შემთხვევითი პატარძალი (თავი მეორე)
მზის სხივები სახეზე დამთამაშებდნენ,თვალები ნელა გავახილე და მივხვდი,რომ წინა ღამით აივნის კარი ღია დამრჩენია.ოდნავი სუსხი მაინც იგრძნობოდა,მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ჩემი მოსიყვარულე,მზრუნველი და თბილი ქმარი შემოვიდა.ამას რა თქმა უნდა ვხუმრობ,ჩვენი ქორწილიდან ორი კვირა გავიდა,ამ პერიოდში კი სულ ორჯერ ვნახე ის.თვალები სწაფად დავხუჭე და თავი მოვიმძინარე.ბიჭს ოთახის იმ მხარეს არც კი გამოუხედავს სადაც მე მეძინა,პირდაპირ სააბაზანოში შევიდა.ცოტახანში გავიგე როგორი ბუზღუნით გამოვიდა უკან -სად ჯანდაბაშია ეს ჩემი ხალათი? ვაიმე ხალათი,ახლაღა გამახსენდა გუშინ მე რომ ჩავიცვი,მთლიანად მისი სუნით იყო გაჟღენთილი მე კი ჩემი თაფლისფერთვალება ისე მომენატრა,რომ ვეღარ შევიკავე თავი. -ახლა გავგიჟდები,ქალივით დაიწუწუნა და უკან სააბაზანოში შებრუნდა.საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი ხალათი კარებთან დადგმულ სავარძელზე მივაფონე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. -ამას აქ რა...სიტყვა შუაზე გაუწყდა აბაშიძეს როცა იქვე დადებული საჭირო ნივთი დაინახა.ღრმად ამოისუნთქა და ჩემსკენ დაიძრა. -ლილე ვიცი რო გღვიძავს. ხო აბა რა იცის მაგის არწივის თვალს რა გამოეპარება.არ გატყდე ლილე,დაიმახსოვრე გძინავს. -ფილფანი ჩემს ნერვებს ნუ გამოცდი. პასუხი ისევ არ გავეცი.მანაც არ დააყოვნა საწოლს შემოუარა და ჩემს გვერდით გაიშოტა.კარგი რევანშია,რადგან ახლა ლილე ფილფანის გულს ბაგა-ბუგი გაუდის,რამისაა საგულიდან ამოხტეს.ბიჭმა ჩვენს შორის დისტანცია შეამცირა და მარჯვენა ხელი წელზე მომხვია.ხოო ეს უკვე ზედმეტია,პრინციპში რა ზედმეტია შენი ქმარი/საყვარელი ადამინია ის თუ არა აბა სხვა ვინ უნდა შეგეხოს,მაგრამ პრინციპულობაა სასწრაფოდ საჭირო.შევიშმუშნე თვალები ფრთხილად გავახილე და ისე შევიცხადე მისი აქ ყოფნა,რომ ჯენიფერ ლოურენსი თავისი ხელით გადმომცემდა ოსკარს. -დემეტრე,როდის მოხვედი ვერ გავიგე. -წეღან,მაგრამ ისე ტკბილად გეძინა ჩემს ხალათში გახვეულს ვერ გაგაღვიძე. -იდიოტო,შიშველ მხარზე ხელი მივკარი და საწოლიდან წამოვდექი. -ისე იმდენი ხალათია სახლში რაღა მაინცდამაინც ჩემსას სტაცე ხელი. -აბა ბიძაშენის ამეღო სულელო? -ნუ რავიცი ფაქტია უნდა მებანავა და მერე საქმეზე გავსულიყავი,შენმა საქციელმა კი შემაყოვნა.ხო მისი ხასიათი და ქცევები ერთ წუთში ასოთხმოცი გრადუსით იცვლება,ვერაფერს ვუგებ.ზოგჯერ მგონია,რომ ვუყვარვარ და ამხელა სიკეთეს სწორედ ამიტომ მიკეთებს,მაგრამ ზოგჯერ ისე მელაპარაკება შთაბეჭდილება სულ მეცვლება. -ქვემოთ ვიქნები მე,შევძახე და კიბეები ჩავირბინე. -ლილე,შვილო გაიღვიძე?საუზმე უკვე მზადაა თბილად მომიგო აბაშიძეების დამხმარემ ნინომ. -მადლობა ნინო დეიდა,რატომ წუხდებით?ჩემითაც მოვახერხებდი. -ჩემი საქმე ესაა შვილო ამაში მიხდიან ფულს,სიცილით მომიგო და სუფრის გაშლა დაიწყო. -დილამშვიდობისაა,ღიმილიანი სახით შემოვდა ნია სამზარეულოში. -ჩემმა ფერია გოგომაც გაიღვიძა,თბილად მიუგო ქალმა და თეფში მისთვისაც დადო. -ლილე,ხვალ ხომ შენი დაბადებისდღეა? -შენ საიდან იცი?გაკვირვება ვერ დავმალე -რავიცი ფეისბუქზე ვნახე. -რაო რაო?ვისი დაბადებისდღეაო?საუბარს შემოესწრო დემეტრეს უფროსი ძმა ნიკა. -ჩემი,მოკრძალებით მივუგე ბიჭს. -მერე რას ვაპირებთ კიარადა რას აპირებთ საყვარელი ცოლ-ქმარი? -არვიცი ალბათ არაფერს,მეეჭვება საერთოდ ეგ იცოდეს დემეტრემ.ბოლო სიტყვები ჩემთვის ჩავიბურდღუნე და ბლინები თეფშზე გადმოვიღე. -რძალო მოდი დიდი წვეულება გავმართოთ -ვინ რა წვეულებას მართავს?სიცილით შემოვიდნენ ჩემი სიდედრ-სიმამრი. -დე ხვალ ლილეს დაბადების დღე აქვს და... -ვაიმე მაშინ ისეთი წვეულება უნდა მოვაწყოთ როგორიც ჩვენ შეგვეფერება სანდრო,მიმართა მოსიყვარულედ ქმარს -კიბატონო მანჩო,უბრალოდ ხვალ ჩემს უცხოელ პარტნიორებს ვაცილებ,მაგრამ გპირდებით საღამოს თქვენი ვარ.სიცილით მიუგო ხანში შესულმა მამაკაცმა.უნდა ვთქვა რომ დემეტრეს დიდი და მოსიყვარულე ოჯახი ყავს,თუმცა ვერ ვხვდები უბრალოდ ჩემთან არ იმჩნევენ რომ ფულს ათეთრებენ თუ მათაც არ იციან ეს ყველაფერი და ამ შავ საქმეებში მხოლოდ დემეტრეს ბიძა ლევანია ჩართული?ახლა რომ შემოგეხედათ ამ უზარმაზარი სახლის ერთ ოთახში,ერთ მოსიყვარულე ოჯახს დაინახავდით,რომელიც გულმოდგინეთ ცდილობდა ჩემი დაბადების დღის ორგანიზებას.ყველა ძალიან საყვარელია,თბილი და კეთილი.სანდრო აბაშიძე ზუსტად ისეთი კარგი ქმარი და მოსიყვარულე მამაა რომელზეც ნებისმიერი ქალი იოცნებებდა.მანჩო საკმაოდ დახვეწილი და მეოჯახეა,ნიკა და ნია თბილი და უბოროტო პიროვნებები.იცით ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ დემეტრე ბოროტია,უბრალოდ არასწორ გზას დაადგა,რომლიდან გადახვევასაც ცდილობს მაგრამ უჭირს,უბრალოდ ვინმე სჭირდება ისეთი ვინც მას დაეხმარება ამის გაკეთებაში. -ლილეეე,სახის წინ ამიფრიალა ფურცელი ნიკამ -ხო,ფიქრებიდან უცბად გამოვდხიზლდი და ბიჭს გავხედე. -ჩემი ძმა სადაა? -სძინავს,დღეს დილით მოვიდა სიტყვა შემომაშველა ნინო დეიდამ. -დღეს დილით რატომ მოვიდა?დაეჭვებით იკითხა უფროსმა აბაშიძემ. -მგონი საქმეებს გვიან მორჩა და იქვე ჩაეძინა.უცბად გავამართლე ჩემი თაფლისფერთვალება. -შვილო მიდი შენ დემეტრეს ახედე,ჩვენ სიას შევადგენთ,თბილად მომიგო მანჩომ -მე სამსახურში წავალ,ღიმილით გვითხრა ყველას სანდრომ -აუ მა სკოლაში დამტოვებ? -მე კიდე უნივერსიტეტში რა -აბა რას ვიზავ მამიკოს ჩიტებო,თბილად მიუგო მამაკაცმა -კარგი მამა ამხელა კაცს რა ჩიტოს მეძახი,ნაწყენმა გასძახა კარებში გასულ კაცს ნიკამ. -მაშინ შენით წადი -მანქანა პროფილაქტიკაშია -დაუჩქარე სანდრო მაშ! ასეთი სიამ ტკბილობის შემდეგ ჩემს ოთახში ავბრუნდი,დემეტრეს წყნარად ეძინა.მივუახლოვდი და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი.დიდხანს ვუყურებდი,მის თითოეულ ნაკვთს უკეთ ვსწავლობდი,როგორ მომენატრა მისი თბილი გამოხედვა,ჩახუტება,კომპლიმენტებ,გაღიმება,აციმციმებული თაფლისფერი თვალები.რაღაც მომენტში ვიფიქრე ჩავეხუტები და რაც მოსახდენია მოხდეს მეთქი,მაგრამ თავი შევიკავე,უკან გამოვბრუნდი და ხვალინდელი დღისთვის ტანისამოსის შერჩევა დავიწყე. 30 ოქტომბერი* ტელეფონის გაუჩერებელი ზარი მაღვიძებს,ძლივს ვიშორებ დემეტრეს ხელს და ხელის ფათუროთ ვეძებ მობილურს. -ალო? -გილოცავ დე დაბადების დღეს,ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ,ჩემი დიდი ბედნიერება ხარ შენ დე! -მადლობა თამარა,მიყვარხარ ძალიან.ხოიცი საღამოს ჩვენთან უნდა მოხვიდე,დაბადების დღეს აქ ავღნიშნავთ. -ვიცი დე მოვალ,რამე ხომ არ გინდა გაგიკეთო და წამოგიღო? -არა თამარა რა უნდა გამიკეთო მხოლოდ თქვენი მოსვლაც საკმარისი იქნება,სიცილით მივუგე ქალს და მობილურ თავის ადგილას დავაბრუნე. -შეგიძლია ერთი დღე მაინც დამაძინო ნორმალურად?წაიბუზღუნა დემეტრემ და გვერდი იცვალა -სულ როგორ შეიძლება ცხოვრებით უკმაყოფილო იყო? -ძალიან კმაყოფილი ვარ -გეტყობა ხო,ჩავიფრუტინე და წამოდგომა ვცადე,მაგრამ ვინ გაცდის?წამებში მისი მკლავების ქვეშ ისე აღმოვჩნდი,გონზე მოსვლა ვერც კი მოვასწარი. -სად მიდიხარ? -საქმე მაქვს -რა საქმე? -მოვალ მალე,არ შეიძლება რაიმე პირადული მქონდეს?მე ხომ არასდროს გეკითხები არა სად დადიხარ და რატომ? -რამე ცუდი ხომ არ მოხდა? -არა -დაბადების დღეს გილოცავ ტკბილო,ტუჩის კუთხედთან ახლოს მაკოცა და საწოლში ახლა კომფორტულად მოკალათდა.ხოო მე კი გამომაშტერა,მისმა საქციელმა. -მადლიბა,ძლივს ამოვილუღლუღე და კარადიდან ტანსაცმელი გადმოვიღე.არმახსოვს გითხარით თუ არა მაგრამ მე და საბას და გვყავდა,რომელიც ავარიაში გარდაიცვალა.წვეულებიდან ჩემს წამოსაყვანად წამოვიდა,შემთხვევით წითელზე გაიარა და სატვირთოს შეეჯახა.საბა ყოველთვის მიმეორებს,რომ ელენე ჩემს ახირებას შეეწირა.მართალია მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა,მაგრამ ის ყველას დღემდე ძალიან გვენატრება,შეიძლება შეშლილების ოჯახად ჩაგვთვალოთ,მაგრამ მის ოთახს ხელს არ ვახლებთ დღემდე ისევ ისეა როგორც მან დატოვა. -ლილეე -გისმენ,ფიქრებიდან გამომაფხიზლა დემეტრემ -სად მიდიხარ,მეც წამოვალ.იმდენად ბავშურად მითხრა ეს წინადადება სიცილი ვეღარ შევიკავე. -რა გაცინებს? -არაფერი -ხოდა სად მიდიხარ მითხარი რა -ჩემ დასთან -გინდა გამოგყვე,შეწუხებულმა მითხრა ბიჭმა და ოდნავ წამოიწია -როგორც გინდა,უღიმღამოდ მივუგე და იქვე ჩამოვჯექი -კარგად ხარ?მაშინვე მომვარდა ჩემი თაფლისფერთვალება-თუ გინდა წყალს მოგაწვდი,ვერ სუნთქავ რა გჭირს? -არაფერი უბრალოდ უცბად თავბრუ დამეხვა -მოდი ჩემთან.ბიჭმა შიშველ მკერდზე მიმიკრო,ხელები მჭიდროდ შემომხვია,შუბლზე ტუჩები მომაწება და ასე გაგრძელდებოდა კიდევ დიდხანს,რომ არა ნიკა. -რძაა ვაიმეე,ბოდიში არვიცოდი თუ თაფლაობდით ბოდიში მერე შემოვალ. -კარებზე დააკაკუნე და ისე შემოდი ამიერიდან,მიაძახა დემემ სიცილით. -უკეთ ვარ,მეც მომენტით ვისარგებლე და დღეს უკვე მეორედ თავი გავინთავისუფლე მისი მკლავებიდან. -ჩავიცვამ და წავიდეთ მაშინ,მარტო ვერ გაგიშვებ,იქაც რომ ცუდად გახდე მერე? -მადლობა,ღმრად ამოვისუნთქე და ჩაცმა დავიწყე. -თუ გინდა წავიდეთ და სხვა დროს მოვიდეთ,შემომთავაზა ბიჭმა,როგორც კი მანქანიდან გადმოვედით. -არა,დღეს მირჩევნია -მე თუ მკითხავ თავს იტანჯავ -ჩემი გულისთვის მოკვდა ადამიანი,რომელიც ძალიან მიყვარდა.ბავშვობაში რომ მეკიტხებოდნენ ვინ უნდა გამოხვიდეო იცი რას ვპასუხობდი?ელენე თქო,ის იმდენად კეთილი,თბილი და მოსიყვარულე იყო ვერ აღვწერ უბრალოდ.ყველას ეხმარებოდა,ხშირად ისეთი ხალხის საქმეები აუღია,რომლებსაც საშვალება არ ქონდათ ადვოკატის დასაქურავებლად სოლიდური თანხა გადაეხადათ.ელენე მთელს თავის სულს და გულს დებდა თითოეულის საქმეში,მაგრამ ყოველთვის ახერხება დროის გამონახვას როცა კი დაგვჭირდებოდა ხოლმე ის მე და საბას.ახირებული ბავშვი ვიყავი საკმაოდ,გათამამებულიც და მიყვარდა მშობლებს,რომ არ ვემორჩილებოდი.იცი თამარა არ მიშვებდა იმ წვეულებაზე,მაგრამ დავიჟინე და მაინც წავედი,მართალი იყო დედა რომ არა ჩემი სიჯიუტე შეიძლება ელენეს დღეს ჩვენთან ერთად აღენიშნა ჩემი ოცდამეერთე დაბადების დღე.ასე რომ კი მინდა მის გვერდით ვიყო და თავი დამნაშავედ ვიგრძნო.სახიდან ჩამოსული ცრემლი მოვიშორე და დიდი ხნის უნახავი დისკენ გავწიე.მივხვდი დემეტრესაც მოხვდა ეს ამბავი გულზე,რაღაცნაირად დაუნაღვლიანდა თაფლისფერი თვალები.სასაფლაოზე ერთი საათი დავყავით,ყველაფერი მოვუყევი რაც ამ ხნის მანძილზე მოხდა,ვიცი ის ვერანაირად დამეხმარებოდა,ვერც რჩევას მომცემდა მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ ჩემი ესმოდა. -წავიდეთ,როცა გული ვიჯირე ტირილისგან და საუბრისგან მხოლოდ მაშინღა მივუტრიალდი აბაშიძეს. -მოდი,ჩემდა გასაკვირად ბიჭმა თავის მკლავებში მომაქცია და მანქანისკენ ისე წამიყვანა.ნახევარი გზა ისე გავირეთ ხმა არცერთს ამოგვიღია. -დედას რატომ არ უთხარი რომ დაბადების დღის გადახდა არ გინდოდა?ბოლოს ისევ მან დაარღვია სიჩუმე -მომერიდა,მემგონი ყველას ჩემზე მეტად უხარია ეს დღე. -მაგაში გეთანხმები,მანჩოს ასე უყვარს გაზვიადება ყველა მნიშვნელოვანი დღის,მაგრამ შეგვიძლია არ მივიდეთ ხოიცი. -ვიცი,მაგრამ მანჩოსთან სირცხვილი,შენც ხომ იქნები?დაეჭვებით ვკითხე ბიჭს -კი ვიქნები,ბიძაჩემიც იქნება და ხომ გახსოვს... -კი მახსოვს სიტყვის დასრულება არ ვაცადე ისე ვუპასუხე დემეტრეს.ამ დროს მისმა ტელეფონი გაანათა.პაატა ურეკავდა,სახლის დაცვა. -გისმენ პატიკო რა მოხდა? -..... -მშვენიერი,გადასარევი -..... -კი,ლილეს სახლში დავტოვებ და მოვალ -..... -სად მიდიხარ?ინტერესით ვკითხე -პატარა საქმეზე -ცუდ საქმეზე,დავუკონკრეტე ბიჭს -უფრო ცუდი ადამიანის დასასჯელად,თვალი ჩამიკრა და სისწრაფეს მოუმატა. -მარტო დაბურნება არ მინდა გთხოვ,მანქანაში დაგელოდები და გპირდები არ გადმოვალ. -არავითარ შემთხვევაში -გთხოვ,არ მაქვს ახლა იმის თავი ოქროსფერი ბუშტები ასი ცალი ჯობს რომ იყოს თუ ორასი,საწყალი თვალებით შევხედე დემეტრეს. -კარგი ჯანდაბას,მაგრამ მანქანაში დარჩები ისედაც სულ რაღაც ათი წუთის საქმეა. -კარგი.ახლა ვნახოთ ბატონო დემეტრე კონკრეტულად რას საქმიანობთ.ნახევარი საათის შემდეგ მანქანა რაღაც შენობასთან გააჩერა. -ლილე აქ იყავი და გადმოსვლა არც კი იფიქრო გესმის? -კი აქ გელოდები. სანამ თვალს მიეფარებოდა წყნარად ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი ვითომ არც მაინტერესებდა.როგორც კი მისი სილუეტი გაქრა თვალთახედვის არეალიდან მაშინვე გადავხტი მანქანიდან და სწრაფი ნაბიჯით დავიწყე სიარული.რაღაც მიტოვებული კერძო სახლი იყო,აქ რაღა უნდათ?ვითომ აქ ხვდებიან და ფულს აქ ათეთრებენ? ეზოს შემოვუარე,რომ დემეტრეს არ დავენახე,მაგრამ ბედი რომ არ გაქვს ლილე ფილფანო მანდაა საქმე.უკან ეზოში დემეტრე,პაატა და ვიღაც კაცი იდგნენ კიდე.ჩემდა გასაკვირად დემეტრემ იმ უცნობს სახეში გემრიელად უთავაზა.შემდეგ გამხეცებულმა დაუწყო რტყმა,ღმერთო სადისტია?მისი საქციელით შოკირებული ადგილიდან ფეხს ვერ ვიცვლიდი.რას აკეთებს ასე ხომ მოკლავს?თუმცა მისი მიზანიც მგონი სწორედ ესაა ამაში კი მაშინ დავრწმუნდი როცა იარაღი ამოიღო და შუბლზე დაადო. -ბიძაჩემმა მოკითხვა შემოგითვალა,დაბღერვილმა მიუგო. -მოიცადე,დემეტრე არ გაბედო,ხმა აკანკალებული გავვარდი და უცნობის გვერდით ჩავიკუზე,კაცს ერთჯერადი მივაწოდე,შემდეგ კი ისევ ჩემს “ქმარს” მივუბრუნდი. -რატომ კლავ?ვინ მოგცა იმის უფლება,რომ სხვის ცხოვრებას ნაადრევად ასრულებ?ვინ გეკითხები?გამწარებული ხმის ტონს ვეღარ ვაკონტროლებდი. -შენ დამპირდი რომ მანქანიდან არ გადმოხვიდოდი,მომიგო ყვირილით -რა მნიშვნელობა აქვს?მე რომ არ გადმოვულიყავი ამ ადამიანს მოკლავდი. -და რა გარანტია გაქვს რომ ახლა არ მოვკლავ? -კარგი,მაშინ ჯერ მე მომკალი,წინ გადავუდექი უცნობს -ნუ სულელობ და თავი სერიალში ნუ გგონია,მან ბიძაჩემს უღალატა,პოლიციაში ფქვავდა ყველაფერს ჩვენზე.კიდევკარგი ჩვენი ხალხი გვყავს იქ -გასაგებია,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის?საზღვარგარეთ გაუშვით,ფული გადაუხადეთ რო გაჩუმდეს,რა აუცილებელი ა მოკვლა არ მესმი,მხეცი ხარ? -გთხოვ,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ და პატივს მცემ არ მოკლა.თქვენ ხომ თანახმახართ,რომ საზღვარგარეთ წახვიდეთ და დაივიწყოთ მათი არსებობა?ახლა იმ უცნობ მამაკცს მივუბრუნდი. -კი შვილო,ოღონდ ახლა გადავრჩე და ყველაფერზე თანახმა ვარ. -ხომ ხედავ,გთხოვ დემეტრე,გემუდარები... ბიჭი ყოყმანობდა,პაატას გახედა მანაც თავი დაუქნია და ანიშნა რომ ჩემს იდეას ეთანხმებოდა. -კარგი იყოს ასე.ღრმად ამოვისუნთქე,ეემოციებისგან დაღლილი კი ჩემს თაფლისფერთვალებას მივეყუდე. -ცუდად ხარ?გინდა სახლში წავიდეთ? -კი თუ შეიძლება -წამოდი,ფრთხილად გამიყვანა ეზოდან და მანქანაში ჩამსვა. -დემეტრე,ხომ მართლა არ მოკლავთ? -არა,პირობას შენგან განსხვავებით ყოველთვის ვასრულებ -კი მაგრამ ახლა რომ არ გადმოვსულიყავი მას მოკლავდი,როგორ უნდა გეცხოვრა მთელი ცხოვრება ამით? -შენ რა გგონია კაცი აქამდე არ მომიკლავს?თუმცა არცერთი ყოფილა უდანაშაულო,ზოგი მატყუარა,ქურდი და ზოგიც მკვლელი. -გთხოვ ნუ მეუბნები,ისედაც მზარავს იმის წარმოდგენა,რომ სხვას სიცოცხლეს ძალით ართმევ. -მათი სიცოცხლე ისედაც არაფრის მომტანია პირიქით ისინი სხვებს აზიანებენ -ეს შენი გადასაწყვეტი,რომ არაა ხო ხვდები? -რატომ არა? -როგორ შეიძლება ადამინში კრი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობდეს,რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან?შენი თაფლისფერი თვალები დიდი სიყვარულით მიმზერდა,მასში სიკეთე და სიყვარული იკითხებოდა,დღეს კი სულ სხვა რამ დავინახე ზიზღი და ბოროტება.ასე რომ მითხარი როგორ შეგიძლია ასე ტრანსფორმაცია? -მაშინ თავს გაჩვენებდი ჩემი რეალური სახე კი ისაა რაც ცოტახნისწინ ნახე,ამას კი უნდა შეეგუო -ვერ შევეგუები იმიტომ რომ ვიცი ასეთი არ ხარ,გთხოვ შემომხედე და მითხარი რომ ის რვა თვე სრული ტყუილი იყო. -ის რვა თვე სრული ტყუილი იყო -ასე არა,თვალებში ჩამხედე -რამეს შევეჯახებით მასე -არაუშავს -ლილე,ჯიუტი ბავშვი ხარ -მითხარი -არა -ესეც ვიცოდი -რა იცოდი -შენ მე გიყვარვარ უბრალოდ ამის აღიარებას სიკვდილი გირჩევნია -სისულელეა,ჩაიფრუტუნა და ცხვირზე თითი გადაიტარა. -ფსიქოლოგიში არსებობს ერთი ასეთი რამ,ადამიანი როდის იტყუება მიმიკებით შეგიძლია გამოიცნო. -გადმოდი მანქანიდან და ნუ ფილოსოფოსობ.ხომ ხედავ მოსამზადებელი ხარ. მინდა ავღნიშნო,რომ ჩემს დედამთილს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს,საკმაოდ დახვეწილი.ათასი ადამიანი გავიცანი,ნაღები ელიტა,დემეტრეს და ნიკას მწგობრები,ნიას დაქალები.ჩემებიც აქ იყვნენ ელენე,დედა და მამა.მოკლედ სრული იდილია. -დე ასე ადრე რატომ მიდიხართ? -შვილო მამაშენს ხვალ პროცესი აქვს მე კიდევ ოპერაცია,დასვენება გვინდა. -კარგი დე გამიხარდა,რომ მოხვედით. -შენი ძმა სადაა? -მგონი სამზარეულოში გავიდა -კარგი წამოდი ვუთხრათ რომ ჩვენ მივდივართ,ვნახოთ რას გადაწყვეტს. სამზარეულოში შესულს საკმაოდ უცნაური სიტუაცია დამხვდა,ნიკა დემეტრე და საბა ვისკის ჭიქებიტ ხელში წარმოგგიდგენიათ?რატომღაც ძალიან სასაცილოები იყვნენ. -საბა ჩვენ მივდივართ და არ წამოხვალ? -კი თამარა მეც წამოვალ აი ბოლო სადღეგრძელოსაც ვიტყვი -ჩემს მკვდარ დას გაუმარჯოს რა თქმა უნდა,ჩემთვის ხომ უნდა ჩაემწარებინა არა?ნიკა გაოცებული იყურებოდა,აშკარად არ იცოდა ელენეზე.დემტრე მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და წელზე ხელი მომხვია. -ერთხელ და სამუდაომდ შეგიძლია ასე მოქცევა შეწყვიტო? -რატომ,გაოცებულმა მკითხა ბიჭმა და ჭიქა დაცალა -შენ არ მოკალი ელე?ბავშობიდანვე რაღაც უაზრო გამოხტომები გქონდა,დაიჭყანა და ფეხზე წამოდგა,აშკარად ბევრი ქონდა დალეული და თავს ვეღარ აკონტროლებდა. -გასაგებია და საკუთარ თავს ამის გამო ხუთი წელია ვტანჯავ მაგრამ რა ჩემი ბრალია რომ მან წითელზე გაიარა?დედა-მამა შეგიძლიათ უთხრათ რამე,რადგან მე დავიღალე მისი ასეთი ქმედებით.ისინი ხმას არ იღებდნენ და აჯ ამ მომენტში მივხვდი,რომ თამარა და გიორგიც მე მადანაშაულებდნენ. -თქვენც მე მადანაშაულებთ,ამიტომ არასდროს ჩარეულხართ ჩვენს ჩხუბში,ღმერთო რა სულელი ვარ.ხმაკანკალებულმა ამის თქმაღა მოვახერხე,დემეტრეს ხელი წელიდან მოვიშორე და სტუმრებთან დავბრუნდი. თავზარდაცემული მთელი საღამო ძალით ვიღიმოდი,როგორც იქნა ბოლო სტუმარიც გავაცილეთ მეც არ დავაყოვნე სანდროს და მანჩოს ძილინებისათქო ვუთხარი შემდეგ კი ოთახში ელვის სისწრაფით ავვარდი. თბილ აბაზანაში არც ისე დიდი ხანი დავყავი,ღამის პერანგი გადავიცვი და თბილ საწოლში შევწექი.ცოტახანში დემეტრეც ამოვიდა,სააბაზანოსი შეიკეტა შემდეგ კი გვერდით მომიწვა. -ლილე,გძინავს? -არა -როგორ ხარ? -იმედგაცრუებული -ხვალ რაჭაში მივდივარ და გინდა გამომყვე? -მართლა?გაკვირვებულმა მივიგე ბიჭს -კი რაიყო?იქაურო ჰაერი და სიმშვიდე მოგიხდებოდა -მინდა -კარგი მაგრამ ახლა დაიძინე ხვალ დილით უნდა გავიდეთ. ამ ამბის გამო ისე ავჟიტირდი რომ დაძინება ვერ მოვახერხე,ერთი საათის მანძილზე ოცჯერ შევიცვალე პოზა. -ლილე შეგიძლია დამაძინო? -დემეტრე მოსი ახლა წავიდეთ რა -ამ შუაღამისას? მეძინება -მე არ მეძინება და მე დავჯდები მანქანაზე,გთხოვ რა,გეხვეწები. -ლილე ბავშვი ხარ თქო ტყუილად კი არ გეუბნები. -რა მაგარია,სიხარული ვეღარ დავმალე და აბაშიძეს ლოყაზე ვაკოცე,შემდეგ გიჟივით წამოვხტი ჩემოდანში ნივთების ჩაყრა დავიწყე დაახლოვებით ერთ საათში უკვე მანქანში ვისხედით და რაჭისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდით. -აუ ლილე მეძინება რა,ამ შუაღამისას წამოსვლა რას აიტეხე? -რა გინდა სულ რატო წუწუნებ?Google map-ში ხო დამიწერე ზუსტი მისამართი და მიმიყვანს მ,დაიძინე რა შენ. -ხო და თავს მოგაკვლევინებ აბა რა ,სიცილით მითხრა ბიჭმა და თავი ჩემსკენ გადმოატრიალა. -ხომ ხედავ უკვე სისულელეებს ამბობ,სიცილით ვუთხარი დემეტრეს -რატო მაგისთვის ბევრი მიზეზი გაქვს -კი მაგრამ მაგას მაინც არ ვიზავ -უი და რატო? -რაც არ უნდა იყოს ნამდვილ სიყვარულს ასე მალე ვერ დაივიწყებ იმის მიუხედავად თუ რამდენად გატკინეს გული.დაიძინე და რომ ჩავალთ გაგაღვიძებ.მშვიდად მივუგე დემეს და სიჩქარეს მოვუმატე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.