შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისებრი გრძნობა


7-01-2020, 14:38
ავტორი Just Mee
ნანახია 1 718

-არ ვიცი ახლა რა სისულელე მოიგონე თენგო მაგრამ არ ვაპირებ ამ სისულელეს დავთანხმდე-ყვიროდა შეშლილი ლიზა და მამის სიტყვებს კვლავ ვერ იჯერებდა.
-რომ ვამბობ ესეიგი საჭიროა და გააკეთებ რასაც გეუბნები!გასაგებია? -არც თენგო აკლებდა ყვირილს.
-არ გავყვები ცოლად კაცს, რომლსაც არ ვიცნობ! შეიგნე ეს -დაიღრიალა, ქურთუკი აიღო და სახლიდან გავარდა.
ლიზა წიკლაური, გოგონა რომელიც ოცნებებიდან მწარე რეალობამ გამოაკვლია. 16წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა. ძალიან უჭირდა მის გარეშე. არავინ ყავდა მამის გარდა, რომელიც დღითიდღე მისი საქმის ნაწილი ხდებოდა და შვილს ყურადღებას აღარ უთმობდა. ლიზას დედასავით უნდოდა ექიმი ყოფილიყო. სწორედ სამედიცინოზე სწავლობს და მესამე კურსზეა.
მანქანაში ჩაჯდა და ჩქარა მოწყდა ადგილს. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მამამისს ვერ იტანდა იმ მომენტში...ვერაფერი.გააკეთა. მამის ნებას წინ ვერ აღუდგა. ეგონა მისი მომავალი ქმარი ვინმე საშუალო ასაკის ღიპიანი კაცი იქნებოდა მაგრამ შეცდა.
ალექსანდრე ფანგანი 27 წლის უსიმპათიურესი კაცი იყო. არცერთ ქალს შეეძლო მისთვის თვალის არიდება. გართობის მოყვარული იყო. მარტო არა,მისი სასტავის გარეშე როგორ გაერთობოდა. მოდით მის მეგობრებს გაგაცნობთ: დემეტრე დადიანი-ახალგაზრდა ბიზნესმენი და ალექსანდრეს პარტნიორი იყო, ამასთან ერთად ბავშვობის მეგობარიც. მიშო ქალდანი-ალექსანდრეს ძმადნაფიცი იყო. რაც თავი ახსოვს მიშოც ახსოვს. მიშო მხატვარია. ვერაფრით ჩაითრიეს ოჯახის ბიზნესში. მათე აბულაძე- ამას მეც ვერაფერი გავუგე. ძალიან ჯმუხია ამდენ ცანცარებში. ალექსანდრეს დაც ყავს. ანასტასია. უკვე სამი წელია ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს. თუმცა მალე ჩამოვა და აქ რა ამბები დახბდება ვინ იცის.
ახლა კი ალექსანდრეს და გიორგის დიალოგს მოვუსმინოთ.
-სერიოზულად?შენი სისულელეები.ზღვარს ცდება მამა! იმ გოგოს ცხოვრებას არ გავუმწარებ და არც მე მინდა იმ ქალზე დაქორწინება ვინც ერთხელაც არ მინახავს!- ყვიროდა, გიორგი კი მშვიდად იჯდა რადგან იცოდა რომ ამ ყველაფერს გვერდს ვერ აუვლიდა ალექსანდრე. რადგან თუ ასე გაკეთებდა თენგოსაც და გიორგისაც სიცოცხლეს გამოასალმებდნენ.
ხო მართლა,ეს ორი ყველაფერზე წამსვლელი მამები მტრები არ იყვნენ ,მაგრამ არც ერთმანეთი ეხატებოდათ გულზე. როცა თენგოს კომპანია გაკოტრების პირას დადგა დახმარება გიორგის თხოვა. იმ დროს არ ქონდათ ცუდი ურთიერთობა და დახმარების ხელი გაუწოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ფული სულაც არ იყო მისი. ასე და ამგვარად შეექმნა ორივეს მომავალს, კარიერას და სიცოცხლეს საფრთხე. მერაბი მისი ფულის სანაცვლოდ ლიზას მითხოვებას ითხოვდა საკუთარ ვაჟზე. მისი ვაჟი, გუგა ლომიძე ნარკომანი იყო.მივლელობისთვის სასჯელმოხდილი და ყველაფრის ჩამდენი ადამიანი. ლიზას კი მისი მტრის შვილს ვერ დაუთმობდა თენგო. გიორგიც ვალში იყო მათან.
ერთ კვირაში ყველაფერი მზად იყო. სიძე-პატარძალი უკვე ოფიციალურად და ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი გახდნენ. თუმცა უცნაური და სასაცილოც კია რომ ერთმანეთი ქორწილის დღეს ნახეს. ალექსანდრეს ვიღაც მახინჯი შუახნის ქალი ეგონა,ჩამომჭკნარი სახით და წინასწარ გლოვობდა. ლიზაც ამ მდგომარეობაში იყო. თუმცა ღიმილი ორივემ აიკერა სახეზე. ერთმანეთის დანახვისას ორივე გაოცებული დარჩა. ლიზა ისეთი ლამაზი იყო ჟღალი თმები ნახევრად აეწია და ყვავილები ჩაერგო თმაში. ზურგზე ამოღებული სადა კაბა ეცვა,რომელიც საკმაოდ გამოკვეთავდა მის ფორმებს. მართლაც იდეალური იყო. აი ალექსანდრეს კი მწვანე თვალები, მსხვილი ტუჩები და ისეთი სხეული ქონდა ყველა ნერწყვის ყლაპვით უყურებდა. ახლა კი დიდგნენ ერთმანეთის წინ და ცეკვავდნენ.
-მგონი სჯობს წავიდეთ,ძალიან დავიღალე.-აღარ შეეძლო ალექსანდრეს ეს სიყალბე. ლიზაც მსგავსად იყო, ამიტომ მანქანაში ჩასხდნენ და მალევე გაქრნენ ჰორიზონტიდან.
მანქანა ორსართულიანი საშუალო ზომის სახლთან გააჩერა. ლიზაც გადმოვიდა. ისეთი კარგი გარემო იყო სულ დაავიწყდა ყველაფერი. რეალობაში კი ალექსანდრეს ხმამ გამოაკვლია.
-არ შევიდეთ?
-ა ხო კი შევიდეთ-დაბნეულმა უთხრა და სახლში შევიდა. სახლი გემოვნებით იყო მორთული, თუმცა ახლა ამზაზე ფიქრის დრო არ ქონდა არცერთს.არ იცოდა ახლა რა მოხდებოდა. არც ის ოცოდა ალექსანდრე როგორი ადამიანი იყო. იქნებ მოძალადე იყო?ლოთი ან ნარკომანი? არაფერი იცოდა.
ორივემ გამოიცვალა და მისაღებში შევიდნენ.
-შეგიძლია ყავა გამიკეთო?- კითხა ალექსანდრემ, ლიზაც დაპროგრამებულივით დაემორჩილა მის სიტყვებს და სამზარეულოში გადაინაცვლა. მალე ორი ჭიქით დაბრუნდა და ალექსანდრეს გვერდითდაჯდა.
-მადლობა- ისეთი დაღლილი იყო თუმცა გაიუღიმა და ისე უთხრა.
-სად დავიძინო?-მორცხვად კითხა ლიზამ
-სადაც გინდა იქ შედი
-და შენ?-უფრო დაიმორცხვა
-კარგი მისმინე, ვიცი რომ გეშინია. დარწმუნებული იყავი არც მე მინდა აქ რომ ვიყოთ. საერთოდ არ მინდა ცხოვრება დაგინგრიო და მეც დავინგრიო. მოიქეცი ისე როგორც გინდა,მაგრამ სანამ ჩემთან ხარ ყველა კაცი დაივიწყე. საერთოდ არ მინდა ჩემი ცოლი სხვასთან ერთობოდეს.-მკაცრად უთხრა. ლიზას კი უკვე ცრემლები ახრჩობდა. არ უნდოდა ალექსანდრეს ასე ეფიქრა მასზე.პირველივე ოთახში შეიკეტა და ტირილი დაიწყო.
ალექსანდრე მიხვდა რომ აწყენინა და მასთან წავიდა. ოთახში რომ შევიდა სწორედ მაშინ გამოდიოდა ლიზა სააბაზანოდან. სხეულს მხოლოდ მოკლე პირსახოცი უფარავდა. მხოლოდ ახლა დააკვირდა ალექსანდრე მის ფორმებს. გამოყვანილი წელი, შევსებული ტუჩები, გრძელი ფეხები და საოცრად გამოკვეთილი ლავიწები. იმდენად ლამაზი ეჩვენა თავი ვერ შეიკავა, გაუაზრებლად დაფარა მათ შორის მანძილი და მის ტუჩებს შეეხო. იგრძნო, დაიფიცებდა რომ პირველი ადამიანი იყო ვინც მის ტუჩებს შეეხო.
ლიზა რას გრძნობდა? თავადაც არ იცოდა მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდა. უბრალოდ იდგა ასე ნახევრად შიშველი ქმრის წინ, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა.თავად არ ყვებოდა. სასიამოვნო ჟრუანტელს გრძნობდა მისი უველა უჯრედი.ამას ალექსანდრეც გრძნობდა.
-მაპატიებ?-რეალობაში ალექსის ხმამ დააბრუნა. არ ეგონა თუ პატიებას თხოვდა. მაგრამ ის ხომ საერთოდ არ იცნობდა მას.
-გაპატიებ-მორცხვად უთხრა და ამჯერად თავად შეეხო მის ტუჩებს. გაუბედავად,თუმცა მთელი მონდომებით კოცნიდა...
-რამდენ ხანს ვიქნებით ერთად?- ცრემლიანი თვალებით უყურებდა ლიზა და აბნევდა.
- არ ვიცი-ცივად უპასუხა, შემდეგ ხელი კრა და ოთახიდან გავიდა..



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ხელის კვრა რა საჭირო იყო. :/
განაგრძე ვნახოთ რა იქნება..
ცოტა მეტი ემოცია და მგონი ცუდი არ არის . წარმატებები

უი ხო კიდე იმედია ეს გოგო სულ ასეთი მორცხვი არ იქნება, ყველაფერზე თავს არ დაუხრის და შეეპასუხება ხოლმე ალექსანდრეს.

 


№2  offline წევრი Just Mee

სტუმარი ანი
ხელის კვრა რა საჭირო იყო. :/
განაგრძე ვნახოთ რა იქნება..
ცოტა მეტი ემოცია და მგონი ცუდი არ არის . წარმატებები

უი ხო კიდე იმედია ეს გოგო სულ ასეთი მორცხვი არ იქნება, ყველაფერზე თავს არ დაუხრის და შეეპასუხება ხოლმე ალექსანდრეს.


ჯერ არ იცნობს და ვერ უბედავს :/ მაგრამ ესეთი მორცხვი არ არის სინამდვილეში. ალექსანდრესაც აქ თავისი მიზეზები.
ვნახოთ ვნახოთ ვნახოთ❤ მადლობა შეფასებისთვის❤ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent