შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის სიყვარული (ნაწილი 2. თავი 3)


20-12-2019, 04:20
ავტორი nini5
ნანახია 2 069

ძილბურანიდან ხელის შეხებამ გამომიყვანა,ვგრძნობდი როგორ ამიყვანა ხელში ძლიერმა მკლავებმა და წამწამები ერთმანეთს გაჭირვებით დავაშორე,ცხვირში გასაგიჯებლად რომ მიღიტინებდა მისი სურნელი,მამაკაცის პროფილს კარგად დავაკვირდი და როგორც კი ედოს სახე ვიცანი მის ხელებში მომწყვდეული ავფართხალდი
-მორჩი თორემ დამივარდები,ისედაც როგორი მძიმე ხარ ტო,ლამის წელი მომწყდა - ერთ ადგილას გაჩერდა და ზემოდან თვალებში ჩამაჩერდა,როგორც კი ჩემი უკმაყოფილო, გაბრაზებული სახე დაინახა ოდნავ ჩაიცინა და გზა განაგრძო
-გამიშვი! - სიბრაზისგან აწითლებული ბეჭებზე დავეტაკე და შევეცადე ფეხები ქვემოთ ჩამეწია თუმცა ისე მწარედ მომიჭირა ბარძაყებზე სიმწრისგან დავიკვნესე - ხომ არ გაგიჟდი,მეტკინა ვირო!
-ხმა! თორემ ძირს გისვრი! - მკაცრად გამოცრა კბილებში,გაღებულ კარგი ნელა შევიდა და სავარძელზე რასაც ქვია დამახეთქა
-იდიოტი! როგორ ვერ გიტან,სიცოცხლეს გაგიმწარებ მთელი ეს დღეები აქ - ვემუქრებოდი ეზოში გასულ ავალიანს რომელიც ბიჭებთან ერთად რაღაცაზე იცინოდა - არადა რა საოცარი სიცილი აქვს ამ მოსასპობს
-ნანუ შეგვარგე რა ეს დასვენება,არ არის ცუდი ბიჭი,მეტიც მემგონი მოსწონხარ და მაგიტომ გექცევა ასე უხეშად - გამოესარჩლა ჩემი დაქალი და პარკებიდან საკვების ამოღებას შეუდგა
-იცავ კიდეც? - გაკვირვებული გადავხედე და სახე მოვჯღანე -ვერ ნახე რა გააკეთა? როგორ გამომათრია სახლიდან,ტანსაცმელიც კი არ მაქვს,შენ კიდევ მის მხარეს ხარ
-ჩაგილაგე გუშინ ჩემი რაღაცეები,არ ინერვიულო არაფერს დაგიშავებს ,ხომ უყურებ როგორი კარგები არიან ყველანი,დარწმუნებული ვარ ეს 2 კვირა ჩვენი ყველაზე ლამაზი დღეების სიაში შევა
-კი როგორ არა,ყველაზე ლამაზი დღეების სიაში,რაღაც სასწაულს ნუ ელოდები,უბრალოდ ალაბათ მადლობის გადახდა უნდათ
-ამდენ ლაპარაკს ჯობია მომეხმარო! რამე გავაკეთოთ მათაც მოშივდებოდათ
-ეგღა მაკლია იმ უტვინოს კვებაზე ვიზრუნო,თუ არ ჭამს იქ იყოს - გაბრაზებულმა ავუბზუე ცხვირი და მის ჩემოდანს ვეცი რომ ტანზე რაიმე ნორმალური ჩამეცვა,გავიგონე როგორ ამოიხვნეშა ჩემმა დაქალმა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია ისე ვსტაცე ხელი შორტს და მოკლე მაისურს - მეტიც არ მინდა ნერვები მომიშალოს მაგ ვირმა - ჩემს ნათქვამზე მხოლოდ გაიღიმა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა
-ტასიკო,წამომყევი რაღაც მინდა გაჩვენო,საჭმელს ნანუ მიხედავს - კარში ბენდელიანმა შემოყო თავი და ბედნიერი სახით დააკვირდა სახე გაპრწყინებულს,რომელიც მაშინვე გაჩნდა მასთან,ქალს ღიმილით შემოხვია წელზე ხელი და გასვლის წინ თვალი ჩამიკრა
-მეტი საქმე არ მაქვს! - ჩავილაპარაკე არხეინად და ნელი ნაბიჯებით აუყევი კიბის საფეხურებს,ერთ-ერთი ოთახის კარის სახელური სწრაფად ჩამოვწიე და გაბედულად შევაბიჯე შით,ტანსაცმელი საწოლზე მივყარე,ჩემს ანარეკლს სარკეში კარგად დავაკვირდი და არეულ თმებზე ხელი ნაზად გადავისვი,ტანიდან ხალათი მოვიშორე და ის იყო მაისურს დავწვდი კისერში ცხელი სუნთქვა რომ მემეფრქვია,შეშინებულს ერთიანად გამიშეშდა მთელი სხეული ,ვიგრძენი როგორი სინაზით ჩამოაყოლა თითები მკლავებს,მუცელზე მძლავრად მომიჭირა ტორები და ზურგით მდგომი მკერდზე ძლიერ მიმიკრა
-როგორ მაგიჟებ - ცხვირი თმებში ჩარგო და სურნელი ღრმად შეისუნთქა,ვეცადე ტანში დავლილი ჟრუანტელი დამეიგნორებიდა როდესაც მისი გავარვარებული ტუჩების შეხება ვიგრძენი კისერში, თავი გვერდულად გადავხარე რომ ადვილად ეთარეშა ჩემს ყელში,წამში შემომატრიალა მისკენ და კომოდზე ერთი ხელის მოსმით შემაჯინა,ჩემს ფეხებს შუა მოქცეული ნაზად დამისვა საჩვენებელი თითი ბაგეებზე და წამის მეასედში გაგიჟებული დამეტაკა ზედ, ჟინ-მორეული,მთელი ვნებით მიკოცნიდა ტუჩებს და ამოსუნთქვის საშუვალებას არ მაძლევდა,გავარვარებული ხელები რომ მომხვია წელზე და მთელი სხეულით ამაკრა მასზე
-ჭკუიდან გადავყავარ შენი სხეულის სურნელს,გასაგიჯებლად გემრიელი და ნაზი კანი გაქვს - მეჩურჩულებოდა ხმა დაბოხილი და ტუჩებს ნელ-ნელა აცოცებდა ლავიწის ძვლებზე,სველ კოცნებს მიტოვებდა ზედ და არეულ გონებას უარესად მირევდა,ისე უცებ გაქრა ბუზგალტერი ჩემი სხეულიდან აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი,თმაში გააფრებული ჩამაფრინდა ჩემზე მოწეპებული და თვალებ გადაგლესილს რამოდენიმე წამი დამაკვირდა,ჩემი გრძელი თმა ხელზე დაიხვია და თავი უკან უხეშად გადამაწევინა, ნიკაპიდან გულ-მკერდამდე ენის წვერით ჩამოუყვა რასაც ჩემი სიამოვნებისგან განცდილი ხმები მოყვა და რეალობიდან გათიშული ლამის ტუჩები მოვიკვნიტე,მთელი სხეულით ავცახცახდი როდესაც ბაგეები მკერდზე შემახო, ვიგრძენი როგორ მწარედ მომიჭირა მარცხენა ხელი მარჯვენა ძუძუზე
-ჯანდაბა ავალიანო,როგორ ვერ გიტან! - თავისით აღმომხდა რამოდენიმე სიტყვა ბაგეებიდან და ვნების ბურუსში გახვეულმა მის თმებს ჩავაფრინდი გიჟივით
-ჩემი ვნებიანი გოგო,ჩემი გემრიელი,გამაგონე შენი ხმა! - მეჩურჩულებოდა ისე რომ ჩემი სხეულის ტუჩებით შესწავლა ერთი წამითაც კი არ შეუწყვიტავს
-სიცოცხლეს გაგიმწარებ! - თავი უკან გადავწიე და ხელებით კომოდს დავეყრდენი
-ანგელოზი ხარ!ჩემთვის გაჩენილი! - ამოიბურტყუნა ჩუმად და მკერდიდან ჭიპადე ნელი კოცნებით ჩაუყვა - საოცრება ხარ! თავგზას მირევ და ჭკუიდან გადაგყავარ - საცვალს ნელა წაეპოტინა და ის იყო ქვემოთ დაქაჩა კარზე კაკუნის ხმა რომ მისწვდა ჩვენს ყურთასმენას
- ჯანდაბა,რა დროს ეგ იყო - ამოიბურტყუნა გაგულისებულმა და წამში გამისწორა მზერა,ვნების ბურუსიდან გამორკვეული მხოლოდ ის შევეცადე შუბლი მისი შუბლისთვის მიმებჯინა და ღრმად ამოვისუნთქე
-გვრიტებო,არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენც სახლში ვართ - ნიკოს სიცილით ნათქვამ სიტყვებზე რომელიც კარს უკან იდგა, მთელ სხეულში სირცხვილის გრძნობამ დამიარა,წამში ვკარი უკმაყოფილოდ მდგარ ედოს ხელი,მკერძე თვალებ-ამღვრეული რომ დამყურებდა და ტუჩებს გემრიელად ილოკავდა,მაისური შიშველ სხეულზე გადავიცვი და შორტის ძებნა დავიწყე,არეული თმა შეძლებისდაგვარად შევისწორე და ახურებულ სახეზე ხელის გულები დავისვი
-ჩემი პატარა ქალი! - სწრაფად გადაკვეთა ჩვენს შორის მანძილი,რაღაც ამოუცნობი მზერით გამისწორა მზერა და გავარვალებული ტუჩები მომაკრო შუბლზე - სჯობს რაიმე ჩაიცვა თორემ შენი ბურთები ისე მიმზერენ მაგ მაისურიდან, აქვე შემოგახევ! - ტუჩები ოდნავ მოიკვნიტა,ერთიანად ამათვალიერა და ფრთხილად გადაუსვა ორივე ძუძუს თავებს ხელები - აჯობებს მე წავიდე - კარში ისე გაუჩინარდა უკან არც მოუხედავს,აფორიაქებულმა გადავიძვრე ზედატანი და ბულსგარტერის ჩაცმას შევეცადე აკანკალებულო ხელებით

-მალე მოვლენ? მომშივდა ტო - გავიგონე ლევანის ბუზღუნი და სამზარეულოში არეულმა შევაბიჯე
-კარტოფილს შევწვავ - ჩემი დაბოხებული ხმის გაგონების თანავე სამივე უმალ მოტრიალდა,ედომ გემრიელად გაილოკა ტუჩები,რაზეც შერცხვენილმა მაშინვე მოვარიდე მზედა და იქვე დადებულ კარტოფილის შეკვრას ვეცი
-ჩვენ მწვადებს მივხედავთ - წამოაყენა იდია ლევანმა და ნიკოლოზი ძალდატანებით გაიყვანა სამზარეულოდან

-ძალიან სექსუალური ხომ ხარ და მაგიჟებ უკვე გითხარი ხომ? - კისერში მისი სუნთქვა მომეფრქვია და ხელები მძლავრად მომიჭირა მუცელზე,ალბათ საღამოს ჩემი დასინიაკებული სხეული ნახვა არ ამცდება,ნიკაპი მხარზე ოდნავ ჩამომადო და გაიყურსა,შეშინებულმა ოდნავ შევხვტი და დანა თითზე გაუაზრებლად დავისვი,სიმწრისგან ხმამაღლა დავიკვნესე და ფრთხიალით წამოსულ სისხლს დავაკვირდი
- ჯანდაბა,რა მშიშარა ხარ ტო - ონკანთან დამაყუდა ისე რომ მილიმეტრებითაც არ მომშორებია, გასისხლიანებული ხელი წყალს მიუშვირა და გასუფთავებას შეეცადა,მისი სხეულის სიმხურვალე ჩემს სხეულს გადმოედო და სიცხისგან გავარვარებულს ისე მიკანკალებდა ყველა ნაწილი მარჯვენა ხელის არათითის წვას საერთოდ ვერ ვგრძნობდი- ყველაფერთან ერთად ცაციაც ყოფილხარ - ღიმილით დამზედა ზედ
-მომშორდი! მე თვითონ მივხედავ ჩემს თავას
-წყნარად ჩიტო,წყნარად,საწყენად არ მითქვამს,მოდი ჩემთან შეგიხვიო - საკამი ოდნავ გამოწია და ზედ ჩამომაჯინა,თვითონ კი რომელიღაც კარადიდან აფთიაქის ყუთი გამოიღო - ცოტა აგეწვება, მაგრამ არაუშავს,მე მოგირჩენ! - ბამბა სპირტით როგორც კი დაასველა ლამის ფერები გადამივიდა მოსალოდნელი ტკივილისგან,შევხედე როგორ გაახალისა ჩემმა აფორიაქებულმა და შეშინებულმა სახემ,ცდილობდა პროცესი უფრო და უფრო გაეჭიანურებინა და ნელი ნაბიჯებით მოიწევდა ჩემსკენ
-მე თვითონ!- ამოვიკვნესე გაგულისებულმა,რადგან ვიცოდი კარგს არაფერს დამმართებდა და შევეცადე წამერთმია თუმცა ამაოდ,მწარედ დამისვა ზედ ბამბის სველი ნაგლეჯი და როგორც კი ხმამაღალი ყვირილი აღმომხდა,ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნატკენ ადგილას ფრთხილად შემახო გავარვალებული ბაგეები ისე რომ მზერა ჩემთვის ერთი წამითაც არ მოუცილებია
- გაჩერდი!შეწყვიტე ეს უაზრო თამაში და თავი დამანებე - ხელი გამოვსტაცე და ფეხზე გაგულისებული წამოვხტი - ახლოსაც არ გამეკარო თორემ ამ დანით გამოგჭრი ყელს - იქვე მიგდებულ დანას ვტაცე ხელი და ცხვირწინ გაბედულად ავუფრიალე,ისე ვემუქრებოდი ეს პატარა გოგო ამხელა ბიჭს,თითქოს რამოდენიმე წუთის წინ მე არ ვიყავი ლამის მის გასაგიჟებელ ალერსში დაკარგული ხელებში რომ ჩავადნი და რომ არა ნიკოლოზი არც კი ვიცი რა შედეგამდე მივიდოდით ორივე
-ეგრე შენი ქალაჩუნა თაყვანისმცემლები შეაშინე! ნანული - ცხვირწინ ამესვეტა და დანის წვერი გულ-მკერდთან გააჩერა
-ნანულის ნუ მეძახი! ჩემი თაყვანისმცემლები კიდევ შენი საქმე არ არის!
-არის,თანაც როგორ - ტუჩები ენის წვერით გაილოკა,ხელიდან ბასრი საგანი გადამაგდებინა,წამის მეასედში მომაქცია მის მკლავებში და ზემოდან აალებული თვალებით დამაჩერდა - მაგიჟებ და ჩემი გზის საპირისპირო მხარეს გარბიხარ,სადაც მე ვარ იქ ხარ შენ ან პირიქით!გაჯიუტებას აზრი არ აქვს! შეეგუე იმ აზრს რომ როდესაც სკოლაში პირველად დაგინახე მას შემდეგ ჩემი ხარ! - ყელში მხურვალედ მომაკრო რამოდენიმეჯერ ტუჩები და სწრაფად გამეცალა



-------



-მომშორდი! - შევეცადე ხელიდან დავსხლტომოდი,მანქანაზე აწეპილს მთელი სხეულით რომ მეკვროდა - არ გაქვს უფლება,შენ საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს ჩემთან მიმართებაში!
-გოგო! -იღრიალა მთელ ხმაზე და მუჭი მძლავრად დასცხო ავტომობილს - ჩემს უფლებებზე საუბარს ნუ დამაწყებინებ,მგონი დაგავიწყდა წლების წინ, სვანეთში ყოფნისას რა გითხარი მე შენ
-რას ღრიალებს! არავის არ ეშინია შენი ღრიალის,კეთილი ინებე და შენი ხელები მომაშორე,გაფრთხილებ ავალიანო! კიდევ ერთხელ შეეცდები ჩემთან მოკარებას და პასუხს არ ვაგებ ჩემს ქცევაზე,მე შენ ის პატარა 16წლის ბავშვი ხომ არ გგონივარ,შენს ნათქვამ ორ ტკბილ და ლამაზ სიტყვაზე ჭკუას რომ კარგავდა,გავიზარდე,გავიზარდე და არ მოგცემ უფლებას ისევ ისე ისარგებლო ჩემი გრძნობებით როგორც წლების წინ,თუ რაიმე გრძნობა არსებობს კიდევ,იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე - თვალებზე მოწოლილი ცრემლების შესაკავებლად ღრმად ამოვისუნთქე და თავი მაღლა ავწია - 10 წელი გავურბოდი შენთან შეხვედრას,ვერც კი წარმოიდგენ რა ნერვების ფასად დამიჯდა თითოეული დღე,დღეები რომელიც უშენობით იყო სავსე,სად იყავი როდესაც მე ტირილში ვათენებდი ღამეებს,პატარა,შტერი,უსუსური ბავშვივით რომ გელედებოდი და იმ სიყვარულს ველოდი რომელიც შენ არც კი გაგაჩნდა ჩემს მიმართ. ძალიან ცდები თუ გგონია რომ სიყვარულის გამო ყველანაირი ტკივილის ატანა შემიძლია, სულელი ვიყავი როდესაც მიყვარდი,
რადგან შენ არ შეგიძლია სიყვარული,შენ მიმსგავსებაც კი არ შეგიძლია იმ ტკივილის რაც შენ მომაყენე,დღემდე მოუშუშებლად რომ დამაქვს გულით,მე ჩემი ტკივილებით ვცხოვრობ და არ ვარ საკმარისად ძლიერი,იმისთვის რომ ეს ყველაფერი ახლიდან დავიწყო,მითუმეტეს რომ არაფრის უფლება არ გაქვს,შენ იმის ღირსიც კი არ ხარ ეხლა რაიმე ამეხსნა,მაგრამ ... - ხელები სწრაფად გამოვგლიჯე,სიმწრით რომ მიჭერდა მკლავებზე,ცრემლიანი თვალებით ავხედე ჩემს საყვარელ თაფლისფერებს სევდიანად რომ დამყურებდა ზემოდან და შევეცადე რამოდენიმე ნაბიჯით მოვშორებოდი - ნახვამდის ედო - ფეხ-არეული ავუყევი გზას და ჩემსკენ მომავალ ტაქსს ხელი დავუქნიე

სამზარეულოს მაგიდასთან ჩაის ჭიქით მჯარი,აფორიაქებულ ტასოს ნახევრად ვუსმენდი,რომელიც გაცხარებით მიყვებოდა მისი და კაკის წუხანდელ ღამეს,გონებით სადღაც დავფრინავდი,თუმცა რაღა სადღაც, რესტორნის ეზოში მომხდარ სიტუაციაზე ვფიქრობდი,რომელმაც თითქმის მთელი ღამით მოსვენება არ მომცა
-ნანუ მისმენ? - უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და ყავის ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა - მე რას გეუბნები და შენ სად დაფრინავ
-ბოდიში,ჩავფიქრდი,რა მკითხე?
-მანქანის საყიდლად წამომყვები მეთქი?
-ეხლავე,გამოვიცვლი და წავიდეთ - თვალი ნაძალადევად ჩავუკარი და საძინებელი ოთახისკენ გავეშურე

-გეფიცები თვალები ამიჭრელდა ამათი თვალიერებით - გაბუტულმა დააკვირდა რამოდენიმე მანქანას და ღრმად ამოიხვნეშა,არადა თითქმის მთელი დღეა ცხენივით დამაქროლებს ერთი თავიდან მეორეში,ხან ფერი არ მოწონს,ხან ძვირიაო და ხანაც კიდევ რას გაიგებ რა - ჯანდაბას იყოს რაც არის,ამას ვიყიდი და განყოფილებაში წავიდეთ,შეხვედრა მაქვს ანჯაფარიძესთან
-გაუმართლა დაშნიანს,ძალიან ლამაზი და თბილი ცოლი ყავს - სალოს ხსენებაზე ოდნავ გამეღიმა
-გეთანხმები, ნანუ,რა მოხდა წუხელ შენსა და ედოს შორის? - მივხვდი როგორ ფრთხილობდა საუბრის დაწყებას,არც მე მქონდა სურვილი ამ თემას შეხებოდა ამიტომ მხოლოდ თავი გაუქნიე უარყოფის ნიშნად და შევხედე როგორ შემომხედა ეჭვის თვალით, რაზეც ისტერიკული სიცილი ამიტყდა
-ნუ ეჭვიანობ,უბრალოდ რაც გულში მქონდა ის ვუთხარი და სახლში ტაქსით წამოვედი
-ნეტავ ოდესმე სიმშვიდე გვეღირსოს - ამოიოხრა სევდით


ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ,ტელეფონი ქსელიდან საერთოდ გამოვრთე და შევეცადე გონება გამეთიშა,წლების წინ საიმედოდ დახურული ოთახის კარი შევაღე და აკანკალებული სხეულით შევაბიჯე შით,მოლბეტს თეთრი ზეწარი ფრთხილად მოვაშორე და ჩემთვის ერთ დროს ყველაზე საყვარელ საქმიანობას შევუდექი,შავი საღებავი ნაზად ჩამოვუსვი თეთრ ზეწარს და მივხვდი როგორ გამაკანკალა,იმ მომენტში არავინ და არაფერი არ მახსოვდა,მხოლოდ მე და ფერები,ვხატავდი,ხელი მოქნილად ავამოძრავე ერთი ადგილიდან მეორეზე და გონებაში ჩარჩენილ სახის ტილოზე გადმოტანას ვცდილობდი,მხატავდი მთელი გულით, გონებით და ალბათ სხეულითაც,ბოლოს როდესაც დაღლილმა ნახატს დავაკვირდი,დავინახე როგორ მიმზერდნენ საყვარელი მამაკაცის თაფლისფერი თვალები,აალებული ,ვნებისგან აგიზგიზებული,გეგონებოდა ცეცხლი ეკიდა და ჩემს დაწვას ცდილობსო,ყელში მწარედ გამეჩხირა ბურთულა,უჰაერობისგან შეწუხებული სწრაფად გამოვარდი ოთახიდან და სააბაზანოში გიჟივით შევარდი,გამოსაფხიზლებლად

-ჯანდაბა ნანუ რა გემართება,წარსულს და აწმყოს,ამ ორ დრო მომავალი არ ექნება,უბრალოდ ვერ ექნება! - პირასახოც შემოხვეული,სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი და სულელივით ველეპარაკებოდი,დაღლილი,დაცარიელებული გამოვედი სამზარეულოში და ცხელი წყლით სავსე მადურაღა მაგიდაზე გადავდგი,ის იყო კარადიდან ჩაის ფინჯანი გამოვიღე კარზე საშინელი ბრახუნი რომ ატყდა,შეშინებულმა ისიც ვერ მოვიაზრე რომ ნახევრად შიშველი ვიყავი,ჩქარი ნაბიჯებით გავემართე შემოსასვლელისკენ და კარი სწრაფად გამოვაღე,ერთ ადგილზე გახევებულ მამაკაცს მოუთმენლად დაველოდე თვალებით მთელ სხეულს რომ მიწვავდა,მზერა ჩემს მზერას გაუსწორა და მივხვდი როგორ მიყურებდა,მოლბეტიდან გადმოსული ცოცხალი არსება თავისი თაფლისფერებით,აალებულს,ვნებისგან აგიზგიზებულს,პატარ-პატარა ჭინკები რომ უხტუნავდნენ
-ავალიანო,რა მოხდა? - ისეთი შეშფოტებული ხმა მქონდა მე თვითონაც ვერ დავიჯერე რომ მე ვიყავი
-ხო რაზე მოვედი... - დაბნეულმა მოიქექა თავი და ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯი ისე გადმოდგა ჩემი სხეულისთვის მზერა არ მოუშორებია

პ.ს...უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას,მოთმინებისთვის.



№1  offline წევრი ვიპნი

ეჰ ,რა კარგი იყო.კიდევ მინდოდა heart_eyes

 


№2 სტუმარი anna

ძალიან გამიხარდა ამ წყვილზეც რომ გადაწყვიტე დაგეწერა, მიხარია შენი ნიკის დანახვა და გელოდები მოუთმენლად.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ნანუს და ედოს ამბავი ძალიან ძალიან მაინტერესებს, როგორ მიხარია რომ არ წყვეტ და გვახარებ ახალი თავით ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმე, რამდენ ხანს ველოდი ამათ ისტორიას. გააგრძელე რა აუცილებლად ❤️

 


№5 წევრი tamuna.s

აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent