შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი 7 თავი.


17-12-2019, 04:15
ავტორი zia-maria
ნანახია 2 847

-კომისარო,მკვლელობაა.ზაზამ რობაქიძეს შეხედა და მანაც გააგრძელა.
-სად,ვინ არის მოკლული.
-დღეს დილით,ცნობილი მოდელი ანა წერეთელი მაღაზიაში მკვდარი იპოვეს.
-სად არის ქობალია.დაიყვირა ზაზამ გაბრაზებული ხმით.
-აქ ვარ კომისარო.
-საქმეს მიხედე და არცერთი დეტალი არ გამოგეპაროს,მოგვიანებით მეც მოვალ.
-გასაგებია,გავდივართ.ლაერტი ბიჭებს მუბრუნდა და მკვლელობის ადგილზე წავიდა.
-ახვლედიანი სად არის ჩემთან შემოვიდეს.
-აქ ვარ ახლა მოვედი, ისინი სად წავიდნენ.
-მკვლელობაა შენც მათთან გაგიშვებდი,მაგრამ სალაპარაკო მაქვს.
-მეც მაქვს სალაპარაკო,მაინც წადი გუშინ როხვაძესთან?
-ვიყავი როხვაძესთან და ისეთი შეგრძნება დამრჩა ნიკოლოზ ის რაღაცას მალავს, მაგრამ რას ამას როგორ გავიგებთ.
-ფიქრობ მისი დაკვეთით არის მკვლელობა?
-მკვლელობა მემკვიდრეობისთვის,შესაძლებელია ანდერძი ყველას თვალის ასახვევად იყო შედგენილი.
-მკვლელობა მემკვიდრეობისთვის,შენ მართალი ხარ მე რატომ არ მომაფიქრდა.
-ეს ჯერ ვარაუდია და ჩვენში უნდა დარჩეს,ნიკა შენ წყნარად უნდა იყო რადგან ეჭვმიტანილი ხარ შვილო და ყველა შენს ნაბიჯს აკონტროლებს.
-ვერ გავჩერდები კომისარო,მე ჩემი გზებით ვეძებ დამნაშავეს.
-არ გიშლი ეს არ გააკეთო,მაგრამ ფრთხილად უნდა იყო მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
-ნუ გეშინია ყველაფერს ვაკონტროლებ.
-ნუ მეუბნები რომ არ შემეშინდეს,ვიცი შენი ხასიათი თუ როგორი ფსიხოპათი ხარ როცა ბრაზდები,თავს ვერ იკავებ და ლიმონკა რომ აფეთქდება შენც ისე ფეთქდები ყველაფერზე.
-სამასი წელი რომ გავიდეს,შენ მაინც ვერ მიხვდები ჩემს ტკივილს და ვერც განცდების დანახვას ვერ შეძლებ.არ მინდა ოდესმე წარმოგიდგინო ჩემს მდგომარეობაში,არ მინდა შენც იგივე ტკივილი გაიარო და ისე გეტკინოს როგორც მე მტკივა.კომისარმა ვერაფერი ვერ უთხრა ნიკას და ნაღვლიანად შეხედა,ნიკას თვალებიდან მარტოობამ და ტკივილმა შემოანათა,იქ კომისარმა სევდის გარდა ვერაფერი დაინახა,მაგრამ დარწმუნებულია იმ დიდი ტკივილის მიღმა რამხელა სიბრაზეა.
-ადამიანი ამოუცნობი ფენომენია,ისე როგორც ჩვენი ერთი დიდი ექსპერიმენტი,მაგრამ ყველა ადამიანში ვფიქრობ არის ყველანაირი ადმიანური გრძნობები.ახლა კი საქმეს მივხედოთ და შენც მკვლელობის ადგილზე უნდა წახვიდე,შენი  მახვილი თვალით შეამოწმე ყველაფერი და მეც შემოგიერთდებით მოგვიანებით.
-სხვა თუ არაფერი გაქვს სათქმელი,წავალ.
-წადი,თავისუფალი ხარ.
  თოვს მშვიდად,წყნარად და როგორც თოვლია ცივი,სულიც გაცივდა.არ წყდება თოვა და თვალი მის სილამაზეს ვერ წყდება,სული ცივმა თოვლმა არა,სილამაზემ გაათბო და ჩაეღიმა,ფიქრი მოულოდნელმა ხმამ შეაწყვეტინა.
-გამარჯობათ.ლანამ ახედა მის მაგიდასთან მდგარ ანამარიას და წყნარად უთხრა.
-ისევ შენ?
-თუ ფიქრობ რომ გაწუხებ,მაშინ წავალ.
-არა,დაბრძანდი.ლაშა გაიცანი ეს არის მალიბუ არჯევანიძე რომ გეუბნებოდი.
-გამარჯობა,დაბრძანდით.ლაშამაც მიიპატიჟა სტუმარი თავიანთ მაგიდასთან.
-ვიცოდი აქ რომ გნახავდი,ვიცი უცნაურად გეჩვენება ეს ყველაფერი,მაგრამ მინდა რამოდენიმე კითხვაზე მიპასუხო ლანა.
-გისმენ.
-ვიცი რომ თქვენ მეგობრები იყავით.
-შეჩერდი,მინდა პირველმა მე გკითხო რადგან იმ დღეს რომ მითხარი ვინც ხარ,მოსვენება დავკარგე.მითხარი ვინ ხარ და საიდან მოხვედი.
-ახლავეს უნდა გიპასუხო ამ კითხვაზე?
-შენ როგორ ფიქრობ,დრო არ არის ამ კითხვაზე პასუხი გამცე?
-მომისმინე ეს ძალიან გრძელი ისრტორიაა და ერთ დღესაც გპირდები ყველაფერს მოგიყვები,ახლა როგორც თქვენ,ასევე მეც მინდა გავიგო ვინ არის მკვლელი,ამიტომ უნდა მიპასუხო კითხვაზე.
-ნიკას,რატომ ნიკას არ ეკითხები ამ საქმის შესახებ არაფერს.შეეკითხა ანამარიას ლაშამ.
-თქვენ თუ თავს არიდებთ კითხვას მე არ გაძალებთ არაფერს.თავად დაფიქრდი,ეს ყველაფერი უცნაურად არ გეჩვენება?
-შენ ის თუ გინდა გაიგო ვინ იყო ნიკა მალუბოსთვის გეტყვი,რომ ერთად ცხოვრობდნენ ერთ სახლში და ნუ ეძებ მასში მკვლელს,მკვლელი სულ სხვა მხარეს არის.მაგრამ ძალიან ახლოს.
-დარწმუნებული ხართ,რომ მას არ შეეძლო ცუდი ჩაედინა?
-შემომხედე,შენ კარგად ხარ? ნიკოლოზ ახვლედიანი თავის თავს დაუშავებდა პირველად და არა მალიბუს.
-ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს.
-მაგალითად?
-მალე გაიგებთ სიმარლეს.ანამარია ადგა და წავიდა და ლაშამ უცნაურად შეხედა და მიაძახა.
-ძალიან დიდ შეცდომას უშვებ მარტო იმისთვის რომ ეს გაიფიქრე.ნიკა სახლში იყო მალიბუს ოთახში შევიდა და ლეპტოპს შეხედა,ახლოს მივიდა და ხელის კანკალით გახსნა.ეკრანი განათდა თუ არა გაოცებულმა წაიკითხა იქ დარჩენილი შეყტყობინება.
-,,ნიღბის მიღმა სახეს მალავს რუხვაძის ოჯახის ერთ-ერთი წევრი''.
-ვიღაცა გზას გასწავლიდა,თითქოს მითითებებს გაძლევდა,როცა დარწმუნდნენ აღარ იყავი საჭირო შენ მოგკლეს.ყველგან თქვენ ხართ,ყველგან ჩანს თქვენს მიერ ჩადენილი სიბინძურეები და სხვები აგებენ პასუხს ამ ყველაფერზე,არა პასუხი თქვენ უნდა აგოთ.ბრაზობდა ნიკა,მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს ამბობდა.

საავადმყოფოს განათებული შენობა,დაცარიელებულ ჰოლში ექთანი თეთრ ხალათში გამოწყობილი ზვიადის პალატას მიუახლოვდა,ფრთხილად გააღო კარი და ფეხაკრებით მივიდა ზვიადის საწოლთან,ის ჯერ კიდევ უგონოდ იწვა. ზიზღით შეხედა საწოლზე მწოლიარეს ნიღაბი გაიკეთა და შეეცადა მისთვის  სასუნთქი აპარატი გაეთიშა,ეს კარგად გამოუვიდა.ავადმყოფმა ღრმად დაიწყო სუნთქვა,თვალიც გაახილა და ბუნდოვნად დაინახა მის საწოლთან მდგარი ნიღბიანი ქალი.ქალმა კიდევ ერთხელ შეხედა ზიზღით სუნთქვა-გახშირებულ პაციენტს,მაგრამ ხმაური შემოესმა და პალატა დატოვა.
-აქ რა მოხდა,ვინ შემოვიდა. სხვა ექთანი გაოცებული უცქერდა არეულ სასუნთ აპარატს.
-არ ვიცი წყლის დასალევად გავედი.
-შეუძლებელია,პაციენტის მოკვლას შეეცადნენ,ვინ უნდა ყოფილიყო,ეს ვის უნდა გაეკეთებინა.
-ექიმს დავუძახოთ რომ პაციენტი ნახოს.

-,,ნიღაბის უკან სხვა არის ამოფარებული''.იჯდა და ჯერ კიდევ ამ შეტყობინებებს კითხუულობდა.
-არ მგონია შეტყობინებები თვით გაგას გაგზავნილი იყოს,ეს შეუძლებელია.
-,,გააგრძელე ძებნა ჯერ დასაწყისში ხარ,სანამ ფიქრობენ რომ მკვდარი ხარ,საფრთხე არ გემუქრება''.
-ვინ არის ეს ვინც შენი წარსულის ისტორია იცოდა მალიბუ,ვიღაც გარედან გასწავლიდა და სწორედ ის არის დამნაშავე.
-,,ნუ გამომიგზავნით ნურაფერს,მე მათთან აღარ ვმუშაობ''.
-,,ეს ისტორია არ შეგიძლია შეწყვიტო,შენ ბოლომდე მიხვალ და გაანადგურებ კომპანიას''.
-არ ვიცი ვერ ვხვდები მალიბუ შენ რაში ჭირდებოდი მათ,რატომ გამოგიყენეს.

-რა გავაკეთო,მარტოობა ჩემი სულის ყველაზე მშვიდი ადგილია და უკეთესად ვფიქრობ,მაგრამ ახლა მინდა რაღაც გავაკეთო,რაღაც შევცვალო.იამ სახლს თვალი მოავლო და მისი გემოვნებით შეუცვალა ადგილი ყველაფერს.დრო მალე გავიდა და რატიც დაბრუნდა,გაოცებულმა მოავლო სახლს თვალი და იამაც ღიმილით,კმაყოფილი სახით შეეკითხა.
-არ მოგწონს?
-მეკითხები თუ მომწონს? მე ის მომწონს,რომ შენ ხარ აქ ჩემთან და ჩემზე ზრუნავ,ჩემს სახლში შენი სურნელი ტრიალებს.
-რატი გუშინ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
-გუშინ? ვიცი,ჩემს შვილს შევხვდი.
-არა საყვარელო,მანამდე მოხდა რაღაც.
-რა მოხდა,რამეს მიმალავ?
-რომ დამემალა არ წამოვიწყებდი ამ თემაზე საუბარს,გუშინ ინდირა ვერულაშვილს შევხვდი.
-ვის შეხვდი? შენ საიდან იცნობ ინდირას.
-შენც იცნობ?
-მე ვიცნობ მას და მისი ისტორიაც ვიცი.
-შემზარავია ჯერ მოსაყოლად ეს ისტორია და წარმოიდგინე რა გამოიარა ამ ისტორიის მთავარმა გმირმა.
-მოდი ჯერ რამე შევჭამოთ,მე მომშივდა.
-მეც მშია,მაგრამ არაფერი მომიმზადებია.
-მე მოვამზადებ უცებ, სპაგეტი პომიდვრის სოუსით ხომ შეჭამ.
-შევუკვეთოთ თუ გარეთ გავიდეთ.
-რა შეკვეთა,ია მე მოვამზადებ.
-კარგი,კარგი მაგრამ........................
-არავითარი მაგრამ ერთადერთი კერძია რომელიც ვიცი და კარგადაც გამომდის.

-ნიკა სად ხარ შვილო.
-სახლში ვარ კომისარო მამასთან,რა მოხდა.
-მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც,ზვიადის მოკვლა სცადეს.
-მეხუმრები? ის ხომ ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.
-კი საავადმყოფოშია,მაგრამ იქაც არ დაიხიეს უკან.
-არავინ იყო იქ?
-არავის არაფერი არ დაუნახავს.
-გინდა მოვიდე?
-არა,უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა.ნიკა ჩაფიქრდა და სახლში ალექსანდრე რომ ვერ ნახა ტელეფონზე გადაურეკა.
-მამა სად ხარ,მინდა ჩემთვის რაღაც გააკეთო.
-გისმენ შვილო.
-ძია რობერტის დაურეკე და ერთად მოდით სახლში,გელოდებით.
-რა მოხდა ნიკოლოზ.
-სახლში მოდით ახლავეს და ის ქალბატონიც მოვიდეს მის ჭკუაზე რომ დასეირნობს და არაფერი არ ესმის.ალექსანდრემ გაოცებულმა დახედა გათიშულ ტელეფონს და რობერტის შეხედა.
-ნიკას უნდა გვნახოს.
-რაღაც მოხდა,ეს რაღაც კი ძალიან ცუდია ალექსანდრე.ორივე სასწრაფოდ ადგა და სახლში მივიდნენ,მალე ინდირაც მოვიდა.
-რა მოხდა ხალხო ასე შეშინებული რომ გამომაქციეთ.
-შეიკრიბა გუნდი? რა დაგარქვათ სახელი დეტექტიური გუნდი თუ გუნდი თრილერების.
-რა მოხდა ნიკოლოზ.
-რა მოხდა? გადაწყვიტეთ ამ ასაკში გახდეთ მკვლელები?
-რას ამბობ შვილო, ჩვენ არაფერი ჩაგვიდენია.
-ნიკა რა მოხდა.შეეკითხა ნიკას მშვიდად ინდირამ.
-საავადმყოფოში შეაღწია ზვიად რუხვაძის მკვლელმა და მის მოკვლას შეეცადა.
-საავადმოფოში? ასეთ ხალხ მრავალ ადგილზე?
-კი საავადმყოფოში და სასუნთქი აპარატის გათიშვაც მოახერხა.არცერთს არ გინდათ რამე თქვათ? შენ ინდირა? თავისუფლად მოძრაობ,დადიხარ სასაფლაოზე და რომ აგიყვანოს პოლიციამ რას შვრები,მე გიშველი? შენ მამა,ან შენ ძია რობერტი?ამ ასაკში გინდათ მოხვდეთ ციხეში? სრულწლოვანებზე გადაცილებულები ხართ და არაფერი თქვენ არ გესმით,რადგან ასეა რაც გინდათ გააკეთეთ და ნურაფერს ნუ შემეკითხებით.გაბრაზებულმა გავარდა სახლიდან.
-ნიკა მართალია. თქვა რობერტიმ.
-ძალიან შეშინებულია,მას ეგონა ეს ჩვენ ჩავიდინეთ.თქვა ალესანდრემ.
-ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე,ანალიზის პასუხი იქნება და ბოლოს და ბოლოს სიმართლეს გავიგებ და მის მიხედვით ვიმოქმედებ.
-სწორი გადაწყვეტილებაა ინდირა.ნიკამ გაბრაზებულმა დატოვა სახლი და ლაერტის დაურეკა.
-ლაერტი მისამართი მითხარი სად ხარ შენთან წამოვალ, ვერ ვჩერდები სახლში
-მოგწერ,აქ რთული მდგომარეობაა და უნდა ვაღიარო,რომ მჭირდები ნიკოლოზ.ნიკა მალე მივიდა ლაერტის მიცემულ მისამართზე და გაოცებული უცქერდა ვიტრინაში გამოდებულ მიცვალებულს.
-ეს ხომ ვიტრინას გოგონაა, მოდელი.უთხრა ლაერტის და ისევ მიცვალებულს დააცქერდა.
-ვიტრინას გოგონა?
-ხო რამდენიმე დღის უკან მოვისმინე ამ მაღაზიის სახე იყო და არ არის გამორიცხული ის ვიღაცამ მოიშორა.
-ოპაააა,უფროსო სად ხართ ეს ნახეთ.
-რა ნახე,მარიამ ხელით არაფერს არ შეეხო ხელთათმანი გაიკეთე.
-მას ხელში თმები აქვს,ვფიქრობ ცდილობდა თავი გადაერჩინა და ვიღაცას წინააღმდეგობას უწევდა,ამიტომ მის ხელს თმების ბღუჯა შემორჩა.
-კარგია,ეს მთავარი სამხილია და გააგზავნეთ ექსპერტზე.
-სხვა რა გვაქვს,რა ვიცით გარდაცვლილის შესახებ,მათ კომისარი მიუახლოვდა რომელმაც გაკვირვებულმა შეხედა ნიკას.
-მითხარი სახლში ვარო და შენ აქ დამხვდი.
-ახლა მოვედი,სახლში ვიყავი.
-კარგი,რა მდგომარეობა გვაქვს ლაერტი.
-სტუდენტია კომისარო,20 წლის ანა წიკლაური და ერთი წელია აქ მუშაობს.
-ის ამ მაღაზიის სახე იყო მე ვნახე ტელევიზორში.საუბარში მარიამიც ჩაერთო.
-ლელა მოდის,ვნახოთ ის რას გვეტყვის.
-საღამო მშვიდობისა კომისარო.
-გისმენ შვილო,გვაქვს ძალადობის კვალი?
-არა,ძალადობის კვალი არ გვაქვს კომისარო,მაგრამ სადაც მიცვალებული ვიპოვეთ იქ არ მომკვდარა,ის იქ მიათრიეს და დაასვენეს როგორც ვიტრინის თოჯინა.
-ეს როგორ.იკითხა კომისარმა.
-შეხედეთ,ეს მისი ფეხსაცმლის ქუსლების ხაზებია და ის ლიფტში მოკლეს,შემდეგ კი იქ დადეს ვიტრინაში ყველას შესახედად.
-რამდენი საათია გასული სიკვდილიდან.
-სამუშაო საათების დასრულების შემდეგ არის მომხდარი საკმაოდ გვიან,რადგან რომ მოვედით გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო.
-გასაგებია მკვლელი აქ არის,აქ მომუშავე პერსონაჟში და უნდა ვიპოვოთ
-ვიპოვით კომისარო.
-დაელაპარაკე მაღაზიის მფლობელს,შეისწავლეთ ის და გადახედეთ მის ცხოვრებას,დილით კი გაესაუბრეთ თანამშრომლებს.
-მე გავესაუბრები თანამშრომლებს.თქვა ნიკამ და დილით როცა მაღაზია შეივსო ნელა-ნელა ყველას გაესაუბრა,მაგრამ მოეჩვენა რომ თითქმის ყველა გაურბოდა კითხვებს და პასუხის გაცემა უჭირდათ,მაგრამ ერთ-ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა გულწრფელად ისაუბრა.
-რას გვეტყვით გარდაცვლილზე,რამდენად ახლოს იცნობდით მას და შეასძლოა ჰყოლოდა მტრები?
-გაოცებული ვარ შვილო,ვის შეეძლო ხელი აეწია ასეთ უწყინარ და კარგ გოგონაზე.მტრები? არა შვილო ის სტუდენტო იყო და ქირით ცხოვრობდა,თავისი ხელფასით ირჩენდა თავს.
-არ შეგიმჩნევიათ რამე უცნაური?
-არა,ის ჩემს ბინაში ცხოვრობდა ერთი სართულით მაღლა,დილით ერთად მოვდიოდით ის უნივერსიტეტში მიდიოდა,ლექციების შემდეგ კი მაღაზიაში მოდიოდა.
-როგორი იყო როგორც პიროვნება.
-არაჩვეულებრივი მოსაუბრე,მხიარული ის არავის დაანახვებდა თუ გულში ტკივილი ჰქონდა.მას ოცნებები ჰქონდა შვილო,უნდოდა მოგზაურობა და უცხო ქვეყნების ნახვა.
-უბრალო კონსულტანტი გოგონა როგორ მოხვდა ვიტრინაში.
-კი ის უბრალო კონსულტანტი იყო,მაგრამ უნდოდა მეტი გამოემუშავებინა ყველაზე გვიან გადიოდა მაღაზიიდან,ის ღარიბი ოჯახიდან იყო და არ უნდოდა მშობლებისთვის ეთხოვა ფული,ამიტომ რაც შეეძლო აკეთებდა.ერთი კვირაა რაც ვიტრინაში დანიშნეს და მას ,,ვიტრინას გოგონა'' ჰქვიოდა.
-რატომ მაინც და მაინც ის და არა სხვა.
-ადრე სხვა იყო და უფროსმა შეცვლა მოინდომა,ვიტრინის გაახლება და თავადაც გაუკვირდა როცა უფროსმა უთხრა,რომ ვიტრინაში იქნებოდა ჯერ გამოსაცდელი ვადით და შემდეგ ხელფასსაც მოუმატებდა,ახლა კი შორენას გაუხარდება ძველი ადგილის დაბრუნება ისედაც დაბოღმილი იყო,იცი რას ვფიქრობ? ნიკას შეხედა ცრემლიანი თვალებით და ჩუმად უთხრა.
-ეს ისეთი დაბოღმილია მასზე წინ არავინ არ უნდა წავიდეს,მკვლელიც მასში ეძებეთ შვილო,დამიჯერე მე ვიცნობ შორენას ის ძალიან ცუდი პიროვნებაა ყველაფერზეა წამსვლელი მხოლოდ ის იყოს პირველი.
-გასაგებია,მადლობა დიდი ასე გულწრფელად რომ მესაუბრეთ.
-შორენასი ყველას ეშინია და კითხვებზე ყველამ აგერიდათ,მაგრამ მე არ მეშინია მისი.ნიკას გაეცინა და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომისარსაც გაანდო.
-ეს ყველაზე კარგი ინფორმაციაა ჩვენთვის ნიკა და ეს შორენა უნდა დაიკითხოს.მარიამი მოდის,მარიამ რა ხდება რა გვითხრა ექსპერტიზამ
-კომისარო ექსპერტიზის პასუხია ის გაგუდეს,სხეულზედაც დაზიანებები აქვს,ვფიქრობ მის გაუპატიურებას შეეცადნენ,მაგრამ მკვლელმა ვერ გააცნობიერა რას აკეთებდა და ხელში შემოაკვდა.
-და რა არის საბოლოო დასკვნა,არის ძალადობა?
-არა,ძალადობა არ აღმოჩნდა.
-გასაგებია,გააგრძელეთ მუშაობა მე წავალ და მაღაზიის უფროსს ვნახავ,გავესაუბრები.კომისარი წავიდა და ფრთხილად დააკაკუნა კარებზე,თანხმობის შემდეგ კი გაოცებული იდგა და უცქერდა მის წინ უკვე ასაკში შესულ და ნაადრევად გამელოტებულ სკოლის მეგობარს.
-დემეტრე? თვალებს ვერ ვუჯერებ,დემეტრე ეს შენ ხარ?
-ზაზა? ღმერთო რამდენი წელი გავიდა რაც ბურთი გვერძე მივდეთ,აქ რა ქარმა გადმოგაგდო.
-ვწუხვარ რომ ცუდ ამბვზე უნდა ვისაუბროთ,მაგრამ არ შემიძლია ჩემი სიხარული დავფარო რომელიც შენმა ნახვამ გამოიწვია.
-ვიცი,ვიცი რომ ცუდი ამბავია,მაგრამ მართლა არ ვიცი ვის უნდა მოეკლა ეს ანგელოზივით გოგო.
-დემეტრე რატომ მიეცი ეს სამუშაო ამ გოგონას,თავად გთხოვა?
-არა რა თქმა უნდა,მე ავარჩიე რადგან ვიცოდი ფული ჭირდებოდა,ცდილობდა უფრო დატვირთული ყოფილიყო ბევრი გამოემუშავებინა და მეც მეტი სტიმულის გამო მივეცი ეს სამუშაო,თავიდანვე მომეწონა ძალიან ცოცხალი და შრომის მოყვარე იყო,მაგრამ რა ვიცოდი ეს სამუშაო მისთვის თუ საბედისწერო აღმოჩნდებოდა.
-როგორი ურთიერთობა გქონდა მასთან,როგორც უფროსი თუ იყო რამე ზედმეტი.შენს კაბინეტში ხშირად დადიოდა?
-არა,აქ არასოდეს არ მოსულა.რაც აქ დაიწყო მუშაობა სულ ორჯერ შევხვდი,პირველად რომ მივიღე სამსახურში მადლობა გადამიხადა და დიდი მორიდებით მესაუბრა,მეორედ კი მაშინ ვნახე ერთი ჩემი მეგობრის შვილისთვის გაეწია კარგი კონსულტაცია და მოხმარებოდა არჩევანის მიღებაში,სულ ეს იყო.
-გამოდის, რომ აზრზე არ ხარ რა მოხდა წუხელ შენს მაღაზიაში.
-ზაზა რამდენი წელია ვიცნობთ ერმანეთს,თუ არ ვცდები მთელი ცხოვრება.
-რაც თვალი გავახილეთ მის შემდეგ ერთმანეთს ვიცნობთ დემეტრე,მაგრამ ეს ხომ ჩემი სამსახურია.
-შენთან გახსნილად ვლაპარაკობ და უნდა დამიჯერო,ჩემთან ამ კითხვებით დროს ვკარგავთ მეგობარო,რადგან მე არ მაქვს ამ კითხვებზე პასუხები რაც შენ დაგაინტერესებს.სულ მალე მეც დავისვენებ ამ მაღაზიიდან,ჩემი შვილის გახდება ეს ყველაფერი.
-რატომ დანებდი ასე ადრიანად,მე რომ ვიცნობ ის დემეტრე ჯერ კიდევ აქ იქნებოდა და თავის საქმეს არ მიატოვებდა.
-ამერიკაში უნდა წვიდე,ჯამრთელობის პრობლემები მაქვს მეგობარო.
-ჯამრთელობას უნდა მიხედო,ეს უპირველესი საზრუნავია ჩვენში.გუშინ რომელ საათზე დატოვე მაღაზია.
-გუშინ ადრე წავედი 4 საათიც არ იყო,შეუძლოდ გავხდი და პირდაპირ სახლში წავედი.
-გასაგებია,მე აღარ შეგაწუხებ დემეტრე მაგრამ თუ დამჭირდი უნდა მოვიდე.
-ეს შენი საქმეა მოდი კომისარო,გელოდები.ზაზა დაფიქრებული წავიდა და ნიკოლოზს შეხვდა.
-დემეტრე გამორიცხე ეჭვმიტანილებიდან,ის არ არის ამის ჩამდენი.მაგრამ ვინ.
-კომისარო უნდა წავიდეთ,ანას მშობლებს მოიყვანს ლაშა და იქ უნდა ვიყოთ,უნდა დაველაპარაკოთ.
-კარგი,წავედით.ლაშამ პროზექტურაში მიიყვანა ანას მშობლები,რომლებიც გაოცებულები უცქერდნენ მდუმარედ მყოფ პოლიციელებს.
-შვილო აქ რა გვინდა,რატომ მოგვიყვანეთ ან ჩემი ანა აქ რატომ არის.
-ვწუხვართ ქალბატონო,მაგრამ აქ თქვენი შვილის ამოცნობაზე ხართ.ნიკამ შეიყვანა ორივე მორგვში და მიცვალებულს შეხედეს თუ არა ხმით ატირდა შვილმკვდარი დედა,ნიკამ ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა ორივე,დაამშვიდა და კომისართან შეიყვანა.
-ქალბატონო ქეთევან უნდა გამაგრდეთ.
-ბედნიერია ჩემი და შვილის სიკვდილს რომ ვერ მოესწრო.
-ეს როგორ,ანა თქვენი შვილი არ არის?
-არა,ის ჩემი დის-შვილია.ჩემი და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და სიკვდილის წინ პატარა ანა მე ჩამაბარა,ჩვენ კი მე და ჩემმა ქმარმა ის როგორც შვილი ისე გავზარდეთ.
-თქვენი შვილები?
-ჩვენ საკუთარი შვილები არ გვეყოლა,მხოლოდ ანას შევხაროდით.არ შემიძლია ეს დავიჯერო,ვერ ვიჯერებ რომ ჩემი ლამაზი ანა აღარ მყავს,ჩემი მხიარული გოგო.
-რამდენად ხშირად საუბრობდით ტელეფონზე.
-დილა ჩვენი საუბრით იწყებოდა,დღეში ალბად ექვსჯერ ან მეტჯერაც დაგვირეკია ერთმანეთისთვის.ყოველ წუთს მინდოდა გამეგო როგორ იყო,ჭამა თუ არა,მივიდა თუ არა სახლში.ზოგჯერ ვღლიდი კიდეც ჩემი ზედმეტი ყურადღებით.ბოლო დროს კი არ იყო კარგად,თითქოს მის სახეზე სიხალისე ჩაქრა,გაურბოდა კიდევაც ჩემს ზარებს და ისე ხშირად არ მპასუხობდა.
-იქნებ შეყვარებული იყო.
-არა,შეყვარებული რომ ყოფილიყო მეტყოდა,ის არაფერს მიმალავდა.მეც ვცდილობდი მასთან ყოფნის დროს მისი ასაკის ვყოფილიყავი,ვერ შევძელი.
-როგორ უნდა ვიცხოვროთ ანას გარეშე საყვარელო.
-ვწუხვართ,რომ არაფლის შეცვლა არ შეგვიძლია.
-შეგიძლიათ,გთხოვთ იპოვეთ ანას მკვლელი.
-გპირდებით,რომ მალე ვიპოვით მკვლელს.
-ანა აღარ დამიბრუნდება,მაგრამ მკვლელმა რომელმაც ერთი უმანკო სიცოცხლე ჩააქრო ის უნდა დაისაჯოს.
-აუცილებლად დაისჯება გპირდებით.

  აქა იქ ამოცვენილი და უსწორ-მასწორო ქვებით მოპირკეთებულ ბილიკზე მიაბიჯებდა მის ფიქრებში და გრძნობებში ჩაძირული მიუახლოვდა უზარმაზარ სახლს,გასაღები მოარგო კარს და სახლში შევიდა.
-ძია რატი როგორ გამახარე,სად იყავი დაგაგვიანდა.
-საქმეები მქონდა ჩემო გოგო, როგორ ხარ.
-მე კარგად ვარ,საქმეებიც კარგად მიდის.
-ვიცი,საქმის ყურში ვარ.რუხვაძეების ოჯახი ნელა ნელა დაიშალა,ვფიქრობ გაგა გაყიდის კომპანიის აქციებს,მაგრამ ჯერ არ გატყდა კერკეტი კაკალია ისე კი მოტეხა ამდენმა პრობლემებმა და უცებ დააბერა.
-გინდა ყველაფერი წაართვა?
-მან წლების წინ სიცოცხლე წამართვა,მე კი ჯერ მას ცხოვრებას წავართმევ,ქონებას და შემდეგ სიცოცხლეს
-რა ადამიანია ეს რუხვაძე,რამდენი ადამიანი ყავს გაუბედურებული.
-ბევრი,ძალიან ბევრი და კიდევ არ ჩერდება.შენი ძიების საქმე როგორ მიდის.
-ჯერ-ჯერობით გაყინულია.
-ვფიქრობ არ ეძებ იქ სადაც უნდა ეძებო,მაგრამ ნუ ჯავრობ ჩვენ ყველაფერს გავიგებთ მხოლოდ დრო გვჭირდება.
-მართალია დრო გვჭირდება.
-მომისმინე,მე ისევ უნდა წავიდე და თუ რამე დაგჭირდეს და აუცილებელი იყოს თუ ვერ დამიკავშირდე ვალერას დაურეკე.
-ისევ დააგვიანებ?
-შიგა და შიგ შეგეხმიანები,არ მოიწყინო.
-კარგი,მე კარგად ვარ.
-დროებით პატარავ.დაემშვიდობა რატიმ ანამარიას და ისევ წავიდა.
ციოდა,გაძარცული ფიქრებით უგზო უკვლოდ გზა აბნეული იჯდა სიბნელეში და ფიქრობდა,ფიქრობდა დღეს მომხდარზე,ფიქრობდა ზვიადიზე და ჩაეცინა ხმამაღლა კი თქვა.
-რა არის სიცოცხლე? იბადები რომ მოკვდე და კვალი? სად რჩება კვალი,არსად? ამის გამო ვწვალობთ,რომ ერთ დღეს ვიღაცამ თავის თავზე ზედმეტად შეყვარებულმა იდიოტმა მოგვკლას?
-სად წადი ნიკოლოზ?
-განმარტოვება მინდოდა,მალე მოვალ.
-საავადმყოფოში კამერები უნდა შევამოწმოთ.
-ახლოს ვარ და მე მივალ,მე შევამოწმებ.
-კარგი,აქ გელოდები.

-ნიღაბი.
-რა ნიღაბი,გინდა რამე მითხრა?
-ნიღაბი,სროლა,ქალი......
-ზვიადი ცდილობ რაღაც მითხრა,მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე.

-ვიპოვეთ რამე?
-ჯერ არა ახლა მოვედით.ნიკამ ქურთუკი გაიხადა და კომპიუტერის წინ მოკალათდა,ყურადღებით აკვირდებოდა კამერას და აი გამოჩნდა ექთანი ვინც ზვიადის პალატაში შევიდა,მაგრამ გული აუფრიალა კარდში დანახულმა პიროვნებამ.
-წადი ყავა მოიტანე შენ და აქ მე ვიქნები.ნიკამ კამერა დააბრუნა უკან,უცებ გადაწერა რაც საინტერესო იყო,სხვა ყველაფერი წაშალა და ისევ თავისუფლად დაჯდა.დაცვის თანამშრომელმა ყავა მოიტანა და ნიკას გვერდით მოკალათდა.
-იპოვე რამე?
-ვერაფერი,მეგონა რაღაც იყო მაგრამ არაფერია.ასე როგორ შეიპარა,ფიქრობ ვინმე მოეხმარა?
-არ ვიცი,დახმარების გარეშე ასე უკვალოდ ვერ შეძლებდა პაციენტთან შესვლას.
-მეც მასე ვფიქრობ,კარგი თუ რამე იპოვო ეს ჩემი ნომერია და დამირეკე.
-კარგი,დაგირეკავ.ნიკამ კომისარს დაურეკა.
-იპოვე რამე ნიკა.
-არა კომისარო,აქ ჩანაწერებში არაფერია,ვფიქრობ ვიღაც მოეხმარა რომ კამერებს არ დაეფიქსირებინა.
-ადამიანი უნდა მოეკლა სულელი იყო კამერებს დაეფიქსირებინა? კარგი წამოდი მაქედან და მოდი აქ უამრავი საქმეა.

-რა გაარკვიე,ინდირა პასუხები მზად არის?
-ალექსანდრე გული მტკივა ამ ცხოვრებაზე,რეალობას მოვწყდი და მთელი ეს დრო ოცნებებში ვცხოვრობდი და ახლა რა ხდება? ეს ოცნებებიც დამეკარგა.
-რა მოხდა ინდირა.
-აი ნახე თავად პასუხები უკვე მზადაა,ნახე და თავად დარწმუნდი.ალექსანდრემ ქაღლდი გამოართვა და აღშფოთებულმა თქვა.
-შეუძლებელია.
-ალექსანდრე რაა შეუძლებელი,გინდა თქვა რომ გაგამ სიმართლე თქვა?
-მართალი ყოფილა გაგა,იზაბელა დედა შვილს შორის არანაირი ნათესაური კავშირ არ არის.
-დაუჯერებელია,მაშ სად არის ნამდვილი ანამარა,სად არის ეს გოგონა და ვინ მალავს მას.თქვა ალექსანდრემ აღშფოთებულმა და იზაბელას უცქერდა.
-გავგიჟდები,თავი ტკივილისაგან სადაცაა გამისკდება სად არის ჩემი შვილი ან ვინ იყო ეს გოგონა.
-შენ ნუ იდანაშაულებ თავს,შენ ის 4 წლის იყო გულიდან რომ აგაგლიჯეს.
-დამნაშავე ვარ დედამ შვილი უნდა იცნოს,დედის ინსტიქტით უნდა მეცნო,მაგრამ ვერ შევძელი.
-დრო ისევ გაიყინა,მაგრამ ჩვენ მას ვიპოვით.უთხრა იზაბელამ და ისიც ინდირასთან ერთად ტიროდა.

-ქალი,ნიღაბი,ქალი ნიღაბით ვინც მესროლა ის ისევ მოვიდა.
-ზვიადი დაწყნარდი ჯერ ისევ წამლების ზემოქმედების ქვეშ ხარ და უნდა დაისვენო.
-ქალი,ნიღაბი ის ისევ მოვიდა.
-არავინ არ მოსულა,მე აქ ვიყავი.
-ის ისევ მოვა,არსად წახვიდე ის ქალი ისევ მოვა.
-დაწყნარდი,დამშვიდდი მე აქ ვარ აი აქ ვიქნები შენს გვერდით.ზვიადის პანიკური შიში ჰქონდა და ყოველი კარის გაღებაზე შიშით უცქერდა პალატაში შემოსულებს.

-შეუძლებელია,მამა ვინ იყო ის გოგონა ვინც ჩვენს სახლში ცხოვრობდა და მისი ლამაზი ღიმილით,ქცევებით ყველას გვატყვევებდა,დავიჯერო მალიბუ ასეთი კარგი მსახიობი იყო?
-არ ვიცი ვინ იყო,მაგრამ ის ვინც გვეგონა იყო არ აღმოჩნდა,ის არ არის ინდირას შვილი.
-შენ ვინ გადაარჩინე,ვინ გამოიყვანე ცეცხლიდან.
-ანამარია ბიბილური მაგრამ მე წლებია ის აღარ მინახავს,თავად მოვიდა 20 წლის გოგონა ამდენი წლის შემდეგ და მითხრა რომ ის მალიბუ არჯევანიძე იყო და მეც ასე ბრმად მივიღე,არ მომაფიქრდა დნმ-ის ანალიზი გამეკეთებინა,მან ამ ისტორიის ყველა წვრილმანიც კი იცოდა ნიკოლოზ,ინდირაც შიკირებულია,რადგან ვერ იცნო შვილი.
-ნუთუ ეს ყველაფერი სიყალბე იყო,სიყალბე იყო მისი ღიმილი? სიყალბე იყო მისი საუბარი ჩემთან, სიყალბე იყო მისი არსებობა? მამა ეს ხომ დაუჯერებელია.
-ასეა,გამოდის რომ ეს ყველაფერი ყალბი იყო.ის ისე დამაჯერებლად ყვებოდა თითოეულ დეტალს ეჭვი ვერავინ ვერ შევიტანეთ მასში.
-მამა შესაძლებელია ის ჩვენთან შემოეგზავნათ?
-არ ვიცი,ეს მეც ვიფიქრე მაგრამ ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა,ვინ იცის კიდევ ეს ისტორია.
-დედა და ინდირა სად არის.
-ინდირა გაგასთან წავიდა და დედაშენი ბაზარში წავიდა.ინდირამ გაგას სახლთან მივიდა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა და კარზედაც დააბრახუნა,გაგამ კარი გააღო და ინდირა რომ დაინახა მის სახეზე ამოიკითხა ის ტკივილი რაც ინდირას აწუხებდა,ინდირამ ხელი კრა გაგას და სახლში შევიდა.
-სახლი გამოგიცვლია,აქ მარტო ცხოვრობ და სწორი გადაწყვეტილება მიიღე,ისეთ დიდ სახლში როგორიც ჩემი სახლია მარტო ვერ იცხოვრებ.რაც უფრო დიდია სახლი,მით უფრო მეტია მოთხოვნები,თან საშინელებაა მარტოობა.ჩემი სახლი ხალხმრავლობასაა ჩვეული და იქ უამრავი ხალხი ტრიალებდა ყოველთვის.
-ანალიზის პასუხი მიიღე და აქ იმიტომ მოდი.
-მიხვდი? მე კი ვერ მივხვდი რომ ის ჩემი შვილი არ იყო,გაგა როგორ გაიგე რომ ანამარია სულ სხვა იყო.
-დამაგვიანდა,მეც გვიან მივხვდი სიმართლეს.
-თავიდან რატომ მიიღე,რატომ იფიქრე რომ ის ჩვენი შვილი იყო.მოდის ერთი უცნობი გოგონა და გეუბნება რომ ის არის მალიბუ არჯევანიძე შენ კი მას გვერდით იყენებ ისე რომ არც კი დაფიქრებულხარ გადაგემოწმებინა.
-ვერ ვიცანი,ბოლოს 4 წლის ასაკში ვნახე,მისმა სახემ შემაცდინა,მისმა ფიზიკურმა მონაცემებმა დამაეჭვა.
-საინტერესოა,რაში დაგაეჭვა მისმა ფიზიკურობამ.
-ის ძალიან ჰგავდა დედაჩემს.
-დედაშენს? ეს ხომ შეუძლებელია.
-მისმა თვალებმა,მისმა სახემ, მისმა გარეგნობამ შემაცდინა.
-ეს როგორ.
-6-7 წლის წინ ერთ მხატვართან მივედი და დედაჩემის ფოტო მივიტანე,იმდენად მომწონდა ის პორტრეტი მინდოდა შემოსასვლელში მქონოდა და მეგონა ისე როგორც ადრე დედა სტუმრებს წინ პირველი შეხვდებოდა.სწორედ იმ ფოტოში ჰგავდა მალიბუ დედას,მაგრამ ახლა რომ გამახსენდა არა,არა ეს შეუძლებელია
-რა არის შეუძლებელი,რამე გაგახსენდა?
-რაღაც გამახსენდა,ჯერ ვერაფერს გეტყვი ყველაფერი უნდა დავაზუსტო.
-ის ფოტო სად არის,მინდა რომ ვნახო
-გაჩვენებ ის იმ დიდ სახლშია.
-ჩვენი შვილი სად უნდა იყოს,გაგა ის ცოცხალია?
-იმედია ცოცხალია,იმედია.
-მეც მინდა ჩემი შვილი ცოცხალი ვნახო,ვიღაც დგას ჩემს წინ ვინც ერთი ნაბიჯით მისწრებს წინ და მან იცის ჩვენი ისტორიაც ბოლომდე.
-ვინ,ვინ არის და რატომ არ სჩანს,რას ელოდება.ვფიქრობ არის რამოდენიმე პიროვნება.
-შეწყვიტე საიდუმლოებები,შეწყვიტე ტყუილები გაგა და დაკავდი მხოლოდ ჩვენი შვილის პოვნით,ვიპოვოთ ჩვენი შვილი.
-გპირდები ვიპოვი,წადი და მე თავად შეგეხმიანები მაგრამ გთხოვ ინდირა ფრთხილად იყავი.ინდირა ფრთაჩამოტეხილი დაბრუნდა უკან და უხმოდ დაჯდა,ნიკოლოზმა უყურა მაგრამ არაფერი უთხრა,მიხვდა რომ აღარ იყო საჭირო კიდევ უფრო მისი ანერვიულება.
-მივდივარ,უამრავი საქმე მაქვს.
-ნიკოლოზ ძალიან გართულდა ყველაფერი და ფრთხილად იყავი შვილო.ნიკამ გაბრაზებულმა შეხედა ალექსანდრეს და სახლიდან გავიდა,ტელეფონზე დარეკა და ნაცნობ ადგილზე მივიდა,სულ მალე მის წინ მოტოციკლეტით ანამარია მივიდა და ირონიულად უთხრა.

-ისევ შენ? რისთვის დამიბარე,რა გინდა რომ მითხრა.
-გინდოდა ზვიადი მოგეკლა?
-რას ბოდავ,ცუდად გეძინა?
-მე კარგად მეძინა,მაგრამ შენ? ალბად ვერ დაიძინე რადგან ზვიადი ამჯერადაც გადარჩა, შენმა გეგმამ არ გაამართლა.
-ნამდვილად მთვრალი ხარ და ამიტომ ბოდავ უაზროდ.
-შენ გეგონოს რომ ვბოდავ,მაგრამ ვიდეო არსებობს სადაც ყველაფერი სუფთად სჩანს,როგორ შედიხარ ზვიადის პალატაში და იქედან შეშინებული გამოდიხარ.რას აკეთებ,გგონია საქმეს აკეთებ და კვალს არ ტოვებ? არ გიფიქრია რომ ყველგან კამერები არის დაყენებული? ხმას აუწია ნიკამ და ანამარიას შეეშინდა ნიკას რეაქციის.
-ვიდეო არსებობს სადაც მე ვჩანვარ?
-ზვიადი ცოცხალია გონს მოვიდა და მალე იტყვის ვინ ესროლა,იტყვის ვინ არის ის ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა.ბოლოს და ბოლოს თქვი ვინ ხარ და რა გინდა,რის მიღწევას ცდილობ.
-გითხარი ვინც ვარ და რაც მინდა.
-სად იყავი აქამდე,მალიბუ აიყვანეთ მიეცით შენი სახელი და გვარი,გააკეთებინეთ რაც გინდოდათ და შემდეგ ისე მოიშორეთ არც კი დაფიქრდით.ახლა რას ეძებ,რა გინდა გზა ხომ თავისუფალი გაქვს.
-რას ამბობ თავად გესმის?
-მალიბუ აიყვანეთ რომ გაგენადგურებინათ გაგა რუხვაძე და სწორედ შენი და შენს გვერდით ვინც არის თქვენზეა მალიბუს სიკვდილი
-როგორც იქნა მიხვდი,რომ ის არ იყო ნამდვილი ანამარია ბიბილური.
-თემა ნუ გადაგაქვს,თქვი ვინ იყო ის ვინც ასე სადისტურად გაიმეტეთ არც მისი ახალგაზრდობა დაინდეთ.როგორ გძინავთ ღამე,როგორ სუნთქავთ ამ ჰაერით,მითხარი რა გინდოდა მასთან რატომ მოუსპეთ სიცოცხლე მალიბუს.თითქოს სიმართლეზე წაიჭირესო გაბრაზებულმა შეხედა ნიკას და შეუყვირა.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია ახვლედიანო.შებრუნდა და წასვლა დააპირა,მაგრამ ნიკამ უეცრად მკლავში სტაცა ხელი და მისკენ შეაბრუნა
-სად მიდიხარ,ცდილობ გაექცე რეალობას? ნუ ცდილობ აზრი დამიბნიო რადგან ვიცი რომ ყველა ეს დანაშაული თქვენგან მოდის.
-მიფრთხილდი პოლიციელო,მიფრთხილდი.
-თორემ რა,მეც მომკლავ ისე როგორც ზვიადის მოკვლას შეეცადე? ვერ მოასწრებ თვალის გახელას ისე აღმოჩნდები გისოსებს მიღმა.
-მემუქრები? შენ მე მემუქრები პოლიციელო.
-უკვე შეგიცანი,მაგრამ არ გემუქრები მე გაფრთხილებ.
-მეც შეგიცანი,ნიკამ უეცრად ყელში სწვდა ანამარიას და ხელი მოუქნია,ანამარიამ თვალებში შეხედა და უთხრა.
-ქალზე გინდა ასწიო ხელი? არა,შენ არ ასწევ ქალზე ხელს.უთხრა და მოულოდნელად ნიკას მუცელში ჩაარტყა ხელი და წავიდა,გაუშვა ნიკამ,მაგრამ მისი თმები შერჩა ბღუჯად ხელში და ჩაიცინა.ანამარია წავიდა,ნიკამ კი ხელში შერჩენილი მისი თმები ერთ პატარა პაკეტში ჩადო და თქვა.
-ვნახოთ ვინ ხარ მალიბუ თუ ანამარია თუ ორივე ერთად.

რამოდენიმე დღე გაგა მარტო იყო და ფიქრობდა,მას მარტოობის საათებმა დაეხმარა ეფიქრა გონივრულად,ისიც ფიქრობდა და იტანჯებოდა.ნუთუ ადამიანი ამაზე მეტად შეიძლება დაიტანჯოს,რომ მან შვილის ვინაობა არ იცოდეს? რა უნდა იყოს ამაზე ძლიერი ტკივილი,როგორ უნდა იყოს ადამიანი ამაზე ცუდ მდგომარეობაში.ერთ დილით უძილობით დაღლილს თითქოს რაღაც გაახსენდაო და აჩქარებულად გავიდა სახლიდან და იმ გალერიაში მივიდა სადაც წლების წინ მიიტანა დედის პორტრეტი დასახატად,გული აუფრიალდა,როცა იმ ადგილს მიუახლოვდა და გალერიაც ღიად დახვდა,ფრთხილად შევიდა შიგნით და იქ მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს მიუახლოვდა.
-გამარჯობა შვილო.
-გამარჯობა,მობრძანდით.დაიბნა მხატვარი.
-პაატას შვილი ხარ?
-კი,შვილი ვარ.
-თავად სად არის,ისვენებს?
-ბატონო გაგა მამა აღარ არის ჩვენს გვერდით.
-რას გულისხმობ,რას ნიშნავს აღარ არის და სად არის.
-ის დაიღუპა.
-რას ამბობ შვილო ეს როდის მოხდა,როგორ დაიღუპა.
-ავტო საგზაო შემთხვევა იყო და ის ადგილზე გარდაიცვალა,6 წელი გავიდა.
-რას ამბობ,მე რომ ვნახე ბოლოს მალე გარდაიცვალა?
-დედათქვენის პორტრეტის ჩაბარების შემდეგ მამა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
-არ ვიცოდი და ძალიან მეწყინა,ვწუხვარ შვილო.
-შემიძლია მე დაგეხმაროთ?
-არ ვიცი შეგიძლია თუ არა ჩემი დახმარება,მინდოდა დედაჩემის პორტრეტზე მეკითხა,მაგრამ..................
-გინდათ რამე შეასწოროთ?
-არა,არა ისე გამიჩნდა რაღაც კითხვები,მაგრამ შესაძლოა შენც იცოდე რაღაც იმ პორტრეტის შესახებ.
-თუ რამე ვიცი დაგეხმარებით,ეს ჩემი მოვალეობაა.
-შვილო,პორტრეტის ხატვის დროს მოხდა რამე ისეთი რაც უნდა ვიცოდე?
-როგორც?
-როგორც,იქნებ იყო ისეთი ადამიანი მოსული ვინც გითხრათ რამე შეგეცვალათ ხატვის დროს,ან დამსგავსებოდა პორტრეტში არსებული ქალი სულ სხვა ქალს.
-არა,ასეთი არაფერი არ მახსოვს,დედათქვენის პორტრეტზე მხოლოდ მამა მუშაობდა და საკმაოდ კარგიც გამოუვიდა,მახსოვს თქვენი აღფრთოვანება როცა პორტრეტი მოგიტანეთ.
-კი,ნამდვილად ასე იყო,კარგი შვილო მადლობა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ მამის გამო.გაგა წავიდა,მაგრამ მხატვარი იქვე ჩაჯდა და სახეზე ორივე ხელი მოისვა,მას ის წუთები ძალიან კარგად ახსოვდა,რომლებიც მამამ უბრძანა დაევიწყებინა.გაახსენდა გაგას წასვლის შემდეგ გალერიაში უცნობი ახალგაზრდა და მოხდენილი ქალბატონი მივიდა და პაატას დაელაპარაკა.
-დავინახე რუხვაძე იყო მოსული,რა უნდოდა?
-კი იყო,დედის ფოტო მომიტანა პორტრეტი უნდა დავუხატო.
-მშვენიერია,მე მოგცემ ერთ ფოტოს,მაგალითად აი ეს და გამომართვი.მხატვარმა ფოტო გამოართვა,მაგრამ ვერაფერს ვერ მიხვდა.
-თქვენც გინდათ პორტრეტად დავხატო ეს ფოტო?
-არა,ამ ფოტოზე არსებულ სახეს ჩახატავ რუხვაძის დედის პორტრეტში.
-ფიქრობთ,რომ.........................
-ჩვენ უკვე შენთანხმდით მხატვარო.
-ეს როგორ გავაკეთო ბატონო.
-მე ნუ მეკითხებით როგორ რა გააკეთოთ,ხელოვანი თქვენ ხართ და ეს თქვენ უნდა შეძლოთ თქვენი პროფესია ხომ ეს არის.მე კი გადაგიხდით იმდენს,რამდენსაც ვერ იშოვით აქ ხატვით 10 წელი.ეს ჩემი ნომერია,დაასრულებთ და თქვენს ზარს ველოდები,გაითვალისწინეთ რომ რუხვაძეზე წინ პორტრეტი მე უნდა ვნახო და თანხასაც იმ დღეს მიიღებთ.შეხვედრამდე მხატვარო.
-ეს ვინ იყო მამა,მას რა საერთო აქვს რუხვაძის დედის პორტრეტთან.
-დაივიწყე შვილო,შენ არაფერი გაგიგონია და არაფერი დაგინახია.
-მამა.............
-დაივიწყე,არავის არაფერი არ უთხრა რაც აქ დაინახე და გაიგონე.
-რატომ და რისთვის ასეთი გასაიდუმლოება.
-გესმის ჩემი რაც გითხარი თუ გაგიმეორო,არავის არაფერს არ ეტყვი ეს ასეა საჭირო.გაახსენდა და ახლა მიხვდა თუ რის გარკვევას ცდილობდა რუხვაძე.
უკვე ბნელოდა და ირგვლივ სიცარიელეს გრძნობდა,მაგრამ მაინც ჩქარი ნაბიჯით მიიჩქაროდა.იყო წუთები როცა ორივე ხელებში დატვირთული სიხალისით სავსე მიდიოდა ამ ქვაფენილზე,ახლა კი მარტოობა დააბიჯებდა მის გვერდით.სახლში შევიდა და უცებ შეჩერდა რადგან მაგიდასთან ალექსანდრე იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა,მიხვდა რომ მამას რაღაც აწუხებდა.
-მარტო ხარ და ისევ შენს ტკივილს მისტირი?
-მარტო ვარ და ვფიქრობ,იზაბელას არ შეეძლო და დაწვა.
-ინდირა?
-ჯერ არ მოსულა.
-კარგია,მშვენიერია.თქვა და კიბეებზე აირბინა,ინდირას მალიბუს ოთახში ეძინა და იქ შევიდა სავარცხელი აიღო და პაკეტში ჩადო,შემდეგ ისევ საჩქაროდ დატოვა ოთახი და წავიდა,ალექსანდრე გაკვირვებული უცქერდა ნიკას მოძრაობას და უთხრა.
-რას აკეთებ,ისევ მიდიხარ?
-დილით ახალი სავარცხელი იყიდე და დადე.
-რატომ?
-თქვი რომ გატყდა,რამე მოიფიქრე.სხვას მე მოვაგვარებ,შენ არაფერი არ იცი.
-გასაგებია გინდა დნმ-ის ანალიზი გააკეთო?
-როცა დრო მოვა გაიგებ,ჯერ არც მე ვიცი რა პასუხს მივიღებ.
-ეს ბოლო შანსია? იქნებ მართლა ის არის?
-არ ვიცი,ანალიზის პასუხი გვეტყვის სიმართლეს.

-ლაერტი არის რამე ახალი,ახალ საქმეზე?
-არის კომისარო.
-მაგალითად, რა გვაქვს ხელთ?
-ლიფტში ვიპოვეთ საღეჭი რეზინი რომელსაც აქვს ნიკოტინი და ის მამაკაცის არის.
-ვინ უნდა იყოს მამაკაცი,იქ ხომ დემეტრე არის უფროსი.
-კომისარო უნდა დაიკითხოს მაღაზიის მფლობელის ვაჟი.
-დაიბარეთ და დაკითხეთ,მე დემეტრეს დავურეკავ.
-ის უკვე აქ არის,მოვიყვანეთ კომისარო მაგრამ შეშინებულია.
-კარგი,შეიყვანეთ დასაკითხ ოთახში.ლაერტი დაკავებულთან მივიდა და დასაკით ოთახში შეიყვანა,კომისართან კი გაფითრებული დემეტრე შევიდა.
-ზაზა რა ხდება,ჩემს შვილს აქ რა უნდა. ნუთუ ის ეჭვმიტანილია?
-მეც ახლა გავიგე დემეტრე არ ვიცოდი თუ ეჭვმიტანილთა სიაში იყო.
-დაიწყო დაკითხვა, შემიძლია დავესწრო?
-წამოდი მოვუსმინოთ ერთად.
-ჩვენთვის ცნობილია რომ გარდაცვლილი ლიფტში გარდაიცვალა,ეს როგორ მოხდა უნდა გვითხრათ რადგან იქ თქვენც იყავით.
-როგორ დაამტკიცებთ რომ მეც იქ ვიყავი,ამის მტკიცებულება არ გაქვთ.
-ეს უკვე დამტკიცებულია ჩვენ ვიცით,შენ უნდა აღიარო დანაშაული.შენ ანა მოკალი,გესმის რა ჩაიდინე?
-შემიყვარდა,ანა ძალიან შემიყვარდა მაგრამ მისი უყურადღებობა მაგიჟებდა.ის ძალიან ნაზი იყო და ძალიან სერიოზული,არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი.მასთან ყოფნის დროს ვმშვიდდებოდი.იმ ღამესაც ეს ვთხოვე წავსულიყავით შორს ყველაფრისგან და ყველასგან,ცივი უარი მითხრა.
-ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით ერთად,არასოდეს.მითხრა და წავიდა.არ ვიცი რა დამემართა,დავეწიე და ყელში ვწვდი,მინდოდა მხოლოდ მეკოცნა თუნდაც ერთხელ და მზად ვიყავი ძალაც მეხმარა,მაგრამ უეცრად ჩემი ხელებიდან ჩაცურდა და ძირს უგონოდ დაეცა.არ მინდოდა,გეფიცებით არ მინდოდა.
-მაგრამ შენ ის მოკალი.
-მოვკალი,მართალია მე ის მოვკალი.შევეცადე გადამერჩინა,მაგრამ ვერ შევძელი.აქვითინდა მოულოდნელად ანდრეა.
-ჩამოართვით აღიარებითი ჩვენება.თქვა კომისარმა და მის გვერდით გაშეშებულ დემეტრეს მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა,მაგრამ ლაერტიმ შეხედა კომისარს და თქვა.
-კომისარო ნუ ვიჩქარებთ აღიარებითი ჩვენება ჩამოვართვათ.
-რა მოხდა ლაერტი.
-არ ვარ დარწმუნებული ანდრეა მკვლელი იყოს.
-რააა? ყველამ გავიგონეთ,მან აღიარა.
-აღიარა,მაგრამ ის არ არის მკვლელი,მას ეგონა რომ ანა მოკლა,შეეცადა კიდეც მის გადარჩენას და შეძლო, ანა გადარჩა,მაგრამ ის სხვამ მოკლა.
-სხვამ? ვინ არის სხვა ეს გარკვეულია?
-ის არის ანას მკვლელი ვინც ადრე იყო ,,ვიტრინას გოგონა''.
-ქობალია...................
-თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა კომისარო,მე უსიტყვოდ ვტოვენ ჩემს ადგილს თქვენს განყოფილებაში,მაგრამ დარწმუნებული ვარ ანდრეა მკვლელი არ არის.ანას მტერი ის გახდა ვინც მასზე მაღლა იდგა,მაგრამ შემდეგ ის დააქვეითეს და მის ადგილზე ანა დადგა.
-დემეტრე ვინ იყო ანაზე წინ ,,ვიტრინას გოგონა''.

-ელენე ქათამაძე,მხოლოდ ის მტრობდა ანას და ვერც იტანდა მას.
-სასწრაფოთ მოიყვანეთ.მარიამი,ლაერტი და ლაშა წავიდნენ ეჭვმიტანილის დასაკავებლად,ის იყო მივიდნენ რომ ელენე ჩემოდნით ხელში გამოვიდა ბინიდან.
-ელენე ქათამაძე.
-დიახ,მე ვარ.
-ორდენი გვაქვს,უნდა დაგაკავოთ რადგან თქვენ მკვლელობაში ხართ ეჭვმიტანილი.
-შეუძლებელია,მე და მკვლელობა? ალბად არ მიცნობთ,თან კიდევ თვითმფრინავზე მაგვიანდება.
-მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ,თქვენ განყოფილებაში უნდა წამოგვყვეთ.ელენეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და პოლიციას თან გაყვა.თავად კომისარმა ითავა ქათამაძის დაკითხვა და სიბრაზით ანთებულმა შევიდა დასაკითხ ოთახში.
-ელენე ქათამაძე თქვენ ბრალად გედებათ მკვლელობა,თქვენ ადამიანი მოკალით.
-მან ის მიიღო რაც დაიმსახურა.
-ეს როგორ გავიგოთ,აღიარებთ რომ თქვენ მოკალით ვიტრინას გოგონა?
-მას უნდოდა წართმევა ჩემი საქმროსი,მათ ფარული შეხვედრები ჰქონდათ.
-ეს ტყუილია,ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა ჩაიდინეთ ქათამაძე,თქვენ დაგეგმილად მოკალით ადამიანი და ეს კი განზრახ მკვლელობაა.
-არავის დავუთმობ რაც მე მეკუთნის,ანდრეა ჩემი საქმროა.
-შენ,შენ რა ჩაიდინე ამის შემდეგ ფიქრობ,რომ ჩვენ დავქორწინდებით? ანდრეამ ხელით გაიწია ელენესკენ,მაგრამ ლაშამ არ გაუშვა.
-გაიყვანეთ ანდრეა ის თავისუფალია,დამნაშავე გადაიყვანეთ საკანში.თქვა კომისარმა და დემეტრეს შეხედა.
-მადლობა მეგობარო,შენ შვილი გადამირჩინე.
-მე არა,მადლობა ქობალიას უთხარი ის არასდროს არ სცდება.მან აღმოაჩინა სიმართლე და ბოლო წუთებში შეიცვალა ყველაფერი.
-სად შეიძლება ვნახო ქობალია.
-აი ის კაბინეტია მისი.დემეტრე და ანდრეა ლაერტის კაბინეტთან მივიდნენ და ფრთხილად დააკაკუნეს.
-მობრძანდით.
-ბატონო ლაერტი მადლობის სათქმელად მოვედი.
-ბატონო დემეტრე მე გავაკეთე ის რაც სწორი იყო,მივხვდი ანდრეას გამოხედვაზე რომ ის დამნაშავე არ იყო,ის მხოლოდ თვლიდა თავს დამნაშავედ და ის სასჯელზედაც მზად იყო.მე შემეძლო საქმე აქ დამეხურა,მან ფაქტობრივად დანაშაული აღიარა,მაგრამ მე ვერ შევძელი გამეშვა უდანაშაულო ადამიანი ციხეში,მას ხომ მთელი ცხოვრება შეეცვლებოდა,ამიტომ უნდა დაისაჯოს ის ვინც დამნაშავეა და არა უდანაშსაულო.ვფიქრობ სასამართლო მას სათანადო სასჯელს გამოუტანს.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ქალბატონო მზია, გელოდებით , დღეს დილით ახალი თავი, რომ არ დამხვდა გამიკვირდა, ხომ კარგად ხართ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent