა და ხელი ჩემი მუცლისკენ წამოიღო. -კი, მოდი.- ფეხზე წამოვდექი და მასთან მივიწიე. ფრთხილად შემახო ხელი მუცელზე და გაეღიმა. მისი ღიმილი ანდრეას ძალიან მახსენებდა. ერთნაირი ჰქონდათ. - წამოდი. რამეს გაჭმევ, ალბათ გეშიება- სამზარეულოსკენ გავიდა. ჩუმად გავყევი მეც. - შეიძლება წასვლის წინ ანდრეას ოთახში ავიდე?- ხმადაბლა ვკითხე. - კი, რაპრობლემაა. ისე, ძალიან დავიღალე აქ მარტო ცხოვრებით, რამდენჯერმე თუ დარჩები ხოლმე, გამიხარდება. თან მგონი, ძალიან აღარ მეზიზღები- ბოლო სიტყვებს სიცილი დააყოლა, რამაც მეც ამიყოლია და დაჭრილი ხილი მაგიდაზე დადო. - შენც შეგიძლია ხოლმე გამოიარო. - გამოვივლი. უბრალოდ მაშინ იმდენად შეგაწუხე.. - არანაირად არ შევწუხებულვარ, ლიზა. - რას არქმევ ისე? მოფიქრებული გაქვს? - თებეა. ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ მომწონს. -პირველად მესმის. ორიგინალურია. გამიღიმა. უამრავ ზოგად თემას მივედ-მოვედეთ. მომიყვა მაგდაზე და ვახოზე. ვახო ახალი გამოსული იყო ციხიდან, ფეხზე დადგომა ახლიდან დაეწყო ოჯახს, ვინაიდან ფინანსების მხრივ ძალიან ჩავარდნენ. ანდრეაზე მათაც არაფერი იცოდნენ. რაც შეეხება თორნიკეს, მისი ხსენებაც არ უნდოდა ლიზას, იმდენად ჰქონდა გული აცრუებული. ალბათ ორი საათი ლაპარაკში გავატარეთ, შემდეგ სანდრომ მომწერა, სად ხარ გამოგივლიო. ნახევარ საათში მოვიდოდა. მანამდე დრო ვიხელთე და მეორე სართულზე ნელა ავედი. მისი ოთახის კარის წინ ვიდექი. ხელი სახელურზე მეკიდა, თუმცა გაღებას ვერ ვბედავდი. გული მისკდებოდა იმის გააზრებისგან რომ შიგნით სიცარიელე დამხვდებოდა. ძველებურად არ გამიღიმებდა და მკლავებში არ ჩამიკრავდა. არ ჩავრთავდით ძველ, ნესტიან ფირს, რომელიც ჩვენს საყვარელ მელოდიას ააჟღერებდა და არ ვიცეკვებდით მასზე. არ მაკოცებდა, არ მიმიხუტებდა ძილის წინ.. ცრემლების შეკავებისგან ყბა დამეჭიმა. თავისუფალი ხელით სწრაფად შევიმშრალე და კარები შევაღე. მართალი აღმოვჩნდი. ყველაფერი ისევ იქ იყო, სადაც ბოლოს დავტოვე, ერთი განსხვავებით. ლიზას როგორც ჩანს, მისი ტანსაცმელი დაეკეცა და იქვე დაელაგებინა. ნელა გადავდგი ნაბიჯები საწოლისკენ, კარადას ჩავუარე და რაფასთან მივედი. წინ საკუთარი სილუეტი მედგა, მის მაისურში გამოწყობილი როგორ ვიჯექი და ვეწეოდი სიგარეტს, თუმცა ანდრეას წარმოდგენა უკვე მიჭირდა. აქ ყოფნა ენით აუღწერელ ტკივილს მანიჭებდა. იმდენად დიდს, რომ ტირილის ძალაც აღარ შემწევდა. კარადიდან მისი ერთერთი პულოვერი ამოვიღე, ორივე ხელით მივიტანე ცხვირთან და მისი სურნელი შევისუნთქე. ამის გარეშეც მახსოვდა, მაგრამ საშინლად დამაკმაყოფილა. ჩემში არსებული სიცარიელე იმ ჰაერით ამოავსო, რომელსაც მისი სურნელი დაჰკრავდა. აქედან წასვლის დრო იყო. პატარა ჩანთაში მისი ორი სვიტერი ჩავიტენე და დაბლა ჩავედი რომ ლიზას დავმშვიდობებოდი. - აბა?... - რთული იყო- გულახდილად ვუპასუხე და ძალით გავუღიმე. - ამას არ უნდა აკეთებდე. ზედმეტად კარგი ხარ- მანაც გულწრფელად მიპასუხა, თუმცა ორაზროვნად, როგორც ავალიანებს ჩვევიათ. - ხო მართლა, შენი მეგობარი სამზარეულოშია, გელოდება- ხმადაბლა მითხრა. გამიკვირდა. ადრე მოსულა. ჯაჭვლიანმა დამინახა თუარა გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. გადამეხვია. - წავიდეთ? - კი. ხო მართლა ლიზა, სასიამოვნოა შენი გაცნობა. შეხვედრამდე- ყურებამდე გაუღიმა და კარი გამოხსნა. მანტო სწრაფად მოვიცვი, ლიზას მეც დავემშვიდობე და გარეთ გავედით. - “შეხვედრამდე”- გავაჯავრე მისი ხმით და დავცინე- ავალიანი მოგეწონა? - რა? არა. - შენი თავისთვის უნდა შეგეხედა. - კაი მარიამ, მომეშვი- გამებუსხა და მანქანა დაქოქა. გადავიხარხარე და ღვედი გადავიჭერე. - არა მართლა, თუ გინდა კარგად გაგაცნობ. - თებეას უმადლოდე ახლა, რომ არაფერს გეუბნები- სიცილით მიპასუხა. მოვეშვი. აშკარა იყო, ლიზას მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნდა მაგრამ ამას არ აღიარებდა. სახლში ბაჯბაჯით შევედი, ჯაჭვლიანი უკან მომყვებოდა. ნათია უკვე სახლში იყო. - სად იყავი?- მზურველი, ცოტა ნერვიული ხმით გამომხედა დედაჩემმა და ფეხზე წამოდგა. - ჩემთან იყო გამოსული.- ჩემი დუმილი სანდრომ გაამართლა და ნათიას გაუღიმა. მიმიხვდა, რომ ავალიანის ხსენება დედაჩემთან არ მინდოდა. უხმოდ გავედით ოთახში. - როგორ ცივა, ერთი ახალი წელი ხომ არ აგვეღნიშნა. შინაურებს კარგად წაგვექეიფა, რას იტყვი?- ხელები ერთმანეთის ხახუნით რადიატორს მიადო რომ გამთბარიყო და კედელს მიეყრდნო. კისრიდან შარფი მოვიხსენი და იქვე დავდე. სანდრო თვალს არ მაშორებდა. - მარიამ ჩამოფრინდი, გკითხე რაღაც. - ხვალ ანდრეას დაბადების დღეა. თვალებში შევხედე და ურეაქციოდ, სწრაფად მივაყარე სიტყვები ერთი ერთმანეთზე. წელში გაიმართა, გასწორდა და ახლა ჩემს საწოლზე ჩამოჯდა - არ ფიქრობ რომ დროა? - დროა? რისთვის სანდრო?! - ხო ხვდები, ღმერთმა იცის სად არის. შენი გულის ტკენა არ მინდა, მაგრამ რომ აინტერესებდე, ერთხელ მაინც შეგეხმიანებოდა. თან..- ხელი ჩემი მუცლისკენ აიქნია და შემდეგ თვალებში ჩამაშტერდა. მისი სიტყვები ჩემს გონებაში ექოსავით დარბოდნენ. საფერთქლები საშინლად ამტკივდა. - გთხოვ წადი, დაღლილი ვარ. უნდა დავისვენო.- ზედ არ შემიხედავს კარებისკენ წავედი და გავუხსენი. ამოიხვნეშა. ყველაფერს მიმიხვდა და ჩუმად დატოვა ჩემი ოთახი. ურეაქციოდ მივხურე კარები და საწოლზე წამოვწექი. რა აზრი ჰქონდა ვინმესთვის რაიმეს ახსნას? ყველა ერთი და იგივეს გაიმეორებდა, როგორც კასეტის ფირზე ჩაწერილი, მოკლე მეტრაჟიანი სიტყვები. რატომ არ მქონდა რეაქცია?! ამ ორი თვის განმავლობაში მსგავსი სიტყვები უკვე არა ერთხელ მოვისმინე და მივეჩვიე. უკვე ურეაქციოდ ვეგებებოდი. ანდრეა მის ‘ყოფაში’ არავის მოსწონდა და ახლა მითუმეთეს უმეტესობა ამას დაუფარავად ამჟღავნებდა. ზუსტად ვიცოდი ხვალ, ახალ წელს ყველა ჩემთან მოვიდოდა. ნათიას ჩემი სადმე გაშვება ახალწელს უკვე ეშინოდა. მაკამ ნაადრევ მშობიარობაზე ხუთი ლექცია ჩამიტარა. უკვე ყველაფრისგან დავიღალე. ვხვდებოდი, რომ ანდრეა მეკლდა. მისი ტუჩები ჩემს შუბლზე, ან თუნდაც მუცელზე. უკვე ისიც არ ვიცოდი რას ვგრძნობდი. ჩემი პატარას სიყვარულმა ანდრეა დაჩრდილა და თითქოს ნელნელა შლიდა. მაგრამ მისი რაღაც ნაწილი ჩემში ისევ ცოცხლობდა, და ალბათ არც არასდროს გაქრებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. უცხო ნომერი მირეკავდა. ოდნავ დაძაბულმა, თუმცა მშვიდად ვუპასუხე: -გისმენთ? -მარიამ? -კი, რომელი ხარ? -დემეტრე, დღეს შევხვდით. მომავალი ფოტოგრაფი- მის სიტყვებს სიცილი დააყოლა,მაშინვე გამეღიმა. -ხო,დემე.. გამარჯობა. -ფოტოები დავბეჭდე. რას იტყვი, რომ ასლი პირადად მოგაწოდო? - კარგი, რა პრობლემაა. - ხვალ შევხვდეთ? -ხვალ..- ანდრეას აჩრდილი თვალებზე ამეკრო, მაგრამ მაშინვე მოვაშორე და ვუპასუხე- ხვალ ბევრი საქმე მაქვს. ვიწრო წრეში ავღნიშნავთ, მისამართს მოგწერ, გამიხარდება თუ შემოივლი. - ანუ, დაპატიჟებული ვარ? - კი. დაპატიჟებული ხარ- სიცილით ვუპასუხე და გავუთიშე. ამ ბიჭს არც კი ვიცნობდი მაგრამ მისგან ძალიან დიდი, დადებითი მუხტი მოდიოდა… *** ნათიას სუფრის გაწყობაში ვეხმარებოდი, უამრავი ჩემი საყვარელი კერძი მოამზადა და ერთი სული მქონდა, როდის დავაგემოვნებდი სათითაოდ. -მარიამ, ღვინო გამოიღე? -არა დედა, ღვინოზე ხომ იცი რა მემართება- თვალები ავატრიალე და სერვანდში შედებულ ხუთ ლიტრიანს დავეჯაჯგურე - შეეშვი მძიმეა, მე ავწევ- მაშინვე ხელიდან გამომტაცა და სამზარეულოში გაიტანა- თავს რატომ არ უფრთხილდები? - კარგი დედა, ნუ იწყებ გთხოვ. ხუთი კილოს აწევა შეგვიძლია როგორღაც ორ ქალბატონს- თებეას მუცელზე მოვეფერე და ნათიას გავუცინე. თვალები ამიბრიალა და გამიცინა. - სად არიან ამდენ ხანს, საშინლად მშია. - დაველოდოთ ცოტა ხანიც, ჯერ ცხრა ხდება. დედაჩემს გავხედე, ფუსფუსში ზედმეტად გართულიყო. მისაღებისკენ ჩუმად გავედი და თეფშზე რამდენიმე ნაჭერი ხორცი გადავიღე, ზემოდან საცივის სოუზი მოვასხი და სავარძელში განებივრებული ჩავეშვი. უგემრიელესი იყო! საშინლად მშიოდა. თითქმის შუადღის შემდეგ არ მქონდა ნაჭამი. კარების ხმისას თავი ავწიე, რომ დამენახა ვინ იყო. ლილუ, იოანე და მაკა ნათიას დამდეგს ულოცავდნენ და ჟრიამულობდნენ. როგორც იქნა საჭმლით გატენილი პირი გავისუფთავე და ღიმილით გავხედე ‘სტუმრებს’. მაკამ მოსუფთავებული თეფშით დამინახა, თუ არა სიცილი აუტყდა და ნათიას გასაგონად შემომძახა: - ვიღაცამ მადას ვერ გაუძლო. - კარგი რა, მაკ.-გავუცინე და ფეხზე წამოვდექი.თეფში იქვე გადავდე და გადავეხვიე. ნათია დაბღვერილი გამოვიდა. - მარიამ! ხომ გითხარი დაველოდოთთქო, რა საქციელია. - დაანებე ნათი თავი, ეპატიება- გაუცინა მაკამ და სამზარეულოში გაყვა. - აბა ჩვენი გაბერილი გოგო როგორაა- გადამკოცნა იოანემ. - იმას თუარ ჩავთვლით რომ სულ მშია, კარგად- მე და ლილუს ერთიანად გაგვეცინა. - თქვენ არ აპირებთ?- ჩემს კითხვაზე ორივემ ერთმანეთს გახედა და ერთროულად მიპასუხა:- არა! - კარგი კარგი, ვიკითხე უბრალოდ- ჩავიცინე და საკუთარ ადგილს დავუბრუნდი. - აბა, ვის ველოდებით?- გვერდით მომისკუპდა ლილუ. - სანდროს, ლიზას, მგონი მეტს არავის. ნათიამ თუ დაპატიჟა მეზობლები არ ვიცი.- მხრები ავიჩეჩე და ტელევიზორში არხი შევცვალე. - ყოველ წელს ეს იუმორინა ყელშია- ხელი აიქნია იოანემ. - ეჰ იო, დედაჩემი გიჟდება. მაგიდაზე დადებული ტელეფონი აინთო და აბზუილდა. ლილუმ მომაწოდა და წარბაწეულმა დახედა უცხო ნომერს. ღმერთო დემეტრე! სულ დამავიწყდა! - და კიდევ ამას ველოდებით. - ვის?- წყვილმა ისევ ერთხმად იკითხა. მათი კითხვა დავაიგნორე, პლედი მოვიხვიე და სადარბაზოში გავედი. - ხო დემეტრე.. - მარიამ, შენი შემოთავაზება ისევ ძალაშია? - კი, რათქმაუნდა! - როგორც მითხარი მისამართი, კორპუსის წინ ვარ და.. - კარგი, მესამე სადარბაზო, ლიფტით მეოთხეზე ამოდი და დაგხვდები. - როგორც მეტყვით- ჩაიცინა და გამითიშა. რა თბილი ხმა ჰქონდა! პლედით აბუზული კართან ვიდექი. მალე გაისმა ლიფტის ამწევების ხმა და კარიც გაიღო. წელში გავიმართე, რომ დამენახა. გადამეხვია, თუმცა მუცელმა ოდნავ ხელი შეგვიშალა და უხერხულად გავიწიე. - დამდეგს გილოცავ- პატარა შეხვეული საქაღალდე გამომიწოდა. მივხვდი შიგნით ფოტოსურათები იდო. გამეღიმა და გამოვართვი. - შიგნით შემოდი, საშინლად ცივა გარეთ. - მაინც მალე ვარ წასასვლელი.. თითქოს დარჩენას ყოყმანობდა. აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს, რაც უფრო მეტ ეშხს მატებდა. - ოჯახში ხვდები? - არა, მარტო ვცხოვრობ. ნაჩხუბრები ვართ- მოკლე თმები ხელით აიქექა, თავი გააქნია და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი. გამიხარდა, როდესაც საბოლოოდ დარჩენა გადაწყვიტა. - მარიამ სანდრო მოვიდა? - არა დედა, მოდი გაგაცნობ- მორცხვად გავხედე დემეტრეს, რომელიც ქურთუკს იხდიდა. გამიღიმა და დედაჩემს ასევე ღიმილით გახედა. ნათია დაიბნა, ხან მე შემომხედავდა ხან მას. - დედა ეს დემეტრეა, ჩემი მეგობარი.- თვალებით ვანიშნე. რომ შემდეგ ავუხსნიდი ყველაფერს. თავი დამიქნია და მას მეგობრულად გადაეხვია. სუფრისკენ გავუძეხი. წყვილმა იგივე რეაქციით შემომხედეს. ლილუს თვალები გადმოვარდნაზე ჰქონდა, იოანეს კი პირზე o- გამოესახა. - გაიცანით ეს დემეტრეა- დემემ ხელი გაუწოდა ჯერ იოანეს, შემდეგ ლილუს. - დემეტრე, იოანე და ლილუ, ჩემი ბავშვობის მეგობრები. თავი ღიმილით დამიქნია და მათ მიუბრუნდა: - სასიამოვნოა. იოანესთან ერთად სუფრას მიუჯდა, ლილუმ ხელი მკლავში წამავლო და გვერდით გამიყვანა. - ეს ვინარი გოგო- მისი სახე სრულიად პანიკას მოეცვა. - პარკში გავიცანი, კარგი ბიჭია. ფოტოგრაფია. - რა პარკში გოგო, მე მატყუებ? - ლილუ არ გატყუებ. - სახლიდან არ გადიხარ მარიამ. ლამის აქ ვცხოვრობ. - გუშინ გავედი. ლიზა ვნახე, და მაშინ. - ღმერთო ყველა უცნაურობას მტვერსასრუტივით როგორ ისრუტავ.- ხელი აიქნია და ჩაიცინა. - წამოდი დავბრუნდეთ, უხერხულია. გთხოვ ნათიას რომ რამე, უთხარი რომ იოანესგან ვიცნობ. - კარგი, მოვახერხებ როგორმე ვუთხრა მაგას. ღიმილით დავბრუნდი. ორი ქალბატონი მაგიდასთან ფუსფუსებდა ყველაფრის იდელიაში მოყვანას ცდილობდა. - ლამაზი სახლი გაქვს.- მითხრა მაშინვე, გვერძე როგორცვე მივუჯექი. - არცისე, მადლობ- უხერხულად გავუღიმე. პროფილში მომშტერებოდა. - აბა, გაიცანით კარგად ერთმანეთი?- გადავწვდი იოანეს. - რათქმაუნდა, მარიამ- გამეკრიჭა მიქაძე, რამაც დემეტრეს ღიმილი მოჰგვარა. - თითქმის არაფერი ვიცით ერთმანეთზე, უხერხული არ არის აქ რომ ვარ? - არა, დამშვიდდი. ეს ღამე გადავაგოროთ ოღონდაც- ღიმილით დავამშვიდე. მაშინვე ხელი ხელზე დამადო და თვალებში ჩამაშტერდა. გამაჟრიალა. რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც კარები ხმაურიანად ჯაჭვლიანმა შემოაღო. ორივე ხელში შუშხუნები ეჭირა და გაურკვეველ სიმღერას მღეროდა. ლილუს მაშინვე სიცილი აუტყდა. ხმაურზე ქალბატონებმაც სამზარეულო დატოვეს და გამოვიდნენ. სიცილით დემეტრეს გავხედე რომელიც გაკვირვებული, თუმცა ურეაქციოდ იყურებოდა. - მოგესალმები ჩემს სწრეში. ეს ყველაზე ნორმალურია რასაც ნახავ- სიცილით ჩავჩურჩულე და ფეხზე წამოვდექი. - ოხ სანდრო, წლები გემატება და ჭკუა არა- მხარი გაკრა მაკამ და დაჭრილი პური სუფრაზე დადო. - არ მოუსმინო სანდრო, ჯობია მასეთი დარჩე- გაამხნევა ნათიამ და უკვე ჩამქრალი შუშხუნები გამოართვა. - ჩემი გაბერილიი- დაიყვირა და ჩემ მიმართულებით წამოვიდა. ვერ გავიაზრე, ისე ამიტაცა ხელში და აქეთ-იქეთ მაბზრიალებდა. - სანდრო დამსვი! რას აკეთებ!- თითქმის ვყვიროდი, მაგრამ მაინც მეცინებოდა. მის საქციელს ვხვდებოდი, უკვე ერთიანად სასმლის სუნი ჰქონდა. მაშინვე იატაკზე დამაბრუნა,როდესაც დემეტრე დაინახა. - უი, ვერ გამაფრთხილეთ?!- გადახელა ლილუს და იოანეს. -სტუმარი გვყოლია.მე სანდრო- გაუღიმა და ხელი გაუწოდა დემეტრეს. - დემეტრე, სასიამოვნოა. გაურკვეველი ღიმილი გაცვალეს ერთმანეთში. სუფრას მივუჯექით. მარცხნივ დემე მეჯდა, მარჯვნივ სანდრო. - სანდრიკ მაგარი უნდა გაგიჩალიჩო- სიცილით ჩავჩურჩულე და მხარი გავკარი. - რაზე ტო? რა დღეში ვარ, კიდე ეგ მინდა? - ხუთი წუთიც მოიცადე.- ლიზა სადაც იყო მოვიდოდა. სპეციალურად ჯაჭვლიანის გვერდით ადგილი თავისუფალი დავტოვე. ამას ვანახებდი როგორ უნდოდა ჩემთვის გრძნობების დამალვა! - ხომ არ მოიწყინე?- მივუბრუნდი დემეტრეს. - არა, სანდრო შენი ქმარია? სიცილი ამიტყდა. - არა, არა. ღმერთმა დამიფაროს. - სიცილით ვუპასუხე- ჩემი ბავშვობის მეგობარია ესეც. ფაქტიურად ძმა. - ანუ გამოდის თითქმის ყველას ვიცნობ შენს წრეში, მის გარდა.- გამიღიმა და წყალი მოსვა. უხერხულად თავი ჩავხარე. ანდრეას ხსენება არ მინდოდა. ფიქრზეც კი ერთიანად მბურძგლავდა. - არა, ის არ მოვა. - თავი ჩავხარე და ვეცადე ყელში მობჯენილი ბურთი უკან გადამესროლა. - რა უტაქტოვარ, მარიამ. მაპატიე. არუნდა მეკითხა. - არა, არაფერია. შენ არაფერი იცოდი- დამაჯერებლად გავუღიმე და თავი დავუქნიე. - აბაშიძე მარიამ ვერ გადამირჩები!- გადმომძახა სანდრომ. ყველაფერს მივხვდი. როდესაც დავინახე ლიზა ნათიას როგორ ესაუბრებოდა. - შენ ხო რეაქცია არ გაქვს, მე რა შუაში ვარ- მხრები ავიჩეჩე და დემეტრეს მივუბრუნდი. სახეზე ვატყობდი მიხვდა, რაც ხდებოდა და ეღიმებოდა. - მაჭანკლობ ხომ? - სულ ცოტატი- გავუცინე.- ლიზ, აქეთ მოდი- დავუძახე და ხელი დავუქნიე. გაიღიმა და ჩვენსკენ წამოვიდა. ყველას ერთად მიგვესალმა და თავისუფალ ადგილას ჩამოჯდა. შავი მბზინავი კაბით არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ჯაჭვლიანს ყბა ლამის ძირს ეგდო, რაზეც მე და ლილუ სიცილს ძლივს ვიკავებდით. ქეიფიც დაიწყო. ყველაფერი დავაგემოვნე. დემეტრემ თითქმის არაფერს დააკარა პირი იმდენად ერიდებოდა. მაგრამ ერთი ორი სადღეგრძელო მაინც თქვა, რომ სანდროს და იოს არ ჩამორჩენოდა. რათქმაუნდა, მათ შორის მეც და ჩემი პატარაც ნახსენები ვიყავით. - აბა მალემალე, ყველამ ერთად დავითვალოთ- უცებ ფეხზე წამოგვახტუნა ყველა სანდრომ და გიჟივით ათიდან ერთამდე უკუთვლა დაიწყო. არ გამომპარვია, ლიზასთვის წელზე როგორ ჰქონდა ხელი შემოხვეული. ლიზას ვატყობდი მორცხვობდა, არადა ლიზა ავალიანი მორცხვი არ არსებობდა! უბრალოდ გამორიცხული იყო! ათ წამში ყველა იქ მყოფი ჯაჭვლიანმა გამოგვაშტერა, როდესაც ზუსტად თორმეტ საათზე ლიზას ტუჩებს დაეძგერა. ლილუს მხოლოდ გაეცინა და არ დაუყოვნებია იოანეს გადასწვდა. - გილოცავ- ხმადაბლა მითხრა დემეტრემ და ლოყაზე მაკოცა. ნათიას ცალი თვალით გავხედე, მაკას ეჭორავებოდა თუმცა ჩემსკენაც იჭვრიტებოდა ხოლმე. დემეტრეს ქცევაზე ჩამეღიმა. როდესაც თითო ჭიქა ყველამ საფირმოდ დალია ახალი წლის აღსანიშნავად, რათქმაუნდა ჩემს გარდა, დემეტრეს ვანიშნე გამომყოლოდა. პლედი მოვიფარე და აივანზე გავედით. - აბა, დემეტრე, მომიყევი შენზე- გავუღიმე და იქვე დადებულ სიგარეტს გადავწვდი- მოწევ? - ეწევი?- სახე მოექუფრა, ეს გამომეტყველება მეცნობოდა. გთხოვ არა! ახალი წელი ახალ დასაწყისს ნიშნავს! - ძალიან იშვიათად. ადრე ინტენსიური მწეველი ვიყავი. ახლა თებეას გამო ვცდილობ. ხომ ხვდები. სახე დავმანჭე და სიგარეტს მოვუკიდე. - მე არ ვეწევი.- წარბები ავუწიე და კოლოფი თავის ადგილას დავაბრუნე.- ანუ თებეა?- მუცელზე დამხედა. - კი, ქალბატონია- მუცელს მოვეფერე და შემდეგ ნახევრად ჩაწვარ სიგარეტს დავხედე. მაშინვე მოაჯირს მივაწვი და გადავგდე- მართალი ხარ, არუნდა ვეწეოდე..- ხასიათი მაშინვე მომექუფრა და იქვე ჩამოვჯექი. - ორსულთა ხასიათის ცვალებადობა?- ჩაიცინა და გვერდით მომიჯდა. - რაღაც მსგავსი- ძალით გავუცინე და გავხედე. - რა გაინტერესებს ჩემზე? - იმდენი, რამდენის ცოდნასაც შენ მოისურვებ ჩემზე.- წარბები ავუწიე. - მარიამ, საკმაოდ ნასვამივარ ამ საუბრისთვის, მაგრამ ორსულ გოგოსთან ფლირტი?.. თავი უკანასკნელი უნამუსო კაცი მგონია. - რა?- თავი გაუგებრობის ნიშნად გავიქნიე. - ოჯახი გაქვს, შუაში ჩადგომას არ ვაპირებ.-ხელი აიქნია და ჰორიზონტს გახედა. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. - ოჯახი რომელზეც შენ ლაპარაკობ, არ არსებობს. მხოლოდ მე და თებეა ვართ. თუ წასვლა მოგინდება ახლავე, გავიგებ, მართლა. - ღმერთო მარიამ.. მაპატიე. სასმლის ბრალია- გიჟივით ფეხზე წამოხტა. -მხოლოდ ორი დღეა გიცნობ.. - მგონი სამყარო ხვალ არ სრულდება, ხომ?- გავუღიმე.მართლა იყო მასსში რაღაც რაც მიზიდავდა. იმას არ ვამბობ, რომ მომეწონა. უბრალოდ საინტერესო პერსონა. და ისიც რომ ჩემს მიმართ ვითომ გრძნობები გააჩნდა სასმელს ვაბრალებდი.ასე, ჯაჭვლიანი ყოველ წელს სიყვარულს მიხსნიდა. - ჩემი წასვლის დროა. - ანუ, მიდიხარ?- თავი სინანულით ჩავხარე. - ხვალამდე, მარიამ- სახე გამიბრწყინდა და ღიმილით ავხედე. - ხვალამდე.- გავუცინე და კარამდე გავყევი. დავემშვიდობე თუ არა, უკან დოინჯით სანდრო ამომიდგა. - აბა მოყევი ერთი რეებს ხლაფორთობ- წარბები ამითამაშა და ხელი დამავლო. მაკას და ნათიას გავხედე სამზარეულოში, ყავას სვამდნენ.უკვე ვიცოდი, აქეთ არც გამოვიდოდნენ. ასე რომ, მთელი ღამე არ შეგვაწუხევდნენ. ლიზა უხერხულად იჯდა ისევ და ლილუს ესაუბრებოდა რაღაცაზე. როდესაც შევედით ყველამ ჩემზე გადმოიტანა ყურადღება. - ისეთი სახეებით მიყურებთ, თითქოს რამე დავაშავე- ხელი ავიქნიე და უხასიათოდ ჩამოვჯექი. - არაფერი დააშავე, უბრალოდ შენგან გვკვირს- ამიხსნა იოანემ. ამოვიხვნეშე. ოთხივე მე შემომცქეროდა. - კარგი ბიჭია. გუშინ გავიცანი. არაფერი მკითხოთ. არაფერია სერიოზული და არც იქნება- ჩემს ბილო სიტყვებზე ყველას სახე შეეცვალა. ყველას სახეზე “ანდრეა” ეწერა, თუმცა მის ხსენებას ვერავინ ბედავდა.ალბათ ასეც ჯობდა… - ნათიას მოველაპარაკეთ, ყველანი აქ ვრჩებით- თვალები ააჟუჟუნა ცოტახანში ლილუმ. - მაგას რა ჯობს. - ტაში ბავშვურად შემოვკარი. მიყრილი ბალიშები ოთახიდან სწრაფად გამოვიტანე და ძველ ბუხართან დავაწყვე. დედაჩემს უკვე აენთო როგორც ჩანს. არაჩვეულებრივი სიტუაცია შეიქმნა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ ერთადერთი ფხიზელი აქ მე ვიყავი. ეს ის იყო რაც მჭირდებოდა. მეგობრებთან ერთად მთელი ღამით სიცილი. გართობა, სასიამოვნო ამბების მოყოლა. არცერთს არ გამოგვრჩენია ის ფაქტი ლიზა და სანდრო როგორ მოიხიბლნრნ ერთმანეთით, სასმელმა აშკარად სითამამე შემატათ. ავალიანი ჯაჭვლიანს ზურგით ეყრდნობოდა, სანდრო კი მისი თმებით თამაშობდა. ალბათ ერთი წლის წინ, მათ შესახებ არც გავიფიქრებდი მაგრამ ახლა ერთმანეთს ზედმატადაც კი უხდებოდნენ. უკვე ექვსი ხდებოდა როდესაც შედარებით დავწყნარდით და დაღლილობაც შემოგვერია. დივანზე ავფოფხდი და კარგად მოვეწყვე. ხელი არავის შეუშლია, ტკბილად დავიძინე რამდენიმე საათით, როდესაც გავიღვიძე უკვე შუადღე იყო. ჩემთან მხოლოდ ლილუ იყო, რომლის ხმაც სამზარეულოდან მკაფიოდ მესმოდა. - კი ჩემს უნივერსიტეტშია,ბოლო კურსელია. კარგი ბიჭია ჯანდაბა! დემეტრეზე ლაპარაკობდნენ. თვალები ავატრიალე და მძიმედ წამოვდექი. უკვე ყველაფერი მიელაგებინათ, მხოლოდ ნაგავი დარჩა გადასაყრელი.მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სააბაზანოში შევედი და თბილი შხაპი მივიღე. ტანისამოსი გამოვიცვალე და შემდეგ მათკენ გავედი. - დედაშენი ძალიან არის მოხიბლული დემეტრეთი- გადმომჩურჩულა ლილუმ. ჩამეცინა თუმცა რათქმაუნდა არაფერი მიპასუხია. ჩაიდანი გაზზე დავდგი და ნათიას მივუბრუნდი. სადაც იყო კითხვებს ერთი მეორეზე მომაყრიდა. - მიდი დედა გისმენ- ღიმილით ვუთხარი. - არ მინდა შენს ცხოვრებაში ჩარევა- ხელები გაასავსავა ღიმილით და ჭურჭლის რეცხვას შეეშვა. სიტუაციით ვისარგებლე და ხელთათმანებში ხელი დაუყოვნებლივ შევყავი. მისი საქმიანობა გავაგრძელე რაზეც მხოლოდ ამოიხვნეშა. თავს ორსულად კიარა ავადმყოფად ვგრძნობდი. არავინ ზედმეტი არააფრის კეთებას არ მაცდიდა. ჭურჭლის რეცხვა არაფერს დამიშავებდა. - ვფიქრობ, კარგი ბიჭია მარიამ დემეტრე. - ხო, ვიცი- ხმადაბლა ამოვილუღლუღე და ღრუბელზე საპონი ჩამოვასხი. - არაპირებ კარგად გაიცნო? - რახდება დედა?- ჩავიცინე და თეფში ხელში ავიღე რომ წყალი გადამევლო. - ვფიქრობ ანდრეა საბოლოოდ წარსულში უნდა დატოვო.- და აი ისიც! ვიღაცამ ვერ შეძლო და ახსენა. თვალები კედელს გავუსწორე და თეფში ნიჟარაში ხმაურიანად, ძალაუნებურად ჩავაგდე. ორივე ხელით დავეყრდენი და ამოვისუნთქე. ძალა მოვიკრიბე და შევტრიალდი. ლილუც და ნათიაც სახიდან ფერ წასულები მიყურებდნენ. ხელთათმანი იქვე დავტოვე თავი მსუბუქად დავუქნიე და უსიტყვოდ შევიკეტე ოთახში. სიტყვებით ვერ ავღწერ, იმ წამს რა ვიგრძენი. არა, ანდრეას მიმართ რას ვგრძნობდი უკვე მეთვითონაც არ ვიცოდი მაგრამ ტკივილი რომ ყველანაირ კარგ გრძნობას ფარავდა ფაქტი იყო. ერთიანად ვდუღდი. საწოლზე წამოვჯექი და შეძლებისდაგვარად მოვიკუნტე. თვალი ტუმბოზე დადებული კონვერტისკენ გამექცა. დემე..დემე.. ჩამეღიმა და ნაზად დავუწყე კონვერტს გახსნა რომ არ დამეზიანებინა. შიგნით სამი ფოტოსურათი იდო. ყურებამდე გამეღიმა. მართლაც შესანიშნავი ფოტოები გამოვიდა. ერთერთი ამოვატრიალე და პატარა ასოებით წარწერა შევნიშნე: “პირველი ახალგაზრდა ორსული ხარ, რომელიც ასე მზესავით ანათებს” ხმამაღლა გამეცინა და ფოტოები უჯრაში შევინახე. საკუთარი ტელეფონი მოვძებნე და გადავრეკე. - დემეტრე.. - მარიამ- ისეთი თბილი ხმა ჰქონდა. - გირეკავ, რომ ნამუშევარი შეგიქო. არაჩვეულებრივი ფოტოებია.- ნერვიულობისგან ტუჩის კვნეტა დავიწყე და უაზროდ გავიხედე ფანჯრიდან პასუხის მოლოდინში. - ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა- როგორი ნარცისი ყოფილა. საკუთარ ფიქრებზე ჩამეცინა. - აბა, ძალიან ხომ არ გაგაგიჟეს წუხელ ჩემებმა? - უარესები მინახავს, არაფერია- სიცილით მიპასუხა. - უხერხული მომენტი იყო. - შვიდში გამოფენის მოსაწვევს მოგცემ, თუ გინდა რათქმაუნდა. - რათქმაუნდა! ხელოვნება ბავშვობიდან მიზიდავდა. - მითუმეტეს ძალიან კარგი! - დროებით- დავემშვიდობე და მობილური ღიმილით საწოლზე დავაბრუნე. -ლილუ წამოდი, გავიაროთ რა- დაქალს ხელი დავავლე და დედაჩემს მოვსტაცე. -ერთი უყურე ნათია რა! ორსულია და ძალა ერჩის!- გადაიხარხარა ლილუმ რამაც დედაჩემის აიყოლია. - მარიამ, არ გისაუზმია! - გარეთ შევჭამ- მოკლედ ვუთხარი და სახლიდან გავედით. -ნუ ბრაზობ ნათიაზე, შენთვის კარგის მეტი არაფერი უნდა. - ვიცი - ამოვიხვნეშე- ყველას მისი სახელი გაწერიათ შუბლზე უბრალოდ. ლილუმ ჩაიცინა და ხელკავი გამიყარა. - აბა საით? ერთი მომიყევი მაგ დემეტრეზე. - სადმე ვისაუზმოთ და მოგიყვები- გავუღიმე. მალე ჩვენს საყვარელ, გზაჯვარედინის კაფეს მივუახლოვდით და გარეთ დავსხედით. ვინაიდან შიგნით ადგილი არ იყო, ძალიან გამიკვირდა რადგან ეს კაფე არასდროს გამოირჩეოდა ხალხმრავლობით. მწვანე ჩაი შევუკვეთე კრუისანთან ერთად, რომელიც ერთი საათის წინ უნდა მეჭამა წესით. ლილუმაც იგივე შეუკვეთა და სიგარეტს მოუკიდა. - მე მიკეთებ? ვკვდები ისე მინდა მოწევა.- შევჩივლე დაქალს. დამიბღვირა და სიგარეტი შორს დაიჭირა, რომ კვამლი არ მომსვლოდა. - მიდი, დაიწყე. - მართლა არაფერია ისეთი. რაც ვიცი ფოტოგრაფია და დემეტრე ჰქვია. - ეგ არ არის საკმარისი. - ვიცი ლილუ. შენ მაინც ნუ მიყურებ ეგეთი სახით. თვალები აატრიალა. მალე შეკვეთილი მოგვიტანეს და ორივემ გემრიელად დავიწყეთ საუზმე. - ვინ წარმოიდგენდა ისე, სანდრიკა და ლიზა?- გადაიხარხარა ლილუმ და ჩაი მოსვა. - გეფიცები, მეც რომ გავაალანიზე დავშტერდი. დარწმუნებულივარ წუხელ ავალიანების სასახლეში იყო ჯაჭვლიანი. - სერიოზულად? - გავიგებთ- წარბები ღიმილით ავუწიე და ბოლო ყლუპი მოვსვი. - მარიამ! - რაიყო?- ლილუს სახე მთლიანად პანიკას მოეცვა. თავით უკან მანიშნებდა მაგრამ სანამ მივტრიალდებოდი გვერდით უკვე დემეტრე გვედგა. თითქოს ენა გადამეყლაპა. - დდემე?.. აქ არ გელოდი- დაბნეულმა ამოვღერღე და დაქალს ცალი თვალით გავხედე. - ფაქტია, ბედი მაგრად გვეთამაშება- გაიცინა და ქათქათა კბილები გამოაჩინა. ლილუმ ჩაახველა და ფეხზე წამოდგა. - ახლა გამახსენდა, დედაჩემს პაციენტის მოვლაში უნდა დავეხმარო. გაკოცეთ წავედი. თვალები ავატრიალე და თავი ხელზე ჩამოვდე. ვიცოდი, არანაირი პაციენტი არ არსებობდა, მითუმეტეს დღეს, პირველ იანვარს მაკა ისვენებდა. სანამ ქუჩას გასცდებოდა ბოლოჯერ გავხედე, გაკრეჭილი მიყურებდა და საბოლოოდ მიეფარა კიდეც. - დაქალი გამექცა- დანანებით ამოვილაპარაკე და ტუჩები მოვკუმე.დემეტრე მის ადგილას ჩამოჯდა და თვალებში ჩამაშტერდა. საშინლად მიმზიდველი მზერა ჰქონდა. ბოლოს ტუჩები აამოძრავა და უხერხული სიჩუმე დაარღვია: - აბა?.. როგორც ჩანს მხოლოდ მე და შენ დავრჩით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.