შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი თავი 11.


21-12-2019, 23:48
ავტორი zia-maria
ნანახია 2 699

   ადამიანები მიდიან და მოდიან,მიდიან და მათგან მოგონებები გვრჩება,მოგონებები მტკივნეულიც და სასიხარულიც.რატომ მაცხოვრეთ ტყუილში,რატომ არ მითხარით სიმართლე.
-გარკვევით მითხარი რას გულისხმობ,ჯერ მე ვითხოვ ახსნას შენგან გუშინდელის გამო.
-ჩემგან ითხოვ ახსნას? მე რა უნდა აგიხსნა ვალერა.
-რა გემართება,ეს ბოლო კვირაა შენს თავში ხარ ჩაკეტილი,არ ლაპარაკობ და მინდა გავიგო რა ხდება შენს თავს.
-რომ გაგიმეორო ზემოთ ნათქვამი,მთელი ეს წლები ტყუილში მაცხოვრეთქო,უარყოფ?
-რააააა? რომელი ტყუილი გაქვს მხედველობაში,იქნებ მეც გამახსენო.
-გაგახსენებ,რამოდენიმე დღის წინ შეხვდი ქალბატონს ვისზედაც ძია რატიმ მითხრა,რომ ფულის სესხება მთხოვაო,სინამდვილეში მას თქვენთან რა საქმე აქვს ვალერა.ვალერა დაიბნა და ანამარიას გაუბედავად უთხრა.
-ასეც იყო,არ მითქვამს შენთვის ტყუილი.
-იქნებ იმისთვის მოვიდა,რომ გკითხა როგორ არის მისი შვილი?
-შენ,შენ ეს საიდან გაიგე.ფეხზე ადგა ვალერა და გაოცებული უცქერდა ანამარიას.
-არანაირი საიდუმლო არ იმალება საუკუნეები და მაინტერესებს რატომ ვცხოვრობ აქამდე ბნელში და რატომ ვიცოდი,რომ დედა დაიწვა და მოკვდა.
-გაიგე,სიმართლე გაიგე.
-ეს გაწუხებს მხოლოდ რომ სიმართლე გავიგე?
-ვერ გითხარი,უფრო სწორად ვერ გითხარით რადგან ეს ვიცოდით მეც და რატიმაც.ჯერ პატარა იყავი აქედან რომ წაგიყვანეთ,შემდეგ კი მძიმე მოსასმენი იქნებოდა სიმართლე და ამიტომ აღარ გითხარით.ვალერამ ტელეფონი ამოიღო და რატის დაურეკა.
-გისმენ ვალერა.
-უნდა მოხვიდე,ანამარიამ სიმართლე გაიგო.
-როგორ გაიგო,ვინ უთხრა.
-არ ვიცი,მაგრამ ყველაფერი იცის.
-არ დატოვო მარტო,მოვდივარ.ორივე მდუმარედ ისხდნენ და კარების დაკეტვის ხმამ გამოაფხიზლათ,სახლში რატი ანერვიულებული დაბრუნდა და ანამარიას შეხედა.
-როგორ გაიგე შვილო სიმართლე.უთხრა წყნარად და მშვიდად.
-მხოლოდ ეს გინდათ გაიგოთ,როგორ გავიგე სიმართლე რომელსაც თქვენ მიმალავდით?
-მომისმინე,ეს ვინც გითხრა ის თუ გითხრა როგორ გავიცანით ერთმანეთი.
-არა,ამის მოსმენას თქვენგან ველოდები და გისმენთ.
-კარგია,მომისმინე.რამოდენიმე წლის უკან ძალიან დიდი ტკივილი მომაყენეს,სასტიკად მცემეს და დამასახიჩრეს.ეგონათ მოვკვდი და ერთ სარდაფში დამაგდეს ნაწამები უგონო მდგომარეობაში,სისხლისაგან ვიცლებოდი.არ ვიცი რამდენი დრო ვიყავი ასე,მაგრამ ერთ დღეს სასწაული მოხდა და მე თვალი გავახილე თეთრ ოთახში,ამით მივხვდი საავადმყოფოში ვიყავი.მაშინ გავიცანი ვალერა სახეზე წვერი ჰქონდა და შავი პერანგი ეცვა,მივხვდი ვიღაცას გლოვობდა.როცა ცოტა საუბარი შევძელი ჩვენი ტკივილი უამბეთ ერთმანეთს და აღმოჩნდა რომ ჩვენ ერთი მტერი გვყავდა.რამოდენიმე კვირა დამჭირდა ფეხზე დასადგომად და როცა ფეხზე დავდექი მაშინ ჩავიხედე სარკეში,ჩემი თავი მე ვერ ვიცანი.უკვე ყველამ იცოდა რომ მე მკვდარი ვიყავი და დამასაფლავეს კიდეც,ეს ყველაფერი ვალერამ მოაგვარა და მისი დახმარებით პლასტიკური ოპერაციაც გავიკეთე.ამ ყველაფერმა კი ძალიან დიდი დრო წაიღო,ვიტყვი რომ თვეებიც კი  და მე დამაგვიანდა,ჩემმა მტერმა ჩემი საკუთრება წამართვა და მასთან ერთად ჩემი სიცოცხლეც დაასამარა,მხოლოდ შორიდან შემეძლო მისი ყურება.მოვდუნდი,ტკივილსგან დაღლილს მინდოდა რამოდენიმე დღით დამეძინა რომ ჩემში ყველაფრის გრძნობა გამქრალიყო,ამიტომ გავერიდე და ქვეყნიდან გავედი.წასვლამდე კი ჩემს ერთ ერთ ნაცნობთან ვიყავი ვინც პასპორტი გამიკეთა, მასთან გაგა მივიდა და მე მათი საუბარი მოვისმინე.გაგა რუხვაძემ იცოდა ინდირა უდანაშაულო იყო,მაგრამ სასჯელი მაინც მიუსაჯეს და ეს უდანაშასულო ქალი გაანადგურეს,ცოცხლად მოკლეს და დამარხეს.გაგას უნდოდა ისე მოეწყო,რომ თითქოს ინდირა ციხეში შეტაკების დროს მოკვდა და ასე მას გაქცევაში უშველიდა და ქვეყნის გარეთ გაიყვანდა.როცა ინდირა უკვე გემზე ამოიყვანეს,ის განადგურებული იყო და შვილის ნახვას თხოვდა გაგას.მას უნდოდა თან წაეყვანე,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
-რატომ?
-რატომ? შენ იყავი ერთ-ერთ ოჯახში შეფარებული,მე არ შემეძლო იქ მისვლა და არ შემეძლო შენი წამოყვანა რადგან ცოცხალი არავის არ უნდა ენახე,რომ ვინმეს გაეგო შენ გადარჩი არ დაგინდობდნენ და შენც მოგკლავდნენ.მაშინ მივუახლოვდი და ინდირას პირობა მივეცი,რომ შენ დაგიცავდი და აქამდე ვასრულებ ჩემს სიტყვას.როცა უკვე თავშესაფრიდან წამოდი,ჩემთან წამოგიყვანე და შენ ჩემთან ხარ, ჩემს გვერდით, როგორც ჩემი ქალიშვილი.
-რატომ არ მითხარი სიმართლე დედას ამდენი ტანჯვა თუ ჰქონდა გადატანილი.
-ერთხელ გითხარი,მნიშვნელოვანი რაღაც მინმდა გითხრა და ეს აუცილებელია შენ რომ იცოდეთქო,გახსოვს რა მითხარი?
-მახსოვს,წარსულს არ ვეძებ მე მომავლით მინდა ვიცხოვრო.
-მართალია,გახსოვს და მეც აღარ აგაფორიაქე.მალიბუს სიკვდილის შემდეგ აფორიაქდი და ისევ დაგეწყო წარსულზე ფიქრი.
-ყველგან ვეძებ მალიბუს მკვლელს,მითხარიო სიმართლე, თქვენ მოკალით მალიბუ?
-არა,ეს არასოდეს აღარ თქვა და არც შემეკითხო.ხელს არასოდეს ავწევ ჩემი შვილის ასაკის გოგონაზე,მტერი შიგნით არის და ვიპოვით მკვლელს,აუცილებლად ვიპოვით.
-თქვენ ორივეს წარსულის ტკივილი არ გაგნელებიათ,ამიტომ გინდათ კომპანიის აღება და სადავეები თქვენს ხელში გადმოვიდეს?
-ყველა ტკივილი მწარეა,ისე როგორც ჩემი მაგრამ ვალერას ტკივილი ძალიან მძიმეა,მას საცოლე ჯერ გაუპტიურეს და შემდეგ კი მოკლა ზვიადიმ და ამ ყველაფრის გამო ის არ დასჯილა,მოვა დღე რომ გადაიხდიან,დაისჯებიან.ამ ყველაფერთან ერთად კი ბიზნესი ბიზნესია შვილო და არ დაგიმალავ,გადაწყვეტილი მაქვს რუხვაძე გავანადგურო,მიწასთან გავასწორო და წავართვა ის რაც და ვინც წამართვა წლების უკან.
-მინდა გავიგო ვინ ხართ,არ მინდა მხოლოდ თქვენს ვიტრინას ვხედავდე,მინდა ვიცოდე ვინ ხართ და რას ფიქრობთ.
-ადრე თუ გვიან ყველაფერს გაიგებ,შენ გახსოვდეს რომ მარტო არ ხარ და მარტო არასდროს შეეჭიდები შენს პრობლემებს.ჩვენ ერთმანეთის შეთანხმებით ვიმოქმედებთ და ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს.უნდა დაიჯერო ანამარია რადგან შენ მე კარგად მიცნობ და იცი ცუდის გამკეთებელი არ ვარ,მხოლოდ ესაა რომ ჯერ ვერ გამოვჩნდები ჩემი ნამდვილი სახელით და გვარით,ჯერ დრო არ არის.
-როდის გამოჩნდები რუხვაძის შესახედად.
-ჯერ ის ყველაფერი დავიბრუნო რაც მე მეკუთნის.
-მე მჯერა შენი.
-მადლობა რომ გამიგე. ანამარია რატის მოეხვია და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა ვალერას რომელმაც მკრთალად გაუღიმა გულაჩუყებულ გოგონას.




-ჭკუიდან შევიშლები,არავინ პასუხობს.მოესმა ლანას ლაშას ბუზღუნი.
-რა გჭირს,რა მოხდა.
-უამრავი ხალხი შევაწუხე,ყველა დავითანხმე თავშესაფრის დახმარებაზე და არავინ არ მპასუხობს ტელეფონზე.
-ააააა,მალიბუს პროექტზე ამბობ? რას გეუბნებიან.
-ზოგჯერ საერთოდ არ პასუხობენ,ზოგჯერ ამბობს დაელოდეო და საათობით მიწევს ლოდინი.რა ხდება, შეიძლება საერთოდ ვინმეს დაველაპარაკო ამ თემაზე?
-შემომხედე,ვინ ვარ მე?
-ვინ ხარ დედა ტერეზა,რას გულისხმობ.
-მე ავიღებ ჩემს თავზე ამ თემას საყვარელო.
-შენ?
-მე.
-შეძლებ შენს მდგომარეობაში?
-შევძლებ.
-ესე იგი შენ იქნები ამ საქმის მომგვარებელი,ანუ ჩემი ადვოკატი?
-გგონია ვერ შევძლებ?
-არა,ეს არც მიფიქრია რადგან ვიცი რომ შეუძლებელს შეძლებ.
-ლაშა.
-ლანა ნუ ბრაზდები,მე სრული სერიოზულობით ვამბობ რასაც ვამბობ.
-ცხოვრება გრძელდება,მეც გადაწყვეტილება მივიღე რომ ჯერ კიდევ შევძლებ ვიმუშაო წინ ხომ  ჯერ კიდევ დრო გვაქვს პატარას გაჩენამდე.
-ყოჩაღ საყვარელო ეს კარგად მოიფიქრე,ბავშვები რომლებიც იქ ცხოვრობენ ჩვენი სითბო და სიყვარული ჭირდებათ.
-დღესვე შემიძლია წავიდე და ეს საქმე მოვაგვარო.
-დღესვე?
-დღესვე,რადგან გაჩერების დრო არ გვაქვს,საქმეები არ გვაძლევს დასვენების საშუალებას.
-დამიბრუნდი,ასეთი მჭირდები.ლანამ ჩაიცვა,ლაშას წინ დატრიალდა და შეხედა.
-აბააა,რას იტყვი როგორ გამოვიყურები?
-საუცხოოდ,მე წაგიყვან და შიგნიდაც წამოგყვები.
-წავედით,დროს ნუ ვკარგავთ.კომპანიაში მისვლამდე კიდევ განიხილეს რამოდენიმე საკითხი გზაში და გაბედულად,ამაყად შეაბიჯა ორივემ რუხვაძეების კომპანიაში.უეცრად ლანა გაჩერდა და მისკენ მომავალ გოგონას წინ დაუდგა.
-უკაცრავად,თქვენ ქალბატონი იას ქალიშვილი ხართ თუ არ ვცდები.
-დიახ,მე ფატი ვარ რუხვაძე,ნასრაძე დედის გვარი არის.თქვენ ვინ ხართ,რაში შემიძლია თქვენი დახმარება.
-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა შეგაწუხოთ,რომელიც თავშესაფარს ეხება.ლანა კაშია ვარ,ადვოკატი.
-დედა არ არის,მაგრამ შეგიძლიათ მე დამელაპარაკოთ.წამობრძანდით ჩემს კაბინეტში.ფატიმ ლაშა და ლანა თავის კაბინეტში შეიყვანა და ღიმილით უთხრა.
-დაბრძანდით და გისმენთ.
-გმადლობთ,მე და ჩემმა მეუღლემ გადაწყვეტილება მივიღე,რომ თავშესაფარს დავეხმაროთ და ამ საკითხზე მინდა დაველაპარაკო ქალბატონ იას.
-დიახ,ვიცი დედასგან ეს თემა ვილაპარაკეთ კიდეც.
-რამდენიმე დღეა ვცდილობთ დავუკავშირდეთ ვინმეს,მაგრამ ვერ შევძელით.
-რატომ.
-არავინი არ გვეპასუხება ხან დაგველოდეო,ხან არასწორ მისამართზე მოხვდითო.
-უცნაურია,ამ თემაზე არავის უთქვია თუ ვინმე რეკავდა.
-არ ვიცი ვინ არის,სულ ერთი და იგივე პიროვნება გვპასუხობს.
-ვინ გიპასუხათ გითხრათ ვინაობა?
-ვიღაც ნათია კამლაძე გვპასუხობს და გვითიშავს.
-კარგია რომ შეგხვდით,დამიტოვეთ თქვენი კოორდინატები და დედას გადავცემ,აუცილებლად შეგეხმიანებათ.დედამ კი იფიქრა,რადგან მალიბუ აღარ არის თქვენც აღარ მოისურვებდით თავშესაფარზე დახმარებას.
-რას ამბობთ,ეს ჩვენი სურვილი იყო თან მალიბუსთვის მიცემულ სიტყვას ვერ გავტეხავთ.ლანამ ტელეფონის ნომერი დაუტოვა ფატის და დაემშვიდობა,ფატი რამოდენიმე წუთში თორნიკემ მოინახულა და მუხლებში სისუსტე იგრძნო,რაღაც გაურკვეველი,ამოუცნობი გრძნობა გაუჩნდა.წუთიერად დაავიწყდა სად იყო და ვინ იყო,შეხედა თორნიკეს და გაიფიქრა.
-ისევ ისე ძლიერ ფეთქავს გული შენს შემოხედვაზე და ბედნიერებისაგან გაბრწყინებული მზერა ესროლა,თორნიკემაც გაუღიმა ახლოს მივიდა და ყურზე გადაუწია თმა,ყურში კი უჩურჩულა.
-რა მწარე არის სიყვარული და თან რა ტკბილი.
-ჩვენ,მე და შენ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ?
-მზად ხარ?
-მზად ვარ.
-მაშინ წავიდეთ.
-წადი და მეც გამოვალ,გარეთ დამელოდე.როცა თავდავიწყებით გტკივა თვალებს ხუჭავ და ივიწყებ ტკივილს,არაფერი გინდა გაიხსენო და გინდა მხოლოდ ბედნიერი წუთები დაგამახსოვრდეს.თორნიკე ფატის დაელოდა და ლოდინისგან დაღლილს ფატიც შეუერთდა,მხოლოდ გაუღიმეს ერთმანეთს და წავიდნენ,მანქანა ერთ-ერთი მაღაზიის წინ გააჩერა და ფატის შეხედა.
-აქ რატომ გააჩერე თორნიკე.
-გადადი,მე აქ დაგელოდები შიგნით კი გელოდებიან.თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ გამოვიდა ფატი ლურჯ კაბაში,სწორი თმებით და თმებში აქა-იქ ჩაწნული პატარ პატარა თეთრი გვირილებით.მისი ბუნებრივი სახე და ბუნებრივი ღიმილი უფრო ბედნიერს ხდიდა,თორნიკე გაოცებული უცქერდა და გულის არეში ტკივილი იგრძნო,რაღაც ჭამდა შიგნიდან და სულს უხუთავდა,ახრჩობდა.თავისდა უნებურად გადადგა ერთი ნაბიჯი,მეორე და მესამე ნაბიჯზე ფატის ხელით შეეხო.
-მეგონა სიზმარში ვიყავი,მაგრამ შენ რეალობა ყოფილხარ.
-ვიცი რომ მარტო არ ვარ და გვერდით მყავს ადამიანი ვინც გულის კარს ბოლომდე გამიღებს,არასოდეს დამტოვებს მარტო და სიცივეს არ მაგრძნობინებს.არ მინდა დავკარგო ჩემი ბედნიერება,რომლის გარეშეც წამიც კი წარმოუდგენელია,ბედნიერება რომელიც უკვე ვიპოვე ის ჩვენი ორივეს ბედნიერებაა.

-როგორ ხარ.
-ცუდად ვარ ნიკა.
-უნდა გაუგო,ის გაიზარდა უცხოების გვერდით და მთელი ცხოვრება იცოდა რომ დედა აღარ ჰყავდა.შენ რას ელოდი, დაგინახავდა და მოგეხვეოდა?
-რა თქმა უნდა არა,მაგრამ მეგონს რომ ახსნის საშუალებას მომცემდა და გამიგებდა.
-ჯერ ადრეა,იარები ასე მალე არ ხორცდება ინდირა დრო უნდა მათ შეხორცებას და მოშუშებას.
-ყველაზე მეტად ის მეტკინა,რომ მე ის არ მიძებნია,რადგან არ მიყვარდა და არ მაინტერესებდა მისი ბედი სად იყო და როგორ იყო.
-მიეცი დრო გაგიგოს და შენი ტკივილი თავადაც ეტკინოს,ვერ გაიაზრა კარგად რა მოხდა მის თავს,გუშინდელ დღემდე ის მკვდრად გთვლიდა.
-ვიცი,რომ ამ ყველაფრის შეგუებას დრო უნდა,მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ მე ის საბოლოოდ დავკარგე.
-ინდირა ათასჯერ მაინც მაქვს ნათქვამი და უნდა გაიგონო,ან უნდა წახვიდე ან უნდა დაიმალო და ასე თავისუფლად გარეთ არ იარო,სანამ არ ჩაწყნარდება ვითარება.აცნობიერებ იმ ფაქტს,რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი ცხოვრება გარგუნა,ერთი შანსი მოგცა და ერთადერთი დაუვიწყარი მოგზაურობის ბილეთი,რომელსაც სიცოცხლე ეწოდება?
-მივიღე გადაწყვეტილება,მივდივარ.
-კარგია,წადი.
-წავიდე და ისევ მარტო დავტოვო?
-საშიშროება ელის?
-საშიშროება ელის თუ გაიგებენ ცოცხალია.
-მე აქ ვარ და გპირდები ანამარიას მივხედავ.
-ნიკა არავინ არ უნდა გაიგოს სად არის,სად ცხოვრობს.
-ვერავინი ვერაფერს ვერ გაიგებს,მთელი ყურადღება მისკენ მექნება.
-ვიცი,ვიცი რომ დაიცავ,მაგრამ მე ხომ დედა ვარ და მტკივა ჩემი შვილი.

შვილების ქორწილის დღე ყველა მშობლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბედნიერი დღეა.ამ დღეს ყველას აქვს უზღვავი ემოციები, სათუთი გრძნობები, სიხარულის და მწუხარების ცრემლები ეს ყველაფერი ივსება ქორწილის დღეს,მაგრამ დღეს ფატი მარტო დგას თორნიკესთან ერთად და ყველაფრის მიუხედავად ის მაინც ბედნიერია.
-როგორ გრძნობ თავს დაქორწინებული ქალის როლში?
-ემოციების ზღვარზე ვარ,რადგან ვიცი სადღაც დავიკარგე უსასრულობაში.
-დაიკარგე?
-ჰო,დავიკარგე.
-არა,აქ ხარ ჩემს წინ და ჩემთან ერთად,ჩემს გვერდით.
-მე მხოლოდ შენს თვალებში დავიკარგე და შენს გულში დავიდე ბინა.
-იმ დღიდან დღემდე, როცა ციხეში პირველად მოდი არანორმალურად შემიპყრო შენთან ახლოს ყოფნის სურვილმა.ბევრი რამ გამოვიარეთ ფატი და ძალიან ბევრჯერ იმედგაცრუება ყოფილა ჩემს ცხოვრებაში,იყო დღეებიც რომლებიც ახლა ტკივილად დარჩნენ ჩემში და დღეს ყველაფერს ამას ხაზი გადავუსვი და შენ აგირჩიე.სულ ერთი ნახვა ყოფილა საჭირო ასე ახლოს ჩამეხედა შენს თვალებში და შენი სუფთა თვალები დამენახა,ასევე შენი ბავშვური მომაჯადოვებელი ღიმილი.მინდა ეს ღიმილი ასე ბავშვური და ასე წრფელი იყოს ბოლომდე.
-თუ ხელს ძლიერად ჩავჭიდებთ ერთმანეთს,ყველაფერი კარგად იქნება და შენი ტელეფონი რეკავს.
-ახლა არა,მხოლოდ მე და შენ ვართ დღეს.
-უპასუხე,იქნებ აუცილებელი საქმეა.თორნიკემ ტელეფონს დახედა და ფატის შეხედა.
-მამაშენია,რა ვქნა?
-უპასუხე.
-გისმენთ ბატონო გაგა.
-სად ხარ,სასწრაფოდ კომპანიაში დაბრუნდი.
-ეს აუცილებელია?
-სასწრაფოდ მოდი რომ გეუბნები და როცა დაგირეკავ ეს კითხვა აღარასოდეს აღარ დამისვა.თორნიკემ ფატის შეხედა და მან ღიმილით დაუქნია თავი,დაეთანხმეო.
-მოვდივარ,რამდენიმე წუთში ვიქნები თქვენთან.
-მე წავალ და გამოვიცვლი,ეს ჩვენი საიდუმლოა.
-მეც წავალ და ვნახავ რა უნდა მამაშენს,დაგირეკავ.თორნიკე ისევ კომპანიაში დაბრუნდა და გაგას კაბინეტში შესვლამდე ბეჭედი მოიხსნა.
-შემოვიდე?
-შემოდი თორნიკე.
-ნოდარი არ მოვა? იკითხა ზვიადიმ და გაგას შეხედა.
-ნოდარი არ მინდა დაესწროს ამ შეხვედრას,ეს ისეთი რამ არის,მხოლოდ ჩვენ სამმა უნდა ვიცოდეთ ზვიადი.
-რა მოხდა,რატომ ასეთი სიფრთხილე?
-გუშინ საღამოს ჩემთან ინდირა მოვიდა,შემეშინდა რომ შევხედე ტირილისგან დასიებული თვალები ჰქონდა და განადგურებული იყო.
-რა მოხდა,რა უნდოდა ან რა გითხრა.
-მითხრა რომ ჩვენი ქალიშვილი ცოცხალია.
-რააააა? გაოცებული უცქერდა თორნიკე გაგას.
-საიდან იცის მან რომ ცოცხალია.
-შეხვდნენ ერთმანეთს პირის-პირ და ისაუბრეს.
-გითხრა სად არის? ერთმანეთს არ აცდიდნენ კითხვების დასმას ზვიადი და თორნიკე.
-არა,არც ის მითხრა ვინ არის და არც ის სად არის.
-არ გეჩვენება ეს ყველაფერი უცნაურად?
-არა,მითხრა რომ არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს.
-რატომ? კითხა თორნიკემ,მაგრამ ზვიადის სულ სხვა კითხვა გაუჩნდა.
-ასე გითხრა? და შენც დაიჯერე?
-დავიჯერე,რადგან ცუდად იყო არ მიიღო შვილმა დედა,ჩემთვის დედა წლების წინ მოკვდაო და დედა აღარ მყავსო.ესაა მისი სიტყვები ზვიადი.
-ანამარიამ იცის რომ შენ ხარ მისი მამა?
-არა,ანამარიამ ის იცის რომ ჩვენ მოვკალით დავითი.
-ესეც ინდირამ გითხრა?
-ანამარიამ ყველაფერი იცის.
-როგორ,საიდან იცის ეს ყველაფერი ის ხომ სულ პატარა ბავშვი იყო გაგა.
-არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი ზვიადი,ინდირამ გადაწყვიტა წავიდეს და ჩვენ კი არ ვიცით როდის აფეთქდება ის ბომბი რომელიც ანამარიას უჭირავს ხელში.
-მოიცადე,თუ მან ყველაფერი იცის შესაძლებელია მან მესროლა.
-ქალმა გესროლა დარწმუნებული ხარ? შეეკითხა თორნიკემ ზვიადის.
-ის ხომ ქუჩაში თავისუფლად დადის,მას შეეძლო ეს გაეკეთებინა.
-არ ვიცი შენ ვინ გესროლა,მაგრამ ის უნდა გავიგოთ სად არის და მის უკან ვინ დგას,ვინ აძლევს ზუსტ მიმართულებას.პატარა ბავშვი რომელიც გაიზარდა მხოლოდ ზიზღით და იმ აზრით რომ შური უნდა იძიოს,ის ადვილად შეიძლება გამოიყენონ,მაგრამ ვინ.
-სწორედ ეს ვიღაც არის რომ უნდა ვიპოვოთ.
-აქ იმიტომ დამიძახეთ,რომ ვიპოვო ვინ ვის ესროლა და რატომ? მიდით პოლიციაში და იქ გაარკვიეთ ეს დეტექტიური მომენტები მე არ ვერევი ასეთ თემებში.თქვა თორნიკემ.
-მინდა თითოეული თქვენთაგანი დავიცვა თორნიკე.
-ჩვენ მოსახლეობას გვიცავს პოლიცია და ეს პოლიციის საქმეა და თქვენ კი ვალდებული ხართ თუ რამე გაშინებთ ეს ყველაფერი პოლიციაში განაცხადოთ,მე არ მაინტერესებს თქვენი დეტექტივობანას თამაში,მე მაინტერესებს ჩემი საქმე და მომეცით საშუალება ვიმუშავო.
-წყნარად რომ ვიმუშავოთ,ჯერ პრობლემები უნდა მოვაგვაროთ.უთხრა ზვიადიმ თორნიკეს და გაბრაზებულმა შეხედა.
-სწორედ ესაა თქვენი პრობლემა,ის ვიღაც აქ არის და ხედავს თქვენს პრობლემებს და ძალიან ადვილად შეუძლიათ ფეხი იქ დაგაჭიროთ სადაც თქვენი დიდი პრობლემაა.მტერი აქ არის,ჩვენს გვერდით და მას ესმის ყველაფერი და ხედავს ყველაფერს.
-თორნიკე მართალია,სწორად მსჯელობს.
-აქ რისთვის დამიძახე,რომ შემახსენო თორნიკე ისევ მართალია?
-არა,შეგახსენო რომ ჩვენ სამმა უნდა ვიცოდეთ ამ თემის შესახებ და არავინ სხვამ,ძლიერები უნდა ვიყოთ და მალე გამოჩნდება ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
-ბატონო გაგა მინდა რაღაც გითხრათ.
-მითხარი,რაც კი გულში გაქვს მითხარი თორნიკე.
-რადგან ეს თემა ჩვენ სამმა უნდა ვიცოდეთ,ჩემი აზრით უნდა მოერიდოთ თქვენს ადვოკატს.
-ნოდარს?
-ნოდარსაც და კამლაძესაც მე ეს ორი არ მომწონს.
-სისულელეა,ნოდარზე ეს როგორ იფიქრე.
-მე ჩემი გითხარით,ვეცდები დაგიმტკიცოთ ჩემი ეჭვები.
-კარგი თორნიკე მადლობა რომ მითხარი.
-კიდევ გჭირდებით?
-არა,თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე.თორნიკე წავიდა და გაგამ ზვიადის შეხედა.
-მეც დიდი ხანია ნოდარს აღარ ვენდობი,მაგრამ მინდა გამოვიჭირო.
-გამიკვირდა,ნოდარზე ვერ ვიფიქრებდი თუ გვიღალატებდა.
-ჯერ არ ვიცით,ეს მხოლოდ ეჭვებია.

დათრგუნული და დაძაბული სხეულს მიათრევს და გონებით კი სხვაგან არის,ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
-გისმენ ინდირა.
-ჩვენს ადგილზე მოდი,უნდა დაგელაპარაკო.ადრე მივიდა დანიშნულ ადგილზე და შორიდან შეამჩნია მისკენ მომავალი ნაცნობი სილუეტი,თვალებით ათასი კითხვა დაუსვა სანამ მიახლოვდა.
-როცა გავიგე რომ ანამარიამ სიმართლე გაიგო შენს ზარს იმ დღიდან ველოდები ინდირა,გავიაროთ თუ აქ ვისაუბროთ.
-ეს როგორ იკადრე? ჩემი შვილი ასე როგორ გამოიყეე ან რატომ გარიე ამ სიბინძურეში? რამდენჯერ შეგხვდი,რატომ არ მითხარი ანამარია თუ შენთან იყო. არასოდეს გიფიქრია,რომ უნდა სცოდნოდა დედა რომ ცოცხალი ჰყავდა,მისგან შორს სუნთქვდა და მხოლოდ მასთან შეხვედრის წუთების მოლოდინში ცხოვრობდა და ცოცხლობდა.
-ამოისუნთქე და დამშვიდდი.
-მალიბუ? ვინ იყო რატი მალიბუ და რა საერთო ჰქონდა მას ჩემთან და ჩემს შვილთან.
-გეფიცები ინდირა მალიბუს წინაშე მართალი ვარ,მას არ ვიცნობდი და იდეა არ მაქვს საიდან და ვისგან გამოჩნდა ის კომპანიაში,მაგრამ სულ ცოტა დარჩა და გავარკვევ ყველაფერს.
-რატომ არ უთხრი რომ დედა ცოცხალი ჰყავს.
-მე შევასრულე ის სიტყვა რაც წლების წინ მოგეცი.
-მაგალითად?
-მაგალითად ის ვინც ანამარიასათვის იყო საშიში,მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა,მდგომარეობა იგივეა,ისევ ისინი არიან ანამარიას მტრები.მე არ გავუშვი ანამარია უნდოდა ყველა დაეხოცა და სიტყვას შეასრულებდა,მათ ბინძურ საქმეებსაც ნათელი მოეფინებოდა,მაგრამ მე სიტყვა მოგეცი და დღემდე ვასრულებ ჩემს სიტყვას.დავიცავი როგორც შემეძლო რუხვაძეებისგან შორს,რომ არ მოეკლათ მალიბუ ანამარია არ მიუბრუნდებოდა მის წარსულს,რადგან მან მიხვდა მალიბუ მოკლეს იმიტომ რომ ის ეგონათ ანამარია ბიბილური.
-ვინ ხარ რატი და რას ეძებ.
-გეტყვი ვინ ვარ,ინდირა მე თბილიში დავიბადე ტრადიციულ ქართულ ოჯახში.თბილისის ყველა კუთხე ჩემთვის ნაცნობია და ყველა ადგილი გამორჩეულად მიყვარს მე ამ ქალაქის ნაწილი ვარა,ქალაქი რომელიც ჩემი ბავშვობის ზღაპარს ჰგავს.ქალაქი რომელიც მუდამ მახსოვს და მუდამ ჩემშია,ჩემს გულში ვინახავ,მაგრამ მე ამ ქალაქმა კი არა,ამ ქალაქში მცხოვრებმა ერთმა ცხოველმა დამინგრია მშვიდი ცხოვრება.მეკითხები ვინ ვარ? რატი დოგანაძე ვარ ჯერ-ჯერობით,მაგრამ გპირდები მალე გაიგებ ვინ ვარ.გეფიცები ჩემი შურისძიებისათვის არ ვიყენებ შენს შვილს,ის მე და ვალერამ გავზარდეთ და დღემდე მოვედით ისე როგორც სახლში ვიცი ქალიშვილი მელოდება.
-მომისმინე რატი არ ვიცი ვინ ხარ,არ ვიცი ხარ თუ არა გარეული ამ ბინძურ საქმეში,მაგრამ მინდა იცოდე რომ პირადად გავაკეთებ ყველაფერს თუ ჩემს შვილს ვინმე შეეხება.
-მეჩვენება თუ მემუქრები ინდირა.
-არ გეჩვენება,მიიღე ეს ჩემგან როგორც მუქარა და დაიცავი ანამარია ჩემი შვილი.
-ამას ვაკეთებ უკვე მრავალი წელია.
-მაშინ საქმე სწორად გააკეთე.
-რა გინდა,რას ითხოვ.
-მინდა რუხვაძეები გაანადგურო,მაგრამ ეს შენ გააკეთე და არა ჩემმა შვილმა.
-შენი შვილი აქამდე მშვიდად მოვიდა და გთხოვ ნუ ჩაერევი მის ცხოვრებაში,იქამდე სანამ დრო არ იქნება შენი გამოჩენის.
-მხოლოდ მაშინ დავწყნარდები,როცა რუხვაძეებს მუხლზე დაცემულს და განადგურებულს შევხედავ,მხოლოდ მაშინ იქნება ანამარია მათგან დაცული.
-გავაკეთებ,გპირდები ამ სურვილს აგისრულებ რადგან მეც მაქვს პირადად გაგასთან პირადი ანგარიშები.დავბრუნდი იმ შემართებით,რომ რუხვაძეებმა აღარ იარსებოს და ამას მე გავაკეთებ.
-მშვენიერია,მიხედე საქმეს.
-შენ რას იზამ.
-მე უნდა წავიდე დროებით, საქმეს ასე სჭირდება.
-მეც წასვლას გირჩევდი და რადგან გადაწყვეტილება მიიღე,წადი.
-შეხვედრამდე რატი.
-შეხვედრამდე ინდირა.

-რა მოხდა,ამჯერად რას ეძებ.რა არ გასვენებს,რაში გარგია წარსულის გახსენება, მაშინ როცა ამ წარსულს ღმერთიც კი ვერ შეგიცვლის.ვერაფერს გამოასწორებ,რაც არ უნდა ეცადო ტკივილი მაინც არსებობს და სიხარულზე ბევრად მეტია ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე.
-ალექსანდრე მითხარი სად ვიპოვო ანამარია.
-რატომ?
-მალიბუ ჩემი შვილი მეგონა და მინდოდა მთელი ჩემი ქონება მისთვის დამეტოვა.
-გინდა ანამარიაც დაწერო შენს ანდერძში? არა,შენ სულ სხვა რაღაც გაწუხებს და გეტყვი რატომ დაეძებ და რატომ გინდა იპოვო ასე ძალიან.შიში,გაგა შიში ჩაგისახლდა სხეულში და გრძნობ შენი დასასრული მალე მოვა,ამიტომ მოდი ჩემთან,რომ გაიგო სად არის ანამარია და როგორ იპოვო.
-მითხარი სად არის.
-არ ვიცი და რომ ვიცოდე არ გეტყოდი,რადგან მალიბუ ან შენ მოკალი ან შენი ბრძანებით არის მოკლული.
-არანაირი კავშირი არ მაქვს მალიბუს სიკვდილთან.
-ვხედავ ჩემს წინ არ დგას გაგა რუხვაძე,ჩემს წინ დგას თვალებ-ჩაწითლებული ურჩხული რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს,რომ თავის თავი გადაირჩინოს.შენს უკან ძალიან საშიში ურჩხული იმალება გაგა მაგრამ შენ ადამიანი ხარ,იბრძვი რადგან არ გინდა ნაგავზე მოგისროლონ უკვე დამსხვრეული,გატეხილი და გამოუდეგარი ნივთივით.გარედან შეფუთული ხარ ისე როგორც სასაჩუქრე ქაღალდი,მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ქაღალდი ლბება და ლპება.
-შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა,რაც გინდა ის ილაპარაკე,შენ იცი სადაც არის ანამარია და უნდა მითხრა.
-დაიჯერებ არ დაიჯერებ ეს შენი პრობლემაა,არ ვიცი თუმცა შენ ამ სიტყვის მნიშვნელობა არასდროს არ გესმოდა.
-ინანებ ალექსანდრე.
-რას მიზამ,მომკლავ? დრო მოვიდა გაგა ღამეებიც ვერ შეძლებ დაძინებას და ვერც დღე ვეღარ მოისვენებ,ისე როგორც ჩვენ გვეშინოდა უამრავი წლები.ფრთხილად იყავი და უკეთესია შენი შვილისგან შორს დადგე,რადგან მალიბუ სწორედ ამიტომ მოკლეს,ნუ მოკლავ მასაც შენი ბინძური იდეების გამო.ტკივილის ყველაზე დიდი მკურნალი დრო, დროა.ცრემლით კი, მოვდივართ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ღიმილით მიდის, მეც ასე ვაპირებ წასვლას ჩემო გაგა და შენ? ვიცი ამ კითვაზე პასუხი არ გაქვს და ეს შესანიშნავად მესმის.
-ალექსანმდრე...........................
-გაგა წადი,გითხარი არ ვიცი და უნდა დაიჯერო.შენ მძიმე წარსულისგან უნდა გათავისუფლდე,მაგრამ როგორ ეს გზა თავად გამონახე.

გულის ფრიალით მიიწევდა წინ,თვალებს ხუჭავდა და ეღიმებოდა შემდეგ კი ისევ თავის თავს კითხვას უსვამდა.
-,,სწორად მოვიქეცი აქ რომ მოვედი?'' ღმერთო ყველაფერი აირია,მაგრამ უშენოდაც მიჭირს ყოფნა,ვერ ვეგუები წუთებს როცა შენ ვერ გხედავ.ცხოვრება ერთი თვალის დაპარპალებაა,მალე გაირბენს დროც და ალბად მივეჩვევი უშენობას და დროსთან ერთად დარდიც გაქრება,მაგრამ სიზმარი? ჩემი სიზმარი ხომ მხოლოდ შენ ხარ ცხადშიც და ძილშიც.
-ანამარია? აქ რას აკეთებ,ჩემთან მოდიოდი? ნიკა გაოცებული უცქერდა ანამარიას.
-ვფიქრობდი.
-რას ფიქრობდი ან რაზე.
-ვფიქრობდი არ შევაწუხო,იქნებ დაღლილი არისთქო.
-წამოდი,მეც ახლა მოვედი მაღლა ავიდეთ და ვისაუბროთ.ნიკამ ბინის კარი გააღო და პირველი ანამარია შეატარა.
-ჩანთა დადე და გისმენ,გიცნობ და ვიცი აქ ტყუილად არ მოხვიდოდი.
-მართალი ხარ,კარგად იცი ადამიანების გამოცნობა თუ რა უნდათ მათ.
-გისმენ,დაიწყე.
-სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო.
-არა სერიოზულად მე შენთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს,დალევ რამეს?
-ეს შენს პასუხზეა დამოკიდებული,რას მიპასუხებ ჩემს კითხვაზე,უფრო სწორად ჩემს თხოვნაზე.
-გინდა რამე მთხოვო? გისმენ,ძალიან დამაინტერესე.
-ნიკა მინდა ერთად ვითანამშრომლოთ,გავუცვალოთ ერთმანეთს რა ფაქტები და სამხილები გვაქვს და ერთად ვიპოვოთ მალიბუს მკვლელი,ასე თუ მოვერევით რუხვაძეებს და გავუშვებთ ციხეში.ცალ-ცალკე გაგვიჭირდება მათი მხილება,რადგან ისინი ძალიან კარგად არიან შენიბღულები.
-ღვინო თეთრი თუ წითელი.
-წითელი.
-დაჯექი და მოვიტან,თანახმა ვარ ჩვენ დღეიდან თანამშრომლები ვართ.დაიწყე,მკითხე რა გაინტერესებს მე გისმენ.
-რატომ უნდოდა რუხვაძეს ანდერძით დაეტოვა მისი კომპანია მალიბუსთვის,მაინტერესებს ყველაფერი,ყველა წვრილმანი და მითხარი, რა იცი ამის შესახებ.ნიკას ჩაეცინა და ანამარიას შეხედა,მიხვდა რომ მან ძალიან ბევრი რამ არ იცოდა.
-რატომ ჩაგეცინა,იცი რამე ისეთი რაც მე არ ვიცი? მალიბუ ხომ უცნობი და უცხო იყო გაგასთვის.
-არ იყო უცნობი მალიბუ გაგასთვის.
-ეს როგორ?
-გაგამ იცოდა რომ მალიბუ მისი ქალიშვილი იყო.
-რააააა? რატომ დაიჯერა ასეთი რამ,ეს ხომ შეუძლებელია.
-დაჯექი და მომისმინე,ანამარია ბიბილური არის ინდირა ვერულაშვილის და გაგა რუხვაძის ერთადერთი საერთო შვილი.ნუ მიყურებ ასეთი გამოხედვით,ეს სიმართლეა,ანამარია შენ გაგა რუხვაძის შვილი ხარ.
-არა,არა ეს შეუძლებელია.
-მაგრამ ასეა,გაგამ ორსული მიატოვა ინდირა.ის სიმდიდრეზე მონადირე ერთი ხელაღებული ტიპი იყო რომელიც არაფერზე უკან არ იხევდა და დაქორწინდა კიდევაც ერთ მდიდარ გოგონაზე ია ნასრაძეზე,ინდირა კი ასეთ მდგომარეობაში დავითმა არ მიატოვა და იქორწინეს.დავითმა მიგიღო და გაგზარდა ისე როგორც მისი საკუთარი შვილი.დაიბნა ანამარია და რამდენიმე წუთი სიტყვა ვერ იპოვა სათქმელად,შემდეგ კი ნიკას შეხედა და უთხრა.
-მართლა გაგა რუხვაძის შვილი ვარ?
-გინდა არ გინდა ეს ასეა,შენ მისი შვილი ხარ.
-რატომ,რატომ ასეთი სასჯელი ჩემთვის ნიკა.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა გითხრა.
-გამოდის ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ მომიკლა ის ადამიანი ვინც ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავდა,შემდეგ შუბლეზე მაკოცებდა და ტკბილ ძილს მისურვებდა,რუხვაძემ მომიკლა ადამიანი ვისაც მამა დავუძახე? ვინ ამიხსნის ამ ყველაფერს,დაზუსტებით რა მოხდა ჩემს თავს.
-არსებობს საბუთი და გაჩვენებ,რომ დარწმუნდე ამ სიმართლეში.შენ მთელი ეს დრო სიმართლის ძიებაში ხარ და სიმართლე ეს არის,მე დაგეხმარები გამოხვიდე სიბნელიდან და გეუბნები ყველაფერს რაც ჩემს ხელთ მაქვს.ნიკამ ადგა და სეიფი გააღო,დიდი თეთრი კონვერტი გამოიღო და ანამარიას მისცა.
-რუხვაძე და დედაშენი ერთი პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ,გაგამ გაიგო თუ არა ინდირას ორსულობის შესახებ რაღაც პერიოდი გაქრა,შემდეგ გამოჩნდა დაქორწინებული ია ნასრაძეზე. ეს ზემოთაც გითხარი,რომ დედაშენი დათანხმდა დავითის წინადადებას და დაქორწინდა მასზე,შენ კი გაგზარდა როგორც საკუთარი შვილი.
-მე მაშინ 4 წლის ვიყავი,მათ არ ყავდათ საკუთარი შვილი?
-როგორც ვიცი,არა.დავითი იყო იას მამის შემდეგ კომპანიაში მსხვილი აქციონერი,მისი პენსიაზე გასვლის შემდეგ კომპანია გადავიდოდა დავითის ხელში.
-ეს არ მოეწონა რუხვაძეს და შეადგინა გეგმა.
-კარგად მომყვები,მთავარი აწი იწყება.
-გისმენ.
-დავითი აკონტროლებდა კომპანიაში გასავალ და შემოსავალ თანხებს და აღმოაჩინა დიდი გაფლანგვა მას შემდეგ, რაც გაგა შევიდა კომპანიაში და ისინი მეგობრები იყვნენ,მაგრამ ბიზნესმა არ იცის მეგობრობა.
-და ისინი ერთმანეთს დაეტაკა.
-რასც არ ელოდა რუხვაძე ის მოხდა,მისმა სიმაურმა სიმართლეზე თვალი ვერ დახუჭა და დავითის მხარე დაიკავა,ამაზე რუხვაძე გაბრაზდა და რამდენიმე დღეში მოხუცი გარდაიცვალა გულის შეტევით,ყიველ შემთხვევაში ასე თქვეს და მალე იგივე გზას გაუყენეს დავითიც.თქვენს სახლში ზვიადი შემოვიდა გაგას დავალებით,რომ დავითი შეეშინებინათ,მაგრამ იქ სულ სხვა რამ მოხდა,ის რაც შენც კარგად იცი ამ ისტორიის გაგრძელება.
-ვიცი იმ ღამით მხიარული და ბედნიერი ღამე გვქონდა,მამა ვიდეოს გვიღებდა და ერთმა სატელეფონო საუბარმა ყველაფერი შეცვალა და თავდაყირა დააყენა ნიკა.მამა მომიკლეს და დედა ჩემს თვალწინ გააუპატიურეს,მაგრამ მახსოვს კარგად ზვიადი არ იყო მარტო.
-კარგად გახსოვს,ისინი ოთხნი იყვნენ და ამ ოთხიდან ორი პოლიციელი იყო.
-მოსყიდული ყავდათ პოლიციაც.
-როგორც ჩანს ასეა.
-როგორი ადამიანია რუხვაძის ცოლი,იცნობ მას?
-ია კარგი ადამიანია,მას იდეა არ აქვს რისი გამკეთებელია მისი ქმარი.ის იყო დედისერთა ფუფუნებაში გაზრდილი მდიდარი გოგონა,მდიდარი მამიკოს შვილი და მან მხოლოდ ის მაღაზიები იცოდა სადაც ძვირადღირებული კაბები იყიდებოდა,სახლში მებაღე და მოსამსახურეები ემსახურებოდა,ისინი მაღალი ელიტის წარმომადგენლები არიან.
-ამ ისტორიაში ნიკა მარტო მე და დედა არ დავზარალებულვართ.შენ? შენი მშობლები?
-ჩემი მშობლები და მე ამ ისტორიის გარეთ ვართ.
-რატომ? მამა რომელიც წლებია შიშში ცხოვრობს ისე როგორც დედა ამ ყველაფერზე არ უნდა აგოს ვინმემ პასუხი? მხოლოდ ჩვენთვის არსებობს სასჯელი და კანონი,მათთვის არა?
-მე და შენ არ ვგავართ მათ და ჩვენს გულში სისხლი მოძრაობს,არასოდეს დავეცემით ისე რომ ადამიანი უდანაშაულოდ თუ დანაშაულით დავხოცოთ,გავაუპატიუროთ და დავსაჯოთ ჩვენი ჩადენილი დანაშაულით.
-გაჩუმდი,გაჩუმდი ნიკა უკვე გული მერევა იმ ადამიანზე ვინც ჩემი ნამდვილი მამაა.
-ვიცი რომ ცუდი მოსასმენია,სიმართლე ყოველთვის მწარეა,მაგრამ ეს მათი რეალური სახეა.ანამარიამ პირის პირ დადგა ნიკას წინ,თვალებში ჩახედა და უთხრა.
-დამანახე შენი სიმართლე ნიკა.ნიკამ ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ანამარია მის მკლავებში მოიქცია.ორივეს გონებაში ვნებამ გაირბინა და ორივე ამოუცნობი სამყაროს კართან აღმოჩნდა.ვნება ჩაცხრა,ბოლოჯერ ამოისუნთქა ორივემ ღრმად და ორივე დუმდა. ირგვლივ კი სრული სიჩუმე და მხოლოდ არითმია არეული გულის ცემა,წამი კი საუკუნედ გადაქცეულიყო.ორივემ მაგრად დახუჭა თვალები და ორივემ იგივე გაიფიქრა ,,მორჩა ეს აღარ უნდა განმეორდე''.მაგრამ არაფერიც არ მორჩა,ყველაფერი ახლა იწყება,რადგან გრძნობა მათ შორის სულ ახლახანს დაიბადა.ერთმანეთს თვალს უსწორებენ და ერთმანეთის წინ შიშვლები და მშიერები იდგნენ,მათ ისევ შიოდათ და სწყუროდათ ვნება.
-ეს სიგიჟე იყო,მხოლოდ სიგიჟე.
-გეთანხმები,სიგიჯე იყო.
-ეს აღარ განმეორდება.
-გეთანხმები,ასეთი რამ აღარ განმეორდება.
-ბევრი სხვა საქმეები გვაქვს.
-ვიცი,უფრო მნიშვნელოვანი.
-უკეთესია თუ დავივიწყებთ ამ წუთებს.
-უკვე დავივიწყეთ.ყველაფერს თანხმობას აძლევდა ნიკა და ჩუმად შეავლო თვალი ანამარიას შიშველ სხეულს,რომელმაც ცდუნებას ისევ ვერ გაუძლო და ნიკას თავადაც ძლიერი ვნებამორეული თვალებით შეხედა,ნიკამ კი ისევ ის გიჟური წუთი გაიმეორა და ისევ საწოლში აღმოჩნდნენ,რამდენიმე წუთში კი ერთმანეთის წინ ორივე მოწესრიგებული იდგა.
-რას ფიქრობ.
-ძალიან დავიღალე ნიკა და დაღლილი მხრებით მოვიტანე შენთან ჩემი დღევანდელობა,არ გენდობოდი,მაგრამ ვაღიარებ რომ ვცდებოდი ამიტომ ჩაგებღაუჭე და არ მინდა გაგიშვა.
-ჩვენ ერთად დავძლევთ ყველაფერს,მხოლოდ დამიჯერე ნუ იმოქმედებ ჩემს დაუკითხავად და ხალხში ნუ გამოხვალ.
-დანარჩენი? ნიკას ჩაეცინა და უთხრა.
-დანარჩენი მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით და ეს ჩვენი საიდუმლოა.

თვალები გაახილა თუ არა წელზე ძლიერი ხელი იგრძნო და თავი მიაბრუნა,ლაშას ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა.მოულოდნელად ხელებმა ლანას სხეულზე მოგზაურობა დაიწყო და მუცელთან შეჩერდა,გაეღიმა და ბედნიერი ხმით თქვა.
-დილა მშვიდობისა ჩემო ბარტყებო.
-ყველა ის დილა მიყვარს შენთან ერთად რომ ვიღვიძებ,მაგრამ შენი გადატვირთული გრაფიკი რომ მახსენდება, მეზიზღები.
-ცუდი აზრები გაფანტე ქალბატონო და ჩემსკენ გადმობრუნდი,პატარას მინდა ნორმალურად მივესალმო.
-პატარას და არა მის დედას?
-რატომ იბუტები ყველაფერზე და ბუშტივით იბერები.ლაშამ იცოდა ლანას სუსტი წერტილი და თითი დაადო კისერში.
-არ გაბედო და არ შემიღუტუნო.
-რომელი საათია,მე ავდგები საყვარელო უნდა წავიდე.
-დღეს დღის სმენა ხარ?
-ჰო და ვერ დავაგვიანებ.ლაშა ადგა და თავი მოიწესრიგა,უკვე გადიოდა რომ ტელეფონმა დარეკა და ლანას ხმაც გაიგონა.
-ვინ არის ასე ადრიანად,ლაშა უპასუხე.ლაშამ ტელეფონს დახედა და თქვა.
-უცხო ნომერია ლანა და შეიძლება შენი კლიენტი იყოს,მაინც ვუპასუხო?
-მოვდივარ.ლაშამ ტელეფონი აიღო და ლანას მიაწოდა.
-გისმენთ.
-დილა მშვიდობის,ძალიან ადრე დავრეკე და ბოდიშს გიხდით მე ია ნასრაძე ვარ, ჩემმა გოგონამ თქვენი ნომერი მომცა.
-დილა მშვიდობის ქალბატონო ია.მიესალმა იას და ლაშას ანიშნა არ წახვიდეო.
-ლანა შეგიძლია დღეს შევხვდეთ?
-შემიძლია,სად იქნება შეხვედრა?
-თავშესაფარში ვიქნები დღეს.
-თავშესაფარში შეგხვდებით ქალბატონო ია.ლანამ ლაშას შეხედა და უთხრა.
-ესეც ასე,ქალბატონ იას შევხვდები დღეს.
-მეც საჭირო ვარ,წამოვიდე?
-არა,დღეს მე შევხვდები და ჩვენ დავილაპარაკებთ,საჭიროების შემთხვევაში დაგირეკავ.
-კარგი,მე წავედი და ფრთხილად იარე.ლაშა წავიდა და განყოფილების წინ ნიკას შეხვდა.
-დაგაგვიანდა ყმაწვილო,საუზმე მიირთვი და ისე წამობრძანდი?
-არა,ერთმა მნიშვნელოვანმა სატელეფონო ზარმა შემაჩერა.
-რა მოხდა,ლანა კარგად არის?
-კი კარგად არის,მაგრამ დღეს შეხვედრა აქვს რუხვაძის ქალბატონთან თავშესაფრის შესახებ.
-ეს ხომ მალიბუს პროექტი იყო,აგრძელებთ?
-ვაგრძელებთ და როგორც მალიბუს წამოწყება ეს პროექტი მის ხსოვნას მიეძღვნება.
-მობრძანდით,დააგვიანეთ და შემოსასვლელში დამდგარხართ და საუბრობთ.თქვენსკენ ახლა გათენდა,საათი იცით რომელი საათია?
-კომისარი გაბრაზებული და შესაძლებელია ჩვენზე იყაროს ჯავრი.თქვა ლაშამ და კომისარს მიესალმა,ნიკამ კი ანიშნა,წადიო და კომისართან მარტო დარჩა.
-რა მოხდა,რატომ ხარ ცუდ ხასიათზე ვერ გამოიძინე?
-წუხელ გვიან წავედი აქედან,სახლში მივედი და ისევ საქმეს მივუჯექი,რამდენიმე პატიმრის საქმეს გადავხედე,შემდეგ კი იქვე ჩამეძინა.ესაა ნიკოლოზ ჩემი პირადი ცხოვრება,მარტოობა.
-დედა?
-დედა გვერდით ბინაში ცხოვრობს.
-ფიქრობ ჩემი ცხოვრება უკეთესია კომისარო? არა,ყველაფერი აირია და დაირია ერთმანეთში.
-შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინ გაქვს.ხო,მინდოდა მეთქვა რომ შენს ადგილზე დაგაბრუნეს,მაგრამ მალიბუს საქმის ძიებასთან შორს ხარ.
-ჩამომაშორეს?
-ჩამოგაშორეს,გამოძიება ისედაც ჩიხშია,მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით ნიკოლოზ და აუცილებლად ვიპოვით მკვლელს.

-შეუძლებელია,იმდენად დიდი სხვაობაა ანგარიშებში, ეს შეუძლებელია.თორნიკე ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა და უეცრად ფეხზე წამოდგა,ხელი მოხვია სქელ საქაღალდეებს და ნათია კამლაძის კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო,ნათია ტელეფონზე საუბრობდა და კარისკენ ზურგით იდგა,თორნიკემ გარკვევით გაიგონა მისი საუბარი.
-პირველი ნაბიჯი გადადგმულია,მეორე თამაში თავიწყეთ.ასე რომ სულ მალე ..................ნელა-ნელა შემობრუნდა და მის წინ თორნიკეს დანახვა ისეთი მოულოდნელი იყო შიშისაგან ხმა წაერთვა და აკანკალებული ხმით უთხრა მოსაუბრეს.
-მოგვიანებით დაგირეკავ.
-არ ვიცი რა თამაშს თამაშობ და რა გეგმებზე ამყარებ შენს ბინძურ იდეებს ქალბატონო ნათია მაგრამ ეს თანხა რაც ამ დღეებნში არის ბანკიდან გამოტანილი, კომპანიისთვის არ ყოფილა.
-თქვენ? თქვენ ხომ გაგაგდო რუხვაძემ კომპანიიდან,ისევ დაბრუნდით?
-ვიცი არ მოგწონთ ჩემი აქ დანახვა,მაგრამ ამიერიდან მოგიწევთ ჩემთან შეათანხმოთ ყველაფერი რაც კი კომპანიას ეხება.
-რატომ? ეს თანხა რაც მე ავიღე,თქვენ არ გეხებათ.
-ვიცი,არც მე მეხება და არც კომპანიას,ეს თქვენი ვალია კომპანიის სახელით გამოტანილი და თქვენ გაისტუმრებთ,თქვენ დაფარავთ.
-მაგრამ.............
-მაგრამ უნდა იცოდეთ და უნდა გესმოდეთ,ადამიანი ვინც სხვას აკონტროლებს და სხვის ანგარიშებს ამოწმებს ის არ უნდა იქცეოდეს ისე როგორც მას სურს.ასე ყველამ რომ ჩვენი სურვილით გამოვიტანოთ თანხა ვის რამდენი გვინდა ჩვენი სიამოვნებისთვის,კომპანია რამდენიმე თვეში აღარ იარსებებს და აქ თქვენს გარდა ათასობით თანამშრომელია,მაგრამ ვფიქრობ,სწორედ ამიტომ ხართ აქ ეს გააკეთოთ.
-რა გავაკეთო ბატონო თორნიკე.ნათია შინაგანად კანკალებდა,მაგრამ არ იმჩნევდა ისევ ისე მედიდურად ეჭირა თავი თორნიკეს წინაშე.
-მოვისმინე თქვენი საუბარი,თქვენ კომპანიის ჩაძირვა გინდათ.
-არასწორად გაიგეთ,მე...............თორნიკემ მაგიდაზე ხმაურით დაყარა რამდენიმე საქაღალდე და მკაცრად უთხრა.
-დილამდე ყველაფერი ისე იყოს,როგორ მე დავტოვე.
-არ ვარ ვალდებვული შენ ჩაგაბარო ყველა ჩემი ანგარიში და მიბრძანდი ჩემი კაბინეტიდან.
-წავალ,მაგრამ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.თორნიკემ ერთი მნიშვნელოვანი საქაღალდე აიღო და გაგასთან შევიდა.
-შეგიძლია ამიხსნა რა ჯანდაბა ხდება ამ კომპანიაში და რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვეში?
-რა მოხდა თორნიკე.ფეხზე ადგა გაგა.
-კარზე უნდა დააკაკუნო როცა აქ შემოსვლას აპირებ.გაბრაზებულმა შეხედა თორნიკეს ზვიადიმ.
-კომპანიის გასავალი და შემოსავცალი,აგრეთვე ხელფასები ათასობით მუშახელის ვის ეხება.
-შენ,ამაზე შენ მუშაობ თორნიკე და იცი შენს ადგილზე სხვა არასოდეს არ მოვა,რადგან შენ გენდობი.
-სულ ცოტა ხნის წინ კამლაძემ მითხრა,მე ეს ყველაფერი აღარ მეხება და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ამ თანხის გამო მე ციხეში ისე გამისტუმრებთ არც კი იკითხავთ ვარ თუ არ ვარ დამნაშავე.
-რას გულისხმობ,ვერაფერი ვერ გავიგე თორნიკე.გაოცებული უცქერდა გაგაც და ზვიადიც თორნიკეს.
-გადაავლე თვალი ამ ანგარიშებს,ჩემს წასვლამდე რა როგორ იყო და ახლა რა ხდება და თავად მიხვდებით.სამი დღის წინ 700 000 ლარი არის გამოტანილი ბანკიდან კომპანიის სახელით და თვალი გაახილეთ ორივემ,გამოფხიზლდით.
-შეუძლებელია,ამხელა თანხას ჩემი შეთანხმების გარეშე ბანკიდან ვერავინი ვერ გამოიტანდა.
-ქალბატონმა მითხრა,რომ საქმის ყურში ხარ და შენი ხელმოწერით გამოიტანა თანხა.გადაავლეთ თვალი კარგად,მუშების ხელფასები 40%-ით შემცირებულია ეს იცოდით?
-არა,არაფერი არ ვიცოდი.
-კარგად დაფიქრდით,კარგად დაიანგარიშეთ ეს ყველაფერი რამხელა გაფლანგვა გაქვთ და გაიგებთ რა ხდება თქვენს თვალწინ და როცა დარწმუნდებით რამხელა შეცდომა დაუშვით იმ ქალის აქ შემოყვანაზე დამიძახეთ და მოვალ.გაგამ თვალი გადაავლო თორნიკეს მოტანილ ქაღალდებს და გაოცებული დარჩა.
-ჩვენ შიგნიდან გვჭამენ ძმაო.უთხრა ზვიადიმ გაგას.
-ეს არავინ არ უნდა გაიგოს და ისე მოიქეცი,თითქოს მე არაფერი არ მითხარი.
-იცის,ვიყავი მასთან და ვუთხარი.
-ეს არაფერია,გამოვასწორებთ.
-რა გავაკეთოთ,როგორ უნდა გამოვიჭიროთ.
-თუ მენდობით მე მივხედავ ამ საქმეს,მაგრამ ჯერ თითქოს დავივიწყეთ რაც მოხდა და მოვდუნდეთ.
-ეს ანგარიშები?
-ამათ ისევ ისე გავაკეთებ,ხალხს ხელფასებს ვერ ჩამოვაჭრით.
-მართალია,თორნიკე რაც გინდა გააკეთე,მაგრამ ჩააწყნარე ეს საქმე.
-ცოტა ხნით უნდა გავიდე,თორემ აქ ვიხრჩობი.თორნიკე გამოვიდა კომპანიიდან და შორს წასვლა ვერ მოსწრო,რომ ტელეფონზე ნიკას ნომერი დაფიქსირდა.
-გისმენ ნიკა.
-შემობრუნდი,შენს უკან ვარ.თორნიკე შებრუნდა და ნიკას მანქანაც დაინახა,მიუახლოვდა და წინა კარი გამოაღო.
-დაჯექი,ცოტა გავიაროთ და დავილაპარაკოთ.
-რა მოხდა,შენ ტყუილა არ მოხვიდოდი.
-მართალი ხარ,გახსოვს რომ გითხარი დამჭირდები ერთ დღესთქო?
-მახსოვს,შენთან ვალში ვარ ნიკა და გისმენ,რა შემიძლია შენთვის გავაკეთო.
-პირველი რაც მინდა გითხრა უნდა გაგაფრთხილო.
-უნდა გამაფრთხილო?
-თორნიკე სანამ აქ ამ კომპანიაში მუშაობ რუხვაძეების გვერდით პრობლემებს ვერ გაექცევი,მაგრამ მეორე მხრივ ჩემთვის კარგია აქ რომ ხარ.
-ეს რას ნიშნავს.
-სანდო კაცი მჭირდება მეგობარო.
-მითხარი რა გავაკეთო.
-გეტყვი,სამჯერ მესროლეს თორნიკე.
-ვინ,როდის.იმედია არ ფიქრობ რომ მე ვიყავი.
-არა,ეს გულშიდაც კი არ გამივლია,მაგრამ ვიცი რომ რუხვაძეებიდან იყო ჩემი მოკვლა დაკვეთილი.
-დარწმუნებული ხარ?
-მათ გვერდით შენც საფრთხე გემუქრება,თორნიკე ფრთხილად უნდა იყო მათ ჯერ ჭირდები და შემდეგ თავიდან მოგიშორებენ.ახლა კი ჩემს სათქმელს გეტყვი,მინდა ყველას შესახებ ვიცოდე და ვიცოდე ის თუ რა ხდება კომპანიაში.
-ესე იგი გამოდის პოლიციასთან უნდა ვითანამშრომლო და ხომ იცი ასეთ ადამიანს რაც ჰქვია.
-ვიცი თორნიკე მაგრამ ამას ვერავინ ვერ გაიგებს,მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება.
-ზუსტად რა გავაკეთო.
-შეიძლება მალიბუმ ორივე გამოგვიყენა,შეიძლება არ იყო ის ვინც გვეგონა,მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ ის სიკვდილს არ იმსახურებდა.შიგნიდან არის მკვლელობა დაგეგმილი,იქ იმ შენობაში თქვენს გვერდით არის მკვლელი და სანამ კიდევ არ მომხდარა მკვლელობა,თორნიკე უნდა დავასწროთ და ვიპოვოთ.
-ვიპოვით?
-ვიპოვით თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ,ეს შენს უნდა გაინტერესებდეს ვინ გაგიმეტა ციხისთვის.
-არავინი არ საუბრობს ამ თემაზე ნიკა.
-ერთ დღეს ვიღაც შეცდება და იტყვის,ერთი სიტყვა რომ დაიჭირო ესეც საკმარისია,მხოლოდ შენ უნდა იყო ფხიზლად.
-შევეცდები და შეგეხმიანები,თუმცა მოიცადე დღეს რაღაც მოხდა.
-რა მოხდა.თორნიკემ იმ საუბრის შესახებ უთხრა რაც გაიგონა ნათიას კაბინეტში.
-ეს,ეს მნიშვნელოვანია.
-ჰო მაგრამ ვის ელაპარაკებოდა ეს არ ვიცით.
-შიდა ტელეფონით საუბრობდა თუ თავისი მობილურით.
-მობილურით და შეეშინდა რომ დამინახა.
-კარგი და ველოდები ისევ სიახლეებს.
-დაგირეკავ ნიკა.
-არა,შენი ტელეფონით არ დამირეკო აი ეს გამომართვი და აქ არის პროგრამა ისეთი,რომ გაგიჭირდეს გავიგებ და მეც შენთან გავჩნდები.შეგიძლია მოსასმენი დაუდგა ოთახში და აქ ჩაწერო,დაცული იქნება.
-მოსასმენის დაყენებას მეც ვაპირებდი,რადგან ეს ქალი და ადვოკატი არ მომწონს და წარმოიდგინე არც გაგას მოსწონს ეს ორი.
-შესანიშნავია,გვექნება კონტაქტი.ნიკა და თორნიკე ერთმანეთს დაემშვიდობა,თორნიკე ისევ კომპანიაში დაბრუნდა.

-ვალერა მივდივარ უკვე გვიანი არის,მაგრამ შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და უნდა ვილაპარაკოთ.
-როცა გინდა ძმაო და სადაც გინდა,ხომ იცი არც შენთან და არც სხვასთან შეხვედრა მე არ მაშინებს.რატის გაეცინა და უთხრა.
-ასაკი გემატება შენ და ჭკუა არა.აბა,ანამარია მივდივარ შვილო,თუ რამე დაგჭირდეს ჩემი ნომერი იცი,ერთი ზარი და შენთან ვარ.
-ვიცი და მადლობა ყველაფრისთვის,გავიგე რომ დედა წავიდა და უკვე ქვეყნიდან გავიდა.
-ვიცი შვილო და დამიჯერე,ეს მისთვის საუკეთესო გამოსავალი არის,ის მალე დაბრუნდება და როცა დაბრუნდება გპირდები, თქვენს დაშორებას ვერავინ ვერ შეძლებს.
-არ მგონია ეს ოდესმე მოხდეს.
-შენ გინდა ასე რომ მოხდეს?
-მინდა,მაგრამ..............
-ჰოდა მოხდება,დრო უნდა ამ ყველაფერს,მაგრამ მოხდება.ბედნიერი დღეები ჩვენ წინ გველოდება შენც და მეც.რატიმ გულში ჩაიკრა ანამარია შუბლზე თბილი მამაშვილური კოცნა დაუტოვა და წავიდა.მიდიოდა და თითქოს რაღაცით სავსე იყო და თან ძალიან დიდ თავისუფლებას გრძნობდა,ეს იმიტომ რომ როგორც იქნა ანამარიას სიმართლე უთხრა და განთავისუფლდა ამ დიდი საიდუმლოსგან რომელსაც გულში წლების მანძილზე მალავდა.ბინასთან მივიდა,შუქი დაინახა და ჩაეღიმა,რამდენი წელი ელოდა ამ წუთებს რომ გვიან სახლში დაბრუნებულს ია დახვდებოდა.მანქანა დააყენა და უკვე ბინაში შედიოდა,რომ რაღაც ძლიერი დარტმა იგრძნო უკან შებრუნდა,მაგრამ მხოლოდ ორი ნიღბიანი დაინახა და გაითიშა.ხელი მოკიდეს გათიშულს და მანქანაში ჩასვეს,თითქმის ერთი საათი მიდიოდნენ,ამ დროში გამოფხიზლდა,მაგრამ ხმას არ იღებდა და მათ საუბარს უსმენდა.როგორც იქნა გაჩერდნენ და ერთ დაცარიელებულ უზარმაზარ შენობაში მიიყვანეს, სადაც მხოლოდ ერთი ლეიბი დაუდეს და ზედ დააგდეს პირაღმა.
-ეს ბოთლები აქ დავაწყოთ,რადგან ბრძანება ასეთია, მან სმა უნდა დაიწყოს.
-დაიწყებს,აქ ამ დასალევის მეტს ვერაფერს ვერ ნახავს და იძულებული გახდება სასმელი მიირთვას.
-კარგია,წავედით?
-წავედით,იმედია რომ დავბრუნდებით ეს ბოთლები დაცარიელებული დაგვხვდება.
-ტელეფონი გამოართვი,ნახე ჯიბეში ექნება.ტელეფონი წაიღეს და წავიდნენ,რატიმ კი თვალი გაახილა და ფიქრებს მიეცა თუ ვინ იდგა ამ საქმის უკან.

უსასრულო წყვდიადში ვცხოვრობდი წლების მანძილზე და ქაოსი,შფოთვა სასოწარკვეთამ დაისადგურა ჩემს სულში, რომელიც დღითიდღე მანადგურებდა,ძვლებს მიმსხვრევდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ვიბრძოდი, ვეწინააღმდეგებოდი პრობლემებს, ძალას და ენერგიას არ ვიშურებდი, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩემში არსებული მეორე მე იმარჯვებდა, მე კი თითქოს ფსკერისკენ მივექანებოდი.ბოლოს დავნებდი, ხელები ჩამოვუშვი და ნიკასთან შეხვედრამ მაგრძნობინა რომ გული მაქვს,ძარღვებში სისხლი ამოძრავდა.ნიკას წყალობით ვისწავლე როგორ უნდა ვიყო გაბედული,დავაფასე სიცოცხლე და მთავარი არ დავთმო ის რაც ჩემია.ფიქრებში გართულს ვერ მიხვდა როდის მივიდა დანიშნულ ადგილზე და კარზე ზარი დარეკა.
-გამარჯობათ.
-გამარჯობათ,გისმენთ. მოესმა ხმა,მაგრამ ხმა თითქოს შორიდან მოდიოდა,მის წინ კი მოლოდინით სავსე ასაკოვანი ქალბატონი იდგა მოსამსახურის ფორმაში.
-ფატი რუხვაძის ნახვა მინდა, თუ შეიძლება.
-ვინ კითხულობს? ჯერ ჩაფიქრდა და შემდეგ გაბედულად უთხრა მომღიმარ ქალბატონს.
-მე მისი და ვარ.
-ახლავეს ვეტყვი.უთხრა გაოცებულმა და კარი დაიკეტა,უზარმაზარი და მძიმე კარი მალე გაიღო და დაინახა მაღალი შავთვალება გოგონა გრძელი თმებით,გაოცებული თვალებით იდგა მის წინ და უცქერდა.
-გაგიკვირდა? მეც გამიკვირდა,როცა გავიგე რომ თურმე ჩემივე ასაკის და მყავდა.გამარჯობა,მე შენი და ვარ ანამარია ბიბილური.
-გამარჯობა შენ,შენ.......
-მე ვარ მალიბუ არჯევანიძე მაგრამ ეს მხოლოდ საბუთებში,ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი კი ანამარია ბიბილური არის.
-სახლში შევიდეთ,აქ რატომ ვდგევართ და ვსაუბრობთ.უთხრა ფატიმ ღიმილით და სახლში შეუძღვა ანამარიას.
-დაბრძანდი,დალევ რამეს? ცოტა დაბნეული ვარ და................
-ეს ლოგიკურია,ნუ დაიძაბები იმედი მაქვს ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს.
-ძალიან კარგი,მაშ შენ ხარ მალიბუ და უფრო სწორად ანამარია. შეიძლება შეგეკითხო?
-რა თქმა უნდა,მკითხე რაც გაინტერესებს.
-სად იყავი ეს წლები,რატომ არ ჩანდი.
-თავშესაფარში ვიზრდებოდი,შემდეგ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ახლა აქ ვარ.
-გასაგებია,მაგრამ არ ვიცი და ვერ გავიგე მალიბუს რაში დაჭირდა ეს თამაში.
-აგიხსნი,არსებობს ვიღაც ვინც მალიბუ გამოიყენა და ეს ის ადამიანია ვინც იცის ჩვენი ისტორია ან გაგონილი აქვს და ბევრი არაფერიც იცის.მისცეს მას ჩემი სახელი და შეაგზავნეს კომპანიაში,რადგან გაანადგუროს და დაშალოს კომპანია,მაგრამ ანდერძის გამოჩენამ გეგმები შეუცვალათ და მთავარი მოწმე მალიბუს სახით თავიდან მოიშორეს,მოკლეს მალიბუ. ესე იგი,მე მომკლეს რადგან მკვლელს ეგონა რომ ნამდვილი ანამარია ბიბილური გზიდან ჩამოიშორა,მაგრამ როგორც მხედავ მე ჯერ ცოცხალი ვარ და აქ ვარ.
-ღმერთო რა საშინელებაა..............
-არ ვიცი შენ პირადად რა იცი ამ ისტორიის შესახებ,მაგრამ მინდა ჩემგან გაიგო სწორად და ზუსტად.
-ვიცი ისტორია,მაგრამ ბევრი არაფერი და მინდა მოვისმინო,რადგან მინდა ვიცოდე რა მოხდა იმ საღამოს.
-ჩვენმა მამამ მომიკლა ჩემი აღმზრდელი მამა და მე ცოცხლად დამწვეს,ეგონათ რომ დამწვეს,მაგრამ მე გადამარჩინეს.ახლა კი რამდენიმე თვის წინ გაიგეს რომ ცოცხალი ვარ და მომკლეს მაშინ,როცა მალიბუ მოკლეს და თუ გაიგეს რომ მე ისევ ცოცხალი ვარ ისევ შეეცდებიან ჩემს პოვნას და მოკვლას.
-შენ? შენ რას გერჩიან რა უნდათ შენგან.
-მე ერთადერთი მოწმე ვარ იმ ღამის ფატი.
-მართალი ხარ,შენ ერთადერთი მოწმე ხარ ვისი მოშორებაც უნდათ.
-ღმერთო ვის გვერდით მიცხოვრია მთელი ეს წლები,დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
-რატომ? დამნაშავე ვინც არის ის არიდებს თავს სასჯელს,შენ კი არ ხარ დამნაშავე,შენ ყველაზე უცოდველი არსება ხარ ამ ისტორიაში,მამაჩვენი კი მთავარი სახე,შენ გაქვს მიზეზი ის გიყვარდეს,მაგრამ მე..................
-რას გულისხმობ,რა გაქვს ჩაფიქრებული.
-დრო უნდა იმას,რომ სიმართლე მზის სინათლეზე გამოვიდეს,ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.დღეს უბრალოდ მინდოდა მენახე და გნახე.ანამარია ფეხზე წამოდგა,ფატის დაემშვიდობა და წავიდა,ფატი კი რამოდენიმე საათი იჯდა იმავე ადგილზე და ერთ წერტილს უცქერდა,შემდეგ კი ტელეფონი აიღო და დარეკა.
-ფატი სამსახურში ვარ შვილო.
-მოდი,დატოვე ყველაფერი და მოდი.
-რა მოხდა,რა გჭირს.
-მოდი, რომ გეუბნები მოდი.
-რა მოხდა,რატომ შეგეცვალა სახე.გაოცებული იდგა გაგა და ინტერესით უცქერდა იას.
-არ დაიჯერებ,შენმა ქალიშვილმა ფატი მოინახულა.
-ვიიინ? თითქოს ვერ გაიგონა,გაიგონა მაგრამ უნდოდა კარგად დარწმუნებულიყო იმაში,რაც გაიგონა.
-ფატის ესტუმრა ანამარია ბიბილური.გაგა მექანიკურად მოძრაობდა და იას მიყვებოდა ჩქარი ნაბიჯით,მაგრამ ის მისი გონებით სხვაგან იყო.

დაღლილი,უძილარი და უხასიათო მიაბიჯებდა,შესასვლელი გაიარა და დაცვას მიესალმა,კომპანიაში შესული მიხვდა,რომ ძალიან ადრე მოვიდა,თავისი კაბინეტისკენ წავიდა,რომ ყვირილის ხმა გაიგონა,ხმას მიყვა და ნათიას კაბინეტთან მივიდა.
-რა გააკეთე,ვინ მოგცა ამდენის უფლება რომ ამდენი ფული გამოიტანო,ასეთი მოკლე მოაზრების ხარ? გგონია ვერავინ გაიგებს და თუ გაიგებს არ შეიმჩნევს? სიბრაზისაგან არ იცოდა ნოდარის რა გაეკეთებინა.
-ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდიოდა,ვინ დააბრუნა ქართველიშვილი კომპანიაში ან რატომ დააბრუნა,ის ხომ სერიოზული ბრალდებით იყო დაკავებული.
-არ გაგიმართლა,დაკავებული იყო და ყველამ კარგად ვიცით შენც და მეც იმ ყველას შორის,რომ თორნიკე უდანაშაულოა.
-ვინ დაამტკიცა მისი უდანაშაულობა,მას ხომ მოწმე არ ჰყავდა.
-ახვლედიანმა,ის იყო ერთადერთი მოწმე მისი უდანაშაულობის.
-ვერ მოკლეს,ვერ მოკლეს იმ დღეს ახვლედიანი და ვერ მოვიშორეთ თავიდან როგორც მალიბუ მოვიშორეთ,მაგრამ ეს დღეც სულ მალე დადგება.
-რას იზამ,რომ ერთ დღეს გამოგეცხადოს უფრო დიდი უფლებებით ქართველიშვილი მასაც ჩამოიშორებ გზიდან?
-როგორც?
-როგორც გაგას სიძე,ერთადერთი ქალიშვილის ქმარი რომ გახდეს.
-შეუძლებელია,ფატი ამ შეცდომას არასოდეს არ დაუშვებს.
-ნათია შენს ირგვლივ არ ტრიალებს სამყარო და გამოფხიზლდი,შეუძლებელიაო ამბობ,მაგრამ შეუძლებელი არც არაფერია ძალიან კარგი წყვილი იქნებიან.თქვა დაფიქრებით ნოდარიმ.
-ჰოდა დაქვრივდება,ეს ხომ იოლი საქმეა.თორნიკემ პირზე აიფარა ხელი,რომ არ ეყვირა გაოცებისგან,მაგრამ არ უნდოდა იქ ვინმეს დაენახა და თავის კაბინეტში წავიდა.ნერვიულად დააბიჯებდა და თავისთვის ბუტბუტებდა.
-მკვლელი,მკვლელი აქ არის,ნიკა მართალია მკვლელი კომპანიაშია.მოულოდნელად კარი გაიღო და ნოდარი შემოვიდა,თორნიკემ ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა ნოდარის მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა.
-რა გჭირს,ავად ხარ?
-არა,გადავიღალე.
-აქ იყავი მთელი ღამე?
-ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა და ვმუშაობდი.
-გინდა ყავა ამოვატანინო?
-კარგი იქნებოდა,გამოვფხიზლდებოდი.
-ნათიას ვეტყვი და ერთად ვისაუბროთ ჩვენც ადრე მოვედით დღეს.
-არა,არა მადლობა მე თავად ჩავალ და საუზმესაც მივირთმევ.ნოდარიმ გაოცებულმა შეხედა თორნიკეს თითქოს ცდილობდა გაეგო,გაიგონა თუ არა თორნიკემ მათი საუბარი,მაგრამ თორნიკე ძალიან მშვიდად საუბრობდა.ზვიადი ტელეფონის ზარმა გააღვიძა და ნამძინარევი ხმით უპასუხა.
-გისმენთ,მე ვარ.დიახ,დიახ ყველაფერი უნდა ვიცოდე,ყველა წვრილმანიც კი.ტელეფონი გათიშა და სატანურად ჩაიცინა.გაგამ და იამ როგორც იქნა მიაღწიეს სახლამდე და შეშინებული უთხრა ფატის.
-რა მოხდა,სად არის უკვე წავიდა? იკითხა გაგამ მაგრამ ფატიმ შეხედა და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-როგორ შევძლო და ამის მერე შენს გვერდით ვიცხოვრო,როცა ვგებულობ ვინ ხარ და რა გაქვს გაკეთებული.
-ვინ ვარ შვილო.
-შეუბრალებელი ხარ,ამ ხელებით როგორ ჭამ როცა შენს ხელებს უამრავი ადამიანის სისხლი აქვს შემშრალი.
-ტყუილია,ეს ყველაფერი ტყუილია,ასე არ ყოფილა.სიბრაზეს ვერ ფარავდა გაგა.
-არ ყოფილა? მაშინ მე რატომ მომძებნა,რომ ჩემთვის მისი შეთხზული ზღაპარი მოეყოლა?
-რა გითხრა დაგემუქრა,ფული გთხოვა?
-რატომ უნდა დამემუქროს მე რა დავუშავე მას არაფერი,მაგრამ მრცხვენია,რომ ამ სირცხვილით უნდა ვიცხოვრო.ჩემს წინ იდგა ჩემივე ასაკის უბრალო გოგონა,ძალიან ლამაზი და მიმზიდველი და შენ მხოლოდ ფული გადარდებს,ნუ გადაგაქვს ყველაფერი ფულზე.მან მიპოვა,მოვიდა და მითხრა,რომ ყველაფრისთვის მზად არის.
-როგორც?
-მან იცის,რომ შენ მოკალი მისი აღმზრდელი მამა,დედა ციხეში გაუშვი და პატარა გოგონა დედას დააშორე.შენ უნდა აგო პასუხი და ის მზად არის ეს გააკეთოს,მის თვალებში მხოლოდ ზიზღი არის არა ჩემს მიმართ,შენს მიმართ.მე ვერ გავამტყუნებ მას ამ ყველაფრის შემდეგ,არ შემიძლია.
-შეგიძლია აღწერო როგორია?
-ფოტოც ხომ არ გადამეღო მასთან,რომ მომეცა შენთვის და ისიც იპოვო და მოკლა,რათა შენ არ აგო პასუხი შენივე დანაშაულზე.
-ფატი.იქუხა გაგამ და ხელი ასწია დასარტყმელად,მაგრამ ია ჩადგა მათ შორის და რისხვით სავსე თვალებით შეხედა გაგას და უთხრა.
-როგორ შეძელი ეს გაგეკეთებინა,არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვისაც ქორწინების გარეშე ყავთ შვილი,რატომ ერთხელ არ მოიყვანე და არ გაგვაცანი,რატომ არაფერი არ თქვი,ვინ იცის იქნებ ერთადაც გაგვეზარდა ჩვენი გოგონები,შენ კი რა გააკეთე.
-ასე არ ყოფილა,როგორც ის ამბობს.
-დაწვით,მოკალით,გააუპატიეურეთ და გაქრით ისე რომ ამ ყველაფერზე პასუხი არავის არ უგია.მხოლოდ ერთ უბრალო და უდანაშაულო ქალს მოერიეთ,დედას ვისაც შვილი დაატოვებინეთ და ქმრის ცხედარით არ ატირეთ.ახლა კი გაიგეთ რომ ის გადარჩა,რომ ის ცოცხალია და ფეხ და ფეხ დასდევთ,რომ ისევ მოკლათ მხოლოდ იმიტომ რომ თავი გადაირჩინოთ შენც და გადაარჩინო შენი არაკაცი ძამიკოც.
-არ არის ასე.
-ასეა,მამა ასე.
-გითხრა სად ცხოვრობს?
-არ შემიტყვია ასეთი დებილი იყოს,რომ თავისი პირით ეთქვა სად ცხოვრობს,მისამართი მოეცა რომ მკვლელმა მიაკითხოს,მაგრამ დაელოდე,ის თავად გიპოვის.მე გაგაფრთხილე და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა,კლავდი ისე ხელი არასოდეს არ აგკანკალებია,მოვიდა დრო აღიარო დანაშაული და პასუხი აგო,ვინ იცის ერთ დღეს შესაძლებელია მკვდრეთით ამდგარიც მოვიდეს და პასუხი მოგთხოვოთ,თუ რატომ მოკალი მე არც არაფერს არ გამოვრიცხავ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent