შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოზები*5*


31-12-2019, 09:27
ავტორი წერო:)
ნანახია 1 902

ბარსელონა...ოო ბარსელონა რა ლამაზია...მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს მაინც ოთახში ვიქნები გამოკეტილი.ისე თუ აქაურობას თავი დავაღწიე "ვიბლატავებ" მერე ბარსელონაშიც ვიყავითქო.
ეეჰ ჩემო ალოგიკურო პიროვნებავ...როდის გეშველება რამე...
არა, ისე ახლა მარტო სარკაზმი თუ მიშველის და ირონია თორემ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე.
მე არ ვიყავი რომ ვამბობდი გზაში გაქცევა ადვილი იქნებათქო?
შენც არ მომიკვდე!
ერთი ბორკილით მანქანას ვარ მიჯაჭვული და მეორით ვიღაც ახმახს .ფანჯრის ჩამოწვის უფლებას არ მაძლევენ და კარიც კი ჩაკეტილია.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
კივილსაც კი არანაირი აზრი აქვს და ამიტომ ჩემთვის წყნარად ვზივარ და ფანჯრიდან ხედებს გავყურებ.
მადრიდიდან ბარსელონამდე თითქმის ნახევარი ქვეყანაა და ამ მილიონერმა განგსტერებმა თვითმფრინავის ნაცვლად მანქანით მგზავრობა მოინდომეს.
მე კიდევ სომეხს ვის ვეძახდი.
მაგრამ რას ერჩი ?ჭკვიანურია ნაკლებად შესამჩნევები იქნებოდნენ და მეც არსად გამოვჩნდებოდი.ძალიან სწრაფად მიდიან და ეს ცოტა არ იყოს მაშფოთებს მაგრამ არც იმდენად ცუდად გამხადოს.მზერა წინ მსხდომებისკენ მივმართე,საჭესთან ენდრიუ იჯდა გვერდით კი მისი აღმატებულება მატიასი ბრძანდებოდა.რას არ მივცემდი ახლა წიხლქვეშ რომ გამეგდო და ის სიმპათიური სახე შემელამაზებინა.მართლა რა შარმულები არიან ეს ესპანელები!სქელი წარბები,მოგრძო,შუბლზე დაუმორჩილებლად ჩამოყრილი თმა ,მუქი ფერის თვალები,ლამაზი ფორმის ტუჩები და გამოკვეთილი ღავწვები და ყბა.
მილიონერი ,განათლებული და საქართველოში სასურველი სასიძო მაფიოზი რომ არ იყოს.
ყველა სიმპათიური ბიჭი დეგენერატი რატომაა მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ და ვერ გავიგე.ღირსი არაა ახლა იმ თმებით ითრიო?!
_მალე მივალთ?_როგორც შემეძლო ისეთი შეწუხებული ხმით ვთქვი
_ადრე მოგწყენია_ჩაიცინა მატიასმა_ ჯერ მხოლოდ ორი საათია რაც გზაში ვართ
_"მხოლოდ"_მივბაძე და სახე დავჭყანე მან კი თვალები დამიბრიალა
დაძინება გადავწყვიტე თუ ასე ჩქარა გააგრძელებენ სიარულს ალბათ ღამით ჩავალთ,მე კი გაქცევის შანსი რომ გამომიჩნდეს არ მინდა სადმე დამეძინოს.
***
მანქანიდან გადმოსვლისას გაქცევის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.ბორკილები რომ მომხსნეს მაშინვე გავიქეცი ისინიც გამომეკიდნენ და მე ვერ გავასწარი.რას გავაწყობდი ეს ერთი სიფრიფანა გოგო ამხელა, მთასავით ,ნავარჯიშებ კაცებთან?
ჰოდა, ახლა ისევ ოთახში ვზივარ ოღონდ ერთი ლუკმა საჭმელიც არ შემომიგდეს დასჯის მიზნით.
ბარსელონაშიც თავისი სახლი ჰქონია მაფიოზ მატიასს.ექნებოდა აბა არ ექნებოდა?ესპანელი განგსტერია ბიჭი.რა გენაღვლება?
განგსტერები სახლში შემოვიდნენ თუ არა მაშინვე სადღაც წავიდნენ როგორც ხმებიდან გავიგე.
ნუთუ მარტო ვარ?!
იქნებ გავიქცე!ოთახი მოვათვალიერე რომ რამე მეპოვა რაც გამომადგებოდა.სხვათაშორის ფანჯრებიანი ოთახი იყო თუმცა გისოსები ჰქონდა.
თვალი პატარა,უჯრებიან ტუმბოს მოვკარი და მაშინვე გამოვაღე.ათასი ხარახურით იყოს სავსე.მემგონი ასეთი უჯრები ყველა სახლშია სადაც ისეთი ნივთებია ჩაყრილი გადასაგდებად რომ ენანებათ და სად წაიღონ არ იციან, ან სახლში რომ რამეს იპოვიან და ერთ ადგილას აგროვებენ.
ვათვალოერებდი იქ მოგროვებულ ნივთებს და თქვენ წარმოიდგინეთ ქალის უბრალო თმისსამაგრსაც წავაწყდი.მაშინვე თვალწინ წარმომიდგა ყველა სათავგადასავლო ფილმი რაც კი ოდესმე ცხოვრებაში მინახავს და სამაგრის დაგრეხა სწრაფად დავიწყე,სასურველი ფორმა რომ მივაღებინე საკეტში შევუყავი და წვალება დავუწყე.ალბათ ხუთ წუთს მაინც ვეჯახირებოდი სანამ ბოლოსდაბოლოს ჩხაკუნი არ გავიგე.სახელური გულისფანცქალით ჩამოვწიე და გაიღო!მოვახერხე!მადლობა ღმერთს!მაშინვე ოთახიდან გამოვედი და დიდი სიფრთხილითა და ამავდროულად სისწრაფით მივიწევდი გასასვლელისკენ.ხის კიბეები კატასავით ჩუმად ჩავიარე და როცა ერთერთი ოთახის გვერდით უნდა ჩამევლო იქედან გამომავალი ხმაური შემომესმა.
გავშეშდი.რა მექნა არ ვიცოდი.ხმაზე ეტყობოდა ის ვიღაც ცდილობდა ჩუმად ემოქმედა მაგრამ არ გამოსდიოდა.ცნობისმოყვარეობამ მსძლია და თავი ისე ამოვყავი ოთახში ვერ გავიაზრე.როცა მივხვდი უკვე ოთახში ვიყავი წარმოდგენებში თავი ჩამოვიხრჩე.სუულ!ღმერთო სულ ასე რატომ ვაკეთებ?!მაშინაც ასე შევიჭერი ოთახში და გამიტაცეს.ნეტავ ახლა რაღა დამემართება?კაცმა ჩემი ოთახში შესვლა გაიგო და დაიძაბა ნელა შემობრუნდა ჩემსკენ და სახეზე გაოცება გამოეხატა მე რომ დამინახა.ჰო,აშკარად არ მელოდა
_ეს შენ ხარ!_მითხრა მან და თვალები გაუფართოვდა მე კი გაოცებული ვაკვირდებოდი და გონებაში რაღაც მოგონება ყინულის ამოტეხვას ცდილობდა.ეს კაცი საიდანღაც მეცნობოდა.საიდან ნეტავ?რას ნიშნავს"ეს შენ ხარ!"?
_ ვინ ხარ?_ძლივს ამოვიბუტბუტე იმდენად შეცბუნებული ვიყავი იმით რომ ეს ესპანელი კაცი მიცნობდა მე კი წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო.
_არ გახსოვარ?არა ხო..?შეიძლება...მისმინე, მაშინ, კლუბში რომ ვიღაც გადაარჩინე ის ვიღაც მე ვიყავი._და აი, მოგონებამ ყინული ამოტეხა და გამახსენდა ის კაცი მატიასი რომ კლავდა.თურმე საიდან მეცნობოდა!მაშინ სიბნელეში კარგად ვერ დავიმახსოვრე როგორ გამოიყურებოდა
_შენ იყავი?_მთელი გულით გავიღიმე_როგორ ხარ?
_ძალიან კარგად ვარ.ბეწვზე მომისწარი მაშინ,შენი დიდი მადლობელი ვარ. აქ რას აკეთებ?
_მომიტაცა..._კაცმა პირი დააღო
_მატიასმა მოგიტაცა?
_ჰოო მომიტაცა...ისე შენზე გავიგონე რომ ლაპარაკობდნენ,დიეგო გქვია ხომ?გეძებენ! აქ რატომ მოდი?გიპოვიან!გთხოვ აქედან გასვლაში დამეხმარე და შენც წადი!
_ვიცი რომ მეძებენ_ თქვა დიეგომ_აქ რატომ ვარ?_სევდიანად ჩაიღიმა_იცი მატიასი რატომ მკლავდა?ადრე მისგან დიდი ფული ვისესხე ორმოცდაათიათას ევრომდე დაახლოებით_თვალები გამიფართოვდა. ორმოცდაათიათასი ევრო?ამდენი რად უნდოდა?_მერე ვეღარ დავუბრუნე და ახლა დამსდევს.ცოლ-შვილის ამოხოცვით და ბოლოს ჩემი მოკვლითაც მემუქრება.ვერც ახლა დავუბრუნებ,არ შემიძლია,არ მაქვს და მისი გამოაშკარავება მინდა პოლიციის წინაშე რომ იქნებ ციხიდან მაინც ვერ მომწვდეს._გაოგნებული დავრჩი.მატიასი იმაზე სასტიკი ყოფილა ვიდრე მეგონა.ამდენს არ ველოდი,თანაც ის ხომ მილიონერია?!ეს პატარა ორმოცდაათიათასი იმდენად სჭირდება რომ ოჯახის ამოხოცვაზე წამსვლელი?კიდევ უფრო მეტად შემზიზღდა მაფიოზი და დიეგოს მიმართ სიბრალულით ავივსე._აქ კი იმიტომ ვარ რომ რამე ისეთი საბუთი ვიპოვო რაც ცხოვრების ბოლომდე ციხეში გამოკეტავს_სევდიანი ღიმილით დაასრულა დიეგომ და თვალებში ჩამდგარი ცრემლი,ხამხამით მოიშორა
_რატომ უბრალოდ პოლიციას არ გამოძახებ და ეტყვი რომ ეს სახლი მაფიოზის ბუნაგია?
_უკვე გავაკეთე ეგ და საეჭვო ვერაფერი იპოვეს.ამიტომ ახლა მე თვითონ ვეძებ ამის საბუთებს
_დარეკე პოლიციაში და უთხარი რომ მე მომიტაცა იმის გამო რომ შენ გადაგარჩინე.მეტი საბუთი რა გინდა?_მაშინვე იმედით ავივსე და ლამის ხტუნვა დავიწყე.ამ კაცს ჩემი აქედან გაყვანა შეეძლო.
_ამას ვერ გავაკეთებ_განაჩენივით ჩამესმა ყურში დიეგოს წინადადება და მეცხრე ციდან მთელი სიჩქარით ჩამოვვარდი
_რატომ?
_იმიტომ რომ შენ ჩემი დახმარება შეგიძლია. თანაც პოლიცას მაინც ყველანაირად დაარწმუნებს რომ არ მოუტაცებიხარ.არც მკითხო როგორ.
_რა შემიძლია?_ყბა ლამის იატაკზე დამივარდა
_დახმარება_საშინელმა ბრაზმა მომიცვა და ხმამაღლა ვუთხარი
_ერთხელ უკვე დაგეხმარე და სიკვდილისგან გიხსენი!განგსტერს ვეჩხუბე და ახლა აქ ვარ გამოკეტილი!შენ კი ტელეფონის ხელში აღება და დარეკვაც არ გინდა?რა ადამიანი ხარ?!
_არაა..._დიეგომ ხელები გააასავსავა უარყოფის ნიშნად და ოთახში ჭიშკრის გაღების ხმა შემოვიდა.დიეგო მაშინვე ფანჯარასთან მივიდა შესამოწმებლად
_ჯანდაბა!_კბილებში გამოცრა მან_ მოვიდნენ!მისმინე,შენ რაც შეგეძლება ინფორმაციის შეგროვება ან საბუთების ან რაიმე დამამტკიცებელი საბუთის რომ მატიასი ციხეში გამოვკეტო შეაგროვე კარგი?და დროდადრო ჩემს კაცს გამოვგზავნი რომ მას უთხრა.როცა საჭირო მასალას შევაგროვებ შენც გამოგიყვან აქედან!ახლა უნდა გავიქცე თორემ ორივეს დაგვერხევა.შენც გირჩევნია ოთახში შებრუნდე._მომაყარა უცბად და ოთახდან გავარდა წამის მეასედის განმავლობაში გაოგნებული ვიყავი შემდეგ კი ადრენალინი ძარღვებს მიასკდა და ოთახიდან რაც შემეძლო ისე სწრაფად მოვკურცხლე რადგან ახლა გაქცევას ვეღარაფრით მოვახერხებდი და არ მინდოდა უფრო დიდ შარში გამეყო თავი.ჩემს "საპყრობილეში" საკუთარი ნებით შევედი, კარი მივხურე, საწოლზე ჩამოვჯექი და ნერვები უკანასკნელ ზომამდე დამეჭიმა.ადრენელინმა თითქოს კიდევ უფრო მოიმატა იმის გაანალიზებაზე თუ რა დამემართა ახლა.თავისუფლების ბილეთი საკუთარი ხელით გადავხიე ისევდაისევ ჩემი ცნობისმოყვარეობისა და ისევდაისევ ამ დიეგოს გამო!დავიღმუვლე და წიხლი კედელს მივარტყი.იმდენად ვიყავი გაცეცხლებული რომ ტკივილიც არ მიგვრძნია.ეს რა ჯანდაბა მოჩორთა დიეგომ?!დავეხმარო რომ მატიასი ციხეში გაუშვას?მოდი და თვითონ დამხმარებოდა აქედან გაღწევაში და თავადაც დიდი სიამოვნებით გამოვკეტავდი ამ სადისტს!
თავისუფლებასთან რა ახლოს ვიყავი!ახლა მუჭი გავუქანე კედელს და მერე გაშლილი ხელი დავარტყი მთელი ძალით.ღრმად ვსუნთქავდი და სახეზე იმდენად გაცეხცლებული,შურისმაძიებელი,ბოროტი და ლამის ჭკუიდან გადასული გამომეტყველება მქონდა რომ შემოგეხედათ მაშინვე მიხვდებოდით როგორ გამოიყურება გაბრაზებული დემონი.
კარი გაიღო და ოთახში მატიასი შემოვიდა.
_კარი ღია რატომ იყო?_მკაცრი ტონი ჰქონდა.ჩემი ეს "დემონური" მზერა მისმკენ მივმართე და ვუყვირე
_მე რას მეკითხები?დებილი მსახურები რომ გყავს იმათ მოკითხე!ან რაში გაინტერესებს?მაინც აქ ვარ!გამიშვი ან გაბრძანდი და ეგ კარი ჩაკეტე თუ გნებავს!_ნამდვილად არ ელოდა მატიასი ჩემს ასეთ რეაქციას და დაეტყო რომ გვარიანადაც გაბრაზდა
_შენ ზედმეტი ხომ არ მოგდის?! სულელო გოგო!მგონი ძალიან გაგიტკბა არა რომ არაფერს ვაკეთებ?_დაიღრიალა მან და ჩემდა გასაკვირად ამან შეშინების ნაცვლად უფრო მეტად გამამწარა.
_ყველა სიტყვაში უნდა მამადლო რომ არაფერს აკეთებ?გააკეთებ და აქედან თუ გავაღწიე პოლიციაში უფრო დიდი საჩივარი მექნება!მე გთხოვე მომიტაცეთქო?_ვუკივლე და ფეხი იატაკზე დავარტყი.მატიასის სახე გაბრაზებულ ლომს დაემსგავსა.თვალები უბრიალებდა და პირის გაღებისას ლაპარაკის ნაცვლად ღრიალი ამოსდიოდა.
_ენა ჩაიგდე!შე პატარა ძუკ*ა!გასწავლი ჭკუას აი ნახავ მარტო დღეს კი არა მთელი ორი დღე საჭმელს ვერ ეღირსები!_იყვირა და გასვლისას კარი მთელი ძალით გაიბრახუნა.


აუუუ წინაზე როგორ გამახარეთ იცით?მთელი დღე გაკრეჭილი დავდიოდიდდდ
კიდევ გაიმეორეთ რა დდ



№1 სტუმარი ))

კარგია ძალიან მაგრამ მალ მალე თუ დადებ გამახარეებ სულმოუთმენლად ველი ხოლმე როდის დადეეებ

 


№2  offline წევრი sofo_sofia 13

ვამე ნერვებს მიშლის ეს მატიასი

 


№3  offline წევრი წერო:)

))
კარგია ძალიან მაგრამ მალ მალე თუ დადებ გამახარეებ სულმოუთმენლად ველი ხოლმე როდის დადეეებ

აუუუ აი ახალი წლის მოლოცვააც დდდ იცი როგორ გამეხარდა რომ თქვი სულმოუთქმელად ველიო?დდ
გაგახარებს ღმერთი დდ♡♡♡

sofo_sofia 13
ვამე ნერვებს მიშლის ეს მატიასი

რატო კაცო რას ერჩი დდდ ზრდილობიანი ბიჭია დდ
კაი ხო შეიძლება გამოსწორდეს ;)

 


№5  offline წევრი წერო:)

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მომწონს

მადლობააა♡♡

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუ ძაან საინტერესო და ჩამთრევიაა,გააგრძელე აუცილებლად და მალე დადეეე☺️????????????

 


№7  offline წევრი წერო:)

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მომწონს

♡♡♡♡♡

სტუმარი თაკო
აუუ ძაან საინტერესო და ჩამთრევიაა,გააგრძელე აუცილებლად და მალე დადეეე☺️????????????

მალე დადების რა გითხრა :))))ვეცდები.მადლობააა♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent