საზღვრებს გარეთ სიყვარული
-სამსახურიდან გამათავისუფლეს-მესმოდა ოთახიდან მამას გაბზარული ხმა. -კიდევ ეს გვინდოდა?ისედაც ყელამდე ვალებში ვართ-დედას ხმა უკანკალებდა,თითქოს სადაცაა იტირებსო. ეს გახდა ჩემთის ბოლო წვეთი,გადავწყვიტე რომ მეტის ატანა აღარ შეიძლებოდა,ბევრი ფიქრის შემდეგ სალომეს ნომერი ავკრიფე: -სალო საქმე მაქვს სახლში ხარ? -კი გოგო,ხომ იცი ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა. ოთახიდან გავედი ქურთუკი შემოვიცვი,მშობლებს გავძახე ,რომ სალომესთან ვრჩებოდი,პატარა დათას მოვეალერსე. სალომეს სახლში დედამისმა ნინამ შემიპატიჟა და გულმხურვალედ მომიკითხა.მეც სალოს ოთახში ავედი მეორე სართულზე,სალომე მაწყნარებდა ყველაფერი კარგად იქნება,არ გინდა ასე თავის გაწირვა,ასეთი რამ საერთოდ რამ მოგაფიქრაო და ბოლოს როცა ვერა და ვერ დამითანხმა, მამამისის კაბინეტში წავიდა,იქიდან კი ფულით დაბრუნდა.სალომეს მამა ბიზნესმენი იყო და ბევრი კაფესა და რესტორნის მფლობელი,ბილეთს მე გიყიდი,ნაცნობს დაგახვედრებ რომ მუშაობა დაგაწყებინონ და იქამდე არ მინდა შენი ფული სანამ საბოლოოდ არ მოაგვარებ ყველაფერსო გადმომცა. -კესანე შვილო არ მოიქცე ასე,შენი თავის გაწირვის უფლებას არ მოგცემთ-მევედრებოდა დედა,მე კი ვუხსნიდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მეც მალე დავბრუნდებოდი სამშობლოში. სამშაბათს უკვე აეროპორტში ვიდექი რეგისტრაციის რიგში,ბარგი ჩავაბარე. სალომე ცრემლებს ვერ იკავებდა,ჩვენ ხომ სკოლიდან ერთად მოვდიოდით,ჩემს მშობლებსაც ეტყობოდათ ნერვიულობა,ყველა დავამშვიდე პატარა დათას მოვეალერსე და დავპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნბოდა და ჩვენს ოჯახს გაჭირვებაში არ ჩავაგდებდი რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს.როდესაც ტრაპზე ავედი და დავრწმუნდი რომ არავინ მხედავდა სწორედ მაშინ დავიწყე გულამოსკვნილი ტირილი,გაჩერება მიჭირდა,თვალები სულ დამისივდა და დამიწითლდა. თვითმფრინავში პირველად ვიჯექი და ეს ნამდვილად ამაღელვებელი შეგრძნება იყო,იმ დროს თითქოს ყველაფრისგან თავისუფალი ვიყავი.აეროპორტიდან გამოვაბიჯე, იტალიის ქალაქ ბარში ვიმყოფებოდი. იქ ერთი საყვარელი ქალი დამხვდა რომელმაც ,ერთ-ერთი ქართველი ქალის სახლში დამაბინავა.საღამოს ბევრი წრიალის შემდგომ ჩამეძინა,თავს უცხოდ ვგრძნობდი. დილით გასეირნება გადავწყვიტე,ზღვის სანაპიროს მივუყვებოდი თან თოლიების ყურებით ვტკბებოდი,ისინი ხომ ჩემგან განსხვავებით თავისუფლები იყვნენ.დღეები გადიოდა,მეც უკვე ეჭვი მეპარებოდა,ვაი თუ ვერ დავიწყო მუშაობათქო,მივუყვებოდი ქუჩებს,ვაკვირდებოდი ხალხს,მათ სახეებს,მათი საუბრის მანერას და ხელის მოძრაობებს,ეს სიმშვიდეს მმატებდა. გავიგე სამზარეულოში ქალები როგორ საუბრობდნენ,რაღაც სამსახური გამოჩენილა,მაგრამ ისეთი მძიმეა არავინ თანხმდებაო.ქალბატონ მადონას,ჩვენი სახლის დიასახლისს თხოვნით მივეჭერი ოღონდ გამიშვით და მადლობელი დავრჩებითქო.მარწმუნებდა ბოლოს მოგიღებს და გაგაუბედურებს შვილო ეგ სამსახურიო,მაგრამ მეორე დღეს უკვე ჩემოდანს მივაგორებდი,ბართან ახლო მდებარე მოლფეტაში.აქაურობა თითქმის ბარივით გამოიყურებოდა,ძველისძველი სახლები და ზღვა.მოხუცი ქალისთვის უნდა მომეარა,მისმა შვილმა წარმატებები მისურვა,ეს ნამდვილად გჭირდებაო და დამტოვა.ქალი ყველაფერს ლეწავდა, დამაწყნარებლები არ შველიდნენ.ერთხელ გამალებით ჩამაფრინდა,ხელებს მირტყავდა,მეც გამალებით ვითხოვდი შველას.მეზობელმა პოლიცია გამოიძახა და ასე გადავრჩი.იმავე წამს ნივთები ჩავალაგე და შვილს დავურეკე აქ ყოფნის თანხა გადამიხადეთ მივდივართქო. სახლში მისულს მადონა თავზე მევლებოდა და თბილად მექცეოდა. -მეცოდები შვილო ასეთი ახალგაზრდა,ასე სატანჯველადო-ხშირად უთქვამს. ჩემს ახლობლებს არ ვაგებინებდი ჩემს ტანჯვას და თავს ისე ვიჭერდი თითქოს არაფერი მიჭირდა.ასეთი სამსახურები კიდევ ბევრი შემხვდა,ერთ დღესაც მადონა შემოვიდა,შვილო შენთვის ზედგამოჭრილი სამსახური ვიპოვეო. საქმე ბევრი არ იყო მდიდარი ოჯახის სახლები უნდა დამელაგებინა,კარგად მექცეოდნენ,მეც კმაყოფილი ვიყავი და ისნიც.ერთ დღესაც,როდესაც შესვენებაზე პიცას ვჭამდი,სანაპიროზე,თოლიების ყურებით ვტკბებოდი და თან სალომეს ველაქლაქებოდი,გვერდით ბიჭი მომიჯდა. -მიშველე სალო,მგონი ვიღაც ფსიქოპატი მიზის გვერდზე. -სიმაპტიური ბიჭია გაიცანი ,მთლად მენტალისტს და კრიმინალურ აზროვნებას ნუ დაუკავშირებ ყველაფერს-და სალომაც გათიშა. ბიჭს გავუღიმე-Ciao-მივესალმე იტალურად. -გამარჯობა-მიპასუხა ქართულად. აქ კი აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი სირცხვილისგან,ჩემი და სალომეს დიალოგი ამომიტივტივდა უცებ გონებაში,რას იფიქრებდა ეს ბიჭი, ნამდვილად მიწის გასკდომა მერჩივნა იმ მომენტში.სასიამოვნო საღამო იყო,ბევრი ვისეირნეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ,აი აქ დამკრა თავში რომ სახელიც არ მიკითხავს.სახლში შევედი და ჩემ საქმეს შევუდექი,დღეს სტუმრები უნდა გვწვეოდნენ,ქალბატონმა სტელლამ,სიხარულით მახარა ჩემი მაზლის ცოლიც ქართველია გაგაცნობო.საღამოს მიწურულს,კარებზე ზარი გაისმა,კარის გაღებისთანავე წინ წეღანდელი ნაცნობი ბიჭი ამესვეტა,თაფლისფერ თვალებს მანათებდა. -ახლა აქ შენი ყოფნა არ შეიძლება,ან საერთოდ როგორ მომაგენი-ვჩურჩულებდი გაცხარებული და კარი ზუსტად ცხვირწინ მივუხურე. -არ ვიცოდი ჩემს შვილს თუ იცნობდით-ზურგს უკან წეღანდელი გაცნობილი ქალბატონი მანანას ხმა მომესმა,სულ ასეთი მომენტები შეიძლება მქონდეს?!კიდევ შევრცხვი. ბიჭს ანდრეა ერქვა,დედით ქართველი და მამით იტალიელი ყოფილა. თაფლისფერი თვალები, გრძელი,ხშირი წამწამები და შავი საშუალო სიგრძის თმა ჰქონდა.მასზე ფიქრებში გართულმა ხშირად დავტუქსე ჩემი თავი და მისი მიუწვდომლობა დავიჯერე. -ამდენი პიცა გაგასუქებს-მომესმა ნაცნობი ხმა,ისევ იმავე ნაცნობ ადგილას. -არაუშავს ბევრი თაყვანისმცემელით არ გამოვირჩევი ამიტომ გასუქება არ შემიშლის ხელს-გავიღიმე -მე მაინც მომეწონები-თვალი თვალში გამიყარა ანდრეამ. გაკვირვებისგან დავდუმდი,დავმუნჯდი და ვერაფერი ვიღონე ,ვიდექი გახევებული და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.ამ დროს კი ჩემმა მოხერხებულობამ იჩინა თავი და ზღვაში აღმოვჩნდი,ხელებს შეუჩერებლივ ვიქნევდი,ვცდილობდი ზღვის წყალი აღარ ჩამეყლაპა,როცა ანდრეა გადმოხტა და ამომიყვანა. -არ ვიცოდი მთლად ასეც თუ მოგწონდი,ჩემს გამო თავის დახრჩობაზეც კი წახვედი-იცინოდა ანდრეა.მე კი მის ქურთუკში გახვეული ვიჯექი და მისი სუნამოს სურნელით ვტკბებოდი. ყოველ საღამოს ნაცნობ ადგილას ვხვდებოდით მე და ნაცნობი ბიჭი ერთმანეთს,ნაცნობ პიცას მივირთმევდით და ნაცნობი სილაღით ვიცინოდით. სალომეს მამამ მამაჩემს სამსახური დააწყებინა,ჩვენი ოჯახიც გაიმართა წელში,დათა დღითიდღე იზრდებოდა. ამასობაში დღეები დღეებს ენაცვლებოდა,თვეები თვეებს.2 წელი ერთმანეთს ვხვდებოდით,დავსეირნობდით ქუჩებში,ვჭამდით რაც შეიძლება ბევრ ნაყინს,პიცას... ხშირად ვჩხუბობდით,შეიძლება უბრალო რამეზე ისეთი ამბავი დაგვეტრიალებინა,სულ გაგვეგიჟებინა იტალიელები,მაგრამ ჩხუბს ყოველთვის მოსდევდა შერიგება. -იდიოტი ხარ! -იდიოტიც ხარ და სულელიც! -აჰჰ ასე არა?!სულელიც და ბრიყვიც მაშინ-ვუთხარი გამწარებულმა. -ბრიყვიც და საყვარელიც-გაიღიმა -საყვარელიც და მოიცა არა,არა საყვარელი არ ხარ-გავიბუსხე პატარა ბავშვივით -მიყვარხარ კესანე,მიყვარს შენი ბავშვივით გაბუტვები,მიყვარს სულ რომ ვჩხუბობთ,მიყვარს შენი პიცის ჭამაც,რადგან იმ მომენტში არამგონია შენზე ბედნიერი იყოს ვინმე და შენზე საყვარელი.იმ დღიდან მიყვარხარ როცა ფსიქოპატი მიწოდე,როცა ცხვირწინ კარი მომიჯახუნე და რამის დამეხრჩვი ზღვაში. -ანდრეა,ჩემი ბედნიერების მიზეზი ხარ შენ,როგორ შეგიძლია იყო ასეთი,უბრალოდ საოცარი ადამიანი,მზის სხივივით შემოიჭერი და გული გამითბე,მაგრამ იმაში მაინც ვერ დამარწმუნე რომ ფსიქოპატი არხარ-თვალებზე ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ცრემლები,თან ვიღიმოდი და იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი დამიჯერეთ არავინ იყო. მიუხედავად ყველაფრისა სამშობლოს მონატრება მაინც ცუდად მოქმედებდა ჩემზე,ხშირად ვტიროდი და ვდარდიანდებოდი,თოლიების ყურებაც აღარ მანიჭებდა ისეთ სიამოვნებას,მინდოდა მეც შემძლებოდა წასვლა,იქნებ ანდრეა იყო ის მიზეზი,ვის გამოც ვრჩებოდი და წასვლას ვერ ვბედავდი. -ანდრეა მიყვარხარ მაგრამ ამავდროულად მეშინია,მეშინია იმის რომ ერთხელაც აღარ გაგახსენდები,მეშინია იმის რომ დამივიწყებ,შენ ყველაფერი გაქვს რაც გინდა მე კი არაფერი.ანდრეა მეშინია რომ ჩვენი სიყვარული გაქრება,მე გულნატკენი დავრჩები და ვიცი ამას ნამდვილად ვერ გადავიტან. ანდრეამ ცრემლები მომწმინდა,გულში ჩამიკრა,შემდეგ თვალებში ჩამხედა. -შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ ,არაფერი არ მჭირდება და არავინ სხვა შენს გარდა.შენს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია კესანე,სულ რომ ფსიქოპატი ვიყო ასეთ ოქრო გოგოს ხელიდან არ გავუშვებდი -როგორ ახერხებ სულ ჩემს გაღიმებას?!-ვკითხე ანდრეას და მთელი ძალით ჩავეხუტე. -მრავალმხრივი ნიჭით ვარ დაჯილდოვებული და გიმალავ.-გამიცინა,ზუსტად ისე მე რომ მიყვარდა. ოთახში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი,მიუხედავად იმისა რომ დალაგებამ ქანცი გამიწყვიტა,აივნიდან ხმაური შემომესმა,კარები გავაღე და სხვა ვინ თუ არა ანდრეა იდგა ტორტით და ვარდით ხელში. -ჯერ 9საათია მგონი შენმა ძვირადღირებულმა საათმა აურია. -საქართველოს დროით გილოცავ დაბადების დღეს ჩემო კესანე,ჩემოდანი ჩაალაგე თორემ ჩვენს რეისზე დაგვაგვიანდება. აჟიტირებულმა გამოვაბიჯე თბილისის აეროპორტში და უეცრად მუსიკა გაისმა,ბრუნო მარსის Marry You.უკან გავიხედე და ცალ მუხლზე დაჩოქილი ანდრეა ხელს მთხოვდა,ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა,ჩემთვის გაუცნობიერებელმა ძალამ თავი დამაქნევინა და მთელი ძალით მოვეხვიე ანდრეას,ჩემსკენ ჩემი ოჯახის წევრები და სალომე გამოემართნენ მხიარული შეძახლებით,ამ მომენტში თოლიები გამახსენდნენ,მეც მათნაირი თავისუფალი ვიყავი. ზღვისპირას ვიდექით -ძალიან ლამაზია-ვთქვი თან ჩემს გვერდით ჩაფრენილ თოლიას გავაყოლე თვალი -ჩემი თოლია ხარ შენ,ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი,მხოლოდ შენს გვერდით ყოფნისთვის ღირდა ამ სამყაროში მოსვლა. ხელში ამიყვანა და დამატრიალა ანდრეამ.ვიცინოდით,ვიცინოდით და ვასხივებდით ძალიან ძლიერ დადებით მუხტს. მიყვარდა?მიყვარდა უსასრულობამდე,მეტი სიყვარული რომ არ შეიძლება ისე მიყვარდა. ბედნიერი ვიყავი?რა თქმა უნდა,მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანის ტიტული მქონდა მონიჭებული, რადგან ანდრეას ეკუთვნოდა ჩემი გული. სწორედ იმ მომენტში მივხვდი რომ ყოველი გვირაბის ბოლოს სინათლეა,ანდრეა კი ჩემი სინათლე იყო,ის იყო ადამიანი რომელიც ბედმა მარგუნა და ამაზე ძვირფასი რაღა უნდა მენატრა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.