შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ირონია (თავი 1)


27-12-2019, 01:41
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 2 901

დილით ჯერ კიდევ ბურანში მყოფს თავზე ძვირფასი ლიზა მახტება, რომელიც სიხარულით მამცნობს თავისი საყვარელი ბიძაშვილის საფრანგეთიდან დაბრუნებას, არ ვუსმენ, უფრო ვერ ვუსმენ, რადგან მძინავს, თანაც ფინალური გამოცდები გუშინ დავასრულე, ვიფიქრე კარგად გამოვიძინებთქო, მაგრამ ვინ გაცდის, ბომბი რომ აგიფეთქდება და თავს რომ ბალიშიდან წამოყოფ, მაინც, რომ ვერ ხვდები რა ხდება ან რა მოხდა, აი მაგ სახით წამოვჯექი საწოლზე და ლიზას რომელიც ძალიან ბედნიერი ჩანდა გაშტერებული ვუყურებდი,არა განა მისი ბედნიერება მიკვირდა,უბრალოდ მეძინა და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა
-თაკაა-ლიზას ხელი თვალების წინ მიფრიალებს, ისევ გაშტერებული ვუყურებ,უბრალოდ ხმის ამოღება მეზარება, საათს შევხედე და ჯერ მხოლოდ 8საათი იყო
-მოგკლავ - დავემუქრე ლიზას და ისევ ბალიშს დავუბრუნდი
-თაკა ჩემი ბიძაშვილი ხომ გახსოვს? აი ის სიმპათიური სულ რომ გეღადავებოდა და მაგის გამო ნაწყენი სულ რომ სახლში მირბოდი ხოლმე
გონებაში ალექსანდრე წარმოვიდგინე, რომელმაც მინდა ვთქვა ნამდილად გამიმწარა ბავშვობა¬
-მახსოვს მერე -სრულიად უემოციომ ამოვძახე ბალიშიდან
-ეგ ჩამოდის გოგოოო, რამდენიმე საათში აქ იქნება -ისევ აცქმუტუნდა ლიზა
-მერე რაა
-მერე ის, რომ აეროპორტში უნდა გამომყვეე დიდი ხანია აქ არ ყოფილა და სახლამდე ვერ მოაგნებს თან რაც მალე ვნახავ მით უკეთესი
-შენ გინდა,რომ იმ დეგენერატის დასახვედრად გამოგყვე? -ისევ წამოვდექი საწოლიდან
ლიზამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
-შანსი არ გაქვს, მთელი ბავშვობა, რომ მაწამებდა ეგ არ ეყო ხო, ახლა გინდა დავხვდე კიდევაც
-ხო მაგრამ ეგ ძალიან ძალიან ადრე იყოო, დამიჯერე არ ემახსოვრება


-ვერ გიტან - ვუთხარი ლიზას და ტაქსში ჩავსხედით,რომელიც აეროპორტში წაგვიყვანდა
-დამიჯერე არაფერი ემახსოვრება და ჯობია შენც დაივიწყო, ის ჩემი ბიძაშვილია შენ კი ჩემი საუკეთესო დაქალი და ძაან ცუდ სიტუაციაში მაგდებდით მაშინაც და ახლაც თუ კი გაიხსენებთ რამეს
-ურჩევნია მიფრთხილდეს, თორემ რამე ზედმეტი ისევ, რომ მითხრას თმას დავაცლი სათითაოდ -ისევ ვიმუქრებოდი და ასე მუქარით მივედით აეროპორტში

‘’ახლა ელოდე, როდის ჩამოვა’’გავიფიქრე თუ არა ჩემს გვერდით მდგომი ლიზას კივილი ერთი იყო, გავიხედე თუ არა ლიზა ვიღაცაზე იყო შემოხვეული და გონებამ ჩამძახა რომ დაიწყო

-ალექსს თაკა გახსოვს? - ხვევნა პროშნის შემდეგ, ინება ორივემ და ყურადღება მომაქციეს
-თაკა, თაკა არ მახსოვსს -დიდ ხნიანი ფიქრის შემდეგ, ამოღერღა
ლიზამ ‘’ხომ გეუბნებოდი’’ სახე მიიღო და გამარჯვებულმა გამიღიმა
-მაშინ ეხლა გაიცანი, ჩემი საუკეთესო დაქალია
-სასიამოვნოა -ხელი გამომიწოდა და ისეთი ირონიული სახით ჩამოვართვი ხელი გამიკვირდა ვინმემ პირდაპირ ოსკარის დაჯილდოებაზე რომ არ გამაქანა.
აეროპორტიდან გავედით თუ არა, ლიზა წინ წავიდა ტაქსის მძღოლთან, მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი მხარზე ალექსანდრეს შეხება, რომ ვიგრძენი და შემდეგ მისი ირონიული სიტყვები
-ახლა უფრო ლამაზი და სექსუალური ხარ, თან ამ კაბაში ვიდრე, მაშინ, როცა უბანში პატარა ბავშვებთნ ერთად დარბოდი -მითხრა თუ არა ლიზას გაუღიმა და მანქანის წინა სავარძელზე ადგილი დაიკავა, უკან ვიჯექი და ნერვიულობისგან ხმასაც კი არ ვიღებდი, არ მინდოდა იმ დამცირების და ჩაგვრის გახსენება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მისგან განვიცდიდი, მაგრამ ამ ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებდი, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ მათ წინაშე არ ავტირებულიყავი. ლიზამ ყველაფერი იცოდა, ამის გამო, არაერთხელ მოსვლია ალექსანდრესთან ჩხუბი, მაგრამ ბიძაშვილი უკვე დიდი ხანი იყო რაც არ ენახა და მის ამ სითბოს, რომელსაც ახლა ალექსანდრეს გადასცემდა ამის გამო ვერ გავამტყუნებდი.
პირველი მე მიმიყვანეს სახლამდე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს ვცხოვრობდით ერთამენთთან. ამდენი წლის შემდეგ, ამ უბანში ალექსანდრესთან ერთად პირველად ვიყავი და თითქოს უფრო მეტად შემომიტია წარსულის ტკივილმა, მანქანიდან გადმოსულს ოდნავ ნიავმა დამიბერა და ვეცადე ფილტვები მაქსიმალურად ამევსო ჰაერით. ლიზას ძლივს დავემშვიდობე და სახლში ავედი, მარტო ვიყავი, მშობლები სამსახურში იყვნენ. ოთახში შევედი და სარკეში ჩემს თავს დავაკვირდი.
დაახლოებით 13 წლის ვიქნებოდი, როდესაც ჩვენს უბანში ალექსანდრე პირველად შემხვდა, ჩემზე 3 წლით დიდია და შესაბამისად, მაშინ 16 წლის იყო. არასოდეს მიყვარდა ჩხუბი და კამათი, ყოველთვის წყნარი საუბარი და ასე მოგვარება მერჩივნა, მაგრამ როდესააც ალექსანდრე პირველად გავიცანი იქიდან მოყოლებული სანამ, საფრანგეთში წავიდოდა, მუდმივად ვგრძნობდი მისგან დამცინავ და აგდებულ ტონს, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავაანალიზე. ლიზა ჩემზე ორი წლით დიდია და მაშინ ჩემზე მეტს ხვდებოდა, ამიტომ როდესაც ალექსანდრეს ქცევებს მიხვდა მაშინვე ჩხუბი დაუწყო, საკუთარი თავის დაცვა არ შემეძლო, რადგან ყოველთვის დედა იყო ჩემს გვერდით და მასზე დამოკიდებული ვიყავი და როდესაც ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მშობლებს ამას ვერ ვეტყოდი, უბრალოდ ვერ ვეტყოდი, დღემდე ასე ვარ, ჩემს პირად პრობლემებს თუ რა მაწახუბეს სინამდვილეში და ა.შ ვერ ვუზიარებ, იმიტომ კი არა, რომ არ ვენდობი ან რამე, უბრალოდ მიზეზი მეც არ ვიცი, რაღაც დაბრკოლებაა ჩვენს შორის, რომელსაც, მგონია, რომ ვერასოდეს ვერ გადავაბიჯებ. დაახლოებით 2 წელი გრძლედებოდა ალექსანდრეს მხრიდან მსგავსი საქციელი, ბოლოს უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი, ყველაფერი მესმოდა და ვიგებდი რასაც ამბობდა, მაგრამ თავს ვაჩვენებდი, რომ თითქოს არ მესმოდა, ასე უფრო მშვიდად ვიყავი ‘’ვითომ’’, მერე კი, წავიდა საფრანგეთში და თითქოს აქ დასრულდა ყველაფერი, სკოლის დამთავრებისას ნელ-ნელა უფრო აქტიური გავხდი, ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან დამემყარებინა კონტაქტი, რომ ჩემი ჩაკეტილი ბუნებისთვის რამე მომეხერხებინა, ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, 2 საათით სარკის წინ გაშეშებულმა დგომამ, ფეხები საშინლად მატკინა, ამიტომ საწოლზე გადავწექი და ტელეფონს ვუპასუხე.
-თაკა
-გისმენ ლიზაა
-გამოდი რა ჩემთნ, დანარჩენებიც აქ არიან, ალექსანდრეს ჩამოსვლას აღვნიშნავთ
ხანდახან მეც მიკვირდა,თუ როგორ არ იმჩნევდა ჩემს დამოკიდებულებას ალექსანდრე მიმართ, მაგრამ ლიზა ჩემზე გულიბრყვილო იყო, იმის მიუხედავად, რომ ბევრად თამამი და გაბედული გახლდათ, ალბათ, ამიტომ დაიჯერა, რომ ალესანდრეს არ ვახსოვდი, მე კიდევ არ მინდოდა მათი ურთიერთობა დაძაბული გამხდარიყო, ამიტომ თავის ტკივილი მოვიმიზეზე და გავუთიშე.
ზაფხული იყო, რამდენიმე დღეში გამოცდის პასუხებს გავიგებდი და შემდეგ, სადმე წავიდოდი დასასვენებლად, თორემ მთელი ერთ წლიანი სწავლა ძალიან დამღლელი იყო.
საღამოს, ცოტა გრილი ჰაერი იყო და შეიძლება ეწვიმა კიდევაც, ამიტომ სასწრაფოდ ავიღე ჩანთა და გარეთ გავედი, რადგან ვგიჟდებოდი ასეთ ამინდზე, უბრალოდ ჩემი ამინდი იყო, მეტი არაფერი, ქუჩაში ძალიან ცოტა ხალხი იყო, რაც ძალიან მახარებდა და კიდევ და კიდევ უფრო ბედნიერი მივუყვებოდი ქუჩას, სანამ ერთ-ერთი სადარბაზოდან გამოსულ ალექსანდრე კინაღამ არ შევასკდი
-თაკა? -კითხვის ნიშნის თვალებით შემომხედა - აქ რას აკეთებ?
-ვსეირნობ -როგორც იქნა ამოვიღე ხმა და ვუთხარი
-აჰჰ - თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა - შენ ხომ გიყვარს ასეთი ამინდი -თავდაჯერებულმა შემომხედა
-მერე?
-არაფერი -მხრები აიჩეჩა
წასვლას ვაპირებდი, რადგან მასთან გაჩერება არ მინდოდა, უბრალოდ გულს მირევდა ეს პიროვნება, როცა ხელით გამაჩერა
-არ მინდა ასე ვხვდებოდე ლიზას საუკეთესო დაქალს
-აბა როგორ გინდა? სიხარულით შეგხვდე ხოლმე?
-უარს არ ვიტყოდი, მაგ უჟმურ სახეს მაინც აჯობებდა
-შეგიძლია უბრალოდ არ შემომხედო და ქუჩაში თუ შემხვდები გვერდი ამიარო
-მოიცადე - ისევ ხელით გამაჩერა - ასე იმის გამო იქცევი, რაც ბავშვობაში გაგიკეთე?
-რატომ გიკვირს? რა გეგონა, რომ როცა შემხვდებოდი სიხარულით ყელზე ჩამოგეკიდებოდი?
-მოიცა რა, ლაპარაკი ისწავლე? -ისევ ეს ირონია
-შემეშვი რა, ისევ იმ ადამიანად დარჩენილხარ, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია, ლიჟბი თავისი გაისწოროს, არაფერი გადარდებს შენ, არც სიყვარული იცი, არც პატივისცემა და არც თბილად მოპყრობა -ვუთხარი და სასწრაფოდ გამოვეცალე, როცა მივხვდი, რომ საკმაო მანძილი გამოვიარე ნაბიჯს შევუნელე, ყელში მომდგარი ცრემლები ჩავლყაპე, რამდენიმე წვიმის წვეთი ვიგრძენი მოშიშვლებულ მკლავებზე და თითქოს მომხდარი დავივიწყე, ისე განვაგრძე გზა.

სახლში მისულს დათო და მაიკო შინ დამხვდნენ, ორივე ძალიან დაღლილი იყო, თუმცა მაინც ცდილობდნენ ერთამენთის გამხიარულებას
-გამარჯობაა - მისაღებში მათთან ერთად დივანზე ჩამოვჯექი
-აბა როგორ ხარ?
-კარგად მა, შენ?
-დაღლილი, მაგრამ მაინც კარგად ვარ, დილით ლიზა, რომ შემოგივარდა ოთახში თავისი ბიძაშვილის დასახვედრად მაგ ბიჭს იცნობ? -ინტერესით დამაკვირდა და დედას მოდუღებული ყავა დალია
-არც ისე, ძალიან ადრე ვიცნობდი, სანამ წავიდოდა, თითქმის არც კი მახსოვდა -ძლივს ამოვღერღე სიტყვები
-მამამის ძალიან კარგად ვიცნობ, საფრნგეთშიც იყო წასული, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით, რადგან შვილი დაუბრუნდა და ჩამოვიდა, ვფიქრობ, ხომ არ დავპატიჟო ჩვენთან? -მამამ დედას გახედა
-ცუდი არ იქნებოდა -დედამ უპასუხა
-მგონი არ ღირს, იმდენად კარგად მაინც არ ვიცნობთ -ვთქვი და მთელი გულისყურით ველოდი მამას პასუხს
-არაუშავს, მე ირაკლის კარგად ვიცნობ თან თქვენც დაახლოვდებით ეგ პრობლემა არაა, ახლავე დავურეკავ და ხვალისთვის დავპატიჟებ -მამა ისე ადგა და გავიდა, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე

ლიზას და ჩემი ოჯახი ძალიან დიდი ხანია, რაც ერთმანეთთან მეგობრობენ, მე და ლიზამ მათგან გავიცანით ერთმანეთი, ირაკლი ალბათ ლიზას მამისგან გაიცნო, რომელიც უკვე დიდიხანია რაც საზღვარგარეთაა. ძალიან არ მინდოდა ალექსანდრეს კიდევ ერთხელ ნახვა თანაც ჩემს სახლში, როგორმე თავი უნდა დამეღწია და იმ დროისთვის სახლიდან გავსულიყავი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, რაც ჩემს მშობლებს დაარწმუნებდა, ამიტომ ‘’საქმე’’ ხვალისთვის გადავდე და დასაძინებლად დავწექი.

მეორე დღეს, შაბათს მაიკოს ხმაურმა გამაღვიძა და მეორედ დაძინება, რომ არ გამომივიდა ავდექი, ძალიან ნევრბე მოშლილი ვიყავი, რადგან ამ ორი დღის მანძილზე ძილი არავინ მაცადა
-მაიკო რა ხდება?
-ოჰ, გვიკადრე და გაიღვიძე? -სამზარეულოში შესული დარწმუნებული არ ვარ, რომ სამზარეულოში ვარ, იმდენად არეულია ყველაფერი
-კიდევ დიდხანს დავიძინებდი, რომ არა ეს ხმაური
-არაუშავს, არაფერი მოგივა, უბრალოდ დამეხმარე, საღამომდე ყველაფერი უნდა მოვასწრო
-საღამოს რა ხდება?-ვკითხე და ყავ ფინჯანში დავისხი
-ირაკლი და ალექსანდრე უნდა გვესტუმრონ, დაგავიწყდა გუშინ მამაშენმა, რომ დაპატიჟა?
გუშინდელი ამბავი გამახსენდა, ისიც გამახსენდა, რომ ‘’თავის დასაღწევი’’ გზა არ მქონდა მოფიქრებული, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედი
-დღეს მე არ ვიქნები სახლში -პირდაპირ მივახალე დედაჩემს
-როგორ არა, იქნები -გაკვირვებულმა შემომხედა
-ვერა დედა, არ მინდა მათი დახვედრა და ზოგადად, სტუმრები, დასვნება მინდა,ძალიან დაღლილი ვარ
-ხო მაგრამ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს, უბრალოდ მაგიდასთან დაჯდები შეჭამ და გამოელაპარაკები, ძალიან კარგი ბიჭია, ყველა აქებს, ყველასეხმარება როგრც შეუძლია.
‘’ეჰ,დედაჩმო, რომ მოგიყვე რასაც მიკეთებდა, მერე ვნახავდით, როგორ მოგეწონებოდა ალექსანდრე’’ -გავიფიქრე და დედაჩემს მობეზრებულად გავუღიმე, ისევ საძინებელში ავედი და ლიზას მივწერე
-‘’დღეს ალექსანდრე ჩემთან სტუმრად მოდის’’
-‘’ვიცი, წეღან ირაკლი იყო ჩემთან და მითხრა, არაფერი ახსოვს, გუშინაც ვკითხე, შეგიძლია თავისუფლად იყო და არც არაფერი გაიხსენო ბავშვობიდან’’
-‘’რამეს ვიზავ’’
ლიზასთნ გაქცევა და იქ თავის შეფარება გამორიცხული იყო, სხვა განსაკუთრებული მეგობარი ისეთი არავინ მყავდა, რომ საღამოს 7ზე მასთან მივსულიყავი და უკიდურეს შემთხვევაში დავრჩეილიყავი კიდევაც, ასე, რომ უბრალოდ მარტო სადმეუნდა წავსულიყავი, არ მკითხოთ მთელი დღე, როგორ გავატარე, როგორც იქნა დრო გავიყვანე საღამომდე და სტუმრების მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე სახლიდან გასვლას ვაპირებდი მაიკომ სამზარეულოდან, რომ გამომძახა
-თაკა მოდი რა დამეხმარეე
სამზარეულოში შევედი დედაჩემს გემრიელი საჭმელი მისაღებში გაშლილ სუფრასთან მიჰქონდა, ისეთი გართული იყო თავის საქმეში, რომ ჩემი ტანსაცმელი ვერ შენიშნა,ამიტომ არაფრის თქმას აღარ ვაპირებდი, როგორც კი შევძლებდი, მაშინვე წავიდოდი. 20 წუთი კიდევ ვერ გამოვაღწიე სახლიდა, ამასობაში მამამ ირაკლი შემოიპატიჟა სახლში, გამაცნო და გავიცანი, ალექსანდრესგან განსხვავებით ძალიან თბილი და მოსიყვარულე კაცი იყო, არ მესმის ასეთ ადამიანს ალექსანდრესნაირი შვილი, როგორ უნდა ჰყოლოდა?
გამიხარდა ალექსანდრე მასთან ერთად, რომ არ იყო და ერთ მომენტში ალექსანდრეს მოსვლაც გამოვრიცხე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ წასვლა მაინც გადავწყვიტე, ჩემი მშობლები სტუმართან ერთად უკვე მიუსხდნენ სუფრას, ამიტომ გაპარვასაც შევძლებდი და ის იყო კარები უნდა გამეხსნა, წინ ალექსანდრე, რომ ამესვეტა, რომელსაც ზარზე ჰქონდა თითი
-არ მეგონა ასე თუ ელოდი ჩემს მოსვლას
-მაშინ, ვწუხვარ, რადგან იმედი უნდა გაგიცრუო, შენს დასახვედრად არა, მაგრამ წასასვლელად მოვემზადე, შეგიძლია შეხვიდე მე კიდევ დაგტოვებთ -გავუღიმე და გასვლას ვაპირბდი, როდესაც ზურგს უკან დედაჩემი გამომეცხადა
-ალექსანდრე შვილო,როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი
-დიდი მადლობა ქალბატონო მაია
დედამ ალექსანდრე მიიპატიჟა, სანამ მისაღებ ოთახში შევიდოდა საყვედურით სავსე თვალებით შემომხედა, მორჩა ვეღარ გავიპარებოდი. იქამდე არ შევიდა მისაღებში,სანამ ჩანთა არ დავდე და სუფრას არ მივუჯექი
-ესეც ასე, რადგან თაკაც და ალექსანდრეც აქ არიან მინდა მათი სადღეგრძელო შევსვა -დაიწყო მამამ და მერე ბლა ბლა,როგორც იქნა ამდენი დალოცვის შემდეგ, დალიეს სასმისი და ამოვისუნთქე, მაგრამ უარესი დაიწყო, როცა ალექსანდრესი და ჩემი ცხოვრებს განხილვა დაიწყეს.
-ალექსანდრემ სწავლა ახლახანს დაასრულა საფრანგეთში და ვფიქრობ ჩემი ბიზნესი მას ჩავაბარო, მგონია, რომ შესანიშნავად გაუძღვება -ირაკლი თავის შვილს მხარზე ხელი დაადო საპასუხოდ კი ალექსანდრე გაუღიმა
-ნუ ღელავ ირაკლი, იმედებს არ გაგიცრუებს დარწმუენბული ვარ -მამაჩემმა მხარი აუბა და უკვე გაუსაძლისი ხდებოდ ალექსანდრეს ამდენი ქება, არ მესმოდა, როგორ ვერ ხვდებოდნენ თუ ვინ იყო სინამდვილეში.
-თაკა შენ რას საქმიანობ? -ასე უცებ ჩემზე გადმორთვა და ირაკლის ეს კითხვა მოულოდნელი იყო, ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული
-ბიზნეს-ადმინისტრირებაზე ვსწავლობ, მომავალ წელს მაგისტრატურას გავივლი და შემდეგ სამსახურის ძებნასაც დავიწყებ
-შესანიშნვია, წარმატეტებს გისურვებ -ჩემს ქებას დედაჩემმაც დაურთო ბევრი რამ რამაც მათ თვალში საერთოდ ამამაღლა, არ მიყვარდა ასეთი სიტუაციები, ცოტახანში ყველა თავის თეფშს დაუბრუნდა, მე კიდევ აექსანდრე მზერას ვგრძნობდი და თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, ამიტომ რაღაც მოვიმიზეზე და ოთახში ავედი, აღარ შემეძლო უკვე ამ თამაშის ყურება, ვეღარ გავუძლებდი, საწოლზე ჩამოვჯექი და ჩემი თავის გალანძღვა დავიწყე, რომ დროულად ვერ შევძელი ჩემი თავის დაცვა, ხმის ამოღება და ყველასთვის საკადრისი პასუხის გაცემა, ახლა ძალიან გვიანი იყო რაიმეს გამოსწორებისთვის. ფანჯარასთან მივედი, ზაფხული იყო და უკვე მეორე დღეა რაც წვიმს, კარებზე კაკუნის ხმა გავიგე
-დედა ჩამოვალ ეხლავე
კარი გაიღო და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვიღაც შემოვიდა, მისკენ შევტრიალდი დედაჩემი მეგონა და ალექსანდრე წავაწყდი
-აქ რას აკეთებ? -ჩემს თავზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე ალექსანდრესთან ჩხუბი
-საპირფარეშოს ვეძებდი
-იმედია ხვდები, რომ საპირფარეშო არაა აქ და შეგიძლია გახვიდე -ისევ ფანჯრისკენ მივბრუნდი და თან ველოდებოდი როდის გავიდოდა, თუმცა ამის ნაცვლად სწრაფი ბრუნი და ალექსანდრეს სიახლოვე ვიგრძენი, აშკარად ძალიან ახლოს იდგა ჩემთან
-არ მოგცემ უფლებას, რომ ასე უხეშად მელაპარაკო-ხელს მაჯაზე ძლიერად მიჭერდა, მგონი ვერც კი გრძნობდა, სამაგიეროდ მე მტკიოდა უკვე ძალიან
-ხელი გამიშვი და ნუ მასწავლი, როგორ უნდა გელაპარაკო
-გირჩევნია ცოტა დაჭკვიანდე, თორემ დავივიწყებ დათოს და მაიას შვილი რომ ხარ და იმასაც დავივიწყებ ლიზას უახლოესი მეგობარი,რომ ხარ
-და წინააღმდეგ შემთხვევაში რას იზავ? ისევ ისე აბუჩად ამიგდებ? დამცინი? ირნიულად შჭემომხედავ?თუ რასიზავ? ისეთს რას იზავ რაც გულს მატკენს?
-ჯობია არ იცოდე -მითხრა თუ არა კარის გაღების ხმა გაისმა, ოთახში დედაჩემი შემოვიდა,რომელმაც კედელზე აკრული მე და ჩემს წინ ძალიან ახლოს და ჩაბღაუჭებული მდგომი ალექსანდრე დაინახა
-თაკა? რა ხდება? - გაკვირვებულმა და საშინლად გაბრაზებულმა მკითხა და მივხვდი რა შარშიც ვიყავი, ალექსანდრემ თავისი გაფართოებული შავი თვალებით შემომხედა და მივხვდი, რომ იმაზე მეტად ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა...

მგონი ვიჩქარე, რადგან ორი დღის წინ დავასრულე ჩემი პირველი ისტორია, მაგრამ მუზა, რომ მოვა კარი როგორ უნდა ჩაუკეტო? ხოდა მოვია მუზა და ბოლომდე შემოვუშვი და ესეც ახალი ისტორიის პირველი თავი. ვცდილობდი და დამიჯერეთ მართლა ვცდილობდი ბანალურობას ავცდენოდი, მგონი არ გამომივიდა მაგრამ არაუშავს
ველი შეფასებებს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent