შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების წუთი(სრულად)


30-12-2019, 22:04
ავტორი Gossipy girl
ნანახია 38 057

დაჩი ბურდული,რომ გავიცანი ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი დასრულდა და მეორე დაიწყო.
ჩვენი სიყვარული იყო ზედმეტად აუტანელი და მოუნელებელი რამ თუ თავად დაჩი
ამაზე ზუსტ პასუხს დღესაც ვერ გაგცემთ.
უამრავი ტკივილის მიუხედავად,რომელიც დაჩის გამოჩენას მოჰყვა ჩემს ცხოვრებაში თავად ბურდულის არსებობას ღირებულად შევაფასებდი.
რატომ?
არ ვიცი,როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ,ცოტა მაზოხისტური ძვრები მაქვს ფსიქოლოგიაში.
რას ვიზამთ,მე ჩემი ფსიქო-ანალიტიკური აშლილობა მირჩევნია,მაგათ დალაგებულ და საათივით აწყობილ ცხოვრებას,ჰო,ალბათ იმიტომ,რომ მათი ცხოვრება მოსაწყენად ბედნიერია.
ახლა,რომ მომიბრუნდე და მკითხო შენი ცხოვრება როგორიაო?!
მე გავტრიალდები და ჩემთვის ჩუმად გულში გამეცინება
დაჩის მერე სად მე და სად ცხოვრება?!
მაგრამ,მაინც ეს არაფერი მირჩევნია სხვების ერთ თარგში მოჭრილ ბედნიერებებს.
მიუხედავად ამისა,მე მიყვარს ჩემი ბანალური მეგობრები და მათაც ვუყვარვარ მე,ჩემი სადო და მაზოხისტური ელემენტებით.
.
.
.
„ვის უყვარხარ ამას მხოლოდ მაშინ დაინახავ,როცა ტკივილისგან სუნთქვა შეგეკვრება“..-დაჩი ბურდული.
ნეტავ ახლა სად არის და ვისთან ერთად.
ჰო,წინადადების ბოლოს კითხვის ნიშნის წერას ჯერაც ვერ ვბედავ.
ეგ რომ იკითხო უფლება უნდა გქონდეს,მე არ მაქვს.
დაჩიმ სრულიად უუფლებო დამტოვა ხროვაში,სადაც ბუნების საოცრება-ცხოველზე მეტი,ბუნების შეცდომა-ადამიანია.
უსაშველოდ იწელება მონატრების ყველა წამი და ეს წამი ყველაზე მძიმე ასატანი ყოფილა ჩემს გოლგოთაზე.
ასეა,როცა წამი საკუთარ ჯვარად გექცევა,საკუთარ თუ სხვის ცოდვად,მერე უნდა მოიკიდო ზურგზე და დოლორსას გზას გაუყვე.
ჰოდა დაჩი ჩემი ის ცოდვაა,ასე უმოწყალოდ ჩემი ნებით,რომ ავკიდე საკუთარ თავს.
ყველამ ჩვენი წილი,მე-ჩემი.
შენ-შენი.
და არა-სხვისი!
***
-მწერალთა ბაღთან ვარ და დაახლოებით 10 წუთში ამოვალ,რა წამოგიღო?-მესმის მარიამის ხმა ტელეფონში და ტვინს ვაიძულებ იაზროვნოს.
-ლიკანი!ბევრი!ყველა!-ჰო,ამ სასმლის გარდა ახლა ჩემი ტვინი სხვა რამის აღქმას ვერ ახერხებს.
-ლოთი ხარ ამხელა გოგო,არც ქალურობა გაქვს,არც არისტოკრატიულობა,ზოგადად არაფერი ადამიანური!-გაჰკივის ტელეფონში,რომელიც სასმენი ორგანოსგან საკმაოდ შორს არის, მაგრამ ხმა მაინც ისმის.-არა,ახლა ტელეფონი გადადე ხო?!მაგდა,გამეცი ხმა!მაცადე მოვიდე..
ქოთქოთი ადამიანი, რომ იყოს ეს მარიამ ლეშკაშელი იქნებოდა.
მარო ცოცხალი ვიკიპედიაა და მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე მოგაწოდოთ ნიუსი მთელი კვირის და თვის მაშტაბით,ისე რომ არც დაფიქრდეს.მთელ თბილისს თუ არა ნახევარს,მაინც ისრუტავს მისი გონება.
ყველა უბანში ჰყავს თითო დაქალი და შესაბამისად,თავისუფლად შეუძლია დიდი ხნის დახურული,გამოუძიებელი ან არასწორად გამოძიებული საქმეების ნუსხას მნიშვნელოვანი დეტალები შესძინოს.ამ გოგოს დიზაინზე გაშვება ქართული იურისპრუდენციისთვის ობოლი მარგალიტის დაკარგვის ტოლფასია,ვიძახი და არავინ მიგონებს.
„თემას“ თუ არ ესწრება მაშინ იცის ვის ეხება,ვინ მონაწილეობს,როგორ იწყება,როგორ სრულდება და თუ ძალიან მოინდომებს მიზეზ-შედეგობრივ დასკვნებსაც დაგიდებს წერილობით თუ არა სიტყვიერად.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ინარჩუნებს კდემამოსილების მთელ რიგ ელემენტებს და ვაი,მას ვინც მის წინ „ურცხვად“ მოიქცევა.
კარზე ზარია.
სრული აპოკალიფსის შესავალი იწყება.
ბუნდოვნად მახსოვს კარამდე როგორ მივატანე ჯერ სული და მერე სხეული.
სახე მორყეულს წარმოიდგინეთ სახე უცებ გამიქრა.
ქალის სხეულმა,რომელიც ჩემს წინ იდგა წყლიანი თვალებით მომანგრია.
დამშალა მარტივ მამრავლებად და მაიძულა ხმა ამომეღო.
-დიახ..-ამოვილუღლუღე მე.2 წლის შემდეგაც ნაცნობმა მზერამ გული ისე ამიჩქარა მეგონა ჩავიკეცებოდი.
-მაგდა..-ამოიხრიალა ქალმა და ისე დაიძრა შესასვლელისკენ არაფერი უკითხავს.
მარიამს მივწერე როგორმე გაქრი 1 საათით-მეთქი და უკან დავედევნე სახეგაფითრებულ ქალს.
-დიახ.
-მე..
-ვიცი.
-შეგიძლია ცოტახნით ჩამოჯდე.?!-დაბლიდან ამომხედა მან და მეც ინსტიქტურად დავეშვი სავარძელზე.-არც კი ვიცი ახლა აქ როგორ მოვედი,ან რა უნდა გითხრა გოგონას,რომელსაც ასე ვატკინე,მაგრამ ამას ალბათ მაშინ გაიგებ,როცა დედა გახდები..-დაიწყო მან და მე ადგილზე გავქვავდი.-შენ მე არ მიგიღე,შენი დოგმიდან ამოვარდნილი ცხოვრების გამო გაგრიყე,უარი ვთქვი გოგონაზე,რომელსაც ვიცოდი ჩემ შვილთან ერთად მეც ვჭირდებოდი.-ხმაში ცრემლები გაერია ქალს,მე ვცდილობდი ღრმად მესუნთქა-ჩემი ოჯახის სტატუსმა,საზოგადოებამ და სხვა გარემოებებმა მაფიქრებინეს,რომ შენ არ იყავი ის ქალი ჩემ შვილს,რომ გამოადგებოდა.ცხოვრება ბუმერანგია და ეს ისე მწარედ მაზღვევინა,ახლა მე დაჩის დედა,ერთ დროს ძალიან ამაყი ქალი,გემუდარები,გევედრები,მაგდა,შვილო,-ქალი წამოდგა და ჩემს მუხლებთან დაიხარა,რა აღვწერო?!თვალები ძლიერად დავხუჭე ეს ყველაფერი,რომ ვერ გამეაზრებინა,რომ ვერ დამენახა-გემუდარები,ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის..-ელდა მეცა,მეგონა სხეულში მილიონმა ვატმა დენმა გაიარა,მეგონა სხეული დამიწვეს და სულსაც აიძულებდნენ ამას შეჰგუებოდა.ფეხზე წამოვხტი და ქალს შეშლილი სახით დავაჩერდი.
-რა..?!
-დაჩი გუშინ ავარიაში მოყვა,აქ მოდიოდა,შენთან ბრუნდებოდა..ყველაფერი გაიგო,გაიგო,რომ მოგიწყვეს,რომ შენი ბრალი არაფერი ყოფილა..
გაითიშა.
ყველაფერმა აზრი წამის მეასედში დაკარგა და გაქრა.
ჰო,აი ყველაფერი გაქრა.
მახსოვს ანოს კივილი,სასწრაფოს სირენის ხმა.
დაჩი მახსოვს.
იდგა და ზუსტად ისე მიყურებდა,როგორც პირველად..
ყველაფერი ისე იყო,როგორც პირველად..
***
პირველად.


11 ნოემბერს მარიამის ძმის,ანდრიას დაბადების დღეა.
მაშტაბურად მთელი პლეხანოვი ზეიმობს ამ ამბავს.
ნუ,გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ ბაღის ასაკიდან აგერ უკვე მეცხრამეტე წელია.
უზრამაზარი სახლი აქვთ.
მთელი ოთხი საძინებლით და მისაღები ოთახით.
რეზიდენციაა ჩვეულებრივი.
იქ ამბავი იყო,რომ ავედი უკვე ვიგრძენი თავბრუსხვევა.
-ჩემი, ყველაზე მაგდა მოვიდა!-იყვირა სუფრის თავში მჯდარმა ანდრიამ და ყურადღების ეპიცენტრში ახლა მე აღმოვჩნდი.თავი ისე უხერხულად ვიგრძენი,ანდრიას თვალები ისე დავუქაჩე,როგორც შემეძლო,ძალიან.
-ანდრი,გილოცავ!-წავედი მისკენ და ისიც გამოემართა მომღიმარი სახით.-ყველაზე ძმა ხარ,ხო იცი არა?!-მეცინება მე და მის გაშლილ ხელებს ვაიგნორებ,საჩუქარს ვუწვდი და ვუცდი,როდის დაიწყებს კივილს.
-არ არსებობს..-ამოილუღლუღა გაოგნებულმა და ჩემ გაწვდილ საჩუქარს დააჩერდა.
-რსებობს,მაკოცე და დამსვი სადმე,თორე გავიქცევი,რამდენი ხალხია..-გადავუჩურჩულე გაშეშებულ ანდრიას და ირგვლივ მიმოვიხედე.ზურგი ამეწვა,ვგრძნობდი ვიღაც როგორ მაშტერდებოდა.არ შევიმჩნიე და ანდრიას კივილ-წივილზე ხალისი დავიწყე.ის ტომ ფორდის სუნამო იყო ასე ძალიან,რომ ეკეტებოდა.ჰოდა მეც ლილიკოს გამოვაგზავნინე ამერიკიდან.
გაგიჟდა,მარიამსს გამოუცხადა მაგდაში გაგცვალეო და დააიგნორა დის მწარე კომენტარები.
ადგილი ფიზიკურად არ იყო ჩვენ ნაცნობებთან და მომიწია სრულიად უცხო ბიჭის გვერდით ჯდომა.
თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი ასე მოშორებით,რომ ვიყავი მარიამისგან და ჩვენი გოგოებისგან,გონებაში უკვე ვიფიქრებდი სხვადასხვა მიზეზს,რის გამოც აქედან მალე გავიქცეოდი.იმ დღეს განსაკუთრებულად აჟიტირებული იყო მეორე სართულის რვა ნომერი ბინა.
-დალევ?..-მომესმა გვერდიდან და თავს ვაიძულე გამეხედა ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭის მარჯვნივ.დაჩი ბურდული იყო.
-არა,მადლობა..-აქ,რომ დავლიო ჩემ ცრემლებს მისტერ მექალთანე უშველის?!
-ერთი ჭიქა,ხასიათზე მოგიყვანს..-არ ჩერდება ის და ჩემი გულისცემა ნელ-ნელა იმატებს.
-მხოლოდ ერთი..-გავიღიმე დაახლოებით იმ მანერებით,რომლებსაც ასე „მაზუთხვინებს“ ქალბატონი მარიამი ბავშვობიდან,“არისტოკრატიულად.“
ჭიქა ღიმილით შემივსო და ჩემსა და მას შორის მოქცეულ „ეკალს“ რაღაც უჩურჩულა,მასაც გაეღიმა და სკამიდან ადგა.მე ძალიან შემრცხვა,დაჩის აშკარად არა.
5 ჭიქამდე ისე ამიყვანა ღიმილ-ღიმილით ცრემლები,რომ მომერია მერე მივხვდი გვარიანად ნასვამი,რომ ვიყავი.სიგარეტის კოლოფს ხელი დავავლე და აივანზე გავედი. მარიამი ანდრიას კლასელ გოგონებს აცილებდა,გაწამაწიაში იყო.მარტო მომიწია ცხოვრებაზე ჩაფიქრება-მეთქი გავიფიქრე და გაღიმებულმა დავტოვე ხმაურიანი ატმოსფერო.
მოაჯირს იდაყვებით დავეყრდენი და სიგარეტის წინ ცეცხლის ალიც გამოჩნდა თბილისის ხედთან ერთად.
შევცბი.
შემეშინდა ისე,რომ მეორე სართულიდან ლამის უცებ აღმოვჩნდი სადარბაზოს წინ ახლად დასხმულ ასფალტზე.
-რატო ეწევი?!..-იცით როგორი ხმა აქვს?ტანში,რომ გაგაჟრჟოლებს,სულს,რომ აგიფორიაქებსდ და რომ მოგანდომებს,რომელიმე ისტორიის გმირი იყო.
-უბრალოდ,მინდა.-ამოვილუღლუღე მე და ვეცადე ხმაზე არ შემმჩნეოდა ნერვიულობა.
-ძალიან სუსტი ხარ..-ისე ამოილაპარაკა,ვითომ დედამიწის მოსახლეობას გლობალურ დათბობაზე მეტად ჩემი სისუსტე ანაღვლებდა.
-მსუქანი მოგეწონებოდი?!-გამეღიმა მე და ენაზე ისე ვიკბინე ტანში გამცრა.
-რა სიტყვაა „მსუქანი“-სახე დაებრიცა მას და გაეცინა.
-პუტკუნა?!-გამეცინა მე მის სახეზე.
-ან პუტკუნა რა არი?!-ისევ მანჭავს სასაცილოდ სახეს.
-დაჩი ბურდულის ლექსიკონში შევსებულ ქალებს რა ჰქვიათ?!-მაგდა,ცეცხლს ეთამაშები,შვილო!
-ამდენი ვიცით და რამე?!-გაეღიმა მას და სიგარეტი ისე წამართვა ორი წამი გაშეშებული ვაანალიზებდი მომხდარს.
-დაჩი რომ ხარ თუ ბურდული?!-სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს მე,ეს ასფალტი დღეს არ ამცდება..
-დაჩი ბურდული,რომ ვარ-იღიმის ის.
-თბილისში დიდი ასოებით წერია,“ერიდეთ ქალაქის მექალთანე ბურდულს“!-ხმამაღლა გამეცინა მე და უცებ ხელი ავიფარე,შემეშინდა არ შეშინებოდა.
-მექალთანე რას ნიშნავს?!-მზერა ჰორიზონტიდან ჩემზე გადმოიტანა და გულზე ხელებდაკრეფილი დამაშტერდა,ნეტა ასფალტზე დაცემისგან რამდენია ცოცხლად დარჩენის შანსი?!
-მექალთანეს.-დამაჯერებლობისთვის თავიც დავუკარი მე.
-სიტყვის ეტიმოლოგიას გეკითხები..-ეტიმოლოგია კი არა ფეხზე ძლივს ვდგავარ..
-სიტყვის წარმოშობაზე ბევრს ვერაფერს გეტყვი,დეფინიცია კი დაახლოებით ეგეთია,ქალების კორიანტელი,რომ აქვს მამაკაცს ცხოვრებაში.
ერთი საათი ჩაბჟირებამდე იცინოდა,სანამ იმდენად არ შემრცხვა,რომ კარის სახელურს ჩავებღაუჭე და გასვლა დავაპირე.ხელი მაჯაზე ჩამავლო და ახლოს მიმიზიდა.ასფალტი არ ამცდება ვფიქობ.
-ყველაზე სასაცილო ლექსიკა გაქვს,ქალაქის მასშტაბით ქალებში..-იცინის ის და ლავიწის ძვლებთან ვგრძნობ,როგორ მეხება მისი შუბლი.ასფალტი სანატრელი,რომ გაგიხდება ადამიანს..
-ჰოდა,არჩევანი გაქვს დიდი ფილოლოგების ნომრებს გაგიგებ ჩემი კურსელის დაქალები არიან..-თავი უხეშად ავაწევინე მე და გასვლა დავაპირე.
-შენ მაგდა..?!-შევკრთი კიარა,ცხოვრებიდან გავკრთი საერთოდ.
-რა ..მე...?!
-შენ ცხოვრებაშიც არ ყოფილა ცოტა მამაკაცი..-სახე ისე დაუსერიოზულდა მე ენა გადავყლაპე.მერე ვიგრძენი,როგორ გამეყინა ტერფები.
-დავუშვათ,მერე?!
-ჩემ ცხოვრებაში ქალების არსებობას ხაზს ასე მკაფიოდ,რომ უსვამ შენ მაგდა..?!
-გულს გწყვეტს ეგ ფაქტი?!-ღიმილში ისე დაუდევრად შემეპერა სევდა,საკუთარი თავის დახრჩობა მომინდა.
-პირველი,რომ ვყოფილიყავი იქნებ ჩემი მექალთანეობაც მენანა..
-არავინ გთხოვს რამე ინანო.!-ეს ბიჭი ჩემ გაგიჟებას ცდილობს.
-მე ვნანობ.-ხმა ისე გაეყინა,მეგონა თბილისში ანტარქტიდის ქარმა დაუბერა.ძვლები გამეყინა მის სახეზე.
-რას..?-ამოვილუღლუღე მე.
-შენი პირველობის ამბავს.
-ბატონო?!-დავიძაბე მე.
-გეგა ვადაჭკორია?-ისე ნაღვლიანად გაეღიმა,მეგონა საუკუნეა ვუყვარდი,2 საათის წინ გაცნობილ ბიჭს და ახლა ნანობდა ხელიდან,რომ გამიშვა საუკუნე ნახევრის წინ.-ფსკერამდე რამდენი ნაბიჯი დარჩა?-ირონიამ მეტასტაზებივით გარშემოერტყა მის ხმას-თუ მგონი მანდაა..?!
-შენ..-ხმას კიარა სხეულს ვერ ვიმორჩილებდი ნერვიულობისგან.
-ჩემი ადგილი ვადაჭკორიასთვის არ უნდა მიგენიჭებია,არანაირად.-ცივად შემიშვა ხელი და სახლში შევიდა.
აივნიდან გადახტომაზე ვფიქრობდი კარი მარიამმა,რომ შემოანგრია და მეც დაქაჩული თვალებით ავხედე.
-მარიამ.
-ბურდულს ელაპარაკებოდი თუ მომეჩვენა.?!
-მა-რო..
-მეც დღეს გავიგე,ანდრიას უთხრა..
-რა..-თავი,რომ ვერ შევიკავე მოაჯირთან ჩავიკეცე.
-ბაკურიანში დაგვპატიჟა ორი დღით,ჩვენ და შენ.
მერე აღარ მახსოვს.
სახლში,რომ შევბრუნდით იქ აღარ იყო.
ჩემი თეფშის მარცხნივ ხელსახოცზე გაკრული ხელით ეწერა მისი ნომერი.
გავბრაზდი.
როგორ იფიქრა,რომ დავურეკავ-მეთქი.
ხელსახოცი ჩანთაში ჩავაგდე,ანდრიას და მარიამს დავემშვიდობე და სახლში წავედი.
***
საავადმყოფო.

-ოპერაცია ჩაუტარდა,ახლა მთავარია კომიდან გამოვიდეს..-ჩამესმა ზურა ფანჯიკიძის ხმა,ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები წყლით.
-რამდენად დიდი შანსია,რომ ვერ ..-წინადადება ვერ დაასრულა ანდრიამ.
-არ ვიცი,ანდრიუშ!ორგანიზმზეა დამოკიდებული,ყოფილი კალათბურთელია,წესით უნდა გამოძვრეს..
-ზურა,მაგდა გადაყვება,მაგდას მარიამი გადაყვება და მე სამივეს!
-ყველაფერს ვაკეთებთ..-ამოიხრიალა ზურამ.

*
თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე,თითები როგორც შემეძლო ისე მოვმუშტე,სახე დამიმანჭა ტკივილმა.ყველაფერზე მძიმე იყო ამ სიტყვების გაგება.დაჩი კარგად არ იყო.დაჩი ჩემთან რომ არ იყო ამას ვუძლებდი,ვიტანდი,ვმალავდი,მაგრამ ახლა დაჩი არ იყო კარგად,ეს როგორ უნდა ამეტანა?!
მას უჭირდა,მე ვერ ვშველოდი.და რა არის ამაზე საშინელი,როცა აცნობიერებ,რომ საყვარელი ადამიანის ტკივილთან შენ უძლური ხარ..?!
თვალები არ გამიხელია.
გავიგონე კარის მიკეტვის ხმა და მივხვდი,რომ პალატაში მარტო ვიყავი.
სწრაფად წამოვჯექი საწოლზე და როგორც შემეძლო ისე დავაიგნორე თავბრუსხვევა.
ვენაზე დამაგრებული მილები ისე მოვიცილე,ტკივილს უფლებაც არ მივეცი გამეაზრებინა.
ახლა მხოლოდ დაჩი მტკიოდა და სხვა არაფერს ჰქონდა აზრი,სხვა არაფერს ჰქონდა საკმარისი ძალა ეს გადაეფარა.
იქვე დადებული შავი შარფი ავიღე და პალატიდან გავედი.
დერეფანში არავინ იყო.
მივდიოდი და რომ გეკითხათ სად,პასუხს ვერ გაგცემდით.
„თუ გეყვარები ყველგან მომაგნებ..“
თვალები წყლით ამევსო და ცრემლებმა უკვე მერამდენედ გადმოლახეს ჯებირები.
მიყვარდა,დანახვის წამიდან მიყვარდა,ამაში ეჭვი ვინმეს რომ შეჰპარვოდა საკუთარი ხელით დავახრჩობდი.თავადაც იცოდა,რომ მიყვარდა,ალბათ ამიტომ მაჯობა.მაჯობა ყველაფერში!
მიუხედავად იმისა,რომ ის იყო დამნაშავე,მიუხედავად იმისა,რომ დაუმსახურებლად მადინა ცრემლი,მე მაინც მის სხეულს ვეძებდი საავადმყოფოს დიდ და ცივ კედლებში,ისევ დაბურული მზერითა და ადუღებული სისხლით.ისევ „დაჩი“-ს ჩურჩულით და ლოცვით.
ლოცვით,რომ ეგრძნო.
ჩემი იქ არსებობა ეგრძნო.
პალატის კარი ისე შევაღე გააზრებულიც არ მქონდა.
ან რა ვიცი,იქნებ გულის სიღრმეში ვიცოდი კიდეც..
დაჩი მართალი იყო.
თუ გიყვარს უკუნით სიბნელეშიც გაიკვლევ გზას შენი სიყვარულით.
თუ
თუ
.
.
.
***
„ბაკურიანი-თამთა,ნინო,ვერიკო,ძვალი.“

ანდრია მირეკავდა სამი დღე, არ წამოხვალ და დამივიწყეო, ეგ მახსოვს.
ზედმეტი პანიკები ჭირდა ჩემ წასვლა არ წასვლაზე.
ბოლოს იმით დამითანხმა,თუ შენ არ წამოხვალ მარიამიც დარჩებაო.
ბოროტება იყო ჩემი მხრიდან,მარიამისთვის იმ ორი დღის წართმევა,რაც განსატვირთად აჩუქა დედა ბუნებამ.
ჩავლაგდით და წავედით.
ანდრიას სალო ურუშაძე წერდა იმ პერიოდში,ისიც ჩვენთან ერთად მოდიოდა.
მარიამი და მე დაჩის მანქანაში ჩაგვტენა პირდაპირი გაგებით.
„გზის ამბავი“,რომ ჩამიშალოთ არც ერთს გაცოცხლებთო და ისე სწრაფად გაიყვანა ეზოდან მანქანა ჩვენ თავლის გაყოლებაც ვერ მოვასწარით.
ჩემი დაჟინებული მოთხოვით მარიამი წინ დაჯდა და მე უკან დავიკავე ადგილი.
დაჩის ჩემ სიკაპასეზე ეღიმებოდა და არ იმჩნევდა,ან არ მიმჩნევდა.
მთელი გზა 90-იანების ჰიტი გვქონდა ჩართული და არც ჩემმა წუწუნმა გაჭრა,არც მარიამის თხოვნებმა,არადა არ გადართეს დაჩიმ და თორნიკემ,რომელიც შუა გზიდან აგვედევნა.
მარიამი უკან გადმოძვრა,მთელი გზა თავი ჩემ კალთაში ედო და ტელეფონს ხელს არ უშვებდა.
ბევრი არაფერი,რამდენიმე „გაპარული“ მზერა სარკეში და მკრთალი,ძლივს შესამჩნევი ღიმილი მის სახეზე.
ბაკურიანში ჩავედით თუ არა ყველაფერს ისეთი ელფერი დაედო,როგორც ისტორიებშია.
„სასწაულების“.
როგორც ხდება.
ბიჭები ერთად,გოგონები ერთად..
მე,მარიამი და სალო უმცირესობაში ვიყავით ბიჭებთან.
სალომეს და მარიამს ჩანთების წაღება ანდრიამ აიღო მის თავზე.
დაჩიმ ისე გაუაზრებლად აიღო ჩემი ჩანთა მე გამაკანკალა ბედნიერებისგან.
წინ წასულს ვერც მადლობის თქმა დავაწიე და ვერც მადლიერების ღიმილი.
-მალე მოშინაურდით გოგოებო,გვშია!-გაეცინა ანდრიას და ორ სართულიანი სახლის ფოიეში მდგარ დივანზე გაიშალა პირდაპირი გაგებით.
-კუჭის მონაა,მაინც,რომ იცოდე და არ მითხრა არ გითქვამსო!-წარბი აწკიპა მარიამმა და მომღიმარ სალომეს გადახედა.
სალო კარგი გოგო იყო.
ბავშვობიდან უყვარდა ანდრია.
ანდრიასაც მოსწონდა,მაგრამ სამაგიეროდ სერიოზული ურთიერთობებს ისე გაურბოდა,როგორც ჯერი-ტომის.
მე არ ვიცი ლეშკაშელის ტვინმა რა მეტამორფოზა განიცადა,მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მე და მარიამს გამოგვიცხადა სალოსთან გვემეგობრა.
ჯერ „იმეგობრეთ“-ზე დავცინეთ,მერე გამოცხადებაზე.
მარიამი ისე იყო დაღლილი გოგოების კორიანტელით,რომლებსაც ხან რა რჩებოდათ ანდრიას ოთახში ხანაც რა,არც ამ წიანდადებაზე უთქვამს უარი და ასე მივიმატეთ სალო ურუშაძეც.
არ იყო ცუდი გოგო,თორე ვინ გარისკავდა?!
ოთახი მწყობრში მოვიყვანეთ და რიგრიგობით დავეშვით პირველი სართულისკენ,სადაც უკვე ისმოდა ბიჭების ხმები.
პლეხანოვის ჭკუა სუსტი საზოგადოება იყო შეკრებილი.
ყველას თუარა უმეტესობას მაინც ვიცნობდი.
დაჩიც ვიცოდი,ან ვინ არ იცოდა.
მეც ვიცოდი,ჩვენი უბნელი იყო,მერე გადავიდა ვაკეში.
ამათ მაინც ვერ შორდებოდა,სულ პლეხანოვზე იყო.
ჰოდა ვიცოდი რა,ისე,“ძააან ლაითად“.
მერე ის ღამე და ..
მერე დაჩი ბურდული ყველაზე კარგად მე ვიცოდი მთელ ქალაქში.
სალომე სამზარეულოში შევაგდეთ და ჩვენც უკან მივყევით.
მარიამი პროდუქტებს ალაგებდა, მე ყავას დავჩერებოდი და არ მესმოდა არაფერი.
-ეი,მაგდა!-თვალწინ ხელი ამიფრიალა მარიამმა და მეც გაკვირვებულმა ავხედე.
-დავასხით ყავა და დიდხანს უნდა უყურო გაზქურას ჩაფიქრებულმა?!
-ვიზე ფიქრობ მაგდა..?!-იმის გაანალიზებაზე,ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები ლამის მე ავდუღდი ყავის ნაცვლად.
-შენზე-მარიამს ყავა გადასცდა,ვის ეცალა დაჩისთვის,ძლივს ამოვათქმევინეთ სული.
სალო საოცარი კულინარი აღმოჩნდა.
ისეთი რამეები გააკეთა უბრალო,ხშირად გამოყენებადი პროდუქტებით მე და მარო წარბაწეულები ვუყურებდით,არა,უფრო გაოცებულები,პირდაღებულები.
-სალომე!-შეიცხადა მარიამმა და ხელიდან ის ბეჭედი წამაცალა,სამი წლის წინ,რომ მიყიდა ავსტრიაში.ბიჭები ნელ-ნელა შემოდიოდნენ სამზარეულოში და ამ სცენამ ყველას ყურადღება მიიქცია,მარიამი იდგა მუხლებზე და მე და სალომე სიცილისგან ორად ვიკეცებოდით.-თუ ჩემი იდიოტი ძმა,იმდენად იდიოტი აღმოჩნდება,რომ ცოლად არ მოგიყვანს,მე გამომყევი დის ან სულაც ცოლის ამპლუაში,არ ვარ წინააღმდეგი,ოთახს გამოგიყოფ სახლში,ვერავინ შეგეხება,ავტონომიას მოგანიჭებ!-კიოდა მარიამი და ჩვენ ვეღარ ვსუნთქავდით.
-ამას რამე არალეგალური აჭამეთ?!-წარბი აწია ანდრიამ და ზემოდან დააცქერდა დას,სახე ჰქონდა დაახლოებით ასეთი „მიგიყვან სახლში და მოგხედავ..“
-უკადრებელს ვიკადრებ ამ გოგოს კულინარიული მონაცემების გამო!-ამოიდუდღუნა მარიამმა და ლოყებაწითლებულ სალომეს გადახედა,ახლა მე და მარო ვიკეცებოდით ორად.
-გამასინჯე აბა..!-თეფშთან დაიხარა ანდრია და ჩანგლით ფრთხილად აიღო რაღაც სალათა,რომლის სახელი არც მე ვიცი და არც სხვა დანარჩენებმა,სალომეს გამოკლებით.
გასინჯა თუ არა,მაშინვე თეფშიდან მზერა სალომეზე გადაიტანა,ჩვენ დავიძაბეთ,იმიტომ,რომ დაიძაბა სალომე.
ჭამა ისე გააგრძელა,ხმა არ ამოუღია.
-ჰაა ბიჭო, თქვი რამე!-შეჰყვირა თორნიკემ და ეს დაძაბული ხალხი,სინქრონში შევხტით ადგილზე.
-რომელი „იბლატავებთ“ თქვენი ცოლის კულინარიით ჩემ გარდა?!-მარჯვნიდან მე მეჭირა,მარცხნიდან მარიამს,სხვა ვარიანტში ადგილზე ჩაიკეცებოდა.ბავშვობიდან უყვარდა და ახლა ისე ახლოს იყო მის ოცნებასთან,შეხებაც შეეძლო.(სადღაც წავიკითხე და მომწონს..)


შემოსასვლელში ვისხედით.
ზოგი კარტს თამაშობდა, ზოგიც ნარდს.
მარიამმა და თორნიკემ საუბრის ხმას,რომ აუწიეს ყველამ ანება თამაშს თავი და ჩაება პოლემიკაში,რომელშიც არასდროს არსებობს ერთი აზრი,მარტივი მიზეზის გამო,ყველა ინდივიდუალურია.
-რას იძახი,რომ გენდერული თანასწორობაა ოჯახში სიმშვიდის გარანტია?!-იცინის თორნიკე.
-არა,კაცმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი!-სახე დაბრიცა ირონიულად მარიამმა.
-აბა ქალებს არაფრის თავი,რომ არ გაქვთ ეგ ახლა გაიგეთ?!-იცინის ისევ თორნიკე.
-მაგალითად რისი „თავი არ გაქვს“?!-გამეღიმა მე და მარიამის გვერდით ჩამოვჯექი.
-რომელი ერთი ჩამოგითვალო,მაგდუ?-ახლა მე გადმომხედა თათარაშვილმა.
-ერთი მითხარი,ერთი ისეთი არგუმენტი მომიყვანე,რომელიც კაცის შეუცვლელობას დამაჯერებს..-წარბი მაღლა ავზიდე და თორნიკეც მიხვდა,რომ არც ისე ადვილ პოლემიკაში გვიწვევდა მდედრობით სქესს.
-შვილს ვერ გააჩენ.
-ბატონო?!-გამეცინა მე.
-არ მითხრა მაგდა,კაცის გარეშე ვაპირებ საქართველოს ეთნიკური პრობლემების გადაწყვეტასო!-გულიანად გაეცინა თემო ჭილაძეს.
-ეგ დემოგრაფიული პრობლემაა და მარტო ჩემი შვილების რაოდენობით ვერ გადაიჭრება,თემო..-გამეღიმა მე. ჭილაძეს კი აშკარად შერცხვა.-მაგის გარდა შეუცვლელები რაში ხართ?ქალი იმდენად ძლიერი არსებაა,რამდენადაც ამის ატანა დედამიწას შეუძლია,აბსოლუტურად გეთანხმები,რომ კაცის როლი არც ისე ნაკლებია სრულყოფილ ცხოვრებაში,მაგრამ არა უმთავრესი!არ აგერიოს რამე,ოჯახში,სადაც გენდერული თანასწორობა არაა,არ შეიძლება რაიმე იყოს ჯანსაღი.
-ანუ შენ ამბობ,რომ ქალსაც ისეთივე უფლებები აქვს,როგორც მამაკაცს?-მომენტალურად დავიძაბე,როცა წინ დაჩი ჩამომიჯდა და სიგარეტის ღერი პირდაპირ თითებიდან ამართვა.
-სწორად გაიგეთ.-პოზიცია არ დავთმე მე და ახალი ღერი ამოვაძვრინე.
-ანუ შენ ამბობ,რომ თუ სახლში ონკანი გაფუჭდება ან ელექტრო ენერგიას პრობლემა შეექმნება,სულაც უქმროდ,უძმოდ ან უმამოდ მყოფმა ქალმა,რომელსაც სჯერა,რომ კაცის ტოლია ყველა გაგებით მარტომ უნდა მიხედოს ხსენებულ პრობლემებს?-მიღიმის ის,ვიძაბები მე.
-ამისთვის სპეციალური სამსახურები არსებობს დაჩი..
-რას იძახი?!მართლა?!-გაეცინა მას და გაეცინა ყველას,მე უფრო დავიძაბე-დაუშვათ დარეკე ამ სპეციალურ სამსახურში,საქართველოს ან მოდი შევამციროთ არეალი,თბილისის მასშტაბით რამდენ ელექტრიკოს ქალს იცნობ?!-კიარ იცინიან,ორად იკეცებიან უკვე.
-ეს საერთოდ რა შუაშია?!-ავღშფოთდი მე.
-იმ შუაშია,რომ არის საკითხები,სადაც თქვენ,ქალები არც იმდენად გამოცდილები ხართ,რამდენადაც ასე ძლიერად ხართ საკუთარ თავში დარწმუნებულნი.აი,აიღე ესეთი მაგალითი,დილით გაიღვიძე და აღმოაჩინე,რომ „ჩვენი ჯიში“პირდაპირი გაგებით „გაწყდა“,აი,უბრალოდ არ ვარსებობთ,მაქსიმუმ რამდენი ხანი შეძლებს ქალი კაცის გარეშე არსებობას?-გაეცინა დაჩის.
-სანამ 99 წლისას მიქელ-გაბრიელი არ მომაკითხავს წასაყვანად. დაჩი, რა უაზრო რამეს მეკითხები ხვდები?გარდა იმისა რომ ისეთი საკითხები გესმით,როგორიცაა ელექტრო ენერგია და წყლის გაყვანილობის სისტემა კიდევ ხომ ვერ გვეტყვი რაში ხართ შეუცვლელები?!
-კლიმაქსთან ბრძოლაში!-წამოიყვირა თორნიკემ და სახლს სიცილის ტალღამ გადაურა.
-მაგაში ღრმად ხარ დარწმუნებული?!-გამეცინა მე და ახლა დაჩის დაეძაბა სახე.
-ანუ გენდერული თანასწორობა?-გაეღიმა მას და სიგარეტს მოუკიდა.
-ანუ კაცია და იი ეპატიება?!-არც მე ჩამოვრჩი.
-ვინმემ ახსენა ეგ ?
-რატომ ცდილობ იმის დამტკიცებას,რომ შენი იდეაში მეორე ნახევარი შენ გარეშე ვერ იცოცხლებს?!
-ჩემ მეორე ნახევარს უჩემოდ სუნთქვა გაუჭირდება,იცი როგორ გაუჭირდება?-ჩემ მუხლებთან დაიხარა და დაბლიდან ამომხედა-როგორც კი 1 სანტიმეტრით მოვშორდები,ცრემლები დაახრჩობს,ყველგან მე მოველანდები და არა იმიტომ,რომ ოჯახში გენდერულ თანასწორობას გავუტარებ,არა!მე მისთვის ის კედელი ვიქნები,რომელიც შენ არ გეყოლება,იმიტომ რომ შენ თანასწორ ქმარს არ ექნება უფლება,შენზე ძლიერი იყოს-მუხლზე ისე შეუმჩნევლად მაკოცა,რომ არ მეგრძნო,ვერც შევამჩნევდი.
***
უსულოდ,უგულოდ,უემოციოდ მწოლიარემ გულის ყველა სარქველი დამისერა.
მეგონა ცოტაც და სისხლი კანიდან დაიწყებდა ჟონვას.
მეგონა სამყარო ყველა იმ ცოდვისთვის მსჯიდა,რომლისთვისაც არ მითქვამს „მაპატიე“.
ვიდექი კედელთან და შორიდან ვუყურებდი მის სხეულს.
დაჩი ისეთი სუსტი იყო,პირველად მეჩვენა ასეთი უსუსური.
იმის გაცნობიერება,რომ ჩემთან მოდიოდა..
მანგრევდა.
მშლიდა.
და თავის „აწყობას“ მაიძულებდა.
ვგრძნობდი,ახლა მე უნდა ვყოფილიყავი საკმარისად ძლიერი.
დაჩისთვის ყველაზე ძლიერი გოგო უნდა ვყოფილიყავი.
მისი კედელი.
მისი ღუზა.
მუხრუჭი,რომელიც არ გაუშვებდა.
არ მისცემდა უფლებას ისეთი რამ გაეკეთებინა,რაც მე სამუდამოდ ჩამძირავდა.
ფსეკრამდე.
ფსკერს ქვემოთ.
სხეული ვერ დავიმორჩილე.
კედელთან ჩაკეცილმა,9 თვის ბავშვივით მივღოღდი მის საწოლთან.
ფეხები არ მემორჩილებოდა
სული მეწვოდა იმის გაანალიზებით,რომ მისი დაკარგვის მცირეოდენი შანსი მაინც არსებობდა.
-დაჩი..-ამოვიხრიალე მე და დავიწყე იმ ემოციის გარეთ გამოდევნა,რომელიც მგუდავდა-გთხოვ თვალი გაახილე,ოღონდ ეს ოცნება ამისრულე და გეფიცები,გეფიცები,დაჩი მე სიგარეტს აღარ მოვწევ,საერთოდ დედამიწაზე ყველა სულიერს წავშლი შენ გარდა...გთხოვ,გაახილე თვალი და იქეცი ჩემი ცხოვრების აზრად,ერთადერთ მიზნად,დაჩი!-ფრთხილად ვაკოცე ფერმკრთალ თითებზე,ბეჭედი აღარ ეკეთა.ვიფიქრე ექიმებმა მოხსნენს მეთქი,ახლა უფრო მარტივი იყო დაჩისთან ყოფნა ვიდრე იმ ბეჭედის თანხლებით,რომელიც მაიძულებდა მწარე რეალობაში დაბრუნებას.-არ შეიძლება ამაზე მეტად მიყვარდე,გესმის?!არ შეიძლება ამაზე მეტად უყვარდეს ქალს მამაკაცი,მე შენ დაგთმე დაჩი!დაგთმე,ვერ და არ გაგიმეტე,დაგთმე დაჩი!საკუთარი თავი დავთმე მხოლოდ იმსითვის,რომ შენ გქონოდა ისეთი ცხოვრება,სადაც პრობლემებს არავინ შეგიქმნიდა ჩემ გამო..-ჩემი თითები მის მაჯას, როგორც შემეძლო იმდენად ჩავავლე და ფეხზე წამოვდექი-თვალები გაახილე!არ გაქ ამის უფლება,ცხოვრება დამინგრიე !ახლა გინდა მომკლა?გინდა თან გამიყოლო არა?!ჩემი სიმართლე არ დაიჯერე,ჩემი სიყვარულის არ იწამე ახლა თავს იმის უფლებას აძლევ,რომ წახვიდე?!ამას არ გაპატიებ დაჩი!-მხოლოდ ის მახსოვს,რომ დაჩის საავადმყოფოს სამოსს ვიყავი ხელებით ჩაფრენილი,მერე ქალის ხელები ვიგრძენი ბეჭებზე,ვიგრძენი,როგორ მეხვეოდა ეს ხელები.იტაკზე ვისხედით,ვტიროდით.ის თმებზე მეფერებოდა,მე მის მკლავებს ვებღაუჭებოდი და ვცდილობდი ამომესუნთქა.
ანო ბურდული.
დაჩის დედა.
ქალი,რომელმაც ხელი მკრა.
ქალი,რომელიც ახლა გულში მიკრავდა,მეფერებოდა და ხელებზე ფრთხილად მკოცნიდა.
ანო ბურდული.
ყველაფრის საწყისი და ყველაფრის ბოლო.
***
თანასწორობა.

დეკემბერი იყო,ბაკურიანში ისეთი თოვლი იყო,ანტარქტიდელს შეშურდებოდა.
ხან ანდრიას გუნდა მხვდებოდა სახეში ხან თორნიკესი.
მარიამს ზურგით ვეკვროდი და რომ მივხვდით არასწორი სტრატეგია გვქონდა ერთმანეთს ჩავეხუტეთ და სახეები ერთმანეთის კისრებში ჩავმალეთ.
ბოლომდე რომ დაიხარჯნენ ბიჭები და დაღლილები თვითონ ისხდნენ თოვლში,ახლა მე და მარიამი გამოვედით ასპარესზე.
სულ ვაჭამეთ თოვლი ჭილაძეს და ფანჯიძიკეს.
ტემპი მაშინ „დამივარდა“ გუნდა შემთხვევით დაჩი ბურდულს რომ „მოვარტყი“ სახეში.
დაჩის ლოყა ისე აუწითლდა მე სერიოზულად შემეშინდა.
ფრთხილად დაიძრა ჩემკენ.
ემოციით თუ ნერვიულობით გახევებულს სალოს ხმამ დამაბრუნა რეალობაში,
„გაიქეცი,მაგდუ!“
გავბროდი და მომდევდა.
ბოლოს ისე „მაგუნდავა“ თოვლის ბაბუს თუ არა „სნეგურაჩკას“ პირდაპირი განსახიერება ვიყავი.
თოვლში დამაგდო და ხელი რომ გავუშვირე წამომაყენე-მეთქი ზემოდან გადმომხედა,ირონიულად გამიღიმა და სახლისკენ დაიძრა.
„გენდერული თანასწორობა არ მაძლევს ამის უფლებას,მაგდუ!“
იმას სიცილი არ ერქვა.
კიოდნენ თორნიკე,თემო,ზურა და სხვები.
ყველაფერში მეჯიბრებოდა.
მეცინებოდა,რა გზებითაც ცდილობდა უპირატესობის დამტკიცებას.
იმ გენდერულების მერე,არაფრის დიდებით გამატარებდა კარში პირველს.
არ შემიშვებდა აბაზანაში და ამაზე წუწუნის დროს ისეთი ღიმილით გადმომხედავდა ჯერ გენდერულობა მადუმებდა და მერე მისი ღიმილი.
არა,პირიქით,ჯერ ღიმილი და მერე გენდერულობა.
.
.
.
-შენმა ცოლმა 5 შვილი უნდა გააჩინოს,დილით ტანსაცმელი უნდა დაგახვედროს სრულ წესრიგში და საღამოს სამსახურიდან მოსულს საჭმელი დაგახვედროს არა?!-მისი ცოლის წარმოდგენაზე უკვე მაჟრიალებს,მეც არ ვიცი,რატომ ვცდილობ მის გამოწვევას.
-ცოლი და ინკუბატორი გეშლება ერთმანეთში..-მშვიდად გაეღიმა მას.
-რა შემბრალე ხართ მეუღლის მიმართ, ბატონო დაჩი?!-ვიცინი მე.
-შენ ჩემი მეუღლის ბედს ძალიან განიცდი,რაიყო მაგდუ გეშინია საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს თავით არ დაეჯახო?!-ისევ ირონია,ისევ გენდერულობის პრობლემა და ისევ მისი ღიმილი.ისევ არასწორი თანმიმდევრობა.
-მე შენნაირ დაკომპლექსებულ ტიპს არ გავხედავ!-ენაზე ისე ვიკბინე ვინატრე ან კბილები არ მქონოდა ან ენა.
გაეცინა,შემობრუნდა და კედელს მიეყრდნო,ფეხი ფეხზე გადააჯვარედინა და ხელები გულზე დაიკრიფა.
-შენ მარტო გეგასნაირი ჩვარი გევასება ხო?!-ვიგრძენი,როგორ ამევსო თვალები ცრემლებით.ყველას დაძაბული სახე ვიგრძენი და იმ მომენტში, რაც მოვახერხე უხმოდ ასვლა იყო ოთახში.
არ ამომყოლია.
არც ველოდი.
აშკარად მე მომივიდა ზედმეტი.
მარიამი ორი საათი მაწყნარებდა.
მეც არ ვიცი რას უფრო ვტიროდი,გეგა ვადაჭკორიას არსებობას თუ დაჩის გაბრაზებას.
მეორე დღეს ჩავალაგეთ და წავედით.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია.
არც „გაპარული“მზერა ყოფილა.
არც თამთა,ნინო,ვერიკო და ძვალი.
***
ნუკა თევდორაძის გამოჩენას საავადმყოფოში არავინ ელოდა.
ნუკა დაჩის ცოლი იყო.
ცოლი.
როგორ მიჭირს და მძულს საკუთარი თავი ამ სიტყვას სხვა ქალის გვედით,რომ ვწერ.
თამამად ვიტყვი,ნუკა საოცარი გოგო იყო.
ლამაზი,ნასწავლი, ყველა გაგებით კარგი.
შემოვიდა თუ არა ანო წამოდგა.
-ნუკა..-ჩახლეჩილი ხმით დაიწყო მან-გთხოვ ახლა ამის დრო არ არის..
-შეიძლება დაჩისთან შევიდე..?!-ამოილაპარაკა ნუკამ და ანომ ინსტიქტურად გადმომხედა მე.თითქოს ჩემგან ნებართვას ელოდაო,მე თავი თორნიკეს დავადე და ვეცადე ბურთად მოწოლილი ცრემლების უკან გადაგორება.
პალატის კარი შეაღო და სისხლი ძარღვებში გამეყინა.
არავინ იცის ნუკამ დაჩის რა უთხრა.
10 წუთში უკან გამოვიდა.
წამებიც მახსოვს..
მეთერთმეტე წუთს 20 წამი აკლდა.
ვითვლიდი.
რომ გამოვიდა,ანოს ჩუმად გადაულაპარაკა,საბუთებს ხელი მოვაწერეო და საავადმყოფო დატოვა.
-რა საბუთებს..?!-ვერ გაიგო თორნიკემ.
-გაყრის.-მტკიცე იყო ანოს ხმა.სამაგიეროდ მე ვერ ვგრძნობდი თავს მტკიცედ,შემაქანა ამ სიტყვის გაგონებაზე.
ზურამ აიჩემა ჩემი სახლში წასვლა.
თორნიკემ ძალით ჩამტენა მანქანაში.
ის იყო,მეგონა საჭესთან ადგილს თათარაშვილი დაიკავებდა ანომ,რომ გამოაღო კარი და ჩაჯდა.თვალები ისე გავაფართოვე,სხვა სიტუაციაში ქალს მგონი შეეშინდა.
-სახლში აგიყვან ტანსაცმელები ჩაგილაგა სალომემ..-დავიბენი!?ეგეთი მომენტი ცხოვრებაში მაშინაც არ მქონია,10 ლექტორს ზეპირ გამოცდას,რომ ვაბარებდი.
-რა..?!-ამოვილუღლუღე მე და ქალს გაოცებულმა გადავხედე.
-მინდა,რომ დაჩის სახლში დახვდე,რომ გაიღვიძებს მინდა იქ იყო,ერთხელ მე დავაკარგვინე შენი თავი, ახლა ვალში ვარ თქვენ სიყვარულთან...-ისეთი ხმა ჰქონდა შეწინააღმდეგებაც ვერ გავბედე-ვიცი,რომ დაჩის გამო შენ თავმოყვარეობას გადახვალ და მიმიღებ,როგორც რძალი იღებს დედამთილს,ვერასდროს გთხოვ ნანატრი ქალიშვილის როლიც შენ შეითავსო,ამას ვერასდროს გთხოვ,არ დამიმსახურებია ეს შენთან.-გავქვავდი,დაჩის დედა იყო,ის ანო ბურდული იყო მთელი პლეხანოვი,რომ შენატროდა ოდესღაც,ვაკეში გადასვლისას ლამის,რომ გაატირეს,ის ანო ბურდული იყო,29წლისამ ლევან ბურდული,თავისი ქმარი საკუთარი სახსრებით,რომ გაასვენა და მის მერე ამაყად ზრდიდა თავის შვილს ის ქალი იყო.უჩუმრად გადავედი მანქანიდან და ყველაზე მძიმე შეგრძნებამ გული ამიწვა,სადღაც გულის ძალიან ღრმა ნაწილში,მე მესმოდა ამ ქალის და უფრო ღრმად ვაფასებდი კიდეც მას.
უზარმაზარი რკინის კარი ერთი გასაღების გაჩხაკუნებით გააღო და სახლში შემატარა.
-კეთილი იყოს შენი მოსვლა,მაგდა.-გამიღიმა მან და შუბლზე ძალიან ფრთხილად,ძალიან ნაზად მაკოცა.საოცრად ლამაზი ქალი იყო ანო.სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი დაჩის სურნელი,მთელ სახლში იყო მისი პიროვნება მიმოფანტული.ყველგან ნახავდით რაიმე ისეთს,რაც დაჩისთან ასოცირდებოდა.მისი ოთახის კართან ანომ მარტო დამტოვა და მეც ფრთხილად შევაღე ხის მასიური კარი.
გული შემეკუმშა დაჩის საწოლთან ჩემი ჩემოდანი,რომ დავინახე.
რა სასაცილოა ადამიანი,როცა მთელი მისი ცხოვრება შეიძლება ერთ ჩემოდანშიც ჩაეტიოს.
და ეს ცხოვრება ახლა ყველაზე მეტად მაკლდა,დაჩის სახლში, დაჩის გარეშე.
ვიცოდი,ანდრიასგან ვიცოდი ამ სახლში ერთხელაც არ უცხოვრიათ ნუკას და დაჩის.
ისიც ვიცოდი,არც ამ საწოლში ყოფილა იმ ქალის სხეული,ვისაც დაჩის ცოლი ერქვა დღევანდელ დღემდე.
ეს ყველაფერი ჩვეულ აუტანელ ყოფას მცირედით, მაგრამ მაინც ამსუბუქებდა.
ანომ სახლში დამტოვა და მთხოვა გამოძინებული მივსულიყავი საავადმყოფოში.
„თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში,იცოდე,რომ ეს სახლი ყველაზე მეტად შენ გეკუთვნის“.
პლეხანოვზე დაჩის სახლი,სიმბოლურია ჩემიც რომ იყო.
ვაკის სახლს უკვე დასდებოდა „იყიდება“-ს აბრა.
აბაზანიდან გამოსულმა დაჩის მაისური და ჟაკეტი მოვირგე.
მის საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოკუნტულს,ახლა ყველაზე მეტად მინდოდა მისი სიცოცხლე.ახლა,როცა მქონდა შანსი თავიდან მესწავლა სუნთქვა.
თავიდან ამეშენებია კედელი,რომელსაც „დაჩი“-ს დავარქმევდი და ვყოფილიყავი ქალი,რომელსაც ეყოლებოდა დასაყრდენი.ყველანაირი თანასწორობის გარეშე.
***
გეგა ვადაჭკორია


მეათე კლასში ვიყავი ჩემს სკოლაში,რომ გადმოვიდა.
თბილისელი გოგო ყველაზე თბილისურად „შემაბა“ და მისი აისრულა.
სიყვარული სრულ პათოლოგიაში,რომ გადაეზარდა მივხვდი,რომ აღარ უნდა გამერისკა და გამოვუცხადე გშორდები-მეთქი.
ამ ფაქტმა უფრო გააგიჟა,იყო სადარბაზოსთან დახვედრები.
უამრავი მუქარა.
„შემთხვევით“ შეხვედრები.
ბევრი „მაპატიე“ და კიდევ უფრო ბევრი „შევიცვლები“.
სამწუხარო ის იყო,რომ ყოველ ჯერზე,რამდენჯერაც შანსს მივცემდი უარესს აკეთებდა.
საკმარისი იყო მხოლოდ ვინმეს შემოეხედა,როგორც გოგოდ ან როგორც მაგდად კიარა, როგორც ადამიანად აღვექვი და იწყებოდა გაუთავებელი ეჭვიანობა.
მერე ანდრია ჩაერია და მოვიშორე.
სამაგიეროდ ვერ მოვიშორე მის მიერ გავცრცელებული აფსურდები ჩემ შესახებ.
ვინც მიცნობდა,სჯეროდა,რომ გაბოროტებული ბიჭის სიტყვები იყო,ვინც არ მიცნობდა ამბობდა „საწყალი გოგო ხელიდან როგორ წასულაო..“
თავიდან განვიცდიდი,მერე მივხვდი,რომ ხალხს ვერ დაუშლი ის ილაპარაკოს,რაც მათ უნდათ,არამცთუ ჰგონიათ,არამედ უნდათ!
გეგა ვადაჭკორია ჩემი ცხოვრების უპატიებელი შეცდომა იყო.
წარსული,რომელიც იოლად არ აპირებდა თავისი მარწუხებისგან ჩემს განთავისუფლებას.
პერიოდულად მწერდა მსგავსი შინაარსის ტექსტებს,რომ სხვას არ მისცემდა იმის უფლებას ჩემი შეყვარებული ყოფილიყო,ქმარზე და ოჯახზე საუბარს იდეაშიც არ უშვებდა.არ ვიცი,რატომ სჯეროდა,რომ მისი ამ სიტყვების გამო მამაკაცს ცხოვრებაში აღარ გავხედავდი,მაგრამ ფაქტი იყო სჯეროდა.
რამდენჯერმე შევნიშე მისი მანქანა ჩემი ფანჯრების ქვემოთ.
საერთო ჯამში ერთი დიდი უაზრობა იყო ეს ბიჭი მთელი თავისი არსით.


***

ნეტავ ოდესმე ამ საწოლში მწოლიარეს ჩემზე გიფიქრია?!
გიფიქრია,რომ ოდესმე შეიძლებოდა სადღაც,შორს ბედნიერებიც ვყოფილიყავით?!
რატომ მართმევს შენს თავს ყოველთვის ვიღაც სხვა?!..
აღარ დასრულდა ჩემს ცოდვებზე პასუხისგება?!
დაჩი,ამ ოთახში იმდენი შენ ხარ..
მგონია,რომ ყველა კუთხიდან შენი თაფლისფერი სფეროები მიყურებენ.
ზუსტად ისე მიყურებენ,როგორც ადრე.
ამ მზერას რამდენი ხანი გავურბოდი დაჩი?!
როდემდე შეიძლება ვებრძოლო ამ მზერას?!
სად არი ის სასწაული,ყველა სიყვარულს თან რომ სდევს, დაჩი?!
მხოლოდ ამას გთხოვ,იბრძოლე,შენი,ჩემი და ჩვენი სიყვარულისთვის..
იბრძოლე,ეს ერთადერთი გამოსავალია..
ვიცი,რომ დაიღალე,ვიცი,რომ ძნელია,მაგრამ ჩემი ხათრით გაუძელი რა,დაჩი.
მზერას ისევ ცრემლები ბურავს.
მის ბალიშს ხელებს ფრთხილად ვხვევ.
ჰო,ყველაფერს მისი გრილი არომატი აქვს.
აქ ეძინა..
აქ ყველასგან მოწყვეტილს,მშვიდად ეძინა.
***
კურსელის დაბადების დღეზე ვიყავით მე და მარიამი.
არა,უფრო სწორად მე ვიყავი მარიამის კურსელის დაბადების დღეზე,რომელსაც მეც ძალიან კარგად ვიცნობდი და ეგრე გამოვიდა.
მარიამი იმ დღეს გამორჩეულად მონდომებული იყო.
დილიდან თავზე დამადგა და ჩემს მოკაზმვას იმდენი დრო შეალია ბოლო ნახევარ საათში გაიკეთა მაკიაჟი და კაბა გიჟივით ამოიცვა.
მე მაინც უ’კაცობას დავაბრალე,მისი ამდენი ენერგია და არც შევკამათებივარ მის სხვადასხვა გადაწყვეტილებას ჩემი მორთვის ამბავში.
ბელგიიდან,რომ ჩამოუტანა დეიდამისმა იმ კაბაში ისეთი სისწრაფით ჩამტენა მე გაპროტესტებაც ვერ მოვასწარი.
სარკეში ჩახედვის უფლება,რომ ვთხოვე კმაყოფილმა გამიღიმა და მეც შესასვლელში, კარადისკენ გავემართე.
თავიდან ცოტა შემაქანა.
ვერ მივხვდი,სარკიდან მართლა მაგდა მიყურებდა,თუ ვიღაც სხვა ქალი.
-იცი როგორი ხარ?!-ამოიჩურჩულა მარიამმა და საცვლებში გამოწყობილმა უცებ ამოიცვა კაბა.
-როგორი..-მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი მე.
-მამრობითი სქესის წარმომადგენლება დილა-საღამოს მადლობა,რომ უნდა უთხრან შემოქმედს,შენი გაჩენისთვის!
-მოიცა რა..-ამოვილუღლუღე და მარიამს დავაშტერდი-გადაჭარბებულია,მარო..მშვენიერიძის დაბადების დღეა პრეზიდენტის კიარა..
-ქალურობა,არისტოკრატიულობა და სილამაზე გადაჭარბებული ყანაშიც არ არი!-ამოიკივლა ლეშკაშელმა და ხელში მცირე ზომის ჩანთა შემაჩეჩა.
სადარბაზოდან ფეხი გავადგი თუ არა კანი დამეჭიმა.
ანდრიას მანქანასთან გაწითლებული დაჩი,რომ დავინახე.
კიარ იცინოდა,ოთხად იკეცებოდა.
ანდრია რაღაცას აჩვენებდა ტელეფონში და ისიც ენერგიას არ იშურებდა სიცილისთვის.
-ანდრიუშ,მზად ვართ,რაა..!-ისე ამოიტიკტიკა ჩემმა თავხედმა დაქალმა,ვითომ აქ არც არაფერი ხდებოდა.
-ვა..-სახე დაუსერიოზულდა ანდრიას,მერე ვაჟბატონმაც ინება ამოხედვა,სულ ერთი წამით,სულ ერთი წამით ვიგრძენი,როგორ გაეღიმა ჩემ დანახვაზე.კმაყოფილი სახით დაიძრა საჭისკენ და ისე,რომ არაფერი უთქვამს ავტომობილში ჩაჯდა.-სად მიდიხართო რა თქვით?!
-„ოტიუმში“-თქვა მარიამმა და კმაყოფილმა გადმომხედა.
-მჭედლიძის ცოლმა მღებრიძეს,რომ მიცა იცოდი!?-აკივლდა ანდრია,დაჩის ისე გაუწითლდა სახე სიცილისგან მე და მარიამსაც უნებურად გაგვეცინა.
-რა დაუკმაყოფილებელი ჰორმონები აქ მაგ გოგოს,გავვოცდი!-ვერ სუნთქავს დაჩი.
-გზას უყურე,რა!-მეც არ ვიცი,როგორ დამცდა ეს სიტყვები,თან ასეთი ზიზღით..უნებურად სამივემ გამომხედა მე კიდე საკუთარ თავს ვულოცავდი ამ უაზრო სიტუაციაში თავით გადახტომას.
-ლამაზად ხარ.-ამოილაპარაკა,ისე რომ იმის მეტად ჩემკენ აღარ გამოუხედავს,ტუჩის კუთხეში ჩაღიმებულმა მიგვიყვანა დანიშნულების ადგილამდე და მალევე დატოვა იქაურობა.
-რატო ეკაპასე?!-სიცილის შეკავებას არც ცდილობს მარიამი.
-აბა ვიღაცის ცოლის ჰორმონებზე რა თამამად ლაპარაკობდა..
-არა,გაბრაზდი..
-რას იძახი?!-აღვშფოთდი მე.
-გაბრაზდი კომენტარი,რომ არ გააკეთა შენ ვიდზე და ეგ იყო..-სიცილს უმატა მარიამმა.
-აი,ახლა თავი არ მაცემინო..
ყველაფერი მაშინ აირია,რესტორანში გიგი,რომ გამოჩნდა.
თავიდან მის იგნორს ვცდილობდი,მაგრამ..
მერე.
მერე უბრალოდ ვინატრე ეს ბიჭი ცხოვრებაში არასდროს გამეცნო.
რა საცოდაობაა!?
შეაძულო ადამიანს თავი,ისე,რომ შენი მის ცხოვრებაში გამოჩენის წამი დაწყევლოს.
იმ ღამით დავიჯერე,რომ სასწაულები ხდება.
რომ შეიძლება ადამიანსაც ენდო და მისიც გჯეროდეს.
იმ ღამით ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი,მხოლოდ იმიტომ,რომ არსებობდა დაჩი ბურდული.
მიკროფონთან მისული გიგი,რომელმაც დაიწყო მონოლოგი,იმის შესახებ თუ რა რთულია გიყვარდეს ქალი,რომელიც ამას არ იმსახურებს და ეს ქალი პირდაპირი გაგებით ბო%ია მხოლოდ,იმიტომ,რომ არ ეკუთვნის მას,სცენიდან ჩამოხსნა ბურდულმა.
მარიამს დაურეკავს.
გიგის გამოჩენისთანავე დაურეკავს დაჩისთან.
ანდრიას ვერ ვუკავშირდები და თუ მანდ არის გადაეცი მოვიდეს,სანამ მაგდამ თავს რამე დაუშავა ამ იდიოტი ბიჭის გამოო..
რა თქმა უნდა, ანდრიასთან დარეკვაც არ უცდია მარიამს.
მერე,როგორც მარო ყვებოდა,დარეკვნიდან 15 წუთში მოვიდა დაჩი და შეაჩერა,ის რის გამოც მე ...
მე ვგრძნობდი,რომ უბრალოდ სიკვდილი მინდოდა.
სცენაზე ისეთი დინჯი ნაბიჯებით ავიდა,თავიდან რესტორნის პერსონალი მეგონა,რომელსაც სიტუაციის არევა არ სურდა.
მერე განათებამ მისი სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთა და ..
რაღაც ძალამ ჰაერს ფილტვებში მისცა უფლება ჩასვლის.
მაგ ძალას ერქვა დაჩი ბურდული.
მიუხედავად,იმისა რომ ვგმობ ყოველგვარ ძალადობას,იმ ღამით მე ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი,მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ღირსება ბურდულმა ძველბის დათვლამდე დაიცვა.
ჰო.
10 ბიჭი ედგა თავზე და ვერც ერთმა გაბედა მიახლოვება.
საპატრულოს თანამშრომლები 20 წუთში ადგილზე იყვნენ და დაჩი მთელი სიმშვიდით უხსნიდა მათ,რომ კანონდამრღვევი აქ მხოლოდ ის კაცი იყო,ვინც ქალის ღირსებას შეეხო.
კანონს მსგავსი რამეები არ ესმისო,გაღიმებულმა უთხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ისე ჩასვა მანქანაში ბორკილებიც არ დაუდია.
ეგეთი ბიჭებიო..დანანებით გაიქნია თავი.
„ეგეთი ბიჭები ძალიან ცოტა დარჩა ქვეყანას“...
ჰო,მაგას ჩვენც მივხვდით,ბატონო პოლიციელო.
იმ ღამით მე,მარიამი და ანდრია წინასწარი დაკავების იზოლატორთან ატუზულები ვუცდიდით დაჩის ბიძას,რომელმაც გირაოთი გამოიყვანა ძმისშვილი საკნიდან.
-გამაგებინე,რა მოხდა?!
-ვცემე,ბიჭი ვცემე.ზოგადად ეგ ბიჭი და კაცი კიარა პირუტყვია,ეგ არ იმსახურებს მერაბ კაცის სახელს,რატო არ მოვკალი?!მარტო მაგას ვნანობ..
-დაჩი, ყველას შენნაირ აზროვნებას თუ მოსთხოვ იმედები გაგიცრუვდება დამიჯერე,რატომ სცემე?!
-პიდ^&*ივით გამოდგა და მიკროფონში დაუწყო გოგოს ამაზრზენი რამეების ლაპარაკი,ხვდები?ხვდები რა დონის ნაბი^$^ია?!-ხმას ვერ იმორჩილებდა დაჩი.
-და ვინ არი ეს გოგო?
-რა მნიშვნელობა აქვს მერაბ?-თვალები გააფართოვა დაჩიმ,მერაბი მიხვდა,რომ უკან უნდა დაეხია,რომ მისი ძმისშვილი ცამდე მართალი იყო.
-ის ხომ არა?!-ხელი ჩემკენ გამოიშვირა და მკრთალად გამიღიმა.
-არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას,ანოს დაურეკე დღეს ანდრიასთან რჩებათქო და არ მოუყვე რა ეს ამბავი,ინერვიულებს..
-ანომ უკვე იცის,რომ ანდრიასთან ხარ და მშვიდად სძინავს.!-ბეჭზე ხელი დაჰკრა ძმის შვილს და ღიმილით გადმოგვხედა ჩვენ-მიმიხედეთ ამ არანორმალურს..
საჭესთან მარიამი დააჯინეს.
დაჩის მაგის ნერვები არ ჰქონდა,ანდრიას მართვის მოწმობა ჩამოართვეს,მე ტარება არ ვიცოდი.
წინ და-ძმა ლეშკაშელები ისხდნენ.
უკან მე და დაჩი ბურდული.
დაიძრა თუ არა მანქანა,ვიგრძენი,როგორ გამითბა კალთა.
თავი ჩემ კალთაში ედო და ღრმად სუნთქავდა.
-მაგდუ,სად წავიდეთ?!-გადმომხედა ანდრიამ.
-ჩემთან..-ამოვიჩურჩულე და მის თმებში ჩემი წვრილი თითები ავხლართე.
აღარ ვიცოდი უნდა მეტირა თუ უნდა გამცინებოდ აამ სიტუაციაზე.
იმ ღამით ჩემთან დარჩა.
საწოლი რომ გავუშალე მშვიდი სახით გადმომხედა.
-შენთან არ დამიწვენ?..-გამაკანკალა.
-მარტო უკეთ მოისვენებ,თან ჩემთან პატარა საწოლია..
-მარტო მაგ არგუმენტებით ხარ?-გაეცინა.
-დაჩი..
-ჰო,მაგდა რაო?!მითხარი..-საწოლზე ჩამოჯდა და ფეხებზე ფრთხილად მომხვია ძლიერი მკლავები.
-არ შემიძლია,შენ დღეს ჩემ გამო..
-ჰო,მე დღეს შენ გამო შენი ცხოვრების შეცდომა ვცემე,მერე?
-იმიტომ სცემე,რომ..-წინადადებას ვერ ვამთავრებდი მოწოლილი ემოციებისგან.
-შენზე ცუდად ისაუბრა..-ის მეხმარებოდა გაღიმებული სახით.
-არ მინდა,რომ მართლა ეგ იფიქრო ჩემზე,მე ასეთი არ ..
-აი,ამ წამს ხვდები რა სისულელეს მეუბნები?-ფეხები განზე გაშალა და ფეხებშუა მომიქცია,მენჯის ძვლების გასწვრივ მუცელზე,სახე მომადო და ღრმად შეისუნთქა ჰაერი,მე მეგონა ცოტაც და წავიქცეოდი.ხელები მის კისერს მოვხვიე,და თმებში წავავლე ფრთხილად მტევანი.
-მხოლოდ ჩამეხუტები!-ავის მომასწავებლად გავუჭიმე საჩვენებელი თითი ცხვირწინ და თვალები დავაბრიალე.
-გპირდები!-ხელები აწია დაჩიმ.
-აქ,არა რა..ვერ ვიძინებ,წამოდი..-ჩემი ოთახისკენ გავემართე და შუა გზაში სწრაფად მოვბრუნდი უკან.-იყოს,ისევ იქ დავიძინოთ..
-არა,არა...-ამოილაპარა დაჩიმ და გაეცინა-რაღაცას მიმალავ,შენი ოთახი მაინტერესებს..
-დაჩი,ნუ გაიქრობ ყოველგვარ კარ წარმოდგენებს ჩემზე,მოდი დავივიწყოთ ჩემი ოთახი რა..-სახე დამებრიცა მე.
-რას ვიპოვი იქ ასეთს?!-ეცინებოდა დაჩის და ჩემ გზიდან ჩამოშორებას ცდილობდა.
-იმას, რასაც ყოველ მეორე გოგოს ოთახში..არეულობას..
-მაგდუ,გაიწი რა..-ლოყაზე მაკოცა მან და ჩემი ოთახის კარი შეაღო.
უკან სახე დაბრეცილი მივდევდი და გზადაგზა ვალაგებდი აბურდულ ტანსაცმელებს,რომლებსაც დღეს ტორნადოს სახით გადაუარა მარიამმა.
-იცი რისი სუნია?..-თვალები დახუჭა დაჩიმ,თითქოს რაღაცას იხსენებსო,მე ისე დავიძაბე სასუნთქ ორგანოდ ვიქეცი მთლიანად.-წვიმის..-ამოილაპარაკა მან და საწოლზე დაეშვა.
-რისი..?!-შევშფოთდი მე და ჭერს ისე ავხედე გული ხელში დავიჭირე,უეჭველად დოდომ ჩამოუშვა წყალი მეთქი გავიფიქრე,მაგრამ შევცდი.
-წვიმის,რა..
-საიდან მოიტანე?!
-ოო,გეუბნები.დაანებე მაგეების დალაგებას თავი,მოდი რა დავიძინოთ..-აი,ოღონდ ახლა სამყარომ ეს ელვის სისწრაფით ბრუნვა შეწყვიტოს და მე თავი მშვიდად ვიგრძნო,მეტი მართლა არაფერი მინდა.ბრუნავს ყველაფერი,ჩემი საწოლი,ჩემი ოთახი,სახლი..ეს კორპუსი,ვაიმე!დაჩიც ბრუნავს..
ისე ჩაეძინა,საწოლამდე მისვლაც ვერ მოვასწარი.
მერე რატომღაც ვეღარ გავბედე.
საწოლთან დავიხარე და ხალიჩაზე ფეხმორთხმულმა დავიწყე მისი ყურება.
ახდენილ ოცნებას ჰგავდა.
ბავშვობიდან,რომ ნატრობ.
ყოველ ახალ წელს,რომ ემუდარები სანტას და მას ჯიუტად არ მოაქვს შენთვის შეფუთული,ეს საჩუქარი.
„ფიზიკურად ვერ შეფუთავ,სად იშოვი 2 მეტრ ქაღალდს საამისოდ?!“
ვიჯექი მე ფხიზლად.
თვალებ დაქაჩული,არ უნდა დამძინებოდა.
მისი სხეულის ყველა ნაკვთი მაინტერესებდა,მისი სახის ყველა ცვალებადობა ძილში.
არ უნდა დამძინებოდა,ასეთი წამი მეორედ მექნებოდა კი?!
ვიჯექი,როგორც სტუდენტი კონსპექტების წინ და ისე ვიზუთხავდი მის სხეულს.
ისე დამათენდა ვერც გავიაზრე.
არ მეყო.
კიდევ მინდოდა.
არასდროსაა იმ მამაკაცის მზერა საკმარისი,რომელიც ასე გამეტებით..
ჰო.
გინდა.
ყოველგვარი რომანტიკის გარეშე.
სამწლიანი სიყვარულის ვადით და მეცნიერული კვლევებით.
დოგმებში ჩატეული „მიყვარხარ“ და ვარდის ფურცლების გარეშე მინდოდა ჩემს წინ მწოლიანე ადამიანი.
მძინარე.
ძილშიც კი არ კარგავდა მის შარმს და ამას იმ ფაქტს არ მივაწერ,რომ მე მაკარგვინებდა ჭკუას მისი გარეგნობა,არა.
ყოველგვარი ლირიული სუბიექტურობისგან შორს,ეპოსური ობიექტურობით ვაცხადებ,რომ არ მეგულება ჰეტეროსექსუალი ქალი,რომელცას არ გააგიჟებდა დაჩი ბურდული.
დაჩი არ გავდა ზღაპრის გმირებს,არც ტარიელის ჩამოჰგავდა რამე და არც აქილევსის.
დაჩი ერთი პლეხანოველი,მერე ვაკეში გადასახლებული თბილისელი ბიჭი იყო.
რომელშიც იმდენად რეალურად ერია „არარეალური“ და საოცნებო თვისებები,რომ ვუყურებდი და ეჭვი მეპარებოდა საკუთარ თავში.
ვიფიქრე,მეც მარიამი დამეწყო და ვაჭარბებთქო.
მაგრამ აქ ყველამ ვიცოდით,რომ არ ვაჭარბებდი.
ფარდის გადაწევა დამავიწყდა და მზის პირველი სხივის ანც თამაშზე გაეღვიძა დაჩის.
აზრზე,რომ მოვიდა და გაახსენდა სადაც იყო გაღიმებული წამოჯდა საწოლზე.
2 წამით ისე დამაშტერდა მზერა სირცხვილით ავარიდე.
მართლა ვერ ვცდნობდი ჩემ თავს,არ ვგავდი მაგდა ლორთქიფანიძეს,არც ერთი გაგებით.
-შენ..-იღიმის და სახეზე ორივე ხელს იფარებს-არ მითხრა,რომ მთელი ღამე ასე იჯექი..
-ჩაი თუ ყავა?!..-თემის გადატანას ვეცადე მე.
-მაგდა..-ვინმე მეტყვის,რატომ აქვს ყველა მამაკაცს ხმა ასე ჩახრენწილი ყოველ დილით?!რას გვერჩოდა შემოქმედი ევას გოგონებს,ადამს ბიჭებს ამ უპირატესობას რომ ანიჭებდა?!(იმედია მიმიხვდით,არ ვფიქრობ,რომ გოგონების ხრინწიანი ხმა დილით სასიამოვნოა,ეს მხოლოდ მამრობით სქესს უხდება,სუბიექტური აზრით)-რატომ არ მითხარი,ასე კატეგორიული თუ იყავი ...მაშინ იქ დავიძინებდი..
-დაჩი ყავა თუ ჩაი?!-უნებურად გამეღიმა მის სიტყვებზე.
-ყავა..-თავი გადააქნია მან და სამზარეულოში გამომყვა.
-შაქარი?!
-უშაქრო.
-რანაირად უგებ გემოს?-სახე ინსტიქტურად დამებრიცა უშაქრო ყავის წარმოდგენაზე.
-ყავას გემოს ზუსტად შაქარი უკარგავს.!-გამაჯავრა მან და ცხვირზე თითი ამკრა.
-ამაზე კამათიც კი წარმოუდგენელია!-თავი გავაქნიე მე და ყავა ფინჯანში ჩამოვასხი.
-რა კარგია,ასე მარტივად რომ მეთანხმები,დამჯერე გოგოები ჩემი სტიქიაა!-ხმამაღლა გაეცინა დაჩის და ისე,რომ არც მაცადა მაგიდამდე ფინჯნის მიტანა,პირდაპირ ხელიდან ამაცალა,ფრთხილად მაკოცა მოშიშვლებულ ბეჭზე და სკამზე ჩამოჯდა.
-დაჩი გუშინ..-დავიწყე მძიმედ მე.
-გუშინ,მე აქ მეძინა,შენ მითვალთვალებდი,არ აღიარებ,მაგრამ შენი ჩემდამი დამოკიდებულების შეგეშინდა და ერთი სული გაქვს,როდის დათმობ შენ გენდერულობას.-მის სიტყვებზე მეგონა ლოდი მომხსნეს,აი,ამიტომ მინდოდა ეს ბიჭი,ზუსტად იცოდა როგორ მოერტყა მიზანში.მისმა სიტყვებმა მაგრძნობინა,რომ მეორედ ეს თემა აღარ უნდა წამომეჭრა,რომ დაჩის ასე უნდოდა.ჰო,აშკარად იგრძნობოდა მისი უპირატესობა ამ ყველაფერში.და მაინც,სად ქრებოდა ჩემი ქალური შეუვალობა და ფემინისტური სულისკვეთება..!?
-მე არ გითვალთვალებდი..-ღიმილს ვერ ვიკავებდი მე.
-მთელი ღამე მე მიყურებდი,როგორ მეძინა თუ რამეს არასწორად ვამბობ,გაძლევ უფლებას შემისწორო!-ისევ იცინის დაჩი-მაგდუ,შენ ყველაზე გემრიელ ყავას აკეთებ მთელი თბილისის მასშტაბით.
-კიდევ რამდენისთვის გითქვამს ეგ სიტყვები?!-გამეღიმა მე და სიგარეტი ამოვაძვრინე მისი კოლოფიდან-შენ ჩემ უგემრიელეს ყავას სვამ,მე შენ სიგარეტს გპარავ,მოსულა ხო?!
-რატო გგონია,რომ როგორ მითხარი მაშინ..?!-თვალები დააწვრილა-მექალთანე..-მომენტალურად ისეთი სიცილი აუტყდა სიგარეტის კვამლი ლამის გადამცდა-აი,მაგაზე სასაცილო სიტყვა ჩემი 25 წლიანი ცხოვრების განმავლობაში არ გამიგია..-არ ჩერდებოდა,ჯერ მარცხნივ გადაქანდებოდა,მერე მარჯვნივ.ჩაბჟირებამდე,რომ იცინა და ბოლოს ცრემლებიც შეიწმინდა ჩემ სერიოზულ სახეზე მეორე ტალღამ გადაუარა.-შენ რატო არ გეცინება ეგეთ სიტყვებზე?!
-ნორმალური ადამიანი ვარ,შენგან განსხვავებით!-თვალები დავაბრიალე მე.
-მთელი ღამე მითვალთვალებდი „კგბ“-ეს აგენტივით,ვინ არი აქ ნორმალურიო?!-მის მესამე ტალღაც მართლა ვეღარ გავუძლებდი და გვერდში ისეთი ვუთავაზე სახე დაებრიცა ტკივილისგან-ჯეკი ჩანის ილეთებიც გცოდნია,გოგო ნორმლაურობაზე თავს,რომ დებ არ გრცხვენია,მაგდუ?-არ ჩერდებოდა ის.
-არ გამაბრაზო,შენთვისე აჯობებს!-თითი პროვოკაციულად გავუბზიკე ცხვირწინ და დაველოდე სიცილის ახალი ტალღა როდის შემოუტევდა,სახე წამში დაუსერიოზულდა.
-დედას.
უცებ იმდენად ვერ მივხვდი რა კონტექსტში მითხრა დავიბენი.
-ჰა?.
-დედას ვეუბნები,რომ მისი გაკეთებული ყავა მთელ თბილისში ყველაზე მაგარია,მეორედ შენ გითხარი..
-მექალთანის სიტყვას ვერ ვენდობი,გამორიცხულია!-სერიოზულად ვთქვი მე და ის ლამის სკამიდან გადმოვარდა ჩემი სიტყვების გაგონებაზე.
მარიამი,ანდრია და სალომე,რომ შემოვიდნენ ჩვენ უკვე იატაკზე ვიწექით.
-აი,ესენი რომ დამილურჯდეს გეფიცები,მაგდა თავართქილაძე გეფიცები გცემ!-ვეღარ სუნთქავდა დაჩი.
-ვითომ ერთი სილურჯე ვერ აიტანო ჩემგან!
-რას ჰგავს თქვენი სიტყვები ქალბატონო მაგდა?!-აღშფოთდა ის,მერე სავარაუდოდ სახე დაემანჭა ისე მწარედ მოხვდა ფერდში.
-რა უქენი ტო?!-სიცილს ძლივს იკავებდა ანდრია-ძმაკაცი გამილახე?ვა,მაგდა?!-სული,რომ ვერ მოითქვა ჩაიკეცა და ისე იცინოდა-დაჩი უნდა გაგიბაზრო,გოგომ ცემაო.!
-ვა,სალო?!შენც აქ ხარ?!შენ ბოი ფრენდს უთხარი,როცა მეც აქ ვარ დაჩის რამის გაბაზრებაზე ნუ ეხუმრები,აჯობებს შენთვისთქო!-დაჩი ნელ-ნელა დგებოდა და ისე ელაპაკებოდა წარბაწეულ სალომეს,ანდრიას სიცილი სახეზე შეეყინა წინადადების ბოლოს და დაჩის თვალები დაუბრიალა.
-რას შვრებოდით?!-იდგა მარიამი დოინჯშემორტყმული და ორივეს ისეთი თვალებით გვიყურებდა,თითქოს რენტგენში გვატარებსო.
-ვუმტკიცებდი,რომ ოჯახში ისევ გენდერული თანასწორობა სჯობს..-მეცინებოდა მე დაჩის აბზუებულ ცხვირზე.
ბიჭები მალე გავიდნენ.
სალომეს და მარიამის კითხვებს როგორ გადავურჩი დღემდე აღარ მახსოვს.
***
საავადმყოფომდე მისასვლელი გზა ფეხით გავიარე.
სუფთა ჰაერი ისე მესიამოვნა სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
არასდროს ვყოფილვარ სტანდარტული გოგონა,რომელიც თეთრ კაბაზე და ფუმფულა შვილებზე ოცნებობდა.
ჩემ ცხოვრებაში ხშირად იყო მომენტები,როცა უბრალოდ მინდოდა ადამიანიც არ ვყოფილიყავი.
მარტივად,არ ვყოფილიყავი.
ადამიანის შინაგან სამყაროს ყველაზე ბნელ ნაწილში არსებულ ფიქრებს,მე სააშკარაოზე ვუშვებდი და არც ვცდილობდი მათ დამალვას.
არ შემეძლო შეფარვითი პატიოსნება და მორალზე ღაღადი,მაშინ,როცა მეც ბევრი რამ მეშლებოდა საკუთარ ცხოვრებაში.
პრინციპულობა მაშინ დავკარგე,რომ ვაღიაღე დაჩი ბურდული მინდა-მეთქი.
ყველაზე და ყველაფერზე დავხუჭე თვალი.
ანო ბურდული სახლში,რომ მომადგა წლების წინ ჩემ შვილს თავი დაანებე,არ ჭირდება შენნაირი რეპუტაციის გოგოო,ახლა ამასაც ვყლაპავდი მხოლოდ იმიტომ,რომ დაჩისთვის ასე იყო საჭირო.
ახლა ანო იდეაში რძლადაც მიმიჩნევდა და ჩემთან ისეთი პატივისცემით სავსე მზერით საუბრობდა აღარ ვიცოდი ამ ქმედებას უნდა ავეტირებინე თუ გამეცინა..
ყველაზე ამაზრზენი იმ მომენტში ის ფაქტი იყო რომ ანოს მიმართ ბრაზსაც კი ვერ ვგრძნობდი.
მეტიც,ეს ქალი მინდოდა.
მჭირდებოდა.
მისგან ვიცოდი ბევრი რამ უნდა მესწავლა.
ანო ბურდული ჩემი ბავშვობის ამოკვიატება იყო და ამას ასე მარტივად ხაზს ვერ გადაუსვამდა მისი სტერეოტიპული ჩავარდნა.
ყველაზე მძაფრად იმას განიცდი, რაც არ ჩაგიდენია და გაბრალებენო,რომ ამბობენ მე აბსურდათ მიმაჩნია.
ვადაჭკორიასთან სექსუალური ურთიერთობა მთელმა ქალაქმა იარლიყად,რომ ჩამომკიდა მე ნერვიც არ შემტოკებია.
მე ხომ ვიცოდი მართალი ვიყავი.
დაჩისაც ეს აგიჟბდა.
საავადმყოფოს წინ მისულს დაჩის მეგობრები დამხვდნენ.
თორნიკე და თემო გამოეყო ყველას და ჩემკენ დაიძრნენ.
მე მომენტალურად გავშეშდი ადგილზე.
ვერც მიხვდვი ახლა რა უნდა მექნა.
ახლა აქ რა სტატუსით ვიდექი.
სახე მომერყა თემოს ცრემლებზე და თორნიკეს თავჩახრილ დგომაზე.
-რა..-ვიგრძენი,როგორ დამაწვა სულზე უზარმაზარი ლოდი და სისხლმა ძარღვებში,როგორ დაიწყო გაყინვა.
-ა..არაფერი მაგდუ,არ ინერვიულო..-მიხვდა ჩემს ფიქრებს თემო და მომეხვია,-შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ,ყველაზე მაგარი ადამიანი,დაჩი გაიღვიძებს და ერთად იქნებით ხო იცი არა?!-ლაპარაკობდა დაუსრულებლად და ძლიერად მეხუტებოდა.
-გაიღვიძებს?..-ამოვიხრიალე მე.
-სხვა გზა არ აქვს,მიქელ-გაბრიელთან ჩავაკითხავ და იქიდან წამოვათრევ!-ტიროდა თორნიკე და ცრემლებს ხელისგულებით იწმენდდა-დედას გეფიცები,მაგდუ მაგას არ შევარჩენ მაგ დამპალ ბიჭს!-ვერ ჩერდებოდა თათარაშვილი.
ბორდიულზე ჩამოვჯექით.
თორნიკეს კალთაში ედო თავი,თემოს ბეჭზე.
-მაგრად უყვარხარ,აი,ისე უყვარხარ მე ეგეთი რამე ჯერ რომ არ მინახავს..-ამოილაპარაკა თემომ და სიგარეტი გააბოლა.
-ქორწილის ჩაშლის სამი მცდელობა ჰქონდა,მაგრამ მერე ანო..-ვეღარ გააგრძელა თორნიკემ.
-ნუკასაც ელაპარაკა,არ მიყვარხარ და წინასწარ იცოდეო..-ამბებს ისე ვისრუტავდი გარხევის საშუალებაც არ მიმიცია საკუთარი თავისთვის.
-მაშინ,რატომ არ დამიჯერა..?!
-ფატქები ფიცზე ჯიუტი იყო,ანოს ვერ გადაახტა,შენ არ იცი ანომ რეები უთხრა წინა ღამით..
-თემო!-წამოიწია თორნიკე,მე დავიძბე.
-იცოდეს,ვა!!არ აქვს უფლება?-წამოიწია თემო-იმ ღამეს,იმ დედა აფე#$%ბულ ღამეს სახლში ისეთი სკანდალი ჩაუტარეს,ტიპს ყველაფერი დაავიწყეს და ზოგადადაც ძაან რთული გადასახარშია ბიჭისთვის ეგ ყველაფერი,მაგდუ არ გაამტყუნო დაჩი რა..-მის ტონზე ცრემლები მომერია და წამოვდექი.
სისხლი საფეთქლებთან მაწვებოდა.
გული ისე სწრაფად მიცემდა,ყურში მესმოდა ბაგა-ბუგი.
საავადმყოფოს კიბეებს ავუყევი.
ანომ დამინახა და ჩემკენ წამოვიდა.
მე მზერა ავარიდე.
ის მიხვდა და თავი დახარა.
ორი წამი ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ერთმანეთს ვერ ვუყურებდით.
მერე მან დაიწყო.
-მე დედა ვარ,ქვრივი დედა.დამნაშავე დედა,არასწორი დედა..-მის ხმაში ცრემლებმა უსიამოვნოდ დამიარა სხეულში და ცხელი სითხე მეც მომაწვა,თითქოს ბედნიერება კიარა ცრემლები იყო გადამდები.-დაჩის ჩემი ახალგაზრდობა მივუძღვენი,ყველაფერი გავაკეთე იმსითვის,რომ კაცი ყოფილიყო,განათლებული და ისეთი,რომლის გვერდით არც ერთ ქალს არ შერცხვებოდა დგომა,პირიქით.იმ ღამით შემეშინდა,რომ წლების მერე ჩემ შვილს შერცხვებოდა..-მერე თითქოს დადუმდა,ხმა ჩაუვარდა,მე გამეღიმა.
-ჩემი..
-შემეშინდა მაგდა,დედა რომ გახდები..
-ფეხებზე დავიკიდებ ხალხის აზრს და ჩემ შვილს არ ვაიძულებ სტერეოტიპულად იაზროვნოს,მაპატიეთ,მთელი ჩემი ბავშვობა ჩემთვის ქალის ეტალონი იყავით,დედაჩემთან გათანაბრებდით,ერთხელ სამარშუტო ტაქსში მოგვიწია ერთად ჯდომა,თქვენ ისე გიყურებდით მერე შემრცხვა ჩემივე თავის,თვალს ვერ გწყვეტდით,თქვენი დახვეწილი მანერები,ქალურობა და სილამაზე..არ ვიცოდი ამ ყველაფრის უკან საზოგადოებისგან შეშინებული ჩვეულებრივი ქალი თუ იდგა,მე ჩვეულებრივზე უფრო მაღლა მდგომი მეგონეთ,ამიტომ ამ სიტყვებით „მე დედა ვარ და შენ რომ დედა იქნები გამიგებ“ ნუ ცდილობთ თავი გაიმართლოთ,თქვენ არაფერი გაქვთ თავის გასასამართლებელი,არც არავინ არის იმის ღირსი რამე აუხსნათ,ეს თქვენ გააკეთეთ და მორჩა,შედეგებით იმსჯელეთ ქალბატატონო ანო,მხოლოდ შედეგებით...
ერთხანს მიყურა,მერე გაეღიმა,ლოყაზე ხელი თბილად ჩამომისვა და ფრთხილად ამოაყოლა სიტყვები-„მე უფრო მჭირდები შენ,ვიდრე მე,შენ.“
დავიცალე.
თითქოს სხეულიდან ვიღაცამ ლოდი მომაშორა.
ამ ლოდს უთქმელი სიტყვები ერქვა.
გამოუხატავი ემოციები.
***
შუაღამის სამი საათი იყო კარებზე კაკუნი,რომ გავიგე.
ძლივს წამოვწიე თავი საწოლიდან და კარამდე მისასვლელი ნაბიჯები ლამის დავითვალე შიშისგან.
-მაგდა!-გაოცება ვერ დავმალე დაჩი,რომ დავინახე კართან ატუზული და გაგიჟებული სახით,ისე თითქოს საუკუნის ღალატში გამოიჭირა 20 წლის მოყვანილი ცოლი.
-შენ გააფრინეე?!-როგორც შემეძლო ისე დავმალე ემოციები,რომ ჩემ სამეზობლოს ინსტიქტურად არ გადაეძროთ საბნები და გარეთ არ გამოფენილიყვნენ.
-ყავა გამიკეთე და აანთე შუქები, რა სიბნელეა..!
-მაპატიეთ,ბატონო დაჩი,ღამის სამ საათზე თბილისის მერიიდან,რომ არ მოვიყვანე ხალხი და აქაურობა რუსთაველის მოედანს არ დავამგვანე,რა ხდება მეტყვი?!
-რომ კითხო ეძინება და ამ სიტყვებს რა პულიმიოტივით ისვრის!-ახლოს მოვიდა და შუბლზე ისე ძლიერად მაკოცა, ლამის წავიქეცი.
-მოსვლის მიზეზს იტყვი,თუ გადმოვიღო ბაბუაჩემის სანადირო თოფი!
-საცოდავი შენი ქმარი..-გაეცინა და მაღალ სკამზე მოკალათდა,ბართან.
-გადაიტანს,როგორმე!
-აი,ახლა აქ ანდრია და სალო,მოვლენ და ჩვენ უნდა დავხვდეთ..
-თეფშიც ხოარ დავუდო კართან?! რა მოხდა,ნორმალურად მომიყევი.
-ყავას მიკეთებ?
-გიკეთებ!
-მაშინ მოგიყვები..-იცინის ის და ჩემი ნერვები ნელ-ნელა გამოდის წყობიდან.
-გაიპარნენ,სალოს მშობლები,მორაგბე ძმა,ამ ძმის ძმაკაცები და ნახალოვკის კუნთმაგარი ხალხი ეძებს ორივეს.
-აუჰ..-მივხვდი რა სერიოზულად იყო საქმე და ტელეფონში მარიამის ნომრის ძებნა დავიწყე.
-10 წუთში მოვლენ,მარიამს დაურეკე გადმოვიდეს..
-ვრეკავ..-ამოვილაპარე მე და დაველოდე მძინარე მარო,როდის ინებებდა ძმის იდეაში ქორწილში მოსვლას.
-ილოცე ლორთქიფანიძე,რომ ან ვინმეა მკვდარი ან დაჩი ბურდულმა გაგაუპატიურა,ან მაგისგან შვილს ელოდები და ახლა გაიგე,ან რავიცი მე!იცი რომელი საათია დებილო?-რა აღვწერო?ჯერ ტელეფონი გამივარდა,მერე ყავის მადუღარა და ბოლოს წნევამ ისე დაიწყო თამაში ანდერძის დასაწერად ფურცელს და კალამს ვეძებდი.დაჩის ფხუკუნის გაგებას,მერჩივნა გამეგო,რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და პუტინმა პირველი რაკეტა პირდაპირ პლეხანოვს დაუმიზნა.
-მარიამ,ჩაიცვი და გადმოდი მაგდასთან,მალე!-სპიკერზე ჩართულ,აწ უკვე დაგდებულ ტელეფონს ზემოდან ჩასძახა დაჩიმ და მარიამმაც სასწრაფოდ დააჭირა წითელ ღილაკს ხელი.
ამას ხომ წარმოდგენაც არ აქვს რას ვუზამ,ამის დაბადებას არ დაბადებულიყო ჯობდა...
-ვითომ არ გაგიგია,რა..-ამოვიკნავლე მე.
-რამე თქვი?!-გაკვირვებული სახე მიიღო დაჩიმ და ყავა მოსვა.
არ ვიცი რა ტემპით მოძრაობდა ლეშკაშელი,მაგრამ იმ წამს კარი მთელი ძალით,რომ შემოანგრია,მივხვდი რომ ეს გოგო სერიოზულ პრობლემებში იყო ნორმალურობასთან.
პიჟამოები ეცვა და თმებში ყვავი ბუდესაც გააკეთებდა,ისეთ „ვიდზე“ ჰქონდა.
-რა ხდება?-თვალებგაფართოებულმა შემოგვხედა მე და გაღიმებულ დაჩის.
-შენმა ძმამ ცოლი მოიყვანა და 2 საათში თუ მოაგნეს ურუშაძეებმა,აქ დედა შვილს არ აიყვანს..-ისე უდარდელად ამოილაპარაკა დაჩიმ,გეგონებოდათ აქაოდა არაფერიც არ ხდებოდა.
-მაგდა,რას ამბობს შენი პლატონი?!
-მული გახდი..-გამეცინა მე.
-მარიამ,მე და შენ ბევრი გვაქ საჭორაო-თვალი ჩაუკრა დაჩიმ და მე მომენტალურად დავიძაბე.
ლაპარაკს იდეაში გავაგრძელებდით ანდრიას,სალომეს,თორნიკეს და თემოს,რომ არ შემოეღოთ კარი..
-შენ სულ გააფრინე?!-ჩემს მეზობლებს საბნების გვერდით გაწევა და ფეხზე წამოდგომა მაინც არ ასცდათ.მარიამს ისეთი სახე ჰქონდა სალომე შიშით ანდრიას ამოეფარა.
-რა გაკივლებს გოგო!
-ცოლი თუ მოგყავდა ჩემთვის არ უნდა გეთქვა?!
-აუ,ძაან უცებ მოხდა..-თავი დახარა ანდრიამ.
-ურუშაძეების მოდგმაც ძაან უცებ დაგდევს შე საწყალო!-მარიამი ემოციებისგან დაცლილი დაეშვა სავარძელზე-მაგდუ,კაპლი ჩამისხი ყავაში და მომიტანე.
-ოოჰ,მარიამ მოიცა!გილოცავთ,ბავშვებო ბედნიერებას გისურვებთ,აი ამის ხელში გაძლება მოგცეს ღმერთმა!-გამეცინა სალომეს სახეზე,ანდრია ისე ჩამეხუტა ძვლები ამტკივდა.
-ჩემი და ხარ,ხო იცი?!-ლოყაზე მაკოცა და მარიამისკენ დაიძრა-მარუშკებიი..-ისეთი აფერისტული სახე მიიღო,უნებურად გაეცინა მაროს-აიხდინე შენი ოცნება და 1 კვირით მაგდასთან გადმოცხოვრდი..-ახედა საბრალო მზერით დას და მე გადმომხდა.-კაი,მაგდა 18 წელია ვიტან და 1 კვირა ვერ აიტან?!
-სულ გადმოვიდეს ვინ უშლის?-გამეღიმა მე.
-ნახე,რაა ჯერ ოჯახში არ შემოსულა უკვე სახლიდან მაგდებს!-წარბები აწკიპა მარიამმა.
-ანდრია სულელობს რაღაცას,მარიამ არ წახვიდე რა არსად..-ამოიკნავლა სალომემ.
ვიგრძენი დაჩის ხელი მუცელზე.
გამაკანკალა იმის გააზრებაზე,რომ მისი ცხელი სუნთქვა პირდაპირ ჩემ კისერს ეფრქვეოდა.
ალბათ,რომ არა ის ხელები მაშინვე ჩავიკეცბოდი,ნაზი კოცნა,რომ ვიგრძენი ყბის ძვალთან.
-შენ როდის გახდები ჩემი.?!-მიჩურჩულა ყურთან.
-სირცხ..
-რისი?რაც ყველამ იცის?-ეღიმება,ამას ვგრძნობ.
-მე არ ვიცი,მითხარი დაჩი..-მისკენ შევბრუნდი და გაღიმებული სახის ყველა ნაკვთი წამიერად შევისწავლე.
-ფემინისტი შეყვარებულია..-გაეღიმა ჩემს გაბრაზებულ სახეზე.
-საიდან მოიტანე?!-ისე აღვშფოთდი ყველამ მე გამომხედა,დაჩი ისევ იღიმოდა.
-ბურდული, ჩემი მეჯვარე ხო იქნები?-ანდრიას სიტყვებზე თავი დახარა და გაეღიმა.
-მაინც შენ დამასწარი.
-ეე,გეუბნებოდი!-იცინიოდა ანდრია-მაგდას მეჯვარე იქნება მარიამი და გავსწორდებით!-შემაქანა.სისხლმა ისეთი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა ხელები გამიოფლიანდა.
-ისეთი ქორწილი უნდა გავაკეთოთ,პლეხანოვმა მინიმუმ 1 წელი მაგ ქორწილზე ილაპარაკოს.-დაასკვნა თორნიკემ.
-კი,ჩემი ძმა თავისი საძმაკაცოთი მოვარდება და დამიჯერე პლეხანოვი მთელი 1 წელი მაგაზე ილაპარაკებს,როგორ სცემეს სიძე და დედოფალი..-ამოიტირა სალომემ.
-დაიცა..-მარიამს სახე გაებადრა-შენი ძმა მორაგბეა ხო?!-მზერა ჩემზე გადმოიტანა,მე აშკარად ვერ მივხვდი რა მზაკვრობას გეგმავდა იმ მომენტში ლეშკაშელი.
-ჰო.
-მაგდუ,შენ რომ ბიჭი დაგდევდა გახსოვს?გიორგი ურუშაძე.-მეგონა ურო ჩამცეს თავში.
-მერე..?!-ამოვიხრიალე გიორგის გახსენებაზე.
-ჰოდა,ეგ არი ჩემი ძმის ცოლის ძმა-სიცილით ორად იკეცებოდა ლეშკაშელი,ბიჭები თვალებდაქაჩულები უსმენდნენ,მე სახეაწითლებული.
-რა არი ამაში სასაცილო..-ამოვილუღლუღე მე.
-მოიცა,რა ხდება?-დაიბნა სალომე.
-საკმარისია მაგდამ სთხოვოს შენ ძმას მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ნახტომით მარჯვენაზე გადადიო და გადავა!-ვეღარ სუნთქავდა მარიამი,მე ისევ ვწითლდებოდი.
-ვაიმე,3 წელი უგონოდ შეყვარებული შენზე იყო?-ხალისი დაუბრუნდა პატარძალს. მე ვიგრძენი როგორ დაიჭიმა ხელი ჩემს მუცელზე.
ნელა მომაბრუნა მისკენ და გაღიმებულმა მკითხა.
-რა ხდება მაგდუ?
-ა..არაფერი გიოს უბრალოდ..მე..ადრე ვუყვარდი,ძალიან ადრე..
-რას ამბობ?შექსპირი შენ გამო წაიკითხა-სალომეს სიტყვებზე მარიამი სულ გადაბჟირდა სიცილით.
-სკოლაში მოაკითხა,მე ვუთხარი შექპირის პიესაში ჯულიეტას როლზე არ დაამტკიცეს,ისე განიცადა დეპრესია აქვსთქო,გიჟდება შექპირსზეთქო..-ვეღარ სუნთქავდა ლეშკაშელი.
-მაგდა,შენ ხომ იცი ჩემი არაბიოლოგიური და ხარ..-დაიწყო ანდრიამ.-ახლა უნდა მიშველო,ეს შენი ქალური ეშხი თუ რაც არი უნდა გამოიყენო და მიშველო..
-ანდრია,დაველაპარაკებით ჩვენ კაცურად და ავუხსნით მაგდას ჩარევა მაგ ამბავში არ გვჭირდება!-ხელი ფრთხილად დაუშვა და წყალი ჩამოასხა ჭიქაში.
-ვის დაელაპარაკები გიორგის?ჩემი სიმაღლის და სიმძიმის ცალი ბიცეპსი აქვს!
-ჰოდა მაგეებით ხოარ აზროვნებს არა?!-აშკარად ხმამაღლა მოუვიდა,ყველა გავისუსეთ.-მაგდა ამ ამბავში არ ჩაერევა,ანდრია სულ თავი რომ შევაკლა,ხომ იცი შენთან ვარ,მაგრამ მაგდა არა!-ხომ არაფერი,ანდრია იყო და სერიოზულადაც არავის აღგვიქვამს,მაგრამ მე მაინც საშინლად მესიამოვნა..-ეგღა გვაკლია,ის ვალაპარაკოთ ხალხს ბურდულის შეყვარებულმა გადაარჩინა ბიჭები ცემასო!-მისი ჭკუით სიტუაცია განმუხტა,მე ჭიქა გამივარდა ხელიდან,მარიამს ყავა გადასცდა და ანდრიას სიგარეტმა ხელიც დაწვა.


მეორე ღამით მე და მარიამი ისევ 3-ზე გაგვაღვიძა დაჩის კაკუნმა.
იმ დღეს ურუშაძეებს უნდა შეხვედროდნენ ბიჭები,წესიერად არც მე მეძინა,არც მარიამს და არც სალომეს.
იმ გამოკლებით,რომ სალომე ლეშკაშელების ბინაში იყო,მარო ჩემთან.
-დაჩი..-კარი გავაღე თუ არა ტუჩ-წარბ გატეხილი დაჩი შემრჩა ხელში.
-აი,ასე ანოს,რომ დავენახე ინფაქტი მოუვიდოდა და აქ მოვედით..-დაჩის უკან ზურა,თემო და თორნიკე იყვნენ.
-შემოდით..
-რაო,დაგაწვინეს მორაგბეებმა?!-ორად იკეცებოდა მარიამი.
-ეს გოგო არაა ნორმალური!-ბრაზისგან გაწითლდა თორნიკე,თემოს ეცინებოდა და სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით,ამ სიცილის დროს სხეულის რომელიღაც ნაწილი ტკიოდა სავარაუდოდ დაჟეჟილობისგან.
საჭირო ნივთები გამოვიტანე და მე და მარიამი „პირველადი დახმარების აღმოჩენას შევუდექით.“
-ჩემი ძმა სად არი?-იკითხა მარიამმა და სისხლი მოწმინდა თორნიკეს,რომელიც წარბზე შეხმობოდა.
-სახლში,ცოლი უვლის-გაიღრიჯა ზურა.
-შენ ეს ექიმი კაცი,რა უქმად ჩამომიჯექი მოუარე ძმაკაცებს!-გასძახა მარიამმა
-მე ძმაკაცის გამო დღეს სამი მორაგბე მცემდა და ახლა ადექით და ძმის გამო მოუარეთ ქალბატონო მარინე!-მარიამის სახეს გახედვაც არ სჭირდებოდა,ატმოსფერომ გვაგრძნობია,როგორ გადაწითლდა სიბრაზისგან ქალბატონი ლეშკაშელი.
-თავხედი..-ჩაილაპარაკა და თორნიკეს სპირტიანი ბამბა ისე დააჭირა,თათარაშვილის კივილმა მეზობლები აივანზეც გაიყვანა.

ვიჯექი დაჩის წინ და ვაიგნორებდი მის გამოხედვებს.
-არ გიმართლებს ბიჭებში..-მითხრა და გამიცინა.
-ვა,რატო?-სპირტიანი ბამბით ფრთხილად მოვუწმინდე სისხლი.
-შენ მორაგბეს ლელოს დადების მეტი არაფერი სცოდნია..-გაეცინა და სახე დაებრიცა ტკივილისგან.
-რავიცი,კი გაულამაზებიხარ და..-სიცილის შესაკავებლად კბილები ჩავავლე ქვედა ტუჩს,მზერა გაეყინა ჩემს კბილებზე(ალბათ)
-მაგდა,მეტკინა!-ხელი გაუაზრებლად მომიჭირა წელზე და უცებ შემიშვა.
-ჩემმა მორაგბემ..-წინადადება აღარ დავამთავრე მის აწითლებულ სახეზე.
-მერე არ იწუწუნო,დაჩი არ გაგიფრთხილებივარო!..-წარბი მაღლა აზიდა,ისე ტუჩებიდან მზერა არ მოუშორებია.
-დაჩი,ხელები გააჩერე..-ბამბა ოდნავ უკან გავწიე და გამეცინა მის გამომეტყველებაზე,ხელები ჩემს ზურგს უკან,წელზე შემოეხვია და ხერხემალს ფრთხილად აყოლებდა ცერა თითს.
-მიდი შეაქე,შენი მორაგბე და ვნახავთ ხელებს ვინ გააჩერებს..
-არ მითხრა ვეჭვიანობო..-გამეცინა მე.
-ვიზე იმ კუნთმაგარ ხეპრეზე?
-ჰო,იმ კუნთმაგაზარზე ...ძალიან გცემა?-სიცილს ვერ ვიკავებდი მე მის აპილპილებულ სახეზე-არაუშავს,დაჩი გაკოცებ და გადაგივლის..
-მაგდა, ნერვებს მიშლი!
-ვინ,მე?!-ხელი გულთან მივიდე და ნაწყენი სახით ავხედე-არა,დაჩი მე მხოლოდ ..-სიტყვები უკან,ყელში ჩააბრუნა მისმა ტუჩებმა,აიგნორებდა საერთოდ ყველას,მათ შორის მეც და თამამად ვიტყვი იმ მომენტში ჩემი ტუჩების გარდა მისთვის არც არავინ და არაფერი არ არსებობდა.
-კიდე გაქ რამე სათქმელი?-წარბი ამიწია და უცებ წამოდგა სავარძლიდან,მე ვიჯექი გაყინული,გაშეშებული და ბიჭების ზუილიც აღარ ჩამესმოდა.
დაჩი ყოველთვის ახერხებდა ყველა ემოციის ცენტრი ყოფილიყო.
ან სულაც ავტორი ამ ემოციებისა.
ჯამში ადამიანი ემოციების ნუსხაა.
ჩვენი სიცოცხლეც ხომ ამით იზომება.
ჩვენი ბედნიერების წუთებით.
ეს ბიჭი იყო ჩემი „ბედნიერების წუთი.“
***
-ზურა,ახალი არი რამე?..-უაკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ფეხზე წამოვდექი ზურას დანახვისას.
-სტაბილურადაა,მაგდუ..-ყურებიდან მგონია სისხლი გამოჟონავს,თუ კიდევ ვინმე გაბედავს და ასე მომმართავს.თითქოს ეს სახელი მხოლოდ დაჩის ეკუთვნოდა,მხოლოდ მას ჰქონდა „პრივილეგია“ ასე მოემართა ჩემთვის..
ვხვდებოდი სტაბილურად ყოფნა,არ ყოფნის ექვივალენტი იყო ჩემთვის და ამას სულ მთლად გადავყავდი ჭკუიდან.
დაჩისთან შესვლის უფლება,რომ მომცეს მეგონა ჯეკპოტი მოვიგე.
ზურამ რბილი სავარძელი დაადგმევინა ჩემთვის და ანოსთვის.
ვიჯექი და ვუყურებდი მწოლიარე ბურდულს,რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები ვიღაცამ მოპარა.
-უნდოდა სამი შვილი ჰყოლოდა,ორი გოგონა და ერთი ბიჭი..-დაიწყო საუბარი ანომ-ყველაზე მეტად შვილების თემას უფრთხოდა,რამდენჯერაც ლაპარაკი ჩამოვარდებოდა შვილებზე,ვატყობდი როგორ უნათდებოდა მზერა,სადაც პატარა ბავშვს დაინახავდა იქ მის თავს აღარ ჰგავდა,სადღაც აქრობდა ამ სერიოზულ დაჩის და შეეძლო საათობით ეთამაშა პრინცესის როლი,თუ ამას ბავშვი სთხოვდა.ზუსტად ვიცი,დაჩი გიჟი მამა იქნებოდა,საოცარი ქმარი..
-ნუკასთვის არ იყო..?-აღარც მახსოვს რა ძალამ მაიძულა მეკითხა.
-არა,ნუკა და დაჩი ყველაფერი იყვნენ და ცოლ-ქმარი არასდროს,ამას მაშინ მივხვდი,გაუფრთხილებლად,რომ ავედი მათთან და მეორე ოთახში გაშლილი საწოლი შევამჩნიე..-სისხლი გამეყინა ძარღვებში,უცნობი გრძნობისგან-არ უყვარდა ნუკა,ამას ყველა ქცევაში ვატყობდი და გული მიკვდებოდა..
ისეთი მზერით გავხედე,მიხვდა უნდა განემარტა..
-შვილს სიყვარული,რომ წავართვი..-ამოილაპარაკა ჩურჩულით.-ნუკასგან შვილიც არ უნდოდა,მახსოვს ჩემი თანდასწრებით იჩხუბეს ამ თემაზე..
-ნუკას უნდოდა?-გამიკვირდა მე.
-ნუკა ქალია,რომელიც ქმრის შენარჩუნებას უკანასკნელი ხერხებით ეცადა,ამორალური არაფრი ჩაუდენია,მხოლოდ ...იფიქრა,რომ შვილით დაჩისთან ურთიერთობა შეეცვლებოდა,არ ვიცი ამის იმედი რატომ ჰქონდა,მაგრამ ხავსს ეპოტინებოდა და ამაშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი..
-ნუკა რამდენად დამნაშავე იყო მათ ურთიერთობაში?
-შეყვარებული ქალი დამნაშავე არასდროს არის.-გაეღიმა მას-ჩემი ქმრის გამო,შემეძლო დაუფიქრებლად მომეკლა ჩემში თავმოყვარეობა,მის გამო უკადრებელსაც გავაკეთებდი,ნუკაც ასე იყო,მაგრამ საქმე ისაა,რომ მე დაჩის მამა სიყვარულით მპასუხობდა,ნუკას კი..
-თავი დაიმცირა დაჩისთან?..
-იცი,ეს მათი ისეთი ინტიმური საკითხია,რაც მე,როგორც დედამ არ ვიცი,მაგრამ მესამე თვალის გადმოსახედიდან,არა,არ დაუმცირებია,ამას დაჩიც ხედავდა...
-გასაგებია..
-არ ვიცი,ამას ახლა უნდა ვამბობდე თუ არა,მაგრამ მე,რომ იგივე გამეგო,სადღაც მესიამოვნებოდა,არ მინდა იფიქრო მხოლოდ იმიტომ გეუბნები,რომ გესიამოვნოს,მინდა იცოდე,რამდენად უყვარხარ დაჩის,რამდენჯერმე,ყველას თანდასწრებით დაჩის სახელი აერია..
სავარძლიდან ლამის გადმოვვარდი.
-რა?!
-ჰო,მაგდუ-ო ისე დაუძახა,იქ ხალხსაც გაგვაკანკალა შიშისგან,ნუკას რეაქციის შეგვეშინდა.
თვალები ცრემლებით ამევსო და დაჩის გადავხედე.
-ნუკა,ამას გაგებით ეკიდებოდა და მაინც არ ვთვლი,რომ თავს იმცირებდა..
-ჰო,მას უბრალოდ უყვარდა დაჩი-ამოვილაპარაკე და თავი დამნაშავედ ვიგრძენი,ამ გოგოს უბედურებაში.
-ეს მხოლოდ ჩემი ბრალია,მაგდა..-თითქოს მიმიხვდა ფიქრებს.
-არავის ბრალი არაა.მხოლოდ ის მინდა თვალები გაახილოს,მხოლოდ ეს..
***
-მაგდა,არ გიყვარდა ეს გაპრანჭვები და რით ვერ გამოეტიე?!-კივის ბოლო ხმაზე მარიამი
-დამაცადე,ცოტაც..
-მაგდა,ყველა შენ გიცდით..
-მარიამ,შემოდი ორი წამი კაბას ვერ ვიკრავ..
სარკისკენ ზურგით ვიდექი და ვცდილობდი ელვა შესაკრავი ბოლომდე ამეწია.
კისერთან ცხელი სუნთქვა და ნაცნობი ტუჩები,რომ ვიგრძენი გამაკანკალა.
-შენ..ახლა ანდრიასთან არ უნდა იყო?..-ამოვობურტყუნე და ვეცადე თვალი შემევლო მისთვის.
-იცი,როგორ ხარ?-გაეცინა მას და ელვა ფრთხილად შემიკრა.
-როგორ?-სახის ნაკვთებს ვერ ვიმორჩილებდი მე.
-ჩემზე ყველა,რომ დაიბოღმება,ეგრე..-ამაზე ორივეს გაგვეცინა,სარკის წინ ვიდექით,უკნიდან ვგრძნობდი მის სხუელს,ფრთხილად მომადო მუცელზე ხელი,ნაზად დამისვა ცხელი ხელისგული-ოდესმე აუცივლებლად,გამოგებერება მუცელი და მე უფრო ამაყი ვიქნები,ვიდრე დღეს ვარ!-საფეთქელზე ფრთრხილად მაკოცა და ხელჩაკიდებული,კარში ჯერ თავად გავიდა,მერე მე გამომიყვანა.
-ეე,მაგდა რა ლამაზი ხარ!-შესძახა თემომ და მომღიმარ დაჩიზე გაეცინა-ასწორებს ბურდული?!
-მაგრად..!
ქორწილმა ისე ჩაიარა დაღლა ვერც ვიგრძენით.
ბრწყინავდნენ ბედნიერებისგან სალო და ანდრია.
მე და მარიამი უკვე იმას ვგეგმავდით,როგორ გვეცხოვრა ერთად.
-გიორგი მოდის შენკენ და ეცადე არ შეიმჩნიო დაჩის სახე..-სიცილით იგუდებოდა ლეშკაშელი.
-არ შემშალო!-თვალები ნერვიულობისგან დამექაჩა მე-არა,ახლა ნამდვილად ვერ გადავრევ,მორჩა გამორიცხულია..-ვბუტბუტებდი მე და ნერვიულობისგან ხელების ოფლიანობას,როგორც შემეძლო ისე ვებრძოდი.
-მაგდა..-მომესმა თუ არა მისი ხმა ვიგრძენი დაჩის დაჟინებული მზერა,დიახ,ვიგრძენი.ერთია,როცა დაქალი გეუბნება და მეორეა როცა გრძნობ.სიმძაფრის კოეფიციენტზეა დამოკიდებული.
-დიახ..-ამოვილუღლუღე მე და თვალი შევავლე გიორგის ჩემოდენა კუნთებს,რომლებიც სამოსის შიგნიდანაც კიოდნენ „ნახე რა მაგრები ვართ“,ფიზიკურობის ამ ნაწილზე გადარეული არც არასდროს ვყოფილვარ,ახლა უბრალოდ შესამჩნევი იყო ეს ყველაფერი.
-შეიძლება ვიცეკვოთ..?!-ოღონდ ეგ არ გეთხოვა,გიორგი...
-იცი,დაღ..
-მაგდა,ცოლობას ხო არ გთხოვ?!-გამიღიმა მან,-მხოლოდ ცეკვა..
მარიამმა თვალები ისე დამიბრიალა ინსტიქტურად წამოვხტი ფეზე.
ჩემდა ჭირად ისეთი წყნარი და გრძნობებით სავსე მუსიკის ჰანგები გაისმა,სიძე-დედოფლის გარდა სხვას მორალურ დონეზე,რომ ეკრძალებოდა ამ მუსიკაზე ცეკვა.მიდი და აუკრძალე ურუშაძის კუნთებს,რომ არ შეიძლება..ვის ესმის?!
ვცეკვავდით მე და გიორგი,სიძე და პატარძალი.
სიგიჟე იყო,როგორ აკავებდა მარიამი დაჩის მთელი ძალით,როგორ დავიძაბე და როგორ ვერაფერს ხვდებოდა გიორგის კუნთები.
ანდრიას ვერ გაეგო ამაზე ეხალისა თუ ენერვიულა და ტუჩს ნერვიულად იკვნეტდა მთელი ცეკვის განმავლობაში,მერე სალომემ როგორღაც მოიფიქრა და გიორგის თხოვა ვიცეკვოთო,ჩემი თავი ანდრიას გადაულოცა და ყველამ ამოვისუნთქეთ.
-დედა რა იყო ეს,ა?!-სიცილისგან სახე გაწითლებოდა ბატონ ლეშკაშელს.
-შენი ძმაკაცი ან მე მომკლავს ან შენ,ამიტო მართლა რა იყო ეს !
-მაგას,რომ კითხო ევროპაა და მაგის ინტეგრაცია,რამ გადარია გაცეკვა ნამუსი ხო არ აუხდია?!-ვერ სუნთქავდა ანდრია.
-შენ აგხდი ახლა ნამუსს,გამოდი აქეთ..-დაჩიმ ყურში ისე ჩაყვირა მუსიკის მაღალი ჟღერადობის გამო,მეც და ანდრიაც ადგილზე შევხტით.
-ნერვოზი გაქვს,გაქანებული კიარა,შექანებული!-არც ანდრიამ დააკლო და სიცილ-სიცილით დაუბრუნდა თავის ადგილს.
-გორილა ეგ..-ჩუმად ჩაილაპარაკა დაჩიმ და ისე მომხვია ხელები,მეგონა უნდოდა შევესრუტე.
-არ გაგიგოს,ჩუმად..-გამეცინა მის სახეზე მე.
-მაგდა,ნუ ცდი ჩემს მოთმინებას!-თითი ცხვირწინ დამიქნია გაფრთხილების ნიშნად და მასაც გაეცინა-არადა არ ვარ ეჭვიანი,გეფიცები,ვაფშე არ ვარ..-კისერში ვიგრძენი მისი ცხელი სუნთქვა.
-არა,საერთოდ..-გამეღიმა მე და ყბის ძვალზე როგორც შემეძლო,ისეთი სინაზით ვაკოცე.
-შენთავს ცეკვაშიც ვერ გავუყოფ ვერავის..
-დაჩი დათვრაა!-ვთქვი ხმამაღლა და ვეცადე მოწოლილი ემოციები როგორმე გამეთიშა.
ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.
-ვინ ხარ მაგდა?!
-არ ვიცი,მიპასუხე ვინ ვარ დაჩი?!
-ბედნიერების წუთი.
მთელი სახე დამიკოცნა.
მე გავითიშე.
„ბედნიერების წუთი“...


***
-შენ მაგას სერიოზულად მეკითხები?!-ხმის ტემბრი იმდენად ვერ დავიმორჩილე,რომ უკვე ვკიოდი ნერვებისგან.
-არასერიოზულობის რამე შემატყე?!-არც ის ჩამომრჩა.
-ხო დაჩი,ყოჩაღ!-მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი კარი,რომ ჩაკეტა.
-პასუხი გამეცი,არსად არ წახვალ!
-რაზე გაგცე პასუხი,შენთან ყოფნის პერიოდში გიგის ვწერდი თუ არა?!შენ ვინ გგონივარ,გამაგებინე?!-არ მინდოდა,ამ მომენტში ტირილი იმდენად არ მინდოდა,შემეძლო კარი გამენგრია,ოღონდ მას ჩემი ცრემლები არ დაენახა,არ ეგრძნო,რომ მასთან მიმართებით იმდენად სუსტი ვხდებოდი,რომ შეეძლო ასე ავეტირებინე ეჭვიანობის გამო.
-მაგდა,ნუ ცდი ჩემ მოთმინებას დამიჯერე,არ გამოგადგება!-სიგარეტს მოუკიდა მან.
-გიგის სიტყვების გჯერა და ჩემი არა?სალაპარაკოც არაფერია დაჩი..
-მე,რისი მჯერა ამას ჩემითაც გადავწყვეტ როგორმე!მიპასუხე.!
-რაა,რა გაინტერესებს!
-მასთან მართლა იწექი..?!-მეგონა მოვკდი,მთელი ძალით ჩამცა თავში ვიღაცამ ურო და მე არადა არ გავითიშე.ვერ მოვერიე,ვერ ვაჯობე,ცრემლებმა ჯებირები გადმოკვეთეს და ვიგრძენი,როგორ ამიკანკალდა ნიკაპი.
-რა მკითხე დაჩი..?!-სვენებ-სვენებით ამოვთქვი და თავჩახრილს,ლოყებზე ფრჩხილებით ჩავავლე ხელი,თავი ავაწევინე და ვაიძულე თვალებში შემოეხედა.მისი აცრემლებული თვალებიც კი ვერ მგვრიდა ამ მომენტში შვებას.-დაჩი,გამიმეორე,რა მკითხე?!
-მაგდუ..
-კარი გამიღე.-სავარძელს ზურგით ავეკარი და მისი ჩემკენ გამოწეული ხელი ავირიდე.
-ერთი..
-კარი გამიღე,თორე მინას ჩაგიმხსვრევ გეფიცები..-საკუთარი თავის მიკვირდა,როგორ შემეძლო ახლა აქ ასე მშვიდად ჯდომა,სად იყო ჩემი პანიკა და ისტერიკა.
მანქანის გასაღები ისე გამოვტაცე ხელიდან სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო.
სადარბაზოში შევასწარი.
მერე ლიფტში.
მერე სახლში.
იმ მომენტში დაჩის კიარა მაგდა ლორთქიფანიძეს გავურბოდი.
გიგის მონაჩმახი სისულელე,სინამდვილის დონეზე,რომ დაიყვანა ვერ ვაპატიე.
აქ ეჭვიანობა არაფერ შუაში იყო,ეჭვიანობ ადამიანზე აწმყოში.
დაჩიმ იცოდა,რომ მე და გიგის არანაირი სახის ურთიერთობა არ გვქონდა,ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა,მას ეჭვი ჩემ სიმართლეში შეეპერა.
იმაში,რომ მასთან ბოლომდე გულახდილი არ ვიყავი.
დაჩის არ უნდა შეშლოდა.
მერე რა,რომ მე დაჩიმდე სხვას ვხვდებოდი,მე დაჩიმდე სხვა ბიჭები მწერდნენ,მე ხომ დაჩი მიყვარდა?!მე ხომ მარტო დაჩისთან ვიყავი,ისეთი,როგორიც ნამდვილად ვიყავი.
ნამდვილი.
დაჩის უნდა ეგრძნო,რომ ჩვენ შორის საიდუმლო არ არსებობდა.
დაჩისთვის პრობლემა მაგდას ქალიშვილობა არ იყო,ზოგადად არ ეკუთვნოდა მაგ კატეგორიას,დასცინოდა ეგეთ ბიჭებს,როცა ქალი გიყვარს რას მიქვია მისი ქალიშვილობაო.
მის გულს და გონებას უნდობლობის,გულახდილობის პრობლემა აწვალებდა.
მეტასტაზებივით ედებოდა სულში და ამას მე ვგრძნობდი..
დაჩი - ჩემსას ვერა.
ეს მეტკინა.
იმდენად მეტკინა,რომ პანიკური შეტევა დამეწყო.
მარიამი გიჟს გავდა.
ვერ გამაჩერა.
ყველაფერი დავლეწე, რაც ხელში მომყვა.
გიგისთან დარეკვას,რომ ვაპირებდი მარიამმა ტელეფონი ხელიდან გამომტაცა და ახლა მე ამეწვა მარჯვენა ლოყა.
-აზრზე მოდი!-კიოდა შეშინებული ლეშკაშელი და მთელი ძალით მეხუტებოდა.
-ჩემი არ ჯერა,ჩემი არ ჯერა ხვდები!?ეჭვი ეპარება,რომ ..მე..მარიამ..-ვერ ვსუნთქავდი.
მეგონა ფილტვები ქვებით მქონდა სავსე.
ჰაერის ადგილი აღარ იყო.
მეგონა დედამიწას დროის განზომილება მოპარეს,მე ბედნიერების წუთი.
ერთი კვირა სრულ იზოლაციაში გავატარე.
მარიამმა ოფიციალურად აუკრძალა დაჩის სახლთან მოკარება.
დავდიოდი ოთახიდან ოთახში და ვგრძნობდი,რომ ასე ცარიელი არასდროს ვყოფილვარ.
მეგონა საყრდენი გამომაცალეს.
ახლა სრული სიმძაფრით გავიაზრე რას ნიშნავდა მისი სიტყვები „-ჩემ მეორე ნახევარს უჩემოდ სუნთქვა გაუჭირდება,იცი როგორ გაუჭირდება?როგორც კი 1 სანტიმეტრით მოვშორდები,ცრემლები დაახრჩობს“...
ვიცოდი ცამდე მართალი ვიყავი მასთან და უთავმოყვარეოდ მინდოდა დაერეკა.
მინდოდა ამეღო და მინდოდა გამეგონა მისი „მაპატიე,მაგდუ..“
არ დამირეკა.
მეტიც.
1 თვე დაიკარგა.
მარტო ეგ კიარა,მთელი საძმაკაცო.
ანდრიას გამოკლებით,რომელიც სალომესთან ერთად იტალიაში იყო თაფლობის თვეში.
ახალი წელი ისე მოვიდა ყველა იმედი გადავიწურე,რომ გამოჩნდებოდა.
31 იყო,მარიამთან ვიყავით გოგოები და მე ვცდილობდი ჩემი უაზრო ხასიათი,სადმე გადამეკარგა.
ისე დამეკარგა,რომ იმ ღამით არ გამხსენებოდა არსება სახელად დაჩი.
თორმეტს 15 წუთი აკლდა,უცნობმა ნომერმა,რომ დამირეკა.
ისე ავიღე ტელეფონი არც მიმიქცევია ყურადღება ნომრისთვის.
გოგოების ხმაური და ვიკას ლექსი ისმოდა,რომელსაც გამაყრუებლად კიოდა უკვე მთვრალი ვიკა ვაჩნაძე,ჩვენი კლასელი.
-ჩამოდი ეზოში-ხმაზე ვიცანი და მერე არც ვიკას ლექსი გამიგია და აღარც მარიამის კითხვა „სად მიდიხარ“.
დაპროგრამებულივით მივდიოდი და ზუსტად ვიცოდი იქ იყო.
მიცდიდა.
მეც მივდიოდი.
მანქანასთან იდგა,ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თემოს უყურებდა,რომელიც გალურჯებამდე იცინოდა.
ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა,ლამის უკან ავბრუნდი.
-მაგდუ,სანტამ 10 წუთით ადრე მოგაკითხა!-კივის მესამე სართულიდან ვიკა და მე ისე ვწითლდები,როგორც თინეიჯერი გოგო,რომელსაც სიყვარული უნდა აუხსნან.
თემოს ვიკას და მისი ზედმეტად ამოღებული მაისურის(რომელიც ჩანდა) მიზეზით სიცილი სახეზე შეახმა,მე დაგტოვებთ ირმები მიცდიანო და მარიამთან ავიდა.
მარტო ვიდექით.
მიყურებდა,მე ხმას ვერ ვიღებდი.
ჩხუბის დრო იყო და თან არც იყო.
ახალი წლის ღამე იყო.
1 თვე ნანახი არ მყავდა და ისიც დამავიწყდა,რატომ ვეჩხუბე.
ხელები ჯიბეებიდან ნელა ამოიღო და რომ მგონია უნდა ჩამეხუტოს სიგარეტს მოუკიდა.
ჯერ შემრცხვა,იმიტომ რომ ჩასახუტებლად და მასთან მისასვლელად გადადმული ორი ნაბიჯი ადგილზე გამეყინა,მერე ისე გავბრაზდი გავიფიქრე,სულ რომ ლაპლანდიიდან სანტამ ჩამომაკითხოს დაჩის შეურიგდი,უკან გავაბრუნებთქო.
-მაგდა თავართქილაძე..-ისე ჩაილაპარაკა მეგონა მასწავლებლის სტატუსი მიანიჭეს და სიას კითხულობდა,მაგრამ არც ეზო გავდა კლასს და არც მე მოსწავლეს(ნასვამი ვიყავი)
-გისმენთ,ბატონო დაჩი.
-ახლოს მოიწი აბა..-ცოტა კი შემეშინდა,ბიჭს საცემად,რომ ეძახიან ისე,რომ დამიძახა,მაგრამ ამ მომენტის გაფუჭება არ შეიძლებოდა,სულ მარცხენა ან მარჯვენა ლოყაც რომ ამწვოდა მაინც.გადადგმულ ორ ნაბიჯს კიდევ დავუმატე ორი.
ცოტა ხანი თვალებში მიყურებდა.
მერე ტუჩის კუთხე ჩატეხა და გამიღიმა.
ისე,უმნიშვნელოდ.
-დაითვალე..-იმდენად დავიბენი,რომ ისიც დამავიწყდა ამ „დაითვალეს“ რა დატვირთვა ჰქონდა.-10..9..-სიგარეტიანი თითის ტრიალით მანიშნა გააგრძელეო.
-8..7..-ამოვილუღლუღე მე.
-6..5..-მიღიმის ის.
-4...3..-მეღიმება მეც.
-2..-ერთი აღარ გამიგია,აღარც მას უთქვამს რამე,ჩამესმა მარიამის კივილი,ვიკას ტირილი და თემოს სიცილი.
„ბურდულის „ტანო ტატანო“ მაგდას გაუმარჯოს!“-ვიკა ვაჩნაძე
ფეიერვერკების ხმამ გადაფარა თემოს და ვიკას წივილ-კივილი.
მერე მახსოვს დაჩის მომღიმარი სახე და „გილოცავ ახალ წელს,მაგდუ“..
***
ახალი წლის ღამე იყო.
ყველამ ერთბაშად გადაწყვიტა,რომ არ იხმაურებდნენ და ისე აღნიშნავდნენ ახალ წელს საავადმყოფოში,კერძოდ ბურდულის პალატაში.
დღის პირველ ნახევარში,მაგდას აუწყეს,რომ ვერც ერთი ახერხებდა მისვლას და ბოდიშიც მოუხადეს,რამდენჯერმე შესთავაზეს მათთან ერთად სახლში შეხვედრა,მაგრამ ლორთქიფანიძემ ყველა უარით გაისტუმრა.
ზურას შეუთანხმდა და პალატაში დარჩა.
ანოს მაღალი წნევის გამო სახლში წოლითი რეჟიმი დაუნიშნა ექიმმა და მისთვის იქ ყოფნა არ შეიძლებოდა.
12 სრულდებოდა პალატის კარში,ჯერ თორნიკე,რომ გამოჩნდა,მერე თემო და ბოლოს ყველა ერთად შემოცვივდა.
მაგდა ცრემლებს ვერ იკავებდა.
-გეგონა,მარტო დაგტოვებდით?!-კივის მარიამი და გაბერილი სალომე თეფშებს ალაგებს კომოდებზე.
-მართლა ვერ წარმოვიდგენდი,როგორი შეწუხებული ხმით მიხდიდით ბოდიშებს..-ეცინება აცრემლებულ მაგდას და აჟიტირებულ ბიჭებს შორის იკავებს დივანზე ადგილს.
-საავადმყოფოს პერსონალი დავითანხმე ეს ამბავი საიდუმლოთ შეინახონ,მე როდის გამომიძახებენ არ ვიცი,ამიტომ მხოლოდ ტორტით და წვენით შემოვიფარგლები!-ხელები ასწია ზურამ.
-რას იტყუები,იცის დავაწვენ,მაგდა და მაგიტო არ სვამს,ახლა თავის დაძვრენას ცდილობს,იცი რა ორ ჭიქიანია?!-სიცილით იკეცება თორნიკე.
-ერთხელ,შენ ზურას გოგო მოეწონა,მცხეთელი.-ზურამ თვალები აატრიალა და იქვე ჩამოჯდა.-ჰოდა,დაჩის ეუბნება,ან ახლა ან არასოდესო,გაქანდა საიუვილერო მაღაზიაში და მოკიდა ჩემხელა ბრილიანტის ბეჭედს ხელი,ჯერ ხო ყველამ ავკრიბეთ ის ფული,აბა ამის სანიტრის ხელფასი სად ეყოფოდა!?
-სამჯერ დაგიბრუნე ეგ ფული,თათარაშვილო!-ეცინება ზურას.
-კი არ დამიბრუნე მასესხე! და მერე დაგიბრუნებ, მაცადე ახლა ნუ მიფუჭებ ისტორიას,ბოტანიკოსი ეს,ჰოდა..ჩავიპრესეთ ამ დაჩის „აუდში“ ყველა,წავედით მცხეთაში,ჯერ მთელი ქართლი ხო შემომატარა,გოგოს სახლი არ იცოდა,სახელი არ იცოდა გვარი არ იცოდა და ბრილიანტის ბეჭდით დასდევდა,ვითომ ეს ჩემი$ა პრინცი იყო და ის კონკია,მარა ეგრე მაინც ყოფილიყო ფეხის ზომა მაინც გვეცოდინებოდა,ვეძებთ გოგონას მაღალს,ქერას და ლურჯ თვალებას,ნუ რამდენი ქერა და ლურჯ თვალებაა მცხეთაში,ან რანაირად გინდა გაარკვიო-თორნიკეს მონაყოლზე ჯერ თვითონ თორნიკე ხოხავს,მერე ჩვენ-ნუ,დაჩის გარდა ყველას ნერვები დაგავწყდა,აი,თემო აგინებს,მე ვწყევლი და დაჩი ზის ჩუმად,ხმას არ იღებს,სადაც სიყვარულია ჩვენ ვინ ვართო,რომ თქვა გზის დასაწყისში იმის მერე არაფერი უთქვამს,დავწვით სამი ავზი საწვავი,ვინ დაეძებს?!ვერ ვიპოვეთ.-ზურა თავს აქნევს გაღიმებული სახით,იმის ნიშნად,რომ თორნიკე,როგორც ყოველთვის ისტორიას ცოტა აბუქებს-გავიხედე,მაგდუ და ღამის 1 საათია,თემომ გინება დახვეწა, მე ბებიაჩემს დავურეკე წყევლა შემომაშველე,თორე გაწყდა ამის გვარიმეთქი,დავსხედით რესტორანში და ვსვამთ,ამას ვაფშე არც აინტერესებს,ჩვენ ადამიანებად,რომ აღარ ვვარგივართ,ზოგი თოფით გამოგვივარდა ზოგი ტანკით,ნუ მცხეთის პირობებში რა,ჰოდა ტირის შენი ზურა მიმიქარავს ტარიელი,ზის და ლობიოს პირთან ტირის,არც ის ქოთნის ლობიო შეგვარგო, არც სასმელი,ზის წაშლილი სახით და ფიქრობს სუიციდის რომელი ხერხია ყველაზე უმტკივნეულო,რომ ამაყად დაეცეს ბრძოლის ველზე,ვითომ აქილევსია ამის რომანტიკოსი თავი..-სალომეს მუცელი ეჭიმება სიცილისგან.-დავლიეთ,დაჩი კიდე არ იღებს ხმას ჩამოვიტანეთ ეს ოტელო თბილისამდე და ანდრიას ვურეკავთ,აგვატანინე რა ეს როგორმე სახლამდეთქო.დავაბინავეთ და მესამე დღეს ჩვენი ძმაკაცის დაბადების დღეზე ჩვენი ზურა დაჩის მაიკაზე ექაჩება,აი,ჩემი ტურფაო,გავიხედე ნიტა მელიავა,ჩვენი უბნელი,ტო ჩვენ თვალწინ გაიზარდა,მაღალი ქერა გოგო,მაგრამ ძმა ყავდა იმდენად ფსიქოფატი არც არავის გაგვივლია გულში მაგ გოგოზე ქალ-ვაჟური გრძნობის ოცნება,დაჩი მოუტრიალდა და შენ ზურას..-პირდაპირი გაგებით იატაზე წევს და ხელს ურტყამს სიცილის დროს,ზურაც გაწითლებამდეა მისული სიცილისგან,ანდრია ფანჯარასთან დგას და ხელს ინიავებს,გოგოები რიგ-რიგობით ვიწმენდთ ცრემლებს.-მოკიდა ქოჩორში ხელი და პირდაპირ სალათაში ჩაადებია ეს ჩემხელა განივი ცხვირი,პლეხანოველი გოგოს გამო შემოგვატარა მთელი ქართლი ან საიდან დალანადა,რომ მცხეთელი იყო..
-მერე ჩვენი ზურა მელიავამ დაიბარა,არა რა ჩხუბი იყო გახსოსვ?!-ჩაერია ანდრია.
-ვადაჭკორია,რომ ვცემეთ და 1 თვე კოჯორში ვეყარეთ,ეგ მონაგონი იყო..-თვითონ ზურასაც ეცინებოდა.
1 თვე,რომ არ ჩანდა,თურმე
თურმე.
და მაინც
ის ღამე გავიარეთ.
დაჩი ისევ სტაბილურად იყო.
ჩვენ ისევ მასთან.
და მაინც,მეგობრები?!
ისინი გვაიძულებენ გავიღიმოთ,მაშინაც,როცა სული გვეწვის.
***
ნუკა მეძმარიაშვილი,რომ გამოჩნდა მაშინ მე და დაჩის უკვე ურთიერთობა აღარ გვქონდა.
ყველაფერი გააკეთა გიგიმ იმისთვის,რომ დავეშორებინეთ და მიზანსაც მიაღწია.
ანოს დაბადების დღეზე გოგოებმა ძალით გამიშვეს.
დაჩი იცინოდა,ასეთი მორცხვი მარტო ანოსთან თუ შეიძლება იყოო.
მაშინ,მოხდა ის,რამაც მე მორალურად გამანადგურა.
დაჩის დამაშორა.
ყველა და ყველაფერი გააქრო,რისთვისაც ღირდა ზოგადად „რამე“.
ბედნიერების წუთს ყველა წამი ამოაცალა და ცარიელი საათების გასაყარზე მიაგდო.
დაჩი სუფრასთან იჯდა,ჩემ გვერდით.
ფარული ნომრიდან ხმოვანი შეტყობინება,რომ მიუვიდა და მანაც ისე გახსნა,რომ ტელეფონისთვის ხმის ჩაწევა დაავიწყდა.
ყველამ გაიგო,როგორი მონდომებით ანადგურებდა გიგი ჩემ ცხოვრებას,ჩემი სახელის დაძახებით,გოგოსთვის ვისთანაც ინტიმური კავშირი ჰქონდა.
საჭირო,აღარ არის აღვწერო რა მოხდა,როგორ მოხდა.
რეაქციები.
ტკივილი.
გაყინული და იმედგაცრუებული თვალები.
ცრემლები,რომელმაც ალბათ ჩემ დანაშაულზე უფრო მიუთითა ვიდრე იმაზე,რომ მე გამანადგურა ადამიანის ასეთმა მოპყრობამ.
არაფერი გვითქვამს.
მხოლოდ ანოს სიტყვები გავიგე „აქედან მოაშორე,სასწრაფოდ“..
მერე აღარაფერი.
10 წუთი დაჩის სადარბაზოსთან ვიდექი.
ანდრიამ მომაკითხა და წამიყვანა.
ვერ გამიბედა ეკითხა რა მოხდა.
ან რა უნდა ეკითხა,როცა მთელ დაჩის საძმაკაცოს მიუვიდა იგივე შეტყობინება.
იმ ღამით დაჩი მეორედ მოხვდა ჩემ გამო დაკავების იზოლატორში.
მეორედ გაათავისუფლა ბიძამისმა.
მაგის მერე, მე დაჩი აღარ მინახავს.
6 თვის მერე გავიგე ქორწილი აქვსო.
იმის უფლებაც ვერ მივეცი საკუთარ თავს მეტირა.
მეტირა დაკარგული სიყვარული.
დაკარგული ცხოვრება და ყველაფერი,რასაც აზრი ჰქონდა.
კატეგორიულად ავკრძალე დაჩიზე საუბარი ჩემი თანდასწრებით.
ჩემს სადარბაზოსთან ატუზულ თორნიკეს და თემოს ისე ვეჩხუბე ქუჩაში გამარჯობას ძლივს მეუბნებოდნენ.
ის ახლა სხვა ქალს ეკუთვნოდა და არანაირი უფლება ჰქონდა თუნდაც შორიდან ეზრუნა ჩემზე.
დაჩის ქორწილიდან 1 კვირის თავზე გიგის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე.
ბევრი არაფერი მითქვამს.
თვალებში ჩავხედე და თავი,რომ დახარა მივხვდი,მიხვდა.
-არ ხარ შენ კარგი ადამიანი,გიგი,არც სიყვარული შეგიძლია,შენ!იმ ღამის მერე ჩემ ცხოვრებას ყველა ფერი მოპარე და დამტოვე ისე,როგროც არ ვიმსახურებდი,მე და შენ ერთადერთი კოცნის გარდა არაფერი გვაკავშირებდა,არაფერი გიგი,შენ მე ბედნიერების წუთი მომპარე..
-მაგდა მე..
-გისურვებ,ვინმე მართლა შეგიყვარდეს,ისე კიარა,ავადმყოფური ამოკვიატება,როგორც მე გყავარ,არა,გისურვებ ნამდვილი სიყვარული გამოსცადო და ისე უმოწყალოდ წაგართვას ცხოვრებამ მისი თავი თითები დაიჭამო სიმწრით,მაშინ მიხვდები..მიხვდები,რა გამიკეთე..
არაფერი უთქვამს.
იმ ღამით ანდრიამ დამირეკა,ხო არ გაგიჟდი გიგის,რატომ შეხვდიო.
გამეღიმა და გავუთიშე.
მე მართალი ვიყავი და არაფერი მაძლევდა იმის უფლებას გამომეგლოვა საკუთარი გრძნობები,მე ჩემი გრძნობები ბედნიერების წუთებად დავანაწევრე და ისე შევინახე,რომ ვერავინ,ვერასდროს შეეხებოდა.
ჩემი იყო,სუფთა და წმინდა.
არავის შეუბღალავს და ვერავინ გაბედავდა მასზე აუგად,რამის თქმას.
სიმართლე არ დაიფარებოდა,ამის მჯეროდა,ბოლო ამოსუნთქვამდე.
ბოლო წამამდე.
მანამ,სანამ ეს სიმართლე ცნობიერის იმ ნაწილში არ გადავმალე,რომელსაც ფსიქოლოგია „ქვე“-ს ეძახის.
ქვეცნობიერის საკნებში გამოკეტილ დანაწევრებულ ბედნიერების წუთებს აღარ მივეცი თავის შეხსენების უფლება,იმდენად რამდენადაც,ეს დაჩიმ მოახერხა,მეც მოვახერხებდი.
და მაინც,მას ჩემთვის არ მოუსმენია.
მე ლაპარაკი არ მიცდია.
ბარი-ბარში ვიყავით.
ანგარიში ფრე იყო და გაპროტესტებას აღარ ექვემდებარებოდა.
მანამ სანამ...
სანამ,გიგიმ ყველაფერი არ აღიარა.
როგორც მერე გავიგე,დაჩისთან სამსახურში მისულა და მთვრალს მოუყოლია ყველაფერი.
მერე მოხდა ის რაც მოხდა.
ისტორიის სულ ზევით,შუაში და ცოტა ქვევით.

***
1 იანვარი.

ეს საწოლი საერთოდ არ გავს ჩემს კომფორტულ სავარძელს,სადაც იდეაში ჩამეძინა.
„მაგდუ,გაიღვიძე რა“-თითები,თითები მაგდა,თითებზე დაითვალე,თუ მზერას გაასწორებ და თითებზე თავისუფლად დაითვლი,ანუ არ გესიზმრება,ანუ ის არის,ანუ მან ..
მერევა.
ნაღვლიანი ბედნიერება გულზე ლოდად მაწვება,ვიცი თვალს გავახელ და ის ისევ ისე იქნება.
„სტაბილურად“.
„მაგდუ,გაიღვიძე..“-თითებზე თვლას შევეშვი,ვერ ვითვლი,ორის მერე შუა თითი ორმაგდება და ცხოვრება ალბათ მწარედ დამცინის..
„დაჩი..“-ამოვიბურტყუნე ალბათ ეიფორიიდან გამოყოლილი სიზმრის გაგრძელება მინდა ძალიან.
„ჰო,მაგდუ,გაიღვიძე ოდესმე.“-არ დაითვალო,მაგდა,გამოგეღვიძება და გაქრება.
-მაგდა!-ყურში ჩამესმის ანოს ყვირილი და მზად ვარ ქალბატონი ოდნავ დედამთილი პირველ ჩხუბში გამოვიწვიო,ამ სიზმრის შეწყვეტისთვის..
-დიახ!-წამოვწიე თავი და დავიგნორე ოთახში მედდებისა და ექიმებისგან შექმნილი ქაოსი.
-მაგდუ,დავბერდი,როდის აპირებდი თვალების გახელას?!..-თითები მაგდა,თითები..
ოთხი
სამი
ორი
ჯანდაბა!
-გილოცავ,ახალ წელს..-ეღიმება მას და მე ჩემი ბედნიერების ამ წუთს სამუდამოდ ვყინავ.



გილოცავთ, ახალ წელს!
თქვენი ჭორიკანა,ლიზა კანდელაკი <3



№1  offline წევრი sofo_sofia 13

ღმერთო რა საოცრება იყოოოესს

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

sofo_sofia 13
ღმერთო რა საოცრება იყოოოესს

მადლობა ❤

 


№3 სტუმარი ohaaa

gosıpı girl ro giweria magra momwons da dzaan momewona sheni istorria

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ohaaa
gosıpı girl ro giweria magra momwons da dzaan momewona sheni istorria

მადლობა ❤

 


№5  offline წევრი Gimilis gogo

მე უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვთქვა...

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Gimilis gogo
მე უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვთქვა...

კატალეა
ღმერთო რა კარი იყო, მარამ ცოტა არ მეყო მაგდას და დაჩის მომენტები ????????

მადლობა ❤❤

 


№7  offline წევრი Takk.22

ძალიან ძალიან კარგი იყო მაგრამ არ მეყო მეორე ნაწილიც შემოგვაშველე რა

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იყო,როგორც ყოველთვის,.ასე სიყბარულით ,სითბოთი,სიკეთით ,გაგებით და ურთიერთობით სავსე წელს გისურვებ შენც და მკითხველსაც.

 


№9 სტუმარი სტუმარი ანო

სიმართლე გითხრა, მინდოდა მაგდუს ცხარე ცრემლით ეტირებინა დაჩი, ყელში ამოედინა ყველა უნდობლობა, მაგრამ ცუდი დასარულისთვის მაინც ვერ გავიმეტებდი, ვერცერთ ფიქრში მაგდუს. დაჩის დაუფიქრებლად.

მაგდუს ამბავი ისე ახლოს მოვიდა ჩემამდე, თითქოს მე გადამეტანოს.

საერთო ჯამში ერთ-ერთ უსაყვარლეს ისტორიას წარმოადგენს უკვე ჩემთვის <3

დამდეგს გილოცავ.

შენი ყველა ისტორია გავიზეპირე და იმედი მაქვს მათი კითხვის ბედნიერება არ მომაკლდება ♥️

ისეთი კაგი ხარ სულ უნდა წერდე.

 


№10  offline წევრი sofo_sofia 13

ძალიან მაგარი ისტორა იყოისემომეწონა ვერ ავღწერ მაგრაამ ჩემ აზრით ეს ისტორია ასე არ უნდა დამთავრდეს დამეორე ნაწილიც უნდა შემოგვაშველო heart_eyes heart_eyes

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Takk.22
ძალიან ძალიან კარგი იყო მაგრამ არ მეყო მეორე ნაწილიც შემოგვაშველე რა

სტუმარი nancho
კარგი იყო,როგორც ყოველთვის,.ასე სიყბარულით ,სითბოთი,სიკეთით ,გაგებით და ურთიერთობით სავსე წელს გისურვებ შენც და მკითხველსაც.

სტუმარი ანო
სიმართლე გითხრა, მინდოდა მაგდუს ცხარე ცრემლით ეტირებინა დაჩი, ყელში ამოედინა ყველა უნდობლობა, მაგრამ ცუდი დასარულისთვის მაინც ვერ გავიმეტებდი, ვერცერთ ფიქრში მაგდუს. დაჩის დაუფიქრებლად.

მაგდუს ამბავი ისე ახლოს მოვიდა ჩემამდე, თითქოს მე გადამეტანოს.

საერთო ჯამში ერთ-ერთ უსაყვარლეს ისტორიას წარმოადგენს უკვე ჩემთვის <3

დამდეგს გილოცავ.

შენი ყველა ისტორია გავიზეპირე და იმედი მაქვს მათი კითხვის ბედნიერება არ მომაკლდება ♥️

ისეთი კაგი ხარ სულ უნდა წერდე.

sofo_sofia 13
ძალიან მაგარი ისტორა იყოისემომეწონა ვერ ავღწერ მაგრაამ ჩემ აზრით ეს ისტორია ასე არ უნდა დამთავრდეს დამეორე ნაწილიც უნდა შემოგვაშველო heart_eyes heart_eyes

მადლობა ყველას ❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი იყო ????????????????????????????????????????????????????????????????ბრავო

 


№13  offline წევრი Maia G.

იმდენად მიყვარს შენი ტკბილი ისტორიები და იმდენად მავსებ,რომ სულ უნდა წერო❤
როგორც ყოველთვის ეს ისტორიაც გულამდე ჩავიდა❤ მეორე ნაწილს დაველოდებოდი დიდი სიამოვნებით ❤❤❤❤

 


№14  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ლია
კარგი იყო ????????????????????????????????????????????????????????????????ბრავო

Mai dire mai
იმდენად მიყვარს შენი ტკბილი ისტორიები და იმდენად მავსებ,რომ სულ უნდა წერო❤
როგორც ყოველთვის ეს ისტორიაც გულამდე ჩავიდა❤ მეორე ნაწილს დაველოდებოდი დიდი სიამოვნებით ❤❤❤❤

მადლობა ❤❤

 


№15 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან კარგი იყო. ძალიან მომეწონა, იუმორი კი ნამდვილად განსაკუთრებული გაქვთ. ცოტა მეტი რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა, დასასრული ცოტა დამაკლდა, ეტყობა კიდევ მინდოდა მათი ისტორიის ლამაზი გაგრძელება. მადლობა ❤❤❤❤❤❤❤❤ახალ 2020 წელს გილოცავთ და ასეთი ლამაზი ისტორიებით გელოდებიიიიიით ????????????????????????????????

 


№16  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ახლა ისეთ სუფრაზე ვარ,კითხვა რო დავიწყო,ან ბარკალს მესვრიან,ან კიტრის მწნილს.
არადა, ზუსტად წამით შემოვვარდი და აქ რომ დამხვდი,მაინცდამაინც წასულებზე ყოფილან და,ისეთი გაბრწყინებული სახით ამოვიხედე ტელეფონიდან,მთელმა სუფრამ სახეშეცვლილმა გამომხედა.
ერთი მისვლა ჭამა მოვილიე :დდ ახლა შესვენება მაქ,ცოტა ხანში მეორე კრუგზერომ წავალ, 12 საათიც მოვა,შამპანურში სურვილი უნდა ჩავაგდო, ფერფლიანმა თუარ მომწამლა და არ მოვკვდი,ხვალ დავბრუნდები და,დარწმუნებული ვარ, რაც იმედებს ვტოვებ აქ, ორმაგი დამხვდება.

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი Khatuna
ძალიან კარგი იყო. ძალიან მომეწონა, იუმორი კი ნამდვილად განსაკუთრებული გაქვთ. ცოტა მეტი რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა, დასასრული ცოტა დამაკლდა, ეტყობა კიდევ მინდოდა მათი ისტორიის ლამაზი გაგრძელება. მადლობა ❤❤❤❤❤❤❤❤ახალ 2020 წელს გილოცავთ და ასეთი ლამაზი ისტორიებით გელოდებიიიიიით ????????????????????????????????

მადლობაა,თქვენც გილოცავთ!!
tasusuna
ახლა ისეთ სუფრაზე ვარ,კითხვა რო დავიწყო,ან ბარკალს მესვრიან,ან კიტრის მწნილს.
არადა, ზუსტად წამით შემოვვარდი და აქ რომ დამხვდი,მაინცდამაინც წასულებზე ყოფილან და,ისეთი გაბრწყინებული სახით ამოვიხედე ტელეფონიდან,მთელმა სუფრამ სახეშეცვლილმა გამომხედა.
ერთი მისვლა ჭამა მოვილიე :დდ ახლა შესვენება მაქ,ცოტა ხანში მეორე კრუგზერომ წავალ, 12 საათიც მოვა,შამპანურში სურვილი უნდა ჩავაგდო, ფერფლიანმა თუარ მომწამლა და არ მოვკვდი,ხვალ დავბრუნდები და,დარწმუნებული ვარ, რაც იმედებს ვტოვებ აქ, ორმაგი დამხვდება.

ჩემი გიჟი გოგო,გელოდები ❤❤❤

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ხვალზე უფრონადრეც მოვსულვარ,ნახევრად მოჭუტული თვალით წავიკითხე და ისე გავიბადრე,ხო წარმომიდგენია,ფხიზელზე,დაწმენდილი
მზერით რაიქნება..
მაგდუ-ჩემიც და შენიც-მიყვარს ❤️❤️
მიყვარს დაჩიც და,ანოც თავისებურად..
ლიზა და ხოჭოზე ჩემი გაგიჟებები
ხო მოგიყევი?!
ახლა მაგდუზე რო გადავიკეტო ძაან გავცდები დალაგებულობას და მერე მიტირე ქმარო..
მგონი ყველგან დაგიწერე და,გაფუჭებული მაგნიტოფონივით,ერთსადა იმავეს რომ ვიმეორებ,ცოტას ტეხავს მაგრამ,
ხოჭოიანო ლიზა-იმდენი წერე,რომ ყოვეელთვის გიკითხო..
მე ძაან ეგოისტი ვარ,აი,უეგოისტესი,შენ რომ ჩემობისთვის დაგიჩემო,მაგაზეც წავალ..
ასე რიმ,ჩემო,კიდევ გელი ❤️❤️❤️
ყველაზე მაგარ წელს გისურვებ,შენი წითელი ხოჭოთი ❤️❤️❤️❤️

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tasusuna
ხვალზე უფრონადრეც მოვსულვარ,ნახევრად მოჭუტული თვალით წავიკითხე და ისე გავიბადრე,ხო წარმომიდგენია,ფხიზელზე,დაწმენდილი
მზერით რაიქნება..
მაგდუ-ჩემიც და შენიც-მიყვარს ❤️❤️
მიყვარს დაჩიც და,ანოც თავისებურად..
ლიზა და ხოჭოზე ჩემი გაგიჟებები
ხო მოგიყევი?!
ახლა მაგდუზე რო გადავიკეტო ძაან გავცდები დალაგებულობას და მერე მიტირე ქმარო..
მგონი ყველგან დაგიწერე და,გაფუჭებული მაგნიტოფონივით,ერთსადა იმავეს რომ ვიმეორებ,ცოტას ტეხავს მაგრამ,
ხოჭოიანო ლიზა-იმდენი წერე,რომ ყოვეელთვის გიკითხო..
მე ძაან ეგოისტი ვარ,აი,უეგოისტესი,შენ რომ ჩემობისთვის დაგიჩემო,მაგაზეც წავალ..
ასე რიმ,ჩემო,კიდევ გელი ❤️❤️❤️
ყველაზე მაგარ წელს გისურვებ,შენი წითელი ხოჭოთი ❤️❤️❤️❤️

მიყვარს ყველა შენი კომენტარი ტასუნა !!!

 


№20  offline წევრი mariam m.k

მოდი პირველრიგში მოგილოცავ ახალ 2020 წელს ახალი სურვილებითა და მიზნებით. შენი ისტორით, ამ საიტზე ხომ გვანებირვებ. ხოდა მოდი 2020 წელს შენი იტორით ოგონდ წიგნის სახით გაგვებედნიერებინე. ახლა კი გადავიდეთ ისტორიაზე ძალზედ მომეწონა კარგი იყო ყოჩაღ ემოციებიც იყო ზგვა მაგრამ ცოტა რაგაც დამაკლდა აი ცივი იყო ეს ემოციები მაგრამ არაუშავს გამოსწორებადია. სხვა რაგითხრა მთლიანობაში ისტორიის შინარსიანა პერსონაჟებიანა შენებური იყო გამორჩეული და ტკბილი.

 


№21  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

mariam m.k
მოდი პირველრიგში მოგილოცავ ახალ 2020 წელს ახალი სურვილებითა და მიზნებით. შენი ისტორით, ამ საიტზე ხომ გვანებირვებ. ხოდა მოდი 2020 წელს შენი იტორით ოგონდ წიგნის სახით გაგვებედნიერებინე. ახლა კი გადავიდეთ ისტორიაზე ძალზედ მომეწონა კარგი იყო ყოჩაღ ემოციებიც იყო ზგვა მაგრამ ცოტა რაგაც დამაკლდა აი ცივი იყო ეს ემოციები მაგრამ არაუშავს გამოსწორებადია. სხვა რაგითხრა მთლიანობაში ისტორიის შინარსიანა პერსონაჟებიანა შენებური იყო გამორჩეული და ტკბილი.

მადლობა ❤❤

 


№22 სტუმარი სტუმარი თაკო

უმაგრესი იატორია იყო, შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს მგარმა გთხოვ გააგრძელე "ნარკომნის ოჯახი", გთხოვვვვ და წარმატებები შენ რადგან ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ❤❤❤❤????????????????

 


№23  offline მოდერი bla.ell

ჩემი საყვარელი მწერალი ისევ აქ ყოფილა მომენატრა აქაური აურააა და შენი ისტორიებიც ახლა ვიწყებ მაგრამ რომ არ დამეკომემტარებინა არ შემეძლო❤❤❤

 


№24  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თაკო
უმაგრესი იატორია იყო, შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს მგარმა გთხოვ გააგრძელე "ნარკომნის ოჯახი", გთხოვვვვ და წარმატებები შენ რადგან ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ❤❤❤❤????????????????

bla.ell
ჩემი საყვარელი მწერალი ისევ აქ ყოფილა მომენატრა აქაური აურააა და შენი ისტორიებიც ახლა ვიწყებ მაგრამ რომ არ დამეკომემტარებინა არ შემეძლო❤❤❤

მადლობა ამ სტიმულისთვის ❤

 


ძალიან მომეწონა^^ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ზღვა ემოცია დამატყდა თავს<3

 


№26  offline წევრი Mariamch

ლიზა ჩემი წარსული გამახსენე დეტალებში ამ ჩანაწერით (

 


№27  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ზაფხულის გოგო
ძალიან მომეწონა^^ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ზღვა ემოცია დამატყდა თავს<3

Mariamch
ლიზა ჩემი წარსული გამახსენე დეტალებში ამ ჩანაწერით (

ძალიან მიხარია მადლობა ❤

 


№28  offline წევრი TamoTi

ოჰო ძალიან ძალიან მაგარი რამ იყო❤️❤️ძალიან მომეწონა????❤️წარმატებებიი

 


№29  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Tamuna Gogaladze
ოჰო ძალიან ძალიან მაგარი რამ იყო❤️❤️ძალიან მომეწონა????❤️წარმატებებიი

მადლობა ❤

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

დამპალი .. აქამდე რატომ არ გაიღვიძააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent