შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ირონია (თავი 2)


3-01-2020, 00:49
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 2 276

მომხდარის შემდეგ, ჩემი მშობლები ზედმეტად ცივად მექცეოდნენ, ფიქრობდნენ, რომ მათი ღირსება შევლახე, არადა წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რა მოხდა სინამდვილეში და მეც ახსნას აღარ ვაპირებდი... მათ ასეთ საქციელს ვეღარ გავუძელი და სოფელში წავედი, უკვე მეორე დღეა რაც აქ ვარ ბებოსთან ერთად, ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო და საქმე შევუმსუბუქო, ბებოო ერთადერთია, რომელსაც ჩემი ნამდვილად სჯერა. ჩემი აქ ყოფნის შესახებ მხოლოდ ლიზას ვუთხარი...
ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი, როდესაც სამზარეულოდან ხმაური მომესმა, ნახევრად მძინარე ჩემი ზაფხულის პიჟამოებით ქვემოთ ჩავედი და ბებოსთან ერთად ჩემთვის უცხო პიროვნება იყო სამზარეულოში
-შვილო ძალიან დიდი მადლობა, შენ რომ არა ღმერთმა იცის როდის გამიკეთებდნენ
-არაფერს ნელი ბებო, თუ დახმარება დაგჭირდათ აუცილებლად დამიძახეთ
-გამარჯობა-უცნობი გასვლის დროს ღიმილით მომესალმა და სახლი დატოვა
-ბებო ვინ იყო?
-ჩვენი მეზობელია გაგა, ონკანი შეაკეთა, ძალიან კარგი ბიჭია, თბილისში ცხოვრობს, იქ სწავლობს, მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე აქეთ, მშობლებთან ჩამოდის და მამამისს ეხმარება ხოლმე - ფუსფუსთან ერთად ამ ბიჭის ისტორია ისე მომიყვა თითქოს ძალიან მაინტერესებდეს და ნახევრად აღარც კი ვუსმენ ისე ვდგავ წყალს გასაცხელებლად ყავისთვის რომ ბებოს საყვედურით სავსე ხმა მესმის-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჯერ ისაუზმო და ყავა შემდედ დალიო?
-კარგი რა ბებო - ხო იცი დილით არ ვჭამ
-ნახე რა დაგემართება მასე - ბურდღუნით გავიდა გარეთ.
ცოტახანში ოთახში ავბრუნდი და გამოვიცვალე, შუადღემდე ბებოს ვეხმარებოდი, ჯერ სახლი დავალაგე და დავასუფთავე, ბებო ყოველდღე ვერ ახერხებდა კარგად ყველაფრის დასუფთავებას ამიტომ მთლიანად ორივე სართულის დალაგებას ორი დღე მაიმც მოვუნდი, საღამოს უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ რაღაც-რაღაცეები იყო საყიდელი და ამიტომ მაღაზიაში უნდა გადავსულიყავი, რომელიც საკმაოდ შორს იყო. ჟაკეთი მოვიცვი,რადგან საღამოს ძალიან ციოდა და სახლიდან გავედი...
გზას თანდათან გახსენებას ვცდილობდი და თან გზაში სახლისკენ მიმავალ საქონელს გვერდს შიშით ვუვლიდი, როგორც იქნა მივაღწიე მაღაზიამდე, მაგრამ იქ დიდი რიგი დამხვდა, თურმე როგორც გავიგე დღეს ფეხბურთი ყოფილა სადაც ჩემი სოფელი მეზობელ სოფელს უპირისპირდებოდა, ამიტომ ყველა აქ შემოსულიყო მზესუმზირის თუ ლუდების საყიდლად... როგორც იქნა, გამყიდველს ჩამოვუთვალე ყველაფერი რაც მინდოდა და ფული გადავუხადე, მაღაზიიდან გამოსვლის დროს ნაცნობი ხმა მომესმა, გვერდზე მივიხედე და ბიჭებთან მდგომი ჩემი დილის სტუმარი დავლანდე, რომელმაც შემამჩნია და სასწრაფოდ თვალის არიდებით გამოვეცალე... ამასობაში, საკმაოდ დაბნელდა, სანამ სახლამდე მივიდოდი გზაში დროის გასაყვანად ლიზას დავურეკე
-ლიზუუ როგორ ხაარ?
-გვიკადრე ხოო? მანდ გადასახლებას ხომ არ აპირებ თაკუუ? ვინმე სიმპატიური ბიჭი გაიცანი და მასთან ერთად სოფლის მეურნოების საქმეებს ხომ არ უნდა მიყვე?
-აუუ ლიზაა, არ ხარ ნორმალური
-რა გაცინეებს გოგოო - ჩამკივლა ყურში -სად ხარ ამდენ ხანს? არ ჩამოდიხარ?
-ჯერ არაა.ლიზუუ
-ლიზუს ნუ მეძახი იცოდეე, ძალიან ამძაფრებ ყველაფერსს, ჩამოდი და აუხსენი შენებს ყველაფერი
-არაფრის ახსნის თავი არ მაქვს რა, რაც მოხდა მოხდა, როცა მიხვდებიან, რომ შვილი ჰყავთ და როცა მისი მოსმენა მოუნდებათ მერე შეიძლება ავუხსნა რამე, ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ დაურეკავთ
-თაკაა, ვერაფრით გეხმარები და ეს ძალიან მაცოფებს, იქნებ შენთან ჩამოვსულიყავი? - ჩაფიქრდა
-არა ლიზა, მირჩევნია მარტო ვიყო და როცა გადავწყვეტ ჩამოვალ
ტელეფონი გაითიშა, დაჯდა, როდესაც ირგვლივ მიმოვიხედე ძლივს ვარჩევდი გზას -ამის დედაც - შევიკურთხე და ძლივს გავაგრძელე გზა, უკნიდან მანქანის ფარებმა გაანათა გზა და ვიჩქარე, რომ გზა მაქსიმალურად შემემოკლებინა, თუმცა მანქანა სწრაფად მოდიოდა და მეც შევანალე ისევ სვლა, ამ დროს კი მანქანა ჩემს გვერდით გაჩერდა
-თაკა
ჩამოწეული ფანჯრიდან ჩემი სახელი გავიგე, მანქანაში შევიხედე და სალონში, საჭესთან მჯდომი ალექსანდრე დავინახე, გაოცებისგან და სიბრაზისგან ხმას ვერ ვიღებდი
-თაკა
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -წამში ამოვხეთქე ჩემი გაბრაზება
-მანქანაში ჩაჯექი
-რა?
-რა და მანქანაში ჩაჯექი, ვერ ხედაც როგორი სიბნელეა? ასე ვერ მიხვალ სახლში, ან დაიკარგები,ან მგლები შეგჭამენ, თქვა თუ არა მგლების ხმა მომესმა სა წარმოვიდგინე როგორ ჩამოდიოდნენ ტყიდან, რომელიც სოფელს გარშემო ერტყა
-არავინ გეკითხება ალექსანდრე, აქ საერთოდ რატომ ხარ და რა გინდა? ცხოვრება, რომ გამიმწარე არ გეყო? - მანქანიდან გადმოსულ ერთი თავით მაღალ თორნიკეს თვალებში ვუყურებდი -შემეშვი რა, უბრალოდ შემეშვი გესმის?
-შენი მშობლების გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ამის გამო თავს არ დაგანებებ
-ავადმყოფი ხარ? რას ნიშნავს თავს არ დამანებებ?
-იმას, რომ სულ უნდა მხედავდე და გხედავდე, გასაგებია? ეხლა კი ჩაჯექი მანქანაში, არ შეგჭამ უბრალოდ სახლამდე მიგიყვან
-გთხოვ თავი დამანებე რა -ცოტაც და ავტირდებოდი, როცა ალექსანდრემ თავისკენ მიმზიდა და მასთან ძალიან ახლოს მყოფს მაკოცა, თუმცა მხოლოდ წამიერად და წამში ჩემი სილაც მოხვდა და შეშინებულმა გზა განგარძე, ისეთი შეშინებული და გაბრაზებული ვიყავი, სახლამდე როგორ მივაღწიე აღარც კი მახსოვს. მეორე დილით თვალები გავახილე თუ არა ლიზამ დამირეკა
-თაკა, ალექსანდრე -ტიროდა და სასწრაფოდ წამოვდეაი ფეხზე
-რახდება ლიზა?
-ავარია, საშინელი ავარიაა მოხდა, გთხოვ მჭირდებიი
-მოვდივარ ლიზა, ეხლავე მოვდივარ...
ბებოს სასწრაფოდ ავუხსენი სიტუაცია და ზურგჩანთაში რაც ჩამეტია ყველაფერი ჩავტენე და სასწრაფოდ დავტოვე სახლი...
2საათში თბილისში ვიყავი ლიზას მაშინვე დავურეკე და საავადმყოფო ვკითხე, ტაქსს ხელი დავუქნიე და მისამართი სწრაფად ვუთხარი...
-ლიზაა -შორიდან შევნიშნე დერეფანში მყოფი ლიზა
-თაკაა
-დამშვიდდი -ჩემზე მოხუტებულს თმაზე ვეფერებოდი, აქ მყოფთაგან მხოლოდ ლიზას და ალექსანდრეს მამას ვიცნობდი, რამდენიმე წუთში გვერდზე მდგომი ბიჭები საუბარი მოვისმინე
-ნიკა სად მოუვიდა ავარია
-კახეთის გზაზე, თბილისის შემოსასვლელთან -ნიკა აშკარად ალექსანდრეს ძმაკაცი იყო
კახეთის გზა? გუშინ? -გავიფიქრე
-წუხელ გვიან? -იმ ბიჭმა ისევ ნიკას ჰკითხა
-არა ძალიან გვიან არა ასე 10საათისკენო როგორც ვიცი
-და რა უნდოდა კახეთში?
ნიკას მზერა ვიგრძენი, ქვემოდან ოდნავ შევხედე და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა
-არ ვიცი ჯერ, მაგრამ როცა გაიღვიძებს და აუცილებლად, რომ გაიღვიძებს მაგას გავიგებ-ისე უთხრა რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
მივხვდი, რომ ეს იდიოტი ჩემგან წასვლის შემდეგ მოხვდა ავარიაში, საერთოდ მისი იქ ჩამოსვლის, მერე იმ კოცნის მიზეზი მაინტერესებდა, აზრების დასალაგებლად აქაურობას უნდა გავცლოდი, ალექსანდრეს ოპერაციას უკეთებდნენ, მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. ლიზას რომელსაც ეძინა ფრთხილად გამოვეცალე და ჰაერზე გავედი, ეზოში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი.
"ანუ რა გამოდის რომ ჩემი ბრალია? ჩემს გამო მოუვიდა ავარია? მე ვარ დამნაშავე?" -ჩემს თავს ვეკითხებოდი, როცა ვიღაცამ მხარზე ხელი შემახო და ხელში ნიკა შემომრჩა
-თაკა -მშვიდად დაიწყო საუბარი -შენი ბრალი არაფერი არაა -მისი ნათქვამიდან მივხვდი, რომ მან იცოდა ალექსანდრეს ჩემთან ჩამოსვლის ამბავი
-ხო, მაგრამ იქ ჩემს სანახავად ჩამოვიდა, საერთოდ რაუნდოდა რატომ ჩამოვიდა? სულ იმას ვეჩხუბები, რომ შემეშვას, მაგრამ არ ესმის
-თაკა, შენს გამო ჩამოვიდა, შენთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს არაფერი უთქვამს
-რისი თქმა უნდოდა? -გაკვირვებულმა შევხედე
-მგონი ჯობია ეს წაიკითხო -სკამზე პატარა ყავისფერი ბლოკნოტი დამიდო -ყველაფერს გაიგებ და ამას იმიტომ გაძლევ, რომ თუ ალექსანდრეს რაიმე მოუვიდა მინდა მასთან გაბრაზებული კი არა, თბილად მიხვიდე და დაემშვიდობო, მაგრამ თუ გადარჩა და აუცილებლად გადრჩება, ვიცი ამის გამო მომკლავს მაგრამ ჯობია წაიკითხო რა - თბილად გამიღიმა და შენობაში დაბრუნდა... ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს ბლოკნოტი ან რატომ უნდა წამეკითხა მე და რატომ უნდა შემცვლოდა ალექსანდრეს მიმართ დამოკიდებულება ამის გამო, მაგრამ გავბედე და გადავშალე
"ჩემს პატარა თაკას",
"ჩემს სიყვარულს",
"დღეს სხვა ქვეყანაში მივფრინავ, ჩემს თაკას კიდევ მარტო ვტოვებ, მაგრამ ის ვერც მიტანს, ჩემი საშინელი ხასიათის გამო"
"მას საშინლად ვექცევი, მაგრამ მასთან სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია"
გაოგნებული რამდენიმე ფურცელს ვშლიდი ერთმანეთის მიყოლებით და მხოლოდ პირველ დაჭერილ სიტყვებს ზერელედ ვკითხულობდი.
"ძალიან მიყვარს" -ალექსანდრეს გაკრული ხელი და ბოლოში გვერდზე მიწერილი ჩემი სახელი...2014 წელი..
გაოცებულმა ბლოკნოტი სასწრაფოდ დავხურე და ერთიანად მოწოლილ ცრემლებს ნება მივეცი ჯებირებისთვის გადმოეღწიათ...

გილოცავთ ახალ წელს, საუკეთესოს გისურვებთ ყველაფერს.
ესეც ამ ისტორიის მე-2 თავი, ველი შეფასებებს.



№1 სტუმარი სტუმარი Salome

Rodis dadeb 3 tavs?

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგი იყო მაგრამ მალე დადე ხოლმე რა..

 


№3  offline წევრი Diamond

საინტერესოა♥მომდევნო თავი მალე დადე

 


№4  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი Salome
Rodis dadeb 3 tavs?

ძალიან მალე ♥

ანი ანი
კარგი იყო მაგრამ მალე დადე ხოლმე რა..

მადლობა და აუცილებლაად ♥

Diamond
საინტერესოა♥მომდევნო თავი მალე დადე

დიდი მადლობა ♥

 


№5  offline წევრი Diamond

აღარ დებ მომდევნოს?

 


№6  offline წევრი Gimilis gogo

Diamond
აღარ დებ მომდევნოს?

ადმინისტრაციას ველოდები, წუხელ გვიან ავტვირთე და იმედია მალე დადებენ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent