შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციური გადაწყვეტილება 2 ნაწილი


6-01-2020, 11:57
ავტორი nazi barnovi.
ნანახია 2 720

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც საქართველო დავტოვეთ. ალექსანდრე დიდი ოჯახის ნაწილი იყო. მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა უზარმაზარ სახლში, რომელიც ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს უფრო ჰგავდა ვიდე საკუთარ საცხოვრებელს. გასართობი ოთახი, ბილიარდის ოთახი, კინოთეატრი, აუზები. სახლის სამხრეთით ამწვანებული მინდვრები იყო თავის იშვიათი ჯიშის ხეებით და გამოყვანილი ბუჩქებით. აქ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა ზღაპრული სიმდიდრე სამი-ოთხი დღე დამჭირდა ოთახების განლაგება რომ ამეთვისებინა. მეორე სართული მთლიანად ჩემი და ალექსანდრეს განკარგულებაში იყო. ალექსანდრეს მშობლებს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, ელენა და მელისა. ორივე ერთმანეთზე ლამაზები და მოხდენილები იყვნენ. ეს უკანასკნელი დისგან სავსე მკერდით და ქერა თმით გამოირჩეოდა, მისი ლამაზი სახის ნაკვთებს ამაყი იერი ედო, როგორც ჩანს მელისას მედიდური იერი დედისგან, ქალბატონი ნინასგან ერგო, რომელიც ისე ამაყად და თავმომწონედ დააბიჯებდა, თითქოს დედამიწა მის გარშემო ბრუნავდა. ელენას პირიქით, მამის რბილი ხასიათი გამოჰყოლოდა, რაც ოჯახში თვისთავად განხეთქილებას იწვევდა, თითქოს ოჯახი ორად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს ნინა და მელისა წარმოადგენდა მეორე მხარეს ბატონი ზურაბი და ელენა. ალექსანდრე სადღაც შუაში იყო, რომელიც ორივეს ინტერესებს აბალანსებდა. შევამჩნიე რომ ალექსანდრეს მაჩოს იმიჯი დედის კალთის უკან იმალებოდა, რაც დედასთან ხშირი საუბრებით მის აზრზე დამოკიდებულებას მაფიქრებინებდა. ასეთ შემთხვევაში მაჩოს იმიჯი მითი უფრო იყო ვიდრე რეალობა. სამივე მდედრს თავისი პირადი დიზაინერი, ვიზაჟისტი, სტილისტი ჰყავდათ, ისინიც ფაქტიურად ამ სახლში ცხოვრობდნენ დღეში ორჯელ მაინც მოდიოდნენ და ზოგჯერ გვიან ღამამდეც რჩებოდნენ, სპეციალურად სალონის სტილის ოთახში.
ქორწილამდე სამი დღე იყო დარჩენილი, სახლში საშინელი აურზაური და ფუსფუსი იყო, ემზადებოდნენ გრანდიოზული ქორწილისთვის. გარბოდნენ-გამორბოდნენ გამუდმებით რაღაცას ინიშნავდნენ და ხმამაღალი შეძახილებით ერთმანეთს მოუწოდებდნენ. ქორწილის ორგანიზატორი მითითებებს აძლევდა დამხმარეებს რა როგორ უნდა გაეკეთებინათ რადგან სასახლეს (თავისუფლად შეიძლება სასახლე ვუწოდოთ ამ სახლს) დიდი და გაშლილი მინდორი ჰქონდა, ქორწილიც ამავე ეზოშ დაიგეგმა. სამი დღით ადრე დაიწყეს სამზადისი ტორტის, ფოტოგრაფის, კამერების, მემონტაჟის და ათასი წვრილმანების მოგვარება. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არსად არ მიჭირდა გარემოსთან შეგუება, ადაპტაცია. ყველგან მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ეხლა ამ უცხო ქალაქში და თან ასეთ მდგომარეობაში როცა ყოველწუთს ვნანობდი ჩემს ნაბიჯს საშინლად გამიჩირდა გარემოსთან შეგუება. მეტირებოდა ყოველ წუთს და წამს, ვნანობდი ჩემს დაუფიქრებელ ნაბიჯს და დღე არ გავიდოდა ლუკაზე არ მეფიქრა, ერთადერთი იმედი რაც დამრჩენოდა სოციალური ქსელი იყო, მაგრამ დიდი მომხმარებელი არ გახლდათ, იშვიათად თუ შემოვიდოდა ეგ იყო და ეგ. ერთადერთი ჩემი ხსნა მარისთან მიმოწერა იყო, ვუყვებოდი ჩემი განცდების შესახებ და ამით ვიოხებდი გულს, უიმედო მდგომარეობაში ვიყავი, უნდა შევგუებოდი ჩემს ბედს, დროებით მაინც.
ერთ საღამოს ალექსი შემოვიდა ჩემს ოთახში, ფანჯარასთან ვიდექი და გარეთ ვიცქირებოდი უაზროდ. ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და დამიწყო ღიმილიანი სახით ყურება, მითხრა რომ ჩემთვის სპეციალურად მასწავლებელს აიყვანდა, რომელიც კარგ მანერებს და მოქცევის წესებს შემასწავლიდა, ასევე სუფრასთან ჯდომის ამათუიმ კერძების მირთმევის და დანა-ჩანგალის სწორედ გამოყენების ხერხებს, ასევე სტუმრად ყოფნის ქცევებს, მოხდენილად ჯდომის წესებს ფეხი როგორ დამედო, რა მიმართულებით ვმჯდარიყავი და რაც მთავარია იტალიურსაც შემასწავლიდა. ცოტა არ იყო მეწყინა და უხეშად მივახალე.
-ხო, მე ხომ საზოგადოებაში მოქცევა არ ვიცი! მანერები რა თქმა უნდა უპირველესია. მძულს ცერემონიები, ჯანდაბაში წასულა ეს თქვენი მაღალი საზოგადოება. არაფრის სწავლას არ ვაპირებ!! ყველას თამამად შეგიძლიათ განუცხადო რო ხეპრე ვარ, ან სულაც ამ ოთახში ჩავიკეტები და შეგიძლია მშვიდად იყო....
-კიდევ ერთხელ ამტკიცებ რომ მასწავლებელი გჭირდება, ასე გაცხარება არ შეიძლება. სიბრაზის მართვა უნდა ისწავლო, თავშეკავება...
-ხო რადგან ელიტა ამას ვერ იგებს ხო? შეგიძლია უთხრა რომ სენი შემეყარა და არსად არ ვივლი შენთან ერთად...
-მგონი გავიწყდება რომ ზუსტად საზოგადოებისთვის შევვუღლდით, პირველ რიგში ბედნიერი სახეები უნდა დავიყენოთ. ვიტყვით რომ ერთნანეთი ძალიან გვიყვარს, რომ დიდი ხანია ერთმანეთშს ვიცნობთ. უნდა დაიზეპირო კიდეც ეს ტექსტი, რადგან ჟურნალისტებთან მოგვიწევს საუბარი. მოკლედ.. აქ ხშირად დაჰყვებოდი მამაშენს რამაც ჩვენი სიყვარული განაპირობა, ვიტყვით რომ როცა შენ საქართველოში იყავი გაუსაძლისი იყო შენთვის, რადგან გაგიჟებით გენატრებოდი და შეგიძლია კიდეც ნაზად მაკოცო. დარწმუნებული იყავი ქვეყნის ნომერ პირველ ჟურნალის გარეკანზე მოხვდები. დამიჯერე ბევრი იოცნებებს შენს ადგილზე ყოფნას. ხო მართლა არც ეხლა გიჭირავს ჩემს ცხოვრებაში ადგილი?-მითხრა მრავალმნიშვნელოვნად-ჯიუტო ბავშვო!-და თმაზე ხელი გადამისვა, თითქოს ოთხი ან ხუთი წლის ვყოფილიყავი-ირგვლივ მიმოიხედე და დატკბი, ნუ ჩამოგტირის თავპირი, მე ხომ სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ შენგან?..
-არაფერს? თავისუფლება წამართვი გალიაში გამომამწყვდიე.
-ნუთუ? შეგახსენებ შენივე ნებით გამომყევი, თავისუფლება კი არ წაგართვი არამედ გაჩუქე. მოიქეცი ისე როგორც გენებოს.
-რა სასაცილო ხარ.
-შენ კიდევ გაცოფებული, შენივე ქცევებიდან ჩანს-კარისკენ გაემართა, მერე შემოტრიალდა და დაამატა-მთელი დღე აქ ნუ იჯდები მოჟამული სახით, ეს ელიტა კი არა ადამიანური საქციელია, ისე ცნობისთვის!-კარი გამოაღო და გავიდა.
მეორე დილით გამომიცხადეს რომ დიზაინერი თავად მოვიდოდა სადაც მე უნდა მომერგო საქორწილო კაბები. ოთახი სადაც კაბები შეიტანეს უზარმაზარი და ნათელი იყო დიდი სარკეებით მოცული. ვცადე ბედნიერი და მხიარული ვყოფილიყავი, რადგან ნინას, მელისას და ელენას გარდა კიდევ სამი უცხო ადამიანი ესწრებოდა და ინტერესით მაკვირდებოდნენ. შევამჩნიე რომ სათითაოდ სწავლობდნენ ჩემი სახის ნაკვთებს და მალულად მათვალიერებდნენ. ელენამ ჩუმად მითხრა რომ ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერის კაბები იყო და რომ თავისუფლად შემეძლო მივნდობოდი. კაბებს ერთი-მეორის მიყოლებით ვირგებდი. ვერ ვიტყვი რომელიმე არ მომწონდათქო, რადგან ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო, მაგრამ არა ჩემეული. ქალბატონი ნინა რომელსაც ყინულივით ცივი სახე ჰქონდა, იჯდა მდიდრულ სავარძელში და ერთ წერტილს მიშტერებოდა. მარმარილოს ნათალ ქანდაკებას ჰგავდა, ვერ ვხვდებოდი საერთოდ როგორი განწყობით იყო ჩემს მიმართ განწყობილი, ან ამ წუთებში ეს ყველაფერი რამდენად სიამოვნებას ჰგვრიდა ან პირიქით. მელისაც დედამისივით მკაცრი მზერით ადევნებდა ყველაფერს თვალყურს, ნინაგან განსხვავებით უარის ნიშნად თავს ცივად გააქნევდა ხოლმე. სამაგიეროდ ელენა თავს დამტრიალებდა თბილი ღიმილით და გულწრფელი ემოციებით. რანაირად შეიძლება ეს სამი ადამიანი ერთმანეთის ნათესავი იყოს მეთქი გავიფიქრე. დიდი ჩაცმა-გახდის და შესვენების ფონზე როგორც იქნა ვიპოვე ჩემი „ოცნების“ კაბა, რომელიც ასე გამოიყურებოდა. უნაზესი მაქმანებისაგან შეკერილი კაბა „ქალთევზა“ რომელიც საქორწინო კაბებიდან ყველაზე სექსუალურია და რომელიც იდეალური ფიგურის მქონე გოგონებისთვისაა, მეტად დახვეწილად და უნაკლოდ გამოიყურებოდა, რაც ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს ის კაბა იყო რომელიც თურმე მართლა ჩემია. თვით ქალბატონმა ნინამაც კი იკადრა და თავისი მკაცრი სახე ძირს რამოდენიმეჯერ დახარა.
ქორწილის წინა დღეს დაპირებისამებრ მასწავლებელმა რომელიც ჩემთვის იყო დაქირავებული რამოდენიმე გაკვეთილი ჩამიტარა ალექსანდრესთან ერთად, რომელმაც თარჯიმნის მოვალეობა იკისრა. მასწავლიდა მანერებს, სუფრასთან მოქცევის წესებს და ყველაფერს რაზეც ყურადღების გამახვილებაა შესაძლებელი. ალექსანდრეს ეღიმებოდა და რასაც მითარგმნიდა ყველაფერს ჯიუტო ბავშო-ს აყოლებდა, მაგალითად ესე კი არა ესე ჯიუტო ბავშვო! იმავე საღამოს ჩემი მშობლები ელზა მამიდა და მარი ჩამოფრინდნენ. მათი დანახვა ამ უცხო გარემოში ნამდვილი სასწაული იყო, მარის დანახვა კი განსაკუთრებით ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის. თითქოს მეორედ დავიბადე, სულ დამავიწყდა რამოდენიმე საათს წინანდელი ნასწავლი თავშეკავება და მანერები, სიხარულით იმხელა შევკივლე ქალბატონი ნინას სახეც კი მოლღვა გაოცებისგან. მერე ტუჩები აიმრიზა და თავის მოკავშირე მელისას გადახედა ჩემი „მდაბიო“ საქციელით გამცებულმა.არა! ადამიანს ვერ გამოთლი, ვერ შთაუნერგავ იმას რაც მასში არ დევს. შეიძლება თავი მოგაჩვენოს რომ „გამოითალა“, მაგრამ კარს მიღმა ის ისეთივედ დარჩება როგორიც მანამდე იყო. ხოდა მე და მარიც კარს მიღმა აღმოვჩნდით. თითქოს ერთი წლის უნახავები ვიყავით ისე გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთშ ლაპარაკს არ ვაცდიდით, მერე მსახურმა მაცნობა ვახშმის დრო არისო და ქვემოთ გელოდებიანო. სასწრაფოდ მოვწესრიგდით და ქვემოთ ჩავედით. მე და ალექსანდრე გვერდი-გვერდ ვისხედით, ბედნიერი წყვილის როლი სახლშიც უნდა გვეთამაშა, რადგან მსახურებს გარეთ არ უნდა გაეტანათ ჩვენი უიღბლო ქორწინების ამბავი. სამეფო სუფრაა გაშლილი, სპეციალურად საპატიო სტუმრებისთვის სადაც საუცხოო კერძები მოემზადებინათ. ცნობილი შეფმზარეული მუდამ მზად იყო ასეთ დღეებში და ძალას არ იშურებდა რომ მისი კერძები მართლაც საუკეთესონი ყოფილიყვნენ. ქეთუსა და იოსები ამ ოჯახში პირველად არ იყვნენ და თავს შინაურულად გრძნობდნენ. ბატონი ზურაბი მაგიდას სათავესი უჯდა, როგორც ოჯახის უფროსი. ნინა აქაც მკაცრი და შეუვალი იყო, საინტერესოა ამ ადამიანს რამე თუ ახალისებს ცხოვრებაში. მამიდა ელზა არაფერს დაგიევდათ სულაც არ ანაღვლებდა მაღალი საზოგადოება და მათი წესები, იქცეოდა ისე როგორც სურდა. ერთი ჩანგლის გარდა ყველაფერი ზედმეტად მიაჩნდა, მიირთმევდა ყველაფერს და სულაც არ ანაღვლებდა მასპინძლების რეაქცია, თითქოს ამ საქციელით ამბობდა: შემომხედეთ მე, ყველგან ერთნაირი ვარ დაბალ საზოგადოებაში და მაღალშიცო. დედაჩემი ანიშნებდა ჩუმად რაღაცეებს მაგრამ მას სულ არ აინტერესებდა არაფერი. ნინას და მელისას გაოცებული მზერა უნდა გენახათ როცა ელზას უყურებდნენ. ნამდვილი თეატრალილიზებული წარმოდგენებია სინამდვილეში ყველა ყველაფერს თამაშობდა იმის შიშთ რომ მერე რომელიმე მათგანი განხილვის თემა არ ყოფილიყო. მოსაწყენი ვახშამი დასრულდა გაუთავებელი ქორწილის თემებით, შემდეგ დესერტზე გადავედით. შეგვიცვალეს თეფშები და ტკბილეულით განაახლეს სუფრა. ორივე მხარე კმაყოფილი იყო, ერთი მხრივ მამაჩემი რომელმაც ზუსტად ისეთი სიძე „იშოვა“ რომელზეც ოცნებობდა და მეორე მხრივ ბატონი ზურაბი რომელიც კომპანიის გადიდებით ძალზე გახარებული იყო, თუმცა უნდა ითქვას ისიც რომ არც მანამდე აკლდა საყოველთაო აღიარება. მე ერთი სული მქონდა ეს მასკარადი როდის დაიშლებოდა, მაგრამ მისაღებში გადავინაცვლეთ ყველამ და იქ გაგრძელდა მაღალფარდოვანი სიტყვების ფრქვევა და თავშეკავებული სიტყვები. მე და მარიმ მოვიბოდიშეთ და ზემოთ ავედით. მარი გადარეული იყო ამ სიმდიდრით, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მითხრა მთავარია ქმარი შეგიყვარდეს თორემ ნამდვილად ზღაპარში ცხოვრობო, რაზეც ვპასუხობდი რომ მე მხოლოდ ერთი გული მაქვს და კარგად იცი ვისაც ეკუთვნისმეთქი. მარი იმ ღამეს ჩემს ოთახში დარჩა, ერთად გვეძინა. თუ ძილი შეიძლება დავარქვათ ამას, რადგან თითქმის მთელი ღამე ვსაუბრობდით.
მეორე დილით ადრიანად გაგვაღვიძეს. ქვემოთ ჩავედი სადაც ჩემი ვიზაჟისტი და სტილისტი მიცდიდა. საქორწინო კაბა მოვირგე, ოთხ საათიანი პროცედურის შემდეგ ჩემი თავი სარკეში ძლივს ვიცანი, უნდა ვაღიარო რომ საუცხოოდ გამოვიყურებოდი აღტაცებას ვერ ვმალავდი და სარკეს ვერ ვცილდებოდი, რომ არა ლუკა რომელიც თავს განუწყვეტლივ მახსენებდა ალბათ ბრწყინვალე ხასიათზე ვიქნებოდი. ვიზაჟისტს ვთხოვე მარის დახმარებოდა. რასაც სიამოვნებით დასთანხმდა. ალექსი მსახურის პირით მიხმობდა ფოტოების გადასაღებად, ჩემს დანახვაზე კომპლიმენტები არ დაიშურა მაჩომ, მითხრა რომ ულამაზესი ვიყავი და შემახსენა ბედნიერი ღიმილი სახიდან არ მომეშორებინა, ნამდვილ შეყვარებულებს უნდა ვგავდეთო. მეც ჩემი მხრივ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი და ვცდილობდი მართლაც ბედნიერ წყვილს დავმსგავსებოდით. გადაღებები სახლიდან მოშორებით, სპეციელურად გაფორმებულ ადგილებში მიმდინარეობდა. ალექსი უკნიდან წელზე ხელს მხვევდა, ხანაც ხელში მიყვანდა, ხანაც ტუჩებზე მაცხრებოდა და ზოგჯერ მეც მაიძულებდა მეკოცნა. თავზე დრონი დაგვტრიალებდა და ჩვენც კამერაზე ვმუშაობდით „ბედნიერი“ სახეებით. ხელის მოწერის ცერემონია სახლში გაიმართა. რომ არა ეს სიყალბე, ნამდვილად ამაღელვებელი და დაუვიწყარი იქნებოდა ეს ქორწილი ჩემთვის. მაცნობდნენ მაღალი საზოგადოების ცნობილ სახეებს, მათი უცნაური სახელების გამო უმეტესეობას ვერ ვიმახსოვრებდი და ვცდილობდი ჩემებურად „მომენათლა“ ქართული სახელებით. მაგალითად დამამახსოვრდა კარლა რომელსაც პეპელას მსგავსი საყურეები ეკეთა და თავის გაქნევა-გამოქნევაზე თითქოს პეპლები გაფრენას ლამობენო, უნებურად რატომ არ ვიცი კარლას მაკა შევარქვი, ალბათ ქართველი რომ ყოფილიყო მაკა ერქმეოდა მეთქი გავიფიქრე. მთელი დღის განმავლობაში ალექსი ხელს არ მიშვებდა და ბედნიერი ღიმილით აქეთ-იქით დამატარებდა. მერე სპეციალურად შემაღლებულ სცენაზე წინასწარ დადგმული ვალსი შევასრულეთ რასაც შეძახილები ოვაციები და ფეიერვეკი მოჰყვა. ცისარტყელის ფერებით ნათდებოდა ცა, ირგვილივ ლამაზ ფერბს ხატავდა, ლამაზი ფერებით ირთვებოდა ღამის ცა. ფეიერვერკის დასრულებისას ცაზე ჩვენი სახელები ლათუინური ასოებით აინთო. ნამდვილი სასწაული იქო, ქორწილი მართლაც რომ ზღაპარს ჰგავდა. მარი, ელზა და ჩემების შემყურე უნებურად ბედნიერს მხდიდნენ რომ არა...
-ჩვენი გაფრენის დროა-მიჩურჩულა ალექსიმ ყურში და მინდორზე მდგარი თვითმფრინავისკენ მიმითითა, რომელსაც „just married” ეწერა. პირდაპირ საქორწინო კაბით და რამოდენიმე ჩემოდნით გავფრინდით, რომელიც წინასწარ მომიმზადეს.
ჩვენ ბორა ბორაზე ვართ, მისი მხიარული სახელის უკან ნამდვილად დიდი სილამაზე იამლება. ადგილი სადაც კლასიკური სანაპიროები, საოცრად სუფთა გამჭირვალე, ფირუზისფერი წყალი, თეთრი ქვიშის სანაპიროები. კუნძულიდან ოკეანეში შესული ოჩოფეხებზე მდგარი ხის ოდის მსგავსი, ჩალით გადახურული პაწაწინა სახლები რომლებც ერთიმეორეს გასწვრივ ჩაემწკრივებინათ დრონიდან გადაღებული ფოთლის ხერხემალს მოგაგონებდათ. საოცარი პეიზაჟების ფონზე შეუძლებელია ადამიანს აქ მოეწყინა. სრული ბედნიერებისთვის აქ ყველაფერი იყო, მხოლოდ არ ვიცი ჩვენ ორნი ამ სახლში რამდენად კარგი ვარიანტი იყო. ემოციების ფონზე კარგი დასვენება მესაჭიროებოდა, იმდენი რამ გადამხდა ამ მოკლე დროში ჩემი ტვინი და სხეული ერთნაირად იყო გადაღლილი. საწოლზე გაუხდელად მივეგდე და ვეცადე დამეძინა. ალექსი თავით გადაეშვა ოკეანეში და აკვალანგის სათვალით წყალქვეშა სამყაროს ეცნობოდა, სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი საკუთარი თავის მიმართ. ვიტყუებდი თავს დამერე რისთვის? ნუთუ ნამდვილი გრძნობა ამად ღირდა? შეედრებოდა კი ამდენი სიმდიდრე ჩემს გულში არსებულ გრძნობას? ლუკას საოცარი ღიმილი და გამოც=ხედვა თვალწინ დამიდგა მისი სურნელი თითქოს ცხვირთან ვიგრძენი და თვალები გიჟვით დავაჭყიტე ხომ არ ვგიჟდებიმეთქი. ირგვივ კი წყლის დგაფუნის ხმები, სიცილ-კისკისი, შეძახილები სხვადასხვა ენაზე. არა! არა, ეს არ გადამივლის, პირიქით დამტანჯავს და გამანადგურებს ვხვდებოდი რომ საშინელი, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. გაგიჯებული წამოვხტი, მობილურს ძებნა დავუწყე, საშინელი სურვილი მქონდა ლუკას პროპილი ხელახლა გადამექექა. თითქოს ამით მონატრებას ვიქრობდი. მას კი რამოდენიმე ფოტო ედო ეგ იყო და ეგ. გამახსენდა ჩანთა და ტელეფონი რომ გაფყვა და ხელახლა გადავიკითხე ის მიმოწერა. „ბოთე“ რანაირად მეძახდა. ალბათ ადამიანი რომელლიც გიყვარს მის სახელსაც განსაკუთრებულად იძახი, რადგან თაკოს მისნაირად არავინ მეძახდა. ნეტავ როგორ არის? სად არის? რას აკეთებს? ცრემლები მახრჩობდა მაშინ როცა წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. კიბეზე ფეხის ხმა გავიგე ალექსი ამოდიოდა, ნაჩქარევად წამოვხტი და აბაზანას მივაშურე. კარზე მომიკაკუნა მერე სახელური დაქაჩა და აბაზანაში აღმოჩნდა
-საცურაო კოსტუმი ჩაიცვი და ჩამოდი წყალში.
-ცურვა არ ვიცი-მუვუგე ცივად.
-გასწავლი არაუშავს, თან მუხლამდე წყალია არ დაიხრჩობი.
-ჩადი და ჩამოვალ-ვუთხარი რო რაც შეიძლება მალე თავიდან მომეცილებინა.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

როგორ მეზიზღებიან ესეთი გოგონები ფულს და ფუფუნებას ვერ თმობენ და თან მისტირიან ნამდვილ სიყვარულს ,ასეთებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ ,ძალიან მეწყინება ლუკამ ეს საშინელი ნაბიჯი ამ გოგოს რომ აპატიოს,არ იმსახურებს ნამდვილად.

 


№2  offline წევრი nazi barnovi.

არ ვთვლი ესე, ფულზე გაგიჟებული ნამდვილად არ არის, აფქტურ მდგომარეობაში მიიღო ეს გადაწყვეტილება, უნდა ლუკა რო დასაჯოს. არც სიმდიდრეშია ბედნიერი. ნანობს და ძალიან განიცდის.

 


№3 სტუმარი λιζι

არამგონია ფულზე დახამებული იყოს უბრალოდ გული ეტკინა და ასე მოიქცა რომ დაესაჯა ლუკა მაგრამ მისი თავი დასაჯა
ვფიქრობ ალექსი და თაკო კარგი წყვილი იქნება

 


№4 სტუმარი ana

ფულზე დახარბებული გოგო ნამდვილად არ არის, უბრალოდ ღალატი არ აპატია ლუკას. ალექსი მეც ძალიან მომწონს და მგონი მშვენიერი წყვილი შედგება მათგან.

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

ლუკა მეცოდება ძალიან. ერთმანეთი უყვართ და დაუფიქრებელი საქციელის გამო იტანჯებიან. რა ვერ აპატია ეს ღალატი არ იყო, ამ დროს ერთად არ იყვნენ. საშინელი მშობლები ყავს ამ გოგოს.

 


№6  offline წევრი Lilith.Lilith

გაგრძელება იქნება?

 


№7  offline წევრი nazi barnovi.

ვწერ, აქ დავდებ თუ არა არ ვიცი :)

 


№8 სტუმარი თამო თამო

ველოდები გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent