შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.თავი 2.


21-02-2019, 17:25
ავტორი zia-maria
ნანახია 3 051

ყველამ კარგად ვიცით,თვითეულმა მოქალაქემ რომ კანონი უფლება მოვალეობის განმსაზღვრელი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემაა,რომელიც სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი.სამართალი და კანონი არის ადამიანის ქცევის წესების,ნომრების ერთობლიობა,რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით.
ჩაბნელებული დარბაზი,მუსიკა მაღალ ხმაზე და უამრავი წყვილი რომლებიც ნელ და ჰარმონიულ მუსიკაზე ერთმანეთზე გადახვეულები ცეკვავდნენ თუ ამას ცეკვა შეიძლება ვუწოდოთ,ერთ ადგილზე მოძრავი ორი სულიერი არსება რომლებმაც არც კი იცოდნენ სად იყვნენ იმ წუთებში და რას აკეთებდნენ.ნიკოლოზმა როგორც იქნა ბარმენამდე გზა გაიკვლია,პირადობა აჩვენა და უფროსთან შეხვედრა ითხოვა.
-ორგანოს მუშაკი ვარ,მინდა თქვენს უფროსს შევხვდე.
-ზემოთ არის და დავუძახებ.ბარმენი გავიდა და ნიკოლოზი მისი გამჭოლი მზერით ათვალიერებდა ირგვლივ ყველას,ცოტა ხანში კი საშუალო ასაკის მამაკაცი მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა.
-ხალხზე მზრუნველი პოლიციელი,რამ შეაწუხა გასართობად მობრძანდით უფროსო?
-მიცნობთ? ღიმილი დაუბრუნა უკან ნიკოლოზმა და ახალ მოსული შეათვალიერა.
-თქვენ ვინ არ გიცნობთ,მთელი საქართველო გიცნობთ.შემიძლია გავიგო,რამ შეგაწუხათ?
-თქვენთან რამოდენიმე კითხვა მაქვს.
-ზემოთ წავიდეთ,აქ ხმაურია და ვერ ვისაუბრებთ დამშვიდებულად.დაქანებულ და დაკლაკნილ კიბეებს აუყვა ორივე და დიდ წითელ ოთახში შევიდნენ.დაბრძანდით,რას მიირთმევთ,რა გესიამოვნებათ.
-მუშაობის საათებში დალევა გვეკრძალება.
-სწორია,რით შემიძლია გემსახურით?
-როგორც ვიცი გვენეტაძე ზაალი თქვენი მეგობარი იყო.
-კი მეგობრები ვიყავით სკოლიდან ერთად მოვდივართ,ძალიან კარგი ადამიანი იყო და ვწუხვარ ასე რომ გაიმეტეს სიკვდილისთვის.
-ისევ ხვდებოდით ერთმანეთს?
-იშვიათად შემოივლიდა მნახავდა,ცოტას ვისაუბრებდით და მიდიოდა.
-ალბად გაიგებდით ის სადაც მოკლეს დიდი რაოდენობით კოკაინი იპოვეს,თქვენ რას ფიქრობთ,იყო ის კოკაინის ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი?
-არა,გამორიცხულია და ეს მეც ძალიან გამიკვირდა რომ გავიგე,ზაალის ეკონომიური პრობლემები ჰქონდა,მხოლოდ ეს ვიცი მისგან.
-თქვენ გთხოვათ დახმარებოდით?
-ახლა არა,მაგრამ ბევრჯერ დავხმარებივარ როცა უთხოვია.
-თქვენი ჩვენება წავიკითხე 22 წლის წინ მომხდარ ერთ-ერთ საქმეზე,თუ არ ვცდები ორგანოს მუშაკი იყავით იმ დროს.
-22 წლის წინ ორგანოს მუშაკი ვიყავი,მაგრამ რომელ საქმეზე მეუბნებით არ მახსენდება.
-აი ის გახმაურებული საქმე, ცოლმა ქმარი და 4 წლის შვილი რომ მოკლა და მერე დაწვა სახლთან ერთად გვამები.დავით ბიბილური და ინდირა ვერულაშვილი არ გახსენდება ეს ორი ადამიანი? გაშეშდა,გაშრა და სიტყვა ვეღარ თქვა.
-არ მახსოვს ეს საქმე.
-სამწუხაროა,ასეთი ტრაგედია წლები ამახსოვრდება საზოგადოებას,თქვენ კი ორგანოს მუშაკს ძალიან მალე დაგვიწყებიათ მომხდარი.ნიკოლოზს ჩაეცინა და ბარი დატოვა,გარეთ გასვლისას კი თქვა.
-არ მეჩქარება,ნელა-ნელა მოგიახლოვდებით ნაბიჯ-ნაბიჯ.ის ჩააძაღლეს და როგორც ვიცი წლების წინ ქალაქის ცენტრში იყიდა ძალიან ძვირიანი ბინა,შენ ეს მაღაზია იყიდე,რიხვაძეები მოულოდნელად ორივე ძმები კომპანიის მფლობელები გახდნენ სადაც ადრე დავითი და ინდირა იყვნენ უფროსები.ყველა წვრილმანს გამოვიძევ ბატონო გეგენავა და დიდი იმედი მაქვს მკვლელებს მივაგნებ.ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-მალიბუ სად ხარ,სახლში მიდი უკვე?
-არა,ერთი საქმე დამრჩა მოვაგვარებ ამასაც და დაგირეკავ რომ წამოვალ.
-კარგი,ველოდები შენს ზარს.მალიბუმ ხელის კანკალით მისცა კარზე ზარი და თეთრწვერა მოხუცმა გაუღო კარი.
-გოსმენთ,ვის ეძებ შვილო.
-ჩვენ ტელეფონით ვისაუბრეთ,მე მალიბუ არჯევანიძე ვარ.
-დიახ,დიახ მობრძანდით.
-მადლობა,დრო რომ დამითმეთ.
-რა გაინტერესებს შვილო, ამხელა გზას ტყუილა არ გამოივლიდი.
-თქვენ 90-იან წლებში გლდანის ციხეში მუშაობდით ზედამხედველად,მინდა ერთ-ერთ დაკავებულზე გკითხოთ რამოდენიმე კითხვით.
-მკითხე შვილო,თუ ჩემს დროს იქ იყო მემახსოვრება.
-ინდირა ვერულაშვილი-ბიბილური იქნებ გახსოვთ ეს ქალბატონი.
-შემახსენე რისთვის იხდიდა სასჯელს შვილო.
-ის დააკავეს ქმრისა და შვილის მკვლელობაში,რომ თითქოს დახოცა ისინი და შემდეგ გვამები დაწვა სახლთან ერთად.
-მახსოვს,ინდირა კარგად მახსოვს.თქვენ რა გაინტერესებს მასზე.
-ერთ მნიშვნელოვანი ჩანაწერს ვაკეთებ ჩემი დიპლომისთვის და მჭირდება საინტერესო მასალები.
-გასაგებია,რა გინდა გაიგო მასზე.
-მინდა გავიგო,როგორი იყო ხასიათით ან რაც გახსოვთ მასზე ყველაფერი მითხარით.
-წყნარი და მშვიდი ქალბატონი იყო, ინდირა არ ლაპარაკობდა და ის ჩაკეტილი იყო თითქოს ყველას გაურბოდა,მაგრამ როცა დამინახავდა მეუბნებოდა რომ ის უდანაშაულო იყო და მთხოვდა დავხმარებოდი.ის გარდაიცვალა შვილო,გარდაიცვალა და ვერ დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა.
-როგორ გარდაიცვალა,იავადმყოფა?
-40 წელი ვიმუშავე იმ დაწესებულებაში,ასეთი ტრაგიკული შემთხვევა არ მახსოვს მომხდარიყო ჩემს დროს.
-რა მოხდა,მაინტერესებს როგორ გარდაიცვალა.
-საკანში არ ვიცი როგორ,მაგრამ ფაქტია რომ ცეცხლი გაჩნდა და იქ ვინც იყო ყველა დაიწვა.ჩემი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა,გარკვეული დრო იმ საკანთან ვერ მივდიოდი,მისი თვალები მოსვენებას არ მაძლევდნენ.
-თქვენ როგორ ფიქრობთ,იყო ის დამნაშავე,გავდა იმ პიროვნებას რომ დახოცავდა ქმარს და შვილს,შემდეგ კი მათ გვამებს დაწვავდა?
-არა შვილო,ინდირა უდანაშაულო პიროვნება იყო,ერთი სუსტი ქალი და ის გამოიყენეს.ვისაც აწყობდა ასე ყოფილიყო ასე გააკეთა,ჩვენ პატარა ადამიანები ვართ და სიტყვის თქმის უფლებაც არ გვაქვს.
-მადლობა,ძალიან დამეხმარეთ.
-არ ვიცი თუ დაგეხმარე,მაგრამ მხოლოდ ეს მახსოვს მას შემდეგ 22 წელია გასული.
-ბოლო შეკითხვა მაქვს,ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა.
-ეს ვინც გააკეთა შვილო მას დიდი თავიც აქვს,მყარი ძლიერი ზურგი და სქელი ჯიბეც.ნუ ჩაეძიები შვილო,ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და შენ ვერ მოერევი მათ,ის ადამიანები ყველაფრის მკადრებლები არიან და მეფურად ცხოვრობენ სხვის ქონებაზე,უბრალო ადამიანები ვიხდით სასჯელს ძალიან სასტიკად,თუნდაც ის უდანაშაულო ინდირა ავიღოთ.მალიბუმ დაემშვიდობა კეთილ მამაკაცს და გარეთ გამოსულმა კანკალი დაიწყო,თითქოს ციოდა მაგრამ არა ის ნერვებს აყვა და სახლში მისვლამდე შეეცადა დამშვიდებულიყო,რადგან ასე აკანკალებული სახლში ვერ შევიდოდა.უკვე სახლის კართან მისულს ტელეფონზე დაურეკეს,ხმა ჩაიწმინდა და რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა.
-გისმენ ნუკუშ.
-მალიბუ სად ხარ,მიდი სახლში?
-მივედი,უკვე შევდივარ სახლში,შენ არ მოდიხარ ჯერ?
-კარგია მშვიდად ვიქნები,საქმე გამომიჩნდა და ჯერ ვერ მოვალ დამაგვიანდება.
-კარგი,აღარ დაგელოდები და დავწვები.უთხრა მალიბუმ და სახლში შევიდა,ნიკა კი ისევ იმ ბარში შევიდა და მოულოდნელად სვეტს ამოეფარა.
-მოხვედი? გელოდებოდი,აქ ნიკოლოზი იყო მოსული.
-ახვლედიანი? რა უნდოდა,რაღაც იყნოსა ძაღლმა.
-ზაალიზე შემეკითხა,იყო თუ არა ნარკოტიკის მომხმარებელი.
-სხვა არაფერი არ უკითხია?
-არა,არაფერი.ზვიადი შენ მოკალი ზაალი?
-რომ მომეკლა გეტყოდი,მაგრამ არა არ მომიკლავს გოგიტა.
-შემდეგ ის ძველი ისტორია გაიხსენა ბიბილურზე.
-რაააა? რა გითხრა,რა შეგეკითხა.
-მითხრა,ჩვენება გაქვს მიცემული ძველ საქმეზეო.
-ვიცით რამე ამ პოლიციელზე?
-რაც ვიცი ის არის,რომ წლების მანძილზე უცხოეთში ცხოვრობდა და ძალიან ცნობილი ორგანოს მუშაკია.
-ფული უყვარს?
-არა,მას ვერ იყიდი ზვიადი ფულით.
-მაშინ ისე უნდა გავაკეთოთ,რომ დაკარგოს სამსახური.ნიკუშამ გაიგონა ყველაფერი და შეუმჩნევლად გავიდა ბარიდან,ისევ განყოფილებაში დაბრუნდა და ჩაფიქრდა,ფიქრებიდან კი კოლეგას ხმამ გამოიყვანა.
-ეს ნახე,სისხლი რომელიც გვენეტაძის ქურთუკზე აღმოჩნდა გარკვეული არის ვისია და უნდა დავაკავოთ.
-არა,ნუ ვიჩქარებთ ჯერ უნდა ვუთვალთვალოთ.
-ნიკოლოზ დარწმუნებუული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,ეს ბანდაა რომელსაც თვალთვალი სჭირდება,მათ სქელი ჯიბე იცავთ და ის ჯიბე უნდა მოვსპოთ.
-კარგი,შენ უკეთ იცი.წავიდეთ?
-წავიდეთ,ძალიან დავიღალე დღეს.მშვიდად მიდიოდა ჩაფიქრებული,სახლთან მისული იყო რომ თორნილეს მოკრა თვალი,რომელიც ტელეფონზე საუბრობდა.მალიბუ უკვე დაძინებას აპირებდა,შეტყობინება რომ მიიღო,გახსნა და თორნიკე იყო.
-,,გელოდები,ძირს ვარ უნდა დაგელაპარაკო''.
-,,წადით,არ მინდა თქვენთან საერთო მქონდეს რამე და გთხოვთ წადით''.თორნიკემ სახლთან მივიდა და კარზე ზარი მისცა,გაიღო თუ არა მალიბუს სიტყვის თქმაც არ დააცადა ტუჩებში აკოცა.მუხლები აუკანკალა ამ მოულოდნელმმა კოცნამ და ძალიან ბევრი რამ შეცვალა იმ ღამით მალიბუს პირადულში.
-რას აკეთებთ,რა თავხედი ხართ.მკაცრი ხმა ჰქონდა მალიბუს და თან ეზოში იხედებოდა ნიკა არ მოსულიყო.
-მალიბუ გამირბიხარ და მაინტერესებს,რატომ.
-წადი,საერთოდ არ მინდა გიცნობდე.
-ახლა მივდივარ,მაგრამ ჯერ ჩვენ არ დაგვისრულებია.ყურადღება არ მიაქცია მალიბუს სიბრაზეს,კიდევ ერთხელ დააგემოვნა მისი სიბრაზისგან გაბუტული ტუჩები და ელვის სისწრაფით გაირბინა ეზო,მანქანაშიც მოთავსდა და ნიკამაც გამორთო ფარები, ძირს გადმოვიდა.სახლისკენ გაიხედა და მალიბუ ისევ კართან იდგა,შეხედა როგორ გამოიქცა მალიბუ მისკენ და მოულოდნელად მის მკლავებში აღმოჩნდა.
-რა მოხდა,მე მელოდი თუ სტუმარი გვყავდა და გააცილე.
-შენ გელოდი,შევიდეთ სახლში.უთხრა გაბრაზებული ხმით და თავად წავიდა პირველი სახლისკენ,ნიკუშამ კი თვალი შეავლო ჯერ კიდევ იქ მდგარ თორნიკეს მანქანას და ჩაეცინა,თორნიკეს გულზე მოეშვა და ნიკა შევიდა თუ არა სახლში ისიც მოწყდა ადგილიდან.
-გაგა პოლიციელი ახვლედიანი რომ არის ორგანოს მუშაკი,თურმე ძველი საქმით არის დაინტერესებული.
-რატომ იჩინა ისევ ამ საქმემ თავი,ან ის საიდან და როგორ ამ საქმესთან რა საერთო აქვს.
-იგივე კითხვები გამიჩნდა მეც,რა საქმე აქვს მას 22 წლის მომხდარ საქმესთან.
-არ ვიცი საიდან და როგორ,მაგრამ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ.
-ვფიქრობ,რომ მამამისმა ყველაფერი მოუყვა და დაინტერესდა მომხდარით.
-არა,გამორიცხულია.
-არაფერია გამორიცხული და შეუძლებელი,მამა-შვილია ორივე ერთნაირ სამსახურშია ის გადამდგარი მაიორია და ეს ახალბედაა,მამა გაუკვალავს მას გზას და ჯერ კიდევ ბურუსით მოცულ საქმეს სააშკარაოზე გამოიყვანს.
-ალექსანდრეს არაფერი უთქვამს 22 წლის მანძილზე და ახლა ეთქვა ნიკოლოზისთვის ეს გამორიცხულია.
-პრობლემები იწყება და ეს არ მომწონს.
-ეს დიდი ხნის წინ დასრულებული ისტორიაა,წარსულია და არ მეშინია.შენ ნუ შექმნი პრობლემებს ესაა მთავარი,შეეშვი მათთან ურთიერთობას და გაწყვიტე კონტაქტი.ძალიან ძვირი დამიჯდა ზვიადი შენ მათგან შორს რომ ყოფილიყავი,როგორ ფიქრობ გეგენავა ალაპარაკდება?
-ესაა პრობლემა რომ აალაპარაკებს,თუ ფული დაანახა ან დააშინა პირს გახსნის.
-ჰოდა ის პირი უნდა დაამუწინო და ახვლედიანი ჩემზე იყოს.22 წლის შემდეგ გაახსენდათ წარსულის ჩიჩქნა,ეს ისტორია დასრულდა და უნდა დასრულდეს სამუდამოდ.
-მალიბუ გძინავს?
-მძინავს.ნიკას გაეცინა და მალიბუს ოთახში შევიდა,საწოლზე ჩამოჯდა და ნელა-ნელა საბანი გადააძრო რომელშიც ერთიანად იყო გახვეული.
-რა გინდა,ხომ გითხარი მძინავსთქო.
-არ გინდა რამე მითხრა?
-რა გითხრა,ჯერ არაფერი არ გამიგია.
-სხვა არაფერი არ გაქვს სათქმელი?
-არა,გარდა იმისა რომ მეძინება.
-მალიბუ მინდა შეეშვა რუხვაძეებთან მუშაობას.
-რატომ? გაკვრვებულმა შეხედა მალიბულ ნიკას.
-იმ ოჯახში ძალიან დიდი საიდუმლო იმალება.
-რაში მაინტერესებს მათი საიდუმლო,მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ხელფას მიხდიან.
-კარგი,ნუ ბრაზდები და ფრთხილად იყავი.ნუ დაუახლოვდები ვინმეს,ის ხალხი არ არის სანდო ხალხი დამიჯერე რომ გეუბნები ალბად ვიცი შენზე მეტი და იმიტომ ვნერვიულობ შენზე.ხელი არაფერს მოაწერო სანამ ყველაფერს დაკვირვებით არ წაიკითხავ,შეცდომა რომ მოხდება ძნელია მერე მისი დამტკიცება,რომ უდანაშაულო ხარ.დილით ადრე ალექსანდრე გაგას ზარმა გააკვირვა,მიხვდა რომ გაბრაზებული იყო და შეხვედრაზე დაეთანხმა,შეხვედრა კი მათი ბავშვობის ადგილი იყო და ალექსანდრემ გაოცებულმა წავიდა გაგასთან შესახვედრად.იმდენად დააინტერესა გაგას მოულოდნელმა ზარმა,რომ პირველი მივიდა დათქმულ ადგილზე,იდგა დიდ სიმაღლეზე და მთელ თბილისს გადაჰყურებდა.
-რამდენი წელი გავიდა რაც აქ ერთად არ ვყოფილვართ ალექსანდრე.
-მრავალი წელი და როცა დავდიოდით თავისუფალი,უდარდელი ბიჭები ვიყავით,დაცვაც კი არ გვჭირდებოდა ჩვენ ერთმანეთს თავად ვიცავდით.
-ბევრი რამ არ გვქონდა მაშინ,მაგრამ ახლა გვაქვს.
-ყველაზე კარგი გაგა იმ წლებში დარჩა და ეს კი ჩვენი ოცნებები იყო.
-წარსულის გახსენება ჩვენ ორივეს ტკივილს მოგვიტანს,ახლანდელს მივხედოთ.
-გისმენ,შენი დილადრიანმა ზარმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა.
-მისმენ?
-გისმენ,რადგან ვიცი შენ შეხვედრას არ დამინიშნავდი მნიშვნელოვანი რამ რომ არ გქონდეს სათქმელი.ახლა რა გინდა გაიგო,რა გინდა რომ გითხრა.
-ამჯერად მე გეტყვი და პირდაპირ თემაზე გადავალ,ალექსანდრე რა იცის შენმა აღზრდილმა შვილმა წარსულის ისტორიაზე,გაქვს რამე ნათქვამი?
-რატომ მეკითხები,რა ხდება შენ ჩემში ეჭვი შეგეპარა?
-არასოდეს არ შემპარვია შენში ეჭვი,მაგრამ გაოცებული დავრჩი რაც მითხრეს.ის ძველი ისტორიის გამოძიებას იწყებს და შენც კარგად იცი,ეს წარსულია და არ უნდა გახმაურდეს.
-არაფერი,პირადად არაფერი მითქვამს,ჩვენ ეს ისტორია წლების წინ დავხურეთ,მე ერთხელ ვთქვი სიტყვა.
-მაშინ რატომ ეძებს, წარსულში რატომ იჩიჩქნება.
-ის ძალიან წარმატებული პოლიციელია და თუ რამე მოისმინა თუნდაც შემთხვევით,ალბად დააინტერესა რამე დეტალმა.
-გავიგე ესეც რომ ძალიან წარმატებული და დაკვირვებული პოლიციელია,ძალიან მეწყინება თუ რამე შეემთხვა მოულოდნელად ის ჯერ ახალგაზრდაა და ფრთხილად იყოს.
-ფრთხილად იყოს? ვის უნდა უფრთხილდეს გაგა შენ? თუ შენს არანორმალურ ძმას.
-უთხარი წარსულის ქექვას შეეშვას,იცი რისი გაკეთება შემიძლია.
-გაგა მას თუ შეეხები............................
-არ მინდა შევეხო,იმიტომ რომ ის შენ გაზარდე და შვილად მიგაჩნია და შენ იცი როგორ პატივს გცემ,მაგრამ თუ არ დაწყნარდება მომიწევს ზომები მივიღო.
-მემუქრები?
-არა,გაფრთხილებ.
-გაგა კარგად მომისმინე,თუ ჩემს შვილს რამე დაემართება ადგილს ვერ მოძებნი ვერსად რომ დაიმალო,გაგანადგურებ და იცი რომ გავაკეთებ და ეს არაა მუქარა,ისე როგორც შენგან.
-დაწყნარდი,არავის არ ვეხები თუ თავად არ შემეხო.დამარხული ისტორია აღარაა გასახსენებელი და ნუ ავირევთ ცხოვრებას მივიწყებული წარსულის გამო.ძველი მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ,მეგობრები როლებიც ნელა-ნელა დაკარგა ცხოვრებამ ერთმანეთისგან.
-დილა მშვიდობის.
-დილა მშვიდობის ბატონო ზვიადი.
-შეგაწუხა კიდევ ახვლედიანმა?
-არა,აღარ მოსულა.
-ფრთხილად იყავი,თუ მოვიდა და რამე დაგცდა იცოდე მაგ პირს სამუდამოდ ამოგიკეტავ.
-იცი რომ არ ვარ არაფლის მთქმელი,იმ საქმეში მეც გარეული ვარ და სულელი გგონივარ?
-ფრთხილად იყავი და ნუ შეიცვლები,თორემ ცოცხლად დაგმარხავ.ყველაფერი ისე უნდა იყოს,როგორც მაშინ თქვი,გასაგებია?
-გასაგებია.იდუმალი და ამოუცნობი გახდა მალიბუ აღარც ლაპარაკობდა,დაღლილი ბრუნდებოდა საღამოს სახლში და სულ ჩაფიქრებული იყო.ერთ საღამოს საშინელებათა ფილმის კადრებივით დატრიალდა ყველაფერი და წარსული გაახსენდა,დილით კი უხმოდ დატოვა სახლი,იქ მივიდა სადაც მისი ბავშვობის სუნი ფერფლთან ერთად გაქრა და 22 წელია წვიმა თუ თოვლი ცდილობს ამ ადგილზე წარსულის კვალის წაშლას,მაგრამ არა,არ წაიშალა ჯერ კიდევ ამაყად დგას ცეცხლისგან გაშავებული კედლები.ცრემლი მოერია როცა განადგურებულს და გავერანებულს შეხედა ერთ დროს ლამაზ და კოპწია ეზოს,ახლა კი იქ მხოლოდ ნანგრევებად ქცეული უზარმაზარი სახლი კი არა,ნასახლარი იდგა.
-უკაცრავად,შეიძლება შეგეკითხოთ?
-მკითხე შვილო.
-თუ გაგიგონიათ ეს ადგილი იყიდება?
-არ ვიცი შვილო,ან ვინ იყიდის ამ სახლს.
-რატომ,რა მოხდა.
-ერთ საღამოს ქმარი და შვილი ერთად დახოცა ქალმა და ეს არ აკმარა საცოდავებს,სახლთან ერთად მათი გვამებიც დაიწვა.
-გახსოვთ რა გვარები ცხოვრობდნენ აქ?
-როგორ არ მახსოვს,ბიბილურები ცხოვრობდნენ და მამა-შვილის სასაფლაბვი ჩემი მეუღლის გვერდით არის.ძალიან კარგი ადამიანი იყო დავითი,დავითი ბიბილური შვილო,ბიბილური იყო გვარად.
-გასაგებია,მადლობა.მალიბუ წავიდა და სასაფლაო ნახა იქ ფოტოც დახვდა,პატარა გოგონა მამასთან ერთად.დავით ბიბილური 30 წლის,ანამარია ბიბილური 4 წლის.ცრემლი მოერია,იქვე სალოცავშიც შევიდა სანთლები დაანთო.
-მამა? ასეთ დროს სახლში ხარ?
-შენ რატომ მოდი ასე ადრე.
-აქვე ვიყავი და შემოვიარე,მალიბუ?
-მალიბუ ჯერ არ მოსულა,მისთვის ადრეა ჯერ მოსვლა.თქვა იზაბელამ ნაწყენი ხმით.
-იზაბელა დაგვტოვე საყვარელო,სალაპარაკო მაქვს ნიკოლოზთან.
-ვაააახ,ნიკოლოზი მიწოდე ესე იგი სერიოზიულ თემაზე უნდა დამელაპარაკო.
-ყავას დალევთ?
-მოადუღე,მალიბუს მოსვლამდე ჯერ კიდევ ორი საათია,ნიკოლოზს კი რძე მოუტანე.
-რძე რად მინდა,კატა ვარ? ალექსანდრეს გაეცინა ნიკას გაოცებულ თვალებს რომ შეხედა,მაგრამ შემდეგ დასერიოზულდა და უთხრა
-ნიკოლოზ მე არასოდე არ ჩავრეულვარ შენს საქმეებში,მაგრამ ისტორია რომელიც უკვე ხალხს დავიწყებული აქვს და ჩვენ შევეჭიდეთ ამ საქმეს სიფრთხილე სჭირდება.
-რა მოხდა მამა.
-შენ ძალიან კარგი ხარ შენს საქმეში და შეიძლება დიდ სიმაღლეზეც ახვიდე,მხოლოდ ძალიან დაუკვირდი და შეცდომას ნუ დაუშვებ.
-რას ნიშნავს ეს?
-ვფიქრობ,უნდა შევეშვათ წარსულის ქექვას.
-რა მოხდა,შემოვიდა ზარი ასე მალე? ვინ დაგაშინა, რუხვაძემ?
-ნიკოლოზ რაც გითხარი,გთხოვ გაითვალისწინე.
-ძალიან ჩაბინძურებულები არიან და ამიტომ აწრიალდნენ?
-ყველა,განა ერთი?
-როგორც ვიცი,და არ ვცდები მეგობრები იყავით წარსულში.
-სწორედ იმ დღეს დარჩა წარსულში ჩვენი მეგობრობა.
-მამა,მინდა ვიცოდე შენ ბრალი მიგიძღვის ამ ისტორიაში?
-არა,მაგრამ ის ხალხი საშიშია და ყველაფის მოლოდინში უნდა ვიყოთ მათგან.
-შენ მე მასწავლე,რომ არ უნდა შემეშინდეს,რომ არასოდეს არ უნდა დავიხიო უკან.
-არა შვილო,მე გასწავლე ვისი უნდა გეშინოდეს.მალიბუ უკვე სახლში იყო ტელეფონზე შეტყობინება რომ მიიღო.
-,,გააგრძელე ძებნა ჯერ დასაწყისში ხარ,მაგრამ ყოჩაღ კარგად მიყვები.სანამ ჰგონიათ რომ დამარხული ხარ ნუ გეშინია,საშიშროება არ გელის''. გაოცებულმა ჩაიკითხა შეტყობინება და გარშემო მიმოიხედა,ნიკამ ფეხზე წამოდგა და მისმა ტელეფონმაც დარეკა.
-ნიკოლოზ სასწრაფოდ მოდი განყოფილებაში.
-რა მოხდა კომისარო.
-მოდი, ეს ტელეფონით სალაპარაკო არ არის შვილო.
-მოვდივარ,უნდა წავიდე რაღაც მოხდა და მელოდებიან.
-შვილო უკვე გვიან არის,გეჭამა მაინც რამე.
-რა მოხდა დედა,პირველად გავდივარ ამ დროს სახლიდან?
-არა,მაგრამ მალიბუც მოვა უკვე სადაცაა.
-მოვედი,მეც აქ ვარ.სახლში ერთიანად სველი მალიბუ შემოვიდა.
-ასე ძალიან წვიმს? სულ დასველებულხარ.
-საშინელი წვიმაა,სულ დავსველდი.
-მიდი უცებ თავს მიხედე და ვჭამოთ,ნიკა უნდა წავიდეს.მალიბუმ თავს მიხედა,გამოიცვალა და სხვებთან ერთად მიუჯდა მაგიდას,ნიკამ კერძი გადმოიღო და ისევ ტელეფონმა დაურეკა.
-ხომ გითხარი მოვდივართქო,უკვე გზაში ვარ.
-ნიკოლოზ სანიკიძე გიორგი მოკლეს.
-რააააა,როდის.
-უკვე მკვლელობის ადგილზე ვართ,აქ მოდი.
-დაგვასწრეს მაგათი....................... ნიკამ წამოდგა ქურთუკი აიღო და საჩქაროდ გავიდა სახლიდან
-ვერ მოასწრო ლუკმის ჩადება,რა სამსახური აქვს დღეს და ღამეს აერთიანებს,იღლება ძალიან.აწუწუნდა იზაბელა.
-ესაა მისი არჩევანი და არც შემცდარა,ის საუკეთესოა მის საქმეში.თქვა ალექსანდრემ,ნიკა კი დანაშაულის ადგილზე მივიდა
-მოკლეს,დაგვასწრეს ვერ მოვასწარით აყვანა.
-ვისთან ერთად იყავი დღეს ეს გეგმა რომ შეადგინე.შეეკითხა კომისარს ნიკამ.
-რას გულისხმობ.
-ვიღაცამ შიგნიდან გაგვცა რა დიდი გამოცნობა ამას უნდა და მკითხაობა.
-რობაქიძე,რობაქიძე იყო დღეს მთელი დღე ჩემთან ახლოს.
-რობაქიძე ზაზა?
-ხო,ფიქრობ რომ.....................
-ვნახოთ.
-კომისარო, საბარგულში დიდი რაოდენობით ნარკოტიკია.
-ხედავ? იგივე ხელწერაა.
-ეს ერთი გუნდია,ვფიქტობ 5-6 კაცისგან შედგება,ეს უკვე მესამე გვამია და პირდაპირ მკვლელობაა.აქ ვერ ვხედავ ყაჩაღობას,ვერ ვხედავ ქურდობას,ვერც ძალადობას.
-მე ვფიქრობ, რომ უფრო შურისძიებას ჰგავს.
-მეც მაგას ვფიქრობ,კომისარო ან საქმე გვაქვს ვიღაც ფსიქოლოგიურად შეშლილთან,რომელიც გამოდის ღამით და კლავს ხალხს.კარგად არის შენიღბული ან კარგად თამაშობს.ვიცით ვისთან მეგობრობდა ან ვისთან ახლობლობდა გარდაცვლილი?
-ყველაფერი გადამოწმებულია,ნიკოლოზ გარდაცვლილი ძალიან ახლოს მეგობრობდა ცნობილ ბიზნესმენთან ზვიად რუხვაძესთან.ნიკას ჩაეცინა და კომისარს შეხედა.
-ხუმრობის ხასიათზე ხარ?
-სულაც არა,ნახე თავად წაიკითხე.
-აქ იხსნება კვანძი კომისარო.
-რას გულისხმობ.
-იმას რომ ჩვენი ცნობილი ბიზნესმენი სქელი ჯიბით,შესაძლებელია თავად მან გააჩუმა გარდაცვლილი სამუდამოდ რომ პირი არ გაეღო დიდზე და არ გაემხილა საიდუმლო რომელსაც ასე გულდასმით მალავს ორივე ძმები.
-ვიცი ნიკოლოზ რომ ყველა სიბინძურე იმ ხალხისგან მოდის,გვჭირდება ერთი ძლიერი ადამიანი,რომელიც არასდროს არ გაყიდის თავსს საქმეს ფულზე.
-მე ვიცნობ მასეთ ადამიანს რომელიც არ ხარბდება სხვის ქონებაზე და ფულზე,საკმარისია თანხმობა მისიდა მოვითხოვოთ ჩვენს განყოფილებაში გადმოვიყვანოთ.
-ვინ არის,ვიცნობ?
-არა,არ იცნობ,მაგრამ მას ისე ვენდობი რომ შეგიძლია ყველაფერი თქვა მასთან.ის არ უშინდება მუქარას და ყოველთვის წინ მიწევს.დაფიქრდით და თუ დათანხმდებით შემდეგ გეტყვით მის ვინაობას.
-საინტერესოა,დამაინტერესე უფროსებს უნდა დაველაპარაკო და გეტყვი რას მეტყვიან.თითქმის თენდებოდა ნიკა სახლში რომ დაბრუნდა,გაგასთან კი გაცხარებული კამათი იყო,თუ ვის შეეძლო ჩაედინა ეს მკვლელობა.
-დარწმუნებული ვარ კომისარი დასაკითხად დამიბარებს.თქვა ზვიადიმ და გაგას შეხედა,რომელიც შემობრუნდა და ზვიადის გაოცებულმა შეხედა.
-შენ რატომ დაგიბარებენ,გაქვს რამე საერთო ამ მკვლელობასთან?
-მკვლელობასთან არა,არანაირი შეხება არ მაქვს მაგრამ ვიცნობდი და ადრე ვმეგობრობდით გიორგისთან.
-ფრთხილად იყავი და რასაც იტყვი კარგად გაიაზრე შენი ნათქვამი.
-კარგია,რომ გამაფრთხილე ძმაო.
-ზვიადი.
-რა ზვიადი,ზვიადი იდეა არ მაქვს ვინ დგას ამ მკვლელობების უკან.
-სწორედ ესაა გასარკვევი,ვინ იმალება ამ ყველაფრის უკან.ვინაა შენს გარშემო რომ ტრიალებს და თითო-თითოდ გართმევს მეგობრებს.ვერ ხვდები ეს ვინც არის,რომ შენი დასუსტება უნდა?
-მართალია უკვე მეორე მკვლელობაა და ორივე ჩემს გარშემოა ეს როგორ უნდა გავიგოთ,ვთქვათ რომ დამთხვევაა?
-რა თქმა უნდა არა,ყველა წარსულის ბინძური საქმის უკან შენ იმალები.შენს გამო ხდება ეს ყველაფერი და აქეთ იმართლებ თავს.22 წელია წყნარად არ მიძინია,22 წელია უფალს ვთხოვ გამოჩნდეს ვინმე ისეთი ვინც არ შემეპუება და ამ ისტორიას სინათლეზე გამოიტანს.შენ,შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე,შენ დამიკარგე მშვიდი ცხოვრება და მე კი მოგყვები და ვმალავ შენს ყველა ჩადენილ დანაშაულს.არ უნდა დამემალა,არ უნდა დამეფარებია შენზე ხელი უნდა მემხილე და უნდა მოგეხადა სასჯელი.
-გაჩუმდიიიიიიიი.ზვიადიმ ხელი აღმართა,მაგრამ ჰაერში გაუშეშდა და გაგას თვალებში ჩახედა,სადაც დიდი ტკივილი და სინანული დაინახა,მაგრამ თავად გაგამ ვერ დაინახა ზვიადის თვალებში სინანული,იქედან მხოლოდ სიბრაზე და სიბოროტე უცქერდა.გაგამ წყალი დალია და ზვიადის უთხრა.
-წადი,წადი არ შემაწუხო უნდა დავმშვიდდე.ყოველთვის მინდოდა მეამაყა უმცროსი ძმით და მინდოდა გცოდნოდა საკუთარი თავის პატივისცემა,ისე როგორც სხვისი პატივისცემა.შენს ქმედებებზე აგეღო პასუხისმგებლობა.გაიზარდე,თმაში ჭაღარაც კი შემოგერია და ამ სამიდან ვერცერთი ვერ დავინახე შენში,მაგრამ კარგად დავინახე შენი ამპარტავნობა და ის რომ ყველას აჩოქებ ფულით,რადგან შენ მხოლოდ ფულით ხარ ძლიერი.იმედი გაქვს,რომ რაც არ უნდა ჩაიდინო ზურგი გყავს და პასუხს არ აგებ მომხდარზე,მაგრამ დაიმახსოვრე ეს წუთები,დღეს,ხვალ და ზეგ არა,მაგრამ ერთი დღეც დადგება ვერც შენი ფული გიშველის,ვერც ძლიერი ზურგი და ვერც მე.დაიმახსოვრე,ზვიადი ყველაზე ძლიერი ადამიანი ყველაზე მარტოსულია.ზვიადი თავდახრილი გავიდა და გაგა დატოვა ფიქრებთან ერთად.მალიბუც ფიქრობდა,გეგმებს ადგენდა და ელოდა დღეს,როცა მის მტერს თვალებში ჩახედავდა.ელოდა იმ წუთებს,რომ დაენახა რას გრძნობდნენ ისინი მაშინ,როცა არ ელოდნენ დარტყმას,მაგრამ ისეთი ძლიერი იქნება ეს დარტყმა ყველა გაკვირვებული დარჩება.
-დილა მშვიდობისა,დე შენი ხელით მოდუღებული ერთი ფინჯანი ყავა და ყველაფერი მის ადგილზე დადგება.
-დილა მშვიდობისა საყვარელო,განუმეორებელი სიყვარულით მომზადებული ყავა ჩემს პრინცესას და წარმატებულ სამუშაო დღეს ვუსურვებ.
-დედიკო რა გემრიელი ხელი გაქვს,ამ ფინჯანიდან ყოველთვის ძლიერი სიყვარული მიმზერს და ამიტომ ვისრუტავ ბოლომდე სანამ აორთქლდება.
-შეგერგოს შვილო,დღეს ისვენებ თუ მუშაობ.
-რა ხდება?
-სურვილი მქონდა ერთი დღე,ერთად გაგვეტარებინა.
-კარგი აზრია,არ მივდივარ მაგრამ თუ დამირეკეს ვეტყვი რომ ვერ მივალ,ერთი დღე მეც მინდა გავატარო ჩემს ლამაზ დედიკოსთან ერთად.
-ჩემი ლამაზი გოგოები რას გეგმავს უჩემოდ.თავზე დაადგა ნიკა მალიბუს და იზაბელას.
-უნდა გავისეირნოთ და შოპინგი თერაპია ჩავიტაროთ,შენ არ შემოგიერთდები?
-სამწუხაროდ ვერა,წუხელ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა,ძალიან დაძაბული მდგომარეობაა და იქ უნდა ვიყო.
-ღმერთო დღე არ გავა მკვლელობა არ მოხდეს.თქვა იზაბელამ და შვილებს მშვენიერი საუზმე გაუმზადა,ნიკამ ორივეს დაემშვიდობა და წავიდა,განყოფილებაში შევიდა თუ არა კომისარმა დაუძახა.
-ნიკოლოზ ჩემთან შემოდი.
-გვაქვს ახალი რამე კომისარო?
-არა,არავის არაფერი დაუნახავს,ვერავინ გაიგონა ვერც სროლის ხმა.
-ვერავის ვერ შეედავები,ჯერ ერთი რომ საშინელი წვიმა იყო წუხელ,მეორე ის რომ მკვდარი საათი იყო და ყველას ღრმა ძილით ძინავს ამ დროს და ეს დრო მკვლელმა კარგად იცის.ნიკუშ რას ფიქრობ,მანქანაში ბრელოკი რომ ვნახეთ ის ქალის არის?
-არ ვიცი ქალის არის თუ მამაკაცის,მაგრამ ვფიქრობ მკვლელმა ის განგებ დატოვა,რადგან გვეფიქრა რომ მკვლელი ქალია.შესაძლებელია განგებ დატოვეს,იცოდნენ ვნახავდით ან უნდოდა ასე გვეფიქრა.
-იქნებ მართლა ქალია ამ ყველაფრის უკან? რას ნიშნავს ინიციალები ბრელოკზე. ,,თ,ქ''.
-ბევრი სახელი შეგვიძლია ვთქვათ ამ ორ ასოზე,როგორც მამაკაცის,ასევე ქალის. ,,თორნიკე ქართველიშვილი?''
-თორნიკე ქართველიშვილი? არა,არა ეს შეუძლებელია,რა საერთო აქვს თორნიკე ქართველიშვილს ამ საქმესთან.შეხედა კომისარმა ნიკას და ორივე ჩაფიქრდა.
-ბატონო კომისარო ზვიადი რუხვაძე მოვიდა.
-დამელოდოს ჩემს კაბინეტში,მოვდივარ.კომისარმა ნიკას შეხედა და უთხრა.
-არ შემოხვიდე,მე მივხედავ.ადგა და თავის კაბინეტში შევიდა.
-მაპატიეთ გალოდინეთ,დაბრძანდით.
-არა უშავს,თქვენც რთული დღეები გაქვთ.
-მართალს ბრძანებთ,ჯერ ერთი მკვლელობა არ გახსნილა უკვე მეორე მოხდა,გთხოვთ რა იცით სანიკიძის შესახებ.
-ჩემთან მუშაობდა,წყნარი ადამიანი იყო.
-არ შეგინიშნავს რამე უცნაური?
-როგორც?
-ნარკოტიკს ვგულისხმობ.
-არა კომისარო,ასე რომ ყოფილიყო ის ჩემთან ვერ იმუშავებდა.
-მადლობა,თუ რამე გაგახსენდათ გთხოვთ დაგვიკავშირდით.ნიკა შორიდან უსმენდა,რომ ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა მოსმენა დახედა ტელეფონს და ჩაეღიმა,მალიბუმ ფოტო გამოუგზავნა,შემდეგ დაურეკა და ნაწყენმა უთხრა.
-თქვენს გვერდით რომ არ ვარ ფოტოებს მიგზავნი,რომ დავინახო უჩემოდ როგორ კარგად ერთობი?
-რომ გდომოდა ჩვენს გვერდით ყოფნა,წამოხვიდოდი.
-მალიბუ ხომ იცი ვიხრჩობი საქმეში.
-ვიცი,ვიცი გააგრძელე მუშაობა და ნუ წუწუნებ.ნიკა გარეთ იყო და მალიბუს ესაუბრებოდა,მაგრამ კარგად გაიგონა ზვიადის სიტყვები.
-არ ვიცი რა ხდება,მაგრამ ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი ვიღაც გვაფრთხილებს,მაგრამ არ ვიცით რატომ და რისთვის.მალიბუმ ტელეფონი გათიშა და იზაბელას შეხედა.
-მგონი ნიკუშას ვაწყენიე.
-გაუვლის,ერთი მოფერება და კნუტივით შენს კალთაში დაიძინებს.არ წავიდეთ სახლში?
-წავიდეთ,ჩანთა აიღო და ისევ ტელეფონმა დაურეკა.გაეცინა ეგონა ნიკა იყო,მაგრამ დაფარული ნომრით იყო ზარი,გახსნა და უპასუხა.
-გისმენთ.
-მალიბუ მე არ მეშინია შეცდომის დაშვების,ვიცი ტკივილს ვნახავ ისევ მაგრამ ჩემს არჩეულ გზას მივყვები რადგან დამარცხება არ ვიცი,არც გამარჯვება ვიცი,რადგან არცერთი არ არსებობს და არც მეორე.მხოლოდ ერთი მინდა იცოდე,შენს გვერდით ვარ თუნდაც უხილავად,რადგან მიყვარხარ,მტკივა შენი ტკივილი,მწამს რომ საწადელს მიაღწევ ამას უკვე ვგრძნობ.
-რა მოხდა შვილო.შეეკითხა იზაბელამ რადგან მალიბუ ფერწასული იდგა და მხოლოდ მას უცქერდა.
-უნომროდ დამირეკა და მითხრა,რომ..........................
-რა გითხრა,ასე რატომ გაფითრდი.
-მითხრა,რომ ვუყვარვარ.
-უყვარხარ? მერე მაგ სიტყვამ შგაშინა?
-დედა................
-კარგი,კარგი ისე გამოჩენა რატომ არ უნდა უხილავ სასიძოს?
-დედა შენ ხუმრობ,მე ლამის მოვკვდი?
-არა,არ ვხუმრობ შენს თავს ვფიცავ გამიკვირდა.თქვა იზაბელამ და მაინც გაეცინა,რაზედაც მალიბუც კი გააცინა.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.სიტყვები არ მყოფნის.წარმატებები

 


№2 სტუმარი manana

ყველა თქვენი ისტორია წაკითხული მაქვს, ესეც საოცრებაა, ბევრი ინტრიგა, გამართული სტილისტიკა, ძალიან მომწონს, წარმატებები.

 


№3  offline წევრი Rania

Zalian magariaaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline მოდერი zia-maria

heart_eyes heart_eyes heart_eyes მადლობა ჩემო საყვარელო მკითხველო,ვამზადბ ახალ თავს,არ მინდა გალოდინოთ. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent