შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეცამეტე თავი)


30-12-2019, 13:11
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 311

გუგა აფორიაქებული მიადგა ბაჩოს. ბაჩომ ჯერ გამოლანძღა, სად წახვედი რო აღარ დაბრუნდიო. მაგრამ გუგას სახეს რომ დააკვირდა, მიხვდა რაღაც ისე ვერ იყო.
- რა გააფუჭრ შე ჩ*მა ცხვირი რო ძირს დაგთრევს.
გუგამ ყველაფერი მოუყვა. ბაჩომ თავში ხელი წამოარტყა.
- არც კი ვიცი რა გიწოდო. ასე რამ გამოგაშტერა. ყველაფერი რო გეფიქრა, თათიაზე ეგ როგორ გაიფიქრე ჰაა? სულელი ხარ რაა.
- კარგი რაა ბაჩოო, ჩემიც მეყოფა. გიჟს ვგავარ. არ ვიცი რა გავაკეთო. როგორ ვუთხრა თათიას ეს.
- ასე მგონია თათია გაგიგებს გუგა. ხო იცნობ, რა ტიპია. გაპატიებს.
- არ შემიძლია ბაჩო, როგორ ვუთხრა ჩემი უაზრო საქციელის შესახებ. როგორ ვატკინო გული. არადა ისეთი ბედნიერი შემომყურებდა თვალებში.
- ხოდა მაშინ ნუ ეტყვი, ვაახ. ის გოგოც შეგნებული აღმოჩნდა. სხვა რა გინდა. ვერ გაიგებს თათია და ეგაა.
- არ ვიცი ბაჩო, მართლა არ ვიცი რა ჯობია. ამ შაბათ - კვირას წყნეთში უნდა ავიდეთ. ძლივს მოინდომა რომ ერთად წავსულიყავით, როგორ გავაფუჭო ეს დღეები. როგორ ველოდებოდი...
- დამშვიდდი რაა. ქმარი ღალატობს ცოლს და დიდი რამე ეხლა შენც რაღაც შეგეშალა. იმას არ ვამბობ, რომ სწორად მოიქეცი, მაგრამ არამგონია უპატიებელი იყოს. შეირგე ეს შაბათ- კვირა და ნახავ ის შემთხვევა სულ დაგავიწყდება.



ორი დღე ერთად გატარეს გუგამ და თათიამ. უბედნიერესი იყო თათია. მეცხრე ცაზე დაფრინავდა. გუგამ რამდენჯერმე დააპირა სიმართლის თქმა, მაგრამ ისეთი აღტაცებული იყო, ვერ გაბედა მის თვალებში აციმციმებული ვარსკვლავების ჩაქრობა.
წყნეთის შემდეგ გვანცასთან ერთად ელენე ბებიას ესტუმრნენ... საღამოობით უამრავ რამეზე საუბრობდნენ. ამჯერადაც ეზოში ისხდნენ მაგიდასთან გუგა, გვანცა და ელენე ბებია. იმაზე კამათობდნენ რომელი იყო საუკეთესო სახელი. თათია ჩაის ფინჯნებით იმ დროს მიუახლოვდა, როცა გუგა და გვანცა ერთმანეთს სახელზე ეკამათებოდნენ.
- აი თათია მოვიდა და გვეტყვის ვისი ჯობია. - თქვა გვანცამ.
- აბა, რაო, რა ხდება, რაზე ვერ შეთანხმდით?
- ჯერ შენ გვითხარი, რომელია ყველაზე ლამაზი სახელი. გოგოსი ოღონდ.
- ალბათ რამდენიმეა, მაგრამ მე ყველაზე ძალიან ელენე მომწონს. - თქვა თათიამ და ელენე ბების შეხედა. - იმიტომ არა, რომ ელენე ბებოსთან ვართ. მართლა. ბავშვობიდან მიყვარს ეს სახელი.
- გაჯობეთ გუგა, გაჯობეეეთ. - გაუხარდა გვანცას. - მეც ელენეს ვამბობდიი.
- შენ რას ამბობდი? - ჰკითხა თათიამ გუგას.
- მაგას ანასტასია მოწონს, ტასო რაა. - გუგას მაგივრად უპასუხა გვანცამ.
- სად ვუპოვოთ ახლა ანასტასია ბიძაშენს, ჰაა? არავინ გყავს სამეგობრო- სადაქალოში? - გაიხუმრა თათიამ.
-აუ კიი. ჩემი დაქალის ბებიას ქვიაა. - თქვა გვანცამ და გადაბჟირდა.
- ვიღადავეთ ვითომ? სუსტი იყო. - ენა გამოუყო გუგამ გვანცას.
- ამხელა ბიძა კაცი რომ ენას მიყოფ, რა უნდა გელაპარაკოს კაცმა.


****
მშვიდად და თათიასთვის სრულ ჰარმონიაში გავიდა ერთი თვე. იმდენად ბედნიერი იყო, ცოტა ეშინოდა კიდეც. გუგა ჯერ არაფერს ამბობდა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა თათიასთვის. მაინც ბედნიერი იყო. ორ კვირაში დაბადებისდღე ჰქონდა გუგას. გუგა მოუთმენლად ელოდა. როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო. უნდოდა ეს გადაწყვეტილება სწორედ თათიასთავის თავის დაბადებისდღეზე გაემხილა და გაეხარებინა, მაგრამ.... ,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა".
თათიასგან გახარებული დაბრუნდა სახლში. ის იყო,საწოლზე მიწვა, რომ ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარი შევიდა.
- გისმენთ.
- გუგა, შენ ხარ? - იკითხა უცნობმა ხმამ.
- გუგა ვარ. თქვენ ვინ ხართ?
- ნათია ვარ გუგა....
უცებ ვერ მიხვდა ვინ ნათია შეიძლება ყოფილიყოს და ჩაფიქრდა.
- ის ნათია ვარ... გახსოვს....
გაახსენდა... უცებ გაახსენდა ვინ ნათია იქნებოდა.
- მივხვდი. მივხვდი.. როგორ ხარ?
- არამიშავს... დალაპარაკება მინდა შენთან. თუ დრო გაქვს რა თქმა უნდა.
გუგას ცივმა ოფლმა დაასხა. რაღაც არ მოეწონა.
- კი, მცალია. მშვიდობაა?
- ხო, რავიცი.... უბრალოდ შენ გარეშე არ მინდოდა გადაწყვეტილების მიღება.
- მითხარი სად ხარ და გამოვალ.
- თუ სახლში ხარ, მე მირჩევნია გამოვიდე.
გუგა აფორიაქდა. შინაგანმა მოუსვენრობამ შეიპყრო.
- სახლში ვარ, გამოდი.
ნათიას მოსვლამდე უამრავი რამ წარმოიდგინა გუგამ. რა შეილებოდა მომხდარიყო.
როგორც იქნა გამოჩნდა ნათია.
გუგამ დაბნეულმა გაუღო კარი და ოთახში შეუძღვა.
ნათია მორიდებით ჩამოჯდა სავარძელზე და დაბნეული თვალებით შეხედა გუგას.
- რა ხდება ნათია? ასე რატო ნერვიულობ? ასეთი რა მოხდა?
ნათიას თვალები ცრემლით აევსო და ტირილშერეული ხმით დაიწყო:
- ღმერთს გეფიცები, ყველაზე საშინლად ვგრძნობ თავს. მართლა არ ვიცი რა გავაკეთო. მე რომ შემძლებოდა დამოუკიდებლად ამის გადაწყვეტა, მართლა არ დაგირეკავდი... - ნათია გაჩუმდა.
გუგა სულ აირია.
- თქვი ბოლო ბოლო, რა ხდება. მთლად ნუ დამაბნიე.
- თუ გადაწყვეტ, მოვიცილებ... ამაზე არ იდარდო. - გააგრძელა დაბნეულმა ნათიამ.
გუგა ახლოს მივიდა, წინ ჩამოუდგა.
- ნათია, დამშვიდდი და წყნარად ამიხსენი რა ხდება.
ნათია ფეხზე წამოხტა.
- ორსულად ვარ გუგა. - ძლივს ამოთქვა და ტირილი დაიწყო. - სამი დღეა რაც გავიგე.
გუგას თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო. მოწყვეტილი დაეშვა სავარძელზე.
ნათიამ ტირილით გააგრძელა:
- იქნებ... იქნებ იფიქრო მე რატოვო.... არ გაგამტყუნებ.... მაგრამ გეფიცები.... გეფიცები სხვასთან არასოდეს ვყოფილვარ... მარტო ის იყო... მაშინ...
გუგა დუმდა.. ვერ გადახარშა ბოლომდე ნათიას ნათქვამი.
ნათია გუგას მიუახლოვდა.
- გუგა მისმინე... ვიცი რომ ეს მოულოდნელია. ვიცი რომ შენც ისე დაიბენი, როგორც მე... მაგრამ ერთად გადავწყვიტოთ. ერთად მოვოფიქროთ რა ვქნათ. მე მოცილება გადავწყვიტე... ექიმთანაც კი ჩავწერე მაგრამ უშენოდ ვერ გავაკეთე. უნდა მეთქვა... უნდა გცოდნოდა. ამის უფლება გქონდა.
- ოოოხ.....- ამოიოხრა გუგამ.
- რამე თქვი გუგა. - ისევ ტირილი დაიწყო ნათიამ.- სამი დღეა მოვკვდი. ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ... და არ ვიცი რა ვქნა.
- ცოტა მაცადე ნათია. ცოტა მაცადე.
ნათია ტახტზე დაჯდა. დრო მისცა გუგას გასაზრებლად.
გუგა კი შოკში იყო. სრული ქაოსი ჰქონდა თავში. ერთადერთი რასაც ფიქრობდა ის იყო, რომ ცუდი რაღაც მოხდა. რომ მისი და თათიას ურთიერთობას რააღაც საფრთხე ემუქრებოდა. მხოლოდ ამას ფიქრობდა. ის არ გაუცნობიერებია, რომ შვილი შეიძლება ჰყოლოდა.
ასე გავიდა ნახევარი საათი. ნათია წამოდგა.
- მე წავალ... ასე აჯობებს...
გუგა მაშინ გამოერკვა. თვითონაც ადგა.
- ვიცი გუგა რასაც განიცდი. მე ეს უკვე გავიარე სამი დღის წინ. წეღანაც გითხარი, თანახმა ვარ, მოვიცილო ბავშვი, თუ ამას გადავწყვეტთ... თუ გადაწყვეტ...
- არ ვიცი ნათია. ვერ ვფიქრობ... შოკში ვარ. იმდენად მოულოდნელია...
- ამაზე ორივეს ცხოვრებაა დამოკიდებული. ჩვენი მომავალი გუგა. რა ვქნათ არ ვიცი, მართლა არ ვიცი.
- ახლა ვერაფერს ვფიქრობ. არც მე ვიცი რა გავაკეთოთ. მარტო მინდა ყოფნა. შეგიძლია დამტოვო?
- წავალ... მაგრამ რა ვქნათ...
- ახლა არა გთხოვ. ახლა არა... დრო მჭირდება. უნდა ვიფიქრო... ღმერთო, თათია.... თათიას რა ვუთხრა... როგორ ვუთხრა.
- არ გახდება თათიასთვის არაფრის თქმა საჭირო. მოვიცილებთ ბავშვს და მორჩა. ორივე გავაგრძელებთ ცხოვრებას... შენ ხომ შენი გეგმები გქონდა, ისევე როგორც მე გუგა.
- ოხ ნათია... მართლა არ ვიცი რა ვქნათ... არ ვიცი. ახლა წადი გთოვ. დავფიქრდები, გავაანალიზებ რაც მოხდა. დაგირეკავ მერე... და მერე ერთად მოვიფიქროთ რა ვქნათ, კარგი?
- კარგი გუგა. წავალ ახლა. მაპატიე, რომ აგირიე ცხოვრება. - თქვა ნათიამ და ტირილი დაიწყო.
გუგა მიხვდა რომ ნათიაც ძალიან ნერვიულობდა. შეეცოდა. ყველაფერი ხო მხოლოდ ნათიას ბრალი არ იყო.
- დამშვიდდი, გთხოვ... მეც ისევე ვარ დამნაშავე, როგორც შენ. პასუხისმგებლობა ორივეს გვეკისრება. ორივე ერთად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ.
- კარგი. წავალ ახლა მე.
ნათია გავიდა. გუგას კარამდეც არც მიუცილებია. აზროვნება არ შეეძლო. დაიღრიალა და კედელს მუშტი მთელი ძალით დაარტყა. ერთხელ, ორჯერ სამჯერ...
კარზე ზარმა შეაჩერა. ისევ ნათია იქნებაო- გაიფიქრა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს და გააღო. თვალები გაუფართოვდა. იქ თათია იდგა. თათია უფრო გაოცდა გუგას დასისხლიანებული ხელის დანახვაზე.
- რა გჭირს გუა? რა მოხდა? - ჰკითხა შეშინებულმა.
- არაფერი, თათი. აქ რა გინდა?
- რა არაფერი გუგა, სისხლი მოგდის ხელიდან. შენ რაა, იჩხუბეე? ნუ მაშინებ.
- არაფერიათქო. ხომ გითხარი. შემოდი.
თათია სწრაფად შევიდა, პირველადი დახმარების ყუთი აიღო და სიტყვის უთქმელად დაუმუშავა ხელი და წინ დაუჯდა.
- აბა, გისმენ, რა ხდება გუგა.
გუგამ ამღვრეული თვალებით შეხედა.
- გუგა, მაშინებ იცი? რა მოხდა?
- ჩამეხუტე რა... - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. თათია უსიტყვოდ ადგა და ჩაეხუტა.
დიდხანს იყვნენ ასე. დუმილი ისევ თათიამ დაარღვია.
- გუგა, ხო მშვიდობაა?
- არაფერი მკითხო, გთხოვ... უბრალოდ ჩემთან იყავი. მარტო არ დამტოვო.
თათია გაოცებული უყურებად გუგას. ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. არც ის უნდოდა ძალა დაეტანებინა.
- აქ ვარ. არსად წავალ... არ დაგტოვებ. უბრალოდ მითხარი, ხო მშვიდობაა? რამე შეგემთხვა?
- მშვიდობაა და მეც არაფერი მჭირს. უბრალოდ არ შემიძლია მეტის თქმა ჯერ.
- კარგი გუგა. გინდა ყავა გაგიკეთო?
- არა. მინდა რომ დავწვეთ. უბრალოდ ჩემს გვერდით რომ იყო. უბრალოდ რომ ჩამეხუტო.
- მაგაზე ადვილი რა არის? წავედით. - ღიმილით უთხრა თათიამ.
საძინებელში გავიდნენ. გვერდიგვერდ იწვნენ, მაგრამ ფიქრებით ორივე სხვაგან იყო. თათია მიზეზს ეძებდა გუგას ამ მდგომარეობაში ყოფნის. გუგა კი... გუგა სრულ გაუგებრობაში იყო. გამოსავალს ვერ ხედავდა. ვერ წარმოედგინა თათიას გარეშე არსებობა. ვერ წარმოედგინა მის გარეშე სუნთქვა. როგორ უნდა მოქცეულიყო ვერ ხვდებოდა. მთელი ღამე ვერცერთმა ვერ დაიძინა. დილით გათიშულები ადგნენ. თათიამ ყავა მოამზადა. ისევ უსიტყვოდ დალიეს.
- გუგა წავალ მე....
- მაპატიე თათი, საღამოს მოვალ და ვილაპარაკოთ, კარგი? გპირდები მოვალ და ვილაპარაკოთ.
თათიამ გაუღიმა. - კარგი. არ ინერვიულო, გთხოვ. ერთი რამ გახსოვდეს: გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს გუგა.
- შენ კი გახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ ყველაზე ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
- მემახსოვრება. - ღიმილით უთხრა თათიამ. გუგამ შუბლზე აკოცა და თათია წავიდა.


მთელი დღე ფიქრობდა გუგა. მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ხედავდა. გადაწყვიტა ჯერ თათიასთვის ეთქვა სიმართლე.
თათია მოუთმენლად ელოდა გუგას გამოჩენას. ნერვიულობდა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა.
და აი, როგირც იქნა გამოჩნდა გუგა. არეული სახე ჰქონდა. საუბრის დაწყება ორივეს უჭირდა.
- გუგა, ასე ძალიან რას განიცდი? რატომ ხარ ასე ეს ორი დღე. განა რა მოხდა ასეთი, რომ არ ეშველება. კაცი მოკალი?
გუგამ თავი გაუქნია.
- აბა ქალს დაარტყი?
- არა თათ.
- აბა ვინმეზე იძალადე?
- არა.
- აბა მაშინ დანარჩენს ეშველება. - ღიმილით უთხრა თათიამ.
- თათი, ხომ იცი, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ.
- ვიცი გუგა.
- ხომ იცი, რომ არ მინდა გული გატკინო.
თათია შეკრთა. თავში ერთადერთმა აზრმა გაუელვა- ახლა მეტყვის რომ ერთმანეთს დავშორდეთო. ჩასწყდა გულში რაღაც... ყელში ბურთი გაეჩხირა. ხმა ვერ ამოიღო, მხოლოდ თავი დაუქნია.
- მაშინ დამპირდი, რომ რაც არ უნდა გითხრა, არ მიმატოვებ... _ აცრემლებული თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს. თათია დააბნია გუგას სიტყვებმა. გუგა აქეთ სთხოვდა არ მიმატოვოო. განა რა უნდა მომხდარიყო ასეთი, ვერ ხვდებოდა.
- გახსოოვს მაშინ, გუგას დაბადებისდღესზე რომ დაგტოვე.
თათიამ თავი დაუქნია.
- მაშინ შენზე გავბრაზდი.. შენ ტელეფინში მესიჯი წავიკითხე, ვახოს გამოგზავნილი. რაღაც ამერია. ვერ გავიგე რა ხდებოდა. ვიეჭვიანე თათი... საშინლად ვიეჭვიანე.
თათიამ შვებით ამოისუნთქა.
- მაგაზე რა განერვიულებს მერე. ეხლა გასაგებია რატომაც გაიპარე. არ ვბრაზობ იცი მაგაზე. არაუშავს....
გუგას მწარედ ჩაეცინა.
- ნეტა მხოლოდ ეგ იყოს. ეგ იყოს მხოლოდ.
- აბა სხვა რაღა მოხდა? ვახოს სცემე?
- არა თათი. მაცადე. გეტყვი... უბრალიდ მიჭირს იცი? მიჭირს...
გუგა გაჩუმდა. თათიასაც არაფერი ითვამს. ელოდა როდის გააგრძელებდა.
- ბაჩოსგან რომ გამოვედი, ტელეფონი მანქანიდან მოვისროლე. მერე ბარში შევედი......
... და ყველაფერი მოუყვა. ნათიას წინა დღის ვიზიტის ჩათვლით. გულის შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოვარდა. რომელიც ისევ თათიამ დაარღვია.
- და რა მოიფიქრე მთელი დღე ფიქრის შემდეგ.
- მე ერთადერთი ის მოვიფიქრე, რომ უშენოდ არ შემიძლია ცხოვრება. შენ დაკარგვას ვერ გადავიტან. აი მხოლოდ ეს მოვიფიქრე.
- მე ბავშვთან დაკავშირებით გეკითხები... აქ მე და შენ არაფერი ვართ... ბავშვზე რა გადაწყვიტე.
- მოიშორებს ნათია ბავშვს.
თათია გაფითრდა.
- რა თქვი? გუგა რა თქვი? რად იზაამს?
- მოიცილებსთქო. ორივესთვის ასე აჯობებს.
- და ბავშვისთვის? - იყვირა თათიამ.- ბავშვისთვის რა აჯობებს იმაზე დაფიქრდი? რას ქვია მოიცილებს, გეკითხები. მოიცილებს რას ქვია. ძველი პალტოა თუ გაფუჭებული ტელეფონი გუგა. მოიცილებს რას ქვია.
- არ ვიცი თათია არ ვიცი. დაბნეული ვარ გესმის? გაურკვევლიბაში. არ ვიცი რა გავაკეთო. არ ვიცი როგორ მოვიქცეთ.
- რას ქვია როგორ მოიქცე გუგა. ნუ გამაგიჟე. - ყვიროდა უკვე თათია- თქვენი ჩადენილი სისულელის გამო ბავშვი უნდა მოკლათ? მან გთხოვათ ჩამსახეთო? დაბადება მან ითხოვა? თქვენი საქციელის გამო რატო უნდა აგოს პასუხი ბავშვა გუგა.
- რა ვქნა არ ვიცითქო, გესმის? არ ვიცი.
- სამაგიეროდ მე ვიცი. თავიდან ამოიგდე ბავშვის მოცილება. მეორედ აღარ ახსენო. - თათიაც ტიროდა უკვე.
- კარგი, დამშვიდდი. არ მოიშორებს. ხო, მასე ჯობია. მე... მე ყველაფერში დავეხმარები. გვარსაც მივცემ ბავშვს. ყველაფერს გავაკეთებ... ყველაფერს... ოღონდ შენ არ დამტოვო თათი.
- ჩვენ აქ ჩემზე და შენზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ბავშვზე ვსაუბრობთ. როგორ იფიქრეთ მისი მოკვლა გუგა, როგორ. ის ხომ შენი ნაწილია. შენი სხეულის და სულის ნაწილი.
- ვერ ვაზროვნებდი იციი? ვერ ვფიქრიბდი რა მექნა თათი. ვერ წარმოიდგენ რა რთულია უცებ რომ გებულობ ასეთ რაღაცას. დავიბენი... და მერე... მერე ცოტა რომ დავფიქრდი, შემეშინდა. შემეშინდა, შენ როგორ მიიღებდი ამას....
- შენ ჩემზე კი არა ბავშვზე უნდა გეფიქრა გუგა.
- კარგი რაა თათი, კარგი. - სასოწარკვეთილი ხმით იყვირა გუგამ. - ვერ ვფიქრობ. შენზე ვფიქრობ მხოლოდ. შენ დაკარგვას ვერ გავუძლებ... არ შემიძლია გესმის? რატო არ გინდა ეს გაიგო?
- და მზად ხარ შვილი დაკარგო?
- მზად ვიყავი ამისთვის... გადავწყვიტე კიდეც... შენ დამაფიქრე.
- გუგა, შენ შვილს რომ ხელში აიყვან, როგორ უნდა შეხედო სახეში? როგორ უნდა შეძლო და არ იფიქრო იმაზე, რომ შენ მის მოკვლას აპირებდი.
- ეს დედამ..... ხოარ მოვკალი. ხო შევჩერდი. ხო შემაჩერე თათი. არ შემიძლია მეტი გესმის? მითხარი რომ არ დამტოვებ.... გთხოვ...
ცრემლით აევსო თვალები გუგას.
გრძნობდა თათია რამდენად განიცდიდა გუგა. ხვდებოდა რამდენად მტკივნეული იყო მისთვის. მაგრამ არაფერის შეცვლა არ შეეძლო. ზუსტად იცოდა რომ აქ დამთავრთა მათი ურთიერთობა. ვერ წაართმევდა ჯერ არ დაბადებულ ბავშვს მამას და ოჯახს...
- გუგა, ჩემზე კარგად არავინ იცის რა ძნელია, როცა ოჯახი არ გყავს. ვერ შევძლებ შენ შვილს ეს წავართვა.
- შენ მას არაფერს წაართმევ თათი. მე ვიზრუნებ მასზე. არ ვაგრძნობინებ უჩემობას.
- შენ ვერ მიხვდები გუგა. შენ წარმოდგენა არ გაქვს ამ დროს ბავშვები რას გრძნობენ და როგორ განიცდიან ასეთ ურთიერთობას. შენ ამას ვერ მიხვდები. აი მე კი ვიცი. ვიცი გუგა და ამიტომ არ შემიძლია.
- შენი სიტუაცია სხვაა თათი. შენ სულ მარტო იყავი. სულ მარტო. ამ ბავშვს დედაც ეყოლება და მამაც. ორივე ვიზრუნებთ მასზე.
- და გგონია ბავშვზე არ მოქმედებს ცალკ ცალკე რომ არიან მშობლები? გგონია ადვილია გუგა? უფროსები ამაზე არ ფიქრდებიან..ამას ვერ აცნობიერებენ.
- ანუ შენთვის სულ ერთია ჩვენი ურთიერთობა? სულ ერთია? - გაღიზიანება შეეტყო ხმაში გუგას.
თათიას გული ეტკინა. როგორ შეეძლო იმის გაფიქრება, რომ სულერთი იყო თათიასთვის. ის მთელ თავის ცხოვრებას წირავდა. თავის მომავალს. დაუსრულებელი ტკივილისთვის იმეტებდა თავს. უძილო ღამეებისთვის... გუგა კი იმას ეუბნებიდა რომ სულერთი იყო. თვალები აეცრემლა თათიას.
- ამას მართა მეუბნები გუგა? მართლა გგონია რომ ყველაფერი სულერთია? მართლა გგონია სულ არ მედარდებაა? - ვეაღარ შეიკავა თავი და ცრემლები გადმოსცვივდა.
გუგა მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა. დაუფიქრებლად წამოისროლა. სწრაფად წამოდგა, მიუახლოვდა და ჩაიხუტა.
- ეს რა დღეში ჩაგაგდე ღმერთო. ეს რა გავაკეთე. ამ ქვეყნად ყველაზე ნაკლებად შენთვის ტკივილის მოყენება მინდოდა. მე კი ეს რა გიქენი თათი.
უჭირდა თათიას... ძალიან უჭირდა. თითქოს გული ამოგლიჯესო, ისეთ ტკივილს განიცდიდა, მაგრამ არ უნდოდა გუგას ეს შეემჩნია. გრძნობდა, რამდენად განიცდიდა, როგორ სტკიოდა. ერთი ღრმად ამოიოხრა და
- ყველაფერი დალაგდება გუგა. ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ...
- ასე მგონია კარგად არაფერი აღარ იქნებათქო თათია. ასე მგონია ყველაფერი დასრულდა.
- არაფერი დასრულებულა. ეხლა იწყება ყველაფერი გუგა. მამა ხდები, გესმიის? მამა. შვილი უნდა გეყოლოს. შენი ნაწილი უნდა დაიბადოს. რა დროს ყველაფრის დასრულება. წამოდი, დავსხდეთ.
ხელჩაკიდებული მიიყვანა ტახტთან. ჩამოსხდნენ. გულზე მიეხუტა თათია. ისე მიეხუტა, თითქოს უკანასკნელად ხედავდა.
უნდოდა როგორმე გაემხნევებინა.
- იციი, შენ მარტო ცუდზე ფიქრობ გუგა. მხოლოდ უარყოფითი მხრიდან უყურებ. მთავარია გაიაზრო კარგად რა ხდება და ნახავ, როგორ გაგიხარდება და როგორ დამშვიდდები. წარმოიდგინე აბა, დაიბადა შენი შვილი.... ნუ, არ ვიცით გოგო თუ ბიჭი. რა მნიშვნელობა აქვს... სულ პატარაა. ერთი ციცქნა. შენი ორივე ხელისგულზე რომ მოთავსდება. სულ ერთი ციცქნაა. ვინ სჭირდება ამ დროს გვერდით? დედა და მამა.. აი, წარმოიდგინე, თავის პაწაწინა თითებს რომ ჩაგჭიდებს თითზე, ძლიერად რომ ჩაგჭიდებს, დამფრთხალი თვალებით რომ შემოგხედავს და შემდეგ გაგიღიმებს, რადგან იგრძნობს რომ შენი ნაწილია, აი მაშინ მიხვდები, რომ ბედნიერი ხარ... ძალიან....
წარმოიდგინა,,, სულ ორი წამით წარმოიდგინა ეს სცენა გუგამ და გაეღიმა... რაღაც სხვანაირი სითბო იგრძნო თითქოს. შეამჩნია თათიამ... და მიხვდა, რომ გუგა შვილზე უარს ვეღარასოდეს იტყოდა.
მთელი ღამე ასე, ერთმანეთზე მიხუტებულებს ეძინათ. დილით გუგას გაეღვიძა პირველს. არ განძრეულა. არ უნდოდა თათია გაეღვიძებინა. დიდხანს უყურებდა. თითქოს სურს სამუდამოდ ტვინში ჩაიბეჭდოს თათიას სახეო. ამბობენ, როდესაც გძინავს და ვიღაც დაჟინებით გიყურებს, გრნობ და გეღვიძებაო. თათიასაც გამოეღვიძა. გაუღიმა გუგას და ყელში აკოცა.
- გუგა ახლა ავდგებით, ყავას დავლეთ და შენ მასთან წახვალ კარგი?
გუგამ ამოიოხრა.
- ის გოგოც ცოდოა გუგა. დარწმუნებული ვარ ისიც ძალიან განიცდის. გგონია ადვილიაა ქალისთვის იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ბავშვი მოიცილოს?
- მაგრამ მან ეს დაუფიქრებლად შემომთავაზა თათი.
- რა იცი რომ მართლა უნდოდა ამის გაკეთება? დარწმუნებული ხარ? ეს რომ სდომებოდა, ისე მოიცილებდა არ გეტყოდა არაფერს... მაგრამ არ გააკეთა. იმიტომ რომ შენც გქონდა უფლება გცოდნოდა. წადი, უთხარი რომ ბავშვს არ მოიცილებთქო და ნახავ, თვალებში შეამჩნევ როგორ გაუხარდება. არ ვიცნობ, არ ვიცი რანაირია, მაგრამ რატომღაც ვგრძნობ, რომ კარგი ადამიანია.
- ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
- კარგი რაა გუგა, კარგი. სისულელეს რომ ამბობ ხვდები? რას ქვია სულერთია. ის ხომ შენი შვილის დედაა.
- შენს იქით ყველაფერი სულერთია. ალბათ რა ფუჭია ეხლა შენთვის ჩემი სიტყვები. მე კი მინდოდა შენ ყოფილიყავი ჩემი შვილის დედა. მე სულ სხვა რაღაცისთვის ვემზადებოდი. მე სულ სხვა რაღაცას ვგეგმავდი.
- არ გინდა გუგა. გაჩუმდი. საკმარისია. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა.
- მაგრამ მე შენთან მინდოდა თათი. მე იმდენ რამეს ვფიქრობდი, მე იმდენ რამეს ვგეგმავდი, მე იმდენი რამ მინდოდა შენთან ერთად. - ცრემლი შეერია გუგას - ხო დარჩები ჩემთან? ხო არ დამტოვებ? ხოარ გძულვარ?
გუგას სიტყვები ცუდად ხდიდა თათიას. ხვდებოდა, გრძნობდა, რამდენად უყვარდა გუგას. აქამდეც ხვდებოდა, მაგრამ ახლა გუგამ თავად აღიარა. ახლა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ. .. მაგრამ ის ხომ თათია იყო. სხვა სხვაგვარად მოიქცეოდა. მას არ შეეძლო. სხვანაირად არ შეეძლო. ისევ თვითონ უნდა გამაგრებულიყო და გუგაც დაემშვიდებინა.
- კარგი ეხლა, პატარა გოგოსავით ნუ იქცევი. კაცი ხარ ბოლო ბოლო. ტრაგედიას ნუ ქმნი. მე ვდგები ახლა, ადექი შენც, ყავა დავლიოთ და წადი მასთან. უთხარი რომ ბავშვი გაჩნდება. დანარჩენს დრო გიჩვენებს.



№1  offline წევრი anamaria♡

აუუუუ ესრაქენი აუ თავია მეცოდება მაგრამ მომწონს რო პანიკით არშეხვდა

 


№2  offline წევრი ფუტკარა

არ მინდა ჯერ დასრულება ისტორიის და ამიტოოო. მე მაპატიეეეთ

 


№3 სტუმარი nanacho

არ მომეწონა თავიდან მაგ ნათიას გამოჩენა,ვგრძნობდი ასე მოხდებოდა,საინტერესოა რა მოხდება.

 


№4  offline მოდერი Someone wandering

მამის ამპლუაში მინდა ვნახო გუგა.
მომწონს თათია,ძალიან.
გუგა მიყვარს!
წუხელის რა არის? გუშინ არის სწორი.
რაღაც სიტყვები მეზედმეტება დიალოგებში,რაღაც ბავშვური ჩანს. ხშირად იყენებ "შეგჭამ"-ს, ბავშვები მახსენდება მაგ დროს.
მთლიანობაში ისეთი ისტორისს სულს და გულს რომ მითბობს. თან ემოციურიც.
ყოჩაღ.

 


№5  offline წევრი ფუტკარა

შენიშვნები მიღებულიააა, გავითვალისწინებ. უბრალოდ არ გადამიმოწმებია და ალბათ მაგიტო.... თუმცა შესაძლოა გადამოწმების შემდეგაც იყოს რაღაცეები არასწორი. მიხარია, რომ კითხულობთ. ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent