არ დამივიწყო (თავი მეორე)
ჯანდაბა, ჯანდაბა- ვბრუტყუნებდი და თვალებდახუჭული მივაპოვბდი ჰაერს, გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა მარჯვენა მხრიდან დაჯახება ვიგრძენი, მერე ჩაძირვა წყალი საკმაოდ ცივი იყო. თავი ამოვყავი წყლიდან და თითქოს რამდენიმე საათია არ მისუნთქავსო ისე ჩავისუნთქე ჰაერი. -კარგად ხარ? -მეკითხება ჩემ წინ მოცურავე ბიჭი, ირგვლივ მიმოვიხედე და მხოლოდ ჩვენ ორი ვართ აუზში. -კი კარგად ვარ-თვალები მოვჭუტე რომ დამენახა ვინ იყო ჩემს წინ. ჩვენი მასპინძელი ლუკა იყო.. -მაპატიე რა ჩემმა იდიოტმა ძმაკაცმა მკრა ხელი და თავი ვეღარ შევიკავე.-დაიწყო ახსნა. -არაუშავს-სახეზე მიკრული თმები ხელებით მოვიშორე და აუზიდან ამოსასვლელ გზას ძლივს მივაგენი. -წამოდი სახლში, უკვე საკმაოდ გრილა რამეს მოგცემ რომ გამოიცვალო თორე გაცივდები. მართლაც ძალიან შემცივდა, თან ერთიანად ემოციურადაც და ფიზიკურადაც ცივი წყალი გადამასხეს და ლუკას უკან გავყევი. თან ღმერთთან დიალოგი გავმართე, არა უფრო მონოლოგი „ღმერთო ჰომ შეიძლებოდა არა ლუკას მამა წასულიყო ამერიკაში და არა ანდრიასი. ან პირიქით იმღამეს ლუკა გამეცნო და არა ანდრია“ -მოკლედ შეგიძლია გაიმშრალო და ესენი ჩაიცვა სამწუხაროდ სხვა არაფერი მაქვს-პირსახოცი, სპორტული შარვალი და თხელი თეთრი მაისური დამიდო ლოგინზე ლუკამ-ეს ჩემი ოთახია და არაფრის მოგერიდოს,თუ მაინცდამაინც შეგიძლია აქვე დაიძინო. ბექას მე გავაფრთხილებ. -იცი რა, მაპატიე გაწუხებ მაგრამ ქვევით მისაღებში მგონი ჩემი ჩანთა უნდა იყოს, პატარა შავი წელის ჩანთაა იქნებ მომიტანო,ტელეფონი მჭირდება. -კი პრობლეა არ არის-კარიდან გავიდა ლუკა, სწრაფად დავიწყე სველი ტანსაცმლის გახდა გავიმშრალე და ლუკას შარვალი და მაიკა ჩავიცვი, ცოტა დიდი მქონდა მაგრამ თბილი იყო, ლუკას ლოდინში ლოგინზე მივწექი. ოთახში ჭერი მთლიანად საახალწლო ნათურებით ჰქონდა მორთული, სარკესთან ბევრი ფოტოები, კედლები მთლიანად მოხატული იყო, ალბათ ლუკა ხატავს. იმ ფიქრებში თუ როგორი ცხოვრება ჰქონდა ლუკას ჩამეძინა. სანამ თვალებს გავახელდი მანამდე ვიგრძენი რომ საკუთარ ლოგინში არ ვიწექი, ისიც ვიგრძენი რომ ღამე არც ისე კარგი მქონდა, მაგრამ მაინც გავახლე თვალები, თავი არ მტკიოდა და არც უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ოთახს თვალი მოვავლე, აშკარად მარტო ვიყავი, ლუკას ლოგინში ლუკას სპორტულებში, ჩემი ტანსაცმელი ვიღაცას წაუღია. ჩემი ტელეფონი ლოგინთან დადგმულ ტუმბოზე იდო წყალთან ერთად. ტელეფონი ავიღე, ნიასგან 27 გამოტოვებული ზარი მქონდა, და შეტყობინება „ მე და ბექა წავედით ლუკამ თქვა რომ გეძინა, იმედია რამე ჩაიცვლი და ისე შიშველმა არ დაიძინე თორე გაცივდები, გკოცნი“ გამეღიმა ლოგინიდან ავდექი და კარი მორიდებულად ჩუმად გავაღე. არავის ხმა არ ისმოდა. პირველ სართულზე ჩავედი აქაც არავინ იყო, ნუთუ ყველა წავიდა და სახლში მარტო დამტოვეს, ჩემივე ნათქვამზე გამეცნა და ეზოში გავედი, სიგარეტს მოვუკიდე და ყველაზე ახლოს მდებარე პუფში ჩავჯექი.სიგარეტის ბოლო ნაფაზს ვურტყამდი უკნიდან რომ ხმა მომესმა -იმედია ახლაც არ გაიქცევი, ან მე არ გამაგდებ. -რა ჯანდაბაა- ისევ ფეხზე წამოვხტი სწრაფად. -კაი, მოიცა, გაჩერდი-სცილით ხელები წინ გამოწია.-გამაგებინე რატომ გარბიხარ როცა მხედავ. -შენი დანახვაც არ მინდა და იმიტომ. -რა დაგიშავე? -ჩემი სიმთვრალით ისარგებლე და წარმოდგენაც არ მინდა რეები მაკადრე. -რეები გაკადრე?-გაიცინა და წარბები ზევით აზიდა. -ჰო, არვიცი, არც მინდა მაგის წარმოდგენა, და არც მოსმენა. -კარგი რამდენიმე წუთი მოიცა მოგიყვები და შენით განსაზღვრე გაკადრე თუ არა.-ხელები ერთმანეთში გადავხლართე და პროვოკატორის პოზა მივიღე -გისმენ! -მოკლედ, იმ ღამეს ერთმანეთს კლუბში შევხვდით შენ ძალიან მთვრალი იყავი, მეც ვიყავი მაგრამ შენ უფრო, მერე ერთად დავლიეთ ერთმანეთი გავიცანით, მერე შენთან სახლში დამპატიჟე, გიჟი უნდა იყო კაცი შენნაირ გოგოს სახლში არ წაყვე. -ჩამნაირ გოგოს? რას ნიშნავს ჩემნაირ გოგოს?-სანთებელა ვესროლე -კარგი რა, ნუ იქცევი ველურივით. შენნაირ ლამაზს ანუ, და სექსუალურს-ორი ნაბიჯით მომიახლოვდა. -ნუ მიახლოვდები -კარგი ბოდიში-ერთი ნაბიჯი უკან გადადგა თან დაცვისთვის ხელები წინ გამოწია.-მოკლედ შენთან სახლში მივედით ერთმანეთს ვკოცნიდით ვეფერებოდით, და როცა საქმე-საქმეზე მიდგა, განაცხადე რომ ქალიშვილი ვარო-წაიჩურჩულა და წარბები შეჭმუხნა, თან სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.-და მიუხედავად შენი დიდი მუდარისა და თხოვნისა, მე ამას ვერ ვიკადრებდი ვიღაც მთვრალი გოგოსთვის „ნამუსი ამეხადა“-გაიცინა-ამიტომ უბრალოდ შენს გვერდით დავიძინე. ეს იყო და ეს. -ეს იმას არ ნიშნავს რომ შენი დანახვა მინდა.-სახლში სწრაფად შევედი ისევ ოთახში დავბრუნდი, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ახლა რაღატო ვბრაზობდი არ ვიცოდი მაგრამ ფაქტია რომ მეწყინა მისი მონათხრობი „რა გინდოდა თამთა, რისი მოსმენა გინდოდა, რა ჯანდაბათ მოეთრიე აქ ვინ დაგახია კალთები ნეტა.“ ოთახში წინდაუკან დავდიოდი და ხმამაღლა ვლაპარაკობდი, იქნებ ჯობდა დამეჯერა რომ ამ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზის მკლავებში ვიყავი უგონოდ მთვრალი. მილიონჯერ ავდექი და დავჯექი, ფანჯრიდან ვიყურეოდი, მზე უკვე კარგად ანათებდა არე-მარეს, გარეთ საკმაოდ სიცხე იქნებოდა, ამ სპორტულებშიც დამცხა, ნეტა სად იყო ჩემი ტანსაცმელი, ან ლუკა სად იყო, ან დანარჩენი ხალხი. ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა და კარზე დააკაკუნეს. სულ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი კარის გასაღებად მაგრამ ყველაფერი წარმოვიდგინე, როგორ შემოდიოდა ანდრია და როგორ იწყებოდა ყველაფერი, როგორ უნდოდა ჩემთან მოახლოება და მე რამხელა და რა მაგარ კედელს ვუშენებდი. მაგრამ არა, იქ ლუკა იყო. -დილა მშვიდობის, როგორ გეძინა?-ოთახში შემოვიდა. -მადლობა კარგა, შეგაწუხე მაგრამ ბოლომდე ჩემი ბრალი არაა. -არა რა შემაწუხე, ეგ არაფერი. შენი ტანსაცმელი მოგიტანე-ლოგინზე დადო-გავრეცხე გავაშრე შეგიძლია ჩაიცვა თორე ამ შარვალში უკვე დაგცხება. -ჰო-გამეცინა-სიმართლე გითხრა ახლა ვფიქრობდი ნეტა როდის მეღირსება ამის გახდათქო. ბექა და ნია წავიდნენ? -კი გუშინ თითქმის ყველა წავიდა. -რაღა მაინცდამაინც ის დარჩა-ჩემთვის შეუმჩნევლად ჩავიბურტყუნე -რამე თქვი? -არა, არაფერი-ნერვიულად გავუღიმე -კარგი მე დაგტოვებ, გამოიცვალე და ქვევით ჩამოდი ყავა დავლიოთ.-ოთახიდან გავიდა, ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი, ანდრია სავარძელში იჯდა და ყავას მოურიდებლად მიირთმევდა. ლუკაც სამზარეულოდან ორი ჭიქით ხელ ში გამოვიდა და მაგიდასთან მიმიპატიჟა, მეც მივედი, არ მინდოდა რამე შეემჩნია, დაძაბული ჩამოვჯექი დივანზე ისე რო ანდრიასთვის არც კი შემიხედავ, ყავის ჭიქა ავიღე მოვსვი და ლამის პირი დამეფუფქა, ხველებაა ამიტყდაა ფეხზე ყავა გადამესხა. -არ გაინძრე ახლავე ხელსახოცს მოვიტან-ლუკა ფეხზე წამოხტა. -აბა რა გგონია სხვებს რო წვავ, შენ ისე გადარჩები?-ისე სხვათაშორის თქვა ანდრიამ თან ზედაც არ შემოუხედავს. -ბატონო?-თვალებმოჭუტულმა გავხედე. -არაფერი, იმედია ნაიარევი არ დაგრჩებათქო. -ჯანდაბამდე გზა გქონია შენც და შენს ირონიასაც-მინდოდა რაღაც მესროლა და ის ლამაზი სახე დამესახიჩრებინა.-ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში. მე ახლა წავალ -სად წახვალ?როგრო აპირებ წასვლას?-გაეცინა ლუკას.-აი ანდრია მიდის და წაგიყვანს. -არა იყოს ტაქსს გამოვიძახებ. -აქ ტაქსი არ მოვა-ისევ ზედაც არ შემომხედა ისე ჩაილაპარაკა. -არაუშავს რამეს ვიპოვნი. -უკვე იპოვნე. -სავარძლიდან ადგა და მანქანის გასაღები აიღო. -ლუკა ძმაო ჩვენ წავალთ და საღამოს ამოვალ მე ისევ. წავედით თამთა, წინ დიდი გზაა.-გარეთ გავიდა. უკნიდან დავეჭყანე მაგრამ მაინც გავყევი, აშკარად სხვა გზა არ მქნდა. -იცი? მგონი შეგვიძლია ყველაფერი დავივიწყოთ-მანქანის დაძვრა და ჩემი აფეთქება ერთი იყო -შენ შეგიძლია დავიწყება?-ცალყბად გაიღიმა -რაც არ მახსოვს. იმის დავიწყება მარტივია. -ჰო მაგრამ იმ ფანტაზიას დაივიწყებ რაც იმ ღამის მერე გესიზმრება და გელანდება? -შემთხვევით ზედმეტი წარმოდგენა ჰომ არ გაქვთ თქვენს თავზე? -მომწონს თქვენობით რომ მესაუბნები, მაგრამ არა არ მაქვს. -მოდი ასე მოვიქცეთ, შენ სახლამდე მიმიყვან ერთმანეთს დავემშვიდობებით და მერე აღარასდროს აღარ შევხვდებით. -გეშინია? -რისი? -რომ სიზმარი რეალობად გექცევა -რა სიზმარზე საუბრობ. -განა არ გესიზმრებოდა „კოშმარად“ რომ მე და შენ... -გაჩუმდი!-გაუცნობიერებლად ვიყვირე. -კარგი, რა გემართება ზრდასრული ადამიანები ვართ, იცი რამდენ წყვილს აქვს ახლა სექსი? -გთხოვ წინ იყურე, რამესარ დავეტაკოთ. -კარგი, ანუ გინდა ყველაფერი დავივიწყოთ? ყველაფერი ის რაც არ ყოფილა? -ჰო, ეგ მინდა. -მაშინ თავიდან დავიწყოთ. -არა არაფრის დაწყებას არ ვაპირებ, არც გაგრძელებას, ყველაფერი ჩემს სადარბაზოსთან დასრულდება. -იქ სადაც დაიწყო.-ეს თქვა და მუსიკას აუწია, სახეზე აშკარა უკმაყოფილება დაეტყო, სიჩქარესაც მოუმატა და სახლამდე არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მანქანიდანაც ჩუმად გადავედი და დაუმშვიდობებლად შევედი სადარბაზოში. შხაპი მივიღე და თითქოს ყველანაირი სიმძიმე მომეხსნა მხრებიდან, ყველა სირცხვილი ჩამოვირეცხე, ძალიან დიდი დარდი მომეხსნა გულიდან. მთელი დღე ნაყინის ჭამასა და ფილმების ყურებაში გავატარე, სანამ არ დაღამდა და ფილმის ყურებისას არ ჩამეძინა დივანზე. ხმაურმა გამაღვიძა, ვიღაც კარს გამალებით ურტყამდა. კარს მივუახლოვდი, ჰოლში შუქი ავანთე. კარი აკანკალებული ხელებით გავაღე. -არ დამივიწყო, გთხოვ...-წარბები ზევით ჰქონდა აზიდული მწვანე თვალებში სისველე ეტყობოდა და ალკოჰოლის სუნს ალბათ კილომეტრიდანაც იგრძნობდნენ, ადგილზე გავშეშდი, გავყინე, ის კი კედელს მიყრდნობილი იდგა, დაძარღვულ ხელებში ლუდის ქილა ეჭირა და თვალებით მემუდარებოდა სახლში შემომეშვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.