ცრემლების პრინცესა (მეჩვიდმეტე თავი)
სახლში მისულს ბავშვები დაძინებული დახვდა. ნათია ელოდებოდა. მაშინვე ყავა სთხოვა. ნათია გაუბრაზდა: -კარგი რაა გუგა, მეორე დღეა საჭმელი არ გიჭამია. აქამდე ხო, ნერვიულობდი, გასაგებია მარა ეხლა ხომ კარგადაა. შენ თუ ცუდად გახდები, მასე ვეღარ დაეხმარები თათიას. პატარა ბავშვი ხოარ ხარ. - კარგი რაა ნათი... არ ჩადის... ვერ შევჭამ... მაგიდაზე თეფშით დაჭრილი ატამი იდო. ნათიამ ჩანგლით პირთან მიუტანა : - ეს ჩემი ხათრით ჭამე რაა. გუგამ უარი ვერ უთხრა. მეორე ნაჭერიც აიღო თათიამ. - ეს ელეს ხათრით.... ისევ შეჭამა გუგამ. მესამეც აიღო. - ეხლა გეყოფაა. - შეაჩერა გუგამ. - ეს ტასოს ხათრით რააა. -სუსტი წერტილი უპოვა ნათიამ. მესამეც შეჭამა და წამოდგა. - აი ეს. - მეოთხე ნაჭერი აიღო ნათიამ. -აი ეგ, შენ შეჭამე. - გააჩერა გუგამ. - არა, ეს ერთიც და მორჩა. ეს თათიას ხათრით... ბავშვური თამაში გამოუვიდათ, მაგრამ ახლა თათიას ხათრით საჭმელი ჭამეო რომ ეთქვა ნათიას, შეჭამდა... გუგა აივანზე გავიდა. ნათიმ ყავა მოამზადა და გაუტანა. გუგა ცრემლიანი თვალებით გასცქეროდა სივრცეს. ნათიამ შეამჩნია. ეტკინა... არა ის, რომ მისი ქმარი სხვა ქალზე დარდობდა... ეტკინა ის, რომ თვითონაც მიუძღვოდა წვლილი გუგას ამ მდგომარეობამდე მისვლის. ყავა მაგიდაზე დაუდო და გადიოდა გუგამ რომ შეაჩერა. - ნათია, მადლობა... ყავაზე არა, ტასოს გამო... - შენც დაიწყეე? კარგი რა გუგა. - რა იყო, არ იმსახურებ მადლობას? განა სხვა ამას იზამდა? - სხვა არც იმას იზამდა, რაც თათიამ გააკეთა გუგა... მართალი იყო ნათია. სხვა არ იზამდა იმას, რაც თათიამ გააკეთა. ნათია შიგნით შედიოდა, უცებ შეჩერდა, გუგასკენ შებრუნდა და უთხრა: - იცი გუგა... რომ ვიცოდე... დარწმუნებული რომ ვიყო, ჩემი წასვლის შემდეგ, თათია შენთან იქნება, დაუფიქრებლად წავიდოდი შენგან.... გუგამ თავიდან ვერ გაიაზრა მისი ნათქვამი, გვიან გადახარშა. ნათია უკვე სამზარეულოში შესულიყო. გუგაც მიჰყვა, წინ დაუდგა თვალებში ჩახედა და უთხრა:- ეგ მეორედ აღარ თქვა... არ მოგატყუებ, არც მჭირდება ტყუილი, იცი რომ ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ მსგავს რაღაცას არ უნდა ამბობდე... ახლა ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს... ამაზე არ იფიქრო კარგი? ასე ნუ მელაპარაკებით. ისეც ცუდად ვარ. მე დავაშავე. ორივესთან მე დავაშავე... შენთანაც და მასთანაც...მაგრამ ასეც ნუ დამსჯით რა.... გუგა მიუახლოვდა, ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა. - ამაზე ნუ ფიქრობ... იმას არასდროს გეტყვი, რომ მე მასზე არ ვიზრუნებ, მასზე არ ვინერვიულებ, არ დავეხმარები, მაგრამ სხვა უფრო მეტი არაფერი იქნება. - თავზე აკოცა გუგამ. - წადი, დაიძინე, დაღლილი იქნები. მე წყალს გადავივლებ და მოვალ. *** დილით ტასოს ადრე გაეღვიძა. ელოდებოდა, როდის გაეღვიძებოდა გუგას. ფეხის ხმაზე ეგრევე წამოფრინდა საწოლოდან და სამზარეულოში გავიდა. გუგა ყავისთვის წყალს აცხელებდა. -უკვე გაიღვიძე? - ჩურჩულით ჰკითხა გუგას. გუგას გაეცინა და თვითონაც ჩურჩულით უპასუხა; - კი ტასიკო, გავიღვიძე. და ამ დროს რატო არ გძინავს შენ? ანასტასიამ მხრები აიჩეჩა. - კარგი, რადგან გღვიძავს, მე ყავას გავიკეთებ, შენთვის ნესქვიკი გავაკეთოთ და აივანზე დავლიოთ. - კარგი. - ჩურჩულით გააგრძელა ტასომ - არ გავაღვიძოთ ნათია და ელე. გუგამ თავისთვია ყავა მოიმზადა, ტასოს ნესქვიკი და აივანზე გავიდნენ. - მალე წავალთ დედასთან?- ვეღარ მოითმინა ანასტასიამ. - კი, მალე. უბრალოდ ჯერ ძალიან ადრეა. - და სადაა დედა? ის კითხვა დასვა, რასაც გაურბოდა... მაგრამ უნდა ეპასუხა. - დედა ერთ ადგილასაა, ძალიან დაღლილია და ისვენებს. მასთან ექიმები არიან. - ექიმები? რატო? წნევა აქვს ისევ დაბალი? - იკითხა ტასომ. - წნევა? შენ რა იცი წნევა რა არის? - გაუკვირდა გუგას. - ერთხელ იქ, ავსტრიაში ძალიან გადაიღალა და წნევა ჰქონდა დაბალი. მაშინაც ექიმებთან იყო... ექიმებთან მარტო ისინი კიარ მიდიან, ვინც ცუდადაა. - განუმარტა ტასომ. გუგამ ამოისუნთქა. ბევრი ახსნა არ დასჭირდებოდა და ამან დაამშვიდა. - ტასო, ავსტრიაში ვინ ცხოვრობდა თქვენთან ერთად? - ჰკითხა გუგამ. - ბექა, ია და მარიმი. ერთ სახლში ვცხოვრობდით.ლამაზი ეზო გვქონდა. - სტუმრები არ მოდიოდნენ ხოლმე? - ტასოს გამოკითხვას აგრძელებდა გუგა. - კი, ხანდახან. ბექას და იას მეგობრები, დედას მეგობარი... - და შენი მამიკო? - ძლივს კითხა. -ჩემი მამა მეზღბაურია. სულ დადის. მარტო წერილებს მიგზავნის და საჩუქრებს ჯერ ვერ ჩამოდის. - წავიდეთ დედასთან? - კიიიი. თათია მოუთმრნლად ელოდა ტასოს გამოჩენას. გუგამ დაურეკა, გამოვედით სახლიდანო. და აი გაიღო პალატის კარი და ჯერ ტასო გამოჩნდა, შემდეგ გუგა. ტასო მიუახლოვდა საწოლს, მაგრამ შეხებას ვერ ბედავდა. - რა იყო დე, არ ჩამეხუტები? - ჰკითხა თათიამ. - მინდა მაგრამ... მეშინია რამე არ გატკინო. - ათრთოლებული ხმით უპასუხა ტასომ. - ახლა რომ არ ჩამეხუტო, ის უფრო მეტკინება დე... ტასომ ვეაღარ მოითმინა, გუგას შეხედა მუდარის თვალებით, გუგამ ხელში აიყვანა და საწოლზე დასვა. იმ წამსვე მოხვია დედა- შვილმა ერთმანეთს ხელი და ორივე ატირდა. რთული იყო ორივესთვის ორი დღე და ღამე უერთმაეთოდ გაძლება. ძლიერად ხვევდნენ ერთმანეთს ხელებს.... მათ შემყურე გუგასაც მოადგა ცრემლები, ვეღარ გაუძლო, ჩამოჯდა საწოლზე, შემოხვია ხელები ორივეს და თვითონაც მიეხუტა... უყვარდა... უზომოდ უყვარდა ორივე... ყველაფერს გააკეთებდა ორივესთვის... ეგონა, თათია გაუპროტესტებდა, მაგრამ ამის არც სურვილი ჰქონდა თათიას და არც ძალა... გვერდით ყავდა ორი უსაყვარლესი ადამიანი, ის ორი, ვის გამოც სიცოცხლე ღირდა.... - აღარ იტირო დეე, მაპატიე რომ დაგტოვე... გაუფრთხილებლად რომ დაგტოვე. - ტასო მოშორდა, პაწაწუნა ხელებით ცრემლები მოსწმინდა და უთხრა: - არაუშავს დე, გუგა ხომ მოვიდა? მარტო არ ვიყავი. მერე ელენესთან წამიყვანა. ვერთობოდით მე და ელენე, ნათიას არ ვაბრაზებდი. - შენ ყველაზე ჭკვიანი გოგო ხარ დე, ჩემი გონიერი გოგო ხარ. და დედას ძალიან ძალიან უყვარხარ. - მეც დეე. - იყვირა ტასომ. გუგამ კი თათიას ყურში ჩასჩურჩულა: მე კი ორივე მიყვარხართ.... თათია გაწითლდა.... ტასო ისევ დედას მიეხუტა. თათიას ახლა ერთადერთი რამ უნდოდა.... გუგას ტუჩები ეგრძნო შუბლზე. თვალებში შეხედა გუგას, გუგამ კი.... გუგამ იგრძნო... როგორღაც იგრძნო და არ დააყოვნა. ტუჩებით შეეხო შუბლზე... გული გაუთბა ორივეს... ერთნაირი სითბო ჩაეღვარათ სხეულში. ერთნაირი მუხტი იგრძნეს. და ორივეს ცრემლი მოაწვა... თვალი გაუსწორეს ერთმანეთს, უამრავი რამ.იკითხებოდა მათ თვალებში: სითბო, სიხარული, ბედნიერება..... და სინანული.... მძიმედ გადააგორა თათიამ ნერწყვი. საათზე მეტი იყვნენ ერთად ტასო თათია და გუგა. შემდეგ ექიმი შევიდა თათოას სანახავად. ტასომ მაშინვე ჰკითხა: - ექიმო დეიდა, დედას მალე გამოუშვებ? ექიმს გაეღიმა. - შენ თუ არ მოიწყენ და ჭკვიანად იქნები, გპირდებო რომ მალე გამოვუშვებ. - მეც გპირდებით, რომ არც მოვიწყენ და არ არავის გავაბრაზებ. - მაშინვე დათნხმდა ტასო. - გუგა, დედაშენმა დამირეკა დილით და მითხრა ტასო მე მომიყვანოსო. და ხომ წაუყვან? - ძლივს გაუბედა ამის თქმა. გუგა გაოცდა, მაგრამ მიხვდა.... - ტასოს ჩემთან წავიყვან. ნურაფერზე ნუ ფიქრობ... ახლა დაისვენე. წავალთ ჩვენ. ***** 3 დღის შემდეგ თათია გამოწერეს საავადმყოფოდან. ბექა, ია, ნათია, გუგა, ბავშვები, ბაჩო და ნინი, ქეთი და გვანცაც იქ იყვნენ. თათიამ მათ დანახვაზე ცრემლი ვერ შეუკავა. ბექა და ია ეხვეწებოდნენ ჩვენთან წამოდიო, მაგრამ თათია ცივ უარზე იდგა. როდესაც თამარმა მკაცრად უთხრა: - ზედმეტი ლაპარაკის და თავის დაძვრენის გარეშე, შენ ჩემთან მოდიხარ. - კარგით რაა, უკეთ ვარ უკ... - ზედმეტი ლაპარაკის გარეშეთქო. - შეაწყვეტინა თამარმა.- გახსოვს, მე რომ ხელი მოვიტეხე? შენ დამტოვე მარტო? არა. ხოდა ეხლა მე მაცადე მოგხედო. ტყუილა გაჯიუტდები, მაინც არ გაგიშვებ არსად. - ხო თათი, ან ჩემთან უნდა წამოხვიდე, - ჩაერთო ია - ან ნინისთან, ან კიდე დეიდა თამართან და ახლა შენ გადაწვიტე. - წავედით ჩემთან გადასაწყვეტი არაფერია, ჩემთან მივდივართ. - წამოდი, დაჯექი მანქანაში.თქვენც წამოდით. - დანარჩენებსაც მიმართა თამარმა. - ახლა არა დეიდა თამარ, მაგრამ მაოვალთ აუცილებლად. ხო უნდა გავართოთ თათია. სხვა დროს გესტუმრებით. - კარგით, რახან არ იშლით, იყოს თქვენთან... - დაეთანხმა თათია. - მაშინ მე იმის უფლება მაინც მომეცით რომ მოგემსახუროთ. - გაიჯგიმა ბაჩო. თათიას მიუახლოვდა, ფრთხილად აიყვანა ხელში და გუგას მანქანამდე ასე მიიყვანა. სავადმყოფოდან ყველა თავის სახლში წავიდა. გუგა, ნათია, ბავშვები, თამარი და თათია თამართან წავიდნენ. ის ოთახი დაახვედრა მომზადებული თამარმა, სადაც მანამდე რჩებოდა თათია. მოგონებები ყელში გაეჩხირა თათიას.... გუგამ კი ვერ გაუძლო. ვეღარ გაუძლო და ნათიას ჰკითხა: - ნათია, მე მივდივარ და თქვენ რას იზამთ? - სად მიდიხარ? - კომპანიაში, რაღაც პრობლემაა. თუ გინდათ დარჩით, თუ გინდა გაგიყვანთ სახლში და მერე წავალთ. - დაანებე შვილო თავი, წადი შენ სადაც მიდიხარ. იყვნენ აქ. საღამოს მამაშენი გამოიყვანს. - კარგით მაშინ, წავედი მე. - რამე მაინც შეგეჭმა შვილო, იმდენი რამე მოვამზადე. - არ ეშვებოდა თამარი. - დედა, საქმე მაქვს სასწრაფოთქო. უნდა წავიდე. - კარგი, კარგი, წადი. გუგამ თათიას შეხედა. - რამე თუ დაგჭირდეთ, დამირეკეთ. - თქვა და გავიდა. - ეხლავე მაგიდას გავშლი - წამოდგა თამარი. - მეც დაგეხმარებით.- მაშინვე წამოდგა ნათიაც. - რა დახმარება მინდა შვილო, იყავი. - დაგეხმარებით, უფრო მალე გავშლით. თან მომშივდა რაღაცნაირად. - კარგი წამოდი, შენ არ მოიწყინო შვილო, ხომ აარ გინდა წამოწვე? - ჰკუთხა თათიას თამარმა. - არა, კარგად ვარ ასე. დავიღალე სულ წოლით. ნათია და თამარი სამზარეულოში გავიდნენ. თათიას კი ერთი გვერდიდან ტასო მიუჯდა, მეორე მხრიდან ელენე. - რაო, ბავშვებო? რაშია საქმე? - ღიმილით ჰკითხა თათიამ. - გინდა ზღაპარი მოგიყვეთ? - ჰკითხა ელენემ. - ან ლექსები. - ჩაერთო ტასო. - ან გიმღერებთ, რომ არ მოიწყინო. - ან გიცეკვებთ დეე, გინდა? მორიგეობით სთავაზობდნენ გართობას ელენე და ტასო. - მოდით,მე გასწავლით რაღაცეებს არ გინდათ? - კიი. - ერთხმად წამოიძახეს ორივემ. - კარგით, მაშინ გამოცანები ვისწავლოთ... ნათიამ და თამარმა უცებ გააწყვვეს სუფრა. სპეციალურად თათიასთვის განსხვავებული საჭმელები ჰქონდა მომზადებული, გემრიელად ისადილეს. თათია ჯერ კიდევ სუსტად იყო. დაიღალა და ოთახში შევიდა წამოსაწოლად. ისევ მოგონებები აეშალა და ასე, წარსულის გახსენებაში ნელ - ნელა მიეძინა კიდეც. რომ გამოეღვიძა, სახლში სიჩუმე იყო. წამოდგა და მისაღებში გავიდა. სავარძელში გუგა იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. თათიას დანახვაზე წამოდგა და შეშფოთებულმა ჰკითხა: -კარგად ხარ? რამე ხომარ გინდა? - კარგად ვარ, კარგად. უბრალოდ ისეთი სიჩუმეა... სად არიან? - ნათია და ელენე სოფელში წაუყვანია თავის ბიძაშვილს. მამიდა ჩამოუვიდათ იატლიიდან და... - და დედაშენი და ტასოო? - დედა და ტასო ზედა მეზობელთან არიან მიპატიჟებული. - რატო არ გამაღვიძა? ტასოს დატოვებდა. - ტასოცაა მიპატიჟებულითქო, თორემ მისი დატოვება მეც შემეძლო. მოდი, დაჯექი, არც იმდენად კარგად ხარ, ამდენ ხანს რომ ფეხზე იდგე. თათია ტახტზე ჩამოჯდა. გუგამ ჯერ შოროდან უყურა, მერე წამოდგა და გვერდით მიუჯდა, ხელი მხარზე გადახვია და ნელი მოძრაობით გულზე მიიხუტა. თათიას ხელი არ უკვრია. თავი გულზე დაადო და გაირინდა. გუგა ნაზად ეფერებოდა თმაზე. თათიამ ღრმად ამოიოხრა. - არ იფიქრო რაა არაფერზე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ხოდა ამით არაფერი შავდება. ნუ ფიქრობ ნურაფერზე. - დავიღალე გუგა. დავიღალე. ყველა სიტყვაზე ფიქრით, ყველა მოქმედების განაალიზებით, ყველა ნაბიჯის გაზომვით... მართლა დავიღალე. - ახლა ყველაზე უსარგებლო სიტყვაა რასაც გეტყვი, მაგარამ ისევ უნდა გთხოვო- მაპატიე... - არ გინდა გუგა. ისე ნუ მთხოვ პატიებას, თითქოს შენ იყო ყველაფერში დამნაშავე. თითქოს მხოლოდ შენი ბრალია... თავის დროზე ორივემ შეცდომა დავუშვით. ახლა ნუ დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს. არ მინდა არაფერზე ფიქრი, უბრალოდ ასე ვიყოთ, გთხოვ. - კარგი თათი, ვიყოთ ასე. იციი, ისევ ისეთი სასიამოვნო სუნი გაქვს თმაზე.... როგორ მიყვარდა... შენი სუნი როგორ მიყვარდა. - გუგა რა გთხოვე? ასე ვიყოთ. არ მინდა წარსულზე ლაპარაკი. საერთოდ არაფერზე. - კარგი ჩემო მბრძანებელო. ვიყოთ ასე. ოღონდ გვერდით მყავდე და თუ გინდა დარჩენილ ცხოვრებას მდუმარებაში გავატარებ. თათიას გაღიმა. შემდეგ დასერიოზულდა, გუგას თაველში შეხედა და უთხრა: -მითხარი გთხოვ, მითხარი, რომ ახლა ცუდს არაფერს ვაკეთებთ, რომ შცდომას არ ვუშვებთ ასე ყოფნით. გუგამ ორი წუთი უყურა თვალებში, შემდეგ მისი სახე ხელებშო მოიქცია და ტუჩებზე დააცხრა. მთელი გრძნობით ჰკოცნიდა, ისე რომ მაშინვე ვერ შეეწინააღმდეგა, გვიან მოეგო გონს და მოშორდა. - რას აკეთეებ? - უყვირა გაბრაზებულმა. - მაინც გგონია რომ რაღაც ცუდს აკეთებ და ნერვიულობ და ბარემ მართლა ინერვიულე. - როდიდან გახდი ასეთი არასერიოზული. - მართლა გაბრაზდა თათია. - რა გადარდებს ამ წუთას, ის რომ ნათიასთან უხერხულობას იგრძნობ, თუ ის, რომ თითქოს ტასოს მამას ღალატობ. თათია გაშრა. ამ კითხვას არ ელოდა. დაიბნა. - როგორ მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი. შენი სურნელი მხოლოდ მე შემეგრძნო. შენი ტუჩების გემო მხოლოდ მე გამეგო. მარტო მე მქონოდა შენ თმებთან ალერსის უფლება... მარტო მე შემეგრძნო შენი სხეულის ყველა უჯრედი... - გეყოფა... გაჩუმდი. - უყვირა თათიამ - ეგოისტი ვარ არაა? ის არ მინდოდა, რომ შენ ვინმე შეგხებოდა და ამ დროს მე ვარ სხვა ქალთან. მე მყავს ცოლი და ოჯახი და შენზე ვეჭვიანობ. ეგოისტი ვარ აბა რა ვარ... ხანდახან ვფიქრობ, სჯობს აქ იყოს ტასოს მამა და ერთდად გხედავდეთ.... ხანდახან მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ შორსაა და ზოგჯერ მისი არსებობა არც მახსოვს... მშურს იცი მისი. ძალიან მშურს... შენ და ტასო მას ყავხართ და ეგ მშურს... მას რომ ეკუთვნით ეგ მშურს... შენი შვილის მამა როა, ეგ მშურს.. ბოლო სიტყვები უკვე პიკი იყო თათიასთის. შეძლებისდაგვარად სწრაფად წამოდგა და ოთახში გავიდა. ვეღარ გაუძლო. ვეღარც თავი შეიკავა და ხმამაღლა ატირდა. ისიც აღარ ადარდება, რომ შესალოა თამარი და ტასო დაბრუნებულიყვნენ. ან გუგას მამა მოსულიყო. გუგამ მის ქვითინს ვეღარ ვაუძლო, შევიდა ოთახში, საწოლზე დამხობილიყო თათია ქვითინებდა. მიუახლოვდა, თვითონაც მიწვა საწოლზე და ხელები მოხვია. ზურგით მიიხუტა. თათიას ტირილი არ შეუწყვეტია. გუგამ თმაზე შეახო ხელი და მოფერება დაუწყო. - იცი, თათი, ამ მომენტში ყველაზე მეტად მე გამიმართლა. შენ აქ ხარ. შემიძლია გიყურო, დაგელაპარაკო, ერთი ჰაერით ვისუნთქოთ...მე ესეც მყოფნის. აუტანელი, საზიღარი ეგოისტი ვარ. ისე ვიქცევი, თითქოს მარტო მე მტკივა, თითქოს მარტო მე განვიცდი. მაპატიე რომ ეს არაფრისმომცემი სიტყვა კიდევ უნდა გამოვიყენო -მაპატიე. გპირდები, ამის შემდედ აღარასოდეს ვიქნები ასეთი დაუნდობელი. არც ჩემი ლაპარაკით მოგაბეზრებ თავს. ახლა დაშვიდიი. ნუღა ტირი. ვეცდები მოგერიდო. აუცილებლობა თუარ იქნება, არ გნახო... აღარ გაგაღიზიანო. ახლა მაპატიე... და გთხოვ, შეწყვიტე ტირილი... და მოდი, ბოლოჯერ ჩაგეხუტო. ცუდად მოხვდა თათიას ყურს ,,ბოლოჯერ". - ბოლოჯერ? - იკითხა და გუგასკენ გადატრიალდა. - ხო, ბოლოჯერ. მე ხომ იმას ვაპირებ, რომ მოგერიდო. თათია მასთან მიიწია და თავად მიეხუტა. ისე, თითქოს მართლა უკანასკნელი ყოფილიყოს. ცხვირი მის გულმკერდში ჩაყო და გაირინდა. გუგამ თმაზე ფერება განაგრძნო. თათიას ისევ მიეძინა. რომ გამოეღვიძა გუგა იქ არ დახვდა. გუგას მშობლები და ტასო მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. თათიას დანახვაზე თამარი წამოდგა. - როგორ ხარ შვილო? რამე ხომ არ გინდა? - კარგად ვარ, კარგად. საკმაოდ დიდხანს მეძინა. - უნდა გეძინოს შვილო აბა რა, ენერგია გამოცლილი გაქვს. მოდი, დაჯექი, ეხლა მოგიმზადებ საჭმელა. - არ მშია, არ მინდა არაფერი. - გშიათქო არ მითქვამს, უნდა ჭამო. ხომ იცი რომ აუცილებელია? - ჯერ მართლა არაფერი მინდა. - არ გამიგონია არაფერი, წამოდი, ორი ლუკმაც რომ შეჭამო, ბევრს ნიშნავს ეგაც. თათიას სხვა გზა არ ჰქონდა, გაჰყვა. ისე ზრუნავდა თამარი მასზე, როგორ საკუთარ შვილზე. მოწყენის უფლებასაც არ აძლევდნენ- ხან ვინ სტუმრობდა და ხან ვინ.... ბაჩოს და ნინის გოგონა შეეძინათ. თათია თანდათან გამოკეთდა და ის და ტასო ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ. არც იქ აწყენდნენ და მარტოს არ ტოვებდნენ. მხოლლდ გუგა არ ჩანდა. იმ დღის მერე აღარ უნახავს. იცოდა, რატომაც იქცეოდა გუგა ასე. თვითონაც თავს მშვიდად გრძნობდა. საშინლად დაცხა ქალაქში. რთული იყო გაჩერება, სუნთქვაც კი ჭირდა. ნათია და ელენე ნათიას სოფელში წავიდნენ. გუგა სახლში დარჩა. ერთ საღამოს ნათიამ რომ დარეკა, თათია იკითხა, როგორააო. - არ ვიცი, ალბათ კარგად. - უპასუხა გუგამ. - არ იცი? როგორ თუ არ იცი. - გაუკვირდა ნათიას. - კაი ხანია არ მინახავს ნათია და მართლა არ ვიცი. რატო მკითხე, ცუდად ხომ არაა ისევ? - შეშფოთდა გუგა. - არა, ისე ვიკითხეე. ცოდოა ბავშვიც და თვითონაც მაგ სიცხეში. ელენე ბებოსთან მაინც ჩასულიყვნენ. - რავი აბა ნათი. არ მიფიქრია მაგაზე. - ხოდა გადი და უთხარი. ბავშვი განსაკუთრებით ცოდოა, საშინელი სიცხეებია მანდ. სოფლის ჰაერი ორივეს მოუხდება. - ხო, რავი, რომ მოვიცლი გავალ. ერთი საათი ფიქრობდა გუგა, ბოლოს გადაწყვიტა გვანცას მივაგზავნიო და მასთან გავიდა. გვანცას გაუკვირდა, თვითონ რატომ არ ეტყვიო. - რავი, შენ უფრო დაგიჯერებს ასე მგონია. - გეცადა ჯერ შენ და თუ არას გეტყოდა მერე დაველაპარაკებოდი. - კარგი რა გვანცა, რას მევაჭრები, თუარ სეგიძლია მითხარი და მორჩა. - დამშვიდდი ბიძაჩემო, დამშვიდდი. უბრალოდ ერთ კითხხვაზე მიპასუხე - აგიკრძალა მიახლოება? გუგამ დაუფიქრებლად უპასუხა: - კი. - ასეც ვიცოდი... - გაეცინა გვანცას. - მოიცა, მოიცა, რა იცოდი? ან რატომ უნდა აეკრძალა მიახლოება, დაუფიქრებლად გიპასუხე. - დაიბნა გუგა. - იცი, სულ ვხვდებოდი. ეჭვი მღრღნიდა და ბოლოს დავრწმუნდი... - რა ეჭვი? რაში დარწმუნდი. - ის რომ შენ და თათიას ერთმანეთი დღესაც გიყვართ... გუგა გაშრა. ამას არ მოელოდა, გაუკვირდა. - რა სისულელეს ამბობ....- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. - რა მოხდა ასეთი თქვენს შორის არ ვიცი. ვერ ვხვდები რა მიზეზის გამო უნდა დაშორებულიყავით, მაგრამ ახლა რომ ორივე იტანჯებით, ფაქტია. გვანცა გაჩუმდა. დუმდა გუგაც... ბოლოს დუმილი გუგამ დაარღვია: - გვანცა, დაელაპარაკები? - აბა რას ვიზამ. დარჩი შენ აქ. გავალ და გეტყვი პასუხს. ... ოღონ უნდა მომიყვე, რა მოხდა... - ახლა არა, წადი. წადი. რომ დაბრუნდები, მერე მოგიყვები. წავუძინებ ცოტას მანამდე. - კარგი, კარგი... ჩავიცვამ და წავალ. თათიას გვანცას დანახვა გაუკვირდა, დაიბნა... - გვანცაა? მშვიდობაა? შემოდი. - კი, მშვიდობაა, მშვიდობა. მოვიწყინე მარტომ და გამოვედი. ყავას დავლევთთქო, ცოტას ვიჭორავებთ. მარტო ვარ სახლში, დედა მამა და სანდრო მამას სოფელში არიან. - შენ რატო არ წახვედი, არ გცხელა?- ჰკითხა თათიამ. - კი, მარა რაღაც საქმეები მქონდა. - კარგი, ჩავალ მაღაზიაში და ეხლავე ამოვალ, ყავა გამომელია. ტასო სახლშია, მე ჩავალ და უცებ ამოვალ. - კარგი, მიდი, მე ტასოს ვნახავ... თათიამ საფულე აიღო, სადაც მხოლოდ 3 ლარი ჰქონდა. ყავა მოუვიდოდა, ერთჯერადები.... შაქარიც... ნახევარი კილო... და 1 პურის ფული რჩებოდა... ხვალ კი არ იცოდა, რას იზამდა.... ჩაფიქრებული დაუყვა კიბეებს. გვანცას არ გამოჰპარვია თათას სახე. უცებ ტასოს ხმა მოესმა: - დედაა, ძალიან მშიაააა. გვანცამ იფიქრა გავახარებ ტასოსო, გაზქურაზე ქვაბი შენიშნა, გასათბობად მიუნთო, ამოვურევ ბარემო იფიქრა და ქვაბს ახადა. ვერ გაიგო რა იყო შიგნით... წყალი და აქა-იქ მაკარონი დაცურავდა. გაუკვირდა. ინსტიქტურად მაცივარი გამოაღო, სადაც მხოილოდ ცარიელი თაროები დახვდა. იმ წამსვე სამზარეულოს კარადებიც შეამოწმა - ყველაფერი თითქმის ცარიელი იყო, ცოტაოდენი ბრინჯი და წიწიბურა შენიშნა მხოლოდ. და უცებ მიხვდა.... მიხვდა, რომ სახლში არაფერი იყო საჭმელის მგავსი და თათიას სახეც გაახსენდა, ყავაზე რომ მიდიოდა. იმდენად უჭირდა თათიას, რომ არც საჭმლის მსგავსი და არც შაქარი და ყავა არ ქონდა სახლში. იმ წამსვე ბავშვის ოთახში შევიდა. ტასოს გაუხარდა მისი დანახვა და მთელი ძალით ჩაეხუტა. - ტასო, რაღაცას გკითხავ, და არ მომატყუო. ხომ იცი, ტყუილები არ შეიძლება... ტასომ თავი დაუქნია. - დედას ფული არ აქვს, ხო? და ამიტო საჭმელს ვერ ყიდულობს... ტასო დუმდა... - ტასო, ამას ისედაც მივხვდი... ყველაფერი ცარიელია.... არ აქვს ხო დედას ფული? ტასომ გაუბედავად თავი დაუქნია. - აქ იყავი... დედა მალე ამოვა... ქვემოთაა. მე რომ მიკითხოს, უთხარი სასწრაფოდ დაურეკესთქო. მეჩქარება, უნდა წავიდე.- სწრაფად მიაყარა და სირბილით დაეშვა კიბეზე. სახლამდე როგორ მივიდა, არ ახსოვს. გაბრაზებული, გაოცებული და გაღიზიანებული იყო. ბრაზობდა იმიტომ, რომ თათიას შეეძლო მისთვის ექთვა... ამაზე ბრაზობდა. ისეთი სახე ჰქონდა, რომ გუგას მის დანახვაზე შეეშინდა. - რა ჯანდაბა ხდება, რა გჭირს? რა მოგივიდა. კარგად არიან? გვანცამ ღრმად ამოიოხრა და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა გუგას. - გვანცა ნუ მაშინებ.... - ხო, ისე კარგად არიან... მაგრამ.... - გვანცა, რომ მაგიჟებ თუ ხვდები? რას ქვია ისე კარგად არიან, მაგრამ... რა მაგრამ... - საჭმელი არ აქვთ, გუგა... არაფერი არ აქვთ... მშივრები არიან... მაცივარი, კარადები სულ ცარიელია... არაფერი არ აქვთ. - გვანცა, ნუ შემშალე, ნორმალურად ამიხსენი, რა ხდება. - სხვა როგორ აგიხსნა გუგა. მშივრები არიანთქო, გესმის? ყავა დავლიოთთქო რომ ვუთხარი თათაის, შეცბა. გამომელიაო და მაღაზიაში ჩავალო ასე მითხრა. სახე არ მომეწონა მისი, მარა რავიცი, ხდება ხოლმე, რომ ილევა სახლში ყავა. მერე ტასომ დაიძახა დე მშიაო ძალიანო და სანამ თათია ამოვა მე ვაჭმევთქო, მაგრამ... მაგრამ ქვაბში რა იყო ვერ გავიგე... ალბათ რაღაც წვნიანი, უმწვანილო.... გავგიჟდი გუგა. მერე მაცივარი გამოვარე, კარდები, ყველაფერი ცარიელია... მერე ტასოს ვკითხე და ფული არ აქვთ... ბავშვს შია, გესმის? ჯანდა გუგა. ტირილი დაიწყო გვანცამ.. გუგა გაშეშებული იდგა. ვერ ხარშავდა გვანცას ნათქვამს.... დაჯერება არ უნდოდა. იმის დაჯერება არ უნდოდა, რომ თათია ასეთ მდგომარეობაში იყო და არაფერი უთქვამს მისთვის... დაუმალა. გვანცამ გამოაფხიზლა, - გუგა, წავიდეთ, რამე ვუყიდოთ, გთხოვ.. ისე გავითიშე, როგორ მოვედი სახლამდე არ ვიცი. დებილი ვარ... აქ მოსვლას, მაღაზიაში ჩავსულიყავი და რამე მეყიდა არ ჯობდა? დავიბენი. გეფიცები დავიბენი....- ტიროდა გვანცა. გუგამ ხელი მოხვია და მიიხუტა. - კარგი, დაწყნარდი... დამშვიდიი. წავიდეთ, ვუყიდოთ რაღაცეები, გაბრაზებით მერე გავუბრაზდეთ. წამო.. მეგამარკეტში შევიდნენ.... უამრავი რამ იყოდეს: ხორცეული და თევზეული, ბოსტნეულის ყველა სახეობა, მაკარონი-ვერმიშლი,სარეცხი საშუალებები, ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდება. ტასოსთვის უამრავი ტკბილეული და სათამშოები, სახატავები, ფანქრები. ძლივს ჩატიეს მანქანაში. კიბეებზე უბნის ბავშვები დაიხმარეს და კართან მოაგროვეს ყველაფერი. შემდეგ გუგამ ზარი დარეკა და არც მისალმებია თათიას, კარი რომ გააღო ისე შევიდა პარკებით სამზარეულოში. მას გვანცა მიჰყვა. უსიტყვოდ შეიტანეს ყველაფერი. თათია ხმას ვერ იღებდა. მიხვდა... ყველაფერს მიხვდა. მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა. ხმას არ იღებდა. ხმაურზე ტასო გამოვიდა ოთახიდან. ჯერ გუგას დანახვამ გაახრა, შემდეგ მადენმა ,,პარკმა.“ მიხვდა, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. შეტანას რომ მორჩნენ, გუგამ გვანცას უთხრა: - გვანცა, ტასო დაბლა ჩაიყვანე, კაფეში. შეჭამთ რამეს იქ. გვანცა მიხვდა, რომ გუგას ლაპარაკი უნდოდა. - ტასო, წამო დაბლა, რომ ამოვდიოდი გემრიელი ხაჭაპურის სუნი გამოდიოდა კაფედან და ცივი წვენით ექნებათ იქ. კიდევ ნაყინი... ტასომ დედას სეხედა. თათიას უმისამართოდ გაშტერებოდა თვალი. ხმა არ ამოუღია. - წამო, ტასო. დედა თანახმაა, თორემ ხომ გეტყოდა არაო... ამის გაგონება გაუხარდა ტასოს და გახარებული გაჰყვა გვანცას... გუგა მაგიდის მეორე მხარეს დაჯდა სკამზე და ისისც დუმდა.... თათიას ჯერ ერთი ცრემლი ჩაომუგორდა თვალზე, მერე მეორე და უხმოდ ატირდა... დიდხანს ვერ გაუძლო ამ სიჩუმეს და გუგას შეხედა: - რატო ხარ ჩუმად, რატო... მიყვირე... მეჩხუბე..... უპასუხისმგებლო მიწოდე. გამლანძღე... რაც გინდა მითხარი, ოღონდ ასე ჩუმად ნუ ხარ. გუგამ ღრმად ამოიოხრა. მიუახლოვად, მაგიდაზე მუშტი მთელი ძალით დასცხო, მერე თათია წამოაყენა და მთელი ძალით ჩაიხუტა. - ვიცი, ახლა უნდა გეჩხუბებოდე, გიყვიროდე, მაგრამ.... მაგრამ არ შემიძლია. საჩხუბიც ხარ, გასალანძღიც, მაგრამ რა ჯანდაბა გავაკეთო, რომ ვერ გიმეტებ ამის დედა მოვტ..... ნ. ორივე ტიროდა. - ხომ დამპირდი თათი, ხომ დამპირდი თუ რამე დაგჭირდებოდა, მეტყოდი. ხომ დამპირდი ამას. რატო, თათი... რატო არ მითხარი ასეთ მდგომარეობაში თუ იყავი. ვგიჟდები ამაზე რომ ვფიქრობ... თათია გუგას მოშორდა. - შენ რა ვალდებული ხარ, გუგა... შენ რა ვალდებული ხარ ჩემი სავადმყოფოს ხარჯები დაფარო, ჩემი მკურნალობის ხარჯები გადაიხადო. ბინის ქირა წინასწარ 1 წლის დაფარო, ჩემი და ჩემი შვილის კვების ხარჯებიც შენთვის მომეთხოვა გუგა? რანაირად, მითხარი.... მით უმეტეს, რომ ვნახე უკვე სამსახური, და გამოსწორდებოდა მდგომარეობა. გუგა მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ცახედა და უთრა: - ზუსტადაც რომ ვალდებული ვარ... იმიტომ, რომ შენ ტასო ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ... იმიტომ რომ თქვენი ტკივილი მე თქვენზე მეტად მეტკინება... მეგონა ეს იცოდი თათია. მეგონა ამაზე ლაპარაკი არ დამჭირდებოდა.. - მაგრამ შენ არ ხარ ვალდებული.- ისევ თავისას გაიძახოდა თათია. - ოღონდ ამ სიტყვებს ნუ მეუბნები რა... ნუ მეუბნები.... მე ამას პირველ რიგში ჩემი სურვილით ვაკეთებ.... ხელები მოხვია და მიიხუტა... თათიამაც მოხვია ხელები. მთელი ძალით... - მაპატიე. - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა. - არა... ამას არ გაპატიებ... უფრო სწორად არ დავივიწყებ... - ეს არა გუგა.... მოვა დრო და მიხვდები რაზეც გითხარი.. - გეყოფა. ერთადერთ რამეს გთხოვ, არაფერი დამიმალო. მხოლოდ ამას... - მაგრამ ასე არ გამოვა გუგა, არის რაღაცეები რისი არ თქმაც უფრო სწორია და ეს მაპატიე... - კარგი, შევეშვათ. რაც იყო, იყო. ამის შემდეგ რაც მოხდება ნუ დამიმალავ, გთხოვ... - და რაც იყო, იმას მაპატიებ??? - ხო, გაპატიებ...როგორ შემიძლია არ გაპატიო, როცა ასეთი თვალებით მიყურებ. - გუგა თათიას მოშორდა. პარკებიდან პროდუქტის ამოლაგებას შეუდგა. პირველ რიგში ხორცი და თევზი ამოიღო, დაჭრა, დაახარისხა და საყინულეში შეაწყო. ხორცის რაღაც ნაწილი უკან გამოიღო, კარადიდან ჯამი აიღო და იქ ჩადო. - იქნებ დამეხმარო? - მიმართა თათიას. თათიაც წამოდგა. - ამდენი რა აუბედურებაა გუგა, რა საჭირო იყო. - ხმა... მაგაზე კრინტი არ დაძრა. დამეხმარე, ავალაგოთ. უხამაუროდ მუშაობდნენ. რომ შეაბინავეს ყველაფერი, გუგამ ოსტრის გაკეთება დაიწყო, თათიას კარტოფილის გათლა დაავალა - შევწვათო. - სუფრა უხმაუროდ გააწყვეს. გუგამ გვანცას დაურეკა - ამოდითო. გრიელად ივახშმეს. თათიამ მაგიდის ალაგება დაიწყო. გვანცამ გადაწყვიტა ისევ მარტო დაეტოვებინა. - ტასოო, არ გინდა ვნახოთ გუგამ რა გიყიდა? თამ გავაფერადოთ რაღაცეები. - რა მაგარიააა. უფროსები მე კიარ მეთამაშებიან ხოლმე. წამო... გვანცა და ტასო გავიდნენ. თათიამ ჭურჭელი გარეცხა და გუგას პირისპირ დაჯდა. - რაღაც მინდა გითხრა... - გაუბედავად დაიწყო თათიამ. - გისმენ... - არ მინდა ოფიქრო, რომ უპასუხისმგებლო ვარ... მქონდა მე საკმარისი ფული, რომ ჯერ- ჯერობით მყოფნოდა... უბრალოდ, ისეთი რაღაც... - რატო მიხსნი თათი? მე ჩემ თავზეც მებრაზება, აქამდეც უნდა მომეხედა თქვენთვის. - არა გუგა, მაცადე... მქონდა გადანახული ფული, და შემთხვევით, ერთი ოჯახი გავიცანი. ეკლესიაში. გოგო 22 წლისაა, ბიჭი 24. ბავშვი ყავთ, 2 წლის დემეტრე... და სიმსივნე დაუდგინდა... ორივე ბავშვთა სახლშია გაზრდილი. არავინ ყავთ გვერდში მდგომი... ბიჭს კი ყავს ბებია, რომელიც მთაში ცხოვრობს... მაგრამ იმან რა უნდა დაეხმაოროს... მოკლედ, რაღაც ნაწილი სახელწიფომ ჩაურიცხა, მაგრამ თურქეთში გადასაყვანად და სამკურნალოდ არ იყო საკმარისი.... და... და ის ბავშვი რომ ვნახე.... რომ ვნახე, გადავწყვიტე რომ დავხმარებოდი... ჩემი თავი წარმოვიდგინე მათ ადგილას. უბრალოდ ვერ შევძლებდი.. ვერ შევძლებდი, რომ სახლშო ფული მქონოდა და იმ ანგელოზის სიკვდილი დამეშვა...ვიცი, რომ უამრავი ბავშვია მსგავს მდგომარეობაში და უამრავს სჭირდება დახმარება, მაგრამ მათ უკან ოჯახები დგანან... აი ლუკა და შორენა სულ მარტო არიან.... სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი... მხოლოდ მათი გაბრწყინებული თვალების გამო ღირდა იმ თანხის მიცემა... და მივეცი... წარმოვიდგინე, რომ ჩემ შვილს სჭირდებიდა დახმარება და ამ დროს ეს ვიღაცას შეუძლია და არ აკაეთებს... ლამის მოვკვდი, იცი? - თათია ტიროდა. გუგამ ვერ მოითმინა, მოხვია ხელები და გულზე მიიხუტა. - კარგი, დამშვიდდი. ნუ ტირი... ჩემი პატარა ქველმოქმედიხარ შენ... თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ფული რატომ არ გაქვს.... უბრალოდ ჩემთვის უნდა გეთქვა. იციი, გვანცა როგორ ტიროდა რომ მოვიდა? ისე ნერვიულიბდა, რომ რავიცი... და მე რომ გავიაზრე, რასაც მეუბნებოდა, მოვკვდი.... იმის წარმოდგენაზე, რომ თქვენ რაღაც გიჭირდათ და მე მშვიდად ვიყავი... ასე აღარ მომექცე, კარგი? გთხოვ. - მაპატიე გუგა. მაგრამ ვფიქრობდი, მარტოც გავართმევდი თავს. ბოლო ორი დღე გვქონდა რთული, ხვალ კი ყველაფერი მოგვარდებოდა. სამსახური ვნახე უკვე და... - ჯერ ერთი - დამპირდი, რომ ასე აღარასოდეს მოიქცევი. რომ აღარასოდეს დამიმალავ შენ გასაჭირს... დამპირდი. თათიამ ამოიოხრა. - გპირდები. - ახლა მეორე - ჯერ მითხარი რა სამსახური ნახე. - ამას რა მნიშვნელობა აქვს, გუგა. მთავარია ხელფასი მექნება. - რა სამსახური ნახე- მეთქი გკითხე. - ხმას აუწია გუგამ. - რა მნიშვნელ... - თათია, გკითხე - რა სამსახურითქი. - უფრო იყვირა გუგამ. თათიამ ღრმად ჩაისუნთქა. - რამდენიმე ოჯახი ვნახე, სადაც უნდა დავალაგო. - ძლივს ამოთქვა. - ვერ გავიგე. - რამდენიმე სახლი უნდა დავალაგოთქო. მდიდარი ოჯახების. საკმაოდ კარგად იხდიან. - დაივიწყე... შენ მაგაზრ არ იმუშავებ. - ნუ სულელობ რა გუგა. - დაივიწყეთქო. გაიგე ერთხელ რომ გითხარი. - რატო, რამე სამარცხვინოა ამაში? - სისულელე რომ თქვი თუ ხვდები. პატიოსან შრომაში სასირცხვილო არაფერი არ არის. - აბა რას ქვია... -დამაცადე.. დამაცადე. იმას არ ვამბობ, რომ რამე სასირცხვილოა, მაგრამ მე არ მინდა... არ მინდა გესმის? არ მინდ ვინმემ გიყვიროს, უხეშად გთხოვოს რაღაცის გაკეთება, ვიღაცამ ბინძური თვალებით შემოგხედოს. ეს არ მინდა. -რატომ გგონია, რომ ყველა ასეთია? - უკვე ცხარობდა თათია. არ მოწონდა გუგა ასე რომ ერეოდა მის საქმეში. - არ მგონია რომ ყველა, მაგრამ ერთი-ორი გამოერევა ეგეთი და არ დავუშვებ ვინმენ გაწყენინოს. -კი მაგრამ. - მაცადე. მე მოგიძებნი რამე ისეთეს, რომ ნორმალური ანაზღაურება გქონდეს და .დრო გქონდეს ტასოსთვისაც. - ისევ თავიდან იწყებ? -ან მთანხმდები, რომ ასეთი სამსახური გიშოვო, ან არადა საერთოდ არ მუშაობ და მე ვზრუნავ თქვენზე. ყოველ კვირა მოგიტანთ პროდუქტს, გადავიხდი კომუნალურებს, დაგიტოვებ სახარჯო ფულს. დაფიქრდი, ეს მეორე უფრო აჯობებს. - ნერვებს მიშლი უკვე თუ ხვდები. - გაბრაზდა თათია. - ანუ თანახმა ხარ. ბოლოზე. - უთხრა გუგამ და თვალი ჩაუკრა. - არაა. უუფ რაა, გუგა. რა გინდაა? კარგი, მიშოვე ისეთი სამსახური, რომ დრო მქონდეს ტასოსთვისაც. - აი ასეთი დამყოლი მომწონხარ. - წამოდგა გუგა, მიუახლოვდა თათიას, შუბლზე აკოცა. - წავედი მე ტასოსთან. გვანცა კი თათიასთან მივიდა სალაპარაკოდ. - თათი არ მეტყვი რა მოხდა??? - ოღონდ ახლა არა, რაა გვანცა გთხოვ. დღს მეტი არ შემიძლია. - კარგი, კარგი... დამშვიდდი. და მაპატიე რა. არ მინდა ჩემზე ბრაზობდე. - არა გვანცა, არ ვბრაზობ... მართლა არ ვბრაზობ... გუგამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ეს მე ვურევ ხოლმე. ზოგჯერ რაღაცეები მავიწყდება ხოლმე... - ცრემლი ჩამოუგორდა თათიას. - კარგი თათია, გეყოფა. - მივიდა და ჩაეხუტა. - წამო, ვნახოთ რას აკეთებენ გუგა და ტასო. ოთახში შესულებს ისეთი სურათი დახვდათ, რომ თათიას ისევ ცრემლები მოაწვა.გუგა ტახტზე იყო მიწოლილი, ტასოს კი მის მკერდზე მოკალათებულს ჩასძინებოდა. ზუსტად ეს მომენტი უამრავჯერ ჰქონდა სიზმარში ნანახი. სიზმარში გუგამ სიმართლე იცოდა და ძალიან ბედნიერები იყვნენ, რეალურად კი.... თათია ატირებული გავარდა აივანზე. გუგამ ფრთხილად აიყვანა ტასო და საძინებელში გაიყვანა, გვანცამ უთხრა მე გავხდი და დავაწვენ, შენ თათიას გახედეო. აივანზე გასულ გუგას თათია ცუდ მდგომარეობაში დახვა. ტირილისგან სუნთქვა ეკვროდა, ხელ- ფეხი დაუბუჟდა. როგორ უნდოდა თათიას ისევ ერთად ყოფილიყვნენ, გუგას სცოდნოდა ტასოს შესახებ და დამალული აღარაფერი ყოფილიყო... მაგრამ.. რამდენჯერმე სცადა თათიამ ამოსუნთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა, გუგამ შეატყო, რომ მართლა ძალიან ცუდად იყო, დაიბნა, ვერ მოიფიქრა რა გაეკეთებინა, ერთადერთმა აზრმა გაუელვა და წამებში შეასრულა კიდეც - თათიას სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დაეწაფა. მონატრებული კოცნიდა... ამ კოცნამ დამამშვიდებლად იმოქმედა, გულისცემა დაუმშვიდდა, ეს რომ იგრძნო გუგამ , მხოლოდ მაშინ მოშორდა. - კარგად ხარ? - გაუბედავად ჰკითხა, ეგონა გაუბრაზდებოდა თათია. - კი. - უთხრა თათიამ და მიეხუტა.- ზოგჯერ მგონია ვერ გავუძლებ... მეტს ვერ გავუძლებთქო... მეც ხო ადამიანი ვარ... ქვა ხომ არ ვარ, არა? განა მე არ მტკივა? მე არ განვიცდი? განა ჩემთვის მარტივია? ყოველ ღამე მგონია, რომ ძალა აღარ მეყოფათქო მარგამ თენდება და ისევ ახლიდან ვიწყებ. დავიღალე შენთან ბრძოლით, საკუთარ თავთან ბრძოლით, ცხოვრებასთან ბრძოლით, უსამართლობასთან ბრძოლით. რა გავაკეთო, მითხარი როგორ მოვიქცე გუგა. გუგას გული აეწვა თათიას სიტყვებზე... განა თავად ვერ ხვდებოდა, რომ ისევ ისე უყვარდა თათიას. - პირველ რიგში აღარ იტირო. გთხოვ... - ეს რამეს შეცვლის გუგა? - შეცვლის... შენი ბედნიერი თვალები სამყაროს შეცვლის ჩემთვის. განა ეს ცოტაა? - ბედნიერი? - ხო, ბედნიერი... მითხარი, რა გავაკეთოდ. ვიპოვოთ რამე გამოსავალი. - არ არსებობს გუგა გამოსავალი... - არსებობს. შემომხედე თვალებში თათი. თათიამ შეხედა. - ახლა მითხარი, ხომ ისევ გიყვარვარ! - არც ეს ცვლის არაფერს გუგა. ამაზე გუგას ჩაეღიმა. განა ისე ვერ ხვდებოდა, მაგრამ აღიარებული მაინც სხვა იყო. - მე რომ ბედნიერი ვარ, ეს არაფერს ნიშნავს? - ღიმილით ჰკითხა გუგამ. ამაზე თათიასაც გაეღიმა. მიხვდა, რამაც გამოიწვია მისი ბედნიერება. - და შენ ფიქრობდი, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო? - არა თათი, ზუსტად ვიცოდი... მაგრამ... მაგრამ.... - არ მინდა ამაზე იფიქრო, გუგა. არ მინდა. გუგამ შეუბლზე აკოცა. - დამშვიდდი... ნეტა შემეძლოს ასე ხანდახან მოვიდე და გნახოთ... შენ ჩაგეხუტო... ტასოს მოვეფერო. იცი როგორ მენატრება ხოლმე? - გულწრფელად ამბობდა გუგა. თათიამ ღრმად ამოიოხრა. არაერთხელ უფიქრია, რას ართმევდა გუგას, რას აკარგვინებდა... ზოგჯერ ძალიან უნდოდა, სიმართლე ეთქვა. ბევრჯერ ენის წვერზე მომდგარი სიტყვა უკან ჩააბრუნა. ახლაც... თქმით მხოლოდ ის უთხრა: - მოდი ხოლმე გუგა, მოდი. უბრალოდ, არ მინდა იცოდეს ნათიამ... რაც არ გინდა იყოს, მისთვის მაინც რთულია. - კარგი თათი, ვერ გაიგებს. თუმცა რომც გაიგოს, არაფერი არ მოხდება. - მეამის მაგრამ არ მინდა გუგა. - ვიცი, ვიცი... სულ როგორ უნდა ვიმალებოდეთ ჩვენ, ჰა? გახსოვს, მაშინაც... არ გინდოდა ვინმეს სცოდნოდა. ნეტა ყველასთვის მეთქვა. ნეტა ყველას სცოდნოდა, იქნებ ასე არ მომხდარიყო. - ახლა უკვე გუგამაც ამოიოხრა. -ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო. უფალს ასე სურდა როგორც ჩანს. - ხო, ალბათ. რაღაცას გთხოვ თათი, ყველაზე მეტად ამას გთხოვ - თუ რაღაც გიჭირს, მე მითხარი რა. მარტო მე. ჩუმად, ისე, რომ არავინ გაიგოს და სანერვიულოც არ გექნება. დამპირდი, რომ ასე მოიქცევი. - გპირდები გუგა. ვიცი მეტყვი, ადრეც დამპირდიო შენ... მაგრამ ახლა სხვანაირად გპირდები. აღარ დაგიმალავ... უბრალოდ ახლა სხვა სიტუაცია იყო. მე იმ ბავშვს ვერ გავწირავდი... თუმცა არ ვიცი რა იქნება. - რატო? ვერ უშველეს იქ? - ამ ეტაპზე კი, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. ამის ფული კი აღარ აქვთ. - ცრემლი ჩამოუვორდა თათიას.- რა საშინელი შეგრძნებაა გუგა, რომ იცი, შენ შვილს ეშველება მაგრამ იმის გამო, რომ ფული არ გაქვს, სიკვდილისთვის იმეტებ. უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს... ვერაფერს გააკეთებ... იცი მამამისი თირკმელს ყიდის. ანუ სხვას უნდა გადაუნერგოს, რომ ფული მისცენ. ოღონდ თუ გამოჩნდა შესაბამისი თირკმელი რომ ჭირდებოდეს ისეთი ადამიანი. - რამდენია საჭირო. - რა? - თანხა თათი, მკურნალობისთვის რამდენია საჭირო. - დაახლოებით 18 ათასი დოლარი გუგა. რომ დაფიქრდე, რა არის 18 ათასი დოლარი, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. - მე ვიშოვი მაგ ფულს. - უთხრა და გაუღიმა გუგამ. - შენ რა შუაში ხარ გუგა. სად უნდა იშოვო. შენ ისედაც...- უნდოდა ეთქვა ბევრი გააკეთე ჩვენთვისო, მაგრამ გუგამ გააჩერა. - ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათს კომპანიაში პრეზენტაცია გვაქვს ახალი ღვინის, ისეთი სტუმრები გვყავს, ნამდვილად შეუძლიათ ასეთი ბავშვების დახმარება. შენ პატარა ვიდეორგოლი მოამზადებინე მის მშობლებს, მე ამ ვიდეს პრეზენტაციაზე ვაჩბენებ და დარწმუნებული ვარ, მოგროვდება საჭირო თანხა. - მართლაა? - თვალები გაუბრწყინდა თათიას. - ხო, მართლა. ოღონდ ერთი პირობით - ამაღამ შენთან ვრჩები. - დარჩი. ადგილი გვაქვს. რა პრობლრმაა. - მე ვთქვი შენთან-თქო. ტასოსთან გვანცა დაიძინებს. შენ ჩემთან. - გუგაა, ხომ იცი, რომ გამორიცხულია. - რატო ვითომ. სულ პირველად რომ გვეძინა ერთად, რა დაშავდა. ეხლაც დავიძინოთ. უბრალოდ დავიძინოთ. კიდევ ერთხელ რა. ისე ნუ მომკლავ.... - გუგა გაჩუმდა.- და კიდევ, გვანცა არაა პრობლემა. მისი ნება რომ იყოს, ჩაგვკეტავდა ორივეს სამუდამოდ სადმე. -კარგი. კარგი. თანახმა ვარ. ის ღამე ტასომ და გვანცამ ერთად დაიძინეს. გუგამ და თათიამ კი გაათენეს ტახტზე. თვალი არცერთს არ მოუხუჭავს. არ უნდოდათ ერთად ყოფნის დრო ძილში გაეტარებინათ. გუგა ძველებურად ეფერებოდა თმაზე, თათია კი მის მკერდზე იწვა. საუბრობდნენ განვლილ ბედნიერ დღეებზე. - როგორ მინდოდა შენი მოკვლა თავიდან. ისე მიშლიდი ნერვებს, მაღიზიანებდი. - უთხრა თათიამ. გუგას გაეცინა. - მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ლექციებზე არ ვიყავი, მეძებდი. - უთხრა გუგამ. - კი აბაა. ვერ ვძლებდი უშენოდ. - არაა რო? - ჩაეკითხა გუგა. - კი. ვერ ვძლებდი. ეგრე გეგონოს. - ბოთე შენ. აბა რომ გენატრებოდი? თათიას გაეღიმა. - ხო, მენატრებოდი. მერე სულ მენატრებოდი, თუნდაც ნახევარი საათის წინ მენახე. სულ მაკლდი... გუგამ შუბლზე აკოცა. - იცი თათი, თავიდან ძალიან მინდოდა, სერიოზულად მინდოდა ნერვები მომეშალა შენთვის. გადავწყვიტე, მუდმივად გამომეყვანე მდგომარეობიდან. და ვცდილობდი კიდეც. მაგრამ პირველად რომ გაკოცე, მივხვდი... მივხვდი რომ ბოლომდე ვერ გაგიმეტებდი. თუმცა მაინც გაღიზიანებდი. მომწონდა შენი დამფრთხალი თავლების ყურება, შენი დაბნეულობის ყურება... და ასე, თანდათან მივხვდი რომ ზედმეტად შეგეჩვიე... და რომ აღარ მინდოდა შენი ატირება. მაგრამ მაინც გატირებდი და ახლაც ასეა. შენი ერთი გაღიმება იცი როგორ მაბედნიერებდა? მიხაროდა, რომ მიღიმოდი. გულწრფელად რომ მიღიმოდი. არ ვიცი, როდის მივხვდი რომ მიყვარდი... ალბათ იმ წუთიდან, პირველად რომ დაგინახე. უბრალოდ, ამას მერე მივხვდი... ნეტა ყველაფერი ადრე მეთქვა... ნეტა სურპრიზის მოწყობა არ დამეგეგმა. ნეტა ჩემ დაბადებისდღეს არ დავლოდებოდი... ახლა ხომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. - გუგა, გთხოვ არ გვინდა იმაზე ლაპარაკი, რა იქნებოდა. ნუ გავიფუჭებთ განწყობას, გთხოვ. მიხარია ეს წუთები.... მსგავსი რამ აღარც მოხდება და ამიტომ გთხოვ, არ გვინდა. მინდა ეს ღამე მშვიდი იყოს. მტკივნეული მომენტების გარეშე. - კარგი ჩემო პრინცესა. გინდაა ის გავიხსენოთ, ჩემი როცა გახდი? - გუგაააა. - ხმადაბლა უყვირა თათიამ. გუგას გაეცინა. ზუსტად იცოდა, რომ თათია გაწითლდა. - ვიცი რომ გაწითლდი და დაგცხა სახეზე... იცი ყველაზე მეტად რამ გამაბედნიერა? დილით რომ გაიღვიძე და არ ნანობდი. მე მეშინოდა. ყველაზე მეტად მაგის მეშინოდა, რომ არ გენანა. - მაპატიე გუგა. - რა გაპატიო? - გაუკბირდეა გუგას. - მაშინდელი ჩემი სისულელეები. როგორ გაგანერვიულე. - ხომ თქვი თათი მხოლოდ კარგი რააღაცეები გავიხსენოთო. ეგ დაივიწყე. - კარგი. - დაეთანხმა თათია და ამოიოხრა. სურვილმა სძლია. საშინელმა სურვილმა, რომ გუგასთვის ყელში ეკოცნა. - ახლაც რაღაც გინდა და ვერ ბედავ ხო? - ჰკითხა გუგამ. თათია გაოცდა, საიდან მიხვდაო და გაფართოებული თვალებით შეხედა. - მაშინაც ასე ამოიოხრებდი ხოლმე, რაღაც რომ გინდოდა და ვერ ბედავდი თათი. თათიას გაეღიმა. ხმის ამოუღებლად მიიწია, ცხვირით გუგას ყელში ჩაძვრა და აკოცა. გუგას გააჟრჟოლა სიამოვნებისგან, თათიამ მეორედაც აკოცა. გუგას სხეული აუდუღდა, მოგონებები წამოეშალა და საშინლად მოუნდა მთელი სხეული დაეკიცნა თათიასთვის. - მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დააცხრა. მთელი ჟინით კოცნიდა. როდესაც ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და მკერდს მიეფერა, თათიამ შეაჩერა: - გუგა, გთხოვ... არ გვინდა. ერთი ღრმად ამოიოხრა გუგამ, მთელი გრძნობა ამოაყოლა ამ ამოოხვრას, სწრაფად წამოდგა და აივანზე გავიდა. ცოტა ხანს აცალა თათიამ დამშვიდება. შემდეგ წამოდგა და თვითონაც აივანზე გავიდა. ტახტზე იჯდა გუგა. თავი ხელებში ჩაერგო და გარინდებულიყო. ნერვიულობდა... იცოდა, რამდენად რთული იყო თათიასთვის... ისიც იცოდა, რომ თათიასაც უნდოდა მასთან, მაგრამ... არსებობდა მაგრამ, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებდა. გვერდით მიუჯდა თათია. - ნუ განიცდი, რა გუგა.... - შენ მენდე. ნება მომეცი შენთან დარჩენის. შენთან ძილის... და მე ვერ მოვითმინე. - და რატომ ვერ მოითმინე იცი? ჩემი ბრალია. ჩემი ბრალი კი ისაა, რომ ვერ მოვითმინე და გაკოცე. ახლა ჩამეხუტე, თორემ მეც ცუდად ვარ. გუგა გაუნძრევლად იჯდა. თათია თვითონ მიეხუტა. დიდხანს ვერ გაუძლო გუგამაც და მოხვია ხელები. - რა უნდა გვეშველოს თათი მე და შენ. - ღმერთმა დაგვიფაროს უშველებელისგან. იცი, აქამდე თუ სხვა რაღაცეებზე მწყდებოდა გული, ეხლა უკვე აღარ მწყდება და თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ... იცი რა საშინელი შეგრძნებაა რომ უფულობის გამო შესაძლოა შვილი დაკარგო. ეს ყველაზე მძიმე გასააზრებელი იყო ჩემთვის. და მადლობა ღმერთს, რომ კარგად გვყავს შვილები გუგა. მათ სიცოცხლეზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია. ხო, რაღაც დოზით გვტკვივა მეც და შენც, მაგრამ ათასჯერ ჯობია ეს ტკივილი გვტკიოდეს, ვიდრე ის, რაც მე იმაათ თვალებში დავინახე. - მართალი ხარ. ჯობს ისევ ჩვენ გვეტკინოს, ვიდრე მათ. მე და შენ გავუძლებთ როგორმე... - გაუსაძლისი არაფერი გვაქვს გუგა. - ხო ო? და რომ მენატრები ხოლმე? ჰაერივით რომ მჭირდება შენი დანახვა? რომ მგონია ხოლმე, ვეღარ ამოვისუნთქებ.... - არ გიშლი... უფრო სწორად აღარ დაგიშლი გუგა ჩემ ნახვას. გახსოვს, ადრე შენ მეუბნებოდი- როცა მოგინდება მოდი და ჩამეხუტე, სხვანაირად არ გავიგებო... ახლა მე გეუბნები - ძალიან რომ გაგიჭირდება, მოდი და ჩამეხუტე. - ამის ნებას მართლა მომცეემ? - გაუკვირდა გუგას. - ტასოს თავს ვფიცავარ, მართლა გეუბნები. იმას არ ვამბობ, ყოველდღე მოდითქო, მაგრამ. - გავიგე. მივხვდი და მადლობა თათი. .. და თუ შენც მოგინდება, ხომ მოხვალ? ხომ არ დამიმალავ? თათიას გაეღიმა: - კარგი გუგა, არ დაგიმალავ... - იმედი მაქვს... კარგი, გვიანია უკვე, წადი დაიძინე. - შეენ? - მე აქ ვიჯდები. - და მარტო გამიშვებ მე? ვინ იცის, კიდე ოდესმე ვიქნებით ასე? - გული დასწყდა თათიას, რომ გუგა მასთან დაძნებას არ აპირებდა. - თათი.- დაიწყო გუგამ. - ვიცი, ვიცი. ფიქრობ რომ.. უფრო სწორად გგონია რომ ისევ დავიწყებთ. - არა თათი, არა. წამო, დავწვეთ. გულზე დამადე თავი და დაიძინე ისე. **** რამდენიმე დღის შემდეგ გუგამ ელენე ბებიასთან წაიყვანა ტასო, თათია და გვანცა. ამოისუნთქეს, თავი დააღწიეს ჩახუთულ ქალაქს. თათია მთელი დღე ვერ ისვენებდა. გულს ვერაფერს უდებდა. აფორიაქებული იყო. კონცენტრირებას ვერაფერზე ახერხებდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. თითქოს რაღაცას ელოდებაო. რაღაც ცუდს... და აი... იამ დაურეკა. იას ნათქვამმა გააშეშა. შოკში ჩააგდო. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და თვითონაც ადგილზე ჩაიკეცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.