შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა (2)


29-12-2019, 14:57
ავტორი rred
ნანახია 1 147

განადგურებულმა შეაბიჯა ახალ სახლში. ყველაფერი სულ სხვანაირად წარმოედგინა. თეთრ კაბაში ყოველთვის ბედნიერ ელენეს ხედავდა, ახლა კი თავს უკანასკნელ ქალად გრძნობს. საკუთარი თავის ზიზღმა ყველაფერს გადააჭარბა. ცრემლებს ვერაფერს უხერხებდა, რომელიც თვალებიდან უკითხავად გადმოსდიოდა. თავისი საძინებლისკენ უკანმოუხედავად წავიდა. ზიზღით მოიშორა უზარმაზარი კაბა და იქვე მიაგდო. სააბაზანოში წყალი აავსო და შიგნით ჩაწვა. თვალები დახუჭა, მაგრამ ფიქრებმა არც აქ მოასვენეს. რომ ახსენდებოდა ნატალის მზერა, ტვინში სისხლი ექცეოდა. არ უნდა დაეშვა ეს, არაფრის დიდებით უნდა ექნა. საფრთხეში ჩაეგდო მისი მთელი ოჯახი? ორ ცეცხლშუა იდგა და გამოსავალი არსაიდან იყო. ერთის მხრივ ოჯახზე უნდა ეფიქრა, მეორეს მხრივ საზიზღარი, მოღალატე და გულღრძო ქალი, რომელიც მეგობრების ქმრებს ადგამს თვალს.
რეალობა სხვანაირი იყო. რეალურად ნინას და სოსოს დიდი ხანია ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონდათ, თუმცა ეს გასასამართლებელი საბუთი ნამდვილად არ იყო. არ ხსნის ეს არაფერს. ელენე ვერ დაუშვებდა მის ოჯახს საფრთხე შეჰქმნოდა, მაგრამ მოღალატე გახდა. სული დაიმახინჯა, თუმცა უკან აღარ დაიხევდა. ჯერ იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა, გაკეთებულს უკან ვეღარ წაიღებდა და ესეც რომ არა, მისი ოჯახი ამას არ იმსახურებდა.
აჩქარებულ გულზე, რომელიც მკერდიდან ლამის ამოუხტა, ხელი მაგრად მიიჭირა. ნინას მდგომარეობაზე ფიქრობდა. რას განიცდიდა ქალი, რას გრძნობდა. როგორია ერთ დღეს გიღალატოს ორმა ადამიანმა, რომლებიც შენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტები იყვნენ. ეს კარგად იცის, ხვდება, თუმცა გამოსავალი სხვა არ იყო. ლილე... პატარა პრინცესა... ნეტავ როგორ არის ლილე? ხვდება კი რამდენად საშინლად მოექცა ელენე მასაც და მის დედიკოს?
- ღმერთო, ყველაფერი ოდნავ მაინც დაწყნარდეს. - ტირილით ამოილაპარაკა და სააბაზანოდან სხეულის მშრალებით გამოვიდა. - ააააააააა! - შეჰკივლა ბოლო ხმაზე მის ლოგინზე წამოკოტრიალებულ სოსოს რომ შეხედა.
- რა გაწივლებს გოგო! გამისკდა ყურის ბარაბნები! - ყურებზე მაგრად მიიჭირა კაცმა ხელისგულები.
- მე მაპატიე, არ გელოდი. - ცინიზმით მიანათა ყავისფერი თვალები. - აქ რა გინდა? სხვის ოთახში დაუკაკუნებლად რომ არ შეიძლება შესვლა არ უსწავლებიათ შენთვის?
- არა. - მოკლედ გასცა პასუხი და მისკენ დაიძრა.
ელენეს ფეხებმა თავისით დაიწყეს მოძრაობა უკანსვლით, სანამ შეეძლოთ, სანამ კედელი არ აღიმართა ბარიერად. გაცეცხლებული უყურებდა გოგონა. არა, როგორ ბედავს აქ შემოსვლას? ხომ ხედავს როგორ სცხვენია სოსოსი ასეთ ვიზუალზე მყოფნს რომ აკვირდება. ხელის გული აჩქარებულ მკერდზე, რომელიც გამეტებით აუდ-ჩამოუდიოდა მიიჭირა.
- სოსო, რა გინდა? - საწყლად ამოიკნავლა.
- მინდა იცოდე რომ ის, რაც გავაკეთე შენ გამო გავაკეთე და არ არის საჭირო ეს უადგილო სცენები, თავის მსხვერპლად წარმოჩენა და თვითგვემა.
- მაყვედრი? - თვალებში ბრაზის ნაპერწკლებმა გაიქროლეს.
- რა სისულელეა! - გვერდულად ჩაიცინა კაცმა, მაგრამ გაბრაზება მასაც აშკარად დაეტყო. - ნორმალურად უნდა მოიქცე.
- დილით საუზმე ლოგინში ხო არ მოგართვა და ვახშამიც ხომ არ დაგახვედრო სამსახურიდან დაბრუნებულს? - ისევ ეს ოხერი ცინიზმი.
- თუნდაც. - ეშმაკურად აუკიაფდა თვალები.
- ძალიან სასაცილოა! გამიშვი, მტკივა. - თავისივე მკლავებზე მოჭერილ მამაკაცის ხელებს დახედა.
- არა, არ გტკივა, ნუ მატყუებ. - ისევ გაიცინა.
- კარგი, არ მტკივა, მაგრამ არც მსიამოვნებს. თავი დამანებე. მეძინება. საშინელი დღე იყო, დავიღალე. - საწყლად ამოიკნავლა და მუდარა სავსე მზერით შეხედა სოსოს, რომელიც აშკარად კარგად ერთობოდა მისით.
- მშვიდი ღამე. - ახლოს დაიჩურჩულა და უკანმოუხედავად გავიდა.
- საზიზღარი! - ყრუდ დაიკივლა ელენემ და ბალიში იმ წამს დაკეტილ კარს მთელი ძალით გაუქანა. - როგორ ვერ გიტან! - ტირილით ამოილაპარაკა.
სწრაფად ჩაიცვა თავისი საღამურები და ლოგინში შეწვა. აბზუებული ტელეფონი ხელში აიღო და ისევ თავის ადგილს დააბრუნა. დედა ურეკავდა. ახლა ვერავისთან ვერ ილაპარაკებდა. ისე იყო ემოციურად გადაქანცული, ნამდვილად არ უნდოდა დედასთან ეთამაშა, თითქოს არაფერი უჭირდა და კარგად იყო. არადა რეალურად... რეალურად მხოლოდ იმას ნატრობდა გაეღვიძა და ეს ყველაფერი უბრალოდ დიდი და ბოროტი სიზმარი ყოფილიყო.
სოსოს რას ერჩოდა? რეალურად კაცმა გადაარჩინა ისიც და მისი მშობლებიც. რომ არა ის, არც კი იცის ახლა სად იქნებოდნენ, როგორ... ყველაფერი იმ საშინელ დღეს მოხდა. სოსო განქორწინებული იყო ნინასთან. პრინციპში, არც ისე ახალი. რამდენიმე თვის, დაახლოებით წელიწადის. ელენე გოგონასთან გადიოდა სანახავად, ტელეფონზე საკმაოდ დაძაბული საუბარი რომ წარიმართა მას და მამამის შორის, რომელიც სახლში მისვლას თხოვდა.
სახლში სრული ქაოსი ტრიალებდა. პირველი თავისი ძიძა დაინახა, ვინც კარი გაუღო.
- დალი რა ხდება? ხო მშვიდობაა? მამას ცუდი ხმა ჰქონდა. - სწრაფად მიაყარა და სახლში ქარბორბალასავით შევარდა.
ხმა არ ამოუღია ქალს, რამაც იმაზე მეტად დააფრთხო, ვიდრე შესაძლებელი იყო. მისაღებში უფრო დიდი გაურკვევლობა დახვდა. ვიღაც კაცი მის დივანზე მეფესავით იყო წამოწოლილი. დედამისი ჩაცვენილი, არაფრისმთქმელი მზერით იყურებოდა ფანჯრის მიღმა სიცარიელეში. მამამისი კი... მამამისი ადამიანს არ ჰგავდა. არასდროს ენახა მისი მუდამ მხიარული მამიკო ასეთი. გული სწრაფად აუფრთხიალდა. ყველაზე დამაბნეველი სოსოს იქ ყოფნა იყო.
- სოსო? აქ რა გინდა? - გაოცებული უყურებდა დაქალის ყოფილ ქმარს. - რა ხდება აქ? - ისევ დუმილი. ხმას არაფრის დიდებით იღებდა რომელიმე. - ხმას აღარასდროს ამოიღებთ ხალხო? გამისკდა გული! მამა, ხომ მითხარი მოდიო, მეც მოვედი. რა ხდება? - ზაზასკენ შეტრიალდა მთელი ტანით.
ძალიან უჭირდა ხმის ამოღება კაცს. აშკარად იგრძნობოდა ეს მასში. დაინახა, როგორ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და ის-ის იყო ლაპარაკი უნდა დაეწყო იმ ბიჭმა შეაჩერა, რომელიც სავარძელზე წამოკოტრიალებულიყო.
- მე აგიხსნი ყველაფერს. - ეშმაკურად შეხედა გოგონას, თან თავხედურად ააყოლა თვალები მის სხეულს.
- შენ ვინ ხარ? - ახლა მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა.
- მომავალი მეუღლე. - თვალი ირონიულად ჩაუკრა.
- ბატონო?? - თავიდან სიცილი წასკდა და გემრიელადაც გადაიხარხა, მაგრამ ისევ ისეთი დაძაბული რომ უყურებდა ყველა მას, წამსვე დაასერიოზულა სახე თავადაც. - ხალხნო გადაირიეთ? რა ცოლი, რა უღელი?
- ეს ვატოა. იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც თქვენი კომპანიის აქციების 80% შეისყიდა. აქედან 30% ჩემ დაქვემდებარებაშია. - აუხსნა სოსომ და მისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა.
- და?
- და...
- რა და, რა და! მამაშენმა ძალიან გამაბრაზა. - გიჟივით წამოხტა ფეხზე. - საქვეყნოდ დამამცირა და ამას არ შეგარჩენთ!
- და გადაწყვიტე რომ პატარა ბიჭივით, ცოლად მომიყვანო? ეგრე წყდება საქმეები?
- არა, ელენე, - ხელზე შეეხო სოსო, - ნუ გეშინია.
- შენ რატომ მამშვიდებ? საერთოს ამ კაცთან რა საერთო გაქვს? ვისკენ ხარ? - ლამის ყვირილით გამოგლიჯა ხელიდან თავისი გაწრიპული მკლავი.
- არანაირი მხარე არ არსებობს აქ! - მკაცრად დაიბუბუნა ვატომ.
- რა გინდა? აქციების ასი პროცენტი? ეს გინდა? წაიღე! რა შუაშია აქ ცოლობა?
- აქციები რომ მაინტერესებდეს, 100-ვეს შევისყიდიდი. მე მაინტერესებს, რამდენად დაიტანჯება მამაშენი, დედაშენი და შენ.
- მამა, საერთოდ რის გამო ხდება ყოველივე ეს? - ახლა ზაზასკენ შეტრიალდა.
- ტენდერი, რომელიც ბოლოს მოვიგეთ...
- და მე უნდა მომეგო! - შეაწყვეტინა ისევ გაუზრდელმა კაცმა.
- რომ დაგემსახურებინა, მოიგებდი. და? რა გჭირდება? ასე როგორ გაგაბითურა?
- მე გითხარი უკვე, რაც მჭირდება, მინდა დაიტანჯოთ, სამივე! ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ ცოლად გამომყვე, აქციები მთლიანად სადავეებში მოვიქციო, გაგაკოტროთ, დაგაბეჩავოთ. შენ კი... მთელი დარჩენილი ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციო! - იმხელა ბედნიერება იგრძნობოდა მის ხმაში, ბრაზმა მთლიანად მოიცვა ელენეს სხეული.
- მე შენი ცოლი რომ გავხდე, მათ შეეშვები? - უემოციოდ ამოილაპარაკა და დალის ჩაეხუტა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა. - კაი დალიკო, რა, გიფრინდები, შენ კიდე ტირი? - ძლივს იკავებდა თავს.
- არა! - ლამის იღრიალა სოსომ. გაოცებულმა გაიხედა მისკენ გოგონამ. - ელენე ჩემი ცოლი უნდა გახდეს და არა შენი. მოლაპარაკება სხვანაირი იყო!
- ჰმმ... - წამით ჩაფიქრდა კაცი. - ელენე ნინას დაქალია, შენ ნინას ყოფილი ქმარი. რა უფრო დატანჯავს პატარა უმანკო ელენეს, ჩემი ცოლობა თუ შენი?
- რა თქმა უნდა, ჩემი!
- თანახმა ვარ. დაე, სამარადისოდ იტანჯოს მოღალატე ელენემ!
მერე... მერე კადრები უბრალოდ აიდღლიზა ერთმანეთში, ყველაფერი თავდაყირა დადგა.

^^^
დილით თვალები ძლივს გაახილა. ქუთუთოები იმდენად ჰქონდა დასიებული ნამდვილად გაუჭირდებოდა. ცოტა ხანი ჭერს მიშტერებოდა. ძლივს წამოზიდა ერთიანად დამძიმებული სხეული და სააბაზანოში შეიკეტა თავის მოსაწესრიგებლად. ქალი, რომელიც სარკიდან იყურებოდა საერთოდ არ გავდა ძველ, მხიარულ ელენეს. საერთოდ, აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ძველებურად, ეს ხომ ცხადზე ცხადი იყო, მაგრამ მაინც ძალიან უეცნაურა მისი ახალი ვერსიის პირისპირ ნახვა.
ისევ ისეთი ხმით დაიკივლა საძინებელში სოსო რომ დახვდა.
- რა იყო, ასეთი ცუდი დასანახი ვარ დილაობით? - ირონიულად უღიმოდა მამაკაცი.
- საშინელი. - წამით თითქოს დამუნჯდა, მერე კვლავ შეტევაზე გადავიდა. - რამდენჯერ უნდა გითხრა ოთახში ასე ნუ შემოდიხარ-მეთქი? იქნებ რას ვაკეთებ? - გააფთრებულმა მოიჭირა წელზე ისედაც მჭიდროდ მოტმასნული გრძელი ხალათი.
- შენ ჩემი ცოლი ხარ, ვერაფრით გამაკვირვებ. - ფაქტი შეახსენა სოსომ.
- სოსო, დამღალე. რა გინდა? - დანებებულმა დაუშვა მკლავები ძირს.
- სამსახურში უნდა შევირბინო ცოტა ხნით, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ხევსურეთში მივდივართ მერე. ბარგი მე ჩავალაგე ჩემით, შენც იმავეს გირჩევ თუ არ გინდა რომ მხოლოდ ერთი ტანსაცმლით იყო იქ, იმ სიცივეში.
- რა? რა ხევსურეთი შენ ხომ არ გადარეულხარ? - ისევ კივილის დაწყებას აპირებდა პირზე ხელისგული რომ ააფარა კაცმა.
- გეყოფა, მოიშორე ეს საზიზღარი ჩვევა! დღეს ჩემი მშობლები მოვლენ, სხვათაშორის ისინიც აქ ცხოვრობენ და ჩვენ უნდა წავიდეთ 1 კვირით სადმე. სად თუ არა ჩემი სოფელი. თაფლობის თვე თუ არა, კვირაც აუცილებელია! - თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. – 2 საათში სახლში ვიქნები. იცოდე, თუ გამზადებული არ დამხვდები, მაინც წაგიყვან. აზრი არ აქვს. შენთვისვე ჯობს ზედმეტად არ გაჯიუტდე და პირადი ნივთები მაინც ჩაილაგო. - თავისი საძინებლიდან გამოსძახა და გაიგო, როგორ გაიხურა სახლის კარი.
თავზე გახურებული ხელები შემოიწყო და თვალების აქეთ-იქით ცეცებით დაიწყო ოთახში სიარული. არა, ამან ასე თავის ნებაზე უნდა ატაროს ახლა? მერე რა რომ გადაარჩინა. ან კი, რომელ გადარჩენაზეა საუბარი? ელენეს ერჩივნა ისევ ვატოს გაყოლოდა ცოლად, ვიდრე ამ სადისტს, რომელმაც ყველას ჩამოაშორა, მეგობრები დააკარგვინა და მისი სული წაბილწა, მაგრამ სოსომ არ დაანება და თავისი ბოლომდე გაიტანა. როგორ ეზიზღებოდა ეს უმოქმებოდა, უუნარობა. რა გინდა რომ ქნას?!
ოთახებში სიარული დაიწყო, სახლი მოათვალიერა. 4 ოთახიანი, გემოვნებიანი, დახვეწილი სახლი იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხეცურიანების ფინანსურ მხარესთან შედარებით, სახლი ძალიან სადა და კომფორტული იყო. ზედმეტი მდიდრული ინვენტარებისგან მოკლებული. ყავა მოიმზადა და აივანზე არსებულ სავარძელში მოთავსდა. სიგარეტის ღერი გრძელ, ლამაზ თითებში მოიქცია და ღრმა ნაფაზს დააყოლა თითქოს თავისი ნადები. ქაფქაფა ყავა გადაყლაპა და თვალები დახუჭა. როგორ უნდა ახლა გოგონებთან ერთად იჯდეს, გემრიელად ჭორაობდეს მათთან ერთად და იცინოდეს სისულელეებზე, როგორც ყოველთვის ჩვეოდათ, მაგრამ ისე აღარაფერი იქნება, როგორც ადრე. დროა შეეგუოს, დროა ახალ ცხოვრებას, ახალ ამპლუას მოერგოს, სხვანაირად არაფერი გამოვა. თუმცაღა ელენეს აზრით, მისი ცხოვრება ვეღარასდროს გაანათებდა, თუმცა...
გვიანი იყო უკვე ულამაზეს ხევსურეთს რომ ეზიარა. ის ტკივილი, ის ფიქრები ცოტა ხნით გაქრა და მთლიანად ხედების სილამაზეს მოეცვა ელენეს გონება. რა არსებობს ასეთი ლამაზი, ვიდრე თვალუწვდენელი, თოვლიანი მთები, რომლებიც თავს მედიდურად იწონებენ?!

^^^
- ლილე, დე, ბაღში უნდა წავიდეთ ადექი. - ღიმილით კოცნიდა დაბუშტულ, გაწითლებულ ლოყებზე გოგონას.
- დე, ბაღი ხომ მორჩა? მაცადე ცოტა ხანი, ძილი მინდა მეეე. - ამოიფრუტუნა და გვერდი იცვალა.
- დღესაც და მორჩა.
- მპირდები?
- შენ თავს გეფიცები! - სიცილით მისცა პირობა და თვალებდასიებულ შვილს საბანი გადახადა.
სწრაფად მოაწესრიგა, ჩააცვა და ბაღში გააქცია, თან ეჩქარებოდათ და უნდა გენახათ, რა სასაცილოდ მიკუნტრუშობდა ნახევრად მძინარე ლილე.

^^^
ძალიან ბნელოდა მანქანიდან რომ გადმოვიდნენ. სოსომ, რა თქმა უნდა, თავის თავზე აიღო ბარგის დაბინავება. სანამ კაცი საბარგულიდან იღებდა ჩანთებს, ელენემ იქაურობის მოთვალიერება მოასწრო. სუფთა, მთის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა თვალებდახუჭულმა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
- ასეთ ჰაერს ნიკოტინით ნუ გააფუჭებ. - რჩევა მისცა სოსომ და სიგარეტი ხელებიდან ააცალა, შემდეგ კი თვითონ მოიქცია სქელ, სისხლისფერ ტუჩებს შორის.
- ვაა, ყვავმა ყვავს ხო იცი რაც უთხრა? - ცალი წარბი ირონიულად აუწია ელენემ.
- ვიცი! წამოდი, გაიყინები, აქ ნუ დგახარ. - სწრაფად უთხრა და წინ გაუძღვა.
ჰოო, ეს სახლი ნადმვილად არ იყო, სადა, ჩვეულებრივი. არა, სადა იყო, მაგრამ აქ სულ სხვანაირი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა იგრძნობოდა. ეს აშკარა იყო. ორ სართულიანი, ულამაზესი ხედი იშლებოდა ელენეს თვალწინ.
- ძალიან ლამაზია! - თვითნებურად თქვა ეს სიტყვები.
- გმადლობ. - ოდნავ ჩაიღიმა მამაკაცმა.
ბარგი დააბინავეს, რა თქმა უნდა ელენემ კატეგორიულად განუცხადა რომ ის ცალკე ოთახში უნდა დაწოლილიყო, თუმცა მგონი ისედაც არ კლავდა სოსოს მაინცდამაინც მასთან დაწოლის სურვილი. ეგ მერეც ეყოფათ თბილისში რომ ჩავლენ და მამაკაცის მშობლებთან ერთად იცხოვრებენ. ამის გაფიქრებაც კი არ უნდოდა ელენეს და თუ მაინც მოულოდნელად გაახსენდებოდა, ტანში უცნაურად ცრიდა.
ვახშამიც გაამზადა რისი საშუალებაც იყო სახლში არსებული პროდუქტებით და ერთად მიუსხდნენ მაგიდას.
- ძალიან მოწესრიგებულია აქაურობა...
- ჰო, ერთი ქალია აქ, ძალიან საყვარელი და სანდო. ის მოდის ხოლმე კვირაში ერთხელ და აქაურობას აცოცხლებს. პროდუქტებზე ხვალ წავალ, დღეს ნუ წამიყვან ძალიან ვარ დაღლილი. - ყველაფერი სწრაფად აუხსნა, რაც იმას ნიშნავდა რომ ჭამის დროს ლაპარაკი არ უყვარდა და ელენე უნდა გაჩუმებულიყო.
- როგორც გინდა. - მხრები უბრალოდ აიჩეჩა და მას შემდეგ ხმა არ ამოუღია.
ორივეს ლოგინი მოაწესრიგა და თავის ოთახში შეიკეტა მას შემდეგ, რაც სამზარეულო დაასუფთავა. არა, მაინც რა იყო აქ ყოფნა? ამდენი პრობლემა ჰქონდა, ამდენი საფიქრალი და რამდენჯერაც მისი ფანჯრისწინ გადაშლილ ხედს შეხედავდა, იმდენჯერ ავიწყდებოდა ყველაფერი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent