გრძნობებით თამაში
ახლა ვზივარ და ვფიქრობ,რით დავიმსახურე ეს ყველაფერი.თვალი გადავავლე ჩემს ცხოვრებას და აღმოვაჩინე,რომ ცხოვრების მანძლზე მხოლოდ მასთან გატარებული დღეები იყო ბედნიერი.სხვა არაფერი ყოფილა ამაზე წმინდა და ნათელი.ეს შენ გეძღვნება.მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ უსასრულობამდე... თბილისი, 2017 წელი. ***************************************************************** ყველაფერი 2014 წელს დაიწყო.მაშინ ჯერ კიდევ 27 წლის,სიცოცხლის მოყვარული გოგონა ვიყავი.უნივერსიტეტი უკვე წარმატებით მქონდა დამთავრებული და ჩემი სასურველი სამსახურის ძებნით ვიყავი გართული.არაფერზე ვღელავდი,რადგან ყველაფერი შესანიშნავად მქონდა ცხოვრებაში.დედ–მამა და უმცროსი ძმა.ჩემი თავითა და ოჯახით კმაყოფილს სამსახურიღა მქონდა დარჩენილი,პირად ცხოვრებას არც ვეხებოდი და ეს ყველაფერი ჩემთვის ბოლოხარისხოვანი იყო. ახლა კი დავიწყებ მკითხველო და იმედია ამ ჩემი ბანალური ისტორიით თავს არ მოგაბეზრებ.აქ არავისმოკლავენ და არც გააუპატიურებენ.მაგრამ აქ დაინახავ რეალობას...ჩემს რეალობას...ჩვენს რეალობას... 5 დეკემბერი იყო.ზამთრის სუსხი და ნისლი უკვე შემოხვეოდა მთელ ქალაქს.იმ დღისით თოვდა და თოვლი თბილისს,როგორც თეთრი საბანი ისე ეფინებოდა.მე მეგობრებთან ერთად კაფეში ვიჯექი და ამ ამინდის შესაფერის ცხელ კაპუჩინოს მივირთმევდი.სხვადასხვა თემებს განვიხილავდით,ზოგი მის მეუღლეზე საუბრობდა,ზოგი შეყვარებულზე,ზოგიც კი უკვე შვილებზე.მე,როგორც ყოველთვის ჩუმად ვუსმნედი მათ და სხვადასხვა სასარგებლო რჩევებს ვაძლევდი.იქ ყოფნა მალე მომბეზრდა და სახლში წასვლა გადავწყვიტე.მანქანაში ჩავჯექი და გზას დაავადექი.ნელა მიმავალმა ერთ–ერთ კორპუსთან ჩემი ძმისმანქანა შევნიშნე .მაშინვე გვერდით მივუჩერე და უფრო ნათლად დავინახე სიტუაცია.ვიღაც უცხო ბიჭებს ჩემი ძმისთვის წრე შემოერტყათ და ჩემს დაკვირვებულ თვალს არც მისი ცხვირიდან წამოსული სისხლი გამოპარვია.წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე გადავედი მანქანიდან და მათთან მივვარდი.დიდი ძალისხმევით წრე გავარღვიე და ჩემს ძმასთან სანდროსთან მივედი.მაშინვე უხამსი სიტყვები და სტვენა მოსწვდა ჩემს ყურს. –აქ რა ჯანდაბა ხდება!–მთელი ძლისხმევა დამჭირდა,რომ რაც შეიძლება მტკიცე ყოფილიყო ჩემი სიტყვები თუმცა,ნერვიულობა აშკარად მეტყობოდა. –სესილი არგინდა....მანქანაში დაბრუნდი–ხმის სიმტკიცე არც ჩემს ძმას აკლდა,თუცა მე ასე ადვილად არასდროს ვნებდებოდი. –არსად არ ვაპირებ წასვლას.სანამ ვინმე არ ამიხსნის აქ რახდება–ვთქვი და გარშემომყოფებს მოვავლე თვალი.მაინვე...იმ წუთასვე მივხვდი,რომ სანდო ხალხთან არგვქონდა საქმე და არცერთი მათგანი იყო ფრთიანი ანგელოზი.უეცრად წრე,ერთი ჩემზე ბევრად მაღალი,შვგრემანი ბიჭი გამოეყო და წინ ამესვეტა. –აქ ვის დაეკარგე?–ირონია იგრძნობოდა მის ხმაში. –მე არავის,აი შენ კი ჯობია ახლავე დაიკარგო შენი მეგობრებიანად აქედან–მეც არვიცი საიდან აღმომაჩნდა ამხელა გამბედაობა,რომ ამ ორმეტრიანი კაცისთვის ასე მეყვირა –აჰ,როგორ გამაცინე.მაინც რითი მაშინებ–ირონია არ აკლდა მის არცერთ სიტყვას. –სესო....წამო წავიდეთ.გეყოფა არ ღირს მართლა–ხელი მომკიდა ჩემმა ძმამ და ჩემს ,,დახსნას’’ შეეცადა.მე ხელი გავაშვებინე დ ისევ იმ ახმახს მივუბრუნდი. –გაეთრიეთ,თორმე პოლიციას გამოვიძახებ–საბოლოო ძალა მოვიკრიბე და მისი შშინება ვცადე მაგრამ ამაოდ. –ეჰ,სესო სესო–კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს,აშკარად ძალიან გავუთამამდი,ის კი ამით გამხიარულებული სულაც არ ჩანდა–მართალია შენი ძმა,ხელი მოკიდე მას და აქედან გაქრი–ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩახლეჩილი ხმით მითხრა–მაგრამ ეს სიტყვები ასე არ შეგჩება გპირდები,მე კი პირობებს ჰაერში არ ვისვრი. ტანში გამცრა და კანკალმა ამიტანა,მისი სიტყვები იმდენად მტკიცე და კატეგორიული იყო,რომ პირველად შემეშინდა ვინმეს მუქარის ასე.მისთვის აღარ შემიხედავს თუმცა მის კმაყოფილ მწვავე მზერას კვლავაც ვგრძნობდი.სანდროს ხელი ჩავკიდე და მანქანისკენ დავიძარი. –ყველაფერს ამიხსნი,არ მაინტერესებს ეს რამდენად პირადი საქმეა.აბსოლიტურად ყველაფერი უნდა ამიხსნა–ჯერაც გაოგნებული ვეუბნებოდი მას–მცხეთაში,აგარაკზე ვისაუბროთ,ვიცი,რომ ეს ყველაფერი სახლში განსახილველი არ იქნება.–ეს ვუთხარი და ჩემს მანქანაში ჩავჯექი.მაშინვე ადგილიდან დავიძარი,თავში კი ათასი აზრი მიტრიალებდა.ვფიქრობდი,რაში შეიძლება ყოფილიყო გახვეული ჩემი ძმა,რომელიც ჯერ კიდევ პატარა ბავშვი მეგონა .რატომ უნდა ჰქონოდა გარჩევები უფროს ,,საშიშ ბიძიებთან.’’ მცხეთაში მალე ავედით.კარი გავაღე და სანდროც უკან მომყვა.მისაღებ ოთახში დავსხედით.სანდროს აშკარა მღელვარება ემჩნეოდა სახეზე. –შეგიძლია დაიწყო–მიკიბმოკიბვების გარეშე ვუთხარი და სმენად ვიქეცი –სესო....მიჭირს ამის აღიარება მართა....არ მინდოდა ასე გამოსულიყო.არმინდოდა ვინმესთვის გული მეტკინა.გამიგე გთხოვ.... –იტყვი თუ არა ბოლოსდაბოლოს რა მოხდა?–უკვე საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლობდი და ხელბის კანკალსაც ვერაფერს ვშველოდი –წავაგე.მე ფული წავაგე.ბევრი ფული... ...პირველი დარტყმა.პირველი ტკივილი.პირველი იმედგაცრუება. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და აცრემლიანებული თვალებით მას გავხედე –რამდენი? –რაა?რამდენი?გთხოვ სესილი,გეხვეწები გამლანძღე და მითხხარი თუ როგორი არაადამიანი ვარ,როგორი ლაჩარი ვარ გთხოვ.ყველაფრის ღირსი ვარ,მხოლოდ ასე ველაფრის უთქმელად იმედგაცრუებულად ნუ შემომხედავ–მემუდარებოდა ჩემი ძმა.ძმა რომელიც გავზარდე.ახლა კი მთხოვდა გამელანძღა. –უშეცდომო არავინაა,რაც მოხდა ვეღარ შვცვლი.წარსულში ვეღარდავბრუნდებით,ამიტომ აზრი არ აქვს შენს ლანძღვას.მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ შენ მათ თავი დაგანებონ.სანაცვლოდ კი–ხმა ჩამიწყდა,იმდენად მიჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა მერჩივნა მოვმკვდარიყავი–შენ მონასტერში წახვალ.იმდენი ხნით,რამდენითაც საჭირო იქნება.იქამდე სანამ არ გააანალიზებ,რომ ,,განიკურნე’’ და შენი აქ ყოფნით არც შენ ჩავარდები საფრთხეში და არც სხვას ჩააგდებ. –მაგრამ,როცა ისინი ვერ მომაგნებენ შენ გიპოვიან და –არანაერი მაგრამ,ისინი მე ვერაფერს მიზამენ არც ისეთი მაგარი ბიჭები არიან,როგორც შენ გგონია.ახლავე წავალთ სახლში.შენ ბარგს ჩაალაგებ და მშობლებს ეტყვი,რომ უბრალოდ დასვენება გჭირდება,მათი განერვიულება არ ღირს. –ათი ათასი–დამნაშავედ ჩაილაპარაკა სანდრომ –რაა? –ათი ათასი მაქვს წაგებული–ნერყვის გადაყლაპვა გამიძნელდა,მაგრამ არაფერი შევიტყე –მე ყველაფერს გამოვასწორებ.გპირდები,მაგრამ შენ არ უნდა დამაღალატო და საკუთარ თავ გაუმკლავდე. –გპირდები–მითხრა და ჩამეხუტა. თბილისიკენ მომავალი მხოლოდ ერთ საკითხზე ვფიქრობდი:როგორ მეშოვა,ამდენი ფული,რომ რაც შეიძლება მალე გამენთავისუფლებინა ჩემი ძმა ამ წნეხიდან.სახლში არც შევსულვარ. უარი ვთქვი ჩემს დიპლომზეც და მასთან დაკავშირებულ ყველა პროფესიას გადავუსვი ხაზი,რადგან ამ სამსახურს ასე ადვილად ვერ ვიშოვნიდი.ვიცოდი,რომ ერთ–ერთ ცნობილ ბარში მიმტანის პოზიციაზე ვაკანსია იყო.მაშინვე იქ წავედი. ბარში შესულს ჩემთვის არასასიამოვნო სიტუაცია დამხვდა,თუმცა საკუთარ თავს შემოვუძახე,რომ გავმაგრებულიყავი.,,ამას სანდროსთვის აკეთე,ამას სანდროსთვის აკეთებ’’ ამას ვიმეორებდი გულში და ერთ–ერთ მიმტან გოგონას მივუახლოვდი –გამარჯობა,გასაუგრების თაობაზე ვარ.სად შევძლებ მენეჯერის ნახვას? –გამარჯობა,გამომყევით–თბილად მომიგო მან და ერთ–ერთ ოთახში შემიყვანა იქ 40 წლამდე მამაკაცი იჯდა და ჩემი შესვლისთანავე საბუთებიდან თავი ასწია. –გამარჯობა,მე სესილი ვარ– თავზიანად ჩამოვართვი ხელი მამაკაცს –მე ავთო–მანაც თბილად გამიღიმა და მისი მოპირდაპირე სკამისკენ მანიშნა,რომ დავმჯდარიყავი. –იცით,ჩემი ცხოვრების ამ მომენტში ეს სამსახური ჩემი ერთადერთო ხსნაა–მორცხვად დავხარე თავი –თუ ამიყვან მართა არსდროს გადავუხვევ იმწესებს,რაც თქვენ გაქვთ და თავდაუზოგავად ვიშრომებ–მის დარწმუნებას ვცდილობდი –მესმის და მინდა,რომ შანსი მოგცე.სწორედ ამ მიზეზით არ ვინტერესდები არც შენი გამოცდილებით და არც სხა დანარჩენით.იმედები არ გამიცრუო–ეს მითხრა და გამიღიმა –ძალიან დიდი მადლობა ბატონო ავთო.ხვალიდან გამოვალ სამსახურში–კარისკენ წავედი –მიმტანი გოგონა,ნინი გაგარკვევს გრაფიკში და ზოგადად ყველაფერში.შეხვედრამდე–ეს მითხრა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა. ეს გამომივიდა,გამომივიდა.მე ამიყვანეს.ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. –აბა როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?–მეგობრულად შემეგება გოგონა –არაჩვეულებრივად,ამიყვანეს.შენ ალბათ ნინი.ბატონმა ავთომ მითხრა ყველაფერში გაგარკვევსო–მეც თბილად ვესაუბრებოდი ,მისი ასეთი კარგი დამოკიდებულების გამო.ამის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ.ყველაფერი გასაგები იყო ჩემი ახალი სამსახურის შესახებ.საღამოს რვაზე უნდა მოვსულიყავი დილის რვამდე.ხელფასი კი თვეში სამასი ლარი.როგორ უნდა შემეგროვებინა მცირე დროში ათი ათასი.ან საერთოდ როდის მომაკთხავდნენ?... სახლში დაბრუნებულს ,სანდრო უკვე წასული დამხვდა მშობლები სახლშ დამხვდნენ.მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლე მაშინვე ჩემს ოთახში ავედი,გამოვიცვალე,დავწექი და ფიქრებში ჩავიძირე. რა იქნებოდა ხვალ?გავუძლებდი ჩემს ახალ სამსახურს თუ დანებება მომიწევდა. ეს ფიქრი მაშინვე უკუვაგდე.არ დავნებდებოდი.არასდროს,არაფრის და არავის გამო.ჩამეძინა. დილით ბევრი დრო მქონდა ამიტომ გვიან გავიღვიძე სპორტ დარბაზში წავედი.ბევრი ვივარჯიშე და სახლში დავბრუნდი.გადავწყვიტე პირველ დღეს სამსახურში ადრე მივსულიყავი,რომ უფრო კარგად შემესწავლა იქაურობა და ყველაფერს შევგუებოდი. 7 საათზე უკვე ბარში ვიყავი და ჩემს ფორმაში გამოწყობილი ჩამოვჯექი ბარმენის პირისპირ. –გამარჯობა,შენ ალბათ ახალი მიმტანი ხარ,სესილი არა?მე თაზო–მითხრა ბარმენმა ბიჭმა რომელიც ჩემზე ასე 3 წლით პატარა იქნებოდა. –კი ახალი ვარ.სასიამოვნოა–ვუთხარი და მეგობრულად გავუღიმე.მალე ნინიც მოვიდა და ჩვენს საუბარს შემოუერთდა. ხალხმა თანდათან დაიწყო მოსვლა.საბოლოოდ კი მთელი ბარი გადაიჭედა.არცერთი მაგიდა აღარ იყო თავისუფალი და ახალგაზრდები ბართან მდგომ სკამებზე იკავებდნენ ადგილს.შეკვეთებიც ბევრი იყო შესაბამისად მე დ ანინის ამოსუნთქვის საშუალებაც არ გვქონდა. –ერთი წუთით აქეთ რაა–უკნიდან მომესმა გოგონას ხმა და იქით წავედი–აი ამ ცეზარს ყველი საერთოდ არ აქვს და რაარის ამიხსენი–კევის ღეჭვით მესაუბრებოდა თუჩებგაბერილი გოგო –იცით მე არ ვარ ამაზე პასუხისმგებელი,თუმცა ახლავე შევიტან სამზარეულოში და ამპრობლემას გამოასწორებენ–ზრდილობიანად ვეუბენბოდი მას და სიმშვიდის შენარჩუნება ვცდილობდი –ჰოო აი ეგრე ჯობიაა რააა–ამაზრზეად მიყურებდა გოგოდა მეგობრებს მიუბრუნდა.ყურადღება აღარ მივაქციე .თეფში ავიღე და გავტრიალდი.ამ დროს კი მხარზე ძლიერი შეხება ვიგრძენი და იძულებული გავხდი შევტრიალებულიყავი. არა.არა და არა. ოღონდ ეს არა და ახლა არა. –ამას ვის ვხედავ?გეცოდინება ალბათ,რომ ძალიან მომენატრე არა?–ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და დაჟინებით მიყურებდა ბიჭი.ბიჭი რომელსაც პირველად არ ვხედავდი. –შენ....შენ აქ...რაგინდა?–შიშმა დამიარა, და ხელებიც ამიკანკალდა სადაცაა თეფში დამივარდებოდა. –აქ რამინდა?თუ ზოგადად რამინდა?ზოგადად რამინდა ამს ახლავე გაგაგბინებ–ხელი ძლიერად ჩამავლო თეფში ბარზე დამადებინა.მაინდამაინც ახლა გაქმქრალიყო სადღაც თაზო.მუდარით სავსე თვალებით ვიყურებოდი.მკლავიც მტკიოდა მაგრამ ვერაფერს ვახერხებდიკაცების საპიფარშოში შემათრია და კარი ჩაკეტა –აქ რა მინდა?არ შიძლება გარეთ ვილაპარაკოთ–უკვე ისე ვნერვიულობდი,ფეხები მეკვეთებოდა.ჩემ ხმაშიც იგრძნობოდა ეს მან კი ჩაიცინა–სად დაითესა შენი ნაბი**არი ძმა ?შეეშინდა ხო?მაგრამ სად დამემალება?ანთუ დამემალება შენ აქ არ ხარ?–მზაკვრულდა ჩაიცინა მომიახლოვდა და სახიან თმა უკან გადამიწია.თვალებში მიყურებდა.ამან კიდევ უფრო დამაბნია.მისი შავი ამაზრზენი თვალების ყურებას ვერარ ვუძლებდი,მაგრამ ძალები მოვიკრიბე და ვუტხარი –ის წავიდა,იქ სადაც შაჭიროა,ჩემი თხოვნით.მე კი....მე ყველაფერს გადავიხდი.მის ვალს დაგიბრუნებთ.მუშაობაც ამიტომ დავიწყე–თითქოს მის წინაშე თავს ვიმართლებდი –შენ?შენ რაუნდა გადაიხადო?ამ კაპიკებით აპირებ იმ თანხის დაბრუნებას?–გულიანად გადაიხარხარა მან –ვაპირებ.და ამას გავაკეთებ.ამის პირობას გაძლევ–ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი თითქმის ვჩურჩულებდი –ოჰო!ხმამაღალი განაცხადია?შენ თუ იცი,რომ მე გიგა ონიანი არავის ვპატიობ პირობის დარღვევას?!რათმაუნდა აქამდე არიცოდი.ჰოდა ახლა კარგად ჩაიბეჭდე გონებაში ჩემი სიტყვები–თითი შუბლზე მომადო და მითხრა–ყველაფერი გააკეთე,რომ რაც შეიძლება მალე ეგ ფული ჯიბეში მედოს,თოემ მერე....ოოო მერე –მერე რა?მერე რამოხდება?მომკლავ?მცემ?!თუ იძალადებ?–არცკივი როგორ მაგრამ მე წინ ასვეტებულ ყველაფრის ჩამდენ ბიჭს ბოლო ხმაზე ვუყვიროდი –ჰაჰ.....–აშკარად ძალიან დაიძაბა,საფეთქელთან და ყელზე ვენები ამოებერა.ვინან ჩემი სიტყვები–მე შეიძლება შენთვის არაკაცი ვარ,და შეიძლება ვარ კიდეც ახლა აქ რომ მყავხარ,მაგრამ...იცოდე,რომ ქალზე ხელი არასდროს ამიწევია და არც ავწევ...თუმცა ასეთ საუბარს ვერ შეგარჩენ–ეს თქვა, და მისი ცხელი ბაგე ყელზე შემეხო.გული ამიჩქარდა,შინაგანად ვცახცახებდი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.თავი უკან გაწია თვალებში ჩამხედა,შემდეგ კი სიტყვის უთქმელად უკან გაბრუნდა და კარებთან ისულმა არც შემომხედა ისე მომაძახა –შეხვედრამდე სესილია–ერთ ადგილზე დავრჩი გაქვავებული.სესილია?რა სესილია?ასე რატომ იქცევა ?რის მიღწევას ცდილობს?თმაში ხელი შევიცურე და იატაკზე დავჯექი.თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.საბოლოო კი იყო ერთ რა იქნება ხვალ?... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.