სამი დღე (5 თავი)
ყვირილის ხმაზე ცაროს მამა - გიორგი სირბილით შეიჭრა მისაღებში. რომელიც ის ის იყო მივლინებიდან დაბრუნდა. კარი შეაღო თუ არა ქალების კივილი და ჩხუბი მოესმა, რაც ძალიან გაუკვირდა. ადამიების ოჯახიდან ხმამაღალი სიტყვა არასდროს გასულა გარეთ. ყოველთვის შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. როცა ცარომ ლეოზე დაქორწინება გადაწყვიტა ამ აზრს აღბრთოვანებით არ შეხვედრია. ძნელაძის საეჭვო წარსულზე გაეგონა და არ უნდოდა ერთადერთი ქალიშვილის ქმარი კრიმინალი ყოფილიყო. თუმცა, შვილის გრძნობებს პატივი სცა და გაჩუმდა. მივლინებიდან ადრე დაბრუნდა. სპეციალურად ცაროს გამო. უნდოდა ქორწილამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოეყენებინა და შვილის გვერდით ყოფილიყო. მაგრამ როგორც უკვე ვიცით სახლში, უჩვეულო სიტუაცია დახვდა. - რა ხდება აქ? - მკაცრად იკითხა ნინოსა და მარინას შემხედვარე გულგადაქანებულმა გიორგიმ. - კარგი იქნება მეც თუ ამიხსნის ვინმე რამეს. - ამოიტირა მარინამ. - იმისთვის მოვედი ცარო კაბის შესარჩევად წამეყვანა. მან კი გამომაგდო. ღმერთო რა სითავხედეა... თითქოს მისი ტოლი და ამხანაგი ვყოფილიყავი. -ცოფებს ყრიდა უკვე. - შეუძლებელია. მე ჩემი გოგონა ასე არ გამიზრდია. - თქვა შეცბუნებულმა გიორგიმ. - ასე კი არა საერთოდ არ გაგიზრდიათ. თავხედი და უტიფარია. ნუ იქნება ქორწილი. ღმერთმა მაშოროს ასეთი რძალი. - ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ გაიქცა. არც არავინ გაკიდებია. - ნინო ამიხსნი რა ხდება? -ახლა ცოლს მიუბრუნდა გახევებული კაცი. - რაც მოვიდა ოთახიდან არ გამოსულა. გაიძახის ქორწილი არ იქნებაო. ეს ქალი ოთახიდან გამოაგდო. თითქოს ჩემი შვილი არ არის. რა ჯანდაბამ შეცვალა ასე ამ სამ დღეში არ ვიცი. - წავალ და ამიხსნის ალბათ... - შვილის ოთახს მიადგა და კარზე დააკაკუნა. - ნინო წადი აქედან სანამ გიჟად ვქცეულვარ. - გამოსძახა გოგომ. - ცარო! რა ხდება შვილო? - ნებართვის გარეშე შეაღო კარი. გული შეეკუმშა თვალებდაწითლებული და ცხვირდასიებული შვილის დანახვისას. - მამა. - შეცბა ცარო. - ადრე დაბრუნებულხარ. მეგონა შენს ჩამოსვლამდე დრო მექნებოდა აზრების დასაწყობად. - კარგია, რომ ადრე დავბრუნდი. იმიტომ, რომ მე სიმართლე მაინტერესებს და არა შეთხზული ზღაპარი. - ქორწილი აღარ იქნება. ლეო ძნელაძის დანახვაც აღარ მინდა. ხომ იცი, რომ ამას უმიზეზოდ არ ვიტყოდი. გთხოვ ახლა ნურაფერს ამახსნევინებ და გპირდები ყველაფერს მოგიყვები. - ასე არ გამოვა შვილო. ყველა ურთიერთობაშია ჩხუბი, კამათი. ზოგჯერ იმედგაცრუებაც მაგრამ სიყვარული იმიტომაცაა სიყვარული, რომ ყველა დანარჩენ გრძნობას აბათილებს. ახლა გაბრაზებული ხარ. მაგრამ რამდენიმე დღეში შესაძლოა ინანო ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება. გირჩევ ჯერ დაფიქრდე და ისე გადაწყვიტო ჩაშლი თუ არა ქორწილს. - ნეტა ჩვეულებრივი კამათი ყოფილიყო... თუნდაც ღალატი. ვფიქრობ, ვაპატიებდი. მაგრამ ახლა... მამა გამიგე გთხოვ. გათხოვებას თუ მაიძულებთ სახლიდან წავალ და ისევე გადაგისვამთ ხაზს, როგორც იმ ნაბიჭვარ ძნელაძეს. - ეს რა ლაპარაკია. 2 წელია იცნობ და ახლა გაიგე რომ ა?.. ხალხს რას ეტყვი, იმდენს ილაპარაკებენ გადაგრევენ შვილო. ასე ადვილი არაა უკან დახევა, როცა უკვე ფინიშთან ხარ. - ვინ უფრო მნიშვნელივანია თქვენთვის მე თუ ხალხი? - საზოფადოებას ანგარიში ყველამ უნდა გაუწიოს. - ესეიგი ესაა თქვენი არჩევანი... თუ ნებას მომცემთ ამაღამ აქ დავაღამებ. ხვალიდან შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოვკვდი. ახლა მარტო დამტოვე გთხოვ. - თქვა და კედლისკენ გადაბრუნდა. - ცარო. - მარტო დამტოვე. - იმდენად კატეგორიული იყო მისი ხმა გიორგის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია და ოთახი დატოვა. * * * - ლეო რა მოხდა შენსა და ცაროს შორის? - სახლში მოსულ შვილს წინ აესვეტა მარინა. - არაფერი. - არაფრის გამო გამომაგდო სახლიდან? ამიხსენი ამჯერად რა ვერ გაიყავით? - რას ნიშნავს გამოგაგდო? რამე გითხრა? - ანერვიულდა ძნელაძე. - მითხრა შენი შვილი აგიხსნის თუ რატომ ჩაიშალა ქორწილიო. მთელი დღეა გელოდები და არც იფიქრო თავის დაძვრენა. - თითი დაუქნია შვილს. - შენ ნუ ერევი მარინა. თვითონ მოვრიგდებით. - ხელი მობეზრებით აუქნია და ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ ზუსტად მის წინ საფერფლე მიემსხვრა კედელს. - რას აკეთებ გაგიჟდი? - ფერი გადაუვიდა ლეოს. - ახლავე ადგილს დაუბრუნდი და ილაპარაკე. დროზე. - გადამინდა მარინა გა-და-მინ-და! - რას ბოდავ? გადაგინდა რას ნიშნავს ხილია? - არა. ბოსტნეული. - ახარხარდა ლეო. - როგორც გინდა ისე მოაგვარე ეს ურთიერთობა. ქორწილი არ ჩაიშლება. - რახან შენ იტყვი... - მშრალზე დაგტოვებ ლეო ძნელაძე. თუკი გაბედავ და ხალხს აალაპარაკებ. ახლა აქედან გაეთრიე და მართას დაუძახე აქაურობა მიალაგოს. * * * - ლექსო გამარჯობა. ცარო ადამია გაწუხებ. - დიდი ხნის ფიქრის შემდეგ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და ტელეფონზე სტუდენტობის მეგობრის ლექსო მეტრეველის ნომერი აკრიფა. რომელიც ამჟამად კერძო დეტექტივად მუშაობდა. - ცარო. როგორ ხარ? კარგახანია შენზე არაფერი მსმენია სად ხარ რას საქმიანობ? - რათქმაუნდა რას გაიგებდა. ლეოს გადამკიდე თითქმის ყველა მეგობარს ჩამოშორდა. ფაქტიურად არსად დადიოდა. სამსახურსაც კი დაანება თავი, რომ ძნელაძეს კომფორტულად ეგრძნო თავი. - კარგად ვარ მადლობა. ვიცი, უსინდისობააამდენი ხნის შემდეგ, რომ გაწუხებ... მაგრამ სათხოვარი მაქვს. ინფორმაცია მჭირდება ერთ, უფრო სწორედ ორ ადამიანზე. მქონდეს შენი იმედი? - დრო და სიშორე მეგობრობას ვერაფერს აკლებს ჩემო ლამაზო. რათქმაუნდა დაგეხმარები. - სანდრო ნაკაშიძე და ლეო ძნელაძე. ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანია... - 2 საათში მთელი დოსიე გექნება. ჯობია ჩემთან ოფისში გამოხვიდე. მისამართს მოგწერ. - კარგი იქნება... ლექსო... - გისმენ ცარო. - დიდი მადლობა. - ბევრს ნუ ტლიკინებ ახლა და დროზე მოცუნცულდი. - ცარომ ტელეფონი გათიშა. ყოველი შემთხვევისთვის პატარა ჩემოდანი ჩაალაგა, მაგრამ არ წაუღია. ჯერ ბინა უნდა მოიძიოს და წაღებას მოასწრებს. საათნახევარში ლექსოს გამოგზავნილ მისამართზე იყო და ნელა მიუყვებოდა კიბეებს. მესამე სართულზე ავიდა და მარცხნივ პირველივე ლურჯად შეღებილი კარი შეაღო. მოკლეკაბიან, წითლად ტუჩ შეღებილ მდივანს აცნობა მეტრეველთან ვარ, მელოდებაო. მანაც ლექსოს კაბინეტში შეაცილა. - ადამია. როგორ შეცვლილხარ შე ოხერო. მომნატრებიხარ ხო იცი? - გადაეხვია მეგობარი. - ვხვდები, რომ ბევრი დავკარგე თქვენგან შორს ყოფნით. თუმცა დღეიდან ყველაფერი შეიცვლება გპირდები. - ამ კრიმინალთან რა საერთო ნახე ცარო? არ მინდა გაწყენინო, მაგრამ რომ არ გითხრა მოვკვდები. - სწრაფაფ გაგიგია ყველაფერი. - უნიჭოდ გაიღიმა ცარომ. - მიდი აბა მომიყევი რა ინფორმაციას ფლობ. - რომლით დავიწყო? - გულწრფელად, რომ გითხრა ნაკაშიძე უფრო მაინტერესებს. ძნელაძეზე რაც არ უნდა გავიგო იმაზე უარესი არ იქნება რაც უკვე ვიცი. - ზიზღით დაბრიცა ტუჩები. - როგორც გინდა. მაშ ასე - სანდრო ნაკაშიძე 29 წლის ბიზნესმენი. შეყვანილია ქართველ მილიონერთა სიაში. აქვს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი თითქმის მთელს საქართველოში. ასევე საიუველირო მაღაზიათა ქსელი და ლიცენზირებული იარაღების მაღაზია. საკმაოდ ფიცხი ხასიათი აქვს და შარშიც არაერთხელ გახვეულა. თუმცა საკმაოდ სამართლიანი ადამიანია და პატივისცემითაც სარგებლობს როგორც შავ ასევე თეთრ სამყაროში. ნასამართლევი არ არის. - კიდევ? - კიდევ... არის უცოლშვილო. გახმაურებული რომანი არავისთან ჰქონია. მაგრამ მუდმივად ტრიალებს ახალ-ახალი მანდილოსნების წრეში. მგონი ეს არ უნდა მეთქვა არა? - ცაროს გაფითრებულ სახეზე ეგრევე "მოწვა" სიტუაცია მეტრეველმა. ცარო გაწითლდა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია. - რუთზე რა შეგიძლია მითხრა? - სულმა წასძლია. - რუთი სანდროს ბიძაშვილის ნანო დემეტრაძის შვილია. გოგონა ჯერ კიდევ დაბადებამდე დაობლდა და მას სანდროს გარდა ახლო ნათესავი არ ჰყავს. - რას ნიშნავს დაბადებამდე დაობლდა? - ნანო აეროპორტში დააკავეს საფრანგეთიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის დროს. როგორც ამბობდნენ ვიღაცას დააფარა ხელი და მისი არ იყოო. მაგრამ საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში დაკავებიდან 3 თვეში სცადა. მაშინ 6 თვის ფეხმძიმე იყო. 1 თვე კომაში იყო. უკვეგარდაცვლილს ჩაუტარდა საკეისტო კვეთა და ქვეყანას რუთი მოევლინა. ბავშვის მამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა თუ მნიშვნელოვანია ვეცდები გავარკვიო. - ძნელაძეზე რას მეტყვი? - კარგი იქნებოდა ეს მანამ გეკითხა სანამ დაინიშნებოდი იმ არაკაცზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.