შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულამდე ათი ნაბიჯია II


3-01-2020, 17:03
ავტორი Celine
ნანახია 1 126

-როგორ ბედავ? -გაჰკივლა ქალმა, თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. დაჩი ბურდული კი მანქანასთან გაშეშებულიყო და ევა კეჟერაძეს გაავებული ჩასჩერებოდა თვალებში.
-რომ შემეძლოს აქვე მიგგუავდი,ევა! - გამოსცრა კბილებში და სიტყვებს მთელი ზიზღი ამოაყოლა,თითქოს და ქალი,რომელიც უყვარდა დღეს მთელი გულით სძულდა.
-შენს ცოლობას და ცხოვრების თავიდან არევას მირჩევნია ახლავე მომკლა ბურდულო! -მამაკაცის ელი ხელებში მოიქცია ა ყელთან მიიტანა -მიიდი! -გაჰკიოდა ისევ -თუ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს ჩემი ტანჯვა რაღატომ უნდა გაწელო? მიი და აქვე დაასრულე. დამიჯერე ჩემს ოჯახში მაინც არავის ადარდებს დღეს ამომხდება სული თუ ხვალ! -გადაღლილი იყო ევა კეჟერაძე. თვალები ჩაშავებოდა და ამ დაღლილობისგან ფეხებიც მოეკვეთა,რომ არა დაჩის ძლიერი მკლავები იქვე გაიშხლართებოა
-ფრთხილად. -უთხრა ხმააბლა და ხელში აიტაცა ძალაგამოცლილი ქალი
-გთხოვ დაჩი,ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს,გთხოვ ეს არ გამიკეთო. -ლუღლუღება ევა და ცრემლებს კვლავ ვერ იკავებდა. არაფერი უთქვამს მამაკაცს. სახლში აიყვანა და თავისსაწოლზე ფრთხილა დააწვინა. შემდეგ ირაკლის მიუბრუნდა,საბუთები აუფრიალა
-ხელს მაშინ მოვაწერ,როცა ევა ჩემი ცოლი გახდება. -კარისკენ წავიდა - და ხო მართლა,ეცადე აღარ იტიროს,თორემ სანანებელი გაგიხდებათ ყველას მისი თითოეული ცრემლი!
დაჩი ბურდული კორპუსიდან მალევე გაუჩინარდა და რამდენიმე დღე იგი კეჟერაძეებს აღარ უნახავთ. ევა ფიქრობა,რომ სიტუაცია ჩაწყნარდა,თუმცა მალევე გაუქარწყლა ფიქრები ბურდულის გამოჩენამ. თავის საყვარელ პარკში იჯდა ევა,როდესაც ბურდული გვერდით მიუჯდა. ხმა არცერთს ამოუღია უბრალოდ ისხდნენ და ფიქრობდნენ. პირველად აქ გაიცნეს ერთმანეთი და ყველა წამის გახსენებისას მკრთალი ღიმილი ეპარება მათ ტუჩებს.
ბოლოს მაინც დაციმ დაარღვია სიჩუმე და ისევ ზიზღით მოცულმა ხმამ მოიცვა ჰაერი.
- იცი რა ხდება ევა,მაშინ,როდესაც რაღაცას ვერ იღებ? -ქალისკენ არც გაუხედავს ისე მიმართა
-რა ხდება დაჩი? -არანაკლები ზიზღით წარმოთქვა ევამ
-გადადიხარ მუქარაზე და მარტივად გთანხმდებიან. თან ხო იცი,ჩვენს საქმეში ეგ ხშირად ჭრის. -გაეცინა ბურდულს
-ხო ეგ თქვენს საქმეში,მაგრამ როგორ ფიქრობ ჩემთან გაჭრის? -ამაყად წარმოთქვა ევამ და დაცის თვალებში ჩახედა
-ორი ვარიანტი გაქვს -რამდენიმე წამით დააკვირდა ევას ნაკვთებს და შემდეგ განაგრძო - ან ცოლად გამომყვები ან ირაკლის ბინძური საქმეები ამოტივტივება და მოიცა დავფიქრდე - თვალები მოჭუტა ,ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო,კბილებს შორის მოიქცია და მოუკია -ხო კი,ნამდვილა აიჭერე. თან მაქ საქმეებში ავითიც არ იყო მთლა პრინცესა. მერე დარჩებით შენ და ნანა. -გაოგნებული და სიბრაზით სავსე უყურებდა ევა კეჟერაძე დაჩი ბურდულს და ვერ წარმოეგინა,რომ ოესღაც ეს ადამიანი უყვარდა.
- საკითხავი ისაა,რაში გაწყობს ჩემი ცოლობა. -თქვა ევამ და მანაც მოუკიდა ერთ ღერ სიგარეტს. ბურდული ოდნავ შეპარული ღიმილით დააჩერდა ევას და რამენიმე წუთის სემდეგ თქვა
-როცა დრო მოვა გაიგებ. ახლა კი,რამენიმე დღეს გაძლევ. წადი სადაც გინდა,დაისვენე,ყველაფერი გადახარშე და როცა იმ პასუხამდე მიხვალ,რომელიც ორივეს გვაწყობს დამირეკე.
ერთხანს კიდევ უყურა ევას. შემდეგ წამოდგა და გაუჩინარდა.
მართლაც ,როგორც უთხრა დრო მისცა დასაფიქრებლად.
თუმცა ევა ვერ ფიქრობდა,არ იცოდა რა ექნა. ქვეყნიდანაც ვერ გაექცეოდა დაჩი ბურდულს.
ამასობაში ევა სამსახურშიც აიყვანეს და ოჯახშიც აღარავის წამოუჭრია ეს თემა. დრო სწრაფად გადიოდა და დაჩი უკვე მოთმინებას ჰკარგავდა.
ევას დაბადების დღემდე ირაკლიმ ვერ მოითმინა და წამებში ყველაფერი ჩააშხამა ევას. ისევ არ წყვეტა საუბარს იმ კომპანიის შესახებ თუ როგორ სჭირდებოდა ის და ყოველღამით ევა ტირილისგან გადაღლილი იძინებდა და იღვიძებდა.
სამშაბათ საღამოს ნანა და ევა მარტო დარჩნენ სახლში. ჩაი მოიმზადეს და საუბარი დაიწყეს. თითქმის ყველა თემას მოენენ,რისი გახსენებაც შეეძლოთ და ევას სიყვარულის ამბავიც არ გამოჰპარვია ნანას.
-მითხარი დედი,ისევ გიყვარს? -ევა წამიერად ჩაფირდა,ღრმა ამოიხვნეშა და გაუღიმა
-ამ ქვეყნად მასზე მეტად არავინ მძულს ნანაჩკა და იცი ეგ შენც. -ლოყაზე უჩმიტა
-არა,ეგრე არ ხდება. როცა გყვარს ვერ შეგძულება,შეიძლება გაბრაზებული იყო,ზუსტად ისე როგორც შენ ხარ მაგრამ ვერ შეიძულებდი დე და მითუმეტეს ვერ გააიყვარებდი.
-კარგი რა ნანა,წლები გავიდა უკვე. პატარა აღარ ვარ,რომ დაჩის სურნელზე პეპლები ამიფართხალდნენ მუცელში. -ჩაეღიმა და რა საკვირველია ეს ჩაღიმება ნანას არ გამოჰპარვია. -დე.. ირაკლი შენგან შორს რომ იყოს რას იზამდი?
-მამაშენი ცივი ადამიანია ევა. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. მე მოვკვები მამამშენის გარეშე,შენი ძმის გარეშე და რა თქმა უნდა, შენს გარეშე. ჩემი პირველი სიყვარულია ირაკლი და მუყდამ ასე გაგრძელება. შენ არ გინახავს მაგრამ მე ყოველ საღამოს ვედავ მის თვალებს,რომლებიც სიყვარულისგან კაშკაშებენ..
მეტი აღარ გაუგრძელებია ნანა,რადგან ევა თავის ოთახში მალევე შეიკეტა. ცრემლებმა ისევ გაიკვლიეს გზა თვალებისაკენ ,ტელეფონი მოიმარჯვა და ძველ,დიდ ტკივილს დაურეკა ..
-დაჩი. -გაისმა ევას აფორიაქებული ხმა
-ევა. - მოსწონდა ევას ,როგორც ამბობა დაჩი მის სახელსდა ყოველ ჯერზე უნებლიედ ეღიმებოდა.
-თანახმა ვარ. -მხოლო ეს უთხრა და გაუთიშა.
ფანჯარასთან ჩამოჯდა,სიგარეტი მოიმარჯვა და იგრძნო,როგორ ჩაწყდა კიევ ერთი ძაფი მის გულში. იგრძნო კიდევ ერთი ტკივილის მოახლოება,არ იცოდა რას აკეთება,ან რატომ,თუმცა გააწყვიტა რომ მისი ოჯახი ამ ნეხვიდან თავად ამოეყვანა. ყველა საბუთი,რაც ირაკლისა და დავითის დამნაშავეობაზე მიუთითება უნდა მოეძებნა დდა სამუდამოდ გაენადგურებინა. შემდეგ კი შური ეძია ადამიანზე,რომელმაც გული სამუდამო ამოგლიჯა და ყველაზე ბედნიერი წუთები წამებში გამოაცალა ხელიდან.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან კარგი იყო მაგრამ პატარა.. არ მეყო..
ველი ახალ თავს ^-^

 


№2  offline წევრი აბლაბუდა

კარგი ისტორია არის მომწონს ცოტა მოცულობას თუ გაზრდი უკეთესი იქნება

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 


№4 სტუმარი ვაო

აუუ როდის დადებ?

 


№5  offline წევრი Celine

ვაო
აუუ როდის დადებ?

აი ახლა ავტვირთავ. ბოდიში რომ დავაგვიანე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent