შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე (8 თავი)


3-01-2020, 20:25
ავტორი gabi du
ნანახია 2 967

ლეო დიდხანს ორჭოფობდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო. ეს ამაზრზენი ვიდეო რომ ატვირთულიყო, ვერასდროს მოახერხებდა სახელის აღდგენას. ერთი გოგოს გულისტკენას გაცილებით ადვილად მიიღებდა საზოგადოება ვიდრე საკუთარი ფეკალიების ჭამას.
- დედა... დედა... ეს რა დღეში ჩამაგდე. რა საჭირო იყო ჟურნალისტებთან გელაპარაკა ამ თემაზე. - იღრინებოდა თავისთვის. - ალბათ შენ გგავარ ასეთი უგულო და ეგოისტი ქალბატონო მარინა. - ბოლომდე გამოცალა არყის ჭიქა და ახლა სანდროს გადასწვდა ფიქრებით. - შენი კარგიც მოვ**ან ნაკაშიძე. როგორ ამირიე ძლივს დალაგებული ცხოვრება.

* * *
გიორგი სახლში დაბრუნდა თუ არა ცარო მოიკითხა. როგორც ჩანს ჯერ არ ჰქონდა ნანახი ყვითელი პრესის პირველ გვერდებზე გამოჭიმული შვილის ფოტოები. ნინო თავწაკრული დაუხვდა ვალერიანის წვეთებით ხელში. ისე მოთქვამდა თითქოს მოუკვდა ვინმე. ქრისტინეს მარცხენა მაჯა ეჭირა მისი და დროდადრო პულსს უსინჯავდა.
- ახლა რაღა მოხდა მეტყვით? - გული შეუქანდა კაცს.
- სიკვდილი და არგადარჩენა მოხდა გიორგი. ჩვენი საამაყო შვილი - ცრემლები ოხრად გადმოყარა ქალმა და ქოთქოთი განაგრძო. მის გაზრდას გოჭი გაგვეზარდა ჯობდა. ეგ არგასაზრდელი.
- ნუ გამიხეთქე ქალო გული. ამოღერღე რა მოხდა?
- აი რა მოხდა. აი ჩვენი სიამაყე გორგი. - ცხვირწინ ჟურნალები აუფრიალა ქალმა და კიდევ ერთხელ დაყნოსა ვალერიანის თამოხდილი შუშა.
- არ იქნება მართალი ეგ ამბავი ნინო. ეს რომ სიმართლე იყოს ამდენჯერ ხომ არ მოვიდოდნენ დედა-შვილი შესარიგებლად? სხვა აბავია აქ. ცარო სადაა? ის მეტყვის სიმართლეს.
- ახლა არ გადამრიო გიორგი. რამდენმა ადამიანმაც ეს სატია ნახა თთო-თითოდ ხომ ვერ ავუხსნით ასე არააო? მაინც მისი ბრალია. შერიგებოდა დროულად და არაფერიც არ მოხდებოდა.
- ნინო ზედმეტი მოგდის. შენს შვილს არ იცნობ? - სიბრაზე შეერია ხმაში გიორგის და თვალები დაუქაჩა. - სადაა ცაროთქო?
- იმ ბიჭმა წაიყვანა.
- ვინ ბიჭმა ქალო?
- იმან ვისთანაც სახელი წაიხდინა.
- ნინო! - იღრიალა გიორგიმ და სილა გააწნა ცოლს. ამდენწლიანი ურთიერთობის მანძილზე პირველად აუწია ხმას და მითუმეტეს ხელი ასწია მასზე. ძალიან უყვარდა ცოლი და ათამამებდა მას... ყველა სურვილსა თუ ახირებას უსრულებდა. სულ მის მხარეს იჭერდა მაგრამ ახლა, რომ ნამდვიად ზედმეტი მოუვიდა ფაქტი იყო და ვერ მოითმინა. ნინო გაშრა. მაგრამ მხოლოდ 2 წუთით შემდეგ კი ისეთი ყვირილი მორთო ფანჯრებს ზრიალი გაჰქონდათ.
- რა ნინო... რა ნინო გიორგი. ის ტიპი აქ მოვარდა და ციხეში ჩასმით დამემუქრა თუ ცაროს არ გავუშვებდი. მანაც წამოკრიბა ნივთები და ფინიასავით მიჰყვა უკან. მაგრამ ჯობია კიდეც ასე რომ მოხდა. თუ მისი გაფუჭებულია ჯობია მასთან იყოს.
- სულ გაგიჟებულხარ ნინო. ვის გაატანე შვილი? ვიცნობთ?
- სხვა მაინც არ წაიყვანდა. ახლა პატრონი მაინც ეყოლება. მთავარია ეს სკანდალი ჩავფარცხოთ. - ისევ ჟურნალებს ჩააჩედა ქალი.
- შენ იყავი ქალიშვილი რომ გამომყევი ნინო? - დამცინავად ჰკითხა ქმარმა და სკამი მისკენ მიაჩოჩა, რომ თვალებში კარგად შეეხედა. ქალს ფერები გადაუვიდა და დარცხვენილმა გახედა გაფითრებულ ქრისტინეს.
- ეს რა კითხვაა გიორგი. პასუხიც იცი...
- ჰოდა გეკითხები რა დაგაკლდა? სტატუსი? ფუფუნება? სახელი? ქმარი თუ შვილი? ახლა რომ არ მეთქვა არც კი გახსოვდა. მე დაგავიწყე. იმიტომ რომ მიყვარდი და მნიშვნელობა არ ჰქონდა წარსულს. იქნებ ცაროს ცხოვრებაც სხვანაირად წარმათულიყო. არავინ ვიცით ვის რას გვიმზადებს ბედი. ვის გაატანე ნინო ბავშვი? ნორმალური ადამიანი მაინც თუა?
- გიორგი ძია. იმ ბიჭს როგორც ჩანს ყველა ჩვენგანზე ძლიერ უყვარს ცარო ისე გააფთრებით იცავდა... გული რომ წაუვიდა ლამის იქვე მოკვდა. ..მასთან კარგად იქნება. - უთხრა ქრისტინემ.
- ვინ არის იცი?
- სანდრო ნაკაშიძე. ბიზნესმენია. მილიონერთა სიაშია თუ არ ვცდები. ადრე გადაცემაში ვნახე. არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი.
- უნდა ვნახო.- ფეხზე წამოდგა. აჩქარებით გავიდა სახლიდან და სახტად დატოვა ფერწასული ცოლი.

* * *
- აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ, რომ მოწყენილს გიყურო. - ბაღში მჯდარ ცაროს გვერდით მიუჯდა სანდრო.
- ბედნიერების მიზეზი მაქვს რო? - სევდიანი ხმით უპასუხა ისე, რომ არ შეუხედავს.
- გაქვს. - დარწმუნებით მიუგო ბიჭმა. ცარომ გვერდულად გახედა კითხვისნიშნებით სავსე თვალებით.
- მტკივნეულია ამდენი ადამიანი ერთდროულად დაკარგო. კარგად მესმის შენი. მაგრამ თუ დაფიქრდები მიხვდები, რომ კარგია შენი ცხოვრებიდან მათი გაქრობა. რა საჭიროა ისეთი ხალხი გვერდით ვინც არ გენდობა? ვინც ახსნის საშუალებას არ გაძლევს? წაქცეულს ზედ გაბიჯებს ნაცვლად იმისა, რომ წამოგაყენოს. ახლა შანსი გაქვს ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. ყალბი ადამიანებისა და ფუჭი ოცნებების გარეშე. ვიცი, რომ შეძლებ. - თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა. მერე გამამხნევებლად მოხვია მარჯვენა ხელი და ოდნავ შეეხო მის შუბლს შუბლით.
- აშკარად დიდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. - გაიცინა გოგომ. - გგონია შევძლებ დავივიწყო? - ცრემლები უბრწყინავდა ლამაზ თვალებში.
- გიყვარს? - ძლივს ამოთქვა სანდრომ კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აინტეტესებდა.
- გააჩნია რომელ ერთზე მეკითხები. - ნერვიულად გაიღიმა გოჰომ და ხელები გადააჯვარედინა.
- იცი ვიზეც გეკითხები.
- ალბათ არც მყვარებია. - მგონი იმ წუთას გამოუტყდა საკუთარ თავსაც. - ეს პასუხი შესაძლოა სასაცილოდაც ჟღერდეს იმის შემდეგ რაც მისთვის გავაკეთე. მაგრამ იმედგაცრუება და ღალატი ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს აკლებს. შესაძლოა დაშორდე... თავს აიძულო აღარასოდეს ნახო მაგრამ გულში სიყვარული მაინც იქნება. ტკივილი კი არ დაგავიწყებს მას. პირიქით ყოველ დღეს გაუსაძლისს გაგიხდის მისი მონატრებით. ჩემს შემთხვევაში კი... იმ წამიდან ცარიელი ადგილი გახდა ლეო ძნელაძე. მხოლოდ თავმოყვარეობა შემელახა და ეს ვიდარდე. ჩვენს ურთიერთობაზე გულიც აღარ მწყდება. თითქოს მიზეზს ვეძებდი და ახლა მშვიდად ამოვისუნთქე. დედაჩემზე კი მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ის ჭრილობაა, რომელიც არასოდეს შემიხორცდება. - გოგოს გულახდილობამ დააბნია ნაკაშიძე.
- ამდენი რამე თუ იცოდი სიყვარულზე... როგორ ვერ მიხვდი, რომ ის ნამდვილი არ იყო?
- მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორი იყო ნამდვილი სიყვარული. - გულუბრყვილოდ ამოთქვა.
- და ახლა? - ღიმილით ჩაეკითხა ნაკაშიძე.
- ახლა... - დაიწყო თვალებანთებულმა მაგრამ ეგრევე გაჩერდა როგორც კი სანდროს მზერას წააწყდა. და მხოლოდ მხრები აიჩეჩა. შემდეგ უხერხული სიტუაციის განსამუხტად ბიჭს მიუბრუნდა.
- შენ? შენ იცი როგორია ნამდვილი სიყვარული?
- ჯერ შენ მიპასუხე და მერე ჩემზეც მოგიყვები... რატომ არ გიკოცნია მისთვის? - ცაროს ჩაეცინა.
- ადრე ვფიქრობდი, რომ ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა ქორწინებამდე რაიმე სახის ფიზიკური კონტაქტი. მათ შორის კოცნაც.
- ახლა? - ვერ მოითმინა ნაკაშიძემ.
- ახლა... ახლა მახსენდება, რომ არასდროს გამჩენია სურვილი შემხებოდა. ან შევხებოდი... ახლა მგონია, რომ თუკი გიყვარს მისი ჩახუტების სურვილი შინაგანად გჭამს... გინდა აკოცო... სულში ჩაისახლო. როცა ხედავ სისხლი დუღდება და ქარბორბალასავით ტრიალებს ვენებს შიგნით. გამორიცხულია მოახერხო თავი მოთოკო რანაირ პრინციპებზე და ტრადიციებზეც არ უნდა იყო ჩაციკლული. - სანდრო უსმენდა და თბილი ბედნიერებით ევსებოდა სხეული. მშვენივრაფ იცოდა გოგოს ადუღებული სისხლის და გიჟური სიყვარულის ადრესატი თავად იყო, მაგრამ ჯერ არ აპირებდა ურთიერთობის გასერიოზულებას. უნდოდა კარგად გარკვეულიყო საკუთარ გრძნობებში და ცაროსთვისაც ეცლია სწორად გადაეწყვიტა ვინ უნდოდა ცხოვრების მეგზურად. ახლა იმედსა და დასაყრდენს სანდროში ხედავდა. ის იყო კაცი, რომელმაც მოჰპარა პირველი კოცნა და ალერსი. გასაკვირი არ იყო ცაროს ემოციური დამოკიდებულება სანდროს მიმართ. მაგრამ ბიჭს მეტი უნდოდა. ეშინოდა ვაითუ გაევლო ამ აღმაფრენას და ეგრძნო, რომ არც სანდრო ჰყვარებია სინამდვილეში. ამიტომაც აპურებდა მრავალგზის გამოცდას, რომ საბოლოოდ ჭირ-ვარამ გამოვლილი მაგრამ მყარი და ნამდვილი გრძნობა ჰქონოდათ.
- ახლა შენი ჯერია სანდრო. უნდა მომიყვე შენზე. - სანდრომ თავზე ხელი გადაისვა და ღრმად ამოისუნთქა. თხრობა უნდა დაეწყო რაციაში დაცვის წევრმა ჩასძახა.
- ბატონო ქალბატონნთან არიან.
- ვინ არის?
- ამბობს, რომ მამამისია.
- შემოაცილე ლევან. - მაშინვე ფეხზე წამოდგა სანდრო და კარებისკენ წავიდა, რომ სტუმარს შეგებებოდა. ცარო კი ლამის დივანში ჩაძვრა. აღარ იცოდა როგორ შეეხედა მამისთვის თვალებში და როგორ გაემართლებინა მისი სანდროსთან ყოფნა.
- ცარო ყავა გაგვიკეთე რაა. - მიაძახა სანამ გიორგი შემოვიდოდა. ცარომაც ამოისუნთქა საქმე რომ იშოვა.
- გამარჯობა ბატონო გიორგი. სანდრო ნაკაშიძე. - ხელი გაუწოდა ბიჭმა. გიორგიმაც შეაგება აკანკალებული მარჯვენა და ოთახს თვალუ მოავლო.
- დაბრძანდით. თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. - გიორგი ამჯერადაც დამორჩილდა და კუთხეში მდგარი სავარძლისკენ აიღო გეზი. მოკალათდა და სანდროს მიუბრუნდა.
- აქ აყალმაყალის ასატეხად არ მოვსულვარ. არ არის ჩემი სტილი. მე, იმ გოგონას მამა ვარ, რომელიც ისე წამოიყვანეთ აზრს არც დამეკითხეთ. მაინტერესებს ამ ქმედების მიზეზიც და მიზანიც. ასევე როგორ გრძნობს თსვს ჩემი ქალიშვილი.
- ის ახლაყავას გვიმზადებს. მოვიცადოთ სანამ თავის ოთახში გავა და ვილაპარაკოთ. არ მიდა კიდევ ინერვიულოს და მის ჯანმრთელობას ისევ საფრთხე შეექმნას.
- რას ნიშნავს ისევ? - გაღიზიანებით თქვა მამაკაცმა.
- თქვენს მეუღლეს არ უთქვამს საიდან წამოიყვანე ცარო?
- ა...არა.
- ისე სცემა დედამისმა, რომ არ მიმესწრო ალბათ შემოაკვდებოდა. შემდეგ ნერვიულობისგან შაქარმა აუწია და კომაში ჩავარდა. საავადმყოფოში იყო 2 დღე. იქიდან კი სწორად გამიგეთ, მაგრამ მოძალადეს ვერ გავატანდი. ექიმმა სასტიკად გამაფრთხილა, რომ მაქსიმალურად მოვარიდო ემოციურ და მითუმეტეს უარყოფით გარემოს სანამ მისი ორგანიზმი მწყობრში არ ჩადგება. ამქვეყნად ვერავინ დამარწმუნებს, რომ მას ჩემზე მეტად ვინმე გაუფრთხილდება ამიტომაც დედამიწაც რომ ამოაბრუნოთ არ გაგატანთ ბატონო გიორგი. - ნერვიულად და გაღიზიანებით ლაპარაკობდა მაგრამ მაშინვე გაჩუმდა, როგორც კი ცარომ კარი შემოაღო.
- როგორ ხარ შვილო. - ფეხზე წამოიჭრა გიორგი და გულში ჩაიკრა შვილი.
- შენ არ მიბრაზდები მამა? - ჩურჩულით იკითხა აკანკალებულმა.
- როგორ იფიქრე, რომ იმ სისულელეს დავიჯერებდი. - ბედნიერი კიდევ უფრო ჩაეკრა მამამისს.
- ცარო. ცოტა ხნით შენს ოთახში ადი გთხოვ. საუბარს, რომ მოვრჩებით დაგიძახებ და რამდენ ხანსაც გინდათ მოესიყვარულეთ მამა-შვილი ერთმანეთს. - გაუღიმა სანდრომ. ცარო მამამისს დაეხსნა მკლავებიდან. ორივეს მკრთალად გაუღიმა და კიბეებს აუყვა.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Auu ra patara iyo, male dade shemdegi????

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან კარგი იყოო ^-^
იმედია შემდეგ თავსაც ასე მალე დადებ ^-^

 


№3 სტუმარი სტუმარი Salome

Male Dade shemdegii

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

არასდროს არ მყოფნის, ძალიან კარგია, თავები რო მ გაზარდოთ კარგი იქნება და მალე დადეთ.

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

ისეთიკარგი საკითხავია და ისეთისაყვარლობააა

 


№6 სტუმარი ია

ძაან მალე შემომეკეთხა:D იმედია მალე დადებ გაგრძელებას

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 


№8  offline წევრი gabi du

ატვირთული მაქვს რამდენიმე საათია. მალე დადებს ალბათ მოდერი. მადლობა, რომ კითხულობთ, მოგწონთ და ელოდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent