ესპანელი მაფიოზები 1
როგორ მეგონა რომ ერთი ძალიან მხიარული ზაფხული მექნებოდა. მაგრამ ბედი რომ დაგცინის მანდ უკვე ყველაფერი დამთავრებულია. ოცდაოთხი წლის ვარ და ფაქტობრივად იმდენი რაღაც გამოვიარე ოთხმოცი წლისას რომ შეშურდება.გამოცდილება ცხოვრებაში ჩემზე მეტი აქვსო ამას იტყვის. ესპანეთში ვისვენებდი და რა თქმა უნდა აზრადაც არ მომივიდოდა თუ აქაც ასეთ შარში მოვახერხებდი გახვევას.დღით მადრიდის ქუჩების თვალიერება,ღამით კლუბები. სწორედ კლუბიდან დაიწყო ყველაფერი. *** ყველაზე ბნელ კუთხეში ვიჯექი და კოქტეილს ვწრუპავდი.ჩემს უფროს ძმას ირონიული ღიმილით ვუყურებდი რომელიც ესპანელი გოგოს "აგდებას" მთელი ძალებით ცდილობდა.ამ ქართველებს რა ყველგან გვეტყობა რომ ქართველები ვართ.ბოლოს ხელჩაქნეული ისევ მე მომიახლოვდა _რა იყო ძამიკო უარით გამოგისტუმრა? _ჯერჯერობით_თქვა მან და ჩემს გვერდით ჩამოჯდა თავისი ვისკი აიღო და ბოლომდე დაცალა. _წამოდი ვიცეკვოთ_ხმამღალი ენერგიული მუსიკა რომ ჩაირთო სანდრომ ხელი მკლავში მომკიდა და მოცეკვავეებისკენ გამათრია. მეც მეტი რა მინდოდა.მთელი მონდომებით ვეცეკვებოდი ჩემს ძმას.რამდენჯერმე სხვასაც დავაბიჯე ფეხი.აბა როგორ იქნებოდა ლიზა ბერიძე ერთხელ მაინც ყოფილიყო ისე ვინმესთვის არ გადაეარა ან პირიქით აქეთ არ გადაევლოთ. _რომელი საათია? მამიდა გაგვპუტავს გვიან თუ მივედით_გამახსენდა მოულოდნელად და ჩემს ძმას ყურში ჩავკივლე რომ რამე გაეგო.საათზე დაიხედა და ისეთი სახე მიიღო გეგონებოდა ზედ სიკვდილის განაჩენი ამოიკითხაო.მოცეკვავეებს სწრაფად მოვშორდით.სანდროს მივაძახე ორი წუთი საპირფარეშოში შევალ და წავიდეთმეთქი. სწრაფი ნაბიჯებით შევედი და თან საკუთარ თავს ვლანძღავდი დრო რომ ასე გამომეპარა.ჩემი ბუნჩულა მამიდა ახლა ისეთი გაბრაზებული იქნება ღამის სამ საათზე რომ დავადგებით სახლში ალბათ თავისი ხელით დაგვახრჩობს.რომ მოვწესრიგდი საპირფარეშოდან გამოვედი და უნდა წავსულიყავი როცა კაცის გაცეცხლებული ღრიალი მომიესმა. _მოგკლავ!ვერ გადამირჩები!_ბავშვობიდანვე ესპანეთზე ვაბოდებდი და ესპანურიც ვიცოდი. გადასრევად მესმოდა რასაც ამბობდა და ერთადერთი კითხვა რაც თავში მიტრიალებდა ეს იყო "რა ჯანდაბა ვქნა?!"თქვენ იცით რა უნდა ქნათ როცა უცნობი უცნობს სიკვდილით ემუქრება და ამ დროს შენ იქ აღმოჩნდები?მე ამაზე ნამდვილად არ მქონდა ნაფიქრი და იმპულსურად იქ შევაჭერი სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა.გაოცებული,გაკვირვებული და გაბრაზებული მზერაც დავიმსახურე."მაგარი ქენი ლიზა ახლა შენც ნამდვილად ზედ მიგაყოლებენ". _რას აკეთებ?!_ვიკივლე აღშფოთებულმა ესპანურად. კაცი რომელსაც მეორე კაცისთვის დანა კისერზე მიედო ისე მიყურებდა გეგონებოდა პირველყოფილი იყო და არაფერი ენახა.მზერა მომაშორა და ისევ იმ კაცს მიუბრუნდა პერანგის საყელოებით რომ ეჭირა საწყალი.ახლა უკვე ძალიან გავბრაზდი.ასე როგორ შეიძლება?!ჩემი მაინც მოერიდოთ!ესეც შენი ევროპელობა. _ხელი გაუშვი მოკლავ!ასე არ შეიძლება_ვუყვირე უფრო ხმამაღლა და ხელებზე დავეჯაჯგურე.საიდან ამდენი გამბედაობა?მთელი არსებით შევიგრძენი ადრენალინის არსებობის მნიშვნელობა. _თავი დამანებე!_მიღრიალა გაცოფებულმა კაცმა_აქედან გაეთრიე და რაც შენი საქმე არ არის იმაში ცხვირს ნუ ყოფ!_მკლავით მიჯიკა და უკან წავბარბაცდი.მისი ხელებით დაბმულმა მეორე კაცმა კი დრო იხელთა,თავი გაითავისუფლა სახეში ძლიერად სთხლიშა მუშტი და ოთახიდან ელვისსისწრაფით გავარდა. _ამის დედაც..._იყვირა კაცმა გაცეცხლებული მზერა მესროლა და თვითონაც გაეკიდა მაგრამ კარი რომ უნდა გამოეღო ჩაკეტილი დახვდა.გაქცეულს იმდენად ძლიერად მოეჯახუნებინა რომ ჩაკეტილიყო _რა გააკეთე?!_მიყვირა გაცოფებულმა ესპანელმა და ადრენალინმაც ვერ მიშველა ისე გამაკანკალა _რა უნდა გამეკეთებინა?!_ვუკივლე მეც ისე თითქოს არ მეშინოდა არადა ტვინის თითოეული უჯრედი მიკიოდა რომ ჩემზე სასტიკად გაცეცხლებულ მკვლელთან ერთად ოთახში ვიყავი ჩაკეტილი._ადამიანს კლავდი!შენი აზრით დავჯდებოდი და გიყურებდი? _ეს შენი საქმე არ იყო!_იმდენად ხმამაღლა ყვიროდა ყურის ბარაბნები მიფეთქავდა. _როგორ თუ არ იყო?შენ ასეთ სიტუაციას რომ შესწრებოდი ურეაქციოდ ჩაივლიდი? _იქნებდა არ ვკლავდი?ან ღირსი იყო! _აბა დანა რატომ მიადე?გაინტერესებდა თუ მოკვდებოდა?_ღმერთო ლიზა შენ თუ ასე დაიგრძელე ენა დარწმუნებული იყავი იმ კაცზე დაწყებულ საქმეს შენზე დაამთავრებს _ენა ჩაიგდე!_იყვირა შედარებით ხმადაბლა.მადლობა ღმერთს მგონი წყნარდება _ნუ მიყვირი!_ვუკივლე მე_და ეგ კარი გააღე!პოლიციაში გიჩივლებ იცოდე! _რას იზამ?_მკითხა ხმადაბლა ირონიულად.უცნაურია, რომ ღრიალებდა ასე მაშინ არ შემშინებია მშვიდმა ტონმა რომ შემაშინა _გიჩივლებთქო..._ვუთხარი ხმააკანკალებულმა და უკან დახევა დავიწყე რადგან ჩემსკენ სვლა დაიწყო.მთელი სხეული ამიცახცახდა.გული ამოვარდნას მქონდა.კედელს ავეკარი. _მაგასაც ვნახავთ_სახე ახლოს მომიტანა და დაიჩურჩულა.კისერში ტკივილი ვიგრძენი და მერე სიბნელე. დიახ ეს არ უნდა გამეკეთებინა.რატომ ენა არ გამიხმა როცა ვუთხარი პოლიციაში გიჩივლებთქო.ახლა ვდგავარ უცხო,პაწაწინა ოთახში, მივშტერებივარ ჩაკეტილ კარს და წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო.შიშმა გონება დამიბრმავა.თავბრუ მესხმის და ხანდახან თვალების დახუჭვა მჭირდება რომ გავარკვიო რას ვხედავ.კისერში ყრუ ტკივილს ვგრძნობ და საშინლად მოუხერხებელ საწოლზე ვჯდები. გამიტაცა! ღმერთო არა!ახლა რა უნდა გავაკეთო?აუცილებლად მომკლავს!მაგრამ მოკვლა რომ სდომოდა იქვე რატომ არ მომკლავდა?!რაში ვჭირდები?უნდა მაწამოს?არა!მე მომძებნიან!აუცილებლად მიპოვნიან!ესპანეთში ასე უგზოუკვლოდ ვერ დავიკარგები!ტელეფონი მაქვს საერთოდ?ჯიბეებში ტელეფონი უიმედოდ მოვიძებნე მაგრამ ყველა ჯიბე დაცარიელებული მქონდა.ნაკლებს არც ველოდი. ოთახში მიმოვიხედე მაგრამ ფანჯარა არ იყო.შემოსასვლელის გარდა კიდევ ერთი კარი შევნიშნე. მაშინვე მისკენ გავიქეცი გამოვაღე და ტუალეტი აღმოჩნდა.არც აქ იყო პატარა სარკმელიც კი.კარი იმედგაცრუებულმა გამოვიბრახუნე და ისევ საწოლზე ჩამოვჯექი.რამდენი ხანი ვიყავი ასე ვერ ვიტყვი მაგრამ მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა კარზე გასაღების ჩხაკუნი გავიგონე ფეხზე წამოვხტი და კართან ელვისსიწრაფით მივირბინე და ხელი ტუმბოზე დადებულ ლამფას დავავლე და კარის გაღებას დაველოდე. კარი გაიღო და ოთახში საკმაოდ ძლიერი აღნაგობის ბიჭი შემოვიდა ლანგრით ხელში.რაც ძალიდაღონე მქონდა ლამფა მოვიქნიე და კეფაზე გადავამსხვრიე.ჩაიკეცა და ლანგარი დაუვარდა.შიში ვიგრძენი ხომ არ მოვკალითქო მაგრამ მაშინვე უკუვაგდე.ლამფის ჩარტყმით არაფრით არ მოკვდებოდა.სასწრაფოდ ამოვუღე ქამრიდან იარაღი და დერეფანში გავიქეცი.როგორ მოვახერხე ამდენი არ ვიცი.ეტყობა თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაირთო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.