შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის სიყვარული (ნაწილი 2. თავი 2)


12-12-2019, 09:53
ავტორი nini5
ნანახია 2 301

ერთი კვირა გორაობდა ჯუღელის დივანზე ბენდელიანი, გამოშტერებული სახით რომ უყურებდა ჩემ დაქალს და აღრენილ ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა,რომლებმაც თითქმის ანასტასიასთან დაიდვეს ბინა,სულაც არ ჩანდნენ ისეთი საშიში როგორც გვეჩვენებოდა და ახასიათებდნენ,არც თავში ქონდათ ავარდნილი,პირიქით,ყურადღებიანი,მეგობრული და მხიარულები იყვნენ,ზედმეტადაც კი,ჩვენც მეტი რა გვინდოდა,ჰო და მთელი ღამეები ვათენებდით ლაპარაკში და ლუდის სმაში,ვიცინოდით და ვხვდებოდი როგორი უფერული ცხოვრება გვქონდა მე და ჩემს მეგობარს მანამ,სანამ ისინი გამოჩნდებოდნენ,ამას უფრო მაშინ მივხვდით როდესაც გამოჯანმრთელებულმა ბენდელიანმა სახლის კარი გაიხურა მის სამ ძმაკაცთან ერთად და უსიტყვოდ დაგვტოვა ორივე.
მოწყენილი,უფრო უაზრო,აი ეს სიტყვა მართლა შეესაბამებოდა მე და ტასოს დღეებს,მართალია ძალიან მხიარულები ვიყავით თუმცა ორივეს ყოველთვის გვიჭირდა კონტაქტში შესვლა,ეგ კი არა კლასის ღინისძიებებსაც არ ვესწრებოდით და არც ექვსკურსიაზე გვიფიქრია მათთან ერთად წასვლა,რაც უკმაყოფილებას იწვევდა მათი მხრიდან თუმცა არც გვაინტერესებდა მათი აზრი,გვერჩივნა სადმე ჩვენთვის მშვიდად დავმსხდარიყავით და წიგნი გვეკითხა,არასოდეს გვიტაცებდა გართობა,მხოლოდ სკოლა და სახლი იყო ჩვენი გზა,გვინდოდა ჩვენი დასახული მიზნისთვის მიგვეხწია და სხვა არავინ და არაფერი გვაინტერესებდა ჩვენი მეგობრობის და სწავლის გარდა,ამ ოთხი ადამიანის გამოჩენამ ირივეს ცხოვრებაში კი იმხელა გარდატეხა მოახდინა მთელი ჩვენი შექმნილი სამყარო დააყენა ყირაზე.
ბიჭების წასვლის შემდეგ ერთმანეთს ვანუგეშებდით,იმის შიშით რომ შეიძლებოდა არც გავხსენებოდით ორი ჩერჩეტი გოგონა რომლებსაც უაზროდ მოენატრებოდნენ, მაგრამ "მთავარია ადამიანი გადავარჩინეთ სიცოცხლეს"ო გაიძახოდა ანასტასია,თუმცა შემდეგ სახეს ისე მოღრაცავდა ბენდელიანისგან იმედგაცრუებული, თვალებიდან ნიაღვარივით ეღვრებოდა ცრემლები,"ნორმალურადაც კი არ დაემშვიდობა",ჩაიხვევდა მთელი დღე ერთსა და იმავეს,შემდეგ კი მე მიწევდა მამაკაცზე უაზროდ გულნატკენის დამშვიდება.
ერთ დღეს ყელში რომ ამომივიდა მისი 10 დღიანი უაზრო ტირილი მათ გაუჩინარებასთან დაკავშირებით,მკაცრად ვუთხარი სადმე დასასვენებლად წავიდეთ ცოტა ტვინი გაანიავე,ნუ გადამაყოლე მეთქი,განაწყენებულმა შემომხედა თუმცა მაინც დაყაბულდა ჩემს იდეას და მთელი დღე საყიდლებზე ენა გადმოგდებული ძაღლივით დამატარებდა აქეთ-იქეთ,ბევრი კამათის და მისი სიჯიუტის მიუხედავად რომ არაფერი მოსწონდა,მაინც მშვენივრად ვიშოპინგეთ და სახლის გზას კმაყოფილი დავადექით
სავაჭრო ცენტრიდან სახლში საკმაოდ გვიან და დაღლილი ვბრუნდებოდით, სადარბაზოსთან ვიღაცის ხორხოცის ხმა რომ შემოგვესმა,მაშინვე დაფეთებული მოვტრიალდით უკან,შიშით ავეკარით ერთმანეთს და ჩვენსკენ მომავალ რამოდენიმე სილუეტს დავაკვირდით
-ზრასტი ძევაჩკი - სიცილით მოგვიახლოვდა ბენდელიანი,სიხარულისგან დადუმებულ ჩემს დაქალს ხელი გადახვია და თვალი ჩამიკრა - როგორ ხარ ტასიკო? - თბილი ხმით დასჩურჩულა ზემოდან - მე ვარ ტო,რამ შეგაშინა - მკლავებში ნაზად მოიმწყვრია ქალი,მანაც უმალ შემოხვია გაკნაჭული მკლავები,რაზეც ენაჩავარდნილს და შეშინებულს უნებურად გამეცინა
-რატომ დაფრთხი ჩიტო? - ჩემს გვერდით ჩუმად მოპარულ ედოს ხმაზე უმალ შევყვირე და შევხტი - აუ ესენი რა მშიშრები ყოფილან ტო ,არადა იმ დღეს რეები ჩაატარეს - თითი ჰაერში აატრიალა ავალიანმა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - როცა მე შენს გვერდით ვარ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს ჩიტო,გაიგე? - პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და უხერხულად შევიშმუშნე
-ლუდი და ჩიფსები მოვიტანეთ,ცოტა დავლიოთ და თან თქვენთან რაღაც წინადადება გვაქ -სიტყვით გამოვიდა ჩუმად მყოფი დაშნიანი შორი ახლოდან რომ გვზვერავდა,გვერდით მდგარ ნიკოს მხარი გაკრა და ღიმილით ანიშნა რაღაც ჩვენზე
-სახლში შევიდეთ - აფორიაქებულმა ტასომ უცებ დაიხსნა თავი ბენდლიანისგან, რომელმაც ეშმაკურად ჩაიცინა და სადარბაზოში პირველმა შეაბიჯა

-სვანეთში? მარტო ჩვენ ექვსი? - გადაგლესილი,ლოყებ-აწითლებული დააკვირდა ანასტასია მომღიმარ მამაკაცს,რომელსაც სახეზე კმაყოფილება ეხატა
-იქ რა უნდა ვაკეთოთ? თან ჩვენ ზღვაზე წასვლას ვაპირებთ! - უკმაყოფილება გამოვთქვი მას შემდეგ რაც ოდნავ ნასვამმა ბიჭებმა თავისი იდეა წამოაყენეს და ჩემზე მოშტერებულ ავალიანს ენა გამოვუყავი, რაზეც ამ უკანასკნელს სიცილი აუტყდა
-ზღა მოიცდის!ეხლა სვანეთში მივდივართ!იქ სახლი გვაქვს და კარგადაც დავისვენებთ - სიტყვით გამოვიდა ჩუმად მყოფი ნიკოლოზი და მტკიცედ თქვა, რაც იმის მაუწყებელი იყო რომ გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა და მივხვდი უკვე ყველაფერი ჩვენს გარეშე ქონდათ დაგეგმილი
-წუწუნს ნუ დაიწყებ ეხლა ჩიტო,დავისვენებთ როგორც ნიკოლოზმა თქვა და კარგადაც გავერთობით - როგორც კი გაპროტესტებას ვაპირებდი მაშივე თითის აწევით შემაჩერა ედომ და იმ სავარძლიდან წამოდგა რამოდენიმე დღის წინ ბენდელიანი რომ იწვა - ხვალ დილით 6 საათზე გამოგივლით! გაგაფრთხილებ ლოდინს ვერ ვიტან და ეცადე მზად დამხვდე! - თვალების ბრიალით გადმომხედა,სიბრაზისგან ბოლი ამივიდა,ალბათ ცოტას და იმ კმაყოფილებით სავსე თვალებს დავთხრიდი რომ არა ბენდელიანი,რომელიც უმალ წამოხტა ფეხზე და ფშტვენა-ფშტვენით წასულ ძმაკაცს კარში დაეწია
-იდიოტი! - გამოვცერი კბილებში და უაზროდ გახარებულ დაქალს დავაკვირდი ჭერს სულელივით რომ მიჩერებოდა - შენ რამ გამოგაშტერა,რა ჯანდაბა გვინდა მათთან ერთად? ტასო მისმენ? - გაღიზიანებულმა ჩავყვირე ყურში ყურადღება რომ არ მომაქცია
-ნანუ,შენი აზრით კაკის მოვწონვარ?
-ღმერთო რა დავაშავე? - უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და გაღიზიანებული გავემართე საძინებლი ოთახისკენ - მე არსად მოვდივარ! შენ რაც გინდა ის ქენი,ვიძინებ,იცოდე არავინ გაბედოს ჩემი გაღვიძება! - სარაფანი უკმაყოფილობ გადავიძვრე სხეულიდან და საცვლების ამარა შევწექი ლოგინში.
დილით ძილბურანიდა სიცილის ხმამ შემაღვიძა,გვერდი უკმაყოფილოდ ვიცვალე და საბანში გემრიელად მოვკალათდი რომ შემებრუნებინა,თქვენც არ მომიკვდეთ,უფრო და უფრო უმატებდა ვიღაც ჩემს ჯინაზე ხმის ტემბრს,პირიდან უკმაყოფილო ბრეგები ამოვუშვი და რამოდენიმე წამში ვიგრძენი როგორ შემეპარა ტანში სიცივე, ჩემს ყურთასმენას კი მამაკაცის აღფრთოვანებული წამოძახილი მოყვა
-ძალიან,ძალიან ცუდი აზრი იყო აქ შემოსვლა და შენი ამ სიტუაციაში ნახვა! -როგორც კი ავალიანის სიტყვები ჩამესმა,დენდარტყმულივით წამოვფრინდი საწოლში და თვალებ ამრვრეულ ედოს მივაჩერდი
-ხომ არ გაგიჟდი? ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება და ჩემი გაღვიძება? - დავუკივლე მთელ ხმაზე, თუმცა როდესაც მის მზერას თვალი გავაყოლე ვიგრძენი როგორ დამიარა მთელ სხეულში სირცხვილის გრძნობამ,წამწამები ერთმანეთს სიმწრით მივაწეპე და ვლოცულობდი სიზმარი ყოფილიყო,წარმოვიდგინე ჩემი თავი იმ წამს,გამჭირვალე თეთრი მაქმანებიანი ბუზგალტერით, რომლიდან არც ისე პატარა მკერდი იკვეთებოდა და ასევე გამჭირვალე საცვლები,დარწმუნებული ვარ ისეთი სასაცილო შესახედი ვიქნებოდი პატარა დასჯილი ბავშვივით მის წინ ატუზული რომელიც თვალს არავითარ შემთხვევაში არ ახელდა,გონზე მისმა ხითხითმა მომიყვანა და მაშინვე ჩაერთო განგაშის სიგნალი ჩემს ტვინს,თვალებ დაქაჩული მოვათვალიერე ოთახი და როგორც კი სავარძელზე მიფენილი ხალათი დავინახე მაშინვე ვისკუპე საწოლიდან,ზურგით მდგარმა მჭირდოთ შემოვიხვიე სხეულზე ატლასის ნაჭერი და ღრმად ამოვისუნთქე
-მდა...არ მეგონა ასეთი მწარე ენის პატრონს ასე ლამაზი,მიმზიდველი და სექსუალური სხეული თუ გექნებოდა - ეშმაკურად ჩაიცინა და თან ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი
-როგორ მიბედავ! იდიოტო,ეხლავე აქედან მოშორდი და თვალით აღარ დამენახო - შორი ახლოს მდგარს,მისკენ მივიწიე და ხელი მოვუქნიე რომ ის კმაყოფილი სიფათი შემელამაზებინა,თუმცა მაშინვე გამიკავა,წამში მისკენ ზურგით შებრუნებული აღმოვჩნდი,ტანზე მეთელი სხეულით მომკრობოდა და ცხვირი ჩემს თმებს უხახუნებდა
-ტანსაცმელის ჩალაგება არ იკადრე,ჩვენთან ერთად დასვენებაც არ ისურვე, ამიტომ იძულებულს მხდი ამ ფორმაში მყოფი წაგიყვანო და ღირსი ხარ ეგრე გატარო მთელი ორი კვირა,რაც მე ძალიან,ძალია მაწყობს - ვნებამორეული ხმით მიჩურჩულა ყურთან და მხრებზე უხეშად მომიგდო
-ხომ არ გაგიჟდი?ეხლავე დამსვი,დამსვი მეთქი,ოე ვირო,შენ გელაპარაკები,იცოდე დამსვი თორემ განანებ! - მუჭებს მთელი ძალით ვურტყამდი ბეჭებზე და ხმით გავკიოდი რაზეც რეაქცია არ ქონია,ისე უცებ ჩაიარა რამოდენიმე სართული გეგონება ზურგზე მე კი არა ჩალა მოეკიდა, სადარბაზოდან გასულმა მანქანას სწრაფად მიაუახლოვდა და მთელი ძალით ჩამტენა შით,გაბრაზებული მზერა მოვავლე ბავშვებს რომელებსაც არანაკლებ გაოცებული სახე ქონდათ,შემდეგ კი ყველამ ერთად ატეხა უაზრო სიცილი
-ანასტასი იცოდე...
-ხმა! - მკაცრად მიბრიალა თვალები ავალიანმა და ჩემს გვერდით ჩაეკვეხა,ტასოსთვის მომზადებული სალანძღავი სიტყვები შუაგზაში გამაწყვეტინა და მეც მობუზული ტირილის პირას მყოფი გავიკმინდე - დაისვენა ყურებმა - გავიგონე როგორ თქვა რამოდენიმე სიტყვა ჩემი მისამართით და საჭესთან მჯდარ დაშნიანს მიარტყა ხელი - წავედით!
-საინტერესო ზაფხული გველის - ეშმაკური ღიმილით მოგვიბრუნდა მძღოლის გვერდით სავარძელში მჯდარი ნიკო და ჩემი გაბრაზებული სახის დანახვისას, ხელები ჰაერში დანებების ნიშნად აწია.


----


მრგვალ მაგიდასდან მჯდარი,არავის ლაპარაკს არ ვუსმენდი,ანასტასია და სალომე რაღაცას გაცხარებით რომ საუბრობენ და შიგა და შიგ ბიჭებიც ერთვებოდნენ,მხოლოდ ავალიანს ვბურღავდი მზერით ,მის თითოეულ ნაკვთს და ხელის მოძრაობას ვაყოლებდი თვალს,არც თვითონ დამრჩენია ვალში,ვნებამორეული მიყურებდა და ოდნავ ნასვამი თვალებით მჭამდა,ესეც ასე ჩემო ნანიკო,ჯერ როდის ვამბობდი რომ ეს ბიჭი სურვილისგან ჭკუიდან უნდა ამეწია,ისევ ის მზერა,სურვილმორეული მაგრამ მკაცრი, როგორც წლების წინ,წარბს მაღლა ვწევ და მთელ სახეზე შორიდან ვეფერები,ხშირი წარბები,სწორი მამაკაცისთვის დამახასიათებელი ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები,ერთ დროს ასე ძალიან რომ მაგიჟებდნენ,თვალი მათზე მიშტერდება და ბაგეებს ენით წვერით ვილოკავ,ვხედავ როგორ ნელა ილოკავს ისიც ქვედა ტუჩს და კბილებს ოდნავ ასობს,მზერა მის თაფლისფერ თვალლებზე გადამაქვს რიმლებიც ირინიულად მიღიმიან მაგრამ მაინც თბილად, გაბრაზებული ვუბღვერ და ვცდილობ კონცენტრაცია ლევანზე გადავიტანო რომელიც ჩემ დაქალს შეკითხვებს აყრის და ყველასგან შეუმჩნევლად უკრავს თვლა ბენდელიანს,მის საქციელზე მეცინება და ანასტასიას გაფითრებულ სახეს ვაკვირდები,არ ვიცი მაშინ ეგ სისულელე თავში როგორ მომივიდა,რომ ჯუღელს ერთ კვირაში ვათხოვებდით თუმცა უკვე არაფრის თქმას აზრი აღარ ქონდა,რადგან დავინახე როგორ შეეცვალა ყველას სახე ჩემს სიტყვებზე,განსაკუთრებით კი კაკის,რომელმაც ისე გაათრია ჩემი დაქალი რესტორნიდან აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარით,მის საქციელზე მთელი ხმით გამეცინა,უფრო სწორედ სიმწრით სიცილი უფრო იყო,წარმოვიდგინე როგორ შეიძლება დაესაჯა ბენდელიანს ის,ან უფრო უარესი,როგორ გამიმწარებდა დარჩენილ სიცოცხლეს ანასტასია ჯუღელი ამ ტყუილისთვის,შესაძლებელია უკეთესიც კი ყოფილიყო ეს გამოწვევა მათთვის
-როგორც ჩანს ენა ისევ ვერავინ დაგიმოკლა! - ბოროტი თვალებით გავხედე ჩემს წინ მჯდარ ედოს რომელიც თვალს არ მაშორებდა და ირონიულად მიღიმოდა
-შენ ვისთან ხარ შვილი? - არც მე დავაკელი და ღვინის ჭიქა ისე მივიტანე ტუჩთან მისთვის მზერა არ მომიშოირებია
-შეეცადეთ ეს ერთი დღე მაინც გავატაროთ მშვიდად რომ ერთმენეთი არ დახოცოთ, პრობლემები ცალკე მოაგვარეთ,ერთი-ერთში! - ღიმილით ჩამიკრა დაშნიანმა თვალი და ის დრო გამახსენდა წლების წინ მე და ავალიანი ყველა სიტყვაზე რომ ვეკიდებოდით ერთმანეთს,ჩვენ ჩხუბს უკვე ისეთი სისტემატიური ხასიათი ქონდა მიცემული,ყურადღებასაც აღარ გვაქცევდნენ და ხელის ჩაქნევით გვეცლებოდნენ,გამარჯვებული სახით გავხედე ჩემს წინ მჯდარ მამაკაცს, რომელსაც თვალები ავის მომასწავლებლად უელავდნენ და მთელ ტანში დამცხა იმის წარმოდგენაზე თუ რა გზით შეიძლებოდა გადაეხადა სამაგიერო როგორც თავად აღნიშნავდა ენა გატლეკილი "ბავშვისთვის",ელდანაცემი მოვარიდე მზერა და ჩვენსკენ მომვალ წყვილს დავაკვირდი,ბენდელიანი გაბრაზებული სახით, ჩქარი ნაბიჯებით რომ მოიწევდა წინ,უკან კი არანაკლებ გაღიზიანებული ჯუღელი მოყვებოდა რომელსაც სახე ერთიანად აწითლებოდა

-სახლში მოგხედავ ნანული! - კბილებში გამოცრა ჩემმა დაქალმა და სკამი ჩემს გვერდით ხმაურიანად გამოსწია,ნანულით მხოლოდ მაშინ მომმართავდა როდესაც საშინელ ხასიათზე ვაყენებდი,იცოდა ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი ამ სახელს და ისიც ამით სარგებლობდა,ყურადღება არ მიმიქცევია მისი ბუზღუნისთვის,ვიცოდი მალევე გადაუვლიდა,თვალები მობეზრებულად ღიმილით ავატრიალე და სცენის შუა გულში საცეკვაოდ გასულ ლევანს და სალოს გავაყოლე მზერა
-ნანუ არ ვიცეკვოდ? - ჩემთან მოახლოებულ ნიკოს ღიმილით გამოწვდილ ხელს დავაკვირდი,ღვინის ჭიქა მაგიდაზე ფრთხილად დავდე და ჩემი თითები მისას შევაგებე,მხიარულად მოვხვიე ხელები ბეჭებზე და მასთან ერთად დავიწყე რწევა - რამდენი წელი გავიდა,როგორ მოგვენატრე შე ჭინკა ვერც კი წარმოიდგენ
-ათი წელი, ცოტა დრო არ არის - სევდიანად ვუპასუხე და თავი მხარზე ჩამოვადე
-თქვენ არასწორად გაიგეთ მაშინ ყველაფერი - რაღაცის ახსნას შეეცადა თუმცა შევაჩერე
-წარსულს აღარ აქვს მნიშვნელობა,რაც იყო იმას უკან ვერ დავაბრუნებთ ნიკოლოზ - ვუთხარი დანანებით და ცეკვაში გართულ ტასოს და ედოს გადავხედე რაღაცაზე რომ იცინოდნენ და ჩვენ გვიყურებდნენ,უცებ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შემიცვალა ჯუღელმა პარტნიორი და მეც ავალიანის მკლავებში აღმოვჩნდი უმალ

-ჩემს უკანალს შენი ბინძური ხელები მოაშორე, ავალიანო! - გაბრაზებულმა დავსჭექე როდესაც ვიგრძენი როგორ ჩააცოცა თითები ზურგიდან ქვემოთ და ზედ ოდნავ მტკივნეულდა მომიჭირა ზედ
-ხმა! - სწორედ ისეთი ტემბრით მითხრა როგორც მაშინ 10 წლის წინ,მანქანაში ხალათის ამარა რომ ჩამტენა და სვანეთის გზას დავადექით,მკერდზე მძლავრად მასზე მიკრული განძრევის საშვალებას არ მაძლევდა,სული შემეხუთა მისი სუნამოს სურნელით გაბრუებული, რომელსაც ალკოჰოლის და თამბაქოს ნაზავი ერთმანეთში ისე ერეოდა,თავგზას მირევდა და მეგონა სულს განვუტევებდი, თავი მკერდზე ფრთხილად მივადე და ღრმად შევისუნთქე,ღმერთლა იცის კიდევ როდის მომეცემოდა ამის საშვალება,ვიგრძენი როგორ ჩაიღიმა და ხელი მოშიშვლებულ ზურგზე ნაზად აასრიალა რასაც მალევე მოყვა ჩემი სხეულის რეაგირებაც
-რაო ფისო დაგცხა? - არ ვიცი ეს ირონიული ტონი უფრო იყო თუ კმაყოფილების მაგრამ როგორც კი მისი ხითხით მომხვდა ყურს მაშინვე გამოვერკვე
-თუ გინდა რომ ამ ფისომ ბრჭყალები არ გამოაჩინოს და მაგ იდიოტურად მომზიმარი თვალები დაგთხაროს, აჯობებს ეხლავე გამიშვა! - ცხვირწინ ჩემი გრძელი და საკმაოდ ლამაზი თითები ავუთამაშე კმაყოფილმა
-რამხელა ფრჩხილები გაქ ტო - ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და დამაკვირდა,რამოდენიმე წამი დაჰყურებდა როგორ მიკანკალებდა თითები და ტუჩები ნერვიულად მოიკვნიტა
-"იძი კჩორტუ" ავალიანო - გაღიზიანებულმა გამოვგლიჯე ხელი და შევეცადე მკლავებიდან დავსხლტომოდი,მაგრამ მხოლოდ შევეცადე

-მოვდივარ მუსიკით,დამხვდი ტრუსიკით - მზერა საკმაოზე ნასვამ ბენდელიანზე გადავიტანე, ცალი მხით ანასტასიას რომ ეყრდნობოდა,უფრო სწორედ ჩემ დაქალს ყავდა იღლიაში ამოდებული და სიმწრის სიცილით იცინოდა მამაკაცის რეპლიკებზე,რომელსაც ალბათ ხვალ არც კი ემახსოვრება შუა რესტორანში გამართული სცენა
-ვერ არის ეგ ჩემისა - უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა ედომ და ხელი ისევ მოშიშვლებულ ზურგზე მომადო,რითაც მანიშნა რომ ცეკვა დამთავრებული იყო და მეგობრებისკენ მიბიძგა -როგორი ცხელი ხარ - ვნებიანად ჩამჩურჩულა ყურში, ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის ისე გავექანე ჩემი დაქალისკენ რომელიც ამაოდ ცდილობდა კაკის აქედან გაყვანას
-ნანუ,შენ ედო გაგიყვანს,ედუკა მიხედე რა
-მოიცა რა ედო გამიყვანს? რად მინდა ამ იდიოტის მოხედვა- გაღიზიანებული, გაფართოვებული თვალებით მივაჩერდი ჯუღელს რომელმაც ირონიულად გამომხედა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა,შემდეგ კი მამაკაცთან ერთად ისე მიიმალა კარს უკან,საერთოდ არ ადარდებდა მისი მეგობრის ბედი,რომლის თავიც ამ მხეცს ჩააბარა,სიმწრის სიცილი ამოვარდა და მივხვდი რომ სამაგიერო გადამიხადა ჩემი უაზროდ წამოროშილი სიტყვების გამო
-კარგი, ჩვენ წავალთ,დარწმუნებული ვარ ამიერიდან ხშირად გნახავთ,ორივეს! - ხელი წელზე მოხვია დაშნიანმა მის ცოლს,ჯერ მე, შემდეგ კი ავალიანს გადახედა ცალყბად და თვალი ღიმილით ჩაუკრა
-მეც გასასვლელი ვარ - სიტყვის თქმაც არ მაცადა ისე უცებ მოგვშორდა ნიკოლოზი და ცოლ-ქმარს სწრაფი ნაბიჯებით მიყვა უკან,გაღიზიანებულმა პირიდან ლამის ბოლი გამოვუშვი,ვიცოდი რომ შეგნებულად დამტოვეს მასთან მარტო და ნერვებმოშლილი წავედი ცარიელი მაგიდისკენ,სწრაფად ვეცი იქვე დადებულ ხელჩანთას, ყურადღებას არ მიმიქცევია ჩემზე ინტერესით მოჩერებულ ავალიანზე ისე გამოვარდი გარეთ და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,მეგონა ვეღარ ვსუნთქავდი,რამოდენიმე წამი შევეცადე დავწყნარებულიყავი და არემარეს თვალი მოვავლე ტაქსის მოლოდინში

-ჯანდაბა ამათ როცა გინდა მაშინ ვერ პოულობ,ისე ყოველ წუთში გედებიან ფეხებში-ნერვებმოშლილმა მათზე ვიყარე ჯავრი და ტელეფონში ნომრის ქექვა დავიწყე,დავინახე როგორ გამოვიდა ავალიანი და შევეცადე ყურადღება ნომერზე გადამეტანა,თუმცა მხოლოდ შევეცადე,დინჯი მაგრამ ამაყი ნაბიჯებით მოიწევდა ჩემსკენ,რაღაც ამოუცნობი მზერით,აი მელია რომ ეპარება ქათამს მოსაპარად,ზუსტად ისე,დაბნეულს სულ გადამავიწყდა ანთებული ტელეფონი, რომელშიც ქალი ამაოდ მიმეორებდა თუ სად მსურდა გამოძახება,გაუაზრებლად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი უკან, როგორც კი ჩემთან მოახლოებული დავინახე და მის მტაცებლურ მზერას ჩემი თვალები გავუსწორე,ვიგრძენი როგორ მივარტყი მოშიშვლებული ზურგი რაღაც მაგარს და ცივს, ტკივილისგან ისე დავიკვნესე ჩემს წინ მდგარ,ერთი თავით მაღალ მამაკაცს შეშინებული მივაჩერდი ჭინკებ ათამაშებულ თვალებში,ხელები მანქანას ისე მიაყრდნო რომ მათ შორის მომაქცია, მარჯვენა ხელი ჩემი მხრიდან მაჯამდე ნაზად ჩამოასრიალა და ტელეფონი ისე უცებ ამაცალა გააზრებაც ვერ მოვასწარი
-ეს დღეს არ დაგვჭირდება,არცერთს! - ავის მომასწავებელი,ვნებისგან გიჟივით აალებული თვალებით დამაკვირდა და სახე უფრო ახლოს მომიტანა,დამფრთხალმა მხოლოდ ისე მოვახერხე ავტომობილს უფრო ავკრულიყავი თუმცა ამაოდ, სახე მაშინვე გამიკავა და ტუჩებზე ველურივით მეცა


პ.ს...დიდი მადლობა მეგობრებო ყველას,ვერ გეტყვით რომ სულ დავბრუნდი, მაგრამ დაგპირდით რომ ამ ისტორიას და თავხედ ქმარს დავასრულებდი და ასეც ვიზამ.
ეხლა რაც შეეხება თავად ისტორიას.რატომღაც ბიჭებმა,ამ ოთხმა გადარეულმა მეგობარმა, ზედმეტად დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ესაა მიზეზი იმის რომ თითოეულზე ცალ-ცალკე მომიწია დაწერა,როგორც იცით პირველი ლევანის და სალოს ურთიერთობა იყო(საშიში საქმე გრძნობებით),შემდეგ კაკი და ანასტასია (წარსულის სიყვარული ) ,ამას მოყვა ნიკოლოზი და ნესტანი (ნი&ნე),აბა ჩემი ედო და ნანუ როგორ დამეჩაგრა? გადავწყვიტე მათზეც მეწერა და ამიტომ დავარქვი (წარსული სიყვარულის მეორე ნაწილი),რადგან მათი ისტორია ბოლოა მინდოდა მათ წარსულზე უფრო მეტი რამ გცოდნოდათ,რადგანაც ანასტასიას და კაკის შემთხვევაში ზედაპირულად იყო ნახსენები თუ რატომ დატოვეს ნანუმ და ტასომ ქალაქი, როგორ გაიცვნეს თავდაპირველად ამ ორმა გოგო ეს ოთხი გადარეული ბიჭი,,,ისტორია ვითარდება წარსულში და უკვე აწმყოში როდესაც გაუჩინარებიდან 10 წლის შემდეგ უბრუნდებიან ქალაქს გოგოები,,,იმედია მოგეწონებათ. ვერ შეგპირდებით რომ ყოველ დღე დავდეთ თუმცა ორ დღეში ერთხელ აუცილებლად იქნება,,,მგონი ეს თავი საკმაოდ მოზრდილია და ბოდიში დაგვიანებისთვის



№1 სტუმარი Nino

Dz momwons warmatebebi imedia tavxed qmarsac daasruleb.

 


№2 სტუმარი Mako

Gamixarda rom dabrundi,warmatebebi

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვგიჟდები მე შენზე და მიხარია ამ ორ გიჟზეც რომ წერ❤❤❤
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

შენს ნიკს როცა ვხედავ ყოველთვის მახსენდება ჩემთვის ერთერთი საყვარელი ისტორია "ნაყიდი ბედნიერება", ოღონდ მისი თავდაპირველი ვერსია. აი, მერე რომ დადე ხელახლა ეგ თითქოს სხვისი ნაწერია და ასეთივე შეგრძნება მაქვს ამ ისტორიაზეც.
რატომ წერ ასე გაუმართავად თუ რა დავარქვა არ ვიცი+ სახელები რომ დაწერო ხოლმე არ შეიძლება?! ამით დროსაც დაზოგავ, ენერგიასაც და ჩემს მადლსაც მოისხამ :))).

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან კარგი ამმბავია რომ აგრძელებ, ამათი ისტორია ნამდვილად ძალიან ნაინტერესებს ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი nini5

ablabudaa
ძალიან კარგი ამმბავია რომ აგრძელებ, ამათი ისტორია ნამდვილად ძალიან ნაინტერესებს ❤️❤️❤️

მიხარია რომ დაგაინტერესა...ამ ისტორიის შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ თავხედ ქმარს

grafo
შენს ნიკს როცა ვხედავ ყოველთვის მახსენდება ჩემთვის ერთერთი საყვარელი ისტორია "ნაყიდი ბედნიერება", ოღონდ მისი თავდაპირველი ვერსია. აი, მერე რომ დადე ხელახლა ეგ თითქოს სხვისი ნაწერია და ასეთივე შეგრძნება მაქვს ამ ისტორიაზეც.
რატომ წერ ასე გაუმართავად თუ რა დავარქვა არ ვიცი+ სახელები რომ დაწერო ხოლმე არ შეიძლება?! ამით დროსაც დაზოგავ, ენერგიასაც და ჩემს მადლსაც მოისხამ :))).

ნაყიდი ბედნიერება მეც გამორჩეულად მიყვარს ჩემი ისტორიებიდან...მეორედ არ დამიდევს რადგან არ გამისწორებია რისი სურვილიც დისი მქონდა...მეც ვიცი ეომ ვეღღ ვწერ ისე როგორც ადრე...არ ვიცი რა დამემართა მაგრამ მიხარია რომ კითხულობ და ყველანაირ შენიშვნას მაძლევ,ძალიან ბევრს ნიშნავს

La-Na
ვგიჟდები მე შენზე და მიხარია ამ ორ გიჟზეც რომ წერ❤❤❤

ჩემი გოგო...მიხარია რომ მოგწონს...უყვარხარ ნინის

Nino
Dz momwons warmatebebi imedia tavxed qmarsac daasruleb.

აუცილებლად დავასწულებ თავზედ თავხედ ქმარს

 


№7  offline წევრი nini5

Mako
Gamixarda rom dabrundi,warmatebebi

უღრმესი მადლობა

 


№8 სტუმარი სტუმარი თეონა

სად არის გაგრძელება? აღარ იქნება?

ეს ნი&ნე სად დევს სრული სახელია?

 


№9  offline წევრი nini5

სტუმარი თეონა
სად არის გაგრძელება? აღარ იქნება?

ეს ნი&ნე სად დევს სრული სახელია?

ეხლა ვწერ ჩემო კარგო და ხვალ აუცილებლად იქნება,ნახევარზე მეტი თითქმის დაწერილი მაქვს, ნი&ნე რაც შეეხება ჩემ პროფილში შემოდი და აუცილებლად ნახავ იქ

 


№10 სტუმარი სტუმარი თეონა

ოქრო გოგო ხარ შენ, დაიკიდე ყველას აზრი. გააგრძელე წერა kissing_heart kissing_heart

 


№11  offline წევრი nini5

სტუმარი თეონა
ოქრო გოგო ხარ შენ, დაიკიდე ყველას აზრი. გააგრძელე წერა kissing_heart kissing_heart

უღრმესი მადლობა თეო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent