შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე (3 თავი)


18-12-2019, 00:00
ავტორი gabi du
ნანახია 11 522

უცნაური და არარეალური იყო, ბრაზისა და ისტერიკის ნაცვლად მისი გაბადრული სახე და სხეულში უწყვეტად, ჭიანჭველების ჯარებად დავლილი ჟრუანტელი. თუმცა პირველი შეხებით გამოწვეული ემოცია სრულიად გასაგები იყო. მითუმეტეს, რომ აქ თავისი ფეხით მოსული ცაროსთვის რომელიც, 8 მამაკაცს სექსუალურად უნდა მომსახურებოდა ლეოს სივოცხლის სანაცვლოდ. ნამდვილი სიურპრიზი იყო ის ზრუნვა და ყურადღება, რომელსაც სანდრო იჩენდა. დაცვის ბიჭები, რომლებსაც წესით ფეხქვეშ უნდა გაეთელათ ცაროს ღირსება მოწიწებით ექცეოდნენ. ქსლბატონო-თი მიმართავდნენ... სანდროს გადაწყვეტილებით! ცხადზე ცხადი იყო ის ვერ და არ გაიმეტებდა გოგოს იმ დამცირებისა და ტანჯვისთვის ლეომ დაუფიქრებლად რომ გამოუტანა განაჩენად. თუმცა ემოციურ ფონს მაინც გასდევდა კონტურად ეჭვი. ვინ იყო სანდრო ნაკაშიძე და რატომ ან რამდენი მართებდა ლეოს მისი? ლეოს წარსულს თუ გავითვალისწინებთ არც სანდრო უნდა ყოფილიყო ციდან მოვლენილი ანგელოზი. სხვანაირად რა საერთ უნდს ჰქონოდა ძნელაძისნაირ ნაძირალასთან. მაგრამ... ამ ლოგიკით არც თავად გამოდიიდა წმინდანი -ლეოს საცოლე ერქვა ბოლობოლო. გადაწყვიტა, როგორც კი შანსი მიეცემოდა ეკითხა სანდროსთვის და სიმართლე გაეგო. ეტყოდა კი? შეიძლება კი, შეიძლება არა. მაგრამ ცდას ხომ არაფერი ედგა წინ.
- ქალბატონო სავახშმოდ გელოდებით. - თავი შემოყო ლაშამ.
- არ მშია. მადლობა. გემრიელად მიირთვით.
- ბატონი სანდრო გელოდებათ... ნუ გააბრაზებთ გთხოვთ. -საწყალი თვალებით შეხედა ბიჭმა. ცარომ ერთი ამოიოხრა და ანიშნა წადი და მოვალო. სააბაზანოში შევიდა. თავი მოიწესრიგა და პირველ სართულზე ჩავიდა. ლამაზად გაწყობილ სუფრას სანდრო, ლაშა, კიდევ ორი უცნობი მამაკაცი. ერთი დაახლოებით 8-10 წლის გოგონა და შუახნის ქალბატონი უსხდნენ. ცარომ უხერხულად იგრძნო თავი. ფიქრობდა მისი აქ ყოფნის მიზეზი თითოეულმა სუფრის წევრმა იცოდა და სირცხვილისგან არ იცოდა თვალები როგორ დაემალა.
- მოდი ცარო მანდ რას დგახარ. - მაშინვე შეამჩნია სანდრომ კარებთან ატუზული გოგო და თავის გვერდით თავისუფალი სკამისკენ მიუთითა. - გაიცანი ჩემი მეგობრები დაჩი და სევა. ეს პატარა ქალბატონი რუთია და ქალბატონი მერი რუთის ძიძა და არამარტო რუთის. ჩვენზე ყველახე ის ზრუნავს. ლაშას უკვე იცნობ. ეს კი ცაროა ჩემი განსაკუთრებული სტუმარი. - ახლა სუფრის წევრებს წარუდგინა ცარო და სიტყვა "განსაკუთრებულს" ინტონაციით ხაზი გაუსვა. ბიჭებმა თავი დაუკრეს. მერიც თბილად მიესალმა. აი პატარა რუთი კი, რატომღაც მტრულად განეწყო მის მიმართ.
- არ მომწონს მე შენი სტუმარი და არ მივესალმები. - განუცხადა სანდროს.
- რუთ! ასეთ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ყველა ვერ მოგვეწონება და ყველას ვერ მოვეწონებით. მაგრამ არსებობს ეთიკა, რომელიც უნდა დავიცვათ.- მკაცრად მიმართა სანდრომ. ცარო კიდევ უფრო დაიბნა.
- რატომ არის აქ? ჩვენთან უნდა იცხოვროს?
- ზეგ დილას წავა. მანამდე კი პატივისცემით მოექევი. მპირდები? -ძალიან, ძალიან თბილად შეხედა სანდრომ. ცაროს ძალიან ეცნობოდა ბავშვის ნაკვთები და ამპარტავანი მანერები მაგრამ ვერაფრით აკავშირებდა ვისგან შეიძლება ხსომებოდა.
- გპირდები. - ყოყმანის შემდეგ დათანხმდა რუთი.
- შვილო მიირთვი რამე. ამ პატარა გიჟს ნუ მიაქცევ ყურადღებას. - მერი შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. მაგრამ რა ჯანდაბა აჭმევდა ახლა. ერთიანად აეტანა ცახცახს. ცრემლებს გაჭირვებით მალავდა თავდახრილი, გაშლილი თმების წიაღში.
- ბულიონი მოგვაწოდე მერი დეიდა. ცაროს ყველაფერი არ ეჭმევა. - ნაკაშიძემ ღრმა თეფში მიაწოდა ქალს. მანაც 1 წუთში სავსე თეფში დაუბრუნა უკან.
- როგორ გირჩევნია შენით მიირთმევ თუ მე გაჭამო? -ეშმაკური ღიმილით მიაჩერდა ბიჭი.
- შევჭამ. -სასწრაფოდ უპაუხა და კოვზი ხელში აიღო.
***
ოთახში აბრუნდა თუ არა ეგრევე საწოლს შუაფარა თავი. მშობლებს საქმროსთან ერთად იბიცაზე ეგულებათ... როგორ აუხსნას რა ნაძირალასთან დაუჭერია საქმე. სიმართლრს რა თქმა უნდა ვერასდროს ეტყვის მაგრამ მოუწევს რაღაცით ახსნას ჩაშლილი ქორწილი. გვიანობამდე ბორგავდა. ქვეცნობიერში ალბათ სანდროს ელოდა კიდეც მაგრამ ნაკაშიძე იმ ღამეს არ გამოჩენილა.
***
მობილურის ხმამ გააღვიძა გამთენიისას ძლივს ჩაძინებული ნაკაშიძე. უხალისოდ დასწვდა აპარატს და პირდაპირ უპადუხა ნომერზე დახედვის გარეშე.
- უფროსო მართლა ჭამა მაგ დედამო**ნულმა. - ფხუკუნებდა ყურმილს მიღმა ვატო. - ვიდეო ვაიბერზე გამოვგზავნეთ.
- ვიცოდი, რომ იზამდა. - ზიზღი და კმაყოფილება ერთდროულად აღბეჭდვოდა სახეზე. - თუმცა შოუ ახლა იწყება.
- რას გულისხმობთ უფროსო?
- ახლა შედით მაგახ**რთან და უთხარით. შენმა გოგომ პირობა შეასრულა და საჭირო აღარ არის სანდროს პირობის შესრულებათქო. - ახარხარდა ნაკაშიძე.
- უფროსო... გაგიჟდება, რომ მიხვდება ტყუილად მოუწია ყელისჩაკოკლოზინება. - უკვე ორ ხმაში იცინოდნენ.
- მიდი, მიდი და გიორგის უთხარი ნურც ამ სცენის ყურების სიამოვნებას მომაკლებს.- ჩაიფხუკუნა და გაუთიშა. სასწრაფოდ მოძებნა ვაიბერში გამოგზავნილი ვიდეო და ლამის გული აერია.
- ამაზრზენია მაგრამ ეგეც ცოტაა იმის საპირწონედ რაც შენ ჩაიდინე ლეო ძნელაძე. - სახე დაუსერიოზულდა და სავდით აევსო კუნაპეტივით შავი თვალები. ხშრი წამწამები რომ უფარავდა.
დღევანდელი დღე და...
... და ცარო წავა. ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება.ალბათ სამუდამოდ ამოშლის მეხსერებიდან მისი ცხოვრების ამ სამ დღეს.
თვითონაც დაუბრუნდება ძველ ცხოვრებად და...
... და არასოდეს წაიშლება მისი მეხსიერებიდან ეს სამი დღე.
***
- ქალბატონო. ბატონი გელოდებათ. მგონი სადღაცმიჰყავხართ და მომზადებული ჩამოდით. - ამჯერად უცხო ბიჭმა ამცნო ცაროს საქმის ვითარება.კი გაუკვირდა მაგრამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მალევე ეახლა "ბატონს".
- დილამშვიდობისა. - მიესალმა მერის და რუთს.
- დილამშვიდობისა შვილო. -თბიკად მიესალმა მერი. სანდრომ მხოლოდ თავი დაუქნია. რუთი ერთხანს დაბღვერილი უმზერდა. მერე სანდროს მკაცრ მზერას რომ გადააწყდა დილამშვიდობისაო ჩაიდუდღუნა და ოთახიდან გავიდა. ეტკინა ცაროს. ვერაფრით გაეგო რატომ ექცეოდა ასე და საერთოდ ვინ იყო ეს პატარა ჯადოქარი.
- რა დავუშავე. . . - ხმამაღლა გამოუვიდა ფიქრი. მას შემდეგ რაც მანქანაში ჩასხდნენ.
- გერები დედინაცვლებს და პირიქით მუდამ ერჩიან ხომ იცი? - გაეღიმა ნაკაშიძეს.
- რაა? - ვერ მიუხვდა გოგო.
- რაც გაიგე. ყველა ზღაპარში ემტრებიან გერი და დედინაცვალი.
- ეს რა შუაშია?
- თავშია.
- სანდრო!
- ეტყობა გუმანით იგძნო, რომ დედინაცვალი ხარ მისი და თადარიგს იჭერს. - გაიცინა სანდრომ და ლამაზად ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები გამოაჩინა.
- ვერ გავიგე. მე საიდან ვარ შენი შვილის დედინაცვალი. - გულწრფელად გაახმოვანა იმ წუთას გულში გავლებული აზრი. როცა მიხვდა, რაც თქვა გაწითლდა მაგრამ უკვე გვიან იყო. სანდრო ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
- ჩემი შვილი? და შენ დედინაცვალი ხომ? - სიცილს ვერ წყვეტდა სანდრო. ცაროს გული მოეწურა და ჩუმად... უხმოდ ატირდა. ნაკაშიძემ ეს რომ შენიშნა უცებ დასერიოზულდა.
- დავიჯერო რუთი ვერავის მიამსგავსე?
- კიც და არაც. ნაცნობი ნაკვთები აქვს, მაგრამ საიდან ვერ ვიხსენებ.
- ის ლეოს შვილია. - ხმალივით გააპო სივრცე მისმა სიტყვებმა.



№1  offline წევრი sofo_sofia 13

ინტრიგგაა როგორ მიყვარსს როგორრრ <3 ამდენიხანი ნუ გვალოდინებ ხოლმე თორე მოვკვდები ინტერესით :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი Salome

Rodis dadeb shendeegs? Dzan magaria

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე განსაკუთრებით უპასუხისმგებლო დ უთვმოყვარე კაცზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent