შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (სრულად)


5-01-2020, 11:38
ავტორი naattii
ნანახია 23 095

გამწარებული გარბოდა თეთრ დერეფანში და სასოწარკვეთილ მზერებს ყურადღებას არ აქცევდა. ცდილობდა არ მიექცია, არადა თითქოს ხმამაღლა ესმოდა როგორ ლოცულობდნენ ჯგუფებად შეკრებილი ადამიანები, რომ მათი ნათესავის ან მეგობრის პალატისკენ არ ყოფილიყო წასული. ავადმყოფობა რთული თემაა, კეთილ ადამიანსაც კი აიძულებს ცუდი აფიქრებინოს და ასურვებინოს სხვისთვის. როცა იმაზე, ლოცულობ ოღონდ შენი პალატისკენ არ გარბოდეს ექიმი და სხვა ნებისმიერისკენ, ეს უკვე უდიდესი ცოდვაა, თუმცა იმ წუთში ამას ვერავინ გრძნობს. არც თინია ჰგავდა ტიპიურ ექიმს, არც მათ სერიალებში თუ წიგნებში რომ წაგვიკითხავს. ვერასდროს გებულობდა როგორ დადიოდნენ ექიმები მაღალ ქუსლებზე, მაკიაჟით და მუდმივად გამოწკეპილი ატლასის მაისურსა და მოკლე კაბაში. ერთადრთი იმის შემოწმებას ასწრებდა სახეზე ხომ არ ეცხო რამე ან უკუღმა ხომ არ ჩაიცვა სიჩქარეში მაისური, ან სულაც ცალცალი ფხსაცმელი ხომ არ ამშვენებდა. სულ სირბილში მყოფს საროჩკა თითქმის ყოველთვის აჩაჩული, თმა გაწეწილი და ფეხები დაბალძირიან კეტებში ქონდა, სათვალე დაკოსილს ვერასდროს ნახავდით კლასიკურად ჩაცმულს თუ განსაკუთრებულ ადგილზე არ მიდიოდა, არც ტონალური და მსგავსი გაპრანჭვები ახასიათებდა, დიდი დიდი დრო ტუჩის ფანქრისა და ტუშისთვის ყოფნოდა. რა ექნა? რეანიმაციის ქირურგი გახლდათ თინია, როდესაც ეკრანზე წითლად აინთებოდა პალატის ნომერი და საქმე მძიმე იყო, არ ეცალა სხვა რამისთვის, წამებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მის სამსახურში და არ აპირებდა ვინმე მოეკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალ ქუსლებზე გამოპრანჭულს, მოკლე კაბით სამსახურში მოსიარულე მამრებზე უნდოდა ყურადღების მოპარვა.
-აბა ბატონო ვახტანგ, ცუდი არაფერი გაიფიქროთ, უკვე ერთი კვირაა თქვენი შვილები და შვილიშვილები აქ ცხოვრობენ, თუ ახლა ღმერთს ხედავთ, ზრდილობიანათ მოიკითხეთ და მაშინვე დაემშვიდობეთ, იმიტომ, რომ თქვენს გაშვებას არ ვაპირებ_ჩუმად ჩაჩურჩულა კაცს და ხმამაღლა დაიყვირა, -150-ზე დამუხტეთ. -სუფთაა_ხელოვნურად ეცადა გულის ამუშავებას და მხოლოდ მესამე ჯერზე გამოუვიდა, 60 წელს გადაცილებული, საკმაოდ სიმპატიური კაცი უკან მოაბრუნა და მშიდად ამოიოხრა, -დამჯერი ბატონი ვახტანგიი_სიცილით მოუთათუნა ბეჭზე ხელი და კაცი ისევ მიუერთა გვერდით მდგომ აპარატებს.
-თინია ექიმო, არ დაგვღუპოთ_აცრემლებული შემოეგება გზაში ვახტანგის ცოლი.
-ნუ ღელავთ, ამჯერადაც გამოვძვერით, გული გაუჩერდა, თუმცა ამუშავება მოვახერხეთ, დავაკვირდეთ, იმედია მალე შეეგუება გული შუნტს_გაუღიმა ქალს და იგრძნო უცებ როგორ მოეკრა სითბო.
-გაიხარე შვილო, შენი წყალობით ვარ ცოცხალი, ჩემი ვახოს გარეშე რად მინდა სიცოცხლე_ცრემლები მოიწმინდა ქალმა და როგორც იქნა გაუშვა თინიაც. დაღლილი შევიდა სამორიგეოში და ცოტა ხანს წამოწვა. საათი დილის ხუთს უჩვენებდა, ცვლა ათზე მოვიდოდა, ცოტას წაიძინებდა და შემდეგ შემოვლას დაიწყებდა, თუმცა არ დასცალდა, მორიგი პალატის ნათურა აციმციმდა წითლად და თინიაც წამში დერეფანში გარბოდა.
დაღლილი სახით დატოვა დილით სამსახური და გაჩერებისკენ წავიდა. გაუმართლა, სასურველი მარშუტი მალე მოვიდა და მანაც მაშინვე დაიკავა ადგილი. 20 წუთში უკვე სახლის კარზე აკაკუნებდა ელოდა როდის გააღებდა დედა.
-მოდი დედიკო_მალევე შეუშვა ფუმფულა ქალმა და თან ახალი გაკეთებული ხარჩოს სუნი გამოიყოლა.
-აუ დე რა სუნებიაა_ლამის თვალდახუჭული შეყვა სურნელს სამზარეულოში და გაეღიმა. ეს წვნიანი ყველაზე მეტად უყვარდა, მაშინვე დაიბანა ხელები და მაგიდას მიუჯდა.
-ანა სად არის?_უნცროსი და მოიკითხა პირგამოტენილმა.
-უნივერსიტეტში.
-დღეს შაბათია თუ ცუდად მახსოვს_თვალებ მოჭუტული დაფიქრდა თინია და დედას გადახედა.
-შაბათია ხო, მაგრამ მაგათ ფაკულტეტზე დღესაც არის ლექციები და ჩასატარებლად წავიდა_მოწყენილმა გადააქნია თავი ქალმა და წინ დაუჯდა ქალიშვილს. ღრმად ამოიხვნეშა თინიამ, იცოდა ახლა რაც დაიწყებოდა.
-დედიკო 30 წლის ხარ, შენი და ნუ კარგი სამი წლით უნცროსია, მოვკვდი დედა თქვენი შვილების ლოდინში, ჯერ სწავლაო, მერე პრაქტიკაო, ახლა სამსახურში უნდა მოვეწყოო, აღარ მოვიდა დედა ოჯახის დრო? დამრჩებით დედა შენაბერები და რა უნდა ქნათ მერე_ცრემლი მოერია ქალს თვალებში.
-დედა გავდგე ქუჩაში და გათხოვება მინდა ქმარს ვეძებთქო დავიყვირო თუ რას მთხოვ? მთხოვნელების რიგი მიდგას და მე ვარ უარზე? ხომ იცი, რომ არავინ მყავს?_დღითი-დღე უჭირდა დედასთან ორივე დებს მსგავს თემაზე კამათი.
-ხომ იყო მოსული ლეილას ბიჭი?_წარბი აუწია ნათელამ.
-რომელი დედა, ვარდისფერი ბაბოჩკა რომ ეკეთა და ქვემოთ შორტები?_არც ქალიშვილი ჩამორჩა წარბების აზიდვაში.
-აბა თქვენ თვითონ მოძებნეთ.
-სად დედა_დაღლილმა ამოილაპარაკა თინიამ.
-აი სწორია, სად ნახავ, მთელი დღეები იმ შენს ავადმყოფებთან ატარებ, გავიგე დედა მკურნალობ, მაგრამ იქ ხომ არ ცხოვრობ. გარეთ როდის გაისეირნე ბოლოს? მეგობრები როდის ნახე? ან ვინც დაგივიწყა ვის ნახავ. ან იმ შენს საყვარელ სახლში ხარ, ან აქ და გძინავს. ასე არ ვიცი შვილო.
-ერთადერთი დედა ხარ, ვინც შვილებს ქუჩაში გასვლისკენ და გართობისკენ მოუწოდებს_გაეცინა გოგოს და აბუზღუნებულ დედას ლოყაზე აკოცა, დაადნო და ოთახისკენ გასწია დასაძინებლად.
საღამოს ხუთი იქნებოდა რომ გაიღვიძა, ლოგინშივე ეცადა სხეული დაჭიმულობისგან ეხსნა და სხარტად წამოდგა რამდენიმე წამში. სანამ კისერს წრიულად ამოძრავებდა ოთახში ანა შემოვიდა და ლოყაზე აკოცა.
-გამოიძინე?
-კიი, იმედია დღეს არ დავჭირდები და ღამეც დავიძინებ, შენ რას შვები?_დას გახედა და გვერდით ჩმოუჯდა, რატომღაც ანა უცნაურად ცმუკავდა.
-რავი თინი, რაღაც არ მასვენებს_შუბლი მოიქექა უნცროსმა და ლოგინის თავს მიეყუდა.
-მომიყევი, მოხდა რამე?_იგივე გაიმეორა თინიამაც და დას ხელი დაადო.
-ერთი ბიჭი მომწონს_ლოყებ აწითლებულმა დახარა თავი ანამ.
-გაგიჟდი გოგო? მერე ასე პანაშვიდზე მჯდომის სახით რატომ მეუბნები? არ მითხრა იმას არ მოვწონვარო, თორემ დავიბარებ ტვინი რომ შევუმოწმო_აღშფოთებით გაიცინა თინიამ.
-...........................
-ანა რა ხდება?_დის გაჩუმებაზე უკვე თვითონაც დაასერიოზულა სახე.
-ღმერთო_ხელები აიფარა სახეზე ანამ.
-ნუ მაშინებ_ხმა ჩაუწყდა თინიას.
-ჩემი სტუდენტია, მეოთხე კურსელი, ჩემზე 4 წლით უნცროსი_ხელები არ აუწევია სახიდან.
-მერე?_ისევ დას მიაშტერდა თინია.
-მერე? კიდევ გინდა რამე? მეტი რაღა უნდა იყოს? ჩემი სტუდენტია, უნცროსია, მე მისი ლექტორი, ღმერთო როგორ დამემართა_ლამის ცრემლები გადმოსცვივდა ანას
-მომკალი და ასეთ ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ ამ ამბავში, რაზე ნერვიულობ? არ მოწონხარ?
-მემგონი სამკურნალო შენ ხარ, ჩემი სიტყვები არ გესმის? ჩემი სტუდენტია და თან პატარა.
-ანა ხვდები რა სისულელეზე ნერვიულობ? რა მნიშვნელობა აქვს კაცი იქნება 4 წლით უფროსი თუ ქალი? რაში გიშლის ხელს? შვილებს ვერ გაუჩენ? ისეთი ბებერი ხარ ნაოჭებისგან თვალებში ვეღარ იხედები და შენთან გამოჩენა შერცხვება? გავიგე სტუდენტია, მეოთხე კურსელი თუა რამდენიმე თვეც და დაამთავრებს. მორჩა. კიდევ რაში ხედავ პრობლემას? მას მოსწონხარ?
-არ ვიცი, ჯერ ასე ღიად არ გვისაუბრია, საკურსოს ვაწერინებ და ორი თვეა უნივერსიტეტს გარეთაც ვხვდები და უკვე ვატყობ რომ მომწონს, ისიც ყურადღებას მაქცევს, მაგრამ ასე არ გვისაუბრია, ვფიქრობ თავს იკავებს ისიც.
-ანიჩკა, წინასწარ ითხრი თვალებს იმაზე, რაც შეიძლება საერთოდ არ მოხდეს_თავი გააქნია თინიამ, -ჯერ გაარკვიე, დროს მიენდე და თუ ურთიერთობა სერიოზულობას შეიძენს არაფრის გამო დაიხიო უკან, ახალ სამსახურსაც იპოვის ადამიანი, ოჯახიც კი შეიძლება ახალი იპოვო, მაგრამ სიყვარული არა, თანაც ხომ იცი დედა როგორ დაგიდგება გვერდით?
კიდევ დიდხანს ამშვიდებდა თინია დას, ამდენი საუბრით ბიჭის ფოტოც გამოძალა და ფაქტია სასიძო მოეწონა, გიორგის არაფერი ჰქონდა დასაწუნი, 22 წლის ბიჭი იყო, რომელიც სწავლას მუშაობას უთავსებდა და ცუდად ნამდვილად არ გამოდიოდა. ანას თვალების ჩაწყნარებას დაელოდნენ და ოთახიდან გავიდნენ.

ამ დროს კი სასწრაფოს მანქანა სირენების კივილით მირბოდა გზაზე და უმძიმესი პაციენტი მიჰყავდა თან , სასწრაფოს უკან შავი, დაბურულ მინებიანი ჯიპი მოჰყვებოდა და წამით არ ჩამორჩებოდა სიჩქარით. როგორც იქნა საავადმყოფოსაც მიადგნენ და გაფრთხილებული ექიმებიც საკაცით შეეგებნენ დაჭრილს. როგორც კი სასწრაფოს მისაღებში შევიდნენ ჯიპიდან გადმოსული ორი ახალგაზრდაც უკან მიყვათ და ისეთი სახეებით იდგნენ გაგდება ვერავინ გაუბედა.
-ჯანდაბა, ხერხემალთანაა ტყვია გავლილი, ნერვული დაბოლოებები იქნება დაზიანებული_სისხლიანი ხელი შუბლზე მოხვდა სასწრაფოს მორიგე ექიმს, -ნეიროქირურგი მინდა, ვინ არის დღეს მორიგე?_ექთნებს გადახედა შეკითხვით წარბებ შეკრული ბიჭი საყელოში რომ წვდა და მოუჭირა:
-კარგად მომისმინე ექიმო, სულ არ მაინტერესებს მორიგე ვინ არის, ან სასწრაფოდ გამოიძახე საუკეთესო ვინცაა ან ისე გადაგწვავთ თვალს არ დავახამხამებ_ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა ექიმს და აშკარა იყო კარგადაც შეაშინა.
-თინია, თინია გამოიძახეთ_მაშინვე გადახედა უკან შეშინებული სახით მდგომ ექთნებს და ისინიც მაშინვე მიცვივდნენ ტელეფონს. (1)
ვახშამს მიირთმევდა ოჯახთან ერთად მისი მობილური რომ ამღერდა. ანას მონაყოლ ხუმრობაზე სიცილი ყველამ ერთად შეწყვიტა და დალიმ მოღუშული მზერა მიაპყრო ტელეფონს.
-არც კი გაბედო ქალბატონო თინია_თვალების დაბრიალება ვერც კი მოასწრო ქალმა, ექიმს უკვე ტელეფონი ყურთან ქონდა. მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, გამოვდივარო და ფეხზე წამოიჭრა ქალი.
-ისევ იგივე?
-დედიკო, მაპატიე მაგრამ, იმის გამო, რომ შენ ვახშამზე მთელი ოჯახის შეკრება გინდა, ადამიანს ვერ მოვკლავ_მკაცრი ხმით ჩილაპარაკა და ოთახში დადებულ ჩანთას სტაცა ხელი. არც დაუხედავს რა ეცვა, პირდაპირ სადარბაზოში გავარდა და ლიფტის ლოდინს ფეხით ჩირბინა კიბეები. გარეთ გასულმა ტაქსის ძებნა დაიწყო წინ მდგომი შავი ჯიპის კარი რომ გაიღო
-ქალბატონო თინია, ჩვენ მიგიყვანთ, სასწრაფოა_უცებ მიაყარა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა ახოვანმა კაცმა და უკანა კარი გამოაღო.
-რაც შეიძლება სწრაფად_არც კი უფიქრია ისე შეხტა მანქანაში და თითების კაკუნი დაიწყო ჩანთაზე. არ ეგონა ასე თუ აასრულებდა მძღოლი მის ნათქვამს, ისე სწრაფად ატარა გვერდებ დალეწილი მიიყვანა გოგო საავადმყოფოში. მაშინვე სასწრაფოს მისაღებში შევარდა და ირგვლივ მიმოიხედა.
-ესაა ამათი საუკეთესო ქირურგი? ბაჭიის ჩუსტებითა და ლომის პიჟამოთი?_ბრაზით ამოილაპარაკა მკაცრი სახით მდგომმა ბიჭმა და ნაბიჯის გადადგმა დააპირა ძმა რომ გადაუდგა წინ
-აცადე რა ძმურად, ალბათ მართლა კარგია_მუდარით ახედა უფროსს და რომ დაინახა ნაბიჯი ისევ უკან გადადგა მოღუშულმა თითონაც გვერდით ამოუდგა.
-აბა რა გვაქვს_გზაშივე იყვირა თინიამ და ჩანთა და მოსაცმელი შემხვედრ მედდას გადასცა, ხალათითა და ფონეიდოსკოპით წამში აღიჭურვა და დაჭრილს დახედა.
-ირაკლი ცხვედიანი, 34 წლის, შემავალი ჭრილობა ხერხემლის არეში, ტყვია ჯერ კიდევ შიგნით აქვს და სავარაუდოდ პირდაპირ ნერვულ დაბოლოებებში.
-სავარაუდოდ? რენტგენის ფოტო მინდა_ცარიელ სტენდს გახედა თინიამ და სასწრაფოდ მოითხოვა.
-არ გადაგვიღია.
-როგორ?_თვალები შუბლზე აუვიდა ექიმს
-თქვენ გელოდებოდით_დანაშაულის აღიარებით აიტუზა ექთანი კუთხეში.
-რისთვის თაზო, ასეთ ჭრილობას ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა რომ მჭირდება არ იცოდი არა?_გაცეცხლებულმა დახედა ისევ პაციენტს და ეკრანზე შენელებული გულისცემა დაინახა.
-ჯანდაბა, ახლა ვერ მოგკლავ, ცოტა ხანში მაგასაც ვიზამ, ახლა სასწრაფოდ რენტგენი მინდა აპარატი მომიტანეთ, თქვენ კი საოპერაციოში დარეკეთ სასწრაფოდ ლევანი და თეა მომიყვანეთ და მისი სისხლის ჯგუფი გაიგეთ მინიმუმ ორი პაკეტი დამჭირდება_ხმამაღლა გაყვიროდა თინია და კაცის საწოლს ლიფტისკენ მიაგორებდა. რომ მიხვდა რაღაც ხელს უშლიდა ფეხზე დაიხედა და სიცილი აუტყდა.
-გეხვეწებით ვინმემ ჩემი კეტები მომიტანეთ რა_სიცილით გადახედა გვერდით მდგომ გოგონებს და მათაც ღიმილით დაუქნიეს თავი.
თინია მათი საყვარელი ექიმი იყო, ყველამ იცოდა მისი მეთოდები, საოცრად მკაცრი იყო, როცა საქმე მედიცინას ეხებოდა, ერთ პატარა შეცდომასაც არ გაპატიებდა და სწორიც იყო, მას არ ებარა ისეთი საქმე სადაც შეცდომის დაშვება შეიძლებოდა. მისი საქმე ლამის საიქიოში წასული ადამიანების მობრუნება იყო და აქ სუსტების ადგილი ნამდვილად არ იყო. თუ ვინმეს ისეთს დაინახავდა ვისაც უჭირდა, მაშინვე გაესაუბრებოდა და სხვა ადგილს არჩევინებდა, მთელ კოლექტივს მეგობრად მიაჩნდა და იცოდნენ მისი დახმარების იმედი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ქონოდათ.
-მოვიდნენ ლევანი და თეა?
-დიახ, მათაც მანქანა გაუგზავნეს და უკვე ამოდიან_კეტები შეუტანეს თინიას და უკვე რამდენიმე წუთში რენტგენის ფოტოს მიშტერებული ოპერაციის ჩატარებისა და გაჭრის ტრაექტორიას ეძებდა ტყვია ნერვული დაბოლოებების დაუზიანებლად რომ ამოეღო.
-რთული იქნება, ნახე პირდაპირ გულმკერდის მე-5 მალასთან ჩაუვლია.
-ხო, ერთი სანტიმეტრიც და პირდაპირ ძვალს ჩაუმტვრევდა.
-ვითომ გამოაძვრენ?_ზემოდან დახედა გოგოს.
-ყოველ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდები_ამოიხვნეშა თინიამ და პირჯვარი გადაიწერა. რამდენიმე წამიც და ოპერაცია უკვე დაწყებული იყო.
4 საათის განმავლობაში იბრძოდა თინია საოპერაციოში, 4 საათის განმავლობაში აწყდებოდნენ კედლებს ამბის მოლოდინში ძმები. კიდევ ერთი საათიც და როცა უკვე განთიადის ფერები შემოიპარა, მოთმინებამ უმტყუნა უფროს.
-აქ ტყუილად ჯდომას, წავალ და რამეს გავარკვევ, დედას მოვ........ რომ გავიგებ ეს ვინ გააკეთა.
-დაგირეკავ_თავი დაუქნია სევდიანად მომღიმარმა, იცოდა ახლა მის აქ უაზროდ სიარულს საქმის გარკვევა ერჩია. კიდევ ერთი საათი მოუწია ცდა და დაინახა კიდევაც დერეფანში მომავალი ნაცნობი ექიმი, რომელიც უკვე ძლივსძლიობით ადგამდა ფეხებს.
-ექიმო .... _საცოდავი სახით ამოხედა გოგოს.
-გადავრჩით_ბედნიერმა დაუქნია თავი ბიჭს და გაუცინა.
-აი გაღიარებ რა_ მხიარულად მოხვია ხელები და ჰაერში ააფრიალა, თინიასაც გაეცინა და ძირს ჩამოხტა. გიჟდებოდა ამ ბედნიერ წუთებზე.
-ახლა რეანიმაიაშია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ხერხემლის დაუზიანებლად ამოვიღეთ ტყვია, ანუ გავლის 80% აქვს, მთავარია ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა არ იმოქმედოს.
-მაგის ფსიქოლოგიას თავად მივხედავ_ხელი აიქნია ბიჭმა. -მოკლედ ექიმო, შენთან ვალში ვართ_სიცილით ჩაილაპარაკა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო -წავალ ჩემს ძმას მოვიყვან, სანამ გამოფხიზლდება აქ ვიქნებით, ეს ჩემი ნომერია, თუ რამე ძალიან გთხოვ მაშინვე დამირეკე არაფრის მოგერიდოს კარგი?_გოგოს თანხმობაზე მანაც გაიღიმა და აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო.

ჭიქა ყავაც არ უშველიდა ახლა ისე გრძნობდა თავს, იმდენად დაძაბული ოპერაცია იყო, სანამ არ დასრულდა ვერ ამოისუნთქა. კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ახალი პაციენტი შეემოწმებინა და ფონეიდოსკოპით ხელში შეაღო ბიჭის ოთახის კარები. ის იყო აპარატები შეამოწმა, ჩვენებები ჩაიწერა და ნაკერების ნახვას აპირებდა კუთხეში რაღაც რომ გაირხა და შეშინებულმა თინიამ მთელი ხმით წამოიკივლა. უცნობმა ყურებზე აიფარა ხელი და შეწუხებული სახით გადმოხედა გოგოს, არადა არ რომ არ აპირებდა გაჩუმებას.
-დაამთავრებ?_მობეზრებული ჩაეკითხა ბოხი ხმით და თვალები დაუბრიალა.
-აქ რ გინდათ? აქ შემოსვლა არ შეიძლება, ეს რეანიმაციაა, თქვენ კი პირბადეც კი არ გაქვთ_აღშფოთებული შეეპასუხა კაცს და შიში გაუჯდა სხეულში უცნობი მისკენ რომ წამოვიდა. სიბნელეში სახის კონტურებს იმდენად ვერ ამჩნევდა, რამდენადაც მწვანედ მობრიალე თვალებს. ღმერთო რა თვალები ქონდაა. შეამჩნია როგორ აუჩქარდა გულისცემა, როგორ მიაწყდა სისხლის ნაკადი კაპილარების კედლებს, თითქოს მთელს სხეულს მოედო ბიჭის მზერა და ლოყებიც საპასუხოდ აუწითლდა. გადიდებულ ზღვისფერებს არ აშორებდა ბიჭი და რაც უფრო მწველი ხდებოდა მისი მზერა, მით უფრო უჩქარდებოდა თინიას გულისცემა.
-რამდენს ლაპარაკობ_ისევ წარბები შეკრა ბიჭმა.
-უტაქტო კითხვაა_არც თინიას დაუკლია.
-შეკითხვა არ ყოფილა_ისევ ზემოდან დააჩერდა გოგოს და წელში გაიმართა.
-აუჰ, მომტყდა კისერი, რამხელაა_ძლივს ააწვდინა ფიქრებში ბიჭს თავი და თითქოს ცოტა დაპატარავდა ზემოდან მთელი თავით მაღალმა ბიჭმა ქორისებრი მტაცებელი მზერით რომ დახედა.
-შენთვისვე აჯობებს მალე გამოკეთდეს_პაციენტისკენ ანიშნა თითით და სანამ თინია შეპასუხებას მოიფიქრებდა, მანამდე დატოვა პალატა.
-უხეში, უზრდელი_მუჭები ჰაერშია გააქნია ექიმმა. -მიდი თინია ბარემ თანამდებობისთვის შეუფერებელიც და სიყვარული ყველას უნდაში ხარ_თავი გადააქნია და პაციენტის შემოწმების შემდეგ გარეთ გავიდა.
ცხელი სითხით ხელში უახლოვდებოდა ნელი ნაბიჯებით სახურავზე ასასვლელ კარს და ვერაფერზე ფიქრობდა ორი წუთით დასვენების გარდა. უკვე გათენებულიყო და ისე ეხუჭებოდა თვალები გრძნობდა რამდენიმე წუთით მოუწევდა წაეთვლიმა. აქ ცოტა ცივ ჰაერზე დადგებოდა, ყავით გამოფხიზლდებოდა და ისევ ირაკლის შეუვლიდა პალატაში. ბოლო საფეხურზეც ადგა ფეხი და ეუცნაურა ღიად დატოვებული კარები. ფრთხილად გაყო თავი და ზურგით მდგომი კაცი დაინახა ხმადაბლა რომ საუბრობდა ტელეფონზე.
-ხო, აქ ვარ რამდენიმე საათია, მაინც გადაარჩინეს ის ნაბი*ვარი, მაინც რამდენი სიცოცხლე აქვს. ხო ვიღაც გოგოშკა ექიმმა ივაჟკაცა_ამ სიტყვებზე თინიას ავტომატურად აეწია წარბები, თუმცა ფიქრებს ყური არ დაუგდო, რამე სიტყვა რომ არ გამოპარვოდა, -ხო აბა რას ვიზამ, ან ექიმს მოვისყიდი, ან მე გადავიცვამ რამეს და სანამ ირაკლის ბოლო ამოსუნთქვას არ ვნახავ ფეხს არ მოვიცვლი_ბრაზიანი ხმით ამოილაპარაკა და როგორც კი მიხვდა რაც ხდებოდა პირზე ხელ აფარებული სასწრაფოდ გაბრუნდა კიბეებისკენ. ვერ მოზომა ხელში ცხელი ყავა რომ ეკავა და ოდნავ შეჰყვირა ცხელი სითხის გადასხმაზე. ამან კაცს მოხედვა აიძულა და მართალია, მხოლოდ მუქი თმის დაბოლოებებს მოჰკრა თვალი, მაგრამ იოლი მისახვედრი იყო, მისი დიალოგი ვიღაცამ გაიგონა.
შეშინებული დადიოდა ოთახში თინია და ვერაფრით იფიქრებდა რა გაეკეთებინა. როგორც ექიმი ვალდებული იყო პაციენტის უსაფრთხოებაზე ეზრუნა, თუმცა ვერ გადაეწყვიტა პოლიციისთვის რა როგორ ეთქვა. წამითაც არ დაუშვია, რომ ამით მასაც შეექმნებოდა საფრთხე, ხვდებოდა რაღაც ცუდში გაერეოდა, მაგრამ არ აინტერესებდა. ის ექიმი იყო, ფიცი ქონდა დადებული, რაც მხოლოდ საოპერაციოში დგომით და ნაკერების დადებით არ განისაზღვრებოდა. ბოლოს გონებაში რაღაც ამოუტივტივდა, ხალათის ჯიბიდან პატარა თეთრი ფურცელი ამოიღო და ნაბეჭდ ასოებს დახედა.
„საბა ხეცურიანი“
მაშნვე აკრიბა მითითებული ნომერი და ზარის გასვლას დაელოდა.
-გისმენთ?
-საბა გამარჯობა, თინია ექიმი ვარ საავადმყოფოდან.
-გისმენთ ექიმო, არ მითხრათ რომ რამე მოხდა?_შიში გაერია ხმაში ბიჭს.
-ირაკლი კარგადაა, ჯერ-ჯერობით, თუმცა აუცილებელი საქმე მაქვს და უნდა გნახოთ.
-ახლავე წამოვალ.
-არა, შიგნით არა, რომ მოხვალთ დამირეკეთ და გარეთ შევხვდეთ.
გაუკვირდა საბას ექიმის თხოვნა, მაგრამ დათანხმდა და მანქანა მაშინვე საავადმყოფოსკენ მიმართა. როგორც კი მისვლის ნიშნად დაურეკა, მაშინვე გაუთიშა და რამდენიმე წამში გამოჩნდა კიდევაც აღელვებული გოგო. პირდაპირ მისი მანქანისკენ გამოიქცა, არც შეუხედავს სხვა იჯდა თუ არა პირდაპირ უკანა კარი გამოაღო და შიგნით შეხტა.
-საბა, სერიოზული საქმე მაქვს.
-გისმენთ ექიმო_ბიჭის გვერდით მჯდომმა დაასწრო ხმის გაცემა და ნაცნობ ბოხ ხმაზე ადგილზე შეხტა თინია.
-შენ აქ რა გინდა?
-ვაა, ექიმო ჩემს თეოჩკას იცნობთ?_შინაურულად მიარტყა ხელი ძმას ბეჭზე და საპასუხოდ იმხელა დაღრიალებ მიიღო მაშინვე ასწია ხელები. -რა უხასიათო ხარ.
-საბა და თეოდორე ხეცურიანები_ხელი გამოუწოდა საბამ და გაღიმებულმა ჩამოართვა.
-ნუ ეს სვანი გასაგებია, ანუ არ ვცდებოდი, მაგრამ შენ გიშვილეს?_ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩაჩურჩულა ბიჭს და მისი გადახარხარებაც გამოიწვია. რასაც ქვია მზერით განგმირა თეოდორემ და დაუცაცხანა რისთვის დაგვიბარეო.
-ირაკლის მოკვლას აპირებენ_პირდაპირ და ხმამაღლა განაცხადა ექიმმა და ძმების წაშლილ სახეზე ისევ მოეპარა ნერვიულობა. დაწვრილებით მოუყვა განაგონი საუბრის შინაარსი და ამოისუნთქა. ახლა სინდისი აღარ შეაწუხებდა. ისე ისაუბრეს ნახევარი საათი მანქანიდან გადასულებმაც განიხილეს, არც ერთს შეუმჩნევია გზის მოპირდაპირე მხრიდან როგორ გადაუღეს ათობით ფოტო და თვალთვალი განაგრძეს. (2)

სოფლის სახლიდან მოდიოდნენ იმ დღეს. კარგად გაერთნენ, ხშირად იცოდნენ სამმა განმარტოება, მთელი ღამე ათენებდნენ, ეწეოდნენ, თავს ირთობდნენ, ხუმრობდნენ, სვამდნენ. იმ ავად გასახსენებელ დღესაც მსგავსი შეკრება მოაწყვეს, ირაკლი უკრაინიდან დაბრუნდა და სასაუბრო ნამდვილად ბევრი ქონდათ. უკან, ქალაქის გზაზე კი ორი მანქანა დაეწიათ, მაშინვე გადმოიღეს ავტომატები და უმისამართოდ ისროდნენ, სანამ გონს მოვიდოდა რომელიმე ირაკლის მანამდე მოხვდა, როგორღაც თავი დაიძვრინა თეოდორემ და ირაკლის გადარჩენა დაისახა მიზნად, ამ ჭირვეული ექიმის გათვალისწინებით კი ნამდვილად გამოუვიდა, ახლა კი ეს პატარა ბავშვი ეჯდა წინ და თავისი ნებით რეოდა საქმეში, საიდანაც არავინ იცოდა როგორ დააღწევდა თავს.
-იციან რომ გაიგონე?_შუბლი მოიქექა საბამ და ტელეფონის ამოღება დააპირა, თუმცა თეოდორე უკვე რეკავდა საჭირო ნომერზე ირაკლისთვის დაცვა რომ დაენიშნა.
-სახეზე არა, მაგრამ ცხელი ყავა გადავისხი და ამითი ცოტა ვიხმაურე_ღაწვები აუწითლდა თინიას.
-ჰმ_მხოლოდ ჩაფხუკუნებით შემოიფარგლა თეოდორე, საბამ კი მუშტი გააქნია
-ჯანდაბა, ეგ კარგი არ არის.
-მოკლედ, მე ჩემი საქმე გავაკეთე. დანარჩენი თქვენ იცით_ორივე ძმას ერთად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. ორი ნაბიჯი ქონდა გადადგმული საბას ძახილმა რომ შეაჩერა და ბიჭს მოუბრუნდა.
-გმადლობ თინია ექიმო, არავინ იცის ეგ ინფორმაცია, რომ არა ირაკლის მეორედ თუ ვუშველიდით, ახლა ფრთხილად ვიქნებით, იმედია ჩვენ გამო საფრთხე არ შეგექმნება_გაუღიმა საბამ და კიდევ გადახდილი მადლობით თბილად მოეხვია გოგოს. გაღიმებულმა დაუბრუნა თინიამაც იგივე და მიხვდა, რომ არა შექმნილი ვითარება საბას სახით მშვენიერი მეგობარი ეყოლებოდა. არც ამჯერად შეუმჩნევია არცერთს მანქანაში მოთვალთვალე ფოტოგრაფი, ორივემ თავიანთ საქმეებს მიაშურეს.
შუადღის ორი იქნებოდა დერეფანში პოლიცია რომ გამოჩნდა. თინიას კაბინეტისკენ აიღეს გეზი, თუმცა რასაკვირველია პაციენტთან შესვლაზე მკაცრი უარი მიიღეს. კაბინეტიდან აცილებდა გამომძიებლებს ძმები რომ დაინახა. მინიშნება არ დაჭირდა, ისედაც მისკენ წამოვიდნენ და მაშინვე კაბინეტის კარები მიხურეს.
-შენ რა პოლიციას დაურეკე? უტვინო ხარ?_ნებისმიერს შეაშინებდა იმ წუთს თეოდორეს სახე და მზერა, ნებისმიერს გარდა .....
-უტვინო თავად ხარ, უზრდელო, თავი შეიკავე მსგავსი განცხადებებისგან, თორემ კინწისკვრით გავარდები გარეთ, ეს საავადმყოფოს წესია, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შემოვიდა და ავტომატურად დაირეკა პოლიციასთან_თითის აწევაც არ დავიწყებია თინიას.
-დავიჯერო შენ მემუქრები?_თითი გოგოს აღნაგობას უკვე დამცინავი მზერითა და ტონით ააყოლა და გულში გაეცინა აფოფრილ ექიმზე.
-შენ .........
-ბავშვებო ნუ ჩხუბობთ_სიტყვა შეაწყვეტინა პომიდორივით გაწითლებულ და სიბრაზისგან ანთებულ თინიას საბამ და შუაში ჩამდგარმა ხელით გასწია ორივე მამლაყინწებივით აწოწიალებული სხეული უკან. -კიდევ დიდხანს მოგიწევთ ერთმანეთის ყურება და თავიდანვე ნუ ჩახოცავთ ერთურთს_სიტყვით გამოვიდა საბა და დაიმსახურა კიდევაც მისკენ მიმართული ორი წარბ აწეული მზერა. ღიმილით აკვირდებოდა როგორ იზიდავდა ამ ორს რაღაც ერთმანეთისკენ და ერთი სული ქონდა შეცვლილი ძმა ენახა.
-თინია ექიმო_ექთანმა შეაწყვეტინა სამივეს ყოველგვარი ფიქრები -გამოძახებაა.
ამ სიტყვის ქმა და თინიას ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო, როგორც ჩვეოდა ისე გარბოდა დერეფანში და უკან მოყოლებულ მზერას მთელი ზურგით გრძნობდა. აღტაცებული შეჰყურებდა თეოდორე რამდენად წამში შეეძლო მისი თქმით ამ პატარა გოგოსგარდაქმნა და რამდენად მრავალფეროვანი სახეები ჰქონდა, გაბრაზებული კნუტი, თავი ვეფხვი რომ გონია, ჭკვიანი ექიმი, რომელიც პაციენტისთვის ყველაფერს გააკეთებს, პატარა ბავშვური გოგო, რომელიც ვარდისფერი კურდღლებიანი ჩუსტებით დადის. არ შეიმჩნია, მაგრამ წამიერად წარმოიდგინა როგორი იქნებოდა თინია, როდესაც სექსუალური და სერიოზული ქალის როლს მოირგებდა.
-თქვენთან გასაუბრება პოლიციას სურს._მედდამ შეაწყვეტინა ფიქრები და ორივე ძმა ხმის ამოუღებლად გაჰყვა ქალს უკან.

ორი დღე გადიოდა რაც თინია სახლში არ იყო მინასვლელი. მიჩვეული იყო გადარბენაზე ყოფნას და სიკვდილამდე დაღლილი ნამდვილად არ იყო, თუმცა თვალები მაინც ეხუჭებოდა. ექიმისთვის ასე ყოფნა საშიში იყო პაციენტთან ამიტომ დაიბარა ერთი საათით დავიძინებო და განმარტოვდა. ოთახის საკმაოდ მოძველებულ დივანზე წამოწვა, თვალები დახუჭული ძლივს ქონდა უკვე ეძინა. რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო არაფრით ასვენებდა ძილში მობრიალე მწვანე თვალები.
ერთ საათზე ცოტა მეტი იქნებოდა გასული სასწრაფოდ შემოსული ტრავმის გამო რომ გააღვიძეს. მაშინვე გავარდა და ავარიაში მყოფ პაციენტთან ამოყო თავი. რამდენიმე წუთი იწვალა, პაციენტსაც ათასი წამლითა და აპარატურით აწვალებდა, ცდილობდა სიკვდილის ხელებიდან გამოეგლიჯა, არ მიეცა ასე ახალგაზრდა სხეულისთვის დანებების უფლება, თუმცა სულ ტყუილად. პაციენტი დაკარგა. 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომლისთვისაც ცხოვრება ახლა იწყებოდა და მთელი სიამოვნება უნდა გამოეტოვებინა. თითქოს თავ აწეულმა გამოაცხადა სიკვდილის დრო, თუმცა მაშინვე მოშორდა თავდაჯერება შეშლილივით ატირებული თავგატეხილი გოგონა რომ დაინახა. ბიჭის ტოლი იქნებოდა და როგორც კი თინიამ დრო დააფიქსირა მაქსიმეს ძახილით გააყრუა საავადმყოფო. თითქოს ვეღარავინ ამჩნევდა როგორ დიოდა წარბიდან სისხლი, თითქოს ვეღარავინ ხედავდა საკაცეზე დასვენებულ უკვე უსულო სხეულს, თითქოს აღარ არსებობდა სხვა პაციენტი და ექიმი, წამით ყველამ იგრძო ახალგაზრდა გოგონას ტკივილი, რომელიც ცხოვრებამ არ დაინდო, და მაინც რაა ცხოვრება? მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი და მორჩა, ცხოვრება აღარაფერია.
-პოლიციაში დარეკეთ ის ნაბი*ვარი იპოვონ_გამწარებულმა ამოთქვა თინიამ და გოგოს ხავილს კაბინეტში დაემალა. აკანკალებული მიეყრდნო მიხურულ კარს და ცრემლებ მომდგარ თვალებზე მაგრად მიიჭირა ხელი. უფლება არ ქონდა ეტირა, არ შეიძლებოდა სისუსტე გამოეჩინა. თავს მობილოზებისკენ მოუწოდებდა მაგიდაზე დადებულმა კონვერტმა რომ მიიქცია მისი ყურადღება. მაშინვე მიუახლოვდა და წარბებშეკრული დასწვდა ქაღალს, თითქოს ფრთხილად გახსნა, მაგრამ მაინც წამებში მიმოიყარა ფოტოსურათები სამუშაო მაგიდაზე. მისი და საბასი იყო, სწორედ იმ ღამეს გადაღებული მანქანაში რომ ისაუბრეს, გაფართოებული თვალებით დაჰყურებდა ფოტოებს და გაკვირვებას ვერ მალავდა, ბოლოს მათში ჩადებულ პატარა ბარათსაც მიაგნო და ყველაფერი გასაგები გახდა.

"ენას კბილი დააჭირე, თორემ შენ ბიჭს ვეღარ ნახავ".

-დაგაგვიანდაათ_ მთელი ხმით დაიბღავლა გამწარებულმა, მუშტები დაჰკრა მაგიდას და ყველაფერი ძირს გადაყარა. როდის მოახერხა ამხელა შარში გახვეულიყო? ხელებში ჩადო თავი მაგიდას დაყრდნობია და ფიქრი დაიწყო. არც გადაწყვეტილების მიღება გაჭირვებია, მაშინვე დახედა ტელეფონს, თუმცა ეჭვით მიაგდო გვერდით და ოთახიდან გავარდა.
-ნათი, ტელეფონი დამიჯდა და შეგიძლია მესიჯი გამაგზავნინო? _ ისეთი შეშლილო თვალებით მიადგა პირველივე მედდას უყოყმანოდ გამოუწია აპარატი და გვერდით გადგა.

"ცოტა ხნით არ მნახოთ, გვითვალთვალებენ. თინია"

მაშინვე გააგზავნა საბას ნომერზე, გაგზავნილი წაშალა და ღიმილით დაუბრუნა ტელეფონი პატრონს.
დაძაბული გახდა, როდის დაემსგავსა მისი ცხოვრება ბოევიკს? უკვე ყველა პაციენტი მოთვალთვალე ეგონა, თითოეულ კამერაში ხედავდა საკუთარ თავს და ლამის სახის მალვა დაეწყო. ერთ საათში მიხვდა, რომ ასე ვერ იმუშავებდა და ისევ კაბინეტში უნდოდა თავის შეფარება მორგიდან რომ მოუვიდა გამოძახება. გაუკვირდა, ლევანი არასდროს იძახებდა, იქ კი მეფე ლევანი იყო. მაშინვე ჩავიდა და როგორც კი კარი შეაღო ხავილი ამოუვიდა ყელიდან ისე შეეშინდა მკლავში მოჭერილი ხელის გამო.
-დავყრუვდით_თვალები დახუჭა და თავი გადააქნია თეოდორემ. -ამაზე იძახდი მამაციაო?- იქვე მდგომ ძმას გახედა, რომელმაც თითქოს მკაცრი მზერით დააჯილდოვა. თითქოს.

-გაიღე მოწყალება და ამოაღებინე ადამიანს ხმა_თვალები გადაატრიალა საბამ.
-ჩვენი ფოტოები გამომიგზავნეს და მითხრეს გავაქრობთო_საბას მიმართა პირდაპირ.
-მაგათი დედას ..............._ფეხი კრა ბიჭმა იქვე დადებულ საკაცეს -შენთან მაინც რაღა უნდათ?
-რა ენდომებათ? ისეთი დიალოგი მოისმინა ჯერ კიდევ ცოცხალი რომაა სერიოზულად მიკვირს_მხრები აიჩეჩა თეოდორემ და არც შეიმჩნია სად იყო ისე მოუკიდა სიგარეტს.
-და ამას ასე იოლად ამბობ?_თვალები გაუფართოვდა თინიას.
-რთული წინადადებით როგორ იქნება მითხარი ისე გეტყვი_სიგარეტის კვამლისგან მოჭუტული თვალით მოხედა ქალს.
-უნდა დავიცვათ, მოსაფიქრებელია რამე_თავს იქექავდა საბა და ისე დადიოდა ოთახში.
-რატომ? ჩვენ რა შუაში ვართ_მხრები აიჩეჩა უფროსმა
-ღადაობ ხო?_ლამის სახე მოქცეულებმა გამოხედეს საბამ და თინიამ
-არა რატო?
-მისმინე ყმაწვილო_ნაბიჯი გადადგა განრისხებულმა თინიამ -ამ მდგომარეობაში თქვენ გამო ვარ, ძმაკაცი გადაგირჩინე, გაჩერებული გული ავუმუშავე, ურთულესი ოპერაცია გავუკეთე, მეორედაც გადავარჩინე, გითხარით რაც გავიგონე და ახლა გინდა დამიკიდო?_საჩვენებელი თითი უკაკუნა მკერდზე და იმხელა ხმაზე ლაპარაკობდა და ურტყამდა თითს ავტომატურად მიიყვანა ბიჭი უკანა ნაბიჯებით კარებამდე. ღიმილით უყურებდა გვერდიდან საბა წყვილს და უკვე გეგმებს აწყობდა მათ შესახებ. რატომღაც რამდენიმე წლით წინაც კი იხედებოდა და ისეთ მომავალს ხედავდა თეოდორეს და თინიას გაფიქრებულიც კი რომ არ ექნებოდა. აქამდე თუ ვინმე გაიცნობდა თეოდორეს, პირველივე შეპასუხების შემდეგ გარბოდა, თინია კი პირველი იყო, რომელმაც მხოლოდ შეპასუხებაზე კიარ დახარა თავი, შეწინააღმდეგებაც კი გაბედა. იცოდა თეოდორე გოგოს არაფრით მიატოვებდა, მაგრამ არ კმაროდა, რაღაც მეტი იყო საჭირო. გენიალური იდეა დაებადა და თვალები გაუბრწყინდა. მაშინვე გადახედა წინ მდგომ წყვილს და გეგმა უფრო მეტი სიზუსტით მოხაზა გონებაში.
გაოცებულმა დახედა ზემოდან თეოდორემ აღელვებულ გოგოს და პირი დააღო რომ ეპასუხა, თუმცა თინიას ტელეფონი გამოძახებაზე აყვირდა და მაშინვე დახედა.
-ირაკლი გონს მოვიდა_გაღიმებულმა ახედა ძმებს და სამივე ქარივით გავარდა დერეფანში. ამჯერად თინიამ გამონაკლისი დაუშვა და რეანიმაციაში ბიჭებიც შეიყოლა, სუსტი ღიმილით უყურებდა ირაკლი ბიჭებს და თინიას გადახედა წარბ შეკრული რომ ამოწმებდა ეკრანებს.
-ამას როგორ გრძნობ?_კალმის წვერი დაუსვა ბიჭს ფეხზე.
-აუჩ_ხელოვნურად შეიცხადა ბიჭმა და ბედნიერ ძმებს გადახედა.
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა_ამაყად გასწორდა თინია წელში.
-ეს ანგელოზი ვინაა? დაკავებულია?_წარბები აუთამაშა ირაკლიმ გვერდით მდგომ ბიჭებს.
ისევ დააღო თეოდორემ რაღაცის სათქმელად პირი და ისევ შეაწყვეტინეს:
-ეს ანგელოზი_ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საბა გოგოს და ხელი მოხვია მხრებზე, -ჩემი საცოლეა და ვალდებულნი ვართ დავიცვათ_ძმას გაუსწორა მზერა და თინიას შეყინული ღიმილის გარდა სწორედ ის დაინახა რაც უნდოდა: თეოდორეს ჩამქრალი და გამუქებული თვალები!. „ძალიანაც კარგი, თამაშს გახსნილად ვაცხადებ“-გულში ხითხითებდა საბა და მთელი ძალით იკრიჭებოდა. (3)
-ღმერთო ჩემო, თეოდორე, ექიმს დაუძახე, წამლებისგან მოლანდებები მაქვს ვითომ საბას არ არსებულ საცოლეს ვიცნობთ_თვალები დახუჭა ირაკლიმ.
-ის თუ მოჩვენებაა მე ნამდვილი როგორ ვიქნები?_წარბები უფრო შეკრა უფროსმა და წყვილისკენ მიმართული მზერა დააწვრილა.
-მაგდენი ვეღარ ვიფიქრე_მიბნედილი საუბრობდა ირაკლი
-რას ხლართავ საბა?
-ხომ გეუბნებოდით ერთი გოგო მომწონსთქო, თქვენ კიდევ მეხვეწებოდით გაგვაცანიო, თინია კიდე ისეთ რეჟიმშია როცა ვთხოვდი ვერასდროს იცლიდა, სად ხალხის გადარჩენა და სად გართობა_ლაღად აიჩეჩა მხრები ბიჭმა და საჩხუბრად მომზადებულ ძმას ჯიქურ შეხედა.
-პირველად რომ ვნახეთ რატომ მაშინ არაფერი თქვი?_დაკითხვას არ წყვეტდა თეორე.
-აუ თეოჩკა კაი რა, ირაკლი სიკვდილის პირას იყო, რომელს გვქონდა სიყვარულით ჟღურტულის თავი_სახელდახელოდ აცხობდა ტყუილებს.
-მოლოცვის მეტი არაფერი დამრჩენია_ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა ირაკლიმ და ოდნავ გახელილით მიაშტერდა რამდენიმე წამში გვერდით მდგომ ბიჭს, რომელიც მზერას არ აცილებდა გაწითლებულ და პირდაღებულ ექიმს.
-ჩვენ გავალთ ახლა, რამდენიმე დღეა წამითაც ვერ მოვესიყვარულე და მომენატრა_უფრო ახლოს მიიზიდა გოგო და გაღიმებულმა დატოვა უკუსვლით პალატა.
-ყველამ შენ როგორ უნდა გაჯობოს_ფხუკუნი ვერ შეიკავა დაწოლილმა.
-მოკეტე_ბრაზით ჩაილაპარაკა თეოდორემ და ფანჯარას მიუახლოვდა. ქალაქში უკვე ბინდდებოდა და ულამაზესი სანახავი იყო მეოთხე სართულიდან ჩამავალი მზის სხივები.
გაყინული სახით, ჯერ კიდევ მომღიმარი მიყვებოდა ექიმი საბას გვერდით და ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ ის ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ გაიგონა უბრალოდ მოესმა, დაესიზმრა ან მოელანდა. ყველაფრად აღიქვამდა სინამდვილის გარდა.
-ჰუჰ, მთავარი გავაკეთეთ_ვითომ ოფლი მოიწმინდა საბამ და უკვე მიკეტილ კარებს მიეყრდნო ზურგით. წამებში გაიგონა ბოლო ხმაზე ატეხილი კისკისი და გაკვირვებულმა გამოხედა მოხარხარე თინიას, რომელიც უკვე ფეხების ბაკუნზე იყო გადასული.
-მე და შენ_სულს ვეღარ ითქვამდა სიცილისგან და თითებს იშვერდა მისსა და ბიჭის შორის. -ღმერთოო, ამდენი ბოლოს როდის ვიცინე_კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა მისი ისტერიკა და დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა ჩასაწყნარებლად. მოთმინებით ელოდა ხელებგადაჯვარედინებული ბიჭი და ჩაწყნარებას ელოდა.
-გააფრინე ხო?_როგორც იქნა აზრზე მოვიდა და მაშინვე დაუპირისპირდა მომლოდინეს.
-მისმინე_ამოიოხრა საბამ და ნელა მიუახლოვდა ხელებ აწეული, -შენ წარმოდგენა არ გაქვს აქ რაც ხდება, წერილი რაც გამოგიგზავნეს დასაწყისია, ჩვენთან მტრობის გამო ადამიანის მოკვლასაც არ მოერიდნენ_ირაკლის პალატისკენ გაიშვირა ხელი.
-მე რა შუაში ვარ? მე უბრალოდ ოპერაცია გავაკეთე.
-და მოწმე ხარ, რომელმაც ისეთი დიალოგი მოისმინა, რომ ერთ-ერთი მათგანის ციხეში გაშვება შეიძლება.
-მაგრამ, თუ ასეთ ხალხს მტრობთ, თქვენთან გარევით უფრო საფრთხეში არ ვიქნები?_თვაები გაუფართოვდა თინიას.
-მაპატიე ექიმო, მაგრამ უკვე ისედაც გარეული ხარ_მოწყენილი სახით აცნობა ქალს და წინ ჩამოუჯდა.
-და რას აპირებ?
-ისედაც გამოგიგზავნეს წერილით იმის დასტური, რომ ჩემი საცოლე გონიხარ, მოდი ამ თეორიას მივყვეთ, ამითი ცოტა შეჩერდებიან, მიხვდებიან, რომ არ ხარ უბრალოდ ხელწამოსაკრავი ექიმი, არამედ ხეცურიანების რძალი.
-ეს პრივილეგიაა?_წარბები აწკიპა გოგომ.
-რასაკვირველია_მაშინვე გაიჯგიმა ბიჭი და ორივეს ერთდროულად აუტყდათ სიცილი.
-ხომ ხვდები რომ ეს ვითომ ქორწინება ......_ფრთხილად დაიწყო თინიამ
-რა თქმა უნდა, არც ერთ საზღვარს არ გადაცდება, წიგნში არ ვართ და არც მელოდრამაში იძულებითი ქორწინების მსხვერპლებს ერთმანეთი რომ უყვარდებათ, მე პირადად შენთან სიამოვნებით ვიმეგობრებდი_ღიმილით გამოუწოდა ხელი.
-სხვათაშორის ეგ მარტივად აიხსნება, ყველაზე მეტად შეჩვევა იწვევს სიყვარულს, მიჯაჭვულობა და სიყვარული კი გვერდიგვერდ დგანან_ღიმილით ჩამოართვა ხელი თინიამაც.
-მაშ გახდები ჩემი ოფიციალური საცოლე?_სიცილით მიმართა გოგოს და ვერ შეამჩნიეს როგორ მოდგა ჩუმად კარს თეოდორე.
-რა თქმა უნდა ვიქნები, ჩემი შენდამი სიყვარული ხომ ასეთი უსაზღვროა_ხითხითით დათანხმდა და ვერცერთმა გაიგონა ჩუმად მოყურადებული ბიჭის კბილებმა როგორ გაიღრჭიალა სიმწრისგან.
მესამე დღე გადიოდა რაც თინია სახლს განაკარებიც კი არ იყო, თვალებს ქვეშ ჩაშავება უკვე კილომეტრიდან ემჩნეოდა, დაწითლებული თვალები, ამდენი მომხდარისგან გაფანტული გონება.
-თინია ექიმო, ათი წუთი გაქვს საავადმყოფოს დასატოვებლად_წამში გამოაფხიზლა წინ მდგომი მთავარი ექიმის ხმამ.
-ლეუშ როგორ ხარ?_მხიარულად მოიკითხა მეგობარი.
-თინია ექიმო.._ხმა გაიმკაცრა კაცმა
-აჰ, ანუ სამსახურს ეხება, გისმენთ ლევანი ექიმო_მაშინვე გაეჯგიმა თინიაც.
-პატარა ბავშვი ხარ რა_თავი გადააქნია უფროსმა და ზემოდან დახედა ტანდაბალ გოგოს -ათ წუთში აქედან აორთქლდი და ორი დღე საოცარი გამოძახებაც კი რომ მოგივიდეს, აქ არ დაგინახო, არ მინდა ჩემმა საუკეთესო ქირურგმა ლიცენზია იმიტომ დაკარგოს, რომ სკალპელი და მომჭერი აერია ერთმანეთში.
-არის უფროსო_მხედრული სალამით და სიცილით დაემშვიდობა უფროსს და კაბინეტს მიაშურა. ირაკლი უკეთ იყო, დაცვა კართან მორიგეობდა, სასწრაფო პაციენტი არავინ ყავდა, ამიტომ შეეძლო მშვიდად დაეტოვებინა საავადმყოფო და სახლში დაესვენა. მხიარულად დაუქნია ხელი დაცვის ბიჭებს და მარშუტების გაჩერებისკენ წავიდა.
-ოჯახოო_შეძახილით შეაღო კარი და დაიხარა ფეხსაცმლის გამოსაცვლელად.
-ჩემთან მოდი მა, დედაშენი არ გელაპარაკება_დაცინვით გადახედა ცოლს თამაზმა და ხელები გაშალა ქალიშვილის ჩასახუტებლად.
-უი, მეორე შვილიც მყოლია_წარბები შეყარა დედამისმა და დემონსტრაციულად აქცია ზურგი.
-საღამო მშვიდობის თინი_მოწყენილი ღიმილით დახვდა ანა და კიდევ ერთხელ მოიხოცა გაწითლებული ცხვირი სალფეთქით.
-რა გჭირს?_უკან გაყვა დას
-ალერგია აქვს, იქნებ ერთხელ დასაც უმკურნალო თუ მხოლოდ უცხოებს და დასახიჩრებულებს იღებ_მკაცრად საუბრობდა ქალბატონი დედა.
-ანა, აბა გამომხედე_ოთახში შეჰყვა დას და კარი მიხურა ზურგს უკან. -ორივემ ვიცით, ეს ალერგია რომ არაა, რა ხდება?
-შეყვარებული ყავს_ტირილით ამოილაპარაკა გოგომ და მორიგი ცრემლების ნაკადი გადმოუშვა.
-რა იცი?
-დავინახეე, თანამშრომლები ვსადილობდით და იქ შემოვიდა, ისეთი ლამაზი გოგო ედგა გვერდით, იმდენს კოცნიდა ლოყაზე_სახეზე აიფარა ხელები ანამ, -ასე როდის შემიყვარდაა.
-იქნებ მეგობარია?_იმედს არ კარგავდა თინია
-და შენ მეგობრებს კისერში კოცნი?_დაზე უნდოდა ჯავრი ეყარა , თუმცა არ გამოუვიდა. დამწუხრებული მოეხვია თინია დას და მთელი ძალით მიიხუტა.
-ვწუხვარ ჩემო გოგო, ალბათ შენი ბედი სულ სხვა ადამიანია.
-შენთვის სათქმელად იოლიააა_მორიგი სალფეთქი მოისროლა იატაკზე და ახალს სტაცა ხელი.
ნახევარი საათი ამშვიდებდა თინია დას და გამხნევებას ცდილობდა, თუმცა დარწმუნებული არ იყო როგორ გამოსდიოდა. ბოლოს ამდენ ტირილში ჩაეძინა და მანაც ამოისუნთქა. ძილში მაინც დაისვენებდა ცოტას და გამოშუშდებოდა. ჩაფიქრებულმა დატოვა ოთახი და კართან დოინჯ შეყრილ დალის დანახვაზე შიშისგან შეხტა.
-დედა გულს მიხეთქავ.
-რას გვიმალავ ქალბატონო?_წარბი აუწია ქალმა
-დედა, საშინლად დაღლილი ვარ, ძალიან გთხოვ გამოვიძინებ და მერე ვიკონცერტოთ კარგი?_მობეზრებული ჩამოშორდა ქალს, უკვე მართლა ბეზრდებოდა ყოველ ჯერზე მუდმივად ერთი და იმავეზე ჩხუბი.
-ესეიგი ვკონცერტობ არა? მე დედა ვარ, თქვენთვის საუკეთესო მინდა, შენ კი ცხოვრებას ინგრევ_ხმას აუმაღლა ქალმა.
-რითი დედა? ჩემს საოცნებო სამსახურში რომ ვმუშაობ? ხალხს რომ ვმკურნალობ? ადამიანებს დაღუპვის საშუალებას რომ არ ვაძლევ? ოჯახებს რომ ვეხმარები ცხოვრების მიზანი და ხალისი არ დაკარგონ ამითი ვინგრევ? იცი რომ გუშინ 10 წლის ბიჭი დაინვალიდებას გადავრჩინე? სამი დღის წინა გამოძახებაზე 23 წლის ბიჭი მოვაბრუნე საიქიოდან, იმის წინ 60 წლის კაცი, რომელსაც მთელი ოჯახი საავადმყოფოს დერეფანში სულმოუთქმელად ელოდა როდის მოვიდოდა გონს და რა ვქნა? ბოდიში დედაჩემი სახლიდან არ მიშვებს ვერ მელევა და სხვა ექიმი იპოვეთთქო? ეს ჩემი საქმეა დედა და უნდა ამაყობდე, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგის სახელი მაქვს_ხმას ვეღარ აკონტროლებდა თინია.
-დალი გეყოფა_უკნიდან მოსულმა თამაზმაც ვეღარ შეიკავა თავი და შვილს გვერდით ამოუდგა.
-მე მხოლოდ კარგი მინდა, ბედნიერი ოჯახი სადაც ისე იგრძნობ თავს, რომ საავადმყოფოს ზარი გახარების ნაცვლად შემაწუხებელი იყოს, რადგან შენ საყვარელ ქმარს და შვილებს უნდა მოშორდე. მინდა ბედნიერი იყო გასაგებია?
-ხოდა ვარ დედა, გაიგე რომ ამ საქმით ვარ ბედნიერი და ჯერჯერობით მეტი არაფერი მჭირდება.
-რაც გინდათ ის ქენით, ეს კიდევ შენს სახელზე მოვიდა_კონვერტი მიაჩეჩა შვილს ხელში და სამზარეულოში მიიმალა.
თვალებზე მომდგარი ცრემლი მაშინვე გაიქრო თინიამ და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა დასამშვიდებლად. რამდენიმე წამში კონვერტსაც მოახია თავი და მაშინვე მიხვდა გამომგზავნი ვინ იქნებოდა პატარა ბარათი რომ გადმოვარდა. წამში გადაავლო თვალი დაბეჭდილ ასოებს და ხელი პირზე აიფარა. კიდევ ერთხელ გადაიკითხა ნაწერი, იქნებ რამე შეიცვალოსო, თუმცა არა, იგივე ასოები და იგივე წინადადება დახვდა.
„მე გაგაფრთხილე, რაც მოხდება იცოდე შენს კისერზეა“
-ღმერთო ოღონდ საბა და თეოდორე არა_გიჟივით მივარდა ჩანთას და მონდომებით დაიწყო მიგდებული მობილურის ძებნა. (4)

გიჟივით კრეფდა ციფრებს და მოუთმენელი სიარულით ელოდა როდის უპასუხებდნენ. ლამის ტუჩების დაჭმაზე იყო გადასული დაღლილი ხმა რომ გაიგონა ტელეფონის მეორე მხარეს.
-გისმენთ
-საბა, შენვე რომ მპასუხობ ეს უკვე კარგია, ხომ კარგად ხართ?_ვერაფრით შეაჩერა თავი მრავლობითში რომ არ ეკითხა.
-თინია? კი კარგად ვარ, რა ხდება?
-ღმერთო გული გამისკდა, მეგონა რომელიმეს ჩემ გამო რამე დაგემართათ_ტირილის პირას იყო ექიმი
-თინია დაწყნარდი, აბა ღრმად ამოისუნთქე, რაღაც მოხდა კი, მაგრამ შენ რა შუაში ხარ?
-მოხდა? აბა კარგად ვართო? ვაიმეეე თეოდორეს დაემართა რამე?_აშკარა ისტერიკის პირას იყო თინია.
-კარგად ვართ ადამიანო, დამშვიდდი, სად ხარ გამოგივლი.
-სახლში საბა. ხო რა გნახავთ დავილაპარაკოთ.
-კარგი მოწესრიგდი და ქვევით ჩამო.
გამოპრანჭვა არ დაუწყია, დასალაპარაკებლად მიდიოდნენ და არა პაემანზე, უბრალო ჯინსი ამოიცვა, სპორტული სტილის მაისური, ბოტასები, ტყავი და ზურგჩანთაც არ დავიწყებია. საბამ ეგრევე ჩამოო, ესეიგი ახლოს იყო და არ დააგვიანდებოდა.
-არ შეჭამ?_ბოტასების ჩაცმისას წამოადგა დალი.
-არა დე, მეგობრებთან გავდივარ, ერთად შევჭამთ რამეს.
-გასაგებია, ცოტა მაინც დაგესვენა_დანანებით გახედა შვილს.
-დედა, შენი მიკვირს იცი? სამსახურში ნუ დადიხარო, მეგობრებთან იარეო, ახლა მათთან მივდივარ და რატო მიდიხარო, რა გავაკეთო რომ ჩემით კმაყოფილი იყო?_მოულოდნელად გაცხარდა თინია, ამდენი ნერვიულობის შემდეგ მოთმენა ვეღარ შეძლო.
-მე შენით ყოველთვის კმაყოფილი და ამაყი ვიყავი და ვიქნები დედა, ვერაფერს გააკეთებ ისეთს, რომ შენ გამო თავი ჩავღუნო, მე მხოლოდ შენთვის ვამბობ_მწარედ გაეღიმა დალის და ცრემლების დასამალად სამზარეულოს შეაფარა თავი.
ლამის თინიაც ატირდა, მიხვდა ზედმეტი მოუვიდა, დედამისი ყველაზე მგრძნობიარე და სათუთი პიროვნება იყო ალბათ მთელ დედამიწაზე. ის იყო ისევ მასთან უნდა შესულიყო ეზოდან სიგნალის ხმა რომ მოესმა, გუმანით მიხვდა ვინც იქნებოდა და პირდაპირ დაეშვა კიბეებზე. არც აუხედავს ისე დაიძრა სადარბაზოსთან მდგომი მანქანისკენ.
-საბ, მართლა ხომ კარგად ხართ? თეოდორე?_კაშნეს შემოხვევას მორჩა და ის იყო უნდა აეხედა ნაცნობმა ხმამ რომ შეაჩერა.
-მადლობა, გადავრჩი და კარგად ვარ.
მარტივად მიაგნო მწვანეებს და ისევ დაიკარგა. რატომ იკარგებოდა ამ მწვანეების დანახვისას წარმოდგენა არ ქონდა. რაღაც სულ სხვა არომატს, გემოს, ყველაფერს სხვანაირს ხედავდა ამ მწვანეებში, თითქოს რომ ანათებდნენ მისი დანახვისას, თუმცა რამდენიმე წამი და აშკარად მიხვდა რაღაც შეცვლილიყო, მწვანეებს წითელი ფერი დამატებოდა, შემდეგ ლურჯი, საბოლოოდ კი თეოდორე მიიღო ჩაწითლებული გუგებითა და ჩალურჯებული თვალით.
-რა დაგემართა?_ბოლო ხმაზე შეჰკივლა და თეოდორეს სახეს ეცა. აღელვებულმა მოკიდა ორივე მხრიდან ხელები, ჭრილობა ახლოდან ნახა, მთელი სახე მოუთვალიერა, ლამის ტანზე დაიწყო ჭრილობების ძებნა და ფათური სანამ ბიჭმა ხელები არ გაუკავა, სახე აუწია და თავად მოკიდა სახეზე ხელები:
-თინია, კარგად ვარ.
-საბა? ის როგორაა?_მაშინვე დასვა ლოგიკური კითხვა. თეოდორეს თითქოს რაღაც გაახსენდაო, დენდარტყმულივით მოაშორა გოგოს ხელები და ჩახველებით გადგა გვერდით.
-კარგადაა, საერთოდ არ ყოფილა მანქანაში_არც უყურებდა თინიას ისე ისროდა სიტყვებს.
-მანქანაში? ავარიაში მოყევი?_ისევ აუმაღლდა ხმა
-წამოხვალ თუ აქ გავარჩიოთ?_ფანჯრიდან გამოხედილ დალიზე და სხვამეზობლებზე მიუთითა და მაშინვე დაიკავა მძღოლის ადგილი.
-უტაქტო_გაბრაზებულმა აილაპარაკა და თავად გამოაღო მანქანის კარი.
-გავიგონე_ბოხი ხმა გაისმა სალონში.
-მაგიტომაც ვთქვი_ამოიბუზღუნა თინიამ.
-მისმინე, არც ჩვენ ვართ ფილმში და არც შენ ხარ ჩემი შეყვარებული ხელის გულზე რომ გატარებდე, ასე რომ მოდი მე ჩემთვის შენ შენთვის, შენს საბასთან მიგიყვან და მორჩა_თვალი ჩაუკრა გოგოს და დაბნეულმა დაქოქა მანქანა ღრმა ამოოხვრა რომ გაიგონა.
რამდენიმე წუთი შეაგვიანდათ, საკმაოდ ნელა მოძრაობდა თეოდორე, გადატვირთული გზები იყო და 20 წუთი მოანდომეს ათ წუთიან გზას. როგორც იქნა მივიდნენ. თეოდორეს მანქანა ორ სართულიან კერძო სახლთან გაეჩერებინა, რომელსაც ლამაზი პატარა ეზოც ქონდა. მაშინვე გამოეგებათ საბა.
-როგორ ხარ?_მანქანა დატოვა თინიამ
-შემო ვისაუბროთ_სახლისკენ გაიქნია თავი საბამ.
ცოტა გაკვირვებული უყურებდა თეოდორე წყვილს, მეზობელივით მისალმბა, არანაირი ჩახუტება ან კოცნა, მასზე უფრო ინერვიულა, ვიდრე საქმროზე, რაღაც ვერ მიიჩნია სწორად, თუმცა მას არც არავინ ეკითხებოდა, პატარები ერც ერთი იყვნენ.
მობეზრებულმა დატოვა მანქანა და თავ დახრილი უკან გაყვა ჩუმად მიმავალ შეყვარებულებს.
-ანუ წერილი ისევ მოგწერეს?_ წარბები შეეკრა საბას.
-ხო, შენით რომ დამემუქრნენ, ხომ დაგირეკე და ეგეც გაუგიათ. მომწერეს რაც ახლა მოხდება შენს თავს დააბრალეო. რა მოხდა მითხარით.
-ჩემს მანქანას მუხრუჭები გადაუჭრეს, თეოდორემ ინათხოვრა, მისი გასარეცხი იყო და ეგ ბინძურ მანქანაში ვერ ჯდება, აწი ჩაჯდება_თვალი ჩაუკრა ახითხითებულ გოგოს.
-ხო ძალიან სასაცილო სიტუაციაა ნამდვილად_თავი დააქნია თეოდორემ. –შევსკდომოდი რამეს არ ჯობდა, უფრო მხიარულად იცინებდით_ბრაზი ეტყობოდა ბიჭს ხმაში.
-ზოგჯერ ხუმრობა სულ არ გამოგდის_ცხვირი აუბზუა ძმამ.
-როგორ გადარჩი_უკვე თინიასაც ეტყობოდა დასერიოზულება
-მანანიდან გადმოვხტი_ფანჯარას მიუახლოვდა თეოდორე და ეზოში დარგულ ყვავილებს გადახედა.
-და მხოლოდ თვალის ჩალურჯებით გადარჩი?_თვალები გაუფართოვდა ექიმს.
-თვალით? არ გითხრა?_ფეხზე წამოხტა საბა -ნეკნი ქონდა გაბზარული, მთელი ტანი დალურჯებული, ძალით წამოვიდა, გამოპარვა უფრო ქვია, წესით წოლითი რეჟიმი აქვს, მაგრამ გაიკრა რაღაც მატერიით და დარბის არ მტკივაო.
-გაგიჟდი? ასე როგორ შეიძლება? ან რატომ არ დამირეკეთ მე აქ რისთვის ვარ? თქვენ ცუდად ხართ და მე სახლში ვისვენებ?
-და რას მიზამდი? იავნანას მიმღერებდი? მშვენიერი ექიმი მყავდა, როგორმე რენტგენს უშენოდაც გადამიღებდნენ, არაა საჭირო ყველაფერში იყო გაკვეხებული.
-მაგითი რისი თქმა გინდა?_წარბები შეეკრა თინიას და ფეხზე წამომდგარი მიუახლოვდა ბიჭს.
-თეოდორე_გამაფრთხილებლად გაისმა საბას ხმაც.
-არაფრის, უბრალოდ უნდა გაიგო, რომ მთელს ქალაქში ერთადერთი ექიმი არ ხარ, სხვებმაც იციან მუშაობა და ყველას შენ არ ჭირდები, შენს შეყვარებულს მიხედე, მე როგორმე თავადაც გავიტან თავს_პირდაპირ მიახალა სახეში და ზურგი შეაქცია.
-და შენ ასეთი თავში ავარდნილი გგონივარ?_თვალები გაუფართოვდა თინიას.
-შენ წარმოიდგინე და არანაირი არ მგონიხარ, სარძლოებზე ბევრს კიარა, საერთოდ არ ვფიქრობ_აწითლებული ლოყებით დატოვა გოგო და სამზარეულოში მიიმალა.
-არაფერი სჯობს თქვენს ყურებას_დივანზე მიწოლილი ხითხითებდა საბა, სანამ თინიას მკვლელ მზერას მოკრა თვალი. მაშინვე ასწია ხელები დანებების ნიშნად.
-იქნებ სიმართლ ვუთხრათ?
-არა, ჯერ ადრეა.
-მომიყვები ვინ გემტერებათ ასე ძალიან? მგონი უფლება მაქვს ვიცოდე_გვერდით მიუჯდა მეგობარს.
-ეს ოჯახური ამბებია თინი, არამგონია ამით დამძიმება გინდოდა, ჩვენ სამსახურს და ოჯახს ეხება_ფრთხილად გამოხედა გოგოს.
-მეგონა ეგეც ოჯახის წევრი იყო,_ჩაის ჭიქით გამოვიდა თეოდორე სამზარეულოდან და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ძმას.
-სამსახურის ამბების მოყოლა და მდგომარეობის გართულება არ მინდა უბრალოდ, ისედაც ამდენი საფიქრალი და სანერვიულო აქვს_დაბნეულობა წამში დაძლია საბამ და თითქოს არაფერი შეიმჩნია.
-კარგი, მოკლედ რომ გითხრა ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ, ახლა კი უნდათ ისეთი რაღაც გაგვაკეთებინონ რაც ჩვენს სინდის არანაირად არ მისცემს მოსვენების საშუალებას, ამიტომ რაცარუნდა მოხდეს არ გავაკეთებთ_ხმადაბლა ამოილაპარაკა საბამ და ლოყაზე მოუთათუნა ხელი თინიას, ვეცდები შენ ამ ყველაფერს აგარიდო, კარგი?
-მჯერა საბა_გაუღიმა გოგომ და ბეჭზე მიადო თავი, რატომღაც ამ ბიჭთან იმხელა სულიერ კავშირს გრძნობდა იცოდა, რომ წინ სასიამოვნო მეგობრობა ელოდა და უხაროდა კიდეც, ასე ახლო მეგობარი არასდროს ყოლია, გრძნობდა მისთვის ყველაფრის მოყოლა შეეძლო და დახმარების თხოვნაც.
-ერთბაშად სიზმრები არ დაუფრთხეს, თუმცა მაინც არასდროს ძინავს_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა თეოდორემ.
-ოდესმე ენას გააჩუმებ?_ისევ ფეხზე წამოხტა წარბ შეკრული.
-რამე პრობლემაა?_დამცინავად დახედა ზემოდან გოგოს.
-მაღიზიანებ და ის.
-შენი პრობლემაა და არა ჩემი _მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ღერთო როგორ მინდა ახლა ...._ლამის ბრაზისგან გასკდა თინია.
-თქვი თქვი არ მოგერიდოს_აშკარად აღიზიანებდა გოგოს. -კიდევ კარგი მხოლოდ ზოგჯერ მიწევს შენი ატანა.
-არაფერიც აწი სულ მოგიწევს, ეტყობა საბას დაავიწყდა ამდენ ამბავში ამის თქმა, მე და საბამ ერთად ცხოვრებსა გადავწყვიტეთ, ამიტომ აწი სულ მოგიწევს ჩემი ატანა_გამარჯვებული მზერით გადახედა სახე წაშლილ ბიჭს.
-რაა?_ორხმაში წამოიძახეს ორივე ძმებმა და ერთმანეთს გადახედეს დასარწმუნებლად.
-ხო, ჰმ ისა_ჩაახველა საბამ -მის დასაცავად ასე ჯობია_თავი დააქნია და გაკვირვებული მზერა მიანათა ძმას.
-მაშინ რაღა გვიჭირს აწი_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თეოდორემ და სასწრაფოდ დატოვა ოთახი.

სამი მამაკაცი შეკრებილიყო ერთ-ერთის კაბინეტში და ვერც ერთი ბედავდა საუბრის დაწყებას. რამდენიმე წუთი იყო გასული მეოთხე რომ შემოვიდა და მაგისი თავთან დაიკავა ადგილი.
-რა ხდება აბა?
-ისევ არაფერი, ნუ მისი ძმა აღმოჩნდა მანქანაში, მარამ მაინც გადარჩა.
-ესეიგი ისევ დაგვისხტლდნენ, კიდევ ვის შეიძლება მივადგეთ და რამე ვაიძულოთ?
-მისი ძმა უკვე ფრთხილად იქნება, თვითონაც, ის მეგობარი დაცვით ყავთ საავადმყოფოში და ის გოგოღა დარჩ.
-აა, ვიღაც ექიმი არა? საცოლედ რომ გამოაცხადა, კარგი ძალიან, სიყვარულის გამო თლად გადმომილოცავენ ყველაფერს_ამაზრზენი სიცილით გადაიხარხარა და საჭირო ნომერი აკრიბა
-ორ საათს გაძლევთ ქალბატონი ექიმი აქ რომ მომითრიოთ. (5)

-სად არის?_ბოხი ხმა ისმოდა ტელეფონში.
-ძმების სახლში.
-ძალიანაც კარგი, უკვე ბინდდება და შესანიშნავი დროა, იმედია არ დარჩება და როგორც კი გამობრძანდება აიყვანეთ.
-გასაგებია უფროსო_ტელეფონი გათიშეს და მანქანის უჯრაში შეაცურეს. არავის შეუმჩნევია სახლის წინ ტროტუართან მდგომი უცხო მანქანა, რომელსაც მინები დაბურული ქონდა და ვერავინ გაიგებდა შიგნით რა ხდებოდა. მოთმინებით იჯდა მძღოლის გარდა კიდევ ორი ადამიანი და ელოდნენ სამიზანე როდის გამოვიდოდა სახლიდან.
ორი საათი იქნებოდა გასული გოგოს სუსტი სხეული რომ გამოჩნდა ქუჩაში. მაშინვე შესწორდნენ სკამებზე მამაკაცები და მანქანის დასაქოქად მოემზადნენ. ის იყო მძღოლმა გაზს დააჭირა ფეხი, ტროტუარზე მიმავალ თინიას მანქანა რომ წამოეწია და შეაჩერა.
-დაჯექი წაგიყვან_მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა თეოდორემ.
-ოჰ, ხმაზე გეტყობა რამხელა სურვილიც გკლავს_წარბი აწია თინიამ და შეაუჩერებლად გააგრძელა გზა.
-უბრალოდ დაჯექი რა, საბამ მთხოვა სახლამდე მიგიყვანო, თვითონ წელი გაუჩერდა და დაწოლილია. ზუსტად გადმოგცემ მის მზრუნველობით სავსე სიტყვებს „არ მინდა ამ შუაღამით მარტომ იაროს ფეხით“. ახლა დაჯდები?
-მართლა არ მინდა თეოდორე, კარგი ამინდია, არც ისე შორს ვცხორობ, მირჩევნია ცოტა ფეხით გავიარო._გულით გაუღიმა ბიჭს და ისევ განაგრძო გზა. მალევე ჩამორჩა გვერდით მოსიარულე მანქანა.
მთელი ძალით ეცადა გოგოს პირიდან განაგონი სახელით გამოწვეული ჟრუანტელი დაეიგნორებინა, მაინც რაღაც განსხვავებულად ჟღერდა თინიას ნათქვამი თეოდორე. ორი წუთით დაფიქრდა და მალევე მოსწვდა თინიას ყურს კარის გაღებისა და დახურვის ხმა, რამდენიმე წამიც და გვერდიდან ამოუდგა გამხდარი სხეული.
-ეტყობა სეირნობა გიყვარს_ცინიკურად ჟღერდა თეოდორეს ხმა.
-მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ მალე მართლა ერთად მოგვიწევს ცხოვრება, სულ ასე მტრობაში ვერ ვიქნებით, მოდი ისე გავიცნოთ ერთმანეთი თითქოს არც შენი სარძლო ვარ და არც არასდროს ვიცნობდით ერთმანეთს.
-მაგრამ ჩვენ ვიცნობთ და შენ ჩემი რძალი ხარ_ნაღვლიანად, თითქოს გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა თეოდორემ.
-დიდი სამეგობრო გყავს?_სულ სხვა თემა წამოჭრა თინიამ.
-ნამდვილ მეგობრებს თუ გულისხმობ არა, მე, საბა და ირაკლი ვართ. სამივე ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, საბა უფრო უდარდელა იყო ყოველთვის, მამასთან ერთად იყო და ხელის განძრევაც არ სჭირდებოდა, თითქოს ამან უფრო ბევრი რამ დაანახა, სულ ბევრი ხალხი ესია გარს, მარტო არასდროს იყო, ყველა ძმაკაცობას ეფიცებოდა, მაგრამ როგორც კი დახმარება დაჭირდა ყველამ მიატოვა, თითქოს ამან სხვა გამოცდილება შესძინა, მე 25 წლამდე გერმანიაში ვცხოვრობდი, ვმუშაობდი ვსწავლობდი, ათას სამსახურს ვეპოტინებოდი, ოღონდ მამისთვის ფული არ მეთხოვა, ამან მე კიდევ სხვა გამოცდილება მომცა, მე და საბა ძალიან განსხვავდებით, ირაკლი კიდევ სულ სხვა თემაა, ამიტომ, როცა საქმე ცხოვრებისეულ კითხვას ეხება ჩვენი პასუხებით თითქმის ყოველთვის კამათში გადავდივართ.
-არ გეტყობოდათ ასე თუ იყავით_გაეცინა თინიას მათი პატარებივით ჩხუბის წარმოდგენაზე.
-სხვა ვერც შეგვატყობს, ირაკლი ზედმეტად გართობის მოყვარულია, მე ზედმეტად კონსერვატიული, საბა შუაშია გაგიმართლა, ღალატი ან მექალთანეობა ბუნებაში არ აქვს_სიცილით გადახედა გვერდით მომავალს, თინია კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ თეოდორეს საოცარი სიცილი ჰქონდა.
-შენ როგორი ხარ?_მანამდე დასვა კითხვა,სანამ დაფიქრდებოდა.
-მე? როგორ გითხრა, არ მიყვარს კლუბური გართობა, არასდროს გამისინჯავს ნარკოტიკი, რადგან ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არარეალობა და ოცნებებში ჩაკარგვა ისედაც გვაქვს, მჯერა იმ მარადიული სიყვარულის, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის, ვფიქრობ დასახულ გზას არასდროს უნდა გადაუხვიო, ვერ ვიტან კაცებს, რომლებიც გათხოვილ ქალებს ღალატისკენ უბიძგებენ და ამითი ძმაკაცებში ამაყობენ, იმედია არასდროს გავხდები ერთ-ერთი მათგანი_დაკვირვებით აათვალიერა ჩაფიქრებული თინია და სიარული გააგრძელეს.
-ყველაზე ხშირად კამათი რაზე მოგდით ხოლმე?
-ძირითადად ასეთ თემებზე, საბას გონება სხვანაირადაა თითქოს მოწყობილი, სულ მეხვეწებოდა, რომ დღევანდელი დღით მეცხოვრა, თუ სიამოვნებას და ბედნიერებას მომიტანდა გზიდანაც გადამეხვია, რადგან არავინ იცის ხვალ რა გველოდება, თუმცა მე ასე არ შემიძლია, ჩემთვის ჩემი სინდისი და წესიერება წინა ადგილს იკავებს და ვცდილობ სულ სუფთა იყოს.
-ზოგჯერ მართლაც სჯობს გზას გადავუხვიოთ, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ბედნიერი იქნები მეც ასე მოვიქცეოდი. რა მოხდება თუ უაზრო მიზეზის გამო საკუთარ ბედნიერებას დაკარგავ? მე არ დავკარგავდი, არავის შევხედავდი, ბოლომდე გავაგრძელებდი ბრძოლას და არ დავნებდებოდი.
-მიუხედავად იმისა ამითი სხვა ატკენდი თუ არა?_გვერდულად გადმოხედა ბიჭმა.
-თუ ის ადამიანი ჩემი ბედია, მაშინ პირიქით, მასაც და მის სხვა რჩეულსაც უბედურებისგან ვიხსნიდი, თუ ბედისწერამ ჩემთან ყოფნა დაუწერა, მაშინ სხვასთან ბედნიერი ვერ იქნებოდა_მხრები აიჩეჩა გოგომ და გაიცინა.
-ანუ....
-ანუ მეც მჯერა იმ ერთადერთი მარადიული სიყვარულის რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა ჩემს ასაკს თუ გავითვალისწინებთ ზედმეტად ბავშვური გამოვდივარ_გაეცინა თინიას და წინ დადებულ ქვას გადაახტა.
-რომ გკითხონ ამხელა გამოცდილი, საუკეთესო ქირურგი ქალი ხარ და პატარა ბავშვივით იქცევი_სიცილით გადააქნია თავი თეოდორემ.
-ყველა სიტუაციას თავისი პლიუს მინუსი აქვს, საოპერაციოში ვერ ვიბავშვებ, ქუჩაში კი სკლაპელით ვერ ვივლი, ნუ გიჟი ვეგონები, თორემ ჩანთით სულ დამაქვს_ბოლო სიტყვები ბიჭისკენ გადახრილმა ცოტა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ხელ აფარებულმა და კისკისიც მოაყოლა.
-მართლა როგორი ბავშვური ხარ_თავი გადააქნია ბიჭმა და კიდევ მრავალი თემის განხილვა მოასწრეს თინიას ბინამდე მისვლაში.

-ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით უფროსო_ხმადაბლა ჩაილაპარაკა მოთვალთვალემ და თვალები დახუჭა ყვირილის მოლოდინში.
-რატომ?_სრულიად მშვიდად გაისმა დამქირავებლის ხმა.
-უფროსი ძმა გამოყვა და სახლამდე მიაცილა, მასთან ერთად არ გვინდოდა, დაუგეგმავი რამე მოხდებოდა.
-გასაგებია, თვალთვალი განაგრძეთ და დავალება დროულად შეასრულეთ, დრო ხვალ საღამომდე გაქვთ, თორემ იმ ბო*ანდარას ნაცვლად თქვენ დაგკიდებთ *ვერებით._სრულიად მშვიდი ხმით დაიმუქრა და მაშინვე გათიშა.
-ჯანდაბაა, ხვალამდე რამე უნდა მოვიფიქროთ_თავი გადააქნია მძღოლმა და გაფართოებული თვალებით გადახედა უკან მჯდომებს.

ღამე ყველასთვის სხვადასხვა ფიქრებში გავიდა, თეოდორეს მთელი ღამე ისე გაეპარა ფანჯარასთან მჯდომს მხოლოდ სახეზე მოთამაშე სხივებმა გამოაფხიზლა. მაშინვე დატოვა ოთახი და სამსახურისთვის მოემზადა, ფრთხილად შევიდა სააბაზანოში, გვერდები ჯერ კიდევ ტკიოდა და მკვეთრ მოძრაობებს ერიდებოდა. თავს უფლება არ მისცა თაფლისფერები გაეხსენებინა და მთელი დილა სამსახურს დაუთმო.
საბა ირაკლისთან წავიდა, ბიჭის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა, უკვე პალატაში იყო გადაყვანილი და აღარც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა.
-მოკრძალებული სალამი ჩვენს დიად მსხვერპლს_სიცილით შეუღო კარი და საწოლთან ახლოს ჩამოუჯდა.
-სულ როგორ ცანცარებ ბიჭო._გამაყუჩებლებს დიდი რაოდენობით აღარ უკეთებდნენ და საკმაოდ მძაფრად გრძნობდა ტკივილებს ირაკლი.
-ამ ცხოვრებას სულ სერიოზული თვალით მტერმა უყურა, როგორ ხარ?
-მტკივა და ვერ გავაგებინე. შენ გოგოს მაინც უთხარი მიშველოს ცოტა და გამაყუჩებელი დამიმატოს.
-მასეთი წვრილმანებისთვის ჩემ გოგოს ვერ შევაწუხებ_ხელები ასწია საბამ და ბიჭის ნასროლ ერთჯერად ჭიქაზე სიცილით გადაიხარა გვერდით.
-გამარჯობათ_დაბარებულივით შემოვიდა თინია, უკვე გამოეცვალა თეთრი ხალათი მოერგო, ხელში ირაკლის ფაილი ეჭირა და ორივეს უღიმოდა.
-დილა მშვიდობის_ღიმილით მიესალმა საბაც და კედელთან გადგა სანამ თინია გასინჯვას მორჩებოდა.
-დიდხანს არ გადაღალო, გამაყუჩებელს ვეღარ დაგიმატებ, უკვე ფეხების ვარჯიში აუცილებელია და ამაში ხელს შეგიშლის, ამიტომ რა გიყო ცოტ მოითმინე_გამამხნევებლად მოუთათუნა ხელი ბეჭზე, საბას გაუღიმა და პალატა დატოვა.
-აბა ახლა აქ დაბრძანდი და მომიყევი რას ხლართავ_ტკივილისგან შეჭმუხნილი სახით დაუძახა მეგობარს და სკამისკენ მიუთითა, ისიც ღიმილით დათანხმდა, იცოდა ირაკლის სახით ახალ დამხმარეს შეიძენდა.


-რა ხდება? რა ამბავია_მკაცრი სახით ახედა კაცმა კაბინეტში შემოვარდნილ აქოშინებულ ყმაწვილს.
-მაპატიეთ უფროსო, მაგრამ საჩქაროა, ისევ დარეკეს
-ამჯერად რაო_სკამს მიეყრდო კაცი.
-თუ 12 საათში დადებითი პასუხი არ ექნებათ ყველა კონტრაქტს გავუუქმებ და ამ ზარალს არ დავჯერდებიო, ათმაგად გადავუხდი დაკარგული თანხისთვისო.
-ჯანდაბა_სიმწრისგან მუშტი მაგიდას ისე ძლიერ დაარტყა მყესები ეტკინა. -კარგი, თავისუფალი ხარ_ხელი აუქნია ბიჭს და ზურგი შეაქცია. როგორც კი კარის დაკეტვის ხმა მოსწვდა ყურს მაშინვე ამოიღო მობილური და საჭირო ნომერი აკრიბა.
-ან ერთ საათში მაგ ნაბო*არს მომითრევთ, ან ისეთი ადგილის ძებნა დაიწყეთ მამაზეციერმაც რომ ვერ გიპოვოთ_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და გათიშული ტელეფონი ღრიალით მიახეთქა კედელს. (6)
მორიგე იყო თინია სამსახურში დილის ცხრაზე რომ გამოცხადდა. რეანიმაციაში იმდენი პაციენტი არ ყოლია მისი მთელი დღე იქ ჯდომა რომ ყოფილიყო საჭირო, ამიტომ სასწრაფოს მისაღებში გადაწყვიტა დახმარება. დღეს რატომღაც უამრავი ხალხი მოდიოდა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა სადღაც კორპუსი ქარს დაუზიანებია და იყვნენ დაშავებულები თუ არა, მაინც მოდიოდნენ გასასინჯათ. ტრავმატოლოგი გამოიძახა თინიამ ხელმოტეხილი ქალისთვის მიმღების ტელეფონი ისევ რომ ამღერდა.
- თინია ექიმო, კერძო მანქანა შემოვიდა და თქვენ გხოვენ.
-დახმარება დამჭირდება? საკაცე?
-მხოლოდ ის თქვეს ვიცნობთ და თინია ექიმის გარდა ვერავის ვენდობითო_მხრები აიჩეჩა ექთანმა.
-გასაგებია_მაშინვე სტაცა ხელი საკუთარ ფონეიდოსკოპს და გარეთ გავიდა.


-საბა, ხომ არ გგონია, რომ ცოტა ზედმეტი მოგდის?
-არა ირაკლი, ლაპარაკი არ შველის, სულ მის წესებზე აგებულ ცხოვრებაზე ლაპარაკობს, ვერ გავაგებინე, რომ ყველაფერს ვერ დაგეგმავს. ორი დღის წინაც ვიჩხუბეთ, თურმე საღამოს ბარში წასვლა, ცოტა გართობა და ორი ჭიქის დალევა მის ცხოვრების წესს არ შეესაბამება.
-რას დაეძებ? იჯდეს იმ სახლში.
-რატო ირა? რომ დაბერდება შვილებისთვის რაღაც ხომ უნდა ქონდეს მოსაყოლი? რაღაცით ხომ უნდა გაერთოს? 35 წლისაა და გოგოსთვის არც შეუხედავს.
-რაიცი თინია რომ მოეწონება?_ტკივილი ისევ აწუხებდა ირაკლის.
-თინია სხვებს არ გავს, სულ ეწინააღმდეგება, ტოლს არ უდებს, ყველაფერზე საწინააღმდეგო აზრი აქვს. თანაც აკრძალული ხილი ყველაზე ტკბილია, არ უნდა იფიქროს და სინამდვილეში სულ ის გაახსენდება სწორედ მაგიტომ.
-როდემდე აპირებ გააგრძელო? არ გეცოდება? დაგკარგავს_ნაღვლიანად გადააქნია თავი ირაკლიმ.
-იცი როდის? რომ აღიარებს თავისი ცხოვრების ყველაზე დისი წესი რომ დაარღვია, ეჭვიანობისგან თითებს რომ დაიჭამს, რომ აღიარებს, რომ უყვარს და არა, არ მეცოდება, მირჩევნია დავკარგო და ცხოვრებისკენ შემოვაბრუნო, ვიდრე არაფერში გაატაროს წლები.
-სხვანაირად არ შეგეძლო?_მაინც ვერ თმობდა ირაკლი ბოლომდე პოზიციებს.
-ალბათ შემეძლო, არც კი ვიცი ეს რატომ დავაბრეხვე, გააზრებული არც მქონდა ბოლომდე. გავბრაზდი მის დაცვაზე უარი რომ მითხრა, იმ გოგომ თავი გაწირა შენს გადასარჩენად და მინდოდა სამაგიერო გადამეხადა. რაც პირველი მომაფიქრდა ვთქვი_დაღლილმა ჩამოისვა სახეზე ხელები.
-თითქოს მესმის შენი, მაგრამ ბოლომდე ვერ გეთანხმები.
-ბოლომდე არც მე მესმის ჩემი, ხანდახან ვბრაზდები და ვფიქრობ პატარა ბავშვივით ვთამაშობთქო, არ ვიცი, შეიძლება დიდხანს აღარც გავაგრძელო_ჩაფიქრებულმა გაიხედა ფანჯარაში.



-თამაზი ექიმო შეიძლება?_ფრთხილი კაკუნით შევიდა ექთანი დირექტორთან.
-გისმენ ნათი, რა ხდება?
-იცით, არ ვიცი სხვას ვის მივმართო, თინია ექიმი დაიკარგა_თითების წვალება დაეწყო ექთანს ნერვიულობისგან
-რა ქვია დაიკარგა?
-სამი საათია გამქრალია, ვერსად ვიპოვეთ, არავის უნახავს, ბოლოს ვიცით რომ სასწრაფო გამოძახება მიიღო ეზოში და მას შემდეგ უბრალოდ გაქრა.
-და ამას ახლა მეუბნებით? _გაბრაზებული წამოიმართა კაცი, -ექიმი, რომელსაც წამიც კი არასდროს გაუცდენია და ერთი საათით ადრე მოდის ყოველთვის, სამი საათით იკარგება და ჩუმად ხართ?
-იცით, ახლახანს გავიგეთ საქმრო ყოლია და ვიფიქრეთ ცოტა ხნით გავიდა, უნდა მივმხვდარიყავით ასე რომ არ მოიქცეოდა-თავი დახარა ნათიამ.
-რა თქმა უნდა ,ის ხომ პროფესიონალია თავისი საქმის_ჩაფიქრდა დირექტორი და მალევე აწია თავი, -კარგი, პოლიციაში დარეკე, მე დაცვის ოთახში ჩავალ გარეთ გამოვყრი, განგაშს ჩავართვევინებ და კამერებს გადავაქექიებ. არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის და საავადმყოფოს რა ზიანი ერგება, ადამიანი მოიტაცეს_ხმამაღლა დაიყვირა და ორივემ სასწრაფოდ დატოვეს კაბინეტი.


არეულობა დახვდა საავადმყოფოში მისულ თეოდორეს, რამდენიმე პოლიციის მანქანა, დაცვის წევრები შესასვლელებთან, აფორიაქებული და ერთმანეთში მოლაპარაკე ექთნები. მხრები აიჩეჩა და მესამე სართულისკენ აუყვა კიბეებს. პალატას უახლოვდებოდა უკვე დერეფნებში ნათურები წითლად რომ ათამაშდა. უკვე ვეღარ აიძულა თავი გვერდი აევლო და ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი მედდა შეაჩერა.
-შეგიძლიათ მითხრათ რა ხდება?
-არამგონია ამის პაციენტებთან განხილვა შეიძლებოდეს_მზერა მოარიდა გოგომ და წასვლა დააპირა ისევ რომ შეაჩერა ბიჭმა.
-უკვე ისედაც ყველა ხვდება_წითლად მოციმციმე ნათურისკენ გაახედა გოგო და გაუკვირდა მისი ორმაგად გაფართოებული თვალები.
-ესეიგი დამტკიცდა, დილით ექიმი დაიკარგა, მოტაცებას ფიქრობდნენ, როგორც ჩანს კამერებმა დაუდასტურეს, რადგან ეს განგაში იმას ნიშნავს, რომ შენობაში შეიძლება უცხო პირი იყოს_სწრაფად მიაყარა გოგონამ და წასასვლელად გამზადებული ისევ მოაბრუნეს.
-ვინ ექიმი?_ უკვე სიმშვიდე დაკარგული ქონდა თეოდორეს ხმას. თითქოს წინასწარ იცოდა პასუხი ისე სცრიდა ტანში.
-თინია ექიმი_აცრემლებულმა დაუბრუნა პასუხი და ძლივს დაიხსნა თავი გაშეშებული ცნობისმოყვარისგან.

ორი წუთი იქნებოდა გასული ლამის კარი რომ შეგლიჯა თეოდორემ პალატის.
-საბა წავედით.
-რახდება?_ ძმის მსგავს ტონს ნამდვილად არ იყო მიჩვეული.
-გითხარი წავედით სასწრაფოა.
-აქ თქვი, მეც ხომ უნდა ვიცოდე_თავი წამოყო ირაკლიმ.
-თინია წაიყვანეს_მოსაცმლისკენ დახრილ ძმას გადახედა.
-ვინ წაიყვანა? _ჩაცმას აგრძელებდა საბა.
-რამაზიმ.
ერთი სიტყვა და გაშეშებული საბა, ერთი სიტყვა და ირაკლიდან წამოსული გინების კორიანტელი, ერთი სიტყვა და დანგრევამდე მისული ცხოვრება.
-წავედით_მაშინვე წამოიმართა ირაკლი და გაჭირვებით დადგა ფეხზე.
-შენ სად მიდიხარ? რამდენიმე დღეა რაც სიარული დაიწყე._მაშინვე შეეწინააღმდეგენ ძმები.
-დროს ვკარგავთ, ის გოგო ახლა ჩემ გამო იტანჯება, წავედით_ ჯოხის დახმარებით დატოვა პალატა და დაცვასთან წავიდნენ ვითარების გასარკვევად.


პირველად იყო თინიასთვის ასეთი სიბნელე, მხოლოდ მხედველობა არ ჰქონდა დაკარგული, თავი საოცრად უბრუოდა, სმენა დახშული ქონდა, ვერც შეგრძნებებით დაიკვეხნიდა დიდად. იცოდა ასეთ დროს როგორ უნდა მოქცეულიყო, ძალა არცერთი ორგანოსთვის დაუტანებია, თვალდახუჭული დაელოდა როდის აღუდგებოდა რეცეპტორები და მხოლოდ შემდეგ გაბედა თვალი გაეხილა. არა, ისევ სიბნელე ჯობდა მსგავს მდგომარეობაში გაღვიძებას. ლოგინზე იწვა, არა იჯდა უფრო შეეფერება, ხელები და ფეხებიც რკინაზე ჰქონდა მიბმული, პირში ახვეული და სრულიად ბნელი სარდაფი. საიდანღაც წვრილი ხმა გამოდიოდა. თაგვი! თვალები გაუფარდოვდა თინიას და ზმუილის ხმა ამოუშვა პირიდან, კიდევ რამდენჯერმე და შედეგიც მიიღო, ხმაურით გაიწია რკინის კარი და რამდენიმე გაღიმებული მამაკაცი გამოჩნდა შუქის ფონზე.
-მზეთუნახავს მოკრძალებული სალამი_ამაზრზენი ღიმილით მიესალმა ერთ-ერთი და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ვინ ხართ? ჩემთან რა გინდათ_სხეული აუკანკალდა თინიას როცა დაინახა როგორ მოიკვნიტა მოახლოებულმა ტუჩი და რა ხარბად ათვალიერებდა გოგოს.
-არ გითხრა შენმა ბიჭმაა?_ისევ დაცინა მეორემ და მალევე მოუწიათ ენის გაჩუმება, როცა კარიდან მომავალი ნაბიჯების ხმა გაიგონეს. მიხვდა თინია, ახლა უფროსს შეხვდებოდა.
-კეთილი იყოს შენი ფეხი_დაკვირვებით აათვალიერა კაცმა მობუზული ექიმი, -არც ისეთი ხარ, ასეთი ამბავის ატეხვად რომ ღირდე_არ დაუმალავს გულახდილი ფიქრები.
-არც მე მჯერა ჩემი კეთილი ფეხის, ამიტომ ბარი ბარშ ვართ_წარბიც არ შეუხრია თინიას.
-ახლა გასაგებია_სიცილი აუტყდა კაცს.
-მეტყვით აქ რატომ ვარ?_მოთმინება დაკარგა ისე უჭერდა დაბმული ხელები
-ცოლად მიყვება და არც იცის ვის მიყვება_თავი გადააქნია კაცმა და ბიებს გადახედა -ზედმეტი ხმა არ გავიგონო, იცით რაც მჭირდება. მათაც მაშინვე დაუქნიეს თავი და ხელების ერთმანეთზე გასმით მიუახლოვდნენ თინიას. აქ კი მორჩა ექიმი მაგარი გოგოს თამაშს და ისე გადმოცვივდა ცრემლები აღარაფრისთვის მიუცევია ყურადღება.

-რა უნდა ვქნათ_ოთახში ბოლთას ცემდა საბა.
-იმ იდიოტს სახე კი უჩანს, მაგრამ ხომ ვიცით რომ ბაზაში ვერ იპოიან_არანაკლებ ანერვიულებული დადიოდა თეოდორე.
-ბიჭებო, ამანათია_ხელჯოხის კაკუნით შემოვიდა ირაკლი, ხელში პატარა ყუთი ეჭირა და წერილიც ხელში ეკავა. მოუთმენლად გაგლიჯეს დასამივემ ერთად წაიკითხა.
„ალბათ იცით ქირურგისთვის ითები რა მნიშვნელოვანიცა“
თითქოს ფურცელზეც ჩანდა მთელი ირონია, რაც წერილში იყო ჩაქსოვილი.
-ოღონდ თითი არ იდოს ოღონდ თითი არა_თვალ დახუჭულმა გახსნა ყუთი და რამდენიმე წამში სამივეს სუნთქვა ეკვროდა, ყუთში სისხლ შემხმარი მთლიანი ფრჩხილი იწონებდა თავს. (7)

ცხოვრებაში პირველად იგრძნო თინიამ ამგვარი შიში. ცხოვრების დაკარგვის შიში, მისი სამსახურის, მოწოდების დაკარგვის შიში. ფაქტი იყო გამტაცებლები არ ხუმრობდნენ, იმაშიც დარწმუნებული იყო საჭიროების შემთხვევაში თვალის დაუხამხამებლად რომ მოკლავდნენ. ცრემლებს ვეღარ მოერია და გამწარებულ გულზე ხმით ატირდა. შიშმა უფრო აიტანა მორიგი კარის ჭრიალი რომ მოსწვდა ყურს.
-კარგი რა, გეკადრება ახალგაზრდა ქალს ამდენი ტირილი? თვალები დაგისივდება და მასეთი ლამაზი აღარ იქნები_ ირონიულად ჩაიკრა თვალი ერთ-ერთმა გამტაცებელმა და წყლის ბოთლი დააკავებინა შეკრულ ხელში.
-იქნებ მიხვდე, რომ ასე ვერ დავლევ_მაინც უტეხად ახედა ცრემლიანი თვალებით კაცს.
-შენს ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი_ჩაშავებული თვალებით გამოხედა, მაგრად დაუსვა გადაკრულ სკოჩზე დანა და წამოაკივლა თინიას გაჭრილ ხელებზე.
-იდიოტო, შეგეძლო ვენა გადაგეჭრა.
-შენ რამე ხომ არ გეშლება? ლოყებზე მოუჭირა ქალს ხელი და სახე მიუახლოვა.-მგონი გავიწყდება რა მდგომარეობაშიც ხარ, ისე ნუ გაჯიუტდები თავი რომ მომაწონო და უფროსის ბრძანება დავიკიდო_თვალი ჩაუკრა გაშეშებულ ექიმს. გაჩუმება არჩია თინიამ როგორც კი კაცის ხარბი მზერა დაინახა. თვალებ დახუჭული დაელოდა ოთახში მარტო როდის დარჩებოდა და როგორც კი კარის გახურვის ხმა გაიგონა, ნაცადი ხერხით გადაწყვიტა გულის მოოხება. თავადაც ვერ მიხვდა დახუჭული თვალების ფონზე რატომ ამოუტივტივდა თეოდორეს განრისხებული მზერა.


დივანზე იჯდა საბა და ვეღარც უყურებდა უკვე მერამდენე წრეს ასრულებდა თეოდორე, ირაკლი ჯოხს ათამაშებდა და გვერდიდან აკვირდებოდა ძმებს.
-რა უნდა ვქნათ_როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია საბამ.
-არ ვიცი, ვეღარ ვფიქრობ, ერთ მხარეს თინიაა, სრულიად უდანაშაულო, მაგრამ მეორე მხარეს ბავშვებითა და ქალებით სავსე სოფლები_თავი გადააქნია თეოდორემ.
-მისი აზრი ყველასთვის ნათელია, რასაკვირველია უფლებას არ მოგვცემდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე დავტოვებთ.
-რა თქმა უნდა არა,_ წარბები შეკრა თეოდორემ.- და საერთოდ ასე მარტივად როგორ ლაპარაკობ? მეგონა ვერ დაგაკავებდი.
-და რა ვქნა იოანე? კივილ წივილით ვირბინო? ჩვენ გამო ადამიანე გაიტაცეს და მეტი აღარაფერია სათქმელი. მის სანაცვლოდ კი ბომბებს გვთხოვენ. ოს ჩვენი საყვარელი ადამიანია, სამაგიეროდ ბომბებით ათასობით ადამიანი მოკვდება. იოლი არჩევანია არა?_ღრიალში გადავიდა საბა.
-გყოფათ, გასაგებია ნერვიულობთ, მაგრამ ამის გამო ერთმანეთი არ უნდა დახოცოთ. რაღაც მოვიფიქრე._სიტყვით გამოვიდა ირაკლი - ის ბიჭები ვინც დავიქირავეთ მუშაობენ, იმ იდიოტსაც ეძებენ, მაგრამ საქმე მარტო ამაში არაა, მის დასაჭერად დახმარება დაგვჭირდება, ვინმე სანდო გამომძიებელი და უკვე ვიცი ვინც_ ტაში შემოკრა და მობილური მოიმარჯვა.
არ დასცალდა, სანამ ნომერს აკრეფდა დაცვამ მათი დაქირავებული ბიჭები შემოიყვანეს, გაღიმებული სახეებით იქვე გაშალეს კომპიუტერები და ძმებს მიუბრუნდნენ.
-გაგვიმართლა, იმ ადგილას სადაც მანქანა იდგა საავადმყოფოს კამერასთან სასწრაფოს მანქანა ეფარებოდა, ჩვენ კი მისი სისტემა გავტეხეთ და აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ოთხივეს სახე ვიცით_სახე გაბადრულმა მოაბრუნა ბიჭებისკენ ეკრანი და ვიდეო ჩართო.
ჩანდა როგორ გამოვიდა თინია მიმღებიდან, როგორ სწრაფად მიირბინა მანქანასთან, როგორ მოეჭიდა სისხლიანი ხელები მაჯებზე და როგორ შეაძვრინეს წამიერად მანქანაში.
-ნაბი*ვრებიიიი_ბოლო ხმაზე დაიღრიალა თეოდორემ და დივანზე დადებული ნივთები ძირს გადმოყარა, საბა გაშეშებული იჯდა და თვალსაც არ ახამხამებდა, ირაკლი უკვე ასრულებდა მობილურზე საუბარს.
-ახლავე დავურეკავ, თანახმა ვარ, მივცემ რაც უნდა_აჩქარებულმა დაიწყო საბამ მობილურის ძებნა.
-არა_მოგუდული ხმა ჰქონდა თეოდორეს.
-რაა? _სახე მოექცა საბა.
-მე გითხარი არა, რამაზს თავისას არ გავატანინებ, ვინაობა ვიცით, კიდევ გვაქვს დრო, მანამდე ვიპოვით სანამ რამეს დაუშავებენ.
-სანდო გამომძიებელი გზაშია_მობილური გადადო ირაკლიმ.
-ერთ-ერთის მობილური ვიპოვე_ხმამაღლა დაიყვირა კომპიუტერთან მჯდომმა სათვალიანმა.
-ოღონდ ჩართული იყოს_ხელები აიფარა საბამ სახეზე და დაძაბულობა მოემატა. თეოდორეს სიტყვა კარის ხმამ შეაწყვეტინა.
-გამარჯობათ, უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი_ხელი ჩამოართვა კაცმა შეხვედრილ ირაკლის.
-მობრძანდით, ირაკლი თოდორე და საბა_მოკლედ გააცნო თავი დასაჯდომად მიუთითა, -მოსაყოლი ბევრია, თქვენ კი სანდო ადამიანის სახელი გაქვთ უწყებაში.
-დიახ, ვცდილობ წინ არაფერი დამიდგეს როცა საქმე სამართალს ეხება, ფული და ნათესაობა ჩემთვის არ არსებობს_წყალი მოსვა დაჩიმ მოწოდებული ჭიქიდან.
-მაშინ მოსაყოლი მართლაც ბევრია_წინ დაუჯდა თეოდორე და დაბალი ხმით დაიწყო.
-საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღების კომპანიის პაკეტს ვფლობთ, 52% გვეკუთვნის რაც გადამწყვეტ სიტყვას ნიშნავს, ყოველთვის ვცდილობდით ჩვენი დამზადებული საქართველოსთვის მიგვიყიდა, თუმცა მთავრობის თანხმობით საზღვარგარეთაც ვდებდით კონტრაქტებს, ამ მხრივ სრულიად სუფთა ვართ.
-თუმცა, რამდენიმე თვის წინ ხელში საკმაოდ ახალი იარაღის დასამზადებელი მასალა ჩაგვივარდა_საბამ გააგრძელა მოყოლა, -გეცოდინებათ შავ ბაზარზე რამდენი რამის შეძენა შეიძლება და უკმაყოფილო არავინ დავრჩენილვართ. ეს ბომბის დასამზადებელია, ორი მათგანი მთელი სოფლის გასანადგურებლად სრულიად საკმარისია. რამდენიმე დავამზადეთ საჩვენებლად რომ გვქონოდა და მთავრობამდე იმ კაცს წარვუდგინეთ ვინც თავდაცვის სამინისტროში მიღებულ მოთხოვნებს ახარისხებს. აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება მთლად საქართველოს მხარეს არ ყოფილა_ხმამაღლა ამოიხვნეშა საბამ.
-იდეა და ბომბები თავისთვის მოეწონა, როგორც ჩანს მის უფროსებს ავღანეთის რამდენიმე სოფლებთან პრობლემა აქვს და მათი მოგვარების იაფი და მარტივი ხერხი იპოვეს, შედეგად, მათი მიზანი სოფლები განადგურდება, თავად მშრალად გამოძვრებიან, ყველაფერი ჯერ ჩვენ, შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაბრალდება და სავარაუდოდ ომიც კი შეიძლება დაიწყოს.რასაკვირველია პასუხად მკაცრი უარი მიიღეს, თუმცა არ ჩერდებიან, მუქარებს გვიგზავნიან და გვაშანტაჟებენ._საბოლოოდ ირაკლიმ დაასრულა თხრობა და ჩაფიქრებულ დაჩის გახედეს.
-გასაგებია, მარტივი საქმე ნამდვილად არ ჩანს, ისე არც თქვენ გავხართ ასეთ ხალხს.
-ვიცით, საშიშ საქმეში ვართ ჩართული, ვცდილობთ ხალხთან ახლოს ვიყოთ და ჩვენი დაცვით არავინ შევაწუხოთ, თრემ ერთი მანქანა უკან ყოველთვის დაგვყვება_მხრები აიჩეჩ საბამ.
-დამატებითი კითხვები მექნება და შემდეგ მეც სასწრაფოდ დავიწყებ მუშაობს.
კიდევ რამდენიმე დეტალი გაარკვიეს, გეგმები დააწყვეს, რაღაცეებზე შეთანხმდნენ და ბოლოსდაბოლოს დაჩიმ სახლი დატოვა. დაინახეს როგორ ამოიღო ტელეფონი დაჩიმ და მხოლოდ ის გაიგონეს როგორ მოიწვია კაცმა სამუშაოსთვის ტყუპები. თინია არც ერთს უხსენებია, არავის უნდოდა ექიმი ამ საქმეში გაერია, ლამის იყო უმოქმედობისგან ისევ დაჩისთვის დაერეკა ერთ-ერთმა ჰაკერმა რომ დაიყვირა.
-ადგილმდებარეობა მაქვს.


ლამის სიკვდილს ჩახედეს ძმებმა თვალებში ისეთი სიჩქარით მიჰქროდა თეოდორეს მანქანა. ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, გზაშივე მოამზადა იარაღი საბამ, თეოდორესი მის მხარეს გადადო, უკან დაცვის ორი წევრი და კიდევ 6 ადამიანი უკანა მანქანით მოყავდათ დასახმარებლად. კიდევ რამდენიმე წუთი და ადგილზე იყვნენ. ხმაურიან შესვლას წყნარი არჩიეს და უჩუმრად მიიპარნენ კარებთან.


აღარ დაუცდია თეოდორეს, მალევე შეაღო კარი და უამრავი კარის დანახვაზე ამოიხვნეშ, ბიჭები სხვადასხვა მხარეს დააგზავნა და თვითონ საბასთან ერთად მეორე სართლს გაუყვა, მალევე შემოესმათ ერთ-ერთი კარიდან კივილ ნარევი ტირილის ხმა.
-არ მეგონა იმ ვითომ მაგარ ბიჭს ასეთი მხდალი საცოლე თუ ეყოლებოდა, ისე სანამ წაგიყვანებენ ჩვენც რომ ვისიამოვნოთ?_ამაზრზენი ხმა მოესმათ და მთელ სხეულში გააცივა თეოდორეს.
-მისი საცოლე არ ვარ, თქვენგან დასაცავად გამოიგონა, არ ვარ მისი საცოლე მხოლოდ რიგითი უბრალო ექიმი ვარ გთხოვთ_გულამოსკვნილი ტიროდა თინია.
ზუსტად გაიგონა მისი სიტყვები თეოდორემ და თვალებშ მზერა მთლიანად შეეცვალა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, დატენილი იარაღი მოიმარჯვა, წიხლი კრა რკინის კარს და ცივი ღიმილით გადახედა შეკრებილებს.
-იმედია წვეულებას ცუდ დროს არ ვუერთდები! (8)

წამიერად მოუდუნდა თინიას სხეული, ნერვიულობამ უკანა მხარეს გადაიწია, მაშინვე მოინდომა ადგომა, თუმცა მალევე გაახსენდა, რომ ჯერ დაბმული იყო და თან ფაქტობრივად აღარაფერი ემოსა ტანზე.
-რა ჯანდაბა ხდება აქ_საბამ გაბედა ხმის ამოღება მას შემდეგ რაც თეოდორეს განადგურებული სახე დაინახა.
გამტაცებლებს ექიმისთვის ლამის მთლიანად შემოეხიათ თანსაცმელი, თინიას ტანს მხოლოდ თეთრეული და მაისურის რაღაც ნაწილი უფარავდა. ლამის სამეზობლომ გაიგონა თეოდორეს კბილების ღრჭიალი.
-ამათ რაღა ჩემი **** უნდათ აქ_შეშინებული წამოხტნენ ბიჭები, თუმცა დააგვიანდათ, არც კი დაეჭვებულა ისე ესროლა თეოდორემ პირველ გამოქცეულს ფეხში, მეორეს საბამ, მესამემდე კი ვეღარ მივიდნენ ისე სწრაფად შემოცვივდნენ ოთახში დაცვის ბიჭები.
-თეოდორე_ხელებით სხეულის ფარვას ვეღარ ახერხებდა თინია, უკვე კანკალი დაწყებოდა და ლამის ჩურჩულით წარმოთქვა ბიჭის სახელი.
-მოდი ჩემთან_მაშინვე მოახურა საკუთარი ქურთუკი, კარგად გაახვია, ხელში აიყვანა და გულში ჩამალული გაიყვანა შენობიდან. გათბობა ჩართო მანქანაში და გოგოთი ახუტებული ჩაჯდა უკან.
-დამშვიდდი ძალიან გთხოვ, ყველაფერი დამთავრდა_მონოტონურად უსვამდა თავზე ხელს.
-ღმერთო, თქვენ რომ დაგეგვიანათ, რომ ვერ მოსულიყავით, რომ ვერ მოგეგნოთ, _ტირილს ვერ წყვეტდა თინია და მთელი ძალით ხვევდა ხელებს თეოდორეს.
-მიწიდან ამოვთხრიდი და მაინც ვიპოვიდი იმ ნაბი*ვრებს_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და კალთაში მჯდომი გოგოს დანანავება დაიწყო. რამდენიმე წუთში საბამაც გამოაღო მანქანის კარი.
-აუშვი არა აფრები?_უკვე გაღიმებულმა გაიცინა.
-ჯრ ერთი ჩუმად იდღნავლე რა, გაეღვიძება, და მეორეც, მაგაზე როგორც კი დავაბინავებ მაშინვე ვისაუბრებთ.
-მოუთმენლად ველი_თვალები გადააბრუნა ბიჭმა და მანქანა დაქოქა. -სად წავიყვანოთ?
-ჯერ ჩვენთან, მოწესრიგდეს და მერე წავიყვან სახლში_ჩუმად ჩილაპარაკა და ნერვიულად გარხეული ქალი უფრო ახლოს მიიკრა მკერდთან.
უკვე ოთახში შეჰყავდა თინია გონს რომ მოვიდა, გაკვირვებულმა შეათვალიერა უცხო ოთახი და თეოდორეს ახედა შეკითხვის მზერით.
-ჩემთან მოგიყვანე, ასე მშბლებთან მისვლა არ იქნება კარგი იდეა, გამოიცვალე მოწესრიგდი გადაივლე, ტანსაცმელი გელოდება ლოგინზე_თავით მიუთითა მისკენ და ისიც აუხსნა სახლში სააბაზანო სად მდებარეობდა.
-მადლობა_აკანკალებული ხელებით გამოართვა პირსახოცი, -მე მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა თეოდორე, შენ მე ცხოვრება თავიდან მაჩუქე_ისევ ცრემლი მოადგა თვალზე. უცებ გადაეხვია მადლობის ნიშნად ბიჭს, ღრმად ამოისუნთქა და მითითებული ოთახისკენ წავიდა. ღიმილიანი სახით გააყოლა თვალი გამავალ თინიას და ბედნიერმა შემოიწყო თავზე ხელები. რამდენიმე წუთში ისევ გაუმკაცრდა სახე და საბას საძებნელად წავიდა.
-სად მემალები_შემოსასვლელში დასჭექა და სამზარეულოდან გამომავალ საბას მოკრა თვალი , რომელიც ტელეფონზე როგორც აღმოჩნდა დაჩის უხსნიდა სიტუაციას.
-გემალები არა, შიშით ვცახცახებ_უდარდელად ჩამოჯდა დაღლილი სახით დივანზე და ჭიქაში ჩასხმული სასმელი მოსვა.
-ხვდები მაინც რა გააკეთე?
-და რა გავაკეთე? არაჩვეულებრივი ქალი გაპოვნინე და მიგახვედრე, რომ გიყვარს, თუ აქამდე არ მისულხარ ჯერ?
-საბა, შენ მე მომატყუე.
-დიახ მოგატყუე, იმიტომ, რომ მინდოდა ცხოვრებაში ერთხელ შენს წესებსა და კანონებზე უარი გეთქვა, ცხოვრებაში პირველად მინდოდა ნორმალური ადამიანივით გეგრძნო.
-შეგეძლო გეთქვა, უბრალოდ დამლაპარაკებოდი.
-გაიხსენე რამდენჯერ გითხარი, როგორ გეხვეწებოდი, გაიხსენე? რა გამოვიდა? მივიღე რამე შედეგი?_ხელებ გაშლილი წამოხტა ფეხზე ბიჭი.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს, ამჯერად კაბინეტში შიკეტნენ, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოვიდნენ იქედან უკვე დამშვიდებული სახეებით და რადგან თინიას მისსავე საწოლში ჩასძინებოდა, მისაღებში მოკალათდნენ. მომავალ გეგმებს განიხილავდნენ ზარის ხმა რომ მისწვდა ძმების ყურს და მათი ერთადერთი დამხმარე სახლში, მაშინვე გაემართა გასაღებად. რამდენიმე წამში ოთახში თითქმის სრულყოფილად იდენტური ტყუპები გამოჩნდნენ და ძმების გაოცება გამოიწვიეს.
-გისმენთ?_აშკარა კითხვის ნიშანი ისმოდა თეოდორეს კითხვაში.
-ჩვენ გამომძიებლები გაბრიელ და იოანე ყიფიანები ვართ, დაჩიმ გამოგვაგზავნა, გვითხრა ინფორმაციას თავად მოგაწოდებენო_მხედრული სალმითა და ღიმილით მიესალმა იოანე და მოშინაურებული დაჯდა ბიჭების წინ დივანზე.
-უკაცრავად, შეიძლება?_ბოხი ხმით ანიშნა გაბრიელმა ძმის გვერდითა ადგილზე და როცა თანხმობა მიიღო მაშინვე დაჯდა.
-გამომძიებელი ხარ და საქმეს გამო პირველად ვხვდებით ადამიანებს, რა უნდა აფიქრებინო, ბაღის ასაკში რომ ხარ ისევ?_თითქოს ჩუმად ჩაუჩურჩულა გამწარებულმა ძმას.
-მოდუნდი რა, ნახე შინაურები არიან,_ ხელები აიქნია იოანემ, -თანაც გოგო ნაპოვნია, ახლა ცოტა მხიარულადაც შეიძლება საქმეს მივუდგეთ_მხრები აიჩეჩა და თვალებ გაფართოებულად მომზირალ ბიჭებს გადახედა.
-ვსო, დნმ-ის ანალიზს ვითხოვ, ზედმეტად საეჭვოა, რომ თქვენ ორი ერთმანეთში აერიეთ_იდაყვი მიარტყა თეოდორეს, როცა მასსავით სერიოზული სახით მჯდომ გაბრიელს მოკრა თვალი.
-ცანცარა_თავი გადააქნია უფროსმა და ისევ გამომძიებლებს გახედა. -გოგოზე საიდან იცით?
-იდიოტები რომ ვიყოთ ამ თანამდებობაზე არ ვიქნებოდით_თვლი ჩაუკრა იოანემ.
-შენ ძმობას ვფიცავარ მართლა ავერიეთ_ხარხარი დაიწყო საბამ და მუცელში მოიკეცა.
თეოდორემ კაბინეტისკენ მიუთითა ტყუპებს, უკვე დასერიოზულები შეუდგნენ საქმეზე საუბარს და შესაბამისი ჩანაწერები და საბუთებიც მიაწოდეს გამომძიებლებს, საქმე მეტად სერიოზული იყო, მოწინააღმდეგე მეტად ცნობილი და მნიშვნელოვანი, სამუშო ნამდვილად ბევრი და შრომატევადი იქნებოდა, არც ნაკლებად საშიში და არც ნაკლებად დამღლელი. უაღრესად ინფორმაციით დახუნძლულებმა დატოვეს ტყუპებმა სახლი, გამოსაძიებელი და დასადგენი მართლაც ბევრი იყო. თეოდორეც და საბაც ჩაფიქრებულები მიჯდომოდნენ სამზარეულოში მაგიდას და ჭამის ნაცვლად გეგმებს განიხილავდნენ როგორ განაგრძობდნენ ცხოვრებას.
-რა კარგი სუნებია_ჩახლეჩილი ხმა გაისმა ოთახში და შებრუნებულმა თეოდორემ იგრძნო როგორ ძლიერ გაკრა სხეულში რაღაც გრძნობამ. თინია ხელებს ავტომატურად სხეულზე იფარებდა, ლოყა დალურჯებოდა, ტუჩი გახეთქილი და შესიებული ქონდა, ლოყის თავზე კი ნაცრისფერი დაბეჟილობები აგვირგვინედნენ გადატანილ ამბავს. ვერ გაუძლო მის ასეთ ყურებას და მაშინვე შეაქცია ზურგი.
-ისადილებ? ლამარა ისეთ ჩაშუშულს აკეთეეებს_დახუჭული თვალებით გადააქნია თავი ნეტარებაში წასულმა საბამ.
-სიამოვნებით, ოღონდ შემდეგ თუ შეიძლება ჩემებთან წამიყვანეთ რა._მორცხვად დაეხარა თავი.
-რა თქმა უნდა, უკვე იციან რომ გიპოვეს, ჯერ ვერ დაგიტოვებთ_ბოლო სიტყვები ფხუკუნით ჩილაპარაკა საბამ და დაჭიმულ თეოდორეს შეავლო თვალი.
-მოდი შვილო_მაშინვე თეფში გამოუღო ლამარამ და თინიაც ღიმილით მიუახლოვდა ქალს.
მალევე მიირთვეს სრულ მდუმარებაში და მაგიდიდან წამოიშალნენ. უხმოდ განლაგდნენ მანქანებში და საჭესთან ადგილი თეოდორემ დაიკავა. რაღაც სულ სხვანაირი იყო, ისე იყო ჩაფიქრებული გვერდით მჯდომებს არც უსმენდა და ვერც აღიქვამდა. ჩუმად ეცინებოდა საბა მის დანახვაზე, იცოდა თეოდორეს ახლანდელ ფიქრებს ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა და არც შემცდარა.
ცრემლები მოადგა თინიას ნაცნობი სადარბაზოს დანახვისას, მომენტალურად გადავიდა მანქანიდან და ნაცნობ საფეხურებს აყვა, ვერც შეამჩნია უკან მთელი ამალა თუ მოყვებოდა. მოუთმენლად დარეკა ზარი და უკვე ცრემლებ მორეული დაელოდა კარის გამოხსნას.
-თინია_მაშინვე შეჰკივლა ანამ, როგორც კი და დაინახა.
-მოვიდა? ღმერთო ჩემო გოგო_მაშინვე გამოვარდა ატირებული დალი და ქმარიც ფეხდაფეხ მოყვა. -როგორ დამეტანჯე შვილო_ყველა ერთად მოეხვია და თინიაც გატყდა, ერთიანად ამოიღო გულიდან მთელი დარდი და მიხვდა უკვე სახლში იყო, უკვე დედასთან იყო, უკვე ანას მხარი ჰქონდა დასაყრდნობად, უკვე მამის მშობლიური სურნელი იცადა უსიამოვნო ფიქრებისგან. გული იჯრეს რამდენიმე წამით და ბოლოს ოჯახის უფროსი გამოფხიზლდა:
-მობრძანდით_მისაღებისკენ მიუთითა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია თინიამ უკან მოყოლილი ძმები, რაღაც სხვანაირად გაკრა გულში მის საყვარელ დივანზე დასკუპულ თეოდორეს რომ მოკრა თვალი, თუმცა მალევე აარიდა. ბიჭი როგორც ყოველთვის სერიოზული სახით იჯდა, საბას კი უკვე მოესწრო ანას სიცილში აყოლიება.
-პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადოთ_ბოხი, ცოტა ნერვიული ხმით დაიწყო თეოდორემ და დაიმსახურა კიდევაც გარშემო მყოფების გაოცებული სახეები. -თინია ჩვენს გამო ჩავარდა ამხელა უსიამოვნებაში, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა, მუქარის მიუხედავად მაინც სხვისი სიცოცხლის გადარჩენა გადაწყვიტა და ეს ყველაფერი ცუდად დასრულდა. ბოდიშს გიხდით, გპირდებით აუცილებლად გამოვასწორებ_დაძაბულმა დაასრულა სიტყვა და დალის გადახედა. თინიამ თვალები დახუჭა, ახლა იცოდა დალის ისტერიკებსა და კივილს მთელი კორპუსი გაიგებდა.
-ტყუილა იდანაშაულებ თავს შვილო, თინია მთელი ცხოვრებაა მის თავს აყენებს ყველაზე წინ, მაშინ მე უნდა ვიყო ყველაფრის თავი და თავი, რადგან სამედიცინო მე ვურჩიე, ვერ გავითვალიწინე ყოველი უბედური შმთხვევისა თუ პაციენტის დაღუპვის გამო შვილის რაღაც ნაწილი რომ მოკვდებოდა. მაგაზე არ იფიქრო, ჩემი გოგო ისე მოიქცა როგორც გულმა და სინდისმა უკარნახა._მუხლზე დაადო თანადგომის ნიშნად ხელი და ისევ დივნის საზურგეს მიეყრდნო.
გაკვირვებულმა თინიამ მაშინვე გაახილა თვალები რომ დარწმუნებულიყო ეს ხმა ნამდვილად დედამის თუ ეკუთვნოდა, იმ დედას მუდმივიომი რომ ქონდა.
-მიდი სიცხე გაუზომე, რაღაცა არაა რიგზე, ან სამინისტროში დავრეკოთ, რამე ვირუსი არ იყოს ბინაში_ჩუმად უჩურჩულა არანაკლებ გაოცებულ დას და გამოფხიზლება აიძულა.
-ხუმრობი გაკვეთილებს გიტარებდნენ?_ჩუმად ჩიფხუკუნა ანამ.
-უმაღლესი ხარისხისას_იმ დღეების გახსენებაზე ჟრუანტელს ვერ მოერია ექიმი.
-ვიცი ახლა შეიძლება ზედმეტი მომივიდეს, თავხედად ჩამთვალოთ, თქვენ ხომ არ მიცნობთ და არ მენდობით, მაგრამ უნდა გითხრათ. მინდა თინია ჩვენთან გადმოვიდეს!_ხმამაღლა გამოაცხადა და ამოისუნთქა.
საბამ მიყუდებული წყლის ჭიქიდან შადრევანი გამოასხა და წინ მჯდომი თინიას მამა გაწუწა, ანას ნერწყვი გადაცდა და ლამის დაიხრჩო, თინიას ისე გაფართოებოდა თვალები უკვე ტკივილს გრძნობდა. მხოლოდ უფროსი ცოლ-ქმარი არ განძრეულა. აი ახლა ნამდვილად აიწეოდა ჰაერში თეოდორე. დანანებით გადააქნია თავი თინიამ და სახეზე ხელები აიჰარა, საბა ჯერ კიდევ ბოდიშებს იხდიდა და მოსულიერებას ცდილობდა.
-რა სტატუსით?_ამჯერად მკაცრი ხმა ჰქონდა დალის.
-სტუმრის, როგორც ჩვენი მეგობრის, დაცვას ავუყვან, რომელიც წამითაც არ მიატოვებს, სამსახურში ატარებენ, სახლშიც დაცვა მყავს და ვერავინ შეაწუხებს. თქვენს ქალიშვილს ვერავინ გასცემს ზედმეტად ხმას.
-უბრალოდ დამპირდით რომ სიცოცხლის ფასად დაიცავთ_წამოიმართა დასველებული თამაზი.
-ჩემს სინდისს გეფიცებით_თავი დაუკრა თეოდორემაც.
-მაშინ აღარაფერი მეთქმის, ჩვენც მშვიდად ვიქნებით, იმედია თუ გესტუმრებით არ შეგაწუხებთ, გული მიგრძნობს უკან აღარ დაბრუნდება, ამიტომ კარგად აარჩიე რას წაიღებ_დალიმ დააბოლოვა და გაღიმებულმა გახედა შვილს.
რობოტივით გაშეშებული წავიდა თინია თავისი ოთახისკენ, მაშინვე ხითხითი დახელების სრესვით გაყვა ანა და სანამ ექიმი პატარა ჩანთას ალაგებდა აუცილებელი ნივთებით ლოგინზე წამოკოტრიალდა.
-ეს ბრედ პიტი როდის დაირტყი დაო?
-გაფიცებ ქერა პიტს რითი მიამგვანე, კიანუ რივზი მაინც გეთქვა_ავტომატურად სცემდა პასუხებს.
-მართლა გეკითხები, აბა სანამ რამდენიმე წუთი გვაქვს ჩამოყაჭე.
-ლექტორი ქალი რა სიტყვებს იყენებ, ან საერთოდ როგორ იკრიჭები, რა ბედნიერი ხარ, რა გამოვტოვე?_იქეთ მიუცუცქდა დას.
-ოოო, ბეეევრი გამოტოვე_ხელები გაშალა ანამ, -ისე შენ უნდა გიმადლოდე, რომ გაგიტაცეს და ერთი ამბავი ატყდა, ისე ტკბილად მამშვიდებდა ჩემი ბიჭი_თვალები მინაბა აწითლებულმა.
-ეს ნახე რაა, მე სად ვეგდე და რა დღეში ყოფილა_ვითომ გაუბრაზდა თინია.
-კაი, მართლა კიარა, უბრალოდ საკმაოდ ცუდად ვიყავი, დამირეკა შევხვდით და დახმარებას ეცადა, მერე რაღაცეები თავისთავად გაირკვა და ერთად მას მერე ვართ რაც შენი დაბრუნება მის გვერდით გავიგე და გახარებულ გულზე ვაკოცე_ღაწვები აუწითლდა ანას თუმცა საუბრის გაგრძელება აღარ დასცალდათ, კაკუნით შემოეჭრათ თეოდორე და აუწყა მივდივართო. მაშინვე მოკიდა ჩანთას ხელი, ანას დაუბარა ხვალვე გავაგრძელოთო და ოთახიდან გავიდა, ძმები უკვე სადარბზოში უცდიდნენ.
-ვხედავ როგორც გიყურებს დედა, დაე ყველაფერი ისე მოხდეს როგორც შენ გინდა დედა, მთავარია თქვენ მყავდეთ ბედნიერები_დალი გადაეხვია გასვლის წინ და კვლავ აიძულა ატირებულიყო.
უკანა გზაზე ხმას ვერ იღებდა თინია, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ნაცნობი გზა რომ დაინახა და სკამზე შესწორდა.
-შეგიძლიათ მე სამსახურში დამტოვოთ?_თხოვნასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
-დაცვის ბიჭები რომ ხვალამდე ვერ მოვლენ?_მაშინვე შეწუხდა საბა.
-ახლა ფრთხილად ვიქნები, გპირდებით_ღიმილით გადახედა ძმებს და ბედნიერება იგრძნო თეოდორემ უსიტყვოდ რომ გაუჩერა საავადმყოფოსან. მაშინვე გადავიდა, აღარ შეუმჩნევია როგორ გადმოყვა თეოდორე და ლანდად ექცა. მაშინვე შიგნით შევიდა, ხალხი მოინახულა, თეთრი ხალათი მოირგო, არც ერთგული ფონეიდოსკოპი დაავიწყდა და სასწრაფოს სიგნალიც გაიგონა. დღეს ჯობდა აქ ემუშავა და გონება სრულად დაეკავებინა. იქვე იდგა თეოდორე, თითქოს გვერდიდან უცქერდა და სრულიად ახალ, განსხვავებულ შეგრძნებებს ვეღარ ებრძოდა. უყურებდა წამში გარდაქმნილ თინიას ბავშვური გოგოდან პროფესიონალ ექიმად, როგორ წამებში ეხმარებოდა ხალხს, სვამდა დიაგნოზს, აკეთებდა სხვადასხვა პროცედურებს და იცოდა, დღეიდან, აი ამ წუთიდან აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ამიერიდან რაღაც ახალი იწყებოდა, რაღაც კარგი, განსაკუთრებული და სრულიად განსხვავებული. ხვდებოდა როგორ ძირფესვიანად შეუცვლიდა ეს რაღაც ცხოვრებას და წინააღმდეგობის ნაცვლად ხელებ გაშლილი ხვდებოდა იმ ახალ გრძნობას, თინიამ რომ ასწავლა. (9)

წყალტუბოს გადასახვევთან უმძიმესი ავარია მომხდარიყო, ოთხი მანქანა შეჯახებოდა ერთმანეთს, ცუდი ამინდის გამო მოსრიალებულმა მერსედესმა სამი მანქანა გაიყოლა თან და უფროს თინიას დანახვა ისე გაუხარდა ლამის პატარა ბავშვივით დაიწყო ტაშის დაკვრა.
-პედიატრი მჭირდება_ მაშინვე დაიყვირა თინიამ დასისხლიანებული პატარა გოგოს დანახვისას. ვენაში გადასხმას უყენებდნენ უეცრად პატარას გული რომ გაუჩერდა და პარალელურად თეოდორესაც შეეკრა სუნთქვა.
-ჯანდაბა, კახა რატომ იგვიანებს? დეფიბრილატორი_ისევ ბოლო ხმაზე დაიყვირა და მოტანილი აპარატი აამუშავა. მესამე ცდაზე მოახერხეს პატარას დაბრუნება, თუმცა მაინც არ იყო რაღაც რიგზე.
-ჯანდაბა, მინის ნატეხი შიგნით მოხვდა და სადაც რამეს ეხება ყველაფერს სერავს, საოპერაციომდეც ვერ მიაღწევს_ისევ გაჩერებული გულის მაჩვენებელს ახედა და ისევ დაიხმარა დეფიბრილატორი.
-რაც იქნება იქნება, სკალპელი_მთელი ხმით დაიყვირა და იქვე დაასხა იოდი, -ბრმად შევდივარ_გვერდიდან გაუჭრა გოგოს კანი და კაპილარებს მიყვა ნატეხის მოსაძებნად.
-ერთი წამით ყველა გაჩუმდით, ბავშია და მისი აგებულებაც განსხვავებულია, _თავს დახვეული ექთნები გააჩუმა და თვალებ დახუჭულმა დაიწყო ორგანოების გახსენებდა და ჩამოთვლა რაც განმასხვავებელი იყო ზრდასრულის სხეულისგან, თითქმის გულთან იყო უკვე მინის ნატეხი მიახლოებული თითები რომ ჩასჭიდა თინიამ და გამარჯვებულის სახით ამოძვრინა ერთი სანტიმეტრის ზომის ნატეხი.
-პულსი ნორმაში მოდის_ტაში შემოკრა ერთ-ერთმა ექთანმა და მისი რეაქცია ყველამ აიტაცა. სიმწრისგან იღიმოდა თინია და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივს იდგა.
-რატომ აღარც მიკვირს პირდაპირ მიმღებში გაჭრილი პაციენტი_თავი გადააქნია დაგვიანებით მოსულმა კახამ.
-გეპასუხა გამოძახებაზე დროულად და არ დაგხვდებოდა აქ გაჭრილი_უკმაყოფილოდ შეეპასუხა თინია. -აქ ბავშვი კვდებოდა.
-უბრალოდ ავღნიშნე, მეც პაციენტთან ვიყავი_მაშინვე ხელები ასწია კაცმა დანებების ნიშნად.
-თინია ექიმო, აქ კიდევ ერთი სასწრაფო შემოდის_ჯერ კიდევ ტელეფონით ხელში გადმოსძახა ექთანმა.
-მივდივარ_მაშინვე გამოიცვალა სისხლიანი ხელთათმანები და სასწრაფო დახმარების ექთნებს დაუთმო მთელი ყურადღება პაციენტის ინფორმაციას რომ აწვდიდნენ.
მთელი საღამო აკვირდებოდა თეოდორე, მოჯადოებულივით დაყვებოდა მისი მზერა თინიას, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევდა, ან არ იმჩნევდა. როგორც იქნა სასოწარკვეთილებამ გადაირია, ყველა პაციენტი უკვე თავიანთ ადგილებზე იყვნენ და საავადმყოფოს, თინიასთან ერთად ამოსუნთქვა შეეძლო. მაშინვე გასული დღეები გაახსენდა ახალგაზრდა ექიმს და საშინლად მოუნდა განმარტოება. პაციენტებს გადახედა, სასწრაფო გამოძახების ეკრანი შეამოწმა და მშიდად გაემართა თავისი კაბინეტისკენ. ვერც ახლა შეამჩნია უკან ადევნებული ჩრდილი. თავის ოთახში შესული იქვე ჩაჯდა კარების გვერდით და ღრმად ამოსასუნთქად სახეზე ხელები აიფარა.
-ხომ კარგად ხარ?_არსაიდან გაისმა თეოდორეს ხმა და წამოკივლება მიიღო რეაქციად შეხტომასთან ერთად.
-აქ რა გინდა?
-ხომ გაიგონე საბამ რა თქვა? დაცვა ხვალამდე ვერ მოვა_მხრები აიჩეჩა თეოდორემ.
-და ეს სამუშაო შენ შეითავსე?_გაღიმებულმა გახედა თინიამ.
-ასე გამოდის, თუმცა შენ იქ ყურებად ღირდა. არასდროს მიყურებია ასე სიამოვნებით ექიმისთვის_ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყო ბიჭი.
-და ბევრი ექიმისთვის გიყურებია?_ეშმაკურად გაეღიმა თინიას.
-შენსავეთ არცერთისთვის_ჩაფიქრებულმა გადახედა გოგოს, რომელმაც მაშინვე აარიდა მზერა და თემის შეცვლა გადაწყვიტა.
-ჯობია წავიდეთ, სახლში ცოტა დასვენება არ მაწყენდა_ისევ გაუღიმა ბიჭს და მისივე დახმარებით წამოდგა. რამდენიმე წუთი უფროს ექიმთან შეყოვნდა, თავიდან განიხილეს თინიას მორიგეობის ცხრილი და მალევე ჩაჯდა თეოდორესთვის მოყვანილ მანქანაში. რომ დაიძრნენ, მხოლოდ მერე შეამჩნია უკან გამოყოლილი მანქანა.
-მოგვდევენ?_შიში გაუკრთა ხმაში.
-არა, ნუ ღელავ, ჩემი დაცვაა, მათ გარეშე ვერსად გავდივარ_მობეზრებული ხმით უპასუხა თეოდორემ და სახლის გზაზე გადაუხვია.
დღეები დინჯად მიზდევდნენ ერთმანეთს, უკვე ორი კვირა ხდებოდა რაც თინია ძმებთან ცხოვრობდა, მართალია თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ კოშმარები არ ასვენებდნენ, ცდილობდა თავადვე გამკლავებოდა, მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა, ლამარა დედასავით ევლებოდა თავს, უკვე იცოდა რა საჭმელებიც უყვარდა და სამსახურიდან დაღლილი მოსული მაშინვე ხვდებოდა მაგიდა გაწყობილი, ის რომ მოდიოდა, ბიჭები მაშინ გადიოდნენ და დღის მანძილზე ვერც ხედავდნენ ერთმანეთს. რამდენჯერმე დაინახა ორი სიმპატიური აღნაგობის ტყუპი ბიჭები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა გამომძიებლები იყვნენ, თუმცა თავად ჩარევის სურვილი არ ქონია, ძირითად დროს ოთახში ჩაკეტილი ატარებდა. ჯერ კიდევ არ ქონდა გათავისებული, რომ ბიჭები ამ სახლის სრულფასოვან წევრად მიიჩნევდნენ.
-მოდი, კარგ რაღაცას გაყურებინებ_ერთ საღამოს სამზარეულოდან გამომავალს დაუძახა ტელევიზორთან მჯდომმა თეოდორემ. საბა როგორც ყოველთვის გასართობად ბრძანდებოდა.
-მირჩევნია ...._ხელი ოთახისკენ გაიშვირა შესაწინააღმდეგებლად, თუმცა თეოდორემ წარბები შეკრა და დივნისკენ ანიშნა მკაცრი მზერით
-დაჯექი.
-კაარგი, ბატიბუტი მოუხდება?
-აუ კიი_აშკარა მუდარა იგრძნობოდა თეოდორეს ხმაში.
-მაშინ ჯერ გავაკეთებ_სიცილით მიიმალა არეულოში და უკან ბატიბუტით სავსე დიდი ჯამით დაბრუნდა.
-აბა დავიწყოთ_მოხერხებულად მოკალათდა თინია მის გვერდით და ბატიბუტის პირველი ლუკმა გადაყლაპა კინაღამ რომ გადაცდა. ეკრანზე საყურებელი მულტფილმის სახელწოდება გამოჩნდა და წყლით ძლივს მოისულიერა თავი. აგიხსნათ რატომ? კი ბატონო. თეოდორე, კაცი რომელსაც იარაღების კომპანიის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნოდა, მუდმივად მოღუშული და სერიოზული სახით მოძრაობდა, იჯდა თინიას გვერდით და სასტუმრო ტრანსილვანიის ყურებას გეგმავდა.
-ვგიჟდები ამ რიჟა ბავშვზე_თინიას რეაქციის დაიგნორებით ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-დენისოვიჩზე?
-არა, იმირომტომზე_ამჯერად გაეცინა და ბატობუტი მოიმარაგა. სრულიად სხვა ადამიანს ხედავდა თინია, დრაკულას სისულელეებზე გულიანად იცინოდა და ლოყაზე არსებულ ნასვრეტებს მკაფიოდ აჩვენებდა, სცენებს აკომენტარებდა და იმდენი ქნა თინიას აყოლიებაც მოახერხა, საბოლოოდ კი იმ შედეგამდე მივიდნენ, რომ სახლში მოსულ საბას ორივე ლამის სიცილისგან აცრემლებამდე მისული დახვდა მესამე ნაწილის ბოლოს მუსიკალური ნომრის ყურებისას. ღიმილით აიპარა ოთახში და არც შეიმჩნია სახლში მოსვლა.
-აუ ძაღლი რა მაგარი ტიპია, ისიც კი ცეკვავს_თავი გადააქნია სიცილით თეოდორემ.
-ცეკვა არ იციიი_აღმოჩენით გახარებულმა თვალები გაუბრწყინდა თინიას.
-რომელმა კაცმა იცის ნორმალური ცეკვა?_თვალები გადაატრიალა ბიჭმა.
-შენმა ძმამ_ნიშნის მოგებით ამოხედა გოგომ.
-უჰ რაღა გვიჭირს_თვალები გადაატრიალა თეოდორემ და შეშინებულმა ახედა დივნიდან წამომხტარ თინიას.
-ადექი, ჩქარა ჩქარა ადექი_მუსიკის ნოტები გაჟღერდა რამდენიმე წუთში და იმდენად გაუკვირდა საბას ეს ამბავი ჩუმად დატოვ ოთახი და მისაღებ ოთახში შეიჭყიტა, ლამის იატაკზე დავარდა სიცილისგან.
თინიას მაღალ ხმაზე ჩაერთო მაკარენას ჰანგები და მთელი მონდომებით აიძულებდა თეოდორეს დრაკულასავეთ დაგრეხილს ეცეკვა, იმდენად მხიარულობდნენ და სიამოვნებდა ბიჭს თინიას ასეთი ბედნიერი ყურებდა, უარესად ცდილობდა ტანი მოებრუნებინა, რომ გოგოს სიცილი შენარჩუნებულიყო. დიახ, დიახ, თეოდორე ხეცურიანი მისაღებ ოთახში იდგა და მაკარენაზე ცეკვავდა. იმ ღამით თინია კოშმარებს არ შეუწუხებია.

იმ საღამოს შემდეგ თინიას დასვენების დროს ტრადიციათ ექცათ ფილმის ყურება, ძირითადად მულტფილმს ან კომედიას უყურებდნენ, გულიანად იცინოდნენ და შორიდან მოთვალთვალე საბას ვერც აღიქვამდნენ, დღითიდღე უკან იწევდა თინიას კოშმარები და უფრო და უფრო მხიარულდებოდა თეოდორეს ხასიათი.
-თეოდორე სწრაფად_ცალი ბოტასით ხელში შეუხტა ერთ საღამოს თინია ბიჭს ოთახში. ლოგინზე იყო წამოწოლილი და წიგნს კითხულობდა.
-რამე მოხდა?_მაშინვე გადადო წიგნი და წამოდგა.
-კლინიკიდან დამირეკეს, 5 წუთში იქ უნდა ვიყო, გთხოვ_ხელში დაკავებული ბოტასი აშკარად ელს უშლიდა მოსაცმელიც მოეცვა, თუმცა ისე იყო დაბნეული ამდენი აღარ უფიქრია.
-წავედით_გზაში დაიწყო ფეხსაცმელების ამოცმა თეოდორემაც და მისაღებში მჯდარ საბას ორივემ საჩქაროდ ისე ჩურბინეს მათ დანახვაზე ბიჭმა პირი დააღო, ორივეს ცალ ხელში ფეხსაცმელები ეკავათ და გარბოდნენ, თინიას ცალ მხარეზე მოეცვა მოსაცმელი და მეორე ხელში დაკავებული ფეხსაცმელი უფლებას არ აძლევდა ხელი ბოლომდე გამოსულიყო, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. პირი გააღო საბამ და ხელი ჰაერში ასწია, თუმცა ისე წამიერად ჩაუქროლეს მხოლოდ ღია კარს მოკრა თვალი.
-სულ გაგიჟდნენ ეს საცოდავები_თავი გადააქნია და ფეხბურთიდ ყურება განაგრძო, დიდი მატჩი ბარსა-რეალი ახლოვდებოდა და ბიჭებს ელოდებოდა ერთად რომ ეყურებინათ.
სწრაფი ნაბიჯებით და ამჯერად ორივე ფეხსაცმლით შევარდა თინია საავადმყოფოში, ძლივს მოიფიქრა წამით მოეხედა უკან და დაცვასთვის თეოდორეზე ენიშნებინა ჩემთანააო, ხალათის მოცმა ძლივს მოასწრო და მაშინვე პაციენტებთან გავარდა.
-რა გვაქვს?_ხმამაღლა დაიყვირა, ხელთათმანები მოირგო და ექთანს ამოუდგა.
-მამაკაცი, 24 წლის, ინტოქსიკაცია, მანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, რამაც ავარია გამოიწვია_უკან დაკავებული საწოლებისკენ გაახედა თინიას და ბიჭის გულის გაჩერების ხმაც გაისმა.
-დეფიბრილატორი_მაშინვე დაიძახა თინიამ და თავისი ხელით შუყვანა პირდაპირ გულში ადრენალინი -არა ნაბი*ვარო, ასე იოლად გამოძვრები გგონია? ჩემთან დარჩები, რომ გაიზარდო და საკუთარ დანაშაულზე პასუხის გება ისწავლო.
დიდხანს იწვალა თინიამ, სამ სხვა ექიმთან ერთად ებრძოდა იმ ღამით სიკვდილს, 5 მძიმე პაციენტი ყავდათ, თუმცა ბოლოს ვეღარ დაამარცხეს, მაინც მოუგო სიბნელემ და ოჯახის უფროსი კაცი გამოაცალა ხელიდან.
?ემთხვევით დაინახა თეოდორემ როგორ მხრებ ჩამოშვებულმა გამოაცხადა თინიამ სიკვდილის დრო, როგორ დაადო ირაკლიმ ხელი დასამშვიდებლად და როგორ ახედა იქვე მდგომ ექთანს:
-პოლიციაში დარეკეთ, მათ მოსვლამდე კი დაცვას უთხარით ამას ყურადღება მიაქციონ არსად გაიპაროს_უკვე გონ მოსულ ბიჭზე ანიშნა , რომელიც გაფართოებული თვალებით აცნობიერებდა, რომ უკვე მკვლელი და ვიღაცის ოჯახის დანგრევის მიზეზი იყო.
მძიმე ნაბიჯებით შეაბიჯა კაბინეტში თინია, პირველად არ დაუკარგავს პაციენტი, მაგრამ ყოველ ჯერზე რთული იყო. თვალებ დახუჭული ებრძოდა მოწოლილ მოგონებებს კარები რომ გაიღო და მის გვერდით მასსავით იატაკზე მოთავსდა თეოდორე.
-კარგად ხარ?_ჩუმი ხმით გადაულაპარაკა სახე შეცვლილ გოგოს.
-არ ვიცი, ყოველ ჯერზე რთულდება დაკარგო ცოცხალი ადამიანი, სისხლში მაქვს გამჯდარი მათი გადარჩენა.
-თინია, ყველას ვერ გადაარჩენ_ხელზე თავისი ხელი მოუჭირა თეოდორემ.
-ვიცი, ვიცი_სიმწრის ღიმილით ახედა ბიჭს და შემდეგ მათ შეერთებულ ხელებს, -უბრალოდ რთულია, თითქოს მათთან ერთად შენი სულის რაღაც ნაწილი მიაქვთ, რომ გადიხარ და მათ ოჯახს ეუბნები რომ მათი ცხოვრება შეიცვალა, ვეღარასდროს ნახავენ მათ საყვარელ ადამიანს, მხოლოდ მოგონების სახით დარჩება მათ გონებაში, შენც მათი ცხოვრების ნაწილი ხდები, ოღონდ ცუდი გაგებით. აღარასდროს მოუნდებათ შნი სახე დაინახონ, თუ ქუჩაში დაგინახავენ გადაულაპარაკებენ გვერდით მდგომს როგორ დაუნგრიე ერთი ფრაზით ცხოვრება. ექიმების მიმართ რწმენას კარგავენ, რაც ყველაზე რთულია, გესმის?
თეოდორემ თანადგომის ნიშნად ხელი უფრო მოუჭირა და ეცადა დაემშვიდებინა, თინიამაც ბეჭზე დაადო თავი, იქ ყველაზე მშვიდად და დაცულად გრძნობდა თავს, ამიტომ ცოტა ხნით ფიქრების დახშობა არ აწყენდა.
-შეგიძლია ჩემ დასთან დამტოვო ამაღამ?_არამგონია ერთ ღამეში სახლში რამე მოხდეს, დილით ჩემი დაცვა პირდაპირ იქ გამოუშვი.
-შენი დაცვა უნდა შევცვალო, ისეთებს ავიყვან დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლოთ შენთან მოსვლა.
-გაწუხებ არა ჩემი გამოძახებებით_მოიღუშა თინია, თუმცა თეოდორეს დაბღვერილ სახეზე მაშინვე სიცილით ასწია ხელები დანებების ნიშნად და ერთად გაიხურეს კარი. რამდენიმე წუთში თინია უკვე ანასთან ერთად იყო საჭორაოდ ჩაკეტილი ოთახში და წარმოდგენაც არ ქონდა, რომ თეოდორე მთელი ღამის მანძილზე სადარბაზოსთან ყარაულობდა მის უსაფრთხოებას. (10)
-აბა მობრძანდი ქალბატონო_ლამის შეაგდო ოთახში ანამ და კარის გადაკეტვაც არ დავიწყებია, -მომიყევი როგორ ცხოვრობთ ახალ სახლში?
-კარგად ან, ძირითადად თეოდორესთან ვარ, საბა უფრო დარბის ხოლმე, როცა სახშია ისიც ჩემთანაა. აუ იცი თეოდორეს როგორ ვაწვალებ ხოლმე? სადღაც ათი დღის წინ მაკარენა ვიცეკვეთ, შემდეგ გავთამამდი რადგან დავინახე ამყვა და რამდენიმე დღის წინ იმდენი ვიმსახიობე სანამ ჩაჩა ჩას ილეთი არ გავაკეთებინე, აი ნახე სიცილი თუ არ ვასწავლო_იმდენი იცის დებმა სანამ ანა საწოლოდან არ გადავარდა და იატაკს დაეხატა.
-ბედნიერი ხარ_ღიმილით აღნიშნა
-ბედნიერი ვარ_ღიმილითვე დახარა თავი თინიამ.
-ღმერთოო, ბედნიერი კიარა შეყვარებული ხარ_თვალები გაუფართოვდა ანას
-არაა_ არც ისე დამაჯერებელი უარი გამოუვიდა ექიმს.
-რა მაგის პასუხია და უკვე იმაიმუნეთ?_ საჩვენებელი თითები გაუხახუნა
ერთმანეთს.
-გარყვნილოო_ ხმამაღლა შესძახა თინიამ და ბალიში ესროლა დას.
-ხო დაო, 31 წლის ასაკში რომ ქალიშვილობა დაკარგო სამშობლოს ღალატია_თვალები გადააბრუნა ანამ.
-შენი ბიჭი როგორაა? ხომ არ გაბრაზებს?_ეცადა თემა შეეცვალა
-იცოდე მაგ ბიჭს მივუბრუნდებით, ჩემსას რაც შეეხება ძალიან საყვარელია, რაც მთავარია ვუყვარვარ, ხშირად ვსეირნობთ, ოღონდ სანამ დაამთავრებს ცოტა ხალხს ვერიდებით, 3-4 თვეც და ჩიტებივით ვიქნებით.
-თლად თბილ ქვეყნებშიც ნუ გაფრინდებით ახლა_სიცილით წაკბინა დას და მოხვდა კიდევაც ბალიში.
ლამის მთელი ღამე გაათენეს ლაპარაკში, მონატრებული ყავდათ ერთმანეთი და ყველაფერი განიხილეს რაც შეეძლოთ, უკვე კარგად გათენებული იყო ოჯახი რომ ახმაურდა, ძველებურად მხიარულად ისაუზმეს და დაიშალნენ, ანა უნივერსიტეტის გზას გაუდგა, მშობლებიც სამსახურებში წავიდნენ, თინიამაც დატოვა სახლი და დაცვის მანქანის ძებნა დაიწყო ნაცნობ ვერცხლისფერს რომ შეხედა.
-თეოდორე_გაეღიმა ბიჭის დანახვაზე
-დილა მშვიდობის თინი.
-მთელი ღამე აქ გაათიე? რატომ არ ამოდი დარჩენა თუ გინდოდა?
-იქნებ ახლა მოვედი?
-თეოდორე, შეშუპებული თვალები, გამოუძინებელი სახე, იგივე დაჭმუჭნილი ტანსაცმელი.
-გნებდები_გაეცინა ბიჭს.
-შეგეძლო დაცვის ბიჭები დაგეტოვებინა_უკანა მანქანაში ფხიზლად მჯდარ ახალგაზრდებს გახედა ქალმა.
-ხო, ალბათ შემეძლო_საქარე მინაში გაიხედა უხერხულად.
-მაშ, სახლისაკენ_ნასიამოვნებმა გამოაღო კარი და ბიჭის გვერდით დასკუპტდა.



-ბატონო რამაზ_ისევ დაუკაკუნებლად შეუღო ახალგაზრდა ბიჭმა კაბინეტის კარი
-სადაა ზრდილობა_გამწარებულმა დაახეთქა ვისკის ჭიქა მაგიდაზე.
-მაშინდელივით სასწრაფოა, უფროსი გიბარებთ.
-უფროსი? შენ რა იცი არ დაურეკავს? _თეთრმა ფერმა გადაკრა კაცს სახეზე
-დაცვასთან დაურეკავს_თავი დახარა ბიჭმა, თვითონაც ხვდებოდა ეს კარგი რომ არ იყო.
-ჯანდაბა, ანუ კიარ ბრაზობს, გაცოფებულია, ჯანდაბა ამის დედას ***********, რა ხდება, საქმის გამკეთებელი ხალხიც აღარ არსებობს, ერთ დაპარჭყულ ქალს ვერ მიხედეს_ჭიქა ზრიალით მოხვდა კედელს და მარტივ მამრავლებად გაიშალა იატაკზე. რამდენიმე წუთში მზად იყო, მანქანაში ჩაჯდა და მძღოლს მითითება მისცა, ცოტა ხანიც და შიშით უყურებდა შენობის წარწერას
"საგარეო საქმეთა სამინისტრო"



მანქანიდან გადასული თინია გაკვირვებული მობრუნდა მეორე მხრიდანაც რომ ვერ გაიგონა კარის გაღების ხმა.
-არ მოდიხარ?
-არა, უკვე მაგვიანდება, დღეს მძიმე დღეა, შეიძლება ვერც მოვიდე, ხომ იცი ეცადე გარეთ არ გახვიდე თუ გახვალ .....
-დაცვის გარეშე ფეხს არ გავადგამ_მაშინვე დააბოლოვა თინიამ და ბიჭს მიახლოებულმა ლოყაზე აკოცა -წარმატებული დღე თეოდორე.


ლამის მოწყენილობისგან მოკვდა მთელი დღე, ჯინაზე სამსახურიდანაც კი არ იყო გამოძახება, წიგნის კითხვა დაიწყო- მოწყინდა, კომედია ჩართო ისევ და იმდენად შეაწუხა გვერდით სიცარიელემ და იმან, რომ პოპკორნს არავინ სტაცებდა ხელიდან სუნთქვა შეუნელდა. მოწოლილი ფიქრები იცოდა შთანთქავდნენ, ამიტომ ლამარასთან გაიქცა და თხოვა რამე გემრიელი ესწავლებინა, თანაც იცოდა მთელი დღის ნამუშევრები ბიჭები ძალიან დაღლილები იქნებოდნენ.
მართლაც ასწავლა ქალმა რამდენიმე გემრიელობა, თუმცა ბიჭები არ ჩანდნენ, ჭორაობაც კარგ გემრიელად მოასწრნენ, ბოლოს ლამარაც წავიდა სახლში, ბიჭები კი ისევ არ ჩანდნენ. თერთმეტი რომ შესრულდა და ისევ გაუგებარიყო რა ხდებოდა, საბას ნომერი აკრიბა და ზარის გასვლას დაელოდა, თეოდორეს შეწუხება მოერიდა.
-გისმენთ ყოფილო საცოლევ და მომავალ სარძლოვ_საბას ფხუკუნი გაისმა ტელეფონში და ავტომატურად ამოისუნთქა თინიამ, ესეიგი სერიოზული არაფერი ხდებოდა.
-საბა შემეშინდა, ათენებთ თუ რა ხდება?
-ოჰ, შენს გმირთა გმირს ვერ დაურეკე მერე?_სიცილს განაგრძობდა ბიჭი.
-საბაა_დუდღუნით ჩილაპარაკა თინიამ.
-ხო კარგი კარგი, ახალი კონტრაქტი უნდა დავდოთ ექიმო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ორი დღეც ვერ მოვიდეთ, გასაყიდის მოდელი, მასალა, მოცულობ, ნახაზები, ნებართვა- მოკლედ ეს ყველაფერი მოსაგვარებელია და საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს.
-კარგი მაშინ, გასაგებია_მოღუშულმა გაუთიშა და ტელევიზორის წინ წამოწვა.
სხვა გზა არ იყო, ამ ღამით მარტო უნდა ყოფილიყო. ვერ გაუძლო, კანკალმა აიტანა სახლში თავის მარტო წარმოდგენაზე და სანამ გული გაუსკდებოდა მანამ წამოხტა ფეხზე.
სამზარეულოში შევარდნილმა თავის ქექვით დაზვერა სად შეიძლებოდა პლასმასის კონტეინერების ნახვა , მაშინვე გადმოალაგა და მომზადებას შეუდგა. ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული ეზოში რომ ჩაირბინა ცელოფნებით ხელში და მისთვის გამოყოფილ მანქანას მიუახლოვდა. მაშინვე გაისმა სიგნალიზაციის ხმა და უცნობი მამაკაცი მოუახლოვდა:
-სადმე მიბრძანდებით ქალბატონო თინია?
-აა, თქვენ 24 საათიანი ბიჭები ხართ?_სწრაფად იკითხა და სიცილი აუტყდა მისსავე დასმულ კითხვაზე.
-დიახ, ახლები ვართ, დაბრძანდით_სიცილით გამოუღო ბიჭმაც კარი და კიდევ ორს ანიშნა გავდივართო. წარბები აეზიდა თინიას, როგორც ჩანდა ღამით უფრო მეტი დაცვა ყავდა.
რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე იყო და ყუთებით ხელში უყურებდა, სრულიად უბრალო, ჩვეულებრივ ორ სართულიან შენობას. შუაღამის მიუხედავად, მაინცყველა მაგიდა დაკავებული დახვდა, თუმცა ერთი განსხვავება მაინც ძალიან დიდი იყო, შენობაში არ არსებობდა კაბინეტები, დიდ ოთახში სასკოლო კლასივით განელაგებინათ მაგიდები, რამდენიმე მათგანს, ალბათ ვისაც ერთად მუშაობა უწევდა, მაგიდებიც ი ერთმანეთისაზე მიედგათ და შეეერთებინათ.მხოლოდ სათათბიროს დარბაზი იყო ჩკეტილი კარებით, რომელსაც კოდიც კი ედო.
-საბა_მაშინვე დაინახა ოთახის ბოლოში მდგომი ბიჭი და წამში მიიქცია ყველას ყურადღება.
-თინია? ხომ მშვიდობაა? რამე მოხდა?_მაშინვე დაეტყო საბას ნერვიულობა.
-კი კი, ყველაფერი კარგადაა თქვენთან მოვედი_გაუღიმა ბიჭს და კოლოფები დაანახა -მე და ლამარამ ბევრი ვიმაიმუნეთ და გადავწყვიტეთქვენც დაგაპუროთ.
-ოჰ, უკვე საჭმლის მოტანა დავიწყეთ? ვიღაცეები აღარ ხუმრობენ_ჩაიფხუკუნა და სათათბიროს კარზე მიაკაკუნა. -თეოდორე თინია მოვიდა.
წამში გაისმა რაღაცის ბრახუნის ხმა, შემდეგ სწრაფი ნაბიჯების და მალევე გამოჩნდა კაცის შეშინებული სახე.
-ხო მშვიდობაა? კარგად ხარ? კოშმარებმა არ დაგაძინეს ისევ?
-ოჰ ერთმანეთის კოშმარებსაც ვჯავრობთ და დავზდევთ_შორიდან აკომენტარებდა საბა და თან კონტეინერიდან ამოღებული ქადით ქონდა პირი გამოტენილი.
-უბრალოდ საჭმელი მოგიტანეთ_ლოყები აუწითლდა თინიას და პირველად იგრძნო როგორ შენელდა მისი გულისცემა ბიჭის მოახლოებისას.
-სახლში მარტო ვერ გაჩერდი, არა?_გაეღიმა თეოდორეს. -შეგეძლო შენებთან წასულიყავი და იქ დარჩენილიყავი_ეშმაკურად გამოხედა
-ხო, ისევე როგორც შენც შეგეძლო იმ ღამით სახლში დაგეძინა, მაგრამ ჩემთან დარჩენა ამჯობინე.
-როგორც ჩანს ჩვენი ფიქრები ერთმანეთს ემთხვევა_ბედნიერად გაეღიმა თეოდორეს.
-როგორც ჩანს.
-ღმელთოოოო აკოშეთ ბოლოშდაბოლოშ_თვალები გადაატრიალა ისევ პირ ამოვსებულმა საბამ და მაშინვე სიცილი აუტყდა წყვილს რომ იგრძნეს როგორ წამებში გაიფანტა რომანტიული გარემო. (11)
არც შემდეგ დღეს გამოჩენილან ძმები, ლამის ტელევიზორში შეძვრა თინია მოწყენილობისგან, თუმცა ორი საათიც და გადაარჩინეს. საავადმყოფოში სასწრაფოდ გამოიძახეს და ისიც ჩვეულებრივზე დიდი სიხარულით მოემზადა წასასვლელად.
მძიმე ღამე აღმოჩნდა, ისევ ავარია, ისევ ნასვამი და მოსაწევით გაბრუებული ახალგაზრდები და სულ ტყუილად გაუბედურებული უდანაშაულო ოჯახები.
-ნეტა შემეძლოს ჩვენი მთავრობა მომაგვანინა აქ და ორი დღე მეიძულებინა დაკვირვება. ამათ კიდევ მოსაწევის ლეგალურად დაშვება უნდოდათ?_ცრემლებ მომდგარმა გაიშვირა ხელი ატირებული მშობლებისკენ.
-ყველაფერი ხდება ამ ქვეყნად და ყველაზე საშინელება ისაა, რომ ადამიანი იმდენად დიდი ცხოველია საკუთარი შვილის სიკვდილს არათუ ეგუება ცხოვრების გაგრძელებაც ისე უწევს თითქოს არაფერი მომხდარა. აი რა არის საშინელება_მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა თინიამ და საოცრად მოუნდა დედის ხმა გაეგონა. ცოტა მოერიდა საათს რომ დახედა, მაგრამ მაინც გაბედა აეკრიბა ასე ნაცნობი ნომერი.
-ხომ კარგად ხარ დედიკო?_მესამე ზარზე გაისმა დალის ხმა.
-კი დე, კარგად ვარ, უბრალოდ...._ საშინლად მოუნდა ტირილი.
-მძიმე ღამეა დედი?
-ძალიან.
- არ ინერვიულო შვილო, ხომ იცი ამქვეყნად ყველანაირი უბედურება, უსამართლობა და მთელი პანდორას ყუთი არსებობს. ჩვენ კი როცა შეგვიძლია ვცდილობთ ან ავირიდოთ ეს უბედურებები, ან ვერ ვახერხებთ და დროებით გვერთმევა ბედნიერება. დრო ყველაფრის მკურნალია დე, ყველაფერს გაჩვევს. ერთ დღესაც აუცილებლად იქნები ისეთი ბედნიერი, რომ შეიძლება დღის გათენება შეგეშინდეს რამე არ წამერთვესო, ღმერთი თავის ნაჩუქარს არასდროს წაგართმევს დე, თუ წაგართვა ესეიგი უკეთესი აქვს შენთვის განსაზღვრული.
-რა უკეთესი უნდა ქონდეს იმ მშობლისთვის შვილი რომ წაართვა? _ტირილის ნოტებმა გაიჟღერა თინიას ხმაში.
-მაქ უკეთესი მხოლოდ ის არის, რომ ახლა მისი შვილი ანგელოზებთან ბევრად უფრო ბედნიერია ვიდრე ამ დაწყევლილ წუთისოფელში.



შუბლ შეკრული იჯდა საბა და თეოდორე სათათბიროში და კალამით მოკაკუნე უფროს ძმას ბურღავდა მზერით, ის კი თითქოს არც იმჩნევდა.
-დამემართა თეოდორე ნერვოზი_სწრაფად დაიტაცა ხელებში გაჩრილი კალამი და ოთახის ბოლოში მოისროლა.
-იმკურნალე_წარბიც არ შეუხრია ბიჭს ისე აიღო მეორე ფანქარი.
-ხუმრობს, თეოდორე ხეცურიანი ხუმრობს და ამ სიტუაციაში არხეინადაა. ჩემი ბრალია ის გოგო რომ ჩაგისახლე ახლა ცვლილებებსაც უნდა შევეგუო_საფეთქლები დაიზილა მძიმედ.
-თინია ჩასახლებული არ არის, თინია ჩვენთან ცხოვრობს და ოჯახის წევრია_ამჯერად კი შეკრა წარბები თეოდორემ.
-სიყვარული რომ აშტერებდა გამიგია, მაგრამ ხისთავიანსაც თუ ხდიდაა ნაღდად ვერ ვიფიქრებდი_ხელები გაშალა ბიჭმა.
-საბა რა გინდა?_ამოიხვნეშა თეოდორემ.
-ასე მშვიდად როგორ ხარ?
-და რა გინდა რომ ვქნა?
-რამე მოვიფიქროთ ადამიანო, მათ თინია გაიტაცეს, გვაშინებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, თავს დაგვესხნენ და არაფერი გამოუვიდათ, ახლა კი ნახაზებით მივდივართ ამხელა გზაზე და ეს ყველამ იცის. თავს რომ დაგვესხან?
-მზად დავხვდებით_მსუბუქად გაუღიმა თეოდორემ და თვალი ჩაუკრა. ლეპტოპით ხელში დატოვა სათათბირო და მაგიდისკენ წავიდა.
-ღიმილი და თვალის ჩაკვრა როდისღა ისწავლე?
-შენ ის უნდა ნახო როგორ ვცეკვავ_უკვე კარებთან მყოფმა გამოსძახა და თითქოს ზურგზე იგრძნო საბას გაფართოებული თვალები თითქმის როგორ გადმოუცვივდა ბუდეებიდან.



მშვიდი ღამე იყო რეანიმაციაში, მადლობა ღმერთს ბევრი პაციენტი არ ყავდათ, თინიაც მშვიდად იჯდა კაბინეტში და რძიან ყავას მიირთმევდა. ფრთხილად მოუკაკუნეს კარზე და მობრძანდის შემდეგ შემოაღეს.
-მოდი ნათი
-მეგონა გეძინათ, შეიძლება რაღაც გთხოვოთ?_მორიდებით მიმართა უფროს.
-რა თქმა უნდა.
-იცით სადოქტოროს დაცვა მაქვს ერთ თვეში და .....
-გასაგებია_მაშინვე გაეღიმა გოგოს ნათიას ნერვიულობაზე. -ჩემი იმედი გქონდეს, ყველანაირად შენს გვერდით ვიქნები.
-უღრმესი მადლობა, რომ იცოდეთ როგორ მერიდებოდა_ამოისუნთქა ექთანმა.
-მოდი ასე შევთანხმდეთ, თუ 95 ან მეტ ქულას აიღებ თავად დაველაპარაკები დირექტორს ექიმის თანაშემწედ დაგნიშნოს, თუ არადა მე აგიყვან საკუთარი ხარჯებით.
-ღმერთოოო, მადლობააა_მაშინვე მოეხვია ნათია და ბედნიერმა დატოვა ოთახი.
რამდენიმე წუთში ყავის დალევას ასრულებდა თინია მიმღებიდან რომ დაურეკეს.
-სტუმრები გყავთ, ხომ არ გეძინათ?
-არა არა, შემოუშვი_წარბები აწია ისე გაუკვირდა და ეს გრძნობა გაუორმაგდა კარში თეოდორე და მოცინარი საბა რომ დაინახა. როგორ უნელდებოდა გულისცემა ამ ბიჭის სახეს რომ უყურებდა.
-აქ რა გინდათ?
-ისე შემოგიარეთ.
-ღამის სამზე?_წარბებ აწეული მზერა მიაპყრო თეოდორეს, რომელიც უკვე დივანზე მოკალათებულიყო.
-ხო რა მოხდა? აქვე შეხვედრა გვქონდა.
-ღმერთო ჩემოოო, უთხარი რომ მოგენატრა და მორჩააა_ამოიღმუვლა საბამ და საფეთქლები დაიზილა.
-რა დღეში ხარ საბა, იცი რა კარგი ნევროპათოლოგი გვყავს ააქ?_თანაგრძნობით გადმოხედა თინიამ
-შენი გაფუჭებულია ეს_ხელი დაიქნია ქალის მიმართულებით და წყვილის ხითხითი არაფრად ჩააგდო.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, თინია და თეოდორე საბას აწვალებდნენ და ბიჭიც გაქცევაზე იყო უკვე, ორივეს ერთად ნელნელა ვეღარ უძლებდა. ხელები ასწია და მომღიმარ თეოდორეს ეზოში დაგელოდებიო გამოსძახა.
-მართლა შეხვედრა გაქვთ ასე გვიან?
-ხო თინი, ამ დღეებში თბილისში მოგვიწევს წასვლა, სანამ გეგმას შევიმუშავებთ საგიჟე იქნება_ხმა დაურბილდა ქალის სახელის თქმისას.
-ფრთხილად იყავი, კარგი?_თვალები აუხამხამა მანაც და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა ბიჭს.
-შენც_ღიმილი დაუბრუნა მანაც და დატოვეს საავადმყოფოს შენობა.


-სადაა წასაღები ქაღალდები? _სამუშაოზე დახრილ ძმას შეუვარდა საბა.
-არ არის.
-ჰა? როგორ არ არის? თეოდორე ერთ საათში გავდივართ, სამაიმუნოდ არ გვცალია, ხომ უნდა ჩავდო ყალიბებში?
-არ დაგჭირდება, ყველამ იცის რომ ქაღალდის სახით მიგვაქ, ჩვენ კი სულ სხვანაირად წავიღებთ_ჯიბიდან კალამი ამოიღო და სანამ საბა პირს გააღებდა რამის სათქმელად მანამდე მოხსნა თავი, საიდანაც უკვე მეხსიერების ბარათის შესაერთებელი ჩანდა.
-მაქ როგორ გადაიტანე?
-დავასკანერე_მხრები აიჩეჩა თეოდორემ.
-მადლობთ მაგდენს მივხვდი, იმხელა ფურცლები როგორ გააკეთეთქო,
-ცალცალკე დაასკანერა პროგრამისტმა და მერე ავაწყვეთ.
-და ეს ყველაფერი მე რატომ ვერ მოვიფიქრე_გაოცებულმა აიქნია ხელები.
-იმიტომ, რომ ზედმეტად იყავი დაკავებული ჩემთვის გეძახებინა სიყვარულისგან გამოპრუტუნებული მოხუცი_არც აუწევია თავი ნახაზებიდან ისე უპასუხა ძმას.
-ვერ ვიტან ხუმარა თეოდორეს, თინიას ვაგდებ, მეტად შეცვლა აღარაა საჭირო.
წამებში მიიღო პასუხად ძმის დაბღვერილი მზერა და ხელები აღაპყრო: -დაბრუნდა, მადლობა ღმერთს.
-ეს შენ გინდოდა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო_ნიშნის მოგებით გაუღიმა და კარისკენ მიანიშნა ხელს მიშლიო.

თინიას მაშინ დაურეკეს, როცა ქალაქში ჩავიდნენ, შემდეგ კი გაქრნენ, მთელი დღე და ღამე აღარ გამოჩენილან, ნერვიულობისგან უკვე თითებს იჭამდა ექიმი, მაგრამ ჯიუტად არც არვინ პასუხობდა და შემდეგ საერთოდ გაითიშა ტელეფონები. აშკარა იყო რაღაცმომხდარიყო და ისიც აშკარა იყო ეს მომხდარი კარგი რომ არ იქნებოდა.
უკვე თენდებოდა. თინია ტელეფონ ჩაბღუჯული იჯდა მისაღებში და არც კი უფიქრია დაძინება, მონატრების, ნერვიულობისა და უსუსურობის შეგრნება კისერში უჭერდა და თითქოს სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. კიდევ ერთისაათიც და თინიამ რაღაც განსხვავებული იგრძნო, დაცვა აფორიაქებული დადიოდა, რამდენიმე ბიჭი კიდევ დამატებით მოსულიყვნენ. კარის ზარზე უნდა გასულიყო ისინი რომ შემოეშვა და საავადმყოფოს ნომერიც დაფიქსირდა მობილრზე. სასწრაფოდ იძახებდნენ და ვიღაცის საქმე ისევ ცუდად იყო. ალბათ კიდევ ერთ ოჯახს დაატყდა თავს განსაცდელი. მაშინვე მოიცვა მოსაცმელი და გულის უცნაური ბაგაბუით სახლის ჩუსტებით გავიდა ეზოში. უსიტყვოდ დაქოქა დაცვამ მანქანა და ცოტა მოგვიანებით შეამჩნია უკნიდან მოყოლილი კიდევ ორი მანქანა. ამდენი დაცვა არასდროს დაჭირვებიათ. აშკარად რაღაცაში იყო საქმე. ყველაფერს მაშინ მიხვდა საავადმყოფოში რომ შევიდა. არეულობა, შიში,ქაოსი, ტკივინი, ნერვიულობა-ერთმანეთში არეულიყო და მიმღებში დაბუდებულიყო.
სწორედ იმ წამებში ჩახედა თინიამ ცხოვრებასაც და განვლილ წლებსაც თვალებში, ლამის სიკვდილი იატრა ტკივილამდე ნაცნობი სხეული რომ დაინახა პაციენტად. გულისცემას შენელებულიც აღარ ერქვა თეოდორეს სისხლიანი სხეულის დანახვისას.
-თინია ექიმო, გული უჩერდება, თინია ექიმო_ამაოდ ცდილობდა მის გამოფხიზლებას ნათია.
ესმოდა როგორ ცდილობდა გვერდით ოთახში შეყვანილი დაჭრილი საბა წამოდგომას, ესმოდა როგორ ეძახდნენ, ესმოდა, რომ ორ წუთში თეოდრეს გული ორჯერ გაუჩერდა. იცოდა მხოლოდ წამები ქონდა.... იცოდა.... თუმცა.....
თინია ექიმი ცხოვრებაში პირველად გახადა უძლური სიყვარულმა და ცხოვრებაში პირველად წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა.... (12)

-ნახევარ მილიონიანი კონტრაქტი, ვაიმეეე ხვდები თეუშ რა მაგარია?_სიცილისგან იკეცებოდა საბა.
-თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ მაგ იდიოტობას და გეფიცები შენ ვეღარ მოესწრები მაგ კონტრაქტს.
-ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოოს მისტერ ჯმუხის უკან დაბრუნება, ორი დღეა არ გინახავს და აკუმულატორი დაგიჯდა ხუმრობის?_არ ეშვებოდა საბა.
-დაცვას ელაპარაკე?
-ველაპარაკე_თვალები გადაატრიალა ბიჭმა -სახლშია და ჯერ არსად წასულაო.
-ეგ ორი საათის წინ იყო.
-ვაიმე ადამიანო აბა უთვალთვალე ან დაარიგე დაცვა ყოველი 15 წუთი ჩაგაბარონ, რა დესპოტი გახდი_წარბები შეეკრა საბას.
ვეღარ მოახერხა პასუხის დაბრუნება მძღოლი რომ მოტრიალდა.
-ბატონებო, სტუმრები გვყავს_უკანა ფანჯრისკენ გაახედა და გამოჩნდა კიდევაც ორი შავი ჯიპი.
-ასეც ვიცოდი, ისედაც დიდხანს გვალოდინეს_გარემო მოათვალიერა თეოდორემ და ხელში უკვე დასავლეთი შერჩა, რიკოთს გადმოსულიყვნენ და ალბათ ნახევარ საათში თერჯოლაშიც შევიდოდნენ.
-რა უნდა ვქნათ?_იარაღი ამოიღო საბამ.
-პასუხი ხელში გიჭირავს, გადატენვა დაგჭირდება მხოლოდ_თავისი მოიმარჯვა უფროსმა და მინა ჩამოსწია.
რამდენიმე წუთის მანძილზე ისმოდა გასროლის ხმები, ორი მანქანა ებრძოდა ერთმანეთს, მესამე კი წინ გაძრომასა და გზის ჩაკეტვას აპირებდა. ვერ მოახერხებდნენ ძმების მძღოლს მომავალი მანქანისთვის გზის დათმობა რომ არ დაჭირვებოდა.
-ჯანდაბა, მოეჭიდეთ რამეს ახლა დავეჯახებით_სიმწრით ამოთქვა და მთელი ძალით შეასკდა წინ მდგომ მანქანას. უკნიდანაც იგრძნეს მოჯახება, როგორც ჩანს ვერც მეორე მანქანას მოუსწრია დატორმუზება და ბიჭები შუაში მოყოლილები საკმაოდ დაიჟეჟენ. ძლივს მოახერხეს გადმოსვლა და დაცვას დაელოდნენ როდის მოახლოვდებოდნენ. ვერ მოასწრეს, რამდენიმე წუთით ჩამორჩენილიყო მანქანა, ან ამაზეც თავდამსხმელებს ეზრუნათ და დაცვა გამქრალიყო.
-საბა ფრთხილად_ასვალტზე დავარდნილი თეოდორე ძმის მხარეს ათვალიერებდა და იარაღ შემართული ნიღბიანი პირველივე გასროლით წააქცია.
-დიდი ხანია არ მივარჯიშია_ღვარძლით ჩაილაპარაკა საბამ, მანქანის წინა კარს ამოეფარა და მაშინვე ტყვიების წვიმა გაუშვა იარაღიდან, ორი თავდამსხმელი წაიქცა, თუმცა თავადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, წინ დამხვედრი მანქანიდან მიმატებოდნენ ნიღბიანები და ორივე მხრიდან უტევდნენ, მძღოლმაც მოიცილა ერთი, თუმცა ამჯერად თეოდორეს მოხვდა გვერდში და ჩაიკეცა.
-შენი აზრით რას აკეთებ_მაშინვე გვერდით ამოუდგა საბა და თავადაც დაჭრილი ფეხით ძლივს შეათრია მანქანის უკანა სავარძელზე.
-გათავისუფლებ_ტკივილისგან თვალები ეხუჭებოდა ბიჭს.
-და თინიას მარტო ტოვებ? ხვდები მაინც რას უზამენ ჩვენ თუ არ ვიქნებით?
-ფეხებს ვერ მო*ამენ_გაბრაზებულმა ისევ იარაღს სტაცა ხელი და წელში მოხრილმა დაიწყო ისევ სროლა.
-ვაჟააა, შენ ყოფილხარ ლომიი, აბა ჩვენ ვართ ახლა ხალხიი?_სრულიად უვნებელ მძღოლს გადასძახა საბა და ვერც კი იგრძნო ისე მოეპარა უკნიდან იარაღიანი. მხოლოდ თეოდორეს ღრიალზე მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო.
-საბაააა_ბოლო ხმაზე დაიღრიალა ბიჭმა, დავიწყებული ტკივილით წამოიწია და პირდაპირ თავში დაუმიზნა მის უკან მდგომს. გაისროლა, თუმცა ზუსტად ვერა, დაჭრილმა თავდამსხმელმა ხელი გვერდით გასწია და თავზე გადაუტარა 9 კალიბრიანი, ერთი ყურთან მოხვდა, მეორე კი პირდაპირ კუჭის თავზე იგრძნო და გონებაც დაებინდა.
მომხდარისგან გაკვირვებული საბა ხმა ჩავარდნილი უყურებდა მომხდარს, შემდეგ დაინახა როგორ მოადგა ადგილსკიდევ ერთი მათიანების ჯიპი, ძმის სახელის ყვირილით ზემოდან გადაემფხო მის სხეულს და დაფარვას ეცადა, გაიგონა მძღოლიც როგორ შეძვრა გინებით წინ და მანქანის „ნოხზე“ მოიკუნტა. გაიგონა ტყვიების ხმა, იგრძნო წვა მკლავში, თუმცა აღარაფერს ქონდა მნიშვნელობა, საშველი არსაიდან ჩანდა, მხოლოდ მათი ჩამორჩენილი მანქანა თუ უშველიდათ.
უშველათ. არამარტო დაცვის მანქანამ, სირენის ხმა მოესმა შორიდან და ყიფიანების შეძახილებიც მისწვდა ყურს. ისევ დაიწყო ორმხრივი ომი, ამჯერად თვითონ უსაფრთხოდ იყვნენ და ვაჟამ დახმარება გადაწყვიტა. სულ მალე გაბრიელის ყვირილიც გაიგონა როგორ ეძახდა მის ძმას და თეოდორეზე გადაწოლილს სულ გამოეცალა ენერგია.

საკმაოდ ძლიერი ნჯღრევა იგრძნო თინიამ და წინ მდგომ გოგოს გახედა.
-თინია ექიმო გული უჩერდება_მკაცრი ხმით უყვიროდა ნათია ექთანი და წამები დაჭირდა ქალს გამოსაფხიზლებლად.
-დამატარეთ_მკაცრად გაისმა სერიოზული ხმა და დასისხლიანებულ სხეულს დახედა. -სასწრაფოდ სისხლი მოითხოვეთ, საოპერაციო მზად დაგვხვდეს მივდივართ, ნათია, შენ დამჭირდები, გელა და ზვიადი მინდა_გზადაგზა სცემდა ბრძანებებს და თან საოპერაციოსკენ მიაგორებდა თეოდორეს საწოლს.
-თინია, იქნებ სხვ შეგვეშვა, შენ ახლა ცოტა ...... მმმმ ...აღელვებული ხარ_სწორი სიტყვების შერჩევას ეცადა კაბინეტიდან გამოსული დირექტორი.
-მე საავადმყოფოს რეანიმაციის უფროსი და ნეირო-ქირურგი ვარ, თქვენი აზრით ვის უნდა მივცე საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის უფლება? თუ ვინმეს იპოვით, ვინც ჩემზე მოტივირებული იქნება კი ბატონო, ტყვიამ თავთან და ხერხემალთან ჩაუარა, ის ჩემი პაციენტია_ცრემლი ძალაუნებურად ჩამოუვარდა და იგრძნო როგორ გათავისუფლდა გორგოლაჭებიანი ლოგინი კაცის ხელისგან.
-თინიააა, გთხოვ_საბას ღრიალი ესმოდა მისაღებიდან, თუმცა ყურადღებას აღარ აქცევდა, აღარავის აქცევდა, აღარაფერს აქცევდა. ასე სწრაფად არასდროს მომზადებულა, არც საოპერაციო ფორმა ჩაუსვამს, მაშინვე შიგნით შევარდა და სხეულთან დაიკავა ადგილი. თვალები დახუჭა მაგრამ არ უშველა, თეოდორეს გათეთრებული სახე მისთვის იმ წამს ყველაფერი იყო.
-სახე დაუფარეთ_ჩურჩულივით გაისმა საოპერაციოში და ყველამ გაკვირვებულმა გახედა ექიმს. -სახე დაუფარეთ_უკვე დაიყვირა და თვალები დახუჭა. უკვე რამდენიმე წამში მშვიდად შეუდგა თავისი პროფესიის შესრულებას.
სამი საათი გადიოდა რაც იქ იდგა,ახლა ეს სხეული მისთვის უკვე ჩვეულებრივ პაციენტს ეკუთვნოდა, რომელიც უნდა გადარჩენილიყო, სხვა გზა არ იყო, სხვა არანაირი ვარიანტი გამოდგებოდა, უნდა გადარჩენილიყო და მორჩა. კიდევ ერთი საათიც და ოპერაცია დასრულდა, თავში გავლილი ტყვია სერიოზულად აფიქრებდა თინიას და საერთოდ არ ახარებდა. ზედაპირულად არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა ტვინს, თუმცა ეს რეალურად მხოლოდ მაშინ გამოჩნდებოდა, როცა თეოდორე გაიღვიძებდა, მანამდე კი მოსვენება არც ერთ მის ოჯახის წევრს არ ეწერა.
საოპერაციო დატოვა და საბას ძებნა დაიწყო. ბიჭისთვის იმდენი დამამშვიდებელი გაეკეთებინათ ფეხზე ვერ დგებოდა. თვალებს ძალით ახელდა და ძმის მდგომარეობის გაგებას ელოდა.
-ვერაფრით დავაძინეთ, ადგომა უნდოდა და ორმაგი დოზა აქვს გაკეთებული, ახლა მისი ფეხისთვის წონა აუცილებელია_ისტორია გადასცა ექთანმა და პალატა დატოვა.
წამიერად გამოხედა საბამ თინიას დაძაბულ სახეს და თვალებზე აიფარა საღი ხელი. -ესეიგი ცოცხალია, მაგრამ რაღაც რიგზე არ არის.
-საიდან დაასკვენი?
-თინია, ოთხი თვეა ერთად ვცხოვრობთ, არც ისე ცოტაა ადამიანის და მისი ხასიათების გასაცნობად_ამოიხვნეშა ბიჭმა.
-თავის ტრავმა არ მომწონს, ზედაპირულად არაფერი სჩანს, თითქოს ტვინს არც შეხებია, მაგრამ ზოგი რამ რენტგენში არ ჩანს, აქ კი ისეთი აპარატურა არ გვაქვს ყველაფერი დეტალებში დავუთვალიერო_გულახდილად ამოილაპარაკა თინიამ.
-წავიყვანოთ გერმანიაში, შვეიცარიაში, სადაც გინდა, შენ უფრო იცი რომელ კლინიკაში, რამდენიმე საათის წინ ნახევარ მილიონიანი ორი კონტრაქტი გავაფორმეთ, არ გვიჭირს, მისი ჯამრთელობა მთავარია, ამის დედაც მოვ****** რატომ ვერ ვდგები_ახვანცალებულმა დაარტყა საწოლს ხელი, თუმცა ფეხები ბოლომდე მაინც ვერ იგრძნო.
-შემთხვევით ფეხიდან ტყვია ხომ არ ამოგიღეს და მიტო ხომ არ გჭირდება წოლა?_წარბი აუწია გოგომ.
-მაგ იაფფასიან ხუმრობებს ასწავლი ჩემ ძმასაც_თავი გადააქნია საბამ და გაღიმებულ თინიას ახედა როგორ წამში დაუნაღვლიანდა თვალები. -გთხოვ,ეტლით ვიმოძრავებ ოღონდ აქ ნუ დამტოვებ_მუდარანარევი ხმით მიმართა სარძლოს და მანაც თავი დაუქნია რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ. საბა გააგორიალა და სასწრაფოს მისაღებში გავიდა დასახმარებლად, ყოველ მოცლილ წამს თეოდორეს ოთახის ღილაკს ამოწმებდა, თუმცა ჯერ ყველაფერი მშვიდად იყო. ახლა მთავარი იყო ეს ყველა დაშავებული ნაბი*ვარი გადაერჩინა, რომ პასუხი ეგოთ საკუთარი უმსგავსო საქციელისთვის.
ღამის ორი იქნებოდა მისაღებში ახალგაზრდა, ქერა ქალი რომ შემოვარდა, აცრემლებული უჭერდა გადაკიდებულ ჩანთას ხელს და მიმღებში მჯდომი გოგონასკენ მირბოდა, წუთის დაშორებით შემოყვა უკან არანაკლებ აღელვებული შავგვრემანი ქალი და ნაცნობი კაციც.
-იოანე, იოანე ყიფიანის ნახვა გვინდა_ცრემლები ხელს უშლიდა ლაპარაკში.
-ასეთი არავინ გვყავს_თანაგრძნობით ახედა გოგონამ კომპიუტერში ძებნის შემდეგ.
-როგორ თუ არავინ? ის ჩემი ქმარია და გვითხრეს აქ იქნებოდა, როგორ თუ არავინ_სიტყვები ერთმანეთში ერეოდა ნერვიულობისგან და ძლივს მოიფიქრა უკან მობრუნება. -გაბრიელ, აქ არ არისო, რას ნიშნავს არარის, ღმერთო იქნებ......_უკვე მოთქმით ტიროდა ნენე.
-გამარჯობათ, თქვენ გამომძიებელი ხართ არა? ყიფიანი თუარ ვცდები_ნაცნობ სახეს მიუახლოვდა თინია.
-თინია ექიმო, როგორ მიხარია თქვენი ნახვა, იქნებ დაგვეხმაროთ? სასწრაფოთი გადმოიყვანეს და გვითხრეს აქ გვეკითხა მისი ისტორია_თვალები ჩაწითლებოდა გაბრიელსაც.
-ახლავე გავიგებ_მაშინვე დაუქნია თავი და გაიგონეს კიდევაც აკივლებული სასწრაფოს მანქანის ხმა.
-ალბათ მოიყვანეს_ოჯახს გადახედა და სასწრაფოს მისაღებში გავარდა, მალევე დაინახა საკაცეზე დაწვენილი იგივე აღნაგობის მამაკაცი, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად რთული იყო, სასუნთქ აპარატზე ყავდათ დროებით შეერთებული და სასწრაფოდ გადაყავდათ საოპერაციოში.
მოწყენილი გავიდა მომლოდინეებთან, ამ პროცეს ვერ იტანდა, ვერ ეგუებოდა ხალხის თვალში როგორ ქრებოდა სხივი და იმ წუთებში საკუთარი თავიც სძულდა და პროფესიაც. მოკლედ აუხსნა ოჯახის წევრებს ვითარება, თუმცა ქერა ქალმა ისევ შეაწყვეტინა:
-მაპატიეთ, მაგრამ ეს ტერმინები ჩემთვის სრულიად გაუგებარია, უბრალოდ მითხარით რომ გადარჩება.
-მისი მდგომარეობა ამ წუთას დამაკმაყოფილებელია, მთავარია ოპერაციამ კარგად ჩიაროს, მაპატიეთ, ვწუხვარ ვერაფრით დაგეხმარებით, ისეთ ადგილას აქვს ტყვია ჩემს კომპეტენციაში არ შედის, აქ კარგი ექიმები გვყავს, ყველაფერი კარგად იქნება_თანაგრძნობით გაუღიმა ატირებულ გოგოს და გაბრიელს თავი დაუკრა. ისევ მიმღებში გადაინაცვლა და რამდენიმე საათი იქნებოდა გასული გამოძახება რომ მიიღო. მაშინვე გაიქცა და ეტლში მჯდომი, ნახევრად ჩაძინებული საბა გააღვიძა.
-რა ხდება?_შეშინებული შესწორდა ბიჭი.
-თეოდორემ გაიღვიძა_გახარებულმა გააგორიალა ლიფტისკენ და რეანიმაციისკენ წაიყვანა.
სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილები შევიდნენ პალატაში სწორედ მაშინ, როდესაც თეოდორემ თავზე მდგომ ექთანს ახედა და სრულიად უადგილო კითხვა დაუსვა:
-აქ რა მინდა? თქვენ ვინ ხართ? რა მოხდა?
იგრძნო თინიამ, სწორედ ამ წუთებში იგრძნო თინიამ რას გულისხმობდნენ ფრაზაში მოულოდნელობისგან გავშეშდიო.
-ბატონო თეოდორე თქვენ საავადმყოფოში ხართ, თავს დაგესხნენ_მიუახლოვდა ექიმი.
-არ მახსოვს_ძლივს ამოიხვნეშა და მხოლოდ შემდეგ გადახედა გაშეშებულ დამსწრეებს. კარგად შეათვალიერა ორივე და მზერა ქალზე შეაჩერა.
-თინი_ღიმილიანი სახით ნათქვამი ერთი სიტყვა და ამოოხვრას გატნეული მთელი ნერვიულობა, ერთი სიტყვა და ღიმილიანი მომავალი, მხოლოდ ერთი სიტყვა და აღდგენილი მომავლის სურვილი. მაშინვე მიუახლოვდა ექიმი პაციენტის საწოლს და ფრთხილად მოეხვია მილებში გახვეულს. (13)
-თეოდორე_ცრემლებ მომდგარი დაიხარა კაცისკენ და სახეზე ჩამოუსვა ხელი.
-ბევრი განერვიულე?
-ძალიან ბევრი_უკვე ვეღარ იკავებდა ცრემლებს, -მეგონა ჩემს მიტოვებას აპირებდი.
-გაგიჟდი? ძლივს გიპოვე_გაღიმება სცადა თეოდორემ.
-გთხოვ, უბრალოდ ჩემთან დარჩი, კარგი? უშენოდ აღარ მინდა_ლოყიდან ხელს ვეღარ აშორებდა, იმდენად დიდ სითბოს იღებდა მოშორება არ უნდოდა.
-მე კი უშენოდა საერთოდ არ მინდა_ძლივს წარმოთქვა თეოდორემ ჩურჩულით და თავი წამოსწია, მიხვდა თინია რაც სურდა და წამით არ შეყოვნებულა, თავად დაიხარა და მთელი სინაზით შეეხო ბიჭის ტუჩებს. აპარატის წკიპინით მიხვდა როგორ შეუნელდა თეოდორეს გულისცემა და გულში გაეცინა, რადგანაც თვითონაც იგივე დღეში იყო. მთელი სხეული უთბებოდა ტუჩებიდან, ასეთი შეგრძნება არასდროს განუცდია ცხოვრებაში, თითქოს დალაგდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მიხვდა რატომ იყო მარტო ამდენი წლის მანძილზე, თურმე ვისაც ელოდა ჯერ არ იყო მის ცხოვრებაში.
-მიყვარხარ თინი_თვალებ დახუჭული ლაპარაკობდა უკვე თეოდორე და ვეღარ დაინახა ცრემლების მომატება ქალის სახეზე.
-ღმერთო, მეც მიყვარხარ_წამში გათქვა გრძნობები და ლამის შეხტა საბას წამოყვირებაზე. აღარც ახსოვდა ოთახში თუ კიდევ იყო ვინმე.
-გავარ*ყი ყველა რომანის დამწერს და გადამღებს თქვენი ნახვის მერე. ამდენი სად შემიძლია რა_გამოპარული ცრემლი მოიწმინდა ბიჭმა და თვალებ დაჭყეტილ ძმას გადახედა.
-სორი ბრატ, მურმანოვიჩი არ ვარ, ახლავე დავტყდები აქედან, თქვენ განაგრძეთ_ეტლი უნდა მოებრუნებინა საბას ძმის შეცვლილმა ხმამ რომ მიაყინა ადგილს.
-რა მოხდა? აქ რატომ ვარ?
-თეოდორე, საავადმყოფოში ხარ, თავს დაგესხნენ,_აღელვებული ჩანდა თინიაც
-საავადმყოფოში? საქართველოში? გერმანიიდან როდის ჩამოვედი?
-გერმანიიდან? დაახლოებით 10 წლის წინ_ლამის ყბა ჩამოუვარდა საბას.
-აქ რატომ ვარ? რამე მოხდა?_ იგივე კითხვებს აბრუნებდა ბიჭი და გაშეშებულ ექიმს ვერც აღიქვამდა.
-საბა წავედით_ მკაცრად ჩაილაპარაკა და გარეთ გავარდა, თეოდორესთან ექთანი დატოვა და თვითონ რეგისტრატურას მიადგა
-ჩემს პაციენტს 317 პალატაში თავის ტონოგრაფია ჭირდება, სასწრაფოდ, უსასწრაფესად_არეული სიტყვებით ჩაილაპარაკა და საბას ეტლი ისევ რეანიმაციისკენ გააგორიალა.
-ამას გულისხმობდი? ამ დაზიანებას?_შეშინებული ჩანდა საბაც
-ხო, ნუ ასე მომენტალურ დანაკარგებს ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ ტყვიამ მეხსიერების ადგილთან ახლოს ჩაიარა და მისახვედრი იყო რაღაც დაუზიანდა. ვნახოთ ტონოგრაფიის პასუხები_წინ და უკან დაიწყო სიარული.
რამდენიმე წუთში დაუძახეს, თეოდორე ტონოგრაფიაზე შეყავდათ და თინიაც იქ იყო, კაბინეტში დალოდება გააგიჟებდა. მალევე გადაუღეს, მცირე დეტალებში ცდილობდა თინია ყველაფრის დანახვას, მაგრამ არაფერი. სურათები სუფთა იყო. ორმაგად ნაღვლიანი წავიდა ოთახში მომლოდინე ბიჭისკენ.
-აბა? _სკამიდან წამოიწია საბა.
-არაფერია, საერთოდ არაფერი_ტირილი მოუნდა თინიას.
-წესით ეს კარგი უნდა იყოს, მაგრამ შენი სახით თუ ვიმსჯელებთ ცუდია.
-ეს იმას ნიშნავს საბა, რომ მიზეზი ვერ ვიპოვეთ გესმის? არ ვიცით ასე რატოა. არ ჩანს, ტექნიკა არ გვაქვს ბოლომდე გამოვიკვლიოთ.
-თინია, უკვე გითხარი, ჩემი ძმისთვის ყველაფერს ვიზამ ფირმას გავყიდი, ახალი იარაღის კონტრაქტსაც, ბოლო ბოლო თირკმელს ამოვიჭრი, შენ კი მითხარი სად გადავიყვანოთ სადაც უკეთესი პირობები და ტექნიკაა და ორ საათში წავალთ, კერძო თვითმფრინავს დავიქირავებ და წავალთ.
-კარგი, გერმანიაში არის კლინიკები საუკეთესო აღჭურვილობით, ყველაში გადავაგზავნი რომელსაც ნეირო ქირურგიული ცენტრი აქვს და საუკეთესო ექიმს ავარჩევ_ძალა მოცემულმა გაიღიმა თინიამ და მაშინვე გავარდა კაბინეტიდან.
ყველაფერი მოაგვარა, ყველა საბუთი გააგზავნა, რენტგენის სურათებიც მიაკრო და ისევ თეოდორესთან დაბრუნდა, ბიჭი იგივე მდგომარეობაში დახვდა, მორჩილად პასუხობდა ყველა კითხვაზე, ეფერებოდა, მომენტებში ძველი თეოდორე უბრუნდებოდა და ასწრებდა სასიყვარულო სიტყვების თქმას.
დაახლოებით სამ საათში ყველა კლინიკიდან ქონდა პასუხი, ზოგი უარს ეუბნებოდა, ზოგი თავად არ მოეწონა, ზოგის ნეირო ქირურგს არ აქებდნენ და ასე წვალებით ძლივს აარჩია ერთი საავადმყოფო.
რეანიმაციიდან გამოდიოდა ნაცნობ სახეს რომ მოკრა თვალი, ანა მისკენ მორბოდა, როგორც ჩანს ახლა გაეგო ახალი ამბავი. თინია თავბრუსხვევას ვეღარ უძლებდა, კედელს მოყვებოდა და ცდილობდა არ წაქცეულიყო. მიხვდა ანა და ხელი შეაშველა, კაბინეტამდე მიიყვანა და თავის მაგიდასთან დასვა. პირველად ხედავდა ასეთ განადგურებულ დას და არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა.
-როგორაა? _ძლივს ამოთქვა ბოლოს.
-როგორაა? მეკითხები როგორაა? ახლავე გეტყვი, ცუდად ანა, ძალიან ცუდად, ოპერაციის შემდგომი გართულება აქვს, რომელიც ჩვენი მაგარი თანამედროვე აპარატურით არ ჩანს რატომ. რომ ვახსოვარ და მიყვარხარს მეუბნება, მეორე წამს თვალს ხუჭავს და მეკითხება საიდან ვიცნობ. როგორაა? საშინლად და ჯანდაბაა მე ვერაფრით ვშველი, ვერაფრით, ვერ ვშველიი_ქვითინი კივილში გადაუვიდა და ბოლოს მთელი ძალით დაიღრიალა, რაც კი რამ ნივთი ედო მაგიდაზე ერთი ხელის მოსმით გადმოყარა ძირს, თან გაჰყვიროდა ვერაფრით ვეხმარებიო და ყველაფერს ლეწავდა რაც ხელში მოხვდებოდა. ბოლოს სანამ ხელი არ გაიჭრა, სისხლი არ წამოუვიდა და ძალა აღარ შერჩა. ტირილით ჩაიკეცა ოთახის კუთხეში და სახეზე აიფარა ხელები. გაშეშებული და თვალებ გაფართოებული ანა კედელთან ატუზულიყო და წარმოდგენა არ ქონდა როგორ დაემშვიდებინა გაგიჟებული და. ბოლოს ჩაკეცილს მიუახლოვდა, უბრალოდ მოეხვია და გულში ჩაიკრა, მონოტონურად უსვამდა თავზე ხელს და ხმას არ იღებდა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც ნებისმიერი სიტყვა სრულიად უადგილო იქნებოდა.
რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული თინიას დამშვიდება რომ დაეტყო და ანამაც კითხვა გაბედა:
-ეს ყველაფერი ისევ იმან გააკეთა ვინც შენ წაგიყვანა?
წამში გამოფხიზლდა თინია, აქამდე ის არამზადა ნაბი*ვარი არ გახსენებია ვინც ეს უბედურება მოუტანა.
-რა თქმა უნდა ეგ იქნებოდა, ის ის რამდენს ბედავს? როგორ ბედავს? სად არის ამ დროს პოლიცია? არაა, უკვე ზღვარს გადავიდნენ, ეს უკვე ძალიან ზედმეტი იყო..._არეულად ლაპარაკობდა თინია.
-რას აკეთებ თინია?_თვალებ გაფართოებული ადვენებდა თვალს ანა როგორ წამში დაფაცურდა გოგო და ნივთების მოძიება დაიწყო.
-აქ დამელოდე, მალე მოვალ_უთქმელად გაიხურა კარი და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა.
საათ ნახევარი უცდიდა ანა ოთახში, იქაურობის მილაგება არც უცდია, არც იცოდა რა სად უნდა დაედო, მითუმეტეს ნივთების უმეტესობა დალეწილი იყო. თითქმის ორი საათი იყო გასული აღელვებული რომ შემოვარდა თინია და თმაგაწეწილმა ჩანთა გადარჩენილ დივანზე დააგდო.
-ესეც ასე.
-გამაგებინე სად იყავი, მაშინებ თინია.
პასუხის გასაცემად პირი დააღო ექიმმა, თუმცა არ დასცალდა:
-თინია ექიმო_კაკუნის შემდეგ შემოაღო კარი ნათიამ და განცვიფრებულმა მოავლო თვალი ოთახს, ეცადა არაფერი შეემჩნია და მობუზულ უფროს გადახედა, -საავადმყოფოსთვის საბუთები მზადაა, ბატონი საბას გამოძახებული ვეტმფრენიც კოპიტნარშია, რეანმობილი მოსულია და მოკლედ ყველაფერი მზადაა პაციენტის გადასაყვანად.
-გასაგებია, მადლობა ნათი_მაშინვე შემობრუნდა ჩახველებით თინია და ტანსაცმელი შეისწორა, -მაშინ, გავდივართ.
რამდენიმე წუთი და უკვე ჰაერში იყვნენ, თეოდორე წამლებით იყო გაჩყეპილი და ღრმად ეძინა. საერთოდ არ ქონდა წარმოდგენა წინ როგორი რთული დღეები ელოდა. თინიას ხასიათის ცვლილებით შეშინებულმა საბამ თვალები მაგრად დახუჭა და საერთოდ აუკრძალა თავს ფიქრი. ნეტავ შეძლებოდა ცოტა ხნით უბრალოდ გათიშულიყო და დაესვენა.
-შვებულება ასე იოლად მოგცეს?_ბოლოს ისევ საუბარი არჩია საბამ.
-სიმართლე რომ გითხრა, არც გამხსენებია მეკითხა, დირექტორთან არც კი შევსულვარ. მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ_თეოდორეს მიაპყრო მზერა და აშკარად დასევდიანდა.
-რომ გამოგაგდონ?_არც იმდენად მოეწონა საბას მსგავსი მომავალი.
-იმედია სადმე ქსეროქსის აპარატთან ვიპოვი ადგილს_მწარედ გაეღიმა ექიმს.
-ხომ იცი, რომ შენ მსგავს ექიმს ასე იოლად არავინ შეელევა?
-ახლა ჩემთვის უკვე ყველაფერი მეორე ხარისხოვანია._ლაღად გადახედა წარბ შეკრულ საბას და ხელი ჩაკიდა, -ხომ იცი, რომ მარტო აღარ ხარ? ახლა მეც თქვენთან ვარ!
-ვიცი თინია, ვიცი და წარმოდგენა არ გაქვს როგორ მახარებს ეგ ფაქტი_გვერდულად მიიხუტა საბამ და იგრძნო თინიას მეგობრული სითბო საკმარისი იყო მის დასაწყნარებლად.
შუაღამე იყო გერმანიაში რომ ჩაფრინდნენ და კიდევ ერთი საათი საავადმყოფომდე დაჭირდათ. საბა თავადაც დაჭრილი და ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით ნამდვილად ცუდი სანახავი იყო. თეოდორე დააბინავეს და თინია პალატაში მდებარე დივანზე მოთავსდა.
-ოპერაცია დილის 9 საათზეა, მე აქ ვიქნები და თვალს არ მოვაცილებ, შენ კი ისევ საოპერაციო გახდები თუ არ წახვალ და ცოტას არ დაისვენებ.
-კარგი, თორემ მეც თუ გვერდით მიმაწვინეს ნამდვილად ვერაფერში დავეხმარები, იცოდე ოდნავაც კი რამე რომ შეიცვალოს ან დაგჭირდე, მაშინვე მირეკავ.
-აბა ვის დავურეკავ საბა, წადი და მშვიდად იყავი, ხომ იცი როგორც მივხედავ.
-საკუთარ თავზე უფრო_ღიმილით დაუქნია ბიჭმა თავი და ეტლი დერეფანში გააგორიალა.
ფანჯარას მიუახლოვდა დაღლილი თინია და გარეთ გადაიხედა, როგორ ყველაფერი განსხვავდებოდა საქართველოსგან. როგორც კი ჩამოვიდნენ ყველანაირი ანალიზი, გადაღება თუ რენტგენი თავიდან გაუკეთეს, ექიმი იჯდა და დეტალურად უხსნიდა თინიას მდგომარეობას. აღმოჩნდა, რომ მათი ცხოვრების დამანგრეველი, სულ პაწაწინა სისხლის ნაწილაკი იყო, რომელიც ერთ-ერთი ნაოჭის ქვეშ იმალებოდა და საქართველოს მოძველებული აპარატურა ვერ ხედავდა. უხაროდა თინიას ბრმად შესვლა რომ არ გარისკა, ახლა აქ უმაღლესი დონის ნეირო ქირურგი მიხედავდა და იმდენად აღარ ნერვიულობდა. ისევ ეზოს ჩახედა, ესეც როგორი განსხვავებული ჩანდა, საავადმყოფოს უკან მასზე ორჯერ დიდი, ხეებითა და სკამეიკებით დაფარული მინდორი ეკრა, ისე ლამაზად იყო განაწილებული ხეები, ლამპიონები და სკამები, ძალაუნებურად გაიძულებდნენ მათ ქვეშ სეირნობაზე გეფიქრა. თინიამ უკვე წარმოიდგინა როგორ ივლიდა იქ თავშეხვეულ თოდორესთან ერთად და გაეღიმა, ხვალიდან ყველაფერს თავიდან დაიწყებდა და ამჯერად ყველაფერი საუკეთესოდ იქნებოდა. (14)
როგორც იქნა გავიდა თინიას ცხოვრებაში ყველაზე რთული 6 საათი და ექთანმაც შემოაღო პალატის კარი. გაეღიმა ქალის გაფაციცებულ მზერაზე, ის ხომ თეოდორეს თითოეულ ამოსუნთქვას ითვლიდა და დასევდიანდა. არავინ იცოდა ოპერაცია როგორ ჩაივლიდა, როგორ მიაღწევდა ექიმის ინსტრუმენტი საჭირო ადგილზე და მოჰყვებოდა თუ არა ამ ყველაფერს რაიმე გვერდითი მოვლენა.
-წინა საოპერაციო პროცედურების დროა_ინგლისურად მიმართა ექთანმა და შემოტანილი სინჯარები და წნევისა და სიცხის გასაზომი აპარატები დაანახა.
-რა თქმა უნდა_მაშინვე უკან დაიხია თინიამ და ექთანს საქმის გაკეთება აცადა, ვინ იცის თვითონაც რამდენჯერ გაუკეთებია მსგავსი საქმე, მაგრამ ახლა ყველაფერი ბევრად უფრო სხვანაირად იყო. მალე გამოსაფხიზლებელ წამალს შეუყვანდნენ ბიჭს. ოპერაციაზე აუცილებლად ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რომ მეხსიერება ეკონტროლებინათ, ამისთვის კი თინიამ მოითხოვა დასწრება და დახმარება და მხოლოდ იმიტომ მიიღო თანხმობა, რომ თავადაც ექიმი იყო და ქირურგი დარწმუნებული იყო სკალპელის აღებისას ქალი არ აღებინებდა. სწორედ წამლის შეყვანისას გამოჩნდა საბა, ეტლის ნაცვლად ხელჯოხი ეჭირა და ხელის აქნევით დააიგნორა თინიას გაფართოებული თვალები.
-გამაყუჩებლებით ვარ გათენილი და არც ნაკერები გამეხსნება, რამეს თუ მეტყვი იმ ეტლს დავწვავ_სერიოზული სახით უყურებდა წარბ აწეულ ქალს.
-ხო, დარწმუნებული ვარ ასეთ პატარა გერმანიის საავადმყოფოში ეტლს ვერ ვიშოვით.
პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო საბამ თინიას უკბილო ხუმრობაზე თეოდორეს ხმა რომ გაისმა
-სად ვარ?
-საავადმყოფოში ხარ, ყველაფერი კარგად იქნება _მორიდებულად გაუღიმა თინიამ და ძლივს გაბედა ხელით ლოყაზე შეხებოდა.
-მეზობლის ბავშვივით რატო მეფერები_ნელნელა ფხიზლდებოდა და თინიას გაცისკროვნებულ სახეზე თავადაც გაეღიმა -მოდი გაკოცო.
-18+ რომ წამოდგები მერე რა შენი ჭირიმე, ახლა შენ დაჟეჟილ სახეზე მაყურებინე სანამ აზრზე ხარ_ახლოს მიიწია საბა
-მაინც შენზე სიმპატიური ვარ_გაეღიმა თეოდორეს და აცრემლებულ თინიას გახედა.
-აი რას ვგულისხმობდი იდიოტურ ხუმრობებზე. მაცადეთ დავბრუნდეთ ჩაგიტაროთ კლასი_ნიშნისმოგებით წამოიძახა საბამ და გაღიმებულმა დახედა წყვილის ჩაკიდებულ ხელებს.
მსუბუქად დაქაჩა თეოდორემ ქალი თავისკენ და რამდენიმე წამში გამომშრალი ტუჩებით ეხებოდა აცრემლებულს.
-ძალიან მიყვარხარ_უკვე ისტერიულ ტირილში გადადიოდა თინია.
-დავიბანეთ მთელმა საავადმყოფომ_მობეზრებულმა გადააქნია თავი საბამ თუმცა უკვე ეხვეოდა თინიას დასამშვიდებლად.
-მეც მიყვარხარ თინი, მაგრამ მართლა სად ვართ?
-გერმანიაში, სანამ ეს შენი თვალების ყურებით ტკბება მე აგიხსნი_ბიჭის მოფერებით გართულმა თინიამ არც საბა შეიმჩნია და არც შემოსული ექიმი.
-მოკლედ, ტვინი არეული გაქ პირდაპირი გაგებით და აქ უნდა დაგილაგონ, უშენოდ ამ ცხოვრებასთან ნუ შემაჭიდებ ძმაოოო_ტრაგიკული ხმით შესძახა და შემოსული ექიმის დანახვისას ჩახველებით წამოდგა ფეხზე.
-უკვე დროა, მთავარია არ იღელვოთ, ყველაფერი კარგად იქნება_ამჯერადაც ინგლისურად მიმართა გარშემომყოფებს და ექთანს პაციენტის წამოყვანა ანიშნა.
-შენ ხომ იქ იქნები?_ხელი ხელზე მოუჭირა თინიას.
-გაბედონ და არ შემომიშვან_მაშინვე გაეღიმა ქალს.
-ეჰ, ვიღას ჭირდება ძმა_თეატრალურად გააქიცინა საბამ თავი. უკვე კარისკენ წასულმა თეოდორემ კი მაშინვე მოიხედა უკან
-ხომ იცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგიშრო სისხლი?
-მთელი გულით მაქვს მაგის იმედი_დაბინდული თვალებით გაიხედა საბამ გვერდით და ვეღარ დაინახა თეოდორეს ცრემლები. მართლაც რა შეედრება დედმამიშვილის სიყვარულს?
-გახსოვს ჩვენი საყვარელი კომედია? _ გაღიმებული უყურებდა საოპერაციო ტანსაცმელში გამოწყობილი თინია პირდაპირ მჯდომ თეოდორეს. ოპერაცია უკვე დაწყებული იყო და თინია საუბრით ამოწმებდა ბიჭის მეხსიერებას.
-რა დამავიწყებს, წინადადება, რამდენჯერ მაყურებინე ვინ იცის_ღიმილო გაუკრთა თეოდორესაც.
-მე რა შუაში ვარ, რაიანის ყურებას რა სჯობს.
-არც ბალოკია ცუდი_წარბი აუწია ბიჭმა, თუმცა რაღაც მოხდა და თვალები დაეხუჭა.
-რა ხდება? თეოდორე!_ ხელები ჩაჭიდა და მუხლებზე დაიდო.
-აქ ვარ,_ მაშინვე იგრძნო ხელების საპასუხო მოჭერა, -მე ყოველთვის შენთან ვარ.
-მინდა შენთან ერთად ვალსი ვიცეკვო, დიდ დარბაზში, სადაც სუნთქვაც კი შეჩერებული ექნება ყველას, ჩაბნელებულ მოედანზე სადაც მხოლოდ ჩვენ ორი ვიქნებით ცენტრში და სიამაყოთ მოგხვევ ხელებს, დავტრიალდები და შენთან ერთად გადავდგამ პირველ ნაბიჯებს, როგორ მიყვარხარ და როგორ ვერ გიტან ასეთი რომანტიკოსი რომ გამხადე_ცრემლები მოერია ექიმს.
-უარს არ ვიტყოდი, ულამაზესი სცენა იქნება, მაგრამ წარმომიდგენია საბა როგორ დამცინებს ამხელა ხელ-ფეხის გაშლა როგორ არ შეგრცხვაო_გაეცინა თეოდორეს თუმცა ნახევარი სახით. მისი მხოლოდ ცალი მხარე აღიქვამდა შეგრძნებებს.
მაშინვე შეეცვალა თინიას გამომეტყველება, თუმცა ბიჭის დასანახად წყნარად დარჩა და ინგლისურად მიმართა ექიმს
-სხვა ნაწილში გადახვედით, შეგრძნებები დაკარგა.
-ჯანდაბა, დამატებითი განათება ჩამირთეთ_ ტვინს დახედა ქირურგმა და უფრო მოაახლოვა ხედვა უკეთესი რომ გაეხადა. -ვიპოვე, სანამ დავიჭერდი ნაწილაკი გადაადგილებულა, ნახევარი წამიც და ამოვიღებ.

-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? _ ამჯერად თეოდორეს გაეღიმა.
- რა დამავიწყებს, ისე შემაშინე, მეგონა მართლა სასიკვდილოდ მწირავდი, თანაც ისეთი ჯმუხი სჩანდი.
-იმდენს იზამ მალე დააბრუნებ მაგ ჯმუხს_ ოხვრით ამოილაპარაკა თეოდორემ და გულიანად გაეცინა თინიას გაწამებულ სახეზე.
-ოღონდ დაბრუნდი და გეფიცები ყველანაირს აგიტან_თითებზე მიეთამაშა ბიჭს და მისი გაღიმებული სახის დანახვისას ამოისუნთქა.

არავის დაუთვლია მერამდენე წრე დაარტყა დერეფანს ძლივს მოსიარულე საბამ, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და სხვებსაც უკარგავდა მოთმინებას. უკვე რამდენიმე საათი გადიოდა და ამბავს არავინ აგებინებდა, იქნებ რამე რიგზე არ იყო? იქნებ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა? იქნებ..... არა, ასე არ უნდა იფიქროს, ცუდზე არა, პირიქით ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. იქ ხომ თინიაა? რამე რომ მომხდარიყო მის კივილს აქაც გაიგონებდა, თეოდორე ასე არცერთს არ მიატოვებდა. თითქოს დაიმედებულმა გადააქნია თავი და სახეზე ჩამოისვა ხელი. ნეტავ ეს დრო უფრო სწრაფად გასულიყო...... კიდევ ერთი საათი მოუწია ცდა და დერეფანში თინიაც გამოჩნდა, ნატკენი ფეხით რამდენად სწრაფადაც შეეძლო ისე სწრაფად მიეჭრა და შეშინებული სახით ახედა აცრემლებულ გოგოს.
-ოღონდ არ მითხრა....
-არა საბა, არ ინერულო, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა_მაშინვე შეაწყვეტინა ცუდი ფიქრები ბიჭს და აცრემლებული მოეხვია ორი ბედნიერი ადამიანი ერთმანეთს.
-მადლობა თინია.
-მთავარია გადავრჩით_ერთმანეთის ბედნიერებას ორივე იზიარებდა და ერთი სული ქონდათ ამის მიზეზი მალე ენახათ.
ორ საათში თეოდორესთან შესვლის უფლება მოიპოვეს, ბიჭი თავშეხვეული იწვა საწოლზე და ამჯერად ძილით ისვენებდა ურთულესი ოპერაციის შემდეგ.
ჩუმად დაიკავეს ადგილები პალატაში და ბიჭის გამოფხიზლებას დაელოდეს. მალე თინიას მობილური აწკრიალდა, ავტომატურად დახედა საბამაც სანამ თინია სასწრაფოდ გარეთ გაქანდებოდა, თითქოს ნომერი ეცნო, თუმცა მხრები აიჩეჩა, იმ ნომრის პატროს თინიასთან არაფერი ესაქმებოდა, ეტყობა ცუდად წაიკითხა და თეოდორეს გადახედა, რამდენიმე წუთიც და თინიაც დაბრუნდა უკან.
-მმმმმმმმ_უკვე საღამო ხანი იქნებოდა თეოდორეს ბგერები რომ მიწვდა მათ ყურს, მაშინვე წამოდგა ორივე და საწოლთან ახლოს დადგნენ.
-ოღონდ ახლა ნუ გამამეორებინებ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახდათქო რა_მუდარა ჟღერდა საბას ხმაში, თუმცა ყველა მიხვდებოდა, რომ პრეზიდენტის გამო არა.
-სამწუხაროდ მახსოვს_გაეცინა ბიჭს და ფრთხილად მომზირალ თინიას გადახედა, -ასე დაძაბული ნუ ხარ რა_და ხელი ასწია ქალს თავისი რომ შეეგებებინა. დიდხანს ცდა არ დაჭირვებია.
-გვანერვიულე_ცრემლი მოიწმინდა თინიამ.
-ვიცი, მაპატიეთ, აწი აღარ ვიზამ_გაეცინა თეოდორეს თავის დაპირებაზე.
-რა პატარა ბავშვივით დაატუქსინე თავი, მე მეგონა ოჯახში კაცი გვყავდა_თავი მხიარულად გადააქნია უკვე დამშიდებულმა საბამ, რომელიც ხუმრობის ხასიათზეც მოსულიყო. -მოდი აქედანვე შევთანხმდეთ, მე პატარა ვარ და უზრდელობებს ნუ მაყურებინებთ რა.
-მაშინ შემოსვლის წინ დაკაკუნება და დაძახება ისწავლე და კატის ნაბიჯებით ნუ ივლი_თვალი ჩაუკრა უფროსმა და გაცინებული თინია დაქაჩა, რომ ეკოცნა.

ამ დროს კი საქართველოში ჩაფიქრებული დაჩი მიჯდომოდა საკუთარ სამუშაო მაგიდას, წინ მჯდომ გამოჯანმრთელებულ ტყუპებს შეჰყურებდა და დეტალებში განიხილავდა მომავალში სამოქმედო გეგმას. დიდად ქალის გარევა ამ საქმეში არც მოწონდა და არც სიამოვნებდა, მაგრამ ამჯერად არც უკეთესი ვარიანტი ქონდა მოფიქრებული და არც სხვა გეგმა. მხოლოდ ეიმედებოდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გამოვიოდა და აღარავინ დაშავდებოდა.... (15)

-ფრთხილად იარე, ჯერ კიდევ სუსტად ხარ_გვერდით ამოუდგა თინია ნელა მოსიარულე ბიჭს და ხელი ჩაკიდა.
-ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი პაემანი საავადმყოფოს ეზოში შედგებოდა, თანაც გერმანიაში_მოწყენილად ჩაიცინა თეოდორემ.
-მაინც საუკეთესოა_მშვიდად გაიღიმა თინიამ და ბიჭის შეგრძნებებზე სიამოვნებით გასცრა ტანში. რატომ ხდება, რომ კაცი, რომელსაც რომ შეხედავ მხოლოდ იმას გაიფიქრებ როგორი დესპოტი, მყვირალა და ჯმუხი გეგონება, სინამდვილეში ასეთი დაკვირვებული, ნაზი და სათუთი ბუნებისაა, თეოდორესთვის თითოეული დეტალი თინიასთსან გატარებული დროისა მნიშვნელოვანია და ექიმს ეს უზომოდ ახარებს.
-ღმერთო ჩემო თინია, შენ რა ამაზე უკეთესი პაემანი არ გქონია? ანუ საერთოდ არ გქონია?_გაკვირვებისგან ხმა აემაღლა თეოდორეს.
-ნუ, იმას პაემანს თლად ვერ დავარქმვდი_წარბი მოიქექა ქალმა.
-ღმერთოო, სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეგ ამბავი.

-რა სიმშვიდეა, არა?_ფრთხილად მოსეირნე ბიჭს ახედა თინიამ.
-შენთან ერთად ყველგან სიმშვიდეა.
ისევ სიამოვნების ტალღამ დაუარა თინიას სხეულში, ჯერ კიდევ ვერ ეჩვეოდა ასეთ თბილ და გულღია თეოდორეს, როგორი განსხვავებული აღმოჩნდა. -შემოდგომა გიყვარს არა?_ფოთლებში მოთამაშეს დახედა თეოდორემ.
-ჩემთვის აი ზუსტად ეს ფერი აქვს შემოდგომას, ყვითელი ფოთლები, დასათოვლად შემზადებული ხის ტოტები, მიყვარს რომ შეგიძლია ნეკერჩხლის ფოთლები მარტივი მოძრაობით გაასეირნო ისევ ჰაერში, არ ვიცი, უბრალოდ ეს სიყვითლე მიყვარს_ღიმილით დაასრულა ტიტინი თინიამ და ბიჭზე ახედვა ვეღარ მოესწრო ისე დაეტაკნენ ტუჩებზე.
-შენთვის სწრაფი მოძრაობები ჯერ არ შეიძლება_არსაიდან გამოჩენილმა საბამ სულ გააფუჭა მთელი რომანტიულობა. ჩუმად ხითხითებდა და არაფრად აგდებდა ძმის გამწარებულ სახეს.
-აქამდე დაკაკუნების გამო ხომ გემუქრებოდი თთების მომტვრევით, ახლა ფეხებზე გადავალ_მაშინვე დაუღრინა ძმამ
-ისევ ეს ბალღური იუმორი_ორი თითი მოხარა ჰაერში საბამ
-ექიმიდან მოდიხარ?
-აჰა, სარძლო მიხვედრილი მყავს, ერთ კვირაში მოგცემენ უკან დაბრუნების უფლებას, მანამდე კიდევ დაგაკვირდებიან, მაგრამ ანალიზები ყველანაირად დამაკმაყოფილებელია, ანუ შენი პატარა სისხლულა შვილობილი ოფიციალურად გამოძევებულია.
-და ისევ მე მაქვს ბალღური იუმორი_თავი გადააქნია თეოდორემ და ხელით ახლოს მიიზიდა თინია -ჯობია ისევ პალატაში დავბრუნდეთ, ეს მურმანის უზარმაზარი ეკალი მაინც არ მოგვცემს მოსვენების საშუალებას_წარბები აუწია დემონსტრაციულად მოწყენილ ძმას.
-როგორ დაივიწყე საკუთარი ძმა, ნწ ნწ ნწ_თავი გადააქიცინა საბამ და სიცილით გაყვა უკან წყვილს.
-იარაღი უნდა ვიყო_დარწმუნბით დაიქნია თავი თეოდორემ და ახითხითებული ქალი გულთან მიიკრა.

-და რას ვაკეთებთ? ასე უბრალოდ ვზივართ და ვიცდით?
-სხვა გზა არ გვაქვს იოანე, ჩვენ ხელში არაფერი გვაქვს, იმდენად ბებერი დამპალი ნაბი*ვარია ტექტიკას არ ენდობა, კომპიუტერში ვერანაირი მასალა ვერც კანონიერი და ვერც არაკანონიერი გზით ვერ ვიპოვეთ_გაბრიელის ცივი ხმა გაისმა ოთახში.
-და ეს ექიმი რას იზამს? ლანგარზე დაგვიდებს და მოგვიტანს?
-არც მასე იოლადაა საქმე, ის მათ მოელაპარაკა, შეხვედრას დაპირდა, მხოლოდ ამის გამო არიან გაჩერებულები._დაჩიმ წამით შეწყვიტა ოთახში სიარული.
-და ამ შეხვედრის იმედი რითი გვაქ? მოწმე გახდება? წამში მოიშორებენ_ვერ ცხრებოდა იოანე.
-არა, თავად აქვს სულ სხვა გეგმები, საკმაოდ გამწარებული ჩანდა იმ დღეს, როგორც ჩანს ის ბიჭი მაგრად შეყვარებია, მითხრა გერმანიიდან რომ ჩამოვალ, მერე გავარკვიოთ დეტალებშიო.
-ანუ ჯერჯერობით ვჩერდებით?_დააზუსტა გაბრიელმა.
-რა თქმა უნდა არა, მოწმეები უნდა ვეძებოთ, ამ გოგომ რაცარუნდა მოგვიტანოს საკმარისი არ იქნება, ჩვენც უნდა მივეხმაროთ_დავალება გასცა დაჩიმ.
-ანუ მუშაობას ვაგრძელებთ, მე რამდენიმე ჩემს ნაცნობ ჰაკერს მივაკითხავ, ერთი ორი დედაქალაქშიც ვიცი, გამორიცხულია რაღაც მაინც ვერ ვიპოვოთ.
-მაშინ მე დაზარალებულის ოჯახებს მოვძებნი, დაახლოებით ვიცით როგორ კვდებიან ალბათ ზედმეტი ვინამაც დაინახა, რასაც იღებენ, ამითი მათ მსხვერპლებს გადავარჩევ, ოჯახებს მოვიონახულებ და გავარკვევ რითი გავდნენ ერთმანეთს, სად შეიძლებოდა ერთმანეთი გადაეკვეთათ და იქნებ ვინმეზე გავიდეთ.
-დავალებები უკვე გქონიათ, აქ რაღას მიზიხართ_მაშინვე გაყარა ოთახიდან და წინ გადაშლილ უახლეს მოწყობილობებს გადახედა მომავლისთვის რომელი გამოადგებოდა განყოფილებისთვის.


-ბოლოსდაბოლოს ორი კვირა გავიდა, თქვენ კი ახალი არაფერი გაქვთ_იმდენად ძლიერად დაარტყა ასაკიანმა კაცმა მაგიდას მუშტი წინ მჯდომი რამაზი თითქოს შეხტა და მოიბუზა.
-იმ გოგოსთან გარიგება დავდეთ ბატონო, გერმანიიდან ხვალ ბრუნდებიან, როგორც კი დაბრუნდება თავად დაგვიკავშირდება.
-და ამ ვიღაც ექიმთან რა საქმე გაქვთ? რა გახდა ასეთი ეს ორი ძმა, ბოლობოლო ორივე მოიშორეთ._გაცხარებულმა წინ და უკან სიარული დაიწყო ოთახში.
-ბატონო, ასე უცაბედი გადაწყვეტილება სავალალო იქნება, ხომ იცით რამდენად მნიშვნელოვანი ფირმა აქვთ სახელმწიფოსთვის, ვიღაცეები შეიძლება გავაცუროთ, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც ვისაც გვერდს ვერ ავუვლით და რაღაცას იყნოსებენ
-ვერ ვიტან მაგ ვითომდა ზედმეტად პატრიოტ ხალხს_ბუზღუნით დაუბრუნდა სავარძელს, რამაზი კი მაშინვე გასწორდა როგორც კი იგრძნო საქმის მისკენ შემოტრიალება.
-მაგათ ვინ იტანს ბატონო, ჭკვიანებად მოაქვთ თავი, იმ გოგოს ყველაფერი სულ ფეხებზე *იდია, გვითხრა ოღონდ ხელი არცერთს დააკაროთო და ჩემივე ხელით მოგიტანთ ნახაზებსო, ჩვენც დავჯდეთ და მშვიდად დაველოდოთ, ყოველგვარი წვალების გარეშე.
-მერედა შეიძლება ვენდოთ?
-ნდობით უფროსო მე დედაჩემს არ ვენდობი, აქ საქმე გარიგებაშია, ჩვენ ისე დავტოვებთ, თავად ნახაზს მოგვცემს, თუ არადა ნახა რაც შეგვიძლია, ორი კვირაა ექიმებში დარბიან, შემდეგ ჯერზე უარესი მოუვათ.
-ძმები რომ არ გაჩერდნენ?_მაინც ვერ მშვიდდებოდა კაცი.
-იმათ გოგოზე მოველაპარაკებით, სანამ ვინმეთი დავაშინებთ, მანამდე შეგვეძლება ჩვენის გატანა.
-რაღაც მაინც არ მომწონს ეგ საქმე, მაგრამ კარგი, ამ ერთხელ შენებურად იყოს. იცოდე თუ ჩააფლავებ......_ თით დაუქნია წამომდგარ რამაზს.
-ჩემივე თავით ვაგებ, დიახ ვიცი_ნერწყვი გადაყლაპა კაცმა და ოთახი დატოვა. -ბებერი ნაბი*ვარი_ღვარძლიანად ამოილაპარაკა ხმადაბლა და შიშით მიმოიხედა არავინ გამიგონოსო. მალევე დატოვა შენობა და თავის სამფლობელოს დაუბრუნდა.


მაინც განსხვავებულად იგრძნობოდა მშობლიური ჰაერი, წვიმიანი ამინდით ეგებებოდა სამშობლო დაბრუნებულ შვილებს და მონატრების მოკვლას არ აპირებდა გასეირნების საშუალებით. კოკისპირული წვიმა და დამატებული ცივი ქარი, შემოდგომად ზამთართან აიგივებდა და ადამიანს გარეთ გასვლის სურვილს უკლავდა. მაინც ბედნიერებმა მიმოიხედეს აეროპორტში და დამხვედრ მანქანაში ჩაჯდნენ. კოპიტნარიდან სახლამდე ნახევარი საათი სჭირდებოდათ და მიდამოების თვალიერებით კლავდნენ დროს. სახლში შესულებს თვალცრემლიანი ლამარა გამოეგება და ცხელი კერძით გაუმასპინძლდა.
-კომფორტულად ხარ? _ბალიში გაუსწორა დაწოლილ თეოდორეს თინიამ.
-შენ რომ მყავხარ გვერდით ცუდად ვერასდროს ვიქნები_პირდაპირ თვალებში ახედა ზედმეტად ახლოს მყოფ გოგოს.
-ჯერ კიდევ ვერ შეგეჩვიე ასეთს_ღიმილით გადააქნია თავი თინიამ.
-მოდი ჩემთან_ხელი დაარტყა გვერდით ცარიელ საწოლზე ბიჭმა.
-ზედმეტად მაცდური წინადადებაა_თვალები მოჭუტა ქალმა.
-უზრდელებო, ცოტა თავი შიკავეთ, შენ კიდე მაგხელა სახვევით რა პირველი ღამე და მოფერებები აგიტყდა თვალში ძლივს იხედები_საბას მხიარული ხმა გაისმა ოთახში.
-არა, ნამდვილად უნდა დავიბრუნო ჩემი იარაღი_თვალები დახუჭა თეოდორემ.
-რადგან საიმედო ხელში გტოვებ, მე წავალ.
-საით?_ბავშვივით გაეტირა ბიჭი
-საქმეები უნდა მოვაგვარო_ორაზროვნად გაიღიმა თინიამ და წამიერად მიუახლოვდა ბიჭს -ძალიან მიყვარხარ_არ მოერიდა საბას ისე აკოცა და ოთახი დატოვა
. (16)
სახლში დაბრუნებული თინია იმაზე დაბნეული დადიოდა ვიდრე ოდესმე, ლამის თავიც ვერ აეწია მაღლა. უგემურად მიირთვა სადილიც და თეოდორეს გვერდით წამოგორდა საწოლში.
-იყავი სამსახურში?
-კი რა თქმა უნდა.
-პრობლემა ხოარ არის რამე?_გვერდიდან მოვლით სცადა რაიმეს გაგება ბიჭმა.
-არა, დირექტორს ბოდიში მოვუხადე ჩემი გაუფრთხილებლად წასვლის გამო, თუმცა რადგან სამი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ დავწერე შვებულება პრობლემა არ იქნება.
-მაშინ კარგია, გინდა ფილმი ჩავრთოთ?_მიხვდა ქალს საუბარი არ სურდა და დროებით მოცდა არჩია.
-დიდი სიამოვნებით_ლეპტოპი გადმოიღო თინიამ და ბეჭზე მიეხუტა.
ასე რთულად არც ერთი ადრინდელი საათ ნახევარი არ გასულა, არც ერთ სცენაზე გაცინებია, თითქოს არც უყურებდა, ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა, ფაქტი იყო რაღაც პრობლემა ქონდა, გადაწყვეტის გზებს კი მარტო ეძებდა.
-თინი, რა ხდება?_ ლეპტოპი დახურა თეოდორემ და ექიმს მიუბრუნდა.
-ვგიჟდები შენს დაძახებულ თინიზე_ბიჭის კისერში ჩაძვრა თინია და სახე დამალა.
-ვიცი, მაგრამ ახლა თავის დაძვრენა არ გამოგივა. მითხარი, რა ხდება?
-ხომ გთხოვეთ ბავშვის კეთებისას კარი ჩაკეტეთთქო_საბა შემოვარდა ოთახში.
-ახლა არა, გთხოვ_მაშინვე გახედა თეოდორემ.
-გასაგებია_ძმის სერიოზულ სახეზე მიხვდა საბა ყველაფერს და წამებში გაქრა თვალთახედვიდან.
-არის რამე რაც უნდა ვიცოდე? დედაშენმა თქვა რამე?
-დალიმ? რა უნდა ეთქვა?
-ვიცოდი, ჩვენზე გაიგო და უკან დაბრუნებას გთხოვს?_ამოიხვნეშა თეოდორემ.
-დედამ ჩვენზე თავიდანვე იცოდა, მე აღარ მომწონს ასე, არ შემიძლია, მგონია რომ რაღაცას ვაფუჭებ._თავის დაძვრენის საუკეთესო საშუალება გამონახა თინიამ.
-რატო? აღარ მოგწონს აქ? ვინმემ რამე გითხრა?
-რა თქმა უნდა არა თეოდორე, მე ვფიქრობ ასე.
-ამიხსენი რატომ? რამეს ვაშავბთ? რამე ზედმეტს ვაკეთებთ?
-უბრალოდ ხალხის თვალისთვის ცუდად ჩანს, შეყვარებულები ერთად ვცხოვრობთ, შენ რას იტყოდი ამ დროს სხვაზე?
-ოდესმე ვინმეზე რამე მითქვამს? მე ჩემ თავთან ვარ მართალი, ვიცი, რომ ზედმეტს არასდროს არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც არ გენდომება, რაში მაინტერესებს სხვა რას იტყვის და იფიქრებს.
-მაგრამ .........
-არავითარი მაგრამ თინი, იცი, როდესაც რაიმე მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მივიღო ყოველთვის ერთი რამ მახსენდება. ერთხელ დროის გაყვანისთვის ინტერნეტში ვიძრომიალე და ერთ ფოტოს გადავაწყდი, რომელზეც პატარა მოქმედებები იყო აღბეჭდილი, ერთზე ცოლ-ქმარს ვირი ცალკე მიყავდათ, ხალხი კი ეძახდა რატომ ზედ არ ჯდებითო, მეორეში ზედ იჯდნენ და ამჯერად იმას უყვიროდნენ ცხოველი არ გეცოდებათ, თავად წადითო, მესამეში მხოლოდ ქალი იჯდა, ამიტომ ქმარზე ქილიკობდნენ ნახე ცოლი ზედ შეუსვამს თავად ფეხით მიზდევსო, მეოთხეში კიდევ კაცი იჯდა და სულ გაგიჟდნენ, ცოლი ფეხით მისდევს ის კი ზედ წამომჯდარაო. ხალხი ბრბოა თინი, მაინც ყოველთვის იმას იტყვიან რაც უნდათ და აწყობთ, ახლა რომ წახვიდე იმას იტყვიან ნახე ერთად ცხოვრობდნენ და ეტყობა ან დაშორდნენ ან გამოაგდოო, არ წახვალ ნახე საყვარლები არიანო, სხვაგან გადავალთ და ძმა ვერ აიტანა ალბათო. ისინი ყოველთვის, ყველაფერზე გააკეთებენ კომენტარს.
-ვიცი_ბიჭის კისერში ამოიზლუქუნა ქალმა და პასუხი ვეღარ გასცა ისე შერჩა სიტყვები პირზე.

ერთი კვირა სრულ არეულობაში გავიდა, როგორც იქნა ექიმი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა და გულის გადასაყოლებელიც იპოვა, ცდილობდა სამსახურში ბევრი დრო გაეტარებინა და თითქმის ერთ თვიანი გაცდენა აენაზღაურებინა. უკვე აშკარა იყო როგორ გაურბოდა ძმებს და ეს სიშორე თეოდორეს უკვე ზედმეტად აწუხებდა. ხვდებოდა აქ მხოლოდ საცხოვრებლის პრობლემა აღარ იყო და ფიქრობდა როგორ გაეგო რა სჭირდა სინამდვილეში თინიას.

ზედმეტად დაღლილი გამოვიდა ერთ დღეს საავადმყოფოდან, უკვე ყელში უჭერდა ყველანაირი სიყალბე და მლიქვნელობა, ცრემლები მოსკდომოდა თვალებზე და მთელი ძალით ცდილობდა შეეკავებინა. ტელეფონზე უკვე დაბინდული თვალებით აკრიბა ნაცნობი ნომერი და მხოლოდ ორი სიტყვის თქმა დასჭირდა:
-ანა, მჭირდები.

ნახევარ საათში ხმაურიან კაფეში იჯდნენ და მომავალ დღეს გეგმავდნენ. ბებოს მონახულება გადაწყვიტეს წყალტუბოს სოფელში და აშკარად სჭირდებოდათ მანქანა.
-ოღონდ ჩემი დაცვა არა, მოაშორე აქედან_ხელი აიქნია ცოტა შეზარხოშებულმა თინიამ
-ახლავე მოვიყვან რაშს_შეყვარებულის ნომერი აკრიბა ანამ და რამდენიმე წლის წინ აღებული და მივიწყებული მართვის მოწმობა მოიჩხრიკა. მალე მოაკითხათ მანქანამ და სიცილით გავიდნენ გარეთ. გაკვირვებულმა გადახედა გიორგიმ მის შეყვარებულთან ატუზულ უცნობ, თუმცა სურათებიდან ნაცნობ ექიმს.
-ხომ მშვიდობაა?
-ღმერთო როგორი გაფართოებული თვალებით გვიყურებ_ისევ სიცილის ტალღა მოაწვა ანას. -იმედია მალე გვექნება_აწეული წარბებით მიანიშნა ნასვამ დაზე.
-გამარჯობა გენაცვალე_თამარ ღლონტის ღიმილი შეაგება თინიამ და მის სახეზე მორიგი ისტერიული სიცილი მოაწვა.
-ქალბატონო თინია?_დაცვის ერთ-ერთი წევრი მოადგა უკან. -ბატონმა თეოდორემ სახლში წამოსვლა შემოგთავაზათ_მანქანისკენ მიანიშნა კაცმა.
-უყურე შენ ბატონ თეოდორეს, ხოდა გადაეცით თინია ორი დღით შვებულებაშიათქო, თქვენც არ გამომყვეთ, დღეს ჩემი და ანას დღეა_გიორგის ხელიდან გასაღები აართვა, მის დას ესროლა და კომფორტულად მოკალათდა.
-ყველაფერს მერე აგიხსნი რა, ვეცდები არაფერი გავუფუჭო და მალე დაგირეკავ, მიყვარხარ_წამებში მოახსენა ანამ გახევებულ ბიჭს, თავადაც მიუჯდა დას გვერდით და მანქანა დაქოქა. -კიდევ კარგი ავტომატიკაა_ამოიხვნეშა და გაზის პედალს დააჭირა ფეხი.


-არ მაპატიებს ან, არასდროს მაპატიებს_შუა გზაში ტირილი აუვარდა თინიას.
-გთხოვ მითხარი ასეთი რა ჩაიდინე_მაშინვე გადააყენა ანამ მანქანა და დას მოხვია ხელები.
-ვუღალატე, ისეთ რაღაცაში ვუღალატე აღარც გამომხედავს.
-მაშინ რატომ გააკეთე ეს?
-ცოცხალი რომ იყოს ანა, მირჩევნია ვერ მიტანდეს, მაგრამ ვიცოდე რომ სადღაც დადის, მირჩევნია უჩემოდ იყოს, მაგრამ იცხოვროს.
-შენ იცხოვრებდი ამ მბის შემდეგ თინ? შენთვის რომ თეოდორეს ეღალატა და ზურგი ექცია, როგორ გააგრძელებდი ცხოვრებას?
-ღმერთო რა გავაკეთეეე_ლამის შეტევაში გადაუვიდა თინიას ტირილი და ვეღარც ანა ახერხებდა მის დაწყნარებას. თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო, ყველანაირი ტირილი, მოთქმა, გოდება და ვედრება, სინდისის ქენჯნაც ზედმეტი იყო. უკვე ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი ზედმეტი იყო.


მეორე დილით თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, ღიმილით შევიდა სახლში, მაშინვე შემოხვდა კიბეებზე ჩამომავალი თეოდორე და წამებში მოექცა ბიჭის მკლავებში.
-მომენატრე, არც ერთხელ მიპასუხე_წყენა ჩანდა ბიჭის ხმაში.
-მაპატიე, დაფიქრება მჭირდებოდა_უკვე ძველი თინიასი გრამიც აღარ იყო დარჩენილი, -ჩაიცვი, მივდივართ.
-თინი, ხომ იცი ისედაც ერთ თვეზე მეტი გამიცდა სამსახურში, თან ახალი კონტრაქტი გვაქვს, ხვალ სამსახურში გავდივარ.
-ხვალ უკვე აქ ვიქნებით, გთხოვ რა, დაცვა გველოდება.
-იცი, რომ უარს ვერ გეუბნები არა?
-რა თქმა უნდა და ვიყენებ_გაეცინა თინიას და ბიჭს ოთახისკენ უბიძგა, რამდენიმე წუთში კი უკვე მანქანით ზღვისპირეთისკენ მიქროდნენ.
-რამე განსაკუთრებული ხდება?_აღტკინებულ ექიმს დახედა თეოდორემ.
-არავინ იცის ხვალ რა მოხდება, ამიტომ მინდა ბედნიერი მოგონებები მრავლად მქონდეს_ღიმილით აკოცა თინიამ ბიჭს და კალთაში თავი ჩაუდო რომ დაეძინებინა.
თითქმის მთელი გზა ეძინა, ნერვიულობისგან გადაღლილს ნამდვილად სჭირდებოდა დასვენება, უკვე ქობულეთში შედიოდნენ რომ შეაღვიძეს.
-სადმე გაქვს ოთახი დაჯავშნილი?
-რა თქმა უნდა_ამაყად გაუწოდა მძღოლს დაწერილი მისამართი და ჩანთას სტაცა ხელი, -ჩქარა ჩქარა, წყალშიც უნდა მოვასწრო ჩასვლა_მაშინვე გადახტა გაჩერებული მანქანიდან და მიმღებში შევარდა.
სწრაფი ტემპით დაბინავდნენ, გამოიცვალეს და ზღვისკენ წავიდნენ, მონატრებულებმა გული იჯერეს ცურვით, თუმცა თეოდორე ნაკერებზე მარილიანი წყლის მოხვედრას ერიდებოდა და ღრმად არ შეუცურავს.
-სექტემბერში ბევრად სასიამოვნოა_საღამოს ჩამავალ მზეს მიეფიცხა თინია.
-თანაც ბევრი ხალხიც არ არის_გვერდით მიუწვა თეოდორეც და პირსახოცით გაიმშრალა სხეული.
-ცუდია, რომ ერთი დღით ვართ.
-არაუშავს, ყველაფერს მოვასწრებთ__თვალი ჩაუკრა და ცოტა ხნით მანაც მზით ტკბობა გადაწყვიტა.
ვახშმობა ზღვის ხედით მქონე რესტორანში გადაწყვიტეს, გაეღიმა თინიას როგორ ზუსტად ახსოვდა თეოდორეს მისი საყვარელი საჭმელები, სასმელი და როგორ ცდილობდა მისთვის კარგი კომპანიონობა გაეწია. ბევრი იმხიარულეს, სეირნობისას სუვენირების მაღაზიაში იმ დღის სამახსოვროდ ნამდვილი ქვებით გაწყობილი ტყავის სამაჯურები შეიძინეს, ერთად გაიკეთა ორივემ და ღიმილით გადახედეს ერთმანეთის ხელებს. გაკვირვებული მიყვებოდა ქუჩას თეოდორე თინიასთან ერთად და ვერაფრით ხვდებოდა როდის ან როგორ შეიცვალა ასე. საღამოს 7 საათზე გარეთ მისეირნობდა, ქალთან ხელიხელ ჩაკიდებული, ეკეთა ტყავის სამაჯური და 24 საათის მანძილზე ბედნიერებისგან სულელივით იღიმოდა, თინია კი ვერაფერს უხერხებდა მომავლის შიშს, არ უნდოდა დილა გათენებულიყო, უნდოდა ყოველი წამი ამ საღამოსი სამუდამოდ გაყინულიყო და გონებაში ჩაბეჭდილიყო. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფიქრებით დაბრუნდნენ სასტუმროში და ოთახში განმარტოვდნენ. თინიამ ზუსტად იცოდა რაც სურდა, თავისი გრძნობისა და გადაწყვეტილების სისწორეში დაწრმუნებული იყო, ამიტომ სააბაზანოდან გამოსულ თეოდორეს, საწოლთან სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი დახვდა და მთელი სხეულით, გულითა და გონებით ჩაიკარგა თეოდორეს მხურვალე მკლავებში. თითქოს ცოცხალი ორგანიზმივით ანათებდა იმ ღამით ოთახში დაბუდებული ბედნიერება. (17)

დილა იმაზე ბედნიერი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე წარმოიდგენდა. გადასაფარებელში გახვეულს გაეღვიძა თინიას, მაშინვე გადახედა მშვიდად მსუნთქავ თეოდორეს და ავტომატურად გამოესახა სახეზე ღიმილი, რამდენიმე წამი დასჭირდა, მიუცუცქდა ბიჭს და კისერში ჩაუძვრა ცხვირით. რამდენჯერმე ღრმად შეისუნთქა სურნელი და ცხვირი გაუხახუნა.
-ვერ წარმომიდგენია უკეთესად დილა ან საერთოდ დღე როგორ უნდა დაიწყო_თეოდორეს ბოხი ხმა გაისმა და თვალის გაუხელად გაიღიმა.
-ძალიან მიყვარხარ_ყურთან უჩურჩულა კაცს და ღიტინზე სიცილი აუტყდა.
-ნუთუ? აბა კიდევ გაიმეორე_თეოდორეც აყვა სიცილში.
-მიყვარხართქოო_სიცილში წამოიკივლა ქალმა და უკვე ქვემოთ იგრძნო ნაცნობი ხელები.
-შენ რომ იცოდე მე როგორ მიყვარხარ_უკვე დაბოხებული ხმით მოეწყო ქალის ზემოდან და ანთებული თვალებით დახედა აწითლებულ თინიას.


-აუცილებელია წავიდეთ?_უკვე მოწყენილი იყო ჩაცმულ-გამოწყობილი თინია ლოგინზე გადაწოლილი.
-რომ შემეძლოს სამუდამოდ შენთან დავრჩებოდი აქ, ახლა უბრალოდ ადგილმდებარეობა უნდა შევიცვალოთ_ჩაცინებით წამოაყენა ფეხზე და ტუჩებს მიუახლოვდა -ვერც ვეღარასდროს მომიშორებ.
-არასდროს მინდა მომშორდე, გთხოვ არასდროს მომშორდე_მთელი ძალით მოხვია ხელები ბიჭს და ცრემლების დასამალად სახე მკერდში ჩაურგო.
-უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი_თავზე აკოცა თეოდორემ და გაბუტული ქალი კარისკენ წაიყვანა. უკანა გზაზეც მხიარულებას ინარჩუნებდა თინია, ნაცნობი სიმღერა როცა გაიჟღერებდა ხმამაღლა ყვებოდა, თეოდორესაც არ აძლევდა მოსვენებას და გიჟებივით მღეროდნენ მთელი გზა ხმამაღლა სიმღერებს.
-ჩემ დასთან დამტოვე რა_ქალაქში შესვლისას თითქოს სუნთქვა გაუძნელდა თინიას და წამალივით სჭირდებოდა დასთან ლაპარაკი.
-არის უფროსო_გვერდულად გაუცინა თეოდორემ და ნაცნობი უბნისკენ გადაუხვია მანქანა.

სახლში მისულს დედის გარდა არავინ დახვდა, როგორც ჩანს დალის ანას შეყვარებულზე გაეგო და ცოტა დაწყნარებული ჩანდა, თინიაზე ისედაც იცოდა და უკვე ამშვიდებდა იმის ცოდნა, რომ მის შვილებს ძლიერი მამაკაცები ყავდათ გვერდით და არაფერი გაუჭირდებოდათ.
-დედი, ბედნიერი ხარ?_სამზარეულოში ჩამოუჯდა წინ თინიას.
-ვარ დე, უბრალოდ ამ ყველაფრის დაკარგვის მეშინია.
-ეგ ჩვეულებრივი ამბავია შვილო, ბედნიერების დაკარგვის ეშინია ადამიანს, თორემ უბედურს არც არაფერი აქვს დასაკარგი. ეცადე ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ბოლომდე შეინარჩუნო.
-მაგრამ ეგ არც ისე იოლია დედა_მწარედ გაეღიმა თინიას.
-იოლი რომ იყოს ყველა გაღიმებული ივლიდა, როცა ამის მიზეზს იპოვი, უფლება არ უნდა მისცე გაგექცეს, ჩემი ბედნიერება თქვენ ხართ, მაგრამ რომ ვხედავ სხვა სახლში თუ ოჯახში ბედნიერები ხართ, ვჩერდები და არც სიმარტოვეზე ვამბბ უარს, საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო._ხელი ხელზე დაადო შვილს.
-და თუ ეს საფრთხეს მოუტანს? თუ ამითი გავანადგურებ?
-უკვე 7 თვეა დედა იქ ცხოვრობ, უნდა იცნობდე და იცოდე მისი ხასიათი, დაფიქრდი, რა უფრო გაანადგურებს, სხვა რამ, თუ შენგან მიყენებული ტკივილი.
-მადლობა დედა_გაუღიმა შვილმა და ფიქრებით სავსემ დატოვა სახლი.
არასდროს ყოფილა გზა ამდენი ემოციით სავსე. აქამდე, როდესაც საავადმყოფოდან გამოძახებას მიიღებდა არც დრო ქონდა ქუჩაში ყურების და არც სურვილი, იმაზე ფიქრობდა როგორ ეშველა პაციენტისთვის, რა ხერხები შეეძლო გამოყენებინა და ვინ როგორ დაეხმარებოდა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო, თითქოს პროფესია შეიცვალა, ცდილობდა ფიქრები იმ საქციელზე, რის გაკეთებასაც აპირებდა გვერდით გადაედო და ხალხს დაკვირვებოდა. ხედავდა როგორ მოძრაობდა ხალხი ქუჩაში, ზოგი შემოდგომის მზეს ემალებოდა, ზოგი გასულ ზაფხულს ვერ ელეოდა და აკანკალებული ისევ თხლად ჩაცმულები დადიოდნენ, ერთი ახალგაზრდა გოგო ცრემლებით სავსეც კი დაინახა. ალბათ როგორი მარტივი პრობლემა ქონდა, ჩხუბი მამასთან ან შეყვარებულთან, ეს ხომ ის მომენტია, როცა გგონია სამყაროს აღსასრული მოვიდაო. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ სხვის ტკივილზე არაფერი ვიცით, წარმოდგენაც კი არ გვაქვს ვინ როგორ განიცდის სხვადასხვა ამბავს, შეიძლება ადამიანი უძლიერესი ჩანდეს, მაგრამ არავინ იცის როგორ იტირებს ის საპირფარეშოში შესვლისას, არავინ იცის ვინ რას გააკეთებს კრიტიკულ მომენტში და ვინ რაზეა წამსვლელი. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ეს კარგია თუ ცუდი, სწორედ ამითია ცხოვრება მრავალფეროვანი.
როცა სასურველ ადგილს მიუახლოვდა, უკვე დარწმუნებული იყო საკუთარ გადაწყვეტილებაში, ფიქრები მართალია, ჯერ კიდევ ერთმანეთში ერეოდა, მაგრამ იცოდა რასაც გააკეთებდა. სავსე გონებით შევიდა ნაცნობ შენობაში და სათათბიროში განცალკევებით მჯდომ ბიჭებს მიუახლოვდა. მორიდებით დააკაკუნა კარზე და ღიმილით შეაღო.
-თინი_გახარებულმა შესძახა თეოდორემ და ფეხზე წამომდგარი შეეგება საყვარელ ქალს. -აქ არ გელოდი.
-მომენატრე_გულზე მიეხუტა და სახე კაცის მკერდში ჩამალა.
-მეც სულ მენატრები საყვარელო_უცებ აკოცა ტუჩებზე ბიჭმა და სკამისკენ მიუთითა. -დაჯდები?
-მადლობა, საბა როგორ ხარ?_ახლა მომავალი მაზლისკენ გაიხედა
-მალე გული ამერევა, იმედია არავინ არასდროს არ შემიყვარდება_თვალები გადაატრიალა ვითომ დამალული ღიმილით და წყვილი განმარტოებით დატოვა.
-საღამოს სადმე გავიდეთ?_მაშინვე გვერდით მიუჯდა თეოდორე და ხელზე მოეფერა.
-მირჩევნია კომედიების საღამოები გავაგრძელოთ.
-ნება შენია, ისეთი რაღაცეების მოწყობისა და კეთების სურვილი მიჩნდება, რასაც ვერ ვიფიქრებდი_თავი სიცილით გადააქნია და ხელი მოუჭირა.
-შეგვიძლია აივანზე რომანტიული ვახშამი მოვაწყოთ_წარბები აათამაშა თინიამ და გამოიწვია კიდეც თეოდორეს გადახარხარება.
-რა სხვანაირი ხარ ასეთ როლს რომ ირგებ, ეგ მე უნდა შემომეთავაზებინა.
-ღმერთო სულ დამავიწყდა, დღეს ცოტა გვიან მოვალ, ამიტომ არჩევანი შენზეა. ეს ახალი იარაღის მასალებია?_თემა შეცვალა და მაგიდაზე გადაშლილ ნახაზებს დააკვირდა.
-ეგ არის, საბოლოო შტრიხებს ვათანხმებთ და ხვალ კონტრაქტის შესრულებას ვიწყებთ, ისედაც დიდხანს გადავდეთ ჩემს გამო.
-გასაგებია_თავი დაუქნია ქალმა და მორიდებით ახედა საყვარელ კაცს, -შეგიძლია წყალი მომიტანო? პირი საშინლად გამიშრა და მალევე წავალ უკვე ისედაც მაგვიანდება.
-რა თქმა უნდა_მაშინვე გაუღიმა თეოდორემ და ფეხზე წამოდგა.
-თეოდორე, ძალიან მიყვარხარ, მინდა ეს ყოველთვის გახსოვდეს, მინდა დარწმუნებული იყო, რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს გადავწვავ თუ მეცოდინება, რომ ეს შენი სიცოცხლისთვის იქნება აუცილებელი. ვიცი, ვიცი, რომ ეგოისტურად ვმსჯელობ, მაგრამ შენმა სიყვარულმა ეგოისტიც გამხადა, უბრალოდ მინდა იცოდე, მინდა გახსოვდეს, რომ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე წინ იდგები და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნები._კარებთან მისული თინიას ხმის გაგონებაზე შეჩერდა და გაკვირვებული მობრუნდა უკან. რამდენიმე წამს პირდაპირ თვალებში უყურებდა ქალს, შემდეგ უპასუხოდ მიუახლოვდა, ვნებიანად შეეხო ტუჩებზე და ცოტათი მოახერხა წყურვილს მოკვლა. ოთახიდანაც შეუპასუხებლად გავიდა,თუმცა უკანდაბრუნებულს თინიას სკამიუკვე ცარიელიდახვდა.

აცრემლებულიმიაბიჯებდა მომზადებულითინია მიტოვებული შენობისკენ და გული გაორმაგებით უცემდა, ტელეფონი, რომელიც თეოდორეს თავისუფლების ბილეთი ეგონა ხელში ეჭირა და მაგრად უჭერდა თითებს. აკანკალებულმა შედგა ფეხი ჩამონგრეულ კარში და წამით შეხტა წინ ორი ახმახის დანახვაზე. გზა გადაუღობეს და ხელით ანიშნეს გაჩერებულიყო.
-უსაფრთხოების ზომები, ქალბატონო_მაშინვე მიუახლოვდა ერთ-ერთი მცველი და ამაზრზენი ღიმილით დაუწყო ხელების ფათური. ამას არ ელოდა და წამიერად გაშრა, თითქოს ყველანაირი უკან დასახევი გზა მოუჭრეს, მხარზე დამაგრებული ჩამწერი მოწყობილობა სიცილით ამოაძვრეს და ხელით წინ წასვლისკენ უბიძგეს. ჩანთაშ სათადარიგო მოყობილობას ვერც გამოიყენებდა, რადგან ჩანთა საერთოდ მეორე ოთახში მოისროლეს და თვითონ ზემოთ ასასვლელი ნახევრად დანგრეული კიბისკენ წაიყვანეს.
-იმედები გამიცრუეთ_ჯერ კიდევ ცარიელ დერეფანში მდგომმა გაიგონა რამაზის ნაცნობი, გულის ამრევი ხმა.
-მე შეთანხმება არ დამირღვევია_განრისხება შემოაწვა თინიას.
-თუმცა გაცურება მოინდომეთ.
-თქვენ გაცურებაზე მე მეუბნებით რამეს? უბრალოდ მარიონეტი ხართ, ეტყობა თქვენი უფროსი იმდენად ღელავს თავის მოდუნებულ ტაკოზე, რომ გარისკვის ეშინია, თქვენ კი არაჩვეულებრივი ვარიანტი ხართ, რამე რომ მოხდეს, ყველანაირად შეუძლია თქვენზე შეიხოცოს ხელი.
-მე თქვენ ჭკვიანი მეგონეთ ქალბატონო თინია და სიმართლე რომ გითხრათ არც შევმცდარვარ_სრულიად უცხო ხმა მოესმა სიბნელიდან და გამოჩნდა კიდევაც ასაკიანი, თეთრი თმით შევერცხლილი დეპუტატი, რომელიც არაერთხელ ენახა ექიმს ტელევიზიით.
-ბატონო თეიმურაზ_გაოცებულმა დაახამხამა თვალები თინიამ და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
-ვერ მოვითმინე პირადად არ მენახეთ, იმდენი მსმენია უკვე თქვენზე, ვერაფრით შევეკამათე საკუთარ თავს, ასე მგონია უკვე კარგად გიცნობთ, ჩამწერი მოწყობილობაც ვივარაუდეთ, ვაღიარებ, ნამდვილად ისეთი ლამაზი ხართ როგორც რამაზი აღნიშნავდა_ჩაეცინა კაცს და რატომღაც შიშის დავლა იგრძნო თინიამ სხეულში. მხოლოდ ახლა გადახარშა, რომ სრულიად მიყრუებულ ადგილას იყო უამრავი მამაკაცით გარშემორტყმული და რომ დაჭირვებოდა მშველელად აღარავინ ყავდა.
-ნუ შეშფოთდით, აქ ამისთვის არ ხარ, მოიტანე რაც გთხოვეთ?
-რაღაც თქვენს მეთოდს თხოვნას ვერ დავარქმევდი.
-შეიძლება ეგრეც ითქვამს, თუმცა მოდი მაყურებლების რიგი გავზარდოთ. მოაბრძანეთ ყმაწვილები_მხიარულად დაიძახა და იგრძნო თინიამ როგორ შეუნელდა გულისცემა.ოთახის მეორე მხრიდან თეოდორე და საბა გამოჩნდა,ორივე წამით არიხრიდა წარბს და სერიოზული სახეებითმოიწევდნენწინ.
-თინია_ამოოხვრასავით გაისმა თეოდორეს მკაცრიხმა.
-მაპატიე,ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა.
-მაინც როგორ? ნახაზებს მოიპარავდი, მატ გადაცემდი და ყველაფერი მორჩებოდა?_ამჯერად თეოდორეს ხმაში სიმკაცრეს იმედგაცრუებაც დაემატა და თითქოს თინიას შენელებულ გულისცემას ფეხებში ძალის დაკარგვაც დაემატა.
-მოდი, ეგ ყველაფერი ცალკე გაარჩიეთ, მე კი სასურველი ნახაზები გადმომეცი_ხელი აკანკალებული ქალისკენ გაიშვირა, -მომეცი მობილური.
-არ გაბედო_ისე მკაცრად გაისმა თეოდორეს ხმა წამიერად შეხტა თინია.
-არ შეუძლია, იცის რაც მოხდება თუ პირობას არ შეასრულებს, იცი თქვენზე დაფიქრებით რა გავარკვიე? შენი ბიჭი იმაზე ჭკვიანია ვიდრე საჭიროა, შენით დავემუქრე, თუმცა მაინც ფიქრი და გაწონასწორებული მოქმდება არჩია, შენ კი მაშინვე ღალატი გადაწყვიტე , შედეგი ერთია, ქალები იმპულსურები, უჭკუოები და მარტივად მართვადები ხდებით როცა გიყვარდებათ._მონათმფლობელივით გაიშვირა ხელი და ქალს ცბიერი ღიმილით დაუქნია თითი. ისიც მონუსხულივით გაემართა მისკენ და მიახლოებულმა მისი ჭკუით ბოლოჯერ გახედა სახეწაშლილ თეოდორეს.
-ისიც ისევე დააშინე როგორც მე? მას ჩემით დაემუქრე აქ რომ მოგეყვანა? აღარ დაიღალე? უბრალოდ გაუშალე ყველა კარტი და იმით მაინც დამეხმარე, რომ ჩემი თავი არ
-ეგ არაფერში მჭირდება, მე ისედაც მშვიდად და სრულიად თავისუფლად ვცხოვრობ, ამ გეგმით კი საბშეიძულოს.ოლოოდ გავთავისუფლდები ყველაფრისგან._მხრები აიჩეჩა და გაღიმებულ რამაზს ნიშნისმოგებით გადახედა.
-მაშინ რატომ დაგვესხი თავს?_ვეღარ იკავებდა მოწოლილ მრისხანებას ვერც საბა -თუ ეს ყველაფერი ისედაც დაგეგმილი გქონდა, ჩვენი მოკვლა რად გინდოდა?
-გასართობათ, ნუ უფრო იოლი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა რაღაც მომენტში მინდოდა ცოტა გამოძრავებულიყავით და ცოტა გართობა გადავწყვიტე_მხრები აიჩეჩა კაცმა.
-და შენთვის ადამიანის მოკვლა არაფერია? ასე მარტივია? თითქოს ბუზს კლავდე?_წარბსაც არ იხრიდა თეოდორე.
-ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, თუ ვინმეს არ გადაუარე. ეს ხომ ასეთი ნათელი და მარტივია, ახლა კი გვეყო, მომეცი სანამ მუქარა შევასრულე_ხმა გაიმკაცრა დეპუტატმა და გაისმა კიდევაც იარაღის გადატენის ხმა.
-მაპატიე_ცრემლებით დანამული ლოყები ცალი ხელით შეიწმინდა და ტელეფონი კაცს ჩააბარა.
დაბინდული თვალებით იხეოდა უკან და გარანტირებული სიკვდილის მოლოდინში უნდოდა უკანასკნელი სახე თეოდორესი ყოფილიყო, თუმცა ვერაფრით დაინახავდა მის იმედგაცრუებულ მზერას.
თვალები დახუჭა და ტყვიის გასროლას დაელოდა, როცა მოვლენები სრულიად სხვაგვარად წარიმართა. ირგვლივ თითქოს ყველაფერი გათეთრდა და ხმის გამაძლიერებლით დაჩის ნაცნობი ხმა გაისმა.
„გირჩევნიათ ჩაგვბარდეთ, ალყაში ხართ“
ეს თავიდანვე გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ თინიას ხომ მოსასმენები ჩამოართვეს? საიდან იცოდა დაჩიმ როდის იყო სწორი დრო?(18)

რამდენიმე კვირით ადრე:

საოცრად გაბრაზებული გამოვარდა სახლიდან თინია, ამ საქციელს უკვე აღარავის შეარჩენდა, ბოლომდე იბრძოლებდა და თავისას აუცილებლად გაიტანდა. დაცვის გამოყენებულ მანქანაში შეხტა და მართვის მოწმობის არ ქონის მიუხედავად თამამად გადაწია გასაღები. გაახსენდა როგორ ღიმილით ასწავლიდა ტარებას თეოდორე, როგორ მომთმენად უხსნიდა და თითოეულ დეტლს ამახსოვრებინებდა. მოწოლილი ცრემლები უკან გაგზავნა და მოახლოებულ დაცვას ხელი აუქნია.
-გასასვლელი გამიღეთ.
-ქალბატონო თინია, ხომ იცით რომ მარტო ვერ წახვალთ?
-თქვენი უფროსი ახლა მხოლოდ მე დავრჩი, ამიტომ გამიღეთ ეს საჯანდაბე კარი და მარტო დამტოვეთ_პირველად დაუღრიალა ასე ადამიანს და სასურველი შედეგიც მიიღო, ვერსად წაუვიდა დაცვა იმ ფაქტს, რომ ამ წუთას ქალბატონი იყო მათი უფროსი და ბრძანება უნდა შეესრულებინათ. მოუხერხებლად გადავიდა ეზოდან თინია ქუჩაში და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. სასეირნოდ ისეთ უბნებს არჩევდა ბევრი მანქანა რომ არ შეხვდებოდა, თორემ ავარია ნამდვილად არ აწყობდა. რა შეიძლებოდა მოეფიქრებინა? რითი ეცადა ყველა გადაერჩინა? კარგი ვთქვათ რამე მოეფიქრებინა, მერე? თავადაც თუ კანონს დაარღვევდა შედეგს ვერ მიიღებდა, ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, ვინც სწორ გზას დაანახებდა, უჩვენებდა როგორ შეძლებდა გამოსავლის პოვნას და გეგმის შესრულებაშიც დაეთანხმებოდა. უმალ ამოუტივტივდა გონებაში ნაცნობი სახეები, რომელთაგან ერთ-ერთი აირჩია და მობილური მოიმარჯვა. წარბებ შეკრულს, თითქოს რაღაც გაახსენდა და სულ სხვა ნომერი აკრიბა.
-ანა, შენი დახმარება დამჭირდება, არა გიორგისი უკეთესია, როდის მიდიხარ შენ ბიჭთან შესახვედრად?
-ამოისუნთქე, ძლივს ვგებულობ რას მეუბნები, ახლა გამოვედი შენიდან და სანამ დაბრუნდები უნდა ვნახო.
-მოგაკითხავს?
-ხო ეზოსთან ვიცდი, რა გჭირს თინია? რაში დაგეხმარება ან მე და ან გიორგი?
მხოლოდ ახლა დაფიქრდა ისევ ქალი და მიხვდა, რომ თუ ვინმესთან ზარს დააფიქსირებდნენ, შიძლება ახლაც მოესმინათ მთელი გეგმა.
-რა უნდა დამჭირდეს ან, იქნებ სადმე წამოგყვეთ, ახლა ყურადღება რომ არ გადავიტანო, თეოდორეს მივუწვე შეიძლება.
-გასაგებია_ შეფიქრიანებული აყვა ანაც, -მოდი კინოში წავიდეთ, მანქანა კოტონთან დააყენე და დაგველოდე.
-კარგი, ახლავე მოვბრუნდები_თავი ისე დააქნია თითქოს ვინმე დაინახავდა და ისე მკვეთრად მოუხვია ლამის გვერდით მომავალი თეთრი აქუა შეიწირა.
-ჯანდაბა_ხმამაღლა ჩაიბურდღუნა და მძღოლის გაბმულ სიგნალს საცოდავი სახით უპასუხა. ამჯერად აღარ აუჩქარებია ისე გადაუხვია ქალაქისკენ და მითითებული ადგილისკენ გაემართა.
რამდენიმე წუთში შეთქმულებივით ისხდნენ დარბაზში და მოუთმენლად ელოდნენ როდის დაიწყებოდა ფილმი. გამალებით იტენიდა ნაყიდ ბატი-ბუტს თინია პირში და ერთი სული ქონდა გიორგისთვის ტელეფონი წაერთმია. მოქმედებაზე უნდა გადასულიყო უცნაური რამ რომ შეამჩნია, საბავშვო კინოს საყურებლად ორი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი შემოვიდა, წამით მოათვალიერეს დარბაზი და უკანა რიგებში წავიდნენ ადგილის დასაკავებლად.
-რომ არ ვიცოდე მითვალთვალებენ, ნამდვილად რამეს ვიფიქრებდი_თავი გადააქნია თინიამ.
-რამე მითხარი?_მაშინვე მოუბრუნდა გვერდით მჯდომი ანა
-დამსწრეები გვყავს_ყურში უჩურჩულა დას, -როცა ფილმი დაიწყება, გიორგის ტელეფონი მომეცი, შემდეგ კი კოკა-კოლა მთლიანად გადამასხი ფეხზე.
-სულ გააფრინე? თავი აგენტი ხომ არ გგონია?_თვალები გაუფართოვდა ანას.
-მენდე რა და ისე გააკეთე როგორც გთხოვე.
ასეც მოხდა, ანამ დიდი მწუხარებით გაწირა საკუთარი სასმელი და რამდენიმე წუთში თინია ქალების საპირფარეშოში აღმოჩნდა გიორგის მობილურთან ერთად.
-თუ შეიძლება გამომძიებელ გაბრიელ ყიფიანთან დამაკავშირეთ.
ამის შემდეგ თინიას ცხოვრება მართლაც აგენტივით გაგრძელდა, გამომძიებლებს უკავშირდებოდა, გეგმებს სახავდნენ, სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ და საბოლოოდ მტრებსაც შეუთანხმდა შეხვედრაზე.


-საბა, გაქვს დრო?_საძინებელში შეუვარდა სააბაზანოდან ახალ გამოსულ ძმას.
-რავი, დაბანის დროს ლექსის მუზა არ მომსვლია და არც ზოგად საკაცობრიო თემებზე ფიქრით ვარ დიდად დაკავებული.
-ღმერთო ჩემო, ჩაიცვი მაინც ამ პირსახოცით რომ დატანტალებ.
-თავად შემომივარდი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და დაკუნთულ სხეულზე მაისური გადაიცვა. -რა ხდება?
-ვერ ატყობ თინიას ცვლილებას?
-რა იყო ფესვების ჩაყრა დაიწყე, არ მოეწონა და გაგირბის?_მთელი ძალით ეცადა საბა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა.
-საბა, სერიოზულად_ამოიგმინა თეოდორემ.
-მაშინ წესიერად ამიხსენი რა ხდება.
-რაც გერმანიიდან დავბრუნდით გამირბის, არც სადმე მომყვება, თვალებშიც ვერ მიყურებს, რაც ყველაზე საეჭვოა, ისინიც რაღაც დიდი ხანია დუმან. თან იციან ერთ კვირაში კონტრაქტის შესრულებას ვიწყებთ და ამითი თავის შანს კარგავენ.
-მაგაზე არ მიფიქრია,მაგრამ თინიას რომ რაღაც ჭირს მეც ვიფიქრე, საღამოობით სანამ მოხვიდოდი ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე და ახლა ოთახშია გამოკეტილი. ჯანდაბა, ფიქრობ რამე მოხდა?
-ფაქტია, რომ რამე მოხდა, მაგრამ საკითხავია რა.
-ნუ ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ თინიას დაუკავშირდნენ და შენით დაემუქრნენ.
-თინია მათთან მოლაპარაკებას ვერ გაბედავდა, თანაც უთქმელად._წარბები შეეკრა თეოდორეს.
-შეყვარებული ქალი? ყველაფერს გაბედავდა_თვალი ჩაუკრა ძმას და ფეხზე წამოხტა, -მარტო მაინც შეეშინდებოდა, ამიტომ ვინმეს აუცილებლად სთხოვდა დახმარებას.
-მართალია, მაშინ დროა დაჩის დავურეკოთ.
-ნამდვილად, თანაც ხომ იცი იმ გამო*ირებულს როგორ უყვარს თეატრალური წარმოდგენების დადგმა, სავარაუდოდ ჩვენც დაგვირეკავს.
-ხოდა, მაშინ თინიას ჩვენი დახმარებაც დაჭირდება, მოდი დაჩის შევხვდეთ და გავიგოთ რა ხდება_მაშინვე ამოიცვა შარვალი და გასასვლელისკენ წასულ ძმას აეკიდა.

ახლანდელი დრო:

გაკვირვებული უყურებდა თინია თეოდორეს და აღარ იცოდა რა უნდა ეფიქრა. თვითონ უღალატა, ამხელა ამბავი დაუმალა და მაინც მან გადაარჩინა, ფაქტი იყო მათ კიდევ სხვა გეგმა ქონდათ.
-მოკლედ უფროსო, თქვენი საქმე კულტურულად რომ ვთქვათ წასულია, რაც ამ საღამოს ისაუბრეთ ყველაფერი გამომძიებლებს აქვთ, საკუთარი პირით მიცემული აღიარებითი ჩვენება, რომელსაც ვერანაირი გასამართლებელი საბუთი დაუდგება წინ და ვერ გააბათილებს, მე დანებებას გირჩევდით_მხრები აიჩეჩა თეოდორემ, პერანგში დამალული ჩამწერი მოწყობილობა დემონსტრაციულად მოიხსნა და თითქოს შეუმჩნევლად გადადგა ნაბიჯები თინიასაკენ. იცოდა დეპუტატი არ დანებდებოდა, იცოდა წინააღმდეგობას გაუწევდა და სროლაც ატყდებოდა, ამიტომ ერთადერთი ფიქრი და სურვილი იმ წამს თავისი საყვარელი ქალის დაცვა იყო. უნდოდა წინ გადაფარებოდა, ყველანაირი საფრთხისგან დაეცვა, თუმცა არ გამოუვიდა:
-მანდ გაჩერდი_თვალები დააბრიალა გიორგიმ , უკან მიიხედა თუმცა რამაზი გამქრალი დახვდა. -ეს სადღა წავიდა ამის დედაც ვატირე, მიღალატე არა დამპალო ნაბი*ვარო_ბოლო ხმაზე ღრიალებდა კაცი და მხოლოდ ორი შეიარაღებული მცველის იმედად იყო.
ერთმანეთს გადახედეს ძმებმა, თავით ანიშნეს მოქმედების გეგმა და ერთდროულად ეძგერნენ ორივე მცველს, ცდილობდნენ იარაღის დაგდება ეეძულებინათ, თუმცა ერთ-ერთს არ გამოუვიდა, მაინც გაისმა გასროლის ხმა და მაინც ჩაიკეცა ერთ-ერთი ძმა.
თვალები საავადმყოფოში გაახილა საბამ და მაშინვე თინიას ყვირილი ჩაესმა ყურში
-ნათია მჭირდება, სასწრაფოდ გამოიძახეთ, ვახოც დამჭირდება, ფეხი ბოლომდე ჯერ კიდე არ ექნებოდა მორჩენილი, თეოდორე გარეთ დაიცადე, ყველაფერს მაშინვე გაგაგებინებ._ბოლოს აშკარად შეურბილდა თინიას ხმის ტემბრი და საქმე განაგრძო. ტკივილებს ვერ გრძნობდა და შეეძლო მშვიდად შეეთვალიერებინა მის გარშემო ატეხილი აურზაური. ათასი აპარატი წრიპინებდა, თინია ისევ განკარგულებებს იძლეოდა, წამიერად შეიცვალა ჩაცმულობა და კომფორტულად მყოფი ცდილობდა ბიჭის გადარჩენას, გვერდითა საწოლებზეც ხედავდა სხვა პაციენტებს, ზოგს ეძინა, ზოგი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ზოგი ტკივილებს ვერ უძლებდა, საბა კი გაბრუებული აკვირდებოდა ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საბოლოოდ მაშინ დაებინდა გონება ხმა რომ გაიგონა.
-ნათი, დამჭირდები, საოპერაციოში შეგვყავს, ფილტვთანაა მოხვედრილი და იქნებ ნერვი არ ქონდეს დაზიანებული , ჩემი ასისტენტი იქნები_ახლოს მიიყვანა საბასთან და გამოდგა კიდევაც ეს მოძრაობა გადამწყვეტი.
მსგავსი სილამაზის ქალი არასდროს ენახა საბას, ქერა ჰაეროვან თმებს იკრავდა და მთელი ყურადღებით უსმენდა თინიას მითითებებს, საწოლის გაგორიალებაშიც დაეხმარა და წამიერად პაციენტსაც დახედა. მწვანე თვალები მიენათა ბიჭს და ამიერიდან რაც არუნდა ექნა და როგორც არ უნდა მოქცეულიყო აშკარად შენელებულ გულისცემას ვეღარსად წაუვიდოდა საბა. (19)
მოუთმენლად დადიოდა თეოდორე მოსაცდელში, ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ, თითქოს მისი ტვინი მხოლოდ იმ ტკივილზე კონცერტრირდა რასაც განიცდიდა და სხვა ყველანაირ შეგრძნებაზე უარი განაცხადა. ვერ ამჩნევდა როგორ ტკიოდა ირგვლივ სხვებსაც, თითქოს საბამ ყველაზე ეგოისტ არსებად აქცია ამ ქვეყნად.
-თეოდორე_დაახლოებით სამი საათის შემდეგ გაისმა თინიას წყნარი ხმა. -მალე დაასრულებენ.
-შენ რატომ გამოხვედი? ხომ ყველაფერი კარგადაა?
-კი, კი ოპერაცია თითქმის დასრულებულია, ნაკერების დადებაღა დარჩა.
-მერე? ამას ახლა ვინმე სტუდენტი აკეთებს? რამე რომ ვერ გააკეთოს?_ავტომატურად შეეკრა წარბები და ემოციურად დაიწყო საუბარი.
-მე ზოგადი ქირურგია არ მეხება, უბრალოდ ვაკვირდებოდი, ნაკერებს ისევ ექიმი ადებს, მე მინდოდა სასიხარულო ამბავი მეცნობებინა. მას საუკეთესო ექიმი ჰყავს, მაგაზე შეგიძლია არც იდარდო, ყველაფერს აგიხსნის როცა გამოვა.
-კარგია ის თუ მაინც ამიხსნის და გამაგებინებს რამეს_წელში გაიმართა ბიჭი და თითქოს ორი თავით ამაღლდა ისე ჩანდა კიდევ უფრო დაპატარავებულ თინიასთან.
-თეოდორე .........
-ახლა არა, ამ წუთას საბას გარდა საქმე არ მაქვს, ახლა ვერ ვიფიქრებ_მაშინვე შეაწყვეტინა ქალს საუბარი და საბას ექიმის მოლოდინში ისევ მოსაცდელს დაუბრუნდა.
ლოდინი დიდხანს აღარ დაჭირვებია, დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდა თეთრ ხალათიანი და დეტალურად აუხსნა ძმის მდგომარეობა და წარმატებული ოპერაცია. როგორც იქნა ბედნიერად გაეღიმა თეოდორეს და აღელვებულმა სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი.
-როდის შევძლებ ნახვას?
-ჯერ რეანიმაციაშია და თინია ექიმი გააკონტროლებს მის მდგომარეობას, რამდენიმე საათი დავაკვირდებით, პრობლემა რომ აღარ გამოჩნდება და გამოფხიზლებას დაიწყებს პალატაშიც გადავიყვანთ და ნახვაც შეგეძლებათ_თავი დაუკრა ექიმმა და ყურებამდე გაღიმებული ბიჭი დატოვა დერეფანში. ახლა, როცა საბას დაკარგვის შიში აღარ ქონდა, ავტომატურად შემოუშვა ტვინმა სხვა პრობლემები და გულნატკენმა ლამის დაიღმუვლა იმედგაცრუებისგან.
რამდენიმე საათში აცნობეს საბას პალატაში გადაყვანის შესახებ და თხოვეს სანამ ბიჭი გონს მოვიდოდა მისი ნივთები მოეტანა. მაშინვე გაიქცა სახლისკენ და ეზოში შესულმა დაცვასაც მისცა ახალი მითითებები. დაუფიქრებლად ჩაიარა დერეფანი და საბას ოთახში შეიჭრა ჩანთის მოსამზადებლად. აჩქარებით მოძებნა საჭირო ნივთები, თითქმის ბოლომდე გაავსო ჩანთა, ბოლოს კი საკმაოდ გადაღლილი და ნანერვიულები ძმის საწოლზე ჩამოჯდა და ბოლოსდაბოლოს უფლება მისცა ფიქრებს მის გონებას დაპატრონებოდნენ.
თინიასგან მსგავს საქციელს არ ელოდა, ის ხომ ყოველდღიურად ცდილობს ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს? ასე ერთი ხელის მოსმით როგორ გაწირა ათასობით ადამიანი? კარგი ვთქვათ თეოდორესთვის, მაგრამ ეს სიყვარულია? როცა მზად ხარ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად მთელი სამყარო გასწირო, სიყვარულია? ასეთი სიყვარულის თეოდორეს არ სწამს, ეს ამოჩემება, ავადმყოფობა, ან ვერ გაუგია რა გღზნობა შეიძლება იყოს. არა, ამ წამს ასე ფხიზელი გონება არ შეუძლია, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, სამზარეულოსკენ წავიდა და წარუმატებლად ეცადა თინიას ოთახისთვის თვალი აერიდებინა, ქალის სურნელი თითქოს მთელ სახლში იდგა უკვე, თანაც ისეთი სურნელი, მის გარეშე რომ არსებობა გაგიჭირდება.
დიდ მუცლიან ჭიქაში დაისხა სასმელი და დაუფიქრებლად, სულ მოუთქმელად დაცალა. იგრძნო როგორ შეახურა, ვენაში როგორ გაჯდა სისხლთან ერთად და სიამოვნების ტალღაც იგრძნო. მეორეც დაისხა, უკვე პირთან მიტანილის დალევას აპირებდა, ჩუმი ხმები რომ მოესმა შემოსასვლელიდან, მაშინვე დადო ჭიქა და ყველაფრის შესამოწმებლად გავიდა, წინ უცნაური სურათი რომ დახვდა. ჩანთით ხელში ცდილობდა თინია ფეხსაცმელი ჩაეცვა და სახლიდან გასულიყო. იგრძნო თეოდორემ როგორ შენელდა მისი გულისცემა ქალის დანახვისას, ისევ როგორ უნდოდა მოხვეოდა და არასდროს გაეშვა, გულში ჩაემალა და დაეცვა, თუმცა უკვე ბევრი მაგრამ იყო დაგროვილი და მათ ვერსად გააქრობდა.
-მიდიხარ?_თავადაც ეუცნაურა ბიჭს საკუთარი ხმა.
-მივდივარ_წელში გასწორდა თინიაც და ყველანაირად ეცადა აცრემლებული თვალები დაემალა.
-რამაზი ჯერ კიდევ გაქცეულია, არავინ იცის რას მოიმოქმედებს, შეგეძლო დარჩენილიყავი_თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ამბობდა თეოდორე და თინიას გულიც ორმაგად ვარდებოდა გამოუვალ მდგომარეობაში.
-არამგონია გვინდოდეს ერთმანეთის უხერხულობაში ჩაყენება, სანამ მზად არ იქნები მომისმინო, ჯობია თუ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით_ამოიოხრა ექიმმა.
-მე უბრალოდ არ მესმის თინი, ვერ ვგებულობ, შენმა გულმა როგორ დაუშვა ამდენი ადამიანის საფრთხეში ჩაგდება?
-მე ........_თითქოს ცეცხლი მოეკიდა ქალს კაცის დაძახებულ თინიზე.
-ახლა მეტყვი შენს გამოო, რა ჩემს გამო? უნდა აგვეფეთქებინა მთელი სოფლები? შენ ცოცხალს დაგტოვებდნენ? შენი აზრით როგორ ვიგრძნობდი თავს როცა გავიგებდი, რომ ჩემს გამო ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკვდებოდა და პირველ რიგში შენ, ან გავგიჟდებოდი, ანგავლოთდებოდი, ან მეც უკან გამოგყვებოდით, როგორ დაუშვი რომ ეს მენდომებოდა?
-მე მხოლოდ .....
-არა თინი გთხოვ, სიყვარულს არ დააბრალო, თუ ჩემი სიყვარულის გამო ამხელა მსხვეპლზე ხარ წამსვლელი და შეგიძლია ყველაფერი გაანადგურო ირგვლივ ოღონდ მე ვიცოცხლო და არააქ მნიშვნელობა როგორ გარემოში ვიქნები, არ მინდა, ასეთი ეგოისტური სიყვარული არ მინდა. მე სწორედ ის სიყვარული მინდა, რომლითაც დავიწყეთ, ის წმინდა, არავისზე დამოკიდებული უმშვენიერესი გრძნბა, მინდა და არა ეს გაუბედურებული, ნარჩენებისგან დატოვებული ამოჩემება.
-ალბათ მართალი ხარ_მწარედ გაეღიმა თინიას, -ვერც მე ვიცანი იმ წამს საკუთარი თავი, როცა მზად იქნები ვისაუბროთ, იცი სადაც უნდა მიპოვო_კარისკენ შეტრიალდა და უნდა გასულიყო, სამზარეულოსკენ გაბრუნებული თეოდორე რომ გააშეშა.
-უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ, პირველი მამაკაცი ხარ, რომელმაც შეძლო ჩემში ეს გრძნობა გაეღვიძებინა და ყველაფრის მიუხედავად არაფერს ვნანობ, არც ერთ შენთან გატარებულ წამს. მიხარია, რომ გაგიცანი, ეს ყველაფერი მასწავლე და ის დიადი გრძნობა გამომაცდევინე, რომელზეც მხოლოდ წიგნების კითხვისას ვოცნებობდი. მომენატრები_ცრემლი მოიწმინდა ბოლო სიტყვის თქმისას და უჩუმრად დატოვა სახლი. მაშინვე ჩაჯდა მზად მყოფ მანქანაში და რამდენიმე წამში დატოვა სახლი.
გაქვავებული იდგა თეოდორე სახლში, ღრიალით მიალეწა ჭიქა კედელზე და მკვეთრად მობრუნდა, ეს ქალი უყვარდა, მთელი გულით, გონებით, სხეულით უყვარდა და უნდოდა. სურდა მთელი ცხოვრება გვერდით ყოლოდა და არც კი გახსენებოდა თუ რამე ჩაედინათ მანამდე. მკვეთრად მოტრიალდა, ცარიელი სახლი არ შეიმჩნია და გარეთ გასასვლელი კარები გამოაღო ფართოდ:
-თინიააა, თინია სად ხარ_ბოლო ხმაზე ყვიროდა ფეხშიშველი შუა ეზოში მდგომი, თუმცა ამაოდ, სახლი დაცარიელებულიყო და ქალი უკვალოდ გამქრალიყო თვალთახედვიდან.


საშინელმა წყურვილის გრძნობამ გამოაფხიზლა საბა, მთელი პირი გამოშრობოდა და იმასაც ატყობდა როგორ ქონდა დახეთქილი ტუჩები. ხელში რაღაც დაემაგრებინათ, მთელი სხეული მოშვებული და თავი გაბრუებული ქონდა. ძლივს აიძულა თავი გამოფხიზლებულიყო, თუმცა როგორც კი თავთან მდგომი დაინახა, წამში ააფახუნა თვალები ენერგიულად.
-ღმერთო არ დამსიზმრებია_ბედნიერმა დახუჭა თვალი და ამოილაპარაკა.
-რა კარგი გონს მოხვედით, რამე ხომ არ გნებავთ? ცუდად ხომ არ ხართ_მისკენ გადმოიხარა ნათია და საკმაოდ მიმზიდველი მკერდი დაანახა საბას.
-თქვენ დანახვაზე თუ ვინმე ცუდად გახდება და მის ჯანს რა ვუთხარი_ღიმილი გაეპარა საბას ტუჩის კუთხეში.
-ხუმრობის ხასიათზეც ყოფილხართ, ეს უკვე კარგია, რამეს უჩივით? ტკივილები ხომ არ გაქვთ?
-რომც მქონდეს, დარწმუნებული ვარ თქვენ ანგელოზი ხართ და წამში მომირჩენთ.
-თუ შეიძლება სერიოზულად მიპასუხეთ, გამოღვიძებისას შეგრძნებები უნდა ჩავწერო._აშკარად არ მოწონდა ეს თამაში ნათიას.
-შენელებული გულისცემა, აფორიაქებული გონება, გაბნეული აზრები და მსგავსი შეყვარებული ადამიანის სიმპტომები. ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ ქალბატონო ნათია?_ხალათზე დამაგრებულ ბარათს დახედა საბამ და მაცდური მზერის მოშველიებით გადახედა წარბ აწეულ ქალს.
-ღმერთო ჩემო, ასე აწონებთ თავს გოგონებს? ჯერ კიდევ მოქმედებს მსგავსი 18 საუკუნის მიდგომა? რაღა გიჭირთ. რადგან ჩემთან მუშაობა არ შეგიძლიათ, სხვა ექთანს გამოვიძახებ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ_წარბ აწევით მოშორდა ბიჭის საწოლს, ფურცლები მაგიდაზე დატოვა და კარისკენ წავიდა.
-არა, არა არ წახვიდეთ რა, მარტო არ დამტოვოთ, ჩემი ანგელოზი მიდის, ვინმემ მოაბრუნეთ, ნომერი მაინც გამიგეთ, არც გვარი ვიცი, ხალხი არა ხართ? ვინმემ გაიღეთ მოწყალება, თინიაა, სარძლოვ შენ მაინც მიშველე_რაც შეეძლო ხმამაღლა იძახდა საბა, თუმცა მისი პალატა ნათიას უკვე დაეტოვებინა.


-სად წავიდეთ?_მხიარული ხმა ქონდა გიორგის და ბედნიერი შეჰყურებდა შეყვარებულის სახეს. ხანდახან ვერც იჯერებდა ასე რომ გაუმართლა და ასეთი კარგი ადამიანი და არაჩვეულებრივი ქალი რომ იპოვა.
-სადაც გინდა, ოღონდ იცოდა ბევრ ჩახუტებას მოგთხოვ_თითი დაუქნია სერიოზული სახით ანამ, თუმცა დიდხანს ვერ გაუძლო და მალევე აუტყდა სიცილი.
-და მერე კიდე შენ ხარ უფროსი, სინამდვილეში ჩემი პატარა გოგო ხარ შენ_სხარტად გადაიწია ანასკენ და სანამ შუქნიშანთან მწვანეს ანთებას უცდიდნენ ღიმილით აკოცა ჩაჩხვლეტილ ლოყაზე.
-იცი, რამდენი ხანია მინდა რაღაც თემაზე დაგელაპარაკო_ნერვიულად აათამაშა თითები საჭეზე და ცნობისმოყვარედ მომზირალ ანას თვალი აარიდა, -იცი რა, დავიღალე ასე წინ და უკან სიარულით, დღეში ერთი საათით გამოქცევით, რომ მონატრება ჩავიხშო, ასე აღარ მინდა_ერთიანად მიაყარა და იგრძნო როგორ დაიძაბა ანა.
-უფრო მეტი მინდა გესმის? მინდა სულ ერთად ვიყოთ, სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში მხვდებოდე, მინდა ვახშმობისას მიყვებოდე როგორ მოგიშალეს ჩემნაირმა ვირმა სტუდენტებმა ნერვები, მინდა ერთად ვიყოთ. რას იტყვი? მზად ხარ? მზად ხარ ჯვარი დავიწეროთ?_ანერვიულებული ატარებდა მანქანას და კიკვიძის ბაღთან გავლილი საკუთარ თავს ეჩხუბებოდა, რამ აატეხინა ასეთი საუბარი სიარულის დროს.
-ვაიმე, მანქანა გააჩერე_წამიერად შეკივლა ანამ.
-ან, ვიცი უცაბედი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ...
-გიორგი სერიოზულად გეუბნები, ახლავე გააჩერე, თორემ აქვე გადავხტები_მართლაც წაიღო ხელი კარის გამღებისკენ.
-ასეთ რეაქციასაც არ ველოდი, კარგი, ნუ თუ არ გინდა ...
-გიორგი, ნუ სულელეობ, ჩვენ რა შუარში ვართ, იქ თინია ზის და ცუდადაა_ბაღისკენ მიუთითა ხელით და მიუხედავად მომზადებისა მაინც შეხტა ისე მკვეთრად დაამუხრუჭა გიორგიმ.
-ახლავე, როგორ ვერ დავინახე_მკვეთრათ მოუხვია და პირდაპირ ბაღთან გააჩერა მანქანა.
-წყალი მოგვიტანე_მხოლოდ ეს გამოსძახა ანამ და უკვე სახეწაშლილ თინიასთან გარბოდა მთელი სიჩქარით. ისე იჯდა ექიმი სკამზე და სახე ისე გაყინვოდა, ვერავინ მიხვდებოდა რა ემოციას განიცდიდა იმ წუთას. (20)

-თინია_ფრთხილად მოკიდა ანამ ხელი დას და მის ავტომატურ, გათიშლ გამოხედვაზე ლამის გული გაუსკდა. -თინი რა მოხდა?
-მასე ნუ მეძახი_თვალები დახუჭა და თავი გვერდებზე გადააქნია, -ოღონდ მასე არ მომმართო.
-კარგი საყვარელო, მითხარი რითი დაგეხმარო?_იმ წამს მორბენილ გიორგის წყალი გამოართვა და გახსნილი გაუწოდა დას.
-ვერაფრით ან, მაინც დავკარგე, არც კი მომისმინა, არც კი ამახსნევინა, პირდაპირ ხაზი გადამისვა და ყველაფერი დაასრულა.
-დაო, ახლა მომისმინე, უკვე მე დავიღალე, გასაგებია? თუ არ უნდა ნუ უნდა, შენ თავს შეხედე საერთოდ? ასე დამოკიდებული როდის მერე გახდი მასზე?
-არ ვიცი ანა, უბრალოდ რაც შემიყვარდა თავი დავივიწყე.
-მერე? ეგ სწორი გგონია? მეც ვარ შეყვარებული, მაგრამ ეგოისტიც დავრჩი. სარკეში ჩაიხედე, შენი თავი უნდა გიყვარდეს პირველ რიგში და მერე სხვა.
-შენ თვითონვე თუ გჯერა შენი სიტყვების_სუსტად გაეღიმა თინიას.
-არა_ყოყმანით თქვა ანამ, -თუმცა სრულ სიმართლეს გეუბნები, შენ სრულიად დამოუკიდებელი, ნეირო ქირურგი და რეანიმაციის ხელმძღვანელი ხარ, ქალი რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტია საქართველოში და ახლა რა? ზიხარ პარკში და მოთქვამ იმის გამო, რომ ვიღაც ბიჭმა მიგატოვა?
-ანა .....
-არა, დამამთავრებინე, შენმა პაციენტმა რომ დაგინახოს არ შეგრცხვება? რომ გითხრას მიმკურნალეო, მაგრამ შენ ჭრილობაში ცრემლები ჩაგიცვივდება კარგი იქნება? ჯერ შენი თავი და პროფესია უნდა გახსოვდეს და მერე იფიქრო სხვა ადამიანებზე. გასაგებია?_მკაცრი სახით, ამაღლებული ხმითა და შეკრული წარბებით საუბრობდა ანა გაცხარებული.
-ეს ლექციებსაც ასე კითხულობს?_გვერდით მდგომ მომღიმარ გიორგის გადახედა ინიამ.
-ეს შესავალი იყო მხოლოდ_თავი დააქნია ბიჭმა.
-ღმერთო ჩემო და ასეთი შეგიყვარდა? ყოჩაღ შენ გაძლებას_თავი დააქნია ქალმა და აფხუკუნებულ გიორგის გამოწვდილ ხელზე ჩაურტყა.
-ამათ უყურე_ცალი წარბი აწია ანამ და უარესად ახარხარებულებზე თავადაც გაეცინათ, თინიას ნერვიული სიცილი დააიგნორეს და წამოყენებული მანქანისკენ წაიყვანეს.
-სამსახურში დაგტოვებთ_კითხვის ფორმით სულაც არ უთქვამს ანას, ბრძანებითს უფრო გავდა. დამაც თავი დაუქნია და ისევ ხალხის თვალიერებას მოჰყვა ფანჯარაში. ესმოდა გიორგის და ანას საუბარი, ხედავდა ბედნიერ დას, არც სასიძო ჩანდა ნაკლებ გახარებული და თავადაც წყნარდებოდა, არაუშავდა, პირველი იმედგაცუება გაკვეთილივით უნდა ქონოდა, მან ხომ ასეთი არაჩვეულებრივი გრძნობა გამოსცადა, ბოლო ღამეც მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა მოსაგონებლად. ისიც უხაროდა მომავალი რომ იწინასწარმეტყველა და ბოლომდე შეგრძნობილი სითბოს გემო გამოსცადა. არაფერს ნანობდა, ხალხს უყურებდა, განცდებს აკვირდებოდა, წარსულს იხსენებდა და იღიმებოდა, ბოლო 7 თვის განმავლობაში ერთი წუთიც კი არ ყოფილა ისეთი, რომელიც სინანულის გრძნობას გაუღვივებდა.გამოსცადა რას ნიშნავს იყო სრულყოფილად ბედნიერი და უნდა დაკმაყოფილებოდა ამას, იმის და მიუხედავად ეს პერიოდი დაასრულა თუ არა. სანანებელი არაფერი იყო. გაღიმებულმა მოიწმინდა ცრემლი და თავს პირობა მისცა, რომ ცხოვრებას ისევე განაგრძობდა, სადაც შეჩერდა.

მოუსვენრად ცმუკავდა საბა საწოლში, ჭრილობა აწუხებდა, მაგრამ ტკივილს ვინ დაეძებდა, საშინლად უნდოდა ისევ დაენახა ის ლამაზი სახე, მთელი ღამე რომ არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. რამდენჯერმე დააჭირა გამოძახების ღილაკს, სხვადასხვა სისულელეების მოგონება დაიწყო, თუმცა არც ერთ მათგანზე შემოსულა ნათია. აი როგორც იქნა ისევ გაიღო კარები, თუმცა ბედნიერებისგან გაღიმებული სახე, იქვე ჩამოერეცხა.
-დილა მშვიდობის რთულო პაციენტო, შეძელი და მთელი საავადმყოფო აალაპარაკე, ასეთი პრეტენზიული როდიდან გახდი?_საქაღალდით ხელში უღიმოდა თინია.
-მარტო ხარ?_არც მოუსმენია ნათქვამი ისე გაუშტერდა თვალი ნახევრად ღიად დატოვებულ კარზე.
-აბა ვინ უნდა მომყოლოდა_ზურგს უკან გაიხედა თინიამ.
-რავი ჩემი ძმა_ხელი ჩაიქნია საბამ და აჭარხლებულ ქალს გამომცდელად დააკვირდა.
-არა, შენი ძმა მე აღარ გამომყვება ხოლმე, სახლში იყო ბოლოს რომ ვნახე, ალბათ სადაცაა მოვა.
-უჩემოდ ყველაფერი აურიეთ თქვენ ორმა არა?_თავი გადააქნია და ჭრილობის დაჭიმვაც იგრძნო.
-შენ გარეშე ყველა ურევს, ამიტომ დროულად გამოჯანმრთელდი.
-მაინც რა მინდაო? თუ შენ .....
-ხო, მე წამოვედი, თქვენგან უკვე ოფიციალურად ამოვეწერე_გახუმრება სცადა ექიმმა.
-კარგი რა თინია, ხომ იცი როგორია, მალევე გადაუვლიდა_ამჯერად მართლა შეწუხდა საბა.
-არა, ისე მესაუბრა ადვილი მისახვედრი იყო რომ ყველაფერი დაასრულა.
-ნუ გადამრევთ, როგორ თუ დაასრულა?
-როგორ და ჩვეულებრივად, ხომ იცი ნათქვამია, საც არა ჯობს გასცლა ჯობსო.
-სისულელეა, როცა ერთმანეთი გიყვართ იქ დათმობა და მოთმინება უნდა იყოს და არა გაცლა და გარიდება.
-როგორც ჩანს აღარ უყვარს.
-თეოდორეს? შეენ? უჰ, ახლა ჩემი ფეხის მოჭრის ამბავს უფრო დავიჯერებ ვიდრე იმას, რომ არ უყვარხარ, ისე მართლა, ხომ არ მოგიჭრიათ?
-რა თქმა უნდა არა_სიცილი აუტყდა თინიას, თუმცა მალევე შეცვალა გამყიდველმა ცრემლებმა, -უკვე ბევრად უკეთ ხარ, ახლა მხოლოდ დასვენება, კარგი კვება და მოვლა გჭირდება და ალბათ სამ დღეში გაგწერენ.
-გამორიცხულია, აქედან კაცი ვერ ამაფხეკს_საწოლის ირგვლის არსებულ რკინებს მოეჭიდა საბა.
-აბა ნარკოზიდან სრულიად გამოვიდაო?_გულისცემისა და თვალების შესამოწმებლად დაიხარა თინია, გადამცემი რომ აწრიპინდა.
-ჯანდაბა, თენგო ძია ისევ ცუდადაა, ჭკვიანად იყავი და ისე არ დაგემართოს მართლა რამე რომ დაგჭირდება, ექთანს გამოიძახებ და არ მოვიდეს.
-თქვენ მე ჭკუას ნუ მასწავლით_კარში გასულ თინიას დააწია სიტყვები და ჭრილობა ისე ატკივდა ღმუილით დაუბრუნდა თავის ადგილს საწოლზე.

არ იქნება ორი წუთიც გასული ისევ რომ გაიღო კარი, ისევ მოლოდინით გაიხედა საბამ, ისე რომ ლამის ლოგინიდან გადმოვარდა, თუმცა სულ ტყუილად, ამჯერად სახე მოღუშული თეოდორე გამოჩნდა.
-არა რა, დღეს გაჭირვების ტალკვესი ვარ_თვალების ტრიალით დაუბრუნდა საწოლს და ამჯერად თეოდორეს მონოლოგს დაელოდა. მანაც არ დააყოვნა. ორ საწოლიან ოთახში მხოლოდ საბას დაეკავებინა ერთი და მეორე ცარიელი დარჩენილიყო. სწორედ მასზე მოკალათდა თეოდორე და თვალებ დახუჭული გადაწვა და გასწორდა.
-დაიწყე_მოთმინებამ უმტყუნა საბას ძმის სახეზე.
-როგორ ხარ? ტკივილები გაქვს? რამე ხომ არ გჭირდება?
-გეტყობა ტვინის ოპერაცია რომ გაგიკეთეს_თავი გადააქნია საბამ, -შენ რა გააფუჭე ის დაიწყეთქო, სად გაუშვი ის ანგელოზივით გოგო?
-რაღაც არამგონია ეგ შენი საქმე იყოს_თვალები არც გაუხელია ისე შეკრა წარბები.

-წამლების დროა_როგორც იქნა ნანატრი ხმა გაისმა კარებში და წამოწეული თეოდორე ლამის გადმოვარდა განსხვავებული საბას დანახვაზე.
-ანგელოზებს ავალებენ წამლების ტარებას უფრო მალე რომ გამოვკეთდეთ? მაშინ დარიშხანი მომეცი, შენი სახის დანახვის გარეშე რა დამაძინებს_ლამის თვალებიდან ამოსვლოდა გულები საბას.
-ღმერთო ნეტა ასე თუ აწონებ თავს ვინმეს, როგორც ჩანს წამლებს თავად გადაყლაპავ და წყალსაც მიაყოლებ_თავთან დაუდო ჭიქა და წამლების სათავსო და ისევ უკან გაბრუნდა.
-არა, ჯერ არ წახვიდე რა, მთელი დღეა გიცდი როდის შემოხვალ, ნათიააა_ისევ მიხურულ კარებს უყვირა და გონს თეოდორეს ფხუკუნმა მოიყვანა. ბიჭი ლოგინის უკან, კედელთან მიმდგარიყო, ვიდეო გადაღება ჩაერთო და საბა-ნათიას დიალოგის თითოეული დეტალი ჩაეწერა, ძმის გამწარებულ სახეზე ხარხარი აუტყდა და გადაღებაც შეწყვიტა.
-ღმერთოოო, გმადლობ ამ დღეს რომ მომასწარი_სიცილს ვერ წყვეტდა თეოდორე და ვიდეოს რამდენიმე ასლად ინახავდა. -წავედი, ასეულობით დისკზე უნდა ჩავწერო.
-ცანცარა, უპასუხისმგებლო, არასერიოზულო, ჯანდაბაააა_ისევმიხურულ კარებს მიაძახა საბამ და ბალიშიც ზედ მიაყოლა. ცოტა მოგვიანებით მიხვდა თავს ქვემოთ არსებული ბალიში რომ შეწირა და ისევ ექთნის გამოსაძახებელს დააჭირა თითი.

ოთახში გამოეძახებინა დაჩის ტყუპები და საქმის მასალებს განიხილავდნენ, მიმალული რამაზი ყველას აფიქრებდა, არავინ იცოდა გაბოროტებული კაცი რას მოიმოქმედებდა, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ გიორგის დაჭერით იმ ავაზაკს ფული შემოელეოდა და ბევრს ვერაფერს შეძლებდა.
-ვითომ ისევ ძმებისკენ წამოვა?_ფურცლები მაგიდაზე მიყარა გაბრიელმა.
-მე მასე ვფიქრობ, იმ ექიმსაც მიაკითხავს ასე მგონია.
-ან სამივეს ერთად, მათ შეთანხმებულად გაუფუჭეს საქმე, ახლა სავარაუდოდ მომხრეებს და თანამოაზრეებს ეძებს, ყველას შემოიკრებს და ერთიანი ძალით გაგვიწევენ წინააღმდეგობას. მზად უნდა ვიყოთ_ბიჭებს გადახედა დაჩიმ.
-რას დაგვავალებთ?_მაგიდისკენ მიიწია გაბრიელმა.
-გიორგის მნახველებისა და ადვოკატის თვალთვალი განვაგრძოთ, ზარები ვაკონტროლოთ წარსული ვჩიჩქნოთ. გამორიცხულია სადმე შეცდომა არ დაუშვან, რაც მთავარია, გიორგის მოლაპარაკებები უნდა გავუმართოთ და მასზე მომუშავე ხალხის სია გამოვართვათ.
-ეგ კარგი იქნებოდა, პირდაპირ ვინაობას გავიგებდით და მალეც დავიჭრდით_გულისწყვეტა ჩანდა იოანეს ხმაში.
-ვნახოთ, იქნებ გამოგვივიდეს, ახლა წადით და ის სამი გააფრთხილეთ ყურადღებით იყვნენ.
_გასაგებია უფროსო_ერთად წამოდგნენ ტყუპები, ჯერ კაბინეტი, შემდეგ კი განყოფილება დატოვეს და ძმების სახლისკენ გაემართნენ.

დაჩი სრულიად მართალი იყო, რამაზი, მიუხედავად მივარდნილ სოროში ცხოვრებისა, გამალებით ეძებდა მხარდამჭერებს და მკვლელობებისა და დაცვის ბიჭების მუშაობის სანაცვლოდ ფულს იღებდა. მანამდე ვერ მოისვენებდა, სანამ საკუთარ მტრებს ბოლომდე არ გაანადგურებდა. აი შემდეგ ამოისუნთქავდა თავისუფლად და შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. (21)

ცა საავდროდ მოქუფრულიყო ქუთაისში. ფაქტი იყო მხოლოდ წუთები სჭირდებოდა ღრუბლებს გასასკდომად და ცრემლების უხვად გადმოსაფრქვევად. უკვე საღამო ხანი იყო, ღამდებოდა და ჰამუქებული ღრუბლების ფონზე არაჩვეულებრივი მზის ჩასვლის სცენა ისახებოდა წინ. ფანჯარასთან მდგარი თინია უხმოდ, გაუნძრევლად აკვირდებოდა ამინდს და წითელ სხივებს უღიმოდა. უკვე ერთი თვე იყო გასული რაც ბოლოს თეოდორე ნახა, თითქოსდა ეჩვეოდა უმისოდ ცხოვრებას... თითქოს..... მისგან განსხვავებით ხშირად ჰქონდა საბას ნახვის შესაძლებლობა, ბიჭი ლამის ენა გადმოგდებული დაზდევდა ნათიას და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, საწყალი გოგო უკვე სახლშიც ვეღარ მიდიოდა დამოუკიდებლად და ნელნელა მოთმინების ფიალაც ევსებოდა.
-თინია ექიმო_ზუსტად ხსენებულმა ექთნამა შემოუღო კარი, -დამეხმარეთ რა_ტირილამდე ბევრი აღარ უკლდა გოგოს.
-ხომ მშვიდობაა?
-უთხარით რა შემეშვას, მართლა დამღალა, სადარბაზოში თავი ვეღარ გამომიყვია, ყველა ჩემზე ლაპარაკობს ესეც არ მყოფნიდა საავადმყოფოც აალაპარაკა.
-რა მოხდა ნათი?
-მეტი რა უნდა მოხდეს, ერთი თვეა ყოველ დღე ახალი იდიოტობა მელოდება კართან, ყვავილებით და შოკოლადებით რომ დაიწყო, ძაღლი, კატა, ზაზუნა, ფეხსაცმელი, კაბები, სუვენირება, ათასი რაღაც მაჩუქა, სადარბაზო ფურცლებნით და სანთლებით მორთო და ცეცხლი გააჩინა, ლეკვის შემდეგ კნუტი და მერე ზაზუნა მომიყვანა და ვერც ხვდება, რომ ერთმანეთს დაჭამენ და მათ გაშველებას ვუნდები. დავიღალე რა თინია ექიმო_სახეზე ხელები აიფარა გოგომ.
-სულ არ მოგწონს?_თანაგრძნობით გადმოხედა თინიამ
-როდის უნდა მომეწონოს თინია ექიმო? წამსაც არ მაძლევს მოსვენების უფლებას, უკვე ვწუხდები მოწონების ნაცვლად, სულ წინ მიდგას, სულ სადღაც მხვდება და თუ თვითონ მუშაობს დაცვას უშვებს. ამასწინ დაქალებთან ერთად ვარ, ვსეირნობდით პიცის ჭამა გვინდოდა,ცოტა დალევა, მისმა დაცვამ ლამის მიმტანი გალახა სხვანაირად გიყურებდაო, აღარ დამტოვეს გოგონებთან და ვითომ პატივი მცა მანქანით მიმაბრძანეს სასწრაფოდ სახლში.
-მესმის ნათი_ღიმილით გადახედა ექიმმა, -უბრალოდ უნდა გაიგო, საბა პირველადაა შეყვარებული, სერიოზულად არასდროს არავსზე უფიქრია, არც იცის როგორ მოიქცეს, გონია, რომ შეყვარებულები ასე იქცევიან.
-მაგრამ არ იქცევიან თინია ექიმო, გთხოვ დამეხმარე_ლამის ცრემლებად დაიღვრებოდა მალე ნათია.
-კარგი, ვეცდები, მაგრამ ჩემირჩევა იქნება შეხვდე და დაელაპარაკო.
-სურვილს მიქრობს_თავი დახარა გოგომ, -უბრალოდ შანს არ მაძლევს რამე ვიფიქრო, ყველგანაა, ნებისმიერ წამს ჩემთანაა, ვგრნობ როგორ დამყვება დაცვა და ყველგან მბოჭავენ.
-კარგი ნათი, რამეს მოვიფიქრებ_მოწყენილმა დაუქნია თავი და კიდევ უფრო მოწყენილი ექთანი გააცილა ოთახიდან. საათს დახედა, წესით საბა სახლში უნდა ყოფილიყო და თეოდორე სპორტ დარბაზში, უცებ დაავლო ჩანთას ხელი და დაიბარა ორი საათით გავდივარო. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სახლს, თვალები აეწვა, თუმცა არ უტირია, პირობა არ დავიწყებია, გარედან შეავლო თვალი თავის ყოფილ ოთახს და გვერდით მდებარესაც, სწრაფად დახარა თავი და კარისკენ წაიღო ხელი, ნაცნობ დაცვას ღიმილით დაუქნია თავი და სახლისკენ მისასვლელ ბილიკს დაადგა. ისევ ჭრიალით შეაღო სახლის დიდი ძველებური კარი და ღრმად ჩაისუნთქა რამდენჯერმე. ჩანთა თავის ადგილზე დადო, ფეხსაცმელებიც მიყარა და რომელიღაც ძმის ჩუსტებში გაყო ფეხები. ყველაფერს ავტომატურად აკეთებდა, ჩვეულება უკვე სისხლში გაჯდომოდა და თავს თავადაც ვერ აკონტროლებდა.
-საბააა, ვიცი რომ ამ დროს სახლში ხარ, გამოჩნდი სიყვარულის რაინდო საქმე მაქვს_გახდილი მოსაცმელიც მიაკიდა კარადაზე და მისაღები ოთახისკენ წავიდა.
-უკვე ერთი თვეა განრიგი შეიცვალა_საბასგან განსხვავებული, თუმცა ტკივილამდე ნაცნობი ხმა მოესმა, რამაც წამსვე გააშეშა ადგილზე.
-არ მეგონა თუ დამხვდებოდი, ამ დროს ვარჯიშობდი ხოლმე_ძლივს აიძულა თინიამ სხეული ამოძრავებულიყო და თითქმის უცხო კაცს ძლივს გაუსწორა თვალი.
-როგორც ჩანს ჩემი განრიგიც შეიცვალა_ნახევრად გავსებულ ჭიქას დახედა თეოდორემ და ერთიანად ჩაიპირქვავა პირში. წვერი გაზრდოდა, მისი მოვლილი თმა არსად ჩანდა, ნავარჯიშები სხეული კი ხალათით შეემოსა.
-კარგად ხარ?_ვერ მოითმინა ქალმა არ ეკითხა, მისკენ წასვლაც უნდოდა, თუმცა თითქოს ყველაფერი წამში გაახსენდაო და ჰაერში გადადგმული ნაბიჯი უკანვე დააბრუნა.
-არ მეტყობა? ფანტასტიურად_მთვრალი ღიმილი შეაგება ქალს და მაშინვე დაეტყო როგორ აერია მზერა. არც თინია ჩანდა უკეთეს დღეში, ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთ თეოდორეს ნახვას თუ შეძლებდა.
-კი, ნამდვილად გეტყობა_უხერხულად მოიქექა ცხვირი თინიამ და გვერდით გაიხედა, არ უნდოდა, თვალის მოცილება არ უნდოდა, როგორც იქნა ბოლომდე დაიწყო სუნთქვა და ჰაერის გარეშე დარჩენა აღარ სურდა.
-საბას ნახვა მინდ.......
-მომენატრე_ბოხი ხმით ნათქვამმა სიტყვამ გააწყვეტინა სათქმელი თინიას და გაკვირვებასთან ერთად ის ჟრუანტელი მოუტანა, მხოლოდ თეოდორეს რომ შეეძლო.
-მეც მომენატრე_თავი დახარა თინიამ და მოწოლილი ცრემლები ვეღარაფრით შეაჩერა.
-რატომ ერთხელ მაინც არ მოხვედი? მთელი თვე გავიდა_ის მიმზიდველი ხმაც კი დაკარგვოდა თეოდორეს, მორიგი ჭიქის შესავსებად წამოდგა ფეხზე.
-არც შენ მოსულხარ.
-მეგონა ჩვენ ორს შორის მე ვიყავი ვისაც უღალატეს და შენ ვისაც ბოდიში უნდა მოეხადა_ირონიულად ჩაეცინა თეოდორეს.
-რა თქმა უნდა, და შენც გერჩივნა გეტანჯა, ოღონდ პირველი მე მოვსულიყავი არა? ტიპიური, ქართველი, ეგოისტი კაცი ხარ_ბრაზი მოაწვა თინიას
-დავიჯერო ჩინელს ვგავდი აქამდე და არ ვიცოდი?_დიდ სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავიკაცმა.
-საბა მართალია, იუმორიც არ გივარგა_კარისკენ წასვლა დააპირა თინიამ.
-ყველაფერი შენ მასწავლა ძვირფასო_მაჯაში მოჭერილმა ხელმა შეაფერხა ქალი, ინერციით უკან დახიეს და პირდაპირ გულ-მკერდზე მიიკრა თეოდორემ. -საბოლოოდ ამევსო მოთმინება, აღარ შემიძლია, ნარკოტიკად მექეცი, ისევ ისეთი სურნელი გაქვს და ისევ ისე მაგიჟებ_კისერში დასეირნობდა თეოდორე ცხვირით.
-მეგონა ......_ძლივს გაისმა ოთახში თინიას მისუსტებული ხმა.
-მე არ ვიცი შენ რა გეგონა, ერთი თვეა ლოთად მაქციე, მენატრები, ყოველი წამი ჩემი ამ უბადრუკი ცხოვრების შენ გეკუთვნის, გეგონა ერთ ღამეს გაატარებდი ჩემთან, შენს სურნელში დამახრჩობდი, ტვინს დაამახსოვრებინებდი და იოლად გაქრებოდი? არ გამოგივიდა, ისე მიყვარხარ შენს გარეშე ისიც კი არ ვიცი დრო ჩერდება თუ საათები ისევ მოძრაობენ, აღარ მაინტერესებს მზე ჩრდილოეთიდან რომ ამოვიდეს, უშენოდ თურმე ჰაერიც კი არ მჭირდება, მიყვარხარ და ამ საჯანდაბე შეგრძნებებს ვერაფერს ვუშვები._ახლოს მოსულ ქალს ტუჩებზე ეჩურჩულებოდა სიტყვებს ვნებიანი, დაბალი ტონალობის ხმით და ისედაც ამ სამყაროდან გასულს, ორმაგად აკარგვინებდა რაიმეს შეგრძნების ძალას.
-აშკარად გასაპარსი გაქვს წვერები_გონს მოსულმა როგორც იქნა მოიფიქრა თავადაც მოფერებოდა კაცს და თითები შავ წვერში შეურია. აღარც ერთს აღარ ახსოვდა მათ შორის ოდესმე პრობლემა თუ არსებობდა.
-თუ გინდა თავიც გადამპარსე, ოღონდ დაბრუნდი_როგორც იქნა გადაწყვიტა ამდენი ხნის ნანატრი სურვილი აესრულებინა და ტუჩებს მიწვდომოდა, დამცინავი ხმა რომ გაისმა ოთახში.
-აუ რა სანახავი იქნები მელოტიი_გადაიხარხარა საბამ და წყვილის დანახვაზე ტაში შემოკრა, -ღმერთო იმ გოგომ სულ გადამრია, თქვენ დანახვაზე იმის ნაცვლად, რომ გულის რევის შეგრძნებას ვებრძოდე, ჩვენი თავები წარმოვიდგინე. მომკალით_აღშფოთებული და გაოცებისგან თვალებგაფართოებული უყურებდა ძმას.
-სხვათაშორის აქ ნათიას გამო ვარ_ჩაახველა თინიამ, კაცისთვის რომ მიეხვედრებინა გაეშვა, თუმცა თეოდორე ჯიუტად არ უშვებდა წელზე შემოჭდობილ ხელებს. -საბა, მგონი ცოტა ზედმეტი მოგდის, ცოტა უკან უნდა დაიხიო, თავისუფლება უნდა მისცე, სიყვარულის გამოხატვა თვალთვალში არ შეიძლება.
-ჭკუას მარიგებს წყვილი, რომლებმაც ერთმანეთი იმიტომ დაკარგეს, რაც არც მომხდარა_თვალები გადაატრიალა ბიჭმა და თეოდორეს შეკრულ წარბებს ყურადღება არ მიაქცია.
-როგორ თუ არ იყო?
-ჭრელად, მე წავედი_ხელი აიქნია საბამ.
-ახლავე გაჩერდი მაქ_ხმამა/რლა დასჭექა თეოდორეს ხმა.
-კიდევ კარგი, გაახსენდა რომ ლაპარაკობს_ხელები გულზე დაიწყო ბიჭმა.
-ამიხსენით რა ხდება?
-ნამდვილი ნახაზები არ გადამიცია, დაჩიმ მოიფიქრა. ნახაზები შეცდომით დავასურათე, არასწორი ასლები შევქმენით, ისინი უნდა მიმეცა და სანამ რამეს მიხვდებოდნენ უნდა დაეჭირა, გეგმა ასეთი იყო, თუმცა მოსასმენი მიპოვეს_მხრები აიჩეჩა თინიამ.
-და მე ეს რატომ აქამდე არ ვიცოდი, რატომ არ მითხარით?
-არ მაცადე_თავი დახარა თინიამ.
-მე კი მინდოდა მის გარეშე გამოგეცადა ცხოვრება_მხრები არხეინად აიჩეჩა საბამ და ძმას თვალი ჩაუკრა
-სამაგიეროს გადაგიხდი_თითი დაუქნია თეოდორემ და თინიას ჩაჩურჩულა მოვწესრიგდებიო. მარტო დატოვა სალაპარაკოდ ორივე და სააბაზანოში გაუჩინარდა.
-საბა, მართლა შეგიყვარდა?_თანაგრძნობის გამომხატველი მზერით გადახედა მოღუშულ ბიჭს.
-სიმართლე რომ გითხრა არც კი ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ამ გრნობასა და შეგრძნებებს რა უნდა დავარქვა, მაგრამ მინდა ჩემთან იყოს, მინდა მირეკავდეს და მეუბნებოდეს როგორაა, მინდა გვერდით მედგეს, მინდა ყოველ წუთს ჩემთან ატარებდეს, ღმერთო ფსიქიატრი მჭირდება, ამ სიტყვებს ახლა მევამბობ?_გაოცებულმა მიიდო თითი მკერდთან.
-არაუშავს, სწორედ ეგაა სიყვარული_სიცილით დაუქნია თავი თინიამ, -მაგრამ ზედმეტი მოგდის საბა, ყველა ადამიანს სჭირდება საკუთარი, ის პატარა თავისუფალი სივრცე სადაც დასასვენებლად თავს შეაფარებს, მე და თეოდორესაც კი გვჭირდება, ცოლ-ქმარსაც კი ჭირდება. ნუ შეაწუხებ, აცადე შენს გარეშეც იყოს და მოიფიქროს რამეს თუ გრძნობს.
-ანუ რას მეუბნები, მოვშორდე? უკან აღარ ვზდიო? რამე რომ დაემართოს?_წარბები შეკრა საბამ და საოცრად დაემსგავსა თეოდორეს.
-რა უნდა მოუვიდეს? ვინმე ბიჭი აეკიდება? მშვენიერი, თავადაც გაცემს პასუხს, გაცივდება? ხელი დაუსველდება? ზედმეტია საბა, აქამდე არ გიცნობდა, მაგრამ მოაღწია 26 წლამდე. ნორმალურ პაემანზეც კი არ წაგიყვანია, შენზე იცის საერთოდ რამე? შეეკითხე რა უნდა? მოწონხარ? კითხე შენს საშიშ სამყაროში უღირს თუ არა შემოსვლა? საერთოდ უკან ზდევის გარდა დაელაპარაკე რამეზე? მიეცი რამდენიმე წამით მაინც იმის შანსი გაეცანი?
-ჯანდაბაა, ამდენი არც მიფიქრია_სახეზე ხელები ჩამოისვა ბიჭმა.
-უნდა გეფიქრა, შენ მისთვის ერთ-ერთი რიგირთი უცნობი ხარ, რომელიც საშუალებას არ აძლევს მეგობრებთან ერთად უბრალოდ გაერთოს.
-გასაგებია თინია, მადლობა, ახლავე დაველაპარაკები_მაშინვე ფეხზე წამოიმართა.
-ამ წუთას რა გითხარი? შეგიძლია უბრალოდ დაურეკო, დაელაპარაკო, მოიკითხო და სადმე გასეირნება ან გასვლა შესთავაზო.
-არის ბოსს_ღიმილით დაუქნია თავი და მაშინვე აკრიბა ზეპირად დამახსოვრებული ნომერი.
არ ესმოდა თინიას რაზე საუბრობდნენ, თუმცა არც ეცალა მოსასმენად, თეოდორე გამოვიდა სააბაზანოდან და უკვე ტანსაცმლით მიეხუტა ქალს.
-ეს წვერები უფრო კაცურს გხდის_ეშმაკური ღიმილით ჩამოუსვა თითები.
-გინდა განახო რამდენად მამაკაცურს?_წარბები აზიდა კაცმა და წელზე მოხვეული ხელით მიიზიდა ქალი მისკენ.
-გარყვნილო_ხელი მიარტყა მკლავზე თინიამ და კისკისით ჩაუდო სახე მკერდში.
-ხომ გთხოვეთ ბავშვები ცალკე აკეთეთთქო_საბა ისევ უჩუმრად მიახლოებოდათ ოთახში.
-შენ ჯერ გოგოც ვერ დაკერე, ასე რომ ჩუ ძმაო და მერე მებლატავე რა.
-ამ საღამოს სასეირნოდ მივდივართ_თავი მოიქექა საბამ.
-მშვენიერია, ჯერ სადმე წყნარ ადგილას დაჯექით, ცოტა ღვინო დალიეთ, პიცა უყვარს და შეგიძლია ისიც შეუკვეთო, შემდეგ კი გასეირნება შეთავაზე და ფეხით გაიარეთ, ამ დროს კი მთავარია გულახდილი იყავი, რასაც შეგეკითხება, მოუყვები ან შენ შეეკითხები აუცილებლად სიმართლე უნდა იყოს, თავი ვიღაც განგსტერად არ მოაჩვენო, ნუ გადარევ იმ გოგოს.
-ჩემი პროფესორი ქალი, როგორ დახელოვნებულა_მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე თეოდორემ.
-შენ დამახელოვნე_წარბი აუწია თინიამ და საბას უჩუმრად საჯდომზე მოცხო ხელი, სულ ტყუილად.
-ღმერთო სულ გამრყვნით, წავედი მე მოვემზადები_ხელი ჩაიქნია საბამ, -და სხვათაშორის განგსტერი სულ ვიყავი_იარაღზე სულის შებერვის იმიტაცია გააკეთა ხელით და ოთახისკენ წავიდა.
-ერთ ფლაკონ სუნამოს ნუ გადაისხამ ნუ გადარევ იმ გოგოს_გზად მიაძახა თეოდორემ და თინია საბოლოოდ ჩაიგდო ხელში მონატრებული გემრიელად რომ მოფერებოდა.

თურმე რთულად გასულა მონატრებაში მთელი თვე, გაჭირვებით იხსენებდა ფანჯარასთან მდგომი თინია გავლილ პერიოდს და სამსახურის გარდა არაფერი ახსენდებოდა. დეპრესიაში ნამდვილად არ ჩავარდნილა, თუმცა მწუხარებას ყველა თავისებურად აღიქვამს, ექიმი სამსახურს გადაყვა, სახლში თითქმის აღარ ჩერდებოდა, საავადმყოფოში ეძინა, ჭამდა, სვამდა, მხოლოდ მოსაწესრიგებლად შეირბენდა სახლში და ისევ უკან ბრუნდებოდა, თეოდორე პირიქით, სახლში ჩაიკეტა, იმ სახლში სადაც ბედნიერი წამები ახსოვდა და თითოეულ მათგანს ატრიალებდა გონებაში, გასვლა არ უნდოდა, სუფთა ჰაერი და ხალხის დანახვა გულს ურევდა, მთელი დღეები იჯდა და კომედიების ყურებაში ათენებდა. უკნიდან ჩუმად მიეპარა ფიქრებში გართულ, ფანჯარასთან მდგომ ქალს და ნაზად მოხვია ხელები.
-უშენობა ძნელი ყოფილა_ნაცნობ სურნელში ცხვირჩარგულმა ამოილაპარაკა თეოდორემ.
-უშენობა ძნელი ყოფილა_თვალებ დახუჭული მიეყრდნო თინია მამაკაცის ძლიერ მკერდს და სხეულში დავლილ ჟრუანტელს ბოლომდე მისცა უფლება გაბატონების.

სამსახურიდან გამოსვლის ორი საათი ოთხში გადაიზარდა, თუმცა არ ედარდებოდა, მორიგე არ იყო ისე მუშაობდა და არავისთვის ქონდა მიზეზები მოსაყოლი. ფერებით დაღლილები მისაღებში ელოდნენ საეჭვოდ შეგვიანებულ საბას.
-რას ვუყუროთ_ფილმების საიტს ჩამოჰყვა თეოდორე.
-აუ ან „წინადადება“ ან „თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ“ რა_პატარა ბავშვივით შეეხვეწა თინია.
-მერამდენედ_გაეცინა ბიჭს.
-მემილიონედ_უკვე ჩართული ფილმის თანხლებით აკოცა საყვარელ კაცს და უფრო მიიახლოვა ბატი-ბუტის ჯამი

შუაღამე იქნებოდა ღიღინით რომ შემოაღო საბამ კარი, ჩართულ ტელევიზორს გაკვირვებულმა გადახედა და გაეღიმა წინ, დივანზე ერთმანეთში ახლართული, მიძინებული წყვილი რომ დაინახა. ბედნიერმა გადააქნია თავი და გაგრძელებული ღიღინით დაიძრა თავისი ოთახისკენ.

ორი თვე იდეალურ ბედნიერებაში გავიდა, თინია თეოდორესთან დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად სხვა ოთახი აღარ დაუკავებია, საბა და ნათია ერთმანეთს ხვდებოდნენ და ახლა უკვე ზუსტად იცოდა საბამ რას ნიშნავდა სიტყვა სიყვარული. ყველანი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდნენ, მაგრამ ძმებს ეს სიმშვიდე მოსვენებას უკარგავდათ, არ ჯეროდათ, რომ რამაზი უბრალოდ მიატოვებდა ყველაფერს და საზღვრებს გარეთ დაიკარგებოდა. ელოდნენ დღეს, როდესაც რამაზი აუცილებლად დაბრუნდებოდა და შიში იპყრობდათ ამ დღის მაშტაბებს რომ წარმოიდგენდნენ.


-დღეს ნათია მოვა_განცხადებით შეუვარდა საბა ერთ დილით მოსაუზმე წყვილს.
-ხომ მშვიდობაა?_ჩაის სმაზე არც კი დაუნებებია თავი ისე კითხა თეოდორემ.
-კი, უბრალოდ კარგი ამინდია, მინდა ერთი მშვიდი საღამო გავატარო მასთან ერთად, ქუთაისში კიდე არსადაა ისეთი ნორმალური ადგილი სადაც ჩვეულებრივად დაჯდები, წყნარად ივახშმებ და სახლში მიაცილებ._უკვე მესამედ გამოაღო საბამ მაცივარი წვენის საძებნელად და ვერაფრით დაინახა მაგიდაზე დადებული ყუთი.
-სინამდვილეში რა ხდება ისიც თქვი_ღიმილით შეაჩერა თეოდორემ და პირდაპირ ხელებში ჩაუდო ადმის წვენით სავსე ჭიქა.
-უნდა ვუთხრა რომ მიყვარს და ოფიციალურად გახდეს ჩემი შეყვარებული, საცოლე თუ რავიცი რაც ქვია.
-მასე უნდა შეთავაზო? გახდი ჩემი შეყვარებული, საცოლე თუ რავიცი რაც ქვია ისთქო?_არხეინად გაიქანა თეოდორემ ყურძნის კუმპალი და გემრიელად ჩასასნსნლა თინიას ხითხითის ფონზე.
-ცანცარები, ორი ცანცარა, ამდენი თვე გავიდა და ძმის შვილი ვერ მაჩუქეთ, თქვენ ვის უნდა დაცინოთ_ვითომ სამაგიერო გადაუხადა ეშმაკურად მომღიმარ თინიას.
-რა იცი რა ხდება ჩემო საბა_ღიმილით ამოასუფთავა ნაყინის ჭიქა თინიამ და ის იყო საბამ თვალებ გადმოკარკლულმა პირი დააღო შეკითხვისთვის გადამცემი რომ აყვირდა. -აუჰ, მძიმე შემთხვევაა, გავიქეცი_სწრაფად აკოცა თეოდორეს და ოთახი თითქმის სირბილით დატოვა.
-კვირის ბოლოს ჯვარს ვიწერთ წმ. ნიკოლოზის ტაძარში, იმედია მეჯვარეობას გამიწევ_ისევ სულერთიას სახით დაკრა ბეჭებზე ძმას ხელი, თუმცა საბამ დაინახა სწორედ იმ წამს რამხელა ბედნიერება ჩანდა თეოდორეს თვალებში, ეტყობოდა ვინმეს უფლება რომ მიეცა მთელ ეზოს შემოირბენდა, ბოლო ხმაზე იცინებდა და ერთს დაიბღავლებდა რომ ბედნიერია. შეპარვით გაუცინა ძმამაც და უზომოდ გახარებულები გადაეხვივნენ ერთმანეთს. ის იყო საბას თინიას სავარაუდო ორსულობა გაახსენდა და ისევ პირი დააღო შესაკითხად, თეოდორემ საათს რომ დახედა და ეზოში გავარდა სამსახურში გვაგვიანდებაო.
მთელი დღე არ გამოჩნდა თინია, უკვე საკმაოდ ნერვიულობდა თეოდორე და სახლში წინ და უკან დადიოდა, წამიც ვერ იცლიდა ქალი და ტელეფონიც ექთნისთვის ქონდა ჩაბარებული, საბას და ნათიას პაემანი გადასარევად რომ მიდიოდა სამზარეულოდან გამომავალი სიცილი მოწმობდა, ეღიმებოდა თეოდორეს ახალ გამომცხვარ წყილზე, მაგრამ საყვარელ ქალზე ნერვიულობა მოსვენებას არ აძლევდა. კიდევ რამდენიმე წამიც და დაცვის ერთ-ერთი წევრი შემოვარდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. გაკვირვებულმა თეოდორემ გაოცებით ასწია ჰაერში ხელები და უკან გაყვა ბიჭს.
-ქალბატონო ნათია, მაპატიეთ მაგრამ ქალბატონმა თინიამ ტელეფონს არ პასუხობს და სასწრაფოდ მჭირდებაო.
-ჯანდაბა, სამსახურიც დამავიწყე_თითქოს გაბრაზებით მიკრა ხელი მოღუშულ საბას და ჩანთას სტაცა ხელი. რაც ნათიამ დოქტორის ხარისხი დაიცვა თინია მის გარეშე ერთ ოპერაციასაც კი არ ატარებდა.
-ათ წუთს გაძლევთ ყმაწვილო_გზად სირბილისას იცინოდა ნათია.
-ჩემი და ქალბატონი თინიას რეკორდი 6 წუთია_ღიმილით გამოუღო მძღოლმა კარი და ახალგაზრდა ქალი უკან მოათავსა, წამსვე დაიკავეს ადგილები ძმებმაც.


საავადყოფოში შევარდნილი ნათია ორი წუთით გაუჩინარდა, უკან კი უკვე გამოცვლილი ხალათით დამშვენებული დაბრუნდა.
-ბოდიში თინია ექიმო_დამწუხრებული სახით მიუახლოვდა სირბილით ქალს და საბას მზერა აარიდა, მიმღები სავსე იყო დასისხლიანებული ხალხით.
-მეორედ არ განმეორდეს, ჩვეული მკაცრი ხმით შესძახა თინიამ და ისე გააგრძელა მუშაობა თითქოს არაფერი მომხდარიყო. ნათია გვერდით დაიყენა უამრავ კითხვას უსვამდა, ისიც დაუღალავად პასუხობდა, პაციენტს თავს დასტღიალებდნენ და თინია პარალელურად ექთნებსაც ესაუბრებოდა. მონუსხულები შესცქეროდნენ ძმები თავიანთ ქალბატონებს, ლამის პირი დაეღოთ ისე ჩანდა გარედან მათი პროფესიონალიზმი.
-ცოლად უნდა მოვიყვანო_ჯერ კიდევ გაშტერებული თვალით მომზირალმა თქვა საბამ.
-მე უკვე მოყვანილი მყავს_მხიარულად მიკრა გვერდი თეოდორემ.
-მერე რას მახარბებ_ ცხვირი აუბზუა ძმამ.
-რას გახარბებ, პეიჯერი თავთან უდევს, მოემზადე, რომ ღამის ნებისმიერ მომენტში შეიძლება უცებ წამოხტეს და გაიქცეს, ხაზს გავუსმევ ნებისმიერ მომენტში_წარბებ აქაჩულმა ჩამოხედა თეოდორემ.
-ნე.... ნებისმიერ დროოს? იმ ... იმ დროსაც?_წარბები შუბლზე აუვიდა ბიჭს.
-მეორედ აღარ მკითხო ამდენი ხანი რატომ დაგვაგვიანდა ძმიშვილი_თვალი ჩაუკრა უფროსმა და დაზაფრული საბას დანახვისას იქვე რომ არ ატყდომოდა სიცილი სწრაფად გამოვიდა მანქანაში ჩასაჯდომად.
-ვაი ჩვენი ცოდვა_თეატრალურად შეიცხადა საბამ და ისიც უკან მიყვა უკვე მოხარხარე ძმას.


-ვახშამი ოფიციალურად დღეისთვის გადმოვიდა_ტელეფონში ჩამძვრალი დაბრუნდა თინია სახლში ორი დღის შემდეგ და ხმამაღლა გამოაცხადა.
-ახლა მაინც გადააგდე რა ეს საჯანდაბე_ხელიდან აართვა თეოდორემ მოწყობილობა და ჩასახუტებლად მიიბრუნა.
-რეცენზიას ვწერდი_ძლივს გაახსენდა საქმე ქალს თუმცა ტუჩების სიკბბოს მოწყვეტოდა წამითაც არ დაუშვია.
-გმადლობთ მითხრა უკვე ნათიამ და ქედს უნდა ვიხრიდე, რომ მოწყალება გაიღე და გამოუშვი, ორი დღეა არ მინახავს და ეგ ოთახში გააკეთეეეთ_ლამის ღრიალზე გადავიდა გაღიზიანებული ბიჭი.
-აუჰ, ეს ნამეტანი როლებშია შეჭრილი_წარბები აწია თინიამ და ცხვირის მოძრაობით წავიდა სამზარეულოსკენ -აუ ლამარას რა სუნები დაუყენებია_საჯდომის ქნევით წავიდა საჭმლისკენ და თეოდორეც თან გაიყოლა.
-მგონი მართლა ბიძა ვხდები_ნიკაპზე ხელი მოისვა საბამ და ჩაფიქრებულმა გააყოლა წყვილს თავი.



-რას ვაკეთებთ?_ნათიას ხმა გაისმა სახლში და წამში აბრჭყვიალდა საბას თვალები.
-მომენატრე_სულის მოთქმა არ აცადა გოგოს ისე ჩაეხუტა და მისი სიცილიც გამოიწვია.
-გავიგუდე საბა.
-ზუსტადაც უნდა ჩაგგუდო, კოცნით_წარბების თამაშით გაუცინა და აფერადებულ ლოყაზე აკოცა.
-სასწაულად მომინდა კრაბის სალათი, ამათ მწვადები, ხორცი მზადაა, ხახვი შენზეა და მე კრაბის დაჭრას გავაგრძელებ_ბრძანებები გასცა თინიამ და სახლი მალევე ახმაურდა მხიარული შეძახილებით, რამდენიმე წუთში კი ქალბატონები წვენებით ხელში მშვიდად აღმოჩნდნენ დახლთან წამომჯდარნი, ბიჭები კი დანითა და ტაფით ხელში გაზქურასთან. ოსტატურად შეაბრუნეს საქმე ექიმებმა და ახლა მთელი ძალით სიცილისგან ორივეს მუცელი ტკიოდათ საყვარელი მამაკაცების შემხედვარეს.

-ნწ, ნწ, ნწ, რა თბილი ოჯახური სურათია, არაფერი სჯობს ამ წუთას თქვენს ყურებას_ცივი, უხეში, თუმცა საკმაოზე ნაცნობი ხმა გაისმა კარიდან და მაშინვე დაარღვია იდილია.
-რამაზ_ამოოხვრით თქვა თეოდორემ.
-დიახ, დიახ, გეგონათ დამავიწყდით? უკვე სამი თვეა თქვენი განადგურების გეგმას ვადგენ, ცოტა ჯიუტი დაცვის ბიჭები აღმოგაჩნდათ, მაგრამ სუსტი წერტილი ყველას აქვს.
-გამორიცხულია_გაოცებით შესძახა საბამ.
-ნუ, კარგი, ერთი ორის მოკვლამ მომიწია, მაგრამ ვინ ითვლის არა_ხელი აიქნია ჰაერში კაცმა და იარაღი შემართა.
-ღმერთო ჩემო, გიორგი_პირზე ხელები აიფარა თინიამ, მისი მძღოლის ერთგულებაში წამითაც არ შეპარვია ქალს ეჭვი და მთელი გულით შეეცოდა ახალგაზრდა ბიჭი სიკვდილისთვის.
-მე შენს ადგილას საკუთარ თავზე ვიდარდებდი, ექიმო_სახე გაუმკაცრდა რამაზს.
-მოდი გოგონები გავუშვათ და როგორმე ჩვენ მოვილაპარაკოთ_სიტუაციის შებრუნებით ისარგებლა საბამ და მაშინვე თითქოს შეუმჩნევლად აეფარა ნათიას.
-მოხარშული წაბლიც ხომ არ გინდა?
-არ იქნებოდა ცუდი_შეფიქრიანებულმა დაუქნია საბამ თავი და კიდევ ერთი ნაბიჯით უკვე შეძლო ნათიას წინ აღმოჩენილიყო

-საკმარისია,_ ხმა გაიმკაცრა რამაზიმ, -აქ მხოლოდ ამ ქალბატონს მოვაკითხე, ვითომ უჭკუო ბო*ანდარას, რომელმაც ცხოვრება დამინგრია და იძულებული გამხადა სოროში ვიმალო.
-თინია ექიმო, ეს.... ეს ის კაცია?_ლამის ენა დაება ნათიას.
-დიახ, დიახ, ის კაცი ვარ, გგონიათ დეპუტატი მოიშორეთ და მორჩა? ის არაფერს აკეთებდა, მხოლოდ საკუთარ სახელს იყენებდა, სწორედ იმ სახელმა დაღუპა, მე კი აბსოლიტური ლიდერი ვიყავი, ყველაფერს მე ვაკეთებდი და ვერც კი შემეხეთ.
-აჰა, ალბათ მიტო დაგჭირდა სამი თვე ჩვენამდე რომ მოგეღწია, შენც ზუსტად შენი უფროსივით არარაობა ხარ და შენც ისევე დაგიჭერენ და ჩაგაყუდებენ, როგორც შენი ვითომ ხელშეუხებელი უფროსი_ნელნელა და გამოკვეთილად ამბობდა სიტყვებს თეოდორე, ნელი ნაბიჯებით ამავდროულად კაცს უახლოვდებოდა და მხედველობის არეს უზღუდავდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბას დაახლოებით 20 წამი ჰქონდა მობილურზე ნომრის აკრეფისა და დარეკვისთვის.
-ახლავე უკან დაიხიე სანამ შენივე ცოლის თვალწინ გაგასხმევინე ტვინი_ღვარძლიანად შემართა ისევ რამაზმა იარაღი და შიშისგან მოცახცახე ნათიას კმაყოფილმა შეავლო თვალი.
-ბოლოსდაბოლოს რა გინდა?_მოთმინე ამოეწურა საბას.
-აი ის ქალბატონი, წავიყვან და თქვენ თავისუფლები იქნებით, თუ რავიცი ამ მეორე მშვენიერებასაც არ გამაყოლებთ_ორივე ქალი საკმაოდ ირონიული მზერით აათვალიერა და წამში გამოიწვია ბიჭების გაცოფება.
-ახლა........
-თინიასთან რა საქმე გაქვს_უმალ შეაწყვეტინა საბამ გამწარებულ ძმას სათქმელი და მთელი ძალით ეცადა დრო გაეწელა.
-ეგ ჩემი საქმეა, ჩემს ასე დაღუპვას არ შევარჩენ, ქალი მომეცით და წავალ, საათს ტყუილად უყურებთ, თქვენი დაცვის განრიგი სულ ზეპირად ვიცი და ისიც ვიცი ცვლა ორ საათში რომაა._კმაყოფილმა ისე დაიბუბუნა რამაზიმ თითქოს გაკვეთილი ხუთიანზე მოეყოლოს მასწავლებლისთვის.
-მაგრამ ის ვერ გაითვალისწინე, რომ ვახშმობის გამო ვაჟას სასმელი ვთხოვეთ და ადრე გამოცხადდა სამსახურში, ესროლე_ბოლო სიტყვა ხმამაღლა დაიყვირა თეოდორემ და თინია წამში მოიქცია მის ქვემოთ. ანალოგიური გააკეთა საბამაც, თუმცა დაიგვიანა. ოთახში სროლა ატყდა, რამაზი დახლს ამოეფარა და საპასუხოდაც ისროდა, გარეთ დაცვის ნაწილმა თავის დაღწევა მოახერხა და ამტყდარ სროლაზე მიხმარება გადაწყვიტეს, მთელი მიის ხმებმა, ვაჟა ყველანაირად ცდილობდა სამსახურეობრივი მოვალეობა შეესრულებინა და ბიჭები, რომლებიც უკვე ოჯახის წევრებად გაეხადა, დაეცვა. რამდენიმე წუთი კიდევ გაგრძლდა ბრძოლა, მაგრამ დასასრული შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. შუბლში მოხვედრილი ტყვიით განგმირული რამაზი პირდაპირ თინიას დაუვარდა წინ და ქალის შეკივლებაც გამოწვია, თუმცა ნამდვილად ვერ გადაფარა საბას განწირული ბღავილი
-დამეხმარეეთ, თინიააააა, ღმერთო დამეხმარეთ, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო_ცხოვრებაში პირველად ატირებული საბა ზემოდან დადგომოდა ნათიას, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვედროდა, კისრის არტერია გაერღვია და პირველი ორი წამი შადრევანივით კარგავდა სისხლს.
-ხელი არ გაუშვა_თვალებ გაფართოებულმა დახედა თინიამ და ნელი მოძრაობით მოათვალიერა სამზარეულო, -სასწრაფოში დარეკეთ_მხოლოდ ეს თქვა დაბოხებული ხმით და მშრალი ტილო ამოაძვრინა უჯრიდან. საბას ხელი თავისით ჩაანაცვლა წამიერად და შიშით სავსე თვალებში ჩახედა დასავით გამხდარ გოგოს.
-ნათი, ვიცი გტკივა, ვიცი გეშინია, მაგრამ შენ ექიმი ხარ, ხომ იცი პაციენტმა ასეთ დროს რა უნდა ქნას? დამშვიდდეს, წყნარად გააჩეროს სხეული და რაც მთავარია წყნარად სუნთქვას ეცადოს, გთხოვ, ვიცი გეშინია, მაგრამ დამეხმარე, სისხლი უნდა შევინარჩუნოთ, ნახე, ჩემთან ერთად, ერთი, ორი, სამი_გოგოსთან ერთად დაიწყო სუნთქვა და თითოეული ამოსუნთქვის დათვალ. ღაპაღუბით ცვიოდა თვალებიდან საბას ცრემლი და ნათიას ხელ ჩაბღუჯული გვერდიდან არ შორდებოდა, თავზე ხელს უსვამდა და დარჩენას თხოვდა, თეოდორე გარეთ დარბოდა და სასწრაფოს და პოლიციის მანქანებს ეზოში უკვალავდა გზას.



-იქნებ ბოლოსდაბოლოს გვეთქვა სიმართლე_თინიაზე ხელგადახვეული მიუყვებოდა საავადმყოფოს ეზოს თეოდორე და წინ მოსეირნე წყვილს უყურებდა.
-არა, ასე საყვარელია გაუგებრობაში რომ არის, ამომხადა სული იმდენ საჭმელს მაჭმევს, ყოველ ნათიასთან მოსვლისას ლამარას გაკეთებული ჩემი საყვარელი საჭმელები მოაქვს_სიცილი აუტყდა ექიმს.
-მტანჯველი ქალი ხარ.
-რაღა დარჩა ნელნელა მუცელიც დამეტყობა_ნელა მოსიარულე ნათიას ღიმილით გახედა თინიამ.
-რამდენი დაგვრჩა?_წარბები ასწია თეოდორემ.
-ხუთი თვეე, პირობა ხომ გახსოვს?_წარბები აათამაშა თინიამ.
-ხოო, მახსოვს, დმეოკრატიულად, ბიჭს მე ვარქმევ გოგოს შენ_თავი ბედნიერმა დაუქნია კაცმა და მუცელზე მოხვია ხელი. -ერთი სული მაქვს როდის დაიბადება.
-უკვე მეც, სავარაუდოდ მაგ დროისთვის ესენიც გადაწყვეტენ რამეს და ქორწილში პატარათი ვიქნებით_გვერდით მომავალ კაცს გაუღიმა თინიამ და ოდნავ გამობერილი მუცელით მიეხუტა საყვარელ ქმარს.

------------------
ახალ წელს გილოცავთ <3 ძალიან მიყვარხართ, დასასრული მაპატიეთ, ნატკივარი თვალებით მეტი ვერ მოვახერხე, იმედია მოგეწონებათ, მადლობა რომ კითხულობდით, წინასწარ მადლობა ვინც შეაფასებს და მადლობა მათ ვინც ჩემი ერთგულები ხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მშვენიერი დასასრული იყო, თინია საბას როგორ აწვალებს ❤️❤️❤️ იმედია მალე ახალი მოთხრობით გაგვახარებ ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი naattii

ablabudaa
მშვენიერი დასასრული იყო, თინია საბას როგორ აწვალებს ❤️❤️❤️ იმედია მალე ახალი მოთხრობით გაგვახარებ ❤️❤️❤️

მეც დიდი იმედი მაქვს, დიდხანს ვერ ვძლებ უთქვენოდ და იმედია თვალები მალე მომირჩება ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Momewona dasasruli, magram ucbad daamtavre. Ise sxva gmirebic damaklda, megobari irakli tavidan ro chanda, sad da rogor iyo, an tinias dis istoria rogor gaagrdzelda, ki mtavari gmirebi dzmebi da tinia iyo mara ori sityvit matzec ro gagvego kai iqneboda. Ise dzaan momewona, warmatebebi da male gamoketdi☺️

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი Mariamimari
Momewona dasasruli, magram ucbad daamtavre. Ise sxva gmirebic damaklda, megobari irakli tavidan ro chanda, sad da rogor iyo, an tinias dis istoria rogor gaagrdzelda, ki mtavari gmirebi dzmebi da tinia iyo mara ori sityvit matzec ro gagvego kai iqneboda. Ise dzaan momewona, warmatebebi da male gamoketdi☺️

ვიცი ნამდვილად უცებ მოხდა ყველაფერი, არც მე ვარ კმაყოფილი, ვნახოთ რას როგორ მოვახერხებ, მადლობა თქვენ ❤️

 


ნათი, გილოცავ ახალ წელს და პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ❤
მშვენიერი დასასრული იყო❤
შეყვარებული საბა ძალიან სასაცილო და საყვარელია, როგორ უწვალებია ნათია. სულელი ბიჭი❤
თინი და თეოდორე საყვარლები ესენი❤ რას იტანჯეს მთელი თვე თავი? საბას ბრალიცაა, თუ სიმართლე იცოდა რას გაალოთა ძმა? :) ხომ ერთობოდა ამ ორით ხოდა ახლა ესენი გააწვალებენ :დ
ნათი, ველოდები ისტორიის გაგრძელებას სადაც თინიას დაზე და მის ტურფაზე იქნება მოთხრობილი და კიდევ ირაკლიზე. ბოლოსდაბოლოს მაგ ბიჭის წყალობით გაიცნეს თინიმ და თეოდორემ ერთმანეთი.
მომეწონა დასადრული და გელოდები ისევ❤

 


№6  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ნათი, გილოცავ ახალ წელს და პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ❤
მშვენიერი დასასრული იყო❤
შეყვარებული საბა ძალიან სასაცილო და საყვარელია, როგორ უწვალებია ნათია. სულელი ბიჭი❤
თინი და თეოდორე საყვარლები ესენი❤ რას იტანჯეს მთელი თვე თავი? საბას ბრალიცაა, თუ სიმართლე იცოდა რას გაალოთა ძმა? :) ხომ ერთობოდა ამ ორით ხოდა ახლა ესენი გააწვალებენ :დ
ნათი, ველოდები ისტორიის გაგრძელებას სადაც თინიას დაზე და მის ტურფაზე იქნება მოთხრობილი და კიდევ ირაკლიზე. ბოლოსდაბოლოს მაგ ბიჭის წყალობით გაიცნეს თინიმ და თეოდორემ ერთმანეთი.
მომეწონა დასადრული და გელოდები ისევ❤

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, აუცილებლად ვეცდები მალე დავბრუნდე როგორც კი გამოვჯანმრთელდები ❤️

 


№7  offline წევრი ენნე

აუუუუ რა მაგარია, როგორც იქნა, წავიკითხო წავედიიი❤️ ვგიჟდები შენს ისტორიებზე❤️

 


№8  offline წევრი beshqen

კარგი გოგო ხარ

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

მიყვარს შენი ისტორიები❤️ ძალიან ვისიამოვნე მადლობა შენ

 


№10  offline მოდერი naattii

ენნე
აუუუუ რა მაგარია, როგორც იქნა, წავიკითხო წავედიიი❤️ ვგიჟდები შენს ისტორიებზე❤️

უღრმესი მადლობა ❤️
beshqen
კარგი გოგო ხარ

ძალიან დიდი მადლობა ❤️
სტუმარი მარიამი
მიყვარს შენი ისტორიები❤️ ძალიან ვისიამოვნე მადლობა შენ

მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი gvantsa

გილოცავ პირველ რიგში შობა- ახალ წელს ,სასწაული დასასრული იყო და ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით,ეხლა სიამოვნებით დაველოდები შენს მომდევნო ისტორიას,იმედია ირაკლის გაგვაცნობ უფრო ახლოს დამაკლდა ეს პერსონაჟი ამ ისტორიაში :))

 


№12 სტუმარი ლილი

ირაკლი რომ "მიგდე" ცუდია.
ძალიან ბევრი ოპრაციაა ნახსენები და დამღლელია.
საბოლოო ჯამი სასიამოვნო იყო თუმცა "გამოძვრებამ" გული ამირია მართლა...
დაიბადებათი ჩავანაცვლებდი

 


№13  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
გილოცავ პირველ რიგში შობა- ახალ წელს ,სასწაული დასასრული იყო და ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით,ეხლა სიამოვნებით დაველოდები შენს მომდევნო ისტორიას,იმედია ირაკლის გაგვაცნობ უფრო ახლოს დამაკლდა ეს პერსონაჟი ამ ისტორიაში :))

ვეცდები ყველანაირად <3
ლილი
ირაკლი რომ "მიგდე" ცუდია.
ძალიან ბევრი ოპრაციაა ნახსენები და დამღლელია.
საბოლოო ჯამი სასიამოვნო იყო თუმცა "გამოძვრებამ" გული ამირია მართლა...
დაიბადებათი ჩავანაცვლებდი

მაინც მადლობა შეფასებისთვის :დ

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც ძალიან მომეწონა ძალიან ვიმხიარულე,მთავარია კარგად დამთავრდა გაგრძელებას ველოდები ვიცი უმაგრესი იქნება დარწმუნებული ვარ ასერომ წარმატებები და გამოჯამთელება

 


№15 სტუმარი Theodora

ჯერ პირველი თეოდორე, რომ წავიკითხე სიხარულის ტალღამ დამიარა. სეხნიები გამოვდივართ, რაღაც მხრივ:დ
ძალიან მომეწონა, არ იყო ეს უბრალოდ ლავ სთორი. იყო ექსტრიმი, დეტექტივი, სიმძაფრე, დრამა.. ბოლოა დამაკლდა დასასრული, არ მეყო.. ისე ვიყავი აზარტში შესული, რომ აღარ მინდოდა დასრულებულიყო. უფრო ვრცელი დასასრული ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ უდაოდ კარგო ისტორიააა.. ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი maco maco

სად არის ეს გოგო როარ ჩანს, ხოარ დაგვივიწყე?

 


№17  offline მოდერი naattii

მომენატრეთ და ვერ მოვითმინე არ შემომევლო, აუცილებლად გავაგრძელებ ირაკლის ისტორიას, უბრალოდ თვალებზე ოპერაცია მჭირდება და გავრცელებული ვირუსების გამო ვიკავებ თავს საავადმყოფოში ხშირ ვიზიტზე, მაინც ყველანაირად ვეცდები კრიზისის დაძლევას, მუზების დაბრუნებას და აუცილებლად დაგიბრუნებთ საყვარელ ირაკლის ახალი ისტორიით ????

 


№18 სტუმარი სტუმარი რუსკა

მააააგარ!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent