შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა [თავი 4]


22-12-2019, 22:35
ავტორი მარამელი
ნანახია 993

1994 წელი, 17 იანვარი
მთელი დღე უაზროდ დავდიოდი დღეს სახლში და ვნატრობდი, რამე საინტერესო მომხდარიყო. საშინლად ციოდა. იანვარისებური სუსხი დაძრწოდა ქალაქში. მე არ მიყვარს სიცივე. სიცხე მირჩევნია, სიცოცხლეს რომ გაგრძნობინებს ძარღვებში. სიცივე კი სისხლსაც მიგიყინავს. არა, არ მინდა, რომ სულ ასე მციოდეს. და არც ასეთი უაზრო დღეები მინდა გაგრძელდეს.
საღამომდე ვიბოდიალე სახლში, ხან წიგნი წავიკითხე, ხან გაზეთს გადავხედე, რამდენიმე წამობით რამდენჯერმე აივანზეც გავედი და დაცარიელებულ ეზოს მოვავლე თვალი. აქა-იქ შეყინული თოვლი იდო. იმიტომ სუსხავდა სიცივე ასე ოხრად. შუა დღე რომ გადავიდა და შემცირებულმა დღემ შებინდება დაიწყო, თბილი პლედი შემოვიფარე და მეზობელთან გავედი. პატარა ბავშვი ყავს და მის სახლში მუდმივად გიზგიზებს ცეცხლი მოძველებულ ღუმელში. საღამოობით მასთან ვიზიტი გამოწერილი მაქვს. ავიღებ ხოლმე ჩაის ფერსა და შაქარს და გავდივარ. კარზე აღარ ვაკაკუნებ. უკვე იცის, რომ სხვა ამ დროს არავინ მიუვა და მელოდება ხოლმე. არც ქმარი ყავს სახლში, რა ხანია რუსეთშია გადასული და იქიდან არჩენს ოჯახს. აბა, ისეთი დროა, აქ თუ არ გაგძარცვეს, არავინ ზედმეტად არაფერს მოგცემს. იშრომე ვირივით, მაინც არავინ დაგიფასებს. ჭკვიანმა ხალხმა თავს უშველა და წავიდა საზღვარგარეთ. ორი წელი იქნება, რაც იქ არის. ბავშვი სამისაა. სოფიო ისეთი ლამაზი ბავშვია, რომ ვუყურებ მეც მინდება შვილი. დედაც ლამაზი ყავს და მამაც სიმპათიური, რა გასაკვირია, რომ შვილი მახინჯი არ არის. მაკა, სოფიოს დედა და ჩემი მასპინძელი, მაღალი და ლამაზი გოგოა. სულ პატარაა, ოცის შესრულდა ერთი თვის წინ. ნამცხვარი ერთად გამოვაცხეთ. თექვსმეტის გათხოვდა და ჩვიდმეტის იყო, სოფიო რომ გააჩინა. მიყვება ხოლმე, რომ სიყვარულით არ გათხოვებულა, ბევრი პრობლემა ჰქონდა მის ოჯახს და ფაქტობრივად ძალით გაათხოვეს, თავიდან მოიშორეს. ვხედავ მის თვალებს, რომლებშიც ჯერ კიდევ არსებობს ვნების მიმქვრალი ნაპერწკალი, თუმცა მიმტკიცებს, რომ შეუყვარდა რეზო - თავისი ქმარი. „ასე იცის ოჯახმა, არ აქვს მნიშვნელობა გიყვარდა თუ არა თავიდან, სხვა გზა მოჭრილი გაქვს - უნდა შეიყვარო“ - ამბობს ხოლმე ხშირად. მე არ ვეთანხმები, თუმცა არ ვიცი, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, რას ვიზამდი. აქამდე არასდროს მყვარებია მთელი არსებით და არც არავის დაუძალებია ჩემთვის გათხოვება. სრულწლოვანი შევსრულდი თუ არა, სოფლიდან წამოვედი და საკუთარი ცხოვრების აშენება დავიწყე. დედა მეხმარება, მამა კი ჩემი არჩევანის გამო ძალიან ნაწყენია და არ აპირებს, მაპატიოს. თუმცა ვგრძნობ, რომ დედას დახმარებაში მისიც უნებლიეთ გამოიხატება. პრინციპული კაცია, ნამდვილი ვაჟკაცი, წმინდად ქართული ლოგიკით. ვერ აპატიებს ქალიშვილს ოჯახისგან განდგომას, მესმის და არ ვაძლებ თავს უფლებას მისი გადაწყვეტილების გაკრიტიკების.
მაკა ღუმელთან იჯდა და სოფიოს ფაფას უმზადებდა. რომ დამინახა, გამიღიმა და შემოდიო, მითხრა. შეპატიჟება არ მჭირდებოდა, ისედაც შესული ვიყავი, თუმცა კულტურა მაინც არ დათმო. ჩანდა, არ იყო ხასიათზე. რა მოხდა-მეთქი, უმალ ვკითხე, გვერდზე რომ მივუჯექი. რაღაც არ არის რიგზეო, იჩურჩულა. დამაინტერესა, რაში იყო საქმე და ჩავეძიე. „ჩემი ქმრის მეგობარი იყო მოსული. ცოტა მელაპარაკა და ისევ წავიდა. მომიკითხა, ბავშვი მოიკითხა და საღამოს დავბრუნდებიო, დამიბარა. ვერაფერი გავიგე“ - მომიყვა მაკამ. „იცნობდი მაგ ადამიანს აქამდე? კაცია?“ - არ მომეწონა მონაყოლი მე. „კი, კაცია, მაგრამ აქამდე არ ვიცნობდი. არ ვაპირებდი შემოშვებას, მაგრამ ისეთი რაღაცები იცოდა რეზოზე, რომ მივხვდი, მეგობარი თუ არაა, უეჭველად იცნობს“ - აღელვებული საუბრობდა მაკა და თან ისე ხმადაბლა, თითქოს ის კაცი ჯერ კიდევ სახლში ყოფილიყო. „რატო არ შემომძახე, გამოვიდოდი“ - გადმომედო აღელვება მეც. „არ ჩანდა არაფერი საეჭვო. მითხრა, რომ რეზო ვერ ახერხებდა ჩვენთან დაკავშირებას და მას გამოუგზავნა ფული და საღამოს მოგიტანო“ - მხრები აიჩეჩა მაკამ. „წავალ ახლა მე სახლის კარს კარგად გადავკეტავ და დღეს თქვენთან დავრჩები, კარგი?“. „კარგიო“ - დაუფიქრებლად დამთანხმდა.
ფეხზე წამოვდექი. ისეთი დაბნეული ვიყავი მომხდარით, რომ სულ ჟრუანტელად მედებოდა სათითაო ფიქრი სხეულზე. მაკას მოყოლილიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ის, რომ უცხო მამაკაცი მოადგა მის სახლის კარს, რომელიც ბევრ ფაქტს ფლობდა რეზოზე.
სახლში შევედი, დღიური ავიღე და მაკასთან დავბრუნდი.
დიდხანს ვიჯექით მისაღებში. სოფიოს ჩაეძინა. მესამედ მოვაყოლე მაკას მომხდარი, მაგრამ ზედმეტად დასაფიქრებელი არაფერი იყო.
ახლა, როცა ამას ვწერ, დიდი ხანია დაღამდა. ალბათ, ათი ან თერთმეტი იქნება. მაკაც ემოციებისგან დაღლილი იყო და ჩაეძინა. მე ვზივარ მინავლებულ ღუმელთან და ვწერ, რადგან არ ვიცი, როგორ დავიძინო, როცა სტუმარი მოსასვლელია. ჯერ არაფერი მომხდარა.
*
ასე სრულდებოდა დღიურის პირველი ნაწილი, დათარიღებული ჩვიდმეტი იანვრით. კითხვამ ძლიერ ჩამითრია, ინტერესმა შიშს სძლია და ახალ თარიღზე გადავშალე.
*
1994 წელი, 18 იანვარი
როცა ყველაზე ნაკლებად ელი საფთხეს, სწორედ მაშინ გამოჩნდება - გუშინდელი საღამოდან ვისწავლე ეს. რომ მეგონა აღარავინ მოაკაკუნებდა კარზე, ნელა შევწექი მაკას გვერდზე და ჩამეძინა. არ ვიცი, ზუსტად რომელი საათი იყო, მაგრამ შუა ღამეს, კარზე ბრაგუნმა გაგვაღვიძა. ერთდროულად წამოვჯექით საწოლზე და ერთმანეთს გადავხედეთ. მაკა დაბნეული ჩანდა და იმდენად შეშინებული, კანკალი ეწყებოდა. სოფიოს გაეღვიძა და თავის საწოლზე წამოჯდა. ბრახუნი რომ არ შეწყდა და სოფიომაც მანუგეშებელი სიტყვა ვერ გაიგო, ტირილი დაიწყო. მაკას გადავხედე და ვუთხარი: „სოფიო დააწყნარე, მე დანას ავიღებ. საწოლში ჩააწვინე და კარს რომ გაუღებ, მე უკან ამოვეფარები დანით და თუ რამეა, ჩავაფრინდები ეგრევე“. ჩემმა სიტყვებმა მაკა ანუგეშა. ადგა და სოფიოს საწოლთან მივიდა. მე სამზარეულოსკენ წავედი და ჩუმად გამოვაღე უჯრა, რომელშიც დანა მეგულებოდა. ყველაზე დიდი და მბზინვარე ამოვარჩიე და ოთახში დავბრუნდი. წამომყევი-მეთქი ვანიშნე მაკას, რომელსაც საწოლში დაებრუნებინა შეშინებული სოფიო და ეჩურჩულებოდა. ჩემკენ წამოვიდა. შიში ჩასდგომოდა თვალებში. ხშირ წამწამებს უმორჩილოდ ახამხამებდა. კარზე ბრაგუნი შეწყდებოდა და კვლავ იწყებოდა. მაკას ვუჩურჩულე: „როგორც გითხარი!“ და თვალები დავუბრიალე იმის ნიშნად, რომ არ შეშინებოდა. კართან მივედით და მის მარჯვნივ ავიტუზე. მაკამ კარი გააღო. უცნობმა მამაკაცმა დაიხრიალა: „შემომიშვი!“. მისმა ხრიალმა უსიამოვნოდ დაუარა ჩემს სხეულს და განგაშის სიგნალი ატეხა. მაკა ჩემკენ მოიწია და კარში უცნობი შემოუშვა, რომელმაც მე ვერ დამაფიქსირა და სწორედ მაშინ, როცა მაკა კარს კეტავდა, უკნიდან მივეპარე ჩემი სიმაღლის მამაკაცს და ყელზე ძლიერად მივაბჯინე დანა. „შეიძლება იფიქრო, რომ ქალი ვარ და მომერევი, მაგრამ ერთი ზედმეტი მოძრაობა და გაითვალისწინე, რომ აღარ ხარ“ - კბილები ამიღრჭიალა ბრაზმა. მამაკაცი უსიტყვოდ დამმორჩილდა, რამაც, ცხადია, გამაკვირვა. „ახლა ნელი მოძრაობით წახვალ პირდაპირ, მაკა სადაც გაგიძღვება“ - ლაპარაკობდნენ ჩემი ტუჩები და მე თითქოს გარეშე პირი ვიყავი, რომელიც სიტუაციას აკვირდებოდა. მაკა სამზარეულოსკენ დაიძრა. დავაფიქსირე, რომ მუხლები უკანკალებდა და ვინატრე, ეს ფაქტი მამაკაცსაც არ შეემჩნია. ახლა ყველაზე ნაკლებად გვაწყობდა, რომ დაენახა, მისი გვეშინოდა. „სკამი შუაში გამოწიე“ - ვუთხარი მაკას. ბრძანება უხმოდ შეასრულა. „დაჯექი!“ - ახლა კი მამაკაცს მივმართე და ტექნიკურად ვუბიძგე სკამზე დასაჯდომად. დაჯდა. მაკას ვუთხარი: „რამე მომიტანე, რომ ხელები დავუმაგრო“. დაბნეული იყო, წამიერად ვერ გაიაზრა, რა ვუთხარი, მაშასადამე არც ადგილიდან დაიძრა. თვალები დავუქაჩე და თითქოს ამან მასში განგაშის სიგნალები ააციმციმა. ოთახში გაიქცა. დრო დასჭირდა, რომელიც ჩემთვის საუკუნოდ გაიწელა. რომ მოვიდა და ხელებში შარფი დავაფიქსირე, ნერვიულობისგან გამეცინა და თავი უკიდურესად მოვზომე, რომ ისტერიულ ხარხარში არ გადამზრდოდა. სახეზე კითხვის ნიშნები აღებეჭდა დაბნეულ ქალს. ვერ ხვდებოდა, რატომ გამეცინა. ოთახიდან სოფიოს ტირილი შემოგვესმა. მაკას ჩემკენ მოსასვლელად ვანიშნე, მარცხენა ხელი მამაკაცის მხარს მოვაშორე და შარფი გამოვართვი მაკას. მამაკაცი ზურგით იჯდა ჩვენკენ და ვერ ვხედავდით, რა ემოციები აღბეჭდვოდა სახეზე. წინააღმდეგობას არ გვიწევდა, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს აღძრავდა ჩემში. ოთახში სოფიო ისტერიკულად ჩხაოდა.
მაკას ვუთხარი: „დანაზე შემენაცვლე!“ და ისიც უსიტყვოდ დამმორჩილდა. ხელები უკანკალებდა, მაგრამ ახერხებდა ყელზე მიებჯინა დანა, ყველაზე სახიფათო ნაწილზე. მე ხელებზე ძლიერად გადავუხვიე შარფი მამაკაცს სკამის საზურგესთან და მატერიის ნაწილი სკამზეც შემოვახვიე, რათა მაქსიმალურად შემებოჭა. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, მაკას დანა გამოვართვი და ვუთხარი, სოფიო დაეწყნარებინა, მე კი სკამს შემოვუარე და მამაკაცის წინ დავდექი, რომელიც იღიმოდა. იღიმოდა ისე, თითქოს გადაჭრილი პრობლემის წინაშე იდგა და ეს ყველაფერი, რაც ახლა მოხდა, კარგად გათვლილი და დაგეგმილი ფარსი იყო. „გასაცინად გაქვს საქმე?“ - აგდებულად ვუთხარი და მუხლიდან დანის წვერი ზემოთ ავაყოლე. „გგონია, თავი ქუდში გაქვს, არა?“ - მის ინტონაციაშიც ჟღერდა დაუფარავი ცინიზმი. „ანალოგიურ კითხვას დაგისვამდი მეც“ - და დანა მის მუცელზე გადავიტანე და ჩაღრმავებასთან, სადაც ჭიპი მეგულებოდა, გავაჩერე. „არაფრის გეშინია, არა?“ - აგრძელებდა ირონიით საუბარს. „შენი განსაკუთრებით!“ - თვალი ჩავუკარი. „და თუ გეტყვი, რომ პირველი ნაბიჯიდან აქამდე და ახლაც თავისუფლად შემიძლია შენი მოკვლა, მაინც?“ - არ წყვეტდა საუბარს, რომელიც გულს მირევდა. „ეგ უბრალოდ სიტყვებია“ - არც მე ვთმობდი პოზიციას. „კარგი კრიმინალი გამოვა შენგან და კიდევ უფრო კარგი აგენტი“ - გამაკვირვა მისმა სიტყვებმა და გაკვირვება სახეზე აღმებეჭდა. შეამჩნია და გააგრძელა: „რომ გითხრა, რომ სწორედ ამ სცენარით ველოდი დღევანდელი საღამოს განვითარებას, წამომყვები?“. „მაკა რომ მოვა, თერმომეტრს გამოვართმევ. აშკარად სიცხე გაქვს და ბოდავ“ - ჩავილაპარაკე აგდებულად. „მართლა მაგარი ქალი ხარ“ - მიღიმოდა უაზროდ. ოთახიდან აღარც ბავშვის ხმა მოდიოდა და აღარც მაკას იავნანა. შემეშინდა. „რას ნიშნავს ეგ?“ - ვკითხე. „არც მაკასთვის ვარ აქ, არც მისი შვილისთვის. უნდა წამომყვე“ - მითხრა წყნარად, აუჩქარებლად. „რატომ ფიქრობ, რომ სადმე წამოგყვები?“ - ნერვიულად გამეცინა მის ნათქვამზე. „სამსახურს გთავაზობ უდიდეს ძალებში და იმიტომ“ - მომიჭრა მოკლედ. მისმა სიტყვებმა დამაბნია. რას ნიშნავდა, რომ სამსახურს მთავაზობდა ან რას ნიშნავდა უდიდესი ძალები? ვეღარ ვკითხე, რადგან არ მინდოდა, ჩემი ინტერესით ცუდად ესარგებლა. „შენ ფიქრობ, რომ შარფით დაბმულ ხელებს ვერ გავითავისუფლებ ან ყელზე აკანკალებული ხელით მობჯენილ დანას შენ წინააღმდეგ ვერ შემოვაბრუნებდი? არ გებრძვი, ელენე. უნდა წამომყვე. დიდი ხანია გაკვირდებით და ზუსტად ვიცით, რისი გამკეთებელი ხარ და არ ხარ. ისიც ვიცით, რომ უმუშევრობით მალე სული გაგძვრება. ამიტომ კარგ ადგილას და კარგ სამსახურში დასაქმებას გთავაზობ. ახლა ნუ წამომყვები, რადგან ასე შეგაშინე. არც ამხელა ალიაქოთი მინდოდა, რომ გამომეწვია, მაგრამ ვიცი, რომ ცეცხლი ხარ და ვინც მოგიახლოვდება, ყველას ახრჩობ შენი ბოლით ან წვავ. ასე მოგიახლოვდი, სხვა გზა არ მქონდა. ახლა შენ გახვალ მაკასთან, რომელიც შიშისგან დიდი ალბათობით გათიშული გდია სადმე და მე მანამდე ისე გავქრები, თითქოს არც ვყოფილვარ. და რომ დავბრუნდები, იცოდე დანას აღარ აიღებ ხელში, თორე არაფერი შემიშლის ხელს შენს განადგურებაში. ხანდახან შენც კი იღებ სულელურ გადაწყვეტილებებს, ელენე“ - საუბრობდა აუჩქარებლად, ნელა და ღიმილით. მისი ყოველი სიტყვა ჩემს კანზე დანის წვერის ჩასობას უდრიდა. შემკრთალი ხტოდა სხეულში სული. საშინლად მეშინოდა და უკვე ვეღარ ვფარავდი შიშს. ჩემი სახელი ორჯერ ახსენა. არსაიდან შეიძლებოდა, რომ სცოდნოდა, მაგრამ იცოდა და ეს ყველაზე დიდ მისტიკად მეჩვენებოდა. „ადექი, ელენე და, როგორც გითხარი, ისე მოიქეცი“ - კიდევ ერთხელ მითხრა. არ ვიცი რამ მაიძულა, მაგრამ დავემორჩილე. ისე გავედი გვერდზე ოთახში, რომ შარფი არ ამიხსნია მისთვის. მაკა გათიშული არ იყო, მაგრამ სახეზე ფერი არ ედო, სოფიო გვერდზე მიეწვინა და მთელი სხეულით ამოფერებოდა. რომ დამინახა, ნელა წამოდგა და ხმის კანკალით მკითხა რა მოხდაო. არაფერი ვუპასუხე. ჯერ ნაბიჯების ხმა გავიგეთ და შემდეგ კარის გაღებისა და დაკეტვის. „წავიდა?“ - ამოიხრიალა მაკამ. „მგონი“ - ვუპასუხე და დერეფნისკენ გათამამებული დავიძარი. კარგად შევამოწმე მთელი სახლი და რომ მივხვდი, არსად იყო, მაკასთან დავბრუნდი და ყველაფერი მოვუყევი. გაოგნებისგან ხმა ვერ ამოიღო. წავედი სამზარეულოში და წყალი მოვუტანე. შევამჩნიე, რომ მამაკაცს შარფიც თან გაეყოლებინა.
ის ღამე ერთად გავათენეთ. მაკა ცხადად გამოხატავდა ნერვიულობას, მე კი იმდენად უსუსურად ვგრძნობდი თავს და იმდენად ვერ გავრკვეულიყავი სიტუაციაში, რას ვგრძნობდი - ისიც არ მესმოდა.
გათენდა თვრამეტი იანვარიც. უკვე სახლში ვარ. მაკა მეხვეწა, იყავი ჩემთანო, მაგრამ დავპირდი, რომ ცოტას განვიტვირთებოდი და დავბრუნდებოდი. ახლა ამას ვწერ და მგონია, ყველაფერი, რაც მოხდა სიზმარი იყო. ხომ ხდება ხოლმე, რომ სიზმარში ისე შევიჭრებით, რომ რეალობისგან გამორჩევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. აღარც კი ვიცი, მინდა თუ არა, რომ მომხდარი რეალობა იყოს.
*
შემდეგი თავიც დავხურე და არ დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი დედას გადახდა იმ დღეს. მაშინ ჯერ კიდევ ჩემხელა ან ოდნავ დიდი თუ იქნებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და კითხვა გავაგრძელე.



№1  offline წევრი LI_BE

წინა ისტორია რატომ შეწყვიტე. ასე ინტერესს ვკარგავ.

ახლის დაწყების სურვილი აღარ მაქვს.

 


№2  offline ადმინი მარამელი

LI_BE
წინა ისტორია რატომ შეწყვიტე. ასე ინტერესს ვკარგავ.

ახლის დაწყების სურვილი აღარ მაქვს.

მესმის, მაგრამ მე ასე ვარ - პასუხისმგებლობის გამო დაწერილს, მირჩევნია არ დავწერო. მაპატიე, რომ დავიწყე იმის დადება. მაგრამ ამას მივიყვან ბოლოში, ნებისმიერ შემთხვევაში. შენ შეგიძლია დამელოდო, როდის დავამთავრებ და მერე ერთიანად წაიკითხო თუ დაგაინტერესებს heart_eyes
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 


№3  offline წევრი Rania

Rogor mainteresebs es udidesi zala kagebe. Rame mistiuri tu raaaaa. Moutmenlad veli gafrzelebass
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline წევრი ვიპნი

უდიდესი ძალა ??? ალბათ რამე მაგიაა ასე რომ მოიხსენიებენ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვნანობ აქამდე რომ არ წავიკითხე. ისე ჩამითრია, თვალი ვერ მოვწყვიტე. წინა დაუსრულებელი ისტორია ვიდევს, იმედია ამასაც არ შეწყვეტ.

 


№6  offline ადმინი მარამელი

მადლობა, მეგობრებო, რომ ასე გაინტერესებთ! ეს მაძლევს მე უდიდეს მოტივაციას! იმედია, არ გავაცდუებ თქვენს იმედებს. უდიდეს ძალაზე კი შემდეგ თავებში გაიგებთ heart_eyes
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 


№7 სტუმარი მარიიი

ძალიან საინტერესოაა♡♡♡ მალე დადე

 


№8  offline ადმინი მარამელი

მარიიი
ძალიან საინტერესოაა♡♡♡ მალე დადე

მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს<3
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent