მე რომ მიყვარს (დიტო & ნათაი) /1/
ეს შემარცხვენლად უპატარავესი თავი თქვენ ჩემგან. დავიკარგე და ალბათ დავბრუნდი ზუსტად არ ვიცი. მეგონა, რომ არავის არ მოწონდა ეს ისტორია მაგრამ დღეს, რამ შემომიტია არ ვიცი გადავხედე ძველ ისტორიას და რომ დავინახე, რომ რამდენიმეს მოწონდა, მელოდებოდა და გაგრძელება უნდოდა ლამის შალახო ვიცეკვე. არ ვიცი რა გამოდის, არ ვიცი როდის გამოვა, მაგრამ იმდენად დაცარიელებული ვარ ემოციები მჭორდება. პ.ს იმედია მოგეწონებათ და მთლად სამარცხვინო დაბრუნება არიქნება ჟღალ ხუჭუჭა თმას ქარი დაუნდობლად უწეწავს, ფითქინა ჭორფლებით სავსე სახეს კი სიცივე აწითლებს. სულიერად უკვე იმდენად გაყინულია, რომ გარეგნულ სიცივეს ვეღარ გრძნობს, ვერც იმას გრძნობს თუ როგორ უსველებს ცრემლი ლამაზ სახეს და ვერც იმას თუ როგორ გაეყინა თხელი, თლილი თითები. უბრალოდ აგრძელებს გზას და არ იცის სად წავიდეს, მიდის მაგრამ თითქოს მაინც ერთ ადგილას დგას, გაჭედილია, ცარიელია, გაყინულია. მიდის და როგორ უნდა თავისი სიარულით ქვეყანა გათიშოს, უბრალოდ დააპაუზოს ყველაფერი და ხმაურიც შეწყვიტოს, რომელიც წესით არ უნდა ისმოდეს. არ უნდა ისმოდეს მაგრამ მაინც ისმის ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც უკვე იმდენად მოქმედებენ ჯერ კიდევ ცოცხალ ნერვებზე, რომ უკვე სიჩუმის დამრღვევის მოკვლაზე ფიქრობს. აქამდე ნელ ტემპს საგრძნობლად უმატებს და ბრბოსკენ მიიწევს. სასაცილო სანახავია როგორ დგება ეს მოლეული გოგო ახმახი ბიჭების გვერდით და თავისზე ერთი თავით მაღალს გამჭოლი მზერით აკვირდება. ბრბო ჩუმდება და გაკვირვებული აკვირდება ახალ მოსულს -რამით შემიძლია დაგეხმარო? - ზემოთ ხსენებული ახმახი გაკვირვებული ეკითხება და უემოციო სახეზე აკვირდება -კი - უხალისოდ პასუხობს -გისმენ -სანამ მე ჩავივლი მანამდე ხმა არ ამოიღოთ -უკაცრავად? - ცინიკურადაც კი ჟღერდა მისი პასუხი, ჟღალმა კი თმაში ხელი ნერვიულად იტაცა -კარგად ხარ? - გამოეხმაურა ერთ-ერთი გოგო -უბრალოდ გაჩუმდით - თვალები მიებინდა და ხმის კანკალით უთხრა, თიქოს ბოლო ძალები ამ ორი სიტყვის წარმოთქმას გაატანა. ფეხის თითებზე დაწვდა წყვდიადი, თითებიდან მუხლებამდე გადაინაცვლეს და ფეხები მოეკვეთა, მუხლებიდან კი სწრაფად და მარტივად გავრცელდნენ მთელს ორგანიზმში და ბოლოს მთლიანად შთანთქეს. ბავშვები აიშალნენ, დიტომ სწრაფად აიტაცა გონწასული გოგოს სხეული და მანქანისკენ გააქანა, თან სტასია და ლუკაც გაყვნენ, ლუკა მანქანაზე დაჯდა, სტასია გვერდით მიუჯდა, დიტო კი უკან დაჯდა გოგოსთან ერთად და სხეულზე აიკრა, თან თმაზე ეფერებოდა. მალევე მიიყვანსს საავადმყოფოში და პალატაში დააწვინეს -რა დაემართა? - მაშინვე მივარდა სტასია ახალ გამოჩენილ ექიმს -არაფერი სერიოზული, სტრესის გამო წაუვიდა გული, თქვენ პაციენტის ვინ ხართ? -მეგობარი -მალე გამოფხიზლდება, არ ინერვიულოთ - გაუღიმა ბავშვებს და მალევე მოშორდა -ვინ არის? - გაკვირვებულმა იკითხა ლუკამ -ცოტნეს და არის -ცოტნე ვინ არის? - სტასისაც დააინტერესა -არ იცნობთ თქვენ ჩემი კურსელია - კეფა მოიქექა და ტელეფონში სწრაფად მოძებნა ცოტნეს ნომერი, დაურეკა და ისიც ხუთი წუთი არ იყო გასული დერეფანში რომ გამოჩნდა -სად არის? - სწრაფად მიეჭრა დიტოს და ანერვიულებულმა კითხა -402 პალატაში... დამშვიდდი არაფერი სერიოზული არ არის, უბრალოდ გული წაუვიდა. ცოტნემაც ისე ძლიერად ამოისუნთქა თითქოს ამ დროის განმავლობაში სუნთქვა ქონდა შეკრული და ამ მომენტს ელოდებოდაო, მოწყვეტით დაეშვა სკამზე, თავი ჩაღუნა და ისე დაპატარავდა ნახევარ სკამსაც ვეღარ იკავებდა -ჩემი ბრალია - ამოიბუტბუტა და მოკლე თმაში ხელები შეიცურა - ჩემი ბრალია - იმეორებდა გიჟივით, დიტო კი მის გარშემო დატრიალებდა. არ იცოდა რა ხდებოდა, დაბნეული იყო ბრინჯივით, ვერც კურსელის დამშვიდებას ახერხებდა, და პალატაში უგონოდ მყოფი უსუსური გოგოც ებრალებოდა. სტასია და ლუკაც საავადმყოფოში გაჩერდნენ, ადარდებდათ გოგოს ბედი, ხოლო როდესაც გაიგეს რომ გონზე მოვიდა შვებით ამოისუნთქეს -შეიძლება მოვინახულო? - მკურნალ ექიმს სევდიანი თვალები შეანათა ცოტნემ და უღონოდ კითხა -დიახ, მაგრამ არ გადაღალოთ, ისედაც სუსტადაა - გაუღიმა ექიმმა და ბეჭებზე ხელი მეგობრულად მოუსვა, ცოტნემ მადლიერებით სავსე მზერით შეხედა და 402 პალატისკენ გადაინაცვლა სადაც თავისი ერთადერთი და ეგულებოდა, კარები შეხსნა და უღონოდ მყოფი წითურის დანახვამ გული მოუკლა -ნათაი - უცებ მივარდა საწოლს და ჟღალ თმაზე ხელი ჩამოუსვა, გოგომ კი თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ მისთვის ხელი მოეშორებინა - ჩემი ბრალია ვიცი - თავი ჩახარა და ტკივილით სავსე ბგერები ამოუშვა პირიდან - მე ვარ ყველაფრის თავი და თავი, ყველა უბედურების მომტანი - ისე უნდოდა ნათაის ჩახუტებოდა დაუძლურებულ ძმას მაგრამ სიამაყე ამის საშუალებას არ აძლევდა - ვიცი ვერ მაპატიებ ჩემო ლამაზო, არც გთხოვ, რომ მაპატიო რადგან არ ვარ ღირსი, არ ვარ შენი გვერდში დგომის ღირსი, უბრალოდ გთხოვ რომ თავს გაუფრთხილდე, იმ წარსულის ხათრით მაინც, იმ პატივისცემის გრძნობის გამო მაინც რასაც ჩემს მიმართ განიცდიდი. აღარ გახდე ასე, იბრძოლე შენი კეთილდღეობისთვის. მე კი ჩემო ღვაჟღვაჟა შენთან ერთად ბრძოლის ღორსი არ ვარ - შუბლზე ცხელი ათრთოლებული ტუჩები მიაწება და ნათაის სურნელი ღრმად შეისუნთქა, იგრძნო კიდევაც ასევე ათრთოლებული გოგოს სხეული და მარილიანი ცრემლები - მიყვარხარ ჩემო მზეო - უჩურჩულა და პალატა უკანმოუხედავად დატოვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.