შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინა (სრულად)


10-01-2020, 19:06
ავტორი Natiiaa33
ნანახია 10 759

-ქარის ძლიერ სიოს ვგრძნობდი უმისამართოდ, რომ დაეხეტებოდა ჩემ სახეზე და თმებს აქეთ-იქეთ მიყრიდა...არეული თმებით და გრძნობებით მივუყვებოდი გზას უსასრულობისკენ.მჭიდროდ მივყრდნობოდი მარშუტის სავარძელს და თვალები მაგრად მქონდა დახუჭული. ტკივილს ვგრძნობდი და ეს ტკივილი ნელ-ნელა ისე მიმატებდა მთელ ორგანიზმში მივლიდა გაბნეული მეტასტაზებივით.. ძნელია როდესაც გიწევს გაუსაძლისი ტკივილის ატანა. ტკივილის რომელიც სულს გიხუთავს, შიგნიდან გჭამს და ნელ-ნელა განგრევს. ვერ ამბობ, ვერ თავისუფლდები და ეს უთქმელობა, დაგროვილი ემოცია ერთიანად გაწვება, გთელავს...
ცხოვრებაში მუდმივად სწავლის პროცესში ხარ, ყოველ დღე რაღაცის სწავლა გიწევს, ყოველ წამს ახალ ნაბიჯებს დგავ და ზუსტად განსაზღრული არცერთი ნაბიჯი არაა.. ხშირად ცხოვრება იმდენად მძიმე დარტყმას გაყენებს ნოლზე გსვავს და თავიდან გიწევს გაიარო ყველა ეტაპი.
განტვირთვისთვის რამდენიმე დღით ისეთ ადგილას მივდივარ სადაც არავინ მიცნობს..კომფორტულ ტასაცმელს მოვირგებ და უსასრულოდ დავაბიჯებ ირგვლივ.. ახლაც წამოსული ვარ, ხმაურიან დედაქალაქს რამდენიმე დღით მოვწყდი და ბორჯომში ჩამოვედი. მიყვარს ბორჯომის პარკში სეირნობა, მხიარული ბავშვების ყურება და დაკვირვება როგორი ლაღები და ბედნიერები არიან..მე ბავშვობა მომპარეს, სინამდვილეში არც არასდროს მქონია ბავშვობის ის ლაღი პერიოდი რაც ყველა პატარამ უნდა გაიაროს... 5 წლის ასაკში როცა ყველა ბაღში მიდიოდა მე დედას ფიჩხის შესაგროვებლად ტყეში მივყვებოდი, ბაღიდან მომავალ ბავშვებს რომ ვხედავდი მშობლებს ხელ ჩაკიდებული როგორ მოყვებოდნენ თავჩაღუნული ვაგრძელებდი ჩემ საქმეს და ტალახიანი ხელებით ვიწმენდდი ცრემლებს, დედას რომ არ შეემჩნია...დიდი ხანი მძიმე ტვირთად ვატარე ტკივილი, რომელიც ყოველთვის ყველგან დამყვებოდა და ყველგან თავს მახსენებდა. ვფიქრობ დრო მოვიდა დავიწყო საუბარი და ღიად გამოვთქვა ჩემი ტანჯვის მიზეზი..
პატარა ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა და დედა მეორედ გათხოვდა..ისიც იმიტომ, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა მუდამ და სოფლის საქმეს მარტო ვერ უმკლავდებოდა. სარჩენად მეც დავემატე და ეს და სხვა უამრავი გარემოებების გამო იძულებული გახდა ცოლად გაყოლოდა რამაზ ახლოურს. ჩემს გონებაში მამაჩემი თითქმის არ არის, იმდენად პატარა ასაკში მოხდა ეს ყველაფერი მაშინ ვერც გავიაზრე, რომ მამა დავკარგე, ჩემი სისხლი და ხორცი ამ ქვეყნად აღარ იყო და სხვა კაცისთვის უნდა მეწოდებია მამა. რამდენი დღე იყო, სასაფლაოზე საათები ტირილში გამიტარებია..მუხლებზე მდგარი, ქვიდან მომზირალ კაცს ველაპარაკებოდი და იმ შავ ქვაზე გამოსახულ სახეს ვეფერებოდი. მერე რა რომ არ მახსოვს..ის ჩემი უთქმელი იმედი იყო.
დედა ხშირად აცხობდა ლობიანებს, მეზობლად ერთი უცოლო კაცი ცხოვრობდა და მასთან მატანდა ხოლმე. არც კი მინდა გავიხსენო ის წუთები, პატარა უტვინო ბავშვს რასაც მიკეთებდა. მაიძულებდა მის პენი*ს შევხებოდი და ხელები მეტარებია ზედ.
ამ ისტორიის გახსენება ჩემთვის იმ ჯოჯოხეთის თავიდან გამოვლას უდრის.. ჰაერი არ მყოფნის და მგონია გავიგუდები. ვცდილობ ღრმად ვისუნთქო და რაც შეიძლება მეტი სუფთა ჰაერი ჩავუშვა ფილტვებში.
სამი წელი გაგრძელდა ზუსტად ის ჯოჯოხეთური წუთები, არც თქმა შემეძლო და იძულებული ვიყავი ღამე ჩემს ბალიშთან მარტო დარჩენილს ყველა ტკივილი ერთად ამომეღო...
11 წლის ვიყავი დედა ლოგინად, რომ ჩავარდა.. მის მოვლასთან ერთად მამინაცვლის უაზრო გამოხტომებსაც ვუძლებდი და მიიზლაზნებოდა ეს ნაგავი ცხოვრება ჩვეულ რიტმში..
ერთ წერტილს მივჩერებოდი როდესაც მობილურის ხმა ჩამესმა..მიშო როგორც ყოველთვის..ჩემი 17 წლიანი სიცოცხლის ძალა.
-დედი ვნერვიულობ
-ჩავედი დედი..კარგად ვარ, ნუ ღელავ
-ძალიან ცივა. დარწმუნებული ხარ რომ მარტო ყოფნა გინდა?
-კი დე, არ იდარდო მალე დავბრუნდები.
-თავს მიხედე იცოდე.

-თითქოს ძალას ვეღარ ვგრძნობ, მობილურის ხმაც ნერვებს მიშლის...უბრალოდ მინდა მოვწყდე ამ რეალობას და თავისუფლად შევძლო სუნთქვა..
ბოლოს თავისუფლად როდის ვსუნთქავდი არ მახსოვს, საერთოდ სუნთქვა რომ შევწყვიტე 16 წლის ვიყავი, როცა გავიგე რომ ჩემი ნაბი*ვარი მამინაცვლისგან ფეხმძიმედ ვიყავი.. ჯოჯოხეთი რომელიც 16 წლიდან დაიწყო. ნელი და მტანჯველი. ორ თვეში დედა გარდამეცვალა. ვერ გაუძლო, ვერ გადაიტანა თავისი პატარა გოგოს ტკივილი, ვერ შეძლო გამკლავებოდა მისი ავადმყოფი გული ამ დიდ სტრესს და წავიდა, დამტოვა, მარტო დამტოვა ამ დამპალ ცხოვრებასთან და სიცოცხლის ყველანაირი ხალისი დამიკარგა..
მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა ბათუმიდან დიდ ქალაქს მივაშურე, ჩემს მუცელთან ერთად პრობლემებიც იზრდებოდა. 5 თვის განმავლობაში ერთ გიჟს ვუვლიდი. წარმოუდგენელი სტრესი გამოვიარე.. სკამზე დამჯდარი ვათენებდი და ვაღამებდი მის ლოგინთან. მის ოჯახსაც კი არ შეეძლო აეტანა და მოევლო მისთვის. სამაგიეროდ მე ვუვლიდი კაპიკების ფასად. მეცხრე თვეში ვიყავი ხელებში რომ ჩამაკვდა ქალბატონი ნანი და ჩემი მშობიარობაც სამი კვირით დაჩქარდა. ფეხმძიმობის პირველ თვეებში მეზიზღებოდა ის არსება ჩემში რომ იზრდებოდა, მერე გავაცნობიერე, რომ მასში იყო ჩემი სიცოცხლის მიზეზი. ყველაზე უდანაშაულო არსება იყო ჩემს ცხოვრებაში. სიცოცხლის ძალა მომცა და ცხოვრებისთვის ბრძოლის უნარი შემძინა. ზედმეტად პატარა ვიყავი დედობისთვის და ამ ცხოვრების მარტო გამკლავებისთვის. დედობა ეს ის ბედნიერებაა სიტყვებით, რომ ვერ აღწერ..სამყაროში არ არსებობს შესატყვისი სიტყვები, ვერ შეადგენ ვერცერთი კომბინაციით შესაბამის ფერს რაც დედობას ასახავს, ცისარტყელას ფერებიც კი ვერ შეედრება იმდენად ლამაზი და ფერადია. იყო დედა ეს ღვთისგან ბანოძები საჩუქარია.. ამბობენ ქალი ყველაზე სუსტი და ნაზი არსებააო, მაგრამ დედა, ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი და უშიშარი ქმნილებაა რომელსაც ვერაფერი დაუდგება წინ თუ მის შვილს რამე უჭირს...
მუდამ აწუხებს ჩემს შვილს კითხვა.. -მამა ვინ არის?
ბევრჯელ ავარიდე თავი ამ კითხვას..რამდენჯერაც იგივე სიტყვები მესმის გული მეკუმშება, ისევ თავიდან მახსენდება ის ჯოჯოხეთი და სიკვდილი მინდება. ბოლოს როდესაც ეს კითხვა დამისვა 14 წლის იყო.. სკოლიდან ახალი მოსული სავარძელში იჯდა ჩაფიქრებული, სევდიანი სახით ამომხედა და მკითხა:
-დედა დღეს მასწავლებელი მამის როლზე გვესაუბრა ბავშვის აღზრდის პროცესში, პატარა აღარ ვარ, მინდა ვიცოდე ვინ არის მამაჩემი? მართლა ნაბი*ვარი ვარ?
-ეგ ვინ გითხრა?
-დედა მიპასუხე
-მიშოო ახლავე ადექი და შენს ოთახში წადი
-დედა მიპასუხე
-ახლავე წადითქო!
_ისტერიკა დამეწყო, ირგვლივ რაც მომყვა ხელში ყველაფერს ვამტვრევდი, ვკიოდი, ვტიროდი და საღ ჭკუაზე აღარ ვიყავი.შეშინებული და ერთ ადგილზე გაყინული იდგა მიშო და მიყურებდა.. იატაკზე დაცემულს ბოდიშებს მიხდიდა და მეფიცებოდა აღარასდროს ვახსენებ მამასო.. გაყინულ ხელებს ლოყაზე მისვავდა და ცრემლიან თვალებს მიკოცნიდა. მაშინ ყველაზე მეტად გავძლიერდი. იმ მომენტში მივხვდი რომ მე სისუსტის უფლება არ მქონდა, მივხვდი რომ მთავარი საყრდენი მხოლოდ მე ვიყავი ჩემი შვილის და უფლება არ მქონდა სისუსტე გამომეჩინა.
იმ დროს ატელიაში ვმუშაობდი, ყველაზე კარგად რაც გამომდიოდა კერვა და ქარგვა იყო. ჩემი შემოსავლით ვცდილობდი თავი გაგვეტანა. სამი წლის განმავლობაში კარგად ავითვისე სამკერვალოს საქმე. რამდენიმეგან ვმუშაობდი და ბოლოს ისიც შევძელი საკუთარი სამკერვალო შემექმნა. მაშინ ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობდა. ნელ-ნელა ვიწყებდი მყარი ნაბიჯების გადადგმას და სრულფასოვან ქალად ვყალიბდებოდი.
დღეს ვარ ქალი, რომელსაც ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს ამ სამყაროში. დღეს ვარ ქალი იდეალური კარიერით, მტკიცე ბუნებით და საუკეთესო შვილით ამ ქვეყნად. ვარ ქალი რომელსაც არ აქვს პირადი ცხოვრება, არ ყავს გვერდით მამაკაცი ვისაც დაეყრდნობა, ვისი იმედიც ექნება და ვისაც თავის დარდს გაუზიარებს. მხოლოდ ჩემი თავი მყავს საყრდენად და ამ საყრდენს ძალიან დიდი ცრემლი და ტკივილი აქვს ბალავრად.
მშვიდი ერთი კვირაც მალე გავიდა, დავტოვე ბორჯომის სიმშვიდე და ხმაურიან დედაქალაქს მივაშურე. ისევ თავიდან დაიწყო, ისევ სამსახური, ქაოსი და ყოველდღიური რუტინა. მიშო სახლში აღარ მოდიოდა, ვერ ვუკავშირდებოდი, ორი საათით შემოირბენდა -დედა კარგად ვარ-ო მაკოცებდა და ისევ გაიქცეოდა.. საკუთარ შვილზე უკეთ არავის არ ვიცნობდი ამ სამყაროში. განა დედა ვერ მიხვდება შვილის ტყუილს? დედა, რომ გრძნობს ვერცერთი ადამიანი ვერ იგრძნობს ამ ქვეყნად. რამდენიმე დღე ვცდილობდი უშედეგოდ გარკვევას. თაზო და თოკოც არაფერს ამბობდნებ..
სახლში დივანზე ვიყავი მოკალათებული, ყავას ვსვავდი და ფილმს ვუყურებდი. კარზე ზარის ხმა გაისმა და თვალ-ცრემლიანი გოგო შემრჩა ხელში.
-მიშოს დედა თქვენ ბრძანდებით?
_პირველად რასაც დედა ფიქრობს არის თავისი შვილის ჯანმრთელობა, როცა მტირალი გოგო დავინახე და მიშო ახსენა პირველი ფიქრი იყო, რომ მიშოს რაღაც მოუვიდა.. ძალა გამომეცალა და კარს მივეყრდენი.
-მიშოს რამე ხომ არ მოუვიდა.
-მიშოს არა
-აბა რახდება? _ანერვიულებული მზერა მივაპყრე და მერე მივხვდი რომ სახლში უნდა შემომეყვანა.
-შემოდი საზლში შვილო.
-მადლობა _სლუკუნებდა და თან ცრემლებს იწმენდდა.
-შვილო მომიყევი რა დაგიშავა მიშომ.
-მიშოსგან ფეხმძიმედ ვარ, მაიძულებს აბორტი გავიკეთო
_ამ სიტყვების გაგონება და ჩემი გაქვავება ერთი იყო. ნუთუ ასეთი შვილი გავზარდე, რომ შეუძლია ჯერ არ დაბადებული სიცოცხლე მოკლას. ვერ გავიგე რა მეთქვა, როგორ დამემშვიდებია საწყალი გოგო.
-გეფიცებით არ მინდა მაგის ცოლობა, არც მაგის მიხედვა გვჭირდება მე და ჩემს ბავშვს, უბრალოდ თავი დამანებოს და ნუ მთხოვს აბორტი გავიკეთო. ვერ შევძლებ, ბავშვს ვერ მოვკლავ.
-შვილო ბარგი ჩაალაგე და ჩემთან გადმოდი! სხვა ყველაფერს მე მივხედავ. მე ესეთი ნაგავი ბავშვი არ გამიზრდია და თუ საჭიროა გონს მალე მოვიყვან. შენ აღარ იტირო! არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა.
-მე..მე მიშოს გარეშე აქ ვერ გადმოვალ.
-შენმა მშობლებმა იციან?
-კი იციან. ყველაფერი იციან და არც ისინი მომცევენ უფლებას ბავშვი მოვიშორო. შეცდომა დავუშვი მაგრამ ერთ შეცდომას მეორეს ვერ დავუმატებ.
-შენს მშობლებს მე შევხვდები, მაგაზე არ ინერვიულო. სულ დამავიწყდა სახელი მეკითხა.
-ნუცა ონიანი
-კარგი ნუცა, სახლში წადი ბარგი ჩაალაგე. ჩემი ნომერი ჩაიწერე და დამირეკე როცა მზად იქნები.
-არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ
-მადლობა უკვე შენს შიგნით იზრდება, ბებია უნდა გავხდე და მეტ სიკეთეს შენ ვერ გამიკეთებ. _ცრემლები ხელისგულებით შევუმშრალე და გავაცილე. მიშოს ვურეკავდი, ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში და ერთმანეთში ქაოსურად ირეოდა. როგორც იქნა მიპასუხა
-აუ დეე რა ხდება? არ მცალია მერე გადმოგირეკავ
-არ გცალია კი არა დროზე სახლში მოდი თორე მთელი ცხოვრება დამკარგავ და ჩემი სახით შენ დედა აღარ გეყოლება
-დე რა მოხდა?
-10 წუთში სახლში იყავი!
_ასეთი მკაცრი მიშოს მიმართ არასდროს ვყოფილვარ, ასეთი სიტყვებით არასდროს დავლაპარაკებივარ და ეს ორმაგად მტკენდა გულს.. მართლაც მალე მოვიდა სახლში, შეშინებული სახით მიყურებდა და ელოდებოდა როდის ვეტყოდი რა მოხდა.
-ვერ ვიჯერებ რომ შენ ჩემი შვილი ასეთი უგულო ხარ..
-დედა რა მოხდა?
-ნუცა ვინ არის?
-ნუცა? როგორ გაიგე?
-იცი დავფიქრდი ნეტავ უნდა გამეჩინე? ამის გამო უნდა გამეჩინე რომ შენ მოგეკლა არდაბადებული არსება? ყველაზე მეტად შენ არ იმსახურებდი დაბადებას იცი? მოსაკლავი ვინც იყო ის პირველ რიგში შენ იყავი.
-დედა რასამბობ..დაწყნარდი გთხოვ.
-შენ არ უნდა გამეჩინე! იცი რატომ? არ იცი, არც ის იცი მამა რატომ არ გყავს და შევცდი რომ არ გითხარი. მამაშენმა გამაუპატიურა, კაცმა რომელიც ჩემი მამინაცვალი იყო. იმ ნაბი*ვარმა სიცოცხლე გამიმწარა და ანუ შენ არ უნდა გამეჩინე?
-დე და..
_ხმა ჩამწყდარი ცრემლიანი თვალებით მიყურებდა, მიყურებდა როგორ ვიშლებოდი ნაწილებად თითოეული სიტყვის თქმისას. მიყურებდა ისიც ჩემსავით ნადგურდებოდა.
-ამ ყველაფრის მერე კიდე ეცდები შენ მოკლა შენი შვილი? შენ რომელიც არაფერი დაგიშავებია და ყველაზე დიდი ტკივილი მაინც შენ იყავი ჩემი. კიდე ეცდები რამე მითხრა?
-როგორ გაუძელი? როგორ გიყვარდი მაგ ყველაფრის შემდეგ?
-ჩემში იზრდებოდი, მე გგრძნობდი, მე გაგაჩინე, მე დამიძახე პირველად დედა, ჩემს ხელზე იყავი დაყრდნობილი როცა პირველ ნაბიჯებს დგავდი და როგორ უნდა მიყვარდე? შენმა არსებობამ ჩემში, ასმაგად გამაძლიერა. შენ რომ არა მე დღეს ეს არ ვიქნებოდი ვინც ვარ. უბრალოდ ვერ ვხვდები ჩემი შვილი ესეთი როგორაა. ნუთუ შენ მართლა კლავ ჯერ არ დაბადებულ ბავშვს.
_მიშომ ვერ გაუძლო, ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და გაიქცა, ვერ გადახარშა ბოლომდე მოსმენილი, მარტო ყოფნა უნდოდა, დაფიქრება სჭირდებოდა და აზრების დაწყობა. არვიცოდი რა მექნა, რა მომემოქმედებია, ყველაზე მეტად რაც სჭირდებოდა დრო იყო, დრო რომელიც თვითონ დაალაგებდა ყველაფერს..
ამ ცხოვრებაში არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, ერთი შეხედვით შეიძლება ყველაფერმა დაკარგოს ფასი, ყველა სურვილი, გრძნობა და მიზანი გაუფერულდეს, მაგრამ დრო აუცილებლად გააჩენს იმ სინათლის სხივს რომელიც ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს. ამას ამბობს ქალი, რომელიც ძალიან ბევრჯელ დაეცა და მაინც ყოველთვის ფეხზე წამოდგომას ახერხებდა. წამის დაჭერა უნდა შეგეძლოს, ბედნიერების წამის თორემ ამ ქვეყნად არაფერია ნათელი. ყველა სინათლეს თვითონ ვქმნით, ყველა სხივს ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას. რომელ ფერსაც ავირჩევთ იმ ფერით ვაფერადებთ ჩვენს სამყაროს..
წარმოიდგინე უამრავი ფანქარი გაქვს და კონტურით შექმნილი ნახატი უნდა გააფერადო. რომელ ფერებს გამოიყენებ?
ფერები რომელიც შენ აირჩიე შიგნიდან მოდის, ზუსტად ისეთივე ფერს აძლევ შენს ცხოვრებას რასაც იმ კონტურზე შექმნილ ნახატს. შენი განწყობა მთლიანად ისე ისახება იმ ფერების საშუალებით როგორიც სინამდვილეშია..
და მაინც ვთვლი რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი კონტურია, რომლის გაფერადებას ჩვენი დაბადების მომენტიდან ვიწყებთ.
ორი კვირა გავიდა, ორი კვირა და მიშოსგან არაფერი ისმოდა..არც მირეკავდა, არც მწერდა და არც სახლში მოდიოდა. მისი ძმაკაცებიც არაფერს მეუბნებოდნენ, ვიცოდი რომ არც თანხა ჰქონდა თან და არც კარტები. ნუცა ჩემთან ცხოვრობს უკვე ერთი კვირაა. ყველანაირად ვცდილობ თავი კომფორტულად იგრძნოს, არ დაიტვირთოს და არ ინერვიულოს, მაგრამ ვხედავ ყოველ ღამე როგორ აქვს ბალიშზე ხელები შემოხვეული და ტირის..მისვლასაც ვერ ვბედავ, არვიცი როგორ დავამშვიდო, ნუცას როცა ასეთ მდგომარეობაში ვხედავ მით უფრო მიპყრობს ბრაზი და ამ ყველაფერს მიშოს გაუჩინარებაც ემატება.
ძალიან კარგ გინეკოლოგთან ჩავწერე კონსულტაციაზე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ დედას და ბავშვს არაფერი ემუქრება და ყველაფერი რიგზეა. პირველად უნდა მომესმინა ბავშვის გულისცემა, ბავშვის რომელიც რამდენიმე თვეში დაიბადებოდა და ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ბებია ვიქნებოდი.
ნუცა პალატაში მოათავსეს ეხოს გადასაღებად, მე საბუთები მოვაგვარე და კაბინეტში უნდა შევსულიყავი ზურგიდა მიშოს ხმა რომ მომესმა.
-დედა დაიცადე.
-მიშო? სად დაიკარგე ამდენ ხანს? ნორმალური ხარ? იცი...
-ვიცი დედა ყველაფერი ვიცი. მაპატიე გთხოვ სულელურად მოვიქეცი. ნუცაც მაპატიებს ვიცი და ბედნიერად ვიცხოვრებთ.
-რას აპირებ?
-პატიებას ვთხოვ.
-მხოლოდ ეგ გიშველის?
-ამ ეტაპზე სხვა არაფერი შემიძლია.
_კარი გააღო და ნუცასთან პალატაში შევიდა, მეც უკან შევყევი. გაოცებისგან ნუცას თვალები გაუფართოვდა, არ ელოდა მაგრამ არც არაფერი უთქვამს. თავი მონიტორისკენ შეაბრუნა, ამღვრეული თვალები მოგვარიდა. ბავშვის გულისცემის გაგონებისას ვერცერთმა ვერ შევიკავეთ ცრემლები, მხოლოდ მიშო იდგა გაქვავებული და მონიტორს მიშტერებოდა.
თითქოს თბილი იყო ნუცას მიმართ მაგრამ ისე მაინც არ იყო როგორც საჭიროა. ერთ კვირაში ხელიც მოაწერეს, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე.
ვხედავდი რომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იყო ნუცასთან მიშო, არც ჩემი ჩხუბი არ ჭრიდა მასთან და არც საუბარი. უბრალოდ ავდექი, ბინა ვიქირავე და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რომ მარტო დამეტოვებია და ისე ეცხოვრათ როგორც უნდოდათ.


*ნუცა*

_თავი მხოლოდ გამრავლების ფუნქციის მქონე არსება მგონია, ბავშვს გავაჩენ და იქვე დასრულდება ყველაფერი. ნუცა აღარ იარსებებს, შემდეგ იქნება ბავშვი რომელიც უნდა გაზარდო და გზაზე დააყენო.
საშინელი გრძნობაა ყოველ დღე მიშოს ცივ მზერას რომ ვეჯახები. მისთვის არავინ ვარ, მხოლოდ იმ არსების დედა რომელსაც მუცლით ვატარებ. მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს და არ ვიცი რა გავაკეთო. ერთი წუთიც არ გავჩერდებოდი მის გვერდით, რომ არა ეს სიყვარული. ბავშვს გავაჩენდი და მისგან შორს მშვიდად გავზრდიდი, უბრალოდ არვიცი რა მოუხერხო ამ გრძნობას შიგნიდან რომ მჭამს. ყოველ საღამოს ფანჯრიდან ვუცქერ როდის მოვა სახლში და მომავალს რომ დავინახავ გულში სითბო მეღვრება. ორ სიტყვას ძაღლივით გადმომიგდებს -ბავშვი როგორ არის?
და ისევ თავის საქმეს აგრძელებს. ბავშვი, ბავშვი...დავიღალე სულ ბავშვს კითხულობს და არ აინტერესებს მე როგორ ვარ. გადავწყვიტე მეც ისე მოვიქცე როგორც თვითონ მექცევა. ჩემთვის ჩემს სამყაროში ვიქები.
უკვე შვიდი თვის ფეხმძიმე ვარ და მუცელიც საგრძნობლად გამეზარდა. სქესი არ გავიგე რადგან ვფიქრობ არაქვს მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭი, მთავარია ჯანმრთელი დაიბადოს. მუცელში ისეთ მოძრაობებს აკეთებს ასე მგონია ცეკვაზეა და რაჭულის ჩაკვრებს აკეთებს-თქო. უკვე დავიწყე კიდეც ტასაცმელების შერჩევა. ისეთებს ვყიდულობ გოგოც და ბიჭიც რომ ჩაიცვავს. დღეს დილიდან მაღაზიებში დავდიოდი და ძალიან დავიღალე. კარი მიშობ გამიღო და არც შევიმჩნიე ისე შევედი სახლში, ნაყიდი ნივთები ოთახში შევიტანე და ძლივს დავჯექი.. სიარულისგან მუცელი საშინლად მქონდა დაჭიმული და ფეხები მტკიოდა. თან ტასაცმელების ამოლაგება დავიწყე.
-სად იყავი? _წარბებშეკრულმა გამომხედა და კარს მიეყრდნო მე კიდევ მშვიდად განვაგრძე ტასაცმელების ამოლაგება.. არც გამიხედავს პასუხი ისე გავეცი
-ვერ ხედავ?
-ნუცა კითხვაზე მიპასუხე
-რატომ ვალდებული ვარ?
-ნუცა რა გჭირს? როგორ მელაპარაკები?
-ხმას დაუწიე და კარი გაიკეტე უნდა დავიძინო
_ძალიან მშვიდად ვუპასუხე და ზურგი ვაქციე. გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი. ცოტახანში ავდექი, წყალი გადავივლე, საღამურებზე ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი. თან ჩემს დაქალს ვესაუბრებოდი მობილურზე, ისე ორაზროვნად რომ რთული იყო ჩვენი საუბრის აზრი გაგეგო. ვხვდებოდი, რომ მიშო დაძაბული მისმენდა მეც კიდევ ზაკაზად ველაპარაკებოდი მარიამს და ინტრიგებს ვხლართავდი.
-ხო გოგო დღეს სავაჭრო ცენტრში შემხვდა, ისევ ისეთი სიმპატიურია..
-გინდა მიშო გააგიჟო ხომ?
-კარგი რა გაცინებს. ხო აბა რა სხვა გზა დამიტოვა?
-ოხ ნუცა ვინც არ გიცნობს.
-შევხვდეთო მითხრა, ძველი დრო გავიხსენოთო.
-......
-რას ვეტყოდი შენი აზრით
-.....
-კი კი მართალი ხარ...აუ მარო მერე გავაგრძელოთ მობილური მიჯდება თანაც ძალიან მშია...
-კაი მიდი შე ოხერო..
-გაკოცე მარმელადო..
_ვიცოდი რომ ყველა სიტყვა გაიგონა და ნელ-ნელა სახე ელეწებოდა. მაცივრიდან საჭმელი გადმოვალაგე და გემრიელად დავიწყე ჭამა. ბოლოს ნაყინი მომინდა და აღარ იყო. რა მექნა, მიშოს ვერ ვთხოვდი ოთახში შევედი, მოკლე სარაფანა გადავიცვი და კარებისკენ გავემართე.
-სად მიდიხარ?
-ნაყინი მინდა _გაფართოებული თვალებით შევხედე და გავუღიმე.
-იცი რა დროა?
-მერე რა?
-რადროს ნაყინია?
-დაგავიწყდა რომ ფეხმძიმედ ვარ?
-მერე რა?
-ბავშვს უნდა მე კი არა.
-ხო ხო სულ ბავშვს..დამელოდე გადავიცვავ და მეც წამოვალ.
-მალე რა ძალიან მინდა.
_უხმოდ მომყვებოდა გვერდით, ხანდახან გამომხედავდა ხოლმე და ისევ დახრიდა თავს. ძმივს მივაღწიეთ მოლამდე. ვანილის, კენკრის და შოკოლადის ნაყინი ერთმანეთში ავარევიე და ყველაზე დიდ კოლოფში ჩავადებიე. მიშომ მხოლოდ ვანილის აიღო. მთელი გზა ისეთი სიამოვნებით ვჭამდი, რომ სიტყვებით ვერ ავღწერ. მიშო კი მიყურებდა და იღიმოდა. პირველად მაშინ ვნახე ამ ხნის განმავლობაში ღიმილიანი სახით, რომ მიყურებდა.
-როგორ ჭამ მაგ საზიზღრობას?
-რატომ? იცი რა გემრიელია?
-გეტყობა კი მაგრამ არ მინდა ვიცოდე..
-მიშოოო _უეცრად გავჩერდი და მუცელზე ხელი დავიდე.
-რამოხდა? გეტკინა? ხომ გითხარი ამ საშინელებას ნუ ჭამთქო.
-ხელი დამადე
-რა? მე როგორ
-ნუ ბურტყუნებ ბიჭო ხელი დამადე მუცელზე _მისი ხელი მუცელზე დავიდე
-იგრძენი?
-ეს ბავშვია? რას შვება?
-ფეხბურთს თამაშობს მუცელში..რაუნდა ქნას მოძრაობს.
-ესე ძაან?
-ხომ გითხარი ნაყინი უყვარსთქო..გაეხარდა და ცეკვავს _გემრიელად გადავიკისკისე მიშოს გაშტერებული სახე რომ დავინახე და ჭამა განვაგრძე.
-ნუცა მეკაიფები?
-ცოტას.
-ოოო არ გამოგადგება პატარა ქალბატონო.
-ერთიწამით გაჩერდი... _ძალიან ახლოს ვიყავი მიშოსთან, იმდენად ახლოს რომ მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი. ფრთხილად შევახე ტუჩები, ტუჩის კუთხესთან და ისევ გამოვიწიე..
-რას აკეთებ?
-ნაყინი გქონდა _გავუღიმე და გზა განვაგრძე ვითომც არაფერი მომხდარა. სახლში მალევე დავბრუნდით. გამოვიცვალე და მისაღებში დავჯექი, ფილმი ჩავრთე და კომფორტულად მოვკალათდი. არვიცი რატომ მაგრამ დრამა ავარჩიე.. "ყველაფერი რაც შენგან დამრჩა" ბოლო პერიოდში ისედაც ძალიან მგრძნობიარე ვიყავი მაგრამ ამ ფილმის დასასრულზე ბოლო ხმაზე ვტიროდი. მიშო შეშინებული გამოვარდა ოთახიდან, მაწყნარებდა მე კიდევ ისევ ვაგრძელებდი და თან სისულელეებს ვსლუკუნებდი.
-მერომ მოვკვდე ბავშვს ხომ მიხედავ? ხომ გეყვარება?
-ნუცა დაწყნარდი და ნუ ბოდავ რაღაცეებს
-დამპირდი გთხოვ, დამპირდი მე თუ რამე მომივა ჩვენი შვილი ხომ გეყვარება, ხომ იზრუნებ
-ნუცა რადაგემართა? ჩუუ დაწყნარდი ნუ ტირი ამდენს არ შეიძლება.
-შენ მხოლოდ ბავშვი გიყვარს, მე საერთოდაც არ გიყვარვარ, მხოლოდ ბავშვის დედა ვარ შენთვის.
-ნუცაა შემომხედე, ნუცააა...თვალებში მიყურე გთხოვ და მომისმინე. შენ თუ არ იქნები არც ეგ ბავშვი არ მინდა. მიყვარხარ გესმის?
-მატყუებ, შენ მე სულ მატყუებ. არ გინდა რამე რომ დაემართოს ბავშვსვ და იმიტომ მეუბნები ამას.
-დედას ვფიცავარ მთელი გულით მიყვარხართ შენც და ჩემი ბავშვიც. უბრალოდ ამის გასააზრებლად დიდი დრო დამჭირდა.
_ცრემლიან ლოყებს მიკოცნიდა, თითებით ცდილობდა ცრემლების შემშრალებას, ნელ-ნელა ტუჩებისკენ მიიწევდა, ისე ნაზად და გემრიელად მიკოცნიდა ბაგეებს ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. ასეთი თბილი არასდროს ყოფილა მიშო, ასე კარგად არასდროს მომქცევია. იმ დღის შემდეგ კი სულ ასეთი იყო. განსაკუთრებით მეცხრე თვეში. ყოველ დილით თმას თვითონ მიკეთებდა, დაბანაში მეხმარებოდა, ტასაცმელს მაცმევდა და საჭმელი ლოგინში მოჰქონდა. ისეთი მზრუნველი იყო, ისეთი თბილი რომ სიტყვებით გადმოცემა მიჭირს.
მოულოდნელად დამეწყო მშობიარობა, შეშინებულს არ ვიცოდი რა მექნა და მაშინვე მიშოს დავურეკე. საშინლად მეშინოდა, ჩემს შიშს გაუსაძლისი ტკივილიც ემატებოდა და სულს მიხუთავდა. საავადმყოფოში მალევე მიმიყვანა, ვკიოდი, ვტიროდი და მიშოს ხელს არ ვუშვებდი.
-იცოდე თუ არ შემომყვები ვერ გავუძლებ, ძალა აღარ მაქვს მოვკვდები.
-ჩშშ ნუ ტირი ნუცა! გაუძლებ! ყველაფერი კარგად იქნება.
-მიშო გთხოვ შემომყევი.
-შენს გვერდით ვარ, შემოვალ.
_ვხედავდი როგორ ეშინოდა, ჩემზე მეტადაც კი მგონი მიშოს ეშინოდა. ჩემს თავთან იყო ჩამუხლული და ყურში ჩამჩურჩულობდა. ცივი ოფლი მასხავდა, მეტი აღარ შემეძლო. ბოლო ძალა მოვიკრიბე და რამდენიმე წამში ჩემი გოგოს ხმაც გაისმა. სიცილ ტირილი ერთად დავიწყე ექიმმა რომ თქვა ჯანმრთელი გოგო გყავთქო. გოგო ეს ჩემი ოცნება იყო. ძალაგამოცლილი ვიწექი და მეგონა ბავშვსაც ვერ დავიჭერდი. გულზე დამიწვინეს და მასთან ერთად მეც ვტიროდი. მიშოს ფერი აღარ ჰქონდა, გაქვავებული იდგა და გვიყურებდა. აზრზე მაშინ მოვიდა ექიმმა ბავშვი ხელში რომ დააჭერია.
-ბავშვს რას არქმევთ?
-ნინას _არც დავფიქრებულვარ ისე სწრაფად ვუთხარი
-ნინას? დედაჩემის სახელს? _მიშო არ ელოდა და თან ბედნიერი იყო ამ სიტყვების გაგონებით და თან გაოცებული.
-ნინა ის ქალია რომელიც სამყაროში ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ეს მცირედი საჩუქარია რაც შემიძლია გავუკეთო.
_ ვხედავდი როგორი ბედნიერი იყო და ამით ორმაგად ვბედნიერდებოდი. აწი ორი ქალი ყავდა. ორი ნინა რომელიც სიგიჟემდე უყვარდა სულ სხვა სიყვარულით და როგორც თვითონ ამბობს მესამე ქალი მისი სამყაროს ამოუცნობი განზომილება იყო, ბედნიერების.



№1 სტუმარი salo

mixaria sheni gamochena isev saitze ❤❤❤❤ kidev erTxel getyvi rom dzalian magrad wer❤ rac sheexeba istorias saocrad gulshi chamwdomia..shokirebuli var jer kidev ver gaviazre...

 


№2 სტუმარი likuna

Zalian zalian kargi iyo...gulshi chamwvdomi da emociuri...

 


№3  offline მოდერი Natiiaa33

salo
mixaria sheni gamochena isev saitze ❤❤❤❤ kidev erTxel getyvi rom dzalian magrad wer❤ rac sheexeba istorias saocrad gulshi chamwdomia..shokirebuli var jer kidev ver gaviazre...

მადლობა რომ კითხულობ ❤

likuna
Zalian zalian kargi iyo...gulshi chamwvdomi da emociuri...

❤❤❤❤

 


№4 სტუმარი asabashvili liza

სიტყვები არ მყოფნის იმდენად გულში ჩამწდომი ისტორიაა. აქ გამოხატულმა სიცილის ემოციამ გამაღიზიანა რა დონის ადამიანი უნდა იყო ასეთ ამბავზე რომ გაგეცინოს არ მესმის.
ძალიან კარგად დამოცემულია, ყველა ემოცია ბოლომდე მოაქვს. იყო მომენტები ცრემლები ვერ შევიკავე. ბრაო ????❤❤❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

"ზაკაზად" ჩამყვა მწარედ ისტორიის ბოლომდე. ლექსიკა გაქვს დასახვეწი ჩემი მოკრძალებული აზრით.
ეეჰ, ნინა...შვილი როგორ გაიმეტა მაგ სიმართლისთვის. და ესეც რა მსუბუად შეხვდა.

 


№6  offline მოდერი Natiiaa33

asabashvili liza
სიტყვები არ მყოფნის იმდენად გულში ჩამწდომი ისტორიაა. აქ გამოხატულმა სიცილის ემოციამ გამაღიზიანა რა დონის ადამიანი უნდა იყო ასეთ ამბავზე რომ გაგეცინოს არ მესმის.
ძალიან კარგად დამოცემულია, ყველა ემოცია ბოლომდე მოაქვს. იყო მომენტები ცრემლები ვერ შევიკავე. ბრაო ????❤❤❤❤❤

მადლობა❤

grafo
"ზაკაზად" ჩამყვა მწარედ ისტორიის ბოლომდე. ლექსიკა გაქვს დასახვეწი ჩემი მოკრძალებული აზრით.
ეეჰ, ნინა...შვილი როგორ გაიმეტა მაგ სიმართლისთვის. და ესეც რა მსუბუად შეხვდა.

მსუბუქად ისტორიაშია აღწერილი. ნამდვილად არ ყოფილა მსუბუქი ამბავი და მითუმეტეს გადასატანი ....ლექსიკას რაც შეეხება რედაქტირების ამბავია რისი დროც სამწუხაროდ არ მაქვს :)) მადლობა გავითვალისწინებ ❤❤❤

 


№7 სტუმარი თიკო თინიკაშვილი

არვიცი რავთქვააა???????????? გული ამიფორიაქა, სული გამიყინა ეს რა იყოოოოოოოო????????????????საოცრება ხარ ავტოროო❤❤❤

 


№8  offline მოდერი Natiiaa33

თიკო თინიკაშვილი
არვიცი რავთქვააა???????????? გული ამიფორიაქა, სული გამიყინა ეს რა იყოოოოოოოო????????????????საოცრება ხარ ავტოროო❤❤❤

მადლობააა❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent