შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოზები 2


24-12-2019, 07:46
ავტორი წერო:)
ნანახია 1 420

დერეფანში მივრბოდი და წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი.სხეული მიყვიროდა რომ გავქცეულიყავი რადგან ის ბიჭი თუ არ გათიშულა აუცილებლად გამომეკიდებოდა ან კიდევ რომელიმე ოთახიდან გამოვიდოდა ვინმე და შემეფეთებოდა.უცნაურია სანამ გასასვლელამდე არ მივედი არავინ შემხვედრია.კარის გაღება ვცადე მაგრამ დაკეტილი იყო.ჯანდაბა! ჩემი ბედის...საკუთარი თავი გამოვიჭირე რომ ვიგინებოდი სასაცილოა რომ ასეთ სიტუაციაშიც ამაზე ვფიქრობ.დერეფანში მომავალი ნაბიჯების ხმა გავიგონე და ცივმა ოფლმა დამასხა.ჯანდაბა ახლა ნამდვილად მომკლავენ!არა არა არა...რა ვქნა?!ფუ შენი...ჩემთან ყველაზე ახლოს მდებარე ოთახში შევვარდი და კარი ფრთხილად მოვიხურე.
კიდევ კარგი შიგნით არავინ იყო.სად უნდა დავიმალო?ოთახი მოვათვალიერე.ძვირფასი ხის გაპრიალებული მაგიდა იდგა მასთან მდგომი ტყავის სავარძლით მაგიდის უკან წიგნების და საბუთების კარადა მთელი კედლის სიგრძეს გასდევდა.მეორე კედელზე ფანჯარა იყო.გული სიხარულით შემიფრთხიალდა.ფანჯარაზე გრძელი,სქელი,მუქი ფერის ფარდა იყო ჩამოფარებული რომლის ბოლოებიც იატაკს უწვდენდა.მაშინვე ფანჯარასთან გავიქეცი და რომ დავინახე გისოსები ჰქონდა თვალებზე ცრემლები მომადგა.რა არის ვის ემალებიან?ან მე რას მერჩიან?რა უნდათ ?კარებთან ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგონე და ლამის გული ამომივარდა,სქელი ფარდის უკან დავიმალე და სუნთქვაც კი შევიკარი.კარი გაიღო და მივხვდი ოთახში ჩემი გამტაცებელი შემოვიდა.ძვირფასი სუნამოს გრილი სურნელიც თან შემოაფრქვია და დამალული რომ არ ვყოფილიყავი და შიშისგან გახევებული, ხმაურიანადაც ჩავისუნთქავდი.
_დიეგო კიდევ ვერ იპოვეთ?_ოთახში მეორეც შემოყვა
_ვერა ბატონო თითქოს აორთქლდა.გვაპატიეთ მალე ვიპოვით
_ჯანდაბა!_მაგიდაზე ხელი ძლიერად დაარტყა_ის ქარაფშუტა გოგო რომ არა ახლა მიწაში იდებოდა ეგ ნაბი.ვარი!_მოიცა იმას ვისაც კლავდა დიეგო ერქვა?რატომ კლავდა ნეტავ?
_ოხ დიეგო,დიეგოოო...ყველაფერს განანებ იცოდე...სად უნდა გაიქცე ისეთ ადგილას მე რომ დამემალო..?ჩემი გამოზრდილი მაინც არ იყო..._"აქ რა ჯანდაბა ხდება?"გავიფიქრე გონებაში"ღმერთო დიდებულო კრიმინალების ბუნაგში ვარ?"ჟრუანტელმა დამიარა.გული ისე ძლიერად მიცემდა მართლა მეშინოდა უკვე რომ ხმას გაიგონებდნენ.გამტაცებელმა ჰაერი ღრმად შეისუნთქა და გაეღიმა.
_ენდრიუ ქალის სუნამოს ხმარობ?_"ოხ შენი რატომ იქვე არ მოვკვდი მთელი სუნამო რომ ჩავიცალე.მშვ
ენიერი! ახლა სუნით მომაგნებენ ეს ძაღლები!"მუხლებიც კი ამიკანკალდა ისე დავპანიკდი
_არა ბატონო_გაეცინა ენდრიუს_როზალისგან მოვდივარ და შეიძლება მისი სუნი გამომყვა_"უუჰ როზალის გაუმარჯოს ღმერთმა"გავიფიქრე მე_მაინც რამდენს ისხამს ეგ ბ*ზი
_ნარკოტიკები საზღვარზე გადმოვიდა?_დასერიოზულდა "ბატონი"
_დიახ ბატონო მატიას .
_კარგი და იარაღები?
_იარაღები ჯერ საზღვრამდე არ მოსულა_"ააააამის დედააც"გავიფიქრე სიმწრისგან "მაფიოზების ხელში ვარ!ღმერთოოო დამეხმარეე...ნუთუ ვერ მიპოვიან?როგორ ვერ უნდა მიპოვონ?ესპანეთის მთელი პოლიცია მომძებნის,საქართველოს საელჩოც ჩაერთვება...როგორ ვერ უნდა გადავრჩე...იქნებ მანამდე გაქცევაც მოვახერხო?თუ ჯობია უბრალოდ ჩუმად ვიჯდე და ეს სატანები არ გავაბრაზო?მერე ტელეფონოც რომ ჩავიგდო ხელში და ზარი გავუშვა...ო ღმერთო მადლობა საღად აზროვნების უნარი რომ დამიბრუნე!_წამით ღიმილიც კი გამიკრთა ტუჩებზე.ცხვირში რაღაცამ მომიღიტინა და ვიგრძენი რომ მაცემინებდა.ოღონდაც ახლა არა..! არა გეხვეწები
_ააფცხიკ!_ჯანდაბა მაინც!ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა ერთ წამში ფარდაც გადასწიეს და გამომააშკრავეს კიდეც.რას ვიზამთ...ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდნენ ოთახიდან გამოსული რომ ვიყავი.
მატიასმა ყინულივით ცივი,ნაცრისფერი მზერა თვალშიგამიყარა და სულ გავშეშდი.
_აქ რას აკეთებ?_გამოსცრა კბილებში
_რატომ მომიტაცეთ?და დიახ აქ რას ვაკეთებ?მეც ეს კითხვა მაქვს_მემგონი ჩემი ენა სულ ჩემს წინააღმდეგა როცა სასიკვდილო საფრთხის წინაშე ვდგავარ.
_შენ ბევრს ხომ არ ლაპარაკობ?_ხმას აუწია მაფიოზმა
_რა თქმა უნდა ვილაპარაკებ!მომიტაცე და აღარც პრეტენზია გამოვთქვა?_ეს ენა ამომჭერით ვინმემ რა იქნება..?
_დიახ მოგიტაცე!იმიტომ რომ ჩემს პოლიციაში ჩაშვებას აპირებდი შენი კარგად შეშინება და გაშვება მინდოდა მაგრამ ახლა უკვე ამას ვეღარ ვიზამ.სარისკოა...მეტისმეტად ბევრი იცი...საუბარი მოისმინე.ჟრუანტელმა დამიარა და მისი ნათქვმის გადახარშვას თითქმის ნახევარი წუთი ვცდილობდი მანამ სანამ მაფიოზი ყინულიანი ირონიული მზერით მაკვირდებოდა.
_მოიცა თუ თქვენი მიზანი ის იყო რომ მე არაფერი მეთქვა ისე შეგეშინებინეთ ახლა რა გიშლით ხელს რომ იგივე გააკეთოთ და ისევ ისე გამიშვათ.ან თუ მაიცდამაინც უფრო მეტად შემაშინოთ_დავამატე მერე.უფრო სწორედ ჩემმა ენამ ჩემგან დამოუკიდებლად დაამატა.
_ახლა უფრო მეტი რამ დევს სასწორზე._მშვიდად მიპასუხა მან.
_სასწორზე მეტი რამ ჩემი აქ დარჩენით დევს!თუ ხვდები მაინც რომ მთელი ესპანეთის პოლიცია და საქართველოს საელჩო მეძებს?იმას ხვდები რომ ალბათ მსოფლიომაც იცის რომ ესპანეთში ტურისტი უბრალოდ აორთქლდა?!წარმოგიდგენია მაინც რა დაგემართება პირდაპირ შენს ბუნაგში რომ მომაგნებენ?_დავასრულე ჩემი მეტად დამაფიქრებელი და შემაშინებელი გამოსვლა და მატიასის პასუხს დაველოდე.მან კი არც აცია არც აცხელა ხარხარი მორთო
_ოოხ ძვირფასო ჩემთან ესპანეთის პოლიცია და საელჩო კი არა თვით მამაზეციერიც ვერ მოგაგნებს!ასე რომ ტყუილად თავს ნუ დაიიმედებ.იმედგაცრუებამ მწარე ტკივილი იცის._"არა ლიზა...არ დაიჯერო!შენზე ფსიქოლოგიურად ცდილობს იძალადოს.არ აყვე!არ შეგეშინდეს"მამშვიდებდა შინაგანი მე მაგრამ ეჭვის ჭიას უკვე მოესწრო გულში შეძრომა და უმოწყალოდ მღრღნიდა.
_მაგასაც ვნახავთ_ამოვიჩურჩულე ხმაგაპარულმა
_ენდრიუ! თავის ოთახში დააბრუნე._მზერა უფრო ცივი გაუხდა მატიასს და ზურგი მაქცია.ენდრიუ ჩემსკენ წამოვიდა და მკლავში ხელი ჩამავლო თუ არა მაშინვე კივილი მოვრთე.
_არააა!არ შემეხო!ეს ასე არ შეგრჩებათ!ყველაფერს ინანებთ იცოდეთ!გამიშვიით!_ენდრიუ კი წარბშეუხრელად მიმათრევდა როცა მე თავგამოდებით საპირისპირო მხრისკენ ვიწეოდი
_ენა ჩაიგდე!_მთელი ხმით დამიღრიალა მატიასმა და ისე შევხტი გამოცდილ აკრობატს რომ გაუჭირდებოდა.აქ გაწყდა ჩემი გამძლეობისა და უშიშრობის ძაფიც და ყველა ემოცია ერთად რომ ამიმხედრდა,თვალებზე მოწოლილ ცრემლებს დიდი ძალდატანების მიუხედავად ვეღარ შევეწინააღმდეგე და ავტირდი.
_გა..აამი...შვიით.._ამოვიქვითინე და ენდრიუს დანებებული გავყევი.


როგორ მოგწოონთ?



№1 სტუმარი სტუმარი Nako

Zalianac momwons ar shewybito wera kargia

 


№2  offline წევრი sofo_sofia 13

აურაკარგიაა

აურაკარგიაა

 


№3  offline წევრი წერო:)

სტუმარი Nako
Zalianac momwons ar shewybito wera kargia

მადლობა ♡♡♡♡♡

sofo_sofia 13
აურაკარგიაა

აურაკარგიაა


მახარებ ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent