შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეთორმეტე თავი)


29-12-2019, 20:09
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 771

დილით თათია ყავის სურნელმა გამოაღვიძა. გუგა ფინჯნით ხელში იდგა მის საწოლთან.
- დილამშვიდობის პრინცესა. ტკბილად რომ გეძინა ვიცი, მაგრამ მოვიწყინე უშენოდ. თან ხელცარიელი არ მოვედი, რომ გიყვარს ისეთი ყავა მოგიმზადე.
- სიზმარში ვარ? - იკითხა თათიამ.
- არა ძვირფასო, რეალობაა.
- გაგიჟდი გუგაა, ვინმე რომ შემოვიდეს?
- ნუ ღელავ. არ არიან დედა და მამა სახლში. დეიდასთან წავიდნენ სოფელში, ცოტა ცუდად ყოფილა და. ასე რომ, შეიფერე.
თათია წამოდგა.
- ჩავიცმევ და სამზარეულოში გავიდეთ.
- კარგი რაა, საწოლში ყავა მოგართვი, შეიფერე რაა.
- კარგი. - თათია საწოლში დაბრუნდა და ყავის ჭიქა გამოართვა - როდის გახვედი ოთახიდან, არ გამიგია.
- ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სულ არ გავიდოდი, მაგრამ რომ გამოგღვიძებოდა და ისევ აქ დაგენახე, პანიკა დაგეწყებოდა და მერე მართლა გაიგებდა დედა.
- ჩემი ჭკვიანიიი. რა მოხდება ყოველთვის ასეთი დამჯერი იყო?
- ამ ბოლოს სულაც გიჯერებ. აბა დაფიქრდი..
თათიას გაეღიმა. მართალს ამბობდა გუგა. ყავის სმა დაამთავრა, ადგომას აპირებდა, გუგმ რომ შემოხვია ხელი და ტუჩებზე დააცხრა. ჟრუანტელი უვლიდა თათიას, გუგას ტუჩები რომ შეეხებოდა. მთელი სხეული უდუნდებოდა. მაგრამ ახლა თავს ვერ მისცემდა სისუსტუს უფლებას. გუგას მშობლების სახლში იყვნენ. ძლივს მოიცილა გუგა.
- კარგი რა, რა გჭირს თათია.
- მართლა კარგი რა გუგა. ხომ იცი რომ ვნერვიულობ, არა?
- ნუ გამაგიჟე. ხომ გითხარი, სოფელში წავიდნენთქო.
- ხო, მაგრამ... მაინც...
- რა ბოთე ხარ ღმერთო ჩემო. ხოდა ამაღამ ჩემთან წავალთ. მომენატრა შენთან ძილი. შენ არაა?
თათიას ჩაეღიმა. გაახსენდა პირველად რომ ეძინათ ერთად. მაშინ სულ არაფერი ხდებოდა. სულ არაფერი, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ახსენდებოდა ის მომენტი.
- გამოვიცნო, რაზე ფიქრობ? - შეაწყვეტინა ფიქრი გუგამ.
- მიდი აბა.
-როდის დავრჩებით ჩემთან მარტო და როგორ დაგიკოცნი სხეულს.
- აუუ, რა საძაგელი ხარ. იმედი უნდა გაგიცრუო, სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი.
- გეხუმრე. ვიცი რაზეც ფიქრობდი. შუაღამეს რომ აღმომაჩინე შენს გვერდით.
თათია გაოცდა.
- როგორ მიხვდიი?
- მეც ეგ მომენტი გამახსენდა და...
- დარჩებიან შენები იქ?
- კი, ამაღამ რჩებიან. და ჩვენ ჩემთან მივდივართ.
- მე სახლში გავალ რაა.
- აბა აბა, ეგეთები არ გვინდა. მაშინ მე წამოვალ შენთან.
- კარგი რაა გუგა.
- რა კარგი. არ გინდა ხო ჩემთან.
- ეგ რა შუაშია. წამოდი შენ მაშინ. რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით.
- ჩემთვის არანაირი. მთავარია შენთან ვიყო.
თათიას გაეღიმა. სითბო ჩაეღვარა გულში. მიეხუტა გულზე.
- ავდგები, მოვწესრიგდები და წავიდეთ.
- კარგი ჩემო გემრიელო. ამაღამ შეგჭამ ალბათ... ისე მომენატრე...
ხმა დაუსერიოზულდა გუგას.
თათია გაისუსა.
- შენ არ მოგენატრე? სულ არ მოგენატრე? - ჰკითხა გუგამ.
- არ ვიცი გუგა... არ ვიცი რა არის ეს. მართლა არ ვიცი. მეშინია. - ხმა აუკანკალდა თათიას.
- ბოთე ხარ შენ. ძალიან ნუ ჩაუღრმავდები ნურაფერს. ძალიან მარტივი კითხვა დაგისვი. მოგენატრე თუ არა.
- მომენატრე გუგა. მომენატრე. არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი. არ ვიცი თქმა ჯობს, თუ ჩუმად ყოფნა. მაგრამ, ვიცი რომ მომენატრე.
- ხომ გითხარი, ნუ ჩაუღრმავდები. გგონია მე ვერ ვგრძნოობ? გგონია ვერ ვხვდები, რომ შენც გენატრები? მარტო რომ ვრჩებით, ისე ღელავ. ისე თრთი. და მე მინდება რომ ჩაგეხუტო. მაგრად მაგრად ჩაგიხუტო და არ გაგიშვა ხელი.
თათია უსმენდა. უნდოდა ეკითხა მერე რა იქნებაო. რა მოხდებაო, მაგრამ ხმის ამოღება ვერ შეძლო. პასუხის ეშინოდა. იმედის გაცრუების ეშინოდა. ის არ უფიქრია, რომ რამე სერიოზული მოხდებოდა მომავალში, მაგრამ ასე გაურკვევლობაში ყოფნა ერჩივნა.

****
ქეთის დაბრუნების შემდეგ თათია სახლს დაუბრუნდა. ვერ მოახერხა გუგასთან ერთად სადმე წავლა. გუგა ბრაზობდა. თათიასთან მარტო ყოფნა იმიტომ უნდოდა, რომ ბოლომდე გარკვეულიყო რას დააპირებდა თათიასთან. რასაც ხვდებოდა ის იყო, რომ უნდოდა თათია ბედნიერი დაენახა, ეზრუნა მასზე, გაფრთხილებიდა, გაეხარებინა... ბოლოს იმასაც აცნობიერებდა რომ უნდოდა სულ გვერდით ჰყოლოდა. არ იცოდა თათიასთან მარტო დარჩენით რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა თუ არა, მაგრამ რაღაც ხსნას მაინც ელოდა.
ეს ნანატრი დღეც მალე დადგა. თათიამ თავად დაურეკა და უთხრა, ამ შაბათ- კვირას მცალიაო და წავიდეთ სადმეო. გუგას ისე გაუხარდა.-
- თათ მითხარი სად გინდა რომ წავიდეთ?
- არ აქვს მნიშვნობა გუგა. სულ სულ ერთია. მთავარია შენ იქ იქნები.
გუგას გაეღიმა.
- გინდა ყაზბეგში წავიდეთ? ხო გიყვარს ყაზბეგი.
- ყაზბეგი შორია გუგა, ერთი დღე რომ მგზავრობაში დავკარგოთ, როდისღა დავისვენებთ. სადმე ახლოს აჯობებს. იქ სხვა დროს წავიდეთ, შვებულება რომ მექნება მერე.
- კარგი, მართალი ხარ. გზაში სიარულს მირჩევნია ჩაგეხუტო. წავედი ახლა, გადავხედავ რაღაცეებს, შევარჩევ ადგილს. შენ მანამდე მოემზადე.
- კარგი გუგა. ორი დღეა ჯერ იქამდე, მოვასწრებ მომზადებას.
- რავი, ქალებს ცოტა დიდი დრო სჭირდებათ ხოლმე და.. კარგი, წავედი. გაკოცე ბევრი.

საუბარს რომ მორჩა, მაშინვე გადაამოწმა წყნეთის ერთ - ერთი სასტუმრო. ადგილი დაჯავშნა და შვებით ამოისუნთქა.
ქეთისთან გასვლას აპირებდა, ბაჩომ რომ დაურეკა.
- რაო ბაჩო, რა ხდება.
- საღამოს გამო რაა. თათიაც გამოიყოლე.
- ჯერ მითხარი რა მინდა შენთან და მერე თათია რატო უნდა გამოვიყოლო?
- შენ სულ გამოშტერდი მგონი, ატყობ? დილას დიდის ამბით მომილოცე დაბ დღე და უკვე დაგავიწყდაა?
- აუ ბიჭო მართლა გავითიშე უცებ. გამოვალ აბა რას ვიზამ. თათიას დაურეკე? თუ მე დავურეკო?
- შენ უთხარი ბარემ. ან მე დავურეკავ. გაუარე და გამოდით. ბევრი არავინ იქნება. სულ შინაურები.
- კაი ბაჩო.


თათია მიძინების პირას იყო, სიცხისგან გათანგული მიწოლილიყო ტახტზე, ბაჩომ რომ დაურეკა.
- ბაჩოო, როგორ ხარ? ხო მშვიდობაა?
- კარგად თათი, შენ?
- არამიშავს, ცხელა და მითიშული ვარ.
- საღამოა გამო რაა ჩემთან. გუგა გამოგივლის.
- შენთან?/ რა ხდება?
- არაფერი, ცოტა გავხალისდეთ რა.
- კარგი, გამოვალ. გავხალისდეთ მაშინ.
- კარგი აბა, გელოდებით.
თათიამ გაუთიშა ტელეფონი და იმ წამსვე გუგამ დარეკა.
- თათიიი
- რაო?
- მომენატრე...
ტათიას გაეღიმა.
- იღიმი ხო?
- როგორ მიხვდიი? - გაუკვირდა თათიას.
- მეც გავიღიმე. ხოდა, რაზე გირეკავ. ბაჩოსთან გავდივართ საღამოს.
- ხო, დამირეკა. გამომიარე და წავიდეთ.
- რა მალე დამთანხმდი?
- რავი, მოვიწყინე დღეს და...
- მერეე? რატოარ დამირეკე? გამოვფრინდებოდი შენთან. თან მომენატრე.
- თუ მოგენატრე გამოსულიყავი მერე. - უსაყვედურა თათიამ.
- მართლაა? მე როცა მომენატრები, ყოველთვის რომ შენთან გამოვიქცე, გამოდის სულ მანდ უნდა ვიყო. სულ შენთან. იმიტომ რომ სულ მენატრები. რა გამიკეთე ასეთი, ჰა?
- გუგაა. - ცრემლი შეეპარა თათიას ხმაში.
- რა იყო?
- რომ გთხოვო.... - გაჩუმდა თათია.
- მითხარი, მიდი.
- რომ გითხრა, ახლა მინდა რომ ჩემთან იყოთქო, მოხვალ?
გუგას გაეღიმა.
- ახლავე მოვდივარ ჩემო პრინცესა, ახლავე.

ისევ ტახტზე მიწვა თათია. ათი წუთი იყო გასული, კარზე რომ ზარო დარეკეს. ზანტად წამოდგა. არც უფიქრია რომ გუგა ასე უცებ გამოვიდოდა. კარი გააღო და გაოცდა. გუგამ ხმის ამოღება არ აცალა, კარი სწრაფად მიხურა, ძლიერად შემოხვია ხელები და მიიხუტა. თათიამაც მოხვია ხელები მთელი ძალით.
- სხვა დროს როცა მოგინდება რომ შენთან ვიყო, მაშინვე დამირეკე რაა. მე სულ მინდა შენთან. სულ.. უბრალოდ, არ მინდა ზედმეტი მომივიდეს.
- მეც.... - აღარ გააგრძელა თათიამ. უნდოდა ეთქვა მეც სულ მინდა შენთანო. მაგრამ გაჩუმდა.
- რა შენც თათია.
თათია დუმდა. გუგამ თვალებში ჩახედა.
- თათი, რაა შენც. მითხარი.
თათია ისევ დუმდა.
- ისევ თავს იკავებ ხო? ისევ ღრმად ფიქრობ. ისევ სიტყვებს არჩევ.
თათიამ თვალები დახარა.
- ნუ მოიწყინ რა. ვიცი რაც გაჩერებს. ვიცი. - ისევ მიიხუტა გულზე. - გპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი მოგვარდება. ცოტა დრო მჭირდება. დრო მჭირდება რაღაცების დასალაგებლად, რაღაცეების გასარკვევად. და მერე... მერე ვნახოთ.. ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ერთი რამ მინდა იცოდე - შენ ძალიან ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის. ეს მინდა რომ იცოდე... და კიდევ, გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-ნუ მპირდები რაა გუგა. ნუ მპირდები. - ხმის კანკალით უთხრა თათიამ.
გუგამ თვალებში ჩახედა.
- რატო თათ.
- დაპირების ასრულება ძნელია. თან შესალოა იმედგაცურებაც მოყვეს. ეს უფრო ძნელია. ამიტომ არ გინდა, ნურაფერს დავპირდებით ერთმანეთს. ვიყოთ ისე, როგორც ვართ. პირობების და გეგმების გარეშე. მოლოდინის გარეშე. თუ რამეა მოსახდენი, ისე მოხდეს.
- კარგი ჩემო პატარა, კარგი. უბრალოდ არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან ბევრს ნიშნავ ჩემთვის. - უთხრა გუგამ და შუბლზე შეეხო ტუჩებით. - ახლა მოემზადე ნელნელა. და ერთად გავიდეთ.
- ერთად როგორ, შენ ხომ მზად არ ხარ?
- შენ მოემზადე და მერე გავიაროთ ჩემთან. უცებ გადავიცმევ.
- კარგი, წავალ მაშინ წყალს გადავივლებ.
- დაგეხმაროო? - ჰკითხა გუგამ და თვალი ჩაუკრა.
- როგორმე თავადაც მოვახერხებ. - ენა გამოუყო თათიამ.
- ხო ო? მაშინ მანამდე მომიწევს რაღაცის გაკეთება. - ვნებამორეული ხმით უთხრა გუგამ. ხელი ჯერ მაისურის ქვეშ შეუცურა, მერე ლიფის ქვეშ და მკერდს მიეფერა. თათიამ ამოიკვნესა. გუგა ტუჩებით მის ყელს შეეხო. ჟრუანტელმა დაუარა თათიას, სხეულის ყველა უჯრედი გამოცოცხლდა, სიამოვნების ტალღამ ყველა წერტილამდე მიაღწია. გუგამ სწრაფად შემოაცალა თათიას რაც ეცვა, ხელში აიყვანა და საძინებელში გაიყვნა, ფრთხილად მიაწვინა საწოლზე, ზემოდან მოექცა და გაირინდა. თათიამ მიბნედილი თვალები გაახილა. დიდხანს უყურეს ერთმანეთს თვალებში. ვნებაზე მეტი სიყვარული ჩანდა.
- მომეფერე რაა - გაუბედავად უთხრა თათიამ. გუგას ჩაეღიმა.
- შეგჭამ, იცოდე. - უპასუხა გუგამ და ორივე საოცრებათა სამყაროში გადაეშვნენ.


ერთად მივიდნენ გუგა და თათია ბაჩოსთან. კარგად ერთობოდნენ. გუგამ შეამჩნია, რომ თათიას გამუდმებით ვიღაც ურეკავდა, თათია კი შეგნებულად არ პასუხობდა. ჰკითხა ვინ არისო, მაგრამ თავიდან მოიცილა, ერთი მშობელია აბიტურიენტის, ბევრი საუბარი უყვარს და არ მცალია მაგისთვისო. გუგას რაღაც არ ასვენებდა. შეამჩნია მესიჯი რომ მოუვიდა. თათიამ გახსნა, პასუხი დაუბრუნა და ტელეფინი მაგიდაზე დადო, თვითონ სამზარეულოში გავიდა. გუგას გულმა არ მოუთმინა. ფრთხილად აიღო ტელეფინი და მესიჯი გახსნა.
"მეტის მოთმენა არ შემიძლია. მე ხომ იმისთვის გირეკავ, რომ შენთან საუბარი მინდა. მართლა არ შემიძლია უშენოდ. ხომ დამპირდი, შევხვდებითო, ათი წუთითაც კი ვერ მოიცალე?"
გუგას ცივმა ოფლმა დაასხა. გულისცემა გაუხშირდა.
"ზეგ 2 საათზე გნახავ. ცენტრალურ პარკში, იმ ადგილას მოდი. არსებობს ადამიანი, რომელსაც ამას ვუმალავ და არ მომწონს. ზეგ გნახავ და მერე მას დაველაპარაკები. "
ხელები აუკანკალდა გუგას. ძლივს მოახერხა ტელეფონის მაგიდაზე დადება. ეჭვმა გონება დაუბინდა. ათასმა აზრმა გაუელვა. წამოდგა. სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა იქაურობა. ჰაერი არ ყოფნიდა. ბაჩომ შეამჩნია, რომ გუგა კარისკენ მიდიოდა და წამოეწია.
- გუგა, სად მიდიხარ?
ამღვრეული თვალებით შეხედა გუგამ და ხმის კანკალით უპასუხა - უნდა გავიდე ბაჩო, რაღაც საქმე მაქვს სასწრაფო.
- კარგი რაა, რას ატ...კებ, ეხლა რა საქმე გაგახსენდა.
- გთხოვ, შემეშვი რაა. - უხეშად უპასუხა და ქუჩაში გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. მანქანაში ჩაჯდა. უმისამართოდ იარა. აერია თავში ყველაფერი. ,,ალბათ იმ სხვის გამო იკავებს რაღაცეებზე თათია თავს, იმიტომ არ მაძლევს მეც იმის უფლებას, რამეს დავპირდე. ჯანდაბა, ვერ ვხვდები, ვერაფერს ვერ ვხვდები. რა უნდა. "
ერთერთ ბართან გააჩერა მანქანა. არ ახსოვს რამდენი დალია, არც ის ახსოვს რას სვამდა. კარამდე რომ ძლივს მიაღწია, მერე მიხვდა, რომ ძაან მთვრალი იყო. ჰაერმა უარესად იმოქმედა. უფრო მოეკიდა სასმელი. ის გაახსენდა, რომ თათია უსიტყვოდ დატოვა ბაჩოსთან. ჯიბეში ტელეფილონს დაუწყო ძებნა. ვერ იპოვა. უცებ გაახსენდა, რომ გზაში თათია ურეკავდა და ფანჯრიდან გადააგდო. ქუჩაში სკამი შენიშნა. ვიღაც იჯდა და არყის ბოთლი ეჭირა ხელში. გვერდით მიუჯდა.
- ცოტას დამალევინებ?
უცნობმა გაკვირვებით გამოხედა. გუგა უფრო გაოცდა, როცა მიხვდა, რომ ის ვიღაც გოგო იყო.
- აიღე. - გაუწოდა ბოთლი. გუგამ გამოართვა და ნახევრამდე სულმოუთქმელად დალია.
- ეგრევე დალიე, ამოსუნთქვის გარეშე, უცებ მიგათრობს.
დაუჯერა გოგომ. გაუჭირდა, მაგრამ თითქმის ბოლომდე დალია.
- ნეტა რა შეგვემთხვა ასეთი, რამ გაგამწარა, რომ ამ ღამეს, ქუჩაში მარტო ზიხარ და სვამ.
გაეცინა უცნობს.
- ზურგში რომ ჩაგარტყამენ დანას, მერე ვეღარ ფიქრობ რა არის ნორმალური და რა არა.
გუგას გაეცინა. დიდხანს ისხდნენ ჩუმად. სიმთვრალე უფრო მეორია ორივეს. მერე კი... მერე....

თათია გაოცდა, გუგა მაგიდასთან რომ არ დახვდა. ბაჩოს კითხა სადააო.
- არ ვიცი თათი, გავიდა და არ უთქვამს. სასწრაფო საქმე მაქვსო. მეც ვერ გავიგე რა მოხდა. ვინმემ ხოარ დაურეკა. არ ვიცი.
თათიამ მაშინვე გადაურეკა. რამდენიმე ზარი გავიდა და გაითიშა. აფორიაქდა. პანიკაში ჩავარდა. ბაჩომ შეატყო.
- თათი რა გჭირს, ნუ ნერვიულობ. პატარა ხო არაა. ალბათ მართლა რამე იყო სასწრაფო.
დიდხანს აღარ დარჩენილა თათია იქ. ტაქსით გავიდა სახლში. ვერ დაიძინა. რამდენჯერმე დარეკა ბაჩოსთან. ვერაფერი გაარკვია. შუაღამისას მიეძინა. დილით ადრე გამოეღვიძა. ისევ გუგასთან სცადა დარეკვა. გათიშული იყო ტელეფონი. მერე ისევ ბაჩოსთან დარეკა. არც ბაჩომ იცოდა არაფერი. არ უნდოდა გუგას მშობლებთან დარეკვა, ისინიც არ ავანერვიულოვო. ისევ მოცდა ამჯობინა.

გუგა თავის ტკივილმა გამოაღვიძა. განძრევა არ უნდოდა, მაგრამ შარდის ბუშტმა არ მოასვენა. თავი წამოსწია და გაოგნდა. ვიღაც იწვა მის გვერდით. გონება დაძაბა. ის ახსოვდა, რომ თათიას გარეშე დატოვა ბაჩოს სახლი. შემდეგ ბალიშზე თმა შეამჩნია. არა. ეს ნამდვილად არ იყო თათიას თმა. დაიბნა. იგრძნო, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ერთი ღრმად ამოიოხრა. მის ამოოხვრაზე ქალსაც გაეღვიძა. ის გუგაზე მეტად დაბნეული იყო. წამოიკივლა შეშინებულმა. გაოგნებულები უყურებდნენ ერთმანეთს. კანკალმა აიტანა უცნობი. ოთახი მოათვალიერა.
- აქ... აქ ... რა მინდა... როგორ მოვხვდი... ვინ ხარ...
- მეც მაინტერესებს როგორ მოხვდი აქ.
ამან უცნობი უფრო მეტად დააბნია. შედეგ ჩაფიქრდა. გაახსენდა გუშინდელი დღე.
- ბოლოს... ბოლოს მახსოვს რომ ქუჩაში სკამზე ვიჯექი... და... და შენ მოხვედი....
გუგას გონება გაუნათდა, გაახსენდა როგორ გამოვიდა ბაჩოს სახლიდან, ბარში დალია ძალიან ბევრი, შედეგ ქუჩაში მჯდომი გოგო დაინახა, რომელიც ტიროდა და ხელში არყის ბოთლი ეჭირა.
- ახლა გასაგებია აქ რატომ ვართ. მთვრალი არ გაგიშვი სახლში, ან შენ არ დამტოვე მარტო... ან...
- უნდა წავიდე - თქვა უცნობმა. წამოდგომა სცადა... მაგრამ შეჩერდა. შიშველი იყო. მთლად შიშველი. - რა გავაკეთეთ... - ამოიკნავლა.
- არამგონია ძნელი გამოსაცნობი იყოს. - უპასუხა გუგაც. გოგონამ ზეწარი შემოიხვია და ადგა. საწოლში წითელმა ლაქამ გუგა უარესად დააბნია....
- შენ... შენ რა.... ქალიშვილი იყავი?
- ქუჩაში რომ ვიჯექი ბოთლით ხელში, ვინ გეგონე? ქუჩის ?
- არა. ეგ არ მიფიქრია. უბრალოდ... - დაიბნა გუგა.
- ნუ გეშინია. სრულწლოვანი ვარ, პასუხს არავინ მოგთხოვს... - უპასუხა გოგონამ და ცრემლები წამოუვიდა.
- პასუხის მოთხოვნა რა შუაშია. დარწმუნებული ვარ ქუჩაში მთვრალი კაცისთვის არ ინახავდი თავს.
- ვისთვისაც ვინახავდი, იმდენად არაკაცი აღმოჩნდა, რომ ხედავ... სრულიად უცხო ადამიანთან გავაკეთე ეს...
გუგა დაბნეული იყო. არ იცოდა რა ექნა.
- დაჯექი, მოდი. - უთხრა ბოლოს. - რა მოხდა ასეთი. მომიყევი. მაინც არაფერი ეშველება იმას რაც მოხდა.
უცნობმა ჰკითხა: - შეიძლება ჯერ სააბაზანოთი ვისარგებლო? - და თავი დახარა.
- რა თქმა უნდა. - გუგამ ხალათი შემოიცვა, კარადიდან სუფთა პირსახოცი გამოიღო და მიაწოდა. სააბაზანომდე მიაცილა. დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ. თითქოს ცდილობდა წუხანდელი ღამის ნაკვალევი მთლიანად წაეშალა სხეულიდან. გუგა შეშფოთდა. კარზე მიუკაკუნა - კარგად ხარ?
- კი. მაპატიე. გამოვალ მალე.
ცოტა დამშვიდებული გამოვიდა სააბაზანოდან.
- არსად წახვიდე, სანამ მე არ გამოვალ. სალაპარაკო გვაქვს.- უთხრა გუგამ.
- კარგი.
გუგა აბაზანაში შევიდა. უცნობი საძინებელში. თავის ტანსაცმელი მოძებნა და ჩაიცვა. გუგამ სწრაფად გადაივლო წყალი. ოთახში რომ დაბრუნდა, უცნობს საწოლისთვის თეთრეული გადაეძრო და გუგას გამოჩენას უცდიდა.
- არ იყო საჭირო. - თეთრეულზე მიანიშნა გუგამ.
- საჭირო იყო. - თავდახრილმა უპასუხა. - ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. არ ვიცი.... ალბათ საშინელებას ფიქრობ ჩემზე.
- რა გქვია? - გააწყვეტინა გუგამ.
- ნათია.
- მე გუგა. ნათია, არც საშინელებას ვფიქრიბ და არც უხერხულად უნდა იგრძნო თავი. ვიცი, მესმის... არც ჩემთვისაა მარტივი. არ მოგატყუებ, სხვებიც ყოფილან, ქალიშვილები, მაგრამ იმათთან სხვა იყო. იქ მათი სურვილით ხდებოდა. შენ შემთხვევაში ასე არ იყო და ეს მანერვიულებს. ხო, მესმის, ზრდასრული ადამიანი ხარ, საკუთარი თავი შენ გეკუთვნის, მაგრამ მაინც....
- ნუ ღელავ... ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. იციი, საერთოდ არ ვნანობ... არ ვნანობ. - ნერვიულად ჩაილაპარაკა.
- რა მოხდა ასეთი? - შეფარვით ჰკითხა გუგამ.
- ალბათ ისიც ჯობდა, რაც მოხდა. ხო, ჯობდა. ისეთ ადამიანთან ცხოვრებას გადავრჩი, რომ არ ვნანობ რაც მოხდა. მოკლედ, გაუგებრად ვპარაკობ. დანიშნული ვიყავი, თვის ბოლოს ქორწილი უნდა მქონოდა. დილით დავურეკე გცალიაათქო? და არაო. მივლინებაში ვარ, საღამოს ჩამოვალო. მე გადავწყვიტე მის სახლში მისვლა. ვიფიქრე საღამომდე ვახშამს მოვუმზადებთქო. სათადარიგო გასაღები ვიცოდი სადაც იდო და... ნუ მოკლედ ვიღაც ქალთან ერთად დამხვდა. ვიყვირე, მაგრამ აზრი... პატიების თხოვნა დამიწყო. სული მეხუთებოდა. წამოვედი. არ მახსოვს სად ვიარე. მერე სასმელის ყიდვა გადავწყვიტე. მამაკაცები ხო სასმელით იცხრობენ ბრაზს.
გუგას თავის თავი გაახსენდა. წინა ღამის საქციელი. უფრო ანერვიულდა. მიხვდა, რომ სულელურად მოიქცა, მაგრამ თავს საშინლად გრძნობდა, გული სტკიოდა, რომ თვითონაც ღალატის მსხვერპლი იყო. ნუ ბოლომდე აღარ სჯეროდა, რომ თათიას მისი მოტყუება შეეძლო, მაგრამ... არსებობდა მაგრამ...
- რაც მოხდა, მოხდა. - საუბარი გააგრძეელა ნათიამ. - არ გეგონის თავს ვიმართლებ, მაგრამ არ ვარ სხვანაირი ადამიანი. უბრალოდ, გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი.
- არ გინდა, ვხვდები. მეც თითქმის ანალოგიურ მდგომარეიბაში აღმოვჩნდი. ნუ ოთახში არ შევუსწარი, მაგრამ საეჭვო ესემესი წავიკითხე, გავბრაზდი, სუფრაზე მივატოვე და აი....
- მხოლოდ საეჭვო ესემესის გამო ჩათვალე რომ გღალატობდა? - გაუკვირდა ნათიას.
- ხო. - დაბნეულმა უთხრა გუგამ.
- და იქნებ გეკითხა და აეხსნა რაში იყო საქმე.
გუგა ანერვიულდა. იქნებ მართლა არაფერი იყო ასეთი. იქნებ გააზვიადა. იქნებ შეცდა.
- დამშვიდდი. რახან მისთვის არაფერი გითქვამს, სანერვიულოც არაფერია. ეტყვი რომ უბრალოდ სასწრაფო საქმე გამოგიჩნდა და აუცილებელი იყო შენი წასვლა. არაა საჭირო სიმართლე უთხრა.
- ხო, მაგრამ....
- შეცდომა ორივემ დავუშვით, მაგრამ არაუშავს. ნუ შენ ნაკლებად, მე დავუშვი შეცდომა, მაგრამ არაუშავს. ამ შეცდომის დაშვება ჯობდა იმას, რომ მთელი ცხოვრება მოღატე ადამიანის გვერდით არ მომიწია ცხივრებამ. და მადლობა უნდა გითხრა იმის გამო, რომ ქუჩაში არ დამტოვე. ახლა მე წავალ ჩემს გზაზე და შენ გააგრძელებ შენს ცხოვრებას.
გუგა რაღაც სინდისის ქეჯნას გრძნობდა.
- კარგი, მე წავალ. ჩაილაპარაკა ნათიამ.
- გაგიყვან, მითხარი სად ცხოვრობ. - თითქოს დააშავა რამე და გამოსყიდვას ცდილობდა.
- არ ვცხოვრობ მე აქ. სოფელში ვცხოვრობ.
- არაა პრობლემა, მითხარი სად და მიგიყვან.
- არაა საჭირო გუგა. მართლა. ნუ წუხდები.
- არ ვწუხდები. ამას მაინც გავაკეთებ შენთვის.
- თავს ისევ დამნაშავედ გრძნობ. არ გინდა რაა. ნუ მაშინ, მარშუტკებამდე მიმიყვანე რადგან ასეა. კარგი?
- კარგი.
მარშუტკებამდე მიიყვანა გუგამ. არ იცოდა რა ეთქვა. პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში. ისევ ნათიან წამოიწყო.
- მადლობა ყველაფრისთვის. და ნუ ხარ ასე დაძაბული. აქედან პირდაპირ მასთან წადი. რა ქვია?
- თათია. - იმხელა სითბოთი თქვა გუგამ.
- ლამაზი სახელია. კარგად აბა.
გადადიოდა მანქანიდან გუგამ რომ გააჩერა.
- ნათია, ტელეფონი თან გაქვს?
- კი.
- ორი წუთით მათხოვებ?
ნათიამ იფიქრა იმ გოგოსთან უნდა დარეკვაო და მიაწოდა. გუგამ თავისი ტელეფონის ნომერი ჩაუწერა.
-ეს ჩემი ნომერია. ტელეფინი კი მოვისროლე სადღაც,მაგრამ ნომერს აღვადგენ. რა ვიცი, თუ ოდესმე დაგჭირდეს, დამირეკე.
- იმედია ამის საჭიროება არ იქნება. კიდევ მადლობა და წარმატებები.
იმდენად პოზიტიური იყო ნათია, გუგას უნებურად გაეღიმა. დაელოდა სანამ მარშუტკა არ გავიდა და სახლში დაბრუნდა. პირველი, რაც სასწაროდ გასაკეთებელი ჰქონდა, თათიასთან დარეკვა იყო. მეზობელს სთხოვა ტელეფონი და სანამ თათია უპასუხებდა თითქოს მშვიდად იყო, როგორც კი გაიგო მისი ხმა - გისმენთ- ო, ანერვიულდა. ძლივს ამოიღო ხმა:
- თათი... მე ვარ.
- გუგა? შენ ხარ? სად ხარ? როგორ ხარ? სად გაქრი? როგორ მანერვიულე - ამოსუნთქვის გარეშე დააყარა კითხვები.
- კარგად ვარ, ტელეფონი გამიფუჭდა.
- სად ხარ? ისეთ ადგილას სად წახვედი, რომ ტელეფონი არავის ჰქონდა, რომ გადმოგერეკა. მოვკვდი ნერვიულიბით, გესმის? - ტირილი შეერია ხმაში თათიას.
- მაპატიე ყველაფერი, კარგი? მაპატიე. ცუდად მოვიქეცი. ბოდიშს გიხდი.
- რახან კარგად ხარ, აღარაფერს ვჩივი. შენებს ვერ ვურეკავდი, არ მინდოდა შემეშინებინა.
- კარგად მოიქეცი. დამშვიდდი ეხლა. გამოვალ მალე.
- კარგი, გელოდები.


არ იცოდა გუგამ როგორ უნდა შეეხედა თათიასთვის თვალებში. ახლა გააცნობიერა, რა მძიმე ყოფილა ღალატი. მაგრამ ის უფრო მეტად სტკიოდა, რომ შესაძლოა თათია სხვისი ყოფილიყო. ეს აგიჟებდა. არ ახსოვს როგორ მივიდა თათიას კორპუსთან. სწრაფად აირბინა კიბეები და დააკაკუნა. იმ წამსვე გაუღო კარი და მთელი ძალით ჩაეხუტა.
- ლამის მოვკვდი იცი? მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ვერავის ვერაფერს ვეკითხებოდი... არ მინდოდა სხვებიც ამენერვიულებინა. - ტირილით ეუბნებოდა თათია.
- დამშვიდდი. კარგად ვარ ხომ ხედავ... და მაპატიე. უბრალოდ რაღაცაზე გავნერვიულდი. ამიტომ წავედი.
- არც კი გითქვამს არაფერი გუგა. განა ასეთი რა მოხდა რომ სიტყვის უთქმელად დამტოვე და წახვედი.
- რა გავაკეთო რომ მაპატიო? მართლა არ შემეძლო დარჩენა.
- კარგი... მთავარია კარგად ხარ და აქ ხარ. - სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა თათიამ. - ასე აღარასოდეს მოიქცე კარგი?
ისეთი მუდარა ისმოდა თათიას ხმაში, გუგა ჩაფიქრდა, დავიჯერო ასე თამაში შეუძლიაო?
- გპირდები ასე აღარ ვიზამ. - უთხრა გუგამ და ცრემლიან თვალებში აკოცა. - ახლა კი, ყავას თუ დამალევინებ კარგს იზამ.
თათიამ გაღიმა. - არ იმსახურებ, მაგრამ მაინც გაგიკეთებ... თან... რაღაც მინდა გითხრა... - ღელვა შეერია თათიას ხმას.
- გამიკეთე ჯერ და მერე.
სამზარეულოში გავიდნენ. უცებ მოუმზადა ყავა და მაგიდასთან გუგას პირდაპირ დაჯდა.
- მეჩვენება თუ ნერვიულობ? - ჰკითხა გუგამ.
- ცოტას.. მგონი. უბრალოდ... არ მინდა რაღაც მქონდეს შენგან დამალული.
ახლა გუგა ანერვიულდა. პირველი რაც გაიფიქრა ის იყო, რომ მეტყვის ახლა დავშორდეთო და ცივმა ოფლმა დაასხა.
- გისმენ... ასეთი რა ხდება. - სცადა ხმაში ნერვიულობა არ შესტყობოდა.
- ერთი ბიჭია... ვახო... ერთი წლის წინ გავიცანი, უნივერსიტეტის რაღაც ღონისძიებაზე. ერთად ვაწყობდით სხვადასხვა ფესტივალებს. ...
- მერე. - სიმკაცრე გაურია გუგამ ხმას.
- მალე შეეტყო, რომ რაღაც სიმპატიები გაუჩნდა. არც დაუმალავს... მე თავი შორს დავიჭირე. ნუ შეილება ითქვას, ჩამოვიშორე კიდეც. აღარც შევხედრივართ იმის შემდეგ.
- მერე. - ისევ მკაცრად გამოუვიდა გუგას.
- მერე ის, რომ ერთი თვის წინ შემთხვევით ვნახე კაფეში. რამდენჯერმე მომიკითხა, ისე, უბრალოდ. სხვანაირად არაფერი უთქვამს. ხოვერ ავუკრძალავდი ადამიანს მოწერას, მით უმეტეს რომ ზედმეტს არაფერს მეუბნებოდა.
- მაგრამ იცოდი რასაც გრძნობდა შენს მიმართ...
- ხო, ვიცოდი მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა.
- და მერე რაო, ისევ მიყვარხარო? - ირონია გაურია გუგამ ხმაში.
- ხო. ვუთხარი, რომ მისი ადგილი არ იყო ჩემს ცხოვრებაში. რომ არსებობდა სხვა. არ მჯერაო. შევხვდეთ და ვისაუბროთო. შევთანხმდით კიდეს....
გუგა დაიძაბა. ნერვიულობაზე პირი გაუშრა.
- მერე....
- მერე ის, რომ ვერ გავბედე.... არ მინდოდა ისე შევხვედროდი, შენ არ გცოდნოდა. შენთან დალაპარაკებაც ვერ მოვახერხე. წუხელისაც მოუწერია. იქ რომ ვიყავით, ბაჩოსთან...
თათია გაჩუმდა. არც გუგა იღებდა ხმას. საკუთარ თავზე ბრაზობდა. როგორ შეეძლო თათიაზე სხვანაირად ეფიქრა. ეს ხომ თათია იყო. ეს ხომ სხვებს არაფრით გავდა. ნერვიულობა თათიასაც დაეტყო. ეგონა გუგა ბრაზობდა. ხმის კანკალით ჰკითხა:
- მიბრაზდები?
გუგა წამოდგა, მასთან მივიდა და მთელი ძალით ჩაიხუტა.
- ჩემი პატარა, სულელი გოგო ხარ შენ... აქამდეც უნდა გეთქვა ჩემთვის, მაგრამ არ ვბრაზობ... უკვე აღარ ვბრაზობ. რაც შეეხება ვახოს, ნომერს თუ მომცემ კარგს იზამ.
- რა საჭიროა, მე დაველაპარაკები გუგა.
- შენ უკვე უთხარი სათქმელი, რახან ვერ თუ არ გაიგო, ეხლა მე მაცადე, კარგი?
- არ მინდა იჩხუბოოო. - ისევ ხმა აუკანკალდა თათას. გუგას გაეცინა.
- ბოთე, რატო უნდა ვიჩხუბო. ცხოველი ხოარვარ ეგრევე მუშტი ვაჯახო. ნუ თუ საჭირო გახდა მაგასაც ვიზამ, მაგრამ მშვიდად დაველაპარაკები, გპირდები. ავუხსნი, რომ ჩვენ არანაირი ვახო არ გვჭირდება. - გაეხუმრა ბოლოს.
თათია უფრო მაგრად მიეხუტა.
- თუ ოდესმე ვინმე გაბედავს და შეგაწუხებს, შენ ნერვები არც უნდა მოიშალო, გესმის? მე მითხარი და მე მოვაგვარებ. იმედია ამას დაიმახსოვრებ და სხვა დროს აღარ დამიმავალ არაფერს.
- არც კი მიფიქრია დამალვა.... უბრალოდ, არ ვიცოდი... არ ვიცოდი მეთქვა თუ არა.
მართლა არ იცოდა თათიამ უნდა ეთქვა თუ არა. არ იცოდა იმიტომ, რომ მათ ურთიერთობას სახელი არ ერქვა. იცოდა, რომ ერთად კარგად იყვნენ... ისიც იცოდა, რომ თვითონ უზომოდ უყვარდა.... მაგრამ გუგას? ზოგჯერ არაა აუცილებელი სახელი ერქვას ურთიერთობას, ზოგჯერ ისედაც ნათელია ყველაფერი... მაგრამ ამ შემთხვევაში არ იცოდა თათიამ რა იქნებოდა მომავალში.
გუგაც ხვდებოდა ამას. ხვდებოდა, რატომ არ იცოდა თათიამ, უნდა გაემხილა გუგასთვის თუ არა... ხვდებოდა რატომ ორჭოფობდა თათია.
- იცი, თათი, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გვინდა. არა, განა ისე არაა როგორც გვინდა, მაგრამ არის რაღაცეები, რაზეც ჯერ ვერ საუბრობ... ცოტა დრო მჭირდება... სულ ცოტაც თათი. ცოტაც...ცოტაც მაპატიე. ერთი რამ ეხლაც დარწმუნებით შემიძლია გითხრა - შენ ჩემთის ძალიან ძვირფასი ხარ. იმაზე მეტად, ვიდრე შენ ფიქრობ.. უბრალოდ ცოტა ცდრო მინდა.
თათიას ცრემლები გადმოსცვივდა.
- მთავარია ახლა აქ ხარ გუგა. აქ ხარ. ესაა ჩემთვის მთავარი.
- ჩემი მტირალა გოგო... შეილება ყველაფერზე ტიროდეე? თუ ჩემი კოცნა მოგინდა და იმიტო ტირი?
გუგას ბოლო სიტყვებზე გაეცინა თათიას.
- მინდა სულ ასე იცინოდე... მინდა მხოლოდ ბედნიერებისგან ტიროდე. ჩემ თავს არ ვაპატიებ, თუ სხვანაირად გატირებ თათი. გახსოვდეს, თუ ოდესმე ეს მოხდა, იცოდე რომ არ მინდოდა. უბრალოდ ალბათ სხვა გარემოებები გამოიწვევს ამას, თორემ მე ჩემი სურვილით არასოდეს გატკენ. ეს მინდა იცოდე.
- გეყოფა თორე უფრო ვიტირებ. - შეაჩერა თათიამ.
- კარგი, ვჩუმდები.
უცებ წინა ღამის ნამოქმედარი გაახსენდა და ხელი გაუშვა თათიას. როგორ უნდოდა სულ გაექრო ის ღამე, მაგრამ.... წასვლა გადაწყვიტა. რომ არ წასულიყო, ყველაფერს იტყოდა.... ახლა კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა თათიას გულისტკენა.
- ახლა წავალ, კარგი? ბაჩოსთან უნდა გავიდე. ცუდად გამოვიდა წუხელის.
- კარგი, წადი. - ყელში აკოცა თათიამ. გუგას ჟრუანტელმა დაუარა. სურვილი გაუჩნდა თათიას სხეულის ყველა უჯრედი დაეკოცნა, მაგრამ ყველაზე უსინდიოს ადამიანი გამოდიოდა დედამიწის ზურგზე. იმ ღამის გამო არ შეეძლო... ასე უცებ არ შეეძლო თათიას შეხებოდა.
- რამ ჩაგაფიქრაა? რამე ისე არ არის? - თათიას ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.
- არა, ყველაფერი რიგზეა. დაგირეკავ, კარგი?
ერთხელ კიდევ მიიხუტა გულზე მაგრად და გასვლისას ისევ უთრა:
- რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე რომ ყველაზე ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის. და სანამ ისევ გიტირია წავედი.
სწრაფად გაიხურა გუგამ კარი. თათიამ კი იტირა. მაინც იტირა. სიხარული ატირებდა. ბედნიერება... თუმცა გულში მაინც რაღაც ღრღნიდა. რაღაც ისე ვერ იყო, გრძნობდა.



№1 სტუმარი Likuna

Rodis dadeb?

 


№2  offline წევრი ფუტკარა

ხვალ, აუცილებლააად

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

მოკლედ, მოქმედებები ისე ვითარდება რომ თათიამ აუცილებლად, აუცილებლად უნდა გაამართლოს სათაური :)).
საწყალი გუგა, როგორ შემეცოდა.

 


№4  offline წევრი ფუტკარა

მგონი უკვე ამართლეებს, სულ ტირის :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

რასაც აქამდე ტირის, ეგ ჩემთვის სრულიად გუგებარი და გამაღიზიანებელია :)).
მე ტირილში ვიგულისხმე გუგას ამბავს რომ გაიგებს, თან თავისი სათნოებიდან გამომდინარე უეჭველი ეტყვის წადი იმ გოგოსთან და მასთან იყავიო : D :D

 


№6  offline წევრი ფუტკარა

თქვენი პროგნოზი მომწოოონს.... რაც შეეხება თათიას, როდესაც რაღაცას პირველად აკეთებ ( ამ შემთხვევაში წერას ვგულისხმობ) რთულია ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო. ნამდვილად არ მინდოდა ასეთი მტირალა პერსინაჟი ყოფილიყო თათია, მაგრამ ფაქტია ასე გამოვიდა და მთლად ნუ გამკიცხავთ ამის გამოო :D

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

1. მხოლოდ თათიას ვკიცხავ ანუ ისტორიის გმირს.
2. თუ ამით ავტორს ოდნავ მაინც დისკომფორტს ვუქმნი უნდა თქვას, რომ მეც მშვიდად ვიყო და ისიც.
3. ანუ ისტორია აქამდე როგორც მოვიდა, თათიას პერსონაჟი როგორიცაა იქიდან გამომდინარე ვვარაუდობ. ოოოოდნავ მაინც რიმ იცოდეს საკუთარი თავის ფასი და საკუთარი სურვილები, უფრო სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი ჩემი აზრით.
უბრალოდ, გუგა მართლა მეცოდება ამ ყველაფრისთვის. მხოლოდ კარგი უნდა ყველასთვის...და არ მესმის ამ ავტორების, საკუთარ გმირებს ასეთ დღეში რომ აგდებენ :)).

 


№8  offline წევრი ფუტკარა

დისკომფორტს ნამდვილად არ მიქმნის,პირიქით, საჭიროა მსგავსი შეფასებაც. უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ პირველად ვწერ და პერსონაჟის ,,ასეთ დღეში ჩაგდება" არ მქონია გათვლილი, უბრალოდ ასე გამოვიდა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent