შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა ( მესამე თავი)


18-12-2019, 20:43
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 654

თათიას კაბინეტიდან გამოსული გუგა დაბლა ჩავიდა და მანქანაში ჩაჯდა. მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა. ძალიან ზედმეტი. თუმცა თათიას რბილი ტუჩები რომ ახსენდებოდა, თითქოს რაღაც შვებას გრძნობდა.

მოსაღამოვდა... შედარებით დამშვიდებული თათია კაბინეტიდან გამოვიდა, კარი ჩაკეტა და დაბლა ჩავიდა. წვიმდა. კატასტროფულად წვიმდა. თითქოს ცაც ბოღმისგან იცლებაო. - რა წავა ეხლა სახლში, ან გაჩერებამდე რა მივაო. - გაიფიქრა თათიამ.
თუმცა ისევ შენობაში შებრუნებას დასველება ერჩია. უნივერსიტეტის ეზო დატოვა. გაჩერებისკენ აიღი გეზი. უცებ წინ გუგას მანქანა შეამჩნია. გუგამაც დაინახა, მანქანიდან გადავიდა და თათიას მიუახლივდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ. - კბილებში გამოსცრა თათიამ.
გუგამ მის გაღიზიანებულ ტონს ყურადღება არ მიაქცია.
- წამოდი, დაჯექი მანქანაში, სახლამდე მიგიყვან. - მიმართა თბილად.
- როგორ ბედავ იმის მერე კიდევ დამელაპარაკო. სინდისის ნამცეციც არ გაგაჩნია? ვინ ხარ ასეთი. - ცხარობდა თათია.
- შევცდი, ვაღიარებ, ბოდიშს გიხდი, მაპატიე. ან თუ გინდა ნუ მაპატიებ. უბრალოდ დაჯექი მანქანაში, მიგიყვან. სველდები.
- ძალიან ღელავ ჩემზე? - ირონიულად მიმართა თათიამ.
- რომ არ ვღელავდე, აქამდე აქ არ დაგიცდიდი. დაჯექი, გთხოვ.
ამ დროს მათ უნივერსიტეტის დარაჯი, მიშა მიუახლოვდათ.
- ამ წვიმაში რატო დგახართ შვილებო, გაცივდებით.
თათია დაიბნა.
- ეხლა გამოვიდა ქალბატინი თათია. აქაა ჩემი მანქანა და ჩავსხდებით. - უპასუხა გუგამ.
თათიას არ უნდოდა რამე ეეჭვა კაცს, ამიტომ იძულებული გახდა ჩამჯდარიყო. ჩასხდნენ თუარა გუგამ მანქანის კარი ჩაკეტა. ეშინოდა ცოტას რომ გავივლი, იქნებ ჩამიხტეს მანქანიდანო.
თათიას ეს არ გამოჰპარვია.
- იქნებ შუშას მაინც ჩაუწიო ცოტა. სული მეხუთება.
უსიტყვოდ ჩაუწია გუგამ ფანჯარა. ჩუმად მიდიოდნენ. გუგას საუბრის დაწყება უნდოდა, თუმცა ფრთხილობდა.
გარკვეული ხნის განმავლობაში ჩუმად მიდიოდნენ. ბრაზობდა თათია, თუმცა მანქანიდან ჩასვლა არც უცდია. საშინლად წვიმდა. თითქოს ცა ჩამოიქცაო. მოძრაობა ჭირდა. გუგა ვერ ბედავდა ეთქვა გავჩერდეთო. ეშინოდა, უფრო მეტად არ გაღიზიანდესო. დუმილი ისევ თათიამ დაარღვია:
- გინდა ორივე დავიხოცოთ?
გუგამ გაოცებულმა შეხედა.
- ხო, რამ გაგაოცა. გინდა რამეს შევასკდეთ? ხომ ხედავ წინ არაფერი აღარ ჩანს. გავჩერდეთ.
- მეც მინდოდა ამის თქმა მაგრამ ვერ გავბედე. მეშინოდა გამიბრაზდებოდი.
- ხოდა ისეთი არაფერი უნდა გააკეთო, რომ მერე ვინმეს გაბრაზების გეშინოდეს.
- აღარ მაპატიებ?
- უნდა გაპატიო?!
- მგონი კი. აქამდე ჯერ არავისთვის მითხოვია პატიება.
- აქამდე ჩემთვის არავის გაუბედავს ზედმეტი...
- არ მეგონა თუ აქამდე არავისთვის გექნებოდა ნაკოცნი.
- ეგ რას ცვლის? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის უკოცნია ვინმეს თუარა. შენ არ უნდა მიგეცა მაგხელა უფლება შენი თავისთვის.
- რომ მცოდნოდა პირველი ვიყავი.... - გუგა გაჩუმდა.
- რა იქნებოდა რომ გცოდნოდა.
გუგამ თავი თათიასკენ შეაბრუნა. ბნელოდა, თუმცა გუგა კარგად ხედავდა მის თვალებს.
- უფრო ნაზად გაკოცებდი.
თათია აილეწა. სხვა პასუხს ელოდა. დაიბნა. გუგამ ეს იგრძნო თმაზე შეეხო თითებით და მოეფერა. თთია ისევ შოკურ მდგომარეობაში იყო. თითქოს აზროვნება შეწყვიტა. გონს მაშინ მოვიდა, გუგამ ხელები რო მოხვია და გულზე მიიკრა.
- შენ სულ გაგიჟდი? - უყვირა თათიამ. ამ დროს საშინლად დაიქუხა. თათია შეხტა და უფრო მეტად მიეკრო გუგას. ბავშვობიდან ეშინოდა ქუხილის. ბავშვთა სახლში, ფანჯრიდან ელვას მოჰკრავდა თუარა თვალს, ხელებს ყურებზე მიიფარებდა, რომ ის საზარელი ხმა არ გაეგო. ვერ ახერხებდა მისი პატარა ხელები იმ საშინელი ხმის დახშობას. ახლაც შიშისგან მიეკრო გუგას. იგრძნო გუგამ რამდენად უჭირდა თათიას მშვიდად ყოფნა. კანკალებდა.
- ასე ძალიან გეშინიაა ქუხილის? - ჰკითხა.
- ძალიან. ბავშვობიდან მეშინია. - უპასუხა და გუგას ხელები მოიშორა.
- რომ უნდა დაექუხა მხოლოდ ამიტომ ჩაგიხუტე. სხვანაირად არ იფიქრო.
- ხო ო? იპიოვე გამოსავალი?
- გამოსავალი რა შუაშია. უბრალოდ არ მინდოდა შეგშინებოდა.
ისევ დაიქუხა. უფრო ძლიერად. ამჯერად თათია თავად მიეხუტა. გუგას ამაზე ჩაეცინა. ხელები მოხვია და უთხრა:
- გაიელვა და კიდევ დაიქუხებს, არ შეგეშინდეს.
თათია უფრო მიეკრო, თვალები მაგრად დახუჭა, თითქოს ვეღარ გაიგებდა ქუხილის ხმას. გუგას გაეღიმა. გავიდა ორი, სამი, ოთხი წუთი ქუხილი არ ისმის. თათიამ ნელა გაითავისუფლა თავი და მკაცრი სახით უთხრა:
- მომატყუე არა?
- არა. ალბათ გადაიფიქრა დაქუხება.
- წამიყვანე სახლში. - ეს უთხრა მხოლოდ, აღარ ჰქონდა ჩხუბის განწყობა. იმ წამს ის იგრძნო, რაც ყველზე მეტად აკლდა. ჩახუტება. ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ჩახუტებით გამიწვეულმა გრძნობამ გაუქრო სიბრაზე. ყველაზე მეტად ბავშვობაში ჩახუტება აკლდა. თბილი ჩახუტება. მერეც აკლდა... ყოველთვის აკლდა. არადა ზოგჯერ იმდენად უნდოდა ის სითბო ეგრძნო, ჩახუტება რომ იწვევს. და აი, ახლა ის ადამიანი ჩახუტა, ვინც მისი მდგომარეობიდან გამოყვანა მოახერხა. თავლები დახუჭა და ისევ ის წამი გაიხსენა, გუგამ რომ მიუხუტა. ცრემლები მოაწვა. თავლები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და გაირინდა. გუგა გაოცებული უყურებდა. ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა. წვიმა შენელდა. ვერ ბედავდა გუგა ეკითხა თათიასთვის წავიდეთო. ბოლოს გადაწყვეტილება მაინც თავად მიიღი და დაძრა მანქანა. თათია ფიქრებში ჩაძირული გასცქეროსა სიბნელეს. ჩუმად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე. გუგამ მანქანა გააჩერა.
- გმადლობ. - ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და მანქანიდან გადავიდა. გუგაც სწრაფად გადახტა და თათიას წინ აისვეტა. თათიამ ცრემლიანი თვალებით ახედა. სიამივნებით იტირებდა ეხლა და გუგას ჩაეხუტებოდა, მაგრამ უემოციო თვალებით უყურებდა. გუგამ მხრებზე მოკიდა ხელი, ახლოს მიიზიდა და შუბლზე აკოცა. თათიას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამან გუგა ცოტა დააბნია. მიხვდა რაღაც ისე ვერ იყო. თავისდაუნებურად უფრო ახლოს მიიზიდა და გულზე მიიხუტა. ისევ დაჰყვა თათია მის ნებას. ცრემლები ჩამოუგორდა ლოყაზე. იგრძო გუგამ.
- იტირე, მიდი. დამშვიდდები. - ამის თქმა იყო და გული ამოუჯდა თათიას. გულამოსკვნილი ტიროდა, რომ გეკითხათ რა გატირებსო, ვერ გეტყოდათ. გუგა უფრო მაგრად იხუტებდა გულში. რანდენ ხანს იყვნენ ასე არ ახსოვთ. გონს თათია მოეგო.
- წავალ მე. - ძლივს გასაგონი ხმით თქვა.
გუგამ ხელები გაუშვა.
- კარგი, წადი. - კიდევ ერთხელ მიიზიდა, თავზე აკოცა და გაუმეორა- წადი.
წავიდა თათია. სადარბაზოში გაუჩინარდა. გუგა იმდენხანს იდგა მანქანასთან, სანამ ერთერთ სართულზე სინათლე არ აინთო.

აფორიაქებული ავიდა თათია სახლში. გაბრაზებული იყო, გაცეცხლებული, მაგრამ ამავე დროს რაღაც ამოუცნობს განიცდიდა. იცოდა, ეს ჩახუტებით იყო გამოწვეული. რამდნეჯერ უოცნებია, ვინმეს მაგრად მოეხვია ხელები და ჩახუტებოდა. ადამიანური სითბო აკლდა.
მალევე დაწვა დასაძინებლად.

აივანზე იჯდა გუგა და სიგარეტს ეწეოდა. ვერ მიხვდა რამ აატირა თათია. იცის, რომ გააბრაზა. იცის, რომ გააღიზიანა, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ თათიას ამის გამო არ უტირია. გაახსენდა მისი გულამიმჯდარი ტირილი და ისევ მოუნდა ჩახუტებოდა.

მთელი კვირა გუგა ლექციებზე არ გამოჩენილა. ზუსტად იცოდა, რომ თათიას მისი დანახვა ააფორიაქებდა.
თათიაც მშვიდად იყო, გუგას რომ ვერ ხედავდა ლექციებზე. რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდა, გადაწყვიტა დაერეკა.
გუგა გააოცა ტელეფონზე თათიას ნომრის დანახვამ.
- გისნენთ.
- შეიძლება გავიგო ლექციებს რატომ არ ესწრებით?
- რა მოხდა, ხომ არ მოგენატრეთ? - ღიმილით ჰკითხა გუგამ.
- ჩემი ვალია, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელის, რომ გავიგო რატომ აცდენ ლექციებს.
- მხოლოდ ესაა მიზეზი?
- რა თქმა უნდა... რა არის ამაში უცნაური.
- მეგონა ჩემი კოცნა მოგენატრათ.
- რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, არც ისე კარგი თვისებაა.
- არც ჩახუტება მოგენატრა?
თათია გაირინდა. წამიერად წარმოუდგა თვალწინ ის წუთები. მოუნდა, ძალიან მოუნდა...
- აჰაა, გასაგებია. დუმილი თანხმობის ნიშანია.
- რა სისულელეა. უბრალოდ თან რაღაცეებს ვიწერ.
- კარგით, მაგის შემოწმება ძალიან ადვილია. ხვლ მოვალ ლექციებზე და ჩაგეხუტებით. მერე ვიგრძნობ ტყუილია თუ მართალი.
- აქ მხოლოდ ლექციებზე დასასწრებად დადიან. არაფერი შეგეშალოს. მორჩი უაზრო საუბარს. - ჩასძახა გაღიზიანებულმა და გაუთიშა.

მეორე დღეს მართლა მივიდა გუგა ლექციებზე. თათიამ თვალი მოჰკრა თუარა, რაღაც შინაგანი აფორიაქება იგრძნო. გუგა კი ისე იქცეოდა, თითქოს თათია იქ არც იყო. ამან ცოტა დაამშვიდა.
ბოლო ლექცია თათიასი ქონდათ სტუდენტებს. გადაწყვიტა წინასაგამოცდოდ, სხვადასხვა თემები გაენაწილებინა სტუდენტებისთვის და ასე შეემოწმებინა მათი ცოდნის დონე. ლიზამ ფურცლები დაურიგა სტუდენტებს.
- ყველა იმ თემაზე მუშაობთ,რაც ფურცელს აწერია. რა თქმა უნდა საკითხები მოეორდება. დაიწყეთ, ლექციის ბოლომდე უნდა დაასრულოთ.
- უკაცრავად, - ეს გუგას ხმა იყო - შეიძლება ფანაჯარასთან რომ მერხი დგას, იქ გადავიდე?
- თუ ეს რამეში დაგეხმარება გადადი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. - უპასუხა თათიამ.
სტუდენტებმა დაიწყეს წერა. თათია თვაის მაგიდასტან დაჯდა. თან შიგადაშიგ გახედავდა სტუდენტებს. ლექციის დასრულებამდე 25 წუთით ადრე გუგა წამოდგა.
- დავასრულე ქალბატნო თათია.
თათიამ გაოცებულმა გახედა.
- კარგი, მომიტანე და თავისუფალი ხარ.
გუგამ მიაწოდა ნაშრომი და აუდიტორია დატოვა. თათიამ გვერდზე გადადო გუგას ნაშრომი. ყველას ერთად ვნახავო. ლექციის დასრულებამდე დაამთავრეს წერა სტუდენტებმა. ნაშრომები კაბინეტში აიტანა, ხვალ გადავხედავო. მაგრამ გულმა არ მოუთმინა. გუგას ნამუშევარი აინტერესებდა. ისე სწრაფად რომ დაასრულა. გადაშალა და გაოგნდა. ნაწერის მაგივრად მხოლოდ ნახატი დახვდა - ღამე... და მანქანასთან მდგარი ორი სილუეტი. ქალი და მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ. დიდხანს დასცქეროდა ნახატს. არ იცოდა გაბრაზებულიყო, თუ მშვიდად აღექვა. სახეზე ბოლოს ღიმილმა გადაუარა.

მეორე დილით ლიკას დაავალა, გუგა რომ მოვა მაშინვე ჩემთან ამოვიდესო.
გადასცეს თუარა გუგას თათიას სიტყვები, მაშინვე კაბინეტში ავიდა.
- გამარჯობათ. - ისე მიესალმა, თითქოს არაფერი მომხდარა.
- რა არის ეს.- ნახატი დაუდო თათიამ.
- ნახატია.
- მაგას მეც ვხედავ რომ ნახატია. მე მგონი სხვა დავალება მოგეცით.
- რა ვქნა, იმ მომენტში მხოლოდ ამ წუთებზე მეფიქრებიდა. და არა დასაწერ თემაზე.- ჩაეღიმა გუგას - რომ დაინახე, შენც იგივე არ გაგახსენდა?
- მორჩი სისულელეებს. ზედმეტად გათამამადი იცი. ხოარ გავიწყდება სად ხარ. აქ საბავშვო ბაღი არაა, ისე მოიქცე, როგორც გსურს.
- და ისე რომ მივიქცე, როგორც თქვენ გსურთ? - იკითხა გუგამ.
- რა თქმა უნდა, ისე უნდა მოიქცე როგორც მე მსურს, შენივე წარმატებისთვის.
- კარგი, იყოს ასე. - თქვა გუგამ და თათიასკენ წავიდა. თათია ვერ მიხვდა რა ხდებიდა.გუგა მიუახლოვდა. თვალებში ჩახედა, თათიამ დიდხანს ვერ გაუძლო მის მზერას. მისი სიახლოვე რაღაცნაირად მოქმედებდა. გუგამ ნიკაპზე მოკიდა ხელი, თავი მაღლა ააწევინა და ისევ ჩააშტერდა თვალებში. შემდეგ ნელა მიუახლოვდა. იმდენად ფრთხილად შეეხო ტუჩებზე, თათიას გააჟრჟოლა. იმდენად ნაზი იყო გუგას ტუჩების შეხება, წინააღმდეგობის სურვილი გაუქრა. უნდოდა გაეჩერებინა, მაგრამ საამისო ძალა არ ჰქონდა. გუგამ რომ იგრძნო, არ მეწინააღმდეგებაო, უფრო მეტად მიიზიდა, მისი სახის ხელებში მოქცევა სცადა. მაგრამ არ დაანება თათიამ. არ გაბრაზებულა. ჯერ თავი გასწია გვერდზე, შემდეგ შებრუნდა და ზურგით აღმოჩნდა გუგასთან. უკნიდან მოხვია ხელები გუგამ და ისე მიიხუტა. არც ამჯერად გაუპროტესტებია თათიას. წამიერად გაირინდა... მერე თავს ძალა დაატანა და თქვა:
- წადი... გთხოვ....
ისეთი მუდარა და სასოწარკვეთა იგრძნო გუგამ, იმ წამსვე გაუშვა ხელი და კაბინეტი დატოვა.
,,რა ჯანდაბა ხდება, რატომ ვაძლევ ამდენის უფლებას. რატომ ვუშვებ ახლოს. რატომ ვპატიობ თავხედობას. აქამდე ხომ არავის გაუბედავს ზედმეტი. ნუთუ მე ვაგრძნობინე რამე. მაგრამ რა უნდა ეგრძნო. განსხვავებულად არ მოვქცეულვარ. პირიქით, ვაგრძნობინებდი, აქ არაა შენი ადგილითქო. ეს კიდე...ეს კიდე ისე იქცევა თითქოს.... თითქოს მე ვაძლევდე ამის ნებას. მაგრამ იქნებ ვაძლევ? რატო არ გავარტყი, რატო არ ვეჩხუბე... უბრალოდ ძალიან დამაბნია და იმიტომ..." ფიქრობდა თათია.



№1 სტუმარი სტუმარი თათია

ძალიან კარგი იყო, ველი ახალთავს დიდი მოუთმენლობით <3

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,იმედია გუგა თათიას გულს არ ატკენს.

 


№3  offline წევრი ფუტკარა

ავტვირთე მეოთხე თავი, იმედია მალე დაამატებენ. მიხარია, რომ კითხულობთ. დიდხანს ვფიქრობდი საერთოდ დამედო თუ არა. ისე დავიწყე წერა, ჩემთვის. ბოლოს მაინც გადავწყვიტე და აი....

 


№4  offline წევრი Takk.22

ძალიან მომწონს კარგად წერ და თანაც პუნქტუალური ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent