წარსულის ირონია (თავი 3)
რამდენიმე საათი საავადმყოფოს ეზოში გავატარე, ჯერ მიჭირდა მომხდარის გააზრება, ასე უცებ ალექსანდრეზე წარმოდგენის შეცვლა ჩემთვის რთული აღმოჩნდა, ბლოკნოტი ჩანთაში ჩავდე და შენობაში შევედი, ახლა ლიზას გვერდით უნდა ვყოფილიყავი. პალატასთან მივედი თუ არა ნიკამ შემამჩნია და მკრთალად გამიღიმა, ვერ მივხვდი ეს ღიმილი რას ნიშნავდა, ბევრი აღარც მიფიქრია ამაზე, ლიზასთან მივედი -ჯერ ისევ ოპერაციას უკეთებენ -არც კი ამოუხედავს ისე მითხრა -ყველაფერი კარგად იქნება, ალექსანდრე ასე მარტივად არ დანებდება ხომ იცი არა? -მის გვერდით ადგილი დავიკავე და მხარზე ხელი დავადე -ვიცი შემდეგი რამდენიმე საათი ისევ ოპერაციის დასრულებას ვუცდიდით, ყველა მშვიდად იყო, ალექსანდრეს დანარჩენი ძმაკაცებიც მოვიდნენ, მათგან არც ერთს ვიცნობდი, მაგრამ მივხვდი, რომ მათ ჩემი არსებობის შესახებ იცოდნენ, თუ ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი ალექსანდრესთვის. ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა და სამედიცინო ტერმინების გარდა მხოლოდ ის გავიგე, რომ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, გამოჯანმრთელების გარდა, უარესი შედეგისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავით, მის სანახავად ცოტახანში ლიზა და ირაკლი პალატაში შევიდნენ, ნიკამ და დანარჩენებმა კი მოგვიანებით მოინახულეს ჯერ კიდევ მძინარე ალექსანდრე. ნიკას ჩემი შესვლა უნდოდა, მაგრამ უარი ვუთხარი, წარმოდგენა არ მქონდა იქ შესვლის შემდეგ, მისთვის რა ან რატომ უნდა მეთქვა. საავადმყოფო დავტოვეთ და ლიზასთან სახლში დავრჩი, რაც არ უნდა ყოფილიყო ლიზას გვერდით უნდა ვყოფილიყავი, რადგან ვჭირდებოდი. ერთ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, დედაჩემი მირეკავდა -გისმენთ -თაკა, შვილო -ხო დედა -როგორ ხარ? -აშკარად, ნამტირალევი ხმა ჰქონდა -მე არამიშავს -საძინებელი დავტოვე, რადგან ლიზას ჯერ კიდევ ეძინა -თაკა ვიცი რაც მოხდა, დღეს დილით შეიტყო მამაშენმა ალექსანდრეს ამბავი და მაშინვე, ირაკლისთან წავიდა. ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე არ ინერვიულო კარგი? - დედაჩემის სიტყვების შინაარსი თავიდან ვერ გავიგე -დედა, გეყოფაა - როგორც კი მივხვდი, რასაც გულისხმობდა მაშინვე გავაწყვეტინე -ალექსანდრესთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა, თქვენ კი ისე დაიჯერეთ ზღაპარი, რომ არც კი მომისმინეთ, ახლა იმიტომ მირეკავ, რომ ვითომ დამამშვიდო, არ მჭირდება ასეთი მოკითხვა თანაც ამდენი ხნის შემდეგ. -თაკა ვიცით, რომ თქვენს შორის არაფერი ყოფილა -დედაჩემმა ტირილი დაიწყო -ავარიის დღეს ალექსანდრე ჩვენთან იყო მოსული და ყველაფერი აგვიხსნა, ვნანობთ, რომ ტყუილად გაგრიყეთ, გვაპატიე მე და მამაშენს გთხოვ -დედა -დაღონებულმა ძლივსღა ამოვიღე ხმა -თაკა, ალექსანდრეს უყვარხარ იმის მიუხედავად, რომ ალექსანდრეს ჩანაწერებით გავიგე უკვე ამის შესახებ, ძალიან უცნაურად მომხვდა ეს სიტყვები ყურში -დედა ნუ ტირი გთხოვ, ყველაფერი კარგადააა დამშვიდდი ტელეფონი გავუთიშე და მისაღებიდან კიბეებზე ავიდოდი, როცა სამზარეულოდან უცნობი გამოვიდა -გამარჯობა, შენ ალბათ თაკა ხო? -ხელი გამომიწოდა -მე ვატო ვარ, ალექსანდრეს ძმაკაცი -სასიამოვნოა -მკრთალად გავუღიმე ამ დროს ლიზა კიბეებზე ჩამოვიდა და ვატოს იმედიანად შეხედა, უკვე 2 კვირა იყო, რაც ალექსანდრეს გამოჯანმრთელებას ვუციდიდით, მე მოთმენას მიჩვეული ვიყავი და არ გამჭირვებია, მაგრამ ლიზა ყოველდღე უფრო და უფრო უიმედოდ იყო, მაქსიმალურად ვცდილობდი მის დაიმედებას, ახლაც, როცა ამდენი ხნის შემდეგ ვატო აქ დაინახა თითქოს იმედი მიეცა -გაიღვიძა, თუმცა ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა -თქვა და ბედნიერმა ლიზამ ვატოს კისერზე გადაინაცვლა, მისი ამ სიხარულის ნახვა ამდენ ტანჯვად ღირდა. თითქოს მძიმე ტვირთი მომხსნეს, მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ალექსანდრეს ჩემი მიზეზით არ მოუწევდა იმ სამყაროში წასვლა და მეც არ მომიწევდა ამ ადამიანებისგან ცუდი დამოკიდებულება. დღითიდღე მდგომარეობა უმჯობესდებოდა და ალექსანდრეც სახლში გამოწერეს, მის პალატაში არც ერთხელ არ შევსულვარ და ახლაც, როცა ძირითადად, ლიზასთან ერთად ვარ მის სახლში და ალექსანდრეც აქაა და მის მოვლაში ვეხმარები, საშინლად დაძაბული ვარ, რადგან მეშინია მასთან შემთხვევით მარტო არ დავრჩე, წარმოდგენა არ მაქ ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე ან რა უნდა ვუთხრა. ჩემმა მშობლებმა ალექსანდრეს რომ მოაკითხეს, მაშინ მათთან პირისპირ შეხვედრაც მძიმე იყო, ჯერ კიდევ გული მქონდა ნატკენი იმის გამო, რომ არ დამიჯერეს, თუმცა ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ, თან მათ სახეზე სინანულის გრძნობას ვხედავდი და დიდი ხნის მონატრებულებს ჩავეხუტე... 3 დღის განმავლობაში ყველა ალექსანდრეს ოთახში ატარებდა დროს,მისი წოლითი რეჟიმის გამო, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე მოვკარით თვალი ერთმანეთს, ერთ მომენტში შემეცოდა კიდევაც, რომ ასეთი უსუსური იყო, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი გაელვება იყო. ალექსანდრეს გამოწერიდან 1 კვირა სრულდებოდა და თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა, დილით ბებოს დავურეკე და მხოლოდ ახლა მოვახერხე სიტუაციის ახსნა და დავპირდი, რომ აუცილებლად ჩავიდოდი კიდევ სწავლის დაწყებამდე. ოთახიდან გამოსულს არც ირაკლი და არც ლიზა სახლში არ დამხვდა, ლიზას ‘’შეტყობინება’’ მაცივარზე გაკრულ ფურცელზე ვნახე, სავარაუდოდ საღამომდე არ დაბრუნდებოდა, და მე თურმე იმიტომ არ გამაღვიძა, რომ ამდენი დაღლილობის შემდეგ, ძილი მეკუთნოდა, ვგიჟდები ამ გოგოზე. ბიჭებიც არ იყვნენ, თორემ აქამდე ხმაურს გავიგებდი, ალექსანდრესთან ასვლას არ ვაპირებდი, იმედია, დილით საჭმელი აუტანეს და სანამ მარტო ვარ არ მომიწევს მე მასთან ასვლა. ვიცი, რომ გავურბივარ, მაგრამ არ შემიძლია, მოკლედ, საშინლად არეული ვარ, იმ ადამიანზე, ვინც ყოველთვის გულს მწყვეტდა გავიგე, რომ ვუყვარვარ,თან უკვე ყველამ იცის და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ მათთან. ‘’ხვალიდან ჩემს სახლში გადავალ და არავისთან შეხვედრა აღარ მომიწევს’’ -ხმამაღლა გავიფიქრე და პურის დაჭრა დავიწყე -ვის გაურბიხარ და ვისი ნახვა აღარ გინდა? ალექსანდრეს ხმამ გამომაფხიზლა, შეშინებულმა გულზე ხელი მივიდე, თითქოს ასე შევანელებდი გულისცემას. -ალექსანდრე, შემაშინე -1 კვირაა აქ ხარ და არც ერთხელ არ მოგინახულებივარ -მერე რა მოხდა? -ისევ პურის დაჭრა გავაგრძელე, ასე მაინც შემიმსუბუქდებოდა მასთან ერთად ააქ ყოფნა -გამოჯანმრთელება მაინც მისურვე -გამოჯანმრთელებას გისურვებ, მაგრამ როგორც ჩანს უკვე კარგად ხარ -არა უბრალოდ წყალი მომინდა, ვიძახდი მაგრამ არ გამაგონეთ და შესაბამისად, იძულებული გავხვდი ჩამოვსულიყავი -ონკანთან მოვიდა წყალი დალია, თან მის მზერას ვგრძნობდი -კიდევ რამე გინდა? -მშია, შეგიძლია რამე მაჭამო? -ისე საწყლად თქვა, რომ წამიერად შემეცოდა -როგორ მოხდა დახმარებას, რომ მთხოვ? -ცინიკურად შევხედე -არ გთხოვ, უბრალოდ გითხარი, თუ არ გინდა ჩემით ვიზავ ყველაფერს -მაცივართან ძლივს მიბობღდა და რაღაცეები გადმოლაგება დაუწყო -მწარე და ცხარე არ შეიძლება შენთვის -ვუთხარი, უფრო სწორად წამომცდა, და ამის გამო მისი ღიმილიანი სახეც შევნიშნე -რამოხდა? -გაკვირვებულომა შევხედე -არაფერი -კარგი, დავიღალე შენი საცოდაობით -ვუთხარი და კვერცხი გამოვართვი -შეგიძლია დაჯდე, მე მოგიმზადებ საუზმეს -გმადლობთ, ინებე, როგორცც იქნა -ცინიკოსი ალექსანდრე დაბრუნდა -ვთქვი, მაგრამ მაინც გამეღიმა მის ასეთ ქცევაზე, როდესაც გავიაზრე რაც გავაკეთე, ჩემს თავს შემოვუძახე, რომ არასწორი იყო და ასე უბრალოდ ვერ დავივიწყებდი ყველაფერს -იმედია შენი გაკეთებული საჭმელი არ მომკლავს -ცოტახანში მაგიდაზე ნახევარი ტანით გადაწოლილმა მითხრა -ხმას, რომ არ იღებდი ეგ უფრო მომწონდა -ვუთხარი და ოდნავ შეწითლებულ ძეხვს ათქვეფილი კვერცხი დავუმატე -ვაა, კიდევ რა მოგწონს? ჩემში? -დაამატა ცოტა ხნის შემდეგ -ალექსანდრე -გაბრაზებულმა შევხედე და თან წყალი ასადუღებლად გაზქურაზე დავდგი ცოტახანში ორივე მაგიდასთან ვისხედით და ჩემს მომზადებულ საჭმელს მივირთმევდით -ცუდი არაა -შეაქო და ცხელი ჩაი დააყოლა -კარგი,ჩავთვლი, რომ ძალიან მოგეწონა და მადლობას გადაგიხდი -ვუთხარი და ჭამა განვარგძე მაგიდის ალაგებაში ალექსანდრეც დამეხმარა ვითომ და ჭურჭლის რეცხვას იწყებდა, როცა სიცილით გამოვართვი აქაფებული ჭურჭლის საწმენდი და მე განვაგრძე -ბოდიშს გიხდი წარსულისთვის და მადლობა, რომ ახლა დამეხმარე და უმეტესი ადამიანების მსგავსად არ დამტოვე ამ მდგომარეობაში, მართალია უკეთესად ვარ, მაგრამ მაინც -მითხრა და ადგილზე გაშეშებული დამტოვა ვიცოდი, რომ ალექსანდრემ იცოდა, რომ მისი ჩანაწერები ჩემს ხელში იყო. აზრზე ხელზე ონკანიდან წამოსულმა ძალიან ცხელმა წყალმა მომიყვანა, ხელი დავიწვი -ჯანდაბაა -ხმამაღლა, გამწარებულმა შევიკურთხე და ონკანი დავკეტე. ყველანაირი წამალი თუ სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე ნივთები ალექსანდრეს ოთახში იყო, არ მინდოდა შესვლა, მაგრამ დამწვრობის მაზი მესაჭიროებოდა. კარი ფრთხილად შევაღე, ოთახი ძალიან გემოვნებით იყო მოწყობილი, მაგრამ ამის დროს სად იყო? შევუძახე ჩემს თავს მივედი საწოლის თავთან დადგმული ტუმბოსთან. უჯრა გამოვაღე, ყუთიდან მაზს ვიღებდი, როცა ალექსანდრე თვალები გაახილა და მკითხა -აქ რა გინდა? -შეშინებულმა ოდნავ წამოვიკივლე -ასე ძალიან გეშინია, ჩემი, რომ ყოველ დალაპარაკებაზე კივიხარ? -არაფერი, უბრალოდ მაზს ვიღებ -რა მაზს? -ჩემს ხელებში მოქცეულ ყუთს შეხედა -ხელზე რა გჭირს თაკა? -დავიწვი -დასჯილი ბავშვივით ვუპასუხე -მოდი აქ -საწოლზე მიმითითა, მაგრამ უარი ვუთხარი -თაკა არშეგჭამ მოდი დამწვრობას დაგიმუშავებ -ტკივილმა კიდევ ერთხელ შემახსენა თავი და მეც მორჩილი ბავშვივით ჩამოვჯექი საწოლზე, ალექსანდრეს გვერდით. მისმა სურნელმა მაშინვე მოაღწია ჩემამდე, ტკივილისგან თუ ამ სურნელისგან თავბრუ დამეხვა -ძალიან გეწვება? -კი, თუმცა ვუძლებ -ძლივს ამოვილაპარაკე -ვიცი, რომ გაუძლებ -ქვემოდან ამომხედა -შენ ყველაფერს გაუძლებ -ძლივს ამოიბურტყუნა,გავიგე, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია -მორჩა -დამწვრობის დამუშავება დაასრულა და მეც მადლიერმა შევხედე -მადლობა ალექსანდრე -საწოლიდან წამოვდექი და ტუმბოს უჯრა მივხურე, ოთახი დავტოვე და საღამომდე ალექსანდრე აღარ მინახავს. ლიზას და ირაკლის მოსვლას ველოდებოდი და როცა დაბრუნდნენ, ლიზას ვუთხარი, რომ სოფელში ვბრუნდებოდი, მან ალექსანდრეს გრძნობის შესახებ არაფერი არ იცოდა, ამიტომ თავის დასაღწევად ბევრი რამ მოვიფიქრე. გვიან ღამით ჩავედი სოფელში, მძღოლი ძალიან თბილი კაცი აღმოჩნდა და ამ შუაღამეს მარტო როგორ მიხვალ სახლამდეო და მარშუტკით მიმიყვანა. მადლობა გადაუხადე და ფული გავუწოდე. ჭიშკარი შევაღე თუ არა, სახლიდან ფანრის შუქით ბებიაჩემი შემომეგება, წინასწარ მყავდა გაფრთხილებული, რომ ჩავიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ 11 საათი სრულდებოდა ჯერ არ გვეძინებოდა,ამიტომ ჩაის თანხლებით ბებოს მომხდარის შესახებ მოვუყევი, ვეღარ მოვითმინე და ალექსანდრეს შესახებაც გავუმხილე, თავიდან ძალიან გაბრაზდა, რომ ასე მექცეოდა, მაგრამ თანდათან ბოლო დროს მომხდარის შედეგად, მასზე წარმოდგენა შეეცვალა და მეტიც მოეწონა კიდევაც. ბლოკნოტიც კი ვანახე -მერე კითხულობ? -ჯერ არა, მხოლოდ დასასწყისი წავიკითხე -წაიკითხე ბებო, გული მიგრძნობს შენი ბედია ეგ ბიჭი -ბებო, ხომ იცი, რომ.. -ვიცი, მაგრამ ასეთი რაღაცეებიც არსებობს, მე თუ მკითხავ, ამ სამყაროში ყველაფერი არსებობს, შესაძლოა, ის ვინც დღეს გძულს, ხვალ შეგიყვარდეს ან პირიქით... წაიკითხე და შემდეგ, გული გიგრძნობს რა უნდა გააკეთო, თანაც ისე, რომ სანანებელი არ გაგიხდეს-თბილად გამიღიმა და დასაძინებლად წავიდა, მე კიდევ დიდ ხანს არ დამეძინა, ამიტომ ტუმბოზე მდგარი სანათი ავანთე და კითხვა დავიწყე... ‘’ის ისეთი საყვარელი და ბავშვურია, რომ ყველას შეუყვარდება, თავს ისე, შეგაყვარებს, რომ მისი კისკისი ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრება. დღეს ჩვენს უბანში, რომ დავინახე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი ბავშვი შემყვარებოდა, სასაცილო ის იყო, რომ მასთან შედარებით დიდი ვიყავი და მეტ-ნაკლებად მესმოდა უკვე რაღაცეები...’’ ‘’რომ გეკითხათ, ვერ გეტყოდით თუ რა იყო, ის რაღაც რამაც მისი თავი შემაყვარა, რადგან მეც კი არ ვიცოდი... ხშირად, საშინლად ვტკენდი გულს, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, ახლა საქართველოდან წამოვედი სასწავლებლად და სულ ტყუილად ვცდილობდი, მისგან შორს ყოფნას და თითქოს ჩამოშორებას, რადგან ასეთმა ქცევამ ვერანაირად ვერ შემიმსუბუქა მისი მონატრება’’ ‘’იმის მიუხედავად, რომ ახლა ძალიან გავიზარდე და უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, მაინც არ დამვიწყებია თაკა, ამ დროის მანძილზე ლიზას მონაყოლი ამბებიდან თუ ვიგებდი მის ამბავს’’. ‘’ნიკამ და ვატომ ყველაფერი იცოდნენ, ისიც იციან, რომ ჩანაწერებს ვაკეთებ, გიჟს მეძახიან და უგონოდ შეყვარებულს და ვაი, რომ ასეა... ნიკას და ვატოს, რომლებიც საქართველოში იყვნენ თაკასთის ყურადღების მიქცევა ვთხოვე, რა თქმა უნდა შორიდან, არ მინდოდა ვინმე გადაჰყროდა, მათგან ვიგებდი სხვადასხვა ამბავს და რამდენიმე ფოტოსაც, როგორც ესენი ამბობდნენ ე.წ ‘’ჯილდოდ’’, და მართლაც, რომ ძალიან ძვირფასი იყო ეს ჩემთვის’’. ‘’თვითმფრინავში ვარ, საქართველოში ვბრუნდები და საშინლად ვნერვიულობ, ვიცი, რომ ძალიან მალე ლიზასთან შეხვედრა მომიწევს, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დამხვდება ან საერთოდ ვემახსოვრები თუ არა. და თუ ვემახსოვრები არ მინდა, რომ ჩემი დანახვისას ჩემს მიერ მიყენებული ტკივილი გაახსენდეს’’. ‘’თვითმფრინავიდან ჩავედი თუ არა ლიზა დავლანდე და ჩემს მონატრებულ გოგოს სასწაულად ჩავეხუტე, მის უკან რამდენიმე ნაბიჯში წითელკოპლებიან კაბაში გამოწყობილი როგორ ატრიალებდა მობეზრებულად თვალებს.მოვიტყუე, რომ არ მახსოვდა, მაგრამ მისი დამოკიდებულებით მივხვდი, რომ მას ვახსოვდი და უარესად დამწყდა გული,როცა ჩემი ქცევებიც ახსოვდა. ვერ მოვითმინე და ყურში ჩავჩურჩულე, რომ ძალიან ლამაზი და სექსუალური იყო, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა,მაგრამ შემდეგ, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეგონა ისევ ცინიკოსი ვიყავი მის მიმართ. მანქანაში მომენტებში სარკიდან ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა,მაგრამ უძლური ვიყავი ახლა მის წინაშე’’. ‘’საღამოს სადრბაზოსთან შემთხვევით შევხვდი, სიმართლე პირში მომახალა და მითხრა, რომ საშინელი ადამიანი ვიყავი, რაც ისედაც ვიცოდი. არ მახსოვს, იმ საღამოს ძალიან ბევრი დავლიე, რატომ? მიყვარდა და მის ამ წყენას ფხიზელი ვერ გავუძლებდი, დღეს მაინც.’’ ‘’როდესაც ირაკლიმ მითხრა, რომ თაკასთან სახლში უნდა მივსულიყავით, გამიხარდა, რადგან მეგონა ნორმალური დიალოგი შედგებოდა ჩვენს შორის. ცოტა დაგვაინებით მივედი, კარზე ზარი არ მქონდა დარეკილი ქალბატონმა, რომ გამიღო კარი, აშკარად წასვლას აპირებდა, ცოტა გავეხუმრე და მისგან კარგი პასუხიც მივიღე. დედამისი, რომ არ გამოჩენილი ‘’მოედანზე’’ ალბათ, გაიპარებოდა და მასთან ერთად ყოფნის საშუალებაც არ მექნებოდა. სუფრასთან დაღონებული სახით დაჯდა, მის ამ გამომეტყველაბზე ვგიჟდებოდი, დედამისმა მისი ქება, რომ დაიწყო ისეთი საყვარელი გამომეტყველება ჰქონდა, თავი ძლივს შევიკავე, რომ ამ მომენტში ცხოვრებაში პირველად არ ჩავხუტებოდი. ვიცოდი, რომ ჩემი იქ ყოფნა დისკომფირტს უქმნიდა და სავარაუდოდ, მისმა მშობლებმა არ იცოდნენ ‘’ჩვენს’’ შესახებ, და ეს უფრო უმძიმებდა იქ ყოფნას. ვიცოდი, რომ საშინლად ძლიერი ადამიანი იყო, არ მსიამოვებდა ასე, რომ იტანჯებოდა გარშემო არსებული ადამიანების გამო, პირველ რიგში, კი ჩემს გამო და ხშირად, არა ერთხელ მიკამათია და მიჩხუბია სხვებთან მის დასაცავად, ვინც კი, რაიმე ‘’არასსწორს’’ ამბობდა.’’ თავი ძლივს ამოვწიე ბლოკნოტიდან, საათი დილის 5 საათს უჩვენებდა,მაგრამ ძალიან მალე დავასრულებდი ამიტომ დაძინება კიდევ რამდენიმე საათით გადავდე. ემოციებს რაც შეეხება, გამოფიტული ვიყავი, ჯერ კიდევ არ მესმოდა ალექსანდრესი და მეგონა ვერასოდეს შევძლებდი მის გაგებას. კითხვა განგარძე... ‘’ცოტახანში თავის ოთახში ავიდა და მეც ბოდიშის მოხდით, ვითომ საპირფარეშოში გავდიოდი, სუფრა დავტოვე. მის ოთახში შევედი, თავიდან დედამისი ვეგონე, მაგრამ ჩემს დანახვას იქ არ ელოდა, მგონი ცოტაც კი შეეშინდა, მაგრამ ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მისი სიახლოვის სურვილი იმდენად გამჯდარი მქონდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ზედმეტის არაფრის გაკეთებას ვაპირებდი, მხოლოდ მისი სურნელი და ასე ახლოს ყოფნაც კი საკმარისი იყო. მოულოდნელად კი დედამისმა კარი შემოხსნა და ყველაფერი არასწორად გაიგო, სანამ სუფრასთან დაბრუნდებოდა, თაკაოთახში დავტოვე და დედამისს გავეკიდე, რომ ამეხსნა ყველაფერი, მაგრამ მისმა ყვირილმა დანარჩენებამდე მიაღწია და ისე, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი მამაჩემთან ერთად სახლი დავტოვე. ვიცოდი თაკა გამწარდებოდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მასთან რამდენიმე გზით ვცადე დაკავშირება, მაგრამ უშედეგედო. ამას კი, ისიც დაემატა, რომ ცოტახანში ‘’დაიკარგა’’, სხვაგან წავიდა და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ლიზას მდგომარეობა ავუხსენი ძლივს ვათქმევინე თაკას ადგილსამყოფელი.’’ ‘’ამ საღამოს თაკასთან მივდივარ, მზად ვარ, ყველაფერი ავუხსნა და საბოლოოდ ვუთხრა, რომ მიყვარს; დილით მის მშობლებთან ვიყავი და მომხდარი ავუხსენი,როგორც იქნა დაიჯერეს, მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ თაკას ძალიან მალე მშობლები პატიებას სთხოვდნენ, რაღაცას მაინც გავაკეთებდი ისეთს, რაც მას ძალიან გაახარებდა, თუმცა არ უნდა გაიგოს, რომ ეს ჩემი ნამოქმედარია’’. ეს იყო ბოლო ჩანაწერი და ბლოკნოტი დავხურე, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში თვალი ერთ წერტილს გავუშტერე. ტვინი მხოლოდ ახლა იწყებდა ნელნელა წაკითხულის გადახარშვას. მზე უკვე ამოსულიყო და გარემოს დათბობას ცდილობდა, საწოლიდან წამოვდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი, სახლიდან უნდა გავსულიყავი, უბანში გავედი და მხოლოდ მოხუცებს ვხედავდი, რომლებიც საქონელს საძოვრებზე უშვებდნენ, შემხვედრებს უღიმოდნენ და კითხულობდნენ. ხევი გადავკვეთე მეორე მხარეს გზაზე ავედი, გზის შემდეგ, კი გორაზე დავიწყე სვლა, ნელნელა ზაფხული იწურებოდა თითქოს შემოდგომა ისაკუთრებდა აქაურობას, ზედმეტად სასიამოვნო ამინდი იყო და ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ ამ სიამოვნების ღირსი არავინ იყო. მწვერვალთან მივაღწიე და მიწაზე ჩამოვჯექი, პირველად ვიყავი ამ ადგილას, პირველად არ შემეშინდა მგლების თუ ქვეწარმავლების და აქ ამოვედი. ეს ადგილი მანამდე მხოლოდ ჩემი სახლიდან მქონდა შესწავლილი და საშინლად მინდოდა მეც ამოვსულიყავი აქ,რომელიც ზაფხულში სიმწვანითაა მოცული და ზამთარში მხოლოდ გაშიშვლებული ხეები ‘’ფარავს’’. სოფელს, რომელიც ერთ ხელის გულზე შეგეძლო დაგეტია, ზემოდან გადავყურებდი, სახლები თითქმის წერილებად მოჩანდა, ამდროს ეზოში მოფუსფუსე ხალხი კი საერთოდ არ ჩანდა. რამდენიმე დღე ასე გრძელდებოდა ყოველ დილით აქ ამოვდიოდი, თითქოს თავშესაფარი ვიპოვე. -გამარჯობა -ხმა უკნიდან მომესმა -გამარჯობა -მივესალმე უკან მდგარ ბიჭს, ძალიან მეცნობოდა -შეიძლება ჩამოვჯდე? -მკითხა და თან დაიძრა -კი, რა თქმა უნდა -ვუთხარი და სოფლის ყურება ისევ განგარძე -აბა? აქამდე აქ ამოსულს ვერავის ვხედავდი და შენ რა ქარმა გადმოგაგდო? -იუმორით მკითხა და მეც გამეღიმა -არ ვიცი, მგონი აქ თავშესაფარი ვიპოვე -აჰ, მასე ვერ ვიტყოდი -რატომ? -აქ, ყველასგან შორს მხოლოდ მაშინ მოვდივართ, როცა რაღაც პრობლემებს გავურბივართ -ანუ შენც მაგიტომ ხარ აქ? -ვკითხე და მის მწვანე სფეროებს დავაკვირდი -მე უკვე დიდი ხანია, რაც აქ ამოვდივარ ყოველდღე, მე კი ბოლო რამდენიმე დღეა რაც აქ გხედავ და ძალიან კარგად მართმევ ჩემს ადგილს -შენს ადგილს? ანუ დიდი ხანია რაც აქ ემალები შენს პრობლემებს? -ციტირება გავუკეთე მის სიტყვებს და ინტერესით შევხედე -კარგი, გეტყვი, ოღონდ ჯერ გაგიცნობ, მე გაგა ვარ, გაგა მამაიაშვილი -აი თურმე საიდან მეცნობი, გაგა, ერთხელ ბებიას ონკანი შეუკეთე და ჩვენს სახლში გნახე, თაკა გურაშვილი -ხელი ჩამოვართვი -აბა დავიწყო თუ დაიწყებ? -აშკარად, ძალიან უნდოდა ვინმესთვის გული გადაეშალა -დაიწყე -ოდნავ ჩავიცინე და ყურადღებით მოვუსმინე -აი იმ სახლს ხედავ? -ხელით შორს არსებული სახლებიდან ერთ-ერთზე მიმანიშნა -მანდ ის ცხოვრობს, ვინც ძალიან მიყვარს და ვისზეც მზე და მთავრე ამომდის, უკვე სამი წელია რაც მიყვარს, მაგრამ მგონი ვერც კი მამჩნევს, არადა მის მეზობლად ვცხოვრობ. -რატომ არ ეუბნები? -შეიძლება უარი მითხრას და საერთოდ დავკარგო მისი ნახვის შესაძლებლობა, მე კი ეს არ მინდა, რადგან მეშინია, რომ ვერ გავუძლებ. -ხო მაგრამ ასე თუ მოიცადე და არაფერი მოიმოქმედე ხომ შეიძლება, რომ ვინმე სხვასაც შეუყვარდეს და იმის გამო, რომ ის ვიღაც გადადგამს მისკენ ნაბიჯს ამის გამო, სამუდამოდ დაკარგო? -ვიცი, ამაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია,მაგრამ მირჩევნია ასე მოხდეს, ვიდრე მისგან უარი და შემდეგ, ცივი დამოკიდებულება მივიღო -და რატომ ხარ დარწმუნებული, რომ არ შემოგხედავს? -ძალიან შეძლებული ოჯახია, ძალიან მალე თბილისში მიდის საცხოვრებლად, იმის მიუხედავად, რომ თბილისში ვცხოვრობ და ვსწავლობ და აქ მხოლოდ, მაშინ ჩამოვდივარ, როცა ვახერხებ, რომ ჩემს მშობლებს დავეხმარო, მაინც მგონია, რომ მის გულში ჩემთვის არ მოიძებნება ადგილი. -ხომ იცი, თუ არ გარისკავ ვერ გაიგებ სინამდვილეში რა და როგორ იქნებოდა. ასე თუ იჯდები და თავს იმით დაიტანჯავ, რომ შენზე უარს იტყვის და ‘’მერე რა გეშველება’’, არაფერი გამოგივა. თუ ეტყვი ის მაინც გეცოდინება, რომ უარი გითხრა (თუ არ დაგთანხმდა) და თავსაც აღარ დაიტანჯავ. -არ ვიცი, იცი რამდენჯერ ვცადე, რომ ჩემს გრძნობაზე დავლაპარაკებოდი? მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მივიყვანე საქმე ბოლომდე. ის ისეთი თბილი, ნაზი და სიცოცხლით სავსეა, ხანდახან მგონია, რომ პატარა ბავშვია და არა 20 წლის გოგო, მაგრამ უნდა ვაღიარო მასში სწორედ მისი ეს უბრალოება მაგიჟებს -ლაპარაკობდა და ვხვდებოდი როგორი ძლიერი და დიდი შეიძლება იყოს ეს გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. -შენ სერიოზულად ყოფილხარ შეყვარებული ძმაო -ბოლოს მხიარულად დავკარი მხარზე ხელი -აბა, შენზე რას მეტყვი? დავიწყე და დავიწყე აღარ გავჩერდი, ვეღარ გავჩერდი,ჩემი თითოეული ტკივილი, სიყვარული თუ ბედნიერება საკუთარ თავზე მეტად გაგას გავუზიარე, როცა დავასრულე გვერდზე მჯდარს მივხედე და მის პასუხს დაველოდე -მაგ ბიჭზე უგონოდ შეყვარებული ხარ ამ სიტყვების თქმა და ჩემი გაგუდვამდე სიცილი ერთი იყო -არა ძმაო, შენ რჩევების მიცემაში ნოლი ყოფილხარ -მხარზე ხელი კიდევ ერთხელ დავარტყი და მის სერიოზულ სახეს კიდევ ერთხელ, რომ შევხედე სიცილი შევწყვიტე -დამიჯერე -არა გაგა, ასე არაა -ანერვიულებულმა ახსნა დავიწყე და ლამის მთელი ისტორია მეორედ მოვუყევი, არ მინდოდა გაგას სიტყვები რეალობა ყოფილიყო -მაგ ბიჭის სიყვარულში დავრწმუნდი, ბიჭი ვარდა უკეთესად მესმის, ვიცი შეიძლება წარმოუდგენლადაც მიგაჩნია, მაგრამ შენც გიყვარს, ოღონდ სანამ შენ შეამჩნევ ამას, მე შევამჩნიე. -შეუძლებელია -კიდევ ერთხელ შემეშინდა ალექსანდრესი და მის მიმართ გრძნობის, რომელიც შეიძლებოდა გაგას სიტყვების მიხედვით ამხდარიყო. -იცი, რომ შეყვარებული ადამიანივით ლაპარაკობ? -ნუთუ? ამდენი გამოცდილება გაქვს? -გამოცდილება არაფერ შუაშია, ასეა და რა ვქნა, მე ხომ ვერ მომკლავ იმის გამო, რომ როგორც შენ ამბობ ეგ ‘’საშინელი ადამიანი’’ შეგიყვარდა -მხრები აიჩეჩა გაგამ, სოფელს გადავხედე, ამჯერად უკვე სრულიად სერიოზული ვიყავი, ტყიდან მონაბერ სიოს ვგრძნობდი, თვალები დავხუჭე და ალექსანდრე წარმობვიდგინე, მისი მუდმივად შავი თვალები, ის კოცნაც კი გამახსენდა, რომელიც ავარიის დღეს მოხდა. -აქ დასამშვიდებლად ჩამოვედი და უარესად ავირიე -ვუთხარი გაგას და ტყიდან გზაზე ჩავედით -იქნებ, სწორედ ეგ არეულობაა შენი სიმშვიდე და შესაძლოა ყველაზე დიდი ბედნიერებაც? და ბევრი ფიქრის შემდეგ, იქნებ სწორედ ეს იყო ის ‘’სიმშვიდე’’, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ვეძებდი? 2 კვირის შემდეგ თბილისში დავბრუნდი... მე3 თავი და ცოტა ინტრიგაც... ველოდები თქვენ მოლოდინს და კომენტარებს მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და კომენტარს მიტოვებთ, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის... პ.ს ეს თავი ორი დღის წინ უნდა დადებულიყო თუმცა რაღაც მიზეზის გამო ხელმეორედ ახლა ავტვირთე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.