შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე (4 თავი)


21-12-2019, 13:58
ავტორი gabi du
ნანახია 2 856

- ჰო, ძალიან ჰგავს... მოიცა რააა? - სანდრომ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია. - რანაირად არის რუთი ლეოს შვილი? ამიხსენი.
- თეორიულად თუ პრაქტიკულად? - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ეშმაკურად ჩაეცინა.
- გთხოვ...
- რას მთხოვ. არ იცი ბავშვები როგორ ჩნდებიან? კაცს და ქალს აქვთ სექსი და შემდეგ ზოგჯერ ამ ამბავს ბავშვი მოსდევს. - თითქოს ართობდა ცაროს დაბნეულობა და კიდევ უფრო აბნევდა.
- არ შეგიძლია ნორმალურად ამიხსნა?
- რუთი ლეოს შვილია. სამწუხაროდ ასეა. მეტი რაღა უნდა აგიხსნა?
- დედამისი ვინ არის? ან სად არის?
- რა იყო, ღილაკი "ეჭვიანი ცოლი" ჩაგერთო? დამშვიდდი სანერვიულო არ გაქვს.
- ცოლი არა? თან ეჭვიანი. - თავი ნერვიულად გააქნია და ამოიოხრა. - მეეჭვება ოდესმე ისე გავგიჟდე ვინმეს ცოლი დავირქვა. - დანანებით ჩაილაპარაკა.
- უი, რას ამბობ. ლეოზე აღარ თხოვდები? როგორ მეწყინა. - განაგრძობდა ცაროს ნერვებზე თამაშს ნაკაშიძე.
- გეწყინება აბა რა. სულ არ არის შენი ბრალი.
- ჩემი ბრალი? მე რა შუაშივარ? - გაიოცა სანდრომ.
- იმ შუაში ხარ, რომ ცხოვრება დამინგრიე. - იკივლა ცარომ. - სანდრომ მკვეთრად დაამუხრუჭა.
- აბა განმანათლე რაში მდებ ბრალს?
- გიკვირს კიდეც? იქნებ შენ არ წამოგიყენებია ეს საშინელი პირობა. საიდან მოგაფიქრდა. ან რა წესია. საერთოდ ასე ვინ აგვარებს პრობლემას? ადამიანის ცხოვრება თამაში გგონია? - ცრემლებს ვერ იკავებდა არადა როგორ უნდოდა ეტირა. დაცლილიყო ემოციებისგან და იქნებ შვება ეპოვა. სანდრო ერთხანს ჩუმად იყო.მერე დაიწყო.
- ლეოს 320 ათასი მართებს ჩემი. ზუსტად იმდენი, რამდენიც რუთს ეკუთვნის. იმ ნაბიჭვარმა იზრუნა, რომ მას არაფერი ჰქონოდა და არავინ ჰყოლოდა გვერდით... ახლა დეტალების მოყოლისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება შენი ცხოვრების დანგრევას... რუთის დედსგან განსხვავებით შენ, ნამდვილად უყვარხარ ძნელაძეს. თუმცა საქმე არჩევანზე, რომ მიდგა დაუფიქრებლად აირჩია საკუთარი თავი და შენ გაგწირა. იცი რა ღირს ძნელაძეების სასახლე თბილისში? - 280 ათასი. სახლი ბაკურიანში? - 190 ათასი. მამამისს 55 ათასი ნაღდი ფული აქვს ვითიბი ბანკის ანაბარზე. 12 ათასი დოლარი დედას საქართველოს ბანკის ანგარიშზე. თავად შენს სიყვარულს კი 75 ათასი იგივე ბანკში. ახლა თავად განსაზღვრე შეეძლო თუ არა მას საკმარისი თანხის მოგროვება. მამამისისთვის რომ ეთქვა ეთ დღეში დააბრუნებდნენ იმ თანხას რაც ისედაც არ ეკუთვნოდათ. მაგრამ მან ფუფუნებისა და კომფორტის დათმობას შენი გაწირვა არჩია. არც იმის მიხვედრა გაგიჭირდება ვინ დაგინგრია ცხოვრება. და კიდევ ლეოს მოკვლით არავინ დამუქრებია. მართალია დიდი ხნის წინ უნდა მომეკლა მაგრამ როგორც ხედავ ისევ ცოცხალია ორი მიზეზით. ჯერ ერთი მკვლელი არა ვარ. და მეორე რაც არ უნდა იყოს ის რუთის მამაა. სულ რაღაც 7 წელიწადში ის სრულწლოვანი გახდება. ყველაფერს მოვუყვები და თავად გადაწყვეტს რას იმსახურებს მამამისი. - თქვა და ძრავის ღმუილით მოწყვიტა მანქანა ადგილს. ცარო გაოცებული უსმენდა მერე...
- რატომ უნდა დაგიჯერო? რა ვიცი, რომ არ მატყუებ?
- ნუ დამიჯერებ. გთხოვე დამიჯერეთქო და არ მახსოვს? ხვალიდან ერთად იქნებით შენ და შენი სიყვარული და ის დაიჯერე რაც მოგესურვება.
- ცინიკოსო... და საერთოდ სად მივდივართ?
- 2 საათში ჩავალთ და ნახავ.
- მეც რას გეკითხები თითქოს ნორმალურად პასუხი შეგეძლოს.
* * *
უცხო ოთახში გაეღვიძა. გვერდით ნაკაშიძე ეწვა. მკლავზე დაყრდნობილი ზემოდან დაჰყურებდა. ცარომ ინსტიქტურად ტანზე დაიხედა. რომ ნახა ჩაცმული იყო ამოისუნთქა. სანდრო მიხვდა მის საქციელს და ხმამაღლა გადაიხარხარა.
- სად ვართ? - უხერხულობის დასაფარად უფრო იკითხა. თან შეეცადა რაც შეიძლება მკაცრად გამოსვლოდა.
- ლოგინში. - უდარდელად უპასუხა ნაკაშიძემ ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუცილებია.
- და სად არის ეს ლოგინი ტერიტორიულად? - შეეცადა მაქსიმალურად მშვიდად გამოსვლოდა. თუმცა, ხმაში შეპარულ ბზარს ვერაფერი მოუხერხა.
- სასტუმროში. - იგივე ტონით უპასუხა სანდრომ და მოულოდნელად ტუჩებში წვდა. მოქყტით აკოცა... შემდეგ ნიკაპზე დაუტოვა ასეთივე მოკლე კოცნა. ცარომ წამოდგომა სცადა, მაგრამ სანდრომ მაშინვე ადგილზე დააბრუნა და უფრო მომთხოვნად, ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს. ხელით თმა გადაუწია. უნდოდა თვალებში ჩაეხედა, მაგრამ ცაროს დაეხუჭა ღამესავით შავი და ჭინკებით სავსე თვალები. ჩაეცინა, მაგრამ კოცნა არ შეუწყვეტია. ყელი დაუკოცნა... თვალები... ცხვირი... ძლიერად ჩაიკრა გულში და ისევ ტუჩებს მიუბრუნდა. ცარო ცახცახებდა ცალკე სიამოვნებისგან და ცალკე შიშისგან.თუმცა ვერც წინააღმდეგობას უწევდა. ცალკე სურვილის გამო და ცალკე პირობის. წყეული იყოს ის დღე, როცა ლეოს ამ ამაზრზენ პირობაზე დათანხმდა. მკერდზე ტუჩების შეხება იგრძნო ამის მერე არავინ და არაფერი გახსენებია სასიამოვნო ბურუსში გახვეულს. მთელი ღამე კოცნიდა და ეფერებოდა ნაკაშიძე. თითქოს არ უნდოდა არცერთი წუთი დაეკარგა. დილით ერთდროულად გაეღვიძათ. ცარო სირცხვილით იწოდა. საბანი მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული და სანდროს თვალს არიდებდა. ნაკაშიძე მიხვდა, რომ ცხოვრებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა მხოლოდ ალერსს დაჯერდა და უფრო შორს არ შეტოპა. მისკენ გადაბრუნდა ხელით მოაბრუნებინა თავი. ცაროს თვალების ცეცებაზე გაეღიმა.
- რას არ მივცემდი ოღონდ ეგ არაკაცი არ გყვარებოდა. - ცარომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ გაკვირვებულმა შეხედა.
- დღეს სახლში წახვალ. მინდა თავად მიიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება. მინდა სიმართლე გაარკვიო და კითხვისნიშნები არ გქონდეს. ახლა არაფრის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ თუკი ბედისწერა ინებებს და კიდევ ერთხელ გადაკვეთს ჩვენს გზებს გპირდები გაგიჭირდება თავი დამაღწიო. - კიდევ ერთხელ აკოცა მოწყვეტით. მერე სწრაფად ადგა, ჩაიცვა ცაროს ანიშნა მანქანაში დაგელოდებიო და ოთახიდან გავიდა. დატოვა გაოცებული და ამავდროულად სასიამოვნოდ მოთენთილი გოგო. რომელსაც თავში საშინელი ქაოსი ჰქონდა. გულში კი... გულში დიდი ტკივილი.
* * *
მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს. სანდრომ ცაროს სახლის შორიახლოს გააჩერა მანქანა. მერე მობილური ამოიღო და სადღაც დარეკა.
- გაუშვით ის . - ტელეფონი გათიშა. ცაროს შეხედა რაღაცნაირი ნაღვლიანი მზერით. გადაიხარა და შიგნიდან გაუღო კარი.
- თავისუფალი ხარ ცარო ადამია. შენი ცხოვრება შენს ხელშია. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ვერასოდეს დაივიწყებ ამ სამ დღეს. . . ისევე როგორც მე. - ბოლო სამი სიტყვა ცაროს აღარ გაუგია. უკვე გადასულიყო მანქანიდან. უსიტყვოდ... უთქმელად... რამდენიმე მეტრი უკვე გავლილი ჰქონდა, როცა სანდრო ამოუდგა გვერდით მანქანით. მინა ჩამოსწია.
- ჰო, მართლა ჩემს მამაკაცურ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროს. უბრალოდ მინდა ეს მაშინ მოხდეს როცა შენც ისევე გენდომება, როგორც მე. - თქვა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. არც მას გაუგონია ცაროს ბაგეებს დაცდენილი 3 სიტყვა.
- ისედაც მინდოდა სულელო.
* * *
- რას ნიშნავს ქორწილი არ იქნება. შენ რა გაგიჟდი? - ყურებს არ უჯერებდა ცაროს დედა ნინო ტრადიციებზე "ჯვარდაწერილი" ქალი. რომლისთვისაც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო -"რას იტყვის ხალხი".
- აი ასე უბრალოდ. არ იქნება და მორჩა. - ჯიუტად იმეორებდა ცარო.
- ეს შენი გადასაწყვეტი აღარ არის. მთელი ქალაქი თქვენს ნიშნობაზე ლაპარაკობს. მოსაწვევები დავარიგეთ უკვე. ახლა როგორ ავუხსნა ხალხს შენი ხუშტურები.
- უკვე გითხარი თავიც რომ მოიკლა. ღმერთი რომ ჩამოიყვანო ციდან ლეო ძნელაძეს ცოლად არ გავყვები. ნუ მაიძულებ სახლიდან წავიდე თორემ მერე მეტი სალაპარაკო ექნება მაგ შენს "ხალხს".
- მამაშენს შენ აუხსნი იცოდე. - საჩვენებელი თითის ქნევით გავიდა ნინო ოთახიდან.
ცარო ზურგით მიეყრდნო ბალუშებს და თვალი დახუჭა. იცოდა გაცილებით მეტი ემოციური სტრესი ელოდა წინ ვიდრე გამოიარა. მაგრამ უნდა გაეძლო. ტელეფონი ამღერდა. ლამის გული აერია ეკრანზე ლეოს სახე რომ დაინახა. იფიქრა გავუთიშავო, მაგრამ ინტერესმა სძლია. ნეტავ რას ეტყოდა და როგორ შეეცდებოდა თავის გამართლებას.
- არ მითხრა რომ მოსაკითხად მირეკავ.
- ცარო. მაპატიე გთხოვ. მე აგიხსნი ყველაფერს. ძალიან გაწვალეს იმ ნაბიჭვრებმა ხომ? ვაზღვევინებ. - ცარო მიხვდა, რომ ნაკაშიძეს არაფერი ეთქვა მისთვის. ძალიან კარგი. ეგონოს, რომ ღირსებააყრილი ქალია. ასე უფრო ადვილად მოიშორებს ამ ამაზრზენ არსებას.
- უკვე ამიხსნეს. თან რამდენჯერმე. ძალიანაც, რომ მოინდომო ვეღარაფერს დაამატებ. ასე რომ დამდე პატივი და ის მაინც გააკეთე ჩემთვის ეს ნიშნობა უმტკივნეულოდ ჩაშალო.
- ცარო... არ მინდოდა...
- რას მელაპარაკები. არ გინდოდა? აბა რისთვის მიმიყვანე იქ?
- მეგონა შენ უფრო დაგინდობდა ნაკაშიძე ვიდრე მე.
- როგორც ხედავ არავინ დამინდო. შენი ჩათვლით. აღარ დამირეკო და მითუმეტეს აღარ დამენახვო ლეო ძნელაძე თორემ საკუთარი ხელებით ამოგთხრი თვალებს . - ბოლო სიტყვა უყვირა და ტელეფონი გათიშა. წამოწოლა უნდოდა მაგრამ ვინ დააცადა ლეოს დედას შემოუძღვა ოთახში ნინო. ისეთი გახარებული იყო თითქოს სულ რაღაც ერთი საათის წინ არაფერი ეთქვა მისთვის შვილს და ქორწილის ჩაშლას არ აპირებდა.
- საყვარელო. ალბათ დასვენება გჭირდება, მაგრამ უნდა მაპატიო. - გადაკოცნა ქალმა ცარო. - დასვენებას მერეც მოასწრებ. ახლა საქორწილო კაბის შესარჩევად მივდივართ.
- მაპატიეთ, მაგრამ აღარ არის საჭირო კაბის შერჩევა...
- უკვე შეარჩიეთ? - თვალები გაუბრწყინდა ქალს.
- აღარ ვქორწინდებით. მიზეზებზე თქვენს შვილს დაელაპარაკეთ. ახლა კი აქედან მიბრძანდით და დედაჩემიც თან გაიყოლეთ. - შეეცადა ნაკლებად უხეშად გამოსვლოდა, მაგრამ თავის შეკავება ძალიან გაუჭირდა.
- ცარო! როგორ ბედავ. - სილა გააწნა გაცოფებულმა ნინომ შვილს და გაოცებულ მარინასთან ერთად ოთახი დატოვა.



№1  offline წევრი sofo_sofia 13

მალ მალე დადეხოლმერა

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

საინტერესოა როგორც წინა ისტორია. მხოლოდ ერთი პრეტენზია მქონდა და ახლაც მაქვს, ძალიან პაწაწინა თავებს დებ

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Martlac saintereso istoriaa mara patara tavebia, ar myofnis☺️

 


№4 სტუმარი Kris_tii

თავებს თუ ვერ ზარდი, მალ-მალე თუ შეგიძლია, თუ არადა თავები გაზარდე. მე პირადად სხვა შემთხვევაში შესაძლოა შევწყვიტო კითხვა, იმიტომ რომ მუღამი მეკარგება, ეს რჩევის სახით, რა თქმა უნდა ???? სხვა მხრივ კარგი ხარ ????

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

მალედადეებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent