შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი პატარძალი (თავი მეოთხე)


7-01-2020, 11:19
ავტორი Mia_smith
ნანახია 2 966

^ლილე ფილფანის დღიურიდან^

სიყვარულზე ბევრი რამ წამიკითხავს,მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ მისი გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია.ხშირად მიფიქრია ვინ იქნებოდა ის ერთადერთი ადამიანი ვისთან ერთადაც გავატარებდი ახალგაზრდობას შემდეგ კი სიბერის ტკბილ წლებს.სიყვარული დაავადებასავითაა,მას შეუძლია მოგიტანს ძალიან დიდი ბედნიერება,სილაღე მაგრამ ამასთანვე დიდი ტკივილი,უბედურებაც.დაუფიქრდით,თუნდაც მე,ბედნიერი ვიყავი როდესაც ჩემზე დემტრე ზრუნავდა,სითბოს გამოხატავდა და ეჭვიანობდა,ხოლო უბედური მაშინ,როდესაც გავიგე ,რატომ დაიწყო ჩემმა თაფლისფერ თვალებამ ჩემთან ურთოერთობა,მტკიოდა მაშინაც როდესაც ვხედავდი,როგორ უმოწყალოდ,მარტივად კლავდა ადამიანებს,მაგრამ მქონდა იმედი,რომ ის შეიცვლებოდა.ზოგჯერ ვფიქრობდი *-ის შეიცვლება,შენს გამო შეიცვლება და უკეთესის ძიებას დაიწყებს*მეთქი,მაგრამ შევცდი.მოვძებნე გზა რითაც დემეტრეს შეეძლო თავის დაღწევა ამ ბნელიი სამყაროსგან,მაგრამ მან არ მოინდომა ამის გაკეთება.იცით ჩემთვის ვინმეს რომ რკითხა დემეტრეს გამო რას დათმობდიო ვეტყოდი ყველაფერს,რადგან მე ის მთელი ჩემი არსებით მიყვარდა,მზად ვიყავი თითოეულ რისკიან სიტუაციაში ჩემი სიცოცხლე მის გადასარჩენად დამეთმო,აი ასე ადვილად ამ საქციელს კი არცერთი წამით არ ვინანებდი,რადგან სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ იბადება,რომელიც მთელს შენს გულს და გონებას იპყრობს.სწორედ ასე ვიყავი მეც თითქოს დემეტრესთან რაღაც უხილავად ვიყავი დაკავშირებული,მინდოდა ზოგიერთ მომენტში ეს ძაფები გამეწყვიტა,მაგრამ რაღაც მაკავებდა,რაღაც ამის საშვალებას არ მაძლევდა.დიდი დროა საჭირო იმ სიყვარულისთგან რომ განთავისუფლდე რომელმაც ამხელა ბედნიერება მოგანიჭაო.ზოგჯერ ეს ერთი შეხედვით სასიამოვნო გრძნობა გაგიჟებთ,არა გადატანითი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ.მე ვგრძნობ,რომ სრულსყოფილი აღარ ვარ,ვგრძნობ რომ ბევრი რამ მელანდება.პირველი სიყვარული განსაკუთრებულია დაიმახსოვრეთ ის არიცი როდის გეწვევა,მგონი რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს ჩემს შემთხვევაში ვინ იყო ის ადამიანი.ნუ იტყვით ამ სიტყვას გაუაზრებლად ნებისმიერ გამვლელს.”მიყვარხარს” ამ ქვეყანაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმსახურებს რომ უთხრათ,ოჯახის წევრები და საყვარელი მამაკაცი,რომელიც ბედნიერს გაგხდით მთელი ცხოვრება.თუ გიყვარს გაუთავლებლად უმეორე ეს სიტყვა,რომ არასდროს დაავიწყდეს.მიყვარხარ დემეტრე.

-დღიური დავხურე,უჯრაში ჩავაბრუნე და გვერდით მდგარ ვისკიში ყინულები ჩავამატე.
-მიყვარხარ დემეტრე,ბოლო სიტყვები სარკაზმით წარმოვთქვი,ხელი კი იქვე მდგარ შუშის ბოთლს გავკარი.
-ესაა დენი სიყვარულე ლილე?სად ხარ?რატომ მიმატოვე?სად წახვედი?ესაა ის წრფელი ერთადერთი და მარადიული სიყვარული რომელზეც შენ მელაპარაკებოდი?ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და ახლო მახლო რასაც ვხედავდი ყველაფერს ვლეწავდი.
-სად გაქრა შენი სიტყვები?სად გაქრა ის ადამიანი რომელიც მპირდებოდა ყველა სირთულეს ერთად გადავიტანთო?შენ მე მიღალატე,მიღალატე და ყველაფრის აუხსნელად მიმატოვე.ოთახში არსებული ყველა ნივთი დავამსხვრიე.
-სიტყვები არ მჭირდებოდა შენგან,მერჩივნა საქმით დაგემტკიცებინა,რომ ბამდვილად გიყვარვარ,ესაა ჩემი სასჯელი?ასე მიხდი სამაგიეროს?ყოჩაღ ნამდვილად კარგად გამოგდის,მთელ ხმაზე ვყვიროდი და ცარიელ ოთახში საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.ოთახის კარი გაუბედავად მამაჩემმა შემოაღო,მომიახლოვდა და ძირს ჩემს გვერდით დაჯდა.
-დემეტრე,ჩემთვის რთულია ახლა წარმოვიდგინო რას განიცდი,მაგრამ დამიჯერე შენს ტკივილს მეც ვგრძნობ,ვხვდები,რომ ლილე შენთვის ბევრს ნიშნავდა,ახლა კი გგონია თითქო ვიღაცამ სხეულის,სულის ნაწილი მოგაგლიჯა და შორს გადააგდო.შენ ძლიერი ხარ,ამიტომ ამასაც გაუძლებ.იცი არ მიყვარს ეს ბანალურო ფრაზები,მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია შვილო,გავა პერიოდი და შეეჩვევი ამ ფაქტსაც,როგორმე გაძლებ მის გარეშე.ახლა პასუხების მოძებნა ან ვინმეს დადანაშაულება არ იქნება მართებული.მოვა დრო და ფარდა აეხდება ყველაფერს.შეიძლება სიტუაცია ისე შეიცვალოს,რომ ლილე გაამართლო ასეთი ქმედებისთვის.ჯობს დაისვენო,გამოფხიზლდე და ხვალიდან ისე განაგრძო ცხოვრება,როგორც ამას ორი წლის წინ იზავდი.

31 მარტი
(ლილეს წასვლიდან ორი წლის შემდეგ)

-დემეტრე,ჩემმა კურსელმა მითხრა შენი ძმა ისე ვდადის “ქორდის” თამაშებზეო,მეტიც თვითონვე იღებს მონაწილეობასო.დამწუხრებით ვუთხარი ჩემს ძმას და დოინჯშემორტყმული წინ გადავუდექი.
-აუ ნია მაგრად შენი ჯგუფელები რას ამბობენ ჩემზე.
-მაგრამ დემეტრე,მამამ გვთხოვა ნორმალურად მოიქეცით და ჟურნალისტებს თავი აარიდეთ იქმადე მაინც სანამ მერი არ გავხდებიო.დანანებით ჩავილაპარაკე და თვალები ავაფახურე.
-ცუდს არაფერს ვაკეთებ
-ცუდს?აღშფოთება ვერ დავმალე -შენ “ბრძოლა წესების გარეშე” აქ იღებ მონაწილეობას ,რომელიც კანონიერი არაა და ამბობ ცუდს არაფერს ვაკეთებო?
-ნია გირჩევნია საკუთარ საქმეებს მიხედო და სხვის ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაყო,ჩემმა იდიოტმა ძმამ ცხვირზე თითი ჩამომკრა და გასვლა სცადა.
-არ გაგატარებ,ჯიქურად ჩავუდექი წინ
-ხომ იცი რომ წინააღმდეგობას ვერ გამიწევ არა?
-გთხოვ უბრალოდ არ წახვიდე რა,ჩემს ადგილას ლილეც ასე მოიქცეოდა,დაუფიქრებლად წამოვროშე ბოლო სიტყვები,რამაც დემეტრეს უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია.ერთი ხელის მოძრაობით გზიდან ჩამომიშორა და თვალთახედვის არეალიდან წამის მეასედში გაუჩინარდა.ყოჩაღ ნია,ენის კბილზე დაჭერა რომ ისწავლო კიდე ბევრი გიკლია.საათს დავხედე,რომელც 17:00 აჩვენებდა,ღმერთო სულ დამავიწყდა,სასწრაფოდ ჩემი ოთახისკენ გავიქეცი,ნოუთქბუქი ჩავრთე და შემომავალ ზარს ვუპასუხე.
-ნია,ჩემო ლამაზო როგორ ხარ? ეკრანზე ახალგაზრდა გოგოს დაღლილი თვალები გამოჩნდა,რომელიც ძალით მიღიმოდა.
-მე კარგად ვარ შენ?რას ამბობს ექიმი?
-ანალიზების პასუხი მოვიდა დღეს,მეტასტაზებინარაა გავრცელებულიო,რაც იმას ნიშნავს,რომ ოპერაციამ,ქიმიის კურსმა და წამლებმა შედეგი გამოიღო.
-ლილე,რა კარგია.აღტაცებით მივიგე გოგონას და შემთხვევით იქვე მდგარი სანათი მაგიდიდან გადავაგდე.
-ანუ ეს იმას ნიშნავს,რომ ჩამოხვალ?
-ზუსტად ვერ გეტყვი ჩემო ლამაზო,ექიმს უნდა დაველოდო რას მეტყვის.
-მაინც მგონია რომ მალე აქ იქნები,ერთი სული მაქვს,სიხარულით ვუთხარი და დავემშვიდობე.მასთან დიდხანს ვერადროს ვლაპარაკობდი,მეშინოდა დემეტრეს,მანჩოს,სანდროს ან ნიკას არ გაეგოთ,რომ ლილეს შესახებ ყველაფერი ვიცოდი.ორი წლის წინ ლილეს ექიმთან გავყევი,რო გაგვერკვია რას უკავშირდებოდა მუდმივი თავის ტკივილი,სუნთქვის უკმარისობა და სისუსტე რა დაავადების მანიშნებელი იყო.ანალიზებმა ლეიკემია აჩვენეს.ორივე შოკირებულები ვიყავით ამ ამბით,ვერ ვხდებოდით რა უნდა გაგვეკეთებინა,მაგრამ ბოლოს ლილემ გადაწყვიტა თურქეთში წასულიყო,ისე რომ არავის გაეგო ამის შესახებ.
-კი მაგრამ ეს ხომ არაა სწორი საქციელი?დემეტრე მხარში ამოგიდგება,იქ კი სულ მარტო უნდა იყო.შეშფოთებულმა მივიგე მას.
-ნია,საკუთარი მშობლები თვლიან რომ ელენეს სიკვდილში დამნაშავე ვარ,ჩემს ძმას ამის გამო ვეზიზღები,დემეტრეს კი თავისი პრობლემები აქვს,აღარ მინდა ჩემს გამო ისინი დაიტანჯონ.შეიძლება უაზრო გადაწყვეტილებაა,მაგრამ ახლა ყველასთვის ასე აჯობებს.შენ კი დამპირდი გთხოვ,რომ დემეტრეს არაფერი უთხრა,ხომ იცი პირობა აბაშიძეებისთვის როგორი მნიშვნელოვანიცაა.
-მაგრამ ლილე
-გთხოვ ნია,დამპირდი
-კარგი გპირდები.ძალიან მიყვარხარ,წამოსული ცრემლები მუჭით შევიმშრალე და გოგონას მთელი ძალით ჩავეხუტე.მახსოვს ის ღამე როდესაც დემეტრემ გაიგო ლილეს წასვლის შესახებ,განადგურებული იყო,დაჭრილი მხეცივით ღრიალებდ,მე მეშინოდა და ვერაფერს ვეუბნებოდი,მაგრამ მამა დაელაპარაკა,არ ვიცი რა უთხრა,მაგრამ მეორე დღეს შედარებით დამშვიდებული გამოგვეცხადა.აი ასე იყო ყველაფერი,იმ ამბის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ბევრიც უცვლელი დარჩა.ვერ გეტყვით ლილეს ჩამოსვლას რა შეიძლება მოყვეს,მაგრამ ის კი ვიცი,რომ დემეტრეს ცხოვრება ისევ აირევა და შეიძლება ეს ყოველივე მისთვის არ აღმოჩნდეს კარგი.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა
-ხო გიორგი
-....
-კი კი მზად ვარ ჩამოვალ ახლავე
-....
ლილეს და დემეტრეს გადამკიდე სულ დამავიწყდა,რომ მეთქვა,ამ ახალ წელს მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ვხვდები.კარგია,ცოტახნით დავისვენებ მეც.



-ამდენი ხანი რათ უნდა ჩემოდნის შეტანას ოთახში?ჯუჯღუნით შემომეგება ჩემი უახლოესი მეგობარი მაშო,შემოსასვლელში.
-მოვდივარ ხო,სულ როგორ შეიძლება წუწუნებდე?გაკვირვებულმა მივუგე ჩემს ლამაზ ცისფერთვალება დაქალს.
-ლილე აბაშიძე ახლავე ბოდიში მოიხადეთ თქვენი სიტყვებისთვის სიცილით მითხრა მანაც.
-გოგოება,ახლა აქ სკანდალი ჩხუბი და ჟურნალისტები არ გვინდა,წამოგვეწია გიორგი.
-დღეს ვსვავთ ხო? მაშინვე საყვარელ თემას შეეხო მაშო
-მაშიკო გოგო ჯერ 30-ია დააცადე ახალ წელს შემოვრძანება
-კარგი გიორგი რა,წუწუნით დაიწყო გოგომ
-ვაიმე ოღონდ შენ არ იბუზღუნო და რაც გინდა ის გავაკეთოთ. თეთრი დროშა აწია ბატონმა გიორგიმ.მათი შემხედვარე სიცილით ვიგუდებოდი,როცა მოულოდნელად რაღაც მაგარს შევასკდი და რომ არა იმ ადამიანის ძლიერი ხელი წავიქცეოდი.
-უჰ,მადლობა შეშინებულმა ვუთხარი ბიჭს
-ნია?როგორ ხარ? ღმერთო ეს ლუკაა,აი ის ლუკა მე რომ მზე და მთვარე ამომდიოდა,ერთი პერიოდი ვწერდი კიდევაც,მაგრამ შემდეგ გავიგე რომ შეყვარებული გაუჩენია.
-ლუკა,კარგად შენ?
-არამიშავს,დიიდ ხანია არაფერი გამიგია შენზე,სანდროსაც აღარ დაყვებოდი ხოლმე არცერთ წვეულებაზე,არც ინტერნეტში შემოდიოდი,სად დაიკარგე?კარგი მეგობარივით გამიბა ლაპარაკი.ხო რა თქმა უნდა მე მომწონდა მას ხომ არა.
-მე? მე ის რაქვია,მე...სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე ის გამოთქმა ზუსტად შეესაბამებოდა ჩემს ახლანდელ მდგომარეობას “ბრინჯივით დაიბნაო” ხომ გაგიგიათ არა?
-ნია,წავიდეთ თუ დაგელოდოთ? კიდევ კარგი დროზე ჩაერია გიორგი საუბარში და ამოსუნთქვის საშვალება მომცა.
-წადით,ჩვენ ცოტახნით კიდევ ვისაუბრებთ,ჩემს ნაცვლად გასცა პასუხი ლუკამ.
-მე ნიას ვკითხე,ნაგლურად უპასხა გიორგიმ
-ხოდა მეც ნიას მაგივრად გაგეცი პასუხი.მივხვდი რო კარგი არაფერი მოხდებოდა აქ მალე ამიტომ გიორგი დავამშვიდე და ვუთხარი მალე შემოგიერთდებით თქო და მე ლუკას გავყევი.
-რას საქმიანობდი ამ წელიწად ნახევარში?საქმიანად მკითხა ბიჭმა.
-საინტერესოს არაფერს,თავად? მოკლედ მოვუჭერი და ყავა მოვსვი.
-მნიშვნელოვანს არაფერს რაც შენ დაგაინტერესებს.
-და შენ რა იცი მე რა მაინტერესებს და რა არა?
-დაახლოვებით ვხვდები
-დამიკონკრეტე
-როცა დრო მოვა სიამოვნებით
-კარგი,როგორც გინდა.ახლა შენის ნებართვით დაგტოვებ,მეგობრებთან დავბრუნდები.
-ვფიქრობ ჯობს გავისეირნოთ რას იტყვი?
-გეტყოდი დიდი სიამოვნებით მეთქი,მაგრამ სიტყვაძუნწ ადამიანებთან ერთად ყოფნა არ მხობლავს.ნიშნის მოგებით ვუთხარი ჩალისფერთმიანს
-ადრე რო მეკითხა იგივე კითხვა,ალბათ გამოფრინდებოდი.
-რა მიზანი გაქვს ვერ ვხვდები,ოდნავ მაწყენმა ვკითხე ამირეჯიბს.
-არანაირი,პირიქით მინდა მამაჩემის უახლოესი მეგობრის შვილთან დავახლოვდე.
-მე არა,მოკლედ და ცივად მოვუჭერი ბიჭს
-მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არცერთ გოგოს არ უთქვამს ჩემთვის უარი,უხეშად მომმართა და პარალელურად მკლავში დამიჭირა
-როგორც ჩანს მე პირველი ვიქნები,ნაგლურად გავუღიმე ბიჭს
-არამგონია,ლუკამ ხალხში გზა გაიკვალა და სასტუმროს გასასვლელისკენ წამათრია.
-მხეცი ხარ თუ ნადირი?რანაირად მექცევი?მოვითხოვ ახლავე ხელი გამიშვა.
-კიდე რას მოითხოვ?
-სარკაზმს მოეშვი და გაითვალისწინე რაც გითხარი ახლავე,თორემ ვიყვირებ.
-სცადე,ბედნიერემა მომაგება სიტყვა და პირზე ხელი ამაფარა.
-ჯანდაბა,ის მაინც მითხარი სად მივდივართ?ჩემი ხმა მოგუდულად,ძლივს ისმოდა
-სასრიალოდ,ბედნიერმა მომიგო.
-კარგი რა ამხელა გზის გავლა ფეხით მეზარება
-ნუ წუწნებ
-მისმინე,სიტუვის დამთავრება ვერ მოვასწარი,რომ ფეხი საკმაოდ ჩამეფლო თოვლში წინასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და დავეცი,შესაბამისად ეს ბულდოზერიც თან მომყვა.
-გაიწიე,ვეღარ ვსუნთქავ ამხელა რაღაც რო მაწვება ასეთ ტანწერწეტა გოგოს.
-ოჰ,წინ გაგეხედა და აღარ ჩავარდებოდით
-ღმერთო,აქ ხო იმისთვის წამოვედი რომ დავისვენებ მეთქი?მგონი პირიქით ხდება
-ღმერთს ნუ აწუხებ შენი სისულელეებით
-სულელი თავად ხარ
-ბავშვი ხარ
-რას მეუბნები?
-ისე გახსენებაზე შენი რძალი სად დაიკარგა
-არვიცი,მოკლედ მოვუჭერი და ვცადე თემა სხვა რამეზე გადამეტანა.
-ლიჟებჯ არ მაქვს თან
-არაუშავს აი იქ ვიქირავებთ.ძლივს ვიშოვე ჩემი ზომა,ზოგი პატარა იყო ზოგი დიდი,ბოლოს საბაგიროზე ვისხედით და ოცდახუთიანების თავში ავდიოდით,სადღაც ჩემი თავმოყვარეობა მიჭერდა,ალბათ თორემ მის მწველ მზერას ვერ გავუძლებდი და თავს მივატრიალებდი.
-ნია
-.......
-ნია
-მოვედით,ბედნიერმა ვთქვი და ჯოხებს დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი.
-რაც უფრო მიუწვდომელია მით უფრო გემრიელია ის ხოლი ხომ იცი?მის შეკითხვაზე პასუხი არ გამიცია.ციცაბოდან დავეშვი თუ არა ცივ გაერს შევასკდი,ვაღიარებ მსიამოვნებდა კანტიკუნტად იყო ხალხი სასრიალო ტრასაზე.თითქოს მივფრინავდი,ამ წამით ვტკბებოდი და სიამოვნებას ვიღებდი.ჩემი ყურადღება ჰორიზონტზე ერთმა მოციმციმე ვარსკვლავმა მიიპყრო,ისეთი ლამაზი და კადკაშა იყი წამით დამაბრმავა,ამის გამო ვერ ვიგრძენი როგორ მალე ჩავსრიალდი ქვემოთ.
-ბოდიში,ვიღაც ბიჭს შევასკდი,რომელიც ტრასის ბოლოს იდგა.
-არაუშავს,თუ გინდათ სრიალს გასწავლით.ღიმილით მომიგო ახალგაზრდამ.
-არა,მადლობა ვიცი უბრალოდ ჩავფიქრდი და ვეღარ მოვასწარი რეგირება.
-არაუშავს,თქვენი სახელი შეიძლება გავიგო?
-არა,ჩემს ნაცვლად ისევ ლუკამ უპასუხა.
-როგორმე ენა მეც მაქვს,უკვე გაბრაზებულმა დავუყვირე ბიჭს.
-თუ ეს ახალგაზრდა გაწუხებს შემიძლია დაგეხმარო მის მოშორებაში,მითხრა უცნობმა.
-ვის უნდა დაეხმარო ჩემ მოშორებაში შე ა*ვარო?ლუკამ ერთი გემრიელად ლეწა ცხვირში,ეს არ იკმარა და ძირს გაშხლართულ ბიჭს უმოწყალოდ ურტყავდა.თეთრ თოვლზე ბიჭის სისხლები შემზარავად გამოიყურებოდა.
-გაჩერდი ასე ხომ მოკლავ?მთელი ძალით უკან ვუბიძგე ბიჭს
-მეორედ კიდევ გამოელაპარაკები და ასე ადვილად ვეღარ დამიძვრები,გამწარებულმა მიუგო ლუკამ,სისხლიანი ხელი მაჯაში წამავლო და სწრაფი ნაბიჯით სასტუმროსკენ წამიყვანა.გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია.
-რომელია შენი ოთახი?მკაცრად მკითხა და ჯიბეში ტელეფონს დაუწყო ძებნა.
-401
-გასაღები მომეცი
-შენ რატომ....
-მომეცი მეთქი,მიღრიალა ბიჭმა და ტელეფონზე შემომავალი ზარი უპასუხოდ დატოვა.
-რას მიყვირი,გავბრაზდი და პლასტიკური ბარათი სახეში მივაგდე
-წამოდი,ძალით მიმათრია ოთახამდე.ხმა არ ამომიღია,ახლა ისეთი სახე ქონდა მეც კი მეშინოდა.
-შედი,მოკლედ მომიჭრა.მეც დავემორჩილე მის ბრძანებას და ოთახში შევედი.კარები მიკეტა შემდეგ კი აივანთან მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა.
-არ იმსახურებ,მაგრამ ეს ყინულები დაიდე ხელზე.გავუწოდე ბიჭს ყინულების შეკვრა
-მადლობა.მოკლედ მომიჭრა შემდეგ კი საპირფარეშოში შევიდა.
სწორედ ამ დროს ლილემ დამირეკა,არ მინდოდა მეპასუხა,მაგრამ რახან დაჟინებით რეკავდა შემომავალ ზარს მაინც ვუპასუხე.
-გისმენ ლილე ხომ კარგად ხარ?
-კი კი ჩემო ლამაზო,უბრალოდ ექიმს ვესაუბრე დღეს და მითხრა რომ შემიძლია დავბრუნდე საქართველოში.
-ღმერთო რა კრგი ამბავია,აღტაცება ვერ დავმალე
-ხოო
-შენ არ ჩანხარ რაღაც გახარებული
-მეშინია ნია,მათთან შეხვედრის მეშინია ყველასთან.
-როცა ყველაფერს აუხსნი დამიჯერე გაგიგებენ
-იმედია,ლილემ ცრემლები მოიწმინდა და გამიღიმა.
-მორჩი ტირილს,როდის აპირებ ჩამოსვლას?
-რაღაც პროცედურებიღა დამრჩა აქ გადავლელი,წამლებს ვიყიდი და შემდეგ ჩამოვალ.
-კარგი წინასწარ მითხარი და აეროპორტში დაგხვდები.
-კარგი,გახარებულმა მითხრა.
-კარგი გკოცნი ბავშვებთან უნდა წავიდე
-მიდი მიდი აღარ მოგაცდენ.
ლეპტოპი დავხურე და როდესაც სააბაზანოს კარებთან გაოცებული ლუკას სახეს წავაწყდი,თავზარი დამეცა.
-შენ რამდენი მოისმინე?
-მთლიანად,ანუ ამდენი ხნის მანძილზე იცოდი და შენს ძმას უმალავდი?
-არა, მე ახლა,არა მე ის...
-ხო რა შენ ის აბა?შარში ხარ პატარა ქალბატონო,შენი ძმა თუ გაიგებს ცოცხლად დაგმარხავს.
-ვერ გაიგებს და ეომც გაიგოს მსგავსად დემეტრე არასდროს მოიქცევა,ყველას ქმედებას საკუთარი თავის პოზიციიდან ნუ აფასებ თუ შეიძლება
-მისი ცოლი,ყველაფრის აუხსნელად მიდის,შენ გაგიჟებს იმაზე ფიქრი,რა მოხდა და რატომ მოიქცა ის ასე.ასეთს რომ გიყურებს შენი და კიდევ არაფერს აკეთებს,იმის მიუხედავად რომ ყველაფერი იცის.მგობი ყველა გაგიჟდებოდა ამის გაგების შემდეგ.
-რაგინდა?
-არაფერი,უბრალოდ მიკვირს ასეთ საიდუმლოს როგორ ინახავდი ან რატომ ამართლებ ლილეს
-შენ არ იცი
-ხოდა მითხარი
-ლეიკემია ქონდა,დანანებით ჩავილაპარაკე და ლუკას გამომეტყველებას დავაკვირდი.
-რა?
-ხო,ეს ორი წელი თურქეთში იყო,ოპერაცია გაიკეთა,ქიმიები,წამლები,სხვათაშორის ის სულ მარტო იყო იქ.აქ დემეტრეს უამრავი ადამიანი ამხნევებდა,ლილე კი იქ ღამე ალბათ იმის ფიქროთ იძინებდა კიდევ რამდენი დღე გაუთენდებოდა.
-ახლა როგორაა?
-ყრუ ხარ ვერ უსმენდი?მოგმინების ფიალა უკვე ამევსო და ჩალისფერთმიანს დავუყვირე.
-ნია,თავზარდაცემული ვარ.ასე რატომ მოიქცა?რატომ საკუთარ ოჯახს მაინც არ უთხრა?
-ლილეს და ყავდა,ელენე რომელიც მისი მიზეზით გარდაიცვალა,ნუ გრძელი ამბავია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს უბედური შემთხვევა უფრო იყო ვიდრე ლილეს ბრალი.ორი წლის წინ საკუთარ დაბადების დღეზე გაიგო რომ მშობლები საყვარელი შვილის სიკვდილში ადანაშაულებდნენ,ისინი ნაკლებად იმჩნევდნენ ამას,ლილეს ძმასთან შედარებით.ამიტომ ლილემ გადაწყვიტა,რომ მათთვის ზედმეტი ტკივილი და ტანჯვა თავიდან აერიდებინა.ვერ ხვდები?მან ყველაზე იზრუნა,მაგრამ ამავდროულად საკუთარი თავი დაიზინა ყველაზე მეტად.
-ცუდი ცზოვრება ქონია ამ გოგოს,დანანებით ჩაილაპარაკა და გვერდით მომიჯდა.
-ლილე,ჩემთვის სიძლიერის მაგალითია.ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერ მომენტში შეეძლო თავი დაენებებინა მკურნალობისთვის,ერთხელ იცი რა მკითხა?რისთვის ვიბრძოლოო?საყვარელ ადამიანებს არ მოუნდებათ ჩემთან ყოფნა მომავალშიო.ვიცი ეს ქიმიის ბრალი იყო,მაგრამ მაინც.
-მგონი ლილეზე ნაკლებად ბოლო ორი წელი არც შენ იტანჯებოდი,სინანულით მითხრა ლუკამ.
-ყოველდღე ვუყურებდი მის ტრანსპორმაციას.თმა როგორ გასცვივდა,როგორ გახდა და სახე გაუყვითლდა.რთული იყო ბუნებრივია ჩემთვის ამის ყურება,მაგრამ ეს წარსულია,მე ვალდებული ვიყავი მის გვერდით ვყოფილიყავი.სამაგიეროდ ახლა უკეთაა,ხომ გაიგეე მალე ჩამოვა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
-კი თუ დემეტრე აპატიებს.ჩაიბურტყუნა ამირეჯიბმა
-იმედი მაქვს აპატიებს,საპაუხოდ გავუღიმე.ბიჭი წამოდგა,გასვლას აპირებდა,როდესაც კარებში გაჩერდა მომიბრუნდა და მითხრა.
-ნია,რო ჩამოვა მეც წამოგყვები აეროპორტში,გთხოვ არ გამომაპარო კარგი?
-კარგი,გავუღიმე ლუკას და საწოლში ვარსკვლავის პოზაში დავწექი.



მინდა გითხრათ,რომ ახალმა წელმა ძალიან კარგად ჩაირა.ბევრი ვისრიალეთ და გავერთეთ.ჯადოსნური წელი დაიწყო მართლაც რომ.ახლა მე და ლუკა აეროპორტის შესასვლელში ლილეს ველოდებით,ბედნიერი სახეებით.და აი ისიც,მაღალი,ზედმეტად გამხდარი,მხრებამდე ყავისფერი თმით,მომღიმარი ლილე დავინახეთ.
-ნია ჩემო ლამაზო,მონატრებულო გოგო.მთელი ძალით ჩამეხუტა ლილე.
-ძალიან მომენატრე,მიხარია ჯანმრთელს რომ გხედავ.ატირებულმა ვუთხარი გოგონას და მეც მთელი ხალით ჩავეხუტე.კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე ალბათ რომ არა ლუკას ჯუჯღუნი,მეც მანახე ეს გოგოო.
-ლუკა,როგორ გაზრდილხარ ბიჭო.სიცილით მოუგო ლილემ და მასაც ძლიერად გადაეხვია.
-ორი წელი დიდი დროა,მანაც სიცილით უპასუხა.
-წავიდეთ ხო?საუბარში ჩავერიე და ლილეს ჩემოდნებს ვეცი.
-კი კი წავიდეთ,უბრალოდ სად მიგიყვანოთ? ინტერესიანად იკითხა ამირეჯიბმა.
-ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ჯერ არ ვარ მზად ყველას სიმართლე ვუთხრა,ამიტომ ერთი სახლი ვიქირავე ნახალოვკაში,წავიდეთ და მისამართს გეტყვით გზაში.
-კიბატონო,დავეთანხმეთ ლილეს მე და ლუკა.მთელი გზა ვლაპარაკობდით,ვცდილობდით გაგვემხიარულებინა ლილე.ბოლოს სახლში მისულებმა,გადავწყვიტეთ პიცა გამოგვეძახა.
-მოიცადე,წამით თავში დამარტყა რაღაცამ.
-რა იყო? შეშინებულმა მკითხა ლილემ
-შენთვის ასეთი საჭმლის ჭამა შეიძლება?დაეჭვებით ვკითხე გოგონას.
-კი ნია კი,სიცილით მიპასუხა.
-კარგი მაშინ გამოიძახე ნებას გრთავ,მივუგე ჩალისფერთმიან ბიჭს.საღამომ კარგად ჩაიარა,ლილემაც წამლები თავის დროზე მიიღო და დასაძინებლად წავიდა.
-ეს რაარის?ინტერესით იკითხა რაღაც ძველ ბლოკნოტზე ლუკამ
-არ ვიცი ალბათ გზაში ხატავდა,მოკლედ მოვუჭერი და ბოლო თეფში ამოვრეცხე.ყველაფერს თავის ადგილი მივუჩინე,შემდეგ კი ლუკასკენ მივტრიალდი,რომ მეთხოვა სახლში გამიყვანეთქო,მაგრამ რას ხედავს ჩემი თვალები?ზის და გაშეშებული კითხულობს იმ დღიურს.
-ლუკა შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ?სხვისი პირადის წაკითხვა არ შეიძლება.
-ნია,თავზარდაცემულმა მითხრა
-რა გინდა,უხეშად მივმართე და დღიურის გამორთმევა ვცადე.
-ლილე ძალიან მეციდება,არასდროს მივატოვოთ.ნახე,დღიური გამომიწოდა,მეც ურცხვად ავიღე და მისი თითოეული ჩანაწერი ლუკასთან ერთად წავიკითხე.თავს ვეღარ ვიკავებდი.იქ გატარებული ყოველი დღე მოკლედ აღწერილი ქონდა,მისი განცდები,ემოციები და ფიქრები,ვიცოდი რომ ცუდად იყო მაგრამ ამდენად?
-ორსულად იყო,თავზარდაცემულმა მივუგე ამირეჯიბს.
-ხო,მანაც გაკვირვებულმა შემომხედა
-მგონი ჯობს მეტი აღარ წავიკითხოთ
-მართალი ხარ ჩემი გული ამას ვეღარ გაუძლებს.
-წავიდეთ?
-კი,ჩუმად ჩავილაპარაკე და ლილეს დღიური ჩანთაში ჩავაგდე.
-ლუკა არ დაგავიწყდეს,დემეტრემ ჯერ არ უნდა გაიგოს ლილეს ჩამოსვლის ამბავი
-ვიცი,მოკლედ მომიჭრა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

რას ფიქრობთ მეგობრებო პერსონაჟებზე?მადლობას გიხდით რომ კითხულობთ,მიყვარხართ ყველა ძალიან <3



№1  offline წევრი Yavisfertvala

მალ მალე დადე და ცოტა გრძელები

 


№2  offline წევრი S.მეგი

კარგია ❤
ველოდები შემდეგს

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

კარგია ძალიან მალ მალე დადეხოლმე <3

 


№4 სტუმარი ninia

ლილესგან ასეთ რამეს არ ველოდი,მაინტერესებს დემეტრეს რეაქცია როცა შეხვდება scream

 


№5  offline წევრი eka3

კაი ხარ მომწონს ძაან უბრალოდ დაგვიანებასთან მაქ პრობლემა:d

 


№6  offline წევრი Mia_smith

გამოცდების გამო ვაგვიანებ დადებას:///

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent