შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი პატარძალი (თავი მესამე)


3-01-2020, 17:42
ავტორი Mia_smith
ნანახია 3 643

შენიშვნა:*- * მსგავს ჩანაწერში მოცემულია ლილეს ფიქრები.

-ერთი ჭიქაც და უნდა წავიდე,თორემ ჩემი ქმარი გაგიჟდება მარტო ყოფნისგან.სიცილით ვუთხარი მამაკაცს და პატარა ჭიქით არაყი უცბად გადავკარი.
-კარგი,მაგრამ კიდევ გვესტუმრე
-აუცილებლად სიცილით ვუთხარი კეთილ მასპინძელს,გადავეხვიე შემდეგ კი სახლი სწრაფად დავტოვე.ალბათ გაინტერესებთ რამოხდა მას შემდეგ რაც რაჭაში ჩამოვედით.როგორც ყოველთვის ვიჩხუბეთ,მერე მე წამოვედი დიდი მცოდნესავით ამ ადგილების,გზაში კი ეს არაჩვეულებრივი მადპინძელი შემხვდა.ძლივს მიჰქონდა მძიმე ჩანთები მეც როგორც კარგად აღზრდილმა გოგომ გადავწყვიტე დავხმარებოდი ხანშიშესულ მამაკაცს.ასე ავღმოჩნდი ვანოს სახლში.რატომ არ შეიძლება სიყვარული ასე უბრალოდ მარტივი იყოს?ყოველგვარი დაბრკოლებისა და სირთულის გარეშე,თუნდაც ცხოვრება,რომ მისგან მაქსიმალური ბედნიერება მივიღოთ?თავბრუ მესხმოდა,მაგრამ ალბათ ეს იმის ბრალი იყო რომ დავლიე.
-სად იყავი ამდენი ხანი?გაბრაზებული დემეტრეს ხმამ მომწყვიტა ფიქრებს.
-ჯანდაბაში,მოკლედ მოვუჭერი ბიჭს და სავარძელზე ჩამოვჯექი.დემეტრემ ღრმად ამოისუნთქა,ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა და საუბარი დაიწყო.
-ლილე,მესმის რომ დღეს ზედმეტი მომივიდა,მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ მთელი დღით დაიკარგო,სრულიად უცხო ადგილებში და მანერვიულო,ბოლოს იმასაც კი ვფიქრობდი რამე ხო არ დაემართა მეთქი.
-მერე ეგ უკეთესი არაა?ერთი ტვირთი მოგშორდებოდა მხრებიდან,ჩემი ძმაც დაისვენებდა,დედაც,შენც და ალბათ მეც.
-ნუ სულელობ,მსგავსი რამ მეორედ აღარ თქვა.
-რატომ?მაინც არ გიყვარვარ,არც შენ არც ჩემს მშობლებს და არც ჩემს ძმას,ვინღა დარჩა?უი არავინ.სიცილით ვუთხარი დემეტრეს და ფეხზე წამოდგომა ვცადე,სწორედ შენიშნეთ ვცადე რადგან წამის მეასედში ძირს დავეცი,რადგან ჩემს გარშემო ყველაფერი ტრიალებდა.
-სად დალიე ძალიან მაინტერესებს ამ შუა რაჭაში,გაბრაზებულმა მომიგო ჩემმა თაფლისფერთვალებამ და ხელში ამიყვანა.
-მე და ვანომ დავლიეთ ოთხი არა ხუთი ჭიქა არაყი,თან თითებით ვანიშნებდი ბიჭს უკეთ რომ მიმეხვედრებინა.
-ღმერთო გამძლეობა მომეცი,ცივი შხაპი და მალე გამოფხიზლდები.
-არა გთხოვ,ისედაც მცივა,არ გავცივდე.
-არაუშავს,როგორმე გადაიტან.
მისი სიტყვები და ჩემს თავზე ცივი წყლის ნაკადის ერთდროულად დასხმა ერთი იყო.მომენტალურად გავიყინე,თითქოს ყველა მოგინებამ თვალწინ ჩამირბინა,ჩემი და ელენეს პირველმა ჩხუბმა,დედას და მამას გაუთავებელმა კამათმა,ჩემი ძმის ზიზღით სავსე თვალებმა,დემეტრეს ნათქვამმა “არ მიყვარხარ ეს უბრალოდ თამაშის ნაწილი იყოო”,ავარიამ,ელენეს დასაფლავებამ და კიდევ მილიონმა კადრმა.რითი დავიმსახურე ეს ყველაფერი?მხოლოდ ოცი წლის ვარ და ამ ცხოვრებამ იმაზე დიდი ტკივილი მომაყენა ვიდრე,სხვა ნებისმიერს.ცრემლებმა თვითონ იწყეს ჩემს სახეზე გზის გაკვლევა,წყლის ქვეშ ჩავიკუზე,თავი მუხლებში ჩავმალე და იმხელა ხმაზე ვიკივლე,ვიგრძენი დემეტრემ ერთი დანიბიჯი უკან როგორ გადადგა.ბავშვივით ვტიროდი,არ მაინტერესებდა ამ წუთას არავინ და არაფერი,მინდოდა ამ ტკივილის და ყველა მოგონების მოშორება,რაც წარსულთან მაკავშირებდა,მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი ყველა კადრის მეხსიერებიდან წაშლას მით უფრო მეტი მახსენდებოდა.ხელები საფეთქლებთან მივიტანე,მუშტი შევკრი და რიტმით დარტყმა დავიწყე.
-მომშორდი გთხოვ,ტირილით ვეუბნებოდი ჩემს ფიქრებს.
*-ლილე,გაეთრიე აქედან,შენ მოკალი ჩვენი და,ჩამესმოდა საბას ყვირილი თავში”
*-მერამდენედ შეიძლება გიორგი მიღალატო და ხალხის დასაცინი გამხადო?ახლა თამარას ხმა მესმოდა”
*-ჩემი პრინცესა ხარ შენ ლილეკო,ელენეს ნაზი და ხავერდოვანი საუბარი*
*-ჩვენი მეგობრობა შენ გაანარაგურე*
*-რატომ არასდროს შეგიძლია უფროსებს დაუჯერო?*, *-ბები და ბაბუა შენთან რო კოდიოდნენ მაშინ მოყვნენ ავარიაში* *-ყველანაირად საცოდავი ხარ*.
ღმერთო გთხოვ აღარ შემიძლია,ხელი სააბაზანოს მინას იმდენად ძლიერად მივარტყი,რომ გატყდა.
-ლილეეე,მიყვიროდა დემეტრე,მაგრამ მისი ხმა იმდენად შორიდან მესმოდა,ვერ ვარჩევდი რას მეუბნებოდა.ძალა გამოცლილი,მოკუნტული ვიწექი სააბაზანოს კუთხეში და ყველა ჩემი ახლობელი ადამიანის ხმას ვუსმენდი რომელიც მონოტონურად მეორდებოდა ჩემს თავში.თვალები დავხუჭე შემდეგ კი უსასრულო სიცარიელეში გადავვარდი.

დემეტრე*
ასეთ მდგომარეობაში,რომ დავინახე ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა,ხელში ავიტაცე და უახლოეს საავადმყოფოში წავიყვანე.
-გთხოვთ,ვინმემ მიშველეთ.ყვირილით შევვარდი შენობაში,თავს ათასი ექიმი დამესია.
-დააწვინეთ,მოიტანეს საკაცე და ჩემი პატარა გოგო სადღაც შეიყვანეს.ნერვიულობისგან არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,აქეთ-იქით დავდიოდი,მანამ სანამ ექიმი არ გამოვიდა
-როგორაა,არ ვიცი რა დაემართა გიჟივით იქცეოდა,თითქოს რაღაც სტკიოდა,თავში ხელებს ირტყავდა,ბოლო ხმაზე ტიროდა და ყვიროდა.
-ვიცით რასაც თქვენ გვეუბნებით ის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა რომელიც,ჰალუცინაციებს იწვევს,ეს ნარკოტიკი კი მისი ნერვული შეტევის მიზეზი გახდა.დაახლოვებით ერთი დღე დასჭირდება,რომ მისი ორგანიზმი სრულიად გაიწმინდოს,წამლებს დავუნიშნავთ და გამოჯანმრთელდება,უბრალოდ ეს ყველაფერი მის ფსიქოკაზე აისახება,ახლა მას თქვენი დიდი სითბო თუ ყურადღება დასჭირდება.
-მადლობა,რამდენ ხანში შეიძლება მისის ნახვა?
-პალატაში დააწვენენ ახლა და დაახლოვებით ერთ საათში შეგიშვებთ,თბილად გამიღიმა ასაკოვანმა ქალმა.
-კარგით მადლობა,კიდევ ერთხელ გავუღიმე მას და წყლის აპარატისკენ წავედი.ჯიბეში რაღაც ვიბრირებდა,ტელეფონი,რა თქმა უნდა
-გისმენთ,გაბრაზებულმა ვუპასუხე
-დემეტრე,როგორაა შენი ცოლი,კარგი გოგონა ჩანდა,გული დამწყდა ასე რომ მოვექეცით.
-ვფიცავ გიპოვი და ჩემი ხელით მოგკლავ.
-უი,უი,როგორ შემაშინე,აი ახლავე დაცვას გავაორმაგებ.ჩემს კაცს კარგად უმუშავია ამისთვის პრემიასაც მიიღებს
-ლილეს კიდევ ერთხელ მიუახლოვდებით...
-და რას იზავ?კარგი რა არ დაიღალე ამდენი მუქარით?გააკეთე ჩემთვის ერთი სიკეთე და შეგეშვებით მთელს ოჯახს.
-დაიმახსოვრე ლაშა,შენთვის არადროს არაფერს გავაკეთებ
-სამწუხაროა,არადა კეთილი საქმის გაკეთებას ვცდილობდი,რას ვიზავთ
-ჯანდაბაში წასულხარ,გემრიელად შევაკურთხე და ტელეფონი გავუთიშე.რათქმაუნდა ახვა ვინ იქნებოდა,თოთოეულ ჩემს ნაბიჯს უთვალთვალებს ეს არაკაცი.ვაღირებ,ლილე მართლა მიყვარს,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე,რომ ჩემთან თუ იქნებოდა ვერავინ ვერაფერს დაუდავებდა,მაგრამ შევცდი,ის მე ვერ დავიცავი,თუმცა ახლა ამის გამოსწორება შუშლებელია,ვერ მივატოვებ ასე უბრალოდ და ვერ ვერყვი მართლია მიყვარხარ,მაგრამ მაფია თავს მაშინ დაგანებებს თუ გავშორდებით თქო.შემდეგ საბას რა ბედი ეწევა?ღმერთო გავგიჟდები,ათასი რამეა გასათვალისწინებელი.ლილე ჩემთან უსაფრთხოდ იქნება ვიცი.მე რომ მის მიმართ ასეთი ცივი არ ვყოფილიყავი,სახლიდან არ გავიდოდა და არც იმ ვანოს შეხვდებოდა.ფიქრებიდან ისევ ტელეფონის ზარმა გამომიყვანა,ამჯერად ბიძაჩემი იყო.
-გისმენთ
-დემეტრე სად ხარ?მოაგვარე საქმე?
-ლილე ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვართ,ვინმე გამოგზავნე რომ ხვალ მას შეხვდეს მე ვერ დავტოვებ ასეთ მდგომარეობაში ჩემს ცოლს,ხომ გესმის.
-მესმის შვილო,გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ლილეს,მაგრამ ამ საქმეს შენს მეტს ვერავის ვანდობ,არმინდა რომ კვალი დარჩეს,ხომ გესმის?
-კარგი,მოვაგვარებ.მოკლედ მოვუჭერი მამაკაცს და ტელეფონი გავთიშე.
გასვლა მაინც მომიწია საავდმყოფოდან,რომ იმ კაცს შევხვედროდი,ვჩქარობდი ამიტომ ფული არც გადამითვლია ისე ჩავაგდე საბარგულში და ისევ ლილესთან დავბრუნდი.დაახლოვებით შუაღმის სამი საათი იყო.პალატში ფათაგუთით შევედი და საწოლთან მდგარ სავარძელზე ჩამოვჯექი.ლილეზე ოდესმე თქვენთვის მომიყოლია,რომ ულამაზესია?კუპრივით შავი ოდნავ ტალღოვანი თმა და ცისფერი თვალები აქვს.აქა-იქ ჭორფლებიც აქვს.როცა იტყება ყოველთვის ცხვირის ნესტოებს ათამაშებს ხოლმე.ერთხელ სანამ სიმართლეს გაიგებდა,საჭმელს მიკეთებდა,სიცხე რომ მქონდა და შემთხვევით ხელი დაეწვა ორთქლზე,არ უნდოდა რომ გამეგო მაგრამ აშკარად სტკიოდა,შემთხვევით მოვუჭირე ხელი მაჯაზე და ისე არაადამიანურად იყვირა შიშისგან წვნიანი რამის ზედ გადავიქციე.რო ვკითხე რა გჭირს მეთქი არაფერიო და ცხვირის ნესტოების გაბერ დაიწყო,ხო სასაცილო თვისება აქვს არა?მაგრამ ჯერ ბავშვია და ბევრი რამეს სხვანაირად აღიქვამს,ბავშვითქო იმიტომ ვამბობ,რომ მხოლოდ ოცი წლისაა,არც მე ვარ დიდი მასზე სულ რაღაც ექვსი წლით უფროსი ვარ,მაგრამ ამ ცხოვრებაში იმდენი რამ გამოვიარე თავი ასაკოვანი მგონია.მარჯვენა ხელი შეხვეული ქონდა,ეს სულ გადამავიწყდა შუშა რომ ჩაამსხვრია,იმის გამო ალბათ.მე და მას ბევრი საერთო გვაქვს,რთული წარსული და გამწარებული ახალგაზრდობა,ალბათ ამიტომ მიყვარს ლილე ასე ძალიან,მასში საკუთარ თავს ვხედავ.გეფიცები,ჩემო ცისფერთვალებავ არასდროს გატკენ გულს.
-დემეტრე,ნაზი ხმით მომიგო გოგონამ და თავი ჩემსკენ მოაბრუნა
-გაიღვიძე?წყალი ხომ არ გინდა?
-არა,თავს უჩვეულოდ მშვიდად და მსუბუქად ვგრძნობ.
-ეს ალბათ იმიტომ რომ მე შენს გვერდით ვარ,გახუმრება ვცადე,მაგრამ რამდენად გამომივიდა ვერ გეტყვით.გოგონას არაფერი უთქვამს თავი გაასწორა და თვალები ისევ დახუჭა.
-გვერდით მომიწვები?ცოტახანში სიჩუმე ისევ მისმა ხმამ დაარღვია
-კი,მიიწიე ოდნავ.გოგონა მთლიანად ჩემს მკლავებში მოვიქციე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-ასე გამჭყლიტავ,ოდნავ ღიმილით მომიგო
-ლილე რაღაც უნდა გითხრა
-მითხარი
-ასე აღარასდროს შემაშინო კარგი?
-არვიცი რა დამემართა,მემეგონა ვგიჟდებოდი,ბოდიში ამის შემსწრე რომ გახდი.
-მეორედ აღარ გაბედო და ამის გამო ბოდიში აღარ მომიხადო,ყველას გაგვაჩნია ემოციები ამ ემოციებს კი ზღვარი.შენ იმაზე მეტი გადაიტანე და გაუძელი ვიდრე ნებისმიერმა სხვამ.იცოდე,რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნები რადგან ძალიან მიყვარხარ ჩემი სულელო ბავშვო.
-მემგონი ბოლო სიტყვები მომესმა,შეგიძლია კიდევ ერთხელ გამიმეორო?თავი ამოყო ჩემი კისრიდან ლილემ და ღიმილით მომიგო.
-არა,მეორედ აღარ გაგიმეორებ,დაბღვერილმა ვუთხარი
-კარგი დასაწყისისთვის ესეც საკმარისია.
-მოდი დავიძინოთ რა,მუდარით ვუთხარი გოგონას
-კარგი. თვალები დავხუჭე შემდეგ კი მშვიდად დავიძინე.




*ლილე
თვალები,რომ გავახილე პირველი რაც დავინახე საათი იყო,რომლეიც შუადღის სამს აჩვენებდა,მეორე კი ექთნები რომლებიც მე და დემეტრეს ზემოდან დაგვყურებდნენ.
-ბოდიში,უბრალოდ ძალიან საყვარლად გეძინათ,მორცხვად მითხრა ერთ-ერთმა და ფურცელზე რაღაცის ჩანიშვნა გააგრძელა.
-მადლობა,სიცილით მივუგე და ოდნავ წამოვიწიე.
-თავს როგორ გრძნობთ?თავბრუს ხვევას ან რაიმე სხვას ხომ არ უჩივით?
-ცოტა თავი მტკივა სხვა არაფერი.ხომ ვერ მეტყვით რა დამემართა?გუშინდელიდან ბევრი არაფერი მახსოვს.
-თქვენ მეგაფილის ზემოქმედებისქვეშ იყავით
-მეგაფილი რა არის?
-ეს ერთ-ერთი ნარკოტიკია,რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს,თქვენთვის გამანადგურებელია
-რა-ა?კი მაგრამ მე არ მიმიღია,როგორ?პანიკამ მომიცვა მთლიანად,საწოლიდან წამოვდექი და ექთანს მივვარდი
-გამოიყვანეთ ეს რაღაც მთლიანად ჩემი ორგანიზმიდან,ვუკიოდი ახალგაზრდა ქალს,ჩემს ასეთ რეაქციას ალბათ არ ელოდა,სახტად დარჩა და ვერ მოიფიქრა რა უნდა გაეკეთებინა.
-ლილე რას აკეთებ?გაგიჟებული მომვარდა დემეტრე.
-მე რაღაც ნარკოტიკი მიმიღია,თავზარდაცემული ვუყვებოდი ბიჭს გაგონილს
-გეფიცები,არ მიმიღია მე არაფერი
-ვიცი,ყველაფერი ვიცი,ვინც გაგიკეთა ისიც ვიცი,ნუ გეშინია დამშვიდდი,მაწყნარებდა ჩემი თაფლისფერთვალება და თან გულში ძლიერად მიხუტებდ.წამით თვალები დავხუჭე და საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი,ასე უბრალოდ მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი.


ორშაბათი 21:30
-ლილე,წამოდი რა მეძინება თან ექიმმა დო გახსოვს რა პირობით გამოგიშვა თუ დაისვენებ და ბევრ სიყხეს მიიღებდი.
-კარგი რა ახლა უნდა გაირკვეს მკვლელის ვინაობა,გთხოვ.წავეწუწუნე ჩემს თაფლისფერ თვალებას.
-ა რ ა,დამიმარცვლა გარკვევით და ტელევიზორი გამომირთო.როგორც მიხვდით,რაჭის სახლში დავბრუნდით ისევ დღეს,რაც მოვედით იმის მერე დემეტრემ ხან ფორთოხლის ხანაც ალუბლის და ბროწეულის წვენი თავისი ხელით დამიწურა.არ გიკვირთ ამ დროს ალუბალი სად იშოვა?ფეხზე წამოვდექი,შემდეგ კი დემეს მეორე სართულზე ავყევი.
-დემეტრე,მეშინია,ვუთხარი ბიჭს მას შემდეგ რაც საწოლში კუთნილი ადგილი დავიკავე.
-რისი გოგო? მართლა გაკვირვებულმა მომიგო
-იმ ფილმში მკვლელი სახლში ზუსტად ათ საათზე შედიოდა და ყველას კლავსა ხოლმე.კარები ხო ჩაკეტილი გვაქვს?
-უკვე მწყინს ჩემს გვერდით,რომ ხარ და რამის რო გეშინია
-ვაიმე,გეფიცები რაღაც ხმა გავიგე
-კი მეც მასე ვფიქრობ
-მერე ჩადი და შეამოწმე გთხოვვ
-თუ ძაან გინდა შენ ჩადი ლილე,მეძინება მე
-რომელი კაცი იძინებს ცხრა საათზე შეგიძლია მითხრა?
-კი
-და ვინ?
-დემეტრე,ღიმილით მითხრა ბიჭმა და მის სხეულზე ამაკრა.
-გთხოვ შეამოწმე რა მეშინია,შევევედრე უკვე დემეტრეს
-ოხ ლილე,ბავშვივით რატო იქცევი სულ
-გთხოვ
-კარგი,ბიზღუნით მითხრა და საწოლიდან წამოდგა.ნაცრისფერი სპორტული ეცვა,წელს ზემოთ შიშველი იყო,არა ამდენი ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს,მაგრამ იმის გააზრება რომ ეს თაფლისფერთვალება ბიჭი ახლა მთლიანად მე მეკუთნოდა კარგი გრძნობა იყო.თითქმის ხუთი წუთი გავიდა თუმცა მისგან არაფერი ისმოდა ამდენ ხანს ხომ უნდა შეემოწმებინა?
-დემეტრეეე,დავუყვირე ბიჭს,მაგრამ პასუხი არ გაუცია.
-დემეტრეე,ახლა უფრო ხმამაღლა ვიკივლე.სხვა გზა არაა უნდა ავდგე და შევამოწო.ტუმბოდან თმის ფენი გამოვიღე
შემდეგ კი კიბეებზე დავეშვი.სამზარეულოდან რაღაც ხმა გავიგე,*-სად ჯანდაბააშია ეს ბიჭი?* ჩემთვის გავიფიქრე შემდეგ კი იმ ადგილისკენ ავიღე გეზი საიდანაც ხმა მესმოდა.ვიცოდი ვიცოდი,რომ ქურდი იყო,მასზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ,მიდი ლილე თავში ჩაარტყი ეს ფენი მერე იკივლე და დემეტრეც მოგეშველება,თუარადა ფეხებს შორის ამოარტყი,გარეთ გავარდუ და ეგაა.ადამიანს ზურგიდან მივეპარა და ის ის იყო უნდა ჩამერტყა თმის საშრობი,რომ ჩემსკენ ელვის სისწრაფით მოტრიალდა და ფენი ხელიდან გამაგდებინა.
-დემეტრეეე მიშველე,მკლავენ.ვყვიროდი რაც ძალი და ღონე მქონდა
-რა გაკივლებს რძალო რა არის,ზურგიდან ნიკას ხმა მომესმა.
-არანორმალურო,ქურდივით რატო შემოიპარე?
-არ შემოვპარულვარ,მე პატიოსნად გასაღებით შემოვედი,მერე შენმა ქმარმა შევაშინოთო და აი.თავი იმართლა ბიჭმა
-თვითონ სად ბრძანდება?
-დასაძინებლად ავიდა,სანამ ლილე საქმეეებს გაარჩევს მე დავიძინებო,შემოკჩივლა არ მაცდოს ტკბილი სიზმრები რო ვნახოო
-დამპალი,ჩემთვის ჩავიბურტყუნე და კიბეებს ავუყევი

ოთხშაბათი 15:00
-ლილე ეს კაბა უფრო მიხდება თუ ეს?კარებში დემეტრეს უმცროსი და ნია შემოვარადა
-შენ ნიაკო ისეთი ლამაზი ხარ ყველაფერი გიხდება
-ეს სახლში რატოა?გაკვირვებულმა მკითხა დემეტრზე
-სიცხე აქვს,ახლა სამზარეულოდან წვნიანი ამოვუტანე უბდა გავაღვიძო ვაჭამო და მერე წამალსაც დავალევინებ.
-ანუ დღეს საღამოს არ მოდიხართ?ნაღვლიანად მკითხა გოგონამ
-არ ვიცი გააჩნია დემეტრე რას იტყვის
-წამოდით რა გთხოვთ,დაიჟინა გოგომ
-ქალბატონო ნია აბაშიძე,ასე დაჟინებით რომ მოითხოვთ ჩვენს წამოსვლას რაშია საქმე?დაეჭვებით ვკითხე აბაშიძეების ოჯახის უმცროს წევრს
-შენ უფრო მინდა,რომ წამოხვიდე სიმართლეს გეტყვი,ვიღაც ბიჭი მომწონს,მაგრამ ვერ გავარკვიე ის რას გრძნობს ჩემს მიმართ,შენ თუ წამოხვიდოდი დააკვირდებოდი და მეტყოდი.ბოლო სიტყვების წარმოთქმისას გოგონამ ხმას დაუწია დემეტრეს რომ არ გაეგო.
-მაშინ ჩათვალე შენთან ვარ ჩემო ლამაზო,სიცილით ვუთხარი ნიას და მხარში ამოვუდექი.



-დემტრე ფეხი გამოადგი და მანქანის გასაღები მომეცი.ვეჩხუბებოდი ზლაზვნით მომავალ ბიჭს
-მოვდივარ ხო
-მანახე სიცხემ ხო არ აგიწია კიდე,ვკითხე ჩემს თაფლისფერთვალებას და ტუჩები შუბლზე მივაწებე.
-მმმ,ცოტა გაქვს,არაუშავს გაუძლებ არ მოკვდები.
-შენს ჯინაზე არ მოვკვდები,ენა გამომიყო ბავშვით
-რა ლაპარაკია ახლა ეს.
-მოგესალმებით ბატონო დემტრე,ქალბატონო ლილე თქვენი მაგიდა ხელმარჯვნივაა.ზრდილობიანად მოგვიგო ხანში შესულმა კაცმა.დარბაზში შესულმა თვალი ჩემი ახალი ოჯახის წევრებს მოვკარი.სხვათაშორის ნია ულამაზესია,რაღაცით გავს დედამის მაგრამ მაინც სხვა ეშხი აქვს,წაბლისფერი თმა და დემეტრესავით თაფლისფერი თვალები,რომელიც საოცრად ღრმაა.
-ლილე,მოხვედით?თვალებ აციმციმებულმა მკითხა გოგონამ
-მოვედით მოვედით
-აქამდე სად ხართ დემეტრე?შეუბღვირა სანდრომ
-ბავშვს თავი დაანებე,სიცხე აქვს ისედაც,იმ წუთას დაიცვა მანჩომ
-დედა ბავშვი აღარ ვარ რამდენჯერ უნდა გითხრა და ხალხში ასე ნუ მეუბნები,არანაკლებ ბუზღუნით ჩაილაპარაკა ჩვენმა ბიჭმა.
ასეთი პატარა,შელაპარაკებები აბაშიძეების ოჯახში ხშირია,მაგრამ მათი ენერგია და პოზიტივი ყოველთვის დადებითია.ამიტომ ვაფასებ და მიყვარს ეს ადამიანები.
-ლილე,აი ის ბიჭია,ჩამჩურჩულა ნიამ და თვალით მაღალ,ჩალისფერთმიან ბიჭზე მიმანიშნა.
-კარგი არჩევანია,საკმაოდ სიმპატიურია.
-ჯერ არჩევანი არაა თან ხოიცი პატარა ვარ,პლიუს ამას დემეტრე და ნიკა.
-ეჰ სიყვარული თქვი ჩემო ნიაკო და სხვა ყველაფერი მოგვარდება,ბრძენივით ჩავილაპარაკე,რაზეც ორივეს გაგვეცინა.
-ნუ ჩურჩულებთ უზრდელობაა,ჯერ კიდევ გაბრაზებულმა შემოგვჩივლა დემეტრემ.მოკლედ რომ გითხრათ საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა,კლასიკური მუსიკა,ნაღები საზოგადოება,ხო მართლა ნიას ბიჭიც გავიცანი,გაგიკვირდებათ და სანდრომ გამაცნო,მისი პარტნიორის შვილი ყოფილა,ლუკა ამირეჯიბი.სასიამოვნა ახლგაზრდაა,აღმოჩნდა რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ უბრალოდ სხვადასხვა ფაკულტეტზე.მე არქიტექტურა ის კი სამართალი.
-მიხარია,რომ გაგიცანი,იმედია უნივერსიტეტში კიდევ შევხვდებით ხოლმე,დამშვიდობებისას ესღა მითხრა ბიჭმა და ხელი ჩამომართვა.
-მეც ძალიან მიხარია,ზრდილობიანად მივუგე და უკან გამოვბრუნდი.
-ლილე,უნდა გავიდე და მალე მოვალ,ნიკა წაგიყვანს სახლში კარგი?უცბად მომვარდა დემეტრე და წინადადებები სხაპასხუპით მომაყარა.
-მოიცადე სად მიდიხარ?თან სიცხე გაქვს
-აღარ მაქვს,მალე მოვალ,უცბად მაკოცა შუბლზე და გაიქცა.
-რა თქმა უნდა ისევ მისი შავბნელი საქმეები ბიძამისისთვის,მაცადე მოგივლი შენ.წვეულება სწრაფი ნაბიჯით დავტოვე და უახლოესი ტაქსი გავაჩერე.
-თუ შეიძლება იმ შავ ML-ს გაყევით.
-კარგით,პარალელურად თავი დამიქნია მამაკაცმა და გაზს ფეხი მიაჭირა.
ერთი საათის შემდეგ,ძლივს სადღაც უკაცრიელ ადგილას გაჩერდა მანქანა.მძღოლს ფული გადავუხადე და ტაქსიდან გადმოვხტი.
-ღმერთო რა საშინელი ადგილია,საერთოდ აქ რა ჯანდაბას აკეთებს,ალბათ ვიღაცას სცემს,რა თქმა უნდა.უხ დემეტრე აბაშიძე ხელში ჩამივარდე რას გიზავ ვერც კი წარმოიდგენ.ამ დროს ვიღაცამ გაისროლა და მეც შიშისგან იქვე მდგარ ხეს მთელი ძალით შევასკდი შიშისგან.წამიერად მეორე გასეოლის ხმაც იყო.ამ დროს წესით უკან უნდა გავბრუნებულიყავი და საკუთარი თავის გადარჩენაზე მეფიქრა,მაგრამ თავში ვინც მიტრიალებდა მხოლოდ დემეტრე იყო,იქნებ ის დაიჭრა.საითაც გაისროლეს იმ მხარისკენ ავიღე გეზი.გიჟივით მივდიოდი და თან ნატკენ მხარს ვიზელდი.მოულოდნელად სიბნელიდან ვიღაც გამოხტა და ისედაც ნატკენ მხარზე მთელი ძალით დამეჯახა.
-წინ იყურე შე იდოტო,მთელს ხმაზე ვუღრიალე ვიღაცას.ღმერთო ეს ხომ შეიძლება ვინმე მკვლელი იყოს.რა მასწავლა დემეტრემ,უცნობს ხელი გადავუგრიხე მოკეცილ მუხლში უკნიდან ფეხი ჩავარტყი და პანიკისგან იქვე დაგდებული მორი ზურგში ჩავარტყი.
-ღმერთო მიშველე გთხოვ,პანიკისგან ბოლო ხმაზე ვიყვირე და გზა გავაგრძელე
-მოიცადე,რა ღმერთს სთხოვ დახმარებას ჩემი ცოლი ნაღდი კრიმინალკაა.უკნიდან დემეტრეს ხითხითი მომესმა
-ღმერთო,როგორ ხარ?დემეტრე მითხარი რომ კარგად ხარ,ბიჭს მივვარდი და ხელით ვამოწმებდი.სიახლი მუცელთან მაიკა პერანგი გახეული ჰქონდა.
-დემტრე დაჭრილიხარ?თავზარდაცემულმა ვკითხე
-არა ნაკაწრია უბრალოდ
-წამოდი დროზე მანქანაში,ჩხუბით ვუთხარი ბიჭს
-დაიჭირე გასაღები,მორჩილად გადმომცა და მანქანის კარი გამოაღო.
-შენ არ ხარ ნორმაური ხო?იცი საერთოდ ნორმალური ცხოვრება რას ნიშნავს?ყველანაირი იარაღის მანიაკების ნარკოტიკების და მკვლელების გარეშე ცხოვრებას.მერამდენედ შეიძლება ასეთ ამბავს შევესწრო?მერამდენედ შეიძლება დაგემართოს მსგავსი რამ?თუმცა ალბათ შეჩვეული ხარ შენ,საკუთარი სიცოცხლით რატომ თამაშობ არ მესმის დემეტრე.ასეთი ოჯახი გყავს,თბილი და ტკბილი შენ კიდე რაღაც ბინძურ სამქეებში ხარ გარეული.წარმოიდგინე რა მოუვა მანჩოს ან სანდროს რომ გაიგონ კაცს კლავ,ისე თითქოს რაღაც ჩვეულებრივს აკეთებ.რა გჭირს?რატომ ვერ ხვდები ამას?
-შენ ბევრი რამე არ იცი
-მაშინ მითხარი,ვუყვირე ჩემს ბიჭს და სიჩქარეს მოვუმატე.
-მე რომ ლევანისგან წამოვიდე,ჩათვალე მამაჩემი ციხეში მოხვდება.მამაჩემის კომპანიის ხარჯზე ათეთრებს ფულს ლევანი და ასე ის საქმიდან სუფთად გამოდის.
-რაა? ახალი ამბისგან შოკირებული ვიყავი.
-აცნობიერებ,რომ სანდრო თუ ამას გაიგებს ვერ გადაიტანს?ხომ იცი რომ მამაშენისთვის ყველაზე ღირსეული მისი თავმოყვარეობაა.
-ვიცი ლილე და მაგიტომაც ვჩერდები აქ
-მესმის მაგრამ გამოსავალი უნდა იყოს
-არ არსებობს გამოსავალი
-ყველაფერშია გამოსავალი ხომ იცი არა?უბრალოდ გამოსავლის ძიება რთულია შენ კი მარტივ გზას ირჩევ.
-მაშინ შენ შემომთავაზე ალტერნატივა
-ეჭვიც არ შეგეპაროს რომ შემოგთავაზებ,გაღიზიანებულმა ვუთხარი დემეტრეს.

01:20
-დაწექი და ნუ კრუტუნებ,შევუბღვირე ბიჭს და სამედიცინო ყუთი გადმოვიღე.
-არ ვკრუტუნებ დავიღალე,დაიწუწუნა დემეტრემ.ბამბა სპირტით დავასველე,ჭრილობა დავუმუშავე ელასტიური ბინტით გადავუხვიე,სიცხეც ქონდა ამიტომ წამალი დავალევინე შემდეგ კი ნაცრისფერი მაისური გადავაცვი და საბანი დავაფარე.
-მადლობა დე,სიცილით მითხრა ბიჭმა
-ნუ მაიმუნობ რა,ისევ გაბრაზებული ვარ შენზე.
-აუ აბა ახლა მე მკითხე როგორი გაბრაზებული ვარ შენზე უკან რო გამომყევი.
-მე კარგი საქმისთვის გამოგყევი,შევუღრინე კიდევ ერთხელ და გვერდით მივუწექი.
-რა მნიშვნელობა აქ...სიტყვის დამთავრება არ ვაცადე დემეტრეს
-მომიყევი რას ამეთებდი იქ
-რას ვაკეთებდი და ცეკვაში ვვარჯიშობდი.
-შეგიძლია ნორმალური პასუხი გამცე?
-რა გინდა ლილე რაა,მობეზრებულად მითხრა
-მაინტერესებს რას აკეთებდით იქ
-არაფერი ისეთი,უბრალოდ ორ კაცს ვსჯიდით,ერთერთმა იარაღი ამოიღო და მესროლა კიდევკარგი ელამი აღმოჩნდა და ვერ დამიმიზნა.ერთს ეგრევე შუბლში ვესროლე და მოვკალი ხოლო მეორემ დრო იხელთა და გაიქცა თუმცა ჩემმა ცოლმა მასტერკლასი ჩაუტარა.
-მოიცადე,ასე უბრალოდ როგორ მეუბნები რომ ადამიანი მოკალი?
-შენ გინდოდა სიმართლის მოსმენა რა ჩემი ბრალია.
-ზოგჯერ მგონი რომ გრძნობები არ გაქვს იცი?
-ლილე რა გინდა? წამოიწია დემეტრე და საზურგეს მიეყუდა.
-არაფერი რა უნდა მინდოდეს,იცხოვრე იმ ცხოვრებით რომელითაც აქამდე ცხოვრობდი.
-ვცხოვრობ კიდევაც ჩიტო.
ჯანდაბამდე გზა გქონია,საწოლიდან წამოვდექი და ჩემი ბალიშით ოთახიდან გავედი.ლილეო კი დამიძახა ბიჭმა მაგრამ პასუხის ღირსად არც კი ჩამითვლია.
-ნიაა,კარები ფრთხილად შევუღე გოგონას,დღეს შემომიფარე რა კნუტის თვალებით ვუთხარი გოგონას.
-მოდი მოდი,იჩხუბეთ?სიცილით მითხრა და ტელეფონი გვერძე გადადო.
-დაახლოვებით,მაგრამ შენ ამ დროს რატომ არ გძინავს?
-ლუკას ვწერდი,ბედნიერად მითხრა და თავი საბანში ჩამალა.
-ოო მოვლენები სწრაფად ვითარდება ხო პატარა ქალბატონო
-ვნახოთ,ვნახოთ
-ვნახოთ ვნახოთ კი არა დაიძინე პატარა ქალბატონო,სიცილით ვუთხარი ნიას და შუქი ჩავაქრე.

ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის,გამოცდები მქონდა და ვერ მოვახერხე წამითაც კი შემორბენა.რას ფიქრობთ მოთხრობაზე?ხო კიდევ ბოდიში შეცდომებისთვის



№1 სტუმარი სტუმარი Khatuna

მომეწონა და გაგრძელებას ველი მოუთმენლად ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent