ვენდეტა - ამბიციები
იმან, რომ პირველი ჩანაფიქრი განახორციელა და მირს სახელი გაუფუჭა აქციონერების თვალში, ლოლიკო ძალიან გაახარა, მაგრამ მოზარდი არც ისე გულუბრყვილო იყო, რომ ეს ეზეიმა. ის კარგად იცნობდა თავის ბიძაშვილს და იცოდა, რომ ბიჭი ასე მარტივად არ დანებდებოდა. სწორედ ეს ახარებდა და აბედნიერებდა გოგონას. მას უნდოდა მირი განადგურებული ენახა... განადგურებული და დამცირებული. ყველასგან მიტოვებული. მას უნდოდა ბიჭს სრულად ეგრძნო ის, რასაც თავად გრძნობდა "დურკაში". -ლოლიკო,- საღამოს გოგონას მარტოობა რატიმ დაარღვია,- ადექი. მთელი დღეა არაფერი გიჭამია,- უთხრა მკაცრად ბიჭმა. -მაგრამ საქმეები...- სცადა შეწინააღმდეგება გოგონამ, მაგრამ რატის თვალებში ეტყობოდა, რომ აღარ მოითმენდა ამ თვითნებობას. რადგან გოგონა არ ჭამდა, თავადაც არაფერი უჭამია და ახლა მზად იყო ხარი შეეჭამა მთლიანად. ლოლიკო კი თავისი საქმეებით ამას წინ ვეღარ დაუდგებოდა. მოზარდი ამას მიხვდა, ამიტომ ღრმად ამოისუნთქა, კომპიუტერი გამორთო და კაბინეტი რატისთან ერთად დატოვა. ლიფტის კართან კი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა გოგონას. დერეფანში, ლიფტისაკენ ორნი მოდიოდნენ. ახლოდან დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საკმაოდ არაორდინალური გარეგნობის მდედრობითი სქესის არსება უპარდონოდ ეტმასნებოდა მირს. ლოლიკოს გული მტკივნეულად შეეკუმშა, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია. -როგორც ვატყობ მაინც გადაწყვიტე დამითმო სავარძელი,- დამცინავად შეხედა ლოლიკომ თვალებში მირს. -მაინც რამ მიგიყვანა ამ დასკვნამდე, მამიდაშვილო?- იგივე ტონითვე უპასუხა ბიჭმა. -გართობისთვის დრო თუ გაქვს, ე.ი. დათმობა გადაწყვიტე. იმას ვერ დავიჯერებ, რომ სერიოზულად არ აღმიქვამ. მშვენივრად იცი ჩემი შესაძლებლობები, ამიტომაც ლოგიკური დასკვნა გავაკეთე. -სცდები ლოლიკო,- შესცინა ბიჭმა,- პირველ რიგში გაიცანი, ეს ჩემი მეგობარი გოგონაა, ჯული,- უთხრა მირმა და ხელი გადაჰხვია გოგოს,- თან როგორც ხედავ, მასთან ჩემი პატარა პრობლემაც მავიწყდება. -მოხარული ვარ,- უთხრა ღიმილით ლოლიკომ და რატის მიეყრდნო მთელი ტანით. ფეხებში სისუსტეს გრძნობდა და ეშინოდა, რომ უბრალოდ წაიქცეოდა, თუკი ამას არ გააკეთებდა. რატიმ დაუყოვნებლივ მოხვია წელზე ხელი და თავისკენ მიიზიდა. მირს ამის დანახვაზე გული შეეკუმშა. ამასობაში ლიფტის კარი გაიღო და მირმა გზა დაუთმო ჯულის. ლოლიკოს გაეცინა, რადგან მირის შემდეგ ლიფტში სწორედ რატი შევიდა. -მგონი სჯობს შენს "თანაშემწეს",- ამ სიტყვაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მირმა,- ზრდილობა ასწავლო. ლოლიკოს ამჯერად ხმამაღლა გაეცინა. -უცნაურია, მირიან, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ შენ ხარ უვიცი,- შეჰღიმა მოზარდმა,- ლიფტში პირველი ყოველთვის მამაკაცი უნდა შევიდეს, რათა მანდილოსანი უხერხულად არ მოხვდეს კედელზე აკრული, როგორც ეს შენი თანმხლების შემთხვევაშია ნათლად წარმოდგენილი,- აუხსნა ლოლიკომ მშვიდად და ცოტა ქედმაღლურად შეხედა ბიძაშვილს. მერე კი მზერა ჯულიზე გადაიტანა. ის მაღალი იყო, გამხდარი და ძალიან არაორდინალური. კანი ზედმეტად თეთრი ჰქონდა, თმები კი ყორანივით შავი. შეჭრილი ზუსტად ისე, როგორც დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული სუბკულტურის, გოთების უმეტესობას აქვს. ჩაცმულიც სულ შავებში იყო, ხოლო შავი ფანქრით გამოკვეთილი ღია ცისფერი თვალები მას რაღაც მისტიურ იერს სძენდა. იყო რაღაც ამ გოგოში ისეთი, რაც გაჰიპნოზებდა. სწორედ მაშინ მიხვდა ლოლიკო, რატომ წვავდნენ კოცონზე ინკვიზიტორები შუა საუკუნეებში ასეთი თვალების მქონე ადამიანს. ჯული მართლა ჰგავდა კუდიანს... -რატომ მიყურებ ასე?- ვერ მოითმინა ჯულიმ და პირდაპირ ჰკითხა მოზარდს. -შენი წინაპრებიდან ვინმე ინკვიზიციის მსხვერპლი ხომ არ გამხდარა?- კითხვაზე კითხვით უპასუხა ლოლიკომ. ამაზე ჯულის გაეცინა. -ეჭვი მაქვს, რომ კი. საუბრის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს, ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო. ლოლიკო ამაყად გავიდა პირველი, მირი კი საკუთარ თავზე გაბრაზდა, რომ ეტიკეტის ელემენტარული წესები არ იცოდა. ორივე წყვილი თავის მანქანაში ჩაჯდა, პირველი სადგომიდან რატი და ლოლიკო გავიდნენ. მალე ღამის სიბნელეში გაქრა მათი მანქანა, მირი კი კარგა ხანს უყურებდა გზას და ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე, თუ სად წავიდნენ ის ორნი და რას გააკეთებდნენ მარტო ღამე. მისთვის აუტანელი იყო იმის წარმოდგენა, რომ გოგონამ ის იმდენად ახლოს მიუშვა... რომ მთლიანად დანებდა მას... -მირ,- ნაზად შეეხო მას მხარზე ჯული. ბიჭმა ინსტინქტურად უკან დაიხია, მერე კი შეხედა თავის თანამგზავრს. -ხომ იცი, არ მიყვარს როდესაც მეხებიან,- უთხრა ბიჭმა ცივად. -მირ, სახლში ვიყავი და საინტერესო სერიალს ვუყურებდი როდესაც დამირეკე და მომთხოვე შენთან მოვსულიყავი. არ დავფიქრებულვარ ისე მოვედი. მერე კი იაფფასიანი პორნოს მსახიობივით შენსავე სამუშაო მაგიდაზე დაგნებდი, ახლა კი სახლში მოგყვები, რომ განვაგრძოთ ის, რაც შენს ოფისში დავიწყეთ. იქნებ დროა ცოტა უკეთ მომექცე? -დაასრულე?- ჰკითხა ბიჭმა უხეშად,- მშვენივრად იცოდი და იცი ჩემი გრძნობების შესახებ. მე არ მჭირდება რომანტიკული ლავ-სთორი... ასე რომ მიატოვე ისტერიკა. თუ არ მოგწონს,- მოულოდნელად გააჩერა მანქანა,- შეგიძლია გადახვიდე. შეხედა თვალებში მიჩუმებულ გოგოს, რომელსაც არც კი უფიქრია მანქანიდან გადასვლა. ბიჭს ჩაეცინა. -ძალიან კარგი. ანუ საკითხი ამოწურულია. წავედით!- თქვა და მანქანა დაძრა. მირს და ჯულის უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ. გოგოს არ ჰქონდა უფლება შეხებოდა მას, სამაგიეროდ აძლევდა თავს მთლიანად. არა მხოლოდ სხეულით, გოგო ბიჭს ეკუთვნოდა მთლიანად. მისი სული, გული და ფიქრები მთლიანად მირის საკუთრება იყო. ჯულის მირი უყვარდა. უყვარდა ბრმად და მტკივნეულად. მაზოხისტური სიამოვნებით ასრულებდა მის თითოეულ სურვილს. ერთი შეხედვით ყველაზე გიჟურს და აბსურდულსაც კი. არასოდეს ეუბნებოდა უარს და მის თითოეულ სექსუალურ ფანტაზიას უსიტყვოდ აქცევდა რეალობად. და ამ სიყვარულთან ერთად, ჯული საშინლად ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე. ეს კი იმის ბრალი იყო, რომ გოგო არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ყოველ დილას იყურებოდა სარკეში და ვერ პოულობდა საკუთარ თავში ვერაფერს განსაკუთრებულს. თავისი აზრით, ის იყო ჩვეულებრივი გოგო, როგორიც ასი ათასობითაა ქალაქში. ეს ფიქრები კი უფრო აგიჟებდნენ ისედაც ნერვიულ ჯულის. აი დღეს ნანახი გოგონა, ლოლიკო, ნამდვილი მზე იყო. თითქოს ჟურნალის ყდიდან გადმოვიდაო. იყო ლამაზი, ჰქონდა უნიკალური და განუმეორებელი გარეგნობა. ლოლიკო პატარა სიცოცხლე იყო. და რაც მთავარია, მირი მას ისე უყურებდა, როგორც ქალღმერთს. თითქოს მზად იყო მასზე ელოცა. ეს კი უფრო მეტად აყენებდა ტკივილს მის ისედაც გატანჯულ გულს. თან, რაც ამ ყველაფერზე მეტად სწყინდა ჯულის იყო ის, რომ ლოლიკო აშკარად გამარჯვებული იყო ცხოვრებაში. ის თავს არავის უხრიდა და არავის უყადრებდა, აი ჯული კი ასეთი არასოდეს ყოფილა. ის თავად დასთანხმდა მორჩილებას და თავის დახრას. ჯული მიეკუთვნება იმ ადამიანების სიას, ვინც ფეხქვეშ ეგება მასზე ძლიერს. ვინც ცდილობს ასიამოვნოს სხვას და ვერასოდეს შეძლებს საკუთარი აზრის ბოლომდე გატანას. თუმცა ის ძალიან ჭკვიანია. სამწუხაროდ ამ ჭკუას ის მხოლოდ სწავლაში იყენებდა, რეალურ ცხოვრებაში კი ვერაფერს სწავლობდა. ლოლიკო არის ჩამოყალიბებული ადამიანი, აი ჯული კი... ალბათ ვერავინ იტყვის იმას, რომ ჯული თუნდაც პიროვნებაა. ის არის ქალი, რომელიც თავს ყიდის მინიმალურ ფასად. ცოტა ყურადღება, ცოტა ალერსი... და მორჩა, შეგიძლია გამოიყენო რამდენიც მოგინდება. იქამდე, სანამ ერთ "პატრონს" არ მობეზრდება და არ მოიშორებს თავიდან, რათა სხვამ შეიკედლოს. ზუსტად ეს დაემართა ჯულის. ჯული მიეკუთვნება იმ ქალების კატეგორიას, რომლებმაც იციან მხოლოდ ტირილი და წუწუნი როგორც კი სირთულე ხვდებათ ცხოვრებაში. ან უკეთესი - იმალებიან უფრო ძლიერის ზურგს უკან და მათ ახვევენ თავს საკუთარ პრობლემებს. ამ მომენტისთვის ჯულისთვის ასეთი ადამიანი მირი იყო. გოგო მას თითქმის მთელი წელი "აბამდა" სანამ ბიჭმა არ მიაქცია ყურადღება და ნება მისცა დროებით ყოფილიყო მისთვის საწოლის გამათბობელი. თუმცა გოგოს თავიდანვე აუხსნეს, რომ სჯობდა არ ეოცნება სიყვარულზე და მსგავს მაღალ გრძნობებზე. ის იყო მხოლოდ სათამაშო სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებისათვის. ჯულის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. ის ყველაფერზე თანახმა იყო მირის ყურადღებისთვის და მის გვერდით ყოფნის პრეროგატივისათვის. თანახმა იყო იმაზეც კი, რომ ზედმეტი აუცილებლობის გარეშე არ შეხებოდა ბიჭს. იმის გამო, რომ ვნებიანი ღამეებისას ხშირად ავიწყდებოდა ეს მარტივი წესი, მირი შეუბრალებლად უბამდა ხელებს. ამასაც მშვიდად იტანდა გოგო. ჯული ძალიან ბუტია იყო და ხშირად აწყობდა ისტერიკებს. შეეძლო მეგობართან ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო ეჩხუბა, აი მირთან კი აბსოლუტურად იცვლებოდა. ბიჭს ყველაფერს პატიობდა. პატიობდა იმიტომ, რომ ის იყო მირი, ბიჭი რომელსაც არა მხოლოდ დანებდა ფიზიკურად და ვის ზურგსაც ამოეფარა, არამედ იმიტომ, რომ პირველად გულწრფელად შეუყვარდა. ... -რას აკეთებ?- დაუკაკუნებლად შევიდა ლოლიკოს ოთახში რატი. -იქნებ შიშველი ვარ, არ უნდა დააკაკუნო?- სცადა გაბრაზება მოზარდმა, მაგრამ შეხედა ბიჭს, რომელიც პატარა ბავშვის სუფთა თვალებით უყურებდა და გაიღიმა. შეუძლებელი იყო ბიჭზე გაბრაზება. ამისათვის ის მეტისმეტად მიმზიდველი იყო. -თანახმა ვარ ვუყურო დაუგეგმავ სტრიპტიზს,- გაუცინა რატიმ. -არა მგონია ეს სანახაობა გადაიტანოს შენმა ისედაც სუსტმა გულმა,- გამოუყო ენა გოგონამ. -ცუდო,- გაბერა ლოყები ბიჭმა და გვერდით მიუწვა მოურიდებლად. -მულტფილმს ვუყურებ,- უპასუხა სულ პირველ შეკითხვას მოგვიანებით და ვიდეო ჩართო. -ბარტონი?- გაუკვირდა ბიჭს,- რატომ უყურებ ამ მულტფილმს? -"პატარძლის გვამს"?- არ მოელოდა ასეთ რეაქციას ტიმ ბარტონის არანორმლური ფანი,- ეს გენიალური ანიმაციაა, სულელო. -ეს ნამდვილი კოშმარია,- ბიჭს გააჟრჟოლა,- გვამი, ჩონჩხები, "ჟუტკი" ნახატები. -პირველ რიგში ნახატები კი არა, თოჯინები. მერე მეორე, მხოლოდ ბარტონს შეეძლო სიკვდილი ასეთ ფერადად ეჩვენებინა. ამ მულტფილმში მკვდართა საუფლო უფრო ფერადი და მხიარულია, ვიდრე ცოცხლების. და სხვათა შორის უფრო საინტერესოც. ასევე, ამ მულტფილმში მკვდრები უფრო განიცდიან ერთმანეთის გასაჭირს და უფრო სურთ ერთმანეთის დახმარება, ვიდრე ამას მერკანტილური ცოცხლები აკეთებენ. -და რა არის ამ "გენიალური" ქმნილების იდეა?- რატი მაინც თავის აზრზე რჩებოდა. -ის, რომ დანაპირები ყოველთვის უნდა შეასრულო. ის, რომ ბოროტება ადრე თუ გვიან ისჯება. და რაც მთავარია, თუკი შენი წილი ბედნიერება დაკარგე, სხვას არ უნდა შეუშალო ხელი გახდეს ბედნიერი. -ისეთი აღფრთოვანებით საუბრობ... ასე ძალიან გიყვარს ეს მუდამ შავებში ჩაცმული კაცი? -ის ნამდვილი გენიოსია!- განაცხადა უაპელაციო ხმით მოზარდმა. რატიმ უბრალოდ მხრები აიჩეჩა. არ სურდა გოგონასთან კამათი ამ თემაზე. -მეძინება,- შესჩივლა ბიჭმა. ლოლიკომ გაოცებული მზერა შეანათა. -მერე რატომ არ იძინებ?- ჰკითხა დაბნეულმა. -ლოგინი მეტისმეტად რბილია,- შესჩივლა თავისი "გაჭირვება" რატიმ. -ვეტყვი და ხვალ "ტახტს" დაგიდგამენ,- გაეცინა გოგონას. -შეიძლება აქ დავრჩე დღეს?- შეხედა მუდარით აღსავსე თვალებით ბიჭმა. -შენ თუ ჩემთან გინდა დაწოლა, პირდაპირვე თქვი,- ჩაეცინა ლოლიკოს. -მინდა,- არც უფიქრია გვერდის ავლა ბიჭს და გემრიელად მოკალათდა გოგონას გვერდით. ლოლიკომ გაუღიმა, შუბლზე აკოცა და ტკბილი ძილი ისურვა. -დიდხანს არ უყურო, მალე დაწექი, რომ ძილი გეყოს,- უთხრა ძილ-ბურანში მყოფმა ბიჭმა და თავი ძილს მისცა. ლოლიკომ ცხვირი ბიჭის თმებში ჩამალა და ტაბლეტი გვერდით გადადო. ბარტონი ძალიან უყვარდა, მაგრამ რატის მკლავების სითბო უფრო მიმზიდველი იყო მისთვის იმ ღამეს. მეორე დილას ქალაქი ნაცრისფერი ფერებით და ნაწვიმარი ამინდით შეხვდა სახლიდან გასულ "დურკის" ყოფილ პაციენტებს. რატიმ კარგად გამოიძინა, ამიტომ მშვენიერი განწყობა ჰქონდა. აი ლოლიკომ კი დიდხანს ვერ შეძლო დაძინება, ამიტომაც საშინელ ხასიათზე იყო. ის მაინც ამშვიდებდა, რომ წვიმის ხმა არ გაუგია და არც წვიმდა გარეთ. -მე მანქანას გავაჩერებ, შენ შეგიძლია ახვიდე,- უთხრა ბიჭმა ალერსიანი ღიმილით. ასეთი სინაზე უხეში რატისგან ძალიან აკვირვებდა გოგონას. არც უფიქრია წინააღმდეგობის გაწევა, მადლობა გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. ლიფტის კართან კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა. მირის ნაცნობი გოგო - ჯული. ის ისევ შავებში იყო ჩაცმული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. -გამარჯობა,- მიესალმა გოგო ცივად. ლოლიკომ თავი დაუკრა. დარწმუნებული არ იყო, რომ არაფერს ეტყოდა უხეშად, ამიტომ გაჩუმება ამჯობინა,- პასუხის გაცემა ასე რთულია?- ჰკითხა ჯულიმ დამცინავად,- თუ თავი ჩემზე უკეთესი გგონია? -აქ საფიქრალიც არაფერია,- უთხრა ლოლიკომ მშვიდად,- ისედაც ნათელია, რომ შენზე უკეთესი ვარ. -იმის გამო, რომ ლოყაზე ხელს გითათუნებენ და გეუბნებიან, რომ ლამაზი, არ ნიშნავს იმას, რომ ამქვეყნად ყველას სჯობიხარ,- არ ჩამორჩა ჯულიც. მას ლოლიკო აღიზიანებდა. ვერ იტანდა მის თავდაჯერებულობას და სიამაყეს. -ჩემს შეურაცხყოფას ცდილობ?- დაეკითხა მოზარდი ინტერესით. -არ ვცდილობ, შეურაცხყოფას გაყენებ,- შესცინა გოგომ. -ანუ შენი აზრით, მე არარაობა ვარ?- ჰკითხა ლოლიკომ სიცილით. ჯულიმ თავი დაუქნია. ამ დროს ლიფტი მოვიდა და ორივე კაბინაში შევიდა. როგორც კი კარი დაიხურა და ლიფტი დაიძრა, მოზარდმა შეხედა ოპონენტის და პირდაპირ მიახალა,- მაშინ მოისმინე ის, რასაც შენზე ვფიქრობ. შენ იაფფასიანი კახპა ხარ, რომელსაც იყენებენ. შენთან ყოფნა ადვილი და მოსახერხებელია, რადგან გიყვარს და ყველაფერს აკეთებ მისთვის, ეხმარები პარტნიორს დაიჯეროს საკუთარი თავის... მაგრამ გავიწყდება ის ფაქტი, რომ რეალურად არავის სჭირდები. გიყენებენ სანამ არ მობეზრდები, მერე კი გაგდებენ ისე, რომ ცრემლის შეშრობასაც არ ცდილობენ. მაგრამ შენ ძალიან ლამაზი ხარ და ამიტომ მალე გამოგიჩნდება ის, ვინც დაგამშვიდებს და შეგიფარებს. შეიძლება ვერც კი მოასწრო საყვარელთან დაშორების შეგრძნება, იმდენად მალევე გამოჩნდეს ახალი "პატრონი" და შენც დაუფიქრებლად მიენდობი და შეიყვარებ მას. სწორედ ეს არის ჩვენს შორის მთავარი სხვაობა. შენ გიყვარს, მე კი უფლებას ვაძლევ ვუყვარდე. შენ არა ერთხელ მიუგდიხარ საყვარელს, მე კი ვერავინ ვერასოდეს მიმატოვებს იმიტომ, რომ მე უფრო ადრე წავალ და მას დავუტოვებ გატეხილ გულს. რაც მთავარია, არასოდეს ვიყურები უკან, როდესაც წარსულიდან მეძახიან. ახლა ხვდები რა სხვაობაა ჩვენს შორის? შენ მიწა ხარ, რომელსაც ფეხით ტკეპნიან, მე კი ცა, რომელსაც შეჰნატრიან, მაგრამ ხელით ვერავინ ეხება. ამ დროს ლიფტი გაჩერდა და ლოლიკო მაშინვე გავიდა, როგორც კი კარი გაიღო. ჩქარი ნაბიჯით მივიდა თავის კაბინეტამდე და სასწრაფოდ შევიდა. იქვე კედელს მიეყრდნო და იატაკზე ჩაჯდა ნელა. -საიდან ამხელა ამბიციები, ლოლიკო?- ჰკითხა საკუთარ თავს დაბნეულმა და ცოტათი შეშინებულმა. ამ დროს კარი გაიღო და კაბინეტში მირი შევიდა. ლოლიკოს დანახვაზე შეცბა: -კარგად ხარ?- ჰკითხა და მის წინ ჩაიმუხლა. ლოლიკომ ახედა და თავი დაუქნია. ზუსტად იმ წამს საშინელებათა ფილმის მსგავსად წვიმა დაიწყო. ლოლიკოს თვალები გაუფართოვდა, ყურებზე ხელები აიფარა და სიმღერა დაიწყო: <<Rain rain go away, Come again another day. Mommy wants to play, Come again another day.>> -ლოლიკო რა გჭირს?- შეეშინდა მირს. გოგონა კი განაგრძობდა: <<Rain rain go away, Come again another day. Daddy wants to play, Come again another day.>> ამ დროს კაბინეტის კარი შეგლიჯა რატიმ, გოგონას ყურებზე ააფარა ხელი და გულში ჩაიკრა. -ლოლიკო,- ჩასჩურჩულებდა რატი,- მე აქ ვარ, შენთან. ყველაფერი კარგადაა. არ ინერვიულო. ლოლიკო. მირი გაოგნებული უყურებდა ამ სცენას და არ იცოდა რა უნდა ეფიქრა. ან რა უნდა ექნა. მოზარდი კი ერთიანად ცახცახებდა. ლოლიკო თანდათან დამშვიდდა და სიმღერაც მიატოვა, უბრალოდ მთელი ტანით მიეკრა ბიჭს. -რა სჭირს?- როგორც იქნა ჰკითხა მირმა რატის. -არაფერი,- უპასუხა დაღლილი ხმით,- უბრალოდ გადაიღალა. -ამას შენ გადაღლას ეძახი?- გაოგნდა მირი. -გადი,- უბრალოდ უთხრა ცივად ბიჭმა და გოგონას თავზე აკოცა. -მას რა... წვიმის ეშინია?- მიხვდა ბიძაშვილი და ამ მიხვედრამ დააბნია. -და რა, კიდევ ერთხელ გაუშვებ „დურკაში“? -„დურკაში“?- გაუფართოვდა თვალები მირს,- რას გულისხმობ? -ოღონდაც არ გინდა ანგელოზის როლის თამაში,- გამოსცარა კბილებში ბიჭმა. -ანუ... მთელი ეს დრო... ლოლიკო ფსიქიატრიულში იყო?- მირი რატის გვერდით ჩაჯდა,- და თან ჰგონია, რომ ეს მე გავაკეთე? მე გავუშვი იქ? მე?- ბიჭს სიბრაზისაგან ცრემლი მოერია. გოგო, რომელიც მისთვის ყველა და ყველაფერი იყო ამქვეყნად, მას ვერ იტანდა და აბრალებდა იმას, რის გაკეთებასაც არასოდეს გაივლებდა გულში ბიჭი. მირი სიამოვნებით დათმობდა კომპანიასაც და მშობლების ფულსაც, ოღონდაც ლოლიკოს თვალებში ისევ ის სითბო და სინაზე ენახა, რასაც ბავშვობაში ხედავდა. -როგორ დაიჯერა, რომ მე ამის გამკეთებელი ვიყავი?- შეკრა მუშტი ბიჭმა და თვალები ძლიერად დახუჭა, რათა ცრემლი არ დასდენოდა,- ნუთუ ამ დონემდე ვერ მიტანს? ამ დონემდე არ სჯერა ჩემი? ამ დონემდე ნაძირალა ვგონივარ? სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ გაიღო ლოლიკოს კაბინეტის კარი და ოთახში შევიდნენ ჯული და ის, ვინც მთელს ამ გაუგებრობაში იყო დამნაშავე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.