შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდევარი


9-01-2020, 21:24
ავტორი Ana Shonia
ნანახია 1 212

თავი 1
პირველი შეხვედრა

თითოეული დღე, ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. ეს დღეც ჩვეული მოწყენილობით დაიწყო თითქოს. ჰაერში ერთფეროვნებისა და მოწყენილობის მომაბეზრებელი და შემაწუხებელი სუნი ტრიალებდა. ეს ირგვლივ თითქოს არავის აწუხებდა, მაგრამ ჩემთვის ეს შეიძლება ითქვას სულისშემხუთველი უფრო იყო ვიდრე მომაბეზრებელი.
ერთფეროვნება, ყოველდღიური რუტინა, მოწყენილობა… ეს ყველაფერი ბოლოს მიღებდა.
ვგრძნობდი, რაღაც სიახლე მჭირდებოდა საკუთარი თავი ბევრად უკეთ რომ შემეგრძნო.
ყოველდღიურ ცხოვრებას მრავალფეროვნებას ჩვენ ვმატებთ. საკმარისია, რაღაც ახალი საინტერესო ობიექტი აღმოვაჩინოთ, რომ შანსს ხელიდან არ ვუშვებთ და მაშინვე მოქმედებას ვიწყებთ.
ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანდა. მეგობრები და მათთან ერთად დროის ტარება ყველასთვის უდიდეს სიამოვნებას წარმოადგენს ალბათ.
ჩემთვის კი ყველაფერი ძალიან რთულად იყო. სწორედ იმ შეგრძნების დამსახურებით, როდესაც თავს მარტოსულად გრძნობ მაშინ როცა ირგვლივ უამრავი ადამიანის გარემოცვაში ხარ, ყველაფერს უფრო მეტად ართულებდა. ირგვლივ სანდო მეგობრები მყავდა რომლებთანაც შემეძლო ჩემს გრძნობებზე თავისუფლად მესაუბრა, თუმცა შეგრძნება იმის რომ მათთვის უბრალოდ გაუგებარი აღმოჩნდებოდა ყველაფერი, ერთი ნაბიჯით მუდამ მაშორებდა მათ. ჩემს გულსა და გონებაშიც კი ვერ ეტეოდა ის ყველაფერი, რაც გარეთ სააშკარავოდ უნდა გამომეტანა ყველასთვის, თავი ცოტა უკეთ რომ მეგრძნო.
თუმცა თითოეული ადამიანისთვის მაინც ისეთად ვიქეცი, რამდენადაც მათ ჩემთან მოსვლის უფლება მივეცი.
სიმართლე გითხრათ არც ის მიცდია, ვინმესთვის დამემტკიცებინა ასეთი არა, მაგრამ ასეთი ვართქო.
მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანისთვის მტკიცებას თუ როგორი ხარ სინამდვილეში, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მათ ფიქრებსა და აღქმაზეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ ისინი ისე ფიქრობდნენ, როგორც იყურებოდნენ, მათ კი ამაზე მეტს ვერასდროს მოსთხოვ. ეს ასეა.
ხოლო, ჩვენზეა, ის თუ რამდენად ახლოს მოვუშვებთ მათ ჩვენთან.
ბევრი ამ სიახლოვეს ვერც იგრძნობს და შემდეგ უბრალოდ ინანებ, რომ ისინი შენს გულთან და ფიქრებთან ახლოს მოუშვი. სწორედ, ალბათ ხშირად ამიტომ ვარჩევთ გაჩუმებას. რა თქმა უნდა მტკივნეული, თუმცა სწორი გადაწყვეტილებაა.
მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მეგობრებთან ერთად ნაწილობრივ თავს უკეთ არ ვგრძნობდი.
ჩვენი საერთო შეხვედრის ადგილი მუდამ მეცამეტე სკოლის ეზო იყო, რომელიც შემდგომ უდიდესი მოგონებების სამკუთხედად იქცა.
სკოლის ეზოში, ძირითადად ფრენბურთით ან კალათბურთით ვირთობდით თავს. მე კი როგორც ყოველთვის მხოლოდ მაყურებელთა სიაში შევდიოდი... მოსაწყენი თუმცა არანაკლებ სახალისოც იყო. ამავდროულად კი არავინ აქცევდა ყურადღებას, რომ თვრამეტ ბიჭებს შორის მხოლოდ სამი გოგონა ვიყავით. სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არც ჩვენ გვაწუხებდა.
ცივ ბეტონის ქვაზე ჩამომჯდარები ვუცქერდით უბნის მეორე ბოლოდან მოსულ ბავშვებს, რომლებსაც სტადიონი გაევსოთ და თავს ფრენბუთის თამაშით ირთობდნენ. ერთმანეთისთვის უკმეხ სიტყვებს არც კი იშურებდნენ, თითქოს ერთმანეთს ბილწსიტყვაობაში ეჯიბრებოდნენ და დიდ აზარტშიც აღმოჩნდებოდნენ ბოლოს.
მათი მოსმენა და მათ სიახლოვეს ყოფნა დიდ უსიამოვნო გრძნობას მიტოვებდა გულში.
ეს ჩემი ცხოვრების ის ეტაპი იყო, სადაც ფიქრებისგან თავი უნდა დამეღწია და სრულიადაც არ ქონდა მნიშვნელობა ვისთან ან რა გარემოში ამოვყობდი თავს.
საკუთარი ფიქრებისგან უნდა განმეთავისუფლებინა თავი, რომ ცოტაოდენი შვება მაინც მეგრძნო. თუმცა იმ გარემოში, სადაც გამუდმებით ყოველდღიური მოწყენილობის, ერთფეროვნებისა და მარტოობის სუნი ტრიალებდა...ჩემს სხეულში მძიმედ და მძაფრად აღწევდა, სუნი რომელიც გულს მიგლეჯდა, სუნი რომელიც მთელ სხეულს სნეულებად ედებოდა და რომელიც სუნთქვის საშუალებასაც კი აღარ იძლეოდა.
ერთდროულად, ძალიან ბევრი ფიქრი ერთად შემომიტევდა ხოლმე და დაუკითხავად იპყრობდა ჩემს გონებას. რაღაც მტკიოდა, მაგრამ არც მისი დამალვა შემეძლო და არც გამოხატვა, იმათ მსგავსად, ვისაც არ ახსოვს, რომ ცოცხალია, მაგრამ გრძნობს როგორ საშინლად კვდება… ჩემი ტკივილები და მოგონებები მახსენებდნენ ხშირად თავს. მოგონებები, ხომ ზუსტად იმდენ ხანს შემორჩება ჩვენს მეხსიერებას სანამ ჩვენ ვარსებობთ ამ სამყაროში ? ჰო, და მერე ალბათ … მრავალი წელი, რომ გაივლის შესაძლოა დავიწყებასაც მიეცეს ის ყველაფერი რაც ახლა მოსვენებას გვიკარგავს. ვფიქრობ, რომ ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავება დღეს ალბათ მხოლოდ იერსახითაა შესაძლებელი.
ისინი თითქოს ამაზე მეტად ვერც გამო....ვდებიან
თუმცა მათი და....ვების შესაძლებლობებით ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებენ როგორღაც.
ჩამეღიმა და წამიერად ვინატრე, რომ ვინმეს ჩემი ფიქრების გაგება შესძლებოდა. ნუ ალბათ ძალიან ბევრს იცინებდით ან დაუშვებდით შესაძლებლობას გეფიქრათ, რომ შეშლილი კაცთმოძულე ძუკნა ვარ. აი ასე უბრალოდ და მარტივად კი შემიძლია გიპასუხოთ, რომ დიახ – ვარ.

ფიქრებში გართულმა კი მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა უცნობ ტიპს ჩვენკენ მოუხმო.
მას მისი ძმაკაციც ახლდა თან. შემდეგ კი, როცა გავიგე თურმე აღმოჩნდა, რომ ამ ტიპს და მე, რომელსაც ალექსანდრე ჰქვია, საერთო, მეგობარი გვყოლია – ლევანი.
სიმართლე გითხრათ ალექსანდრეს არანაირი ეფექტი მოუხდენია ჩემზე.
ის თითქმის ყველასნაირი იყო.
ხოლო მეორე ტიპი, რომელიც თან ალექსანდრეს ახლდა...თითქოს ჩემი ფიქრების სტილს სწორად მოერგო. ასე რომ ვთქვათ ის უბრალოდ ძალიან მარტივად მოედო ჩემს ჰაეროვან, მტკივნეულ, რომანტიკულსა და ძუკნურ ფიქრებს.
რთულია ამდენ ფიქრს ერთად ერთი ადამიანი მთლიანად მოერგო. საოცარია !
საშუალო სიმაღლის, სუსტი, ჯინსის ფართო შარვლით, შავი გემოვნებიანი გადასაცმლითა და შავი ქუდით...პირველ შთაბეჭდილებას აგიმაღლებდათ.
მისი ხვეული, ოდნავ მუქი ოქროსფერი კულულები ქუდს გარეთ სასიამოვნოდ ლამაზად იყო ჩამოკიდებული.
შავი ან ყავისფერი თვალები უნდა ჰქონოდა… მოხდენილი ტუჩები და ცხვირი. მისი წვერები ჟღალისფერი იყო. ეს კი უფრო მეტად განსხვავებულს აჩენდა მის გარეგნულ იერს.
სიგარეტს აბოლებდა.
მე კი მისი მოწევის მანერა იმდენად აღფრთოვანებულს მტოვებდა… გადავწყვიტე ბოლო ნაფაზამდე დავკვირვებოდი მის საოცრად მიმზიდველ მოძრაობებს. და სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ეს დაჟინებული დაკვირვება მასზე ,სულ ოდნავ მაინც დამემალა და ვიცი რომ ის ძალიან კარგად გრძნობდა, ჩემს ამ დაჟინებულსა და აღტაცებულ მზერას. ამის კი ერთი წამითაც კი არ მომრიდებია.
ის განსაკუთრებული იდუმალებით შემოიჭრა ამდენ სულით დამფრთხალ, სხეულით ძლიერ ადამიანებში.
თითქოს ჩემს ფიქრებს დაეუფლა და მისი ყოველი მოძრაობით ცდილობდა ჩემსა და ჩემი ფიქრების მართვას.


ჩემი თავის მიკვირდა.
სრულიად უცხო ადამიანმა,რომლის სახელიც კი ვერ გამეგო.. ჩემი ფიქრებით სავსე ოთახის კარები სრულიად დაუკითხავად შეაღო და იქ თავისი კუთვნილი ადგილიც მიუჩინა საკუთარ თავს.
მიკვირდა, რადგან ვგრძნობდი რაღაც ახალი და საოცარი მელოდა ამ ადამიანთან.
და ვინ იცის, იქნებ შემდეგ ასეც მოხდა კიდეც ?

ზოგადად კი ჩემთვის ძალიან რთულია, ადამიანმა პირველივე შეხვედრისთანავე ამხელა ემოციებით ამავსოს და ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინოს.
კარგი შთაბეჭდილების შექმნას კი რაც შეეხება…რეალურად ეს არც ისეთი ძნელია,თუმცა აქაც არსებობს პატარა სირთულე. სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად, როდესაც კონკრეტული ადამიანების მიმართ კარგი შთაბეჭდილებები მრჩება, მათ ბოლომდე ამის შენარჩუნება არ შეუძლიათ ხოლმე.
თუმცა რაღა თქმა უნდა ამ ახალ აღმოჩენებს მათ შესახებ ჩემთვის ვიტოვებ… ჩუმად. ისე, რომ მათ არაფერი ვაგრძნობინო და ზედმეტად არც გული ვატკინო. თუმცა მათ არც იმის საშუალებას ვუტოვებ, ჩემს გვერდით ყოფნის უფლება ჰქონდეთ.
ადამიანები, არასდროს რჩებიან ისეთებად როგორებიც ურთიერთობის დასაწყისში არიან.
სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანების უმრავლესობა ვინც ადრე ჩემს ცხოვრებაში გარკვეულ ადგილებს იკავებდნენ, დღეს ისინი სამწუხაროდ ან საბედნიეროდ სრულიად ცარიელია.
ამიტომ არის, რომ უკვე დიდი ხანია ცარიელ ადგილებს, პატარ-პატარა ადამიანებს არ ვუთმობ ხოლმე.
ვიცი, რომ ერთ დღეს შეიძლება ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც ნამდვილად დაიმსახურებენ ჩემს პატარა სამყაროში, ადგილებს რომლებსაც ისეთ ადამიანებს ვერ გავუნაწილებ, რომლებსაც არ ეცოდინებათ როგორ გამოიყენონ ის.


ამასობაში კი, ალექსანდრემ დაგვტოვა და უსახელო ტიპიც, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეძლო ჩემს ფიქრებს დაუფლებოდა მის მეგობარს თან გაყვა.
დღე უჩვეულო მოწყენილობით არ დასრულებულა. ეს კი ჩემთვის, რაღაც ახლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent