და მაინც ყინულს საყინულეში დავადნობთ?! (თავი პირველი)
„ალბათ ჩემი ისტორიაც ზუსტად იმით იწყება, რომ ჩემმა ძველმა შეყვარეულმა დამიკიდა, ჩემზე „უკეთესი“ გოგო იპოვნა და მეც გულრწრფელად მივულოცე გაბედნიერება. ამან კი მაწავლა: 1. ბიჭებს მართლა არ გააჩნიათ გრძნობები. 2.ბიჭები *ლეები არიან. 3. ყველა გოგო „ნაშაა“ მათი ჭკუით...“- ამას თოთხმეტი წლიდან ვფიქრობდი ამ მომენტამდე, მომენტამდე, როდესაც ჩემი „ფიქრები“ მცდარი ყოფილა და ასე უმოწყალოდ, ისე მწარედ, ისე მწარედ დავენარცხე მიწაზე რეალობის სიმწარის აღსაქმელად, რომ არა მარტო სული არამედ სხეულიც დავიზიანე, ჰმ... სხეული?! არა, უფრო ფსიქიკა... ახლა კი 25 წლის მე, სიცილით ვიხსენებ, მწარე სიცილით ჩემს ფიქრებს და ვხვდები რამდენად სათუთი გრძნობები გააჩნიათ ბიჭებს, შეიძლება გოგოებზე მეტად სათუთიც, იმდენად, რომ წამის მეასედებშიც კი დაამსხვრევ და ფეხით შესდგები. ჩემი „თოთხმეტი წლის ფიქრებმა“ ბიჭებისადმი ისე უცბათ გათელა „ჩემი“ ბიჭის გრძნობები, რომ ფეხიც გემრიელად შეიწმინდა, გაუჭირდა?! არაა საერთოდ არა... მაგრამ, მაგრამ, „მაგრამ“ ხომ ყველაფერს ანგრევს ხოდა, მაგრამ ახლა ჩემი „ნამუსი“ (თუ გამაჩნია საერთოდ) მართლა დედას მაგინებს. ძირითადად ბიჭები თელავენ გოგოების გრძნობებს, თუმცა მე ხომ დედამიწაზე ყველაზე „უკუპროპორციული“ არსება(ადამიანიც აღარ მეთმის) ვარ... ჰოდა პირიქით მოხდა... ახლა დავრწმუნდი, რომ ადამიანი შეხედულებებს ხშირად ვიცვლით. ჩემი თოთხმეტი წლის ფიქრებს იმედია ოდესმე ამოვშლი ჩემი გონებიდან და ასეთი ცივი სამუდამოდ აღარ დავრჩები... ჰო’და მოდი დავიწყოთ ჩემი ისტორიის გაგრძელებაც.... თოთხმეტი წლისას ისე შემერყა ფსიქიკა ჩემი „ლაღი“ ბავშვობიდან ჩემი სხეულის და მოგონებების გარდა აღარაფერი შემომრჩა. გულის... ჰმ... ან გოების უფრო, ჰო გონების ერთერთ კუთხეში „მივამწყვდიე“ კარგად მივაბი და უკვე აგერ 11 წელია აღარ ვუშვებ. ძლიერი აღმოვჩვნდი, მაგრამ ვაი ამ სიძლიერეს ყველაფერი თავზე ჩამომაქცია, მყარად ვდგავა, ვდგავარ მყარად ახლაც კი, თუმცა ვაი ამ მყარად დგომას, ცოტაღა მაკლია ჩასაკეცად, ჩემმა ძლივს ნაწვალევმა სიამაყემ ისევ თვითონ დამანარცხა, ხუთ წლიანი „იდეალური“ ურთიერთობა დამანგრევინა,მარტო ურთიერთობა არა. მიკვირს საერთოდ ეს ხუთი წელი ალექსიმ როგორ გამიძლო, მაგრამ ფაქტია ბოლოს ვეღარ გამიძლო. „აიზბერგას“ მეძახდა, მეუბნებოდა აიზბერგივით ისეთი ცივი და ძლიერი ხარ, რომ ტიტანიკივით ძლიერ და დიდ ადამიანსაც კი „ააყირავებო“, სულ მეცინებოდა ამ ნათქვამცე, მაგრამ ახლა ვიხსენებ და მეტირება. წარსულში რატომ ვახსენებ მას?! რატომ მეტირება ახლა?! და ჩემ ბიჭს რატომ ვსვავ ბრჭყალებში?! იმიტომ, რომ ჩემმა სიამაყემ „ჩემი“ ბიჭი სიკვდილამდე მიიყვანა. იმის მაგივრად, რომ ამ ამბავს მოველბე უარესად ცივი და შეუდრეკელი გამხადა, შავები ჩამაცვა და ჩემი თავი შემაზიზღა. რატო მოკლა ჩემმა სიამაყემ?! იმიტომ, რომ ავარიამდე ნახევარი საათით ადრე ისეთი სიტყვები ვუთხარი, რომ ფაქტიურად ცოცხლად მოვკალი. მეზიზღება... მეზიზღება... მეზიზღება ჩემი თავი. „მკვლელი ვარ“- ჩემი ალტერეგო გამუდმებით ამას ჩამჩურჩულებს და მოსვენებას არ მაძლევს. უკვე ერთი წელია გულში ტყვიასავით მესვრის ამ სიტყვებს და უფრო მაძლიერებს. მიყვარდა ალექსი?! სიმართლე თუ გაინტერეებთ თოთხმეტი წლისას დავივიწყე ადამიანების სიყვარული ამიტომ არა, ის არ მიყვარდა, უბრალოდ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობდი მის მიმართ და იდეალურად ვეწყობოდით ერთმანეთს, ამას მეუბნება ჩემი გონება თუმცა გული მარწმუნებს, რომ ის მიყვარდა, თუმცა დიდი ხანია „გულის მოსმენა“ შევწყვიტე და გამუდმებით ჩემს ცივ გონებას ვაძლევ ჩემი გადაწყვეტილების მიღების უფლებას. მეგობრები?! მეგობრები არც აქამდე მყავდა ბევრი და ვინც მყავდა ერთი წლის წინ ალექსისთან ერთად „დავმარხე“. იმის მერე აღარავის ვუსმენ... მშობლები?! ისინი არც მყოლია იდეალური, რომ ახლა ამ ტკივილს მათ ვუზიარებდე. დედა ბო*ი მამა ნარკომანი, თუმცა 18 წლამდე მაჯერებდნენ, რომ იდეალური ოჯახი ვიყავით, ისეთი თბილები იყვნენ, რომ ვერ ავღწერ, თუმცა თვრამეტი წლის შემდეგ მეც დამიკიდეს და თავის ძველ საქმეებსაც მიუბრუნდნენ. ორივე მეზიზღება, ამაზე რთული კი არაფერია... ვცხოვრობ ჩემს ორსართულიან სახლში სადაც ფეხს, რომ შემოდგავ ჩემთვის იდელეა თუმცა სხვისთვის ტანჯვის სუნი ტრიალებს და არც არავის აქვს სურვილი აქ შემოვიდეს. მართლაც „აიზბერგის დედოფლად“ ვიქეცი. ჩემი საკუთარი ბარი მაქვს, საიდანაც ხშირად მოვყავარ მთვრალი დაცვის ბიჭებს... მოკლედ საინტერესო ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ალბათ ამ ისტორიის წერაც ჩემს თავზე იმან დამაწყებინა, რომ რაიმე საიტერსო მელის წინ... მოდი გავაგრძელებ წერას, გულსაც გადავაყოლებ და თუ ოდესმე ჩემ ისტორიას მოისმენთ იმედია მოგეწონებათ..... .................................. გამარჯობა ყველას ვინც ამ ისტორიის კითხვა დაიწყეთ. ცოტათი გამოცდილი გახლავართ თუმცა ისე ვარ ანერვიულებული თითქოს პირველა ვწერდე. მაგრამ ასეთ სტილში იტორიას მართლა პირველად ვწერ და ძალიან მაინტერესებს როგორი გამომივა. გთხოვთ შემიფასეთ, გაფასებთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.