შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა - დასასრული


31-12-2019, 04:39
ავტორი Moonlight17
ნანახია 4 313

ლილუ:*

გამოფენაზე კონკურსანტების ნიმუშებს ვათვალიერებდი, რომელთა შორის თავს ნათლად იწონებდა გაბელიას პოსტმოდერნული ფიფქი. გამორჩეული იყო, რადგან შუა ზაფხულში, ფიფქს არავინ ხატავდა.. მალე იოანე მოვიდოდა, იქვე ჩამოვჯექი და მაშინვე დემეტრეს გადავურეკე. ვერსად ვპოულობდი.
- სად ხარ? ახლახანს ტოვებ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას.
- ლილუ მომეშვი, უბრალოდ ბარში ვარ.
ამოვიხვნეშე, ამ ბიჭს ჭკუიდან გადავყავდი.
- დემეტრე სერიოზულად? მაინცმაიანც ახლა გადაწყვიტე დათვრომა?!
- ჩემი ცოლი თავის ყოფილთან იწვა. ამან ‘ოდნავ’ მწყობრიდან გამომიყვანა.
ძალიან დამცინავად ჩაილაპარაკა. ეს დემეტრეს არ გავდა. უფროსწორად ახლა ზედმეტად გალეშილიც კი მეჩვენებოდა!
- პირველ რიგში შენ ეს არ უნდა გცოდნოდა.მეორეც ახლა წლის წარმატებულ ახალგაზრდა მხატვრად წარმოგადგენენ და აქ უნდა იყო.
- ლილუ არ შემიძლია..
- მოკლედ ძალა მოიკრიბე. ამდენი რამის გადატანა მარტო რთულია.
ამოვიხვნეშე და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე.
უკნიდან მხრებზე მოხვევა ვირძენი.
იოანეს ძალით გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
-რამე მოხდა?
-არა, არაფერი.
-ჰე ლილუ, მაინც იტყვი და ახლავე თქვი- გამიცინა და ხელკავი ამომიდო.-სადარის ჩვენი მხატვარი?
-შენი ძმაკაცის ამბებია…
-რამე გააკეთა?
-გთხოვ, არ გვინდა მათზე საუბარი.
თავი გავაქნიე და მივეხუტე. საშინლად ვგრძნობდი თავს, რომ დემეტრეს ამის გაგება ჩემგან მოუწია და ვიცოდი კიდეც რომ აქ მომსვლელი არ იყო…

***

მარიამი:*

მთელი ღამე ანდრეასთან საუბარში გავატარე. იმდენი ვიცინეთ, ასეთი ბოლოს როდის ვიყავი რთულად მახსენდება. მის გვერდით ყოფნისას ჩემი ის მხარე იღვიძებდა, რომელიც თავს არავის ანახებდა. ალბათ ეს ვიყავი რეალური მე.
გამთენიას, თებეასთან ერთად ავფოფხდი მეორე სართულზე დასაძინებლად. ავალიანი დივანზეც მშვენივრად მოეწყო და პატარა ბავშვივით მალე გაითიშა.
ძალიან მეუცნაურა ის ფაქტი, რომ დემეტრემ ჩემს შეტყობინებებს არ უპასუხა და არც გამოტივებული ზარი არ დამხვედრია.
მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა, შემდეგ თებეამ გაიღვიძა, ვასაუზმე. გეგმებში მქონდა ზღვაზე წავსულიყავით ბედნიერ წყვილთან.ერთად მაგრამ დივანზე მძინარე ანდრეა ყველანაირ გეგმას მიცვლიდა. ღიმილით ხმამაღლა ამოვისუნთქე და მუცელზე პატარას მოვეფერე.
მიუხედავად ყველაფრისა დემეტრეზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. მისგან ასეთი სიჩუმე კარგის მომასწავლებელი ნამდვილად არ იყო.
-ხუთი წუთით აქ დარჩი კარგი? ტელევიზორს უყურე, თუ რამე მოგინდება გააღვიძე არ მოგერიდოს.
ღიმილით ვუთხარი თებეას, ლოყაზე ვუჩქმიტე და გარეთ გავედი.
იქვე, კიბეე ჩამოვჯექი. მზე საშინლად აცხუნებდა, რაც იმის მომასწავლებელი იყო რომ ხუთ წუთზე დიდხანს თუ ასე გავჩერდებოდ, პომიდორს დავემსგავსებოდი.
სწრაფად მოვხსენი ტელეფონს ბლოკი და გაბელიასთან დავრეკე. რამდენიმე ზარი გავიდა, არ მპასუხობდა.
მხოლოდ ახლაღა გამახსენდა, რომ დღეს მისი გამოფენა იყო. ჯანდაბა!
ტელეფონის გათიშვას და სახლში დაბრუნებას ვაპირებდი როდესაც მიპასუხა:
-ღმერთო დემეტრე, კიდევ კარგი! კარგად ხარ?
-შენ როგორ ხარ?- ვერ ვცნობდი. ეს ტონი მისგან უცხო იყო. რაღაც რიგზე არ იყო,
-კარგად, რა ხმა გაქვს?
-ანუ თავს კარგად გრძნობ, ხო?
რა?! ძალიან დავიბენი.
-შენ.. მოიცა ნასვამი ხარ? და გამოფენა?
-მაპატიე მარიამ.მაგრამ სულ ფეხებზე მკკიდია გამოფენა, როდესაც ჩემი ცოლი სხვა კაცს უშლის ფეხებს.
ხმა ჩამივარდა. ერთიანად დამეხვა თავბრუ და თვალებში წამიერად დამიბნელდა. რა.. როგორ.. არა, ეს არ ეცოდინება.
ფეხზე წამოვდექი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი პარკინგისკენ, ჩრდილი უნდა მეპოვნა…
ხმა ზიზღით და სევდით სავსე ჰქონდა.
-დემეტრე..
-ახლა პასუხსაც მიგვიანებ,არა?
-მომისმინე.
-არ მინდა დეტალების ცოდნა, მარიამ.
-ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ.
ერთიანად მაკანკალებდა. მუცლის გვრემა მქონდა და სულის მოთქმას ვცდილობდი. ცრემლებისგან უკვე ყველაფერს გადღაბნილს ვხედავდი.
- მე გენდე და შენ რა გააკეთე? მატყუებ რომ ორსულად ხარ ჩემგან და ამ დროს..
- ასეცაა დემეტრე!
- მაშინ მაგ ხმით არ დამელაპარაკებოდი.
- გთხოვ, ახსნის უფლება მომეცი.
- რომ ჩამოხვალ, მერე ვილაპარაკოთ.
- დემე..
- არ დამირეკო, დასვენება მჭირდება.
- გთხოვ მეტი აღარ დალიო..
ვერაფერს ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა, როგორ ამეხსნა ჩემი საქციელი? ერთიანად მაკანკალებდა და მციოდა. ცივი ოფლი მასხავდა და ვგრძნობდი, მალე ფეხები როგორ მომეკვეთებოდა.
- არასდროს გყვარებივარ. აღიარე. ალბათ ცოლად ავალიანის ჯინაზე გამომყევი.
- ღმერთო, მაგას როგორ ამბობ.. გთხოვ დემეტრე, ნასვამიხარ. დამირეკე რომ გამოფხიზლდები..
სიტყვები ძლივს გადავაბი ერთმანეთს და სული მოვითქვი.
- არმინდა ლაპარაკი. ჩამოხვალ და შემდეგ იყოს.
- დემეტრე მოიც..
კავშრი შეწყდა. ღმერთო…თავი ხელებში ჩავრგე და ძალა მოვიკრიბე. რა ჯანდაბა გამეკეთებინა? ერთი კვირა მომეთმინა როდის გავიდოდა?
ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. მუცელზე ხელი მოვიკიდე და პატარას წრიულად დავუწყე მოფერება.
აი ისევ იწყებოდა…
რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი კოტეჯისკენ, საპირფარეშოში შევვარდი და ვაღებინე. ჯანდაბა.
კაფელზე ჩამოვჯექი და ერთიანად ავსლუკუნდი. ხმის შეკავებას ვცდილობდი, გამომდიოდა კიდეც, მაგრამ ერთიანად მიწვავდა გულ მუცელს…
იქაურობა მივაწესრიგე და მაშინვე მძინარე ანდრეას მივადექი.
-ადექი!
-რა?..
ამოიბურტყუნა და აქეთ-იქეთ მიმოიხედა. თებეა თავისი სათამაშოებით თამაშობდა.
-რაც გაიგე, ადექი დროზე და გარეთ გადი!
-კარგი, კარგი. არ მცემო, მაცადე..
ნელა წამოიზლაზნა და გარეთ ნახევრად მძინარე გავიდა.
კარები მივხურე და მას გავყევი. მომიტრიალდა თუ არა, ხელი მოვუქნიე და სახეში გავარტყი. ხელი სიმწრისგან ამეწვა და ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა.
-რამ გადაგრია! ეს რითი დავიმსახურე?!- მაშინვე დაეჭიმა კისერი და ტონს აუწია.
-ხმას როგორ იღებ!!! ძალიან კარგადაც იცი!
დავუყვირე, როგორც შემეძლო.
-მარიამ, უკვე მაბრაზებ!
-ღმერთო ანდრეა! მე გაბრაზებ?! რრთადერთი მე უნდა ვიყო გაბრაზებული. რა საჭირო იყო დემეტრესთვის სიმართლის თქმა!
-რა?!
-ნუ მიყურებ უცოდველივით! კარგად იცი რაც!
-მაგ დონის ნაბი*ვარი გგონივარ, რომ დემეტრეს სექსით წავეტრაბახებოდი?!
რა?!
ერთიანად დამეხვა თავბრუ და მოაჯირს დავეყრდენი..
-ჯანდაბა!
მაშინვე ანდრეას შევხედე თვალებში, რომელიც ბრაზისგან და გაურკვევლობისგან ანთებოდა.
ოდნავ მოვცილდი და ჯიბიდან მობილური სწრაფად, კანკალით ამოვიღე.
-თებეას მიხედე, შედი..
ძლივს ვუთხარი . უხმოდ შევიდა.
-რა ხდება, უკვე დაიწვი?
-შენ დაიწვი ლილუ, შენ! ერთადერთი რაღაც გთხოვე, არავის უთხრათქო და მაშინვე ენა დემეტრესთან ატლიკინე?!
მგონი ასეთი საუბარი დაქალთან პირველად მქონდა, მაგრამ სიბრაზისგან ნაპერწკლებს ვყრიდი.
-მარიამ.. ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ ფიქრობ.
-რა არ არის?! იმას მეუბნები, რომ შენ არ გითქვამს?!
ირონიულად ჩავიცინე. მიმიკების კონტროლი უკვე მიჭირდა, ისიც კი მიკვირდა კანკალით ტელეფონს ხელში როგორ ვიჭერდი.
-ასე მოხდა.. ჩემგან გაიგო მარიამ, მაგრამ დაელაპარაკე.
-რაღაც ვერ გაიგე მგონი, ხო?! თქმა რომ მდომოდა მე ვერ ვეტყოდი? ცოტა სულელი ხომ არ ხარ, ლილუ?!
-კარგი, უკვე ავალიანის სიტყვებით მესაუბრები. დაწყნარდი და ცოტახანში დაგირეკავ, კარგი?
-არა! რა შუაშია ავალიანი! უფროსწორად… ჯანდაბა!
-მარიამ, თავს მიხედე. მოგისმენს დემეტრე,იმედია მოაგვარებთ.
-მაგაზე მაშინ გეფიქრა, როცა ენა მიგქონდა!
მთელი ბრაზი ამოვანთხიე და მობილური ჯიბეში დავაბრუნე.
კოტეჯისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი.ახლა მართლა რა უნდა მომემექმედა?!..
უკვე კიბეებზე ავდიოდი, რომ სანდროს ხმა გავიგონე.
-რიჟიკ, არ წამოხვალთ?
რომ გავხედე, ის და ლიზა საცურაო კოსტუმებში იყვნენ გამიწყობილნი. ძალით გავუღიმე და ჩავახველე, რომ ხმა ჩამეწმინდა.
-საღამოს გავისეირნოთ.
ლიზამ ხელი ამიწია თანხმობის ნიშნად და სიცილ კისკისით დაუყვნენ გზას ზღვისკენ. ღრმად ამოვისუნთქე და კარები შევაღე. ანდრეამ იგივე მზერით შემომხედა, როგორითაც მაშინ, სანამ ვეტყოდი რომ აქ შემოსულიყო.
სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
მაშინვე გავიგონე მულტფილმის ხმა, რომელსაც აშკარად ვიღაც პულტით ხმას უწევდა. შემდეგ ნაბიჯების მოახლოვება. თვალები რომ გავახილე ანდრეა მაცივარში იქექებოდა. თებეას გავხედე, ტელევიზორს მთელი ინტერესით უცქერდა.
შევხტი, როდესაც ანდრეამ წინ ფორთოხლის წვენი დამიდო. რას აკეთებდა?!
თვალს ვადევნებდი, როგორ დაჭრა პური, და წამებში ბუტერბროტად აქცია. თეფშიც ჭიქის გვერდით მოათავსა და პირისპირ დამიჯდა.
-ჭამე.
-იცი, რომ ამას ვერ შევჭამ.
-შეჭამ.
-მბრძანებლობ.
წარბები ამიწია, არ ხუმრობდა. სერიოზული სახე ჰქონდა. ვხვდებოდი რომ ლაპარაკი უნდა დამეწყო…
-დემეტრეს ჩემი ხმის გაგონებაც არ უნდა, მე კი ერთაერთი დაქალის დანახვა არ მინდა.
თავი ჩავხარე და ამოვისლუკუნე. ცრემლები ფიზიკურად აღარ მომდიოდა.. ბოლო საათების განმავლობაში მთლიანი მარაგი ამოვწურე…
-შეჭამე ეგ..
ღმერთო რატომ აიგნორებდა რასაც ვამბობდი?!
-ანდრეა!
-რა მარიამ?! სულაც არ მიხარია ეხლანდელი სიტუაცია, უბრალოდ შეჭამე ეს დაწყევლილი ბუტერბროტი!
ისე დაიყვირა, მოულოდნელობისგან შევხტი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ფეხზე გიჟივით წამოხტა და ხელები კეფაზე შემოიწყო.
რამდენიმე ლუკმის შემდეგ ქვემოდან გავხედე. აქეთიქეთ ბოლთას სცემდა და ჭერს მიშტერებოდა.
-მაპატიე, რომ დაგარტყი.
ხმადაბლა ამოვიბურტყუნე და წვენი მოვსვი.
ჩემი საქციელი ქაჯობას გავდა,.მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ საკუთარი დაქალი გამყიდდა…
-მე გაგაფრთხილე, ცხოვრებას თავზე დაიქცევთქო.
ხვნეშით ამოილაპარაკა და დახლს მიეყრდნო.
-მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დაბრუნდი არა?!
სიმწრით გამეცინა და ბუტერბროტი ხელიდან გავაგდე. ვხვდებოდი, რომ ჩემს ემოციებს ორსულობა აასმაგებდა.
-მე არაფერ შუაშივარ, რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს. ეს ისედაც ვიცოდი.
-რ..რა?!
ჩემი კითხვა წამოკივლებას უფრო გავდა. ძალიან მშვიდად საუბრობდა. საკუთარ თავში დარწმუნებული. ისევ თავბრუს ხვევა მეწყებოდა. ჯანდაბა!
-გაბელიაზე გითხარი, საშენო არ არის.
კითხვა დამიიგნორა, როგორც ყოველთვის. ყველაფერი ისევ ‘თავის ადგილზე’ დგებოდა.
-შენ არ იცნობდი დემეტრეს.
-არა, მაგრამ შენ გიცნობდი. იმ მარიამს რომელსაც ანდრეა ავალიანი უყვარდა სამ წელში ცოლობაზე დასტურს არ განაცხადებდა!
ხელი აიქნია და თვალები დამიბრიალა.
-ღმერთო ანდრეა! ამას მართლა მეუბნები თუ ბოდავ?!
-წუხელ ის მარიამი იყავი, ვისაც ვიცნობდი.ახლა ისევ ახალი ხარ.
თითქოს ზიზღით შემომხედა. არა.. ასე ნუ მიყურებ, გთხოვ!
თვალებით ვედრება დავიწყე. თავი ჩავხარე და ჭიქა დავაცარიელე.
-დემეტრეს რა ვუთხრა…
-შენი გადასაწყვეტია მარიამ. როგორც ყოველთვის.
ბოლო სიტყვებს ზიზღნარევი ღიმილი დაამატა და თებეასკენ გავიდა. გვერძე მიუჯდა და მიეხუტა.
აქ აპირებდა დარჩენას?!
თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე.
დრო იყო, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილება მიმეღო…


ანდრეა:*

საშინლად გაღიზიანებული დივანზე ვიჯექი და უაზრო მულტფილმს ვუყურებდი.
მართლაც გადაწყვეტილი მქონდა დღეს აქედან წასვლა, მაგრამ ახლა ამ დგომარეობაში მარიამს და თებეას მარტო არ დავტოვებდი.
მით უმეტეს მარიამი ამის წინააღმდეგი არ იყო, როგორც ვხედავდი. ან უბრალოდ ზედმეტად გადაღლილს ჩემს აქ ყოფნაზე არც ეფიქრებიდა.
თვალი მისკენ გავაპარე. უცვლელ პოზიციაში იჯდა მაგიდასთან.
ასეთს ვერ ვუყურებდი. გული მისკდებოდა როცა მის ტკივილს ვუყურებდი, მითუმეტეს როცა შესაძლო იყო მუცლით ჩემი ბავშვი ეტარებინა…
მზერა თებეასკენ გადავიტანე. გამომხედა და გამიცინა. სევდიანად გავუღიმე და ჩემსკენ უფრო მივიხუტე..


***
მარიამი:*

თვითგვრემა როდესაც დავამთავრე, იქაურობა მივალაგე. თებეას საჭმელი გავუმზადე და მამა-შვილს დავუძახე რომ გვევახშმა.
მადა საერთოდ არ მქონდა.
ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი რომ ზედმეტად იდეალური, ოჯახური სიტუაცია იქმნებოდა.
გაბელიას გახსენებისას, თუ როგორ ვტკენდი მას და როგორ სტკიოდა გული თავს საშინლად ვკიცხავდი.
საკუთარ გადაწყვეტილებაზე უკვე მყარად ვიყავი. მთავარი იყო, ეს ყველაფერი სისრულეში მომეყვანა.
ღრმად ამოვისუნთქე და სუფრასთან დავჯექი.
თებეა გიჟდებოდა შემწვარ კარტოფილზე, ისევე როგორც ყველა ბავშვი.
მხოლოდ ახლაღა გამახსენდა, რომ ანდრეას საყვარელი საჭმელიც ეს იყო. ჯანდაბა!
-რა კარგი მახსოვრობა გაქვს, მარიამ.
ჩაიცინა და ტაფიდან გადაიღო. თავი დავიდებილე, თითქოს ვერ მივხვდი რაზე ამბობდა.
საშინლად გაბრუებული ვიყავი. თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი.
-თებეას ძალიან უყვარს.
-მამიკოს გავს.
ხმამაღლა ამოიფრუტუნა ანდრეამ, რაზეც თებეამ გაოცებულმა გახედა.
-მამიკო.. ვინ არის მამიკო?
კითხვით მომიბრუნდა პატარა. საშინლად დავიძაბე. ანდრეა თვალებით მჭამდა. ვიცოდი ახლა დემეტრე რომ მეხსენებინა, ან ტყუილი მეთქვა, დარჩენილ კარტოფილს თავზე დამაყრიდა.
-ანდრეა, მამიკო ანდრეაა…- ხმის კანკალით ამოვილაპარაკე, ისე რომ თებეასთვის თვალი არ მომიშორებია. ანდრეას მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა და ჭამა განაგრძო. პირს ვერაფერს ვაკარწბდი. აქ ჯდომა დიდი უაზრობა იყო.
ვფიქრობდი ლიზას უნდა დავლაპარაკებოდი, ავალიანთან საუბარი ყველაფერს გაამარტივებდა. ისიც იცნობდა ანდრეას..
-სანდროსკენ გადავალ. ხო არსად გადიხარ?
-არა, შეგიძლია წახვიდე.
-ნებართვა არ ამიღია, ანდრეა.
დამცინავად ვუთხარი და თებეას ლოყაზე ვაკოცე.ანდრეამ თვალები ამიტრიალა.- უბრალოდ მიხედე..
თავი ჩვეულებრივ, ღიმილით დამიქნია და მზერა თებეაზე შეაჩერა. უხერხულად გავიღიმე და კოტეჯიდან გამოვედი.
გრილი ნიავი მესიამოვნა. წყვილის კოტეჯიდან ლიზას სიცილის ხმა კარგად გამოდიოდა. დავაკაკუნე და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი მოლოდინში. კარები სანდრომ გამიღო.
-ოხ დაკარგული, მოდიმოდი. თებეა სად არის?
თავჩახრილი შევედი მათთან.
-ანდრეასთან.
-რა?!
წყვილმა ზუსტად ერთნაირი ტონით იკითხეს. თავი ტუჩების კანკალით დავუქნიე და ლიზას გვერდით დავჯექი.
სანდრიკა გამომყვა და პირდაპირ ჩამოჯდა. ტელევიზორი გათიშა და ხელები ასწია, რომ საუბარი დამეწყო.
-არ მითხრა, რომ დაუკითხავად წაიყვანა- თვალები აატრიალა ლიზამ და სიგარეტი ჩააქრო.
-არა, ჩემთან კოტეჯში არიან.
-ცოტა დავიბენი.
თავი შეიბერტყა ჯაჭვლიანმა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია..
-აბა რა, მარიამ? რატო კანკალებ? შეხებაც არ მჭირდება, ისედაც ვიცი რომ სულ გაყინული ხარ.
თვალები დამიჭყიტა სანდრომ.
-კარგი, მომისმინეთ. ორსულად ვარ და დემეტრემ გაიგო.
მისი ხსენებისას თვალებზე ცრემლები მომადგა და თავი ჩავხარე, როგორღაც საკუთარ ემოციურ მხარეს უნდა მოვრეოდი.
-ღადაობ ტო? ძაან მაგარია მერე, რა გატირებს გოგო?
თავი ამოვწიე. ლიზა ტუჩებ გაპობილი მიყურებდა. ისედაც მიხვდა ყველაფერს და სიტყვებს ალაგებდა. ანდაც ის ხომ ავალიანია, უბრალოდ ჩუმად დარჩენა ამჯობინა, რომ გული არ მტკენოდა…
- არ ვიცი, დემეტრესია თუ არა.
ამოვიფრუტუნე და სახეში შევხედე. საშინლად დაბნეული იყო ჩემი ძმაკაცი.
-აბა?!
ამოვიხვნეშე. ლიზამ თვალები აუტრიალა.
-ჰა?! რა? სულ გაგიჟდი?
-გთხოვ სანდრო..
ხმა ამიკანკალდა და თავი კვლავ ხელებში ჩავრგე. ავალიანი ჩემსკენ მოიწია და ხელი მომხვია. ვიცოდი ახლა მიმიკებით სანდროს ახვედრება, რომ გაჩუმებულიყო.
-და შენ იცოდი?!
ახლა ლიზასკენ გაიშვირა ხელი.
-სანდრო, მართლა გთხოვ. ისტერიკებს შენ მაინც ნუ ტეხ..
-ავალიანი.. ავალიანი..
ამოიხვნეშა და მაცივრიდან ლუდი გამოიღო. რომ არა ჩემი პატარა ახლა მეც სიამოვნებით გამოვთვრებოდი იქამდე, სანამ საკუთარი სახელი ძლივს მეხსომებოდა.
-შენზე არა ლიზა, შენს ძმაზე ვსაუბრობ და ნუ მიყურებ მასეთი სახით!
თავის ადგილს დაუბრუნდა.
-მარიამ ექიმთან იყავი? იქნებ დაორსულების ზუსტი თარიღი გითხრან?
-ვიყავი და მითხრეს. ისეთი სულელიც არ ვარ,რომ ეგ ვერ მეფიქრა.
ამოვიხვნეშე და საზურგეს მივეყრდენი.
-შენთან მოვედი ლიზა, სიმართლე თუ გაინტერესებს.
წარბები ამიწია და კმაყოფილი ღიმილით სანდროს გადახედა.
-შენ ძმაზე.. ასეთი მშვიდი როგორ არის?
-არ დაიჯერო, მაგაზე ფეთქებადი ჯერ არავინ მინახავს.
ჩაიცინა და საზურგეს მიეყრდნო.
-როგორ მოვიქცე..
-დარწმუნებული არ ვარ, რაზე მეკითხები. მაგრამ ეს თუ ანდრეას ეხება, ხვეწნას დიდი ხანი არ დაგიწყებს, მარიამ. ან კი უთხარი ან არა.
-მასთან ამაზე საუბარი არ შემიძლია.
თვალები ამიწყლიანდა და ტუჩები კვლავ ამიკანკალდა.
-ეს სახე ვიცი. ჩვენთან რა გიტყდება, აღიარე უბრალოდ.
-სანდრო! გვაცადე ქალებს!
-ხო, ქალებს!
ხელები ჰაერში აწია და გაგვეცალა.
-აგრძნობინე. თან ასე თუ ისე გიცნობ. არხარ ის გოგო, უბრალოდ რომ ვინმესთვის ‘მიგეცა’.
-რა ხდება, ყველაფერი უკან ბრუნდება?
ჩავიცინე და ლიზას თვალებში შევხედე.
-არა, არ ინევიულო მაგაზე. გპირდები შენს სექსუალურ ცხოვრებას არ გავკიცხავ.
სიცილით მიპასუხა და ხელები გამიშალა.
მივეხუტე.
-დარწმუნებული ხარ რომ გაჭრის?
-ანდრეასთან მიმართებაში არაფერში ვარ დარწმუნებული, მაგრამ სცადე.
-მადლობ…
თავი ღიმილით დამიქნია, კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ მყუდროება კარების ხმაურიანად გაღებამ გაგვიფანტა.


ანდრეა:*

თებეასთან ერთად მისი სათამაშოებით ვთამაშობდით, როდესაც კარი გაიხსნა.
-დედიკო მალე დაგვიბრუნდა.
გავუცინე პატარას და თავი კარისკენ გავაბრუნე.
მარიამის ნაცვლად გაბელიას არეული მზერა შემრჩა. ერთი შეხედვით ვხვდებოდი, რომ საშინლად ნასვამი იყო. ფეხზე წამოვდექი და თებეას მივუბრუნდი.
-თებე, ჩემო ჭკვიანო გოგო, რაც არ უნდა მოხდეს სახლიდან არ გამოხვიდე, კარგი?
თავი ღიმილით დამიქნია, ისე რომ სათამაშოებისთვის თვალი არ მოუშორებია.
-შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?! მარიამი სად არის?
-გარეთ! დროზე!
ხმადაბლა ვუთხარი და თავით გასასვლელისკენ ვანიშნე. სიტყვები დამიიგნორა და თებეასკენ გაიწია.
-გაბელია, გარეთ მეთქი!
ხელი მხარზე მოვკიდე და გავაჩერე.
ზიზღით გადმომხედა და გარეთ გიჟივით გავარდა.
უკან მივყევი და კარი კარგად მივხურე.
-შეშლილიხარ! ბავშვის ნახვის უფლებას არ მაძლევ! სად არის მარიამითქო!
-ჯერ დამშვიდდი, ასე მარიამს არ ნახავ.- ხელი მისკენ გავიშვირე და კიდევ ერთხელ ავათვალიერე. ასეთ მდგომარეობაში არცერთ კაცს არ გავაკარებდი მარიამს!
-შენ საერთოდ ვინ ხარ?!
საულვაშე ადგილები მოისრისა და აქეთ-იქეთ სიარული დაიწყო.
-ვიღაც..ვიღაც ანდრეა ავალიანი, ჩემი ცოლის ყოფილი. ჯერ ის არ გეყო მარიამს როგორც მოექეცი და ახლა როცა უკვე ცოლის სტატუსი აქვს აბოზებ არა?!
ძარღვები ერთიანად დამეჭიმა და თვალებზე სიმხურვალე მომაწვა.
- რა თქვი?!
- კარგადაც გაიგე, რაც ვთქვი!
ადრენალინმა ერთიანად დამიარა სხეულში და დემეტრეს საყელოში ვწვდი.
- მოდი აქ, შე ნაბი*ვარო!


მარიამი:*

სანდრო გათეთრებული შემოვარდა კოტეჯში.
-ლიზა, თებეა აქ მოიყვანე. მალე!
ანერვიულებულმა ამოილაპარაკა ხელებით და თვალები დაუჭყიტა ლიზას. მაშინვე ფეხზე წამოხტა და გარეთ გავარდა. მეც მას მივყევი, მაგრამ ჯაჭვლიანმა მხრებში ხელები მომკიდა და შემაჩერა.
-არა მარიამ. აქედან არ გამოხვიდე!
-რა?! რა ხდება საერთოდ?!
-აქ დარჩი რა! ნუ გაჯიუტდები.
ფანჯრიდან გავიხედე თუარა, ერთიანად დამაცია სხეულში.
-ეს დემეტრეა?!
სანდროს ხელები მოვაშორებინე და სასწრაფოდ გარეთ გავვარდი.
ლიზა არსად ჩანდა. როგორც ჩანს, კოტეჯში თებეასთან ერთად იყო.
ერთიანად ამეწვა გულმუცელი, როცა დავინახე როგორ აწია დემეტრემ ხელი რომ ანდრეასთვის დაერტყა.
სრულიად დავკარგე ყველაფერზე რეაგირება, როდესაც დემეტრემ ძლიერი დარტყმა მიიღო მუცლის არეში.
-შენი ნაბო*ზარი დედაც!
დაიღრიალა ანდრეამ და ორმაგად გამწარებული ისევ გაბელიას ეცა.
ჩემი წარმოსახვის უნარი ზედმეტად შორს გაიქცა და წარმოვიდგინე მომენტი, როგორ გამოასალმა სიცოცხლეს ბერიძე ანდრეამ.
შეშინებულმა სანდროს გავხედე.
-გთხოვ გააშველე, მოკლავს!
აკანკალებულმა დავუწყე ჯაჯგური ჯაჭვლიანს მხარზე. დაბღვერილმა გადმომხედა.
ახლა უკვე ანდრეა ეგდო ძირს, მის ზემოდან გაბელია იყო მოქცეული.
ვგრძნობდი სადაც იყო, ამ სანახაობის შემყურე გონებას დავკარგავდი. თვალები დავხუჭე და მთელი ძალა მოვიკრიბე. აღარ მინდოდა ამისთვის მეყურებინა.
-ჯანდაბა!
თვალები ხამხამით გავახილე. უკვე ვხედავდი, როგორ მიდიოდა სანდრო მათკენ და ვხვდებოდი რომ არც ისე კარგი იყო მისი ჩარევა. ანდრეა საკუთარ მუხლებს ხელებით დაყრდნობოდა და პირიდან სისხლი წვეთებად გადმოსდიოდა. სავარაუდოდ ეს დემეტრეს ძლიერმა დარტყმამ გამოიწვია. გაბელიას ვეღარ ვხედავდი. სანდრო ჩრდილავდა, როცა უახლოვდებოდა.
იქვე ხის სკამს დავეყრდენი, რომ გამოსახულებები კარგად დამელაგებინა.
მაშინვე გამოვფხიზლდი, როდესაც გაბელიამ სანდროს ხელი ჰკრა და კვლავ ანდრეასკენ გაიწია. ავალიანს უკან არ დაუხევია, რა თქმა უნდა.
თვალწინ დამიდგა, როგორ სცემა თორნიკეს იოანესთან და ერთიანად ავკანკალდი. სიბრაზე ახლა ანდრეას ძალებს უორმაგებდა.
მათკენ სიარული დავიწყე. ფეხებს ვერ ვგრძნობდი, ასერომ არ ვიცოდი, რამდენად სწრაფად მივდიოდი მათთან.
რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებდა, ჯერ ანდრეას შევხედე, შემდეგ დემეტრეს და ხელის აწევა დავაპირე მათ შორის, რომ ორივე გაჩერებულიყო.
გაუაზრებლად გავბრუვდი და ანდრეას სველ მკერდს ლოყით მივეხეთქე. წამები დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ავალიანისთვის განკუთვნილი მუშტი მხარში მომხვდა.
-აქედან დაიკარგე!
ამოიღრინა ანდრეამ და სველი ხელები ლოყებზე შემახო. შეშინებული გაუნძრევლად, თვალდახუჭული ვეკვროდი მის სველ მაისურს, რომელიც ოფლისგან დასველებოდა. ხელები კი სისხლისგან.
-მარიამ, კარგად ხარ?
ხმა ვერ ამოვიღე. თანხმობის ნიშნად უფრო ძლიერ ავეკარი.ახლა რა ხდებოდა, დემეტრესი მეშინოდა?!
წარსულის ტრამვებმა თავი გამახსენა, ვხვდებოდი და ასე ამიტომაც შევშინდი. თვალდახუჭულს სულ ნოსტალგიური კადრები მიტრიალებდა თვალწინ.
-მარიამ… მაპატიე.. მე..
-წამოდი, დემეტრე..
ეს სანდროს ხმა იყო. თვალები ფრთხილად გავახილე რომ მენახა, რა ხდებოდა. დემეტრე ჩამქრალი თვალებით მიყურებდა. არანაკლებ ნაცემი იყო.. ასეთს პირველად ვხედავდი.
-მარიამ, არ მინდოდა..
სანდრო მხარზე ექაჩებოდა. გაბელია ადგილიდან არ იძვროდა და ჩემგან პასუხს ელოდა.
რაც კი ძალა მქონდა, ფეხები ავამოძრავე და ერთი ნაბიჯით მოვშორდი ანდრეას. მისი ხელი ჩემს ლოყას მოშორდა.
-როგორც მითხარი, ერთ კვირაში ვისაუბრებთ.
მისი სიტყვები გავიმეორე და თვალებში ჩავაშტერდი. არ ვიცი რატომ მაგრამ მიწას ახლა მყარად ვგრძნობდი. ტუჩი აუთამაშდა, რამდენიმე წამით თავჩახრილი იდგა. შემდეგ ანდრეას გახედა, თავი გააქნია და სანდროს გაყვა.
ჰაერი მთელი ძალით შევისუნთქე და ხელი მუცელზე მივიდე. პატარას მოვეფერე. “დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის” გონებაში ლაპარაკი დავუწყე.
რამდენიმე წამში ლიზამ გამოხსნა კარები და წარბებ აწეულმა შემოგვხედა ორივეს. მივხვდი რომ ანდრეა ისევ ჩემს უკან იდგა. იქ სადაც დავტოვე.
ვხვდებოდი,რომ დემეტრეს ძალიან ცივად ვესაუბრე და ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო რომ ვერ ავიტანე, როგორ სცემდა ანდრეას…
საკუთარ თავს დავცინე და თავი ჩავხარე.
-ლიზ, გთხოვ თებეა სადმე გაიყვანე ცოტახნით.
თავი უხმოდ დამიქნია. მალევე დავინახე ხელში აყვანილი როგორ გამოიყვანა და კოტეჯის უკანა მხრიდან გავიდა, რომ მე და ნაცემი ანდრეა არ დავენახეთ.
მისკენ შევბრუნდი. თავჩახრილი იდგა და მაჯას ატრიალებდა.
სულ დასისხლიანებული ჰქონდა ხელები, ვერ ვიგებდი ეს მისი სისხლი იყო თუ გაბელიას. სახე შესიებული და ასევე ადგილ-ადგილ სისხლიანი. ნაცრისფერი მაისური კი გადასაგდები იყო.
-ანდრეა…
-შევალ ვიბანავებ რა.
ხელი აიქნია. ჩემთვის არ შემოუხედავს. ან მე ვერ შევამჩნიე. გვერდი ამიარა და კოტეჯში შევიდა. ორ გვერდიგვერდ მდგარ კოტეჯს ვუყურებდი, სადაც ერთში დემეტრე იყო, მეორეში ანდრეა. ცხოვრება გადაწყვეტილების მიღებას უფრო მიადვილებდა და დამცინოდა. შიგნით შევედი რომ თავი ოდნავ მომეწესრიგებინა. სარკეში საკუთარ თავს შევხედე თუ არა, გაოცებისგან პირი შუაზე გამეპო. ანდრეას ხელის და თითების სისხლიანი კვალი ლოყაზე მკვეთრად მემჩნეოდა. კადრები თვალებიან არ ამომდიოდა. ერთიანად ამოსვრილი ვიყავი სისხლში. ემოციურობამ თავისი გააკეთა და ცრემლება გზა გაიკვლიეს.
ღრმად ამოვისუნთქე.
ახლა დრო იყო.

***

გული გამალებით მიცემდა. ტამსაცმელი სწრაფად გავიხადე და იქვე დავყარე. თხელი, ლილენიუმის ფარდის მეორე მხრიდან, წყლის შხეფების ხმა ექოდ ისმოდა. თითის წვერებზე შემდგარმა რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი. ხელი ჰაერში ავწიე. არ მიყოყმანია ისე მივადე ფარდას, იქამდე მივაწექი, სანამ მკვრივ ბეჭებს არ შევეხე. სხეული შემოტრიალდა. ახლა მკერდზე ვეხებოდი. ალბათ ის რომ ფარდა ერთაერთ ბარიერად ითვლებოდა, უდიდესს სითამამეს მმატებდა. სხეული ამოძრავდა, ფარდა წამის მეასედებში გაქრა და ნაცრისფერმა თვალებმა ჩემი სხეული შეათვალიერეს.
ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. გაოცებული მიყურებდა. ხელით რომლითაც ფარდას და შემდეგ მას ვეხებოდი ისევ ჰაერში მქონდა აწეული. ყოყმანით წინ გავწიე და მკლავზე შევეხე. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და მეც მას მივყევი.
თვალებს არ ვაშორებდი და ისიც, ჩემს თვალებში იძირებოდა.
სისხლი უკვე ჩამოერეცხა წყალს, მაგრამ შესიებები და იარები ისევ მკაფიოდ ეტყობოდა. მისი დიდი მტევანი აამოძრავა და ლოყაზე უხეშად მომისვა რამდენჯერმე, რომ ჩემთვისაც მოეშორებინა სისხლიანი ლაქები… თავი ჩავხარე და მისი ხელი ხელებში მოვიქციე. მთელი ძალით მივეყრდენი ლოყით. მხურვალე, როგორც ყოველთვის…
-აქ არ უნდა იყო, დემეტრე ხომ...-ამოიჩურჩულა და ჩემი გასუფთავება განაგრძო, მაგრამ სიტყვა გავაწყვეტინე.
-აქ მინდა.
ხმადაბლა ამოვილაპარაკე და თვალებში შევხედე. თვალები აენთო და ორივე ხელი გამიშალა. მის მკერდს მივეკარი და მაშინვე გულში ჩამიკრა. თმაზე ხელს მისმევდა და თითქოს წყალს ეხმარებოდა, რომ უფრო კარგად დაესველებინა ჩემი თმები. დუშის ქვეშ მოვექეცით. ცხელი წყალი საშინლად მსიამოვნებდა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ანდრეას ვეკვროდი. ის მართალი იყო.. ის ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. რა ‘მისი ბრალი’ იყო, რომ მის მიმართ გრძნობები არ გამქრალა…
ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, არაფერი არსებობს ის რაც დანარჩენ ადამიანებთან მაკავშირებდა, როგორც სხვა ადამიანებს მეც უამრავი ნაკლი მქონდა. ავალიანმა თავის დროზე გარესამყაროს მომწყვიტა, რამაც ძალიან შემცვალა. როცა ჩემ გვერდით იყო მე ვერაფერს ვამჩნევდი, ამას მაშინ მივხვდი როცა მისი ‘წასვლის’ ამბავი გავიგე და როცა მივხვდი რომ ‘დავკარგე’.მაშინ ვიგრძენი რომ ადამიანებს შორის უცხო გავხდი და ახლა ვგრძნობ რომ საკუთარ თავს ვუბრუნდები, მაშინ როცა ჩემს წინ უკვე საკმაოდ წამოზრდილი კაცი დგას, იგივე ხასიათის, იგივე მანერებით და იგივე სიყვარულით...
სახე მომიახლოვა და კბილებით დაიჭირა ჩემი ქვედა ტუჩი. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და მას მივენდე. ცალი ხელი კისერში შემიცურა, მეორე კი საჯდომზე მომიჭირა. ისე სექსუალურად მკოცნიდა, რომ გაჩერება არ მინდოდა. ანდრეას ერთი შეხებისთვისაც კი ყველაფერზე თანახმა ვიყავი. კოცნას განაგღძობდა, სუნთქვა არ მყოფნიდა, მაგრამ არც გაჩერებას ვაპირებდი. მოვახერხე და ტუჩზე ვუკბინე, მას კი გაეღიმა. ვიგრძენი, როგორ გაახილა თვალები, რომელშიც ვნება და ცხოველური ჟინი ჩემთან სექსისა ამოვიკითხე. მეც ნელა მოვაშორე ტუჩები და მისი გემოს კიდევ ერთხელ შესაგრძნობად ტუჩები გავილოკე. ხელს არ მიშვებდა და ისევ მიკრული ვყავდი სხეულზე.
-ამას არ უნდა აკეთებდე- ამოიბურტყუნა და წყალი დაკეტა. უსიამოვნოდ თავი ჩავხარე. ვიცოდი რაზეც ამბობდა.
პირსახოცს ერთი ხელით გადასწვდა და შემომახვია. ნიკაპზე ხელი მომკიდა და სახე ამაწევინა, რომ მისთვის შემეხედა.
-იმის მაგივრად რომ საკუთარ ქმარს ჭრილობებს უმუშავებდე, ჩემთან ერთად შხაპს იღებ.
-ვერ ავიტანე, როგორც გირტყავდა.
ნერწყვი ხმამაღლა გადავყლაპე და გამოვეცალე. თმები ჩამოვიწურე და პირსახოცი კარგად შემოვიკარი ტანზე.
-ვიფიქრე მოკლავდი.
ჩურჩულით გავხედე. სახე შეეცვალა და დაბეღვირა.
-ჩემი შეგეშინდა?
-არა, არვიცი… უფროსწორად შენი არ შემშინებია, მაშინ ახლა მასთან ვიქნებოდი.
სუფთა ტანსაცმელი მოვძებნე დაჩაცმას შევუდექი.
-ყველაფერი შენი გადასაწყვეტია. ისედაც იცი. მაგრამ ხვეწნას არ დაგიწყებ. მხოლოდ სექსუალურო პარტნიორი არ მჭირდება.
-უკაცრავად?!
გაუაზრებლად წამოვიკივლე, იმდენად არ ველოდი მის ბოლო წინადადებას.
-შენს ვინმესთან გაყოფას არ ვაპირებ. მიზეზი არ მკითხო.
-რატომ?!
თვალები აატრიალა ჩემს კითხვაზე და შარვლის ღილი შეიკრა.
-ისედაც იცი.
მართალი იყო,
ისედაც ვიცოდი რაც ხდებოდა. ახლა ყველაფერი ჩემი დასალაგებელი იყო.
მათი ჩხუბის შემყურე დავრწმუნდი რომ ვერასდროს ავიტან, ანდრეას ვინმემ ავნოს… თუნდაც ეს დემეტრე ყოფილიყო.
ჯანდაბას!
-რა ხდება კრიზისი გაქვს? რაღაც ძალიან ხმადაბლა ჩხუბობ.
დავაკვირდი და მხოლოდ ეს ვთქვი. მართლაც ზედმეტად მშვიდი იყო.ჩემსნათქვამზე ჩაეცინა და მომიახლოვდა.ჩვენს შორის მხოლოდ ორი ნაბიჯი იყო.
-ბანალურია, მაგრამ უსიტყვოდ გესმის ჩემი.
რა?! ანდრეა ავალიანს თავისი გრძნობები სააშკარაოზე გამოაქვს?!
გაკვირვებისგან ყბა მივარდება, მისკენ ვიწევი და ჩვენს შორის დარჩენილ მანძილს სწრაფად ვავსებ.
-დამთავრდა ანდრეა.
ვჩურჩულებ და ვეხვევი…
ისე ამოისუნთქა მივხვდი, რომ დავაბნიე. ფრთხილად მომხვია ხელები წელზე და მიმიხუტა.
-გპირდები, ყველაფერს გადავიტანთ.
თვალებში შევხედე. დაბნეული მიყურებდა.
-მრავლობითში საუბრობ…
- ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს. უბრალოდ გთხოვ, არ დამიმალო არაფერი..ვხვდები, არვარ ღირსი არაფრის, არავინ მაპატიებდა, ვერავინ გამიძლებდა.
-გაჩუმდი, სულელობის ფაზა ყველას გაგვივლია, არც ტანსაცმელზე დიდხანს გაუძლია ვინმეს ჩემი ხასიათისთვის.
ბოლო სიტყვებს ღიმილი დაამატა და
შუბლით მომეყრდნო.
ჩამეცინა და თვალები დავხუჭე.
-მაგიჟებ ავალიანო…
-სხვანაირად არც შეგიყვარდებოდი, აღიარე.
თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და ოდნავ მოვცილდი. ვიცოდი დრო იყო, სანდროსთან გავსულიყავი და დემეტრეს დავლაპარაკებოდი.ერთი კვირით ამას მართლა ვერ გადავდებდი.
-გაბელია უნდა ვნახო.
-რათქმაუნდა.
უსიამოვნოდ ამოიბურტყუნა:
-მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ასე დაკარი ფეხი და გათხოვდი!
-შეიძლება ამაზე მერე ვისაუბროთ? შენი დამცინავი საუბარი ჯერ არ მომნატრებია.
თვალები ავუბრიალე და თმა ზემოთ ავიწიე.
-ძველი აბაშიძე მიბრუნდება.
სიცილით შემოკრა ტაში და საყინულედან ყინული გამოიღო. დასიებულ სახსრებზე დაიდო და სკამზე ჩამოჯდა.
თვალებით უცნაური მზერები გავცვალეთ, კარები გამოვხსენი და გარეთ გავედი.
რამდენიმე წამით ერთ ადგილზე გავჩერდი თვალები დავხუჭე და ამოვისუნთქე.
სანამ შევვიდოდი ყველაფერი კარგად უნდა გადამეხარშა.
დემეტრე კარგი ადამიანი იყო, კეთილი, მზრუნველი და ყველაფერი.. ყველაფერს მაძლევდა რაც კი შეეძლო და არ შეეძლო.ჩვენ რეალურად არც გვიჩხუბია..
ანდრეა კი, ანდრეა ყველაფერი ერთად იყო, სიყვარული, ვნება, ტკივილი,ცრემლები, ადრენალინი.. ჩემთვის მართლაც ადრენალინი იყო. დემეტრეს გვერდითაც ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ბედნიერება ავალიანის გ ერდით ყოფნას ვერ შეედრებოდა..
ორჯერ დავაკაკუნე და თავი ჩავხარე. კარები ჯაჭვლიანმა გამიღო.
-მარტო დაგვტოვებ?... თუ გინდა ჩემთან გადადი.
თავი დამიქნია დ ადგილი გამიცვალა. კიბეები ჩაიარა თუარა კარები მივხურე და შიგნით შევედი. დემეტრე საშინლად გამოიყურებოდა, არანაკლებ იყო ნაცემი. შემომხედა თუ არა თავი ჩახარა და ჩაიცინა. შეუმჩნევლად მაგრამ მაინც შევამჩნიე.
მივუახლოვდი და წინ დავუჯექი.
-დემე…
ღრმად ამოვისუნთქე და ჭერს ავხედე.
-კარგი.. მომისმინე.პირველ რიგში მაპატიე…
-დამცინი ალბათ…
-რა?!
-სიგიჟემდე მიყვარხარ მარიამ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. შენი საუკეთესო მეგობრისგან არ უნდა ვიგებდე რომ…
ხელი იქვე დადებულ ჭიქას გაკრა. მოულოდნელობისგან შევხტი.
-ზედმეტი ჩხუბის გარეშე, გთხოვ. ძალიან კარგი ადამიანი ხარ დემეტრე. ყველაფრისთვის მადლობა, რაც ჩემთვის გააკეთე. მაგრამ..
-მაგრამ არასდროს გყვარებივარ.
-ასე არ არის!
თვალები ცრემლებით ამევსო. ვერ ვიტანდი რომ ტკივილს ვაყენებდი.
-‘მაგრამ’-ის წინ რასაც ამბობენ, არაქვს მნიშვნელობა.
-იმის თქმა მინდა რომ… რომ ასე უკეთესი იქნება, ალბათ. თუ პატარა ჩვენი იქნება, ყველანაირი უფლებით მის გვერდით იქნები, გპირდები. მაგრამ თუ..
-კარგი, არ დაამთავრო. ამაზრზენია ეს ყველაფერი.რთული იქნება. საერთოდ ყველას მივატოვებ მარიამ, მაგრამ შენსავით ვერავის. ოდესმე, რაცარუნდა მოხდეს დახმარება ან უბრალოდ მხარში დგომა თუ დაგჭირდა, ჩემი იმედი გქონდეს.
-ასეთი კარგი როგორ შეგიძლია იყო..
-მაგიტომ ვიჩაგრები.
-მე არ გჩაგრავ!
-მაშინ არ მიღალატებდი! თუმცა რა უნდა მოგთხოვო, საშინლად შეიცვალე რაც ავალიანი დაბრუნდა.. ისეთი ხდებოდი როგორიც მანამდე, სანამ გაგიცნობდი.
-მაგ მარიამს შენ არ იცნობ, დემეტრე..
-უკვე ვიცნობ, და უნდა გამოგიტყდე არ მომწონს…მითხარი, რამდეჯერ?!
-რა?-საშინლად დავიბენი.
-რამდენჯერ მიღალატე,მარიამ?... ოღონდ არ მომატყუო. შენგან ტყუილებს ვერ ვეგუები!
-ერთხელ.
ამოვიხვნეშე და თვალები დავხუჭე, რომ ემოციებისგან მომდგარი ცრემლები არ წამომსვლოდა. მისი მძიმე სუნთქვა მკაფიოდ მესმოდა.
-მომეცი უფლება თებეა ვნახო, შემდეგ თბილისში დავბრუნდები.
ფეხზე წამოდგა, მზერა კარისკენ გაურბოდა. ერთიანად დაძაბული ვიდექი. არ ველოდი თუ ყველაფერი ასე მშვიდად დასრულდებოდა. იყო რომ ეს დასასრული?
გონებაში დედაჩემი ამომიტივტივდა, ალბათ გაგიჟდებოდა.. მაკაც, ლილუც. არა, ლილუზე ახლა ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ზედმეტად დააჩქარა მისმა ენამ მოვლენები..
-ამის შემდეგ ყურადღებით ვიქნები, რომ არ დავიჭირო ურთიერთობა გოგოსთან რომელიც მთელი სულით და სხეულით ყოფილზეა მიჭაჭვული.
სევდიანად შემომხედა და კარი გაიხურა. ვიცოდი აქვე, თებეას და ლიზას მოსაძებნად გავიდოდა. არაფრის მეშინოდა. თებეას არაფერს დაუშავებდა, ანდრეა რომ ყოფილიყო მის ადგილას ალბათ მომტაცებდა.
დემეტრეს სიტყვებმა გაქვავებული დამტოვა. ცრემლები ორივე ხელით მოვიწმინდე, ანდრეაზე ვარ მიჯაჭვული?!...
გაბრუებული მივედი ონკანთან და ცივი წყალი რამდენჯერმე შევისხი სახეზე.
ახლა როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება?!
სრულ სიჩუმეში თებეას წვრილი ხმა მომესმა. ფანჯრიდან გავიხედე, ის,ლიზა და ანდრეა რაღაცაზე საუბრობდნენ. როგორც ჩანს, დემეტრე უკვე წავიდა.
ღრმად ამოვისუნთქე და კოტეჯიდან გავედი. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ამ არეულობის გამო თებეას ძილის რეჟიმი არ უნდა დარღვეოდა..
მათ მივუახლოვდი და პატარა მივიხუტე.
-გვიანია, უნდა დავაძინო.
ამოვიბურტყუნე და თავი ჩავხარე.
-გირჩევ შენც დაიძინო, ახლა მაინც გქონდეს ნორმალური ორსულობა.
ხმა დამაწია ჯაჭვლიანმა. მის სიტყვებზე ავალიანს სახე შეეცვალა, მაგრამ უსიტყვოდ შევედი პატარასთან ერთად კოტეჯში.


ანდრეა*:

-წყნარი გაბელია ეძახე და კარგად მიუტყეპიხარ.
შემათვალიერა ლიზამ,როგორცვე მარიამი შიგნით შევიდა. მისი ტონით თუ ვიმსჯელებდით დამცინოდა, მაგრამ საერთოდ არ მეღიმებოდა.
-თვითონაც მიიღო.
-ვერ იტყვი, ღირსი არ ვიყავიო.
-ვიტყვი-წარბები ავუწიე.
-ბავშვს სანამ ემშვიდობებოდა მითხრა, რომ დააჯილდოვეს და უცხოეთში უშვებენ.
-თებეა ნახა?!
-გაჩერდი ანდრეა ახლა! მაგის გაზრდილია, გიკვირს რომ უყვარს?
-ნაბი*ვარი ბერიძე! მთელი მომავალი შემიცვალა!
ხელი ავიქნიე და ლიზას ხელიდან სიგარეტი გამოვტაცე.
-მაგას რაც შეეხება, არ მოყვები?
-რას?!
-მარიამი დაიბრუნე, ეს ხომ ისედაც იცი.
ჩამეღიმა. ვხვდებოდი რომ მართალი იყო.
-ისე, ის უფრო მარინტერესებს თუ როგორ დადაქალდით.
გამეცინა და ჩამწვარი სიგარეტი სანაგვეში მოვისროლე. თვალები აატრიალა და ხელები გადააჯვარედინა.
-ეგეც წეღან ხსენებულს უმადლოდე.
გამახსენდა, რომ იმ დღეებზე საუბრობდა როდესაც მარიამთან ავიდა ლიზა. მოგონებების გახსენებისას ერთიანად მოვიქუფრე.
-მაშინ მარიამმა დამირეკა, საავადმყოფოში იყო და მისვლას მთხოვდა.ახლა ვხვდები რომ ეს თებეას ეხებოდა…
-კარგად მომისმინე. ეგოისტი ადამიანი ნამდვილად არ ხარ, ამ გოგოსთან ურთიერთობით გამომჟღავნდა ეგ. ოღონდ იცოდე კიდევ თუ გაქრები, გიპოვი და შენი ხელით გაგათხრევინებ საფლავს!
საჩვენებელი თითი სიცილით ცხვირწინ ამიწია და ზურგი მაქცია.
ვუყურებდი როგორ მტოვებდა და სანდროსკენ როგორ მიდიოდა.
თითქოს ვხვდებოდი რომ ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მე მინდოდა. ვაღიარებ, მსხვერპლის გაღება მომიწია.
“ღმერთო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თუ შენგან შეწყალებას ვიმსახურებ, გთხოვ ჩემმა საყვარელმა ქალმა მეორე ბავშვი მაჩუქოს!”

მარიამი;*

თებეას მალე ჩაეძინა. მის გვერდით ძილ ბურანში ვიწექი და ხელით ვეფერებოდი.
-ვერ იძინებ?
-ჰმ?
თავი წამოვწიე ნაცნობი ხმის გაგონებისას. მეორე მხრიდან თებეას მიუწვა და თვალებში შემომხედა. სანახევროდ ჩაბნელებული ოთახის მიუხედავად მისი თვალები მაინც ანათებდნენ..
-რთული დღე იყო…-ამოვიბურტყუნე და პატარას თხელი საბანი გავუსწორე.
-შენ როგორ ხარ?- ჩახლეჩილი ხმით მკითხა.
მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე. ვგრძნობდი, რომ ეს ის იყო რაც მართლა მჭირდებოდა. რაც მართლა მიყვარდა.
-ხელები ისევ გტკივა?- ჩურჩულით ვკითხე.
ჩაეცინა, თუმცა ვერ მივხვდი ახლა რა აცინებდა.
-გამახსენდა, იოანესთან როგორ მოვარდი ნაცემი რომ ვიყავი.
-ღმერთო! მაგ დღეს ნუ გამახსენებ-
ჩამეცინა და თვალებზე ხელები ავიფარე.
-ახლა რა იქნება, მარიამ?
უკვე სერიოზული ხმით მკითხა.
ვიცოდი რაზეც ჰქონდ ასაუბარი.
-არვიცი. შენი დაკარგვის მეშინია, ანდრეა.
-არ დამკარგავ.
გამეღიმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენდობოდი.. ისევ, როგორც ადრე.
-დავიძინოთ.
ხმადაბლა ამოვილაპარაკე და წამოვდექი რომ საბანში შევწოლილიყავი. თვითონაც იგივე გაიმეორა. თვალები დავხუჭე. სრულ სიჩუმეში მხოლოდ სამი ადამიანის სუნთქვის ხმა ისმოდა. ვგრძნობდი რომ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.ფიქრები არ მასვენებდნენ. ეს უნდა მეთქვა, უნდა ამომეშვა პირიდან და განვთავისუფლებულიყავი:
-მიყვარხარ…
ეს გრძნობა რწფელი იყო. ისეთი, რომლის თქმისას ერთიანად მაყრიდა ტაო სხეულზე. საპასუხოდ ხმა არ ამოუღია. თვალდახუჭულმა ვიგრძენი როგორ ამოძრავდა საბნის შიგნიდან და ხელი ჩემს თითებს მოხვია. მსუბუქად მომიჭირა.
მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ახლა იღიმოდა.
სახეზე ღიმილი მომეფინა. მალე თავის ტკივილიც შეწყდა და მშვიდ ძილს მივეცი.


***
ზმორვით ვიღვიძებ და ნელა ვახელ თვალებს. თავი საშინლად დამხიმებული მაქვს. ჩემს გვერდით ხელს ვწევ და ლოგინს ვსინჯავ. მაშინვე თავს ვაბრუნებ.ჩემს გვერდით სიცარიელეა. საწოლზე წამოვჯექი და თმები მოვიქექე.
სრული სიჩუმე იყო, დაბლიდანაც არ ამოდიოდა ხმა. ტუმბოზე მიგდებული მობილური ავიღე და ბლოკი მოვხსენი. შუადღის ორი საათი? სერიოზულად მარიამ?!
საკუთარ თავზე გავბრაზდი და მუცელზე პატარას მოვეფერე.
ანდრეას გადავურეკე.
-ინებე გაღვიძება?- სიცილით მიპასუხა, მისმა ხმამ სახეზე ღიმილი მომგვარა. ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო…
-სად ხართ?- ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე.
-ზღვაზე ჩავედით.
-არ მითხრა, რომ თებეა წყალში ტანსაცმლით შეგყავს გადამთიელი ბავშვივით!- ჩავიცინე მაგრამ არ ვხუმრობდი.
ავალიანის სიცილი ტელეფონში ექოდ გაისმა.
-დამშვიდდი მარიამ, ნივთებში გავიქექე და ვარდისფერ საცურაო ზედა ქვედაში უსაყვარლესია.
ხმა თბილზე თბილი ჰქონდა. უთბილესი!
-ანდრეა დამცავი წაუსვი! არ დაწვა ბავშვი. სიცხეს აქაც კი ვგრძნობ.
ავბუზღუნდი.
-აუ შენ რა ორსულივით იქცევი- დამცინა. მის ტონალობაზე ჩამეცინა.
-თუ არ აპირებთ წამოსვლას, ჩამოვალ.
-მიდი. პირდაპირ გამოუყევი ბილიკს და მოგვაგნებ. ჭაჯვლიანი და ლიზაც აქ არიან.
-უჩემოდ კარგად ერთობით არა?!
სიცილს ვერ ვწყვეტდი. პატარლელურად ბუტერბროტს ვიკეთებდი, რომ უცბად მეჭამა თორემ კუჭი საშინლად მტკიოდა.
-ძილი არჩიე, ჩვენი ბრალი არ არის. მოდი მოკლედ, გელოდებით- წინადადების ბოლოს ხმა დაიწვრილა. მგონი თებეას ბაძავდა ან მე. სიცილით დავდე ტელეფონი მაგიდაზე.
ვერ ვცნობდი ანდრეას, ბედნიერი იყო..?!
სწრაფად დავნაყრდი და ნაჩქარევად ჩავიცი საცურაო წითელი კოსტუმი, რომელიც წინა წელს ვიყიდე ლილუსთან ერთად, მაგრამ ახლა პირველად მეცვა. ჩვეულებრივი ქვედა და ზედა ღრმა დეკოლტით.
დრო იყო კომპლექსები მომეხსნა და ზღვაზე თამამად ჩავსულიყავი.
პატარა ჩანთაში ყველა საქჭირო ნივთი ჩავყარე, კარი საგულდაგულოდ დავკეტე და გარეთ გავედი.
სანაპირო არც თუ ისე შორს უნდა ყოფილიყო, რადგან კოტეჯიდან გამოვდიოდი თუარა ვხედავდი, პარკინგის შემდეგ მიმავალ კიბეებს. ალბათ ეს იყო, რაზეც ანდრეა საუბრობდა.
მართალი ვიყავი, საშინლად ცხელოდა და მზეც საშინლად წვავდა.
წარმოდგენა არ მქონდა, შეიძლებოდა თუ არა ორსულისთვის დიდიხნით მზეზე ყოფნა, ალბათ არა. მაგრამ დიდი ხნით არც გავჩერდებოდით ვიცოდი. თებეას ჭამის დრო უწევდა მალე, თუ რათქმაუნდა ავალიანმა თან არ წაიღო ყველაფერი.
ფიქრებში გართული მალევე მივადექი სანაპიროს. ჩემთვის ნაცნობ სახეებსაც მოვკარი თვალი, ყურებამდე გავიღიმე და მათკენ წავედი.
ლიზა და სანდრო წყალში ნებივრობდნენ და ერთმანეთს წყლის შხეფებს ასხამდნენ. ლიზას სიცილი ალბათ მთელ სანაპიროს ესმოდა.
-ჩემი სიხარული-დავუძახე თებეას. მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. აშკარად ძალიან ბევრი კრემი ესვა, მატლიანად მომეწება სხეულზე.
-გცოდნია ბავშვის მოვლა- შევაქე ავალიანი და გვერდით დავუჯექი. თებეამ ქვიშაში თამაში გააგრძელა.
-მამიკოს გოგოა. სხვათაშორის შენზე უკეთ ცურავს.
დამცინა და მზეს მიეფიცხა სახით. თვალები ავატრიალე დაჩამეცინა. ახსოვდა, რომ ცურვა არ ვიცოდი.
თვალები მის დაკუნთულ სხეულს შევავლე, რომელზეც მხოლოდ მომდგარი საცურაო ტრუსი ეცვა. მზერა მის შრამებზე შევაჩერდ. გული ერთიანად შემეკუმშა. თვალები გაახილა თუარა მზერა ჩემი ჩანთისკენ გადავიტანე და მზისგან დამცავი ამოვიღე. მის გარეშე ხუთი წუთიც ვერ გავძლებდი.
-მგონი სარაფანზე არ აპირებ კრემის წასმას.
მაცდური თვალებით გადმომხედა ანდრეამ.
სწრაფად გადავიძვრე სარაფანი და წელში კარგად გავიმართე, რომ ჩემი საცურაო კოსტუმი კარგად შეემჩნია.
ადრე მისი მზერა მაკომპლექსებდა. ახლა კი პირიქით,მსიამოვნებდა როგორც მიყურებდა. ჩამეცინა და დამცავი კრემი მივაწოდე.
-შეგიძლია ზურგზე წამისვა?
-თუ ამას შენ მთხოვ..
ხმადაბლა ამოიბურტყუნა და გამომართვა. ხელები მხრებზე შემახო, ცივი კრემის შეხებისას ერთიანად დამაჟრიალა. მისი ხელები ჩემი მხრებიდან ნელნელა დაბლა მიდოდა. წელზე წრიულად მომისვა, და ასე განაგრძნობდა ხერხემლის ჩაყოლებაზე კრემის კარგად განაწილებას..
როგორმე ყურადღება უნდა გადამეტანა, თორემ მისი ხელები მადნობდნენ.
მინაბული თვალები კარგად გავახილე და ჯერ ხელებზე, შემდეგ კი სახეზე დავიდე კრემის თხელი ფენა.
-მგონი ჩემი აქ ყოფნა ცუდი იდეაა.
ამოვიბურტყუნე როდესაც თავის საქმეს მორჩა.
-რატომ?
-ცურვა არ ვიცი, მზეს ვერ ვიტან.
გამეცინა და თვალებში შევხედე. მისი თვალები მზეზე ბევრად ნათელი და კაშკაშა იყო.
რაღაც უნდა დამემატებინა, როდესაც წყლის შხეფები შემესხა. თავი დაბღვერილმა ავწიე და სანდრო დავინახე რომელიც სიცილით ლიზასთან ერთად მიახლოვდებოდა.
ლიზას საცურაო კოსტუმში პირველად ვხედავდი. არაჩვეულებრივი სხეულის პატრონი იყო. მკერდი და მკვირი საჯდომი კარგად მოეთავსებინა მის ლურჯ საცურაო კოსტუმში.
-სანდრო, იცი რომ ამას ვერ ვიტან!
-შენ ბევრ რამეს ვერ იტან.
ენა გამომიყო და თებეას ჩამოუჯდა ქვიშაში.
-კარგად გეძინა?
მზრუნველი ხმით მკითხა ლიზამ.
თავი ღიმილით დავუქნიე.
ავალიანი სიტუაციას ბედნიერი უყურებდა.
ჩვენ ერთად ვიყავით?!
ძალიან მეუცნაურებოდა, მიკვირდა. მთელი გულით მინდოდა მის სხეულს მივკრობოდი და მისი მკლავები ჩემთვის შემოეხვია. მაგრამ ცოტა მრცხვენოდა..ანდრეასი არა, ლიზასი და ჩემი ძმაკაცის.
-წამო, ცურვაში შევეჯიბროთ.- დამცინა ავალიანმა და ფეხზე წამოდგა.
უნდა შემეწყვიტა მისი კუნთებისთვის ყურება. ეს უკვე სააშკარაო ხდებოდა.
-ჩემი პასუხი მაგაზე კარგად იცი- დავებღვირე და ხელები გადავაჯვარედინე.
-წყალი მართლა თბილია მარიამ- მხარი აუბა ანდრეას ლიზამ.
-ავალიანები!- თვალები აატრიალა სანდრომ და გაიცინა, რამაც მეც ამიყოლია.
-ხვეწნას არ დაგიწყებ, ისედაც იცი.
იმდენად სერიოზული ხმით მიპასუხა ანდრეამ, ვიფიქრე რომ გაბრაზდა ან ეწყინა. მაგრამ ჩვეულებრივ ასეთ რაღაცაზე არ ბრაზობდა ხოლმე.
სანამ აზრზე მოვედი, სწრაფად დაიხარა და თავის ხელებში მომიქცია. ხელში ამიყვანა და ზღვისკენ გაიქცა.
-ანდრეა დამსვი! არ ვხუმრობ!- მთელი ხმით დავუყვირე. თავს დავდებ გარშემო ყველა ჩვენ გვიყურებდა ჩემი პანიკის გამო.
მისი სიცილი ყურთან ჩამესმოდა. ხმის მეორედ ამოღებას აზრი აღარ ჰქონდა როდესაც წყალში შეხტა. სხეული წამიერად ცივი წყლის შეხებისას ამითრთოლდა. ხელი ჩემთვის არ გაუშვია, ორივე ხელი ჩემი წელისკენ გადაანაცვლა.
თავი წყლიდან ამოვყავით თუარა ხარბად შევისუნთქე ჰაერი. გული საშინლად მქონდა აჩქარებული. მთელი ძალით ანდრეას მხრებს მოვეჭიდე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფსკერს წვდებოდა, მე ისევ უძიროდ ვიყავი.
-ჩემი მუცლის მოშლა თუ გინდა, პირდაპირ თქვი!
ჩემს სიტყვებზე მაშინვე სახე შეეცვალა. წვეთები მისი სახიდან სწრაფად ჩამოდიოდა დაზღვას უბრუნდებოდა.
-ეგ მეორედ არ მითხრა, თორემ ვიჩხუბებთ.
წარბები ამიწია.
ვიცოდი მართალი იყო, ეს არ უნდა მეთქვა მაგრამ ისევ და ისევ ორსულობას დავაბრალე…
ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ შევდიოდით უფრო და უფრო ღრმად წყალში. არ მეშინოდა, ზუსტად ვიცოდი ცურვა საკმაოდ კარგად შეეძლო.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.შუბლი შუბლზე მომადო და თვალები ოდნავ მინაბა.
ღიმილი ვერ შევიკავე, როდესაც გამახსენდა ბორჯომში აუზში მომხდარი. მაშინ ხომ გრძნობებში გამოვუტყდით ერთმანეთს…
-მგონი შენც ის გახსენდება, რაც მე.
-მგონი მართალი ხარ.
ქვედა ტუჩზე ღიმილით სწრაფად გადავისვი ენა და თვალებში შევხედე. ძალიან მართობდა ის,ფაქტი რომ მისი აზრების კითხვის ნიჭი არ გამქრალა. ნეტავ მხოლოდ ჩემზე მოქმედებდა ასე?
ყრუდ ჩაიცინა და ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია. ღრმად ამოვისუნთქე და მკერდით მჭიდროდ ავეკარი.
მაშინვე თვალები დაბლა გააპარა და ღიმილი გაზარდა.
-ანდრეა!- გამაფრხილებლად ვუთხარი, მაგრამ ღიმილის შეკავებას ვერაფრით ვახერხებდი.
-ეს კრემიც არ გშველის, ისეთი წითელი ხარ…
-ჩემს სიწითლეს აკვირდებოდი, ხო?
-აბა სხვას რას?!
წარბები ამიწია და სიცილით სწორი კბილები გამოაჩინა.
-ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისთან ერთადაც სიგიჟეების გაკეთება შემიძლია.
გამოვუტყდი და თვალებში ჩავაშტერდი.
-მერე?
-ძალიან მომწონს..
ჩემს ნათქვამზე ორივემ ერთდროულად გავიღიმეთ.
-სიგიჟეში მაინც რას გულისხმობ?
-ჰმმ..არ მგონია რომ სხვასთან ერთად მქონოდა სექსი დაქალის ჯვრისწერაზე.
-პირველი ეს გაგახსენდა?-ახარხარდა.
-ჩემთვის ისიც სიგიჟეა ანდრეა, წინა საუკუნის ფირებზე რომ ვცეკვავთ ხოლმე.
მის თვალებში ჭინკებმა დაიწყეს ხტუნაობა. ასეთი მზერა მენატრებოდა. მისი მაცდური თვალები მენატრებოდა!
სახე მოაახლოვა, ცხვირი ცხვირზე ნელა გამისვა და თვალებში შემომხედა. ორივემ ვიცოდით ახლა რაც მოხდებოდა.
-აქ ხალხია…
ჩურჩულით ამოვილაპარაკე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-სპორტდარბაზში რა გამიკეთე გახსოვს? იქ უფრო მეტი ხალხი იყო.
იმდენად სერიოზული ხმით ამოილაპარაკა, უარესად ამიჩქარდა გული. ეს საშინლად სექსუალურს ხდიდა. ჩემი ტუჩების თვალიერებას არ წყვეტდა.
მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო. ტუჩები ტუჩებზეშევახე.
ისე ნაზად ვაკოცეთ ერთმანეთს, მეგონა ჩვენი ტუჩები სადაც იქნებოდა ჩამოდნებოდა და მარილიან წყალში დაიკარგებოდა…
მის კოცნებს სადღაც, სხვა გალაქტიკაში გადავყავდი.
ცოტახანში თავი გაწია. უკმაყოფილოდ შევხედე.
-ისევ ერთად ვართ მარიამ?
-თუ ყველაფერს მპატიობ…
-ერთმანეთს ვაპატიოთ და შევთანხმდებით.
გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
ყურებამდე გავიღიმე და მისი ტუჩებისკენ გავიწიე. ნაზად, მაგრამ სწრაფად მაკოცა და თავი კვლავ გაწია.
-ძალიან მჭიდროდ რომ მეკვრი, ეს ხომ იცი?
წარბები ამიწია.
-მგონი ვიცი.
იგივე ჟესტი გავიმეორე.
-ისევ გინდა სიგიჟეების გაკეთება თუ გაბელიამ ანგელოზად გაქცია?
თვალები ავატრიალე. დემეტრეს ხსენებისას გულზე რაღაცამ გამკრა. ვწუხდი იმის გამო რომ მას გული ვატკინე. ავალიანი თავისი ცინიზმით ისევ ფორმაში იყო.
-სხვათაშორის, ნათქვამი აქვს რომ ანგელოზი ვარ.. რათქმაუნდა ეს ვუარყავი.
სწრაფად ჩავიბურტყუნე და თავი ჩავხარე.
-კარგი, ერთით მეტი.
წარბები ამიწია. ვერ ვხვდებოდი რაზე საუბრობდა. მისი გავარვარებული ხელები ჩემი წელიდან ნელნელა დაბლა მიიწევდნენ. როდესაც ქვედა საცურაო კოსტუმს შეეხო ერთიანად გამაჟრიალა. უფრო ძლიერ ამაკრა თავის სხეულს და მუცელზე მისი გამაგრებული მეგობარიც ვიგრძენი.
-გაგიჟდი ხო?
სიცილი ვერ შევიკავე. სრულიად სერიოზული, მაგრამ ღიმილით შემომციცინებდა. მისი თვალები ცეცხლით იყო სავსე, რომელიც მის ნაცრისფერებს ჩრდილავდა.
ჩემი კითხვა დააიგნორა და ცალი ხელი უფრო დაბლა ჩასწია.
სისულელე იყო, ორმხრივ სურვილს რომ შევწინააღმდეგებოდი, ასერომ ფეხები მოვხარე და წყალქვეშ წელზე შემოვაწყვე.
-მოიცა.. ორსულად რომ ვარ…
თვალები აატრიალა და გამიღიმა.
-არაფერს აშავებს ეგ, თუ გინდა მაკას დავურეკოთ.
თავი ნერვიულად დავაქნიე და ხელები მის მხრებს უფრო მჭიდროდ მოვხვიე.
ძალიან სწრაფად გადამიწია გვერდით საცვალი,ოდნავ ზემოდ ამწია და ჩემში შემოვიდა.
გაუაზრებლად ხმამაღლა ამოვისუნთქე და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.
გარშემო მიმოვიხედე. წყალში ჩვენს გარშემო არც თუ ისე ბევრი ხალხი იყო.
-ჩუმად ყოფნას თუ ვერ შეძლებ სიგიჟის მოყვარულო, ყველა მიხვდება.
ჩაიცინა და მსუბუქად ამოძრავდა წყალქვეშ.
ახლა ორივე ხელი ჩემი წელის გარშემო ჰქონდა მოხვეული და მთელი ძალით მეკვროდა. შეძლებისდაგვარად ვმოძრაობდი მეც. ესყველაფერი ზღაპარი იყო. თვალები მეხუჭებოდა. ადრენალინი რომელსაც ირგანიზმში ვგრძნობდი ჩემი ხმის შეკავების გამო ვერ გამოდიოდა და უარესად მაფორიაქებდა. მაზოხისტური, მაგრამ ათმაგად სასიამოვნო იყო.
ლოყა ლოყაზე მივადე და თვალები მაგრად დავხუჭე. ჩაეცინა და ცალი ხელი ზემოთ ჩემი მკერდისკენ გამოაცურა.
-ანდრეა, არა..
ჩავიცინე და ოდნავ მოვშორდი.
-ნეტავ გაცოდინა რა სახე გაქვს.
დამცინა და ძლიერი ბიძგი მომცა.უკვე ტუჩების დაჭმას ვიწყებდი.
-რა ნარცისი ხარ..
-რა თქვი?
სიცილით მკითხა, თვალებში ყურებას არ წყვეტდა და უფრო და უფრო ღრმა, ძლიერ ბიძგებს მაძლევდა. რათქმაუნდა, ხმის ამოღებას ვეღარ ვახერხებდი.
-რაღაც არ მესმის შენი ხმა.
-ანდრეა, ვერ გადამირჩები!- ქოშინით ვუთხარი და კულმინაციას მივაღწიე.
-კარგი გოგო..
ხელი თმაზე გადამისვა, ჩემგან გამოვიდა და ჩამეხუტა.
ერთიანად ათრთოლებული ვეკვროდი, იმავე პოზიციაში.
ხმამაღლა ვსუნთქავდი და ამოვარდნილი გულის საგულეში ჩასმას ვცდილობდი.
-მარიამ, ახლა წყლიდან თუ არ ავალთ და ოდნავ თუ არ მომშორდები, მეორე რაუნდზე გადავალ იცოდე.
ჩამეცინა და ფეხები თავის ადგილას დავაბრუნე. მარტივი ხელის მოძრაობით ნაპირისკენ გავედით. როდესაც ტერფით ფსკერს შევეხე, ხელები საბოლოოდ შევუშვი და ნელი ნაბიჯებით მივყევი. ლიზა წარბ აწეული გვიყურებდა. მგონი ხვდებოდა რაც მოხდა. ბოლობოლო ავალიანს რას გამოვაპარებდი.. თავი ავარიდე, ვითომც არაფერი მომხდარა ისე ჩამოვუჯექი ჩემს პატარას სანდროს გვერდით.
მომდევნო ერთი საათი კარგად ვიმხიარულეთ. თებეასთან ერთად არაერთი ქვიშის სახლი გავაკეთეთ მე და ჯაჭვლიანმა. ავალიანები კი მზეს ეფიცხებოდნენ და ირუჯებოდნენ.

ლილუ:*
-გიჟივით რატომ გავარდი!- გავუბრაზდი დემეტრეს.
-გავვარდი და რა?! ისევ ანდრეასთან ერთად დამხვდა.
-რა?!
გაოცებისგან ლამის თვალები გადმომცვივდა.
-უკვე ყველაფერი მესმის. გახსოვს რომ გითხარი, ვხედავ როგორ აფორიაქებსთქო. არ ვცდებოდი.
იმდენად ჩამწყდარი ხმით მესაუბრებოდა, მისი შემხედვარე რამის ტირილი დამეწყო.
-რას აპირებ?
-ხვალ მივდივარ, აკადემიიდან იტალიაში მგზავნიან. რამდენიმე თვე გავჩერდები. ალბათ კარგიც იქნება. მაგრამ მარიამი…
თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
-მარიამი ყველაფერზე მეტად მიყვარს. ჩემი დასავით არის მაგრამ, ვისგანაც პატიების ნაცვლად მიზეზებს ისმენ… ჯობს წახვიდე. ვიცნობ მარიამს, ბავშვი თუ შენია აუცილებლად გაგაგებინებს.
-არ მჯერა, რომ ასე მარტივად ვშორდები 4თვის მოყვანილ ცოლს.
-შორდები?
-ვნახოთ მომავალში რა იქნება, ან თვითონ რას იტყვის.
-ყოველთვის შენი მეგობარი ვიქნები, გაიგე?
გავუღიმე და გადავეხვიე. მიუხედავად ყველაფრისა დემეტრეს ძალიან ვაფასებდი!
-რაც შეეხება ბავშვს. დედაშენთან მინდა მისვლა, დღეს მუშაობს თუ იცი?
თავი კითხვის ნიშნით დავუქნიე. მიმიკა დამიიგნორა. თვალებით მანიშნა მადლობაო, სევდიანად შემომხედა და სახლი დატოვა.


მარიამი:*

ყველაფერი რუტინულად მიდიოდა, კიდევ ორი დღე ავიტანე ზღვაზე სიარული. რათქმაუნდა ძირითადად ქოლგის ქვეშ ვიჯექი და წყალში არ შევდიოდი.. უაზრობა იყო ჩემი აქ ყოფნა.
საშინლად მაფიქრებდა ის ფაქტი, რომ თებეა ანდრეასთან თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და ერთხელაც არ უხსენებია ადამიანი რომელმაც გაზარდა, დემეტრე.
-ხვალ რომ წავიდეთ რა აზრის ხარ?
წინ ჩამომიჯდა ავალიანი და წარბები ამიწია.
-ჩემს აზრებს რომ კითხულობ, ისედაც იცი ხო?
-როგორც ყოველთვის.
ორივეს ერთდროულად ჩაგვეცინა.
-მალე შენი დაბადებისდღეა, არ მინდა იქ იყო სადაც არ გსიამოვნებს.
დინჯად ამოიბურტყუნა და თებეა კალთაში ჩაისვა.
-სიმართლე გითხრა სვანეთში მინდა წასვლა. თბილისში გაჩერება საშინლად არ მინდა.ლილუ.. დედაჩემი.. ნათია გადაირევა. კარგად გამომლანძღავს ეს რა სიძე დამაკარგვინეო.
თვალები ავატრიალე და ხელს თავი დავაყრდენი.
-მაპატიე, ეს არ უნდა მეთქვა.
დავიმანჭე და ანდრეას გაცეცხლებულ თვალებს ქვემოდან ავხედე.
-ნათიას მე დაველაპარაკები თუ გინდა. ლილუსთან შენ მოაგვარე.
-გაჩუმდი. არმინდა საუბარი მათთან..
-როგორც შენ იტყვი, ორსულო.
დამცინა და თებეა დასვა,რომ თავისი სათამაშოებით თამაში გაეგრძელებინა.
-უცნაური ვარ, ხო?
-უბრალოდ ხელიდან გაშვებული შანსი კიდევ ერთხელ მეძლევა, რომ ვნახო ნელნელა როგორ გაიბერები.
ჩამეცინა და ხელი მუცელზე მოვისვი.
მაშინვე თავი დახარა, ფეხები ზემოთ შემოაწყო და მუხლებზე თავი დამადო, ისე რომ ყური ჩემს მუცელზე ჰქონდა მიბჯენილი.
-ანდრეა რას აკეთებ.- სიცილი ვერ შევიკავე და პირზე ხელი ავიფარე.
-რავი, ვუსმენ. ფილმებში ხომ ასე აკეთებენ ხოლმე.
ბოლო ხმაზე ავხარხარდი. დამებღვირა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ვცდილობ რომანტიული ვიყო.
-ყველანაირი ბანალურობის გარეშე უკეთესი ხარ, ავალიანო.
მისკენ გადავიწიე, კალთაში ჩავუჯექი და ნაზად ვაკოცე. ხელები მისი კისრის გარშემო შემოვაწყვე.
-იცი იოანეს ადრე რა ვუთხარი?
-მითხარი- გავიღიმე. მისი ყოველი სიტყვის თქმისას ვხვდებოდი, რომ რაიმე სასწაულს მეტყოდა. ეს ხომ ავალიანი იყო.
-ოღონდ, ეს მაშინ იყო სანამ პირადად გაგიცნობდი.
-ღმერთო ჩემო!
გამეცინა და თვალებში ჩავაშტერდი.
-ანუ ნოსტალგიური საღამო გვაქვს?
გავეკრიჭე. მან კი სახე დაასერიოზულა.
-თითოეულ სიტყვას თუ არ გამაწყვეტინებ, კი.
-კარგი, გისმენ.
-ეს რომ ჩემი შეყვარებული გახდეს, ალბათ არასდროს დავშორდებითქო.
ტუჩები შუაზე გამეპო. ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი ტკბილი მომენტის შემდეგ, მსგავსი რამის მოსმენა მისი პირიდან, ჩემში ისევ დიდ აღმაფრენას იწვევდა.
-მიყვარხარ, ანდრეა.
ამოვიჩურჩულე და ძლიერად ჩავეხუტე.
-მეც. უთქმელად იცი, შენს გამო რამდენზე ვარ წამსვლელი.
ხელი ძლიერ მომხვია და ჩემი სურნელი ხარბად შეისრუტა…
მყუდრო იდელია მხოლოდ ტელეფონის ზარმა დაარღვია. მისი კალთიდან წამოვდექი და მაგიდაზე დადებულ მობილურს გადავწვდი. მაკა მირეკავდა. თვალები ავატრიალე.
-დაქალთან შერიგების დროა, მგონი.
ანდრეას ჩაეცინა და ხელები ჰაერში აწია.
-ხო მაკ..
-თბილისში ხარ?
-ხვალ ჩამოვდივარ, რა ხდება?
-გამომიარე, აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო.
-ლილუ კარგადაა?
-კი, შენ გეხება. გელოდები ხვალ.
-კარგი.
თვალებგაფართოებულმა გავთიშე ტელეფონი და ანდრეას გაკვირვებულ თვალებს შევეგებე.
-ორსულადვარ, რაღაც საქმე აქვს, თან შენ გეხებაო. და ხვალამდე ნამდვილად ვერ მოვითმენ.
ერთიანად ავკანკალდი და ჩამოვჯექი. ჩემს ანალიზებში იყო რამე ცუდად? ჩემი პატარა კარგად იყო?
ცუდზე ფიქრისას თვალებზე ცრემლები მომადგა.
-ჩავალთ და გაიგებ. დაწყნარდი.
მუხლზე ხელი ჩამომადო ანდრემ და ნუგეშის მიზნით ოდნავ გამიღიმა.
-ბავშვი რომ დავკარგო, მართლა ვერ გადავიტან.
ხმადაბლა ამოვისლუკუნე და თებეას გავხედე.
-მომისმინე, შემომხედე- გვერდით მომიჯდა და ჩემი სახე მის ხელებსშორის მოიქცია.- არავის დაკარგავ, თავს კარგად გრძნობ, ხომ ასეა?
თავი სწრაფად დავუქნიე და ინსტიქტურად მუცელზე ხელი დავიდე. თავისი ცერა თითებით მომწმინდა გაუაზრებლად ჩამოსული ცრემლები და მიმეხუტა.
მისი გულისცემა აჩქარებულიყო, ისევე როგორც ჩემი.
-თებეა რომ მყავს სასწაულია…
-კი სასწაული გოგონაა, მაგრამ მაგას რატომ ამბობ?
-თითქმის ნახევარი ორსულობა გათიშულმა გავატარე.
თვალებში ჩავხედე. საშინლად დასევდიანებული იყო. ვიცოდი ახლა მეტყოდა რომ დროს უკან დააბრუნებდა რომ ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ ეს ჩემს ახლანდენ მდგომარეობას არ გამოასწორებდა.
-ჩალაგებაში დაგეხმარები და შუადღისით გავიდეთ.
-რა?! დღეს?
მოულოდნელობისგან წამოვიკივლე.
-კი დღეს, ასეთს ვერ გიყურებ-თმებზე მომეფერა და შუბლზე თავისი უხეში ტუჩებით ნაზი კოცნა დამიტოვა.
თავი დავუქნიე და საწოლისკენ ავიარე კიბეები, რომ იქ დაყრილი ნივთები მომეგროვებინა და ჩამომეტანა. თავგზა არეული ვიყავი, ვერაფერზე ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ისეთი რასაც მაკა ტელეფონით ვერ მეტყოდა?!
ღრმად ამოვისუნთქე და მუცელზე ხელი მოვისვი. ვგრძნობდი, რომ ჩემს პატარას ყველაფერი რიგზე ჰქონდა…
-აბა რაში მოგეხმარო?
ანდრეას გავხედე, მომიახლოვდა თუარა სიგარეტის სურნელი ერთიანად მოიტანა.
ხელი ავუწიე რომ გაჩერებულიყო.
-ახლა გული ამერევა.
სიცილით ვუთხარი. წარბები დაახლოვა თუმცა შემდეგ მიხვდა რაზეც ვეუბნებოდი.
-ვანებებ ნელნელა, ცოტახნით აიტანე.
-კიდევ კარგი მე დავანებე.
-თორემ მომიწევდა შენს დასანახად თითოეული ღერის გადატეხვა და სანაგვეში გადაგდება.
-საზიზღარო.
ხელები პატარა ბავშვივით ტუჩგადმობრუნებულმა ზემოთ ასწია.
-კარგი შენ აქ მიხედე, მე დაბლა მივაგროვებ.
თავი დავუქნიე, გამიღიმა და დაბლა ჩავიდა.
პატარა მოაჯირს მივუახლოვდი და გადავხედე. თებეა ხელში აიტაცა და სახე მთლიანად დაუკოცნა. გული სითბოთი ამევსო. როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს. რათქმაუნდა, ისინო ხომ ძალიან გავდნენ. ფიქრებს მოვწყდი და ისევ ტანსაცმლის დაკეცვა გავაგრძელე…

***
ხუთ საათიანი მგზავრობის შემდეგ? ანდრეამ მანქანა მაკას სახლთან გააჩერა. ჩემს პატარას უკანა სავარძელზე გატრუნულს ეძინა.
-მალე მოვალ, კარგი?
-ლილუ თუ მანდაა, არამგონია მალე დაბრუნდე.
გამიცინა და ჩემსკენ გადმოიხარა. თავი წამით უხერხულად ვიგრძენი. დიდიხანია ეს არ გაგვიკეთებია. ჩამეღიმა და ნაზად შევეხე ტუჩებით. დე-ჟა-ვუ.
მანქანიდან ორივე ერთდროულად გადმოვედით.თვალი გამომაყოლა როგორ მივდიოდი კარისკენ და შემდეგ სიგარეტს მოუკიდა.
გული ამოვარდნაზე მქონდა. კარზე მსუბუქად, ორჯერ დავაკაკუნე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მალევე კარები გაიხსნა.
-მოვედი მაკ.
-მარიამ? ხვალ გელოდი.
თვალები გაუფართოვდა და ჩემს უკან წარბებ შეტყუპებულმა გაიხედა.
მივხვდი, ანდრეას უყურებდა.
-ეს ისაა?
-კი, ანდრეაა. ყველაფერს მოგიყვები,მაგრამ მანამდე უნდა მითხრა რა ხდება.
გვერდით გაიწია რომ სახლში შესვლის საშვლება მოეცა ჩემთვის. როგორც ვატყობდი მარტო იყო. ალბათ ასეც ჯობდა. დაქალთან სალაპარაკოდ ჯერ მზად არ ვიყავი…
მაკას გავხედე, ჯერ კიდევ ავალიანზე მიშტერებული, ეჭვის თვალით ნელა კეტავდა კარს. “კერძო ბინის უარყოფითი მხარეები” გავიფიქრე ჩემთვის.
-ყავა ან ჩაი ხოარ გინდა?
-ამ შუაღამეს ყავა რომ დავლიო, გავათენებ.
ორივეს ერთდროულა გაგვეცინა.
-რავიცი, ჩემი შვილი 24საათი ყავაზეა შემჯდარი.
ხელები გაასავსვა და ფუმფულა დივანში ჩაეშვა. პირდაპირ დავუჯექი.
-არ მეტყვი?
წარბი ავუწიე. ხმა მიკანკალებდა. ვლოცულობდი, ვოცნებობდი ჩემს პატარას არაფერი დამართნოდა. ინსტიქტურად მუცელზე ხელი მივიდე.
-ბავშვს არ ეხება, დამშვიდდი- ჩემი რეაქცია შეამჩნია და მსუბუქად გამიღიმა, რამაც ოდნავ შვება მომგვარა- უფრო სწორად,ეხება მაგრამ არაფერი უჭირს. კარგადაა.
-ძალიან მაბნევ,მაკა.
-შენც ასევე, მარიამ. გარეთ ვინც გიცდის, იმაზე ვფიქრობ.
-ხო.. ეს ცოტა გრძელი ამბავია. მე და დემეტრე..
-კარგი, არ ჩავერევი ჩემო გოგო. მაგრამ ზუსტადაც დემეტრეზე უნდა დაგელაპარაკო. ვალდებული ხარ იცოდე.
-კარგი, გისმენ- ნეწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-რამდენად ხშირად გქონდათ კავშირი?
-ეს მნიშვნელოვანია?- სახე დავმანჭე. მეორე დედასთან ამ თემაზე საუბარი მეუხერხულებოდა. თუმცა დასარცხვენი არც არაფერი იყო, იმის შემდეგ რა მდგომარეობებშიც მაკას ვუნახივარ…
-თვეში რამდენჯერმე, ალბათ 4-5. არვიცი მაკა.
ხელი ჰაერში ავიქნიე და თვალები მოვისრისე.
-თავს იცავდი?
- არა, აბები არასდროს დამილევია, არც თვითონ იყენებდა რამეს.
-მოკლედ, საავადმყოფოში იყო რამდენიმე დღის წინ.
-კარგადაა?
-ნაცემი იყო, პასუხი არ გამცა.
თავი დარცხვენილმა ჩავხარე და თვალების ცეცება დავიწყე.
-კარგი, ეგრეც მივხვდი.
ამოიხვნეშა მაკამ. ვიცოდი ანდრეაზე ჰქონდა საუბარი, შედავებას არ ვაპირებდი. ყველაფერი ზედმეტად თვალსაჩინო იყო. ახლა ხომ ანდრეასთან ერთად ვიყავი…
-უცხოეთში მიდის, თავისი სტიპენდიით. ანალიზების დატოვება უნდოდა, იმ შემთხვევისთვის თუ იქამდე ვერ ჩამოვა, სანამ იმშობიარებ.
-კარგი?...
-ყველაფერი ჩავიბარე, აფსოლიტურად ყველაფერი.
-ეს კარგია მგონი, ასე უფრო მალე გაირკვევა ყველაფერი.. არა?
ეჭვით ვიკითხე.
-დემეტრე უნაყოფოა, მარიამ.
-რა?!
წამოვიკივლე. ვიგრძენი ერთიანად როგორ გავფითრდი. სისხლმა სწრაფად დაიწყო მოძრაობა. ჰაერი ხარბად შევისუნთქე. მაკა სევდიანად თავს მიქნევდა. ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი აზრზე, რა ხდებოდა.
-სამუდამოდ არა, მკურნალობით გამოჯანმრთელება შეიძლება. მაგრამ მისმა ანალიზებმა ამ დროისთვის ასეთი პასუხი მომცა.
-ღმერთო ჩემო…
ხელი კანკალით მივიდე პირზე. ეს იმას ნიშნავდა რომ..
-ყველაფერს ხვდები ხომ?
-იმის თქმა გინდა რომ… მეორედ ვარ ფეხმძიმედ ავალიანისგან?
ჩემი კითხვა წამოკივლებას გავდა.
თავი დამიქნია.
მაშინვე ფეხზე წამოვხტი. გული გამალებით მიცემდა. დემეტრეს მიმართ სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა… მართლაც ვწუხდი მის გამო..
-მაკა რაღაც მინდა გთხოვო.
-მარიამ, ჯერ დამშვიდდი.ისეთი რეაქცია გაქვს ვერვიგებ, გიხარია თუ პირიქით..
-გთხოვ,არავის უთხრა!
-რას ამბობ, ეს პირადულია. შენც არ გეტყოდი კავშირში რომ არ იყო. პროფესიული კონფიდენციალურობა, ხომ იცი.
დაბნეულმა გამიღიმა.
-თვითონ იცის?..
-არ მოსულა მეტჯერ.
თავი ნერვულად დავუქნიე.
-უნდა წავიდე, ხომ არ უთქვამს როდის მიემგზავრება?
-კვირის ბოლოს, ლილუსგან ასე ვიცი.
თავი დავუქნიე, მაკას თბილად გადავეხვიე. გაოცებული, ხელგაშლილი დავტოვე და სახლიდან სწრაფად გამოვედი. მუცელზე ხელი მოვისვი და ჩამეცინა. ღმერთო.. ახლა ავალიანის სიხარულის ჯერი იყო.
ერთიანად უამრავ რამეზე მეფიქრებოდა… დემეტრე ამას რომ გაიგებდა, გული ათმაგად ეტკინებოდა. კარგია, თუ მიემგზავრება. მისთვის ასე იქნება უკეთესი.
მანქანაში უხმოდ ჩავჯექი.
-აბა?
ღიმილს ძლივს ვიკავებდი. მგონი პირველად იყო შემთხვევა, როცა რაღაც ისეთი ვიცოდი რაც ანდრეამ არა.
-შეიძლება ამღამ შენთან დავრჩეთ მე და თებეა?
-სულელური კითხვები- თვალები აატრიალა და საჭეს ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია.- რაო მაკამ?
სანამ კითხვას დამისმევდა და პასუხს გავცემდი, უკვე ვატყობდი, რომ მისი სახლისკენ გადაუხვია.
-ჩემი მონაცემები ჩაიწერა, სიმპტომები..
ვიცოდი საშინელი მატყუარა ვიყავი ყოველთვის. მაგრამ სიმართლეს მაშინ ვეტყოდი, როდესაც მანქანას გააჩერებდა. ასე სამივეს უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნებოდა. უფრო სწორად ოთხის..
მუცელზე ხელი ღიმილით მოვისვი.
აი ამას ჰქვია ბედისწერა!
-უსაშინლესი მატყუარა ხარ.
თვალები ავატრიალე. თავის პროფესიას ისევ კარგად ფლობდა, რაც ჩემი ფიქრების კითხვას მოიაზრებდა.
-სახლში გეტყვი.
ჩემი სიტყვების თქმა და ანდრეას გაზზე ფეხის მიჭერა, ერთი გახდა.
-რას აკეთებ, არ გაეღვიძოს.
მაშინვე თებეას გადავხედე უკანა სავარძელზე.
-არ გაეღვიძება. მამიკოს ინტერესი კლავს და გაუგებს.
-ეგოისტო.
-გაჩერდი მარიამ, თებეა შენზე ნაკლებად არ მიყვარს.
-ვიცი, ვიცი.
ხმადაბლა ჩავიცინე.
იმდენად სწრაფად დაყავდა, დაახლოებით სამ წუთში მის ჭიშკართან ვიყავით.
-უამრავი საძინებლიდან რომელიც გინდა ის აარჩიე თებეასთვის.
ხმადაბლა მითხრა, როდესაც ხელში აყვანილი თებეა სახლში შეიყვანა და შემდეგ კიბეებს აუყვა.
-და ჩემთვის?
წარბი ავუწიე.
-მაგას სერიოზულად მეკითხები?!
დაბღვერილმა გამომხედა. სიცილი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე. პირზე ხელი ავიფარე რომ ხმა ძალიან მაღალი არ ყოფილიყო.
უკან მივყევი, თებეა მის გვერდით ოთახშიშეიყვანა. იქ, სადაც პირველად რომ მომიყვანა მე მეძინა.
ჩამეღიმა მოგონებების გახსენებისას და მათ მივუახლოვდი. ანდრეას დავხემარე და თებეას ტანსაცმელი მარტივად გამოვუცვალეთ.
-არ ვარ მიჩვეული, რომ ოთახში მარტოს ეძინოს..
-კარს ღიას დავტოვებ. უცხოეთში სულ ასე იქცევიან.
-ოჰო.
ეს რათქმაუნდა მეც ვიცოდი. მისი მზრუნველობა თებეასადმი მაგიჟებდა. ერთი შეხედვით ვხედავდი, როგორი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა.
ოთახი ჩუმად დავტოვეთ. ჩემს წინ მიდიოდა. მისი ოთახის კარები შეხსნა თუარა ერრთიანად გავბრუვდი.
აქ ბოლოს წლების წინ ვიყავი.
თავჩახრილი შევყევი და თვალი მოვავლე იქაურობას. გაოცებული დავრჩი. არაფერი იყო შეცვლილი, საერთოდ არაფერი… აქაურობა მისი სურნელით ერთიანად იყო გაჟღენთილი.
-რაიყო?
-დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ…
სევდიანად გავუღიმეთ ერთმანეთს. ხელი ნელა გადავატარე იქვე დადებულ ფირს და მის ფირფიტებს. ღიმილს ვერ ვწყვეტდი. საბოლოოდ კი რაფასთან შევჩერდი. ეს ხომ ჩემი ადგილი იყო…
-მგონი, შენი შარვალი რომ მომაგდო, მხოლოდ ამითაც კი დავორსულდები.
-რა?!
შევატყვე დაიბნა,მაგრამ ჩემს უკბილო ხუმრობაზე მაინც ჩაიცინა.
-მაკას ამიტომ უნდოდა ჩემთან საუბარი... ანდრეა.
თვალებში ღიმილით შევხედე და მუცელზე მაშინვე ხელი მივიდე.
მისი თვალები აგიზგიზდა, სწრაფად,ადგა მომიახლოვდა და წინ ამესვეტა.
-გაიმეორე..
-მუცელში ავალიანი მიზის, ანდრეა.
ჩურჩულით ამოვილაპარაკე და თვალებში ჩავაშტერდი. დაბნეულობისგან და ემოციებისგან, მეგონა წაიქცეოდა. უსწრაფესად მომკიდა წელზე ხელები, ჩამეხუტა და დამატრიალა.
ერთიანად ამიტყდა სიცილი და მთელი ძალით მოვეხვიე.
როდესაც ფეხები კვლავ იატაკს შევახე, ჩემს მხარს მოშორდა და მოწყურებული ტუჩებზე დამეძგერა.
ვნებისგან და სიყვარულისგნ ორივე ერთიანად ვიწვოდით. ეს იყო მომენტი, სადაც ხმის ამოღება ზედმეტი იყო.
როდესაც საკმარისი მეფერა, ოდნავ მომშორდა და თმები აიქექა. ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო…
-და ეს.. საიდან გაიგო მაკამ?
დაბნეულმა მკითხა.
-დემეტრემ ანალიზები დატოვა, უნაყოფოა.
სერიოზული სახე ნელნელა დაასევდიანა და შემდეგ გადაიხარხარა.
-ანდრეა! ნუ იცინი, ცუდი საქციელია.
-ეხლა ქმრის დაცვა არ დაიწყო რა.
ხელი სიცილით აიქნია და მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი. ‘ქმარი’. დემეტრეს ეს სტატუსი ისევ ჰქონდა. მე კი ცოლის და მაინც ჩემს პირველ სიყვარულთან ერთად ვიჯექი საწოლზე.
ანდრეამ და მე მზერა ჩემს ბეჭედზე ერთდროულად გავაჩერეთ.
-ვიცი, უნდა მოვიხსნა, მაგრამ…
-ჯობია ხმა არ ამოვიღო, თორემ რამეს ძალიან ცუდად გეტყვი.
წარბები ამიწია ანდრეამ და საწოლზე გადაწვა.
-არ უნდა გავყოლოდი.-ამოვიხვნეშე და ბეჭედი თითზე დავიტრიალე. მეზიზღებოდა წყვილები როდესაც განქორწინებით ამთავრებდნენ და ახლა მეც ერთერთი მათგანი გამოვდიოდი. ბეჭედი მოვიხსენი და ჯინსის ჯიბეში კარგად ჩავდე, რომ არ დამკარგვოდა.- ახლა არ თქვა, ხომ გეუბნებოდიო.
-ხომ გეუბნებოდი.
თვალები ავატრიალე და დავებღვირე. სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
-მოდი ჩემთან.
ხელი გამიშალა. შარვალი გავიხადე და მაისურით ლოგინში შევწექი. მის ხელზე თავი ჩამოვდე,ზურგით დავწექი და სახე მისკენ გავატრიალე.
თვალებში მიყურებდა, სანამ ხელს აამოძრავებდა.შემდეგ ორივე მის ხელს ვუცქერდით.
ნელა მომკიდა მაისურის ბოლოებზეხელი და მკერდამდე ამიწია.
გაშლილი მტევანი ასევე ნელა და ფრთხილად დამადო მუცელზე და შემდეგ გაიღიმა.
თვაკები დავხუჭე და გავინაბე. ზაფხულის მიუხედავად, მისი გავარვარებული ხელი ჩემს მუცელზე,ძალიან მსიამოვნებდა…


*სამი თვის შემდეგ*


“ნათიას,

დედა, იმედიმაქვს კარგად ხარ. პირველად ვგზავნი ფოსტით წერილს და არ ვიცი, ამას როდის მიიღებ. ძველი ნომერი გადავაგდე. ახალს კონვერტის შიდა მხარეს დაგიწერ და მაშინვე დამირეკე.
ძალიან მენატრები და ვიცი რომ საშინლად გაბრაზებული ხარ ჩემზე.
მაპატიე.. მაპატიე რომ ასე უთქმელად წავედი. მაკა და ლილუ ალბათ გეტყოდნენ, რომ ავალიანთან ერთად ვარ და არ ინერვიულებდი…
შენ ხომ ყოველთვის მოგწონდა ანდრეა.
ორ კვირაში ჩამოვალ, ახლა რაჭაში ვართ, მანამდე სვანეთი მოვიარეთ. ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, დე!
უბრალოდ მჭირდებოდა ოჯახური განტვირთვა ყველაფრისგან.. ანდრეას და თებეას ვგულისხმობ. თებეაც კარგად არის. იმედი მაქვს გამიგებ.
და კიდევ… ჩემი პატარაც კარგად არის. ნელ-ნელა მუცელი მებერება, ხომ იცი ეს როგორც ხდება, არა?
თავის დროზე არ გითხარი, დაგიმალე, შემრცხვა რომ მოღალატე ცოლი ვიყავი. ეს პატარაც ანდრეასია.
ამის გამო დავშორდი დემეტრეს.
ხო მართლა. გუშინ ექოსკოპიაზე ვიყავი და დავრწმუნდი, რომ მაკას გარდა არცერთი ექიმი მიყვარს. მომიკითხე.
ბიჭია.. ჩემს მუცელში პატარა კაცუნაა, რომელიც შენ წარმოიდგინე და ძალიან მოძრავია.
მოკლედ, დამირეკე, მაპატიე.
შენზე მეტად არავინ მიყვარს მართლა დედა! ძალიან,ძალიან მიყვარხარ!”


“დემეტრეს.

დემეტრე, არ ვიცი დაბრუნდი თუ არა უცხოეთიდან. თუ არა, ამ წერილს მაშინ ნახავ, როცა ჩამოხვალ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და რთულ კარიერას მარტივად უმკლავდები.
არ დავიწყებ თქმას, რამდენად კარგი ადამიანი იყავი ჩემთვის. დაუნახავი არ გეგონო, ამას ყოველთვის ვხედავდი. თებეას ნახვას თუ მოინდომებ, შეგეძლება ნახო კიდეც.
ჩემს ბოდიშს თუ მიიღებ, გიბოდიშებ ყველაფრის გამო, რაც კი გაწყენინე.
მშვიდობიანად მინდა ყველაფრის დამთავრება, ზედმეტის გარეშე ამ წერილთან ერთად ჩავდებ განქორწინების საბუთებს და ქორწინების ბეჭედს.
თავს გაუფრთხილდი დემეტრე, კარგი, ნიჭიერი ადამიანიხარ. შენნაირი მხატვრები არ უნდა იკარგებოდნენ.”



“ლილუს.
ჩემს ერთადერთ და უსაყვარლეს დაქალს.

მიუხედავად იმისა, რომ შენზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ძალიან მიყვარხარ ლილუ. ვიცი ეგოისტურად მოვიქეცი, ორსული დაქალი არც კი მოვიკითხე, მაგრამ მიცნობ როგორი ქარაფშუტავარ და როგორი ხელაღებული ვხდები, როცა ავალიანის გვერდით ვარ.
ამას მარტივად გამიგებ. შენ ხომ ყოველთვის გესმის ჩემი.
იმედიმაქვს კარგად ხართ, შენ, პატარა და იოანე.
სანდროს ეხმიანები ხოლმე? აუცილებლად მომიკითხე. თებეას ძალიან მოენატრა ეგ მასხარა.
რომ იცოდე, ბიჭს ველოდები. ძალიან მაინტერესებს შენის სქესიც. თუ ბიჭია, როგორი ბავშვობის ძმაკაცები გაიზრდებიან წარმოიდგინე!
თუ გოგო, ჩემი და ჯაჭვლიანის მეორე გამოშვება გამოვა. ეჭვი არ მეპარება.
ძალიან მენატრები დაქალო! მალე ჩამოვალ, საჭორაო ძალიან ბევრი გვაქვს… ნათიას დაუკავშირდი, ჩემს ახალ ნომერს მოგცემს და დამირეკე. თუ ჩემზე არხარ გაბრაზებული. მომენატრა შენი ბუზღუნი ძალიან, ძალიან.
წერა უნდა შევწყვიტო, სამზარეულოდან დამწვრის სუნი მცემს. სამომავლოდ გაითვალისწინე, საჭმლის გასაკეთებლად მამა-შვილი მარტო არასდროს დატოვო!
გკოცნი.”


***


ყველაფერი დასრულდა.
ორნი ვიწექით ლოგინზე ერთმანეთის პირისპირ და ხმის ამოღება არცერთს არ გვინდოდა ,რადგან ამ სასიამოვნო სიჩუმეს რომელსაც მხოლოდ მელოდია არღვევდა, ჩვენი ხმა აამღვრევდა … ტუჩებზე ვუყურებდი ,თან მსუბუქი და ჩემთვის საოცრად მიმზიდველი მელოდია ჩამესმოდა, ჩემი მარჯვენა ხელი ეჭირა და თავისი ცერა თითით ნელი ხახუნით მეფერებოდა . ჩემი მარცხენა ხელი კი მის სახეს ვერ შორდებოდა …უფრო ახლოს მივიწიეთ ერთმანეთთან.მაგრად მიმიკრა მკერდზე და ჩემს წითელ თმებში ჩარგო თავი …მუსიკა ისმოდა, უკვე ყველასთვის ისმოდა.. ჩვენ ვიწექით ლოგინზე ოთახის შუაში. ირგვლივ კი ჩვენი გრძნობები დაქროდნენ,მოგონებები დაქროდნენ, ერთად გამოვლილი სირთულეები და ტკბილი დიალოები დაქროდნენ .. ზოგიც თვალ უწვდნენელ ჭერს ასკდებოდა, ზოგიც უზარმაზარ კედლებს . ჩვენ კი ვიწექით ერთმანეთში და კვლავ ნელი სინაზით ვუსმენდით მელოდიას, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა და რომელიც გვეგონა, რომ უკვე ყველას ესმოდა.



მთვარის წითელი სონატა.
ისტორიის დასასრული.


დამდეგს გილოცავთ, მეგობრებო!



№1 სტუმარი hipo

miyvars es istoria dzalian tan adrec wamikitxavs magram yoveldge velodebodi axal tavs ????????????bevri warmatebebi shen saocreba xar

 


№2 სტუმარი nuca

mariamze gamagizianebeli personaji jer ar camikitxavs. demetre dzalian shemecoda gamoikenes rasackvia da mere miagdes

 


№3  offline მოდერი Moonlight17

hipo
miyvars es istoria dzalian tan adrec wamikitxavs magram yoveldge velodebodi axal tavs ????????????bevri warmatebebi shen saocreba xar

დიდი მადლობა ❤️

nuca
mariamze gamagizianebeli personaji jer ar camikitxavs. demetre dzalian shemecoda gamoikenes rasackvia da mere miagdes

კი, მართლაც ცოდოა დემეტრე

 


№4  offline წევრი Diamond

სასწაულია ეს ისტორია♥მადლობა უნდა გადაგიხადო მუნლაით ამის დაწერისთვის♥ისეთი დასასრული ჰქონდა როგორიც მინდოდა:დ

 


№5  offline მოდერი Moonlight17

Diamond
სასწაულია ეს ისტორია♥მადლობა უნდა გადაგიხადო მუნლაით ამის დაწერისთვის♥ისეთი დასასრული ჰქონდა როგორიც მინდოდა:დ

ჰაჰა, მადლობა შენ საყვარელო რომ წაიკითხე ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ესეიგი, არ ვიცი როგორ გადმოგცე რას ვგრძნობ, ეს არი ყველაზე მაგარი ისტორია რაც კი წამიკითხავს(განსაკუთრებით ეს თავი) ❤️ეს არი სრული საოცრება, ეს რა შენ❤️❤️❤️ყველაზე მაგარი ხარ მუნლაით❤️❤️❤️არ გიცნობ მაგრამ ჩემი გული უკვე დაიბყარი❤️????
აბა ველოდები ახალ უმაგრეს ისტორიებს შენგან❤️❤️❤️ძალიან მაგარი ხარ❤️❤️❤️❤️❤️ისე გამიხარდა მარიამი და ანდრეა რო შერიგდნენ რო, აი ცას ვეწიე სიხარულუთ❤️❤️❤️მეტი რაღა უნდა გითხრა აბა დამდეგს გილოცავ❤️❤️❤️და ხო მე ის ვარ “ნიცა”❤️❤️

 


№7  offline წევრი ნანა73

კარგი გოგო ხარ შენ და დიდი მადლობა ეს ისტორია რომ ისევ წამაკითხე ❤️❤️❤️

 


უუუუუუუძალიანესად მომეწონა, აი იცი როგორი იყო? მუცელში პეპლები, ემოციების ვერ გაკონტროლება, სიხარული, სიყვარული, ცრემლი და ბესნიერება, გილოცავ ახალ წელს და გისურვებ სულ ასეთი კარგი ისტორიები გეწეროს^_^

 


№9  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი მარიამი
ესეიგი, არ ვიცი როგორ გადმოგცე რას ვგრძნობ, ეს არი ყველაზე მაგარი ისტორია რაც კი წამიკითხავს(განსაკუთრებით ეს თავი) ❤️ეს არი სრული საოცრება, ეს რა შენ❤️❤️❤️ყველაზე მაგარი ხარ მუნლაით❤️❤️❤️არ გიცნობ მაგრამ ჩემი გული უკვე დაიბყარი❤️????
აბა ველოდები ახალ უმაგრეს ისტორიებს შენგან❤️❤️❤️ძალიან მაგარი ხარ❤️❤️❤️❤️❤️ისე გამიხარდა მარიამი და ანდრეა რო შერიგდნენ რო, აი ცას ვეწიე სიხარულუთ❤️❤️❤️მეტი რაღა უნდა გითხრა აბა დამდეგს გილოცავ❤️❤️❤️და ხო მე ის ვარ “ნიცა”❤️❤️

ნიცა, მარიამ, რა მნიშვნელობააქვს სახელს. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადო რომ მომყვებოდი და მკითხულობდი ❤️❤️

ნანა73
კარგი გოგო ხარ შენ და დიდი მადლობა ეს ისტორია რომ ისევ წამაკითხე ❤️❤️❤️

მადლობა შენ, ნანა რომ ერთგული მკითხველი მყავხარ ❤️

სიყვარული გულს გვტკენს
უუუუუუუძალიანესად მომეწონა, აი იცი როგორი იყო? მუცელში პეპლები, ემოციების ვერ გაკონტროლება, სიხარული, სიყვარული, ცრემლი და ბესნიერება, გილოცავ ახალ წელს და გისურვებ სულ ასეთი კარგი ისტორიები გეწეროს^_^

მეც გილოცავ საყვარელო და გისურვებ რომ სიყვარულს შენთვის გული არასდროს ეტკინოს ❤️

 


№10  offline წევრი S.მეგი

ძალიან ძალიან მაგარი იყო❤მადლობა შენ ამისთვის❤საოცრება ხარ❤

 


№11  offline მოდერი Moonlight17

S.მეგი
ძალიან ძალიან მაგარი იყო❤მადლობა შენ ამისთვის❤საოცრება ხარ❤

უღრმესი მადლობა! ❤️

 


№12  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

ვაუ რამაგარიააააააა

 


№13  offline მოდერი Moonlight17

ninnnnnnnoooooooo
ვაუ რამაგარიააააააა

❤️ ❤️

 


№14  offline წევრი sofi_sofiaa13

ძაან ვაფრენ ისე მომწონსს
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent