შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სურვილი რომელიც მკლავს...(დასასრული)


22-08-2018, 19:15
ავტორი Phoenix..
ნანახია 5 965

იმ ღამეს მშვიდად დამეძინა მის გულზე, მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში მაინც რაღაც მაწუხებდა, თავს მაინც მშვიდად ვგრძნოდი. დილით ვაჩემ და დანიმ გამაღვიძეს, ორივე ჩემს გვერდით იწვა. პატარა ჩვენს შორის იყო და ხელ-ფეხს ბედნიერად ათამაშებდა.
-ყველაზე ბედნიერი ვარ.-მოულოდნელად მითხრა.-შენ და ჩემი კაცი აქ რომ მყავხართ, ყველანაირი დაძაბულობა რომ გამქრალია. -მოიწია და ნაზად მაკოცა.
-ვაჩე, მეც ბედნიერი ვარ. -ნაზად გავუღიმე და წამოვდექი. -პატარას ჭამის დროა, მე დაბლა ჩავალ საჭმელს გავუმზადებ შენ ჩააცვი და ჩამომიყვანე. -ხალათი ჩავიცვი ოორივეს ვაკოცე და დაბლა სამზარეულოში ჩავედი. ჩვენ დილა გავდა მოსიყვარულე ოჯახის დილას, მზრუნველი მამა და მოფუსფუსე დედა. ისეთი დღე მქონდა აი დედა რომ ინატრებდა, ცოტხანი დანის დედადაც კი ჩავთვალე თავი.ვაჩემ პატარა ჩამოიყვანა.
-მინდა დღეს ჩემებთან გავიდეთ. -პატარას ვაჭმევდი ის ჩემს წინ იჯდა და ორივეს მზრუნველად გვიყურებდა.
-კაი მოვაწესრიგებ პატარას ნივეს და გაგიმზადებ.
-მინდა შენც წამოხვიდე, ჩემები კარგად უნდა გაგაცნო რა იცი მომავალში რა ხდება.-გამიცინა, დავიძაბე, ვერ მივხვდი რას გულისხმოდა, უნდა გამხარებოდა თუ არა ეგეც არ ვიცი. -ნუ მიყურებ ეგრე.-სახეზე მომეფერა და სამზარეულო დატოვა. პატარამ ბოლომდე რომ გამოცალა თავისი საჭმელი პირი მოვწმინდე, გემიელად ჩავკოცნე და ვაჩეს მისაღებში გავუყვანე. მე ისევ სამზარეულოში დავბრუნდი და ახლა უკვე ჩვენი საუზმის მომზადება დავიწყე.
საღამოს კლასიკური შავი შარვალი ჩავიცვი ლამაზი ზედა და პატარაც მოვაწესრიგე. მანქანა სახლის წინ გაჩერდა, პატარა ავიყვანე და კარებთან გავჩერდი, ვაჩეც მალე მომიახლოვდა.
-ნუ ღელავ.-გაეღიმა ჩემი ანერვიულებული სახე რომ დაინახა. კარები საშუალო ასაკის ქალმა გაგვიღო, ჩვენს დანახვაზე გაეღიმა.
-ბებოს პრინცი მოვიდა.-სიხარულისგან ხმამაღლა აპარაკობდა.-შემოდით ბავშვებო.
-დე აბა როგორ ხარ?-ხელი მოხვია დედას.
-აბა შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები. ეს გოგონა დანიკოს ძიძაა? -ცოტახანი გაჩუმდა .
-კი დე.-გაგვიღიმა ორივეს- ეს ელენეა. ელენე ეს დედაჩემი დალია. უი დე მამა სად არის?-სასტუმრო ოთახში მიმოიხედა.
-მაღაზიაშია წასული პროდუქტები უნდა მოიტანოს.-პატარა გამომართვა.-ბებოს ბედნიერეება და გახარებაა.-ისე თბილად ეფერეოდა. -დაჯექი შვილო.-სავარძელზე მიმითითა. მალე ვაჩეს მამაც ბატონი დავითიც მოვიდა. ის უფრო დინჯი კაცი იყო, ბოხი ხმით, ძალიან გავდა ვაჩეს. მშვენიერი საღამო გავატარეთ, თავი უცხოდ არ მიგვრძვნია დალის წყალოით.
-დე დღეს პატარა შენ დაიტოვე, ხვალ სმენაში ვარ და თან ელენე ისვენებს. -სავარძელზე იჯდა მუხლებზე ეწვა პატარა და ფეხებზე ეთამაშეოდა.
-დავიტოვებ აბა რას ვიზზამ.-პატარა დავაძინეთ და ჩვენც მალევე წამოვედით.
-აბა როგორ მოგეწონა ჩემები?-მანქანა დაძრა და თან გადმომხედა.
-ძალიან თბილები არიან. -გავუღიმე, ძალიან დაღლილი ვიყავი და თვალები მეხუჭებოდა.
მშვიდად მივდიოდით, წამებში მოხდა ყველაფერი, მხოლოდ ვაჩეს შეშინებული სახე და საშინელი გულის გამაწვრილებელი ხმა მახსოვს. გავითიშე. ვგრძნობდი როგორ მეხეოდა ვიღაცის ხელები სახეზე, ძალიან ხმადაბლა თითქმის არ მესმოდა.
-არ გაინძრე, ელენე ყველაფერი კარგად იქნეა-ძალიან მტკიოდა თავი.სახეზე ბლანტ სითხეს ვგრძნობდი. კიდე გავითიშე.მახსოვს სიბნელე, თვალებს ვახელ და თეთრ ჭერს ვუყურებ, ჯერ ბუნდოვნად შემდეგ გამოსახულება იწმინდება.
-ექიმო, გონს მოვიდა.-დედას ხმა მეცნო. ლაპარაკი მინდოდა მაგრამ პირში დიდი მილი მედგა და ვერაფერს ვუხერხებდი. ავფორიაქდი, გამახსენდა ყველაფერი და ცრემლები წამსკდა.
-დედი დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო ლამაზო, ღმერთო მადლობა შვილის გადარჩენისთვის. -ხელზე მეფერებოდა. ექიმი შემოვიდა. ცოტახანში მილი ამომიღეს.
-დამშვიდდით, ყველაფერი კარგად არის, მდგომარეობა სტაბილურია, ეხლა რეაბილიტაციის კურსი დარჩა და გამოჯამრთელდება ისე რომ არც კი ემახსოვრება. -მშვიდად მომისვა ხელი ექიმმა მხარზე, არ მაინტერესებდა არაფერი, ერთი შიში მქონდა, ვაჩე სად იყო. კითხვისაც კი მეშინოდა.
-ეხლვე დავუძახე ვაჩეს. -ექიმი თითქოს მიმიხვდა, მის ხსენებაზე გული ამიფანცქალდა. რამდენიმე წუთში ვაჩე შემოვიდა, საოცრად დინჯი ნაბიჯით, დასევდიანებული თვალებით.
-ჩემო პატარა, როგორ მანერვიულე.-ლაპარაკი მინდოდა მაგრამ ყელი სულ გამშრობოდა ხმას ვერ ვიღებდი. -არ ინერვიულო დაწყნარდი მე შენთან ვარ, სულ შენთან ვიქნები. -სახეზე მეფერებოდა, თან სევდიანად მაკვირდებოდა, ვხვდებოდი არც ისე კაი მდგომარეობა მქონდა.

-რა მოხდა.-ძალან ხმადაბლა ვთქვი.
-საპირისპირო მიმართულებით მომავალი მანქანა დაგვეჯახა. -ეხლაღა შევამშნიე თაბაშირში ჩასმული ხელი.
-შენ როგორ ხხარ?
-მე კარგად ჩემო პატარა, მთავარი შენ ხარ. -შუბლზე მაკოცა. სახეზე პატარ-პატარა ნაკაწრები ჰქოდა. -დედაშენს ჩვენზე ველაპარაკარე. მინდა ოფიციალურად გახდე ჩემი ცოლი და დანიკოს დედა. -ესღა მაკლდა, ისედაც დაშოკილი უარეს დღეში ჩამაგდო, ბედნიერებისგან ცეკვა მინდოდა მაგრამ ოდნავი მოძრაობაც კი მკლავდა.
-ვაჩე რაა? რას მეუბნები ვაჩე? მართლა?-ავტირდი.
-ჩუ ჩემო პატარა არ იტირო რაა. მიყვარხარ, ამ შემთხვევამ, იმის შიშმა რომ შეიძლება დამეკარგე, დამანახა ის გრძნობა რასაც სიყვარული ქვია. არ მინდა ერთი დღეც კი უშენოდა გავატარო..-მაკოცა. სადღაც გამქრალიყო დინჯი შუბლშეკული კაცი, რომლის გამოხედვაც მაშინებდა, ჩემს წინ სულ სხვა ვაჩე იჯდა, თბილი მოსიყვარულე მზრუნველი ქმარი და მამა.

ჩემი ისტორია აქ მთავრდება, მაგრამ ჩემი ვაჩეს და დანიელის ცხოვრების ისტორია ახლა იწყება, დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი სირთულეები, დაბრკოლებები მაგრამ ჩვენი სიყვარული ყველაფერს დაძლევს. ვიმედოვნებ კარგი დედა და ცოლი ვიქნები.
*****

დიდი მადლოა ჩემს მკითხველს, ასეთი სითბოსთვის, იმედი მაქვს იმედები არ გამიცრუებია თქვენთვის. <3



№1 სტუმარი ann

ყოჩაღი გოგო ხარ შენ და უზომოდ მიხარია პირობა რომ შეასრულე <3 საოცრად თბილი ისტორიაა და ძალიან მიყვარს <3
ახლა მეორე ისტორიას ვუცდი <3

 


№2 სტუმარი ^_^

ძალიან მაგარი იყო????❤️❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი Phoenix..

ann
ყოჩაღი გოგო ხარ შენ და უზომოდ მიხარია პირობა რომ შეასრულე <3 საოცრად თბილი ისტორიაა და ძალიან მიყვარს <3
ახლა მეორე ისტორიას ვუცდი <3

ძალიან მოხარია თუ მოგეწონათ❤️ მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️ შემდეგ ისტორიას ხვალ დავდებ❤️

 


№4  offline წევრი Mtirala

ისეთი თბილი, მსუბუქი და სსიამოვნო წასაკითხი იყო.❤
არ ველოდი ასე მალე თუ დასრულდებოდა, მაგრამ
სასტიკად მომეწონა და ჩამითრია ❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

პატარა ისტორიაა,მაგრამ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო,ძალიან მომეწონა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent