შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეთვრამეტე თავი)


4-01-2020, 00:24
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 521

თათია მთელი დღე ვერ ისვენებდა. გულს ვერაფერს უდებდა. აფორიაქებული იყო. კონცენტრირებას ვერაფერზე ახერხებდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. თითქოს რაღაცას ელოდებაო. რაღაც ცუდს... და აი...
იამ დაურეკა. იას ნათქვამმა გააშეშა. შოკში ჩააგდო. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და თვითონაც ადგილზე ჩაიკეცა. იამ უთხრა ნათია ავარიაში მოყვა და ადგილზე დაიღუპაო. გონს გვანცას შემოლაწუნებამ მოიყვანა.
- ნუ მაშინებ თათი, რა მოხდა? რა გჭირს? მშვიდობაა? რა გჭირს?
თათიას ცრემლები ჩამოუგორდა. ეტკინა. მართლა ძალიან ეტკინა. გუგას გამო ეტკინა. ელენეს გამო ეტკინა. წმინდა ადამიანობის გამო ეტკინა. გულწრფელად განიცადა.
გვანცას ტელეფონზე შემოსულმა ზამრმა მიახვედრა თათიას ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი. თვითონაც მასთან ერთად დაჯდა ძირს და ახლა ერთად ტიროდნენ.

როგორც კი ცოტა დამშვიდდნენ, მაშინვე ბექას დაურეკა და თბილიში დაბრუნდნენ. ტასო იასთან გაუშვა და გვანცა და თვითონ გუგასთან მივიდნენ სახლში. არასოდეს დაავიწყდება თათიას ის სურათი. ზალის შესასვლელ კართან ძირს მჯდომი გუგა. სიცოცხლის ნიშანწყალი რომ არ ეტყობოდა სახეზე. თითქოს აქ კიარა სხვა სამყაროში იყოო. გაყინული თვალებით იყურებოდა, თუმცა ვერავის ამჩნევდა. გული მოუკვდა თათიას მის დანახვაზე. მეტად თუარა, ნაკლებად არ იგრძნო ეს ტკივილი. შემდეგ დედის განწირული კივილი გაიგო. ნათიას დედა იყო. ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, თუმცა მეტი ვერ შეძლო და იქვე სკამზე ჩამოჯდა. საშინელება ტრიალებდა. ბუნდოვნად ხედავდა და აღიქვამდა ყველაფერს.

ბუნდოვანი იყო შემდეგი რამდენიმე დღეც. კოშმარული დღეები გაიარეს. თავიდან თითქმის სულ იქ იყო... შემდეგ... შემდეგ თითქოს სინდისის ქენჯნა იგრძნო. უხერხულობა იგრძნო.... და აღარ მისულა. მხოლოდ დაკრძალვის დღეს შორიახლოს მიყვებოდა მგლოვიარეებს... უნდოდა გუგასთან ახლოს მისულიყო და მაგრად მოხვეოდა, როგორმე ენუგეშებინა, მაგრამ...

დაკრძალვის მერე ერთხელ იყო მისული. თამარმა გაუღო კარი. ისიც განადგურებული იყო... გუგა კი მიუხედავად იმისა, რომ გაიგო თათია მოვიდაო, ოთახიდან არ გამოსულა. მის მერე აღარ მისულა. მისი ბრალი არაფერი იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გრძნობდა თავს. თამარს ურეკავდა და მისგან გებულობდა გუგას ამბებს, ხან გვანცა უყვებიდა, ხან ბაჩო. ვერ სძლია საკუთარ თავს, ვერ გაბედა მეორედ მისვლა. ასე გავიდა ორი კვირა.

ტელეფონი რეკავდა. თათიამ რომ დახედა, მაშინვე უპასუხა:
- გისმენთ დეიდა თამარ.
- შვილო, თათია სახლში ხარ?
- კი, კი სახლში ვარ. რა ხდება? - შეშფოთდა თათია.
- უჰ აღარ ვიცი შვილო. შეგიძლია რომ მოხვიდე?
- რა თქმა უნდა, მოვალ... მოხდა რამე? - ვერ მოითმინდა და ჰკითხა.
- ელენე ისტერიკაშია. ვერ ვამშვიდებთ. ბებიამისიც აქაა მაგრამ არავის გვიკარებს. გუგას ვერ ვუკავშირდებით. აღარ ვიცი რა გავაკეთო. - ტირილი შეერია ხმაში თამარს.
- დამშვიდდით, გამოვდივარ ახლავე. მალე მოვალ. - უთხრა თათიამ და კიბეებზე სირბილით დაეშვა.

ოთახის კართან დახვდნენ ატუზულები ნათიას დედა, თამარი, გვანცა და ქეთი. ოთახიდან კი ელენეს ტირილი ისმოდა.
- არ გვიშვებს შვილო, კარს ვაღებთ თუარა ისტერიკაში ვარდება. ძალით რომ ვეკარებით, ცუდად ხდება ტირილისგან. ასე ვეხვეწებით ორი საათია უკვე. - შესჩივლა თამარმა.
- გადით თქვენ, კარგი? მე დაველაპარაკები ჯერ აქედან. იქნებ მერე შემიშვას. - სთხოვა თათიამ.
- კარგი შვილო, კარგი.
კარს მოსცილდნენ და დერეფანში გაჩერდნენ. იქიდან უყურებდნენ.
თათიამ კარზე მიუკაკუნა.
- დამანებეთ თავიი. - იყვირა ელენემ.
- გამარჯობა ელენე. - მიესალმა თათია. ელენემ გაოცებულმა შეწყვიტა ტირილი.
- შეიძლება შემოვიდე? - ჰკითხა ელენეს.
- თათიაა - წამოიტირა ისევ ელენემ. - დედიკო მომენატრააა.
გული მოუკვდა თათიას. სული ეტკინა. ცრემლები ჩამოუგორდა. კართან ძირს დაჯდა.
- დედასაც ენატრები ელენე. ხომ იცი რომ ენატრები.
- აბა რატო არ მოდის?
- არც დედაჩემი მოდის.
ელენე გაჩუმდა. ცოტა ხნის შემდეგ კი იკითხა: - მართლაა?
- მე ხომ არასდროს მომიტყუებიხარ.
- არა. - დაეთანხმა ელენე. - და შენ არ ტირიხარ ხოლმე?
- არა. არც შენ უნდა იტირო. იმიტომ რომ დედა სულ შენთანაა. შენ ვერ ეხები, თორემ ის სულ შენს გვერდითაა. გეფერება როცა გძინავს, გკოცნის, როცა გძინავს.
- რომ მღვიძავს, მაშინ რატომ არ მოდის? - გულუბრყვილოდ იკითხა.
- იმიტომ რომ მაშინ ღმერთთანაა.
- და იქ რატოა? - უკვე კართან ისმოდა ელენეს ხმა... - ღმერთსაც უნდოდა ჩემ დედიკოსთან?
თათიამ ამოიოხრა.
- ხო, ელე, ზოგჯერ ღმერთსაც უნდა რომ მასთან იყვნენ ადამიანები და მიჰყავს ხოლმე.
- იქ სხვებიც არიან? - იკითხა ელენემ და კარი გააღო.
- კი. იქ ბევრი ხალხია. იმაზე მეტი, ვიდრე აქ.
- და მე რომ დედა მომენატრება, ვის ჩავეხუტოო? - იკითხა აცრემლებული ხმით - მამას ისეც ვეხუტებოდი, ორივე ბებისაც. ახლაც შემიძლია რომ იმათ რო ჩავეხუტო და დედა რომ მომინდება ვის ჩავეხუტო? - უკვე ტიროდა ელენე.
თათიამ ღრმად ამოიოხრა და ცრემლები ვეღარ შეიკავა.
- შენ რომ ჩაგეხუტო, შეიძლება? - ათრთოლებული ხმით იკითხა ელენემ.
რამდენიმე წამს უყურა თათიამ. ნაძალადევად გაუღიმა და ხელები გაშალა.
- რა თქმა უნდა შეგიძლია. მოდი ჩემთან.
ელენემ თავისი პაწაწინა ხელები შემოხვია, თათიამაც მთელი ძალით ჩაიკრა გულში. მასზე კარგად არავის ესმოდა, რა ძნელია დედის გარეშე ყოფნა. ორივე გულამომჯდარი ტიროდა. შემდეგ ისევ თათიამ სძლია თავს, ტირილი შეწყვიტა და ელენესაც მოსწმინდა ცრემლები.
- ელე, ხომ იცი, რომ დედა ინერვიულეს, ასეთი ატირბული რომ გნახოს.
- მაგრამ ის რომ აქ არაა?
- ის სულ შენთანაათქო ხომ გითხარი. სულ შენს გვერდითაა. აბა, დახუჭე თვალები.
ელენე უსიტყვოდ დაემორჩილა და თვალები დახუჭა.
- ახლა დედაზე იფიქრე.იმ დღეზე, ბაღში გამოსაშვები ზეიმი რომ გქონდათ. ხომ გახსოვს ის დღე.
ელენემ თვალების გაუხელლად დაუქნია თავი და გაირინდა... ასე ისხდნენ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ ელენემ თვალები ფართოდ გაახილა და გახარებულმა თქვა:
- დედა მართლა ჩემთანაა. რა მაგარიააა.
თათიამ ისევ მოხვია ხელები და ჩაიხუტა.
- მთელი დღეა არაფერი უჭამია. - თათიას მიმართა ნათიას დედამ. - იქნებ შენ დაგიჯეროს.
თათიამ თავი დაუქნია. შემდეგ ელენეს მიმართა.
- ელეე, არ გინდაა ერთად მოვამზადოთ რამე საჭმელი?
- მე და შეენ? - იკითხა გახარებულმა.
- კი. მე და შენ.
- მინდაააა. - ტაში შემოჰკრა ელენემ.


ელენეს გადაწყვეტილებით ომლეტი და სპაგეტი მოამზადეს საწებელთან ერთად. ელენემ გემრიელად მიირთვა. თათიმ თავისი ხელით აჭამა. როდესაც თათიას სახლში წასვლის დრო დადგა, ელნემ ისევ მოიწყინა და ტირილი დაიწყო - შენთან მინდაო.
ბევრს ეხვეწნენ, მაგრამ ელენე არ მშვიდდებოდა. ბოლოს ნათიას დედამ უთხრა - თუ ძალიან არ შეწუხდები, იქნებ ელენეც წაიყვანო შენთანო. თათია სიამოვნებით დათანხმდა და მან და ელენემ დატოვეს თამარის სახლი.



თამარმა კარი რომ გააღო და გუგა დაინახა, შვებით ამოისუნთქა.
- სად ხარ შვილო, საად.მოვკვდი ქალი ნერვიულობით. ტელეფონი რატო გაქვს გამორთული? დამაწყდა ნერვები.
- კარგი დედა რაა, კარგი. კარგად ვარ. არაფერი მიჭირს. ელეს წავიყვან და წავალთ. - დაღლილი ხმით უთხრა გუგამ.
- სად იყავი გუგა?
გუგამ ამოიოხრა.
- სასაფლაოზე დედა. ასე მგონია ყოველდღე რომ არ ავიდე, შეეშინდებათქო.
- შვილო ორმოცამდე არ შეიძლება საფლავზე გასვლა. - შეწუხდა თამარი.
- ვინ მოიგონა ეგ დედა, ვიინ? რა თქმა უნდა ხალხმა... ხო, მესმის, სული ჯერ ისევ სახლში ტრიალებსო, მაგრამ არ შემიძლია იქაც რომ არ ავიდე.
- კარგი დედი, კარგი. არ გშია? მოდი ცოტა შეჭამე რამე.
- სახლში წავალთ მე და ელე. არ მშია ჯერ.
- დედი... რაღაც უნდა გითხრა.
გუგა დაიძბა.
- გირეკავდი, მაგრამ გამორთული გქონდა ტელეფონი. ელენე ისტერიკაში იყო. დილიდან არაფერი ჭამა. მარტო უნდოდა ყოფნა და ტიროდა. ახლოს არ გვიკარებდა. ოთახშიც კი არ გვიშვებდა.
- ეხლა? ეხლა სადაა. ელეეეე. - ხმამაღლა გასძახა გუგამ.
- მათქმევინე შვილო. ვერ დავამშვიდეთ ვერავინ. ნანა ბებოსაც კი დავურეკეთ, მაგრამ არ მიიკარა. მერე ნანას გაახსენდა, თათიას დავურეკოთო. იქნებ იმან გვიშველოსო და დავურეკეთ.

თათია... ახლა გაახსენდა თათია. ვერ წარმოედგინა, რომ დღე ისე გავიდოდა, რომ თათიაზე არ ეფიქრა, მაგრამ მოხდა... ეს დღეები სულ არ გახსენებია.
- მერე. - ჩამწყდარი ხმით იკითხა გუგამ.
- მოვიდა შვილო. მაგაზე უარს გვეტყოდა? ისე ელაპარაკა, რომ დაამშვიდა. მერე საჭმელი ერათად მოამზადეს და აჭამა კიდეც. წასვლისას ელენემ თავი გაიგიჟა. არ წავიდესო. მაგრამ თათია უნდა წასულიყო,ექვსზე ტასოს მოიყვანს იაო და სახლში უნდა დავხვდეო. მაშინ მეც შენთან წამოვალო და უარი არ უთქვამს. ჩვენც ელენეს პანიკის შეგვეშინდა და გავაყოლეთ. იქაა ეხლა. - დაასრულა თამარმა მოყოლა.
- კარგი. იქ გავალ და წავიყვან. - მიუახლივდა, შუბლზე აკოცა დედას და თათიასთან წავიდა.
კარი გააღო თუ არა თათიამ, გუგას დანახვაზე აფორიაქდა. დიდხანს უყურეს ერთმანეთს თვალებში. გუგამ ვეღარ გაუძლო და ცრემლები ჩამოუგორდა. იმხელა ტკივილი დაინახა თათიამ მის თვალებში, ვერ შეძლო გულგრილად დგომა, სწრაფად დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და მოეხვია. გუგამაც მთელი ძალით მოჰხვია ხელები და ორივე ატირდა. ხმას ვეღარ აკონტროლებდნენ ტირილისას. თათიას ბავშვები გაახსენდა, არ უნდოდა ელენეს ისევ ენერვიულა, ამიტომ გუგას სააბაზანოსკენ უბიძგა, შევიდნენ თუარა, ონკანი გააღო და ისევ გუგას ჩაეხუტა.
- იტირე. იტირე გთხოვ... ამოსუნთქვას შეძლებ მერე. - ემუდარებოდა თათია და გუგაც ტიროდა. ნელნელა დამშვიდდა. თათიამ თავისი ხელებით მოწმინდა ცრემლები, შემდეგ ხელები წყალს შეუშვირა და ისევ გუგას მიადო თვალებზე
- გეყოფა, გთხოვ. ელენე ცოდოა. ასეთ მდგომარეობაში რომ გნახოს, უფრო ცუდად გახდება. ცოტა დამშვიდდი.
გუგამ თავი დაუქნია. სახე ცივი წყლით დაიბანა, ღრმად ამოისუნთქა და ბავშვებთან გავიდა. ელენეს ძალიან გაუხარდა მამის დანახვა. გაექანა და მთელი ძალით ჩაეხუტა. გუგამაც ძლიაერად მოხვია ხელები. ტასო შორიდან უყურებდა. თვითონაც უნდოდა ჩახუტებოდა. გუგამ მალევე შეამჩნია, გაუღიმა და უთხრა:
- ტასო, შენ არ ჩამეხუტები?
ამის გაგონებაზე ტასოც მოწყდა ადგილს და გუგას შემოეხვია. ორივეს მაგრად იხუტებდა გულში. თათია კი გაშეშეწბული იდგა და ცრემლები მოსდიოდა. მალევე მოთოკა თავი. სამზარეულოში გავიდა - სუფრას გავაწყობო.
გუგა მოესიყვარულა ორივეს და ისიც სამზარეულოში გავიდა. ამ დროს თათიამ ბავშვებსაც დაუძახა - ვივახშმოთო. ვახშმის დროს ელენე და ტასო ბევრს ლაპარაკობდნენ, გუგა და თათია დუმდნენ. მაგიდას რომ ალაგებდნენ ელენემ თათიას ისეთი ხმით ჰკითხა:
- შეიძლებაა დღეს აქ დავრჩეო? - რომ თათია უარს ვერ ეტყოდა. გუგას გადახედა. თავი დაუქნია.
- კარგი, დარჩი. წამოდით, წყალი გადაივლეთ და რამე ითამაშეთ.
- ვაშააა! - ერთხმად დაიძახა ორივემ და სააბაზანოში გავიდნენ. თათიაც უკან მიჰყვა. უცებ გადაავლო წყალი და პირსახოცშემოხვეულები გამოვარდნენ აბაზანიდან.
- მამააა, წუნა და წრუწუნას ჩაგვირთავ? დღეს არ გავკარებივართ კომპიუტერს და თათიამ გვითხრა ღამეს გაყურებინებთო. - გუგას დაუძახა ელენემ.
- თათია თუ ნებას დაგრთავთ, კი. - ღიმილით უთხრა გუგამ.
- აუ დეე, ჩაგვირთოს გუგამ მულტფილმიი? - ახლა ტასომ გასძახა.
- ჩართეთ, ჩართეთ. მოვალ მალე მეც.

გუგამ მულტფილმი ჩაურთო. თათიამ ჭურჭელი გარეცხა. ოთახში რომ შევიდა, ისეთ სურათს წააწყდა, გული მოუკვდა. გუგა ტახტზე იჯდა, ერთ მუხლზე ტასო ესვა, მეორეზე ელენე. ორივეს თავი მის მკერდზე ედო და უკვე ეძინათ. ისევ ცრემლები მოაწვა თათიას, მაგრამ ამჯერად თავს სძლია, ჩუმად მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა:- დავაწვინოთო. ტასო თვითონ აიყვანა, ელენე გუგამ და თავის ორსაწოლიანზე დააწვინეს. გუგამ ორივეს მზრუნველად აკოცა შუბლზე და კარი ფრთხილად გაიხურეს. კარი ბოლომდე მიიხურა თუარა, გუგამ ხელები მოხვია თათიას, გულზე მიიხუტა და ატირდა. მთელი სხეული უკანკალებდა. თათიამ არ იცოდა რა ექნა.
- გუგა, გთხოვ, ზალაში გავიდეთ.
ხელები არ მოუშორებია გუგას ისე გავიდნენ ზალაში და ამჯერად უკვე თათიაც ტიროდა. ერთმანეთზე მიკრულებმა იმდენ ხანს იტირეს, სანამ ორივეს ძალა არ გამოელია. ტახტზე ჩამოსხდნენ.
- ასე მგონია ვერ გავუძლებ თათი. ასე მგონია ვერ გავუძლებ ელენეს ამ მდგომარეობაში ნახვას. დედამ მითხრა, რაც მოხდა. მადლობა შენ...
- კარგი რა გუგა, რა გავაკეთე. სულ არაფერი.
- როგორ არა... ცოტა რთული ბავშვია ელენე მაგ მხრივ. მარტივი არაა მისი გულის მოგება. დედაჩემი რომ არ მიიკარა და შენ მოგეკარა, სამადლობელი ნამდვილად მაქვს. მე უბრალოდ... მე სასაფლაოზე ვიყავი და ტელეფონი დამიჯდა.
- არ გინდა რაა, მართლა არაფერია სამადლობელი. თქვენ იმდენი გაქვთ ჩემთვის გაკეთებული, ეს არაფერია იმასთან შედარებით. ნეტა შემეძლოს რამით შევუმსუბუქო ტკივილი ან ელენეს... ან შენ...-ისევ ცრემლი მოაწვა თათიას. - მართლა ძალიან ვწუხვარ. მართლა. შენზე მეტად თუარა, ნაკლებად არ მტკენია მე... თუნდაც მხოლოდ იმიტომ , რომ უდედოდ დარჩა ელენე. შენს გამოც მტკივა. მართლა ძალიან მტკივა და არ ვიცი რა გითხრა... არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ახლა განუგეშებს. მაგრამ ელენეს გამო უნდა შეძლო და ძლიერი იყო.

მას ისედაც ძალიან უჭირს და შენც რომ ამ დღეში დაგინახავს, უფრო ცუდად გახდება. მოერიე თავს და იყავი ძლიერი... უნდა გაუფრთხილდე ელეს.
- არ ვიცი რატო მსჯის ასე ღმერთი თათი. არ ვიცი. ვგრძნობდი, რომ ნათიას არ ვიმსახურებდი. ცუდად ვიქცეოდი თავიდან... და ალბათ ამისთვის დამსაჯა.
- ნუ სულელობ... ეგ არავისი ბრალი არ არის... სამყაროში რაც ხდება, ღმერთის ნებით ხდება. ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. მხოლოდ უნდა შევეგუოთ. გავუძლოთ... ავიტანოთ.... შენ პატარა ანგელოზი გყავს, რომელსაც ძლიერი მამა სჭირდება. მამა, რომელსაც დაეყრდნობა და რომელიც დედობასაც გაუწევს. გაგიჭირდება გუგა, ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით....
- ხო, ყველაფერს ვეჩვევით... მეც ხომ შევეგუე უშენობას... თუმცა რამდენაა ეს შეგუება არ ვიცი. ყოველდღე ვკვდებოდი. მტკიოდა. მჭამდა შინაგანად. ვეცემოდი... სუნთქვა მიჭირდა... მაგრამ ვცოცხლობდი.... და ის, როდესაც მხოლოდ ცოცხლობ, თუ შეგეუებაა, მაშინ შევეგუე... ახლაც ასე იქნება. გამიჭირდება, ვიტირბ. მეტკინება. მაგრამ არ მოვკდები.
- ადრეც გითხარი გუგა, იმ სამყაროში, სადაც დედას შვილი უკვდება და ის დედა არსებობს, ხო არსებობს და არა ცოცხლობს... დანარჩენებიც შევეგუებით რაღაცეებს. ვიღაცეების გამო. შენ შვილი გყავს, მშობლები გყავს, და და დიშვილები გყავს, მეგობრები გყავს და მათ გამო უნდა შეძლო და გაუძლო.
გუგას ჩაეცინა.
- და შენ? შენ მყავხარ? ისე, როგორც ყველაზე ახლობელი... ისე, როგორც მეგობარი... ისე, როგორც გულშემატკივარი... შენ მყავხარ?
- გყავარ... და გეყოები, მაშინ როდსაც ყველაზე ახლობელი დაგჭირდება გვერდით, როდესაც მეგობერი დაგჭირდება გვერდით, როდესაც გულშემატკივარი დაგჭირდება გვერდით.
მიხვდა გუგა... მიხვდა რასაც გულისხმობდა... მაგრამ ამ ეტაპზე არც თვითონ უფიქრია იმაზე მეტი, ვიდრე თათიამ აუღწერა.
- მაშინ ჩაგეხუტები რა? როგორც გულშემატკივარს. იმიტომ რომ მართლა ცუდად ვარ. სულ მგონია, რომ ჩემი ბრალია. რომ მე ვერ გავუფრთხილდი, მე ვერ დავიცავი. მე ვერ დავაფსე ისე, როგორც იმსახურებდა. მგონია, რომ შემეძლო ამ უბედურებისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ვერ შევუშალე. სული მტკივა, გესმის? ვერ ვიძინებ... მარტო ყოფნის სულ ეშინოდა და ახლა, ღამით იქ სულ მარტოა. რამდენჯერ მოვტრიალებულვარ კართან მისული, რომ გამხსენებია ელენე სახლშია და მარტო ვერ დავტოვებდი. რამდენჯერ გადამიწყვეტია, ღამით საფლავზე ასვლა.
- არ გინდა რაა, გეყოფა. ნუ ფიქრობ. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, შეუშლიდი კიდეც ხელს, მაგრამ ამ შემთხვევში უძლური ხარ. არ გეუბენბი, რომ ძალიან ადვილია და მარტივად გაუძლებ... საშინელებაა. საშინელებაა, როდესაც გენატრება და იცი, რომ ვეღარ ჩაეხუტები. ვეღარ დაინახავ, მის ხმას ვერ გაიგებ, მის მზერას ვერ გადააწყდები. ვიცი ეს რსასაც ნიშნავს. ყოველი დაღამება რომ გტკივა და გათენებასაც ტკივილით ხვდები. რომ გგონია სამყარომ არსებეობა შეწყვიტა... ან თუ ვერვ შეწყვიტა, შენთვის ეს სულერთია. საშინელებაა, როდესაც ყველა ამოსუნთქვა გტკივა და ვერ ხვდები, ეს შენ რატომ დაგემართა. საშინელებაა, როდესაც იმასაც კი ნატრობ რომ გესიზმროს და სიზმარში მაინც მოიკლა მისი ნახვის წყურვილი. საშინელებაა, როდესდაც ცრემლები გახრჩობს, მაგრამ იძულებული ხარ თავს მოერიო და მხიარული ნიღაბი მოირგო. - უკვა ხმამარლა ტიროდა თათია- მაგრამ არსებობს ვიღაც, ვინც იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ტკივილი და განცდები და შენც იძულებული ხარ იცხოვრო...
თათია გაჩუმდა... გუგა გაშტერებული უყურებდა.... ახლა თათიამ ის ყველაფერი უთხრა, რასაც განიცდიდა მთელი იმ წლების მანძილზე. იგრძნო გუგამ, რისი გადატანა მოუხდა თათიასაც... მერე რაა, რომ გუგა ცოცხალი იყო, ისინი ერთმანეთისგან შორს იყვნენ... და თათიას ძალიან სტკიოდა.
- ოდესმე თუ შეძლებ, მაპატიე თათია...ყველა შენი ტკივილი მაპატიე.
- მე უკვე გაპატიე... და ახლა ჩემზე არ ვსაუბროთ.
- ახლა ზუსტად შენზე მესაუბრე... შენი ტკივილი მითხარი.... და გპირდები, გპირდები რომ გადავიტან... ჩემი შვილის და შენს გამო... გადავიტან...
- მე რა შუაში ვარ.
- თავში ხარ. - გააწყვეტინა გუგამ. - თავში. მადლობა, რომ დამანახე, რა უნდა გავაკეთო.
გუგა მიიწია მასთან, შუბლზე ტუჩებით შეეხო და შემდეგ გულზე მიიხუტა.

იმ ღამეს ელენეს და ტასოს ტკბილად ეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს. გუგამ სთხოვა - მოდი რაა ჩვენც ამათთან დავწვეთო და ტასოს მხარეს გუგა მიწვა, ელენესთან თათია.
დილით პირველს თათიას გაეღვიძა და გუგაც მაშინვე გააღვიძა.
- ასე არ გვნახონ ბავშვებმა, ადექი, გთხოოვ.
- ნეტა ოდესმე დადგება ის დღე, რომ ასე არ დამაფეთიანო როცა შენთან ვიქნები. - უთხრა გუგამ და სამზარეულოში გავიდნენ.
- ჩემთაან? რატო? ჩემთან რატო უნდა იყო?
- რა მოხდა, მეგობართან რომ დავრჩე, დანაშაულია?
- გააჩნია მეგობარს გუგა.
- და შენ ყველაზე ახლობელი არ ხარ?
- ვარ.. მაგრამ არის წესები, რაც უნდა დავიცვათ ურთიერთობისას.
გუგამ ამოიოხრა.
- რისთვის? ჩვენ შესახებ მხოლოდ გვანცამ და ბაჩომ იციან... ალბათ იამ და ბექამაც... და მათთან ზუსტად ვიცი უხერხულობას არ ვიგრძნობთ არცერთი. დანარჩენი სამყაროსთვის ჩვენ მართლა კარგი მეგობრები ვართ და ჩვენი დისტანცია უფრო საეჭვოა, ვიდრე ჩემს გვერდით დგომა. ამაზე რატო არ ფიქრობ?
თათია მიხვდა, გუგა მართალს ამბობდა. ბაჩო და გვანცა არ იყვნენ პრობლემა. არც ია და ბექა. და თავი უხერხულად მართლა არ უნდა ეგრძნო, მაგრამ... ის ხომ თათია იყო.
- ვიქნები შენს გვერდით, როცა დაგჭირდება გუგა.ვიქნები. სხვაგვარად არც უნდა ფიქრობდე. რაც შემეძლება გავაკეთებ. ისე, როგორც მეგობარს შეეფერება.
-მეც მაგას გთხოვ. სხვა კიარაფერს... ახლა სხვა რამეზე ფიქრი არ შემიძლია... მაგრამ რახან ეს ვთქვი, ესეიგი მაინც ვფიქრობ. - გუგამ ისევ ამოიოხრა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ნათიას უღალატა. მაგრამ სხვანაირ ურთიერთობაზე არც უფიქრია თათიასთან. ჯერ მხოლოდ ერთი თვეც არ იყო გასული ნათიას სიკვდილიდან.
თათიამ ბავშვებს შევხედავო და საძინებელში გავიდა. 2 წუთში გუგამაც გადაწყვიტა შესვლა, მაგრამ ღია კართან შეჩერდა. ელენე თათიას ელაპარაკებოდა.
- კარგად გეძინა ელე?
- კიი. გემრიელად. - ამ პასუხზე თათიას გაეცინა.
- შეიძლებაა სხვა დროსაც დავიძინო აქ? - ჰკითხა ელემ.
- რა თქმა უნდაა. შეიძლება.
- რა კარგიაა. შენ რო ჩემთან იწექი, ისე მეგონა დედიკო იყო და იმიტო მეძინა ტკბილად.
თათიას ცრემლი მოერია. თავისი ბავშვიბა გაახსენდა. გული მოუკვდა. მაგრად შემოხვია ხელები ელენეს და უთხრა:
- როცა მოგინდება მაშინ მოდი ჩემთან, როცა მოგინდება დარჩი, როცა მოგინდება ჩამეხუტე. კარგი? უთხარი ხოლმე ბებოს და მოგიყვანს აქ.
- კარგიი. - დაეათანხმა გახარებული ელენე.


*****
დღეს დღე მიჰყვა, კვირას - კვირა, თვეს თვე. თათია მაქსიმალურად ერიდებოდა გუგას. ელენეს ხშირად ნახულობდა, ხან თამართან სახლში, ხან თამარს მიყვადა მასთან.
გვანცამ ეშმაკობის წყალობით ელენე და ტასო ერთ სკოლაში დაარეგისტრირა. დირექტორის მოადგილე მისი მეგობრის დედა იყო და ისიც მოახერხა, რომ ერთ ჯგუფში ჩარიცხეს.

დილიდან ემზადებიდა ტასო მაღაზიებში წასასვლელად. სკოლისთვის უნდა მომზადებულიყო. ემზადებოდა ელენეც, მამასათან ერთად. ტასომ და თვითონ რაღაც გადაწყვიტეს წინდა დღეს და უნდოდა გუგასთვისაც ეთქვა. დიდხანს იწრიალა და ბოლოს გაბედა.
- მამიკოოო, რაღაც მინდა გთხოვო.
- გისმენ მამ, რა არის.
- არ გამიბრაზდებიი? - ეშმაკური სახით იკითხა ელენემ.
- გააჩნია რაშია საქმე. აბა გისმენ. - დასერიოზულდა გუგა.
- რა და, გუშინ ბებოსთან რომ ვიყავი, ტასო და თათიაც მოვიდნენ... ხოდა ტასომ მითხრა რო ხვალ მე და დედა მივდივართ სკოლის რაღაცეები უნდა ვიყიდოთო და შეიძლებაა ჩვენც მათთან ერთად წავიდეეთ?
გუგას გაუკვირდა. მისი სახის დანახვაზე ელენ დაამატა.
- შენ მაინც კაცი ხარ და თათია უფრო კარგად მიხვდება რა უნდა ვიყიდოთ. ან რა მომიხდება. გთხოოვ რაა. - გაბუსხული ტუჩებით სთხოვა.
გუგას გაეღიმა.
- მამიკო, ჯერ გავიგოთ, იქნებ თათია არ მიდის დღეს? ან იქნებ მარტო ურჩევნია წასვლა?
- არა მაამ, დაგვთანხმდება. მე ვეტყვი და დაგვთანხმდება აი ნახავ.
ამაზე გუგას გაეცინა.
- მე დავრეკავ, თუ უარს მეტყვის, მერე დაელაპარაკე, კარგიი?
- კარგი. -გახარებული დაეთანხმა ელენე.
თათიას გაუკვირდა გუგას ნომრის დანახვა ტელეფონზე.
- გისმენ. - სწრაფად უპასუხა.
- გამარჯობა თათია, როგორ ხარ?
- არამიშავს, კარგად. შენ როგორ ხარ? მშვიდობაა?
-კი, მშვიდობაა. ელენემ რაღაც მთხოვა და....
- ელემ? რაო აბა?
- რაო და დღეს თათია და ტასოც მიდიან რაღაცეების საყიდლად და ერთად რომ წავიდეთ, შეიძლებაო? და არგუმეტად იცი რა მოიყვანაა?
- რა? - ღიმილით ჰკითხა თათიამ.
- რა და შენ კაცი ხაროო და თათია უკეთესად მიხვდება რა მჭირდება და რა მიხდებაო.
ამაზე თათიას ხმამაღლა გაეცინა.
- კარგი, სახლში დაგელოდებით მაშინ.


ერთად მივიდნენ სავაჭრო ცენტრში. ბავშვები გახარებულები ათვალიერებდნენ ვიტრინებს. უცებ ორივემ ერთად იყვირა:
- ნახე რა ლამაზი კაბაააა.
და ტასომ დაამატა:- თან შენ რომ გიყვარს ის ფერიი.
- ტასო, ნახე შიგნით იასამნისფერიცაა. აუ ესენი ვიყიდოთ რააა.
- ხო, მართლა რაა. - აღტაცებული იყო ტასოც. მართლა საყვარელი კაბა იყო. მაღაზიაში შევიდნენ, მოიზომეს, მოირგეს და ყიდვა გადაწყვიტეს. როცა თათიამ საფულე ამოიღი, გუგამ ხელზე ხელი მოჰკიდა შეაჩერა:
- გთხოვ, დღეს მე მომეცი უფლება, ორივეზე ვიზრუნო. გთხოვ. მომეცი ნება, რომ ტასოსთვისაც მე ვიყიდო. გთხოვ თათი. ამ ერთხელ მომეცი უფლება.

თათია ჩაფიქრდა... არადა გუგას მართლა ჰქონდა უფლება ეზრუნა ტასოზე. ისე, როგორც ელენეზე. ტირილი მოებჯინა ყელში. ნერწყვი ძლივს გადაყლაპადა
- კარგი გუგა. კარგი.... და მაპატიე რააა.
გუგა გაოცდა, არც იმას ელოდა, რომ ასე მალე დათანხმდებოდა თათია და პატიება რატო სთხოვა ის სულ ვერ გაიგო.
- რა გაპატიო? - ჰკითხა გაოცებულმა.
- მოვა დრო და მიხვდები. ახლა აღარ გვინდა ამაზე. ჯობია საქმეს მივხედოთ, სამი ქალი მაგრად დაგღლით იცოდე. - უთხრა და გაუღიმა.
- თქვენ არასოდეს დამღლით. ახლა კი წავიდეთ.

უამრავი რამ იყიდეს, ტანსაცმით დაწყებული ფანქრებით დამთავრებული. თან ყველაფერი ერთნაირები მოსწონდათ. მხოლოდ ფერის სხვაობით. დაღლილებმა მაკდონალდსში შესვლა გადაწყვიტეს. ისეთი ბდნიერი იყო ორივე - ტასოც და ელენეც.

ერთ კლასში ისხდნენ, ერთ მერხზე, ერთნაირად კარგად სწავლობდნენ. სკოლასთან ხვდებოდნენ ერთმანეთს თათია და გუგა, სასკოლო ღინისძიენებებზე, სპექტაკლებზე... თბილი მისალმება, თბილი მზერა და ამით შემოიფარგლებოდა მათი ურთიერთობა. მაქსიმალურად და შესაძლებისდაგვარად შორს ეჭირათ ერთმანეთისგან თავი. და დრო გადიოდა.


**************
აი, ტასომ და ელენემ უკვე მესამე კლასი დაასრულეს წარმატებით. დამამთავრებელ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ახლა ბედნიერები და გახარებულები მიდიოდნენ თამართან. გუგა არ დასწრებია ღონისძიებას. მეორე დღეს დაბადებისდღე ჰქონდა და დაღვრემილი იყო. სამი წელია საფლავზე ხვდებოდა ამ დღეს. ახლა რატომღაც გული არ მიუწევდა. ყავის მომზადება კარზე ზარმა გააწყვეტინა. ნათიას დედა იყო - ნანა. გაუკვირდა. არ ელოდა. მისაღებში შეუძღვა.
- მშვიდობაა ქალბატონო ნანა?
- კი შვილო. მშვიდობაა. სერიოზული სალაპარაკო მაქვს. მოდი, დაჯექი.
გუგა ვერ ხვდებოდა, რაზე შეიძლება ელაპარაკათ ასე სერიოზულად.
- ყავას მოვამზადებ და მოვალ ახლავე.
- არ გინდა. მირჩევნია ჯერ ვისაუბროთ.
გუგა უფრო გაოცდა.
- კარგით, გისმენთ...
ნანამ ღრმად ამოიოხრა და დაიწო:
- სამი წლის წინ, ერთ დღეს ნათია მოწყენილი მოვიდა ჩემთან. აღელვებული იყო. პირობა ჩამომართვა, რომ არაფერს გავამხელდი მანამ, სანამ რაღაც გზას არ ნახავდა. რაღაც საშველს...მოკლედ, ბოლოს რაღაც ცუდად ხომ იყო... და აღმოჩნდა, რომ სიმსივნე ჰქონდა. ფილტვზე. წვრილუჯრედოვანი. ამ დროს მეტასტაზები სწრაფად ვრცელდება. ფილტვიდან მთელ ორგანიზმში ჰქონია უკვე გამჯდარი.... ისეთი სტადია, რომელის საშველი არ არსებობს....
გუგა სრულ შოკში მყოფი გაოგნებული სახით უყურებდა. ესმოდა, რასაც ეუბნებოდა ნანა მაგრამ გააზრებას ვერ ახერხებდა, ვერ აცნობიერებდა.
- მეც მასე დამემართა, როცა პირველად გავიგე. მის მერე ყოველდღე ვკვდებოდი. ყოველდღე ველოდი მის სიკვდილს.... მაგრამ თვითონ მამხნევებდა. ცოტა დრო მომეციო და მე ვეტყვი გუგასო, მაგრამ..... მაგრამ არ დასცალდა.... ალბათ ეგაც ბედი იყო... ღმერთა არ დაუშვა, რომ ეტანჯა და ეწვალა... ავარიის შემდეგ, სავადმყოფოში, სანამ სულ დალევდა დამაფიცა... პირობა ჩამომართვა, რომ არ გეტყოდი ამას... ჩემი სიკვდილის მერე უთხარიო. მანამდე არ გაბედოვო, მე მჯერა, რომ მომაკვდავს ამ სურვილს შემისრულებო. - ნანას ტირილი აუტყდა. - მერე... მერე გამწარებულმა ის მოვახერხე, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გენახა. მე ჩემს შვილს დავპირდი და არ მქონდა უფლება სხვაგარად მოვქცეულიყავი შვილო...
გუგა ისევ იმ პოზაში, გაოგნებული სახით იჯდა.მისი ტვინი ნელ-ნელა აცნობიერებდა ნათქვამს და როდესაც მიხვდა, ჩასწვდა ნათქვამის აზრს, გონება დაკარგა.
ძლივს მოასულიერა ნანამ. რეალობაში დაბრუნება საშინლად მტკივნეული იყო გუგასთვის. ბოლო ხმაზე იღრიალა... გამწარებული ურტყამდა კედელს მუშტს. ძლივს მოახერხა ნანამ შეჩერება.
- რატომ არ მითხარით, რატომ... რატოომ.
- არ შემეძლო. არ შემეძლო. მე მას დავპირდი გუგა, გესმის? დავპირდი, სიკვდილის პირას მყოფს დავპირდი. თან... თან რაღა აზრი ჰქონდა..
- ჰქონდა... როგორ არ ჰქონდა... გამოსავალს ვიპოვიდით, საზღარგარეთ წავიდოდით, გზას ვიპოვიდით..
- არ არსებობდა შვილო გამოსავალი. მთელი ორგანიზმი ჰქონდა სავსე მეტასტაზებით. საზღვარგარეთაც გავაგზავნეთ გამოსაკვლევად, მაგრამ... მაგრამ იქიდანაც ისეთი პასუხი მოვიდა, რაც აქ თქვს...
პატარა ბავშვივით ტიროდა გუგა. ახლა უფრო ეტკინა ნათიას სიკვდილი. ფიქრობდა,,ვინ იცის, როგორ უჭირდა იმ დღეებში, როგორ სჭირდებოდა გამხნევება, გვერდით დგომა, გაფრთხილება, მოფერება. მე კიდე... მე არაფერი ვიცოდი. ''
- დამშვიდდი შვილო. დამშვიდდი. მოერიე თავს. განა მე არ მტკივა? მაგრამ ჩვენი ელეს გამო უნდა ვჩანდეთ ძლიერები. თან, მე მხოლოდ ცუდი ამბით არ მოვსულვარ. დრო მოვიდა ისეთი რამ გაიგო, რაც ბედნიერს გაგხდის.
გუგას გაუკვირდა. ვერ წარმოედგინა, რა შეიძლება ყოფილიყო ისეთი, რომ თავი უკეთ ეგრძნო.
- მე ახლა არაფერი მიშველის. ხო, მესმის, ის მაინც გარდაიცვალა და ალბათ ერთი და ორი თვე ისეთს არაფერს შეცვლიდა, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს. ის მტკივა, რომ მარტომ გადალახა მძიმე წუთები
- ნათია ძალიან ძლიერი გახდა მის მერე. უფრო მხნედ იდგა. აპირებდა თქმას, ამას ვერ დამალავდა ბოლომდე, უბრალოდ არ დასცალდა. და ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა.
გუგამ ღრმად ამოიოხრა
- შეგიძლიათ მარტო დამტივოთ? უფრო სწორად დაგტოვოთ. გარეთ უნდა გავიდე. უნდა ვიფიქრო.
- წადი შვილო. მე აქ ვიქნები. არის კიდევ რაღაც, რაც უნდა იცოდე.
- ისევ ნათიას ეხება?
- არა, მას არა
- ხოდა არ მინდა. ახლა არ მინდა. არ შემიძლია.
- კარგი, კარგი. მესმის. წერილი დაუტოვებია შენთვის... შემდეგ წაიკითხე.
- კარგით. - უთხრა გუგამ და პირდაპირ სასაფლაოზე ავიდა.
- გამარჯობა ნათია.. დღეს მეორედ გადამატანინე შენი სიკვდილი. მაინც მგონია რომ ასე არ უნდა მოქცეულიყავი. მაინც მგონია, რომ იმ დღესვე უნდა გეთქვა ჩემთვის. იმ დღესვე უნდა გამეგო და თუ საშველი არ იყო, ერთად უნდა გაგვეძლო ამისთვის. როგორ ვერ შევნიშნე, როგორ არაფერი შეიმჩნიე. ერთად რომ გვეცადა, იქნებ რამე გამოსავალი გვეპოვა, იქნებ როგორმე გვეშველა.... არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა დავაშავე. ან შენ რა დააშავე.... იმედია ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს და მაშინ მაინც მეტყვი ასე რატომ მოიქეცი. მანამდე. . მანამდე კი... არ ვიცი...

გვიან დაბრუნდა სახლში. მაშინვე საძინებელში შევიდა და დაწოლას აპირებდა, ტუმბოზე კონვერტი რომ დაინახა. მაშინვე გახსნა. ნათიას ხელწერა იცნო.
,, ამ წერილს თუ კითხულობ, ესეიგი მე უკვე შორს ვარ. ოღონდ ცრემლები არ დამანახო რაა. არ მიყვარს. და არც მისაყვედურო. მე ისე მოვიქეცი, როგორც საჭიროდ ჩავთვალე. ის, რომ შენც გცოდნოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. არ მინდოდა მუდმივად იმაზე გეფიქრა, თუ როგორ დამხმარებოდი და რა გზა გეპოვა. ჩემ შემთხვევაში გამოსავალი 1% კი არ იყო. ამიტომ ტყუილა შენ ტანჯვას აზრი არ ჰქონდა. მერჩივნა იმ დროს გაგეგო, როცა აღარ ვიქნებოდი. ჩემი ამბავი ალბათ ჩემი გარდაცვალების დღესვე გაიგე და ახლა ის გიკვირს, სამი წლის მერე რატო აღმოჩნდა ეს წერილი შენთან. ამასაც თავისი მიზეზი აქვს...
მინდა ჩემ შვილს გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელსაც ბოლომდე ენდობი შენ და მეც.... იცი ასეთი ადამიანი ვინცაა....ის, ვისაც დაუფიქრებლად ვანდობ ჩემ შვილს და შენც, დარწმუნებული ვარ. ხო, ეს თათიაა. არ მეგულება დედამიწაზე სხვა, ვინც მასზე უკეთ იზრუნებს ელენეზე და შენზეც... თქვენ აუცილებლად ერთად უნდა იყოთ. ეს გარდაუვალია, გუგა... ეს როცა მოხდება, მაშინ ვიქნები მშვიდად. ნუ გაუშვებ თათიას თქვენი ცხოვრებიდან. პირიქით, მაგრად ჩასჭიდე ხელი და არ გაუშვა. იმიტომ რომ შენ ამის უფლება გაქვს. უფრო მეტიც ვალდებული ხარ.... ახლა რაღაც მნიშვნელოვანს გეტყვი, მაგრამ დამპირდი, რომ არ გაუბრაზდები თათიას. ჩვენ შვილს გაფიცებ... ელეს გაფიცებ, არ გაუბრაზდე. პირიქით, მიდი და მაგრად ჩაეხუტე თათიასაც და შენ შვილსაც. ხო, შენ შვილს. ტასო შენი შვილია.''
"ტასო შენი შვილია" "ტასო შენი შვილია" "ტასო შენი შვილია". გაუჩერებლად მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში. რამდენიმე წუთის განმავლიბაში ვერ შეძლო კითხვის გაგრძელება. " ტასო? ტასო ჩემი შვილია? ჩემი შვილია? როგორ... კი მაგრამ როგორ... როგორ..."
თავს მოერია და განაგრძო კითხვა - " ვიცი რომ გაგიკვირდა. თავიდან არც მე მიეჭვია. მართლა მეგონა რომ სხვა ცხოვრება დაიწყო თათიამ. მაგრამ ბოლო დროს ეჭვი გამიჩნდა. ძალიან ბევრი მსგავსება დავინახე თქვენ შორის. გემოვნება, სიარულის მანერა, ძილი, გამოხედვა და ა.შ. თან თათიას დამოკიდებულება შენთან ეჭვს ბადებდა. ცდილობდა მოგრიდებიდა, შორს ყოფილიყო... არ ვიცი რატომ ავიკვიატე, მაგრამ გადავწყვიტე დამემტკიცებინა. და დნმ-ს ანალიზი გავაკეთე. ვიცი, ეს დანაშაულია, მაგრამ ალბათ რაღაცას ვგრძნობდი... მყავდა ნაცნობი და ჩუმად გამიკეთა და ვერ წარმოიდგენ, როგო გამახარა დადებითმა პასუხმა. და მერე მივხვდი მე ყველაფერს... მას შემდეგ, რაც მე დამარწმუნა, რომ ის არასოდეს იქნებოდა შენთან, მას შემდეგ, რაც შენ დაგარწმუნა, რომ ჩემთან და ჩვენ შვილთან უნდა ყოფილიყავი, მას შემდეგ გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო და სწორედ ამიტომ გაქრა ასე მოულოდნელად. ამიტომ გაქრა ასე უკვალოდ, ამიტომ გაგვერიდა გუგა. ახლა კი, წადი, წადი და მაგრად ჩაკიდე ხელი და ორივე გაუფრთხილდით შვილებს... არ გამიცრუებ იმედს ვიცი და ელენესაც და ანასტასიასაც ეყოლებათ დედაც და მამაც." დაასრულა გუგამ კითხვა და გაუნათდა გონება. ბევრ რამეს მიხვდა, ბევრი აღმოჩენა გააკეთა, ბევრი რამ გააცნობიერა და სწრაფად დატოვა სახლი.

არ ახსოვს როგორ მივიდა თათიასთან. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როდესაც კარში მისი გაოცებული სახე დაინახა.
- მშვიდობაა?- ჰკითხა თათიამ.
- კი. ჩემ შვილთან მოვედი.
- ელე რომ აქ არ არის? - უფრო გაოცდა თათია.
- ვიცი.
- აბაა?
- ჩემ შვილთან მივედიმეთქი. ტასოსთან.
და თათიას თვალთ დაუბნელდა



№1 სტუმარი სტუმარი someone wandering

საოცარი თავი იყო.
აი,შოკში ვარ.
მტკივა ნათია. გაუსაძლისად.
ხომ მიყვარდა? აი,ახლა უფრო დავაფასე.
აიიიი,გული გამალებით მიცემდა.
გუგამ სიმართლე გაიგო, კანში ვერ ვეტევი ემოციებისვან......
ველი ახალ თავს.
მტკივა ელე და გუგა....
ყოჩაღ...
იმსახურებენ ბედნიერებას რა.....

 


№2  offline წევრი ფუტკარა

უუფ როგორ გამახარა დილიდან ამ შეფასებააამ. მადლობააა. იმედია ფინალიც კარგი გამოვაა

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

ფუტკარა,ვგრძნობდი რომ ასე წავიდოდა თხრობა.რა ემოციური იყო,ძალიან კარგი ხარ,,სასწაული იყო.ძალიან კარგად წერ.

 


№4  offline წევრი ფუტკარა

მადლობა თქვენ, ასეთი კომემტარებისთვიიის. მავსებთ, ძალას მმატებთ და ენერგიით მავსეებთ. გაიხარეთ თქვეეენ

 


№5  offline წევრი Dalts.17

უუუუმაგრესი იყო♥️მადლობა შენ!
ფინალამდე რამდენი თავიღაა?

 


№6  offline წევრი ფუტკარა

მადლობაააა. სულ ორი თავი დარჩა

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯანდაბა, ჯანდაბა!
რაც ყველაზე მეტად მეზიზღება რაა. ყელში ბურთგაჩხერილმა ჩავამთავრე ეს თავი. კარგი რაა, ან საკუთარ თავს რას ერჩი ან მე?!
აუ არადა, თავიდანვე ვგრძნობდი რომ ეს მომიწევდა ამ ისტორიის კითხვისას.

 


№8  offline წევრი ფუტკარა

უბრალოდ ამ შემთხვევაში სხვა ვერაფერი მოხდებოდა.... ხო, შეიძლება ნათია სხვასთან ყოფილიყო, სხვასთან გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ....

ემოციებს რომ იწვევს მკითხველში, ეს მომწონს და მახარებს....

 


№9  offline წევრი tamuna.s

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნათიას სიკვდილის მერეც კი, უკვე სამი წელი გავიდა და ტასოს შესახებ რომ არ უთხრა და როგორც ჩანს არც არასდროს აპირებდა ბავშვის შესახებ თქმას, მაგას ვერანაირი ლოგიკით ვერ ვამართლებ. რითი უნდა იმართლოს თავი, პირველ რიგში საკუთარი შვილის წინაშე არ მესმის. გუგას ადგილზე თათიას ამ ტყუილს ვერ ვაპატიებდი და საერთოდ ამ ბიჭს არანაირად არ იმსახურებს ეს დებილი გოგო.

 


№10  offline წევრი ფუტკარა

ეს გოგო არა, გუგა იმსახურებს ბედნიერებას.... თან ძალიან დიდ ბედნოერებას....
ვნახოთ, იქნებაა კი ბედნიერიი?

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

რატომ მოგინდა ამ ისტორიის დაწერა ასე, მოგინდა კიარადა რატომ დაწერე?

 


№12  offline წევრი ფუტკარა

როგორ ასე? ნათიას სიკვდილს გულოსხმობ თუ მთლიან ისტორიას?

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

ფუტკარა
როგორ ასე? ნათიას სიკვდილს გულოსხმობ თუ მთლიან ისტორიას?


რა თქმა უნდა მთლიან ისტორიას ვგულისხმობ :).

 


№14  offline წევრი ფუტკარა

პასუხი მართლა არ მაქვს... უბრალოდ, მაშინ, როცა არაფერს ვაკეთებდი, დრო გამყავდა.... მერე შევეშვი. წერას... გონებაში მაინც გრძელდებოდა... აი რატო დავიწყე აქ ატვირთვა არც ეგ ვიციი... რამდენიმე თავი რომ დავდე მერე მუღამში შევედი... თავიდან იმდენად არასერიოზულად მიმაჩნდა, რომ სულ შევეშვი... ანუ არ მიფიქრია, რომ ისეთი იყო, რომელსაც ვიღაც მაინც წაიკითხავდა და ამიტომაც ,,დამალული" ვარ. :D
მგონი სულ სხვა რამ დავწერე და არა კითხვის პასუხი, მაგრამ მართა არ ვიციი

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ფუტკარა
პასუხი მართლა არ მაქვს... უბრალოდ, მაშინ, როცა არაფერს ვაკეთებდი, დრო გამყავდა.... მერე შევეშვი. წერას... გონებაში მაინც გრძელდებოდა... აი რატო დავიწყე აქ ატვირთვა არც ეგ ვიციი... რამდენიმე თავი რომ დავდე მერე მუღამში შევედი... თავიდან იმდენად არასერიოზულად მიმაჩნდა, რომ სულ შევეშვი... ანუ არ მიფიქრია, რომ ისეთი იყო, რომელსაც ვიღაც მაინც წაიკითხავდა და ამიტომაც ,,დამალული" ვარ. :D
მგონი სულ სხვა რამ დავწერე და არა კითხვის პასუხი, მაგრამ მართა არ ვიციი


კი, სულ სხვა რამ დაწერე ნამდვილად :)).
არ მჯერა რომ არ აქვს ამდენ ცრემლს, ტანჯვას და უკუღმართობას მიზეზი არ ჰქონდეს, მაგრამ ჯანდაბას იყოს როგორც არის :*.

 


№16  offline წევრი ფუტკარა

მიზეზი ყველაფერს აქვს :) იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი აქ ჩემი ცხოვრებაა აღწერილითქო. მცირედი პარალელის გავლებაც კი წარმოუდგენელია, თუმცა სულ რაღაც პაწაწუნა დეტალები არის რაღაც პირადად განცდილისგან... :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent