შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(13)


26-12-2019, 18:44
ავტორი Kathara
ნანახია 1 826

-მოდი ცალკე ვილაპარაკოთ.-მშვიდად მიუგო საბამ.
-კარგი.-თიკამ გარშემო უხეხულად მიიხედ-მოიხედა და საბას ოთახში გაჰყვა.
-ახლა კი ამიხსენი ყველაფერი.-საბამ მკაცრად შეხედა გოგონას.
-მგონი ძალიან კარგად იცი რატომაც ვარ აქ, ლიზას დაქალი ვარ და სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობ.-უხეშად უპასუხა.
-მინდა რომ წახვიდე.-თიკასთვის ეს მოულოდნელი იყო.
-უკაცრავად.-გამვირვებით შეხედა.
-რაც გაიგე ის, ან მე წავალ, მგონი დიდად არც შენ გსურს ჩემთან ერთად ყოფნა და არ მინდა საღამო ჩავუშხამო.
-შეგიძლია წახვიდე მე არსად არ მივდივარ, კარგად ბრძანდებოდეთ.-ბოლოს ეს უთხრა და კარები გაიხურა.
-ღმერთო რა დავაშავე ამის ფასი.-უკან მიყვა საბაც.
-მე უნდა წავიდე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ხვალ დილიდან თქვენთან ვიქნები.-საბამ ქურთუკი მოიცვა და არავის დააცადა რამის თქმა პირდაპირ გავარდა.
-რა ეტაკა ამ ბიჭს?-ლუკამ გაკვირვებით შეხედა თიკას.
-მე ნუ მიყურებთ, რაც არ არის საჭირო ის არ უნდა იცოდეთ.-თიკამ ამ სიტყვების თქმის შემდეგ გაიზარა რაც თქვა.
-ასეთი რა არ უნდა ვიცოდეთ.-უკვე ლიზასაც უკვირდა ეს ყველაფერი.
ერთი ორი საათი შემდეგ თიკაც წავიდა, მთელი საღამო უხასიათოდ იყო და სულ ძალით იცინოდა ხოლმე, არ უნდოდა საღამო გარფუჭებინა და ცუდად ყოფნა მოიმიზეზა.
-კარგით აბა ხვალ გნახავთ, თუ რამე დაგჭირდეთ თქვენ გვერდით ვარ.
-მადლობა თიკა და გაცილება მართლა არ გინდა?-თავაზიანობა გამოიჩინა თოკომ.
-არ მადლობა მაინც აქვე ვცხოვრობ და სუფთა ჰაერზე გავივლი.
-კაი რადგანც ასე გსურს.
ყველას დაემშვიდობა და გაუდგა სახლის გზას.


***
-ქალბატონი თიკა სად მიბრძანდებით.-მოულოდნელად სიბნელელეში გამოჩნდა გოგონასთვის ნაცნობი სახე.
-შენი თავი მართლა არ მაქვს, მოდი თავი დამანებე რა.-უხეშად უპასუხა და გვერდი ისე აურა არც კი შეუხედავს.
-რატომ საბამ ნახვამ დაგვრთგუნაო.-ირონიულად გაეცინა ბიჭს.
-შენი თვალთვალიღა მაკლდა.-თვალები გადაატრიალა თიკამ.
-მომისმინე გოგო, მოთმინების ფიალა მევსება, საბას მეორედ შენს გვერდით დავინახავ და საფლავს შენ თვითონ გაუთხრი.-კედელზე ისე მიარნაცხა გოგო რომ თავი მიარტა და სისხლი წამოივიდა.
-ხელი გამიშვი მტკივ.-ცრემლებს ძლივს იკავებდა.
-სულ ფეხებზე გასაგებია რაც გითხარი.-ბოლო ხმაზე იღრიალა.
-შენი საქმე არ არის მე ვის გვერდით ვიქნები, ხო იცი პოლიცია ისედაც გითვალთვალებს, ერთი ჩემი სიტყვა და ციხეში ამოყოფ თავს.
-მე თუ ციხეში მოვხვდი ხომ იცი შენს ხმას რაც მოუვა.
-, ხელი გამიშვი, მეორედ ჩემთან მომარება აღარ გაბედო.
-მასე ნუ მელაპარაკები თორემ ხო იცი ყველაფრის გამკეთებელი ვარ.
-ხელი გაუშვი დროზე.-ნაცნობი ხმა ჩაესმა გოგოს ყურში.
-ბატონი საბაც შემოგვიერთდა.-თიკას ხელი უშვა ახლა კი საბას მიუბრუნდა.
-, გოგოს ხელი როგორ დააკარე.-ერთ წამში გასვიანმა(საბა) ბიჭი ძირს გააგორა.
-შენი დედა, ვატყობ ჭკუის სწავლა გეირდება.-ფეხზე წამოვარდა, ერი მუშტი გასვიანსაც უთავაზა მაგრამ აიცილა, თიკა ცდილობა გაეშველებინა მაგრამ ამაოდ, საბამ ბიჭი ძირს მოიქცია და განუწყვეტლივ ურტავდა.
-საბა გთხოვ შეეშვი მოკვდება.-ბოლო ხმაზე ყვიროდა გოგო, როგორც იქნა გასვიანი გონს მოვიდა, თიკას მიუბრუნდა და გულში ჩაიკრა.
-დამშვიდი ყველაფერი მორჩა, ხომ არაფერი დაგიშავა.-თიკამ თავზე მოიკიდა ხელი, ხელზე კი სისხლი შერჩა.
-მოდი მაჩვენე.-საბამ ჭრილობა უნახა.-ღრმა ჭრილობა არ არის, წამოდი სახლში წაგიყვან და დაგიმუშავებ.-თიკაც დაემორჩილა და მანქანაში ჩაჯდა.
მთელი გზა ჩუმად იყვნენ, თიკას არაფრის თავი არ ქონდა, საბას კი ლაპარაკი არ უნდოდა.
-აი მოვედით.-მანქანა გააჩერა.
-შეგეძლო ჩემთან წაგეყვანე.-უსაყვედუტა გოგომ.
-შენ სულ პრეტენზიას რატო უნდა გამოთქვამდე.-ბიჭმა უხეშად მიუგო.
-და შენ სულ რატომ უნდა ეუხეშობდე, აი სწორედ მაგ უხეშობის გამო მოხდა ეს ყველაფერი და ამიტომ ვართ ახლა ასე ერთმანეთისთვის.
-ანუ მარტო მე ვარ დამნაშავე და შენ არაფერი არ დაგიდავებია.
-მგონი შუა ქუჩაში ჩხუბს სახლში შევიდეთ სჯობს.-როგორც იქნა თიკა მაინც მიხვდა.
-მიბრძანდით ქალბატონო.-კარები ფართოდ გააღო.
-შენ რა არაფერი არ შეგიცვლია? ისევ ისეთია როგორც მახსოვს.-გოგომ სახლი დაათვალიერა.
-დაგავიწყდა რომ ამერიკაში ვცხოვრობდო ეს ბოლო წლები.
-კაი ხო, იმედია რამე მაინც იყიდე რომ ჩამოხვედი თორემ მშია.
-მოდი ჯერ ჭლირობას დაგიმუშავებ.-მისაღებში გავიდნენ.
-იცოდე არ მატკინო თორემ ვერ გადამირჩები.
-თიკა დაოკდი ნუ წიკვინებ უკვე თავი ამხადე, სჯობდა გარეთ დამეტოვებინე.
-როგორი კარგი მასპინძელი ხარ.-ირონიულად გაუღიმა ბიჭს.
-აუ მეტკინა, ცოტა ფრთხილად.
-ბოდიშით თქვენი აღმატებულებავ, მოვრჩი.
-მადლობა.
-ჰოი საოცრებავ, სიცხე ხომ არ გაქვს შენ რა მადლობა მითხარი.-ბიჭმა დამცინავად შეხედა.
-ჰაჰაჰა გავიცინოთ?-თვალები აატრიალა გოგომ.
-კი აუცილებლად თორემ მეწყინება.
-კაი ხო სახლში არ წამიყვან?
-დღეს აქ რჩები.
-კიდე რა გინდა.
-აბა მე არ წაგიყვან სახლში, მარტო მგონი კიდე რამეს მოიწევ.
-ხო კაი კაი ოღონდ რამე მაჭამე.
-მგონი იცი სადაც არის სამზარეულო შეგიძლია მიხვიდე და ჭამო რაც გინდა.-ბოლოს ეს უთხრა და საძინებელში შევიდა.
-თავხედი.-ჩაილაპარაკა თიკამ.
-მესმიისს.-ოთახიდან გამოსძახა ბიჭმა.
თიკამ დააიგნორა და სამზარეულოში გავიდა, ცოტა ხანში კი ყავით ხელში და სენდვიჩით დაბრუნდა.
-ნეტავ სად აქვს ამ ბიჭს ტელევიზორის პულტი.-თავისთვის ბუტბუდებდა გოგო.
-აჰა როგორც იქნა ვნახე.-კარგად მოკალთადა და დიდ ეკრანს დაუწყო ცქერა.
-ოჰ ქალბატონი მოკალათებულა.-ოთახიდან გამოვიდა საბა.-აუ მეც მინდა სენდვიჩი, მიდი გთხოვ გამიკეთე.
-იცი სადაც არის სამზარეულო, დადექი და გაიკეთე.-არც კი შეუხედავს ბიჭისთვის ისე უპასუხა.
-მასე არ გამოვა.-საბამ ხელიდან ააცალა.
-აე რას აკეთებ მომეცი უკან.-ფეხზე წამოფრინდა გოგო.
-კაი რა ერთი ხომ გაქვს ისედაც ერთი ეს მე მომეცი.-საწყალი თვალებით შეხედა.
-აუ შემეშვი რა საერთოდ.-ხელი დასტაცა ყავას და თეფშს და ოთახში შეიკეტა.
-კაი რა ნუ იბუტები გამოდი გარეთ.-უკან დაედევნა საბაც.
-არა შემეშვი, ნუ მაწუხებ უნდა დავიძინო.
-კაი ტელეფონის პაროლი როგორც ჩანს არ შეგიცვლია.-ეშმაკურად გაიღიმა ბიჭმა.
-ჯანდაბა.-გაიფიქრა თიკამ.-მომეცუ ტელეფონი.-კარები გამოგლიჯა გოგომ.
-რა სულელი ხარ ტელეფონი ოთახში გაქვს.-გადაიხარხარა საბამ.
-ვერ გიტან.-კარების დახურვა სცადა.
-ხო? რაღაც ძალიან მეეჭვება.-კედელზე მიაწება საბამ.
-ხო მართლა რა იყო არ გჯერა? აქამდე კარგად იჯერებდი.-თვალებშუ უყურებდა უტეხად.
-მაგაზე საუბარი არ გვინდა.-თვალი აარიდა გოგოს.
-რატო, ხომ არ გაგახსენდა ძველი დრო, როგორ არაკაცურად მოიქეცი, ვიღაც კახპას სიტყვებს რო მიენდე.-ბოლო ხმაზე უკივოდა თიკა.
-კაი გთხოვ დაწყნარდი.
-და მაშინ მე რო გთხოვდი დამშვიდებას რატო არ წყნარდებოდი, რა გონია ის ყველაფერი ასე ადვილად დავივიწყე? შენ არ გგავარ ყველაფერი ფეხევზე რო დავიკიდო, იმ დღის შემდეგ როგორ ვიყავი არც კი გიკითხავს, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა, მასეთ შეცდომას მეორეთ აღარ დავუშვებ.-ოთახში შესვლა დააპირა თიკამ, თორემ უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
-ისევ მიყვარხარ, ბევრი ვეცადე მაგრამ მაინც ვერ დაგივიწყე, როცა მივხვდი თუ რა შეცდომა დავუშვი უკვრ ძალიან გვიანი იყო, ვინმემ რომ მკითხოს რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო, იმ დღის წაშლას ვისურვებდი.-საბა თიკას მიუახლოვდა.
-მაგის გაკეთება რომ გდომებოდა არ გაიქცეოდი და არ მიმატოვებდი.
-და შენი დაბრუნება რომ ვცადო რამე შანსი მაქვს?
-უკვე სასაცილოდაც არ მყოფნის შენი სიტყვები.
-მიყვარხარ.-თიკას უკნიდან მიუახლოვდა თავისკენ შეიტრიალა და მის ტუჩებს დაეწაფა, გოგომ შეეუნააღმდეგება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, იმ წამს მივხდა თუ როგორ მონატრებია.
-ეს ყველაფერი თანხმობად მივიღო?- თიკამ მარტო თავი დაუქნია მეტი ვერაფერი ვერ გააკეთა, საბამ გულში ჩაიკრო:
-სიცოცხელეზე მეტად მიყვარხარ.
-მეც.



№1  offline წევრი sofo_sofia 13

ცოტამალედადეხოლმე ...

 


№2  offline წევრი Kathara

sofo_sofia 13
ცოტამალედადეხოლმე ...

ყველანაირად ვეცდები

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზი

ძალიან მაგარია
შემდეგი თავი მალე დადე რააა❤️????

 


№4  offline წევრი Kathara

სტუმარი ლიზი
ძალიან მაგარია
შემდეგი თავი მალე დადე რააა❤️????

მადლობა ყველანაირად ვეცდები♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent