შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი 17 თავი.


4-01-2020, 01:42
ავტორი zia-maria
ნანახია 10 043

სუსხიანმა ზამთარმა კარი მიიხურა,დათბა და გაზაფხულის დღეები ნელა-ნელა უფრო სასიამოვნო გახდა,გაზაფხულთან ერთად ჩვენშიც ყველა გრძნობამ გაიღვიძა და სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გახდა.ჯერ კიდევ ძალა დაკარგული მზე კაშკაშს არ წყვეტს და დღითი დღე უფრო მცხუნვარე ხდება.გამოზამთრებულმა ჩიტებმა სითბოში უფრო გულადად დაიწყო ჭიკჭიკი და გარემო უფრო მიმზიდველი გახდა.დილით ადგა,საუზმე მოამზადა დედა-შვილმა ისაუზმა და თინათინი სკოლაში წაიყვანა,ბაზარშიც გაიარა და სახლში დაბრუნებულმა გადაწყვიტა თინათინისთვის სიურპრიზი მოეწყო და მისი სყვარელი კერძის მომზადება დაიწყო.არავის ელოდა და ღიღინით შეუდგა სამზარეულოში ტრიალს,მაგრამ კარზე ზარის ხმა გაიგონა,გააღო კარი და გაოცებუმა შეხედა მის წინ მდგარ ორ უცნობ მამაკაცს
-ვინ ხართ,ვინმეს ეძებთ?
-ჯული,ჯული ბანძელაძეს ვეძებთ.თქვა ერთერთმა და ჯულის თვალებში ჩახედა.დაიბნა,უცხოები იყვნენ,მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და ამაყად უპასუხა დასმულ შეკითხვას.
-დიახ,მე ვარ ჯული ბანძელაძე.
-ქალბატონო ჯული ვფიქრობთ,გოგა ლომთაძე ჯერ კიდევ უნდა გახსოვდეთ.
-გოგა? სად არის გოგა,თუ ის ცოცხალია და ის ჩემთან ახლოსაა სად არის,მე ის წლებია არ შემხმიანებია და არც ის ვიცი თუ ცოცხალია.ცრემლი გაერია ხმაში ჯულის და მუხლები აუკანკალდა,მაგიდას დაეყრდნო და მამაკაცმა შეამჩნია მისი სისუსტე,ხელი მოკიდა და სავარძელში ჩასვა.
-ის ახლოსაა,ჩემთან ახლოსაა და იცის? იცის რომ თინათინი...................
-დამშვიდდით,იცის რომ თინათინი ავად არის.ის ძალიან მალე განთავისუფლდება და თავად გინახულებთ.
-იცის რომ ისევ აქ ვცხოვრობ?
-იცის სად ცხოვრობთ და ისიც იცის ვისთან მეგობრობთ,მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ დაგამშვიდებთ და ვერ გეტყვით არ გაბრაზდათქო,ქალბატონო ჯული თქვენ გოგას მტერთან მეგობრობთ.
-როგორ მტერთან,ზვიადის რა საქმე აქვს გოგასთან და საიდან იცნობს მას.
-სწორედ რომ ზვიადი არის დამნაშავე გოგას გაუჩინარებაში,ზვიადის ბრძანებით დაიჭირეს გოგა და ის სასჯელს იხდის,მაგრამ თვალს თქვენც გადევნებთ.მამაკაცის ჯიბეში ტელეფონი ახმაურდა და ჯულის შეხედა.
-ის არის? შიშით შეხედა მამაკაცს და აკანკალებული ხელში შეახო ტელეფონს.
-უპასუხეთ,თქვენ გელოდებათ.ჯულიმ ყელში მოწოლილი ცრემლი ხმაურით გადაყლაპა და აკანკალებული ხმით უპასუხა ზარის მფლობელს.
-გისმენთ.
-მისმენ? რამ შეგცვალა ჯული.
-მე,მე,მე შენ წლები გელოდი.....................
-მელოდი,მაგრამ არც კი მომძებნე სად ვიყავი.
-გელოდი და ბოლოს მივხვდი,რომ მიმატოვე.
-შენ ჩემი ყვავილი იყავი,ჯული ჩემი ვარდი მაგრამ ძალიან შეიცვალე.სულში სულ სხვა ჩაგისახლდა,რაც შენ არ გინდა მას ვერავინ გაგაკეთებინებს.როგორც მივხვდი მარტოობის წლებმა შენში ნაგროვები რეალური ნატურა ბინძური სულით შეგიცვალა და სააშკარაოზე გამოჰფინე.ქალმა თუ ბინძური ნაბიჯის გადადგმა ერთხელ გადაწყვიტა,მთელი ცხოვრება სიბინძურეში იქნება და მხოლოდ მისი ავხორცული იდეების ერთგული გახდები.ჩემი სიყვარული,ჩემი სახელი,ჩემი ღირსება მხოლოდ შენ იყავი,მაგრამ ეს ყველაფერი შენ შენივე ფეხით გათელე.ჯული ეს ყველაფერი უპატიებელია,ვერ შევძლებ ღალატი გაპატიო და ღალატი ვისთან,ჩემს მტერთან?
-მე,მე არ მინდოდა.
-ვიცი,რომ არ გინდოდა და ისიც ვიცი როგორ მოხდა ზვიადი შენს გვერდით.
-ყველაფერი იცი?
-ვიცი,სამწუხაროდ ვიცი და მაშინ არ შემეძლო არაფლის გაკეთება,ახლა ძალიან ბევრი მეგობარი გარეთ მყავს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს საქმეს,მაგრამ შენ................
-მითხარი,რა გინდა რომ გავაკეთო.
-შენ იყავი ერთადერთი ქალი,ვისთანაც მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება გამევლო.შენ გეგონა მიგატოვე,წავედი უთქმელად და ჩუმად,გაბრაზდი და ჭრილობების მოშუშება გადაწყვიტე,ამაში კი ჩემმა ყველაზე დიდმა მტერმა გამოგიწოდა დახმარების ხელი,მაგრამ მას მხოლოდ პრობლემების მოტანა შეუძლია,არ გამოდგა შენთვის რუხვაძე კარგი მკურნალი.
-როგორ ბედავ და მადანაშაულებ,რამდენიმე დღის იყო თინათინი რომ დამტოვე 17 წლის ბავშვი უსუსური ბავშვით ხელში.არ იცი როგორ ვიწვალე და ვიწამე რომ ჩვენი ორივეს სიცოცხლე გადამერჩინა.თინათინს ოპერაცია ჭირდება,მე ვბრძოლობ მისი სიცოცხლე გადავარჩინო და მისთვის შემიძლია სიცოცხლეც კი დავთმო.
-ჯული ცხოვრების ვალი მაქვს,რომლის გადახდაც ძალიან გამიჭირდება და გადაწყვეტილებას ძალიან კარგად დაფიქრების შემდეგ მივიღებ,მაგრამ ამ თემაზე შემდეგ ვისაუბროთ პირისპირ,ახლა კი შანსის გაძლევ შენი დანაშაული გამოასწორო.
-რა ვალი,რის გაკეთებას აპირებ ან მე როგორ გამოვასწორო ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა.
-უნდა ითამაშო დიდი თამაში.
-უნდა ვითამაშო? ვერაფერი ვერ გავიგე,ამიხსენი რა უნდა გავაკეთო.
-უნდა შეძლო და ზვიადისგან დახმარება უნდა მიიღო,დედა ხარ ჯული და იცი შვილი სულზე ძვირფასია.მოითმინე,მეც დამნაშავე ვარ შენს წინაშე,მაგრამ დამიჯერე კიდევ ცოტა და შვილს ერთად გადავარჩენთ.
-რა ჩაიფიქრე გოგა.
-გადაწყვეტილება მივიღე ჯული.
-რა,რა გადაწყვიტე.
-არ ვიცი რას იფიქრებ და შენ როგორ მიიღებ ჩემს გადაწყვეტილებას,მაგრამ მინდა მე ვიყო ჩემი შვილის დონორი,მე დავუთმობ მას ჩემს გულს და გპირდები ამას გავაკეთებ.
-გოგა შენ................
-დამშვიდდი,სულ რამდენიმე თვე დამრჩა და პირისპირ ვისაუბროთ,მანამდე მიიღე რუხვაძისგან დახმარება.
-მეუბნები რომ ზვიადისთან ურთიერთობა გავაგრძელო?
-ყველაფერი ისე გააგრძელე როგორც დღემდე იყო,მაგრამ თუ მიღალატებ და ამ ზარის შესახებ რუხვაძე გაიგებს,არ გავითვალისწინებ იმას რომ ჩემი შვილის დედა ხარ და შენ მოკვდები ჯული.
-გოგა მე,მე.ალო,ალო,ალო გესმის ჩემი? ტელეფონი გაითიშა და ჯულიმ უცნობს შეხედა,ტელეფონი გაუწოდა და მანაც საკონტაქტო ბარათი დაუტოვა.
-საინტერესო ინფორმაცია თუ გექნება ამ ნომერზე დამიკავშირდი,ჯული მომისმინე,ძალიან დიდი ოპერაცია მზადდება ზვიადის და მისი ძმის წინააღმდეგ და შენც ამ ოპერაციის მონაწილე ხარ,რადგან შენგან უნდა გავიგოთ ზვიადიზე ამბები თუ რას აპირებს,რა გეგმები აქვს.
-გასაგებია,ვეცდები რამეში დაგეხმაროთ.დაუპატიჟებელი სტუმრები წავიდნენ,სულ ცოტა ხანში ჯულიმ უცხო ნომრიდან შეტყობინება მიიღო,გახსნა და ერთიანად სიმხურვალე იგრძნო სხეულში.
-ჩემო ვარდო, სიყვარულშიდაც ჯუნგლების კანონი არსებობს,მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ.შენ ჩემი სიყვარულის ლურჯი წყარო ხარ,დღემდე ყურში მიწივის შენი ჯადოსნული სიცილის ხმა,მაგრამ შორიდან მესმის ეს ხმა.გეძებ,გეძებ თვალებით და მგონია ახლოს ხარ,მაგრამ არა,არ ხარ ჩემს სიახლოვეს.შენგან ველოდები სიახლეებს და მჯერა კარგად შეასრულებ შენს როლს.ტელეფონი ისევ ხელში ჰქონდა,რამდენჯერმე გადაიკითხა შეტყობინება და ჩაფიქრდა,რამოდენიმე წუთის შემდეგ კი გაბრაზებული ხმით თქვა.
-დამნაშავე უნდა დაისაჯოს და დაისჯება,გპირდები სასჯელს ვერ გაექცევა.ტელეფონი მაგიდაზე დატოვა და ისევ სამზარეულოში გავიდა სადილის მოსამზადებლად.

-ნიკოლოზ თუ შურისძიება გვინდა და გვინდა სამართლიანობამ გაიმარჯვოს,დიდი სიფრთხილე გმართებს.
-დავიღალე,სიმართლეს ვამბობ მართლა დავიღალე.
-დაიღალე მეც ვიცი,მაგრამ როდემდე უნდა გააგრძელო ასე საერთოდ ვერ ისვენებ,სიმშვიდე გჭირდება და ნერვები არეული გაქვს.
-ეს არაფერია,ყველას დაძაბული დრო გვაქვს და ჩვენც კარგი გეგმა გვჭირდება.უნდა დავფიქრდე და ყველაფერი უნდა შევძლო,დაძაბულობა მოვიხსნა.
-ეს დღეც მოვა შვილო,როცა გვირაბის ბოლოს ყველა ერთად გავალთ,დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ რუხვაძეები.
-თავს ისე ვგრძნობ თითქოს გალიაში ვარ,სიწყნარე ჩამოწვა რუხვაძეების მაფიამ სახე იცვალა და სიმშვიდეა,დარწმუნებული ვარ რაღაც მნიშვნელოვანისთვის ენზადებიან.
-შენ ძალიან კარგი პოლიციელი ხარ,ვიცი ზოგჯერ წასვლასაც ფიქრობ და მე წინ არ გადაგეღობები,მაგრამ დაიმახსოვრე რასაც და ვისაც გაექცევი,სწორედ მის პირისპირ აღმოჩნდები ბოლოს.
-ვიცი,ვიცი ეს ბოლო დროა კომისარო მალიბუს თვალები ჩრდილად დამყვება,თითქოს მთხოვს იპოვე ნიკოლოზ ჩემი მკვლელიო.
-ვიპოვით,აუცილებლად ვიპოვით ზემოდან კიდევ ახალი და რთული დავალებაა და მინდა შენ იყო ხელმძღვანელი ამ საქმის.
-რა საქმეა კომისარო.
-სულ მალე გეტყვი ყველაფერს,მაგრამ ისეთი ხალხი გვჭირდება ვისაც სჯერა რომ სამყაროს შევცვლით და გავწმინდავთ ზედმეტი პარაზიტებისგან.
-ისევ უსამართლობა?
-ისევ უსამართლობა და ისევ დაუმარცხებელი რუხვაძეები.
-არ დასრულდა რუხვაძეები და არც სრულდება მათი სიბინძურეები.კომისარო იმდენი მტკიცებულებები გვაქვს ხელთ და რატომ არ ვიჭერთ მათ.
-ვიცი,სავსეა საქაღალდე მტკიცებულებებით,მაგრამ ძლიერი მტკიცებულება გვჭირდება,ისეთი რომ ზემოთ მყოფმა დიდმა ადამიანებმაც კი არ შეიბრალოს ისინი,ამიტომ უსამართლობის დაუძინებელი მტერი ხარ და მინდა შენ იყო გუნდის სათავეში.
-როგორ ფიქრობ,ამჯერად შევძლებთ მათ დაჭერას?
-შევძლებთ,ჩვენი კაცი ზვიადის გვერდით მუშაობს და სულ მალე კიდევ ერთი გახდება მათი ოჯახის წევრი,ორი კაცით შევძლებთ ინფორმაციის მოგროვებას,ვფიქრობ ამ გეგმით.
-რა გეგმაც ახლა გვაქვს უნდა დასრულდეს რუხვაძეების ეპოქა.
-იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩაიფიქრე,მამაჩემს უნდა შევხვდე,თუ რამე მოხდა დამირეკეთ.ნიკა კომისარს დაემშვიდობა და ალექსანდრესთან შესახვედრად წავიდა.ის წუთი იყო ალექსანდრეც რომ მივიდა შეხვედრის ადგილზე და ნიკას გაუღიმა.
-დამაგვიანდა?
-არა,არა მეც ახლა მოვედი.
-მაშინ წავიდეთ.
-მზად ხარ შეხვედრისთვის?
-მზად ვარ შვილო,ნუ ვალოდინებთ ადამიანს.
-წავედით და არ დაგავიწყდეს,მოულოდნელია თქვენი შეხვედრა.
-გასაგებია,როგორც პოლიციელი გაინტერესებს მისი რეაქცია,გიცნობ ნიკოლოზ. ნიკას გაეცინა და ტელეფონზე გადარეკა.
-მოვდივარ,სულ ცოტაც და მოგიახლოვდები.
-მე ეს წუთია მოვედი ნიკოლოზ.
-კარგი,მეც ახლოში ვარ.ნიკამ ალექსანდრეს შეხედა და ორივე დაიძაბა,ორივემ შერწყმული ნაბიჯები გადადგა და შეხვედრის ადგილისკენ დაიძრნენ.ნიკამ შორიდანვე დაინახა რატი და გაჩერდა,ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა.
-რატომ გაჩერდი მამა,არ ხარ მზად შესახვედრად?
-მზად ვარ შვილო,ჩემი გჯეროდეს ცუდი არასოდეს გამიკეთებია და ცუდი გზებით არ მივლია.ნიკას ჩაეცინა,ალესანდრეს მხრებზე ხელი მოხვია და წინ გაბედული ნაბიჯი გადადგა.რაც უფრო უახლოვდებოდა შეხვედრის ადგილს მით უფრო ძლიერად უცემდა გული,შორიდან შეამჩნია ნიკას გვერდით მდგარი მაღალი სუსტი აღნაგობის მამაკაცი და ჩაეღიმა.
-ალესანდრე? ისევ ისეთი ხარ როგორიც მახსოვხარ,მხოლოდ სითეთრე შეპარვია შენს თმებს.ალექსანდრეც მიუახლოვდა რატის და მის სახეზე გაოცება და სიხარული ერთად აღიბეჭდა,ნიკას მიუბრუნდა და უთხრა.
-თუ სიმართლე გინდა დაინახო ადამიანში,სწორედ ამ ადამიანის თვალებში უნდა ჩაიხედო,იქ სიმართლესაც დაინახავ და ბევრ ტკივილსაც.სახე შეიცვალე,მაგრამ შენი თვალების დამალვას ვერასოსოდეს ვერ შეძლებ რატი დოდნაძე.
-ალექსანდრე არჯევანიძე ჩემო მეგობარო,როგორ მიხარია რომ ისევ შემიძლია შენი ნახვა და მით უფრო სასიხარულოა ვისი აღმზრდელი მამა ხარ,ნიკოლოზ საამაყო ადამიანი გყავს გვერდით.რატი და ალექსანდრე ერთმანეთს გადაეხვია და ნიკა მათ უცქერდა,გამართლდა მისი ეჭვები.
-სად იყავი,როგორ გადაურჩი გაგას რისხვას.
-დავსხდეთ და ვისაუბროთ,შენზე უფრო ჩემი წასულის ისტორიის მოსმენა ნიკოლოზს აინტერესებს,ასე არ არის ნიკოლოზ? სამივეს გაეცინა,შემდეგ რატიმ ალექსანდრეს შეხედა და სერიოზული ხმით უთხრა.
-რა აძლევს ადამიანს ცხოვრებაში ძალას,წარსულის მტკივნეული მოგონებები თუ მომავლის იმედი და რწმენა? შენ კარგად იცი ალექსანდრე ჩემი წარსული ტკივილით ასოცირდება,მაგრამ მინდა მომავალი მქონდეს ჩემს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან.
-შენმა ოჯახმა ძალიან დიდი ტკივილი განიცადა შენი გარდაცვალებით,იციან რომ ცოცხალი ხარ?
-გარკვეული დრო არ იცოდნენ სიმართლე,მეც თითქმის წელიწადი დამჭირდა შოკიდან გამოვსულიყავი.დედა ჩემზე დარდით გულით დაავადდა,იციან რომ ცოცხალი ვარ და ყოველ თვეში ეკონომიურად ვეხმარები გარკვეული თანხით.
-ახლოს ვერ მიდი,არც გაბედო მიახლოვება.
-არა,ვერ შევძელი მისვლა ვიცი რომ გაგას თვალები ყველგან აქვს.ჩემი და წავიყვანე საზღვარგარეთ სასწავლებლად და იქ გათხოვდა,კარგი ოჯახი აქვს.
-ახლა რას აპირებ,რა გეგმები გაქვს.
-წარსული ჩემში დაბრუნდა ალექსანდრე და მეც ახლა გავხდი სრულყოფილი ადამიანი,წარსულმა აწმყოში სიცოცხლის წყურვილი გამიხანგრძლივა.ზოგიერთი ივიწყებს მტკივნეულ წარსულს და ახალ ცხოვრებას იწყებს,მაგრამ მე სწორედ წარსულით დავიწყე ახალი ცხოვრება,რადგან სწორედ ჩემმა წარსულმა გამალამაზა აწმყოში.მათ გარეშე ჩემი ცხოვრება ცხოვრება არ არის მეგობარო.
-გასაგებად ამიხსენი,რაზე მიმანიშნებ მეც ვიცი ამ წარსულის შესახებ?
-მალე გამჟღავნდება დიდი სიმართლე,რომელიც ბომბივით აფეთქდება მდიდრების ელიტაში,ჯერ დაფარულია საიდუმლო.
-ვერაფერი ვერ გავიგ.რა საიდიმლო არის.
-სწორედ ესაა რაც გაანადგურებს რუხვაძეების ყოყოჩა და დიდგვაროვან გაგას.ნიკამ ალექსანდეს შეხედა და თვალებით შეეკითხა.
-შენც იცი ეს საიდუმლო?
-მამაშენს ნიკა ძალიან ბევრი დაუნახია და ძალიან ბევრი გაუგონია,მან ყველაფერი იცის,მაგრამ არა ეს საიდუმლო.
-მაინც რა საიდუმლოა,აღარ იტყვით?
-გეტყვი და დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას,მაგრამ საიდუმლო ჯერ ისევ საიდუმლოდ რჩება ბოლო წუთამდე.
-გპირდები.
-ია ნასრაძე ჩემი ყმაწვილობის დიდი და დაუვიწყარი სიყვარულია და ფატი ჩემი და იას ქალიშვილი. ნიკამ ჯერ ვერ გაიაზრა რა უთხრა რატიმ და მშვიდად იჯდა,მაგრამ მოულოდნელად ფეხზე დადგა და რატის შეხედა.
-რა,რა თქვი? ალბად მეღადავები,ხომ ასეა რატი.
-სულაც არა,ნიკა. მე რუხვაძეებმა წამართვეს ჩემი წილი ბედნიერება,გაგამ ყველაფერი იკადრა რომ მდიდარ ნასრაძის ქალიშვილზე დაქორწინებულიყო და ამისათვის მზად იყო სიმაღლიდან ოკეანის ფსკერძეც კი ჩავეგდე და იქ დავემალე სამუდამოდ.იამ კი ჩემი გაუჩინარების შემდეგ თავის თავში დამალა მისი ბედნიერება,მე კი შორს მისგან ნაცემი და ნახევრად მკვდარი დამტოვეს.
-როგორ გადარჩი,ვინ გიპოვა.
-რომ არა ჩემი მეგობარი ვალერა კიზირია მე დღეს აქ არ ვიქნებოდი,უმოწყალოა დროო ასე იციან თქმა,მაგრამ სწორედ რომ დრომ განკურნა ჩემი ტკივილები.
-ფატიმ იცის სიმართლე?
-იცის ფატიმ და იცის თორნიკემ.
-შენც იცი გაგას ბინძური საქმეები,ისიც იცი რაც მოხდა წარსულში.
-ყველაფერი ვიცი,უკვე აღარ ვიყავი იას ცხოვრებაში ჯერ კიდევ საწოლს ვიყავი მიჯაჭვული,მაშინ რაც მოხდა და ვალერასთან ერთად ვიკიდებდი ნელა ნბელა ფეხს ახალ ბიზნესში.სულ მალე გაირკვევა სიმართლე ნიკოლოზ და ამ ისტორიის ბოლო ფურცელიც დაიხურება რომელიც შენ ასე ძალიან გაინტერესებს.
-თქვენი დახმარება გვჭირდება და მოდი ერთად შევავსოთ ეს დარჩენილი ფურცელი და სავსე რვეულიც ერთად დავხუროთ.
-მე აქ ვარ,ერთად გავაკეთოთ ყველაფერი,მაგრამ კიდევ ერთი საიდუმლო მინდა გითხრათ.
-კიდევ რა საიდუმლოს ინახავ რატი.
-ანამარია ჩემთან გაიზარდა,ის მე და ვალერამ გავზარდეთ.
-ეს როგორ,შენ ანამარიასთან რა საქმე გქონდა.
-ინდირა მე გავიყვანე ქვეყნიდან ვალერას დახმარებით.
-და ეს წლები ანამარია შენთან იყო?
-ვიცოდი იას ორსულობა,სწორედ იმ დღეს მითხრა მამა გავხდებოდი როცა მცემეს და ეგონათ ცემაში მომკლეს,მეც როგორც ჩემი ქალიშვილი ისე გავზარდე,ანამარიასთან გავუჩინარდი და ჩემს დროს დაველოდე,15 წლის რომ გახდა სიმართლე ვუთხარი,მაგრამ შეცდომა დავუშვი რომ ინდირაზე არაფერი არ ვუთხარი.
-რატი ანამარია თუ შენთან იყო,ვინ იყო მალიბუ.
-სიმართლე გითხრა იდეა არ მაქვს თუ ვინ დგას მალიბუს უკან,მაგრამ არის რაღაც ეჭვები და ჯერ ვერაფერს გეტყვი,უნდა დავადგინო სიმართლე.
-მეც მაქვს ეჭვი,მკვლელი ქალია რატი.
-ქალი? შენც იმაზე ფიქრობ,ვისზედაც მე ვფიქრობ?
-ნათია,ნათია კამლაძე ვინ არის რატი.
-კამლაძესთან წარსული მაკავშირებს ნიკა მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე,მე იმ დროს სიღარიბის ზღვარზე ვიყავი და ვერ აიტანა სიღარიბე.ახლა როცა ია დაინახა ჩემს გვერდით უნდა რომ დამიბრუინდეს,მაგრამ ეს არ მოხდება.
-საინტერესოა ამ საიდუმლოს ამოხსნა.
-თორნიკესაც ვესაუბრე ამ თემაზე და შენც იგივეს გეტყვი ნიკა,კამლაძე გველივით შემოსრიალდა რუხვაძეების კომპანიაში გასანადგურებლად,მაგრამ მის უკან ვინ დგას არ ვიცი.კიდევ არის რაღაც რაც ძალიან მაინტერესებს,ანამარია ხშირად ახსენებს ერთ ვიდეო ჩანაწერს,იმ საშინელი ღამის ვიდეოს.ის 4 წლის პატარა გოგონა იყო იმ დროს,მაგრამ ყველაფერი კარგად ახსოვს რაც დაინახა,ნიკა დაიძაბა რადგან ძალიან აინტერესებდა გაეგო ვიდეოს შესახებ,მაგრამ მისმა ტელეფონმა დაურეკა,არ უნდოდა ეპასუხა მაგრამ მაინც უპასუხა.
-გისმენ კომისარო.
-შეგიძლია მოხვიდე?
-მოხდა რამე?
-გადადე ყველა საქმე და მოდი.
-მოვდივარ,უკვე გზაში ვარ.ნიკამ ორივეს შეხედა და თქვა.
-უნდა წავიდე.
-დარწმუნებული ვარ როგორი სიხარულით შეხვდი ამ ზარს.უთხრა რატიმ და სამივეს გულიანად გაეცინა.
-რა ვქნა ძალიან არ მინდა წავიდე,მაგრამ მაინც უნდა დაგტოვოთ.
-წადი, ნიკა ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს,რადგან ერთმანეთის გვრდით დგომა ჰაერივით გვჭირდება.ნიკა წავიდა და რატიმ ალექსანდრეს შეხედა.
-ალექსანდრე სად არის ის ვიდეო,ის ან დაიწვა იმ ღამით ან ვიღაცამ აიღო და ვინ ალექსანდრე თუ არა შენ,შენ გადაარჩინე ანამარია.
-ვიდეო ჩანაწერი ჩემთან ინახება და არავინ იცის ამის შესახებ.
-რატომ არ გადაეცი ეს მთავარი სამხილი პოლიციას,ალექსანდრე ეს ვიდეო ორივე ძმის სასჯელია.
-ვიცი რატი და სწორედ ამ ვიდეომ შეაშინა გაგა და დამემუქრა,ნიკოლოზის სიცოცხლით დამემუქრა და მართლაც ის სამჯერ შეებრძოლა სიკვდილს რუხვაძეების დასახული გეგმით,მაგრამ ოცნება ვერ აიხდინეს ნიკოლოზი ძალიან ძლიერი გამოდგა.
-ვიცი,მე ყველაფერი ვიცი და ვფიქრობ დროა ბოლო მოეღოს ამ ორი ადამიანის ბოგინს.
-კარგი გეგმაა საჭირო მათ გასანადგურებლად.
-გეგმა მაქვს,მხოლოდ პირველ ნაბიჯს ველოდებით.
-რაც არ უნდა მოხდეს,იცოდე რომ სიფრთხილე გვჭირდება.რაც შეეხება ვიდეოს,ყველაფერს მისი დრო აქვს როგორც შენ თქვი და გპირდები ეს ვიდეოც ნახავს დღის სინათლეს მოსამართლეს მეტი სამხილის მოძიება არ დაჭირდება.
-არ ვჩქარობ ალექსანდრე,ვიცი რომ არ არსებობს დროზე კარგი წამალი ტკივილების განსაკურნებლად.დრომ იცის ყველა ქვა მის ადგილზე როდის დააბრუნოს.


გილოცავთ ყველა 2020 წლის დადგომას,ფეხბედნიერი იყოს ყველასთვის ეს წელი,სიხარული და სიყვარული იყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი.მადლობა ყველას.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

გილოცავთ , ყველა ოცნების და ნატვრის ახდენს გისურვებთ, როგორც ყოველთვის საინტერესო და საუკეთესოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent