შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(17)


4-07-2017, 15:57
ავტორი sati
ნანახია 3 014

იმავე ღამეს საფრანგეთში ჩავედი და მამაჩემს ვახარე ახალი ამბები. კინაღამ მეორე ინფაქტმა დაარტყა, სიხარულისგან ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ყოველ ორ წუთში ერთხელ ამბობდა რომ საქართველოში დაბრუნდებოდა. შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა დღესვე წავიდეთ არ გინდაო? მე ვუთხარი რომ ცოტახანი დასვენება მინდოდა და რომ აქ დავრჩებოდი. ისიც დამთანხმდა და მაშინვე ბილეთი იყიდა. ცოტა ყოყმანობდა მაგრამ მე დავარწმუნე. აღარ მეშინოდა რომ რამე მოუვიდოდა მაგრამ მაინც გავაყოლე დაცვა. შემდეგ მაქსიმე ზევით ავიყვანე და საწოლში ჩავაწვინე.
-შვილო დარწმუნებული ხარ?-წასვლამდე კიდევ ერთხელ შემოვიდა.
-კი... წადი მა.
-რო რამე დაგჭირდეს დამირეკე. ჭკვიანად მა.
-ხო-გადამკოცნა და წავიდა.
მთელი ცხოვრება გამინადგურა... 20წლის ასაკში ქმარი მყავს. ქმარი! მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ ბეჭედია... და უბრალო ხელის მოწერა... ამის გახსენებაზე მაშინვე მოვიხსენი დიტოს მოცემული ბეჭედი და მაგიდაზე დავდე. ესე გაგრძელება არ შეილებოდა. ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო... მაგრამ ამის არც ძალა და არც სურვილი არ მქონდა. უკვე დაღლილი ვიყავი და დასაძინებლად წავედი როდესაც დიტომ დამირეკა. არ ავიღე, ამიტომ ხმოვანი შეტყობინება დამიტოვა. მოსმენის თავიც არ მქონდა ამიტომ პირდაპირ დავწექი. დილით მაქსიმემ გამაღვიძა, სახეზე მიტყაპუნებდა ხელებს. საათს რომ დავხედე 7საათი იყო. ხელში ავიყვანე და მის საწოლში ჩავაწვინე (წინა ღამეს ჩემთან ერთად ეძინა). ამაზე ტირილი დაიწყო. ისევ დავწექი და ძილი გავაგრძელე. ისიც წამებში გაჩუმდა. სულ ესე იცოდა ხოლმე. ეგონა რომ როგორც კი ტირილს დაიწყებდა მაშინვე ყველა ყველაფერს შეუსრულებდა. მამამისს გავდა, მასაც ესე ეგონა რომ როგორც კი ყვირილს და ღრიალს დაიწყებდა ყველა იმას გააკეთებდა რაც მას მოუნდებოდა. მაგრამ მოუთმენლობაში მე მგავდა. დილით კიდევ უარესად ვგრძნობდი თავს. მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე და ის რომ დიტო არ უნდა მიმეტოვებინა. მას ვუყვარდი, ამდენი ხნის განმალობაში სხვის შვილზე ზრუნავდა, ისე როგორც თავისაზე. მას ესეც ეგონა. მაგრამ ტყუილში ვერც მას ვაცხოვრებდი. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გაგვერკვია. ამიტომ მისი ხმოვანი შეტყობინების მოსმენა გადავწყვიტე.
,,ლიზა, კიდევ არ მესმის რატომ წახვედი ესე უცბად, მამაშენი ჩამოვიდა და თქვა რომო დასვენება გინდოდა. ან საერთოდ რა მოხდა? როგორ დაამტკიცე მამაშენის უდანაშაულობა? ან რატომ მოგვექეცი ესე ჩვენ? ჩვენ შვილს? მაქსიმე როგორ იცხოვრებს მამის გარეშე? გეხვეწები ლიზა, ან შენ ჩამოდი ან მე ჩამოვალ და სანამ არ მეტყვი რა ხდება იქამდე არ წავალ. ხვალამდე შენგან თუ არაფერს გავიგებ, ბილეთს ვიღებ და მოვდივარ’’
მისი სიტყვები გულში ისარივით მესობოდა. როგორ უნდა მეთქვა მისთვის რომ მაქსიმე მისი შვილი არ იყო?
მემგონი მარტო ეს არ იყო პრობლემა... ის მომენტი როდესაც მე ლევანი ვნახე... მისი ხმა... გამოხედვა... ჟესტები... სახე... ყველაფერი მაგიჟებდა. მისი ბოხი ხმა რომელიც კიდევ ჩამესმოდა. ,,ლიზა მე შენ მიყვარდი’’. არ ვიცოდი რა მემართებოდა. ის იქიდანაც ახერხებდა ჩემი ჭკუიდან გადაყვანას. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში დიტო შემოვიდა. გაშეშებული ვიდექი. მაშინვე მაქსიმესთან მივიდა და ხელში აიყვანა.
-როგორა ხარ მა?-მაქსიმე საპასუხოდ იღიმებოდა.
-როდის ჩამოფრინდი?-ამოვილუღლუღე.
-ახლა. მე გითხარი რომ თუ არაფერს გავიგებდი შენგან აქ ჩამოვფრინდებოდი. ლიზა მაქსიმე ჩემი შვილიც არის.
-ვიცი...
-რა ხდება?-მაქსიმე ისევ დასვა და ჩემთან მოვიდა.
-არაფერი, ცოტა დასვენება მჭირდება.
-მამაშენმა ყველაფერი მომიყვა. ნანობ იქიდან გაქცევას?
-არა, არა დიტო. არ ვნანობ და არც არასდროს ვინანებ... მაგრამ... ცოტა ხნით მჭირდება დასვენება.
-ჩემგან?
-არა...
-აბა ლიზა ვისგან?! არაფერს არ მეუბნები. ის ტიპი გიყვარს? მოდი პირდაპირ ესე დაგისვამ კითხვას! რატომ ვერ შორდები იმ ოჯახს!! ჯერ ლუკა, შემდეგ გიორგი, შემდეგ ლევანი!!! ლიზა თუ ის გიყვარს მე აქ დარჩენას არ ვაპირებ. მეც გამაჩნია თავმოყვარეობა.
-არ მიყვარს.
-იცი რა? ჩამოყალიბდი. იმიტომ რომ ის მარტო შენი შვილი არ არის, თუ დროზე არ ჩამოხვალ საქართველოში მაშინ მოგვიწევს მეურვეობის...
-დიტო...
-რა?!
-მაქსიმე შენი შვილი არ არის.
-რას ქვია ჩემი შვილი არ არის?
-არ არის. ის ლევანის შვილია.
სახე გაეყინა. ვერ ვხვდებოდი რას გრძნობდა იმ მომენტში. სავარძელზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-ვიცოდი...
-იცოდი??! როდის მიხვდი?!!
-თავიდანვე. ეჭვი მქონდა, რადგან მუცელი ძალიან სწრაფად გეზრდებოდა, მაგრამ ვიცოდი რომ არავინ არ გყავდა და კითხვა აღარც მიფიქრია. მაქსიმე გავზარდე როგორც საკუთარი და ასე გავზრდი. მის დაბადების მოწმობაში ხო ჩემი სახელი წერია.
-ხო მაგრამმ.... რატომ არ მითხარი?!!!
-შენ რატომ არ მითხარი თავიდანვე? ლიზა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ის ისევეა ჩემი შვილი როგორც შენი.
-ლევანს ამას ვერ დავუმალავ.
-აქამდე უმალავდი. რა შეიცვალა?
-დიტო, ეხლა და აქ.... ამის დრო არ არის.
-აბა როდის ლიზა?! როდის?-ისევ წამოხდა და მხრებზე მომკიდა ხელები.
-ეხლა არა. გთხოვ ნუ დამაძალებ.
-ბეჭედი სად არის?
-მოვიხსენი და...
მაგიდიდან აიღო.
-ყველაფერი გასაგებია.
-არა დიტო...
-არა დიტო რა?! ლიზა, ყველაფერი გასაგებია. ლევანი გიყვარს, მისი შვილი გყავს. გევასება მანიაკები? მე ესეთი არ ვარ. თავისუფალი ხარ, დაისვენე. მე ამდენის გაძლება არ შემილია. ვერ მოვიტყუები რომ ვერ ვამჩნევ იმას რასაც შენ ლევანის მიმართ გრძნობ.
-მე არაფერს არ ვგრძნობ ლევანის მიმართ.,
-არა, შენ არაფერს გრძნობ ჩემ მიმართ. მე უბრალოდ მიყენებდი. არ გინდოდა მაქსიმესთვის ვინმეს ნაბი***არი დაეძახებინა. მეტის მოსმენა აღარ მინდა. იყავი ბედნიერი იმ შენ მანიაკების ოჯახთან-ოთახიდან გავარდა და კარი მოიხურა. ესეც ასე. საბოლოოდ მარტო დავრჩი. და რა ლიზა?
-რა? რა ლიზა აბა? რას იზამ? მამიკოს ფულზე იჯდები სამუდამოდ? შვილს რას უზამ? გინდა ნაბიჭ*არი დაუძახონ? და შენ ბო*ი? იმიტომ რომ ქმრებს იცვლი ყოველ დღე? ლიზა, რას აკეთებ... საკუთარ თავს ელაპარაკები? ეჰ... გხედავდეს ეხლა დედაშენი...
ამ დროს მაქსიმემ ტირილი დაიწყო.
-ხო, შვილო. გაგიჟდა დედაშენი. გაგიჟდაა. აღარ შეულია არაფერი. ისიც კი აღარ იცის რა უნდა. 20წლის ასაკში სიცოცხლე მობეზრდა, რადგან არავინ არ დააცადა! რა უნდა გადავწყვიტო? რა უნდა გავაკეთო? საერთოდ არაფერი ვიცი, გესმის? ვიქნებით ესე მე და შენ გამოკეტილები 24საათი სასტუმროში. მერე? მე განათლება არ მექნება. სამსახური მე არ მექნება. შენ მამა არ გეყოლება და საბოლოოდ....
მაქსიმე ბოლო ხმაზე ღრიალებდა. მე კი გიჟივით ვაგრძელებდი საკუთარ თავთან ლაპარაკს. ძალაგამორეული ავდექი და მაქსიმე ხელში ავიყვანე. როგორც შემეძლო ვამშვიდებდი. მაგრამ ის გრძნობდა რომ ვერც მე ვიყავი კარგად და ამიტომ ისიც ნერვიულობდა. უკვე ვფიქრობდი რომ მაქსიმე სხვა ოჯახთან უფრო კარგად იქნებოდა, რომ მე მისთვის კარგი დედა ვერ ვიქნებოდი. მალე მივხვდი რომ საჭმელი აღარ გვქონდა და მომიწია წასვლა, მაგრამ მაქსიმეს ვერ დავტოვებდი. მამაჩემის კომპანიის მანქანა ავიღე და მაღაზიაში წავედი. მისთვის ვიყიდე საჭმელი და ის იყო უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი რომ ჩავიკეცე და ძირს დავეცი. მხოლოდ მაქსიმეს ტირილიღა მესმოდა.
***
დაახლოებით 4დღის განმალობაში ლიზა უგონოდ იყო. მამამისმა არაფერი იცოდა, რადგან მისთვის არავის დაურეკავთ. იქიდან გამომდინარე რომ მისი საკონტაქტო ნომერი არ ჰქონდათ. ამდენი სტრესისგან დასუსტებული იყო და ლოგინიდან ვერ დგებოდა. მაქსიმეს კი ექთნები დააპორწიალებდნენ. ცოტაც და ალბათ უკვე სოციალურ აგენტთან დარეკავდნენ. მაგრამ ლიზა გონზე მოსვლას არ ჩქარობდა, ალბათ პირიქით უნდოდა რომ მომკვდარიყო და დაესვენა. მალე კი ლევანი ჩაფრინდა საფრანგეთში. მას ლიზას ნახვა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა საავადმყოფოში რო იყო. როგორც კი გაიგო გიჟივით მივიდა საავადმყოფოში და პალატაში შევარდა. ხელში კი დასუსტებული, ფერწასული ლიზა დახვდა. სასწაულად ფერმკრთალი იყო, სიცოცხლის ნიშანწყალს ვერავინ ვერ ნახავდა. ლიზა რომელსაც ლევანი იცნობდა იყო მამაცი, ძლიერი და გაუტეხავი. მაგრამ ძველი ლიზა აღარ არსებობდა, გატეხეს... გაანადგურეს... მოკლეს... და სიცოცხლის სურვილი გაუქრეს. ლევანი მთელი გული და სულით ნანობდა იმ ყველაფერს რაც ამ უმწეო არსებას გაუკეთა. საკუთარ თავს ვერ პატიობდა. არც იცოდა უნდა დაერეკა თუ არა სანდროსთვის. ლიზა კიდე დიდხანს არ მოსულა გონს. ლევანი ექიმს ელაპარაკებოდა ყოველ დღე, საუკეთესო საავადმყოფოებში გადაყავდა, მაგრამ უშედეგოდ. ლიზა მაინც არ იღვიძებდა. ლევანი გულში ხუმრობით ამბობდა ხოლმე რომ ის ისევ ისე ეწინააღმდეგებოდა და ჯინაზე უკეთებდა ამას. შეილება ასეც იყო. ის სუნთქავდა, ცოცხალი იყო, ყველაფერზე რეაგირებდა... მაგრამ ვერ აფხიზლებდნენ. ლევანი დანებებას არ აპირებდა. ისიც ისეთივე ჯიუტი იყო როგორიც ლიზა. ერთხელ მაქსიმე შემოუყვანეს ექთნებმა... ლიზასთან შეყვადათ მაგრამ არ იცოდნენ რომ ლევანიც იქ იყო. ლევანმა ცოტახნით გამოართვა და ისინიც გავიდნენ. ხელში ეკავა და აკვირდებოდა. უცებ გაოცდა... წამით ჩაფიქრდა... ყველაფერი გაიხსენა... და შემდეგ შეშფოთებული ექიმებთან გავარდა და უთხრა რომ დეენემის ანალიზის გაკეთება უნდოდა. ამით კი მან გაიგო რომ მაქსიმე მისი შვილი იყო, რაზეც საშინლად გაბრაზდა. აქეთ-იქით დარბოდა, ყვიროდა... ვერ იჯერებდა, რომ ლიზამ შვილი დაუმალა და იმ ახვ*ის გვარი მისცა რომელიც საკუთარ თავს კაცს უწოდებდა და რეალურად ცოლი ესეთ მდგომარეობაში მიატოვა. ზუსტად ამ დროს გამოეღვიძა ლიზას, ლევანის ღრიალზე... ის ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას. ლიზას გული კინაღამ გაუსკდა მის დანახვაზე. შეკრთა და ოდნავ წამოდგა. ამ პატარა ხმაურზეც კი ლევანი მაშინვე გამოტრიალდა და ლიზას მიაშტერდა. არ იცოდა უნდა ეჩხუბა თუ უნდა მოფერებოდა... ამიტომ ექიმებს დაუძახა.
-ლიზა, მე გია ექიმი ვარ...
-ის კაცი ვინ იყო?
-ამბობს რომ თქვენი ქმარია.
-ქმარი? დიტო?
-არა, ლევანი.
-გასაგებია... ჩემი შვილი?
-თქვენი შვილიც აქ არის, ლიზა გახსოვთ როგორ წაგივიდათ გული?
-ჩემი შვილი მოიყვანეთ.
-ლიზა, ჯერ პატარა შემოწმებას ჩავატარებთ და მოგიყვანთ. ახლა მითხარით...
-ჩემი შვილი მოიყვანეთ მეთქი!-ძლივს დაიყვირა და ისევ ხმა ჩაუწყდა...
ამ ყვირილზე ლევანი მივარდა კარს, მაგრამ არ გაუღია. პატარა ფანჯრიდან შეიხედა, იმისათვის რომ დაენახა ლიზა როგორ იყო.
ექიმმა ექთანს უთხრა რომ მაქსიმე მოეყვანათ. ამის შემდეგ ლიზა ცოტა დაწყნარდა.
-ახლა კი მოგვიყევით.
-მაღაზიაში ვიყავი და გული წამივიდა. საკმარისი ინფორმაციაა?
-კი. ლიზა, თქვენ 2კვირა ესეთ მდგომარეობაში იმყოფებოდით-ლიზას თვალები გაუფართოვდა-რათმაუნდა ეს არანორმალურია. ძირითადად ესეთი რამ გამოწვეულია სტრესული მდგომარეობებიდან... თქვენი შემთვევაც ასეთია, მაგრამ როდესაც ესეთი რამ ხდება, ტვინი მის ფუნქციებს კარგავს და ამიტომ ჩვენ უნდა ჩაგიტაროთ რამოდენიმე ტესტი... თუ თანახმა ხართ.
-არა, დიდი მადლობა. როდის გამწერთ?
ექიმი გაკვირვებული უყურებდა.
-მაგრამ.... ქალბატონო ლიზა... ეს ტესტები აუცილებელია.
-ტესტები სკოლაშიც მეყოფა. დიდი მადლობა, წასვლა მინდა.
ექიმი ოთახიდან გავიდა.
-რა ჭირს?-ლევანი მაშინვე მიახტა.
-არ ვიცი, ესეთი შემთხვევა ჯერ არ მინახავს. გამოკვლევების ჩატარების უფლებას არ გვაძლევს.
-მაგას არავინ ეკითხება, რაც საჭიროა ის ჩაუტარეთ.
-მაგრამ მან უარი თქვა.
-როგორ გგონიათ საღ ჭკუაზეა ექიმო? ვერ არის კარგად, ამიტომ არ აქვს გადაწყვეტილების უნარი, ამიტომ გააკეთეთ რაც საჭიროა, გადასახადზე ჩემთან მოდით.
-საღ ჭკუაზე რომ არ იყოს... ანუ.. თქვენ რა გინდა თქვათ რომ თქვენი ცოლი გიჟია?
-გიჟია, გიჟი. თან როგორი ბატონო ექიმო. ყველაფერი ჩაატარეთ. აუცილებლად. ეგ კი არა შვილი დამიმალა რომ ჩემი იყო და სხვა კაცს მოატყუა რომ მისი იყო ჩემი ბავშვი.
-კარგით... ჩავატარებთ...
ექიმი იქით გააგიჟა ლევანმა და ლიზას პალატაში შევიდა.
-რა დაკარგე ჩემ პალატაში?-შვილი მიიხუტა. ლევანი უფრო ახლოს მივიდა და მასთან ჩამოჯდა.
-ჩემი შვილი.
ლიზა გაჩუმდა... შემდეგ სიცილი დაიწყო.
-რა შენი შვილი?
-ხელში რომ გიჭირავს.
-მაქსიმე დიტოს შვილია.
-დეენემის ანალიზი სხვა რამეს ამბობს.
აქ კიდე გაჩერდა.
-ჩემ შვილს არ წაგაყვანინებ.
-შენს არა ჩვენს. ამდენი ხანი რატო მიმალავდი? ვინ მოგცა მაგის უფლება?-ცდილობდა რომ მაქსიმალურად ჩუმად და წყნარად ყოფილიყო რადგან ლიზა ისედაც ცუდად იყო.
-არ არის მაქსიმე შენი შვილი...
-იმეორე ეხლა. ლიზა, მე ჩემ შვილს არ წაგაყვანინებ. ისედაც დავკარგე 1წელი.
-10თვე.
-10თვე... მე მეტს არ გამოვტოვებ. ჩემი შვილი იცხოვრებს ჩემთან, ექნება ჩემი გვარი და შენ სად იქნები ეგ შენი გადასაწყვეტია.
-მე შენ მაქსიმეს არ მოგცემ. შენ მანიაკების ოჯახში არ იქნება.
-ლიზა, მემგონი არავინ გეკითხება მაგას შენ. ის ჩემი შვილიც არის.
-მაქსიმე,შენნაირებთან არ იქნება.
-ან შენი ნებით გამომყვებით შენ და მაქსიმე, ან მაქსიმეს წავიყვან მე. თუ მოდიხარ, ცოლად მომყვები და აღარასდროს გაიქცევი, თუ არა, მაქსიმეს ვეღარ ნახავ.
ლიზა დაიშოკა. მაქსიმე ექთნებს გააყვანინა. შემდეგ წამოდგა.
-შენ ბიჭო ცოტა ხო არ გაკლია?
-უკაცრავად?
-რა გგონია? 2წელი მაწამებ!!! სიკვდილამდე მიმიყვან მე და მამაჩემს!!! დამინგრევ ოჯახს!!!! გამინადგურებ ცხოვრებას!!!!!! მამაჩმემს მკვლელის სახელს დაარქმევ და მე შენ ცოლად გამოგყვები ამ ყველაფრის შემდეგ?!!!!!! აზრზე მოდი ვაფშე!! სიკვდილი მირჩევნია შენნაირის გაყოლას-იმხელაზე ყვიროდა მთელ საავადმყოფოს ესმოდა-მეც მომიკვდა დედა!!!! მეც არ მყავს არავინ!!!!!! მაგრამ არავისთვის მკვლელობა არ დამიბრალებია!!!!! გესმის?!!!! გესმის თუ არა?!!! ჩემ ფეხს წაიყვან ჩემ შვილს, არ გამოგყვები ცოლად და არც შენ გვარს არ მივცემ!! გაიგე?-შემდეგ კი სახეში გაარტყა.



№1  offline წევრი an12na

ნუღარ გვალოდინებ რა,ამ ისტორიას ქონდა უმრავი ნახვა და კომენტარი მარა სიუჟეტის ცვლილებამ ძაან იმოქმედა ,ლიზას გათხოვებამ.უზომოდ გთხოვ ერთ 2-3თავში დაამთავრე შენებურად კარგად ისტორია და არ გაწელო.უამგრესად წერ და შემდეგ ასხალი ისტორია დაიწყე აუცილებლადდდდ!!!!!შემდეგი თავი როდის დაიდება,მიპასუხერა

 


№2 სტუმარი kusa13

კარგია მომეწონა ეს თავი და მიხარია შენიშვნები რომ გაითვალისწინე თავიც შედარებით დიდია ასე გააგრძელე

 


გავგიჟდები ამის ლოდინში flushed flushed

 


№4 სტუმარი Guest ანა

ვერ არის ეს გოგო, მართლა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent